შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპლები [3]


14-11-2017, 23:42
ავტორი ელპინი
ნანახია 286

პეპლები [3]

-გიჟებსაც აკითხავენ საგიჟეში სტუმრები.
ძილბურანში მყოფს მედდას შემაძრწუნებელი ხმა მაღვიძებს და მაშინვე საწოლიდან ვიწევი. ისეთი თვალები აქვს, ეშმაკსაც გააქცევს, ჯოჯოხეთს თვითონ დაისაკუთრებს და ზემოთ, იქ, ცაში რაღაცას გადაატრიალებს, ბერმუდის სამკუთხედში მოაქცევს ყველას და ტყვიას შუბლში დაუმიზნებს. თვალები, რომლებიც მასზე ყველაფერს მეტყველებს.
-როგორც ვხედავ, დღეს შედარებით კარგად იქცევი.
ჩემკენ მოდის და სახეს ხელებში იქცევს, თვალებზე პატარა ფარანს მანათებს და ჩემს ჩაწითლებულ თვალებს მის ზიზღიან შავ სფეროებში ნათლად ვხედავ.
-დამამშვიდებელი უნდა გაგიკეთო.
მაშინვე ნემსი მიდგება თვალწინ და სხეული კანკალს იწყებს, სიცივისგან არა, შიშისგან. ბოროტულად ეცინება და ოთახიდან გადის, მე კი, ნერვიულად ცივ კედელს ვეხუტები ზურგით და ტუჩები მითრთოლავს. ხუთი წუთიც არ გადის, მედდა, რომ შემოდის.
-რატომ ხართ ასეთი არაადამიანი?
დაუფიქრებლად ვსვამ კითხვას და მერე ვხვდები, რაც ვთქვი.
-სასაცილო ხარ.
წყალს მაწოდებს და ერთ ტაბლეტ წამალს. მგონი, გადავრჩი.
-ნოდარ, შემოუშვი სტუმარი.
ცხვირს იბზუებს და ოთახიდან გადის. სხეულს ვხედავ და მაშინვე ვცნობ, ლაშაა. ჩემი ლაშა, მაგრამ მეშინია. მეშინია, რომ არაადამიანებმა ისიც ცხოველად გადააქციეს.
-ლენკა, როგორ ხარ?
ჩემკენ მოდის და საწოლზე ჯდება.
-ნუ გეშინია, გახსოვარ?
როგორ არ მემახსოვრება. ერთადერთი ადამიანი იყო ჩემი ძმა, რომელიც ცოტათი მაინც მედგა გვერდით. ხელს ჩემკენ იწვდის და ჩემ პასუხს ელოდება. ხელის ჩაკიდებაც მეშინია, მგონია, რომ ლურსმნები აქვს და დამასახიჩრებს, კიდევ უფრო შემშლის.
-შეცვლილი ხარ, ლენკა.
მისკენ ვიწევი თანდათან და სურნელს ვისუნთქავ.
-ჩვენ ყველაფერს შევცვლით, ლენკა, გესმის?
თმებზე მკიდებს ხელს და მეფერება ისე, როგორც ბავშვობაში ყველასგან დამალულად. თავს მის მუხლებზე ვდებ და თვალებს ვხუჭავ.
-ლაშა.
მხოლოდ მის სახელს ვამბობ და მეღიმება, როგორ მომნატრებია. მიხარია, მას მაინც, რომ ვახსოვარ.

***
ქორწილის დღე.
13 ნოემბერი.
მინდოდა ეწვიმა, ცა ჩამოქცეულიყო, ელვა და ჭექა-ქუხილი ყოფილიყო, მაგრამ მზე ანათებდა, მაცოცხლებელი ძალა, რომელიც სიცოცხლეს მაცლიდა ხელებიდან. მზესაც უხაროდა, ხვდებით? უხაროდა, რომ ჯოჯოხეთში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი და წყვდიადში ვიკარგებოდი. ცას ვუყურებდი და თითქოს ეს უზარმაზარი ბურთიც იღიმოდა.
ლურჯი კაბა მეცვა. ჩემი საყვარელი ფერი იყო, მაგრამ უკვე, აღარ არის. არ მინდოდა თეთრი კაბა, არ მინდოდა გამენათებინა მარტო მე თეთრით იქაურობა. ახლანდელი სითეთრეც მყოფნის საამისოდ. რატომ ლურჯი ფერი? იმიტომ, რომ შემძულებოდა. იმიტომ, რომ მე მაინც დამენახებინა ხალხისთვის უკვე, ჩემთვის მგლოვიარე ფერი. იმიტომ, რომ თეთრი და ცისფერი ღრუბლების, მზის ნათების ფონზე ლურჯით დამეფარა სინათლე, მუქი ფერით და ჩემი ცხოვრებაც უფრო გამემუქებინა.
-ლენკა, დროა.
ლაშა ცდილობდა ჩემთვის თანადგომა გამოეცხადებინა, ვერ მაგრძნობინებდა, მაგრამ მე ხომ, თვალებით ვხედავდი? მის თვალებში ვკითხულობდი ყველაფერს. ხელკავგამოდებული მივყავდი ტაძარში და ვუყურებდი მასაც როგორ სტკიოდა.
"რა საბრალოა ადამიანი. ეს განდიდებული ნახევარღმერთი."
-თანახმა ხართ დაწორქინდეთ გიორგი ხიდაშელზე?
ყურებში თითქოს რაღაც წუის, თითქოს ტვინში ბუზები დაფრინავენ. მინდა ვიყვირო, არა-მეთქი, მაგრამ არ შემიძლია, არ მაქვს ამის უფლება.
-დიახ.
ყბააკანკალებული ვამბობ ერთადერთ სიტყვას, რომელმაც ჩემი ცხოვრება სულ სხვა რაკურსით წაიყვანა და ბედის ბორბალი სხვაგვარად დაატრიალა. ის საათები მეზიზღებოდა, ძალით ღიმილში გაწელილი საათები.
-ძლივს, გვეღირსა.
დედაჩემი ისე სიხარულით მელაპარაკება, თითქოს საბედისწერო საკითხი მოაგვარა. ბედისწერა? არ ვიცი, მე ახლა მხოლოდ ჯოჯოხეთის მჯერა, სადაც მე და ლურჯი ფერი ვართ.
-გილოცავ.
მამაჩემი საშინელებას თუ არა, ერთადერთ სიტყვას მაინც ხომ მეუბნება. მართალია, გულიდან წამოსული არ არის, მაგრამ უკეთესს ვერც ვერასდროს ვინატრებ.
-ლენკა, ახალ ცხოვრებას იწყებ, ხომ იცი? მინდა გაუძლო ამ დამპალ წუთისოფელს, აშმორებულ ხალხს და გაშავებულ დედამიწას. დაგეხმარები, მაგრამ ჩუმად.
ჩემი ძმა მეხუტება და ყურში მეჩურჩულება. ლამისაა სიხარულისგან მეცხრე ცას ვეწიო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ლაშას იმედი ყოველთვის მქონდა და მაქვს, მერეც მექნება. მხოლოდ თავს ვუქნევ, ვუღიმი და უკან ბრუნდება.

***
-ლენკა, მაშინ ვერ შევცვალეთ, მაგრამ ახლა ვცადოთ.
მის ხმაში მუდარა იგრძნობა და მე, გიჟიც კი, ვგრძნობ ამას.
-მინდა უკეთესი მომავალი დავგეგმოთ, მინდა გამიკეთდე, ლენკა, გესმის?
-ნანა?
გიჟი არ ვარ გეფიცებით. უბრალოდ, ასე გამიკეთეს.
-მე გპირდები, ლენკა. უკეთეს მომავალს გპირდები!
ჩემი ძმის ხმაში იმდენად სიმტკიცე იგრძნობოდა, მხოლოდ რწმენა მიბრუნდება, მაგრამ ჯოჯოხეთს მაინც ვერ გავურბივარ. ჩვენ უკვე დავძმობილდით.
-თქვენი წასვლის დროა, ბატონო ლაშა.
მედდა შემოდის ოთახში და ჩემს ძმას უკანასკნელი ბო*ივით ეკურკურება, ნაზად ეუბნება.
-გჯეროდეს, ლენკა.
მეხუტება, თმებზე მკოცნის და ოთახიდან გადის. მედდაც უკან მიყვება, ოთახის კარს გასაღებით კეტავს და მეც საწოლზე ვიკუნტები. ირგვლივ ისევ სითეთრეა.




ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ისტორიის წერას არ "მივატოვებ". მინდა ბოლომდე მოვიყვანო და ის გამოვიდეს, რაც თავიდანვე ჩავიფიქრე. ძალიან მიხარია თქვენი შეფასებები (ერთის განსაკუთრებულად, მაპატიეთ :((() არ ვიცი რა დავჯღაბნე ან საერთოდ როგორია მესამე თავი, მაგრამ ველი შეფასებებს/შენიშვნებს.
მიყვარხართ!
თქვენი ელპინი/ანა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Mtirala

ელპინ,
როცა ვკითხულობ შენს ნამუშევრებს,
მგონია რომ შენს პერსონაჟებთან ვცხოვრობ.
იმდენად იდეალურად, თვალნათლივ და კარგად წერ,
არარსებული გარემო ცოცხლდება.
ჩემს გონებაში ცოცხლდება და მეშინია
მეც არ ჩავიკარგო მასში.
როცა გაგიცანი ერთი ცანცარა, გიჟი და პოზიტიური გოგო მეგონე
მხოლოდ.
მაგრამ ახლა გიცნობ და ვვხვდები
იმაზე მეტი ხარ, ვიდრე ჩანხარ.
ახლა უფრო მეტად მიყვარხარ,
მიხვდები შენ რატომაც...
რაც შეეხება პერსონაჟებს,
ერთს გეტყვი.
ლაშა იდეალურია...
მიყვარხარ
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№2 სტუმარი Shorena kiladze

Vaime ras kvia miatoveb gaagrzele el zalian momcons .Lenka unda gamozvres imsaxurebs bedniereba.MIS mshoblebs xom mshoblebs AR kvia .araadamianebi asets ROM AR gkavdes is sjobs.Zma mainc sxva ganzomilebaa distvis.lashas imedi makvs(chems zmasac lasha kvia,)es ise,gamixarda:)

 



№3  offline მოდერი ელპინი

Mtirala
ელპინ,
როცა ვკითხულობ შენს ნამუშევრებს,
მგონია რომ შენს პერსონაჟებთან ვცხოვრობ.
იმდენად იდეალურად, თვალნათლივ და კარგად წერ,
არარსებული გარემო ცოცხლდება.
ჩემს გონებაში ცოცხლდება და მეშინია
მეც არ ჩავიკარგო მასში.
როცა გაგიცანი ერთი ცანცარა, გიჟი და პოზიტიური გოგო მეგონე
მხოლოდ.
მაგრამ ახლა გიცნობ და ვვხვდები
იმაზე მეტი ხარ, ვიდრე ჩანხარ.
ახლა უფრო მეტად მიყვარხარ,
მიხვდები შენ რატომაც...
რაც შეეხება პერსონაჟებს,
ერთს გეტყვი.
ლაშა იდეალურია...
მიყვარხარ

ღმერთო, გეფიცები სადაცაა ვიტირო.
ვინ ხარ შენ ასეთი?
საოცრება მყავხარ! როგორ მიხარია, რომ გაგიცანი და აქამდე სად ვიყავი ნეტა?!
ჩემი გული გაასმაგებულად ფეთქავს ახლა სიხარულისგან, შენი სიტყვების გამო, თან.
იცი, როგორ მიხარია? ვაიმე, აი, სიტყვებით ვერ გადმოვცემ.
მიხარია, თუ იმას ხედავ და გრძნობ, რაც მინდა ამ ისტორიაში ჩავდო.
ამას შენთვის მაინც ვეცდები, ხომ იცი?!
ხელები მიკანკალებს და ახლა ამ ყველაფერს ისე ვწერ, სიტყვებს თავს ვერ ვუყრი.
ლამისაა ლენკასავით გავგიჟდე, მაგრამ მე სიხარულისგან.
ლაშას იდეალურობა ერთ-ერთი უპირატესია ამ ისტორიაში და მიხარია, რომ დაინახე.
მიყვარხარ და ვგიჟდები შენზე!
პატარა!


Shorena kiladze
Vaime ras kvia miatoveb gaagrzele el zalian momcons .Lenka unda gamozvres imsaxurebs bedniereba.MIS mshoblebs xom mshoblebs AR kvia .araadamianebi asets ROM AR gkavdes is sjobs.Zma mainc sxva ganzomilebaa distvis.lashas imedi makvs(chems zmasac lasha kvia,)es ise,gamixarda:)

შორე, როგორ მიხარია, რომ ჩემ გვერდით ხარ და კითხულობ. მიხარია, რომ ყველაფერს ხედავ და გრძნობ, რასაც ამ ისტორიაში ვდებ. თუ არ გამომდის, ხომ ვცდილობ მაინც.
გული სიხარულისგან გამისკდება მალე.
დღესდღეობით ბევრია ასეთი მშობლები და მე ვიცნობ მსგავს რამდენიმეს, რაც ძალიან სამწუხაროა.
ლაშა სიბნელეში ანთებული სანთელივითაა და მეც ძალიან მიყვარს ეს პერსონაჟი. ძმა არასდროს მყოლია, მაგრამ სულ მინდოდა მყოლოდა, ამიტომ ვცდილობ ჩემებურად დავწერო და-ძმური სიყვარული, რამდენად გამომდის ეგ არ ვიცი. ძალიან დიდი მადლობა, საყვარელო❤❤

 



№4  offline წევრი mimimimo

როგორც ლენკას, ისე მტკივა მეც.
კარგად გადმოსცემ გრძნობებს და ეს მომწონს.
შენი წერის სტილი საოცრად მხიბლავს
და
მხიბლავ შენც.
ლენკა, რომ გამოვა
მე გავიცნობ
და
დავმეგობრდებით.
(რა გიჟურად ჟღერს.)
ლაშა
ძალიან მომეწონა
ლენკა
მეცოდება
მისი ყოფილი ქმარი მაინტერესებს და ის, თუ რატომ მოხვდა იქ.
იმედია ჩემი ინტერესი დაკმაყოფილდება და შემდეგი თავი უფრო დიდი იქნება.
წარმატებები!

 



№5  offline მოდერი ელპინი

mimimimo
როგორც ლენკას, ისე მტკივა მეც.
კარგად გადმოსცემ გრძნობებს და ეს მომწონს.
შენი წერის სტილი საოცრად მხიბლავს
და
მხიბლავ შენც.
ლენკა, რომ გამოვა
მე გავიცნობ
და
დავმეგობრდებით.
(რა გიჟურად ჟღერს.)
ლაშა
ძალიან მომეწონა
ლენკა
მეცოდება
მისი ყოფილი ქმარი მაინტერესებს და ის, თუ რატომ მოხვდა იქ.
იმედია ჩემი ინტერესი დაკმაყოფილდება და შემდეგი თავი უფრო დიდი იქნება.
წარმატებები!

მარიამ, გავგიჟდი და გავაფრინე.
ასეთი სიტყვების შემდეგ, შეიძლება ადამიანმა ნორმალურად ისუნთქოს? ლამისაა, ლენკასავით საგიჟეში დამამწყვდიონ. უკვე რამდენიმე დღეა გიჟივით გახარებული დავდივარ და მაგიტომ. როგორ მიხარია, რომ ხედავ ყველაფერს, რასაც ვდებ ამ ისტორიაში და მინდა თითოეულმა მკითხველმა ბოლომდე იგრძნოს ყველაფერი.
ჩემი სტიმულები ხართ!
რა და როგორ განვითარდება, ეს ნორმალურად არც მე ვიცი. წერის პროცეში მოდის თვიტინ ყველაფერი.
დიდი თავი? არ ვიცი, იმდენად გადატვირთული ვარ, ამის წერასაც ძლივს ვახერხებ. სულ სხვა გარემო მჭირდება წერის დროს, რისი შექმნაც მიჭირსავით. სხვა ანა ვხდები და მაგიტომ.
ძალიან დიდი მადლობა, საყვარელო!
❤❤

 



№6 სტუმარი მოცინარი

ელ, პირველ რიგში - ლაშა ჩემია (დაჯავშნულია :დდ) მეორე - 'ძალიან ოქრო ხარ' არაა ეს წინადადება ნორმალური მაგრამ შენ ხომ არა'ნორმალური ხარ <3 კარგ 'პონტში', ნეტავი რატომ ჰქვია პეპლები? (ტვინი გავბურღე :დდ) ან საგიჟეთში რატომაა?.. ერთი კითხვაც, ნანა ვინაა? დამავიწყდა :( მიყვარხარ ელ, და ვნანობ, თავიდანვე რომ არ დავიწყე შენი ნამუშევრებით სიამოვნება :( <3
მიყვარხარ,
'ლიკუ'

 



№7  offline მოდერი ელპინი

მოცინარი
ელ, პირველ რიგში - ლაშა ჩემია (დაჯავშნულია :დდ) მეორე - 'ძალიან ოქრო ხარ' არაა ეს წინადადება ნორმალური მაგრამ შენ ხომ არა'ნორმალური ხარ <3 კარგ 'პონტში', ნეტავი რატომ ჰქვია პეპლები? (ტვინი გავბურღე :დდ) ან საგიჟეთში რატომაა?.. ერთი კითხვაც, ნანა ვინაა? დამავიწყდა :( მიყვარხარ ელ, და ვნანობ, თავიდანვე რომ არ დავიწყე შენი ნამუშევრებით სიამოვნება :( <3
მიყვარხარ,
'ლიკუ'

ჩემი ლიკუ!
ნანა ლენკას და ლაშას დედაა.
კი ბატონო, იყოს ლაშა შენი. მე არ მაქვს პრობლემა :დდდ
ხომ იცი, როგორ მიხარია ეს სიტყვები.
პირიქით, ოქრო მყავხარ შენ ასე ძალიან, რომ მახარებ!
მიხარია, რომ გაგიცანი, საყვარელო.
ყველაფერი გაირკვევა მალე თუ არა, დასასრულში მაინც :დდდ
დიდი მადლობა, რომ მკითხულობ და მოგწონს!
ლიკუ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent