შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოფილი ცოლის სურნელი 18+ (2)


16-11-2017, 22:56
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 981

ყოფილი ცოლის სურნელი 18+ (2)

შუადღე იყო რომ გაეღვიძა. თავს ისე გრძნობდა, გეგონება სხეული მართლაც გამოჰფიტვოდა. გრძელი თმა აბურდულად გადაშლილიყო მისი ზურგის ყველა მიმართულებით და შეუძლებლად მიაჩნდა ამხელა არეულობის დავარცხნა. მთელი ღამე შფოთვაში გაატარა. ესიზმრებოდა წიგნის სცენარი, ესიზმრებოდა ყველა შესაძლო ვარიანტი თუ როგორ უნდა წარმართულიყო პერსონაჟთა ბედი და ხან ძილბურანში მყოფს ეღვიძებოდა, ხანაც სიზმარი მიაჩნდა რეალობად.
წყვდიადის ქალღმერთმა ყინულებით სავსე აბაზანაში ჩაასვენა თავისი სხეული და სიცივისგან კბილები მიაბჯინა ერთმანეთზე მაგრად. მთლიანად ცახცახებდა, თუმცა ხორციელი განცდები ყოველთვის არაფრად მიაჩნდა ხოლმე, რადგან, რაც თავი ახსოვს, სული სტკიოდა მუდამ. იცოდა, ყინულიანი ცივი აბაზანა ახალგაზრდობას ზომაზე მეტხანს შეუნარჩუნებდა.
სამაგიეროდ, სიგარეტსა და ალკოჰოლზე ვერ ამბობდა უარს. დაე, თუ მისი ნაადრევი სიკვდილის მიზეზი ეს ორი მეგობარი იქნებოდა, ლამაზი სხეულით მაინც დაიღუპებოდა. შეიძლება, მის სხეულს ჯერაც აჩნდა წარსული სიყვარულის ალერსის კვალი, რომელიც შიშველ მკერდზე შემოჰხვევდა ხოლმე თავის კუნთებიან მხრებს და შეეძლო ასე გაუნძრევლად მჯდარიყო მთელი დღე.
ენატრებოდა ქალღმერთს ქაცის გამალებული ოხვრა და მისი ცხელი სუნთქვა, რომელიც მხრებზე ხვდებოდა ვნებააშლილი ალერსისას. ენატრებოდა კაცის თმებში ახლართული თავისი ხელები, რომლებიც დღემდე გრძნობდნენ საყვარელი ადამიანის შეხებით მოგვრილ წარსულის სიამოვნებას.
მოგონებებიღა შერჩენოდა ქალღმერთს და რას არ იზამდა, რომ საკუთარი თავითვის ბედნიერების უფლება კვლავაც მიეცა.
სველი სხეული შეიმშრალა და კვლავ შეუდგა წიგნის კითვას:
„ივანე ადგილს ვეღარ პოულობდა. სურდა, რომ რაც შეიძლებოდა, შორს დაეჭირა თავი ქალისგან, რომელიც საოცრად მიუღწეველი და ამავე დროს, საოცრად მიმზიდველი იყო მისთვის. ორი დღე გაძლო ისე, რომ კატალინას ნახვა არც კი უცდია, თუმცა მზერა მაინც ეპარებოდა პატარა რესტორნიდკენ, სადაც ყოველ შემსვლელ მანდილოსანზე ბრაზი მსდიოდა და გაუკონტროლებელი ეჭვიანობის განცდა იპყრობდა უმიზეზოდ.
საღამოს, როდესაც სახლში ბრუნდებოდა, რესტორნიდან გამომავალ კატალინას მოჰკრა თვალი. მანქანით არ იყო როგორც ჩანს, ცოტათი კოჭლობდა და წარბებიც უკმაყოფილოდ შეეჭმუხნა. ივანემ ვერ მოითმინა, რომ ქალი უყურადღებოდ დაეტოვებინა. მანქანა გააჩერა და გადმოვიდა.
- კატალინა - დაუძახა ქალს და მიუახლოვდა.
- გამარჯობა - გაუღიმა ქალმა.
- ფეხზე რა გჭირს?
- გადამიტრიალდა და ცოტათი მტკივა. იმედია, სამუდამოდ კოჭლი არ დავრჩები.
- გაგიყვან სახლში.
- შეამჩნიე, რომ ჩემი მანქანა აქ არ აყენია? - ეშმაკურად გაეღიმა ქალს.
- ჰოო, მაგრამ შეგიძლია ჩემს გამოჭერებს შეეშვა და უბრალოდ ჩაჯდე.
- კარგი, ოღონდ დამეხმარე.
კაცის მხარს ჩამოაყრდნო თავისი წვრილი, გრძელი თითები. ივანეს პარალიზებულივით გაუჩერდა წამით სუნთქვა, შემდეგ კი თავი ხელში აიყვანა და დაკოჭლებული ქალი მანქანაში ჩასვა.
- წითელი ქუჩის მეოცე ნომერში გამიყვანე.
- მანდ ცხოვრობ? - თვალები გაუფართოვდა კაცს.
- ჰო, რამდენიმე დღის წინ გადავედი. რა მოხდა?
- მე ოცდამერვე ნომერში ვცხოვრობ.
- მეზობლები ვართ? - ღიმილი გადაეფინა ქალის მშვენიერ სახეს.
- ჰოო - ძალიან გაეხარდა ივანეს, მაგრამ შემდეგ კატალინას სექსუალური ორიენტაცია გაახსენდა და იფიქრა, რომ ღმერთმა ყველაფერი გაიმეტა მისთვის, ყველაფერი, გარდა მთავარისა.
დანიშნულების ადგილას მიყვანისას, მანქანიდან გადმოსვლაშიც დაეხმარა.
- აქედან მე თვითონ მვოახერხებ რამეს - უთხრა ქალმა, როდესაც სადარბაზოსთან მივიდნენ.
ლიფტთი არ მუშაობდა.
- დარწმუნებული ხარ, რომ მოახერხებ? - გაეცინა ივას.
- არ ვარ დარწმუნებული - თქვა შეწუხებული სახით. - მეთექვსმეტე სართულზე ვცხოვრობ და ლიფტი გაფუჭებულა.
ივანეს მხოლოდ ერთი შეკითხვა ჰქონდა : „რატომ ღმერთო?“
თან ყველაზე შესაფერისი დრო იქნებოდა ასეთი მომენტები ქალის ახლოდან გასაცნობად, თავის მოსაწონებლად, თავისი სიძლიერის გამოსახატავად, მაგრამ რატომ?
რატომ არ ჰქონდა ამ ყველაფერს აზრი?
- ხელში აგიყვან - დაიხარა ივანე.
- არა, არა, გაგიჟდი? - გადაიხარხარა ქალმა. - ამდენს ვერ გატარებ, უსამართლობაა.
- რა სისულელეა კატალინა. კაცი ვარ თუ ქათამი?
- ქათამს ნამდვილად არ ჰგევხარ, პირიქით, გეტყობა, რომ ძლიერი ხარ.
- ამას კომპლიმენტად მივიღებ. - მის სხეულთან ახლოს მივიდა და უხერხულად შემოჰხვია ზურგზე ხელი. ხელში აღარ აუყვანია. კატალინას ასეთმა მძაფრმა რეაქციამ მიახვედრა, რომ ეგ ალბათ ზედმეტი იქნებოდა.
თექვსმეტი სართული რომ ქოშინით აიარეს, ქალმა მადლიერი მზერა მიაპყრო ივანეს.
- შემოდი, რამე დავლიოთ... - სთხოვა უხერხულად.
ივანე ხვდებოდა, როგორ დაუკითხავად იპარებოდა რაღაც ამოუცნობი გრძნობა მის გულში ყოველთვის, როცა კატალინას უმზერა. ყოველწამიერად უფრო ძლიერად იძირებოდა ქალის მშვენიერებაში და უარის თქმასაც აღარ ჰქონდა აზრი, რადგან ახლა რომ უარი ეთქვა, ღამ-ღამობით, როცა ემოციები მოიცვავდა, საკუთარ თავს დაადანაშაულებდა ვერგადადგმული ნაბიჯის გამო.
- შემოვალ - გაუღიმა ქალს და მის სახლში შეაბიჯა დაკოჭლებულ სახლის პატრონთან ერთად.
- ვისკი მაქვს, როგორც ყოველთვის, წითელი ღვინოც...
- ვისკი - ფიქრის გარეშე უპასუხა ივანემ და ქალის მყუდრო ბუდეს შეავლო თვალი.
ძალიან ლამაზად და გემოვნებით მოეწყო. ფანჯრების მაგივრად ჩასმული უჩარჩო გამჭვირვალე მინები მთელი ქალაქის ხედს იტევდა. ძალიან შეშურდა კაცს ქალის მოპირდაპირე კორპუსში მცხოვრები მეზობლების, რომლებიც ზოგჯერ მაინც ხედავდნენ ალბათ ყველაზე უბრალო სახლის ფორმაში გამოწყობილ მშვენიერებას, რომელიც ოთახებში ასე გრაციოზულად დააბიჯებდა.
ივანეს თვალები გაუფართოვდა და ქვედა ტუჩზე შეუმჩნევლად იკბინა კმაყოფილებისგან -
თავისი კორპუსიც მოჩანდა აქედან... თან საკმაოდ კარგად. ეს კი დაახლოებით იმას ნიშნავდა, რომ ივანეს სახლიდან უკეთ გამოჩნდებოდა სრულიად მინით შემოსილი სახლის კედელი, რომლის გამჭვირვალე სივრცის მიღმა შეეძლო, თავისი ოცნების ქალი დაენახა.
მაგრამ ჯანაბდა! ეს ხომ საოცრად მანიაკურად ჟღერდა!
ქალმა ბროლის ჭიქაში ჩაუსხა თავისი ნატიფი ხელებით სასმელი და ღიმილით მიაწოდა.
- ლამაზია ხო? - ჰკითხა ხედზე.
- არ მიყვარს, როცა ყველაფერი ხელისგულივით ჩანს. ასე მგონია, რომ ჩემს ცხოვრებას უთვალთვალებენ ხოლმე - გამოუტყდა ივანე - მაგრამ ძალიან ლამაზია.
- მეც მქონდა თავიდან სივრცის შიში, მაგრამ შემდეგ შევეჩვიე. მთავარია მარტო ვიყო და სხვა არარაფერი მადარდებს.
- რატომ?
- არ ვიცი, მარტოობაში ვიპოვე გასაქანი. ბავშვობიდან მიყვარდა, როცა სახლში ჩემი ფეხის ნაბიჯებს აყოლილი სხვისი ხმა არ ისმოდა.
- გულდასაწყვეტი განცხადებაა ასეთი მშვენიერი ქალისგან - ბაგეები ღიმილის ნიშნად გაატოკა ივანემ და კვლავ ერთი ყლუპი ვისკი დალია.
- და შენ? გიყვარს მარტოობა?
- ძალიან. ყველაზე ბედნიერი მხოლოდ მარტოობისას ვარ და ამის გამო, ალბათ მეგობრები აუტანლად მთვლიან.
- იმის გამო, რომ მარტო ყოფნას არჩევ მათთან ყოფნას?
- ჰოო. ვცდილობ, შეუმჩნეველი იყოს ჩემი ეს საშინელი სურვილი საკუთარ თავთან განმარტოების და შუაღამისას, როცა მათთან ერთად ვერთობი, მაქსიმალურად დამაჯერებლად ვიკატუნებ თავს, თითქოს რაღაც მნიშვნელოვან საქმეზე მირეკავენ და მეც გავრბივარ. სინამდვილეში კი სახლში გავრბივარ. - აღიარა კაცმა.
- მესმის - გაეცინა კატალინას - მეც ხშირად მაქვს მსგავსი შემთხვევები. რატომ უნდა სვა ალკოჰოლი ათ გალეშილ მეგობართან ერთად, როდესაც შეგიძლია, სახლში ხალათისამარამ ერთი ბოთლი წითელი ღვინო თვალის დახამხამებაში გამოცალო და კარგ შავ-თეთრს ფილმს უყურო, ან წიგნი წაიკითხო.
- მხოლოდ შენ თუ გამოუძებნე ჩემს დამპლურ საქციელს გამართლება.
- იქნებ, მეც ეგეთი დამპალი ვარ და მაგიტომ.
- სულაც არ ხარ...
- შენ ძალიან წყნარი ხარ - მიუგო მოულოდნელად ქალმა - სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, დარბაისელი, გაწონასწორებული და თავშეკავებული. შეიძლება, შენი ხასიათის ეგ შესაშური თვისებებიცაა იმის მიზეზი, რომ გართობა და ყველაფრის თავზე დამხობა არ გიყვარს.
- შეიძლება - ცალი ტუჩით გაეღიმა კაცს და გაწითლება მისი დამახასიათებელი თვისება რომ ყოფილიყო, ახლა ჭარხალს ემგვანებოდა - და ფეხი როგორ გაქვს?
- როცა ვზივარ და ფეხები ჰაერში მაქვს, არ მტკივა, თუმცა სიარულისას ძალიან მტკივა.
- მემგონი, სჯობდა ექიმთან წავსულიყავით.
- არაფერია, მალე გამივლის ალბათ. ხვალამდე თუ არ გამიარა, წავალ.
- მე წაგიყვან.
- ივანე, არაა საჭირო - მოგუდული ღიმილით გააქნია თავი ქალმა. ღამესავით შავი თვალები ისე მიანათა, გეგონება სულის წართმევას ცდილობდა კაცისგან.
და მართლაც მიჰქონდა ივანეს სული თავისთან. მიჰქონდა ისე შეუმჩნევლად, ისე თავბრუდამხვევად, რომ წინააღმდეგობის გაწევის ყველა სურვილი დაეკარგა კაცს. ის მთელი თავისი არსებით დანებებული და მინდობილი იყო მშვენიერ ქმნილებას, რომელიც სულისა და გრძნობების წურბელა გამხდარიყო მისთვის.
- ნუ იცით ხოლმე ქალებმა, არაა საჭირო და მსგავსი რაღაცეები.
- მსგავსი რეები? - გადაიხარხარა კატალინამ.
- არ შეწუხდე, ნუ იხარჯები, ნუ იხდი...
- ნუ იხდი? ტანსაცმელს? - გამხიარულდა ქალი.
- არა, ფულს.
- ვიცი, მივხვდი.
- კატალინა, რაღაც უნდა გკითხო - ღრმად ჩაისუნთქა ივანემ და ქალს თავისი ზღვასავით ღრმა თვალები მიაპყრო.
- გისმენ.
- მართლა ქალები მოგწონს?
- ჰოო. რა არის, ამაში ცუდი?
- შენთვის არაფერი.
- შენთვის?
- კატასტროფაა შენი ყურება ჩემთვის და იმის გაცნობიერება, რომ პაემანზე ვერასდროს დაგპატიჟებ.
- მერე არ მიყურო.
ივანემ სახეზე ხელები აიფარა.
- ასე გელაპარაკო?
- ნუ დამცინი...
- აბა, მართლა აღარ გიყურო?
- მიყურე, უბრალოდ...- ქალმა ამოიოხრა - ივანე, შეუძლებელია ასე ცოტახანი იცნობდე ადამიანს და უკვე მისი ცქერა გჭრიდეს თვალს. სავარაუდოდ, რასაც შენ გრძნობ, მხოლოდ გარეგნული სილამაზით გამოწვეული ვნებაა, რომელიც ცოტათი გაგაწამებს და მალევე ჩაცხრება.
- გგონია, რომ მხოლოდ შენთან დაწოლა მინდა?
- ჰო, შეიძლება.
- არამგონია - უარჰყო კაცმა - ძირითადად, მარჯვენა წარბს სწევ ხოლმე, როცა გაბრაზებული ხარ. ისე გაქვს სახის მიმიკები შეჩვეული, რომ ზოგჯერ უბრალოდ ფიქრის დროსაც თავისით იწევა ეგ ჯიუტი. ვისკის ჭიქას ჯერ რამდენიმე წამით უყურებ, შემდეგ ნელა სვამ და თან სიგარეტის ნაფასს აყოლებ - მოგწონს ალკოჰოლი და მოსაწევი ერთად. ასეთ დროს, საკუთარ თავს დაკვირვებით ადევნებ ხოლმე თვალყურს და რამე რომანტიკულ ვითარებას წარმოიდგენ მაგალითად, ვითომ ფილმის მთავარი პერსონაჟი ხარ ან თუნდაც წიგნის. ვგრძნობ, როგორ აღწერ ხოლმე გარემოს და შენ ირგვლივ მყოფ ადამიანებს გულში, ფიქრებში და ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ საოცარი რომანტილული სულის პატრონი ხარ.... ამის შემდეგ კი, იმედი მაქვს, აღარ იტყვი, რომ მხოლოდ შენი გარეგნობა მხიბლავს, რადგან გარეგნობის გარდა, თითოეული მიმიკისა თუ ჩვევის სადარაჯოზე გიდგევარ ერთგული გუშაგივით. - დაასრულა ივანემ.
კატალინა გაოგნებული, გაშეშებული უყურებდა.
თითქოს, შური იძია კაცმა ყველა იმ მონუსხული წამისთვის და გადაწყვიტა, რომ ახლა ქალი დაეტოვებინა ისეთივე აღტაცებული, როგორც თავად იყო უწინ.
- მაპატიე, მეჩქარება, უნდა გავიდე - თქვა კაცმა და უსიტყვოდ დარჩენილ ქალს ლოყაზე აკოცა.
- კ..კ.არგი - ენა დაება კატალინას.
- შეხვედრამდე. შემიძლია, ხვალ ჩამოსვლაში დაგეხმარო თუ რა თქმა უნდა, შენი შეყვარებული არ გაბრაზდება.
- მშვენიერი ხერხია იმის გასაგებად, მყავს თუ არა შეყვარებული, ივანე - ცალი წარბი ასწია ქალმა და მერე ორივეს გაეცინა.
- ნამდვილად კარგი ხერხია - დაემოწმა ივანე.
- მეგობარი გოგონა არ მყავს - ისევ მაზოლზე დააჭირა ფეხი კაცს.
- ჯანდაბა! ქალების მოდგმას შემაძულებ.
- და დახმარება არ დამჭირდება, ლიფტს აამუშავებენ, თან მანქანას ჩემი მძღოლიც მომიყვანს, ხელოსანთან წავაყვანინე.
- ახლა სრულად უარჰყოფილი ვარ. - ჩაიბურდღუნა ივანემ

* * *

ივანეს მეგობრის რჩევა აღარ სჭირდებოდა. თავად უკვე გადაწყვიტა, რომ ყველაფერი ეღონა თავისი გრძნობის გასაორმხრივებლად, რადგან გრძნობდა, ამის შანსი ჰქონდა. ჯერ მხოლოდ კატალინას თვალებში ამოიკითხა მამაკაცის მიმართ გაჩენილი დაუოკებელი ინტერესი და პატარა სხივი, რომლის გაზრდის შედეგადაც, დასახულ მიზანს ადვილად მიაღწევდა.
ივანეს ყველაზე ერთგული და სანდო მეგობარი პოეზია იყო და გადაწყვიტა, რომ სწორედ ამ მეგობრის დახმარებით გაედგა სასურველის ქალის გულში ფესვები.
მომდევნო დღეს, როდესაც ძუნწად და მომაბეზრებლად ჩამოუშვეს ღრუბლებმა წვიმის გამჭვირვალე წვეთები და მთელი ქალაქი ამოუხნელი წვიმის მწუხრმა მოიცვა, ქალი თავის პატარა რესტორანში შედიოდა, პატარა ცისფერთვალება მიჭმა გააჩერა უცებ.
- დეიდ... უკაცრავად, ქალბატონო - ჩაახველა სერიოზულად და თეთრი ვარდების მშვენიერი ბუკეტი გადასცა.
- ეს ვისგან? - იკითხა კატალინამ სიცილით.
- ვიღაც კაცმა გამომატანა და დამავალა, დამეკონკრეტებინა, რომ კაცისგანაა საჩუქარი.
- დაახლოებით ვხვდები, ვისგანაცაა - გადაიკისკისა კატალინა, მეზობელ ბარს ღიმილნარევი ეჭვით შეხედა. - მადლობა.
- მე თუ მკითხავთ, ხელიდან გასაშვები ვინმე არაა. ერთი თაიგულის გადმოცემისთვის იმდენი ფული მომცა რომ.... - მერე დაფიქრდა თავის კითხვებზე - უკაცრავად, ზედმეტს ვლაპარაკობ.
უკან დაიხია და გაიქცა.
კატალინას კვლავ გაეცინა, რესტორანში შესულმა თაიგულიდან პატარა კონვერტი ამოაძვრინა:
„გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს
მე ვგრძნობ, რომ მცივა და მენატრები,
მაგრამ ვერ გხედავ როგორც სიცივეს.
გათავდა აღარ ჩამოგეხსნები,
არც მახსოვს, ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე, მხრებზე, მუხლებზე-სულში.
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც, ქუჩაც, ფოთოლიც, წვეთიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ-ოთახში ჰაერზე მეტი!
არასდროს შემეძლო საკუთარი გრძნობების სიტყვებით სათანადოდ გადმოცემა და იმედია, არ გამიწყრები თუ იმათ დავიხმარ, ვინც ყველა ემოციასა თუ განცდას, ლექსებში ჩემზე უკეთ ატევდა.“
კატალინას ყურებამდე გაეღიმა. პატარა ბავშვივით თვალებგაბრწყინებულმა საჩქაროდ მონახა ლამაზი ლარნაკი და ვარდები დიდი მონდომებით ჩაალაგა.
- ვინაა ის ბედნიერი, რომელსაც საჩუქრის თავზე გადალეწვის მაგივრად, ასეთ წრფელ ღიმილს სჩუქნი? - ჰკითხა მენეჯერმა ნინომ.
- ჩვენი რესტორნის გადაღმა რომ ბარია ხომ იცი?
- ივანე? - წამშივე გაუფართოვდა თვალები ნინოს.
- საიდან მიხვდი?
- რამდენჯერმე დაგინახეთ ერთად, მაგრამ არ მეგონა, ასე სერიოზულად თუ ჩაუვარდებოდი გულში.
- კარგი რაა. უბრალო ყვავილებია - თავი იმართლა ქალმა და ივანეს წერილი ჩანთაში ჩამალა სასწრაფოდ - ყვავილები იმას არ ნიშნავს, რომ გულში ჩავუვარდი.
- მაგისგან ნიშნავს... შენ არ იცი, რამდენს სდომებია მაგ კაცის ყურადღების დამსახურება ან გულის მოგება, მაგრამ ყინულივით ცივი იყო. გრძნობებს ძალიან ძნელად გასცემს და არც სანაცვლოდ სჭირდება რამე განცდები სხვებისგან.
- მშვენიერია - არხეინად გაეღიმა კატალინას და კმაყოფილი სახე მიაპყრო ხალხით გადაჭედილ პატარა რესტორანს.
ყველაფერი იმაზე სწრაფად და იმაზე უკეთ ვითარდებოდა, ვიდრე მას წარმოედგინა. თითქოს, ქალის გეგმებმა მეორე პლანზე გადაინაცვლეს და ცხოვრებას მიჰყავდა კატალინა დანიშნულების ადგიალმდე, სადაც კბილი კბილის წილ იქნებოდა, სამართალი კი საბოლოოდ შეჭამდა პურს.
კატალინა ივანეს ბარში შევიდა. სახეზე მოუთმენელი ეშმაკური ღიმილი დასთამაშებდა. ივანე კი მეგობრებთან ერთად, ერთ-ერთ მაგიდასთან იჯდა, თუმცა ამჯერად, არც ვისკის სვამდა და არც რომს.
- ის გოგო - წამოიძახა გეგამ და ხელის გაშვერაც დააპირა, მაგრამ მერე აზრზე მოვიდა, რომ ეს საკმაოდ ცუდი მანერა იქნებოდა.
- კატალინა - ჩაილაპარაკა ივანემ და წამოდგა. ღიმილით მიუახლოვდა ქალს.
- მომეწონა - ახარა ქალმა. - ისიც მომეწონა, რომ ჭილაძის ლექსები მოგწონს... და თეთრი ვარდებიც.
- რა ვარდები? - სახე შეეცვალა კაცს.
- რა? - კატალინა დაიბნა. - არაფერი, დაივიწყე. ვიღაც...შენ მეგონე....ვარდები.
ივანეს გაეცინა.
- ჰო, მე გამოგიგზავნე.
- აუ, გული გამისკდა...
- რატომ, იქნებ მიმზიდველმა ქალბატონმა გამოგიგზავნა?
- არც ერთ მიმზიდველ ქალბატონს არ ვიცნობ, რომელიც ლექსსაც მოაყოლებდა, ამიტომ, შეწყვიტე ჩემთვის ეგეთი რამეების ჩაწვეთება.
- კარგი, მაპატიე. დალევ რამეს?
- არა, ამ ბოლო დროს, ისედაც მოვუხშირე სმას და არ მინდა, ჩემზე ჭორები გავრცელდეს, რომ ალკოჰოლიკი ვარ.
- ნაკლებალკოჰოლური კოქტეილი?
- ეგ შეიძლება.
- პინაკოლადას დალევ?
- არასდროს გამისინჯავს.
- ნუგო, პინაკოლადა გაუკეთე ქალბატონს - სთხოვა ივამ ბარმენს.
იმ წამს, ორი ახალგაზრდა ქალი შემოვიდა. ივანეს გაუღიმეს და მისკენ წამოვიდნენ სახეგაბადრულები. ერთს უფრო ნაზი გარეგნობა ჰქონდა, ქერა და თაფლისფერთვალება იყო, მეორეს კუპრივით შავი თმა მოკლედ შეეჭრა, თვალებში კი მუქი ეშმაკები დასთამაშებდნენ. ოპივე უმშვენიერესი იყო, მაგრამ რადიკალურად განსხვავებული სილამაზით.
- ერთობი? - ჰკითხა ქერა გოგონამ ივანეს და კატალინასაც ნაზად გაუღიმა.
- არა, ხომ იცი, რომ მე და გართობა, ცოტა შორს ვართ.
ამ დროს, კატალინამ საყვედურის ნიშნად ჩაახველა. ივანე, მხოლოდ ახლა მოეგო გონს.
- მაპატიე, რა სულელი ვარ - უხერხულად გაეცინა კაცს - ეს კატალინაა... ეს კი ლაურენი (ქერა) და თათო (შავგვრემანი)... გაგიკვირდება და დები არიან.
- სასიამოვნოა - გაეღიმა კატალინას და გოგონები გადაათვალიერა.
- ჩვენ მაგიდასთან დავსხდებით - მიუგო გუნებაწამხდარმა ლაურენმა და დასთან ერთად დაიკავა ადგილი.
- საბრალო - ჩაიჩურჩულა კატალინამ.
- რატოა საბრალო? - ჰკითხა ივანემ.
- მინიმუმ მოსწონხარ. დამინახა თუ არა, ეგრევე სატირლად გაამზადა სახე.
- რა სისულელეა, ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ. - წარბები შეჭმუხნა ივანემ.
- ჰო, რა თქმა უნდა, ისე გემეგობრება, როგორც შენ მე მემეგობრები.
- შანს არ უშვებ ხელიდან, რომ არ მიკბინო. სხვათაშორის, მისი დაც შენნაირია და პაემანი ხომ არ მოგიწყოთ? - გაბრაზდა კაცი.
მერე წამით კატალინა წარმოიდგინა თათოსთან ერად და იგრძნო, როგორ ჩამოუფხაჭნეს გული ვიღაცის უხილავმა ფრჩიხლებმა.
- ჩემნაირი - განაწყენებით გაიმეორა კატალინამ ივანეს სიტყვები და გულხელი დაიკრიფა.
- მაპატიე, ზოგჯერ შესაბამისი სიტყვების პოვნა მიჭირს. განსაკუთრებით მაშინ, როცა იმას ვესაუბრები, ვინც სულ ერთი არაა ჩემთვის.
- როცა ასე იბნევი და იმასთან ლაპარაკობ, ვინც სულ ერთი არაა შენთვის, ძალიან საყვარელი ხარ - ახარა ამოუცნობი ღიმილით სავსე ქალმა...
* * *
მომდევნო დღეებში, ყველაფერი იცვლებოდა. კატალინას მიმართ, სიყვარულის საოცრად დამქანცველსა და მტანჯველ გრძნობას გაედგა ივანეს გულში ფესვები. ფესვები კი დღითიდღე უფრო იზრდებოდა, ძლიერდებოდა... ივანე არ იყო უბედური, რადგან ეს გრძნობა რაღაც სიახლის, ახალი ცხოვრების დაწყების მაცნე იყო. მოსწონდა ის შეუდარებელი განცდა, როდესაც საათობით უცდიდა, როდის მოჰკრავდა თვალს რესტორნიდან გამომავალ ან მასში შემავალ კატალინას. ამ ლოდინის ჟამს კი მის მუცელში პატარა, თინეიჯერი ბიჭის დამახასიათებელი ამოუცნობი სიმხურვალე და მოსიარულე ათასგვარი მწერები ისადგურებდნენ.
ხშირად ხედავდა ხოლმე. ხშირად ვახშმობდნენ ერთად, ხშირად ცდილობდა ქალის გაცინებას, ხშირად უგზავნიდა ლექსებიან თაიგულს...
ერთ მშვენიერ დღესაც, ქალმა უკვე ამაყად, საოცარი სითამამითა და დაუმორჩილებელი სიხარულით შემოაჭრა ივანესთან.
- შენი გოგო მოვიდა - ანიშნეს გეგამ და სანდრომ.
მეგობრებს მოუბოდიშა.
ქალისკენ გაემართა ბედნიერი.
- რაღაც უნდა გითხრა - მიახალა ქალმა და ლოყაზე აკოცა.
- გისმენ.
- მოკლედ, ამ ბოლო დროს, ჩემს ბარში იცი ვინ დადის?
- არა.
- თათო... და მთხოვა, რომ მასთან ერთად პაემანზე წავსულიყავი.
- მერე? - საოცრად შეეცვალა სახის გამომეტყველება კაცს. თავზარდამცემი ეიფორიის დამალვა სურდა და კარგადაც გამოსდიოდა, რადგან მის უკმაყოფილო სახეზე გამოსახული ეჭვიანობის კვალი იმის მეასედი იყო, რა უბედურებასაც შინაგანად განიცდიდა.
- დავთანხმდი, ოღონდ ერთი პირობით...
- რა პირობით?
- გეხვეწები, შენც დამთანხმდი რაა.
- გისმენ კატალინა.
- ორმაგი პაემანი. რას იტყვი ? მე და თათო, შენ და ლაურენი. თან ლაურენსაც მოსწონხარ. - ეუბნებოდა აღტაცებული - გთხოვ, მითხარი, რომ თანახმა ხარ რააა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი ნარჩიტა

Sainteresoaa dzaliann monecona velodebi axal tavss

 



№2  offline წევრი Elle025

აუ ეს რა მაგარი რამის კითხვა დავიწყე..სუპერ გოგო ხარ!! მომწონს, მომწონს ძალიან...❤️❤️

 



№3 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგიაააა ძალიან მომეწონა გააგრძელე მალე რა

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Elle025
აუ ეს რა მაგარი რამის კითხვა დავიწყე..სუპერ გოგო ხარ!! მომწონს, მომწონს ძალიან...❤️❤️

ვაიმე, გაიხარე <3 დღეს იქნება ახალი თავი სავარაუდოდ <3

Elle025
აუ ეს რა მაგარი რამის კითხვა დავიწყე..სუპერ გოგო ხარ!! მომწონს, მომწონს ძალიან...❤️❤️

ვაიმე, ძალიან მიხარიააა <3


სტუმარი მარიამი
კარგიაააა ძალიან მომეწონა გააგრძელე მალე რა

დღესვე დაიდება საყვარელოოო <3

 



№5 სტუმარი დიაბეტი

შენ ხარ ნამდვილი სიტკბო, სიყვარული, სიხარული და ბედნიერება.
მართლა საოცრად მაბედნიერებს შენი ყველა ისტორია და ლექსიც.
მინდა, რომ აღარაფერი არ ვაკეთო, გარდა შენი ნაწარმოებების კითხვისა.
ძალიან მომწონს ეს კატალინა, იდუმალი და ამოუცნობია. ეტყობა, რომ ფარულად რაღაც ინტრიგებს ხლართავს (ეპატაჟი შენ არ გაკლია და მოიფიქრებდი რამეს), თუმცა ისიც მეეჭვება რო ქალები მოსწონს, რადგან ნამეტანი უპაჭუნებს ხოლმე თვალებს ამ ივანეს.
ივანე ხო საერთოდ სხვა პლანეტაა. თავიდან ვიფიქრე, მართლა მუდოათქო, მაგრამ მართალი თქვა კატალინამ, რაღაცნაირი დარბაისელი და დასტოინი როჟაა. ძალიან საყვარელია, თან როგორ შეუყვარდა და ლექსებს როგორ უძღვნის.

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

დიაბეტი
შენ ხარ ნამდვილი სიტკბო, სიყვარული, სიხარული და ბედნიერება.
მართლა საოცრად მაბედნიერებს შენი ყველა ისტორია და ლექსიც.
მინდა, რომ აღარაფერი არ ვაკეთო, გარდა შენი ნაწარმოებების კითხვისა.
ძალიან მომწონს ეს კატალინა, იდუმალი და ამოუცნობია. ეტყობა, რომ ფარულად რაღაც ინტრიგებს ხლართავს (ეპატაჟი შენ არ გაკლია და მოიფიქრებდი რამეს), თუმცა ისიც მეეჭვება რო ქალები მოსწონს, რადგან ნამეტანი უპაჭუნებს ხოლმე თვალებს ამ ივანეს.
ივანე ხო საერთოდ სხვა პლანეტაა. თავიდან ვიფიქრე, მართლა მუდოათქო, მაგრამ მართალი თქვა კატალინამ, რაღაცნაირი დარბაისელი და დასტოინი როჟაა. ძალიან საყვარელია, თან როგორ შეუყვარდა და ლექსებს როგორ უძღვნის.


ვაიმეე, ვგიჟდები შენზე და შენს შეფასებებს ველი ხოლმე სულმოუთმენლად <3
უღრმესი მადლობა რომ არასდროს მაწბილებ და ყოველთვის ასეთი კარგი ხარ heart_eyes

 



№7  offline წევრი Indigo

ძაან სიბოროტეა. რა საზიზღარი ქალია, როგორ დაპატიჟა ორმაგ პაემანზე.
ეს ივანე კიდე, როგორი საყვარელია. დარბაისელია მართლა.
--------------------
მეშინია...

 



№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

Indigo
ძაან სიბოროტეა. რა საზიზღარი ქალია, როგორ დაპატიჟა ორმაგ პაემანზე.
ეს ივანე კიდე, როგორი საყვარელია. დარბაისელია მართლა.

მე ხო იცი, საზიზღარ ქალებზე მაქვს ფეტიში :დდდ

 



№9 სტუმარი სტუმარი nata

ძალიან მაგარია, ესეთი საოცრება ჯერ არ წამიკითხავს, მალ-მალე დადე რა, ძალიამ მომწონს, შენ კი ძალიან დალაგებულად წერ , ყოჩაღ და წარმატებები

 



№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი nata
ძალიან მაგარია, ესეთი საოცრება ჯერ არ წამიკითხავს, მალ-მალე დადე რა, ძალიამ მომწონს, შენ კი ძალიან დალაგებულად წერ , ყოჩაღ და წარმატებები

დიდი მადლობა საყვარეკი <3 დღეს დაიდება, ღამის საატებში <3

 



№11  offline წევრი მოცინარი

დაიდოო <3 წავალ წავიკითხავ :*

 



№12  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

გოგონა შავი თვალებით
დაიდოო <3 წავალ წავიკითხავ :*

გამაგებინე, როგორ მოგეწონება კატალინასთვალებიანო :Dდდ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent