შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპლები [4]


16-11-2017, 00:48
ავტორი ელპინი
ნანახია 250

პეპლები [4]

განა ადამიანს რწმენა უბრუნდება? შეიძლება რამემ/ ვინმემ შეცვალოს ცხოვრება? მე ვფიქრობ, კი. მერე რა, რომ გიჟი ვარ? ჩვენც გვიბრუნდება რწმენა. მე ლაშამ დამიბრუნა და გპირდებით, თქვენ ცხოვრებაშიც იქნება ისეთი, ვინც რწმენას დაგიბრუნებთ, სიცოცხლის მიზანს დაგისახავთ და სამყაროს სხვა თვალით დაგანახებთ. უკანასკნელზე მე ვერაფერს ვიტყვი, იმიტომ, რომ ჩემს თვალებში მხოლოდ თეთრი ფერი კიაფობს, მაგრამ ლაშა? ლაშა სიბნელეში ანთებულ ერთადერთ ვარსკვლავს გავს, რომელიც სინათლის სვეტივით ადგას ცის თაღს.

***
-ვიცეკვოთ.
გიორგი მოდის ჩემთან და ხელს მიწვდის საცეკვაოდ გასასვლელად. არ მინდა, მაგრამ უხერხულია. ისედაც იმდენად ამაზრზენია ეს ქორწილი ჩემთვის. ხელს წელზე მადებს და ჟრუანტელის დავლის მაგივრად, ზიზღის შეგრძნება მეუფლება, რომელსაც ვერ გავურბივარ რკინის გისოსებიდან. მეორე ხელით ჩემს ხელს იჭერს და ვცეკვავთ. შორიდან ალბათ, ისე ჩანს, თითქოს ჩვენზე უკეთესი ცოლ-ქმარი არ არსებობს, მაგრამ ამ დროს ყველაფერი სხვაგვარადაა. დედამიწა ბრუნვას წყვეტს.
-თავი მხარზე დამადე.
მიღიმის და ისე მეუბნება. რა ამაზრზენია, ღმერთო. იარაღის გასროლასავით ჩამესმის ყურებში.
-ყველა ჩვენ გვიყურებს. ზედმეტად უემოციოდ ხარ.
ტანში მზარავს და იმდენად შემაშინებლად მეუბნება, ლამისაა გული ამომვარდეს. ინსტიქტურად მიმაქვს თავი მისი მხრისკენ და ოდნავ ვეხები სახით. ჩემ თავზე მეცინება, საბრალო ვიყავი, ვარ და იმედი მაქვს აღარ ვიქნები!

***
ისევ ეს მედდას შემზარავი ხმა, რომელიც იმდენად საშინელია, ლამისაა ოთახის ფანჯრები ჩაამსხვრიოს.
-ნეტავ, როდის დადგება ის დღე, როცა აქედან ფეხის კვრით მოგიშორებ?
დამცინავად მეუბნება და შიშისგან კუთხეში ვიტუზები. მგონია, მცემს ან რამეს დამიშავებს.
-ჩალურჯებები გადაგსვლია. უფრო დამჯერიც გახდი.
ძაღლსაც კი არ მოექცევა ადამიანი ისე, როგორც მე მექცევიან.
-მომშორდი, თავი გამანებე.
ჩემკენ მოდის თანდათან და კედელს უფრო ვეტუზები. მინდა კედელში გავაღწიო და გავქრე აქედან, მეტს ვეღარ ვუძლებ, მგონი. ჩემს თმებს ხელში იჭერს და თავს უკან მაწევინებს.
-დაიმახსოვრე, შეშლილო, აქ ბრძანებებს მხოლოდ მე ვიძლევი.
იმდენად მქაჩავს, თვალები უკან გადამდის და კივილს ვიწყებ. ხელებს ვაფართხუნებ, მაგრამ ვერაფერს ვაწყობ მასთან.
-ვიდრე მე აქ ვარ, ბედნიერებას ვერ ეღირსები.
თავს კედელზე მახეთქებინებს და შემზარავი სიცილით მეუბნება. ხელს ვიკიდებ შუბლზე და სისხლიან თითებს ვუყურებ.
-ვაიმე, ნათია, მოდი, დამეხმარე. ამ შეშლილმა მის თავს დაუშავა.
ისე სარკასტულად და ოსტატურად ამბობს, მეც კი ვიჯერებ, რომ არაფერი დაუშავებია ჩემთვის. ხელს მკიდებს და საწოლისკენ მივყავარ, თვალებში ნისლი მიდგება და არეული ნაბიჯებით მივდივარ.
-ხმა არ ამოიღო!
ყურში ჩამჩურჩულებს მედდა და მკლავზე ხელს მაგრად მიჭერს. ძალაც აღარ შემრჩენია უკვე მაგის.
-ნათია, მიდი დაუმუშავე და მე დამამშვიდებელს მოვიტან.
საწოლზე ჩამომჯდარს ხელს სწრაფად მიშვებს და ოთახიდან გადის.
-როგორ ხარ, საყვარელო?
თმებზე მომეფერა და გამიღიმა. ამდენი წლის მანძილზე პირველი თბილი სიტყვა უცნობი ადამიანისგან იმდენად მესიამოვნა, წამით თვალები დავხუჭე. მინდოდა ჩავხუტებოდი და მადლობა გადამეხადა. ისე ნელა და ფაქიზად მიმუშავებდა შუბლს.
-ლენკა, ხო?
მხოლოდ თავს ვუქნევ.
-იცი, გჯეროდეს უნდა, რომ ოდესღაც აქედან ერთად გავალთ მე და შენ.
არ ვიცი, მეჩვენება თუ ზედმეტად ყურადღებას იჩენს ეს ადამიანი ჩემ მიმართ.
-არც მე მიყვარს აქაურობა, იძულებული ვარ ვიმუშავო, სხვაგვარად არ გამოდის.
ისეთი სევდიანი ხმით მეუბნება, მინდა ვანუგეშო და რაღაც ვუთხრა, მაგრამ ხმის ამოღების მეშინია.
-დამელაპარაკე, რა. ნუ გეშინია ჩემი, გთხოვ.
მუდარიანი ხმით მეუბნება და დასისხლიანებულ ბამბებს ურნაში ყრის. მედდა შემოდის ოთახში და ჩუმად მეუბნება ღიმილით.
-სხვა დროს გავაგრძელოთ.
თავს ვუქნევ მეც და საწოლზე ვწვები. ოთახიდან გადის და ამ ჩახუთულ სივრცეში ისევ ეშმაკთან ვრჩები.
-დალიე ეს და ჭკვიანად მოიქეცი, შენთვისვე აჯობებს.
ნიშნისმოგებით მეუბნება და ოთახიდან გადის, კარებს გასაღებით კეტავს.

***
მეზიზღება ის წამები, წუთები და ყველაფერი, რაც იმ ღამეს უკავშირდება. იმ ღამით დაიწყო პირველი ჯოჯოხეთი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა. საძინებელში დაღლილ-დაქანცული შევდივარ და არ მინდა ამ ცხოველთან ერთად დაძინება. მეშინია, არ მინდა რამე დამიშავოს, ნასვამია, თან. საჭირო ნივთებს ვიღებ და ჩუმად გავდივარ სააბაზანოში, მალევე ვბრუნდები საღამურებში ჩაცმული და საწოლში ვწვები, კუთხეში ვიჩოჩები, მისი სურნელიც კი, არ მინდა ვიგრძნო. მის ჩრდილს ვუყურებ, კარადასთან დგას. ფანჯრიდან მთვარეც საზარლად ანათებს ოთახს, ისე, თითქოს სპეციალურად, მხოლოდ ჩემ შესაშინებლად აღწევს მინის ფანჯარაში. საწოლში წვება და მე ლამისაა კედელს ჩავეხუტო სიმწრისგან. მისი სიცილის ხმა მესმის.
-არ ვიკბინები.
შემზარავი ხმით მეუბნება. ტანში უსიამოვნოდ მცრის და ფეხიდან თავამდე ზიზღი მიპყრობს. ახლა უფრო მეზიზღება ჩემი ოჯახი.
ხელს მკლავზე მკიდებს და მისკენ მაბრუნებს. თვალებს ჩემდაუნებურად ვხუჭავ და მოლოდინისგან სხეული მეჭიმება. სახეზე ხელებით მეფერება და მინდა მისი გაუხეშებული ხელები სწრაფად მომაშოროს. ტუჩები ლოყისკენ მოაქვს და ფრთხილად მკოცნის, თვალები ცრემლებით მევსება და მინდა ამ ყველაფერს გავექცე. სახეს საპირისპირო მხარეს ვაბრუნებ, მაგრამ ლოყებზე ხელს მაჭერს და ისევ უკან მაბრუნებინებს.
-უკვე, შენ ჩემი ცოლი ხარ და ვალდებული ხარ გააკეთო ის, რაც მე მინდა.
სიმწრისგან სახე მეღრიცება და ხელებს ვმუშტავ. ზემოდან მექცევა და ტუჩებს უსიამოვნოდ დააცოცებს ჩემს სხეულზე. ორგანიზმს შიგნიდან თითქოს მიჭამენ და სადაცაა გავქრე. მკლავებზე ხელს მიჭერს და ტუჩზე მკბენს, ცრემლებს ძლივს ვიკავებ და ლამისაა დავიხრჩო. სხეული აღარ მემორჩილება უკვე.
-მომცილდი, გთხოვ.
აკანკალებული ხმით ძლივს ვლაპარაკობ და ხელებით მის უკან გაწევას ვცდილობ. სხეულზე ვეჯაჯგურები, მაგრამ აზრი არ აქვს, ხელებს მიკავებს. სახეზე წვას ვგრძნობ და მარილიანი სითხე ლოყებს მისველებს.
-შენ არ გეკითხება არავინ. ან დამემორჩილები, ან ხვალვე წახვალ აქედან.
ნახევრად მითიშული გონებით დაუფიქრებლად ხელს ვკრავ, საწოლიდან სწრაფად ვხტები და სააბაზანოში გავდივარ. ზიზღის და ღებინების შეგრძნება ერთად მიპყრობს და ჩემ თავს სარკეში ვუყურებ. თითქოს, ვიღაც სხვად ვიქეცი და ახლა ჩემ თავს ვეღარ ვცნობ. გაწითლებული მაქვს მთელი სხეული და ვგრძნობ, ნერვიულობისგან ტემპერატურა მიწევს. წამით გონებაში მომხდარი კადრივით ჩაირბენს და ცრემლები მისით იკვლევენ გზას.
მეშინია!
მტკივა!



გეფიცებით, სული მტკივა და მთელი გული. ყველაფერს გამძაფრებულად ვგრძნობ წერის დროს და საშინლად ვნერვიულობ. იმდენად დიდ რამეს ვეჭიდები, არ მინდა ჩავფლავდე და ცუდი გამომივიდეს. არ მინდა იმედები თქვენც გაგიცრუოთ და ჩემ თავსაც. სასტიკად ვნერვიულობ!
მიყვარხართ ძალიან ყველანი.
თქვენი ელპინი/ანა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Mtirala

ელპინ,
ცრემლიანი თვალებით დავასრულე ამ თავის კითხვა.
როგორი პატარა და
როგორი სევდით სავსე ისტორიაა.
როგორ შეუძლია უცხო ადამიანს შშესძულდე
და
როგორ შეუძლია უცხო ადამინს შეუყვარდე.
მეძინება,
ხვალ სკოლაში მივდივარ,
მაგრამ არ მეზარება შენ კომენტარი დაგიტოვო.
იმიტომ, რომ ასე მალე
შემიყვარდი.
იდეალური ხარ,
მართალია გრძნობებს შენებურად გადმოსცემ,
მწარე ენაც გაქვს,
მაგრამ მე მაინც მიყვარხარ.
ჩემი დამოკიდებლება ისტორიისა და შენს მიმართ იცი,
სიტყვებით რატომღა გაუფერულო?!
მიყვრხარ
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№2  offline მოდერი ელპინი

Mtirala
ელპინ,
ცრემლიანი თვალებით დავასრულე ამ თავის კითხვა.
როგორი პატარა და
როგორი სევდით სავსე ისტორიაა.
როგორ შეუძლია უცხო ადამიანს შშესძულდე
და
როგორ შეუძლია უცხო ადამინს შეუყვარდე.
მეძინება,
ხვალ სკოლაში მივდივარ,
მაგრამ არ მეზარება შენ კომენტარი დაგიტოვო.
იმიტომ, რომ ასე მალე
შემიყვარდი.
იდეალური ხარ,
მართალია გრძნობებს შენებურად გადმოსცემ,
მწარე ენაც გაქვს,
მაგრამ მე მაინც მიყვარხარ.
ჩემი დამოკიდებლება ისტორიისა და შენს მიმართ იცი,
სიტყვებით რატომღა გაუფერულო?!
მიყვრხარ

როგორ ვნერვიულობ შენ, ხომ იცი?!
ლამისაა შევიშალო, ისე მტკივა მეც ამ ისტორიის წერა.
ისე განვიცდი ყველაფერს, როგორც არასდროს არაფერი განმიცდია. მეც მტკივა ჩემი პერსონაჟი და მეც ვარ ხოლმე მასთან ერთად. ასე მგონია, გაცოცხლება შემიძლია, ნამდვილია და მინდა დავეხმარო. მგონი ვიშლები, ხო?
შენ, რომ ჩემთვის ბევრს ნიშნავ ეგეც, ხომ იცი?
და ისიც იცი, რამხელა ადგილი გიჭირავს ჩემ ცხოვრებაში.
მიხარია და ვამაყობ!
არ ვიცი რამდენად გამომდის წერა, მაგრამ ამ სიტყვებისთვის ნამდვილად ღირს. გამეხარდა, რომ იგრძენი ყველაფერი.
ყველაზე საუკეთესო მყავხარ!
მიყვარხარ.

 



№3  offline წევრი ფერადიი...

ჩემო
შენ ყველაფერი იცი რა და
არ მინდა ბევრი მიკიბმოკიბვა
ძან მტკივა ლენკა
და იცი რატოც
ძან სულში მევდება
რომ გაფუჭო არ გაპატიებ იცოდე
დაკერეჭილო

 



№4  offline მოდერი ელპინი

ფერადიი...
ჩემო
შენ ყველაფერი იცი რა და
არ მინდა ბევრი მიკიბმოკიბვა
ძან მტკივა ლენკა
და იცი რატოც
ძან სულში მევდება
რომ გაფუჭო არ გაპატიებ იცოდე
დაკერეჭილო

თაკუ, არ მინდა იმედები გაგიცრუო და მინდა ის გამოვიდეს, რაც ჩავიფიქრე.
კარგი თუ არა, ვეცდები მიახლოვებული მაინც გამომივიდეს.
მიხარია, რომ კითხულობ და შენც იცი ყველაფერი. ვილაპარაკეთ ამაზე უკვე.
მეც მიყვარხარ❤

 



№5  offline წევრი მოცინარი

ზიღუარულოოოოო <3 რას ააკეთებ ჰა? :(

 



№6  offline მოდერი ელპინი

გოგონა შავი თვალებით
ზიღუარულოოოოო <3 რას ააკეთებ ჰა? :(

მოცინარო❤❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent