შესვლა
რეგისტრაცია
გოგო

ლურჯი ნათება #2


14-11-2017, 15:29
ავტორი TeddyBear
ნანახია 375

ლურჯი ნათება #2

თავი 2

საათი დილის ექვსს უჩვენებდა, ცა ჯერ კიდევ დაფარულიყო შავი საბურველით. კაფე „La Mone“-დან ხმამაღალი ტემბრით მოისმოდა Two Feet-ის Love is a bitch. კაფე თითქმის დაცარიელებულიყო, მხოლოდ ორიოდე კლიენტიღა შერჩენოდათ მაგიდებს. სამზარეულოში ღიღინით ამზადებდა შეფმზარეული იტალიურ კერძს - რიზოტოს.
-ძალიან დავიღალე, ერთი სული მაქვს სახლში როდის მივალ.- დაღლილი ხმით ამოიჩურჩულა თინამ და ანას ჟღალ თმებში აათამაშა თითები.- შენ ხვალაც ღამის ცვლა გიწევს ?
-ჰო, ჯაბამ ასე თქვა.- ამოიხვნეშა ანამ და სკამიდან წამოიწია, მაგიდაზე მდგარი სახილედან ვაშლი ამოიღო და ტუჩებს შორის მოიქცია.- მიკვირს ჯერ კიდევ ,რომ არ გამანთავისუფლა სამსახურიდან. სხვა მის ადგილას ნამდვილად არ მაპატიებდა ამდენ გაცდენას.
-ჯაბა არ არის ცუდი ადამიანი.- თინაც წამოიწია სკამიდან და იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას.- მართლა ცდილობს რომ გაგიგოს, ხომ იცი არა ?
-ვიცი, ვიცი.- გაიღიმა ანამ.- იცი ხანდახან მგონია ,რომ ჩემს გარშემო ყველაფერი ფეთქებადია. აი წარმოიდგინე რაღაცას მთელი ძალით ვებღაუჭები, ჩემკენ მომყავს და როგორც კი ახლოს ვიგულებ მაშინვე „ბახ“ და ჩემთან აღარ არის.
-ასეც ხდება ხოლმე, ვერაფერს ვიზამთ.- მხრები აიჩეჩა გოგონამ და სამზარეულოდან გამოსულ მზარეულს გააყოლა მზერა.- კარგი ტიპია.
-ჰო, საყვარელია.- გაიღიმა ანამ და მათკენ წამოსულ მზარეულსაც გაუცნობიერებლად შეჰღიმა.
-აბა რას შვრებით, ხომ არ მოიწყინეთ ?.- ღიმილნარევი ხმით დაიგუგუნა ბიჭმა და გოგონების გვერდით ერთ-ერთ სკამზე დაიკავა ადგილი.
-მოწყენით რა მოგახსენო მაგრამ კი დავიღალეთ და სახლში გვინდა.- გაიკრიჭა თინა და სამზარეულოდან გამოსულ სურნელზე გაუცნობიერებლად შეათამაშა ცხვირი.
-გასინჯავთ ?.- სამზარეულოსკენ გაიხედა ბიჭმა.
-შეიძლება ?.- სიხარულისგან ადგილზე შეკუნტრუშდა თინა.- დილიდან არაფერი მიჭამია.
-როგორ არ შეიძლება.- გაიღიმა ბიჭმა და ფეხზე წამოიმართა. დინჯი ნაბიჯებით გაემართა სამზარეულოსაკენ და ორ თეფშზე გადაანაწილა რიზოტო.
-ეს ბრინჯია ?.- შუბლი შეჭმუხნა თინამ.
-ჰო. რა მოხდა ?
-არა, არაფერი. უბრალოდ არ მიყვარს.
-ჯერ გასინჯე იქნებ და მოგეწონოს, რიზოტოსთვის სამი ბრინჯის სახეობა გამოიყენება.
-სამი ?.- პირი დააღო ანამ და მის წინ მდგარ თეფშს დააკვირდა.
-ჰო სამი.- სიცილით დაიქნია ბიჭმა თავი.- არბორიო, კარნაროლი და ვიალონე ნანო.
-ოჰო, გემრიელი იქნება.- კმაყოფილმა ჩაიღიმა ჟღალთმიანმა და ხელები ერთმანეთს გაუხახუნა.- იტალიაში დიდი ხანი ცხოვრობდი ?.- პირგამოტენილმა ჩაილაპარაკა და ბიჭს გადახედა.
-არც ისე, მხოლოდ სამი წელი და ისიც სწავლის მიზნით.
-და რომელ უნივერსიტეტში სწავლობდი ?
-არა, არა, უნივერსიტეტში არ მისწავლია.- გაეცინა ბიჭს.- იტალიაში ერთ ოჯახში ვცხოვრობდი. სწორედ მათ შემასწავლეს პატარა კულინარიული საიდუმლოებები.
-საინტერესოა, იტალიაში როცა წავალ პირველი რა უნდა გავსინჯო ?.- წარბაწეული ჩაეკითხა თინა.
-თუნდაც რიზოტო.- გაეღიმა ბიჭს.
-გავითვალისწინებ. იცი, მგონი დავთვერი და არ ვიცი როგორ.
-რიზოტოში თეთრი ღვინოა გარეული თუმცა არა მგონია მას დაეთვრე.- შეჰღიმა ბიჭმა.
დილის შვიდ საათზე დასრულდა ანას ღამის ცვლა, გოგონა ღიმილით წამოიმართა ფეხზე და მეგობრებს დაემშვიდობა. გადაღლილი გაუყვა გზას სახლისაკენ, ქუჩაში ისევ სასიამოვნოდ დაესადგურებინა წვიმისაგან შემორჩენილ სურნელს.

*-*-*-*-*-*-*

დავით ჭელიძის დილა ყავის სმითა და კომპიუტერთან მჯდომი საბუთების გასწორებით შემოიფარგლებოდა. ჭელიძეს ერთგვარი დილის რიტუალი ჰქონდა, ხმაურს ვერ იტანდა და განსაკუთრებით საუზმის დროს ხმას არ ამოაღებინებდა მასთან მჯდომ ადამიანებს. ახლაც ლეპტოპში თავჩარგული თან ჭამდა, თან კი საბუთებს ასწორებდა. ნატაც საქმიანად ჩასჩერებოდა ესკიზებს და ამრეზით დასცქეროდა მწვანე ტანზე გამოყვანილ კაბას.
-არცერთი არაფრად ვარგა, ნაგავია.- გაღიზიანებულმა მოისროლა ესკიზები და ფეხზე წამოდგა.- დავით ყველა მხატვარი უნიჭოა ვინც კი გვყავს.
-ნატა ძალიან გთხოვ დაწყნარდი და შენს ადგილს დაუბრუნდი, ახლა არ მცალია.- მკაცრი გამომეტყველებით ახედა ქალს და თვალებით სკამისკენ მიუთითა.
-დავით ასე არ შემიძლია.- გაღიზიანებულმა ამოიკივლა ქალმა.- ექვს თვეში ჩვენება მაქვს, მე კი ერთი ექსკიზიც კი არ მაქვს ბოლომდე შექმნილი მითხარი რა ჯანდაბა გავაკეთო ?!
-იცი პრობლემა რაშია ნატა ? ექსკიზები თვითონ უნდა შექმნა!
-შენ იცი ,რომ მე...
-ვიცი და სწორედ ამიტომ მიკვირს ამ სფეროში ,რომ ხარ.
-დავით მაღიზიანებ იცი ?!.- დაიკივლა ქალმა.- იმის მაგივრად ,რომ დამამშვიდო უფრო მაღიზიანებ.
-მე დამამშვიდებელი არ ვარ ნატა, შეგიძლია აფთიაქში წახვიდე და იყიდო!
-ვერ გიტან!
-ვერც მე! თუმცა ჯერ-ჯერობით გიტან როგორც ხედავ და შეიშნოვე!.- ფეხზე წამოიმართა კაცი და მისაღებში მჯდარ პატარა ბიჭუნას მიუახლოვდა.- სანდრი წასვლის დროა.- შეჰღიმა ბავშვს და ხელი გაუწოდა. პატარა დინჯად წამოდგა ფეხზე, დივანზე მიდებულ ჩანთას დასწვდა და ბეჭებზე მოიკიდა, ოდნავ შეკოტავდა, ძლივს ძლივობით გადადგა ნაბიჯები გასასვლელისკენ.- მომეცი მე წამოვიღებ.- ბავშვის ჩანთას დასწვდა დავითი.
-არ მინდა, უკვე დიდი ვარ და მეთვითონაც შემიძლია.- შუბლი შეჭმუხნა ბავშვმა.
-სანდრი წაიქცევი.- გაიცინა კაცმა და მაინც აართვა ბავშვს ჩანთა.- შენ ბაღიდან ,რომ წამოხვალ მერე წამოიღე კარგი ?
-კარგი.- ამოიჩურჩულა სანდრიმ და კარებში ჩამდგარ მისთვის უცნობ ქალს ააყოლა მზერა.- მამა ეს ვინ არის ?.- ტელეფონში თავჩარგულ კაცს გაჰხედა ბავშვმა და პიჯაკის ბოლო თითებით ჩამოქაჩა.- მა!
ჭელიძემ ამოჰხედა ქალს, ნაცნობი ჟღალი თმების დანახვისას უხერხულად შეიშმუშნა და გუშინდელით გუნებაწამხდარი ანაზდად მიესალმა ქალს. ანა ამინდის შეუსაბამოდ თხელ შვინდისფერ ელასტიკსა და შავ მოკლე კაბაში გამოწყობილიყო, უხერხულად ჩამომდგარიყო ბავშვის წინ და გაკრეჭვისაგან ატკიებულ ყბებზე ისვამდა თითებს.
-ლესლის წასაყვანად მოხვედი ?.- თვალის მოუშორებლად ამოილაპარაკა ჭელიძემ.
-დიახ.- თავი დაიქნია ანამ და შეშუპებულ თვალებთან მიიტანა თითები. ახლაღა შეამჩნია ჭელიძემ ქალის დაღლილობისაგან ჩამუქებული უპეები და გამხდარი სხეული. ეს ჟღალი პატარა გოგო საიდანღაც ეცნობოდა, სადღაც მისთვის მიუსავალი წარსულის კუნჭულიდან თუმცაღა ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყო საიდან.
-სახლში შედი, ნატა სამზარეულოში იქნება.- ჭელიძე გვერდით გადგა, კარებთან დამდგარ შვილს ხელით უბიძგა და ქალი სახლში შემოატარა.
-მა.- ყურთან ახლოს უჩურჩულა სანდრიმ. ჭელიძემ ინტერესით გადახედა შვილს.- ვინ არის ?.- სამზარეულოს კარებთან მდგომ ქალს გახედა სანდრიმ.
-ლესლის ასეირნებს ხოლმე მა.- გაუცინა შვილს და ხელში აიყვანა. სახლიდან ახალი გამოსულები იყვნენ, უკნიდან ნატასა და ანას ნაბიჯების ხმა რომ შემოესმათ. ქალმა ამრეზით გადახედა ჭელიძეს და მანქანაში ჩაჯდა.- წამოდი ქალაქში გაგიყვანთ.- ჭელიძემ უკან მოუხედავად დაუძახა ანას.

*-*-*-*-*-*

ჭელიძე კაფე „Blue Light”-ის წინ იდგა, ამაყად უსმენდა შიგნიდან გამომავალი სიმყუდროვის ხმას. ეს ადგილი უყვარდა, ახსოვს მამამისი ოთახის შუაში მდჯარი, წინ გადაშლილი მოლბერტითა და საღებავებით. ამ ოთახში შესრულებული ნახატიც ახსოვს, ქალის შიშველ სხეულზე შემოხვეული კაშკაშა წითელი პერანგი და თავისი ბავშვური ინტერესით მომზირალი თვალები.
ბოლოს ყველაფერი გაქრა ჭელიძის თვალთახედვიდან, აღარც მამამისის სილუეტი ამშვენებდა ოთახის შუაგულს და აღარც ქალის ნახევრად შიშველი სხეული.
-რას აპირებ ?.- უკნიდან მიუახლოვდა ჭელიძეს მეგობარი.- ეს ადგილი უბრალო რომ არ არის შენთვის ვიცი.
-იმას გავაკეთებ რაც მამას უნდოდა, ოცნებას ავუსრულებ და ხელოვანი ადამიანებით გავავსებ აქაურობას.
-მამაშენი იამაყებდა შენით.- მხარზე ხელით დაეყრდნო ლაშა.
-არამგონია, ეს ადგილი პატიოსნებით ნამდვილად არ შემიძენია.
-რას გულისხმობ ?.- გაკვირვებული ხმით ამოიჩურჩულა კაცმა.
-ცუდი ადამიანი ,რომ ვარ გეცოდინება ლაშა.- შუბლზე თითები გაისვა ჭელიძემ.- ამ კაფეს ჩემამდე ჰყავდა პატრონი, სესხი ჰქონდა აღებული და ნელა, პატიოსნად იხდიდა.
-მაგრამ ?.- ჩაეძინა მეგობარი ჭელიძეს.
-მე უბრალოდ ეს ადგილი მინდოდა დამებრუნებინა!
-დავით!.- გაოგნებისაგან უკან გადადგა ნაბიჯები ლაშამ.- რა გააკეთე ?
-სესხი არ გადაუვადეს.- ამოიგმინა კაცმა.- ჩემს გამო.- ამოიჩურჩულა ბოლოს და დინჯი ნაბიჯებით გაემართა კაფესაკენ.

*-*-*-*-*-*

-დღეს „Blue Light”-ს ხსნიან.- ამოიჩურჩულა ანამ და პარკში მოთამაშე ბავშვებს გააყოლა თვალი.- ეს კაფე ადრე ჩემი იყო, ჩემთან ერთად სუნთქავდა ახლა კი...
-ყველაფერი კარგად იქნება ანა.- მხარზე ჩამოაყრდნო თავი თინამ.- იქნებდა შევძლოთ კაფეს გამოსყიდვა ახალი მესაკუთრესგან.- იმედიანი ხმით შეჰღიმა გოგონამ.
-არ ვიცი თინა. ყოველთვის ოპტიმისტი ვიყავი მაგრამ ახლა, ახლა უბრალოდ აღარ მჯერა ,რომ დავიბრუნებ მას.
-ანა ასე არ შეიძლება!
-მართალი ხარ თინა, არ შეიძლება!.- ფეხზე წამოდგა ანა და მის ფეხებთან მოთამაშე ლესლი აიყვანა ხელში.- ეს კაფე ჩემი სახლი იყო, ჩემი!
-წახვალ გახსნაზე ?
-წავალ, ასე მაინც ვიქნები ახლოს და იქნებ მერე მართლაც შევძლო მისი დაბრუნება.
-ჩვენი შეფმზარეულისგან გავიგე ,რომ კაფეში ხელოვანები ესაჭიროებათ, მოკლედ, არ ვიცი რაღაც პროექტზე მუშაობს ახალი მეპატრონე, ხოდა შეგიძლია როგორც მხატვარი მიხვიდე.
-ჰო, ასე ვიზამ.- თავი დაიქნია გოგონამ და საათს დახედა.- ლესლის გავასეირნებ თორემ ვეღარ ისვენებს.- გაეცინა ანას და ძაღლი მიწაზე ჩამოსვა.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Anna

არა ლოგიკურად დასრულდა ეს თავი , წინა თავი ისე მორჩა მგონი გაგრძელება უნდა ყოფილიყო აქ,არა?

Anna
არა ლოგიკურად დასრულდა ეს თავი , წინა თავი ისე მორჩა მგონი გაგრძელება უნდა ყოფილიყო აქ,არა?


* დაიწყო,უნდა მეწეროს

 



№2  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ასე უცბად ისეთ თემაზე გადახტი რომელიც წინა თავს არ შეესაბამებოდა. ცოტა არიყოს და ულამაზოდ მომეჩვენა. თუნდაც ერთი აბზაცი მაინც უნდა დაგეთმო იმ ამბისთვის რითაც წინა თავი დაასრულე.

 



№3 სტუმარი სტუმარი Lia

Saintereso d agrzeleb❤❤❤

 



№4  offline მოდერი TeddyBear

Anna
არა ლოგიკურად დასრულდა ეს თავი , წინა თავი ისე მორჩა მგონი გაგრძელება უნდა ყოფილიყო აქ,არა?

Anna
არა ლოგიკურად დასრულდა ეს თავი , წინა თავი ისე მორჩა მგონი გაგრძელება უნდა ყოფილიყო აქ,არა?


* დაიწყო,უნდა მეწეროს

Anuki96
ასე უცბად ისეთ თემაზე გადახტი რომელიც წინა თავს არ შეესაბამებოდა. ცოტა არიყოს და ულამაზოდ მომეჩვენა. თუნდაც ერთი აბზაცი მაინც უნდა დაგეთმო იმ ამბისთვის რითაც წინა თავი დაასრულე.


ჰო, არალოგიკურად ნამდვილად დაიწყო ვერ შეგედავებით.
უბრალოდ მუზას საითაც უფრინდება იქით ფრენს. ბანალური დაწყება გამოდიოდა იმ შემთხვევით ,რომ გამეგრძელებინა, შესაბამისად მხატვრული გაფორმება ვარჩიე.

სტუმარი Lia
Saintereso d agrzeleb❤❤❤

დიდი მადლობა ❤

 



№5 სტუმარი სტუმარი თათუ

ძალიან მომწონს და მოგყვები სიამოვნებით❤️

 



№6  offline მოდერი TeddyBear

სტუმარი თათუ
ძალიან მომწონს და მოგყვები სიამოვნებით❤️

დიდი მადლობა თათუ, მახარებ ❤

 



№7 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian momeconaaa. Gtxov gaagrzele da male dade raaa. Carmatebebii

 



№8  offline მოდერი TeddyBear

Qeti qimucadze
Zalian momeconaaa. Gtxov gaagrzele da male dade raaa. Carmatebebii

დიდი მადლობა თბილო, შევეცდები დიდხანს არ გალოდინოთ ❤

 



№9  offline წევრი mimimimo

შვილიც ჰყოლია ჩვენს ყმაწვილს (რაღა ყმაწვილი, მაგრამ...)
ანნას გარეგნობით მოხიბლული დავრჩი.
მგონი ყველა მიხვდა წინა თავი რა სიტუაციით დასრულდებოდა, ამიტომაც მე ვთვლი, რომ სწორად მოიქეცი ახალი თავი ახალი სიტუაციით, რომ დაიწყე.
როდის მეღირსება ამათი ნორმალური საუბარი?
უჟმური ყმაწვილი.
როგორ მაინტერესებს გახსნაზე რა სიტუაცია იქნება.
მომეწონა.
წარმატებები!

 



№10  offline მოდერი TeddyBear

mimimimo
შვილიც ჰყოლია ჩვენს ყმაწვილს (რაღა ყმაწვილი, მაგრამ...)
ანნას გარეგნობით მოხიბლული დავრჩი.
მგონი ყველა მიხვდა წინა თავი რა სიტუაციით დასრულდებოდა, ამიტომაც მე ვთვლი, რომ სწორად მოიქეცი ახალი თავი ახალი სიტუაციით, რომ დაიწყე.
როდის მეღირსება ამათი ნორმალური საუბარი?
უჟმური ყმაწვილი.
როგორ მაინტერესებს გახსნაზე რა სიტუაცია იქნება.
მომეწონა.
წარმატებები!


ძალიან დიდი მადლობა ჩემო საყვარელო ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent