შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპლები [1]


12-11-2017, 10:03
ავტორი ელპინი
ნანახია 372

პეპლები [1]

-დამეხმარეთ, დააკავეთ. ისე ვერ ვუკეთებ ნემსს.
მედდას ყვირილი ჩამესმის ყურებში და თეთრგადასაფარებლიან საწოლზე დავხტივარ, რომ ამ უბედურებას გავექცე.
-ნოდარ, დამეხმარე.
განწირული ხმით ყვირის და ყურებში იარაღის გასროლასავით მესმის მისი ხმა. ხელებს მიკავებენ და ვკივივარ.
-გამიშვით...გამიშვით...არ მინდა ნემსი...გთხოვთ...ჭკვიანად ვიქნები.
ბოლო იმედს ვეჭიდები, მაგრამ არ მშველის. ვგრძნობ, როგორ მიკეთებენ ნემსს და ვითიშები. თეთრი კედლები მესიზმრება და უსულო სხეული. უბრალოდ სხეული, რომელიც უძრავად წევს საწოლზე და გაგიჟებული თვალებით იყურება, აქეთ-იქეთ აცეცებს დიდ, თაფლისფერ თვალებს. დიახ, მე ვარ. საცოდავი არსება, რომელიც აგერ უკვე, 4 თვეა ოთხ კედელს შორისაა გამოკეტილი და რაღაც იმედს ებღაუჭება. მაგრამ იმედი ბოლოს კვდება, ხომ იცით? ჩემი იმედი დიდი ხანია მოკვდა, მაგრამ მე მინდა გავაცოცხლო.
კარების გაღების ხმა მესმის და მეც სწრაფად ვჯდები საწოლზე. ფეხები მოკეცილი მაქვს და თავი მუხლებზე მაქვს დადებული.
-ნუ გეშინია...ლენკა მე ვარ, ნანა...
ვხედავ, როგორ მოდის ჩემკენ, მაგრამ მეშინია და სახე მეკრუნჩხება.
-ლენკა, გესმის? ნანა ვარ, დედაშენი.
მხოლოდ ერთი სიტყვა მესმის-"დედაშენი" და გონებაში ჩემთვის ვიმეორებ.
-ლენკა, როგორი შეცვლილი ხარ.
თმებზე მეფერება და თავს საპირისპირო მხარეს ვაბრუნებ.
არ მინდა მისი სახის დანახვა.
-ლენკა, უკეთ ხარ?
კი, აშკარად უკეთ ვიყავი სანამ მოხვიდოდი. მინდა ვუთხრა ყველაფერი და ერთიანად მივახალო პირში, მაგრამ ამის ძალაც არ მაქვს.
-თვალები შეშუპებული გაქვს, რას გავხარ? ტირილის მეტს არაფერს აკეთებ?
სასაცილოა, საგიჟეში ადამიანი ან იცინის, ან ტირის.
-ნანა, წადი. სანამ ყველაფერი არ მითქვამს, მხოლოდ ამ ერთადერთ სიტყვას დაჯერდი და მადლობა მითხარი, რომ წაეთრიე-ს არ გეუბნები.
ძალამოკრებილი კბილებში ვცრავ და ფეხზე ვდგები, მუხლები მეკეცება.
-მადლობა აქეთ მითხარი შენ სანახავად, რომ მოვედი.
გადმოაფრქვია ზიზღი, თვალი ამაყოლა და ფეხსაცმლის კაკუნით მიდიოდა კარებისკენ. თმებზე ვეცი და კივილი დაიწყო.
-ლენკა...მომაცილეთ ეს ფსიქოპატი...
კიოდა, მე კი, ვიცინოდი.
-კარგია, ნანა? მოგწონს? გრცხვენია "შენი შვილის", ხო?
დამცინავად ვლაპარაკობდი და ვინ იცის, როგორ მტკიოდა ეს ყველაფერი. დიახ, გიჟებსაც ტკივათ, მაგრამ ჩვენ შეშლილები ვართ.
-გაუშვი ხელი!
მედდის მკაცრი ხმა მესმის და მაშინვე საწოლისკენ მივდივარ, კუთხეში ვჯდები და უსუსურ ბავშვს ვემსგავსები. ვიცი, ნემსს გამიკეთებს და მეშინია.
-შეშლილო, როგორ დამსაჯა ღმერთმა შენ, რომ გაგაჩინე.
გონებაში ვინიშნავ ამ სიტყვებს, დადგება დრო და განანებ ნანა წულაია ყველაფერს. ფეხსაცმლის კაკუნი მესმის და მედდას გაავებულ თვალებს ვხედავ. თმებზე მქაჩავს და თავს უკან მაწევინებს.
-ყველგან ყველაფერს რატომ აფუჭებ?
გაბრაზებული მეუბნება და შიშისგან ყურები მეგუბება. ცრემლებიც აღარ მომდის უკვე.
-ნათია, ორმაგი დოზა მოიტანე.
ყვირის და თმებზე უფრო მქაჩავს. ფეხებს და ხელებს მიკავებენ და ვკივივარ, მერე კი ვითიშები.

***
ყველაფერი იმ დაწყევლილი საღამოდან დაიწყო, როცა მშობლებმა გათხოვება გადამიწყვიტეს.
-ლენკა, მოდი აქ.
ბავშვობიდანვე ყველა ცუდად მექცეოდა. რატომ არც მე ვიცი, მაგრამ ფაქტი სახეზე იყო. უბრალოდ ნაგავს მამსგავსებდნენ. არა, ქაღალდს უფრო, რომელსაც გინდ დაჭმუჭნი, გინდ უბრალოდ დაკეცავ ან გაშლი. გულჩათხრობილობა და ჩემი ხასიათი, რომ არა, ახლა ასე არ იქნებოდა ყველაფერი.
-ლენკა, უნდა გათხოვდე.
ყურები დამიგუბდა წამით, მზერა გამიშეშდა და ენა ჩამივარდა. ვერაფერს ვამბობდი, ადგილიდანაც ვერ ვიძვროდი, გაორმაგებულად მესმოდა ყურებში ფრაზა და სხეულს თითქოს შიგნიდან რაღაცები ჭამდნენ.
"წამით მოვკვდი, გავცოცხლდი, მაგრამ მხოლოდ ფიზიკურად."
-უნდა გავთხოვდე.
ენის ბორძიკით ვთქვი და თვალები ერთ წერტილს გავუშტერე.
-საქმრო შერჩეულია, დღეს საღამოს მოვა ხელის სათხოვნელად. ოფიციალურად, რომ იყოს ყველაფერი, თორემ ახლაც დიდი სიამოვნებით მოგისვრდით სახლიდან.
ზიზღით ჩაილაპარაკა დედაჩემმა და თვალი ამაყოლა.
-ლენკა, ყოველგვარი ზედმეტობების და ისტერიკების გარეშე, ცივილურად და ადამიანურად გადაწყდება ყველაფერი. წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს.
მამაჩემის სიტყვა ოჯახში ყოველთვის კანონი იყო. კანონი, რომელსაც გვერდს ვერასდროს აუვლი. ან უნდა დაიცვა კანონი, ან უნდა მოკვდე. მეორეს ავირჩევდი, მაგრამ არ მომცემენ ამის უფლებას.
-აქამდე ხმას არაფერზე ვიღებდი! ძაღლივით მაცხოვრებდით, ფეხქვეშ გეგებოდით, ნათქვამი არ იყო, მონასავით მასრულებინებდით. სადღაც საკუჭნაოში მძინავს ისე, თითქოს თქვენი შვილი არ ვიყო და ვიღაც ნაშვილები ვიყო, ან მათხოვარი. რამხელა უფლებას აძლევთ თქვენ თავს? მიკვირს, ჩემმა "სრულფასოვანმა ოჯახმა" შვილის გათხოვება ასე მარტივად როგორ გადაწყვიტა. თქვენი აზრით, მე თანახმა ვიქნები? რაებს ლაპარაკობთ, ან ვინ მოგცათ უფლება სხვის ცხოვრებაში ამდენად ჩარევის?
სტრესის ქვეშ მყოფმა, რა წამოვროშე, ნორმალურად არც მე ვიცი, მაგრამ სიმართლე ნამდვილად ვთქვი ყველაფერი.
-ექვს საათზე მზად იყავი.
ისე მოიქცნენ, თითქოს არაფერი მითქვამს და ამდენ ხანს ტყუილად ვლაპარაკობდი. ტილოს ვგავარ, იატაკის საწმენდ ტილოს, რომელსაც მხოლოდ მაშინ ხმარობენ, როცა ჭირდებათ. გაქცევა მინდა, მაგრამ ვერ ვბედავ. მეშინია, ჩემი მომავლის არა, "მშობლების" მეშინია. ვიცი, მიპოვნიან და "საქმროს" ოჯახსაც ვერ შეარცხვენენ. ღმერთო, ასეთი განსაცდელი რის გამო დავიმსახურე?!
ოთახისკენ მივდივარ, სარკესთან დაბალ სკამზე ვჯდები და ჩემ თავს სარკეში მივშტერებივარ. ვინ ვიყავი აქამდე? უბრალოდ სახელის მქონე ადამიანი, რომელსაც არანაირი ზედმეტი უფლებები არ გააჩნია. პრინციპში, ახლაც ასეა და მე ვერაფერს შევცვლი.



არ ვიცი ამ თავიდან რას გაიგებთ, ან შემდეგში რას და როგორ განსაზღვრავთ, მაგრამ ვეცადე. რავი, რა გამოვიდა არ ვიცი. ზედაპირული თავია შეიძლება ჩათვალოთ, ვერც უარვყოფ და ვერც დაგეთანხმებით. ისიც არ ვიცი, მოგეწონებათ/არ მოგეწონებათ.
ველოდები შეფასებებს/შენიშვნებს.
მიყვარხართ.
თქვენი ელპინი/ანა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Mtirala

ელპინ,
როგორ გამახარე.
როგორ ასწრებ?
ბოლო სამი დღის განმავლობაში ერთი სიტყვა არ დამიწერია,
შენ კი ისევ ახალი დაიწყე.
თან რა საოცრება თავი იყო,
როგორ შენ ამბობ ზედაპირული,
მაგრამ ის იყო რაც უნდა ყოფილიყო.
არ ვიცი ეს გიჟი ვინმეს თუ შეუყვარდება,
მაგრამ ვარიანტები უკვე მაქვს. :))
ძალიან მიყვარხარ,
ბუტია'ვ
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№2  offline მოდერი ელპინი

Mtirala
ელპინ,
როგორ გამახარე.
როგორ ასწრებ?
ბოლო სამი დღის განმავლობაში ერთი სიტყვა არ დამიწერია,
შენ კი ისევ ახალი დაიწყე.
თან რა საოცრება თავი იყო,
როგორ შენ ამბობ ზედაპირული,
მაგრამ ის იყო რაც უნდა ყოფილიყო.
არ ვიცი ეს გიჟი ვინმეს თუ შეუყვარდება,
მაგრამ ვარიანტები უკვე მაქვს. :))
ძალიან მიყვარხარ,
ბუტია'ვ

შენ ხომ იცი, როგორ მიხარია ასეთი სიტყვები და როგორ ვნერვიულობ, ხოლმე.
მიხარია, რომ ამდენად გაგეხარდა ეს ზედაპირული თავი.
მეც ძალიან მიყვარხარ
პატარა'ვ.

 



№3 სტუმარი სტუმარი ფერადიი...

აი მაგარზე მაგარი იყო
ექიმს დამამშვუდებელი გავაკეთებინე
შოკში ჩავარდი
მართლია შენ თავს ვერ აფასებ მაგრამ
მე ხომ ვიცი როგორი მაგარი ხარ
ექიმი მკლავდა ეხლა უნდა დაიძინო
მარა იმან არ იცის როგორი მაგარი გოგო ხარ და როგორი ისტორია მელოდებოდა თორე აქეთ წამართნევდა ტელეფონს
"მიყვარხარ ელპინ"

 



№4  offline მოდერი ელპინი

სტუმარი ფერადიი...
აი მაგარზე მაგარი იყო
ექიმს დამამშვუდებელი გავაკეთებინე
შოკში ჩავარდი
მართლია შენ თავს ვერ აფასებ მაგრამ
მე ხომ ვიცი როგორი მაგარი ხარ
ექიმი მკლავდა ეხლა უნდა დაიძინო
მარა იმან არ იცის როგორი მაგარი გოგო ხარ და როგორი ისტორია მელოდებოდა თორე აქეთ წამართნევდა ტელეფონს
"მიყვარხარ ელპინ"

ჩემი ფერადი.
ჩემი გიჟი.
ჩემი თაკუ!
ვგიჟდები შენზე და მიხარია ეგოისტურად, რა ვქნა?! :(((
დიდი მადლობა, საყვარელო.
მეც მიყვარხარ.

 



№5  offline წევრი mimimimo

ვკივივარ - არა, ვკივი.
ჩემსკენ - არა, ჩემკენ.
ვუარყოფ - არა, უარვყოფ.
ასე მალე არ გელოდი.
აქ უფრო კონკრეტულობა სჭირდება.
მომეწონა.
წარმატებები!

 



№6  offline მოდერი ელპინი

mimimimo
ვკივივარ - არა, ვკივი.
ჩემსკენ - არა, ჩემკენ.
ვუარყოფ - არა, უარვყოფ.
ასე მალე არ გელოდი.
აქ უფრო კონკრეტულობა სჭირდება.
მომეწონა.
წარმატებები!

ძალიან გამახარე.
უღრმესი მადლობა, მარიამ.
მიხარია, რომ მოგეწონა და დიდი იმედი მაქვს, იმედს არც შენ გაგიცრუებ და არც ჩემ თავს.
გყვარობ.

 



№7 სტუმარი მოცინარი

ზიღვარულოოოოო! <3 რატომ არ ჩანდი ჰა? :დდ არაუშავს, ახლა დაბრუნდები და არ მოგასვენებ >:) :დდ
ელ, საოცრება იყო (როგორც ყოველთვის) ინტრიგა დატოვე (ასევე როგორც ყოველთვის) და დაგვადუმე. რა მეთქმის ამ თავზე? პეპელა რატომ ჰქვია? არაფერი არ ვიცი... არ დააგვიანო რა შემდეგი, გთხოვ :* მიყვარხარ <3

 



№8  offline მოდერი ელპინი

მოცინარი
ზიღვარულოოოოო! <3 რატომ არ ჩანდი ჰა? :დდ არაუშავს, ახლა დაბრუნდები და არ მოგასვენებ >:) :დდ
ელ, საოცრება იყო (როგორც ყოველთვის) ინტრიგა დატოვე (ასევე როგორც ყოველთვის) და დაგვადუმე. რა მეთქმის ამ თავზე? პეპელა რატომ ჰქვია? არაფერი არ ვიცი... არ დააგვიანო რა შემდეგი, გთხოვ :* მიყვარხარ <3

ლიკუ, ზედაპირული თავია და დაზუსტებით ვერაფერს გაიგებდი, მხოლოდ ერთი რამის გარდა.
მიხარია, რომ ინტრიგა დავტოვე და ის გამოვიდა, რაც მინდოდა.
დავბრუნდები, მაგრამ როგორ, რანაირად, რატომ არ ვიცი :დდდ
დიდი მადლობა, საყვარელო :*
მიყვარხარ.
❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent