შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ნათება #1


12-11-2017, 10:20
ავტორი TeddyBear
ნანახია 538

ლურჯი ნათება #1

თავი 1

შემოდგომის წვიმიან დღეს ყვითელი ბოტებითა და წითელი მოსასხამით მიაბიჯებდა თბილისის ქუჩებში. ჭორფლიან ცხვირზე მრგვალი ფორმის ყვითელი სათვალე დაეკოსებინა და შუბლშეჭმუხნული მიასეირნებდა საყელურით რამდენიმე ძაღლს. თავისუფლებაზე ისევ კოკისპირულად თქეშდა და წყალიც ნიაღვარივით მიედინებოდა გზატკეცილზე.
ანასთვის რომ გეკითხათ რამდენიმე პროფესია ჰქონდა, ძაღლების გამსეირნებლიდან სწრაფად გადაინაცვლებდა მისთვის საყვარელ ლიტერატურულ კაფეში და ღიმილით ადევნებდა მაგიდებთან ჩამომსხდარ ახალგაზრდებს თვალს.
კაფეში სასიამოვნო მუსიკა ისმოდა, ანასთვის საოცრად ნაცნობი და საყვარელი ხმა მღეროდა. ოთახის მარცხენა კუთხეში კი დაინახავდით მამაკაცს, შევერცხლილი თმებითა და ულვაშით, სწორედაც ,რომ ის უკრავდა თეთრ, წარწერებით სავსე პიანინოზე და ღიმილით ჰყვებოდა რადიოდან გამომავალი სიმღერის ჰანგებს.
კაფეში დასადგურებულ სითბოს კარებთან მდგარი სოლიდურად გამოწყობილი მამაკაცი აქრობს, ხელში საბუთებ ჩაბღაუჭებული მოემართება ანასკენ და მის წინ, მაგიდასთან ჯდება.
-რას მიირთმევთ ?.- სახეზე შეყინული ღიმილით ეკითხება ანა და პიანინოსთან მჯდარი მამაკაცისკენაც აპარებს მზერას.
-ანა.- იწყებს მამაკაცი და საბუთებს მაგიდაზე დებს.- უკვე დიდი ხანია თქვენს ოჯახს ვიცნობ და ძალიან ვწუხვარ ამის შეტყობინება მე რომ მიწევს თუმცა სხვა გზა არ მაქვს.- ხვნეშის კაცი და ადგილზე ვეღარ ისვენებს. კიდევ ერთხელ ავლებს მისთვისაც ძალზე ნაცნობ და საყვარელ კაფეს მზერას და დანანებით იქნევს თავს.- სესხის დაფარვის ვადა ამოიწურა და ალბათ გესმის ,რომ სასწრაფოდ უნდა დაცალოთ აქაურობა.
-გადავადების შანსი არ არის ოთარ ?.- პიანინოსთან მჯდარი მამაკაციც მოემართება მათკენ და ოთარის წინ იკავებს ადგილს.
-არა, სამწუხაროდ აღარ.
-მაშ, რა გაეწყობა.- თავს იქნებს მამაკაცი და დამძიმებული სხეულს ძლივს ძლივობით სწევს სკამიდან.- ამ კვირაში მთლიანად დავცლით.
-მამა.- ბზარშეპარული ხმით ჩურჩულებს ჟღალთმიანი და დედამისის სურათს შესცქერის კედელზე.- ეს ჩვენი სახლია.
-როგორც ჩანს უკვე აღარ.- ჩურჩულებს კაციც და უკან მოუხედავად გადის კაფედან.

*-*-*-*-*-*

ძველი ფაიფურის თოჯინები ჩამოიღო თაროებიდან და დაცარიელებულ ოთახს გადახედა ცრემლიანი თვალებით. ამ ოთახში ყოფნისას უკითხავდა დედა წიგნებს, მასთან ერთად გაეცნო მისთვის ერთ-ერთ საყვარელ წიგნს „ძვირფასო მამილო“.
ახლაც ახსოვს დედამისის წითელი ბაგეებიდან წარმოთქმული ფრაზა წიგნიდან, რომელიც ყველაზე ძლიერ ჩაებეჭდა თავში.
„ ხალხის უმეტესობა კი არ ცხოვრობს, გარბის. ცდილობს, რაც შეიძლება მალე მიაღწიოს მიზანს და სირბილისაგან ქანცგაწყვეტილი კარგავს ამქვეყნიური სილამაზის შეგრძნების უნარს. „
იმ წვიმიან დღეს, ცხრა ნოემბერს, უკანასკნელად ისმოდა რადიოდან გამომავალი სიმღერის ხმა და უკანასკნელად ცეკვავდა ანა მისთვის ნაცნობ და საყვარელ ჰანგებზე.

*-*-*-*-*-*

-დილამშვიდობისა მამა.- სამზარეულოში ყვითელი ბოტებით შეფრატუნდა ანა და ცხვირზე დაკოსებული სათვალე შეათამაშა.- მე სამსახურში მივდივარ.
-რომელში გააჩნია.- გაეღიმა კაცს და თვითონაც წამოიმართა ფეხზე.- დროა სამსახური მეც ვიპოვო.
-რა საჭიროა ?.- გაიკვირვა ჟღალთმიანმა.- მე ხომ ვმუშაობ.
-როდის იყო მამები შვილების ხარჯზე ცხოვრობდნენ ანა.- გაეცინა კაცს და საძინებლისაკენ გადაადგა ნაბიჯები.- გამოვიცვლი და წავალ, მშვიდობიან დღეს გისურვებ ჟღალთმიანო.
-შენც ასევე მა.- ლოყაზე აკოცა მამას და ღიღინით გაემართა სამსახურისკენ. გზად ლიტერატურულ კაფეს ჩაუარა, ახალი აბრა დახვდა კარებთან მიყუდებული და მასთან ჩაიმუხლა.- Blue Light.- წაიკითხა ხმამაღლა და ფანჯრებს შორის შეჭყეტვა სცადა. მისი საყვარელი მარწყვისფერი კედლები მოკრემისფროდ შეეღებათ, აღარც ოთახის მარცხენა კუთხეში წამომართულიყო თეთრი პიანინო და აღარც ძველის ძველი რადიო აღარ ამშვენებდა ხის თაროს.- უჰ.- ამოიხვნეშა ჟღალთმიანმა და ხელებით გაიძეძგა წითელი მოსასხამი.
-რამით შემიძლია დაგეხმაროთ?.- აბრასთან მდგარ ჟღალთმიანს მიუახლოვდა ახალგაზრდა ბიჭი.
-არა.- თავი გაიქნია და ცხვირზე დაკოსებულ სათვალეს ფრთხილად აჰკრა თითი.- აქაურობა ვინ შეისყიდა ?
-დავით ჭელიძემ.-ისევ ღიმილიანი სახით იყურებოდა ახალგაზრდა.- თქვენ დამხარება ნამდვილად არ გჭირდებათ ?
-არა, არ მჭირდება.- კიდევ ერთხელ აათვალიერა მწვანე ქურთუკში შეფუთნული ბიჭი და დაუმშვიდობებლად გამობრუნდა უკან.
მისი საყვარელი კაფე, რომელიც სახლივით უყვარდა ახლა ვიღაც დავით ჭელიძეს ეკუთვნოდა, „გაქსუებული ბებერი“.- ფიქრობდა ანა და გაბრაზებული მიიწევდა სამსახურისაკენ. თითებს შორის შემოსჭმუჭვნოდა ქაღალდი ,მისთვის უცნობ მოსახვევში შეუხვია და მარცხენა მხარეს ჩაყოლებულ კერძო სახლებს გააყოლა მზერა. მისი ახალი „მეგობარი“ ლესლი, წითელი აგურებით ნაშენებ სახლში ბინადრობდა.
-N 107.- ამოიჩურჩულა ანამ და მუქ შვინდისფერ კარებზე დააკაკუნა. დინჯი ნაბიჯებით მოიწევდა სახლის პატრონი კარებისაკენ. სახელურის ჩამოწევის შემდეგ შვინდისფერი კარების მაგივრად, სოლიდურად გამოწყობილ მამაკაცს შეჰყურებდა.- დილამშვიდობისა მე..
-ძაღლის გამსეირნებელი ხარ ?.- იკითხა მამაკაცმა და საათს დააჩერდა შეჭმუხნული სახით.
-დიახ, მე ლესლის წასაყვანად მოვედი.
-მშვენიერია.- ირონიულად ასწია ცალი წარბი კაცმა და სახლში შებრუნდა.- შემოდი.- უკან მოუხედავად გამოსძახა მამაკაცმა და სამზარეულოსაკენ აიღო გეზი.
ანამ თავის ყვითელ ტალახიან ბოტებს დახედა, შემდეგ კი სახლის სუფთა, გაწკრიალებულ იატაკს. ბოტები შემოსასვლელშივე გაიხადა და თითის წვერებით გაიარა სამზარეულოსაკენ გზა.
-ლესლი ჩემთან ექვს საათამდე იქნება, ალბათ ეს უკვე იცით ხომ ?.- მობილურში თავჩარგულ მამაკაცს მიმართა ანამ.
-ლესლი ჩემი ძაღლი არ არის.- ამოიხვნეშა კაცმა.- შესაბამისად მაგაზე შენ და ნატას უნდა გესაუბრათ.
-კი მაგრამ ექვსის შემდეგ ძაღლს ვერ დავიტოვებ. სხვაგანაც ვმუშაობ.- განცვისფრებისაგან ამოიჩურჩულა ანამ. მამაკაცმა მხრების ჩეჩვით გადახედა გოგონას და სამზარეულოში შემოსულ ძაღლს მოაბა საყელური.
უსიტყვოდ მივიდნენ შემოსასვლელამდე, მამაკაცმა კარების კუთხესთან დაყრილ ბოტებს გადახედა და შეჭმუხნული შუბლით გავიდა სახლიდან. ანა კარებთან დაყრილ ბოტებს დასწვდა, ახურებული სახით უყურებდა მის ფეხებთან მდგარ ძაღლს და სწრაფი მოძრაობით იცვამდა ფეხსაცმელებს.
სახლიდან გასვლისას, კედლის მარცხენა კუთხეში ჩამოკიდულ ნახატს მოჰკრა თვალი, ქალის შიშველ სხეულზე მოხვეული წითელი აბრეშუმის ხალათი კაშკაშებდა.
მანქანასთან მდგომ მამაკაცს მიუახლოვდა, ძაღლის საყელურს ძლიერად ჩასჭიდა ხელი და ფეხით გაუყვა გზას. მამაკაცმა ანაზდად გააყოლა თვალი ქალს, ანას გამხდარი სხეული ჰქონდა, წვრილი მკლავები, წელი და ფეხები. ერთი შეხედვით ამოიცნო მამაკაცმა ტანსაცმლის მიღმა ქალის სხეული. გაწაფული თვალით შემოაძარცვა თითოეული და თავის ქნევით გამოაღო მანქანის კარი.
საჭესთან მჯდომი ხშირად გადახედავდა, შავ საქაღალდეში აკურატულად დაწყობილ ფურცლებს და ახალი პროექტის განვითარებისაკენ მიმავალ გზებს განიხილავდა გონებაში. ჭელიძის მობილური გაუჩერებლივ რეკდა, ეკრანზე გამოკვეთილად გამოსახულიყო ქალის თეთრი, ფითქინა კანი და ქერა თმა. ცივი, ცისფერი თვალები იყურებოდა ეკრანიდან, დავითს გონებაში ჩაჰბეჭვდოდა ნატას განრისხებული სახე სახლიდან წასვლისას.
-გისმენ ნატა.- უპასუხა ჭელიძემ ქალს და მანქანა გზიდან გადაიყვანა.
-სად ხარ ?.- მკაცრი იყო ქალის ხმა.
-სამსახურში მივდივარ. რა იყო ?
-ლესლი წაიყვანეს უკვე ?
-კი, ერთი საათის წინ. რამე გინდა ? ახლა ძალიან მეჩქარება.- ამოიხვნეშა კაცმა და საათზე დაიხედა.
-ჩემთვის დრო არ გაქვს დავით ?.- ხმა ზომაზე მეტად გაჰყინვოდა ქალს.
-ახლა არ მცალია ნატა.- მობეზრებული ხმით ჩაიჩურჩულა ჭელიძემ და მანქანიდან გადმოვიდა.
-კაფეში როდისთვის მიხვალ ?
-როგორც კი შეხვედრა დასრულდება, კაფეში გავივლი და ვნახავ რას შვრებიან ბიჭები.
-მაინც ვერ ვხვდები რად გინდოდა ეგ დაწყევლილი კაფე დავით ?!
-უბრალოდ მომეწონა.- მხრები აიჩეჩა ჭელიძემ ისე თითქოს ტელეფონის მეორე მხრიდან დაინახავდა ნატა.- ახლა უნდა წავიდე, შეხვედრა მაქვს.
-საღამომდე დავით.
-საღამომდე ნატა.- მობილური ჯიბეში ჩაიცურა ჭელიძემ და გადაღლილი სახით გაემართა შავი კარებისაკენ.

*-*-*-*-*-*

საათი უკვე ექვსს უჩვენებდა, პატარა ლესლი გულთან ახლოს მიეხუტებინა ანას და თავის საწვიმარში გაეხვია. მისი მობილური გაუჩერებლივ რეკდა, ხელებში მოქცეული ძაღლი ჩამოსვა და ჯიბიდან სწრაფად ამოიღო ტელეფონი.
-სად ხარ ანა ?.- გოგონას ნერვიული ხმა შემოესმა მეორე მხრიდან.
-ლესლის პატრონს ველოდები თინა.- ამოიხვნეშა გოგონამ და წვიმისაგან შეწუხებულმა თითები გაისვა ცხვირზე.
-ბატონი ჯაბაა მოსული შემოწმებაზე და თუ ვერ გნახა...
-ვიცი ვიცი სამსახურიდან გამომაგდებს.- ცალი ხელი ჰაერში აიქნია გოგონამ და წითელი აგურებით ნაშენებ სახლს მიუახლოვდა.- ახლა ეს კაცი სახლში ,რომ არ დამხვდეს მოვკლავ, ყელს გამოვჭრი და ვაწამებ.
-პირიქით უნდა გეთქვა.- გაეცინა თინას.
-ჯერ აწამებ, მერე ყელს გამოჭრი და ბოლოს მოკვდება.
-ჰო როგორცაა.- ჩაეღიმა ჟღალთმიანს.- როგორმე უნდა გადამარჩინო დღეს, რამე მოიფიქრე გთხოვ, გთხოვ.- ტუჩები მოელაფშა ანას.
-კარგი, ყველანაირად ვეცდები არ გამოგვიჭირონ.- ჩაიხითხითა თინამ და ტელეფონი გათიშა.
ჟღალთმიანი ლესლისთან ერთად ჩამოჯდა ცივ, სისველისგან დამბალ მიწაზე და ძლიერად მიიხუტა აწკუმუტუნებული, მშიერი ძაღლი. თვითონაც შიმშილისაგან უღმუოდა მუცელი, დილის შემდეგ ლუკმა აღარ გადასვლოდა ყელში. სიცივისგან აკანკალებული მოიფუზა და კედელს მიეყრდნო ბეჭებით.

*-*-*-*-*-*

ჩაძინებული მიწის ხრაშუნმა გამოაფხიზლა, ნამძინარევი სახითა და აბურდული თმებით წამოდგა ფეხზე და ჭიშკარში შემოსულ წყვილს დააკვირდა. მოულოდნელობისაგან სუნთქვა შეეკვრა, უხერხულად აწრიალდა ადგილზე და პირი დააღო რაღაც მაინც ,რომ ეთქვა. ის ისიყო რაღაც უნდა ეთქვა მამაკაცმა ხელებში მოქცეული სხეული კედელზე რომ მიახეთქა და თვითონაც გზნებით აეკრა ათრთოლებულ ქალს.
-უკაცრავად მე...- ამოიჩურჩულა ანამ თუმცა სიტყვის ბოლომდე თქმა არ დასცალდა, ლესლი ნაცნობი სილუეტების დანახვისას აჰყეფდა და კუდის ქიცინით გაიქცა მათკენ.

скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი თათუ

პირველი თავია და უკვე ისე საინტერესოდ დაიწყო ❤️
ალბათ,ანასა და დავითის წყვილს უნდა ველოდოთ..რაც ძალიან მომწონს❤️
გრამატიკულად გამართულია და სსიამოვნოდ იკითხება.

წარმატებები

 



№2  offline მოდერი TeddyBear

სტუმარი თათუ
პირველი თავია და უკვე ისე საინტერესოდ დაიწყო ❤️
ალბათ,ანასა და დავითის წყვილს უნდა ველოდოთ..რაც ძალიან მომწონს❤️
გრამატიკულად გამართულია და სსიამოვნოდ იკითხება.

წარმატებები


ძალიან დიდი მადლობა თათუ ❤
მიხარია ,რომ მოგეწონა ❤

 



№3 სტუმარი ნაინა????

მომწონს გააგრძელე,ცოტა დიდი თავებიდადე.

 



№4  offline მოდერი TeddyBear

ნაინა????
მომწონს გააგრძელე,ცოტა დიდი თავებიდადე.

მადლობა, შევეცდები გავზარდო თავების მოცულობა.

 



№5  offline აქტიური მკითხველი Anuki96

რა საინტერესოა ყველაფერი. არ მიყვარს მოვლენებზე წინ გასწრება მაგრამ მგონია რომ დავითმა ოს კაფე რაღაც მიზნისთვის იყიდა ანასთან მიმართებაში. ძალიან თუ არ დააგვიანებ კარგი იქნება.

 



№6  offline მოდერი TeddyBear

Anuki96
რა საინტერესოა ყველაფერი. არ მიყვარს მოვლენებზე წინ გასწრება მაგრამ მგონია რომ დავითმა ოს კაფე რაღაც მიზნისთვის იყიდა ანასთან მიმართებაში. ძალიან თუ არ დააგვიანებ კარგი იქნება.


დიდი მადლობა, დაგვიანებას რაც შეეხება სამწუხაროდ ცოტა დრო მაქვს და შესაბამისად რაღაც პერიოდი დააგვიანდება. ძალიან დიდი ხნით არა, თუმცა პატარა გადაცდომები ექნება სამწუხაროდ.

 



№7  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

გვირილა ან ნებისმიერი მსგავსი ყვავილი მჭირდება იმის გადასაწყვეტად წავიკითხო თუ არა:დდდ
მიშველეთ:დდდ

მალე დაამთავრებ????
თუ მასეა არ დავიწყებ ჯერ:დდ sweat_smile sweat_smile sweat_smile sweat_smile

 



№8  offline მოდერი TeddyBear

nawkas12345
გვირილა ან ნებისმიერი მსგავსი ყვავილი მჭირდება იმის გადასაწყვეტად წავიკითხო თუ არა:დდდ
მიშველეთ:დდდ

მალე დაამთავრებ????
თუ მასეა არ დავიწყებ ჯერ:დდ sweat_smile sweat_smile sweat_smile sweat_smile


დიდი ისტორია არ იქნება :დდ ❤

 



№9  offline წევრი mimimimo

მონატრებას და მოუთმენლობას რა ვუთხარი, თორემ არ ვაპირებდი წაკითხვას.
ერთიანად წავიკითხავ-მეთქი და მაინც ვერ მოვითმინე.
მეპატარავა, შენგან დიდ თავებს ვარ მიჩვეული.
პირველი თავისთვის საკმაოდ საინტერესო იყო.
მოუთმენლად გელოდები.
წარმატებები!

 



№10  offline მოდერი TeddyBear

mimimimo
მონატრებას და მოუთმენლობას რა ვუთხარი, თორემ არ ვაპირებდი წაკითხვას.
ერთიანად წავიკითხავ-მეთქი და მაინც ვერ მოვითმინე.
მეპატარავა, შენგან დიდ თავებს ვარ მიჩვეული.
პირველი თავისთვის საკმაოდ საინტერესო იყო.
მოუთმენლად გელოდები.
წარმატებები!


დიდი მადლობა ^^
გამიკვირდა და თან ძალიან გამიხარდა შენი აქ ნახვა ❤

 



№11  offline აქტიური მკითხველი Anuki96

TeddyBear
Anuki96
რა საინტერესოა ყველაფერი. არ მიყვარს მოვლენებზე წინ გასწრება მაგრამ მგონია რომ დავითმა ოს კაფე რაღაც მიზნისთვის იყიდა ანასთან მიმართებაში. ძალიან თუ არ დააგვიანებ კარგი იქნება.


დიდი მადლობა, დაგვიანებას რაც შეეხება სამწუხაროდ ცოტა დრო მაქვს და შესაბამისად რაღაც პერიოდი დააგვიანდება. ძალიან დიდი ხნით არა, თუმცა პატარა გადაცდომები ექნება სამწუხაროდ.

ვინც მოითმენს ის მოიგებსოო ;)

 



№12 სტუმარი სტუმარი Lia

Kargi dasawkisia.tavebi gaadide❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent