შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპლები [5]


18-11-2017, 00:00
ავტორი ელპინი
ნანახია 224

პეპლები [5]

დარაბებს მიღმა გაზაფხული არასდროსაა. შუშაბანდში მზე ვერასდროს შემოაღწევს. რკინას ქვით ვერავინ გასტეხს, მაგრამ ადამიანი?! სამყაროს ამოაბრუნებს და ჰორიზონტს არევს ისე, როგორც არასდროს არავის არაფერი უქნია! მეზიზღება ადამიანები თავიანთი არაფრისმაქნისიანობით, მათ სხვადასხვა ფერად ვეღარ ვხედავ, შეიცვალნენ, ფერი იცვალეს, გესმით? გჯერათ? ოთახის ფანჯარაშიც აღარ ჩანს სხვადასხვა ფერი, განა იმიტომ, რომ ზამთარია? იმიტომ, რომ ყველა გათეთრდა. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ჩემთვის! არა, შეიძლება ასეც იყოს. თქვენ ადამიანებო, ან ლურჯები ხართ, ან თეთრები. ისეთი ლურჯი, როგორიც ჩემი საქორწილო კაბა იყო და ისეთი თეთრი, როგორიც ჩემი ახლანდელი გარემოა, რომელსაც ვერ გავურბივარ. შეიცვალეთ ადამიანებო! დაღი დაუსვით თქვენ თავებს და ყველაფერი შემოდგომის მონაბერმა ქარმა წაიღო, ვინ იცის ახლა სად დაქრის თქვენი ფერები ან ვინ შეიმოსა თქვენი ფერებით? პეპლებივით ხართ ადამიანებო, მაგრამ თქვენ ვერ დაფრინავთ!


***
დილით ადრე ავდექი, არ მინდოდა გიორგის გაღვიძების დროს ოთახში ვყოფილიყავი. სამზარეულოში ჩავედი და ყავას ვიდუღებდი. დედამთილი შემოვიდა.
-უკვე, გაშინაურებულხარ. არადა, ვაპირებდი მეთქვა, თავი ისე იგრძენი, როგორც შენ სახლში-თქო.
ირონიულად მეუბნება და ყავის დალევის კი არა, მისი სახის მეორედ შეხედვის სურვილი მიქრება. ხანდახან ვერ ვიჯერებ, რომ აქ ვცხოვრობ და ცხოვრებამ ასეთი ჯოჯოხეთისთვის გამიმეტა.
-ბოდიშით.
ბოდიშს ვიხდი და ის ისაა სამზარეულოდან უნდა გავიდე, მისი ხმა, რომ მესმის და ადგილზე ვიყინები.
-მე არ მითქვამს გადი-მეთქი. საუზმე გაამზადე!
ისეთი კატეგორიული იყო მისი ხმის ტონი, თითქოს განაჩენი გამომიტანეს სასამართლოზე, მაგრამ იმიტირებულ სასამართლოზე. უკან მოვბრუნდე და მაშინვე დავიწყე საუზმის მზადება, წინააღმდეგობის გაწევას არც ვაპირებდი და ისედაც, აზრი არ ჰქონდა.
-ცოლო, ყავა მინდა.
ისე მექცევა ყველა, თითქოს ახალი მოახლე ვიყო და ყველას უნდა მოვემსახურო. სხვას არც არაფერს ველოდი ჩემი ბედისგან. ტუჩებს ვკუმავ და წყალს ვადუღებ ყავისთვის ჩაიდანით. უკვე, მეზიზღება ეს ადგილი, ეს სახლი, ეს გარემო. ჩემი თითოეული ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა მეზიზღება ამ სახლში და ვერ ვხვდები, რა ცოდვა მაკისრია ასეთი. ისევ ჩემი ქმრის შემზარავი ხმა მაფხიზლებს ფიქრებში გართულს.
-გაფრინდა ჩაიდანი, რაზე ფიქრობ?
სისხლი მიდუღს სხეულში ყველაზე მაღალ ტემპერატურაზე და გული მეწვის. ყავას ფინჯანში ვასხამ და ის ისაა უნდა გავიდე სამზარეულოდან, რომ მეუბნება.
-დაჯექი და ჩემთან ერთად ისაუზმე.
ღმერთო, ოღონდ ეს არ ეთქვა და სხვა ყველაფერი. ცოტა ხანში ჩემი ტელეფონი რეკავს, სურვილი გამიჩნდა, რომ მეეჭვიანებინა და ამ სუსტი ბავშვური ხერხით მეძიებინა შური. ლაშა მირეკავდა, მაგრამ სახელით არ მეწერა, მხოლოდ გულით.
-გისმენ.
გავიღიმე და გვერდულად გავხედე, მისი რეაქცია მაინტერესებდა.
-კი, მცალია და თავისუფალი ვარ.
შევხედე ხელები როგორ მოუჭირა ფინჯანს და თავი გვერდულად გადახარა.
-კარგი.
გავიღიმე და ტელეფონი საჩქაროდ გავთიშე, მაგიდაზე დავდე.
-ვინ იყო?
ცდილობდა მისი ტონი მშვიდი და აუღელვებელი ყოფილიყო, მაგრამ მაინც ვამჩნევდი დაძაბულობას.
-ვალდებული ვარ გითხრა?
-დიახ, უკვე, ჩემი ცოლი ხარ!
-ცოლი, რომელიც ძალიან ნაკელბად გაინტერესებს და გკიდია. ახლაც ამას მოვალეობის მოხდის მიზნით კითხულობ, ან რა ვიცი.
ყელში გულმობჯენილმა რა წამოვროშე მეც არ ვიცი ნორმალურად.
-როდის მერეა გაქვს უფლება ასე ილაპარაკო?
-და ნივთივით როდემდე უნდა მომექცე?
ეცინება, მე კი გაბრაზებისგან და განრისხებისგან ლამისაა არტერიები დამეხეთქოს. ეცინება და ყავას ბოლომდე სვამს, სამზარეულოდან გადის და თან, მეუბნება.
-გახსოვდეს შენი ფასი იქ, სადაც არავინ ხარ!
მარცხენა არეში თითქოს რაღაც მეწვის და საბოლოოდ ვხვდები, რომ მალე არარაობად ვიქცევი, ან უკვე, არარაობა ვარ.
ფინჯნები გავრეცხე, საუზმეც გავაწყვე და ხელებს ვიმშრალებდი, უკვე სამზარეულოდან გასული კიბეებზე ავდიოდი. უცებ თავბრუ დამეხვა და გუშინდელი შეგრძნებები გამახსენდა, შემეშინდა, რომ დღესაც იგივე განმეორდებოდა, მაგრამ ადამიანი ეჩვევა ტკივილს, ხომ იცით?
ოთახში შესული, თავს დალაგებით ვირთობ და გვიანობამდე ოთახიდან არ გავდივარ, არ მინდა ამ ამაზრზენი ხალხის ყურება.
-ლენკა.
გიორგის ყვირილის ხმა მესმის და ოთახიდან საჩქაროდ გამოვდივარ.
-მთელი დღეა საწოლში წოლის მეტი არაფერი გაგიკეთებია, თურმე.
ნასვამი იყო და აშკარადაც ეტყობოდა, ვიცოდი, რომ რაღაცას დამიშავებდა. კედელთან ავიტუზე და თავდახრილი ვუსმენდი.
-მიდი, საჭმელი გამიმზადე და მოვალ ახლავე.
როგორც ჩანს, მარტო ვიყავით სახლში. ბანცალით ადიოდა კიბეებზე და ვუყურებდი, სანამ ბოლომდე არ ავიდა. გავამზადე ვახშამი და ის ის იყო - უნდა დამეძახა, სამზარეულოში რომ შემოვიდა. პირდაპირ ჩემკენ წამოვიდა და მაცივარზე ამაკრა ლამის. სველი ტუჩებით მეხებოდა სახეზე, ლავიწებზე და მე მთელი სხეულით ვკანკალებდი, ლამის შევშლილიყავი. უცხო ჟინი მიპყრობდა და ასეთი არაადამიანური ვნება, რა ჯანდაბა მჭირს არ ვიცი. ერთ წუთში ნაგავად ვგრძნობ თავს და მეორე წუთში ქმრის ბინძური ტუჩების შეხება მსიამოვნებს. ტუჩზე მკბენს და ოხვრს მხდება პირიდან. გაშმაგებული მეცემა ტუჩებზე და მონაცვლეობით მიკოცნის. არ ვიცი, რას მიკეთებს, მაგრამ ვერ გავურბივარ მისდამი ლტოლვას. ხელებს თმებში ვუცურებ და ვეფერები. გონება წამით რეალობას უბრუნდებდა.
-გამიშვი, გთხოვ.
მტკივნეული და აკანკალებული ხმით ვამბობ და სამზარეულოდან სწრაფად გავდივარ, ოთახში გავრბივარ და სააბაზანოში ვიკეტები. სარკეში ჩემ თავს ვუყურებ და მეზიზღება უკვე, ჩემი თავიც. ამაზრზენი ადამიანი ვარ. ალბათ, თქვენში უარყოფითი ემოციებიც გამოვიწვიე. თითებს ტუჩზე ვიტარებ და მაინც მეღიმება. ჯანდაბა ლენკა. შარს ეძებ და იპოვე კიდეც. სწრაფად ვიცმევ საღამურებს და საწოლში ვწვები, ლამისაა თავი გამისკდეს. მეზიზღება ჩემი თავი! ვერ გავრკვეულვარ რა მინდა.

***
-ლენკა, შენმა ძმამ და მე ვისაუბრეთ, გეგმა გვაქვს.
ნათია შემოდის ოთახში და ჩუმად მელაპარაკება, ტაბლეტს მაწვდის წყალთან ერთად, თან. გაკვირვებული ვუყურებ.
-ხვალ ვისაუბროთ.
ოთახში მოუსვენრად დავდივარ და მინდა, ხვალინდელი დღე მალე გათენდეს.



ყველაზე ბანძი ინტერნეტი მაქვს ახლა. სოფელში ვარ. მოვახერხე ამ თავის დაწერა როგორღაც. ისე, მომენატრეთ. მიყვარხართ. მაპატიეთ, თუ არ მოგეწონებათ, ბოდიში ჩემი ნაჯღაბნისთვის.
თქვენი ელპინი/ანა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი mimimimo

დავინტრიგდი.
მომეწონა.
ლენკასი არ იყოს, შემდეგ თავს ველი მოუთმენლად და იმედია იმედებს არ გამიცრუებ.
რაღაც განსხვავებულს ველოდები.
ჩემი აზრით, ნათია და ლაშა ძალიან კარგი წყვილი იქნება.
წარმატებები!

 



№2  offline წევრი ფერადიი...

ვაიმე რომ მითხარ 3 დღე ვერა იაქნება რაო გავგიჟდი ავხტიდა აღარ დავხტი და
მამალის ყივილზე რომ გამეღვიძა დაუკვე ამ მამალთან თოფით მივდიოდი ძილი რომ დამირღვია აქ შემოვიჭყიტე და ეს დავინახე სიხარულისგან შოკში ჩავარდი
მეთქი ეს არ იყო გული რო გამიხეთქა და გაფრინდათქო
ანამარიასაც გავაცანი შენი თავი
კარგი იქნებოდა პირადად გამეცნოვო
ორშაბათს რომ გამოწერენ დაპირებული ფოტოც იქნება
"მიყვარხარ ელპინ"

 



№3  offline წევრი Mtirala

ელპინ,
უკვე მაკლიხარ.
შენი ბუზღუნი აღარ მესმის
და აღარც მე დამრჩა ადამიანი ვისაც ვეწუწუნები.
მალე დაბრუნდი, რა.
რაც შეეხება 'პეპლებს',
ოოო, პატარა თავი იყო და უკმარისობის
გრძნობა დამეუფლა.
ჩემი ნიჭიერი,
საყვარელი და
თბილი გოგო ხარ, მიუხედავად იმისა,
რომ არ გამოხატავ.
ერთი სული მაქვს დაბრუნდე.
მიყვრხარ
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№4 სტუმარი Shorena kiladze

Vaimee AR velodi tvalwbi shublze gamivida rim davinaxe .rogor gamixarda.au ra xalxia ra mezizgeba aseti afianebi cin ROM AR ixedebian.da kalebi kide zalafobas ROM itanen saxelia gamo .imedia Lenka zlieri gogo gaxdeba da yvela misas miigebs.chemi nichiero gogo xar .carmatebebi chemo lamazo .miyvarxar

 



№5  offline მოდერი ელპინი

mimimimo
დავინტრიგდი.
მომეწონა.
ლენკასი არ იყოს, შემდეგ თავს ველი მოუთმენლად და იმედია იმედებს არ გამიცრუებ.
რაღაც განსხვავებულს ველოდები.
ჩემი აზრით, ნათია და ლაშა ძალიან კარგი წყვილი იქნება.
წარმატებები!

მარიამ, როგორ მიხარია, რომ იცოდე.
მეც მინდა, რომ იმედები არც შენ გაგიცრუო და არც ჩემ თავს.
ნათია და ლაშა? ჰმ, დავფიქრდები.
არა, გატყუებ. უკვე დავფიქრდი მაგათზე :დდდდ
დიდი მადლობა, რომ კითხულობ.
გყვარობ.


ფერადიი...
ვაიმე რომ მითხარ 3 დღე ვერა იაქნება რაო გავგიჟდი ავხტიდა აღარ დავხტი და
მამალის ყივილზე რომ გამეღვიძა დაუკვე ამ მამალთან თოფით მივდიოდი ძილი რომ დამირღვია აქ შემოვიჭყიტე და ეს დავინახე სიხარულისგან შოკში ჩავარდი
მეთქი ეს არ იყო გული რო გამიხეთქა და გაფრინდათქო
ანამარიასაც გავაცანი შენი თავი
კარგი იქნებოდა პირადად გამეცნოვო
ორშაბათს რომ გამოწერენ დაპირებული ფოტოც იქნება
"მიყვარხარ ელპინ"

თაკუ, როგორ გამეხარდა. მეც არ ვიცი რა და როგორ მოვახერხე, ბათ...
ანამარია?
აუ, შენ ხო იცი, როგორ გამეხარდა ეგ ამბავი *-*
ფოტოს ველოდები.
მადლობა დიდი, საყვარელო❤
ია ლუბლუ წებია :დდდ


Mtirala
ელპინ,
უკვე მაკლიხარ.
შენი ბუზღუნი აღარ მესმის
და აღარც მე დამრჩა ადამიანი ვისაც ვეწუწუნები.
მალე დაბრუნდი, რა.
რაც შეეხება 'პეპლებს',
ოოო, პატარა თავი იყო და უკმარისობის
გრძნობა დამეუფლა.
ჩემი ნიჭიერი,
საყვარელი და
თბილი გოგო ხარ, მიუხედავად იმისა,
რომ არ გამოხატავ.
ერთი სული მაქვს დაბრუნდე.
მიყვრხარ

აუ, პატარა.
როგორ მომნატრებიხარ!
ჩვენი ბუზღუნიც მომენატრა და წუწუნიც. *-*
მალე დავბრუნდები, გპირდები. ხვალ უკვე, აქ ვარ!
შენ იცი ყველაფერი და ზედმეტ ლაპარაკს არ დავიწყებ.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
მიყვარხარ,
პატარა.


Shorena kiladze
Vaimee AR velodi tvalwbi shublze gamivida rim davinaxe .rogor gamixarda.au ra xalxia ra mezizgeba aseti afianebi cin ROM AR ixedebian.da kalebi kide zalafobas ROM itanen saxelia gamo .imedia Lenka zlieri gogo gaxdeba da yvela misas miigebs.chemi nichiero gogo xar .carmatebebi chemo lamazo .miyvarxar

შორე, როგორ მიხარია, რომ გაგიცანი და ჩემ გვერდით ხარ!
ქალი სილაღე და ქალი პოზიტივი!
ძალიან ბედნიერი ვარ.
მიხარია, რომ ასე განიცდი და გრძნობ ყველაფერს. ვეცდები ლენკას დავეხმარო და თავი დავაღწევინო ამ ჯოჯოხეთისგან. *-* ^-^
დიდი მადლობა, შორე. მეც ძალიან მიყვარხარ❤❤❤❤❤

 



№6  offline წევრი მოცინარი

ელ, კომენტარის დაწერა მინდოდა უფრო ადრე, მაგრამ დეიდაჩემმა რასაქც ჰქვია ამახია ტელეფონი. ახლა ვზივარ კარადაში და სასწრაფიდ ვწერ კომენტს <3
ელ, ახალი რა უნდა ვთქვა?
იცი, რომ ოქრო ხარ. იცი, რომ ჩემი ელ'ი ხარ <3 >:) . იცი, რომ ვგიჟდები შენზე, ვაბოდებ.
აი, სულ ცოტა დრო გავიდა და უკვე მომენატრე <3 სიგიჟემდე.
უცნაურია, 1 თვის წინ გაგიცანი და უკვე ასე შემიყვარდი... <3
ვგიჟდები, რომ ვერ გწერ და ვერ გეტრფები... :( არ შეიმჩნიო, გავგიჟდი :*
რაც შეეხება პეპლებს... ტვინი შევჭამე, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი რატომ ჰქვია პეპლები :დდდ ლენკა... ვერ მივხვდი ნუთუ გიორგი 0.00000001%ით მაინც მოსწონს?! ვაუ. ინტრიგანი ხარ (ესეც ნათქვამი მაქვს :დდ) ლაშა გამოაჩინეე <3 ელ, მალე დაბრუნდი რა... :) ფოტოებიანა :* <3
























პ.ს. მიყვარხარ <3

 



№7  offline მოდერი ელპინი

გოგონა შავი თვალებით
ელ, კომენტარის დაწერა მინდოდა უფრო ადრე, მაგრამ დეიდაჩემმა რასაქც ჰქვია ამახია ტელეფონი. ახლა ვზივარ კარადაში და სასწრაფიდ ვწერ კომენტს <3
ელ, ახალი რა უნდა ვთქვა?
იცი, რომ ოქრო ხარ. იცი, რომ ჩემი ელ'ი ხარ <3 >:) . იცი, რომ ვგიჟდები შენზე, ვაბოდებ.
აი, სულ ცოტა დრო გავიდა და უკვე მომენატრე <3 სიგიჟემდე.
უცნაურია, 1 თვის წინ გაგიცანი და უკვე ასე შემიყვარდი... <3
ვგიჟდები, რომ ვერ გწერ და ვერ გეტრფები... :( არ შეიმჩნიო, გავგიჟდი :*
რაც შეეხება პეპლებს... ტვინი შევჭამე, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი რატომ ჰქვია პეპლები :დდდ ლენკა... ვერ მივხვდი ნუთუ გიორგი 0.00000001%ით მაინც მოსწონს?! ვაუ. ინტრიგანი ხარ (ესეც ნათქვამი მაქვს :დდ) ლაშა გამოაჩინეე <3 ელ, მალე დაბრუნდი რა... :) ფოტოებიანა :* <3
























პ.ს. მიყვარხარ <3

ლიკუ, როგორ მომენატრე, რომ იცოდე!
ჩემო პატარა.
მეც ძალიან შემიყვარდი და ისე, შეგიძლია სიყვარული ამიხსნა ხოლმე. ნუ, კი ხდება ისედაც ეგ :დდდდდ
როგორ მიხარია, რომ მოგწონს და ამდენი ხანია მომყვები ბოლომდე. პეპლები? აუ, მერამდენედ მისვამ ამ კითხვას :დდდდ რაღაც შენებურად დააკავშირე, კაი?
რა საყვარელი ხარ!
ხო, რავი, ინტრიგნობას ვცდილობ :დდდდ
დიდი მადლობა, სიყვარულო!
მეც მიყვარხარ.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent