შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური გორილა! (საცდელი თავი )


16-11-2017, 19:39
ავტორი мариамо
ნანახია 1 325

სექსუალური გორილა! (საცდელი თავი )

-აუ ბავშვებო მარინა აგვიანებს და ვითამაშოთ რა რამე - სიცილით შემოდის მარიამი აუდიტორიაში და ეშმაკური სახით გვთავაზობს თავის წინადადებას.
-ამხელა ეკონომისტი ქალი კიდე თამაშზე ფიქრობ ? - ხელს ხვევს ერეკლე და სიცილით დაჰყურებს ზემოდან.
-ოო კაით რა-ბუზღუნებს და ახლა მე მიყურებს - აუ ნენე ამყევი! "მე" ვითამაშოთ, ოღონდ წესები შევცვალოთ ვისაც გაეცინება რაიმეს აკეთებს რა , ნუ მაგას მერე მოვიფიქრებთ , აუუუ მიდით რა - ისევ წუწუნებს და ყელს ცერა და საჩვენებელი თითით იწელავს.
-ვითამაშოთ ხო იცით რომ არ მოგვეშვება ? - სიცილით ამბობს ლუკაც და თამაშს ვიწყებთ.
უი სულ ამავიწყდა მე ნენე იაშვილი ვარ 21 წლის . ესენი კი ჩემი ძველი ჯგუფელები და საუკეთესო მეგობრები არიან. პირველ კურსზე, პირველივე დღეს რომ დავმეგოვრდით იმის მერე ცალ-ცალკე არავის ვუნახივართ. მე, მარიამი, ერეკლე, ლუკა და ნიკოლოზი.
ახლაც ეკონომიკის ლექცია უნდა გვქონდეს წესით,მაგრამ ლექტორი რატომღაც აგვიანებს. ნუ საბოლოდ ისეთი რაღაცეები თქვეს ბავშვებმა მე გამეცინა და როგორც იყო შეთანხმებული რაიმე უნდა გამეკეთებინა.
-აბა გისმენთ- საწყალი სახით ვამბობ და თვალებს "ვაჟუჟუნებ".
-რომელიმე ტიპთან მიხვალ და ეტყვი რომ მოგწონს - მხრებს იჩეჩს ლუკა
-იდეინი ხარ რა , რა იყო ორი წლის ხარ? - ვუბღვერ იმით შეშინებული რომ მართლა აიტაცებენ ამ იდეას, სულაც არ მინდა რომელიმე ჩვენ კურსელს ვუთხრა რომ მომწონს.
-არა რატო მე მომწონს- ცუდად მიღიმის ერეკლე.
-ბიჭს მე ვარჩევ-გახარებული ხტება მარიამი და აუდიტორიას ათვალიერებს, ოღონდ ის არა ვისაც მე ვფიქრომ , მარიამ ეგ არ გამიკეთო- აი მესამე მერხთან ბიჭი რომ დგას, მაღალი,გადახოტრილი თმით ხედავ ?
-ბიჭებთან ერთად რომაა? - კბილებში ვცრი და ისეთი სახით ვუყურებ მარიამს რომ აშკარა უნდა იყოს რასაც ვუპურებ.
-კი-სიცილით მპასუხობს და ერეკლეს ზურგს უკან იმალება.
-მიდი მიცუნცულდი პატარავ, მარიამმა კიდევ დაგინდო მე უარესი ვარიანტი მქონდა - ნიკოლოზი შუბლზე მკოცნის , მიღიმის და ბიჭებისკენ მაგდებს.
ჯანდაბა მარიამ მოგკლავ, შენ ხო აზრზე არ ხარ რას გიზავ. არა მაინცდამაინც იმ ბიჭზე რომ მითხრა ვინც მართლა მომწონს ? დეგენერატი! თითქმის მაგიდასთან ვარ მარიამისგან სმს-ი რომ მომდის
*იქნებ ეხლა მაინც გეშველოთ რამე :D* უაზროდ მეღიმება და ბიჭებს ვუახლოვდები
-გამარჯობა
-გამარჯობა-გაოცებული მეუბნება ერთ-ერთი და მალევე ვიპყრობ ყველას ყურადღებას
-ერთი წუთით შეიძლება? საქმე მაქვს - ბავშვების მიერ არჩეულ ობიექტს ვეუბნები და ვიღიმი
-მე? -უფრო ოცდება ბიჭი და ფეხზე დგება
-დიახ- ისევ ვუღიმი და პასუხს არც ველოდები ისე მივდივარ გასასვლელისკენ, მესმის ბიჭების ჩუმი გამხნევებაც და ამაზე უფრო მეცინება. აუდიტორიასთან ახლს ვჩერდები, ბიჭი კი ძლივს დამალული გაოცებით მიახლოვდება.
-გისმენ- ბოხი ბარიტონი მალე წვდება ჩემს სმენას.
-ეხლა ვითომ რაღაცას გეუბნები და არაფერი არ შეიმჩნიო- კარებთან გაჩერებულ მარიამზე მეღიმება
-რა?- გაკვრვებული მიყურებს და თავს გვერდით ხრის
-უბრალოდ უნდა დამეხმარო, ვითომ რაღაცას გეუბნები, ეხლა გამიღიმე - ვუღიმი და თვალებში ვუყურებ , მასაც დაპროგრამებულივით ეღიმება- მადლობა კარგი ბიჭი ხარ - ჩემი ოპერაციით კმაყოფილი ცერზე ვიწევი ლოყაზე ვკოცნი და აუდიტორიისკენ მივდივარ
-მოიცადე-ზურგსუკან მისი ხმა მესმის მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ და ბავშვებს ვუახლოვდები.
-გეშველებათ ეხლა მალე- სიცილით მჩურჩულებს მარიამი და პასუხად ჩემს ჩქმეტას იღებს- მეტკინა გოგო!
-ჯერ სად ხარ ! თუ იმ ბიჭთან რამე საშინელება არ გაგაკეთებინო მე არ ვიყო ნენე იაშვილი მაცადეე!- გაბრაზებული ვცრი და ახლახანს შემოსულ ლექტორს ვუყრებ.
-უკაცრავად ბავშვებო ცოტა დამაგვიანდა კათედრაზე რაღაც პრობლემები იყო ახლა კი ლექცია დავიწყოთ- მშვიდად საუბრობს და პროექტორს რთავს.
მთელი ლექცია დაჟინებულ მზერას ვგრძნობდიბდი და მთელი ლექცია მარიამი რაღაცას მებუტბუტებოდა მაგრამ იმდენად ვიყავი ეკონომიკაზე გადართული რომ ორივეს ვაიგნორებდი.


აუდიტორია რომ წამოიშალა და ბავშვებმა გასვლა დაიწყეს მერე მივხვდი რომ ერთი საათი გავიდა და სემინარზე უნდა წავსულიყავი. მარიამი ჯუჯღუნით მიდიოდა ჩემს წინ ინგლისური ძალიან არ უნდოდა მაინც არაფერს არ ვაკეთებთო, მე კიდევ მის ჯუჯღუნზე ვიცინოდი. თითქმის აუდიტიიდან ვიყავით გასულები ვიღაცამ მკლავით რომ დამიჭირა და უკნიდან მომეკრო
-მეორედ ჩემი ისე დატოვება არ გაბედო თორემ მე უარესი ვიცი- ბოხი, ღიმილნარევი ხმა მესმოდა ყურთან და ძლივს აღვიქვამდი მის სიტყვებს. ბოლოს ყელში მაკოცა და ისე გაქრა აზრზე ვერ მოვედი .
-ნენე! რა ჯანდაბა გჭირს დღეს? - გაბრაზებული მომიტრიალდა მარიამი და შემანჯღრია.
-ჯანდაბა, აქამდე ხომ შეხება არ მქონდა და მაგიჟებდა და ეხლა ასე უნდა გამაგიჟოს? -გაბრაზებული ვბუზღუნებდი და თან ცოტა მოშორებით მდგარ, მომღიმარ ბიჭს ვუყურებდი-არა ნახე რა თან როგორ მიღიმის ? იდიოტი ! კრეტინი! იცის რომ სიმპატიურია და იყენებს რა !- ბუზუნს ვაგრძელებდი მე
-ვაიმე ნენე ეხლა გავიგუდები სიცილით, გეყო- ძლივს სუნთქავდა მარიამი და კიბეებზე დაწევას ცდილობდა- ნუ გარბიხარ გოგო!
-დააცადე ჩემზე გაბრაზება რაიმეზე ხომ უნდა გადაიტანოს- ისევ მესმის ირონიული ხმა და ეგრევე ვჩერდები, უკან ვიხედები და აშკარად ახლოსაა ჩვენთან . როდის დაგვეწია წეღან ქვევით არ იდგა ?
-დამშვიდდი ნენე- ჩუმად ჩაილაპარაკე, ჩავისუნთქე და გზა გავაგრძელე.
-ლამაზი სახელი გაქვს , გიხდება. ისე მე ოთო მქვია -თვალს მიკრავს და იმავე სართულზე უხვევს. მე კი სიბრაზისგან სადაცაა ბოლს გამოვუშვებ, იდიოტი! დამპალი! სექსუალური , მაინც მესაყვარლება და რა ვქნა , თან ისეთი კარგი ტანი აქვს , ! ოხ არა ჯანდაბა ნენე გაბრაზებული უნდა იყო მაგ.. მაგ ,სექსუალურ გორილაზე !

მთელი დღე გაბრაზებული დავდიოდი და ყველას ვცოფავდი. ისეთ ხასიათზე ვიყავი ჩემ კურსელს რომელიც ჩემს "დაკერვას" ცდილობდა , იმხელაზე ვუყვირე უკვე ძაან ტვინს ჭამ ხომ ხედავ არ მომწონხარ და თავი დამანებეთქო რომ მთელი სართული მე მიყურებდა. მარიამი კი იდგა და იცინოდა ძლივს არ უთხარი ყვეაფერი რასაც მაგაზე ფიქრობდიო? . ბოლოს მარიამმა იმდეი იცანცარა ერეკლესთან ერთად რომ კარგ ხასიათზე დამაყენეს.
-უკაცრავად ბავშვებო ნენეს მოგტაცებთ- ღიმილით მოდის ოთო, ხელს მკიდებს და იქვე გავყავარ.
-გისმენთ-ღიმილით ვუყურებ და ვცდილობ ნერვები არ ამეშალოს, არა ნენე
-ოჰ ძალიან გთხოვ არ გვინდა ეს ოფიციალურობები რა -თვალებს მობეზრეულად ატრიალებს და თავს გვრდით ხრის- მოკლედ დღევანდელზე მინდა გელაპარაკო
-კარგი რა არაფერი მომხდარა და აქ სალაპარაკო რა არის ?
-რომ ვამბობ ესეიგ არის-ოდნავ ბრაზდება და თვალებით ვიღაცას უყურებს , მაშინვე მზერას ვაყოლებ თვალს და მის მეგობარს ვხედავ , მეცინება და ოთოს ვუტრიალდები.
-რა დაგავალეს-ღიმილით ვეკითხები და ხელებს გულთან ვიჯვარედინებ
-არაფერი ნუ მოკლედ..- საუბარს მოტოციკლეტის ხმა გვაწყვეტინებს და მეც გაღიმებული ვბრუნდები მისკენ
-ბოდიში ოთო უნდა წავიდე -ღიმილით ვუქნევ ხელს და მოტოციკლეტისკენ მივდივაროთ რომ მქჩერებს უბად თავისკენ მაბრუნებს და მკოცნის , თავიდან ვრაფერს ვერ ვიაზრებ, შემდეგ ყველაფერს ვხვდები და ნაზად ვყვები კოცნაში. აშლარად უკვირს ჩემის საქციელი მაგრამ მომაკვდინებელ კოცნას ისევ აგრძელებს , ჯანდაბა ასე კარგად რატომ კოცნის ! უკვე მაგიჟებს! ნენე შენი წასვლის დროა მოშორდიი!! ბოლოს ტუჩზე კბენ და უკან ვიხევ, ეშმაკურად ვუღიმი, ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ , ოდნავ ხელს ვუქნევ და მოტოციკლეტთან მივდივარ
-ნიკოლოზ დროზე წავედით- აფორიაქებული ვამბობ და ჩაფხუტს ვიფარებ
-ეს რა იყო? - გაოცებულია ისევ ნიკა და ძლივს ახერხებს ადილიდან დაძვრას
-არაფერი-ღიმილით ვჩურჩულებ და ისევ იმავე ადგილას მდგარ მომღიმარ ოთოს ჰაერში თითებს ვუთამაშებ.


ამ ამბიდან რამოდენიმე დღე იყო გასული მე და მარიამი დერეფანში ვიდექით და რაღაცაზე ვიცინოდით ვიღაც გოგო, რომ მოგვიახლოვდა.
- გამარჯობა ნენე - ამრეზით მათვალიერებს.
-გამარჯობა- გაკვირვებული ვუყურებ ზემოდან და ცოტა არ იყოს მეცინება.
- ეხლა მომისმინე უნამუსო გოგოვ ! - ბოლო ხმაზე იწყებს კივილს და მეც მაშინვე გაოცება მეხატება სახეზე- სხვის შეყვარებულებს თავი დაანებე !
-უკაცრაავდ ?- გაოცებული ძლივს ამოვთქვამ და სადაცაა ალბათ სიცილით გავიგუდები
- ხო ! შენ მე და ჩემი შეყვარებულიუ დაგვაშორე ! ნუთუ არ გრცხვენია!- ისევ კივის და ამჯერად მართლა ვერ ვიკავებს სიცილს და ბოლო ხმაზე ვიწყებ სიცილს, მარიამი ისევ გაოცებული იყო და იმასაც ვერ ხვდებოდა თუ რა მაცინებდა.- რა გაცინებს- ჩემი ხასიათით აგგიზიანებული გოგო თავიდან მიტევს
- ჰუჰ შენი სახელი ?- წელში ვსწორდები , ხელებს მკერდთან ვიჯვარედინებ და ამაყად დავყურებ ზემოდან
- ნათია
- ჩემო ნათია შენ შეყვარებულს, აჰ უკაცრავად მე რომ წაგართვი მაგ ბიცჰს რა ქვია ხო ვერ შემახსენებ ?
-ოთო, ოთო დადვანი
- სვანისთვის ცოტა უცნაური სახელია , ოთო ვინაა? -გაოცებული ვუბრუნდები მარიამს, მაგრამ ისიც გაკვირვებული იჩეჩს მხრებს და ახლა ორივე ნათიას ვუყურებთ-ნუ რა მნიშვნელობა აქვს ჩემო საყვარელო წადი და ეგ ველაფერი ოთოსთან გაარკვიე კარგი ?
- ნათია ? - ზურგს უკან ნაცნოობი ხმა მესმის და მალევე ვტრიალდები მისკენ
- აჰ შენ ხარ ამის სატრფო ? საყვარელო მოდი იცი რა ვქნათ ? დააშოშმინე როგორც გინდა , დეტალები აე მაინტერესებს მაგრამ მე მეორედ შენმა "შეყვარებულებმა"- ამ სიტყვაზე თითებით ბრჭყალებს ვაკეთებ- არ შემაწუხონ - თვალს ვუკრავ , მარიამს თავით წასვლისკენ ვანიშნებ და გვერდს ისე ვუვლი ზედაც აღარ ვუყურებ.
-ეს რა ჯანდაბა იყო ? - ძლივს ამბობს მარიამი
- აზრზე არ ვარ შენ თავს ვფიცავარ - უაზროდ ვიცინი მე
- რა გაცინებს გოგო მთელი უნივერსიტეტი ისმენდა მაგ ქაჯის კივილს- მჩქმეტს მარიამი და თვალებს მიბრიალებს
- ნუ კარგი რა მარიმ , არ იცი რომ მაგრად რას იფიქრებენ ? ზოგის თვალში ხომ იცი უკვე ვარ და ამ პანიკით რა დაემატებოდა ვითომ ჩემს სახელს ? - უდარდელად ვიჩეჩ მხრებს და აუდიტორიის კარებს ვაღებ
- არა ეს ქაჯი მაგის შეყვარებული რანაირად იყო არ მესმის- ბოლოს ბურდღუნით მომყვება მარიამი და მერხთან ადგილსაც ვიკავებთ.

მთელი ლექციის განმავლობაში სულ ოთოზე ვფიქრობდი , ნერვები მეშლებოდა რომ ვიაზრებდი იმას რომ შეყვარებული ყავდა და მაინც მე "მეჩაიჩებოდა" , არ მიყვარს მოღალატე ხალხი , როგორიც არ უნდა იყოს მისი მეორე ნახევარი არავინ არ იმსახურებს ღალატს , სჯობს ჯერ სამუდამოდ წერტილი დასვა და მერე ააწყო ურთიერთობა ვიდრე პარალელურ რეჟიმში. ნუ თავისი საქმის თითონ იცის მაგრამ იმედები გამიცრუა , რატომღაც სულ სხვანაირი წარმომედგინა მაგრამ ხშირად ხომ ყველაფერიისე არ ხდება ჩვენ როგორც გვინდა.

არ ვიცი რა გამოვიდა, მაგრამ მეტი ვეღარ მოვითმინე იმდენად მომენატრა თქვენი კომენტარები და მისგან გამოწვეული ემოციები რომ ვეღარ მოვითმინე <3 ველოდები თქვენს შეფასებებს <3 სიყვარულით თქვენი მარიამო <3
პ.ს. შეცდომებისთვის მომიტევეთ :დскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ლილიანა

ძალიან მაგარიაა გააგრძელე

 



№2 სტუმარი სტუმარი ანა

მონწონს გააგრხელე ♡♡

 



№3  offline წევრი ლუ♋

ნაწარმოები, რომელიც შეიძლება ჩაითვალის, რავი, ალბათ პონქტუაციურ შოკად.
1. კავშირებთან მძიმეები ბეკეკომ შეჭამა?
2. სასვენის ნიშნების დეფიციტია, აშკარად.
3. ეხლა არა, სწორი ფორმაა ახლა.
3. რამოდენიმე არა, სწორი ფორმაა რამდენიმე.
4. " ჩემ კურსელს" არა, სწორია - ჩემს კურსელს.
5. ბევრი მექანიკური შეცდომა იყო.
6. აპდეიტი ესაჭიროება.
7.რავი, სმაილიკების გარეშეც შეიძლება ემოციის გამოხატვა.
8. შემოდგომში, სანამ ატვირთავ, ჯობს გადაიკითხო და შეცდომები გაასწორო.

ნაწარმოებს რაც შეეხება რომ ვთქვა მომეწონა მეთქი, ტყუილი იქნება, რადგან საშინლად სწრაფად ვითარდება მოვლენები და წაკითხვის მუღამს მაკარგვინებს.

წარმატებები.❤

 



№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

სასწრაფოდ დადე ახალი თავი და ცოტა მოქმედებები შეანელე ხო,უფრო კარგი გამოგივა ისტორია?მომენატრე heart_eyes kissing_heart
--------------------
ლანა

 



№5  offline წევრი გეგე მარიშკა

მაგარია გააგრძელე <3

 



№6 სტუმარი სტუმარი Lia

Kargi istoriis dasawkisia.mshvenivrad wer.
Kargi gogo xar.❤❤❤

 



№7 სტუმარი qeti

kargi iyo da male dade ra ????????????

]kargi iyo da male dade ra

 



№8 სტუმარი სტუმარი margo

ისეთი სათაური აქვს წაკითხვის სურვილს დაუკარგავს კაცს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent