შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაორება #5


16-11-2017, 20:40
ავტორი elle...
ნანახია 1 912

გაორება #5

)))(((
-ვერ გავიგე რა გინდა და ამეებს რატომ მელაპარაკები?
-შენ სულ გამოს*რდი, ბიჭო? ვერ გაიგე რა გითხარი? აშკარად ეტყობა, რომ განიცდის. რომ ეკ*დოს, ისეთ მდგომარეობაში არ იქნებოდა. ის სულელია, ვერ ხვდება და შენც მას უნდა დაემსგავსო? აი, რატომ მაიძულებთ, რომ უხეშად ჩავერიო, როცა ამის სურვილი არ მაქვს?!
-ჰოდა, ნუ ერევი!
-რომ ვიცოდე მოგერევი, ახლა მაგრად გცემდი. მე რას დამიმალავთ, ბიჭო. შენ *ლესავით ზიხარ აქ და არაფერს აკეთებ რამის გამოსასწორებლად, როცა გეუბნები, რომ უყვარხარ. ცუდად არის. არ იმჩნევს, მაგრამ არის. შენზე ლაპარაკისას ისე შეეცვალა ხმა, მე ვერ გავუძელი და შენ რა ვერ დაინახე, სანამ გაშორდებოდი? ან მაგაზე როგორ დათანხმდი, „ვაბშე?“ ეგ არის მიყვარსო, გაგა? ეგეთი სიყვარული იცით?
-არ მინდა ამის მოსმენა.
-არა, ძმაო. არ გიყვარდათ თქვენ ერთმანეთი, ალბათ, და ყველაფერი მოჩვენებითი იყო. ოსკარის თემებში რომ ვიყო, ორივეს მოგცემდით ან მაშინდელი მსახიობობისთვის, ან ახლანდელი. მაგრამ შენ რას ვერ ითვალისწინებ, იცი? იაფფასიანი მაყურებლის შემთხვევაში დააბოლებდით ყველას, მაგრამ მათ შორის ჩემნაირი შეიძლება იყოს, ნებისმიერ სიუჟეტში რომ გაგშიფრავს და ნაკლს გიპოვის. და, როცა გიპოვის, ტვინს მოგი*ყნავს ამაზე ლაპარაკით.
-ძმა ხარ, ლევან.-ფეხზე წამოდგა და მხარზე ხელი დაადო.-მაგრამ, ხომ იცი, ვისაც არ უნდა, იმას იმდენად ვერ მოთხოვ სიყვარულს, რამდენადაც შენ გასცემ.

)))(((
ჩაის ვამზადებდი, თან მისაღებისგენ ვიყურებოდი, ცარიელი რომ არ იყო. თაზო იჯდა დივანზე და ჩაფიქრებული უყურებდა იატაკს. იდაყვებით მუხლებს ეყრდნობოდა და ერთმანეთში გადახლართულ თითებს ათამაშებდა. არა, იატაკს კიარა, აშკარად თავის გრძელ თითებს უყურებდა. რატომღაც ვღელავდი. ეს შეგრძნება მაშინვე დამეწყო, როგორც კი დაუფიქრებლად დავპატიჟე ჩემთან, სახლში. შემოსასვლელი კარი რომ გავუღე და ხელში შოკოლადების შეკვრით გაღიმებული დამხვდა, მეც გამეღიმა, მაგრამ მღელვარებამ უფრო მეტად იმატა. არ ვიცი რისი ბრალი იყო, თუმცა აშკარა იყო, რაღაც ხელს მიშლიდა და მანერვიულებდა კიდეც.
-ჟოლოთი თუ ლიმონით?-ხმამაღლა გავძახე.
-ლიმონით, ანა. თუ შეიძლება.-მომესმა იქედან მშვიდი ხმა.
როგორც კი გავამზადე, მაშინვე გავედი მასთან და მისაღების პატარა, მინის მაგიდაზე შემოვდგი ჭიქები, შოკოლადებთან და კრუასანთან ერთად. თაზომ მხოლოდ გამიღიმა და მაშინ ინება ლამაზი თითებისთვის თავი დაენებებინა. მე მიყურებდა და თან ჩაის ჭიქას იღებდა. პირველად მაშინ მომეჩვენა (ან ასეც იყო), რომ მისი თვალები ზედმეტად სხვანაირი იყო. ძალიან, ძალიან შავი. ძალიან ღრმად ჩასმული და გარშემო გრძელი წამწამები. თითქოს ისეთი, ძილისაგან რომ დასიებულია, მაგრამ მას აშკარად ეტყობოდა, უძილობა ან ძილიანობა რომ არაფერ შუაში იყო. მისი ღიმილი რომ უფრო ფართო გახდა, მაშინ ვინებე და მზერა მოვაშორე, უხერხულად მივშტერებოდი.
-ძალიან გემრიელია.-მაშინვე მითხრა, როგორც კი გასინჯა.
-მე მგონია, რომ ჩვეულებრივი ჩაია. მაგრამ მაინც მადლობა.-გავუცინე.
-18 წლიდან ასე გულწრფელად არავის მოუმზადებია ჩემთვის რამე. მე თვითონ ვაკეთებდი. სხვათაშორის, არც ისე ცუდად.
-შენები?!
-დამოუკიდებლობას ვაფასებდი ბავშვობიდანვე და საშუალება როცა მომეცა, მაშინვე გადმოვედი ცალკე საცხოვრებლად. თვითრეალიზაციის საუკეთესო გზაა.
-მეც ეგრე მგონია. დიდიხანია 18 წლის ასაკიდან გამოვედი, მაგრამ დედაჩემი მაინც ვერ შეეჩვია ჩემს სახლში არ’ყოფნას.
-ეგ რაარი, ირმა დღესაც მირეკავს და მეწუწუნება, კაცმა სახლში მარტომ რა უნდა გააკეთო, ან ცოლი მოიყვანე, ან სახლში დაბრუნდიო.
ხმამაღლა გაგვეცინა.
-მაგათვის ყოველთვის პატარები ვიქნებით, როგორც თვითონ ამბობენ.
-მთავარია ეგ რამის შეზღუდვაში არ გადაეზარდოთ, თორემ ძალიან მიყვარს ოჯახური გარემო. რომ წარმოვიდგენ, ხოლმე, სამსახურიდან მოსულს სახლში ჩემი ცოლი მხვდება და პატარა, სიარულს რომ იმ პერიოდში სწავლობს, მთელ ტანში მაჟრიალებს.
-ჰო, ალბათ ეგ არის ადამიანის სრულყოფილი ბედნიერება.
-არა, ბედნიერებაც ინდივიდუალურია. ზოგისთვის ეს გარემოება ისეთი გამაღიზიანებელია, კარიერის წინ ვერაფერს ხედავს. ზოგისთვის სხვა დანარჩენი კარგავს მნიშვნელობას, როცა ოჯახური გარემო აქვს მოწყობილი თავის სურვილზე.
-ვერ ვხვდები მაგ მდგომარეობას სხვა როგორ უნდა ამჯობინო.-ჩუმად ვთქვი.
-გეთანხმები. შვილი მაგარია, ე, რას იძახი. თან როცა მისი დედა სიგიჟემდე გიყვარს. მათ გარდა რომ ვერავის აღიქვამ და ერთი სული გაქვს დროის ყველა ნაწილი მათთან გაატარო. მამაკაცისთვი „ვაბშე“ სხვა შეგრძნება და ბედნიერებაა.
-რა მნიშვნელობა აქვს სქესს?-გამეცინა.
-აი, შენ რომ დედა ხარ და გიხარია, ხომ „იასნი“ თემაა?-ჭიქა მაგიდაზე დადგა და ჩემკენ შემობრუნდა. თავი დავუქნიე, მომეჩვენა, რომ მძიმედ.-გრძნობ როგორ იზრდება შენში პატარა ადამიანი, რომელიც შენია და შენი სიყვარულს. მაგრამ, შენი ქმარი, ან შეყვარებული, „იტოკში“ რაც გინდა ის დაარქვი, ამას რომ უყურებს, რა სიტუაციას, იცი? მისი საყვარელი ადამიანი, რომ მეორისგან იბერება, თვითონ რეალურად ვერ გრძნობს ამას, მაგრამ იმდენად რეალურად აღიქვამს, რომ გიჟდება. ქალს შეუძლია ეს ყველაფერი მის შიგნიდან იგრძნოს, მამაკაცი კიდევ გარედან ხედავს. ასე მაქსიმალურად ვერ შეიგრძნობს, მხოლოდ გონებაში შეუძლია წარმოიდგინოს. ამ დროს ქალი შვილთან ერთად არის, კაცი კიდევ მარტო გარედან ეფერება. დამიჯერე, ამ დროს ჩვენც არაადამიანურად გვინდა იგივეს ვგრძნობდეთ. უბრალოდ, თქვენ უფრო მეტის გაძლება შეგიძლიათ და ამ შემთხვევაში, ჩვენ უფრო სუსტები ვართ. თან იმდენად, რომ... აუ, არ ვიცი როგორ აგიხსნა, მაგრამ მართლა სულ სხვა შეგრძნებაა, რა. აი ისეთი, ამ დროს რომ მთლიანად თქვენზე ვართ დამოკიდებულები.-სიცილით მორჩა. მხოლოდ მაშინ დასერიოზულდა, როცა სახეზე შემომხედა და ჩემი სველი ლოყები დაინახა.
ვერც მე მივხვდი, როდის ამეტირა ან რატომ. ალბათ იმიტომ, რომ თაზოს სიტყვებმა გაგას სახე დამანახა. სწორედ იმ პერიოდის, როცა ჯერ კიდევ სამნი ვიყავით.
-ანა, რა დაგემართა?-აშკარად შეშფოთდა. მის სახეზე მაქსიმალურად ვეცადე თავი დამეწყნარებინა და ჩუმი ატირებისგან გამოწვეული ცრემლები მოვიშორე.
-არაფერი, თაზო. მაპატიე.-შეძლებისდაგვარად გავუღიმე.
-რამე ისეთი ვთქვი?!-ფრთხილად მეკითხებოდა.
-არაფერია, მართლა. არაფერ შუაში ხარ. დავივიწყოთ.-არ მინდოდა ჩემს პირადზე ვინმესთან მესაუბრა.-სავარაუდოდ, იგივეს განიცდის ჩემი მეგობარიც, ბავშვს ელოდება და ჩემმა დაქალმა მითხრა, ლამის გონება დაკარგოსო.-გამეცინა.-ალბათ, ამ საკითხში მართლა ზედმეტად სუსტები ხართ.
-აი, ხომ გეუბნებოდი.-მანაც გაიცინა, მაგრამ ეს თემა მეტად არ გაუგრძელებია. მიხვდა, რომ ამაზე არ უნდა გვესაუბრა.
-მეუბნებოდი. კრუასანი ჭამე.
-არ მინდა, მადლობა. ტკბილეული არ მიყვარს.
-ხუმრობ?-გამეცინა.
-არა, რატომ?! ვერაფერს ვჭამ ეგეთს. აი, მწარე რაც არის, ყველაფერი მიყვარს.
-გემრიელი მექსიკური ვიცი, აუცილებლად დაგპატიჟებ.
-მეც ვიცი.-სიამაყით თქვა.
-რა?
-კერძების მომზადება. იცი, რა მაგარ რაღაცებს ვაკეთებ?
-უნდა გამასინჯო.-სიცილით ვუთხარი.
-აუცილებლად. რამე გემრიელს გავაკეთებ და მაგარ ფილმს ვუყუროთ.
-მაგალითად, „შვიდს.“-გამეცინა, ფინჩერის ფილმი რომ გამახსენდა პირველი.
-კაი, ღადაობ?!-გაეცინა.
-რატომ უნდა ვღადაობდე? არ გაქვს ნანახი? თუ არ მოგეწონა?-გამიკვირდა.
-კაი, კიდე ღადაობ?!-ისევ იგივე გაიმეორა.-ჩემი საყვარელი ფილმია. ცოდვილი ადამიანებით სავსე ისევე, როგორც დღევანდელობა.
-ვფიქრობ, სწორედ მაგ მხარის გადმოცემა უნდოდა ფინჩერს და გენიალურადაც გამოუვიდა.
-„ბაზარი არაა.“ ადამიანური ცოდვების, რომლის გარეშეც ვერავინ ცხოვრობს და ისინი, რომლებიც ისჯებიან უფრო მარტივად აგრძელებენ ცხოვრებას, ვიდრე ისინი, რომლებსაც ამისთვის პასუხი არ მოეთხოვებათ. ამიტომაც გაამწარა პიტის პერსონაჟი და მეშვიდე ცოდვაც კისერზე აკიდა.
-მორგანზე ვგიჟდები!-აღტაცებით ამოვილაპარაკე.-ყველა ფილმში უნაკლოა, წარმოგიდგენია?!
-წარმომიდგენია კიარა, ჩემი თვალით ვუყურებ ყველა ჯერზე. გენიოსია.
-„სამყარო შესანიშნავი ადგილია, რომლისთვისაც ბრძოლა ღირს!“ ეთანხმები ჰემინგუეის, თუ მარტო მეორე ნაწილს?-გავუღიმე.
-ორივეს. მიუხედავად მომაკვდინებელი ცოდვებისა, სამყარო მაინც საოცარია. ვფიქრობ, რომ მხოლოდ ჩვენ ვხდით აუტანელს, თავისი ინდივიდუალიზმით, თუ შეიძლება ასე ვთქვა, შეუდარებელია. ჩვენ ვაფუჭებთ ყველაფერს, ყოველთვის ადამიანები. არ შეიძლება თავიდანვე უნაკლოდ შექმნილი აქამდეც ასე ვერ მოსულიყო, მაგრამ ადამიანები ყოველთვის ხელს ვუშლით ჩვენზე უკეთესს. ვანგრევთ, ვანადგურებთ, მიწასთან ვასწორებთ, მაგრამ მაინც გვიღირს ამისთვის ბრძოლა. ზოგჯერ იმისთვის, რომ იგივე გავიმეოროთ, და ზოგჯერ იმისთვის, უკვე გაფუჭებული გამოვასწოროთ. ნებისმიერ შემთხვევაში ღირს ბრძოლა. ფილმში მხოლოდ მეორე ნაწილს რატომაც ეთანხმებიან, შენც იცი. მაგრამ ჩვენ ხომ ფილმში არ ვართ?! არც შვიდი ცოდვით ვიმძიმებთ ცხოვრებას და კი, ვეთანხმები ჰემინგუეის, ორივე ნაწილში.
-ურთიერთობებსაც ჩვენ ვანგრევთ თუ სიტუაცია?
-ანა, ადამიანებზე საზიზღარი არსებები დედამიწაზე არ არსებობს. საშუალება რომ გვქონდეს, ყველაფერს გავანადგურებდით. მხოლოდ იმიტომ არ ვაკეთებთ ამას, რომ აქაც ეგოისტები ვართ. ვიცით, რომ ამით ჩვენც დავზიანდებით და ამდენად გარისკვა არ გვინდა. იმაზე მეტის უფლება გვაქვს ცხოვრებაში, ვიდრე უნდა გვქონდეს. ურთიერთობებშიც ასეთები ვართ. ვაშავებთ, ვყვირით, ვტირით, მაგრამ საქმე რომ გამოსწორებამდე უნდა მივიდეს, ჩვენს მეორე ნახევარს ვადანაშაულებთ. ყველაზე დიდი პრობლემა იცი რა არის? ყველაზე მეტად საკუთარ დანაშაულს ვერ ვხედავთ, ხშირ შემთხვევაში და სხვისგან ვითხოვთ ამის გამოსწორებას. არ ვსაუბრობ შეყვარებულების, ცოლ-ქმრის ურთიერთობაზე. ზოგადად გეუბნები. ყველაფერს ვაფუჭებთ ჩვენ. სიტუაციაც ჩვენიდან გამომდინარე იქმნდება ისეთი, რომ დასასრულისკენ უფრო სწრაფად მიჰყავს საქმე. და საქმე როცა ზრდასრულ ადამიანებს ეხებათ, მაშინ საერთოდ რა შუაშია სიტუაცია. ამ შემთხვევაში ადამიანმა საკუთარი ძალით უნდა აკონტროლოს თითქმის ყველაფერი და როცა იშვიათ გამონაკლისებთან გვექნება საქმე, მანდ მზადმყოფი უნდა დახვდეს. ყველაფერს ვერ გავაკონტროლებთ, მაგრამ აუცილებლად გამოვასწორებთ. მთავარი პრობლემის გაანალიზება და მისი გამოსწორების სურვილია.
რას მიშვრებოდა ეს ბიჭი?
ყველა თემაზე საუბრით მახვედრებდა, რომ ჩამოუყალიბებელი ვიყავი. ადამიანი, რომელიც თავისით ანგრევს და სხვაზე გადაბრალებას ცდილობს არ’გამოსწორების მიზნით. მთელი სხეული ამეწვა, როცა წარმოვიდგინე, რომ ჩემი და გაგას სიტუაციაშიც ასეთი მიზეზები არსებობდა და შეიძლებოდა ყველაფერი მხოლოდ ჩემი ბრალი აღმოჩენილიყო.
სულელი, იდიოტი გოგო ხარ, ანა, შენ!
-ალბათ, მართალი ხარ.-ჩუმად ამოვილაპარაკე და გავუღიმე.
-ეს „ალბათ“ არ მომწონს. ძალიან მიყვარს, როცა მეთანხმებიან.-ყურებამდე გაიღიმა.
-ეგ მომენტი მეც მიყვარს. თავი პიროვნება მგონია, ყველაფრის გათვალისწინებით.
-მთავარია თავში არ აგივარდეს.-ამჯერად იცინოდა.-ფოტოებს ისევ არ მიგზავნი.
-მეხსიერების ბარათი რომ გამოგეტანა, ჩაგიწერდი.
-არა, უნდა მახვეწნინო. ქალებს ხომ გიყვარს, როცა გთხოვენ და გთხოვენ.
-შენ ყველას უსინდისოდ გვაერთიანებ.
-არა, უბრალოდ ამ შემთხვევაში მართლა საოცრად ერთნაირები ხართ. აი, როგორები, იცი?! ერთი მაპატიეც რომ საკმარისია თქვენთვის, მაგრამ აბა როგორ?! ერთს „იასნად“ ათი სჯობს, ამ პრინციპით ხართ. თან მარტო მაპატიეთიც ხომ ვერ გაიმარიაჟებთ, საჩუქრები, ყვავილები, ძვირფასეულობა, ათასი რამეა, რა.-ხმამაღლა იცინოდა.
-აშკარად ყველა გოგო არანორმალური შეგხვდა და არასწორი დამოკიდებულება ჩამოგიყალიბეს.-მეც მეცინებოდა.
-არანორმალურს მე რომ კარგი კონტექსტით ვიძახი, იცი?
-რა?
-აი, ნორმალური ადამიანი არ მომწონს. მგონია, რომ ზედმეტად ჩვეულებრივია და საზოგადოებრივ დოგმებს მორგებული. აი, მისნაირი რომ ათში რვა უეჭველი რომ არის. ჯერ რა სიტყვაა ნახე - ნორმალური. მაშინვე მიგანიშნებს, რომ რამე ძალიან ერთფეროვანთან გაქვს საქმე. არანორმალური კიდევ მისი რადიკალია. განსხვავებული, იმ ათიდან რომ ორი შეიძლება იყოს, ისეთი. ყველა ჩვეულებრივ სიტყვს, რომელსაც „არა“ ემატება, მაშინვე კაი რამეს გულისხმობს. არა’ჩვეულებრივი, არა’ნორმალური და ასე, რა.
-ყველაფერზე რომ შენებური დამოკიდებულება გაქვს, განსხვავებული, მაგიტომ ხომ არ გგონია, რომ სულ მართალი ხარ?-გაცინებულმა ვუთხარი.
-მე ვთქვი მართალი ვარ-მეთქი?-თითი გულთან მიიტანა.-რაღაც არ მახსენდება.-იცინოდა.-მე უბრალოდ ჩემს დამოკიდებულებაზე გეუბნები, თორემ შეიძლება ყველაზე არასწორი ვიყო დედამიწაზე. მაგრამ ასე თავს კარგად ვგრძნობ.
-შეიძლება იცოდე არასწორი ხარ და თავს მაინც კარგად გრძნობდე?
-შეიძლება. იქამდე შეიძლება ყველაფერი, სანამ შენი პიროვნებით სხვის საზღვარზე არ გადადიხარ. მე ჩემი ფიქრებით არავის ვუშავებ რამეს და აქამდე შემიძლია რაც მინდა ის ვიფიქრო და რაზეც როგორი მინდა, ისეთი წარმოდგენა მქონდეს.
-ფილოსოფოსი თაზო...
-ასათიანი.-მაშინვე მითხრა სიცილით, მე ხომ მისი გვარიც არ ვიცოდი.
-ვახოს იცნობ ვინმეს, ასათიანს? საბურთალოს ქუჩაზე ცხოვრობს.
-ნაცნობია უბრალოდ, ახლოს არა.
-კარგი ბიჭია.
-არ ვიცი, არ მქონია ეგრე აშკარა შეხება. გავიდე უნდა მე უკვე, ხო, ანა?
-როგორც გინდა.-გავუღიმე.
-სასიამოვნო საღამო იყო. ძალიან დიდი მადლობა, მეზობელო.-გამიცინა კარებთან მდგომმა.
-არაფერს, მეზობელო. მშვიდი ღამე.-მეც გავუღიმე.
-შენც.

მთელი ღამე ადამიანების მიერ განადგურებულ სამყაროზე და ურთიერთობაზე მეფიქრებოდა.
და ამის შემდეგ, შეიძლებოდა კი, მე ადამიანი მრქმეოდა?!

)))(((
ცხოვრება მაშინ ემსგავსება უაზრო დროის ერთიანობას, როცა შენს სიყვარულს დანიშნულება აღარ აქვს.

)))(((
-თაკო, გილოცავთ ჩემი ნათლულის არსებობას!-ბოლო ხმაზე დავუყვირე, როცა კარები გამიღო და მაგრად ჩავეხუტე.-ვგიჟდები უკვე ისე მიყვარს!
-მასაც უყვარხარ. გუშინ ველაპარაკე შენზე და მოეწონე.-ნაზად გამიღიმა და მუცელზე ხელი მოისვა. მე დავიხარე და იგივე ადგილას ვაკოცე.
-რასაც დედა გეტყვის, ყველაფერი არ დაუჯერო, პატარა.
-რაებს ასწავლი? სულ მე უნდა მგავდეს, ზურასი მარტო თმის ფერი უნდა ჰქონდეს.
-ეს რა აკვიატებაა, ახლა?-გამეცინა და მხოლოდ ამშინ შევამჩნიე, რომ ჯერ კიდევ კარებში ვიდექით.-რაო ზურამ, დაკარგა გონება?-ვკითხე და მანტო საკიდზე ჩამოვკიდე.
-არა, მაგრამ არაფერი აკლდა. ასე მაგრად მაინც ვერ მეტყოდი, მოულოდნელი და დაუგეგმავი უფრო მაგარიაო. ისეთი აჟიტირებულია, არ ვიცი ბავშვი როგორ უნდა გაზარდოს.
-ჰეი, სიძე, იმუშავე და პრემიას იღებ?-სიცილით ვუთხარი დივანზე მჯდომს და გვერდით მივუჯექი.
-ხო, უფროსმა დამაჯილდოვა პატარათი.-გამიცინა და ლოყაზე მაკოცა.
-ბიჭი გინდა თუ გოგო?-მაქსიმალურად ვცდილობდი წარსულზე არ მეფიქრა, იგივე თემის განხილვისას.
-არ ვიცი, რომელიც იქნება, რა.
-რა დანაზებულები ხართ ეს ცოლ-ქმარი, რა უბედურებაა.-სახე დავმანჭე და ფეხები სახელურზე გადავაწყვე.
-ანა, ჩვენები უნდა ამოვიდნენ.-სერიოზული სახით მითხრა თაკომ.
-მერე რა პრობლემაა?!
-გაგაც უნდა ამოვიდეს.-ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს დიდი ხანი ემზადებოდა ამის სათქმელად. გულისცემა ისე ამიჩქარდა, ნათლად ვგრძნობდი მის სიძლიერეს. გამეღიმა, უნებურად. ისე, სიმწრის ღიმილს რომ ვეძახით, მაგრამ მაინც მაქსიმალურად შევიკავე თავი.
-მერე რა, თაკო? ისეთივე მეგობარია თქვენი, როგორიც მე ვარ და ჩვენს შორის თუ რამე მოხდა, თქვენს ურთიერთობაზე გავნელა არ უნდა იქონიოს. ისედაც ვიცი, რომ მასთან შეხვედრა ხშირად მომიწევს, არ არის პრობლემა. შენ ნუ ნერვიულობ.-გავუღიმე.
-რა ხმით ხარ, თაკო?! ისე ნუ იქცევი, თითქოს მისი მტერი აპირებდეს მოსვლას.-ზურამ თვალები დაუბრიალა თაკოს. მის მცდელობაზე გამეცინა, ცდილობდა არ მეგრძნო დაძაბულობა.
-ვერა ხართ თქვენ!-ხელი ავიქნიე და სამზარეულოში გავედი. ცივი წყალი რომ არ დამელია, მოვკვდებოდი. მისაღებიდან მათი ხმა მესმოდა. მეცინებოდა მათ დიალოგზე, არ მესმოდა რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ მაინც ზუსტად ვიცოდი. იქამდე არ ვაპირებდი იქ გასვლას, სანამ თაკო წუწუნს არ მორჩებოდა. სამზარეულოს კარადას ვეყრდნობოდი და სუნთქვის დარეგულირებას ვცდილობდი, რომელიც არც კი მახსოვდა როდის ამერია. განქორწინების შემდეგ პირველად უნდა მენახა და სწორედ ამიტომ ვნერვიულობდი საკმარისზე მეტად. იქამდეც ვიცოდი, რომ ჩვენი შეხვედრა ისედაც არ ჩაივლიდა ემოციების გარეშე, მაგრამ მთლიანად ამოტრიალებული შინაგანი ბევრად მეტს მაგრძნობინებდა, ვიდრე ვფიქრობდი. თითები ამიკანკალდა კარებზე ზარის ხმა რომ გავიგე. მერე ნაცნობი ხმებიც რომ შემომესმა. წყალი ისევ მოვსვი და ღრმად ამოვისუნთქე. საერთოდ არ მინდოდა შეემჩნია, ისევ როგორ მოქმედებდა ჩემზე. რომ მივხვდი, მისალმების სცენას მორჩნენ და მე არ მომიწევდა მათი სათითაოდ ჩახუტება, კარებისკენ წავედი. ასეთ შემთხვევაში საერთო გამარჯობაც საკმარისი იქნებოდა. როგორც კი ოთახში გავედი, ამდენ ხალხშიც მაინც თვითონ დავინახე პირველი. ღმერთო, ზუსტად ისეთი იყო. ზუსტად ისეთი, როგორიც სიგიჟემდე მიყვარდა. გაღიმებული. ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ არაფერი უხდებოდა ისე, როგორც ღიმილი. თვითონ კიდევ მეჩხუბებოდა, შენ მიხდები ყველაზე მეტადო. საბოლოოდ კი იმაზე ვთანხმდებოდით, რომ ჩემით გამოწვეული ღიმილი უხდებოდა ყველაზე მეტად. ბედის საშინელი დაცინვა იყო, ახლა რომ ვუყურებდი და მის სახეს ისევ ისე რომ უხდებოდა ღიმილი მიუხედავად იმისა, ჩემს მიერ არ იყო გამოწვეული. ეგოისტურად მინდოდა, რომ სახის გამომეტყველება შეეცვალა მე რომ დამინახავდა.
-გამარჯობა!-ვთქვი, მაგრამ მისი სახე ისევ ისეთი დარჩა. უბრალოდ ჩემკენ მობრუნდა და ახლა მე მიღიმოდა. სასაცილო სიტუაცია იქნებოდა, სხვისი თვალით. რამდენიმე წამით ერთმანეთს ისე ვუყურებდით, თითქოს მზერით ვიკმაყოფილებდით მონატრებას, სიყვარულს, თუ რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ არსებობდა. გაგას ტუჩების მოძრაობაზე მივხვდი, რომ იგივე გაიმეორა, თორემ არაფერი მესმოდა. დებიუტანტივით ვიდექი შუა ოთახში, სცენაზე რომ პირველად გადის და ეშინია. ეშინია მაყურებლის და ამ შემთხვევაში, ერთადერთი მაყურებელი გაგა იყო ჩემთვის. მხოლოდ მისი თვალების დანახვისას მივხვდი, რომ საშინლად მომნატრებოდა.
-ანა, არ დაჯდები?-მკაცრი ხმა ჰქონდა თაკოს. უცებ მივატრიალე მისკენ თავი და ცარიელი სკამისკენ წავედი, რომელიც ზურას გვერდით იყო. არც მის წინ ჩამომჯდარვარ, მისი სახე რომ კარგად დამენახა. არც მის გვერდით, საზურგეზე გადადებული ხელი რომ მეგრძნო ან მისი მხარი, შევიწროებისგან. მაგიდის ერთ კუთხეში მე ვიჯექი, მეორესთან ის, საპირისპირო მხარეს. ხელები გაოფლილი მქონდა და ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა ზურას ცივი თითები ვიგრძენი ხელზე. მისმა მხარდაჭერამ გამააზრებინა, რომ გაგასა და ჩემს შორის მხოლოდ მე განვიცდიდი ასე. ან, მას საკმარისად შეეძლო ამის დამალვა. თაკომ რომ ზურას ადგილი გაუცვალა და ყურში ჩამჩურჩულა, სახე გაასწორეო, მაშინვე ეგრე მოვიქეცი. მისი უემოციობა ისე მეწყინა, ისე განვიცადე. რა უფლება მქონდა?! რას მოვითხოვდი საერთოდ?! არც მე ვიცოდი. ამიტომ მასსავით მოვიქეცი, სახეზე სხვათაშორის ღიმილი ავიკარი და საუბარში ჩავერთე. თან ისე, რომ მერე აღარც გავჩერებულვარ. საკმარისზე მეტად ვმხიარულობდი, თან არც სასმელს ვიკლებდი. არ ვიცი რა დამემართა მაშინ, არასდროს ღვინოს არ გავკარებივარ ამდენად. ალბათ, მაშინ მეკ*და, რა სახის სასმელი იქნებოდა, მთავარი იყო სითამამე შეემატებინა ჩემთვის.
-გაგა, არ სვამ?-ჰკითხა თაკომ რომ დაინახა, როგორ ისხამდა ლიმონათს ჭიქაში.
-აღარ, თაკო. რამდენი ხანია უკვე.-გაუღიმა.
-ბიჭო, მთელი ცხრა თვე იყავი ახლა პირდაღებული.-ბიჭები ზურას ეღადავებოდნენ.
-ეგ ისეთს იმუშავებდა, ეყოფა ბავშვის დაბადებამდე.
-თაკო, ქალი რომ მოუნდეს შენს ქმარს, რას აპირებთ?
-აუ, სხვათაშორის გუშინ დავაფიცებინე, რომ არცერთ ქალთან არ წავა! წავა და რომ დაბრუნდება, ისეთს გავუკეთებ, ცხოვრებაში ვეღარ მოახერხებს სადმე გაპარვას. იცის მანაც. არა, ზურაშ?-სიცილით ამბობდა თაკო.
-ხო, არაადეკვატურო ცოლო.
-მოიცა, შე*ემა... მართლა დაიფიცე?!-სიცილისგან ცუდად ვიყავით.
-ამის ხელში რამე ნორმალურს ვიზამ, აბა?! თან, როცა ესენი მეყოლება სახლში, არც მომინდება სხვასთან წასვლა და პირობის შესრულებაც მარტივი იქნება. რა მინდა სხვაგან, როცა ჩემი მთელი სიყვარული სახლში მყავს?!
წამით, სულ წამით შეხვდა ჩემი და გაგას მზერა ერთმანეთს. საშინლად მეტკინა მისი ნაღვლიანად გაღიმებული თვალები და ჩვენი დასრულებული ურთიერთობა.
-ა, ძმაო, კაცი!-სიცილით თქვა ლევანმა და ფეხზე წამოდგა.-რას გაუმარჯოს, იცით? ოჯახურ სიყვარულს. აი, „იმენა“ ოჯახურს. სახლში რომ ტრიალებს. ახლაც რომ იგრძნობა აქ. ქმედებით რომ მტკიცდება, როგორც ზურასა და თაკოს შემთხვევაში. მეტი დამტკიცება რაღაც უნდა, შვილი ეყოლებათ უკვე. ცალ-ცალკე რომ უყვართ, ისეთ სიყვარულს კიარ გაუმარჯოს, არამედ ისეთს, ერთმანეთთან ყოფნის გამო რომ ყველაფერს უძლებს, ბრძოლის უნარს გმატებს, უკან არ გახევინებს. პირიქით. სულ წინ მიჰყავხარ და გაიძულებს ეს მდგომარეობა სულ შეინარჩუნო. არაფერი სჯობს ოჯახურ გარემოს და არც ისეთ სიყვარულს, რომელიც ბევრ პრობლემას უძლებს და საბოლოოდ მაინც არსებობს. სიყვარული არაა ის გრძნობა, რომელიც მარტო ბედნიერებით მოდის. სიყვარულია ის, ამ დამპალ დედამიწაზე ცხოვრებას რომ გიხალისებს და სიყვარულია ის ძალა, რომელიც არ გაძლევს საშუალებას იმას მოშორდე, რომლის მიმართაც ამას განიცდი. სხვა დანარჩენი სუსტი ადამიანების საქმეა. გაუმარჯოს მყარ, ოჯახურ სიყვარულს! მარტო ორი კიარა, „ვაბშე“ მთლიანად სამყარო რომ გინდა განიცდიდეს.
ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თვალები დამეხუჭა. ყველა მიხვდა რისთვის ლაპარაკობდა ლევანი ასე. ვის გულისხმობდა და რატომ. ამჯერად გაგას ისე ვუყურებდი, წამით არ ვცდილობდი თვალები მომეშორებინა. თვითონ არ მიყურებდა. ლიმონათით სავსე ჭიქა ეჭირა ხელში, თითებს შორის ატრიალებდა და თვალს არ აშორებდა მწვანე სითხეს. მომეჩვენა, რომ მძიმედ სუნთქავდა. ისევე, როგორც მე. ჩემი თავი ისე შემებრალა ლევანის სიტყვების შემდეგ, რომ შემძლებოდა მაგრად ვცემდი. ესეც უნდა გაეთვალისწინებინა ღმერთს, სადაც ამდენის საშუალება მოგვცა, იქ ეგეც უნდა შეგვძლებოდა. და უფრო სწორი იქნებოდა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის რამის დაშავება რომ შეგვძლებოდა.
-გოგა, დამისხი, რა.-გაგას ხმა იყო. ღვინოზე ანიშნებდა. მანაც უსიტყვოდ დაუსხა ცარიელ ჭიქაში და გაგამაც სულმოუთქმენლად დალია. მერე ისევ შეავსო და ფეხზე წამოდგა.-ისეთ სიყვარულს გაუმარჯოს, ჩემო ლევან, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც რომ შენს ცხოვრებაში რჩება. გულში გაქვს და ესეც საკმარისია შენთვის. არ აქვს მნიშვნელობა, იღებ თუ არა მისი ადრესატისგან იგივეს. მთავარია განიცდიდე და თუ განიცდი, მარტო მაინც არ ხარ.
-არა, ლევან!-დამჯდარმა ვთქვი.-ისეთს გაუმარჯოს, რომელიც მიუხედავად ყველაფრისა, მარტოს არ გტოვებს!
ბავშვურ შეჯიბრს ჰგავდა ჩვენი საქციელი. ვერ გავუძელი გაგას მზერას, ჩემი ნათქვამის შემდეგ რომ თვალებს არ მაშორებდა და ფეხზე წამოვდექი.
-რაო, გოგა. მოყევი აბა, რა ხდება ახალ სამსახურში?-ზურას ხმა იყო. მივხვდი, ყურადღების გადატანას ცდილობდა. სამზარეულოში გამოვედი. ისეთი მთვრალი ვიყავი, სკამზე ძლივს ჩამოვჯექი. ხელები მაგიდაზე დავაწყვე და თავი ზედ დავადე. ცივი ზედაპირი გახურებულ სახეზე ძალიან მესიამოვნა. გათიშული აზროვნებით მხოლოდ იმაზე მეფიქრებოდა, რომ სულელი ვიყავი. ძალიან, ძალიან, უკიდურესად სულელი ვიყავი. გაგას საქციელს შემი დავუმატე და საბოლოოდ, საზიზღარ შედეგამდე მივედით. თუმცა, რაღა აზრი ჰქონდა ამაზე ლაპარაკს? არანაირი! უკვე ყველაფერი დასრულებული იყო და თან ისე, თითქოს მნიშვნელობაც აღარ ჰქონდა ვინ იქნებოდა დამნაშავე.
სადღაც ათი წუთი ასე ვიყავი. მერე დამძიმებული თავი ავწიე და ღრმად ამოვისუნთქე. პირველი რაც დავინახე, სამზარეულოს კარადას დაყრდნობილი გაგა იყო. ხელები გადაჯვარედინებული ჰქონდა და მიყურებდა. თან ისე, რომ თვალებს არ მაშორებდა. უსიტყვოდ, ყველანაირი ემოციის გარეშე. მაგრამ მე მაინც მოვახერხე მის თვალებში სათქმელის ამოკითხვა. ორივე ერთნაირად მეუბნებოდა, რომ ჩვენ ორის ურთიერთობაში ერთადერთი მოღალატე მე ვიყავი და საერთოდ არ აპირებდა რამის პატიებას. სიმწრით გამეცინა და ფეხზე წამოვდექი. გაგას ისევ ისეთი სახე ჰქონდა. სხვისთვის არაფრისმთქმელი. ნაბიჯები ამერია სასმლისგან. კარებისკენ მოვბრუნდი და თითქმის გასული მისკენ მივბრუნდი:
-მართალი ხარ, გაგა!
ჩუმად ვუთხარი და კარები მივკეტე. თაკოს ვანიშნე, რომ მივდიოდი და გასასვლელისკენ წავედი.

საშინელებაა, ხალხნო!
აუტანელი!
საზიზღრობა!
შენი საყვარელი ადამიანი შენ გვერდით იყოს და შენ უფლება აღარ გქონდეს ჩაეხუტო. აკოცო. მოეფერო.
და საშინელებაა,
აუტანელიც
და
საზიზღრობაც,
როცა ამ დროს ზუსტად იგივე გახსენდება, ზუსტად იგივე ადამიანთან.

მონატრებას მლაშე გემო აქვს.
ჯერ რომ ყელს გიწვავს, მერე ფილტვებს, გულს, ძარღვებს და ბოლოს სულს.
სულის სიმწარე კი არის მდგომარეობა, რომელიც გაგრძნობინებს, რომ სიყვარულის უუნარო ადამიანი ხარ.


)))(((
იმ დღის შემდეგ გაგა არ მინახავს. ათასი ბოდიში მომიხადა თაკომ, უხერხული სიტუაციისთვის. მე კიდევ მეღიმებოდა.
არაფერი იყო უკვე.
ზუსტად ვიცოდი, რომ პირველი შეხვედრა ემოციების გარეშე არ ჩაივლიდა. და ზუსტად ვიცოდი შემდეგაც, რომ ამის შემდეგ მე თვითონაც შევძლებდი სიტუაციის გაკონტროლებას. მისი თვალები საკმარისი აღმოჩნდა თავისივე დამოკიდებულების გასაგებად.
-ანაჩკა, ორი თავი ხახვი ხომ არ გექნებოდა?
აივანზე ვიჯექი, თაზოს სიცილნარევი ხმა რომ მომესმა.
-„კოფეც“ ხომ არ დაგველია?-მეც გამეცინა.
-კი, ოღონდ სადმე გავიდეთ. მე გეპატიჟები.
-ო, არა ხარ შენ ჭეშმარტი მეზობელი!
-როგორ არა. უბრალოდ მე ხელგაშლილი ვარ და შენს სადმე დაპატიჟებასაც არ ვერიდები. „ჟმოტი“ არ ვარ, რა.
-მაშინ სადმე ახლოს, დღეს სამსახურში ძალიან დავიღალე, საგიჟეთი მქონდა.
-შენი სიტყვა კანონზე უზენაესია!-სიცილით ლაპარაკობდა.
-რა კარგ ხასიათზე ხარ?!
-წამოდი, წამოდი. კაფეში ვიჭორაო და მოგიყვები.-ხმა დაწვრილებული მელაპარაკებოდა.
-არანორმალურო!
-ჩემი ლოგიკით, კაი რამე მითხარი და მადლობა! წადი, მოემზადე. ათ წუთში კარზე კაკუნს ავტეხავ და მეტი არ მინდა არ გამოხვიდე. მეზობლებს შეგიყრი, მიტინგს მოგიწყობ და გადაგასახლებ.
ხმამაღლა გამეცინა და სახლში შევბრუნდი. გაციებულ სხეულზე სქელი ჯაკეტი მოვიცვი, მაღალყელიანი ჩექმები ამოვიცვი, თმები შევისწორე და კარები გამოვიკეტე. თაზოს კარებზე ზარი დავრეკე.
-სანამ მეზობლები შეგიყარე, მიტინგი მოგიწყვე და გადაგასახლე, გამოდი!-მისი სიტყვები გავიმეორე და მაშინვე გააღო კარები.
-ოუ, რეკორდი დაამყარე, გილოცავ!
-შენც.-გავუცინე და კიბეებისკენ შევბრუნდი.
-ხუმრობ? ლიფტი რისთვის არის?
-ცოტათი მეშინია.-ისე ვთქვი, თითქოს დანაშაულს ვაღიარებდი.
-რისი? ლიფტის?
-ჰო.
-კარგი, რა. გამომყევი, მარტო ხომ არ იქნები?-ხელი ჩამჭიდა და ღილაკს ხელი მიაჭირა.-„ვაბშე“ არ შეგეშინდება, ნახე.
კარები რომ დაიკეტა, თვალები დავხუჭე. თან მეცინებოდა, რა უცნაური აკვიატება იყო ახლა ეს. მერე თაზოს ხელი ვიგრძენი მხარზე, რომ მიმიხუტა. მაშინვე ვჭყიტე თვალები. ქვემოდან ავხედე და სწორედ მაშინ დამხედა მანაც ზემოდან.
-უბრალოდ, ასე იგრძნობ, რომ ვიღაც შენ გვერდით არის და უფრო მარტივად დამშვიდდები.
არაფერი ვუთხარი და ისევ დავხუჭე თვალები.
სასიამოვნო სურნელი ჰქონდა. მამაკაცური, ცივი და სასიამოვნო. კარები რომ გაიღო, მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე თავისუფლად.
-შეხედე, ცოცხალი ხარ და არაფერი დაგიშავდა.-სიცილით მითხრა, თითებზე ჩამეჭიდა და დამატრიალა. გამეცინა.
მთელი გზა სასაცილო ისტორიებს მიყვებოდა. ისე ვიცინოდი, თითქოს ჩვეულებრივ Comedy Show-ს ვუყურებდი.
-მუცელი მეტკინა, გეფიცები!
-შენ ახლა მუცელი გეტკინა სიცილისგან და მე მაშინ მთელი სხეული მტკიოდა, ისეთი მცემეს.
-ღირსი იყავი!
-ე, რა წესია, მეგონა გამიგებდი.-ისევ იცინოდა.
-არა, აშკარად მოძალადე იყავი.
-რა მოძალადე, სკოლის დამრიგებელი რომ მიყვარდა, იცი როგორი მორცხვი ვიყავი? გაკვეთილების შემდეგ ჟურნალში ვუტოვებდი წერილს, მიყვარხარ-მეთქი და მერე გავრბოდი.
-ვინ გიყვარდა?-ისევ თავიდან დამეწყო.
-დამრიგებელი. რა გაცინებს? იცი, რა მაგარი ქალი იყო?! აუ, ძალიან საკაიფო, რა.
-ვაიმე, ძალიან არანორმალური ხარ.
-ეგ უკვე მითხარი!-გამიღიმა და მანქანა გააჩერა.-და მოვედით, კიდეც.
ბედის ირონია lvl 3216548651.
ზუსტად იმ კაფესთან გააჩერა, მე და გაგა რომ დავდიოდით, ხოლმე. არა, რა. აშკარად არ მაძლევენ საშუალებას ეს კაცი დავივიწყო. ზოგჯერ შეყვარებულობის დროს, ზოგჯერ შემდეგაც, მოვდიოდით აქ, პიცას ვუკვეთავდით და სახლში მიგვქონდა. არცერთი კაფე, ბარი, რესტორანი აკეთებდა ასეთ საოცარ პიცას, როგორც აქ.
-რამე მოხდა?
თაზოს არ გამორჩენია ჩემი სახის გამომეტყველების ცვლილება. მერე, რაღა დღეს მოვა აქ, თან მაშინ ჩემთან ერთად დადიოდა, ახლა უკვე დავიწყებული ექნება-მეთქი და თაზოს გავუღიმე.
-არაფერი. გადავიდეთ?
თავი დამიქნია და გადავიდა. მეც მას მივბაძე.
-რანაირი გოგო ხარ. რა ჯენტლმენური ჟესტი გამამაზინე, რა.
-არასერიოზულო!
-აი, ეს სიტყვაც მშვენიერია.
-არაადეკვატური კაია?-ცალი წარბი ავუწიე.
-არა, ეგ ცუდია.-გამიღიმა და კარი გამიღო.
მაშინვე მომწვდა ნაცნობი სურნელი. აქ ყველაფერი ისეთი ნაცნობი, ჩემეული იყო ჩემთვის, რომ რთული იყო მოგონებებისთვის ყური არ მიმექცია. მხოლოდ თაზოს მომღიმარი სახე მაბრუნებდა რეალობაში.
-რას შეუკვეთავ?
-ლატეს.
-რამე ნამცხვარი?
-არა, უკვე საკმაოდ გვიანია ნამცხვრისთვის.-გავუღიმე და ჩანთა ვერდით გადავდე.
-კარგი, ერთი ლატე და ერთი ჩვეულებრივი.-გაუღიმა მიმტანს და მერე მე მომიბრუნდა.
-კიდევ კარგი ღიმილში გადასახადი არ არის, თორემ ვალებში გადავარდებოდი.-დავცინე.
-ღადაობ? ახლა რომ დედაჩემი გისმენდეს, ვერაფრით დაიჯერებს, რომ ჩემზე ლაპარაკობ.
-რატომ?
-იმიტომ, რომ იშვიათად ვარ ასე. არც ვიცი ახლა როგორ ვარ.
-როგორ ხარ და გაღიმებული.-ვუთხარი და მე თვითონაც გავუღიმე.-ან გაცინებული. ცუდია, მშობლებს ჩვენს ასეთ სახეს რომ არ ვანახებთ. დამიჯერე, ძალიან დიდ შეცდომას ვუშვებთ ასეთი საქციელით.
-გეთანხმები, იმედია როდესმე გამოვასწორებ. მაგრამ, იცი? პიროვნებასაც გააჩნია, ვისთან ერთად. ხარ. ზოგჯერ არავინ გყავს და არაფერი გაქვს ისეთი, ვინც გაგაღიმებს. შენთან კიდევ... მგონი შენთან სხვანაირად არ გამოდის.
-აშკარად მასხარას მამსგავსებ.-სიცილით ვუთხარი.
-არა, არანორმალურად დადებით ადამიანს გამსგავსებ. კიარადა, ხარ.
-კომპლიმენტში ჩაგითვლი. მადლობა.
-აი, ჩვენი ყავაც. მადლობა.-გაუღიმა მიმტანს.
-შენ მიმტანსაც გაუღიმე. აბა, შენთანო?-ეშმაკურად შევხედე.
-ეგ ღიმილი სულ სხვა იყო. ვერ შეამჩნიე?!-გაუკვირდა.
-კი, კი.-გამეცინა და ჭიქა ტუჩებთან მივიტანე.-ძალიან ცხელია.
-მერე, ჯერ ადროვე. კიარ გვაგდებენ აქედან.
-თაზო, შეყვარებული გყავს?-არც მე ვიცი იმ დროს ასეთი შეუფერებელი კითხვა რატომ დავუსვი. უბრალო ინტერესი იყო.
-მე რომ შეყვარებული მყავდეს, აქ ვიჯდებოდი?-გამომცდელად შემომხედა.
-რატომაც არა?-გამიკვირდა.
-შენი შეყვარებული რომ გოგოსთან კაფეში დაინახო, რას იზამ?
-რა უნდა გავაკეთო, თაზო?-გამეცინა.-მეგობარი გოგო რომ ჰყავდეს, არ შეიძლება?!
-როგორ არა, მეგობარი გოგო რომ ჰყავდეს, შეიძლება. მაგრამ, შენ ჩემი მეგობარი ხარ, თან გოგო?-არაფრით იშორებდა მის გამომცდელ მზერას.
-რა, არა?!
-არა.
-ეს ამ კითხვაზე პასუხია თუ იმაზე, შეყვარებულზე რომ გკითხე?
-შენ გადაწყვიტე.-სიცილით მითხრა.
-ნუ მეთამაშები.
-არა, ინტრიგა მაგარი რამეა. ნეტა, შენი სახისვის შეგახედა, როგორი დაინტერესებული თვალებით იყურები.-ისევ იცინოდა.
-სულ არ მაინტერესებს!
-არა, ანა. არ მყავს შეყვარებული. ბოლოს 16 წლის ასაკში მყავდა აბა წარმოიდგინე, რამდენი წელია მას შემდეგ გასული?
-20?
-აუ, ძალიან დამაბერე. ეგეთ ვიდზე ვარ?!-აშკარად „გაუტყდა.“
-შეიძლება.
-რა შეიძლება?
-მაგარი რამეა ინტრიგა, ხო?-გავუღიმე.
-27 წლის ვარ და შენ უნამუსოდ 36 წელი მომაწერე და იმასაც არ კადრულობ, მითხრა იხუმრე თუ არა?
-რატომ დამეგრუზე?!-გამეცინა მის წაშლილ სახეზე.-კარგი ხო, მაქსიმუმ 33 წელი.
-ანა!
-აუ, ნეტა შენი სახისთვის შეგახედა, როგორი საწყალი თვალები გაქვს.-მისი ინტონაციით ვუთხარი.
-1:1, ანა.-მასაც გაეცინა.-შეჯიბრი დაიწყო. იცოდე, ვერ გამირასხოდებ.
მეც გამეცინებოდა, ნაცნობი ხმა რომ არ გამეგო, ნაცნობი ტექსტით.
-ორი პიცა, წასაღებად. ოღონდ, ზეთისხილის გარეშე, რა.
პირველად მაშინ ვინატრე გაქრობა. საერთოდ არ მინდოდა გაგას დავენახე თაზოსთან ერთად. მე ხომ ვიცოდი, რომ არაფერი, საერთოდ არაფერი ხდებოდა, მაგრამ ის ხომ იფიქრებდა?!
ამ ფიქრებში ვიყავი, მარცხნივ რომ გამოიხედა და დამინახა.
ალბათ, ჯერ მხოლოდ მე, რადგან გამომეტყველება არ შეცვლია. და მერე თაზოც. აშკარად შევამჩნიე, როგორ წაეშალა სახე უცებ და ღრმად ჩაისუნთქა. მერე ისევ ოფიციანტისკენ მიაბრუნა თავი და რამდენიმე წამის შემდეგ ისევ გამოიხედა. ალბათ, ეგონა ეჩვენებოდა. მე, რომელსაც მის გარდა ცხოვრებაში არავინ მყავდა, უცებ დამინახა მისთვის უცხო მამაკაცთან ერთად. მერე უცებ გაისწორა ნაკვთები, ირონიულად გაიცინა, ცალყბად და ჩვენი მაგიდისკენ წამოვიდა. მაშინ ამიჩქარდა გულისცემა, თუ ამიჩქარდა. მეგონა, სადაცაა ამოხტება საგულედან და დედამიწიდან გაქრება-მეთქი.
-ანა, როგორ ხარ, საყვარელო?-ზუსტად თაზოს გრძელ, რბილი სკამის, უფრო სწორად, პატარა დივნის საზურგეს დაეყრდნო, თითქოს იქ ის საერთოდ არ ყოფილიყოს და იგივენაირად გაღიმებული სახით მომაჩერდა.
-კარგად, გაგა, შენ?-მისმა ირონიულმა სახემ ნერვები მომიშალა და მეც იგივე ინტონაციით მივუგე.
-გადასარევად. პიცისთვის შემოვიარე. სანამ გამზადდება, წინააღმდეგი ხომ არ იქნები, შენ გვერდით ჩამოვჯდე და ისე დაველოდო?-პასუხს არ დალოდებია, ისე მომიჯდა გვერდით და მარცხენა ხელი საზურგეზე გადასწია, მარჯვენა ფეხი მარცხენაზე მოკეცილად გადაიდო.-უი, ვერ შეგამჩნიე.-თაზოს მიუბრუნდა. ისევ იგივე ინტონაციით აგრძელებდა, ოღონდ ახლა მოჩვენებითი მოწყენა გაურია ხმაში.-გაგა.-ხელი გაუწოდა.
თაზო ჯერ დაბნეული იყურებოდა. მერე მე შემომხედა, მერე გაგას და მანაც ირონიული ღიმილით გადაიქნია თავი. ჩვენი სახეებიდან გამომდინარე, აშკარად მიხვდა რაშიც იყო საქმე. გაგას ხელი არ დააიგნორა და ჩამოართვა.
-თაზო.
მალევე მოაშორეს ხელი ერთმანეთს. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს რინგს ვუყურებდი. ცხოვრებაში ისეთ უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოვჩენილვარ და საშინლად მრცხვენოდა თაზოსი.
-ანა, საყვარელო, რას სვამ?-მე მომიბრუნდა. როგორი ხმა ჰქონდა, მინდოდა რამე ჩამერტყა თავში.
-ლატეს.
-უი, ასეთ უგემოვნოს? გინდა რამე წესიერი შევუკვეთო?
ყელში ისე მომაწვა გაბრაზება, ლამის სახეში ხელი გავარტყი ასეთი უტაქტობისთვის.
-გაგა, მგონი შენი პიცა მზადაა.-კბილებში გამოვცერი. ისეთი თვალებით ვუყურებდი, თითქოს მზერით ვცდილობდი მისთვის ის ხელი გამერტყა, ძლივს რომ ვაკონტროლებდი.
-არა, საყვარელო. დამიძახებენ, როცა მზად იქნება. აბა, თაზო, კარგი გოგოა ანუშკი, არა?!
-რა კითხვაა?-თაზოს უკვე მკაცრი ხმა ჰქონდა.
-ჩვეულებრივი. უბრალოდ, შენი აზრი მაინტერესებს.
-გამომყევი!-ხელი მკლავში მოვკიდე გაგას და წამოვდექი.
-ვერ ხედავ?! ვსაუბრობ, ანა.-ისევ ცინიკური სახე ჰქონდა.
-გაგა, საქმე მაქვს. თაზო, ბოდიში. ახლავე დავბრუნდები.
გაგას გაეცინა. მაშინვე მოვკიდე გაგას ხელი და უკანა გასასვლელისკენ წავიყვანე. სიცილით მომყვებოდა.
-რა საქციელია?! ამიხსნი რა ქაჯობაა?!-მაშინვე ხმამაღლა ლაპარაკი დავიწყე, როგორც კი გავედით.-რა გინდა?
-რა მინდა? ვესაუბრებოდი ადამიანს.
-რა ეჭვიანი ქმარივით იქცევი?
-რას მაბრალებ?-გაიკვირვა.
-ახლა ისეთს შემოგატყამ მაგ ცინიკურ სახეში, რომ ვერასდროს გაასწორებ.
-მარცხენა მხარეს არა, რა. კბილი მტკივა და აჰა, მარჯვენა.-სახე მომიშვირა. ისე მომეშალა ნერვები, მართლა გავარტყი.
-საზიზღარი კაცი ხარ, საშინელი!
ისევ იცინოდა. მარჯვენა ხელი ჩამოისვა ლოყაზე და სახე ახლოს მომიტანა.
-ძალიან, ძალიან გაგიმართლა, რომ ახლა კარგ ხასიათზე ვარ. სხვა შემთხვევაში, შენც იცი, რომ დღევანდელ საღამოს ასე მშვიდად არ გავატარებდი.
-არ გაქვს უფლება.-ჩუმად ვუთხარი, მისი სიახლოვისგან დაბნეულმა.
-არცერთ კანონში, არც დაწერილში და არც დაუწერელში წერია, რომ სიყვარული რომელიმეს უნდა დაემორჩილოს და ვინმესგან ან რამისგან უფლება მოითხოვოს, ანა.
-სიყვარულს მიხსნი, გაგა?-გული ამომივარდა.
-ახსნა რად უნდა, ისედაც არ იცი, რა როგორაა?
ლოყაზე მაკოცა. ლამის ამეტირა მის სიტყვებზე. არც მე ვიცი, როგორ შევიკავე თავი. მხოლოდ მის თვალებს ვუყურებდი. მერე მის ზურგს, უკან რომ მიბრუნდა. ძლივს გავყევი უკან. დახლთან დარჩა, მე თაზოსკენ წავედი. უხმოდ ჩამოვჯექი მის წინ. გაგამ პიცა აიღო და ისევ ჩვენკენ წამოვიდა. თაზოს დივნის საზურგეს დააყრდნო ხელი და ღიმილით უთხრა:
-თამაზ, მალე მოიყვანე ჩემი ცოლი. სახლში რომ არ არის, ვნერვიულობ, ხოლმე.





---------------
ბო დი ში!

თაზო ნაწყენია ძალიან, რა არის, რა ყველამ უარმყოო :დდ скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი anisia

Uhuhuhuh rogor gamixardiii da gamaxareee :D <3

 



№2  offline ახალბედა მწერალი elle...

anisia
Uhuhuhuh rogor gamixardiii da gamaxareee :D <3

უდიდესი მადლობა, ჩემო ლამაზსახელიანო <3
მეც გამიხარდი, ძალიან! <3

 



№3  offline წევრი katerina (keta)

როდის მოასწარი, ნუ?!
ჩემი სიცოცხლე ხარ შენ!
წავიდე, დავტკბე.

 



№4  offline ახალბედა მწერალი elle...

katerina (keta)
როდის მოასწარი, ნუ?!
ჩემი სიცოცხლე ხარ შენ!
წავიდე, დავტკბე.

აბაზანაში გასვლებს შორის :დ

ტოჟე, ძეტკა <3

 



№5 სტუმარი Nestanuka

აუუ აუუ ჩემი გაგა ((

 



№6  offline ახალბედა მწერალი elle...

Nestanuka
აუუ აუუ ჩემი გაგა ((

რაო, საყვარელო, გაგამ? :დდ

 



№7 სტუმარი Nestanuka

აი არ მესიმპატიურება ეგ თქვენი თაზო რა და მომკალი:)) ავითვალწუნე თავიდანვე :)) მოვითხოვ გაგას დაბრუნებას

 



№8  offline წევრი Veronika

Ararealurad kargi xar!
Unakloa kvela sheni istoria
Chemi tkbili da tbili gogo xar❤️
Levani... Levani aris sicocxle ara’normalurad kargi. Mec mchirdeba aseti dzmakaci
Tazo aris sakvareli, ai ragacnairad kargi da dadebiti.
Gaga?!
Gaga, Gaga, Gaga....
Xo xvdebi risi tqma minda?
Vgijdebi me gagaze.
ისეთ სიყვარულს გაუმარჯოს, ჩემო ლევან, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც რომ შენს ცხოვრებაში რჩება.გულში გაქვს და ესეც საკმარისია შენთვის. არ აქვს მნიშვნელობა, იღებ თუ არა მისი ადრესატისან იგივეს.
მთავარია განიცდიდე და თუ განიცდი,მარტო მაინც არ ხარ. Chemi gaga, rogor guli mtkiva.
-სიყვარულს მიხსნი, გაგა?
-ახსნა რად უნდა,ისედაც არ იცი, რა როგორაა?
აუუუ გული ამომივარდება მალეეეე
Lublu ochen ochen❤️

 



№9  offline ახალბედა მწერალი elle...

Nestanuka
აი არ მესიმპატიურება ეგ თქვენი თაზო რა და მომკალი:)) ავითვალწუნე თავიდანვე :)) მოვითხოვ გაგას დაბრუნებას

მისაღებია შენი აზრი, საყვარელო:)) მთავარია ანას მოეწონოს/არ მოეწონოს, ჩვენ ვინ ვართ? :დდ

 



№10  offline წევრი katerina (keta)

აუ “შვიდი” რომ წავიკითხე ჩავსუსტდი, ეგრევე ის გამახსენდა რამდენი აქე რომ მეყურებინა :დდდდ

 



№11  offline ახალბედა მწერალი elle...

Veronika
Ararealurad kargi xar!
Unakloa kvela sheni istoria
Chemi tkbili da tbili gogo xar❤️
Levani... Levani aris sicocxle ara’normalurad kargi. Mec mchirdeba aseti dzmakaci
Tazo aris sakvareli, ai ragacnairad kargi da dadebiti.
Gaga?!
Gaga, Gaga, Gaga....
Xo xvdebi risi tqma minda?
Vgijdebi me gagaze.
ისეთ სიყვარულს გაუმარჯოს, ჩემო ლევან, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც რომ შენს ცხოვრებაში რჩება.გულში გაქვს და ესეც საკმარისია შენთვის. არ აქვს მნიშვნელობა, იღებ თუ არა მისი ადრესატისან იგივეს.
მთავარია განიცდიდე და თუ განიცდი,მარტო მაინც არ ხარ. Chemi gaga, rogor guli mtkiva.
-სიყვარულს მიხსნი, გაგა?
-ახსნა რად უნდა,ისედაც არ იცი, რა როგორაა?
აუუუ გული ამომივარდება მალეეეე
Lublu ochen ochen❤️

ვუაიმე, შენზე როგორ ვგიჟდები!!!!’
ჩემო ოქრო, ძალიან, ძალზე დიდი მადლობა შენ! არც კი ვიცი როგორ ავხსნა როგორი ბედნიერწბაა ამ სიტყვების წაკითხვა მაშინ, როცა ასე ძალიან დაღლილი ვარ.

ტოჟე ლუბლუ, ოჩენ ოჩენ! ❤️❤️❤️
სიყვარული გოგო❤️❤️❤️

katerina (keta)
აუ “შვიდი” რომ წავიკითხე ჩავსუსტდი, ეგრევე ის გამახსენდა რამდენი აქე რომ მეყურებინა :დდდდ

არ მახსოვს რამდენი ვაქე და როგორ :დ
არ მიკვირს, ჭკუა მეკეტება მაგ ფილმზე, შესრულებაზე, რეჟისურაზე, აზრზე/იდეაზე. საერთოდ ყველაფერზე.

 



№12 სტუმარი სტუმარი Lika

აი, თაზო არის ძაალიან მაგარი ვინმე. მეც მინდა ეგეთი მეგობარი, რააა. ნუ მეგობარი, რაა, მეგობარი და ქმარი (შეყვარებული) ერთად, ხომ ყველაზე კარგი ვარიანტია relaxed relaxed
აი გაგამ, ვაფშე დაგლიჯა. ქაჯურად კი არა, ძალიანაც კაცურად გამოუვიდა. და ვგიჟდები მე გაგაზე heart_eyes
შენ კი გადამრევ ნენე, ასეთ იდეალურ კაცებს როგორ ძერწავ ხოლმე, რააა. სად ვნახო ახლა რეალში ესეთი კაცები. დამტოვებ გაუთხოვარს, ნამდვილად persevere joy joy

 



№13  offline ახალბედა მწერალი elle...

სტუმარი Lika
აი, თაზო არის ძაალიან მაგარი ვინმე. მეც მინდა ეგეთი მეგობარი, რააა. ნუ მეგობარი, რაა, მეგობარი და ქმარი (შეყვარებული) ერთად, ხომ ყველაზე კარგი ვარიანტია relaxed relaxed
აი გაგამ, ვაფშე დაგლიჯა. ქაჯურად კი არა, ძალიანაც კაცურად გამოუვიდა. და ვგიჟდები მე გაგაზე heart_eyes
შენ კი გადამრევ ნენე, ასეთ იდეალურ კაცებს როგორ ძერწავ ხოლმე, რააა. სად ვნახო ახლა რეალში ესეთი კაცები. დამტოვებ გაუთხოვარს, ნამდვილად persevere joy joy

ლიკუნა, შენ ძალიან, ძალიან საყვარელო გოგო!
უღრმესი მადლობა, როგორი დადებითი, პოზიტიური კომენტარი დამიწერე, იცი როგორ გამიხარდა?! აი ძალიან!
არაფერიც!
შენ ისეთი ოქროსი ჩანხარ(ხარ), აუცილებლად ნახავ ბევრად, ბევრად უკეთესს ცხოვრებაში და ძალიან ბედნიერი იქნები❤️ გაგა იქნება, თაზო, ისა თუ ეს, აუცილებლად იქნება და მერე, გამიხსენე იცოდე :დდდ
❤️❤️❤️

 



№14  offline წევრი გრაფინია

იფ:)
მოკლედ,ორი აზრი არაა,რომ ფორზა გაგა!
მაგრამ თაზოც როგორი კარგია?
ინდივიდია თავისი გაგება-შეგნებით.
ჩამოყალიბებული და ზედმეტად კარგი.
და იმედია,მიხვდება ამ შემთხვევაში კარგი მეგობრობაც რომ საკმარისია მისთვის.
ანა ძალიან მეპატარავება ამ ყველაფრისთვის.
ჰო,სულელურად იქცევა ზოგჯერ.რა უნდა ტვითონაც ვერ ხვდება და ჰგონია რომ ახალ ცხოვრებას იწყებს,მაგრამ არაა რა მასე:)
და მაგას ისევ გაგა მიახვედრებს.
აი,ის გაგა ყველაზე კაცური რომაა:)
________
დღეს წამალი ხარ შენ ჩემი!
მა დლო ბა

 



№15  offline ადმინი bibo

მართლა შენ ხარ ხო scream
შოკი ხარ heart_eyes
ისე შემოვარდი ისე უცებ მამკალი და ვიცოდი რო აქ მხვდბეოდი heart_eyes
გრძნობ ვხდები შენ გამოჩენას
მალამოდ მედები გულზე
გაგა რო სასწაულია
საოცრება და ზე ბიჭია
არ უნდა ორი აზრი
არასდროს შემაქ ეჭვი შენში ხო ვიცი შEნი სტილი
თავიდანვე გეუბნებოდი რაც გიხდება
რასაც უხდები
სუ იგრძნობა შენი სტილი
თვითონ შენც იგრზნობი შენი სუნი
გემო
ფერი
და უბრალოდ შენ დაზდევ შენვე ისტორიას heart_eyes
რაღაც რაღაც დეტალებში გცნბ heart_eyes
შენ ხასიათს ვიჭერ და უბრალოდ შენი ფერი აქ
არა თაზო მომწონს თან არა მეგობარი არგია
ვერასდროს გაიყოფს იმ ადგილს ვერსად რაც გაგასია
ვერასდროს შეცვლის გაგას და ჰა bowtie
ჩემი გაგა იდეალურია
იმდენად რამდენადაც ადამიანს გაიდეალურებ
იუმორი სევდა სიყვარული ტკივილი ერთადა mask
ყველაფერი რასაც გული იტევს ერთადა sunglasses
ბედნიერება ხარ შენ heart_eyes
ყველაზე საოცარი რაც კი შექმნილა heart_eyes
რო არ არსებობდე თავიდან შეგქმნიდი heart_eyes
ყველა ტკივილს ბედნიერება მოზდევს heart_eyes
ასე რო მარად ბედნიერო გყვარობ მე შენ
მესმის უგებ ორივეს
ძნელია თავიდან აშენო
ამოძერწო
შექმნა
დაყენო
მაგრამ
ხო
შევძლებთ
ლოდინი ყველაზე კარგი ელოდო
მე რო ვგრზნობ ამათ შEრიგებას
მე ბევრ რამეს ვგრძნობ
ვიცი ისეთივე კარგი დასასრული ექნება როგორც ყველას
მე ხო ვიცი
მე ხო ვგიჟდები შენზე
შენ ხო ჩემი სიყვარული ხარ
აქ მარხზნივ ხლოს heart_eyes

 



№16  offline ახალბედა მწერალი elle...

გრაფინია
იფ:)
მოკლედ,ორი აზრი არაა,რომ ფორზა გაგა!
მაგრამ თაზოც როგორი კარგია?
ინდივიდია თავისი გაგება-შეგნებით.
ჩამოყალიბებული და ზედმეტად კარგი.
და იმედია,მიხვდება ამ შემთხვევაში კარგი მეგობრობაც რომ საკმარისია მისთვის.
ანა ძალიან მეპატარავება ამ ყველაფრისთვის.
ჰო,სულელურად იქცევა ზოგჯერ.რა უნდა ტვითონაც ვერ ხვდება და ჰგონია რომ ახალ ცხოვრებას იწყებს,მაგრამ არაა რა მასე:)
და მაგას ისევ გაგა მიახვედრებს.
აი,ის გაგა ყველაზე კაცური რომაა:)
________
დღეს წამალი ხარ შენ ჩემი!
მა დლო ბა

ნენესი❤️❤️❤️
ძალიან მიხარია, რომ თაზოზე დადებითი დამოკიდებულება გაქვს. გამოჩენისთამავე უარყოფითი წამოვიდა და რა დააშავა, ვერ მივხვდი :დდდ
მიხვედრაზე გამეცინა, ძალიან საყვარელი ხარ შენ :დდ
ისიც მიხარია, ანას პატარაობაც რომ აღნიშნე. ერთ-ერთი მიზეზი თავისი ასეთი ქცევის, სწორედ გამოუცდელობაა.

ყველაზე კაცურ გაგას ეგ სტატუსი სიგიჟემდე ესიამოვნა:)

შენი კომენტარებიც წამალია, უკუჩვენება რომ არ აქვს და ტკბილიქ, საოცრად და არანორმალურად ტკბილი!

გაკოცე❤️❤️❤️

bibo
მართლა შენ ხარ ხო scream
შოკი ხარ heart_eyes
ისე შემოვარდი ისე უცებ მამკალი და ვიცოდი რო აქ მხვდბეოდი heart_eyes
გრძნობ ვხდები შენ გამოჩენას
მალამოდ მედები გულზე
გაგა რო სასწაულია
საოცრება და ზე ბიჭია
არ უნდა ორი აზრი
არასდროს შემაქ ეჭვი შენში ხო ვიცი შEნი სტილი
თავიდანვე გეუბნებოდი რაც გიხდება
რასაც უხდები
სუ იგრძნობა შენი სტილი
თვითონ შენც იგრზნობი შენი სუნი
გემო
ფერი
და უბრალოდ შენ დაზდევ შენვე ისტორიას heart_eyes
რაღაც რაღაც დეტალებში გცნბ heart_eyes
შენ ხასიათს ვიჭერ და უბრალოდ შენი ფერი აქ
არა თაზო მომწონს თან არა მეგობარი არგია
ვერასდროს გაიყოფს იმ ადგილს ვერსად რაც გაგასია
ვერასდროს შეცვლის გაგას და ჰა bowtie
ჩემი გაგა იდეალურია
იმდენად რამდენადაც ადამიანს გაიდეალურებ
იუმორი სევდა სიყვარული ტკივილი ერთადა mask
ყველაფერი რასაც გული იტევს ერთადა sunglasses
ბედნიერება ხარ შენ heart_eyes
ყველაზე საოცარი რაც კი შექმნილა heart_eyes
რო არ არსებობდე თავიდან შეგქმნიდი heart_eyes
ყველა ტკივილს ბედნიერება მოზდევს heart_eyes
ასე რო მარად ბედნიერო გყვარობ მე შენ
მესმის უგებ ორივეს
ძნელია თავიდან აშენო
ამოძერწო
შექმნა
დაყენო
მაგრამ
ხო
შევძლებთ
ლოდინი ყველაზე კარგი ელოდო
მე რო ვგრზნობ ამათ შEრიგებას
მე ბევრ რამეს ვგრძნობ
ვიცი ისეთივე კარგი დასასრული ექნება როგორც ყველას
მე ხო ვიცი
მე ხო ვგიჟდები შენზე
შენ ხო ჩემი სიყვარული ხარ
აქ მარხზნივ ხლოს heart_eyes

ბიბუნა, შენ საყვარელო❤️
თავიდან შექმნაზე გამეცინა, ძალიან :დდდ
მე რა შესაქმნელი, თავიდან დასაბადებელი ვარ :დდდდ
გაგამ ძალიან დიდი მადლობაო, გამოხარდა ეგეთი დამოკიდებულებაო.
თაზომაც.

არ ვიცი რა როგორ იქნება, მაგრამ ვეცდები იმედები არ გაგიცრუვდეს.

მიხარია შენი ეგეთი დამოკიდებულება❤️❤️

 



№17  offline წევრი katerina (keta)

მდაჰ...
თაზო ძალიან მაგარი ტიპია, ჩამოყალიბებული და შემდგარი, საოცარი შეხედულებებით და მიხარია რომ ანამ მასეთი მეგობარი იპოვნა.
ხაზს ვუსვამ - მ ე გ ო ბ ა რ ი !!!
გაგა იმენა ტიპია რა, ბოლო ფრაზაზე ძან გამეცინა. უსაყვარლესია და ყველა სიტყვაში და საქციელში ემჩნევა როგორ უყვარს ანა.
ესე მგონია რაღაც მხრივ მაინც სჯის თავისი შეცდომისთვის და იმიტომ ექცევა მასე ცივად და უემოციოდ ხოლმე. ნუ, ბოლოს მაინც უთხრა რომ უყვარს და დავდნი.

ჩემი საოცრება ხარ შენ!

 



№18 სტუმარი Nestanuka

არა მართლა კარგი ადამიანია რაღაც ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი, უბრალოდ ავითვალწუნე თავიდანვე :)) ანასაც რა თწმა უნდა გაგა უყვარს კიდევ :))

 



№19  offline ახალბედა მწერალი elle...

katerina (keta)
მდაჰ...
თაზო ძალიან მაგარი ტიპია, ჩამოყალიბებული და შემდგარი, საოცარი შეხედულებებით და მიხარია რომ ანამ მასეთი მეგობარი იპოვნა.
ხაზს ვუსვამ - მ ე გ ო ბ ა რ ი !!!
გაგა იმენა ტიპია რა, ბოლო ფრაზაზე ძან გამეცინა. უსაყვარლესია და ყველა სიტყვაში და საქციელში ემჩნევა როგორ უყვარს ანა.
ესე მგონია რაღაც მხრივ მაინც სჯის თავისი შეცდომისთვის და იმიტომ ექცევა მასე ცივად და უემოციოდ ხოლმე. ნუ, ბოლოს მაინც უთხრა რომ უყვარს და დავდნი.

ჩემი საოცრება ხარ შენ!

ნენესი ვინარიო?!
რატომ მეგობარი? ამხელა
პერსოექტივის დაიგნორება შეიძლება? :დდდ ძალიან მეჩაგრება, რა, ეს ბიჭი :დდდ
უტაქტი გაგა გირჩევნია? :დდდდ

მიყვარხარ❤️❤️❤️

Nestanuka
არა მართლა კარგი ადამიანია რაღაც ჩამოყალიბებული და დამოუკიდებელი, უბრალოდ ავითვალწუნე თავიდანვე :)) ანასაც რა თწმა უნდა გაგა უყვარს კიდევ :))

ეს გაგა ვერ გადავფარე, ხო? :დდდ არ გამომივიდა, ჯანდაბა :დდდდ

ძალიან მიხარია შენი კომენტარები, აი ძალიან, მართლა❤️❤️❤️❤️

 



№20  offline წევრი გეგე მარიშკა

აუ ძალიან მაგარი ხარ გეხვეწები მალე დადე რა შემდეგი თავი <3

 



№21  offline ახალბედა მწერალი elle...

გეგე მარიშკა
აუ ძალიან მაგარი ხარ გეხვეწები მალე დადე რა შემდეგი თავი <3

უღრმესი მადლობა, საყვარელო! ძალიან, ძალიან დიდი!
აუცილებლად შევეცდები დიდხანს არ გალოდინო❤️❤️❤️

 



№22  offline წევრი katerina (keta)

აუ ჩუ რა, შენც კარგად იცი რა პერსპექტივა აქვს მაგას :დდდ
თან გოგო უტაქტოზე რას მეკითხები პროსტო გაიხსენე აბა?! :დდ

მეც მიყვარხარ ❤️❤️❤️

 



№23  offline ახალბედა მწერალი elle...

katerina (keta)
აუ ჩუ რა, შენც კარგად იცი რა პერსპექტივა აქვს მაგას :დდდ
თან გოგო უტაქტოზე რას მეკითხები პროსტო გაიხსენე აბა?! :დდ

მეც მიყვარხარ ❤️❤️❤️

მე რავიცი?!
ვიცი მე რამე?!
არაფერი ვიცი(((

 



№24 სტუმარი სტუმარი თამო

ვაიმე ისე ველოდებოდი შემდეგ თავს და რო დავინახე ისე გამიხარდა.აი გაგა საოცრებაა და ის სიტყვები რითაც მიგვახვედრა რო ანა ისევ უყვარს.ბოლო კი ძალიან მაგარი იყო "თამაზ, მალე მოიყვანე ჩემი ცოლი. სახლში რომ არ არის, ვნერვიულობ, ხოლმე. "ისევ გაგამ გადადგა ნაბიჯი ნეტავ შემდეგ რა გველოდება?თაზო კი დაიჩაგრა მართალია მაგრამ მეგობარიც კარგი იქნება მისგან და მაგას დაჯერდეს☺

 



№25  offline წევრი Mtirala

აი, ამ თავზე ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ ჩემი კომენტარი ძალიან გაგიხარდება.
იმიტომ, რომ მგონი ერთადერთი ვარ ვისაც
თაზო ევასება.
ძალიან ცუდად იქცევა გაგა.
არ არის სწორი საქციელი.
"ქაჯურად კი არა კაცურად მოიქცა"-ო.
მისი საქციელი კაცობად როდის მერე ითვლება?!
არ მესმის ამ ხალხის.
რატომ მხოლოდ მეგობარი?! აი რატომ?!
მე ვითხოვ ანას და თაზოს.
მე ხომ ვხვდები, შენ რომელი გინდა რომ იყოს?!
ვიცი, ვინც გინდა ანასთვის,
და მეც ვუჭეერ მხარს.
ვინც მიდის, ის აღარ ბრუნდება!
#მტირალსსიბრძნეებიდან :))
სხვათაშორის,
დასამალი რა მაქვს,
გაგა თავიდანვე ავითვალისწუნე.
რა გავაკეთო, არ შემიძლია, ასეთი ბიჭები.
შენ ყველაზე საყვარელი, თბილი და ნიჭიერი გოგო ხარ!
მიყვარხარ!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№26  offline ახალბედა მწერალი elle...

სტუმარი თამო
ვაიმე ისე ველოდებოდი შემდეგ თავს და რო დავინახე ისე გამიხარდა.აი გაგა საოცრებაა და ის სიტყვები რითაც მიგვახვედრა რო ანა ისევ უყვარს.ბოლო კი ძალიან მაგარი იყო "თამაზ, მალე მოიყვანე ჩემი ცოლი. სახლში რომ არ არის, ვნერვიულობ, ხოლმე. "ისევ გაგამ გადადგა ნაბიჯი ნეტავ შემდეგ რა გველოდება?თაზო კი დაიჩაგრა მართალია მაგრამ მეგობარიც კარგი იქნება მისგან და მაგას დაჯერდეს☺

გაგა ოქროს კაცი, კაცური კაცი, ეგ კაცი პიროვნება :დდდ
ძალიან საყვარელი გოგო ხარ შენ, თამო ^^
უღრმესი მადლობა, აი ძალიან დიდი! მიხარია რომ კითხულობ, მიხარია რომ შენს დამოკიდებულებას მიზიარებ❤️❤️❤️❤️
ძალიან გამიხარდი❤️❤️❤️❤️❤️
დაიჩაგრა ხო, თაზო(((((

 



№27  offline წევრი Niin))

ეს რა იყო?!
ისტორია მომეწონა პირველივე თავიდან, აი, ისეთია კითხვა რომ არ მოგბეზრდება.
შენზე ვგიჟდები,
ისეთი ხარ, აიიიიიი, ვერ ვამბობ.:))))
ბოლო ნაწილზე "გავჭედე" , გეფიცები, ხელახლა გადავიკითხე.
იმდანად დაკავებული ვარ, თითქმის ვერაფრისთვის ვიცლი.
შენთვის და ამ ისტორიითვის დროს ყოველთვის გამოვითავისუფლებ.

თაზო სუპერ ბიჭია:))) ძალიან სწორად გყავს ეს პერსონაჟი შერჩეული. წინა თავში ზუსტად ვერ გავარკვიე შენი მიზნები, დარწმუნებული ვიყავი რომ არ "გაიბრაზილიურებდი" , მაგრამმ...
ამ თავში რაღაცებს მივხვდი და მივესალმები შენს გადაწყვეტილებას.

ძალიან მომწონს ლევანი. ასეთ მეგობრებზე ვგიჟდები.

დანარჩენებზე შემდეგ ვისაურებ.

წარმატებები , "ჩემი სამი გ "
<333333333

 



№28  offline ახალბედა მწერალი elle...

Mtirala
აი, ამ თავზე ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ ჩემი კომენტარი ძალიან გაგიხარდება.
იმიტომ, რომ მგონი ერთადერთი ვარ ვისაც
თაზო ევასება.
ძალიან ცუდად იქცევა გაგა.
არ არის სწორი საქციელი.
"ქაჯურად კი არა კაცურად მოიქცა"-ო.
მისი საქციელი კაცობად როდის მერე ითვლება?!
არ მესმის ამ ხალხის.
რატომ მხოლოდ მეგობარი?! აი რატომ?!
მე ვითხოვ ანას და თაზოს.
მე ხომ ვხვდები, შენ რომელი გინდა რომ იყოს?!
ვიცი, ვინც გინდა ანასთვის,
და მეც ვუჭეერ მხარს.
ვინც მიდის, ის აღარ ბრუნდება!
#მტირალსსიბრძნეებიდან :))
სხვათაშორის,
დასამალი რა მაქვს,
გაგა თავიდანვე ავითვალისწუნე.
რა გავაკეთო, არ შემიძლია, ასეთი ბიჭები.
შენ ყველაზე საყვარელი, თბილი და ნიჭიერი გოგო ხარ!
მიყვარხარ!

ვუაიმე, შენ როგორი საყვარელი გოგო ხარ, არ შემიძლია❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️
სიმართლე რომ გითხრა, მე თვითონაც არ ვიცი რომელთან უფრო უკეთ იქნება, რომელთან დარჩება და ა.შ. მაგრამ, ისტორიაში მაინც მქონდა მომენტები, რაღაცებს რომ გაკვრით ვწერ და აი სწორედ მანდ ჩანს ჩემი უმეტესი დამოკიდებულება :დ
იმასაც ვერ ვხვდები, გაგა რატომ აითვალწუნე :დ
თუ ხვდები, აბა მითხარი რომელი მინდა :დდდდდ

ძალიან დიდი მადლობა შენი საოცარი დამოკიდებულებისთვის!
ძალიან ვარ დარწმუნებული, რომ
უზომოდ დადებითი გოგო ხარ!

ძალიან მიყვარხარ!

Niin))
ეს რა იყო?!
ისტორია მომეწონა პირველივე თავიდან, აი, ისეთია კითხვა რომ არ მოგბეზრდება.
შენზე ვგიჟდები,
ისეთი ხარ, აიიიიიი, ვერ ვამბობ.:))))
ბოლო ნაწილზე "გავჭედე" , გეფიცები, ხელახლა გადავიკითხე.
იმდანად დაკავებული ვარ, თითქმის ვერაფრისთვის ვიცლი.
შენთვის და ამ ისტორიითვის დროს ყოველთვის გამოვითავისუფლებ.

თაზო სუპერ ბიჭია:))) ძალიან სწორად გყავს ეს პერსონაჟი შერჩეული. წინა თავში ზუსტად ვერ გავარკვიე შენი მიზნები, დარწმუნებული ვიყავი რომ არ "გაიბრაზილიურებდი" , მაგრამმ...
ამ თავში რაღაცებს მივხვდი და მივესალმები შენს გადაწყვეტილებას.

ძალიან მომწონს ლევანი. ასეთ მეგობრებზე ვგიჟდები.

დანარჩენებზე შემდეგ ვისაურებ.

წარმატებები , "ჩემი სამი გ "
<333333333

აუუუუუ, მომნატრებიხარ!
იცი?!

უდიდესი წარმატება შენ ნებისმიერ წამოწყებაში!

არ ვიცი რას მიხვდი ისე, ზუსტი გადაწყვეტილება ჯერ არც მე ვიცი. ბრაზილიური თუ რამე იყო, ფუი ჯანდაბა, ვერ ავცდი ხო? :დდდდ მაპატიე (((

ძალიან დიდი მადლობა, რა!
ყოველჯერზე მიხარია შენი გამოჩენა და შენი დამოკიდებულებაც მიხარია! თან როგორი დიდი კომენტარი დაგიწერია!

უუუჰ, ისიც მიხარია, რომ წგ მომენტი ეგეთი დაინახე.

ჩემი “სამი გ-ც” ხარ შენ❤️❤️❤️❤️❤️❤️

 



№29 სტუმარი ილონა

ანუ მარტო მე მომწონს თაზო?? თან უბრალოდ კიარა, ძალიან მომწონს , ყველა იმ თვისებით და შეხედულებით, რაც გამოამჟღავნა. აი ანასთან დიალოგში, ჩაის რომ სვამდნენ , მაშინ, მეგონა რომ ანა და ავტორი საუბრობდნენ, და არა ანა და თაზო. აი თითქოს თაზოში დაგინახე მე შენ .
არანაირად არ ვემხრობი იმას, რომ ანაა დამნაშავე , ანა'ც' დამნაშავეა და არა 'ანა' . რატომ იდანაშაულებს მარტო თავს, როცა ორივე დამნაშავეა და მე ვფიქრობ, გაგა უფრო მეტად...მაინც
ჰო, სხვა ის, რომ ძალიან ემოციური თავი იყო, ჩემთვის. მადლობა შენ , ასეთი კარგი რომ ხარ♡

 



№30  offline წევრი gogona tbilisidan

აუუ ვინც კი ბიჭი ყოფილა შენს ისტორიებში ყველა ხო რაღაც სასწაულია მარა გაგა არის საოცრება!:დდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent