შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპლები [2]


13-11-2017, 23:27
ავტორი ელპინი
ნანახია 301

პეპლები [2]

სარკევ, შენ მაინც მითხარი ამდენად უშნო ვარ, რომ ყველას ვეზიზღები? ნუთუ, ამდენად მწარეა წუთისოფელი? აქამდე ჭურში მეძინა, ახლა უფრო ღრმა ქვევრში გადმოვინაცვლე და თანდათან ტალახში ვეფლობი. მეზიზღება, ჩემი დაბადების საათი, წუთი, წამი მეზიზღება. ყველა ჩემი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა მეზიზღება. ბავშვობა მწარედ მახსოვს, ყველას ეგონა ოჯახში არაფერი მაკლდა და ამ დროს, სიტყვა ოჯახიც ზედმეტია.
-ლენკა, ორ წუთში ქვემოთ ჩამოდი, მოდიან.
ჩემი ძმა შემოდის ოთახში და მინდა ვიყვირო, კივილით ავიკლო იქაურობა, დავლეწო ყველაფერი, დავამსხვრიო, ჩემი თავი დავასახიჩრო და მე, როგორც უსულო ნივთი სანაგვეში მომისროლონ. გეფიცებით, თუ არ მირჩევნოდეს. ცხოვრებამ გადამაბიჯა, მარიტასავით ტალახში ჩამაგდო, ყველამ გამრიყა, პეპლებმაც.
ფეხზე ვდგები და მუხლებში ძალაწართმეული მივდივარ ქვედა სართულზე. ყველა ისეა გამოწყობილი, თითქოს სამყაროს ლოდს ხსნიან ზურგიდან ჩემი თავიდან მოშორებით...მეზიზღება...მძულს!
-ლენკა, მიდი კარები გააღე.
მამაჩემის ხმა მესმის და მეც, მონა-მორჩილივით ფეხზე ვდგები და მივდივარ. კარებს ვაღებ და ქალი ურჩხული მხვდება, თვალებში ეტყობა რა ადამიანიცაა. ჩემი საქმრო ამრეზით მიყურებს და ვგრძნობ, უარესისთვის მიმეტებს სამყარო.
-გამარჯობა.
ძალით ვიღიმი და კარებში ვიწევი, რომ შემოვიდნენ. მამა მაშინვე ფეხზე დგება, ხელს ართმევს სასიძოს და ფართედ იღიმის. ლამისაა თვალებიდანაც გაიღიმოს, ან შეიძლება მე აღვიქვამ ასე გაზედმეტებულად ყველაფერს. ხელზე მეამბორება "საქმრო" და ხელს ფარულად ვიწმენდ სალფეთქით, ზიზღიანი თვალებით მიყურებს.
-გამარჯობათ, დაბრძანდით.
დედაჩემი გახარებული ფეხზე დგება და სტუმრებს თავაზიანად ექცევა.
დივანზე ვზივარ და გვერდით საქმრო მიზის, ჩემი ხელი მის ხელში უჭირავს და ასე მგონია, დანებს მიჩრიან მთელ სხეულში, მჭრიან და სვავებთან მაგდებენ. იმდენად საზიზღარი შეგრძნება მეუფლება, მინდა უჩინარი გავხდე და მარტივად ავორთქლდე აქედან. ხანდახან გადმომხედავს ხოლმე და გამიღიმებს "ცხოველის" ღიმილით.
-ლენკა, მოემსახურე სტუმრებს.
დედაჩემი თავს მიკრავს და მანიშნებს სამზარეულოში გავიდე. მეც მაშინვე ვდგები და სამზარეულოში გავდივარ. გაზქურაზე ყავას ვადგამ და ვუყურებ ცეცხლის ალს, რომელმაც მინდა დამწვას, დამამახინჯოს, მინდა ცეცხლი მომიკიდონ და მოვკვდე.
დედას ფეხსაცმლის ხმა მესმის და მაშინვე ვფხიზლდები ჩაფიქრებული.
-ცოტა სწრაფად.
ტუჩაბზუებული მეუბნება და ფინჯნებს ალაგებს კარადიდან. ლანგარზე ვალაგებ ყველაფერს და მისაღებში გამაქვს.
-როგორი ყოჩაღი გოგოა.
სადედამთილო ამბობს ღიმილით და ხელზე ხელს მკიდებს. მეც ვუღიმი და იქვე ვჯდები.
-აბა, ქორწილის თარიღი როდის დავთქვათ?
სახე მეშლება, მოპირდაპირე მხარეს სარკეში ვუყურებ, როგორ გადამდის სახეზე ფერები, ჩემი ძმა ხელს მიჭერს მკლავზე და თვალებით მანიშნებს. მამას ვუყურებ თვალებში, მისი იმედი მაინც მქონდა, მაგრამ უკვე, აღარაფერს აქვს აზრი.
-რაც მალე, მით უკეთესი.
დედაჩემი ლაპარაკობს ჩემ მაგივრად და მე დადუმებული ვზივარ. უაზროდ ვიყურებოდი ოთახში და ხელები მიკანკალებს.
-13 ნოემბერი?
მამაჩემმა ინტერესით იკითხა და ყველა დაეთანხმა, რა თქმა უნდა. ერთი კვირა, მხოლოდ ერთი კვირა დამრჩენოდა ჩემს ოთახში გასატარებლად და ვიწყებდი ახლა ცხოვრებას ახალ ჯოჯოხეთში.

მეზიზღება ის დღე, დაწყევლილი დღე, რომელმაც ჩემი აქ ყოფნა განაპირობა, თეთრ ფერებში გამოწყობილი და ირგვლივ სითეთრეში. მეზიზღება თეთრი ფერი, ლამისაა თვალებშიც თეთრი ფერი ჩამიდგეს, დავბრმავდე და სულიერადაც გავთეთრდე.

-ლენკა, ცოტა ზრდილობიანად, რომ მოქცეულიყავი არ შეგეძლო?
დედაჩემი..ძალიან მეცინება...
-მაპატიეთ, რომ ვერ ვეთაყვანე მომავალ ოჯახს.
კბილებში გაბრაზებული ვცრი და ზემოთ ავდივარ.
-საუბარი არ დაგვიმთავრებია.
მამაჩემის ხმა ჰაერში გაელვებასავით ისმის და კიბეებთან ჩემდაუნებურად ვჩერდები. გაშეშებული ვდგავარ. რეალობის აღქმა მიჭირს, თვალები მებინდება და ძირს ვეცემი. დაბურულად ვხედავ ჩემი ძმა ხელებს როგორ მირტყამს და სპირტის სუნზე ვფხიზლდები.
-ყოველთვის პრობლემებს როგორ ქმნი?
თვალებს ვხუჭავ, ყურებს ვიგუბებ და არაფერი მესმის, რასაც ლაპარაკობენ. ჩემი ძმა ხელს მკიდებს და ზემოთ მივყავარ.
-ზემოთ წავიდეთ, წამო.
ვერ ვხვდები, რატომ მექცევიან ასე? განა, რამე დავაშავე? რომ გავჩნდი, ეგაა პრობლემა.
-ლენკა, ხვდები?
-კი.
-მერე?
-ვერაფერს შევცვლი.
-არ ცვლი, თორემ შეგიძლია.
ვიგრძენი, რომ ჩემი ძმისთვის რაღაცას მაინც ვნიშნავდი და ბოლომდე ხაზი არ გადამისვა. ოთახიდან გადის და საწოლზე ემბრიონის ფორმაში ვწვები. სხეული მეკრუნჩხება და ტანში მტეხავს. ისარს მარჭობენ და ტყვიას მესვრიან, სასიკვდილოდ მიმეტებენ სამარადჟამოდ. "ცოდვაა წუთისოფელი, ვამძიმებ უბრალოდ".
ჩემს ოთახს მივტირი, აქ მაინც ხომ ვგრძნობდი თავს ბედნიერად, აქ მაინც ხომ მიხაროდა. მერე რა, რომ მთელი დღე მონასავით ვიყავი, ოთახში თავს ადამიანად ვგრძნობდი. სურნელიც კი მიყვარდა აქაურობის, გული მწყდება. იმაზე კი არა, რომ ახალ ჯოჯოხეთს ვიწყებ, იმაზე, რომ ამ ჯოჯოხეთს სხვა ბევრიც გაივლის ჩემნაირად. რისი ბრალია იცით? სამყარო დაგვცინის, ჩასახვიდანვე უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი. თვალებში ბინდი მეკვრება, ყველაფერი მოძრაობს და მუცელში თითქოს დანით მჭრიან.
-ლაშა.
ვკივი და გონებას ვკარგავ. სადღაც შავ სამყაროში ვარ, არც ერთი მნათობი წერტილით, ყველგან შავი ფერი ბატონობს, ლოდებზე დავხტივარ და თანდათან ყველა ცვივა. ეს იმის ნიშანია, რომ მალე ცხოვრება ფეხქვეშ გამომეცლება. სამყაროც მაფრთხილებს ამას, გალაქტიკაში მხოლოდ მე, შავი ფერი და ლოდები ვართ.
-ლენკა, უნდა გაუძლო.
ვიღაცის საზარელი ხმა მესმის, დამაიმედებელი, მაგრამ საშიში და ტანში მცრის. ირგვლივ ვიხედები და ვერავის ვარჩევ, გონდაკარგულიც მარტო ვარ.
-ფრთხილად, დედამიწას ეთიშები.
ბოროტული სიცილი მესმის კივილთან ერთად და შავი ფერი თეთრით ნაცვლდება, მეც თეთრი კაბა მაცვია და უკვე, ირგვლივ ხალხი ირევა, ყველა თეთრებში გამოწყობილი. ისეა თითქოს ვიღაც მგლოვობს, მაგრამ შავი ფერის ნაცვლად თეთრები აცვიათ. ყველა ჩემკენ მორბის და რაღაცებს მეუბნებიან, ყურებზე ხელს ვიჭერ და ძირს ვვარდები.

გონდაკარგულიც რეალობას აღვიქვამ და მეცინება ჩემ ცხოვრებაზე, რომელიც ახლა ოთხ კედელშუაა გაჭედილი და არც წინ უღებენ კარებს და არც უკან.



რა ვიცი, რატომღაც ამ ისტორიის წერა იმდენად არ მიჭის, მაგრამ იმდენად სხვა სამყაროში ვეფლობი და ვითიშები, რაღაცნაირად მეტირებასავით. მოკლედ, იმედია საშინელება არ გამოვიდა და ცოტათი მაინც კარგია. ველი შეფასებებს/შენიშვნებს, გამიზიარეთ თქვენი აზრი მოგეწონებათ, თუ არა.
ჩემო სიყვარულებო!
მიყვარხართ!
ერთი განსაკუთრებით (მიხვდება თვითონ).
თქვენი ელპინი/ანა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Shorena kiladze

Vaimee ra Ari ra tirili da gulusglejva maklda? Ra Ari cxovelebis ojaxis tu ra handabaa.sacyali gogo.ver ojaxshi xdeba ASE gogoa azrs ROM aravin itvaluscinebs.mzimea zalian .imedia gamozvreba es gogo
Sadgac mistvisac ikneba imedi damamuli da tavis dros elis .

 



№2  offline წევრი ფერადიი...

ლენკას ქცევებზე ცოტა ვიცინე
ყველაზე მეტად 13 ნოემბერი მეზიზღებს
ალბათ ლენკსაც არამქვეყნიურად სძულს
სორი რო ჩემს ისტორიაშიც 13 ნოემბერი გაიჟღერებს უბრალოდ ამაზე მტკივნეული დღე მგონი არ არსებობს
ისტორიაზე შეყვარებული ვარ
პეპლებზე ვაბოდებ საიდან გამოიცანი?
ოფიციალურად მიყვარს ეს ისტორია
"მიყვარხარ ელპინოოოოო"

 



№3 მოდერი ელპინი

Shorena kiladze
Vaimee ra Ari ra tirili da gulusglejva maklda? Ra Ari cxovelebis ojaxis tu ra handabaa.sacyali gogo.ver ojaxshi xdeba ASE gogoa azrs ROM aravin itvaluscinebs.mzimea zalian .imedia gamozvreba es gogo
Sadgac mistvisac ikneba imedi damamuli da tavis dros elis .

შორე, როგორ გამახარე, რომ წაიკითხე. ლენკა? ამ ისტორიის წერის დროს მეც საშინლად მტკივა და ყველაფერს განვიცდი. ცოდვაა ლენკა და დღეს ბევრია ლენკასავით, სამწუხაროდ.
დიდი მადლობა და ძალიან მიხარია, რომ კითხულობ, საყვარელო❤❤❤❤

ფერადიი...
ლენკას ქცევებზე ცოტა ვიცინე
ყველაზე მეტად 13 ნოემბერი მეზიზღებს
ალბათ ლენკსაც არამქვეყნიურად სძულს
სორი რო ჩემს ისტორიაშიც 13 ნოემბერი გაიჟღერებს უბრალოდ ამაზე მტკივნეული დღე მგონი არ არსებობს
ისტორიაზე შეყვარებული ვარ
პეპლებზე ვაბოდებ საიდან გამოიცანი?
ოფიციალურად მიყვარს ეს ისტორია
"მიყვარხარ ელპინოოოოო"

ჩემი გიჟი, თაკუ.
ჩემი ფერადი, თაკუ.
მიხარია, რომ კითხულობ, ხომ იცი? და ძალიან ბედნიერი ვარ.
13 ნოემბერი? მეც საშინლად მეზიზღება და ალბათ, ამიტომაც გამოვიყენე ისტორიაში ეს თარიღი. ცუდია, რომ შენც ცუდად გახსოვს ეს დღე.
დიდი მადლობა, სიყვარულო.
მიყვარხარ.
❤❤❤❤

 



№4 სტუმარი მოცინარი

ელ, პირველ რიგში: ბუტიაააა! მეორე: პეპლები რატომ ჰქვია? რა მეთქმის, ოქრო ხარ! <3 გამოძვრეს რა ლენკა :( 13 უბედურების მომტანი რიცხვიაო.... არ დააგვიანო რა!
პ.ს. ლენკას ძმის გამოჩენას ველი

 



№5 მოდერი ელპინი

მოცინარი
ელ, პირველ რიგში: ბუტიაააა! მეორე: პეპლები რატომ ჰქვია? რა მეთქმის, ოქრო ხარ! <3 გამოძვრეს რა ლენკა :( 13 უბედურების მომტანი რიცხვიაო.... არ დააგვიანო რა!
პ.ს. ლენკას ძმის გამოჩენას ველი

დიახაც, ვარ ბუტია და ძალიანაც ვამაყობ ამით!
ბაჯაღლო და მარგალიტი მყავხარ (კაი, ხო, გაპატიე :დდდდ).
პეპლები რატომ ჰქვია, ამას მოგვიანებით გაიგებ(თ).
მიხარია, რომ კითხულობ და დიდი, დიდი მადლობა❤❤❤❤

მოცინარი
ელ, პირველ რიგში: ბუტიაააა! მეორე: პეპლები რატომ ჰქვია? რა მეთქმის, ოქრო ხარ! <3 გამოძვრეს რა ლენკა :( 13 უბედურების მომტანი რიცხვიაო.... არ დააგვიანო რა!
პ.ს. ლენკას ძმის გამოჩენას ველი

დიახაც, ვარ ბუტია და ძალიანაც ვამაყობ ამით!
ბაჯაღლო და მარგალიტი მყავხარ (კაი, ხო, გაპატიე :დდდდ).
პეპლები რატომ ჰქვია, ამას მოგვიანებით გაიგებ(თ).
მიხარია, რომ კითხულობ და დიდი, დიდი მადლობა❤❤❤❤

 



№6  offline წევრი Mtirala

ელპინ,
ძალიან კარგი გოგო ხარ.
როგორ გამიხარდა ეს თავი არ იცი შენ,
აი იმ განსაკუთრებულ სიყვარულს,
რომ მიმტკიცებ იმიტომ გამიხარდა.
იმიტომ გამიხარდა, რომ იდეალური ხარ.
შეცდომები იყო.
გამარჯობათ არა - გამარჯობა,
მრავლობითში არასდროს არ დაწერო.
ფოდნოსი არა - ლანგარი,
სახლშიც პოდნოს ვხმარობ და არა - ფოდნოსს :)).
დანარჩენი ყველაფერი კარგი იყო,
არა კარგი კი არა,
იდეალური.
ძალიან კარგი გოგო ხარ,
ვგიჟდები შენზე.
მიყვარხარ
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№7 მოდერი ელპინი

Mtirala
ელპინ,
ძალიან კარგი გოგო ხარ.
როგორ გამიხარდა ეს თავი არ იცი შენ,
აი იმ განსაკუთრებულ სიყვარულს,
რომ მიმტკიცებ იმიტომ გამიხარდა.
იმიტომ გამიხარდა, რომ იდეალური ხარ.
შეცდომები იყო.
გამარჯობათ არა - გამარჯობა,
მრავლობითში არასდროს არ დაწერო.
ფოდნოსი არა - ლანგარი,
სახლშიც პოდნოს ვხმარობ და არა - ფოდნოსს :)).
დანარჩენი ყველაფერი კარგი იყო,
არა კარგი კი არა,
იდეალური.
ძალიან კარგი გოგო ხარ,
ვგიჟდები შენზე.
მიყვარხარ

პატარა,
შენ იცი, რამდენად ბევრს ნიშნავს ჩემთვის ეს სიტყვები!
ისიც იცი, როგორ ველოდები კომენტარებს ხოლმე და ლამისაა კრუნჩხვებში ჩავვარდე.
მერე ვჩხუბობთ ხოლმე ამაზე :დდდ
აუ, როგორ ეგოისტურად გამეხარდა, რომ იცოდა ჩვენი დღევანდელი ქონვერსეიშენი (მიხვდები შენ).
ბევრს ნიშნავ ჩემთვის, ხომ იცი?
მინდა იდეალური თუ არა, იდეალურთან მიახლოებული მაინც გამომივიდეს და შენთვის ვეცდები ამას, ხომ იცი?
ყველაზე ძვირფასი მყავხარ და ყველაზე საყვარელი (დღეს განსაკუთრებით :დდდ).
მიხარია, რომ გაგიცანი და იმაზე მეტად ხარ ჩემ ცხოვრებაში, ვიდრე სხვები.
შეცდომებს ვუშველი, ნუ, ვეცდები :დდდ
მიყვარხარ,
პატარა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent