შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადადგი პირველი ნაბიჯი (სრულად)


16-11-2017, 15:53
ავტორი ლიდია
ნანახია 2 434

გადადგი პირველი ნაბიჯი (სრულად)

იცით როგორ სიტუაციაში ვარ ახლა მე?
დილემაში.
ჩემ წინაშე ორი თანაბრად არასასიამოვნო არჩევანია და მე აზრზე არ ვარ რომელი ავირჩიო.
მეგობარი თუ სიყვარული.
ერთი ბიჭი მომწონს, მაგრამ არა, არ მომწონს.
მიყვარს.
თანაც ძალიან, რომ ვხედავ მაჟრიალებს, მთელ ტანზე ეკლები მაყრის. მის ფოტოებს ვუყურებ და ვდნები.
მაგრამ მას არ ვიცნობ.
ჩემი სკოლელია, ჩემ სართულზე აქვს კლასი, მაგრამ მე მას არ ვიცნობ.
ადრე ყურადღებას არ ვაქცევდი, შემდეგ თვალში მომხვდა და სოციალურ ქსელში ვიპოვე, ფოტოები ვნახე. მეგობრებისგან რაღაც-რაღაცები გავიგე და მომეწონა.
არ იყო ბაბნიკი ბიჭი, არც „კაი ბიჭი“. თავისებური იყო.
კაცური და ამავდროულად საშინლად საყვარელი.
მკაცრი გამოხედვა ჰქონდა, მაგრამ მისი ლამაზი მწვანე თვალები მე არასდროს მაშტერებოდნენ.
და საერთოდ არავის აშტერებოდნენ.
შეყვარებული არ ჰყავს, ეს ვიცი.
მინდა რომ სოციალურ ქსელში დავიმატო, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, მაგრამ გავიგე, რომ ჩემ დაქალსაც ის მოსწონს...
ახლა ცუდად მაქვს საქმე.
მართალია დაქალმა მითხრა, რომ მე და შენ ბიჭის გამო არასდროს დავცილდებით ერთმანეთსო, მაგრამ ეჭვები მაინც მღრღნის.
არ მინდა მას გული ეტკინოს.
თუ დაქალს ავირჩევ, ანდრეას ვერასდროს გავიცნობ, თუ ანდრეას ავირჩევ, შეიძლება დაქალი დავკარგო.
ვზივარ დივანზე, ფანჯრის მინაზე წვიმის წვეთები ეცემა და ჰორიზონტს გავყურებ. ცხელ კაკაოს ვსვავ და ვფიქრობ.
რა გავაკეთო?
გადაწყვეტილები ბევრი ფიქრის შემდეგ მივიღე.
ანდრეა უნდა დავიმატო სოციალურ ქსელში და ყველანაირად უნდა ვეცადო, რომ მეგობრობის ზონაში არ ჩამაგდოს.
დაქალს ყველაფერი ავუხსენი და იმედი მაქვს მის სიტყვას აასრულებს, იმედი მაქვს არასდროს მოვცილდებით ერთმანეთს. ის ხომ ჩემი სულიერი დაა?
ლეპტოპი მოვიმარჯვე, ანდრეას პროფილზე შევედი და ერთი საათი უბრალოდ ეკრანს ვუცქერდი.
ვერ ჩამოვყალიბდი, დავაჭირო მეგობრობის გაგზავნას?
ხელის კანკალით მივიტანე მაუსი და ღილაკს დავაჭირე.
ვერ გავიაზრე რა ვქენი.
მე ეს შევძელი! ეს გავაკეთე! ანდრეას მეგობრობის მოთხოვნა გავუგზავნე! ეს ხომ სრული სიგიჟეა.
მთელი დღე ასე ვიჯექი და ველოდებოდი როდის დამთანხმდებოდა.
რომ არ დავემატებინე?
რა მექნა მერე?
მაგრამ დამიმატა.
“Andrea accepted your request”.
ათასჯერ გადავიკითხე ეს წინადადება და მე ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებდი, რომ ის მეგობრებში მყავდა.
მაგრამ, ახლა რა?!
მე არ მივწერ, ეგრევე მიხვდება რომ მომწონს. არ მინდა ჯერ ამას მიხვდეს.
ლეპტოპი მაგიდაზე დავდე და სამზარეულოში გავედი, ცოტა წავიხემსე და ისევ ლეპტოპს დავუბრუნდი.
ვიღაცამ მომწერა.
იმის შანსი, რომ ეს ანდრეა ყოფილიყო 100%-იდან მხოლოდ 1% იყო.
მაგრამ მესიჯები გავხსენი და ანდრეას მოწერილი დამხვდა.
ვერ გადავწყვიტე მენახა, თუ არა.
თან გამიხარდა, თან შემეშინდა.
ერთი-ორჯერ წავიცეკვე კიდევაც.
შემდეგ ისევ დაქალი გამახსენდა და სანამ მესიჯს გავხსნიდი დავურეკე, რომ ჩემთან გადმოსულიყო.
ისიც მოვიდა, მხიარულად გადამკოცნა და დაჯდა.
-რა უნდა გეთქვა? - მკითხა ლიზიმ.
-ანდრეა „ფეისბუქზე“ დავიმატე.
-მართლაა? შეძელიი?? მერეე? თვითონაც დაგიმატაა? - აღტაცებული იყო ლიზი.
-არ მიბრაზდები? არ გწყინს?
-არა, შენ შენი ბედნიერებისთვის იბრძვი. მესმის შენი. არ ვარ ბოღმიანი დაქალი, გესმის? მე ხომ გითხარი, რომ ყველა ვარიანტში შენ გვერდით ვიქნებოდი. შენი აზრით ანდრეას გამო რამე შეიცვლებოდა? თუ შეუყვარდები მასაც, რათქმაუნდა გული დამწყდება, მაგრამ გულის დაწყდომაზე მეტად შენი ამბავი გამიხარდება. მე არ ვარ წინააღმდეგი და ძალიან გთხოვ აღარ იფიქრო ასე. თან შენ მანამდე შეგიყვარდა, სანამ გაიგებდი, რომ მეც ვგრძნობდი რაღაცას მის მიმართ.
-საუკეთესო ხარ! - ვუთხარი და გადავეხვიე, თან ტირილი დავიწყე. - მიყვარხარ ლიზ.
-ახლა მეტყვი რამეს? დაგიმატა?
ისევ დივანზე დავჯექი, ლიზის პირისპირ და ლეპტოპი კალთაში ჩავიდე.
-დამიმატა და მომწერა კიდევაც.
-რაააააააა?! რაოო?
-არ მინახავს.
-ნახე გოგო მერე რას ელოდები?!
-გავხსნა?
-გახსენიი!
ანდრეას მესიჯი გავხსენი.
„მუსიკაში ერთნაირი გემოვნება გვქონია“.
ლიზისაც წავუკითხე.
-რაზე იძახის? - იკითხა მან.
-აზრზე არ ვარ.
„რას გულისხმობ?“ მივწერე.
„ბიოში შენც halsey – bad at love გაქვს დალინკული და მეც“
-რა მივწერო? - ვკითხე ლიზის.
-ხო ძალიან მიყვარს ეს სიმღერაო, ან რამე. გოგო წავალ ახლა მე რა. დედა მელოდება სახლში და შენ არ ინერვიულო. ერთი ბიჭი მომეწონა, მგონია ანდრეას ძმაკაცია და აბა შენ იცი, დაკერე ანდრეა და მაგის ძმაკაცსაც გამირიგებ. მიყვარხარ.
ლიზი წავიდა, მე ანდრეას მივწერე:
„ვგიჟდები მაგ სიმღერაზე.“
„შენ ჩემ სკოლაში დადიხარ ხო?“
„ხო.“
„საყვარელი გოგო ხარ.“
ამის მოწერა და ჩემი სიხარულის კივილი ერთი იყო.
„დიდი მადლობა.“
„ხშირად გხედავ ხოლმე დერეფნებში.“
„მეც გხედავ ხოლმე.“
„რას შვები ახლა?“
„შენ გწერ,შენ?
„მეც შენ გწერ“
„სასაცილოა..“
„ჩემი თავის მიკვირს, მე თავად რატომ არ დაგამატე.“
„უნდა დაგემატებინე?“
„რათქმაუნდა, ხვალ მოდიხარ სკოლაში?“
„კი, შენ?“
„კი, გნახავ.“
მეტი აღარ მიმიწერია.
არ მჯერა.
არა.
ეს მართლა მოხდა?
ანდრეამ მომწერა?
ანდრეამ მე მომწერა საყვარელი გოგო ხარო და ხვალ გნახავო და უნდა დამემატებინე აქამდეო?
ოცნებები ხდება!
სიხარულისგან ვტირი.
ერთი სული მაქვს გათენდეს.
მეორე დღეს ისე გავიპრანჭე, როგორც არასდროს.
პირველივე დასვენებაზე ჩავედი ბუფეტში, ლიზისთან ერთად და თან გუშინდელი მიმოწერა მოვუყევი.
ბუფეტში ანდრეა იყო, თავის ძმაკაცთან ილიასთან ერთად.
როგორც კი დამინახა, გაიღიმა და მე ავწითლდი. ჩვენკენ წამოვიდნენ.
არ ვიცოდი რა მექნა.
მივსალმებოდი?
გადამეკოცნა?
თავად გადამკოცნა და ილიასთან ერთად ჩვენს პირისპირ დადგა.
-არ გამაცნობ შენ დაქალს? - იკითხა ანდრეამ საოცარი ხმით. ძლივს გამოვერკვიე, აქამდე მის სახეს ვუყურებდი.
-უი, ხო. გაიცანი ეს ლიზია.
-ეს ილიაა.
მე და ილიამ ხელი ჩამოვართვით, ლიზიმ და ანდრეამაც.
ლიზიმ ჩუმად მითხრა:
-ეს ის ბიჭია მე რომ მომწონს.
ილიაზე ამბობდა. მეც ჩამეღიმა და ზარი როგორც კი დაირეკა ბუფეტს მოვშორდი.
ცუდად ვხდებოდი ანდრეასთან.
ამდენი ხანი ვცდილობდი მის გაცნობას და ერთ დღეში, ასე სწრაფად მოხდა ყველაფერი.
მეორე დასვენებაზე არ გავდიოდი გარეთ და ანდრეამ შემოყო ჩემ კლასში თავი.
გამიკვირდა და უზომოდ გამიხარდა. ეგრევე გარეთ გავედი.
-როგორ ხარ? - მკითხა.
-კარგად, შენ? - იმდენად მორცხვად ვიყავი, არ ვიცოდი როგორ მყოფნიდა გამბედაობა იმისთვის რომ მელაპარაკა.
-მეც. არ გინდა გაკვეთილების მერე გავისეირნოთ? რაღაც მინდა გითხრა.
-კარგი.
გაკვეთილებზე სულ იმაზე ვფიქრობდი თუ რა უნდა ეთქვა ჩემთვის.
მასწავლებლებისთვის არც მომისმენია.
მაინც და მაინც ახლა გაიწელა დრო!
როგორც იქნა დამთავრდა სკოლა და ეგრევე გარეთ გავვარდი. სკოლის კარებთან მელოდებოდა ანდრეა.
მე კვლავ ჩავხარე თავი მის დანახვაზე და ასე გავემართე მისკენ.
-ჩემი გრცხვენია? - მკითხა მოულოდნელად.
-ა-არა. რატომ?
-არაფერია იმაში სამარცხვინო, რომ „ფეისბუქზე“ შენ დამიმატე. - თან ვლაპარაკობდით და თან ვსეირნობდით. - კიდევ კაი შენ დამიმატე, თორემ მე ვერ შევძელი.
-რატომ ვერ შეძელი?
-რავი, ბიჭებთან ერთად ხშირად გხედავდი და მეგონა რომ შეყვარებული გყავდა. თავს ვიკავებდი.
-ანუ აქამდე ოდესმე შეგიმჩნევივარ?
-სულ შენ გამჩნევდი. უბრალოდ არ ვიმჩნევდი. - ჩამეღიმა.
-არ მყავს შეყვარებული ანდრეა.
-არც მე ქეთი.
ცოტახანი ვდუმდით. მთელი სხეულით მეღიმებოდა და ლოყები მიხურდა.
-იცი, მომწონხარ. - თქვა და სიარული შევწყვიტე.
იმდენად ემოციური ვიყავი, რომ ცრემლები ვერ შევიკავე და გულზე მივიდე ხელი.
ორი წელია მიყვარს.
ორი წელი.
და თურმე ისიც გრძნობს რაღაცას ჩემ მიმართ.
იმდენად გამიხარდა, რომ ეს სიხარული ცრემლებით გამოვხატე.
-ქეთი, ეს არ უნდა მეთქვა? - წამში ჩემ პირისპირ აღმოჩნდა.
-ა-არა, უნდა გეთქვა. ბოდიში, ემოციური ვარ. უბრალოდ...
-რა უბრალოდ? ძალიან გთხოვ მითხარი, რომ სხვა არავინ მოგწონს და მე მოგწონვარ.
-შენ მომწონხარ.
ვთქვი და გულზე მომეშვა.
თითქოს აქამდე უზარმაზარ ლოდს დავათრევდი.
ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე სწრაფად მაკოცა.
ჩემი პირველი კოცნა ჩემ სიყვარულთან იყო.
მაგრად ჩავეხუტე და კიდევ უფრო ავტირდი, თან ვიცინოდი, თან მიხაროდა, თან მეშინოდა მისი დაკარგვის.
-მე სულ შენთან მინდოდა. - თქვა და უფრო მაგრად მომხვია ხელები.
***
ოცნებები ხდება, მთავარია გაბედო და პირველი ნაბიჯი გადადგა.
არ აქვს მნიშვნელობა გოგო ხარ, თუ ბიჭი.
დამიჯერეთ თუ გოგო ხარ და პირველი ნაბიჯის გადადგმა გინდა, არ უნდა გრცხვენოდეს.
ეს „გრეხი“ არ არის.
რა იცით, იქნებადა ისე გაგიმართლოთ როგორც ქეთის.

___________________________________________________________

მომენატრეთ..... წერაც მომენატრა და ყველაფერი ამ საიტის. ჩემი მუზა (თინიკო) დიდხანს არ მოდიოდა. არც ახლა გამოუჩენია თავი გრანდიოზულობით, მაგრამ ყველანაირად ვეცადე ჩემი გრძნობები ამ მოთხრობაში ჩამექარგა. მიყვარხართ... დააკომენტარეთ თქვენი აზრი .скачать dle 11.3




№1 მოდერი ენემი

ვოუ საოცრებაა heart_eyes რა თქმა უნდა მართალი ხარ, პირველ ნაბიჯს თუ არ გადავდგავთ ვერც ვერაფერს მივაღწევთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს სიყვარულს ეხება თუ სხვა რამეს kissing_heart წარმატებები საყვარელო kissing_heart

kissing_heart ახალ ისტორიას ველი kissing_heart

 



№2  offline წევრი mariamsoo

დასაწყისი რომ წავიკითხე საკუთარი თავი მეგონა მთავარი პერსონაჟი.
მერე გული ამიჩქარდა რაღაცეები რომ დაემთხვა 'ჩემ ამბავს'. არ ვიცი რა გითხრა..
ძალიან მომეწონა. რაღაც ძალიან ჩემეული მოთხრობა იყო heart_eyes ვითომ ქეთიი მე ვარ smiley
წარმატებები. kissing_closed_eyes

 



№3 წევრი ლიდია

ენემი
ვოუ საოცრებაა heart_eyes რა თქმა უნდა მართალი ხარ, პირველ ნაბიჯს თუ არ გადავდგავთ ვერც ვერაფერს მივაღწევთ, არ აქვს მნიშვნელობა ეს სიყვარულს ეხება თუ სხვა რამეს kissing_heart წარმატებები საყვარელო kissing_heart

kissing_heart ახალ ისტორიას ველი kissing_heart

უდიდესი მადლობა ძალიან გამახარე <3

mariamsoo
დასაწყისი რომ წავიკითხე საკუთარი თავი მეგონა მთავარი პერსონაჟი.
მერე გული ამიჩქარდა რაღაცეები რომ დაემთხვა 'ჩემ ამბავს'. არ ვიცი რა გითხრა..
ძალიან მომეწონა. რაღაც ძალიან ჩემეული მოთხრობა იყო heart_eyes ვითომ ქეთიი მე ვარ smiley
წარმატებები. kissing_closed_eyes


კარგია თუ ქეთი ხარ, ესეიგი გაგიმართლა. ვნახოთ მე თუ გავხდები ქეთი :-: <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent