შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოფილი ცოლის სურნელი 18+ (1)


14-11-2017, 23:26
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 2 599

ყოფილი ცოლის სურნელი 18+ (1)

მაშინ, როდესაც მინის ფანჯრებში მთვარის შუქი ცდილობდა შემოღწევას და ჩაბნელებულ სახლში ყველა ნივთი გარინდულიყო, გრძელ აბრეშუმის ხალათში გამოწყობილი ქალი აივნის ვერანდაზე იჯდა და სიგარეტით ხელში ფინჯან ყავას შეექცეოდა. არ ანაღვლებდა, რომ ქალაქში ყველაზე მაგარი ყავა ღამით ძილს დაუფთხობდა, რადგან ისედაც აღარ ეკარებოდა ტკბილი სიზმრები.
მანქანები ხმაურობდნენ თექვსმეტი სართულით დაბლა. ყველა მეზობელი ფანჯრიდან გამოდიოდა მოუსვენარი აჟიოტაჟის ხმა და სინათლე. მხოლოდ ეს სახლი იყო ჩაბნელებული, ვარსკვლავებისა და მთვარის იმედად დატოვებული.
ქალმა აივნის მოაჯირზე მიყუდებული მძიმე გიტარა გაჭირვებით აიღო და ფეხებგადაჯვარედინებულმა კალთაზე დაიდო. გრძელი თითები ჰაეროვნად ჩამოჰკრა სიმებს და მაშინ, როცა მდუმარება ღამის წყვდიადზე გამარჯვებას ზეიმობდა, მან ბულბულის მსგავსი ჰანგები გააჟღერა უმშვენიერესი ბაგეებიდან:
„თუ მოგენატრე, არ დამიძახო, მე აღარ მოვალ,
დამღალა ცდამ და ლოდინში დავკარგე თავი.
აზრი აღარ აქვს ოცნებას და უმიზნოდ მოცდას
რადგანაც ალბათ დღეს სხვამ გაგიღო მაგ გულის კარი.
გახსოვს? ათას ვარდს ადარებდი ჩემი თმის სურნელს
შენი კვალი კი გამომშრალ სხეულს ისევ ატყვია,
მკლავების ალერსს გაცრუება იმედის მოსდევს
და მეც ჩავკალი ფერად პეპლების მთელი არმია“.
რამდენიმე მეზობელიც მოეცვა გრძნობებისგან დატოვებულ კვალს, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში სიყვარულისგან გამოწვეული ტკივილი იყო და სევდამოგვრილები უსმენდნენ ქალის დამატყვევებელ მელოდიას. მას „წყვდიადის ქალღმერთს“ ეძახდა ყველა, ვისაც ერთხელ მაინც ჰყავდა ნანახი. და მართლაც, დილის სინათლეში გრძნეულივით იპყროდა ყველა გარშემომყოფის ყურადღებას, მაგრამ ღამით.... ღამით ნამდვილი ცისკრის ვარსკვლავი იყო, რომელიც თითქოს სიბნელის ყველა საიდუმლოს ცოცხლად დაატარებდა და ერთი მზერით ნუსხავდა მათაც, ვისაც სიყვარულის მსგავსი ნატიფი გრძნობა არასოდეს სწვეოდათ.
ნაშუადღევს, წყვდიადის ქალღმერს, კარზე მოულოდნელი ბრახუნი შემოესმა. შეწუხებული სახით გააღო, თუმცა ზღურბლზე არავინ დახვდა. დახვდა მხოლოდ ფერადყდიანი წიგნი:
„ყოფილი ცოლის სურნელი“ - ელიზაბედ რეიდი.
წყვდიადის ქალღმერთმა გაოცებით შეათვალიერა წიგნი... ეპილოგი წაიკითხა და საოცარმა კანკალმა შეიპყრო მისი ძალაგამოცლილი სხეული.
გონებაში ათასი მოგონება ამოუტივტივდა, ერთმანეთს შეერწყა და ერთიანი ძალებით ცდილობდნენ ქალის კიდევ უფრო მეტად განადგურებას.
„დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.
სიყვარულის ისტორია შურისმაძიებელ ქალსა და უსიყვარულო კაცზე, რომელთაც გრძნობებმა სძლიეს“ - ეწერა დასაწყისში.
ქალს წამით ეგონა, რომ მიწისძვრა იყო, ისე შეუტოკდა მთელი ტანი და გულზე ნაიმფაქტარივით მიიდო ხელი - გამალებით უძგერდა. ყურები დაჰგუბებოდა შოკისგან და გამაყრუებელი სიჩუმის მიღმა ვიღაც შემაძრწუნებლად ბზუოდა.
ამ დღეს უალკოჰოლოდ ვერ გადაიტანდა... ერთი ბოთლი წითელი ღვინო მიიდგა და თეთრ ტყავის ტახტზე პანტერესავით გადაიშალა. წიგნის კითხვას შეუდგა წყვდიადის ქალღმერთი:

„ ივანე ყველაზე უემოციო კაცი იყო მთელ დედამიწაზე. ფიქრები მაგრად ჩაეგუბებინა გონებაში და მხოლოდ მაშინ ლარაპაკობდა, როცა ამას საჭიროება მოითხოვდა. ბევრი მეგობარი ჰყავდა, მაგრამ არც ერთი მესაიდუმლე. თუმცა იშიათად თუ გაირბენდა მის ცხოვრებაში ისეთი ისტორია, რომელიც საიდუმლოებასთან იქნებოდა დაკავშირებული.
ივანე ქალების ყურადღების ცენტრში იყო მუდამ, მაგრამ მის ყურადღებას მხოლოდ ერთი ღამის პარტნიორები იქცევდნენ. ემოციებისგან გაწმენდილ მის გულს, არ სურდა უცხო სხეულებთან ხშირი კონტაქტი და ზედიზედ რამდენიმე დღით იმისი ალერსი, რომლის ნაზი კანი სრულიადაც არ აღძრავდა მასში სიყვარულს. ივანეში საერთოდ არავინ აღძრავდა სიყვარულს.
მეგობრები ივას ეძახდნენ, ხშირად ეხუმრებოდნენ, მაგრამ სიფრთხილე მათი გამუდმებული თანამგზავრი გამხდარიყო ამ კაცთან ურთიერთობისას. ქალები კი აღმერთებდნენ მის თეთრ კანს, შავ თმასა და მწვანე თვალებს, რომელიც იშვიათი წარბების ფონზე, მის უემოციო სხეულს მიმზიდველობასთან ერთად, სისასტიკესაც სძენდა. მანდილოსნები ხომ ხშორად აღმერთებენ მას, ვინც სასტიკია. რატომღაც, ისეთი აზროვნება დაინერგა ჩვენს სამყაროში, რომ სიმკაცრე გამბედაობასა და უშიშარობასთან ასოცირდება...
ივანე არც საშიში იყო, არც მკაცრი და არც სასტიკი, თუმცა გარშემომყოფემა ეს ნამდვილად არ იცოდნენ. პირიქით, რაც უფრო შორს დაიჭერდა ხალხი მისგან თავს, მით უფრო ბედნიერი იქნებოდა მარტოდარჩენილი კაცი.
ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც მზიანი ამინდის ფონს ჩიტების ჭიკჭიკი ამშვენებდა, სინათლე რაღაც გამაოგნებელმა ღამის მწუხრმა მოიცვა და ბინდი ისე შეეპარა სისხამ დილას, თითქოს ამაში საეჭვო არაფერი ყოფილიყო. ივანეს ბარის მოპირდაპირე მხარეს პატარა კაფე გაიხსნა, თუმცა კაცი ნამდვილად არ შეუშინებია ამ ფაქტს, რადგან მსგავს მცირე ბიზნესებს კონკურენტუნარიანად არ თვლიდა.
საღამოს ივანეს ბარში ქალი შემოვიდა. ზოგადად, ქალის შემოსვლა ნამდვილად არ იყო გასაკვირვებელი ფაქტი, მაგრამ ამ შემთხვევაში.... ის საოცრება იყო. თითქოს, სწორედ ახლა აეხადა ფარდა მთელი დღე, მზისგან განათებულ ცას რატომ გადაჰკვროდა ღამის ბურუსი - დაბურულ ქუჩაზე, რომელსაც ლამპიონებიც აღარ ანათებდნენ, მთვარის მაგიას ჰგავდა ამ ქალის სურნელი და ვნებით ანთებული თვალები. ის იყო ავტორი და მმართველი ყოველი სიბნელისა, რომელიც შლეიფივით მოჰყვებოდა უკან მის სიკაშკაშეს.
ქალს აბრეშუმის პრიალა, მწვანე კაბა ეცვა და საუცხოოდ მბზინავი თმა ჩამოეყარა საჯდომამდე. მიმზიდველად გადაიხარა ბარის მაგიდაზე და ბარმენს ჰკითხა:
- ვინაა ამ ბარის მენეჯერი? უნდა დაველაპარაკო!
- იქ ბარის მეპატრონეა - ხელი გაიშვირა ივანესკენ, რომელიც აზროვნებისუნარგამოცლილი შეჰყურებდა მანდილოსანს და მარჯვენა ხელის ორ თითს შორის ვანილის არომატიანი სიგარა შეჰყინვოდა.
- გამარჯობა - პირველი მხოლოდ ეს ამოიფრინდა პირიდან და ქალის კაცრ, რაღაც არასასიამოვნო საუბრისთვის განწირულ სახეს თვალი ვერ მოსწყვიტა.
- თქვენი კლიენტები ჩემს კაფესთან აყენებენ თავიანთ უზარმაზარ ჯიპებს და ჩემი სტუმრებისთვის მანქანის გასაჩერებელი ადგილი აღარ რჩება - უსაყვედურა გამძვინვარებულმა.
- ქალბატონო...- ღრმად ჩაისუნთქა ივანემ - მანქანის გასაჩერებელი ყველასთვისაა გამოყოფილი და რომელლის კლიენტი გააჩერებს, მაგას მნიშვნელობა არ აქვს.
- ჰოო? თქვენ რა გენაღვლებათ, ჩემი მანქანის ადგილას, იმხელა პორშე დგას, რომ სხეულითაც ვერ ვეტევი ბორდიურზე სასიარულოდ.
- გადავაყენებ იმ პორშეს - თავი დამნაშავედ იგრძნო ივანემ (ცხოვრებაში პირველად).
- ოჰ, თქვენი ყოფილა - თვალები გადაატრიალა ქალმა - ისედაც ამხელა ბარი გაქვთ, ორსართულიანი... ვინ იცის, მესამე სართულიც აქვს ალბათ და წესით, ავტოფარეხიც უნდა გაგეკეთებინათ. მაგრამ არა! მე ვინღა დამიფრთხობს მერე კლიენტებს? - მიაყარა ქალმა გაუჩერებლად და გაკვირვებული ივანეს პასუხს არც დალოდებია, ისე გავარდა ბარიდან.
ივანე გაშეშებული იდგა....
სიგარა თავისით ჩაიწვა ისე, რომ ნაფასის მოქაჩვა არც გახსენებია.
- ეს შენც დაინახე თუ ჩემი წარმოსახვის ნაყოფი იყო? - ჰკითხა ბარმენმა.
- ეს თუ შენი წარმოსახვაა, მაშინ მირჩევნია, აქვე მოვკვდე - უპასუხა ივანემ.
ივანემ მთელი ღამე თვალი ვერ მოხუჭა. სულ იმ ქალღმერთისმსგავს მანდილოსანს წარმოიდგენდა ხოლმე.
შემდეგ დღეებში, თითქოს რაღაცა შეიცვალა.
გამალებით აკვირდებოდა მოპირდაპირე ქუჩაზე გახსნილ კაფეს, რომლის კარიდანაც ნაცნობი სილუეტის დანახვას გულაჩქარებით ელოდა.
ქალი არ ჩანდა.
ივანეს პოეზია უყვარდა. თითქოს მისი ჩუმი და უთქმელი ბუნების მიღმა, რომანტიკული ელფერით შემოსილი კაცი იმალებოდა, რომელიც ყველა გამოუთქმელ სიტყვას პოეზიითა და ლექსებით იოკებდა. სულს ისე ჰკვებავდა, ადამიანებთან კონტაქტი უკვე ზედმეტიც კი გამხდარიყო მისთვის.
იმ საღამოსაც პოეზიას მიაპყრო თავისი ფიქრები და თითოქს ყველა ლექსში იმ უცნობი ქალის აღმჩენას ცდილობდა, რომელმაც მოსვენება წაართვა.
„რა მოხდა, თუ კი ვეღარ შევხვდებით,
ამ ქვეყნად, რაც კი ხვდება შემთხვევით,
მარადიული ისაა მხოლოდ“ - ამოიკითხა ოთარ ჭილაძის პოეზიაში და იმის მაგივრად, რომ შვებით ამოესუნთქა, ახალი სადარდებელი მიეცა მის გულს.
„რა მოხდა, თუ კი ვეღარ შევხვდებით“ - რას ნიშნავდა?
ნუთუ იმისთვის გაიკთო იმ ქალის ზმანებამ შუაღამისას, რომ მისი გამოჩენა შემთხვევითი ყოფილიყო და აღარ განმეორებულიყო?
ამის შემდეგ, გადაწყვიტა, თავად გადაედგა პირველი ნაბიჯი და საღამოს, როდესაც კვლავ სიჩუმემ დაისადგურა, ივა ქალისკენ გაემართა. მან ჯერ არ იცოდა, რომ ღამის სადავეები ამ მანდილოსნის განკარგულებაში იყო და ყველაზე უკეთ სწორედ ამ დროს აკონტროლებდა ადამიანთა ფიქრებს და ძრახვებს.
კაფე ცარიელი იყო.
ქალი ზურგით იდგა კისერს წრიული მოძრაობით ამოძრავებდა (დაღლილობის მოსახსნელ ვარჯიშებს აკეთებდა). ივანემ მხოლოდ ის გაიფიქრა, რომ ზურგიდანაც კი ისეთივე მშვენიერი და ჟრუანტელისმომგვრელი იყო, როგორც პირისპირ.
- გამარჯობა - შესძახა თავისი საფირმო ერთადერთი სიტყვა. სხვა ყველა ბგერა პირიდან გაუფრინდა და უძლურად მიაჯაჭვა ერთ ადგილს, როდესაც ქალი მისკენ შემოტრიალდა.
- გაგიმარჯოს - უპასუხა უკმეხად მანდილოსანმა.
- ისევ გაწუხებენ ჩემი კლიენტების მანქანები?
- აქ ამის გასარკვევად მოხვედით? - ირონიულად გაეცინა ქალს და ივანეს მიუახლოვდა.
- არა. უფრო სწორად კი... თუ არა კი არა, კი - ვერ ჩამოყალიბდა, რა ეპასუხა.
- დიახ მაწუხებენ! - ამაყად გამოუცხადა ქალმა - თან ძალიან. განსაკუთრებით, ეს თქვენი უგემოვნო ფერის პორშე, რომელიც ორი პატარა მანქანის ადგილს იკავებს.
- უგემოვნო ფერის? - არ ესიამოვნა ივანეს.
- ჰოო. ქამელონისაა. მზეზე მომწვანოა, შებინდებისას მოლურჯო, საღამოს შავი. კარგი რაა, მდიდრებს სხვა გასართობი არ გაქვთ?
- ქამელეონის ფერებში შეიძლება ღარიბსაც ჰყავდეს მანქანა.
ქალმა გადაიკისკისა.
ისეთი მშვენიერი სანახავი იყო, ივას შეეძლო მთელი დღე ასე ფეხზედამდგარს ეცქირა მისი მომღიმარი(თუნდაც ირონიულად მომცინარი) სახითვის და სრულებით არ დაღლილიყო...
- ხვალიდან სხვაგან დავაყენებ - მიუგო კაცმა.
- ასე ადვილად დამნებდით?
- კი.
- არადა, თქვენზე გავიგე, რომ ძალიან მძიმე ხასიათი აქვს, შეუპოვარი, ჯიუტი და მუდოაო. მაგრამ ძალიან სწრაფად დამთანხმდით.
- ეგ ვინ გითხრათ ჩემზე?
- რა მნიშვნელობა აქვს?
- არანაირი, მაგრამ ბედნიერი ვარ რომ ვიღაცას ჰკითხეთ ჩემ შესახებ.
- საიდან მოიტანეთ, რომ მე ვკითხე?
- რომ არ გეკითხათ, არ გიპასუხებდნენ.
- ოჰ, ეგ ფილოსოფია ცხოვრებაში არ გამოგადგებათ - ისევ გაეცინა ქალს.
- თქვენს სახელს არ მეტყვით? - თხოვნას უფრო ჰგავდა კაცის მხრიდან.
- კაფის სახელწოდება თუ წაიკითხეთ?
- კატალინა?
- დიახ, კატალინა როსინი მქვია.
- მე ივანე ჩადუნელი ვარ.
- გასაგებია
- როსინი? - გვარი ეუცხოა ივას.
- იტალიელი მშობლები მყავს.
- ქართული საიდან იცით ან აქ რას აკეთებთ მაშინ?
- ბებია მყავდა ქართველი და საერთოდაც, თქვენ გკითხოთ, რომელ ქვეყანაში ვიცხოვრებ?
- არა, რა თქმა უნდა... უბრალოდ, მოსალოდნელი იყო - გაეღიმა კაცს.
- ანუ?
- ანუ, უბრალოდ... - ჩაახველა. უნდოდა ეთქვა, საოცრად გრაციოზული ხართო, მაგრამ სჯობდა, ხმა არ ამოეღო, თორემ ეს ქალი, სიტყვების მონადირეს ჰგავდა და ისევ ივას წინააღმდეგ შემოატრიალებდა საუბარს. - ანუ სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
ივამ ხელი გაუწოდა ჩამოსართმევად. ქალმაც თავისი შეაგება და მაშინ პირველად შეიგრძო კაცმა სამყაროში ყველაზე მშვენიერი, ნაზი კანის სითბო.
- ისევ გაბრაზებული ხარ ჩემზე? - ჰკითხა ივამ.
- უკვე შენობით? - ცალი ტუჩით გაეცინა ქალს.
- რატომაც არა?
- არა, არ ვარ შენზე გაბრაზებული. უბრალოდ, იმის მიზეზს ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიყო კეთილგანწყობილი შენ მიმართ.
- იქნებ იმიტომ, რომ ადამიანები ვართ და ზოგადად, კარგია კეთილგანწყობა. - დაიბნა ივა. პირველად ნახა ასეთი მშვენიერი, მაგრამ უცნაური ქალი, რომელის თითოეული ამოსუნთქვა და ბგერა ადგილზე ჰყინავდა, აშეშებდა, თუმცა ყველაფერ ბედნიერებასთან ერთად, საკმაოდ აგრესიულიც იყო.
- ღმერთო, რა ფილოსოფიური ხარ - გაეცინა ქალს.
- იკეტები უკვე? - ჰკითხა ივამ.
- ჰო. რა იყო?
- ვიფიქრე, რომ ჩემთან დაგპატიჟებდი. იმ ბარში, შენ რომ ვერ იტან.
- სხვა დროს იყოს. სახლში მისვლა მინდა.
- მიგიყვანო?
- ინვალიდს ვგევარ?
- არა, რას ამბობ. პირიქით, ძალიან გრძელი, და კარგი ფეხები გაქვს - წამოსცდა ივას.
- უკაცრავად? - შეშფოთებით ასწია ცალი წარბი ქალმა.
- არა, ეს ის არაა, რაც შენ გაიფიქრე. მე იქ ვთქვი, რომ ინვალიდი არ ხარ, რადგან ძალიან ჯანმრთელი და კარგი ფეხები... ჯანდაბა. - ივა დადუმდა. სჯობდა საერთოდ აღარ ელაპარაკა.
- ნახვამდის დაბნეულო და ცოტათი უჟმურო ბიჭო - დასცინა კატალინამ.
ივა იძულებული გახდა, ქალს დაშორებოდა. უცნაური იყო მასთან სიახლოვე, მაგრამ კიდევ უფრო უცნაური ის იყო, რომ ორჯერ ნანახი ქალის სიშორე ასეთი მძიმე ასატანი გახდა მისთვის.
კაცი ბარში დაბრუნდა.
ერთი შეხედვითაც ჩანდა, რომ იმედგაცრუებამ, რაც აქამდე არასდროს განუცდია, თავი ყველაზე ცხადად ახლა იჩინა მის ცხოვრებაში.
- რა გჭირს, რა სახე გაქ? - ჰკითხა გეგამ.
- არაფერი, უბრალოდ არ ვარ ხასიათზე.
- მეზობელი ბისტროდან რომ გადმოაჭერი, იქ მოგიშალეს ნერვები? - გამოიჭირა გეგამ.
- არა, რა სისულელეა. უბრალოდ, რაღაცის გაკეთება მსურს და ვფიქრობ, საიდან დავიწყო.
- რა ხდება, აღარ იტყვი?
- ავტოფარეხი უნდა გავაკეთო მანქანებისთვის. - გამოუცხადა ივანემ.
- ივა, სერიოზულად ამბობ?
- ჰო, რატომაც არა? იქნებ ამ კორპუსის ფარეხის ნახევარი შევიძინო? თითქმის სულ ცარიელია ხოლმე და თან მივაწერ „მხოლოდ სასუფეველის კლიენტებისთვის“ - თავის ნათქვამზევე გაეცინა.
- გელოდებით სასუფეველში? - გეგაც გამხიარულდა. - ან კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სასუფეველში.
- „სასუფეველი“ რატომ დავარქვი ბარს, მე თვითონაც არ ვიცი - აღიარა ივანემ და კატალინა გაახსენდა ისევ.
ღამის 4 საათი იყო, როდესაც თავის მწერალ მეგობარს დაურეკა.
- ღმერთო, ვინმე მოკვდა? - ჰკითხა გაოგნებულმა, ახალგაღვიძებულმა ელიზაბედმა.
- რაღაც მინდა გკითხო - ამოთქვა თავისივე საქციელით გაკვირვებულმა ივანემ, რომელსაც ის უნდოდა მეგობრისგან, რაც არასდროს დასჭირვებია აქამდე - რჩევა.
- მკითხე.
- როგორ მოვხიბლო ქალი, რომელსაც დიდად არ ვეხატები გულზე?
- ამ შუაღამისას, როცა ეს-ესაა მზე გამოანათებს ცაზე, იმისთვის მირეკავ რომ ქალთან დაკავშირებული რჩევა მოგცე? ღმერთო დიდებულო, ახლა შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ვნახე.
- რა არის ამაში ასეთი გასაკვირი? - ჰკითხა ივანემ, არადა თავადაც კარგად იცოდა, რომ ნამდვილი სასწაული იყო მისი მხრიდან ასეთი ინტერესი არათუ ქალის, არამედ თვითონ ადამიანის მიმართ.
- ის, რომ დარცხვენილი ხმა გაქვს. საკუთარი გრძნობების გრცხვენია? გრცხვენია, რომ ქალმა გაგაგიჟა და ჭკუიდან გადაგიყვანა?
- ასეც არაა საქმე - თავი იმართლა კაცმა - უბრალოდ, ზედაც არ მიყურებს და ალბათ ამითი მიიქცია ჩემი ყურადღება.
- მართალია - გაეცინა ელიზაბედს - გულგრილობა კაცების სისუსტეა. მთავარია დაინახონ, რომ ფეხებზე გკიდია და იმ წამსვე შენი მონა-მორჩილები ხდებიან. რა სასწაული შემთხვევები ხართ - ამოიოხრა გოგონამ - დაწვრილებით მომიყევი რა და როგორ, გისმენ!
- ჩემი ბარის მოპირდაპირე მხარეს გახსნა პატარა კაფე. თავიდან, საყვედურები მომაყარა, შენი კლიენტები ჩემ პირდაპირ აყენებენ მანქანებს და ჩემებისთვის გასაჩერებელი ადგილი აღარ რჩებაო. დღეს კი მასთან მივედი, მსურდა, ცოტა ახლოდან გამეცნო.
- მერე?
- არაფერი. ცივია. თან გამომიცხადა, შენზე მითხრეს რომ უჟმური, ჯიუტი და საშინელი ადამიანიაო.
- საშნელი ადამიანი არ ხარ, მაგრამ კლუბებში არასდროს ცეკვავ, როცა შენი მეგობრები თავზე იმხობენ გარემოს. თუ ათ კაცს სხვაგან წასვლა უნდა და შენი სურვილი მათ სურვილს არ ემთხვევა, ისე აკეთებ ხოლმე, რომ ეგ ათი კაცი მიგყავს შენთვის სასურველ ადგილას. ეგ სიჯიუტე, შეუპოვრობა და ცოტა არ იყოს, ეგოიზმიცაა. მაგრამ გულის სიღმერში, კეთილი კაცი ხარ.
- ეს კომპლიმენტი იყო თუ კრიტიკა?
- ორივე ერთად, მაგრამ ეს ახლა მეორეხარისხოვანია. ვფიქრობ, მისი გულგრილობის მიუხედავად, ბრძოლა მაინც ღირს. აღმიწერე როგორია. ლამაზია?
- ჯანდაბა - ხმა ჩაუწყდა ივანეს, როცა ქალის ნატიფი, ფუნჯით ნახატი სხეული და საოცარი თვალები გაახსენდა.
- შენს „ჯანდაბას“ და დუმილს თუ დავუჯერებ, ანუ გასაგიჟებლად ლამაზია.
- მემგონი მისი თვალის ფერი არ მახსოვს - გამოტყდა კაცი. წამით, დანაშაულის გრძნობამაც კი აიტანა.
- არაფერია. შენ ამბობ, რომ კაფე აქვს?
- ჰო. პატარა, საყვარელი ბისტროს მსგავსი ადგილია. ნორმალურად ვერ დავაკვირდი, რადგან თვალს მისი პატრონი მჭრიდა, მაგრამ მემგონი, ძალიან გემოვნებითაა მოწყობილი.
- სავახშმოდ იქ შედი. ან საუზმისას შედი, როცა ცოტა კლიენტი ეყოლება.
- და სულელივით მარტომ ვჭამო?
- ქალთან ერთად თუ მიხვალ, შეიძლება გაღიზიანდეს ან თავიდანვე ხელი ჩაიქნიოს შენზე. მარტო მიდი. ეს იმისი ნიშანი იქნება, რომ კი არ გშია, არამედ მისი ყურადღების მიქცევა გსურს.
* * *

კატალინა დილის 11 საათზე შემოვიდა თავის რესტორანში. ოფიციანტს სთხოვა, მისთვის ერთი ჭიქა გრეიფრუტიანი წყალი და ორი ცალი შოკოლადიანი კრუასანი მოეტანა. წამით მზერა გაუშეშდა, როდესაც ივანე დაინახა მეზობელ მაგიდასთან. კაცი მარტო იჯდა და ომლეტს შეექცეოდა ფორთოხლის წვენთან ერთად.
კატალინას გაეცინა. ახლა შორიდან, თუმცა უკეთესად დააკვირდა მამაკაცს. თითები მოქანდაკის გამოთლილს მიუგავდა - გრძელი და დახვეწილი, მოვლილი ფრჩხილები. ერთ მომენტში, თითქოს განძრახ გამოიხედა, თითქოს გარემო შეათვალიერა, იმის იმედით რომ ქალს მოჰკრავდა თვალს. თავშეკავებული ღიმილით გაუშეშდა მზერა მისი დანახვისას. წამით, ორივეს თვალები ერთმანეთს შეეჩეხა .... ცოტა სისუსტე იგრძნო ქალმა. კაცის თვალებიდან აუღელვებელი ზღვის ნათება პირდაპირ წყვდიადგამეფებულ სახეში ანათებდა თავის სხივებს. არადა, რა უცნაურია, გგონია ცხოვრებას აკონტროლებ, მაგრამ ისე ქარიშხალივით დაგატეხავს თავზე მოულოდნელობებს, რომ ახალდაბადებული ბავშვივით გამოუცდელი ხდები. კატალინა ცოტახანს ფიქრობდა, როგორ შეენარჩუნებინა სახეზე გულგრილი ელფერი.
კატალინა ადგა და მამაკაცისკენ წავიდა.
სიარულიც ისეთი მსუბუქი და მოქნილი ჰქონდა, გეგონება ყოველი გამოძრავებისას რაღაც ზეციური ღმერთების ცეკვას ცეკვავდა.
- შენს ბარში არ არის ომლეტი? - მიუჯდა კატალინა სიცილით.
- ეგეთი არასასურველი ვარ? - ჰკითხა განაწყენებულმა კაცმა.
- ვინმეს ელი?
- არა.
- აქეთ მომიტანე! - შესძახა ოფიციანტს, რომელსაც ქალის საუზმე ეწყო ლანგარზე. - წინააღმდეგი ხომ არ ხარ? - ჰკითხა ივანეს.
- არა, რას ამბობ.
- ვხედავ, მანქანას აღარ აყენებ ძველ ადგილას - ეშმაკურად გაუღიმა ქალმა.
ახლა ზუსტად დაინახა მისი თვალები ივანემ - შავი ჰქონდა. ღამესავით შავი... იმდენად შავი, რომ სხვა ნებისმიერ კაშკაშა ფერზე უფრო მძაფრად და თვალისმომჭრელად ანათებდა. საოცრად წყნარი და ამავე დროს, ქაოსური იყო.
- ისე ამბობ, თითქოს პატარა ბავშვი ოინში გამოიჭირე - მიუგო ივამ.
მუზეუმის ფასდაუდებელი ექსპონატივით ათვალიერებდა ქალს. ხელოვნების ნიმუშს გავდა, რომლის ორიგინალის ნახვისას გგონია, რომ მასში გამოსახული ადამიანის სილუეტი მოძრაობას იწყებს, მოძრაობას იწყებს მთელი ნახატი, მთვარე და ვარსკვლავები ცოცხლდება, ნახატის ქუჩაში ხეებს სიო თავის ნებაზე ათამაშებს. შენ კი წყვდიადის სიღრმეში იძირები. ის უმშვენიერესია, მომაჯადოებელი. მისით მოხიბლულს გგონია გაგიჟდი, გინდა შეინარჩუნო ჯანსაღი ფსიქიკა, დაივიწყო თვალწარმტაცი მშვენიერებისგან მოგვრილი ემოცია, გაქცევა გინდა იმდენად, რამდენადაც მის უკიდეგანო სიძლიერეში სამუდამოდ ჩამარხვა. საბოლოოდ საკუთარი გრძნობებისგან გაგიჟებული, ნახატს სწყდები და გარბიხარ. თუმცა შენი ქვეცნობიერი, მომაკვდავი და დაავადებული, ვერ ივიწყებს ერთხელ ნანახი სასაწაულის არსებობას და ჰოპ, მშვენიერებამ კვლავ გაიმარჯვა, ის კვლავ ზეიმობს სუსტი, ბეჩავი ადამიანის დათრგუნვისგან შეძენილ ენერგიის ნაკადს.
- ეგრე რატომ მიყურებ? - ჰკითხა ქალმა.
- ეგრე როგორ? - ისევ გამოიჭირეს კაცი.
- თითქოს მანიაკი ხარ და ჩემი მოკვლა გინდა.
- შესაძლოა, მანიაკივით მართლა გიყურებ, მაგრამ შენ მოკვლაზე არც კი მიფიქრია.
- სასიამოვნოა ამის მოსმენა - გაეცინა ქალს და თავისი კრუასანი ისე ჩაკბიჩა, გეგონება სულ არ ადარდებდა მისი ხრაშუნა ნამცეცები რომ ტუჩებზე შერჩებოდა.
- საღამოს ჩემს ბარში შემოდი.
- რითი გამიმასპინძლდები?
- კოქტეილით, ღვინით ან ნებისმიერი სასმელით, რომელსაც მოინდომებ. ცოცხალი მუსიკაც გვაქვს.
- ვიცი, მოვისმინე ეგ შენი ცოცხალი მუსიკა და დიდად ვერ მოვიხიბლე.
- რატომ?
- მე უკეთ ვმღერი - ამაყად გამოუცხადა ქალმა.
„მღერის კიდეც“ გაიფიქრა ივანემ და მიხვდა, რომ ისედაც ყელამდე მონუსხულს, კიდევ უმატებდნენ სხვადასხვა ჩამძირავ ფიქრებს.
- მღერი?
- ჰო.
- შესანიშნავია!
- რა არის შესანიშნავი?
- ის, რომ მღერი.
- იქნებ, საშინლად ვმღერი და მე მაქვს დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე?
- არამგონია.
- მოდი გამოვიცნო. ახლა წარმოიდგინე, როგორ ვდგევარ სცენაზე გიტარით ხელში, ლამაზი კაბა მაცვია თან და იფიქრე, რომ რა მნიშვნელობა აქვს, როგორ ბგერებს გამოისვრის, ისედაც მშვენიერი სანახავი იქნებაო.
- გეწყინება თუ ვიტყვი, რომ ეგ წარმოვიდგინე?
- არა - გაეცინა ქალს. - კაცები ხომ ყოველთვის უხამსობას არ ფიქრობენ.
- რას ამბობ -შეიცხადა ივანემ - შენზე მითუმეტეს.
- მითუმეტეს - გაიმეორა მხიარულად კატალინამ - მაპატიე, უნდა დაგტოვო. საუზმით რესტორანი გიმასპინძლდება, ამიტომ გადახდას ნუ დააპირებ.
- მადლობ - არ შეწინააღმდეგებია კაცი.
- შეხვედრამდე ივანე - წითელი კაბა მიმზიდველად ჩამოიწია მუხლზე და წამოდგა.
- საღამოს შემოდი.
- ვნახოთ.
- დაგელოდები....

კატალინა ადგა და გავიდე. მაშინ პირველად იგრძნო ივამ, რომ ადამიანის წასვლის შემდეგ, შეიძლებოდა ზოგჯერ სიცარიელე დაუფლებოდა სხეულს. საშინელი უკმარისობის გრძნობა გაუჩნდა. სურდა, სამუდამოდ ერთ ადგილას მდგარიყო და ასე ეცქირა ქალისთვის, რომელმაც მოულოდნელად დასცა გრძნობების ზარი, ამოუტრიალა მთელი სამყარო და დაუხშო ილუზიები, რომელიც აფიქრებინებდა ხოლმე, რომ არასოდეს დაიმონებდა სიყვარული.
ამ დროს, კატალინა თვითკმაყოფილი ღიმილით დააბიჯებდა და წინასწარ ზეიმობდა გამარჯვებას. გრძნობდა, საკუთარი ძალაუფლებით ტკბობის სურნელი ახლოვდებოდა. ახლოვდებოდა ისე, როგორც წყვდიადში გახვეული ღამე, რომელიც ქალის თანამზრახველი იქნებოდა მოსალოდნელი ტრაგედიის მოახლოებისას.
* * *
- არ აპირებს მოსვლას შენი ქალბატონი - ჰკითხა საღამოს ელიზაბედმა ჩურჩულით.
- მაგის სანახავად მოხვედი? - გაეცინა ივას.
- რა თქმა უნდა. ძლივს ვიღაც სერიოზულად მოგეწონა და ხო უნდა შევავლო თვალი?
- მკაცრი დედამთილივით ნუ აეტუზები იცოდე.
- საერთოდ არ ვაპირებ ატუზვას. მე ამ მაგიდასთან ვიჯდები და შენ მასთან იქნები. თუ რა თქმა უნდა, არ დაგადო.
- რა ლაპარაკია? - არ ესიამოვნა ივას.
- რა ვიცი. ხომ შეგამზადე, რომ ქალები უცნაური შემოქმედებები ვართ. ხშირად იმას ვაკეთებთ, რაც არ გვინდა, თან მხოლოდ იმიტომ, რომ კაცის ყურადღება მივიქციოთ.
- უცნაური ხასიათი გაქვთ ღმერთმანი.
- კიი, შენ სხვა რამეებსაც მალე შეიტყობ, რაც უფრო დაუახლოვდები ქალს.... - ივანე ერთ წერტილს მიშტერებოდა, თითქოს ელიზაბედის ლაპარაკი არ ესმოდა და სულ სხვა სამყაროში იყო - გამარჯობა ივანეეე - ხმა აიმაღლა ელიზაბედმა. შემდეგ კი კაცის მზერას გააყოლა თვალი და გამხდარი, ლამაზი ქალბატონი დაინახა გრძელი თმით, რომელსაც ივას ჩათვლით, ყველა იქმყოფი მამაკაცი მიშტერებოდა. - გასაგებიაა - ჩაიჩურჩულა თავისთვის და გაეღიმა.
- მასთან მივალ - ივანემ ერთი ჭიქა სასმელი წამის მეასედში გადაჰკრა და სულიერად შეემზადა.
- მიდი. მე არ შევიმჩნევ, რომ გიცნობ და ვათვალიერებ.
- იმედია.
კატალინას ტანზე მჭიდროდ მომდგარი კაბა ეცვა, რომელიც მისი სხეულის მთელ სიდიადეს უფრო მკვეთრად გადმოსცემდა. ივანე რაც უფრო უახლოვდებოდა ქალს, თითქოს მით უფრო მძაფრად გრძნობდა მისი სხეულის სითბოს და ყოველი ნაბიჯის გადადგმისას, საოცრად უჩქარდებოდა გულისცემის ტემპი. სასიამოვნო და ამავდროულად, უცნაური უსიამოვნო სიმხურვალე გამეფებულიყო მის მუცელში. ივანეს ასეთი შეგრძნების გამოცდილება მხოლოდ ბავშვობაში თუ ჰქონდა, ისიც ერთხელ. ახლა კი თავადვე გაოგნებულიყო მივიწყებული შეგრძნებებით, რომელიც მაშინ იჩენდა თავს, როცა ეგონა რომ გრძონები ვერასდროს დაასუსტბდნენ.
- საღამომშვიდობისა - გაუღიმა ქალს თვალებგაბრწყინებულმა - უმშვენიერესი ხარ.
- მადლობ - გულგრილად უპასუხა ქალმა და პატარა სიგარეტების ქეისიდან ერთი ღერი ამოიღო.
- შენი სურვილით დალევ რამეს თუ ჩემი გემოვნებით შეგირჩიო? - ჰკითხა ივანემ.
- ვისკი ერთი მოზრდილი ყინულით - უთხრა ქალმა.
- მშვენიერია - გაეცინა ივანეს - ორი ვისკი ყინულით - მიმართა ბარმენს და ისევ ქალს მიაპყრო მზერა.
- დღეს მძიმე დღე მქონდა, ოფიციანტები ახალტურებენ ხოლმე. მე კი გასაშვებლად მეცოდებიან - წარბაწეულმა ვისკის ჭიქას ჯერ მადისაღმძვრელად შეხედა, შემდეგ კი ტუჩებს შორის ბროლის ჭიქის თხელი პირი ჩაიცურა და მუქი შინდისფერი პომადის კვალი დაატყო....
- რატო ეცოდებიან? - ჰკითხა ივანემ და ქალის სიგარეტს შეხედა, რომელზეც ჭიქის მსგავსად, ვისკიანი ტუჩებისა და ტუჩსაცხის კვალი აჩნდა.
- იმიტომ, რომ უჭირთ.
- შეიძლება, რჩევა მოგცე?
- კი - ივანესკენ შემობრუნდა ქალი.
- როდესაც საქმე შენს ბიზნესს ეხება, ადექი და გაუშვი ყველა შეუწყნარებლად, ვინც საქმეს გიფუჭებს. სამსახურში გაჩერებას, სჯობს ყოველთვიურად მუშაობის გარეშე უხადო ხელფასი, რადგან მაგათმა გაფუჭებულმა საქმემ შეიძლება გაგაკოტროს. სწორედ ამიტომ, არასდროს ამყავს სამსახურში ნაცნობები. ბიზნესი ბიზნესია და მას შეცოდების არ სწამს. საკუთარი თავი თუ იმ ოფიციანტზე მეტად გიყვარს, ადექი და გაუშვი, რადგან თუ კვლავ გააფუჭებს რამეს, პირველ რიგში, ეგ გაფუჭებული საქმე შენ დაგაზიანებს.
- ჭკვიანურია - ბოლომდე გადაჰკრა სასმელი კატალინამ - არ უნდა მომეკიდა საქმე ბიზნესისთვის. ზედმეტად ემოციური ვარ.
- შეეჩვევი... დაგეხმარები.
ქალი რაღაც მომენტში გაირინდა და მთელი სმენა ბარში დატრიალებული მუსიკის ჰანგებს მიუძღვნა.
- სასიამოვნოა - თქვა თვალდახუჭულმა, ნაზი ხმით. - ლამაზი მუსიკაა. სიმღერა ისე რაა.
- ყოველთვის ასეთი კრიტიკული ხარ?
- ესაა კრიტიკულობა? გეტყობა, რომ ორი დღეა, რაც მიცნობ.
- არადა, ერთი კვირა გავიდა უკვე.
- ღმერთო, ითვლი კიდეც?
- ამაში რამე უჩვეულოს ხედავ?
- მე ისიც არ ვიცი, რა რიცხვია დღეს. ამიტომ, კიი, ჩემთვის უჩვეულოა.
- დროის შეგრძნება დაკარგული ბიზნეს ვუმენი? კარგი რაა. ეს რესტორანი როგორღა გააკეთე?
- რა ლაპარაკია? - წარბები შეჭმუხნა ქალმა.
ივანე გაოგნებული იყო. ამ ქალს, სიბრაზეც კი უმშვენიერესი ჰქონდა.
- მაპატიე, შენ შეუდარებელი ხარ - ეცადა, შეცდომა გამოესწორებინა.
ქალმა ხმამაღლა გადაიკისკისა.
- ძალიან სასაცილო ხარ.
- რატომ?
- მოგწონვარ? - ჰკითხა პირდაპირ.
- ჰო, კი არადა... - დაიბნა ივანე. - ძალიან.
- მე ქალები მომწონს, გეი ვარ - ირონიულად გაუღიმა ქალმა. ორთითსშუა გაჩხერილი სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა და ივანეს ლოყაზე აკოცა - რას იზამ, ჩემს გემოვნებას ვერ ერგები, მაგრამ მაინც ძალიან საყვარელი ხარ - შოკირებულ კაცს უკანასკნელად გაუღიმა და ბარი დატოვა.
ივანე იდგა...
ყველაფერს ღამისფერი გადაჰკვროდა და მას უკვე ეზიზღებოდა ეს საშინელი წყვდიადი, რადგან ამის შემდეგ, მისი მოახლოება გაახსენებდა ხოლმე ქალის სახით ზეციდან ჩამოსული ღმერთის ბრწყინვალებას, რომელიც თითოქოს მისი ამქვეყნიური სასჯელი და განკითხვა იყო.
- ივანე! - დაუძახა ელიზაბედმა, მაგრამ კაცს თვალიც არ შეუხრია. ვისკის ჭიქითა და სიგარით ხელში, გაყინული იდგა ერთ ადგილას.
- ივა! - დაიყვირა ელიზაბედმა ხელმეორედ.
კაცი ისევ დუმდა.
ბოლოს მივიდა და შეანჯღრია.
ივანემ მხოლოდ ახლა შეამჩნია თითქოს მეგობარი.
- არაფერია... - ამოიოხრა კაცმა.
- რა არაფერი? გაძეგლდი და გადაირიე, ესაა არაფერი?
- საშნელი შესახედავი ვიყავი?
- არა, სიმპათიური იყავი. თვალები გაგფართოებოდა და უფრო შესამჩნევი გამხდარიყო მისი მწვანე ფერი.
- მოხარული ვარ - გულზე ხელი მიიდო კაცმა.
- ცუდად ხარ? ასეთი რა გითხრა?
- არაფერი, არაფერი...”
წყვდიადის ქალღმერთი ფეხზე წამოდგა. წიგნი დროებით გადადო და სამჯერ ჩაისუნთქა ღრმად. ახლა მაინც უნდა დაეძინა, უეჭველად უნდა დაეძინა, თორემ რამდენიმედღიანი სიფხიზლის გამო, სივრცეში პატარ-პატარა ლაქებს ხედავდა და ხმები ესმოდა.... საოცრად ტკბილი ხმა ესმოდა წყვდიადის ქალღმერთს, თითქის ვიღაცის ტუჩები ყურზე ნაზად ეხებოდა, მისი პირიდან გამოფრენილი თბილი ჰაერის ნაკადი ეჯახებოდა სახეზე და მარტოობის დარდს უქარვებდა განიერ მკლავებში ჩამარხვის მოლოდინი. მაგრამ ეს მხოლოდ წარმოსახვა იყო.
წყვდიადის ქალღმერთს არავინ ჰყავდა გვერდით.
ამიტომ, ყოველთვის, როცა უმშვენიერეს ფეხებს შეჰყოფდა საწოლში და გაყიდულ ტერფებს ერთმანეთზე გაუხახუნებდა, აღარ ატკბობდა იმის მოლოდინი, რომ მამაკაცის სხეულის სურნელი თავისი ბაგეებით აულაგმავდა მკერდიდან ყინულისა და სიმარტოვის ნატეხებს.
წყვდიადის ქალღმერთი მარტო იყო.
და ის გრძნობდა, რომ ვერასდროს იქნებოდა ქალღმერთი, რადგან მას ადამიანური სისუსტეებისგან ჯერ კიდევ ვერ დაეძვრინა თავი.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი დიაბეტი

ნელ-ნელა ეჭვი მიპყრობს, რომ ამ სამყაროს არ განეკუთნები. ძალიან მომეწონა, აი სასტიკად მომეწონა. თან ვხედავ, როგორი სხვანაირი ხარ. ელ გე ბე ტე თემებსაც ისე ეხები, როგორც არაფერი და ეს კიდევ უფრო მეტად მიყვარს შენში. "ეშმაკი ქალია"-შიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პერსონაჟი გყავდა გეი(გარდაცვლილი კი იყო, მაგრამ სულ ფიგურირებდა) და მომწონს, რომ ასეთი ლაღი, ადამიანების მოყვარე და უკომპლექსო ხარ!
ძალიან მიმიზიდა ამანაც.
აღწერები გაქვს გატასტროფულად კარგი, ძალიან მხატვრული და სასიამოვნო. ასე მგონია ხოლმე, რომ ვიღაც აღიარებული მწერლის რომანებს ვკითხულობ.
არ ვიცი, რა გითხრა. მეეჭვება, ეს გოგო მართლა ლესბოსელი იყოს, მაგრამ მაინც კარგად გამოუვიდა.
ივანეც მომწონს, უთქმელი ტიპია, მაგრამ კეთილი, კაცური და ადამიანურია.
მოკლედ, ჩემი შემოთავაზება ცოლობასთან დაკავშირებით, ისევ ძალაშია

 



№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

დიაბეტი
ნელ-ნელა ეჭვი მიპყრობს, რომ ამ სამყაროს არ განეკუთნები. ძალიან მომეწონა, აი სასტიკად მომეწონა. თან ვხედავ, როგორი სხვანაირი ხარ. ელ გე ბე ტე თემებსაც ისე ეხები, როგორც არაფერი და ეს კიდევ უფრო მეტად მიყვარს შენში. "ეშმაკი ქალია"-შიც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პერსონაჟი გყავდა გეი(გარდაცვლილი კი იყო, მაგრამ სულ ფიგურირებდა) და მომწონს, რომ ასეთი ლაღი, ადამიანების მოყვარე და უკომპლექსო ხარ!
ძალიან მიმიზიდა ამანაც.
აღწერები გაქვს გატასტროფულად კარგი, ძალიან მხატვრული და სასიამოვნო. ასე მგონია ხოლმე, რომ ვიღაც აღიარებული მწერლის რომანებს ვკითხულობ.
არ ვიცი, რა გითხრა. მეეჭვება, ეს გოგო მართლა ლესბოსელი იყოს, მაგრამ მაინც კარგად გამოუვიდა.
ივანეც მომწონს, უთქმელი ტიპია, მაგრამ კეთილი, კაცური და ადამიანურია.
მოკლედ, ჩემი შემოთავაზება ცოლობასთან დაკავშირებით, ისევ ძალაშია

ვაიმე, უსაყვარლესი და უკარგესი ხარ!
ამ კომენტარის შემდეგ, მთელი ღამე ტკბილად დამეძინებაა <3
გამოგყვები ცოლად!

 



№3 სტუმარი სტუმარი lia

Nამდვილად განუმეორებელი გოგო ხარ.
ისე დიადად აგწერ და გადმოსცემ სილამაზეს, მოხიბლული ვარ სჰენიტ .
საოცარი სულის პატრონი ხარ❤❤❤

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი lia
Nამდვილად განუმეორებელი გოგო ხარ.
ისე დიადად აგწერ და გადმოსცემ სილამაზეს, მოხიბლული ვარ სჰენიტ .
საოცარი სულის პატრონი ხარ❤❤❤

არ ვიცი, როგორ გამოვხატო მადლიერება ასეთ ქათინაურზე <3
უღრმესი მადლობა heart_eyes

 



№5 სტუმარი მოცინარი

ენ ჯეინ, აქამდე შენი არაფერი არ წამიკითხავს. აქამდე სად ვიყავი?! მართლა, ძალიან 'რეალურად' წერ, სასიამოვნოდ. იმედია არ დაიგვიანებ შემდეგს <3

ძალიან მომეწონე :* მაგარი ხარ! (რა ჭირს ამ კომენტარს არ იდება :/)

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მოცინარი
ენ ჯეინ, აქამდე შენი არაფერი არ წამიკითხავს. აქამდე სად ვიყავი?! მართლა, ძალიან 'რეალურად' წერ, სასიამოვნოდ. იმედია არ დაიგვიანებ შემდეგს <3

ძალიან მომეწონე :* მაგარი ხარ! (რა ჭირს ამ კომენტარს არ იდება :/)

სად იყავი მერე, სად? smile
დიდი მადლობა, გაიხარე <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent