შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

წყვდიადში დაკარგული (სრულად)


14-11-2017, 02:24
ავტორი -venus-
ნანახია 2 787

წყვდიადში დაკარგული (სრულად)

თავი პირველი

საათი ღამის ორს უჩვენებდა, ბოლო ღერი ჩავსრისე საფერფლეში და ფეხები აივნის მოაჯირს ჩამოვადე. ყოველთვის მიყვარდა ღამე, აივანზე ჯდომა და სუფთა ჰაერზე, მომწამვლელი კვამლით ფილტვების შევსება... ცარიელი იყო ჩემი ქუჩა, კაციშვილის ჭაჭანება არიყო, აქა იქ განათებული ლამპიონი თუ გაანათებდა ეზოს, მაგრამ წესიერად არც გამოსდიოდა. ძილი არ მეკარებოდა, დღე-ღამე მქონდა არეული, ყოფილი სამსახურის გამო. ერთ-ერთ კაზინოში დილერად ვმუშაობდი.
სიგარეტი მომინდა ისევ, წამოვდექი, სპორტულები ჩავიცვი და მაღაზიაში ჩავედი, იმ იმედით რომ რომელიმეს მაინც ვნახავდი ღიას.
8სართული ჩამოვირბინე კიბეებით და გარეთ გავედი. უჩვეულო ღამე იყო, თითქოს ჩუმი, ამავდროულად კი ხმაურიანი. სიჩუმეში უამრავი ხმა ჩამესმოდა ბავშვობიდან, შემაძრწუნებელი, საშიში, მაგრამ არ მეშინოდა, უკვე მიჩვეული ვიყავი.
ნაბიჯების მსუბუქი ხმა შემომესმა, რაღა დაგიმალოთ და ცოტა დავიძაბე. უკან გავიხედე, თუმცა ვერავინ დავინახე. შევჩერდი, ხმაც შეჩერდა. რომ გავაგრძელე, მანაც გააგრძელა...
- შენთვის არ უთქვამთ რომ თვალთვალი არ შეიძლება? რატომ ვთქვი ეს ასე უშიშრად ვერ გეტყვით.
- და შენთვის არ უთქვამთ, რომ ამ შუაღამისას, მარტო არ უნდა დადიოდეთ? ბოხი ხმა გაისმა ჩემს უკან, შევკრთი, მეგონა რომ არავინ იქნებოდა. უკან შევბრუნდი და მის სხეულს ავეწებე...
- ვინ ხარ? სიბნელეში მისი სახის დანახვა გამიჭირდა, ხმითაც არ მეცნო...
- არ მიცნობ. ოჰ, კაი ერთი, არ ვიცნობ ბიჭს.
- მანიაკი ხარ? სრული სერიოზულობით დავუსვი ეს უაზრო შეკითხვა, სიბნელეშივე დავინახე, როგორ გაეღიმა.
- ჰო, ახლა მოგკიდებ ხელს და წაგათრევ. ისიც სერიოზულად მპასუხობდა.
- ძალიან შევშინდი, დამინდე რაა. ირონიული, ხვეწნა ნარევი ხმით „შევევედრე“
- მე აჩი ვარ. ხელი გამომიწოდა. ცოტახანს დავაკვირდი ხელს, როგორი გრძელი და ლამაზი თითები ჰქონდა. ღმერთო რეებზე ვფიქრობ.
- მე ნინა, ჩემი ხელი, მისას შევაგებე და გამოვტრიალდი, გზა გავაგრძელე.
- სასიამოვნოა ნინა. უკნიდან მისი ხმა მომესმა. აღარ გამომყოლია. დაახლოვებით თხუთმეტი წუტი ვიბოდიალე, ძლივს ვნახე სადღეღამისო სუპერმარკეტი, შავი სობრანიე და გაყინული პიცა ავიღე.
საკმაოდ გრილოდა, სახლისაკენ წამოვედი, იმ ღამეს აღარავინ შემხვედრია.

მის ხმაზე, გრძელ და გაყინულ თითებზე მეფიქრებოდა. ნეტა ვინ იყო.
აჩი, არავის ვიცნობ უბნიდან მასეთს, ალბათ ახალი გადმოსული, რომ ვარ მაგიტომ. მასზე ფიქრები უკუვაგდე და გამთენიისას ძილი გადავწყვიტე.
საღამოს რვა იყო, ტელეფონის ბზუილმა გამომაფხიზლა, რომელიც ტუმბოზე იდო და ბზუილისგან ადგილზევე ტრიალებდა, ცოტაც და გადმოვარდებოდა, მალე რომ არ გამეშვირა ხელი. უცხო ნომერი იყო.
„ დღეს ჩამოხვალ ?“
„ რომელი ხარ? „
„ წყვდიადში დაკარგული“
„ სასაცილოა“
„აჩი ვარ, ნინა“
„ მიგიხვდი.“
„ პასუხი ისევ არ გაგიცია“
„ ალბათ კი“
„ სადარბაზოში დაგელოდები“
აღარ მიმიწერია, უაზროდ მეღიმებოდა. 9იყო უკვე დაწყებული, საწოლში კოტრიალს რომ მოვრჩი და აბაზანაში შევედი. სამსახური უნდა მეშოვა, ისევ კაზინოში, ისევ დილერად... ყველაზე კარგად დილერობა გამომდიოდა, მიყვარდა კიდეც, თუ არ ჩავთვლით ათასობით, ნასვამ და გალეშილ ტიპს, რომლებიც დაუნანებლად მეუბნებიან კომპლიმენტებს და თავს მებეზრებენ, მაგრამ ვერაფერი სხვა, ჩვენი დაცვის წყალობით, ამიტომ ჩემთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა დილერად მუშაობა. გავემზადე და სახლიდან გავედი. არავინ იყო, ბირჟიდანაც გაკრეფილან. უკან-უკან ვიხედებოდი, იმ იმედით რომ ისევ ვნახავდი „წყვდიადში დაკარგულს“, მაგრამ ამჯერად იმედები გამიცრუვდა. სამ კაზინოში ვიყავი, ერთმა დამიწუნა, ასაკის გამო და მრავალწლიანი გამოუცდელობის გამო, არადა რა გამოცდილება მაგას უნდოდა, ისწავლიდი მაქსიმუმ 2 კვირაში პოკერის წესებს. აბა ბანქოს დარიგება ხომ მეორე კლასელმაც იცის... მეორეში დაგირეკავთო, მესამეგან კი უფროსი არ იყო ადგილას და სამწუხაროდ ვერავის გავესაუბრე. მეორეს იმედზეღა ვიყავი, იქიდანაც ან დამირეკავდნენ ან არა. იქვე მყუდრო კაფე დავინახე, შევედი და ორმაგი ესპრესო მოვითხოვე. ფანჯრის მხარეს ვიჯექი და ქუჩაში მოსიარულე ბედნიერ წყვილს, თვალს ვადევნებდი. უკვე 23 წლის ვარ და ჩემს ცხოვრებაში არც ერთ კაცს არ გაუელავს. მაგიდაზე, ტელეფონი აბზუილდა, ახლაც უცხო იყო ნომერი, გამიკვირდა იმიტომ რომ აჩის ნომერი ჩავიწერე...
- გისმენთ?
- სად ხარ? ეჭვიანი ქმარივით დამისვა კითხვა, რათქმაუნდა ხმით ვიცანი რომ ის იყო.
- საყვარელთან, მოვრჩები მალე და მოვალ ძვირფასო... სერიოზული ხმით ვუთხარი, მერე მივხვდი რომ ვერ ვთქვი კარგი რამ, მთელი კაფე მე მიყურებდა, აშკარად ხმამაღლა მომივიდა..
- კარგი ტიპი მაინც არის? ისიც ამყვა თამაშში.
- უფ, ბომბა... ვეღარ მოვითმინე და გამეცინა... - იეჭვიანე?
- კი, ცოტაც და ვენებს გადავიჭრიდი... მანაც გაიცინა. - როგორ ხარ ნინა? ჩემი სახელი ისე გამოკვეთილად და თბილად თქვა, ახლაღა დავაკვირდი რომ უალამზესი სახელი მერქვა, ან მისი ნათქვამი ნინა იყო ჩემთვის ულამაზესი...
- ცოტა გაბრაზებული, შენ?
- მე, ნორმალურად. რატომ? მოხდა რამე?
- სამსახურს ვეძებ და მგონი არაფერი გამომდის...
- ჰმმ, დღეს ხო შევხვდებით?
- რავიცი, სადარბაზოში თუ დამხვდები...
- უკვე აქ ვარ ნინა, გელოდები... ტელეფონი გამითიშა... არ ვიცი რამ დამარტყა ტვინში, გულში, შეკვეთის მოტანამდე ავდექი, ფული მაგიდაზე დავტოვე და სახლისაკენ გავიქეცი...
უბნის აღმართი მკლავდა, საშინელი ასასვლელი იყო, რომ იტყვიან „ხვლიკი უტორმუზოდ ვერ ავარ-ო“ ზუსტად ასეთი აღმართი იყო... როგორ იქნა მივაღწია სადარბაზომდე... შევედი, ცოტახანი აქეთ-იქით ვიყურებოდი, ისეთი უკუნისი სიბნელე იყო ვერაფერს ვარჩევდი, კედელს ხელების დადებით მივყვებოდი, თბილ სხეულს რომ ავეკარი... მისი გულის ცემა მომესმა, ჩემი შეხებისას კი, ფეთქვა უფრო ახშირდა...
- მე მეძებდი? ისევ მისი ბოხი ხმა... „ არა, ბებიაჩემს“
- გიპოვე... ჩემ უაზრო ალტერეგოს ყურადღება არ მივაქციე...
- ჰო, მიპოვე... თმაზე ხელი დამისვა... არ ვიცი რატომ, მთელს სხეულში უამრავი ცოცხალი/არაცოცხალი არსებები ამოძავდნენ... კანი კი პატარა ბურთებმა დაფარა... ის ისეთი ნაზი იყო...
- რატომ სადარბაზოში? ვეღარ მოვითმინე და ვკითხე.
- სინათლეზე გამოსვლა არ მსურს... ამის გაგონებაზე, ყველაზე საშინელი კითხვა დამებადა ჩემს ცხოვრებაში და ყველაზე უარესი ის იყო, რომ პირიდან ამომხდა...
- რატო? ვამპირი ხარ? ფხუკუნის ხმა გავიდე, აშკარაა რომ გახალისდა, აბა რა იქნებოდა, რა სისულელე დავახეთქე...
- ჰო ნინა, გადაწიე კისერი, შენი სისიხლი უნდა დავლიო...ისევ გაიცინა.
- სხვა ვერაფერი მოვიფიქრე... მეც გამეცინა. შენი დანახვა მინდა.
- ჯერ არ ღირს ნინა.
- გასაგებია, კარგი წავალ მაშინ, სიბნელეში დგომას არ ვაპირებ...
- წადი... გვერდზე გადგა, უცებ სიცივე ვიგძენი... მეწყინა. “ რა სულელი ხარ, გეგონა მუხლებში ჩაგივარდებოდა?“ ირონია არ დამაკლო ალტერ ეგომ. ხმა აღარ ამომიღია, კიბეები ავირბინე და სახლში შურდულივით შევვარდი...
ლოგინზე დავეხეთქე და თავი ბალიშში ჩავრგე... რა გემართება ნინა. ის უცხოა, არავინაა. ნერვებ მოშლილმა, ისევ აივანზე გასვლა ვამჯობინე, მიყოლებით არც მახსოვს რამდენი ღერი მოვწიე, უკვე ყელი მეწვოდა, მაგრამ იმდონეზე ვიყავი გაბრაზებული, თან არ ვიცოდი რაზე, მერჩივნა ისევ ყელი მტკენოდა. ხმა შემომესმა:
- ამდენი მოწევით ფილთვებს გაიუბედურებ. რათქმაუნდა ვინ, თუ არა „წყვდიადში დაკარგული“...
- ისევ შენ? ყველა მხარეს გავიხედე, აივნები ცარიელი იყო, მოპირდაპირე კორპუსში გავიხედე, არავინ ჩანდა... მოჩვენება ხარ? ისევ უტაქტო შეკითხვა დავსვი...
- შენს მაღლა... რა სულელი ვარ, მაღლა რატომ არ ავიხედე, მაგრამ არ ავმდგარვარ, ისევ ჩემს პუფში გავაგრძელე ჯდომა, ისევ ღმერთმა იცის მერამდენე ღერს მოვუკიდე...
- მითვალთვალებ?
- არა, ვცხოვრობ...
- რას ლაპარაკობ? კარგია ცხოვრება...
- ძალიან, ბოლოს დავაფასე...
- ვერ გავიგე?
- არაფერი ნინა. ნუ ეწევი ამდენს, მავნებელია.
- შენთვის კითხვა დამავიწყდა, ამ ერთხელაც და ვსო, კარგი? დამახინჯებული ხმით ვუთხარი, ისევ ფხუკუნის ხმა მომესმა...
- ძილინების ნინა. ხმა აღარ ამოუღია. რა კარგია! აბა რა, როცა უნდა გამოჩნდება, როცა უნდა სიმყუდროვეს დამიშლის. ყველა ბედნიერებას ის ემატება, რომ ჩემს ზემოთ ცხოვრობს... კარგია, კარგი. უკეთესი არც შეიძლებოდა. სარკასტულად ვლაპარაკობდი, შედარებით ხმამაღლა, იმ იმედით, რომ ცოტა ნამუსზე მანც ავაგდებდი და გაიგებდა, თუმცა უშედეგოდ, ხმა არ გაუცია, მაგრამ ვინ იცის, იქნებ გაიგო კიდეც...
სახლში შევედი და ლოგინში ჩავწექი. როგორ ჩამეძინა აღარ მახსოვს.
დილით უცნაურმა შეგრძნებამ გამაღვიძა. მეგონა, რომ ვიღაც დაჟინებით მიყურებდა. თვალი ნელ-ნელა გავახილე და აივნისკენ გავიხედე, წამში გაქრა სილუეტი, ფარდა აფრიალდა. საწოლიდან წამოვხტი და აივანზე გავვარდი, აქეთ-იქით ვიყურებოდი, შემდეგ ზევით ავიხედე, თუმცა არაფერი... სამზარეულოში შევედი და ყავისთვის წყალი დავადგი, მაქამდე კი აბაზანაში შევედი და თავი მოვიწესრიგე. სამზარეულოში გასულს, მაგიდაზე სხვადასხვა სახის შოკოლადების შეკვრა დამხვდა. გვერდზე ფურცელი ედო, ნერვებ მოშლილმა მივვარდი და წავიკითხე :
„ - ყავას უხდება, ვიმედოვნებ მოგეწონება“
შოკოლადების შეკვრას ხელი დავტაცე ფურცლიანად და შემოსასვლელი კარი გამოვგლიჯე, არც მახსოვს რა მეცვა. სახლში ფლოსტებში გავყავი ფეხი და ჩემს ზემოთ სართულზე ავვარდი... კარი კარგახანს ვაბრახუნე, თან მის სახელს ვყვიროდი, მაგრამ კარი არ გაღებულა... უნდა მოვბრუნებულიყავი, მისი ხმა მომესმა...
- რა გინდა? ადგილზე შევდექი. რა ქალიშვლილი გოგოსავით იქცევა, კარს უკნიდან რომ მელაპარაკება-თქო გავიფიქრე და გამეცინა, თუმცა მერე გამახსენდა რომ გაბრაზებული ვიყავი, სახე დავისერიოზულე და შემოვტრიალდი...
- კიდე მე რამინდა? შენ რა, მითვალთვალებ?
- მე? არა.. მშვიდი ხმა ჰქნდა.
- კარს არ გააღებ? ახლა ამაზე მომეშალა ნერვები.
- არა, არ გავაღებ.
- ეს შოკოლადი რას ნიშნავშ? დარწმუნებული ვიყავი რომ საჭვრეტიდან მიყურებდა და ყუთი ავაფრიალე.
- შოკოლადს გავს. არ შევმცდარვარ, მიყურებდა...
- უი, კაი ერთი.. მეც იმიტომ ამოვედი აქ, რომ შენთვის მეკითხა შოკოლადია თუ არა თქო... თვალბი ავატრიალე...
- გემრიელად მიირთვი.
- აჩი მეღადავები? რა ბავშვობაა ეს გააღე კარი. უკვე ხმის კონტროლი დამკარგვოდა... ხმა აღარ ამოუღია. უარესად მომეშალა ნერვები და შინ შევბრუნდი...
სამზარეულოს მაგიდაზე დავაგდე ყუთი, ფინჯანში ყავა ჩამოვასხი და მაგიდას მივუჯექი... კარგახანს ვუყურებდი შოკოლადებს. შემდეგ ერთი ხელის მოსმით ჩავაგდე ნაგვის ურნაში. მერე დავფიქრდი, ერთი მაინც გამესინჯა თქო, გაუხსნელი ყუთი ამოვიღე, გავხსენი, შოკოლადი დავაგემოვნე და დანარჩენი ისევ ურნაში ჩავაბრუნე. „ არაუშავს, დიდად არ გადავრეულვარ გემოთი“ გავიფიქრე და ახლა დამშვიდებული გავედი აივანზე, სიგარეტს მოვუკიდე და როგორც ყოველთვის ფეხები აივნის მოაჯირზე შემოვაწყე...

რამოდენიმე დღე არ გამოჩენილა „წყვდიადში დაკარგული“ . ვერ ვხვდებოდი მის ასეთ საქციელს, მაგრამ დიდად არც მადარდებდა. ერთ-ერთი კაზინოდან დამირეკეს, აი, რომ ვამბობდი, მეორე დარჩა თქო, მაქედან... გახარებული ვიცმევდი ტანსაცმელს. უკვე 9ხდებოდა, საღამოს 10ზე მქონდა შეხვედრა. მუხლს ჩაცდენილი მოტკეცილი ჯინსის იუბკა ჩავიცვი, თეთრი პერანგი და შავი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც. მსუბუქი მაკიჟი და მზად ვიყავი. სახლიდან ქუსლების კაკუნით გავედი, ლიფტის პატარაობიდან მეშინოდა, ამიტომ რვა სართული ბრახა-ბრუხით ჩავიარე. სადარბაზოდან გავედი და მიუხედავად იმისა, რომ მაგვიანდებოდა, რატომღაც ფეხმორთხმით მივდიოდი, იმ იმედით რომ აჩის ხმას გავიგებდი... უშედეგოდ.
კაზინოში ნახევარ საათში მივედი. ჩვეულებრივი ტიპიური კაზინო იყო, სათამაშო აპარატები, პოკერის, რულეტკის და სეკას მაგიდები. უამრაი ნასვამი კაცი და მიმტანები, რომლებსაც სახეზე ყალბი ღიმილი აქვთ აკრული და ერთი სული აქვთ ცვლა დაამთავრონ, რომ ამ საშინელ ადგილს მოსწყდნენ...
მენეჯერი კარებშივე შემეგება, მომესალმა, ხელი ჩამომართვა და უკანალის მსუბუქი მოძრაობით წინ გამიძღვა. არა, ვაღიარებ კაი ტ*აკი ჰქონდა, კაცი რომ ვიყო დიდი სიამოვნებით გავ*იმავდი. „ღმერთო რეებზე ვფიქრობ, მომიტევე ცოდვები ჩემი“ სარკასტულად ჩავილაპარაკე და ხელები ზემოთ ავწიე.
- რამე ბრძანეთ? დიდ ტ*რაკა მომიტრიალდა.
- არა, ჩემ თავს წარმატება ვუსურვე უბრალოდ. რა უაზრო ტყუილი დავახეთქე.
- მიგიღებენ აუცილებლად, ძალიან კეთილი ბოსი გვყავს... ისე ლაპარაკობს უეჭველი ბებერი კაცია, ან ქალი ვინ იცის...
- აი, შებრძანდით. ალბათ ბოსის კარი შეაღო და შემატარა...
- გამარჯ.... სიტყვა შუაზე გამიწყდა, ნერწვი ხმაურით გადავყლაპე, ბებერის მოლოდინში, ისეთი ბიჭი დამხვდა კლასიკურ ფორმაში გამოწყობილი, კინაღამ ცუდად გავხდი.
- გამარჯობა, ნინა ხომ? რა ხმა ჰქონდა, რა ტემბრი...
- გამარჯობა, დიახ ნინა... ძლივს მოვიკრიბე ძალა და ნორმალურად გავეცი პასუხი, ვიღაც ავადმყოფი არ ვეგონო, რომ არ მიმიღოს გულიც გამისკდება...
- გამოცდილება გაქვთ, როგორც CV-ში წერია.
- დიახ, ორგან ვმუშაობდი დილერად. გავუღიმე, მაგრამ ისეთი კუშტი სახე ჰქონდა, ჩემი „მიამიტი“ ღიმილი სადღაც შორს მოვისროლე.
- აყვანილი ხარ, წადი და მაგდა მოგცემს ფორმას, დღესვე იწყებ. მისი სერიოზული ტონი ბოლოს მიღებდა...
- კარგით. მორჩილი ბავშვივით დავეთანხმე და გამოვბრუნდი, გამოსვლას ვაპირებდი მისმა ხრინწიანმა ხმამ, რომ შემაჩერა.
- ჰო და კიდევ ერთი, ამის მერე შარვლებით ივლი, არ მინდა რომელიმე სტუმარს პირიდან დუჟი გადმოსდიოდეს, შენი დანახვისას... მმმ, ეს უკვე კომპლიმენტად მივიღე, არც შევტრიალებულვარ ისე ჩამეღიმა.
- გასაგებია ბატონო... ახლაღა გამახსენდა რომ, უფროსის სახელი არ ვიცოდი.
- ნოე, ნოე შარტავა... „ბონდ, ჯეიმს ბონდ“- ის ნაირად გამოუვიდა და ლამის იქვე მოვკვდი სიცილით, ყველანაირად ვეცადე არ შემმჩნეოდა.
- სასიამოვნოა. ჩემთვის ჩავილაპარაკე და კაბინეტი დავტოვე...
მაგდამ გასახდელში ჩამიყვანა, რადგან პერანგი მეცვა, მხოლოდ ჟილეტი და ჰალსტუხი მომცა.
კუთვნილი „პოსტი“ დავიკავე და მუშაობას შევუდექი...
მწველი მზერა ვიგრძენი, არ ვიცი რამ მიბიძგა, რომ მეორე სართლზე ამეხედა, ნოე იყო, დაჟინებული მზერით მადევნებდა თვალს, ჩვენი თვალები წამებით გადაეყარნენ ერთმანეთს, მერე თითქოს აზრზე მოვიდაო და კაბინეტში შებრუნდა. მე ისევ გავაგრძელე მოთამაშეებისათვის ბანქოს დარიგება...

დამღლელი ღამე მქონდა, საშნლად მტკიოდა თავი და ფეხები, შესვენებაზე გავედი, მაშინვე ერთი ღერი ამოვიღე ჩანთიდან და მოვუკიდე. ისე მესიამოვნა მომწამვლელი კვამლის შესუნთქვა, მთლეს სხეულში გამაჟრიალა.
- შეიძლება შემოგიერთდე? ნაცნობი ხმა მომესმა.
- რატომაც არა, სობრანიეს თუ იკადრებთ, დაგპატიჟებთ კიდეც... სიგარეტის კოლოფი გავუწოდე, ცალყბად ჩაიღიმა და ერთი ღერი მანაც ამოაძვრინა.
უხმოდ ვეწეოდით ორივე, ხმას არცერთი ვიღებდით. ნამწვი შორს მოვისროლე და შესვლა დავაპირე.
- დღეისთვის შეგიძლია დაასრულო.
- ბატონო? ვერ მივხვდი.
- მუშაობა, არ მინდა ახალმა თანამშრომელმა გულში გამლანძღოს პირველსავე დღეს. გაეცინა
- მიჩვეული ვარ ბატონო ნოე, აქამდეც მიმუშავია კაზინოში...
- ვიცი, ვიცი. ბატონო არა კაი? მხოლოდ ნოე. არამგონია ბევრად დიდი ვიყო შენზე.
- გასაგებია, მაგრამ სამსახურში ფორმალობა არ გვაწყენდა.
- მაშინ სამსახურის ფარგლებს გარეთ უბრალოდ ნოე ვიქნები.
- ფარგლებს გარეთ არამგონია მოგვიწიოს ერთმანეთთან შეხვედრა.
- მოგვიწევს. თუნდაც ახლა, სალხში გაგიყვან. მტკიცე იყო.
- ჩემი ცვლა არ დასრულებულა ბატონო ნოე.
- ახლა ხომ გითხარი, რომ დაასრულე.
- გასაგებია, თუ ჩემი მუშაობა არ მოგეწონათ მით... სიტყა ისევ შუაზე გამაწყვეტინა.
- მე არ მითქვამს, რომ შენი მუშაობა არ მომწონს, მე მინდა, რომ სახლში მე გაგიყვანო. ესაა და ეს.
- კი მაგრამ...
- არავითარი მაგრამ, იმედია ქმარი ან შეყვარებული არ გყავს.
- ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- მაგ ორის შემთხვევაში ჩემს წინადადებას უარვყოფდი...
- არ მყავს.
- ძალიან კარგი. გაიღიმა. - გარეთ დაგელოდები...
ხმა აღარ ამომიღია, რაღაც ძალიან პრეტენზიული და კონკრეტული ჩანდა. იმედია ვიღაც მანიაკი არარის, გზას არ გადაუხვევს, სადმე ტყეში არ წამათრევს და არ გამაუპატიურებს, შემდეგ არ ამკუწავს და ჩემს ნაწილებს ძაღლებს არ მიუგდებს. „ ამ აზრებით, აშკარად მე უფრო ვგავდი მანიაკს ვიდრე ის ღვთაება კაცი, რომელსაც სახლში უნდა წავეყვანე...
გამოვიცვალე და გარეთ გავედი. შავი აუდის ფირმის მანქანაზე იყო აყუდებული, სიგარეტს ეწეოდა, ისეთი მამაკაცური იყო, დიდი სიამოვნებით აღმოვჩნდებოდი მის მკლავებში. მაცდური აღნაგობა ჰქონდა, იცით როგორი? აი ყველაზე პატიოსანი გოგოც, რომ მიუშვა ეგრევე, რომ დანებდება, აი მასეთი. ნელ-ნელა მივუახლოვდი, ჩემს დანახვაზე ოდნავ წამოიწია გასწორდა და სიგარეტი გადააგდო, მადის აღმძვრელად ამათვალიერ-ჩამათვალიერა და ღიმილით დამაჯილდოვა.
კარი გააღო, დაჯდომაში დამეხმარა და თვითნაც მძღოლის ადგილი დაიკავა... წამებში მოწყვიტა მანქანა ადგილს.
ცოტახანში ჩემს სახლთან გააჩერა. ღვედს ვიხსნიდი მისი შეხება რომ ვიგრძენი მკლავზე. იმ წამსვე ბედი ვიწყევლე იუბკა , რომ მეცვა. შეხებისას მთლიან სხეულზე ბუსუსებმა დამაყარა...
- რამდენი წლის ხარ ნინა. ხმადაბალი ტემბრით დაიწყო საუბარი.
- 23ის. საქარე მინიდან ვიყურებოდი.
- თქვენ?
- ხომ შევთანხმდით, რომ სამსახურის ფარგლებს გარეთ, ბატონო და თქვენ არ გვინდა.
- კარგი, შენ?
- 33ის ნინა. საოცრად სექსუალურად ჟღერდა მისი პირიდან ამოსული ნინა.
- გასაგებია. მადლობა, რომ მომიყვანე.
- არაფრის. შეხვედრამდე.
- დროებით. ნოეს დავემშვიდობე და მანქანიდან გადმოვედი, მეცხრეზე ავიხედე, რატომ არ ვიცი. არავინ იდგა. მიმოვიხედე ირგვლივაც არავინ იყო... სადარბაზოში თავისუფლად შევედი, როცა ვიღაცის თბილ სხეულს შევეჯახე.
- ჯანდაბა! აქ ხომ სინათლე არასდროს ინთება... ჩემი საცოდავი ცხვირი... ამოვკნავლე და ცხვირზე ხელი მივიდე.
- ცოტა ადრე, რომ დაბრუნებულიყავი, ასეთ წყვდიადში არ მოგიწევდა შემოსვლა და ჩემს სხეულზე აკრობა...
- და შენ ვინ გეკითხება მე რომელზე მოვალ, ან გავალ. არ მიდარაჯო აქ შეშლილი მანიაკივით და არც შენს სხეულზე ავეკრობი. გაღიზიანებული ვყვიროდი შუა სადარბაზოში, თან ხელებს ვაცეცებდი, რომ რაიმე მეგრძნო და არ დავცემულიყავი...
- მე უბრალოდ რჩევა მოგეცი, ან უფრო ადრე მოეყვანე შენს პრინცს სახლში, იქნებ იმდენი ჯელტმენობა მაინც გამოეჩინა, რომ სახლამდე აეცილებინე, ათასი მანიაკი დადის. ირონიას არ მაკლებდა და მეც ერთი სული მქონდა გამეგლიჯა შუაზე.
- გამატარე ერთი შენი ჭირიმე რა!
- გაიარე.
ძლივს ავიარე 8სართული, საბედნიეროდ დანარჩენ 6 სართლზე იყო სინათლე...
კარი გავაღე თუ არა ფეხსაცმელები შორს მოვისროლე, გასაღები იქვე მაგიდაზე ვისროლე, ჩანთაც ძირს დავაგდე, გზადაგზა იუბკაც გავიძრე და პერანგიც. მთელს სახლში, აბაზანამდე ჩემი ტანსაცმელი ეყარა, ჰოლში საცვალიც და ლიფიც. საძნებელში შევედი, რომ აბაზანაში შევსულიყავი და გულმა კინაღამ დამარტყა, როცა აივანზე ვიღაცის სილუეტი დავინახე. მაშნვე კარადას მივვარდი, ხალათი მოვიცვი და ჩამრთველს ავკარი ხელი, აივანზე არავინ იდგა...
„ ღმერთო, მოჩვენებები დამეწყო“ გავიფიქრე და ხელი გულზე მივიდე. რა გჭირს ნინა! გამოფხიზლდი... კედელზე მოწიკწიკე საათი 3ს უჩვენებდა. აბაზანაში შევედი, ცხელი შხაპი მივიღე და გამოვედი. ლოგინზე მისვენებული, როდის გადავეშვი მორფეოსის სამყაროში აღარც მახსოვს.

მეორე თავი

ტელეფონის ხმამ გამაღვიძა, ძლივს დავაშორე თვალები ერთმანეთს და გავახილე. ესემესი იყო.
„ მომენატრე ნინა“ აზრზე ვერ მოვედი, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო... ყურადღება არ მიმიქცევია. ტელეფონი ტუმბოზე დავაბრუნე და ვეცადე ძილი შემებრუნებინა...
ცოტახანში ისევ მოვიდა ესემესი...
„ მჭირდები, დამეხმარე ნინა“ ნერვები მომეშალა და ვუპასუხე.
„ ვინ ხარ? მეღადავები? „ ინტერესისაგან უკვე ფრჩხილებს ვიჭამდი.
„ იცი ვინც ვარ, მხედავ, მგრძნობ, გესმის“ დავიბენი, ეგრევე აჩი გამახსენდა, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი. აქამდე ასე არ მოუწერია, არ დამლაპარაკებია...
„ არ ვიცი! ვინ ხარ, რა გინდა? „
„ მიყვარხარ ნინა“ აშკარა იყო, რომ ვიღაც მეღადავებოდა. ტელეფონი გადავდე და საწოლიდან წამოვდექი.
აბაზანაში შევედი, წყალი გადავივლე, ჩავიცვი და ჩემს ზემოთ სართულზე ავედი... ნაცნობ კართად დავდექი და დავაკაკუნე.
- აჩი, გააღე კარი... აჩიიი... არავინ იყო, ხმას ავუმაღლე და კიდევ დავუძახე. აჩის მოპირდაპირე მხარეს ერთი კარიც იყო, სავარაუდოდ ცხოვრობდნენ. კარი გაიღო და ეჭვისთვალით ამათვალიერა, ხანში შესული ქალი იყო, შავებში გამოწყობილი, სახეზე უამრავი ნაოჭით, რომლებიც უამრავ ტკივილსა და დარდს ინახავდნენ...
- ტყუილად აბრახუნებ შვილო, მანდ უკვე მეორე წელია არავინ ცხოვრობს. სილის გარტყმასავით იყო მისი სიტყვები. ტვინში ყველაფერი აირია.
- უკაცრავად? აქ, აქ ბიჭი უნდა ცხოვრობდეს. აჩი.
- არა, შვილო. არავინ ცხოვრობს. იმ დღესაც დაგინახე, კარს, რომ ეჩხუბებოდი, შოკოლადებით ხელში, მაგრამ არ გამოვედი.
სრული შოკი მქონდა, სახეზე ფერი დავკარგე, შემეშინდა, ხელები ამიკანკალდა.
- კარგად ხარ შვილო?
- მე, ის... ვეღარ მოვასწარი თქმა, ფეხებში ძალა გამომეცალა და ყველაფერი ჩაბნელდა...
როცა გავიღვიძე ჩემს სახლში ვიყავი, ვიფიქრე ალბათ დამესიზმრა თქო, მაგრამ სამზარეულოდან გამოსული ქოთქოთა ქალი დავინახე, ჩემი მეზობელი, ჩაი მოჰქონდა, კარებთან კი ჩემი უფროსი იყო აყუდებული, როგორც კი დაინახა, რომ გამოვფიზლდი მომვარდა...
- ნინა კარგად ხარ? ანერვიულებული ჩანდა, რამაც უფრო გამაოგნა. გამახსენდა მომხდარი და ისევ შევშინდი...
- ნოე? აქ, აქ რასაკთებ? რომელი საათია?
- 3 საათია, 5ზე სმენა გეწყება და ვიფიქრე, გავუვლი თქო... კიდევ კარიგი ,რომ მოვედი...
- ხო ბებო, კიდევ კარგი, თორემ გავგიჟდებოდი, ისე ჩაიკეცა კარებთან ლამის მეც მივყევი.ახლა მეზობელმა განაგრძო.
- რა მოგივიდა არ მეტყვი? არ ცხრებოდა ნოე, მე კიდევ გაშტერებული ხან ნოეს ვუყურებდი, ხანაც მეზობლის ქალს, თან ფიქრებით ისევ აჩისთან ვიყავი. შეუძლებელია, ასე არ ხდება. გავგიჟდი მგონი... ხმას არ ვიღებდი.
- ბებო, გამოდი ერთი, რაღაცას გეტყვი... მეზობელმა ნოეს მიმართა. ნოე წამოდგა და სამზარეულოში გავიდნენ...
- ქალბატონო, რა მოხდა?
- მგონი გაგიჟდა ბებია.
- როგორ? ვერ მივხვდი.
- ჩემს პირდაპირ კარზე აბრახუნებდა დღეს, ვიღაც ბიჭს ეძახდა, ვუთხარი, რომ არ ცხოვრობს არავინ მანდ, უცებ ფერი დაკარგა და ჩაიკეცა ჩემს წინ...
- ვინ ბიჭი? რა ხდება საერთოდ. ანერვიულდა ნოე
- არ ვიცი, მე რაც დავინახე ის გითხარი, ახლა უნდა წავიდე. შვილიშვილი მომივა და კერძი მაქვს გასაკეთებელი...
- კი, კი მიბრძანდით, მე მივხედავ...
ქალი გამოვიდა სამზარეულოდან, დამემშვიდობა, თავს მიხედე-ო დამიბარა და გავიდა. ნოე სახეწაშლილი გამოვიდა. ჩემს წინ ჩაიმუხლა და თვალებში ჩამაშტერდა.
- ნინა, არ მეტყვი რა ხდება?
- თქვენ არ გეხებათ ბატონო ნოე, ყველაფერს მე თვითონ მოვაგვარებ.
- თქვენ? ბატონო ნოე? კარგი რა! რაზე ვილაპარაკეთ ჩვენ...
- არაქვს მნიშვნელობა რაზე ვილაპარაკეთ. კარგად ვარ, სმენას არ გავაცდენ. ჯერ 2 საათი დრო მაქვს, მოვალ.
- ნინა, არ მეტყვი? არ ცხრებოდა ნოე.
- ყველაფერი რიგზეა, სიმშვიდე და მარტოობა მჭირდება.
- კარგი, ახლა წავალ. სამსახურში დავილაპარაკებთ.
წამოდგა, გატრიალდა და კარი გაიჯახუნა. მისი გასვლა და ჩემი ცრემლების წამოსვლა ერთი იყო, ყველაფერი ამერია თავში. ტელეფონი მოვძებნე და იმ ნომერზე გადავრეკე, საიდანაც აჩი მწერდა...
აბონენტი არ იყო დარეგისტრირებული. შემდეგ მესიჯი მივწერე.
„ აჩი საღამოს სადარბაზოში გელოდები“
„ პაემანი გვაქვს? „
„ ხუმრობის ხასიათზე ხარ?“
„ აბა სატირალი აღარაფერი მაქვს“
„ სალაპარაკო გვაქვს, შენი ნახვა მინდა“
„ ვერ მნახავ“
„ აჩი, არ ვხუმრობ, მინდა, რომ დაგინახო“
„ ვერ დამინახავ ნინა“
„ რას ნიშნავს ეს ყველაფერი?“
„დროდადრო ნინა, ახლა არა. გთხოვ მაცადე დავტკბე“
„ რითი? რითი ტკბები, არ მესმის, გავგიჟდი მგონი.“
„ შენ არა ნინა, ერთ დროს მე გავგიჟდი, ყველაფერს გაიგებ, საღამოს 11ზე სადარბაზოში ვიქნები.“
„ სადარბაზოში... იქნებ აივანზეც გაჩნდე, ან პირდაპირ ჩემს ოთახში?“
„ დამინახე?“ აღარ მიმიწერია. უკვე ჭკუიდან ვიშლებოდი. წამოვდექი და აბაზანაში შევედი. ცოტახანას არაფერზე მინდოდა ფიქრი. ცხელმა ჭავლმა მომთენთა, აბაზანიდან გამოსულმა, ტანზე ჩავიცვი, უკვე 5იწყებოდა. მოვემზადე და სახლიდან გავედი...
კაზინოში მივედი, ნოე ჩემს მაგიდასთან იჯდა, ვისკი ეჭირა და მელოდებოდა. მივუახლოვდი, მივესალმე და გასახდელისაკენ წავედი.
- მოიცადე, უკნიდან მისი ხმა მომესმა... შემოვტრიალდი.
- წამომყვები?
- სად? სამსახურში ვართ ბატონო ნოე. შევახსენე და ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
- დღეს არ იმუშაო, მე წამომყევი. ისედაც არეულმა და გაღიზიანებულმა ვეღარ მოვითმინე, მივუახლოვდი.
- თქვენ, ყველა ახალ თანამშრომელს ასე „კერავთ“ ?
- „ვკერავ“? არა, არ ვკერავ.
- აბა რანაირი მოქცევაა? დამაცადეთ ვიმუშაო, ავიღო ხელფასი და ვაკეთო ჩემი საქმე.
- ხელფასი წინასწარ ჩაგერიცხება დღეს.
- ფულით მოსყიდვას ცდილობთ? ნელ-ნელა სახეზე ვწითლდებოდი სიბრაზისგან.
- არა რასისულელეა მინდა, რომ დაგეხმარო.
- დამეხმაო, ჩამეცინა. რამე მჭირს დასახმარებელი? ანდაც საერთოდ რა ვალდებული ხართ?
- არ მითქვამს, რომ დასახმარებელი რამე გჭირს, მე უბრალოდ მინდოდა ჩემთან ერთად წამოსულიყავი, ამხელა აჟიოტაჟს არ მოველოდი ნინა.
- აჟიოტაჟს? თქვენ რა მეღადავებით ბატონო ნოე? მეორე დღეა სამსახური დავიწყე, გუშინ შუა სმენიდან წამიყვანეთ სახლში, ახლა არც დამიწყია ისე გინდათ ჩემთან ერთად წასვლა, როგორ გავიგო?
- არ გიფიქრია იმაზე, რომ მომეწონე?
- იქნებ ყველა თქვენი თანამშრომელი მოგწონთ? რავიცი...
- კარგი რა! ვგავარ 16წლის „პაცანას?“ წამომყვები? მოგიხდება შენც, დაისვენებ, განიტვირთები.
- არ ვიცი რა, არაფერი ვიცი. ძალიან დავიბენი... დანებების ნიშნად მაგიდას მივეყრდენი და თავი ხელებში ჩავრგე.
- წამოდი, თიკო შეგცვლის დღეს, გზაში მომიყვები ყველაფერს კარგი?
- ჰო... თავი არც ამიწევია ისე ვუპასუხე. მისი მოახლოვება ვიგრძენი. ხელი ნელა შემომხვია წელზე და თავი მის მკერდზე მიმადებინა. მესიამოვნა, თუმცა მერე აზერზე მოვედი, გამახსენდა სადაც ვიყავით და უკან დავიხიე. შენობიდან გამოვედით, მანქანაში ჩავსხედით და ადგილს მოვწყდით...
ცოტახანი ხმას არ იღებდა.
- სად მივდვიართ?
- სადაც გინდა.
- დალევა მინდა.
- დავლიოთ. გადავხედე და გამეღიმა. ისეთი მამაკაცური და სიმპატიური იყო, ყველა ქალი ინატრებდა მასთან ერთად, თუნდაც მანქანაში ჯდომას.
რომელიღაცა ბარის წინ გავჩერდით. კარი გამიღო და გადმოსვლაში დამეხმარა. რამოდენიმე წუთში ბართან ვიჯექით და ორმაგ ვისკის ვსვავდით.
- სასიამოვნა შენი ყურება, მაგრამ მირჩევნია, რომ ვილაპარაკოთ.
- რაზე ვილაპარაკოთ ნოე.
- მაგალითად იმაზე, თუ რა მოგივიდა დღეს.
- დაივიწყე რა, აქ მაგაზე სალაპარაკოდ არ მოვსულვართ, მინდა რომ ყველაფერი დამავიწყდეს და უბრალოდ გამოვეთიშო სამყაროს.
- კარგი, ამჯერად იყოს ასე, მაგრამ იცოდე იქამდე არ მოგეშვები სანამ არ ამიხსნი ყველაფერს.
- ნოე, კიდევ ერთი რაა. მწველი სასმლის გამოცლის შემდგომ, კიდევ ერთი მოვითხოვე, მას კიდევ ერთი, ორი სამი მოყვა. უკვე ვგრძნობდი, როგორ გავდიოდი „მომსახურეობის ზონიდან“. ნოეც არ იყო ნაკლებ დღეში, მაგრამ მე ამდენი, კი არა ზოგადად სასმელი არ დამილევია. ჩემი საყვარელი მუსიკა გაისმა და დაუფიქრებლად წამოვდექი, მისი ძლიერი ხელი, რომ არა ალბათ გავიშხლართებოდი. წელზე შემომიცურა, მისკენ მიმიზიდა და ნელა ავყევით მუსიკას. ცოტახანში მისი სველი კოცნა ვიგრძენი ყელში, მთელს სხეულში გამაჟრჟოლა. სასმლისგან გათამამებულმა, არც მე დავაკელი ტუჩთან კოცნა, ყელზე, მხარზე, ყურთან, ყველგან სადაც მიმიწვდებოდა. ნელ-ნელა გიჟდებოდა, ვგრძნობდი, მეც მსიამოვნებდა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გიჟივით დამეტაკა ტუჩებზე, მომთხოვნი და უხეში იყო, ფეხებზე ეკიდა ყველა და ყველაფერი, უამრავი მზერა, რომელიც ჩვენსკენ იყო მომართული, მოწყურებულივით იყო ჩემს ტუჩებს ჩაფრენილი, თითქოს ის უდაბნოში იყო, წყურვილისაგან ყელი ჰქონდა გამომშრალი, ჩემი ტუჩები კი ერთი ჭიქა წყალი იყო მისთვის. იმ მომენტში გათიშული ვიყავი, არ ვიცოდი რას ან რატომ ვაკეთებდი, ხელი დამავლო და მანქანასთან გამათრია, გასაღებით სწრაფად გააღო და ჩამსვა, მანქანა სადღაც წაიყვანა, მოფარებული ადგილი იყო, ძლივს იკავებდა თავს, ისეთი თვალებით მიყურებდა, უკვე შვიდჯერ ვყავდი ალბათ ნა*მარი. როგორც კი გააჩერა, მაშნვე მომვარდა, ტუჩებს მიკოცნიდა, შემდეგ ნელ-ნელა გამხახდა პერანგი, თავის კალთაში გადამიჯინა და ვნებიანად მისმევდა სხეულზე, თავის გავარვარებულ ხელს. ქამარი გავუხსენი, მან იუბკიდან საცვალი გამოაძვრინა და გამხადა, იუბკა ზემოთ ამიწია , მე მისი პე*ისი ხელში მოვიქციე და საკუთარ ვა*ინაში შევაცურე. სიამოვნების კვნესა აღმომხდა, იმ მომენტში ისიც კი დავიწყებული მქონდა, რომ ქალიშვილობას ჩემს უფროსს ვჩუქნიდი, იმაზეც არ მიდარდია, რომ შესაძლოა ეს უკანასკნელი ყოფილიყო, არც იმაზე მიფიქრია მერე რა მოხდებოდა, უბრალოდ სიამოვნების მიღებას ვცდილობდი, იმ მამაკაცისგან, რომლის მიმართაც გულგრილი არ ვყოფილვარ. ნელ ბიძგებს აკეთებდა, ბოლომდე შემოდიოდა, ხელს საჯდომზე მიჭერდა და თან მკერდს მიკოცნიდა. საოცრერბა იყო, შუა სექსის დროს მის ტუჩებს მოვწყდი, თავი უკან გადავწიე და ხტუნაობა განვაგრძე, შემდეგ რატომღაც საქარე მინიდან გავიხედე და გავჩერდი, გავშრი სხეულზე ცხელმა და ცივმა ოფლმა ერთდროულად დამასხა, თვალი გამიშტერდა და ვერაფერი გავაკეთე. ნოე გაოგნებული მეკითხებოდა რაღაცეებს, მაგრამ არაფერი მესმოდა, მხოლოდ მას ვხედავდი, როგორ იდგა მანქანის უკან სილუეტი, ქუჩაზე ბნელოდა, სახეზე ვერ გავარჩიე, მაგრამ ვიცოდი, რომ ის იყო. ვიცოდი, დარწმუნებული ვიყავი. საარძლიდან პერანგს დავტაცე ხელი, სხეულზე ავიფარე, და კუთვნილ ადგილას გადავჯექი.
- გოგო რა მოგივიდა, რამე გატკინე? არ მოგეწონა? რატომ გაჩერდი? ნინა რა ხდება ამიხსენი. გაწბილებული მეკითხებოდა ნოე.
- სახლში წამიყვანე. უემოციო სახით ვუთხარი ისე, რომ მისკენ არც გამიხედავს...
- ამის დედასაც შე**ცი რა! შარვალი შეიკრა და მანქანა დაქოქა.
ხმა არცერთს ამოგვიღია, საშინელ ხასიათზე ვიყავი, მომხდარს ვერ ვიაზრებდი.
სახლთან მიმიყვანა და კორპუსთან გააჩერა, საათს დავხედე 12 იყო. 11ზე ის უნდა მენახა, ალბათ იმიტომ გამომეცხადა იქ. ფიქრები თავის გაქნევით მოვიშორე და ნოეს გავხედე.
- დარჩები?
- გინდა?
- არ მინდა მარტო, მარტო რომ დავრჩე, ფიქრები ბოლოს მომიღებენ...
- დავრჩები. სახეზე სიხარული შეეტყო, ჩამქრალი და უღონო თვალები წამში აუციმციმდა, ტუჩის ბოლოებიც აპრიხა და მანქანიდან გადმოვიდა. სადარბაზოში ისევ ბნელოდა, ხელი არ გამიშვია ნოესთვის. მარჯვენა მკლავზე ვიღაცის ხელი ვიგრძენი, გამცრა, შემეშინდა და უფრო ავეკარი ნოეს.
- ნუ გეშინია, ტელეფონით გავანათებ. ტელეფონი ამოიღო და ჩვენს წინ გაანათა, წამიერად მოვკარი ვიღაცის სხეულს თვალი, მაგრამ მაშინვე გაქრა... ლიფტით ავიდეთ რა. ცხოვრებაში პირველად ვიმგზავრე ლიფტით. არ ყოფილა ისეთი საშიში, თუმცა მარტო მაინც ვერ შევძლებ. ემოციებისაგან გადაღლილი შემოვედი სახლში, უკვე არც სიმთვრალე მახსოვდა და არც მანქანაში მომხდარი, ჩემსა და ნოეს შორის. არადა ვიცოდი, რომ მომიწევდა ყველაფრის ახსნა.
- დალევ რამეს?
- ჩაის, თუ გამიკეთებ.
- კი გავაკეთებ. თუ გინდა გადაივლე წყალი, საძინებელშია აბაზანა. არაფრის მოგერიდოს. სამზარეულოდან გავძახე.
ჩაი გავამზადე და მისაღებში გავედი, საშინელი თავის ტკივილი მაწუხებდა, ნაბეღლავი გამოვიტანე და ნოეს გვერდზე მივუჯექი. ღრმად ამოვისუნთქე და დავიწყე.
- ნოე, რაც მანქანაში მოხდა... ეს ორივემ კარგად ვიცით, რომ წამიერი ვნების და ლტოლვის ბრალი იყო, მაგრამ ის, რის გამოც მე შევჩერდი, შენ არ გეხება, მართლა...
- ნინა, შენ ქალიშვილობა ჩამაბარე, ხვდები მაინც? მთლიან სახეზე ავხურდი, ახლა მოვედი აზრზე, საერთოდ არ მახსოვდა.
- მე, ის. დაივიწყე რა! არაფერი მომხდარა და ვსო.
- ასე უბრალოდ დავივიწყო? სისულელეა, მე არ ვარ ის ვინც ქალებს ხმა*ობს და მერე უბრალოდ ივიწყებს.
- ნოე, ჯობს რომ დაივიწყო.
- ნინა, მომისმინე. 32 წლის ვარ, ჩამოყალიბებული ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ შენ არასოდეს დაგივიწყოს, გასაგებია?
- მხოლოდ 2 დღეა რაც მიცნობ.
- ორი დღეა და შენი სხეული მე მეკუთვნის, მთლიანად მეკუთვნი. შემახსენა ჩადენილი ცოდვა. - მომიყევი რა ხდება შენს თავს, მინდა დაგეხმარო.
- გიჟი გეგონები, რომ მოგიყვე...
- არ მეგონები. შენ ეცადე.
სავარძელში მოვკალათდი, ღრმად ამოვისუნთქე და დავიწყე.
- რამოდენიმე კვირის წინ, სიგარეტზე ჩავედი მაღაზიაში. ვიღაც ტიპი გავიცანი, ნუ ახლა არ ვიცი უკვე, ის ვიღაც არსებობს თუ არა. გთხოვ არ შემაწყვეტინო. როცა მივხვდი რაღაცის თქმა უნდოდა შევაწყვეტინე. - ყოველთვის ღამე მთხოვდა შეხვედრას, მე მას ვგრძნობდი გესმის? მისი სითბო, მისი ხმა. ყველაფერს ვგრძნობდი. მწერდა, მირეკავდა. უბრალოდ არ მყავდა ნანახი, უკუნით სიბნელეში მეცხადებოდა, სადაც მისი სახე საერთოდ შეუძლებელი იყო, რომ დაგენახა. რამოდენიმეჯერ ჩემს აივანზეც დავინახე სილუეტი, მაგრამ გარკვევით არც ის ჩანდა. ვიცი, შეიძლება გიჟი გეგონო, მაგრამ ეს ყველაფერი ისეთი ნამდვილი ჩანდა, მეთვითონაც შოკში ჩავვარდი, როდესაც გავიგე, მისი არარსებობა.
- მერე? დაინტერესებული სახით მიყურებდა.
- მერე, მაგიდაზე შოკოლადების შეკვრა დამხვდა, ჩემს ზემოთ ავედი, როგორც მან თქვა მეცხრეზე ვცოვრობდა, კართან ვაბრახუნებდი, არ გააღო, მაგრამ მისი ხმა მაინც მესმოდა. გამიკვირდა, რატომ არ მენახება თქო, მაგრამ არ მიმიქცევი დიდად ყურადღება, გუშინ კი, უაზრო ესემესების მოწერა დამიწყო, ნერვები მომეშალა და ისევ ავედი მასთან, ვაბრახუნე, ვეძახე, მაგრამ ამაოდ. შემდეგ კი, ჩემი მეზობელი გამოვიდა, მის მოპირდაპირე კარიდან და მითხრა, რომ იმ სახლში არავინ ცხოვრობდა... რა დამემართა, შემდეგ შენც იცი... არ ვიცი ნოე, არ ვარ გიჟი, მართლა არ ვარ, არც ის ვიცი საიდან, როგორ, ან რანაირად ხდება ეს ყველაფერი, მისგან მოწერილ ნომერზე დაკავშირებაც ვცადე, არაფერია გესმის? დაურეგისტრირებელია ნომერი, არავინ მპასუხობს, მაგრამ მესიჯი მიუვიდა, 11ზე მითხრა, რომ ისევ სადარბაზოში უნდა მენახა, მე არ მივედი, შენთან ვიყავი, და ზუსტად იმ დროს, როდესაც ჩვენ სექსი გვქონდა, უკან, მანქანის უკან მისი სილუეტი დავინახე, იმიტომ გავჩერდი, იმიტომ გავშეშდი და ელდა მეცა. ახლა გესმის? როცა უნდა და სადაც უნდა იქ ჩნდება, მაგრამ მის სილუეტს ვერ ვხედავ. რას ნიშნავს ეს ყველაფეი ნოე? ხმა ამიკანკალდა, ემოციებში ვიყავი და ღმეთმა იცის რა სახით ვუყვებოდი ამ ყველაფერს.
- ნინა, ეს. არვიცი. მე, ვერაფერს გეტყვი... გაოგნებული მიყურებდა და ეტყობოდა, რომ ისიც არანაკლებ შოკში იყო მოსმენილით...
- ხო, არც მევიცი. ვინარის ისიც კი არ ვიცი.
- რა ქვია, გითხრა სახელი?
- აჩი, მაგრამ საკუთარ თავს „წყვდიადში დაკარგულს“ ეძახის...
- საინტერესოა, მაგრამ შემაშფოთებელი.
- და შენ ეს ყველაფერი მართლა დაიჯერე? გიჟი არ გგონივარ?
- არა ნინა, არ მგონიხარ. მოვიდა და ჩამეხუტა, ახლა ისე მჭირდებოდა მისი ასეთი პასუხი, ვერ ავღწერ.
- მადლობა... მის კისერში ჩამალულმა წარმოვთქვი.
- ყველაფერს გავარკვევთ, არ ინერვიულო. იმედია შუა სექსის დროს ისევ არ გამოგეცხადება და დამაცდის რამეს თორემ, თუ ვიპოვე მაგრად ვცემ. გაიცინა და ჩემი გაცინებაც შეძლო.
- დავწვეთ? დაღლილი სახე მქონდა.
- დავწვეთ. გამიღიმა და ოთახისაკენ წავედით.
მოურიდებლად გავიძრე ტანსაცმელი და საღამური გადავიცვი, დავინახე მისი მადის აღმძვრელი თვალები და ვნებიანი გამოხედვა. მთელს სხეულში ჩამიარა ჟრუანტელმა. საცვლის ამარა იწვა და მეხვეოდა. მისი ცხელი სხეული ჭკუას მაკარგვინებდა. ნაზად მეფერებოდა ზურგზე, თმაზე... სიამოვნებისაგან გატრუნულმა, როგორ გადავეშვი სიზმრებში არ მახსოვს...

თავი მესამე

დილით საშინელი თავის ტკივილით გავიღვიძე, წამოდგომა მინდოდა, მაგრამ ნოეს მკლავი ამის საშუალებას არ მაძლევდა, ახლაღა მოვედი აზრზე, ორი დღის გაცნობილი, რომელიც ამავდროულად ჩემი უფროსია, გვერდზე მიწევს და ისე მეხუტება თითწოს, ორი წლის ცოლ-ქმარი ვიყოთ...
- ნოე, ნოეე. ხმადაბლა ვცდილობდი მის შეფხილზებას, რომ როგორმე მისი ტორი მომეცილებინა ჩემი მუცლიდან.
- ჰმმმ. ნამძინარევმა ამოიზმუვლა და ცალი თვალით შემომხედა. გაიღიმა და უფრო მომხვია ხელები.
- კაი რაა, ადგომა მინდა ნოე, გამიშვი.
- იწექი ცოტახანი. მის სხეულზე ამაკრო და თავი ჩემს თმებში ჩარგო.
- საპირფარეშოში მინდა ნოე. ხმა დამისერიოზულდა.
- ჩაიფსი და დამაბრალე რა, ახლა შანსი არარის გაგიშვა. გაიცინა და ისევ ჩამიკრა...
- ნოე, არ ვხუმრობ, გამიშვი და მოვალ ისევ, არსად გავრბივარ.
- ვერც გაიქცევი, შენი სახლია.
- მითუმეტეს.
- კარგი, ზუსტად ხუთ წუთში, რომ აქ იყო, სიცივეს ვერ ვიტან. აღარაფერი მითქვამს, გავიცინე და წამოვდექი. აბაზანაში შევედი და ჩამრთველზე ხელი უნდა ამეკრა ხმა, რომ შემომესმა:
- არ აანთო.
- ვაიმეე. შევყვირე და გულზე ხელი მივიდე.
- ჩუმად, მე ვარ, აჩი... სიბნელეში ვერ ვხედავდი მის სახეს.
- აქ, აქ რა გინდა? დამანებე რა თავი... უკან მივიხედე, შევამოწმე ნოე ხომ არ მოდის თქო. არავინ იყო და ისევ მას მივუბრუნდი.
- ისევ გული მატკინე ნინა! ორაზროვნად ჩაილაპარაკა.
- ვინ ხარ, მე არავისთვის მიტკენია გული. გეშლები...
- შენ არასდროს, არავისში შემეშლები, შეუძლებელია შენი შავი კუპრივით თმა, თაფლისფერი თვალები და წითელი ტუჩები, ვინმესაში შემეშალოს...
- დამენახე მაინც, იქნებ ვიცოდე ვინ ხარ...
- არ გეცოდინება, მაგრამ დამიჯერე, მე სენი სახე და ნაკვთები ისე ვიცი, როგორც ჩემს თავს ვიცნობდი ერთ დროს...
- მაშინებ, გეხვეწები, ნუ გამომეცხადები ყველგან, როცა გინდა და სადაც გინდა.
- ნუ შეგეშინდება, მე მხოლოდ შენი დახმარება მჭირდება ნინა. დაფიქრდი, კარგად დაფიქრდი, სოფელში, მინდა, რომ სოფელში წახვიდე.
- სოფელში? იქ რა მინდა? რაც ბებიაჩემი გარდაიცვალა იქ არც წავსულვარ...
- ვიცი, ხოდა ახლა მინდა, რომ იქ მიხვიდე, იქნებ ნახო რამე, რაც ჩემს ვინაობის ამოცნობაში დაგეხმაროს... მეტი აღარაფერი უთქვამს, ვიგრძენი სიცივე, რომელიც მისი წასვლის შემდეგ გამეფდა ჩემს სხეულში, საპირფარეშოში და ზოგადა ჩემს სახლში, საშინელი სიცივე ჩამოწვა, მიწის და სიყვარულის სუნით გაჯერებული სიცივე, რომელმაც მაიძულა ხელები შემომეხვია მხრებზე და მოვკუნტულიყავი...
- გავიდა ნინა 5 წუთი, სად ხარ გავიყინე...
- მოვდივარ, მოვდივარ... უნიტაზი ჩავრეცხე, ხელი გადავიბანე და ნოესთან დავბრუნდი...
- ხო ხედავ, უჩემოდ როგორ გაყინულხარ.
- ჰო. უემოციოდ ვუპასუხე.
- მოხდა რამე? მაშინვე იგრძნო ჩემი უხასიათობა.
- საპირფარეშოში რა უნდა მომხდარიყო? არ შევიმჩნიე და მისკენ გადავბრუნდი, სახეზე ხელი დავუსვი და ნაზად ვაკოცე ტუჩებზე.
- ჰო, რავიცი არაფერი. განაბულმა მიპასუხა.
- ასე თუ ვინებივრეთ ჩემი უფროსი გამომაგდებს სამსახურიდან, ცოტა უჟმური ტიპია. გახუმრება ვცადე.
- გინდა მივუვარდე და კბილები ჩავულეწო? ამყვა ისიც.
- არა, ცოდოა. რა დამიშავა...
- უყურე შენ, ცოდოა ხო? ცოდოაა? ერთი ხელის მოსმით მომიქცია მასზე და საღამური წამებში გამხადა. ვნებიანი თვალებით ამათვალიერა, მკერდზე მომკიდა ხელები და ნელა ჩააცურა მუცლისკენ, შემდეგ საცვალიც გამაძრო და ყურება განაგრძო.
- ახლა, ვნახავთ ვინ იქნება ცოდო... გადამატრიალა და ახლა ის მოექცა ჩემს ზემოთ. სუნთქვა ახშირებული ვკოცნიდით ერთმანეთს და ვეფერებოდით. მისი პე*ისი ჩემს ვა*ინაში შემოცურდა და სიამოვნებისგან შემაჟრჟოლა. დილას ჩიტების ჭიკჭიკს და ფოთლების შრიალის ხმას, ჩემი გამაყრუებელი კვნესა ერწყმოდა, სიამოვნების სამყაროში ვიყავი, სადაც მხოლოდ მე ნოე და ჩემი ჰამგები მეფობდნენ. ბოლოს ორივე ვცდილობდით სუნთქვის დარეგულირებას, სიყვარულით სავსე მზერით მიყურებდა, ტკბებოდა ჩემი სხეულის ყურებით და მე ბედნიერებით მავსებდა.
- საოცრება ხარ. მომეხუტა და მკერდზე თავი დამადო.
- შენც. განაზებული ხმა მქონდა, თმაზე ვეფერებოდი და ისევ საპირფარეშოში მომხდარი მიტრიალებდა თავში. „სოფელში წადი“ ზარის ხმასავით ჩამესმოდა მისი ხმა.
- ნოე.
- ჰოუ.
- კი უხერხულია, მაგრამ შენი აზრით უფროსთან რომ მივიდე და რამოდნეიმე დღით შვებულება ავიღო მომცემს? ისევ ვიცუნდრუკე
- გააჩნია რისთვის გჭირდება შვებულება, თუ რამე მე მოვუგვარებ. ღიმილით ამომხედა.
- სოფელში მინდა წასვლა. მისთვის არ შემიხედავს, წამოვდექი, ტრუსი ამოვიცვი და ხალათი მჭიდროდ შემოვიჭირე. ფანჯარასთან მივედი და სიგარეტს მოვუკიდე...
- ნინა, რაღაცას მიმალავ. არ მომწონს შენი სახე.
- არაფერს.
- ნინა. არ მეშვებოდა... როგორი საოცრება იყო, ასე მოკლე დროში ისე მიცნობდა, იმასაც ხვდებოდა როდის რა მიჭირდა ან მტკიოდა.
- ის იყო. ჩახლეჩილი ხმით დავიწყე.
- რაა? როდის, სად? საწოლიდან წამოდგა და შარვალი ჩაიცვა.
- საპირფარეშოში. ძლივს გავბედე თვალებში შეხედვა.
- რა?? მეღადავები? მოფსმაც არ გაცადოს ტო. რა უნდა?
- ნუ ღელავ, შესვლისას გამომეცხადა. აუ რაა! რა უბედურებაა, რა გამომეცხადა, რეებზე ვლაპარაკობთ საერთოდ ხვდები? ვიღაცამ რო მოგვისინოს შეშლილები ვეგონებით.
- ვიღაცას არ გავკარი? რა მოხდა თქო, შენ ეგ მითხარი.
- დამეხმარეო, სოფელში წადი და იპოვი რამესო.
- პოლტერგეიტსიღა გვაკლდა.
- რაღაცა უშლის ხელს, რაღაცა რაც ბებიაჩემის სოფელშია. კი მაგრამ ვინარის, რა უნდა ან საერთოდ ბებიაჩემის სოფელი და სახლი რა შუაშია?
- არ ვიცი ნინა, ისევე არ ვიცი როგორც შენ არიცი, მაგრამ თუ მომცემ უფლებას, რომ შენთან ერთად წამოვიდე, გავარკვევთ ...
- მართლა?
- ჰო მართლა.
- კი, მინდა. აბა მარტო გავგიჟდები.
- კარგი, ოღონდ ამაღამ უნდა წამომყვე ერთ ადგილას.
- ნოე, ტყუილად ვმუშაობ? მესამე დღეა სამსახური მაქვს და 5საათი ვიმუშავე მთლიანობაში. რას იფიქრებ ჩემი უფროსი.
- ნუ მაიმუნობ. აღარ მუშაობ დღეიდან...
- რაებს ლაპარაკობ, ფული არ მჭირდება?
- რაც დაგჭირდება მოგცემ. უკნიდან მომეკრო და სიგარეტი გამომართვა.
- აუ, ბოლო ნაპასი იყო... გავებუსხე 2 წლის ბავშვივით.
- ხოდა მე დავამთავრებ.
- მე არ მინდა შენს ხარჯზე ვიყო, არც ცოლი ვარ და არაფერი. გამახსენდა, რომ სექსის გარდა არანაირი ურთიერთობა არ გვაკავშირებდა.
- ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, არც პაცანა ვარ სიყვარული აგიხსნა, ან ჩვენს ურთიერთობას რაიმე სახელი დავარქვა, შენ ქალი ხარ რომელიც მომოწნს, მიზიდავს და მინდა ჩემთან ერთად იყოს, ერთი ვიყოთ, ასერომ პრობლემა გადაჭრილია. სექსზე უფრო ახლო ურთიერთობა არ მეგულება, ჩვენი სხეულები გაერთიანდა, ისევე როგორც გულები, ხომ არ მეშლება?
- თვალები დაიწვრილა და ისე შემომხედა.
- გულები?
- ჰო გულები. ვცდები? ახლა ცალი წარბი აწია და ცალყბად ჩაიღიმა.
- არ ცდები. მეც გამეღიმა და ჩავეხუტე.
- ხოდა ნუ მათქმევინებ მაინცდამაინც, რომ შეყვარულები ვართ თქო. ისედავ ხო ცხადია. გაიცინა და ხელში ამიტაცა.
- რა სიგიჟეა.
- რა არის სიგიჟე.
- ეს ყველაფერი.
- შენი პოლტერგეიტსის ამბავი, მართალია სიგიჟეა , მაგრამ ჩვენ რას გვერჩი...
- მესამე დღეა და უკვე შეყვარებულები?
- აი მაგიტომ არ მიყვარს ეგ სიტყვა. ორ ადამიანს ერთად უნდა ყოფნა, კარგად გრძნობენ თავს და სახელს მხოლოდ იმიტომ ვერ ირქმევენ, რომ ტეხავს მეორე ან მესამე დღეს? კაი რა. რამდენი წლის ვართ. გაიცინა ისევ. ისე მიყვარდა მისი სიცილი.
- კაი ნუ გადმომიყარე 32კბილი.
- 28მაქ ჯერ. სრული სერიოზულობით მითხრა
- რაო, ვერ დავბრძენდითო? გავეხუმრე და თმები ავუწეწე.
- თავი 2წლის ბავშვი მგონია. სერიოზული სახით ჩაილაპარაკა და უკანალის ქნევით სამზარეულოში გავიდა.
- მასხარა ხარ ნოე, მასხარა... სიცილით მივყევი უკან და ყავა გავიკეთეთ.
ვისაუზმეთ, სახლი მივალაგე და მისაღებ ოთახში დივანზე დავჯექი.
- არა რა, ძალიან დამღლელია ეს სახლის დალაგება.
- ნუ წუწუნებ, მეც ხო მოგეხმარე.
- კი, 2თეფში ჩადე ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, დაგწყდებოდა წელი.
- უმადური, დაუნახავი ყოფილხარ ნინა. თავის გაქნევით ჩაილაპარაკა.
- საღამოს სად მივდივართ?
- კლუბში, მეგობარი ჩამომივიდა გუშინ ამერიკიდან, ხოდა მინდა ჩემთან ერთად იყო.
- რა პატივია...
- აბა, შენ ეგთქვი.
- რა ჩავიცვა.
- არ ვიცი, რაც გინდა, ოღნდ ძალიან გამომწვევიც ნუ იქნები, არ მინდა იქ დუჟი გადმომდიოდეს, ან ვიღაცას კბილები ჩავუმსხვრიო.
- რა ეჭვიანი ხარ ღმერთმანი.
- შენნაირ ქალზე ვინ არ იეჭვიანებს.
- შემართება მომწონს, მაგრამ ძალიან ნუ გადაამეტებ, თორემ გაგიბრაზდები.
- არის უფროსო. გაშლილი ხელი საფეთქელთან მიიდო და გამეჭიმა.
- არა და რა სერიოზული ჩანდი პირველ დღეს, შიშით ლამის მუხლები მომეკვეთა...
- სამსახურში ყოველთვის თავშეკავებული ვარ.
- კი, განსაკუთრებით გუშინ იყავი თავშეკავებული, შუა დარბაზში, რომ მეხვეოდი. გავიცინე
- გამონაკლისებიც არსებობს. მოკლედ, ახლა საქმე მაქვს, ძმაკაცი უნდა ვნახო და საღამოს 6ზე გამოგივლი, მზად დამხვდი. მოვიდა და მაკოცა.
- კარგი, გელოდები... კარი მივკეტე და ოთახში შევედი. კარადა გამოვაღე და ახლავე დავიწყე კაბის შერჩევა, რომ ვთქვა ფართო არჩევანი მქონდა თქო მოვიტყუები, სამად სამი კაბა ამშვენებდა ჩემს გარდერობს. ერთი ძალიან ვულგარული იყო, წითელი, ღრმა დეკოლთით და ბარძაყამდე ჩახნილი გვერდით. მეორე ჭაობისფერი იყო, მოკრძალებული, გრძელი და საშუალო დეკოლტით, მესამე კი ზუსტად ის იყო რაც უნდა ჩამეცვა. შავი ბრეტელებიანი, მუხლს ჩაცდენილი მომდგარი კაბა იყო, რომელიც მკერდს ძალიან ლამაზად მიყენებდა. ვერცხლისფერი მაღლები ავარჩიე და ჩანთაც შევუხამე. მშვიდად ვიყავი ტანსაცმელი, რომ არჩეული მქონდა. საღამომდე არაფერი მქონდა გასაკეთებელი და ტელევიზორის ყურებას შევუდექი.
ცოტახნის შემდეგ, მოვითენთე და ტელევიზორის წინ ჩამთვლიმა, უკვე ღრმა ძილში გადამდიოდა, ისევ სიცივე და მიწის სუნი,რომ შემოვარდა სახლში. მივხვდი, რომ ის იყო. უკვე რეაქცია აღარ მქონდა. არ შემშინებია იმიტომ, რომ ვიცოდი არ გამოჩნდებოდა. მაგრამ შევცდი. გამოსახულება ჩემს წინ გაჩნდა, გაოგნებული ვუყურებდი, მის მამაკაცურ ნაკვთებს, ჩასისხლიანებულ, ჭაობისფერ თვალებს და გალურჯებულ ტუჩებს, შემაძრწუნებელი დასანახი იყო ჩემს წინ მდგომი აჩი, ან აჩის სული, კიდევ ვერ ვიყავი ამ ყველაფერთან შეჩვეული...
- მხედავ. გაეღიმა და თვალზე ცრემლი ჩამოუგორდა.
- გხედავ, გხედავ აჩი. რობოტივით ვიმეორებდი ერთიდაიგივეს.
- როგორ მომენატრე, არც კი ვიცოდი, ოდესმე ისევ თუ დაგინახავდი, ისევ თუ ვიგრძნობდი შენს სითბოს, რომელიც უკვე დიდიხანია აღარ მათბობს.
- აჩი, რას ლაპარაკობ? გაკვირვებული ვუყურებდი.
- შეიძლება ჩაგეხუტო? რა უცნაურია, პოლტერგეიტსი, რომ ჩახუტებას გთხოვს, მაგრამ უარს ვერ ვეტყოდი, მეშინოდა არ გამებრაზებინა და რამე არ ექნა.
- ჩამეხუტე, ეს თუ დაგამშვიდებს. მომიახლოვდა და ხელები მომხვია. ვერაფერი ვიგრძენი ხორციელი, მხოლოდ სითბო, რომელიც მასთან ერთად მოსულ სიცივეს ფარავდა.
- იცი, სად უნდა მნახო ნინა. ესღა მითხრა და ნელ-ნელა სილუეტი გაუფერულდა. მიწის სუნიც გაიყოლა თან, სიცივესთან ერთად.
გაოგნებული ვიჯექი ერთ ადგილას მიყინული, გულის გამაყრუებელი ფეთქვა ჩამესმოდა, ყურები დამგუბებოდა და პულსი საგრძნობლად ამჩქარებოდა. როდემდე? როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი. დავიღალე, ყველაფერი უბედურება მე როგორ უნდა გადამხდეს.
ძალა გამოცლილი მივესვენე დივანს და ისევ წამოვწექი, რომ ავმდგარიყავი ვიცოდი დაეცემოდი. საათს დავხედე უკვე სამი იყო. სამზარეულოში გავედი და მსუბუქად ვისადილე, შემდეგ წყალი გადავივლე და გამზადება დავიწყე. ხუთისკენ უკვე ყველაფერი მზად მქონდა. ყველაზე მეტად ლოდინს ვერ ვიტანდი, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. მესიჯი მომივიდა:
„ ულამაზესი ხარ ნინა“
„აქ ხარ? ვერ გგრძნობ“
„უკვე აღარ, რომ იცმევდი მაშინ“
„ რაა? შენ რა შიშველი დამინახე?“ გაბრაზება მომერია
„ ერთ დროს ჩემი იყავი ნინა, სასირცხვილო სულაც არაფერია“
„ ვერ ვხვდები, როდის ან როგორ ვიყავი შენი, მაგრამ ეს უკვე ძალიან გამაღიზიანებელია.“
„ ბოდიში, მეტს აღარ ვიზავ“
„ ან როგორ მწერ საერთოდ? პოლტერგეიტს მობილური თუ ქონდა არ ვიცოდი“
„ მობილური არც მაქვს, ტელეპათიურად გამოდის ასე, რასაც ვფიქრობ და რისი თქმაც მინდა, ტელეფონში მოგდის.“
„ და ნოემრი? „
„ ეგ ისე, უბრალოდ...“
„ რამე მინიშნება მაინც მომეცი, რითი უნდა დაგეხმარო? ან რატომ აიჩემე, რომ ჩვენ ვიცნობდით ერთმანეთს?“
„ ყველაფერს იპოვი, მე მჯერა შენი ნინა. ერთადერთი რამ, რაც არარსებულ გულს მტკენს ისარის, რომ ახლაც სხვასთან ხარ.“
„აჩი, უფროსწორად არც ვიცი აჩი გქვია თუ არა! ძალიან მაბნევ, ნელ-ნელა ჭკუიდან ვიშლები, ძალიან გთხოვ შეწყვიტე ეს ყველაფერი.“
„ შენ ჩემი სული უნდა გადაარჩინო, მხოლოდ შენ!“
„ როგორ? ან რატომ მე?“ უკვე თავი აფეთქებას მქონდა.

აღარ მომსვლია შეტყობინება, მასთან საუბარში დროც გასულა, ცოტახანში ნოემ დამირეკა და ქვემოთ ჩავედი. როგორც ყოველთვის, ახლაც აშლილი სახე მქონდა და შემატყო.
- ისევ ის?
- ჰო.
- აუ მაგრად ვცემ მაგ ვიღაცას. მობეზრებულად აატრიალა თვალები და მერე გიჟივით მომაშტერდა. - ულამაზესი ხარ. მოვიდა და მაკოცა. მანქანის კარი გამოღო და ჩაჯდომაში დამეხმარა.
- რას ცემ, სულია ბიჭო. გამეცინა მის დაუფიქრებელ რეპლიკაზე.
- სულია მარა მაგარი „ვრედნი“ სულია.
- დავიღალე.
- რითი?
- ყველაფრით, ამ უაზრობით.
- მეც დაგღალე? ნაწყენი ხმით მითხრა.
- რა სისულელეა, ერთადერთი ვისითაც არ დავღლილვარ, ეს შენ ხარ.
- ჩემი შავტუხა, ყველზე ლამაზი ხარ...
- შენი. ხმადაბლა გავიმეორე და საქარე მინაში გავიხედე.
კლუბი ჩვეულებრივი, ტიპიური კლუბი იყო, გამაყრუებელი მუსიკით, ალკოჰოლის და სიგარეტის სუნით გაჟღენთილი, რომ შევედი ლამის გული ამერია, მაგრამ არ შემიმჩნევია. ტეხავდა პრსოტა, მისი მეგობრების გაცნობისას, რომელიმეზე რომ მერ*ყია, თორე უარს არ ვიტყოდი...
კუთხეში, მყუდრო ადგილი შეურჩევიათ. რამოდენიმე „სვეცკი“ გოგო იჯდა და ოთხი ბიჭი.
- ვაახ, გვაღირსე შე*ემა? რა იყო ტო, ნიკუშა რომ არ ჩამოსულიყო აღარ გვადრულობ?
- ნუ ატ*აკებ რა, ხო იცი სამსახური ის ეს და არ მრჩება დრო. გაიცანით ნინა, ნინა ეს ჩემი მეგობრები არიან, გიგა, ლეკო ნიკუშა და თემო. სალი თემოს გოგოა, ნუცი ლეკოსი და თეო ნუცის დაქალია. გოგოებიც გამაცნო, რომლებიც ამრეზად მიყურებდნენ, განსაკუთრებით თეო. ალბათ ნოე ევასებოდა და დაიგრუზა მე, რომ მიმიყვანა.
- სასიამოვნოა. ყველას გავუღიმე და ნოეს გვერდზე დავჯექი.
- აბა, მომიყევით თქვენი ისტორია. ძალით ღიმილით მოგვმართა თეომ.
- ჰო შე*ემა, აქამდე არ უნდა გეთქვა შეყვარებული თუ იყავი?
გულში ვეხვეწებოდი, რომ არ ეთქვა, სულ რაღაც სამი დღის გაცნობილიაო, თორე მათ სიცილს ვერ ავიტანდი. ყველა ხომ ვერ მიხვდება, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს დროს, როცა საქმე სიყვარულს ეხება.
- აქ ჩემი პირადის გასარჩევად არ მოვსულვარ შე*ემა. ნიკუშ, როგორ იმგზავრე? მაგრამ მომენატრე. თემა შეცვალა და ისე გამიხარდა, თვალებში ყველაფერი შემეტყო, მისი ჩაღიმებით მივხვდი.
- რავი რა, კისერი მაქვს გაშეშებული. ყველამ გაიცინა, თეოს გარდა. დაჟინებით მაკვირდებოდა, ჯერ მე მერე ნოეს და თავის დაქალს რაღაცას ეჩურჩულებოდა, მერე ორივე იცინოდა და ასე დაუსრულებლად. რამოდენიმე ჭიქა მარტინი დავლიე, ფხიზელმა ამათ ჩემმა მტერმა უყურა, სასმელმა გამათამამა და გამამხიარულა. ბიჭები ცალკე ლაპარაკობდნენ, გოგოები ცალკე. მაგრამ მე განმარტოვებით ვიჯექი.
- რა იყოთ ტო, მიჩაგრავთ გოგოს? როცა ნოემ დამინახა, გოგოებს გადახედა.
- აუ, არაა რატო? გადმოჯდეს და ვიჭორავებთ, რა პრობლემაა. სალი გაეპასუხა.
- მიდი ნინ, არ მოგერიდოს რა, ჩვენები არიან... მისმა თბილმა ტონმა და „ნინ“-მა მომთაფლა, თორემ იმ გველების ბუდეში ნამდვილად არ მსურდა, თაგვის როლში ჩავარდნა. მათკენ მივიწიე, მაგრამ არც ისე ახლოს. რამოდენიმე კითხვა მომიგდეს, მეც ცივილიზებულად ვუპასუხე და ისევ გააგრძელეს ჩემთვის უცნობი ხალხის გაჭორვა.
ჩემი საყვარელი მუსიკა ჩაირთო, ისე ამიყოლია მუსიკამ, რომ არც მითქვამს ნოესთვის ვიცეკვოთ თქო, მეთვითონ ავდექი და ხალხს შევერიე. მის მზერას ვგრძნობდი, მისკენ მივიხედე და ხელით ვანიშნე მოდი თქო, ცოტახანში ვალაპრაკობო და მიტრიალდა. არ მწყენია, ჩემთვის გავაგრძელე თვალდახუჭლმა, ტანის მუსიკისათვის აყოლება, როდესაც წელზე ხელი შემეხო, ნოე მეგონა და გამეღიმა. ეს შეხება უფრო ქვემოთ ჩავიდა და როდესაც მივხვდი ეს სულაც არ იყო ნოე, მაშინვე ტვინში დამარტყა და მისკენ გავიხედე, ვიღაც უცნობი იყო, ჭინკებშერეული მზერით უყურებდა ჩემს მადისაღმძვრელ მკერდს და საღეჭ რეზინს გულის ამრევად აღლაჭუნებდა. ერთი „ გავიცნოთ ლამასო? „ აკლდა და ეგ იყო რაა! კიანაღამ გული გამიჩერდა, ნოესკენ რომ გავიხედე და ადგილზე არ დამხვდა. წამებში გაჩნდა ჩვენთან და მუშტი ისე მაგრად ხია, ლამის მე წამივიდა გული.
- შე ნაბი*ვარო, შე *ლეო, ვის ეხები შენი დედა მოვ**ან. გამწარებული ურტყავდა ნოე. ბიჭები აშველებდნენ, გოეობისკენ გავიხედე და მომღიმარი სახით იდგნენ, მერე მზერა ჩემზე გადმოიტანეს და მომღიმარი სახე, ზიზღნარევ მზერაში გადაუვიდათ. ჩანთას დავტაცე ხელი და კლუბიდან გამოვვარდი...
ცხარე ცრემლით ვტიროდი, რა მატირებდა არ ვიცი, იმ გველების მზერამ იმოქმედა ასე, თუ ნოეს ასეთმა სიცხოველემ, რომელიც ნამდვილად ზედმეტი იყო.
ცარიელ გზაზე მივკაკუნებდი და ვტიროდი. არსაიდან გაჩნდა „წყვდიადში დაკარგული“ ხელის შეხება ვიგრძენი და ადგილს მივეყინე.
- არ ღირს ნინა.
- აუ დამანებე რა! ვაფშე ყველამ დამანებეთ თავი! ვიღრიალე და გამოვეცალე. აღარ გამომყოლია.
ვიღაცას, რომ დავენახე გიჟი ვიგონებოდი, ვის ელაპარაკებაო იფიქრებდნენ, მაგრამ მათ კი არა, უკვე გიჟი ჩემი თავი მე მგონია.
მანქანის ხმა მომესმა, არც მიმიხედავს ისევ განვაგრძე გზა.
მანქანა დამეწია.
- ჩაჯექი ნინა! კონკრეტული იყო.
- შემეშვი.
- ჩაჯექი მეთქი. ხმას აუწია და ყვირილში გადაეზარდა.
- შემეშვი მეთქი და ნუ მიყვირი, გასაგებია?
- ბოლოჯერ გეუბნები ნინა, ჩაჯექი. დამიმარცვლა ბოლო სიტყვა და მანქანა გააჩერა, როდესაც მიხვდა, რომ არ ჩავჯდებოდი.
- თორემ რას იზავ? მეც მუშტებს დამიშენ?
- შენ რა მამტყუნებ? ვიღაც *ლე ტრ*კზე გიფათურებდა ხელებს და მე სი*ივით მეყურა? თუ მივსულიყავი და შეეშვი ჩემთან არის თქო მეთქვა, რა გინდოდა რომ გამეკეთებინა მითხარი?
- ეგეთი ცხოველობაც არ იყო საჭირო. ახლა თავი დამანებე, მარტო მინდა ყოფნა. დავუყვირე და სვლას ავუჩქარე. მანქანა ისევ გაჩერებული იყო, აღარ გამომყოლია. მეც გავაგრძელე გზა, მთავარ გზატკეცილზე გავედი და ტაქსი გავაჩერე, სახლის მისამართი ვუკარნახე და სავარძელში მოვკალათდი.
სახლში ავედი, ტანსაცმელი იქვე მივყარე და სრულიად შიშველმა გავიარე ჰოლი, ჩემს ოთახში, რომ შევედი ნაცნობი მიწის სუნი მეცა, სიცივისაგან კი მთელს სხეულზე დამბურძგლა.
- არ შემომხედო. წინასწარ დავიკივლე და უხერხულ ადგილებზე ხელები ავიფარე.
- არ გიყურებ.
- ვერ გხედავ და არ მჯერა შენი. მიტრიალდი, თუ დახუჭე თვალები, რავიცი რამე ქენი. დაბნეული და სასმელ მოკიდებული ვბლუყუნობდი რაღაცეებს. როგორც იქნა მივაგენი კარადას და ხალათი ჩავიცვი, სინათლე ჩავრთე და ოთახში მიმოვიხედე. აღარავინ იყო, მიწის სუნიც გამქრალიყო, სიცივესთან ერთად. საწოლზე თეთრი ორქიდეა დამხვდა.
„ ბებიაჩემის საყვარელი ყვავილი“ გავიფიქრე, მაგრამ ერთმანეთს ვერ დავუკავშირდე ვერაფერი. ყვავილი ავიღე და ლარნაკში მოვათავსე. შემდეგ აბაზანაში შევედი და ცხელი წყლის ქვეშ დავდექი. თითოეულ წვეთს ვგრძნობდი, თითოეული ცხელი წყლის წვეთი მწვავდა სხეულს და ეს წვა უსაშველო სიამოვნებას მგვრიდა, მთელი გულ მკერდი გამიწითლდა, მკლავები, ფეხები. ორთქლისაგან უკვე შეუძლებელი იყო სუნთქვა. მალევე მოვეგე გონს, კიდევ ცოტახანიც, რომ გავჩერებულიყავი გული წამივიდოდა. ონკანი გადავკეტე და კაბინიდან გამოვედი. საშინელი ბრახუნის ხმა იყო, კინაღამ კარი ჩამომიღო ვიღაცამ. პირსახოც შემოხვეული გავედი, საჭვრეტინად გავიხედე, მაგრამ ბნელოდა და ვერავინ დავინახე.
- ვინ არის? შიშ მორეულმა ვიკითხე.
- მე ვარ გააღე. ნოე იყო. აქოშინებული ხმა ჰქონდა. საკეტი გადავწიე და კარი გავაღე. ამათვალიერა და ოთახში შემოვარდა. ალბათ ვერაფერს შევამჩნევდი, იატაკზე სისხლის წვეთები, რომ არ დამენახა.
- ნოე, რა მოგივიდა? რა არის ეს. სისხლის წვეთებზე მივუთითე და ახლაღა შეითვალიერა სხეული. ტანზე არაფერი ჰქონდა, მაგრამ მარჯვენა ხელზე, რომ დაიხედა მუშტი მთლიანად გადაყვლეფილი ჰქონდა.
- ხელი რა დღეში გაქ და ის საწყალი რადღეში იქნება. წარმოდგენაც არ მინდა.
- ვაიმე, დიდი თაიგულით ხომ არ მივადგე საავადმყოფოში და ბოდიში მოვუხადო. ირონია ნარევი ხმით მითხრა.
- საავადმყოფოში? შენ რა სულ გადაირიე? რომ გიჩივლოს სად მიდიხარ?
- სროკზე.
- აუფ, ყოჩაღ. მაგარი ბიჭი ხარ ძაან. ტაში დავუკარი და ვანიშნე, რომ დივანზე დამჯდარიყო.
- აუ ეხლა მაგრად არ მაინტერესებს იმ *ლიშვილის განხილვა რა! წყალი დამალევინე.
- ახლავე. სამზარეულოში გავედი წყალი ავუვსე და მივუტანე, მერე სააბაზანოში გავედი და აფთიაქის ყუთი გამოვიტანე. წყალბადის ზეჟანგი მოვასხი, რომ ბაქტერია ამოსულიყო ჭრილობიდან, შემდეგ სპირტიანი ბამბით მოვუწმინდე, რაზეც საშინლი სახის მოჭმუხვნით ირეაგირა და ბინტით გადავუხვიე.
- თუ გტკივა გამაყუჩებელს მოგცემ.
- არ მტკივა. ჩამეხუტე რა და ყველაფერი გამივლის.
- აფერისტი. მაინც გამეღიმა მის საქციელზე და ჩავეხუტე.
- მაგ აფერისტმა, შენ გამო ხელი იტკინა, მაგრამ თუ საჭირო გახდა თავსაც გავწირავ. ნაზად მაკოცა და აციმციმებული თვალებით შემომხედა. მმმ, რა მადის აღმძვრელად მიყურებენ შენი ბურთები. წარბები ამითამაშა და მკერდზე მაკოცა.
- ნუ ხარ ცუღლუტი. ხელი გტკივა, არ შეიძლება შენთვის ასეთები, მიდი დაწექი და დაისვენე.
- ხელი მტკივა მერე *ლე ხო არა. გაიცინა და ოთახში შევიდა.
- უზრდელო.
- ოჰ, უზრდელო. გამომაჯავრა და ცალი ხელით დამაგდო ლოგინზე.
- ვგონებ, სულაც არ გიშლის ნატკენი ხელი.
- ხომ გითხარი. პერანგის ღილებს იხსნიდა და თან გიჟივით იცინოდა. მის სიცილზე მე უფრო მეცინებოდა.
- გიჟი ხარ ნოე შარტავა.
- შენ გამაგიჟე. მოდი ახლა დამეხმარე, გამხადე, მომეფერე, მიქენი რამე. ასეთი ადვილი კი არარის ცხოვრება. გაიცინა და მის უაზრო ხუმრობაზე მეც გამეცინა. ზემოდან დამაწვა და კოცნა დამიწყო, ტუჩზე, ყელზე, მხარზე, მკერდზე, მუცელზე. მე ნელ-ნელა ვხდიდი შარვალს. საცლის ამარა იყო დარჩენილი. საბოლოო ნაჭრისგანაც განთავისუფლდა და მძლავრად ამეკრო სხეულზე.
ჩვენი სხეულები ერთმანეთს შეერწყა, გახშირებული სუნთქვითა და სასიამოვნო ჰანგებით იყო ჩემი ოთახი გავსებული, საოცარი სუნი იდგა, მის სუნი. მისი საოცარი და მომხიბვლელი სუნი. იქამდე სანამ ეს სუნი, მიწის სუნმა არ შეცვალა და სიყვარულისაგან დამთბარი ოთახი სიცივემ არ მოიცვა...

თავი მეოთხე

მთელს სხეულზე ტაომ დამაყარა, აქეთ-იქით თვალების ცეცება დავიწყე, მთლიანად მის დანახვაზე ვიყავი კონცენტრირებული. ნოეს ეს არ გამოპარვია.
- რა ხდება? არ მოგწონს?
- აქარის.
- ვინ? უკან მიიხედა და რომ ვერავინ დაინახა, ისევ მე შემომხედა.
- აჩი.
- აუ მაგას მოვუ**ნავ პატრონს ახლა! გამწარებული წამოხტა, მთელი ოთახი მოიარა, ხელებს იქნევდა და უაზროდ ყვიროდა.
- სად ხარ ჰა? გამოდი დამენახე, რა შეჭამე ტო ტვინი, არ იცი როდის უნდა მოხვიდე ან წახვიდე?
სიტუაცია, რომ არ მცოდნოდა, გავსკდებოდი ალბათ სიცილით, ისეთი სასაცილო სანახავი იყო, სრულიად შიშველი ნოე, რომელიც ოთახში ხელების ქნევით დადიოდა და პოლტერგეიტსს ემუქრებოდა, მაგრამ ყველაფერი ვიცოდი და ვღელავდი, რომ არ გაებრაზებინა, ახლა ნამდვილად არ მაწყობდა აჩის გაბრაზება, მეშინოდა არ გამქრალიყო და ყველაფერი ასე გაურკვეველი დარჩენილიყო.
- ნოე გეყოფა, არ გააბრაზო, არ მაწყობს.
- არ შევე*ი ახლა მაგას? არ დამაცადა ტო, ეგ ვინარის რაა!
- გაჩერდი და ჩაიცვი, თორემ ძალიან გამეცინება ახლა. სიცილს ძლივს ვიკავებდი.
- იცინე და იყავი, თუ გსიამოვნებს, შუა სექსის დროს ვიღაც სი*ის მოვლენა და ჩა*მა იცინე ბატონო, იცინე. გაღიზიანებული იქნევდა ისევ ხელებს. მე კიდევ ზეწარს არ ვიშორებდი სხეულიდან. ძირს პერანგი ეგდო, საწოლიდან ჩავყავი ხელი და ზემოდან გადავიცვი. წამოვდექი და შიშველ ნოეს მივუახლოვდი.
- დაწყნარდი რა. ხმა მოვულბე, ჩავეხუტე, რომ დამემშვიდებინა და გამომივიდა კიდეც.
- აი მაგ შენს აჩია თუ ზაური გადაეცი, რომ ასეთ დროს კიდევ თუ დაბრუნდება და ჩამიშხამებს ყველაფერს, აქ თუ არა, რომ მოვკვდები იქ არ გავახარებ...
- კაი ახლა, რას ბავშვობ.
- შენ ასე გადაეცი, ის თუ ქლიბი არარის მიხვდება. ძალიან მეცინებოდა მის სახეზე, როცა აჩიზე საუბრობდა. ორი წლის ბავში გეგონებოდათ ახლა, მაღაზიიდან ის რომ არ უყიდეს რაც უნდოდა და იბუტებოდა.
- კარგი გადავცემ, ოღონდ ახლა ჩაიცვი.
გატრიალდა და შარვალი ამოიცვა. მე აივანზე გავედი. ვიცოდი,რომ იქ იყო და ყველაფერს ისმენდა.
- ბოდიშით, არ ვიცოდი. დამნაშავესავით ჩაილაპარაკა მან.
- შენ და ეს არ იცოდი? შენ ხომ ყველაფერი იცი. აღიარე, რომ სპეციალუად მოხვედი ამ დროს.
- შესაძლოა. ბოლომდე მაინც არ იტეხდა იხტიბარს.
- მაინც ვერ ვხვდები ვინ ხარ, ან ჩემგან რა გინდა.
- სოფელში როდის წახვალ?
- ალბათ ამ საღამოს.
- სანამ ყველაფერს არ გაარკვევ აღარ გამოგეცხადები, ვიცი, რომ გაარკვევ და აქედან გამისტუმრებ, ამიტომ გამოდის, რომ ბოლოჯერ გხედავ. ბოლოჯერ ვხედავ შენს ლამაზ სახეს: თვალებს, ტუჩებს. ულამაზეს სხეულს, რომელიც ჩემი იყო.
- გეშლები აჩი, გეშლები. სასოწარკვეთილმა ამოვილაპარაკე. მისი ცოდვით აღარ ვიყავი უკვე.
- დამასრულებინე. მინდა იცოდე, რომ ის რაც მოხდა, ის რის გამოც მე ახლა ამ ფორმით ვარ, შენი შიშის და უსუსურობის ბრალია. კი, ვაღიარებ, მეც ლაჩარივით მოვიქეცი, მაგრამ მე ყოველთვის მიყვარდი და ამ სიყვარულის არასოდეს შემშინებია, როგორც შენ. ეს იმიტომ ჩავიდინე, რომ უბრალოდ დავიღალე, ტკივილით დავიღალე, რომელსაც უშენობის გამო განვიცდიდი, უბრალოდ აღარ შემეძლო, მაგრამ ახლა ყველაზე ბედნიერი ვარ, რომ გხედავ და შემიძლია შენი ჩახეუტება. მოვიდა და სილუეტი ჩემს სხეულს აეკრა, ვიგრძენი მისი სითბო, მაგრამ ამ სითბოში, სიცივე ბობოქრობდა, მიწის სუნთან ერთად.
- ყველაფერს გავარკვევ, დამიჯერე, მე არ ვიცი რა კავშირში ხარ ჩემთან, ვფიქრობ რომ გეშლები. მაგრამ გეფიცები ყველაფერს გავარკვევ, ასე დაჟინებით ითხოვ, რომ სოფელში ჩავიდე, სახლში სადაც ბებიაჩემი ცხოვრობდა. ხოდა ასეც იქნება, დღეს საღამოს ჩავალს, მთლიან სახლს გადავქექავ და ვიპოვი, იმას რაც შენ დაგეხმარება...
- მადლობა ნინა... სილუეტი უფერულდებოდა, მაგრამ მის სახეზე ჩამოგორებულ ცრემლის ბურთულას მაინც მოვკარი თვალი. გული ამიჩუყდა, არ ვიცოდი რა მექნა. უკვე მოთმენაც შეუძლებელი იყო. სახლში შევედი და ბარგის ჩალაგება დავიწყე. განცვიფრებული ნოე შარვლის ამარა თავზე დამადგა და გაფართოვებული თვალებით მიყურებდა.
- სად მიდიხარ?
- სოფელში.
- მეც მოვიდვარ.
- ხოდა წადი ჩაალაგე! მისკენ არც გამიხედავს ისე ვუთხარი. ყველაფრისგან დაღლილი ვიყავი. აქამდე სრულიად მშვიდი ცხოვრება მქონდა, არავინ მაწუხებდა, არავის ვაწუხებდი, ვცხოვრობდი ჩემთვის მარტო. 21წლიდან მივეჩვიე მარტო ცხოვრებას. მშობლების დაღუპვის შემდეგ, ბებია მზრდიდა, მაგრამ უკვე ორი წელია რაც მიწას მივაბარე. მას შემდეგ ჩემს სოფელში ფეხიც არ დამიდგავს, მისი გარდაცვალება ისე ცუდად მოქმედებდა ჩემზე, იქაურობის დანახვაც არ მსურდა, მაგრამ ახლა იძულებული ვიყავი გამეგო რა ხდებოდა.
- როდის მივდვიართ? უკვე ჩაცმულმა მომაძახა.
- რაც მალე მით უკეთესი, ერთი სული მაქვს ვიპოვო ის რაღაც.
- ცოტახანი არ დავრჩებით დასასვეენებლად? არ გვაწყენდა.
- ვაიმე, არვიცი, ჯერ ჩავიდეთ რაა.
- კაი კაი, წავედი და ნახევარ საათში ქვემოთ იყავი.
- ჰო მიდი.
მე ჩმოდნის ჩალაგება გავაგრძელე. ყოველ სიტყვას ვიმახსოვრებდი, მის ნათქვამს, არ მინდოდა რამე გამომპარვოდა. საჭირო ჰიგიენის ნივთებიც ჩავალაგე, რამოდენიმე ხელი ტანსაცმელი და უკვე მზად ვიყავი. აბაზანაში შევედი წყალი გადავივლე და ნახევარ საათში ქვემოთ ვიდექი, არც მას დაუგვიანია, ჩემი სადარბაზოდან გასვლა და მისი მანქანის ეზოში შემოყენება ერთი იყო. სწრაფად შევაგდე ჩემოდანი საბარგულში და წინ დავუჯექი. ღვედი გადავიჭირე და მომღიმარი სახით გავხედე.
- Приключение наченается! ტაში შემოვცხე და ნოეს ლოყაზე ვაკოცე.
- გამაგიჟებ შენ ერთხელაც იქნება.
- მე მეგონა უკვე გიჟდებოდი.
- ჰო, ჯერ პროცესში ვარ, საბოლოო შედეგს ვერ მივაღწიე, მაგრამ ასეთი ტემპით თუ გააგრძელე, ქორწილი საგიჟეთში გვექნება, მე ნაპოლეონი ვიქნები და შენ ალბათ რომელიმე პრინცესა.
- აჰ, ეს იუმორი... სარკასტულად, დამახინჯებული ხმით ვთქვი და გავიცინე.
გრძელი გზა გველოდა წინ. წვიმიანი ამინდი იყო, დიდი სიფრთხილით მართავდა მანქანას. საქარე მინიდან ვუყურებდი დასველებულ ბუნებას, რომლებიც ზეიმობდნენ წვიმის მოსვლას. ჩამეძინა...

- ნინ, ნინაა. ფრთხილი ტონი შემომესმა. თვალები მძიმედ გავახილე.
- ჰო, რა? ჩამოვედით?
- არა, ახლა საით? თვალები მოვიფშვნიტე და გარემო მოვათვალიერე, როცა მივხვდი უკვე ჩემს სოფელში ვიყავით, გული მომეწურა. ორი გადასახვევი იყო, მარჯვნივ მივუთითე და სვლა გავნაგრძეთ. განვლილმა წლებმა, თვალწინ ჩამირბინა. ჩემი პატარაობა, როცა მშობლებთან ერთად ჩამოვდიოდით დასასვენებლად, დაუვიწყარი ზაფხული და ბევრი სასიამოვნო წუთი, რაც ჩემს ბავშვობას მახსენებდა. მომღიმარ სახეზე ცრემლები ჩამომიგორდა. გამახსენდა ის საშინელი დღე, როცა ბებია დავასაფლავე. როცა მარტო დავრჩი. მე კი, ახლა მის სახლში, მის თბილ, მყუდრო და მისი სუნით გაჯერებულ სახლში მივდვიარ, იქ სადაც, ის აღარასდროს დამხვდება, აღარასდროს გამიღიმებს, მომეფერება და ჩამეხუტება. აღარასდროს შემომთავაზებს უამრავი სახეობის საჭმელს. სულ, რომ გაჩხინკულს მეძახდა და ძალით მტენიდა ხაჭაპურებს. ვეღარასდროს შევჭამ მის გამომცხვარ „ხაბიძგინებს“, მის გაკეთებულ პიტნის ჩაის, რომელსაც ყოველთვის განსხვავებული გემო ჰქონდა. ადრე ვუბრაზდებოდი.
- „ეე, ბებო ნუ დამყვები და მატენი ამ საჭმელებს. აღარ მინდა ვა! „
ახლა კი, იმაზეც თანახმა ვარ, ყველაფერს შევჭამდი მის გამოწვდილს, ოღონდ მას ისევ ეცოცხლა და ეარსება ამ უბადრუკ დედამიწაზე.
ხელის ზურგით მოვიწმინე ლოყებზე გამეფებული წვეთები და ნოეს გავხედე. მარცხნივ შეუხვიე და გააჩერე. ნაცნობი ეზოს დანახვისას სუნთქვა შემეკრა. გადავედი. ძველი, საღებავ ამძვრალი ჭიშკარი გავღე, ბოქლომი, იქვე ღობეზე ჩამოვკიდე და მანქანას შემოსვლა დავაცადე. ბოლომდე მქონდა იმედი, რომ ახლა გამოვიდოდა ბებია და შემაგებებდა მის დანაოჭებულ სახეს. ჩამეხუტებოდა ისე როგორც არასდროს და შინ შემიყვანდა. მაგრამ იმედი მაშინ გადამეწურა, როცა გასაღებით მეთვითონ გავაღე, ღჭრიალა კარი და დამტვერილი ავეჯი დავინახე.
ყველანაირად ვეცადე ემოციები მეკონტროლა. ბოლომდე ვცდილობდი, რომ არ დავცემულიყავი იატაკზე და მოთქმით არ მეტირა, ამ ორი წლის ნაგროვი ცრემლი, რომელიც მის საფლავზე ვერ გადმოვანთხიე. განა იმიტომ, რომ არ მიყვარდა, არ მეცოდებოდა ან არ მომენტარებოდა. არა! უბრალოდ ხალხში ტირილს ყოვეთვის ვერიდებოდი. ახლა კი უკვე აღარაფერს ჰქონდა აზრი, მაგრამ მაინც ვიკავებდი თავს.
სახლში შევედი. ნოეს ჩემოდნები მოჰქონდა. ახლაღა შევამჩნიე,საბარგულში, რომ უამრავი პროდუქტით დახუნძლული პოლიეთილენის პარკები ეწყო.
- პროდუქტი როდისღა იყიდე?
- რო გეძინა ქალბატონო.
- ოჰ, რა წინდახედული ხარ.
- ჰო, აბა ვიცოდი, შენ ხაჭაპურებს არ დამიცხობ და მშიერი ხოარ მოვკვდებოდით.
- შენ ისეთი ხარ, ხაჭაპურის პროდუქტსაც იყიდიდი. თვალები დავაწვრილე და ისე გავხედე.
- აბა რა! ყველაფერია...
- მოდი რა, ესენი ზემოთ აიტანე. როგორც კი ახვალ მარჯვენა კარში შედი. იქ იქნება ჩვენი ოთახი. მე ცოტას მივალაგებ აქაურობას და მერე შეშაზე გადი რა, იქნებ რამე იპოვო და ბუხარი ავანთოთ, თორემ გავიყინები.
- სულ შენ თავზე ფიქრობ ხო?
- ჰო. მოკლედ მოვუჭერი და დავეჯღანე.
აღარაფერი უთქვამს, სიცილით და თავის ქნევით ავიდა მეორე სართლზე. აივანზე გავედი, ძველი ცოცხი და ნაგვის ასაღები ვიპოვე. გვა დავიწყე, შემდეგ ტილო დავასველე და მტვრები გადავქმინდე. ამასობაში ნოეს მთელი პროდუქტის პარკები შემოეტანა და სამზარეულოში მაგიდაზე დაეწყო. როდესაც სახლის მოსუფთავებას მოვრჩი, ნოე შეშაზე გავაგზავდე , ხოლო მე საჭმლის კეთებას შევუდექი. სანამ ბუხარს აანთებდა, სალათების კეთება დავიწყე. ხოლო შემდგომ კარტოფილიც შევწვი და მაგიდა გავშალე.
- რა ლამაზი ადგილია.
- კი, ძალიან. ყველაზე მეტად აქ მიყვარდა დროის გატარება.
- რატო არ ჩამოსულხარ აქამდე?
- არ შემეძლო. ახლაც მიჭირს, მაგრამ ყველაფრის გარკვევა მინდა.
- მის ოთახში იყავი? შემომაპარა ეს კითხვა და თან თვალებში ჩამაშტერდა. მე თვალები ძირს დავხარე.
- არა, დღეს დავისვენოთ და ხვალ, როცა ცოტა ჩკუაზე მოვალ, მერე შევალ.
- ჰო, ასე აჯობებს... რამეს დატოვებდა ვითომ?
- არ ვიცი, რომ არ დაეტოვა ეს აჩ საიდან გამოჩნდებოდა?
- მაშინ რატომ ახლა? ან აქ? რამე გაკავშირებს მასთან?
- მე არა, მაგრამ ვგონებ ბებიაჩემს უნდა აკავშირებდეს რამე.
- კაი რა! ხო ხედავდი მას, ბებერია? როგორ გამოიყურება?
- არა, ბებერი არარის. 33წლისარის.
- ვა, ჩემხელაა ტო? რამე ზედმეტი ხო არ გითხრა? ხოარ გკერავს? ეგრევე თვალები აუბრიალდა. მე გავიცინე.
- ბიჭო! პოლტერგეიტსია, რა უნდა ეთქვა, არა კი, მითხრა მაგრამ მე არა, ბებიაჩემს უთხრა.
- რანაირად ეგ, რატო მაბნევ?
- ბებიაჩემს გაჭრილი ვაშლივით ვგავარ, ჩემხელა ზუსტად ჩემნაირი იყო, თან მასაც ნინა ერქვა. მის საპატივსაცემოდ დამარქვა მამაჩემმა ნინა.
- აუ ის გონიხარ ?
- სავარაუდოდ. იმიტომ, რომ მე მაბრალებს მის სიკვდილს, მიყვარხარო მითხრა, ანუ ბებიაჩემს.
- სხვას რომ მოეყოლა მაგრად დავცინებდი და საგიჟეთში გავუშვებდი.
- არ ვიცი რა! თავი სერიალში მგონია.
- იმენა Horor story გვაქვს.
- აბა.. გავიცინე და ვახშამის დამთავრების შემდეგ მაგიდის ალაგებას შევუდექი.
დიდ ჯამში წყალი ჩავასხი, ავაქაფე და ჭურჭელი ამოვრეცხე, გასავლებად, სათლიდან ამოვიღე წყალი, გავავლე და შემდგომ ნაჭრით გავამშრალე. უკნიდან ცხელი სხეული ამეკრო. სიამოვნებისაგან გავიტრუნე და თავი უკან გადავწიე. მისი ხელები ჩემს მუცელზე გასრიალებდნენ. წინ ჩამოყრილი თმა უკან გადამიწია და კისერში ცხელი კოცნა დამიტოვა. საშინელს სიმხურვალეს ვგრძნობდი. მისკენ გავტრიალდი. თეფში ხელიდან გამივარდა და დაიმსხვა. მისმა ხმამ ისე არ შემაშინა, როგორც დანახულმა.
- ნინა, რამოხდა? ნოე შემოვარდა და ჩემს დანახვაზე გაშეშდა. - კისერზე რა გჭირს?
- რა მჭირს? ახლაღა მვოედი აზრზე, როცა კისერი ახსენა.
- სისხლი, სისხლი გაქვს. რანაირად მოახერხე? რამე გაგეჭრა? ძირს დამსხვრეულ თეფშზე გადაიტანა მზერა და ყველაფერი მას დააბრალა. არადა სინამდვილეში არც იყო მასე.
პირველად შემაშინა მისმა დანახვამ, პირველად შევკრთი, მაშინაც არ შემშინებია ასე, როდესაც გავიგე, რომ ის პოლტერგეიტსი იყო და არა მოკვდავი. ჩაწითლებული თვალები ჰქონდა, გალურჯებული ტუჩები, საიდანაც სისხლი გადმოსდიოდა, ყელზე 2თითის სისქე ჩალურჯება, რომელიც წესით ბაწარს უნდა გამოეწვია.
- მან, თავი ჩამოიხრჩო. მოულოდნელად ვთქვი. ნოემ სწრაფად ამომხედა, ხელში შეგროვილი ნატეხები, ურნაში ჩააგდო და ახლოს მოვიდა.
- დავწვეთ რა! უკვე დავიღალე ამ ყველაფრით. მოეშვი ამაზე ფიქრს და დავისვენოთ. გპირდები ხვალ მეც მოგეხმარები მოძებნაში...
- ჰო, არ ვიცი სადაცაა ტვინი ამიფეთქდება.
- ჰოდა მოდი განტვირთვის საღამო მოვიწყოთ. მაცდურად აათამაშა წარბები და გამიცინა. კისრიდან სისხლი, სველი ნაჭრით მომწმინდა და ხელში ამიტაცა.
- მასეთ განტვირთვის საღამოს ყოველდღე მიწყობ. მეც გავიცინე.
- მერე, რით არის ეს დღე დანარჩენებზე ნაკლები. ტუჩებში მაკოცა და საძინებელში შემიყვანა.
სრულიად გამანთავისუფლა ყოველგვარი სამოსისან. დედისშობილა ვიდექი მის წინ, ნაზად დააცურებდა სხეულზე ხელს და თან იღმოდა.
- სრულყოფილება ხარ ნინა! ყველაზე მედნიერი ვარ, რომ ეს სრულყოფილება მე მეკითვნის. არაფერი მიპასუხია, მისი სურნელისაგან გაბრუებულმა, რობოტივით დავიწყე მის კოცნა, ფერება და ეს სინაზე ისეთ შიუხეშეში და სიცხოველეში გადაგვეზარდა, დაკბენილ ტუჩების და სხეულის ტკივილსაც ვერ ვგრძნობდით. ჩვენი სხეულები ერთმანეთს შეერწყა და გამაყრუებელი ჰანგები გაისმა. მკერდს გამალებით ეფერებოდა, შემდეგ ტუჩიდან მასზე გადადიოდა კოცნით. მთელს სხეულს მიკოცნიდა და ნელ, განსაზღვრულ ბიძგებს, უხეშ და მომთხოვნ ბიძგებში ზრდიდა. ორგაზმის შემდეგ ორივე მივესვენეთ ერთმანეთს. გიჟებივით ვიცინოდით და მერე ისევ ვკოცნიდით. ბოლოს გზისგან, ამდენი ემოციებისგან და საბოლოოდ სიამოვნებისგან დაღლილებს ჩაგვეძინა...

დილით საშინელმა სიცივემ გამაღვიძა. თავი წამოვწიე და გაღებული ფანჯარა, რომ დავინახე გაბრაზებული წამოვდექი. მივკეტე და თბილ საწოლში, თბილ სხეულთან დავბრუნდი. დახორკლილი კანი წამში დამილაგდა. გაყინული ფეხები მისაში ავხლართე და მალევე ჩავთბი.
- არავდგეთ? წუწუნი დავიწყე. ზოგადად ასე ვიყავი, რომელი საათიც არ უნდა ყოფილიყო და გამეღვიძა, მერე ძილის შებრუნება ყოველთვის მიჭირდა. დიდიხანი კოტრიალიც არ მიყვარდა.
- ნწ.
- ავდგები მე მაშინ.
- ნწ.
- აუ კარგი რაა.
- ნწ.
- გიყვარვარ?
- ჰო. იმის მოლოდინით რომ ახლაც ნწ-ს მეტყოდა გავბედე და ვკითხე.
- ჰო?
- ჰო. მოკლედ მომიჭრა და უფრო ამიკრა სხეულზე.
- ჰოდა ავდგეთ.
- ნწ.
- აუუუ! გავბრაზდი და საპირისპირო მხარეს გადავტრიალდი.
- ჰო, კაი კაი. ადექი. წამოიზლაზნა და საწოლიდან წამოდგა. მეც მას მივბაძე და 10წუთში უკვე ქვემოთ ვიყავით. საუზმე გავამზადე, პიტნის ჩაი და ხაბიძგინები შევწვი. ყველაზე მეტად ბებოს გაკეთებული მიყვარდა, მაგრამ ჩემსასაც არაუშავდა.
- ვა, ყოჩაღ! შეგძლები.
- ჯერ სად ხარ! კაი ჩაქაფულსაც, რომ გავაკეთებ მერე იძახე შენ ყოჩაღ.
- ეგეთებიც იცი?
- მაშ. გავიცინე და ერთი ნაჭერი კიდევ გადავიღე. როგორც შემეძლო ისე ვწელავდი დროს, რომ მის ოთახში არ შევსულიყავი, მაგრამ ვიცოდი მომიწევდა. 1ნაჭერს ერთი საათი ვჭამდი, ნოე კი იჯდა და მიყურებდა.
- ვერ მოემზადე? ყველაფრის მიუხედავად, მაინც ხვდეობდა, რა მჭირდა.
- მაინც დავიწვი ხო?
- კი, პირველივე ლუკმიდან, 20 წუთი რომ ღეჭავდი. გამიღიმა და ჩაი მოსვა.
- შევალ ახლავე, ავალაგო და...
- მიდი შენ, ამას მე მივხედავ.
- მართლა?
- ჰო მიდი, მიდი.
- კარგი...
ნელა წამოვიზლაზნე, სამზარეულოდან მისაღებ ოთახში გავედი და ჰოლს ბოლომდე გავყევი. ყავისფერ კართან შევდექი. ღრმად ჩავისუნთქე და სახელური ჩამოვწიე.
ისევ ისეთი იყო. ძველებური, ორნამენტიანი შპალრით, ყავისფერი ავეჯითა და მუქი ყავისფერი იატაკით. საწოლზე მისი საყვარელი გადასაფარებელი იყო გადაფარებული. ორი მუქი მწვანე ბალიში იდო. მივუახლოვდი და წამოვწექი. მოვიკუნტე და ქვითინი დავიწყე. ყველაფერი თვალწინ დამიდგა, ყველა მისი სიტყვა, მიმიკა, ღიმილი და ხმა. სასოწარკვეთილი ვიყავი, დამნაშავე ვიყავი, ამდენიხანი რომ არ ავსულვარ მის საფლავზე. მის სუნი კიდევ იყო შემორჩენილი. ვტიროდი და გული მეფლითებოდა. „ ღმერთო, ყველაფერს მოგცემ, ოღონდ ცოტახანი ისევ ჩამახუტა მასთან“-თქო გავიფიქრე და ბალიშს მაგრად მოვხვიე ხელები. 15წუთიანი სისუსტის შემდეგ, ცოტა დავწყნარდი. წამოვდექი და ყველაფერი გადავქექე.არსად არაფერი იყო. შემდეგ კარადა გამოვაღე. მისი და ბაბუის ტანსაცმელი დამხვდა. სათითაოდ ყველას დავუსვი ხელი და ღიმილით დავათვალიერე, ისე თითქოს, ყოველი ტანისამოსის დანახვისას, მათში გამოწყობილებს ვიხსენებდი. მხოლოდ ერთადერთი, ერთადერთი მოსაცმელი არ მეცნო. კაცის იყო. ყველაზე ბოლო უჯრაში, ძალიან ღრმად იყო შეკვეხილი. გადმოვიღე და გავშალე. ეს ბაბუის ნამდვილად არ იყო, არ მეცნობოდა საერთოდ. მხარზე გადავიკიდე და ბებიის ოთახი ნაღვლიანი თვალებით დავტოვე.
ნოე აივანზე იდგა და სიგარეტს ეწეოდა. მეც შევუერთდი და ერთი ღერი მოვწიე. სანამ მოწევა არ დავასრულე არაფერი უკითხავს.
- ეგ რაარის?
- მოსაცმელია, არ მეცნობა, არ ვიცი ვისია.
- მისია ვითომ?
- ალბათ, არ ვიცი. საგულდაგულოდ კი იყო გადანახული.
- სხვა?
- ვერაფერი.
- დავიწყეთ?
- ჰო.
სახლში შევბრუნდით და ოთახები დავიყავით. მე ზემოთ ვეძებდი ნებისმიერ რამეს, რაც აჩის ვინაობის დადგენაში დამეხმარებოდა. ნოე კი, ქვემოთ. რმაოდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, სახლი ყირაზე იდგა. უჯრები გადმოღებული, ძველი ფოტო ალბომები გადაშლილი, ავეჯი გადაადგილებული. ნუ მოკლედ, სრული ქაოსი იყო. არაფერი ჩანდა. არაფერი ისეთი, რაც რაიმე მინიშნებას მოგვცემდა.
- გვაბოლებს ეგ ჩემისა?
- ვაიმე, რა ვიციი. ამოვიოხრე და დივანზე დავესვენე.
- გავწყდი წელში.
- მეც. სარდაფში იყავი?
- კი და დახუფული ბანკების და მტვერის გარდა ვერაფერი ვიპოვე.
- ვაიმე. უცებ წამოვიძახე და ნოეც შევაშინე, ისეთი სახით შემომხედა შემეცოდა.
- სხვენი. რა დებილი ვარ. თავში ხელი შემოვირტყი და ზემოთ ავვარდი. მშობლების ოთახიდან იყო სხვენში ასასვლელი. ნოეც ამომყვა, კიბე მიადგა და ზემოთ ამიშვა.

აბლაბუდებითა და მტვრით იყო სავსე იქაურობა. ჩემს ძველ სათამაშოების ყუთსაც წავაწყდი და ნოსტალგია შემომაწვა. მხოლოდ ერთი სარკმელი ჰქონდა, რომელიც ძლივს გავაღე, რომ სინათლე შემოსულიყო, ნათურა გადამწვარი დაგვხვდა.
ძველი კარადები და დამტვრეული სათამშოები იყო გარშემო. ჩემი საქანელა, რომელიც ადრე ბაბუამ ხეზე ჩამომიკიდა, რომ გავიზარდე და ჩამოსვლას მოვუკელი ჩამოხსნეს. ძველი დამტვრეული დივანიც იდგა. კარადები ამოვატრიალეთ, იქაც არაფერი იყო.
- დივანი არ იხსენბა?
- აღარ მახსოვს, რავიცი. აწიე აბა?! დივანს მივუახლოვდით და ნოემ ასწია. თვალები გამიფართოვდა, როცა სხვადასხვა გამოუყენებელ ნივთებთან ერთად, პატარა სკივრი დავინახე.
- ამოიღე, აი ის... თითით მივანიშნე და მანაც გადმოიღო.
- გახსენი რაა... წვალების შემდეგ ნოეს ვთხოვე.
- ჩაკეტილია.
- გატეხე ხოდა. სად ვეძებო ახლა გასაღები...
იქვე რაღაც რკინა იპოვა და ბევრი წვალების შემდგომ, როგორც იქნა გახსნა.
რაღაც ბლოკნოტი იდო, რამოდენიმე სურათი და კულონი, ორქიდეა-ს კულონი, თავის ცეპთან ერთად... ყველაფერს ხელი დავავლე და იმ საშნლად ჩახუთული ადგილიდან გამოვედი. კიბეზე ისე ჩავვარდი, ლამის დავეცი.
- ნელა გოგო, მოგსდევენ?
- ვაიმე, ნელა კი არა ერთი სული მაქვს გავიგო რა ხდება.

ქვედა სართულზე ჩავედი და დივანზე დავჯექი. ბლოკნოტი გვერდზე დავიდე და ფოტოების თვალიერებას მოვყევი. ნოეც ინტერესიანი თვალებით მომიჯდა და ჩემთან ერთად ათვალიერებდა.
- არარსებობს. აჩია! წამოვიძახე, როცა ბებიაჩემის და აჩის ფოტო ვნახე.
- არარსებობს. ეს, ეს რა მართლა ბებიაშენია?
- არა ნოე, უკვდავი და უბერებელი ვარ და 1967 წლის 16 მაისს გადაღებულ ფოტოში მე ვარ ჩემს საყვარელთან ერთად... ფოტოს უკანა მხრიდან წავიკითხე თარიღი და თვალები ავატრიალე.
- იუმორის მამა ხარ.
- ნახე... „ 1967წელი, 16 მაისი. უსაზღვრო სიყვარულით, ნინას აჩისგან“
რამოდენიმე ფოტო იყო, ყველაზე ბებია და აჩი იყვნენ გამოსახულნი.
- ესენი ნახე რაა! ერთ ერთი ფოტოს დანახვაზე წამოიძახა ნოემ.
- ჰო რა იყო, მაშინაც იცოდნენ ტუჩებში კოცნა. აბა ბავშვები ხელის ჩამორთმევით კი არ იბადებოდნენ.
- კაი ერთი, არა პროსტა, მაინც რა. ძველი დრო, ძველი ხალხი ხოაზრზე ხარ. გაეცინა. - ამას არ ნახავ? ბლოკნოტზე მანიშნა.
- ჰო ვნახავ.
ბლოკნოტი გადავფურცლე, ყველა გვერდზე ეწერა, პატარ-პატარა ჩანახატი. ყველაფრის წაკითხვა მინდოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ამას ახლა ვერ ვიზავდი. ნოეს სიხაულით ჩავეხუტე და ვაკოცე.
- ახლა ხომ, მაინც ვიცი, რომ აჩი მეკი არა ბებიაჩემის მიჯნური იყო...
- ჰო, დავმშვიდდი.
- ეჭვიანო.
- მაჭამე რამე, უკვე ბნელდება, შენ კიდე მომკალი მშიერი...
- ვიმე, მოგიკვდი, მე კივერ ვიგრძენი შიმშილის გრძნობა.
- რას იგრძნობდი. მე ძლივს მამჩნევდი.
- კაი ნუ ბრაზობ რა! ხომ იცი მინდა მალე გავარკვიო.
- ჰომ გარკვიე.
- ბოლომდე არა. ეს დღიური უნდა წავიკითხო, იქნებ რამე საინტერესო იყოს. მერე იმაზე უნდა ვიზრუნო, როგორ გავანთავისუფლო მისი სული და გავისტუმრო მატერიალური სამყაროდან.
- მაგაზე ერთად ვიფიქრებთ.
- ჰო, მოდი ახლა ვჭამოთ და დავიძინოთ.
ვახშამი გავამზადე, უსიტყვოდ ვივახშმეთ, მაგიდის ალაგებაში მომეხმარა, ჭურჭელიც დამარეცხინა და გაამშრალა კიდეც.
მეორე სართულზე ავედით. საღამური ჩავიცვი და ცივ ლოგინში, ცხელ სხეულთან ერთად შევწექი. მას ავეკარი და დაღლილს როგორ ჩამეძინა არ მახსოვს...

თავი მეხუთე

„ სამი წელი ვიწვალე, ვიბრძოლე, იმისათვის, რომ აჩი შემენარჩუნებინა. მშობლებს არ უნდოდათ, ვერ ეგუებოდნენ, რომ ის ჩემზე დიდი იყო, ბევრად დიდი. მაგრამ გულს ვერ დაეკითხები, ვერ მოთხოვ იმაზე პასუხს, თუ რატომ შემიყვარდა, ის ვინც ჩემი ოჯახის აზრით, ჩემი შესაფერისი არარის. ტკბილი, თბილი და სიყვარულით აღსავსე სამი წელი. ყველაზე ბედნიერი ვიყავი მაშინ. ახლა?! ახლა აღარ ვარ. ახლა უბედურების ზენიტში ვიმყოფები. ისევ ჩემი მშობლების გამო. იმის გამო, რომ მათხოვებენ სრულიად უცხოზე, ჩემთვის არასასურველზე. აჩი? არ ვიცი. სადარი, როგორ არი, რასაკეთებს, - არაფერი ვიცი. გული მეკუმშება, იმაზე ფიქრით, თუ რა მელის წინ. და ეს ყველაფერი სამართალია? არარის! სამართალი არარსებობს. ყოველშემთხვევაში ჩემთვის. ყოველთვის, როდესაც ჩემებს ვეკამათებოდი, არასოდეს ითვალისწინებდნენ ჩემს აზრს. მხოლოდ ის იყო, რაც მათ სურდათ. ასე დავკარგე ჩემი ბავშვობის, პირველი და უკანასკნელი სიყვარული. მშობლემს ასე უნდოდათ...“
1967 წელი, 10 დეკემბერი.
თოვლით იყო გადაპენტილი არემარე, სკვერში იჯდა, ერთ დროს მწვანე საღებავით შეღებილ სკამზე და ელოდა. სიცივისაგან, ნაზი ხელები გაყინვოდა და გასათბობად ხელებზე იორთქლებდა. ეს უკანასკნელი შეხვედრა იყო. უკანასკნელი საუბარი, უკანასკნელი დანახვა მისი სიყვარულისა...
რამოდენიმე წუთში დაინახა სილუეტი, მაღალი, გამხდარი, ტანადი სილუეტი, რომელზეც საშნლად გიჟდებოდა. მისკენ მიიწია, თავზე აკოცა და გვერდზე დაუჯდა...
- როგორ ხარ? ნაზი ხმით მიმართა ნინამ.
- ნორმალურად. შენ როგორ ხარ?
- არ ვიცი. თავი ძირს ჩაღუნა და თოვლში ამოგუნგლულ ფეხსაცმელებს დააკვირდა.
- ხდება რამე? დაიძაბა მამაკაცი.
- ჰო, ხდება, მაგრამ არ მინდა, რომ მოხდეს.
- ამიხსენი, ხომ მშვიდობაა?!
- არა, არარის მშვიდობა. აჩი, გიყვარვარ? თვალები მის მწვანე ირისებს შეანათა და კიდევ ერთხელ მისცა თავს უფლება მის ლამაზ თვალებში ჩაკარგულიყო. ბიჭს გაიღიმა, ხელები გაშალა, ჩაიხუტა და თავზე აკოცა.
- მთელს მსოფლიოში, ყველაზე მეტად.
- მეც. ხმადაბლა უპასუხა გოგონამ. მაგრამ არის ერთი რამ, რაც მინდა იცოდე. მსუბუქად გააგრძელა საუბარი.
- ნუ დამტანჯე, თქვი...
- უნდა დავშორდეთ... რამოდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ, ძლივს წარმოთქვა მისთვის მტკივნეული სიტყვები და არამარტო... ბიჭი არ ინძრეოდა, ხელები ნელა მოაშორა საყვარელ სხეულს და განზე გაწია. გაოცებული, შეშფოთებული და დაძაბული სახით დააკვირდა ნაზ არსებას, რომელიც ისე იყო სადაცაა ატირდებოდა და მუხლებში ჩაუვარდებოდა.
- რ,რას ნიშნავ ეს? ძალა მოიკრიბა, რომ ეკითხა.
- ვთხოვდები. ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა. თვალებში ვერც უყურებდა აჩის.
- რას ქვია თხოვდები? ვიზე თხოვდები, რატო? არ გამაგიჟო ახლა. ნინა, ჩემი გაგიჟება გინდა?
- არა, არ ვიცი. მშობლებმა მითხრეს. არც მე მინდა აჩი ვფიცავ, მაგრამ ხომ იცი, მათ წინააღმდეგ ვერ წავალ.
- გავიპაროთ. გავიქცეთ ნინა, წამოდი ჩემთან. მე გამომყევი ცოლად. დაბნეული ლაპარაკობდა მამაკაცი.
- არ შემიძლია. ასე ვერ მოვიქცევი... ცრემლები ჩამოუგორდა გოგონას და თავი გვერდზე გაატრიალა.
- მე დაველაპარაკები შენს მშობლებს, რას ქვია გათხოვებენ, სათამაშო ხარ?
- ასე გადაწყვიტეს. მე ვერ შევეწინააღმდეგები. თანაც ხომ იცი, რომ მათ არ მოსწონხარ, ასაკის გამო.
- ახ, არ მოვწონვარ ხომ? რაებს ლაპარაკობ გოგო... ესეიგი სათანადოდ არ გყვარებივარ ნინა, თორემ ასე არ ილაპარაკებდი. ბიჭი წამოდგა და გატრიალდა.
- აჩი, არარის მასე... მიაძახა მიმავალს და ცრემლები ხელის ზურგით მოიწმინდა.
- მშვიდობით ნინა! ვიმედოვნებ ბედნიერი იქნები... გპირდები ვეღარასდროს მნახავ... ორაზროვნად ჩაილაპარაკა, ბოლოჯერ გამოხედა საყვარელ სხეულს და გაბრუნდა. უკან მოუხედავად დატოვა სკვერი. დატოვა ადამიანი, რომელიც ყველას და ყველაფერს ერჩივნდა, მაგრამ არის რაღაც რაღაცეები, რაზეც თვალებს ვერ დახუჭავდა. ნინას, რომ ეგრძნობინა ის სიყვარული, რომლის გამოც აჩი ყველაფერზე წავიდოდა, უკან არც დაიხევდა, იბრძოლებდა მისი მშოლების წინააღმდეგ და გაიმარჯვებდა კიდეც, სიყვარული გააძლიერებდა და დაამარცხებდა მათ, მაგრამ ნინასგან საკმარისი სიყვარული ვერ მიიღო, ამიტომ ჯობდა, უბრალოდ ამდგარიყო და წამოსულიყო. ასეც ქნა...

„ მტკივა, ყველაფერი მტკივა. მენატრები ჩემო სიყვარულო, მენატრები და ვწუხვარ. ვწუხვარ, რომ ერთად არ ვართ. გული მიკვდება. ზეგ დამნიშნავენ. დღეს, ხვალ, ზეგ... საშინელი გრძნობაა ეს ყველაფერი. მე ამას არ ვიმსახურებ, არც წარმოვიდგენდი. მაპატიე აჩი. მაპატიე. ყველაზე მეტად მიყვარხარ. უბრალოდ სუსტი აღმოვჩნდი, ვერ გავიბრძოლე მათ წინააღმდეგ შენს გამო. მაპატიე“

საშინლად თოვდა. მანქანას ძლივს მართავდა, სასმლით იყო მისი ორგანიზმი გაჟღენთილი და ისედაც ძლივს შესამჩნევ გზას, მისი აგლესილი თვალებიც ემატებოდა. ღაპაღუპით ცვიოდა ცრემლები, დროდადრო ხელის ზურგით იწმენდდა და მის გვერდზე სავარძლიდან სასმელს იყუდებდა. „ რატომ? რატომ?“ თავის თავს ეკითხებოდა და ბრაზმორეული საჭეს ურტავდა მუშტებს, თითქოს და მისი ბრალი ყოფილიყოს. ხიდზე შეაჩერა მანქანა. ბოთლი აიღო და გადავიდა. წამებში გადაუთეთრდა თავი და მხრები. უკვე კარგად დაედო გზაზე თოვლს. მისი ნაკვალევი ჩანდა, მაგრამ წამებში ისიც იფარებოდა. მოაჯირს მიუახლოვდა და მდინარეში გადაიხედა, რომელიც სანახევროდ იყო გაყინული. დაეფიცებოდა, რომ ყველაზე ცივი ზამთარი იდგა. ძვალსა და რბილში ატანდა სიცივე, გულიც გაყინული ჰქონდა, ალბათ ესეც ამატებდა გარეთა სიცივეს. შინაგანად იყო გაყინული. ხელები უთრთოდა. ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში, მაგრამ უკვე ვეღარ აზროვნებდა. სასოწარკვეთილი, ლაჩრული გადაწყვეტილება მიიღო. იცოდა, რომ ამას არასოდეს აპატიებდა საკუთარ თავს. ალბათ საღ გონებაზე, რომ ყოფილიყო, ასეთ ნაბიჯს არც გადადგავდა, მაგრამ ახლა... ახლა ეს უნდა გაეკეთებინა. უკვე 2დღე იყო გასული უიმისოდ. ეს კი მას ანგრევდა, კლავდა და შინაგანად ანადგურებდა. ვეღარ უძლებდა შინაგან დანგრევას. ვეღარ იტანდა ტკივლის მარცხენა მხარეს, გაუსაძლის ტკივილს, რომელსაც მთელს სხეულში გრძნობდა. ხელის თითებიდან, ფეხის თითებიდან იწყებოდა, ზარღვებში სისხლის მაგივრად ტკივილი მოძრაობდა, მთელს სხეულს ივლიდა და გულს უერთდებოდა, შემდეგ კი გაუსაძლის ტკივილი ტანჯავდა. ხოდა აღარ უნდოდა ასე, ვეღარ უძლებდა... მანქანა იქვე დატოვა, ბოლო წვეთამდე გამოცალა სასმელი, ბოთლი მოისროლა და ქვემოთ ჩაიხედა. მდინარე სწრაფი იყო, მიუხედავად საშინელი სიცივსა, დიდად ვერაფერი დაეკლო მდინარესათვის, მხოლოდ ნაპირებზე იყო გაყინული... მოაჯირზე ფეხი შედგა, მეორე მხარეს გადავიდა და ღრმად ჩაისუნთქა...
- შენთვის ნინა! უშენოდ ჩემს სიცოცხლეს აზრი აღარ აქვს. ხოდა არც ვაპირებ სიცოცხლეს. ვიცი გეტკინება, რომ გაიგებ.ან იქნებ ვერც გაიგო, მაგრამ სიგიჟემდე მიყვარხა, მიყვარდი და მეყვარები. აქ ვერ, მაგრამ იქნებ იმ სამყაროში ვიყოთ ერთად ჩემო მშვენიერო ქალო... ბოლო სიტყვები აღმოხდა და გამდინარე წყალში გადაეშვა...
მწარე იყო წყალზე დაცემა. სიცივემ მოიცვა მისი გონება და სხეული. არც გაუბრძოლია წყალქვეშ. მოდუნდა და ნინასთან გატარებული წუთები გაიხსენა საბოლოოდ. გონებაში ისევ მასთან იყო. ქვებს ეხეთქებოდა, საშინლ ტკივილს გრძნობდა, უჰაერობას, სიცივეს, მაგრამ ეს იმ ტკივილთან არაფერი იყო, რომელსაც უნინაოდ განიცდიდა. ამ დღის შემდეგ აჩი აღარავის უნახავს...

„ ძალიან მომენატრე, ნეტავ ახლა რას შვები?! რასაკეთებ, სად ხარ?! საღამოს დამნიშნავენ. ამას ასე არ მოველოდი. არ წარმომედგინა. მინდოდა, რომ შენთან გამეტარებინა მთელი ცხოვრება, მაგრამ მე არავინ მისმენს. ჩემი აზრი არავის აინტერესებს. ისევ მათ გადამიწყვიტეს ბედი. მაპატიე კარგი?! ძალიან მიყვარხარ! „
ნინა დივანზე იყო მიწოლილი, ფეხები აკეცილი ჰქონდა, გვერდზე სალფეტკების ყუთი ედო და ბლოკოტი ხელში ეკავა, ცრემლები ზდიოდა ღაწვებზე. კითხულობდა და არ ეჯერა, რომ მის მხიარულ, ლაღ და საყვარელ ბებიას, ასეთი რამ გადახდა თავს. დილის 8საათი იყო, ნოეს ისევ ეძინა და დროის დაკარგვა არ სურდა. ქვემოთ ჩამოვიდა და კითხვას შეუდგა. „ ღმერთო ჩემო, ნეტავ კიდევ, რა მოხდა?!“ დაინტერესებულიყო ყველაფრით, ახლაღა ხვდებოდა აჩის თვალებში დანახულ ტკივილს... კითხვა განაგრძო...

„ თავიდან არ ვიცოდი როგორ მოვქცეულიყავი სრულიად უცხო ხალხთან, დედაჩემმა კაბა ჩამაცვა, მისი ნაქონი, როცა მამამ ის დანიშნა. თმა დამიხვია და პუდრით სახის ნაკვთები გამომიკვეთა. მოჟამული სახე მქონდა, იცოდა ამის მიზეზი და მაინც ჩამჩიჩნებდა: - ღიმილი არ მოიშორო სახიდან, არ შეგვარცხვინო და ისე მოიქეცი, როგორც ნამდვილ ქალს შეეფერაბა.-ო თმაზე ხელი დამისვა, შუბლზე მომაკრო ტუჩები და მისაღები ოთახისაკენ მიბიძგა. ფეხები მეკვეთებოდა. ვლოცულობდი, რომ ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო, საშინელი სიზმარი, რომელიც გაქრებოდა და აღასასოდეს განმეორდებოდა, მაგრამ არა! ეს საშინელი სინამდვილე იყო. რეალობა, რომელმაც ორი ადამიანი დაანგრია. ორი შეყვარებული ადამიანი...
მისაღებში გავედი და დავიცადე. ცოტახანში ზარის ხმა გაისმა და კანკალმაც ამიტანა. ვერ ვხვდებოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი როგორც ნამდვილი ქალი, როცა სულ რაღაც 19 წლის ვიყავი... მაგრამ თავს ძალა დავატანე და მოსულ სტუმრებს გავუღიმე. კარში, ქალი და კაცი შემოვიდა, ჩემი მშობლების ხელა იქნებოდნენ, მათ უკან კი ბიჭი მოდიოდა, სავარაუდოდ 24-25წლის. ხელში ყვავილის ბუკეტი ეკავა. სახეგაბადრული მოემართებოდა ჩემსკენ, იმ მომენტში მთელი სხეული ზიზღმა მოიცვა. ზიზღმა ყველასადმი, განსაკუთრებით კი, მშობლებისადმი... ყვავილი გამომიწოდა და გამიღიმა.
- ალექსანდრე მაჭავარიანი... გამეცნო და ხელი გამომიწოდა. ცოტახანი ვუყურებდი მის გამოწვდილ ხელს, ამრეზად ავათვალიერე, ფეხიდან თმის ღერამდე. ბოლოს დედაჩემა მკლავი გამკრა.
- ნინა გამცემლიძე. მეც გავუწოდე ხელი და წამიერად შეეხნენ ჩემი ნაზი ხელი, მის უხეშ და გაყინულ ტორს...
- სასიამოვნოა.
- აჰამ... ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე და მშობლებს ამოვეფარე.
სუფრა გაიშალა, როგორც ჩვევით ხოლმე, ყველა ბედნიერი იყო ჩემს გარდა. ყალბი ღიმილი მქონდა აკრული და უემოციოდ ვუყურებდი გარშემომყოფთ...
ქეიფს და ღრიანცელს, რომ მორჩნენ, ალექსანდრემ ბეჭედი გამიკეთა თითზე, მამაჩემის თანხმობით და ერთი ბოთლი შამპანიური გაიხსნა.
აქამდე წვეთი არ მქონდა დალეული, მაგრამ ახლა მთელი ბოთლის გამოცლა მინდოდა და 2 ჭიქა მიყოლებით გადავკარი. სხეულში უსიამოვნუ ჟრუანტელმა დამიარა, ყელი ამიწვა და გულის რევის შეგრძნება დამეუფლა, სახე მოვჭმუხნე, მაგრამ პურის პატარა ნაგლეჯი ჩავიდე პირში და ამ ყველაფერმაც წამებში გაიარა. თავი ლოთი მეგონა, 100გრამზე რომ მწლინს და შავ პურს მიირთმევენ. მწნილი არა მაგრამ შავი პური მქონდა... მშობები გაკვირვებული მადევნებდნენ თვალ-ყურს.
- დედი, ხომარ ფიქრობ, რომ ზედმეტი მოგივიდა?
- ახ მე მომივიდა ზედმეტი? სასმლით გათამამებულმა ენა შევუბრუნე დედას.
- ახლავე გამოდი სამზარეულოში. სტუმრებს გაუღიმა და მისაღები დატოვა. მეც უემოციო სახით გავყევი უკან.
- გინდოდა რამე? სერიოზული სახით ვკითხე.
- რანაირად იქცევი ნინა? ასე შეგეფერება?
- თქვენ? თქვენ შეგეფერებათ შვილს სათამაშოსავით, რომ ექცევით? რასაც გინდა ჩააცმევთ, რასაც გინდათ იმას ათქმევინებთ, ვისაც გინდათ იმას გააყოლებთ. და ამის მერე კიდე მე ვიქცევი დედა ზედმეტად? გამკვირვებია... თავი გავაქნიე და მაგიდას დავეყრდენი.
- მოგწონს თუ არა, ალექსანდრეს ცოლი გახდები. წესიერ ოჯახში, რომ გაგდებ ცუდი ვარ?
- ვინ გთხოვა? არც წესიერ ოჯახში ჩავარდნა მსურს და არც გათხოვება, აჩი მიყვარს, აჩი მსურს და მხოლოდ აჩიზე მინდა გათხოვება გასაგებია?
- აჩი, აჩი.. გამომაჯავრა. - შენ რომ 30ის იქნები და ის 46 ის კაი შესახედავია? კარგი, ახლა არ ეტყობა არაფერი, რომ მოგემატებათ ასაკი გაგიხარდება ბებერი ქმარი?
- სისულელეა. ეგრე მამა 9წლით დიდია და რა ვერ გათხოვდი?
- 9სა და 16ს შორის განსხვავებას ვერ არჩევ დედი? აზრზე მოდი და დაივიწყე ეგ შენი აჩი. კარგს არაფერს მოგიტანს...
- დამანებე რა! ხელი ავიქნიე და სამზარეულოდან გავვარდი.
საღამო დასრულდა. ახლა როგორც დანიშნული, ვწევარ საწოლზე და ამ ყველაფერს გიყვები ჩემო გულო, გგონია არ მტკივა? მტკივა. ნეტავ სად ხარ? რასაკეთებ. მოგენატრე საერთოდ? მე ძალიან...“

„დილით საშინელმა ხმაურმა გამაღვიძა, თავიც მტკიოდა. ქვემოთ ჩავედი და მკაფიოდ დავინახე აჩის მშობლები, როგორ ელაპარაკებოდნენ ჩემებს. მთლიანი სხეული დამეძაბა, ყველაფერი ვიფიქრე იმ მომენტში...
- ბატონო ნიკო, ქალბატონო აზა, ხომ მშვიდობაა? მათთან მივედი და მისალმების შემდგომ ვკითხე.
- არა ნინა, არარის... ნამტირალევი ხმით მითხრა აზამ და ნიკოს მიეკრო, ისევ აქვითინდა. გამაცია, მთელმა სხეულმა მგრძნობელობა დაკარგა. შემეშინდა.
- რა, რახდება, აჩი როგორ არის? ხომ კარგად არის. მითხარით, რომ კარგად არის რაა. მუდარის თვალებით შევხედე და სახე დავმანჭე.
- აჩი, აჩი მდინარიდან ამოიყვანეს დღეს დილით... მეხის გავარდნასავით გაისმა სახლში. ცხელმა ოფლმა დამასხა, თვალთ დამიბნელდა და ფეხები მომეკვეთა. იქვე იატაკზე დავჯექი. მუცლები მკერდთან მივიზიდე და გიჟივით დავიქყე ქანაობა.
- არა, არა. არაა! შეუძლებელია, ჩემი აჩი ამას არ იზავდა. ჩემი აჩი, ჩემი... ლაპარაკი ბღავილში გადამეზარდა, მინდოდა ყველა მომეკლა ასე, რომ გამიმეტეს. მინდოდა მეყვირა მეწივლა. მისი ნახვა მინდოდა. საშინლად ვგრძნობდი თავს. დამნაშავე ვიყავი აჩის მშობლების წინაშე.
- ჩვენ იმიტომ მოვედით, რომ გვაინტერესებდა რა მოხდა. ვიცოდით, რომ შენს გარდა ვერავინ ვერაფერს გვეტყოდა. რა მოხდა ნინა თქვენს შორის? ნიკო მელაპარაკებოდა. აზას ფეხზე დგომის უნარიც არ შესწევდა, ჩამოკოწიალებული იყო ქმარზე და ჩამქრალი მწვანე თვალებით მიყურებდა, ისეთივე თვალებით, როგორიც აჩის ჰქონდა.
- მე, ის.ჩვენ დავშორდით. გაბრაზებული სახით გადავხედე ჩემებს და მათაც თავი დახარეს. - მის მერე არ მინახავს ბატონო ნიკო. თვალებიდან ისევ ცრემლი გადმომივარდა. როგორ მინდოდა ეს სინამდვილე არ ყოფილიყო...“

„ მძულს ეს დღე აჩი. ყველაზე მეტად კი ჩემი მშობლები მძულს ამისთვის, რომ გაგვიმეტეს. შენი კი გამკვირვებია, ეს როგორ გააკეთე ჩემო აჩი? ნუთუ ასეთი ძვირფასი ვიყავი შენთვის? სიცოცხლეზე ძვირფასი? რატომ გამიმეტე ასე? ნაიარევზე რატომ ჩამაჭირე თითი? მძულს ეს დღე. დღე როდესაც მიწას მოგაყრიან გულზე და მე შენს გვერდით ვერ ვიქნები. არა, მოვალ, მაგრამ მე შენთან მინდოდა ყოფნა.
ამ დღეს ვატან ყველა ჩვენს მოგონებას, ყველა ჩვენს წამს, როდესაც ერთად ბედნიერები ვიყავით. აღარ დაგიწერ არაფერს იმიტომ, რომ ვიცი სადღაც ყოველთვის იქნები ჩემთან ახლოს და ისე მოგიყვები. ვიცი ბევრჯერ გეტკინება გული, როდესაც ქორწილი მექნება, ბავშვის გაჩენისას, მძიმე პერიოდებში, ან იქნებ სულაც არ მოხდეს ეს ყველაფერი. მაგრამ მე მაინც მეცოდინება, რომ ჩემთან ხარ და არასდროს მიმატოვებ. შენი ქურთუკიც მე მაქვს, ყოველთვის შევინახავ, მასზე დატოვილ შენს სუნს შევიყნოსავ ყოველდღე და გაგიხსენებ, გავიხსენებ, თუ როგორი შეუდარებელი კაცი მყავდი. მიყვარხარ აჩი, მტკივა, მენატრები...
შენი სიტყვები დღემდე მახსოვს. „ აქ ვერ, მაგრამ იქნებ იმ სამყაროში ვიყოთ ერთად“ - ხოდა ვიქნებით ჩემო ერთადერთო. ვიქნებით...
მშვიდობით აჩი.
ამ დღეს ვერ ვიტან.
ვერც ჩვენი განშორების დღეს ვიტან.
და მაინც ყველაზე მეტად, ჩემს მშობლებს ვერ ვიტან ასე, რომ გაგვიმეტეს... მიყვარხარ! შენი ნინა.“

ცრემლებს იწმენდდა, როცა კიბეებიდან ნოე ჩამოვიდა.
- რა გატირებს გოგო? გაოცებული მომვარდა და გვერდზე დამიჯდა.
- აუ ნოეეე... საწყალი ბებიაჩემი რეები გადაუტანია. მის მხარზე ჩამოვდე თავი და ამყველაფრის მერე უფრო დავაფასე სიყვარული. მერე დავფიქრდი ჩვენზე, ჩემზე და ნოეზე და მივხვდი, რომ უსაზღვროდ მიყვარდა.
- მომიყვები? ხელები თავზე მომხვია და ნაზად მაკოცა.
- ახლა ვერ, ძალიან ცუდად ვარ... ის ქურთუკი აჩისია.
- მანდ წერია?
- ხო, რაღაც ქურთუკს ახსენებს და სავარაუდოდ ეგაა.
- ახლა რას ვიზამთ?
- ახლა? ახლა ბებიას საფლავზე უნდა წავიდე და მერე აჩის საფლავი ვიპოვო.
- რანაირად იპოვი?
- არ ვიცი, ჩვენს მეზობლად ბებოს მეგობარი ცხოვრობდა, იმედია ცოცხალია და ისევ აქ ცხოვრობს, მაგას ეცოდინება ყველაფერი...
დივნიდან წამოვხტი, მეორე სართულზე ავირბინე, ტანსაცმელი ჩავიცვი და ნოეს არ დავლოდებივარ ისე გავვარდი გარეთ..
- მოიცადე გოგო! მანქანაში მაინც ჩაჯექი. უკან ყვირილით მოყვა ნოე.
- აქვეა, რათმინდა მანქანა?
- ჰო რავიცი მეე. კაი მაშინ მედამელოდე.
- მალე მელლე...
რამოდენიმე მეტრში სახლი იდგა, მანდ ცხოვრობდა მარინა ბებო. სირბილით მივედი და კარზე დავაკაკუნე. ცოტახანი დავიცადე, მერე ისევ დავაკაკუნე. ხმა არ ისმოდა. უკვე იმედი მქონდა გადაწურული, როცა უკნიდან ხმა მომესმა.
- ვუი, შვილოო. რომელი ხარ მანდ?
- მარინაა ბებოო. სიხარულისაგან ავჟიტირდი და ქალისაკენ გავიქეცი, რომელიც სავარაუდოდ ბოსლიდან მოდიოდა, ორი დიდი სალთი ეკავა რძით სავსე.
- ნინა? ნინა შენახარ ბაბო ?
- ჰო მარინა ბებო, მე ვარ... მონატრებულ ქალს ჩავეხუტე და ხელები დავუკოცნე.
- როგორ ხარ ბაბო, სად დაიკარგე? საწყალი ნინას ამბავის მერე აღარ დამინახიხარ. თვალები ძირს დახარა მონატრებული მეგობრის ხსნეებაზე.
- ვიცი მარინა ბებო, ვიცი. უბრალოდ ვერ შევძელი...
- მესმის ბებია, ამხელა ქალი ვარ და რომ მახსენდება მე მეტირება ბებია, შენ რა მოგივა...
- დადიხართ ხოლმე საფლავზე? მორიდებით ვიკითხე, იმიტომ რომ ვიცოდი დამნაშავე მაგააშიც ვიყავი. როგორც იქნა ნოე გამოჩნდა და ჩვენთან მოვიდა.
- გამარჯობათ. სულს ძლივს ითქვავდა. გამეცინა.
- კაი გამარჯობა შენი, ვინაა ბებია ეს? მე გადმომხედა ქალმა.
- ეს, ეს ჩემი...
- მე ნინას საქმრო ვარ. თვალები შევანათე გაკვირვებით. მეგონა შეყვარებულს ან მეგობარს იტყოდა თქო.
- ოჰო, აღარ ხუმრობ ბებია შენ. სად იპოვე ასეთი სიმპათიური ჯეელი?
- მერე მოგიყვებით მაგაზე, რაღაცის სათხოვნელად მოვედი...
- ჰო ბებია, რაღაც მკითხე წეღან...
- ჰო ჰო, საფლავზე დადიართ თქო?
- კი ბებია აბა? სულ, ვასუფთავებ, სანთელს ვუნთებ და ყვავილიც მიმაქვს.
- ორქიდეა...
- ჰო ბაბო, ორქიდეა უყვარდა ცხონებულს... დედა დედაა, რას ვიფიქრებდი ასე მალე თუ გამომაცლიდა ღმერთი ყველას... თავი დანანებით გააქნია მოხუცმა და ახალგაზრდებს გადმოგვხედა...
- რა გინდოდა ბებია?
- მარიანა ბებო, ვიცი რომ ბებიას მეგობარი იყავით, ბავშვობის...
- ჰო ბაბო...
- აჩიზე გსმენით რამე? ვეცადე შეპარვით მეკითხა მაგრამ ვეღარ ვითმენდი...
- აჩი... გაოგნებულმა გადმომხედა... - შენ? შენ საიდან ბებია? საიდან იცი?
- გრძელი ამბავია, გპირდები აუცილებლად მოგიყვები... ანუ იცი ხო?
- ჰო, მხოლოდ მე ნინამ და აჩიმ ვიცოდით მათ შესახებ. მერე ნინას მშობლებმა გაიგეს და მანდ აირია ყველაფერი...
- შეგიძლია რაიმე დეტალი მომიყვე?
- რავიცი ბებია, რამახსოვს, რამდენი წელი გავიდა მას მერე. ერთადერთი რაც ვიცი, ისაა რომ თავი მოუკლავს საცოდავს.
- და როგორ? ან როდის?
- ამბობენ მდინარეში გადახტაო და მაგ მდინარეში თუ გადახტი ბებია კარგი არაფერი გიწერია, მითუმეტეს ზამთარში, როცა გიჟივით მირბის, ისეთი სწრაფია...
- კიდევ? მას მერე რამოხდა?
- განადგურებული იყო ნინა, არც დააცადეს წლის თავი, რომ გასულიყო და გამოეგლოვა ნორმალურად. ორი თვე ძლივს ძლიობით გაწერლა ბებიაშენმა და მერე დააქორწინეს. მერე მამაშენი შეეძინათ, მაგრამ ნინა ყოველთვის მიდიოდა მის საფლავზე და დამხობილი თხოვდა პატიებას...
- ანუ იცით სადარის მისი საფლავი?
- კი ბებია, რავა არ ვიცი...
- შეგიძლიათ, რომ წამიყვანოთ?
- რათ გინდა? მოხდა რამე? ვიფიქრე ახლა არ ჰქონდა აზრი მოყოლას, ან გიჟი ვეგონებოდი, ანდაც არ დამიჯერებდა, ამიტომ ვამჯობინე არაფერი მეთქვა იმაზე, რომ აჩის სილუეტს ვხედავ და დახმარებას მთხოვს...
- არაფერი მარინა ბებო, შემთხვევით სხვენში ბებიის ბლოკნოტი ვიპოვე და აჩიზე ჰქონდა ჩანახატები ჩაწერილი. უყვებოდა რაღაცეებს, მაგრამ მისი სიკვდილის მერე ნაწერი შეწყდა. ამიტომ მაინტერესებდა მისი საფლავის ადგილსამყოფელი.
- ჰო, სულ წერდა ნინა, რაც გულში ჰქონდა ფურცლებზე ანთხევდა. არ მეგონა თუ გადარჩა ეგ ბლოკნოტი. მახსოვს ახალი მოყვანილი ყავდა ალექსანდრეს, რაღაცაზე იკამათეს, მგონი აჩის ნივთი უპოვა ნინას და მაგ დღეს ყველაფერი გადაუყარა, ტანსაცმელი ნივთები, ყველაფერი რაც გააჩნდა, ყველაფერი რასაც მასთან შეხვედრისას იცმევდა. ეჭვიანი კაცი იყო პაპაშენი, სიგიჟემდე უყვარდა ნინა, ვის არ შეუყვარდებოდა, მთელი სოფლის სილამაზე იყო... მერე ამათვალიერა და ისევ გააგრძელა. - როგორ დამსგავსებიხარ ბებია, გაჭრილი ვაშლივით გავხარ, გიყურებ და მგონია, რომ ბებიაშენს ველაპარაკები... თავი დანანებით გააქნია და თვალებზე ჩამოსული ცრემლი მოიწმინდა.
- ჰო, ამბობენ, რომ ვგავარ...
- კი, ძალიან...
- შეგიძლიათ, რომ მიმიყვანოთ მის საფლავთან?
- ნინასი?
- არა, აჩის საფლავთან. ბებიასთან მეთვითონ მივალ...
- კი ბებია, მაგრამ შორია, ფეხით გაგვიჭირდება.
- მანქანა გვყავს. ნოე ჩაერთო ახლა ჩვენს საუბარში, რომელიც აქამდე იდგა და გატრუნული გვისმენდა...
- კარგი ბებია, შევიტან ამ რძეს, გამოვიცვლიდა წავიდეთ. ჩემი სიკვდილი, ამდენიხანი დაგაყუდეთ მეც, სულ გამოვშტერდი. შემოდით რა იქნება, ხაჭაპურს გაჭმევთ, პიტნის ჩაისთან ერთად...
- ახლა არა მარინა ბებო, სანამ წავალთ აუცილებლად გესტუმრებით.
- ჰო, როგორც გინდათ, შემოდით და წავიდეთ...
ერთ სართულიან ოდა-ს ტიპის სახლში შევედით, იატაკი ხის იყო, სიძველისაგან ჭრაჭუნობდა და ალაგალაგ ამოწეულიც იყო. ძველებური შპალერი ეკრა კედლებს, ერთ-ერთს, გარდაცვლილი მეუღლის პორტრეტი ამშვენებდა. შუაში შეშის ღუმელი იდგა, რომელზეც ძველებური ჩაიდანი იყო შემოდგმული, ეტყობოდა, რომ ახალი ჩამქრალი იყო ღუმელი, სუსტად ათბობდა ოთახს. მაგიდა და სკამები მარჯვენა კუთხეში იდგა, ცარიელი. სიმარტოვე ეტყობოდა სახლს.
ერთ-ერთი სკამი გამოვწიე და დავჯექი, ნოე მანქანის მოსაყვანად წავიდა. ქალი საძინებელში შევიდა გამოსაცვლელად...
- ბოდიში ბებია, გალოდინე. ხელების სავსავით გამოვიდა და თავსაფარი შეიკრა.
- არა, რის ბოდიში, გავიდეთ და გზაზე დაველოდოთ ნოეს.
- კი ბებია, კი...
სახლი დავტოვეთ და ნოეს დაველოდეთ, დიდიხანი არ დაუგვიანია. ჩვენს წინ მოაყენა მანქანა და ორივე ჩავსხედით... ქალი გზას აჩვენებდა ნოეს. მე კიდევ დაძაბული ვიჯექი სავარძელში, თითქოს ეკლები მქონდაო, ვერ ვისვენებდი ერთადგილას. ერთი სული მქონდა მას შევხვედროდი...
დაახლოებით თხუთმეტი წუთი ვიარეთ. მანქანა ცარიელ ადგილას გავაჩერეთ და მივადექით სასაფლაოს. სიცივით იყო გაჯერებული არემარე, მონაცრისფრო ქვებიდან იყურებოდნენ მიცვალებულნი. დავაკვირდი, ბებიის საფლავიდან მოშორებით იყო ეს ადგილი. რამოდენიმე საფლაი უკან მოვიტოვეთ და მივედით.
ვიცანი მისი გამოხედვა, მის ნაღვლიანი და ამავდროულად სიყვარულით მომზირალი თვალები შემეგებნენ... რკინის კარი ღჭრიალით გამოვაღე და მასთან ახლოს მივედი... ქარი ამოვარდა, ან შესაძლოა მხოლოდ მე ვგრძნობდი ამ ქარს. ჰაერში მიწის სუნი დატრიალდა და მივხვდი, ის აქ იყო... ხელი დავუსვი მის პორტრეტს და გავიღიმე.
- გიპოვე... ხმადაბლ დავიჩურჩულე. - გიპოვე და გავარკვიე ყველაფერი. ძალიან ვწუხვარ...
- მიპოვე, მაგრამ ერთ რამეს ვერ ვხვდები... გიყურებ და ვიცი, ნინა ხარ. მაგრამ ადრინდელივით აღარ გიკიაფებს თვალებში სიყვარული, როდესაც მე მიყურებ. მომესმა მისი ხმა, მაგრამ სილუეტს ვერ ვხედავდი.
- აჩი, შენ ვინც გიყვარდა და გიყვარს, ის ბებიაჩემია. მასაც ნინა ქვია, ისიც ჩემნაირად გამოიყურებოდა ახალგაზრდობაში.
- რა? ღმერთმანი, როგორ ვერ მივხვდი... შეწუხებული ხმით მითხრა. ნელა გავაპარე თვალი ნოესაკენ და მარინა ბებიისკენ, ნოე მიხვდა რაშიც იყო საქმე და მარინა ბებია იქით გაიყვანა, ელაპარაკებოდა...
- ბლოკნოტი ვიპოვე, სადაც ყველაფერი ეწერა თქვენს შესახებ.
- ვიცი, მასთან ვიყავი მაგ დროს, მაგრამ შმდეგ დამივიწყა, აღარ მიხმობდა, არ მიხსნებდა და მეც ვერ ვხედავდი მას.
- საოცრებაა. არ მჯერა ეს ყველაფერი, არ მინდა, რომ მჯეროდეს...
- და ის? ცოცხალია? ნაღვლიანი ხმით იკითხა პოლტერგეიტსმა.
- არა, უკვე 2წელია დავკარგე...
- ღმერთო... უნდა დამეხმარო ნინა, არის რაღაც, რაც მატერიალურ სამყაროში მტოვებს. უნდა იპოვო და გაანადგურო, დაწვი...
- ვიცი, ვიპოვე უკვე. უბრალოდ შენთან საუბარი მინდოდა.
- იპოვე? და რაარის?
- შენი ქურთუკი, ნაცრისფერი, ნაქსოვი ქურთუკი.
- როგორ ვერ მივხვდი, სანამ მე... ცოტახანი შეყოვნდა. სანამ მე იმ ნაბიჯს გადავდგავდი, ვეძებდი და დამვიწყებია, რომ მას ვათხოვე, როდესაც მის სანახავად ვიყავი, ციოდა.
- ჰო მესმის. ყველაფერს ისე ვიზავ, როგორც გინდა.
- როგორ მომენატრა... დააჩქარე ნინა, მინდა მას შევხვდე. მას ვუთხარი რომ...
- „ შეიძლება აქ ვერ, მაგრამ იმ სამყაროში მაინც ვიქნებით ერთად“ მე დავასრულე მისი ნათქვამი ფრაზა.
- საიდან იცი? ესეც ეწერა?
- კი, ყველაფერი...
ნელ-ნელა მისი სილუეტი გამოჩნდა, საკუთარი ქვის გვერდზე იდგა და ხელი ჰქონდა შემოდებული...
- რა ცუდი ფოტო შეარჩიეს არა? თავის პორტრეტს შეხედა და შემდეგ მე გადმომხედა. ლურჯი ტუჩები ჰქონდა, გაცრეცილი სახე და ჩალურჯებული ფრჩხილები...
- რატომ გააკეთე ეს?
- ვეღარ ვუძლებდი. მერჩვნა მოვმკვდარიყავი, ვიდრე უიმისოდ მეცოცხლა.
- საოცარი ადამიანი ხარ.
- ვიყავი, ალბათ ვიყავი... მადლობა ნინა. ბედნიერებას გისურვებ. გთხოვ დააჩქარე. ბოლო სიტყვები მითხრა და სილუეტი გაუფერულდა... თავი სიზმარში მეგონა. მომლოდინებისკენ გავიხედე, ფეხზე წამოვდექი და საფლავიდან გამოვედი...

- მადლობა მარინა ბებო. ახლა სახლში წავალთ და გპირდები მოგინახულებ...

- არაფრის ბებია, გელოდებით იცოდე... გადაგვკოცნა, ხელი დაგვიქნია და შინ შევიდა...

სახლში დაქანული მივედი. თითქოს არაფერიო, მაგრამ ფსიქოლოგიურად მოქმედებდა ეს ყველაფერი. ბებიის ოთახში შევედი და აჩის ქურთუკი გამოვიტანე. შემდეგ გარეთ გავედი და დავწვი. დავინახე როგორ ავიდა თეთრი სილუეტი ცაში და მივხვდი, რომ მე ის გავანთავისუფლე მატერიალური სამყაროდან. ის ახლა იქ იყო, სადაც მისი ადგილია. და ვინიცის, იქნებ ბებიაც ენახა...
- არ მჯერავს, რომ ეს ყველაფერი დასრულდა... ამოვისუნთქე და საყვარელ ადამიანს ჩავეხუტე.
- მიხარია, რომ ყველაფერი გაირკვა.
- დაგღალე ხო?
- არა, არა რა სისულელეა ჩემო პატარავ. პირველად დამიძახა ასე და მესიამოვნა.
- წამო დავისვენოთ.
- მმ, მომწონს ეს წინადადება. გაიცინა და ხელში ამიტაცა.
- რას შვები დამსვი. კისკისით ვუთხარი, მაგრამ არ დამიჯერა. მეორე სართულზე ამიყვანა, ოთახში შემიყვანა და ლოგინზე დამაწვინა.
- გინდა განტვირთვის შუადღე მოგიწყო? გამეცინა.
- შუადღე?
- ხო, აბა საღამო არარის და რა გიყო.
- კარგი მომიწყვე...


წამოსვლამდე, დანაპირები შევასრულეთ და მარინა ბებოს ვესტუმრეთ. მანაც შეარულა დანაპირები და ხაჭაპური გვაჭამა, პიტნის ჩაისთან ერთად... ცოტახანს ვილაპარაკეთ, შემდეგ დავემშვიდობეთ და თბილისისკენ დავიძარით...
რამოდენიმე საათში, ისევ ძველ რუტინას დავუბრუნდით. ნოე სამსახურში წავიდა, მე კი სახლში...
ბედნიერი ვიყავი, რომ ბებიაჩემის საყვარელი ადამიანის სული გავანთავისუფლე. ეს ყველაფერი ერთი დიდი სიგიჟე იყო ჩემს ცხოვრებაში, სიგიჟე, რომელსაც ნოე დაემატა და ახლა უკვე 2 სიგიჟე მქონდა.
აბაზანიდან გამოვედი და ლოგინზე მივესვენე. ტელეფონის ზარმა გამომიყვანა ფიქრებიდან.
- ხო ნოე, მშვიდობაა?
- კი ნინ, ერთ საათში გამოგივლი და ლამაზად ჩაიცვი კარგი?
- რა ხდება?
- სადღაც მინდა, რომ წაგიყვანო.
- აუ, ჯერ დაგვესვენა.
- მიდი მიდი, ნუ ზარმაცობ... ერთ საათში მზად იყავი იცოდე. პასუხის გაცემა არ დამაცადა ისე გამითიშა. თვალები ავატრიალე და ისევ ლოგინზე დავემხე. მაგრამ მერე მივხვდი, რომ ვერ აწყენინებდი. წამოვდექი, მოვემზადე და მის მოსვლას დაველოდე...

მერვე სართულიდან ისევ ბრახაბრუხით ჩავედი. სადარბაზოსთან მანქანა იდგა და მელოდებოდა.
- სად მიგყავარ? სავარძელში მოკალათებულმა ვიკითხე.
- სიურპრიზზ. გადმომხედა და მანქანა დაქოქა. მთელი გზის განმავლობაში ხმა არ ამოუღია.
ცოტახანში რესტორნის წინ გავჩერდით. გადმოვედით და ეზოში შევედით. არც შენობაში შევსუვართ და არც კუპეში. რესტორნის უკან, ულამაზესი ბაღი იყო, ნაირ ნაირი ყვავილებით მორთული. შუაში კი ორ კაციანი მაგიდა იყო გაშლილი. სახე გაბადრულმა გავხედე ნოეს.
- მოგწონს? ღიმილით მკითხა და ხელი წელზე შემომიცურა.
- ულამაზესია.
- შენ ხარ ულამაზესი...
- ეს რისთვის?
- ვივახშმოთ კარგი?
- კარგი... მიმტანმა ვახშამი მოგვართვა, ჩვენც გემრიელად მივირთვით. ხმა არც ერთს ამოგვიღია, უბრალოდ ვუყურებდით და გიჟებივით ვიღმოდით... ვახშმის დასრულების შემდეგ საიდანღაც მუსიკა გაისმა. ნოე წამოდგა, ჯიბიდან ყუთი ამოაძვრინა და ჩემს წინ დაიჩოქა. იმ წამს გული კინაღამ გადამიქანდა. ხელები ამიკანკალდა ნერვიულობისგან და სუნთქვა შემეკვრა.
- ნინა, მსოფლიოში ყველაზე ულამაზესო ქალო, ჩემო ქალო, გამომყვები ცოლად? ბოლო სიტყვებზე ცრემლები წამომივიდა. ხელები შემოვხვიე და მაგრად ჩავეხუტე...
- კი, კი კიიი!!! დავიყვირე და მაგრად ვაკოცე. თითზე ბეჭედი გამიკეთა და საცეკვაოდ ამაყენა... ის დღე ჩემთვის ყველაზე დაუვიწყარი და მოულოდნელი იყო. ესეც მესამე სიგიჟე!

დ ა ს ა ს რ უ ლ ი скачать dle 11.3




№1  offline მოდერი sameone crazy girl

კიდევ კარგი ის გამოჩენების მომენტები წაკითხული მქონდა თორემ ამ დროს რო წამეკითხა არ იქნებოდა მთლად სახარბიელო ჩემი ფსიქიკისთვის. დღიურმა გული ამიჩუყა რაღა დავმალო და მეზიზღებიან თვითმკვლელი ადამიანები, აჩი მართალია შეყავრბეული კაცია მაგრამ ძალიან სუსტი უფრო სწორად იყო smile smile საერთო ჯამში კარგი წასაკითხი იყო ინტრიგნული და ისეთი ბოლომდე წაკითხვას რომ მოგანდომებს.
წარმატებები smile heart_eyes heart_eyes

 



№2  offline ადმინი -venus-

sameone crazy girl
კიდევ კარგი ის გამოჩენების მომენტები წაკითხული მქონდა თორემ ამ დროს რო წამეკითხა არ იქნებოდა მთლად სახარბიელო ჩემი ფსიქიკისთვის. დღიურმა გული ამიჩუყა რაღა დავმალო და მეზიზღებიან თვითმკვლელი ადამიანები, აჩი მართალია შეყავრბეული კაცია მაგრამ ძალიან სუსტი უფრო სწორად იყო smile smile საერთო ჯამში კარგი წასაკითხი იყო ინტრიგნული და ისეთი ბოლომდე წაკითხვას რომ მოგანდომებს.
წარმატებები smile heart_eyes heart_eyes

უღრმესი მადლობაა♡♡♡

 




ჩემო მერვე საოცრებავ???????????????? ეს რაიყოო???????????????? ძალიან კარგიი იყო ❤❤❤❤❤ შოკიპიკიპანიკა❤❤

 



№4 სტუმარი nino

უფფფფფფფფფფფ, კარგი იყოოოოოოოოოოოოოოოოო

 



№5 სტუმარი სტუმარი likA

აღფრთოვანებული ვარ. ძალიან მომეწონა რო ვკითხულობდი მეც მათთან ვგრძნობდი თავს . იშვიათია ესე მომეწონოს რამე . ყოჩაღ ????????????

 



№6  offline ადმინი -venus-

ჯოჯოხეთის დედოფალი
ჩემო მერვე საოცრებავ???????????????? ეს რაიყოო???????????????? ძალიან კარგიი იყო ❤❤❤❤❤ შოკიპიკიპანიკა❤❤

nino
უფფფფფფფფფფფ, კარგი იყოოოოოოოოოოოოოოოოო

სტუმარი likA
აღფრთოვანებული ვარ. ძალიან მომეწონა რო ვკითხულობდი მეც მათთან ვგრძნობდი თავს . იშვიათია ესე მომეწონოს რამე . ყოჩაღ ????????????

მადლობა ჩემო კარგებოოო♡♡ მიყვარხართ♡♡

 




ვუააიმეეე რაკარგიიყოოო ^___^ აიიი ძააალიაან მომეწონააა <3 მართლა განსაკუთრებული და რაღაცნაირი იყო ^___^ ყოჩაღ ძალიაან მომეწონაა შესანიშნავად აღწერდი ყველაფერს და თვითონ ისტორიაც განსხვავებულიიყო <3

 



№8  offline ადმინი -venus-

ტკბილიწიწაკა
ვუააიმეეე რაკარგიიყოოო ^___^ აიიი ძააალიაან მომეწონააა <3 მართლა განსაკუთრებული და რაღაცნაირი იყო ^___^ ყოჩაღ ძალიაან მომეწონაა შესანიშნავად აღწერდი ყველაფერს და თვითონ ისტორიაც განსხვავებულიიყო <3

მასლობა ტკბილო წიწაკავ♡ ძალიან მიხარია, რომ მოგწონს და შევძელი ემოციების თქვენამდე მოტანა.
♡♡♡

 



№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ვაიმეეე, ძალიან კარგი, ორიგინალური და განსხვავებული იყო <3
საოცრად მომეწონა მეგუშ heart_eyes heart_eyes

 



№10  offline ადმინი -venus-

ჩემი ანიი♡♡ ძალიან დიდი მადლობაა♡♡

 



№11  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

რაგაც განსხვავებული ისტორიაა იყო ცოტაა კი შემეშინდააა .. ძალიანნ მომეცონაა

 



№12  offline ადმინი -venus-

ნარჩიტა
რაგაც განსხვავებული ისტორიაა იყო ცოტაა კი შემეშინდააა .. ძალიანნ მომეცონაა

მადლობა დიდი, მიხარია,რომ განსხვავებული ისტორია გამომივიდა და მოგეწონათ ♡♡

 



№13  offline აქტიური მკითხველი La-Na

ზოგადად ასეთი ისტორიების წაკითხვა ძალიან მიყვარს, მითუმეტეს თუ კარგად არის დაწერილი.შენ კი მართლაც კარგად გაქვს ყველაფერი აღწერილი.აჩიზე დამწყდა გული თავი რომ მოიკლა,თუმცა ალბათ წამიერი სისუსტე ყველა ადამიანს გვაქვს და ეს იყო ნათქვამი ამ სიტუაციით.კარგად წერ და ველი ახალ ისტორიას
--------------------
ლ.ქ.

 



№14  offline მოდერი ენემი

მე ყველაზე ბევრი რამ მაქ სათქმელი :D,
პირველი თავი რომ წავიკითხე,
ველოდი როდის დაიდებოდა მეორე,
შემდეგ მესამეს ველოდი,
მაგრამ რომ გკითხე როდის იქნებოდა,
გამახარე და მითხარი მალე დავდებ სრულად'ო,
მე მითხარი პირველად რა მოხდებოდა,
მე ვიცოდი პირველად რომ სრულად დადება გადაწყვიტე,
რაც შეეხება უშუალოდ მოთხრობას,
დარწმუნებული ვარ ჩემი აზრი უკვე იცი,
მაგრამ მაინც ვიტყვი,
მომეწონა აჩი,
რაც არ უნდა ყოფილიყო,
ის მართლაც კარგი ადამიანი ყოფილა,
შესძლებია სიყვარული
და
მისი საყვარელი ადამიანის გარეშე სიცოცხლე'ც არ უნდოდა,
ბევრი სულ სხვა ცხოვრებას დაიწყებდა,
მის ჯიბრზე სხვას მოიყვანდა ცოლად და ა.შ.,
მაგრამ აჩი სხვაა,
ლაჩრულად მოიქცა'ო იტყვიან,
მაგრამ ტანჯვას და საყვარელი ადამიანის სხვასთან ნახვას სჯობს სიკვდილი,
მე მესმის მისი, იმიტომ რომ
ის უბრალოდ აჩი'ა.
ნინას (ბებიის) საქციელი არ მომეწონა,
მშობლები გიყვარდეს და უჯერებდე რაიმეს სხვაა,
მაგრამ საკუთარ ცხოვრებაში ასე ჩარევის უფლება არ უნდა მიეცა,
უნდა წასულიყო აჩისთან ერთად შორს,
აჩის სიკვდილის შემდეგ,
თუ მას მართლა უყვარდა არავის დათანხმდებოდა ამ ქორწინებაზე,
თუნდაც ისიც აჩის გამო თავს მოიკლავდა (ვიცი რომ ცუდ რაიმეს ვამბობ),
რამეს გააკეთებდა და არ დაჰყვებოდა მშობლების ნებას,
ეტყოდა ალექსანდრეს,
რომ მისი ცოლობა არ სურდა,
და საერთოდ შვილსაც არ გააჩენდა მისგან,
და
არამც თუ შვილი მიახლოების უფლებასაც არ მისცემდა,
მე ვერ ვამართლებ ნინას (ბებოს),
ვცდილობ მაგრამ არ შემიძლია,
შეიძლება ალექსანდრე კარგი ადამიანი იყო მაგრამ მე 'შემზიზღდა',
ნინა და ნოე,
ძალიან საყვარელი წყვილია,
ნინაზე დიდია ნოე მაგრამ ერთად არიან,
და
ნინა, ბებიის შეცდომას არ გაიმეორებს არასდროს,
ტკბილი და თბილია ნოე, როგორც აჩი.
მთლიანობაში საოცრებაა,
ასეთი სტილის ისტორია მე აქ არ მინახავს,
გამორჩეულობა გიყვარს მეგ,
მეც ზუსტად ეგ მიყვარს შენი,
ველი კიდევ ბევრ,
გამორჩეულ,
ფანტასტიკურ,
საოცრება,
დამაინტრიგებელ,
ბომბა :D
ისტორიას.
ვიცი რომ მელოდი მე,
ყველაზე მეტად გაინტერესებდა ჩემი კომენტარი,
მაგრამ მაინც, გქონდა ნაფიქრი თუ რას დაგიწერდი,
მე კი, უსინდისოდ გალოდინე,
მეპატიება innocent
ძალიან ძალიან მიყვარხარ საოცრება გოგო'ვ kissing_heart

 



№15 სტუმარი სტუმარი bells

aii es motxroba swored es isaa romelmac didi emocia damitova da chem pavoritad darcheba samudamod... madloba shen rom dawere es motxroba

 



№16 სტუმარი Wilson

Sityvebi ar myofnis raa...gaumadzgarivit ar mindoda damtavrebuliyo.:((( martla dzalian emociuri iyo yochag! <3

 



№17  offline ადმინი -venus-

სტუმარი bells
aii es motxroba swored es isaa romelmac didi emocia damitova da chem pavoritad darcheba samudamod... madloba shen rom dawere es motxroba

ძალიან დიდი მადლობა, თქვენ არ იცით როგორ მიხარია ასეთი სიტყვების მოსმენა, იმედია ბოლომდე ჩემი მკითხველი დარჩებით ♡♡

Wilson
Sityvebi ar myofnis raa...gaumadzgarivit ar mindoda damtavrebuliyo.:((( martla dzalian emociuri iyo yochag! <3

მადლობა დიდი♡ ძალიან გამახარე♡♡♡

 



№18  offline წევრი Hela

ძალიან საუცხოო იყო და ლამაზი წასაკითხი

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent