შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოფილი ცოლის სურნელი 18+ (3)


18-11-2017, 00:39
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 605

ყოფილი ცოლის სურნელი 18+ (3)

- წავიდეთ სადაც გინდა - დანებდა გულდაწყვეტილი ივანე. მაინც არ შეეძლო კატალინასთვის რაიმეზე უარის თქმა.
გარეთ ფერადი ყვავილების თაიგულით მორბენალი ბავშვი დადიოდა. კატალინას არ დაუნახავს, როგორ შევიდა ის ბავშვი რესტორანში და ივანესგან გამოგზავნილი ყვავილები მენეჯერს დაუტოვა, მაგრამ ივანემ ხომ იცოდა?
თვითონ მოისყიდა ეგ ბავშვი თხუთმეტი წუთის წინ.
ახლა კი იმაზე ფიქრი უწევდა, როგორ გადაეყვარებინა ქალი, რომელზეც თავისი გრძნობების მთელი კორიანტელი იყო დამოკიდებული.
კატალინას ერთ ლაღ სიცილში შეეძლო მთელი სამყარო გაეცვალა ივანეს.
წვიმით გაჟღენთილი მიწისა და გაზაფხულზე ტყეში ახლადამოსული იების სურნელს ჰგავდა ქალის ღიმილი, ქალის ამოსუნთქვა.
ივანესთვის სუნთქვის ტოლფასი იყო მასთან საუბარი, უკუნით ბნელით მოცულ ქალის თვალებში ჩაძირვა და იმ შემაწუხებელი გრძნობის განცდა, რომელსაც სიყვარული ერქვა.
იმ საღამოს უნდა წასულიყვნენ ორმაგ პაემანზე.
კატალინა ბედნიერი იყო ივანეს თანხმობით.
თავის რესტორანში შესულს, ყვავილები დახვდა და მოუთმენლად მიაცხრა მასში ჩამარხულ კონვერტს, რომელშიც ერთი სული ჰქონდა გაეგო, რა ლექსი ეწერებოდა:
„მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი,
ვერ იტყვი ჩემზე, გული არ აქვსო,
მე გული მქონდა და შენ მოგეცი,
მე დაჭრილი ვარ უიარაღოდ,
მე შენს სიყვარულს ვერ გავექეცი.
მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას,
გაშლილო მზეო, გავსილო მთვარევ,
ღაჟღაჟა ვარდო წინანდალისა,
მე ვეტრფი მხოლოდ შენს ლამაზ თვალებს
და სურნელებას შენი ტანისას!“

კატალინას თვალზე ცრემლი მოადგა. ნუთუ უფლება ჰქონდა ასე ეწვალებინა მასზე ყურებამდე შეყვარებული კაცი?
* * *
იმ საღამოს, განსაკუთრებულად ლამაზი იყო კატალინა. თვალებში ისეთი სინათლე უბრწყინავდა, როგორც პატარა ბავშვს, საახალწლო ნაძვისხესთან რომ აღმოაჩენს თავის საჩუქარს. ვერ იჯერებდა, სხვა ქალი იყო მის გვერდით. ივანეს გვერდით კი სხვა.
განსხვავებულ ღამის კლუბში იყვნენ, სადაც ყველაფერი გავარვარებულ სიგიჟეს მოეცვა და ცდილობდა ეცეკვა ისე, რომ მთელი თავისი გრძნობები გარეთ გამოეფრქვია.
თათო საოცრად კმაყოფილი იყო. უხაროდა, რათა ასეთი ქალის შებმის შანსი მისცა ცხოვრებამ.
ყველაზე ბედნიერი კი მაინც ლაურენი ჩანდა.
თავისი ოცნების მამაკაცთან ხელკავგაყრილი იდგა და როცა გარშემო ყველა ცეკვავდა, ის სიყვარულით მიაპყრობდა ხოლმე თავის ნაზ გამოხედვას ივანეს.
აქამდე, მხოლოდ მეგობრობა ერქვა მათ ურთიერთობას. ახლა კი დრო დადგა, როდესაც ამდენწლიანი ტანჯვისა და ფარული ტრფობის შემდეგ, ცხოვრებამ მასთან ერთად ყოფნის ბედნიერება მიანიჭა.
- დავლიოთ? - ჰკითხა ივანემ, როცა ლაურენთან განმარტოვდა და სურდა, რომ კატალინასთან მოარშიყე თათოსთვის ყურადღება აღარ მიექცია.
- რა თქმა უნდა - უპასუხა ლაურენმა ბედნიერად. - იცი, არ მეგონა რომ პაემანზე დამპატიჯები. - მიუგო ქალმა დარცხვენილი სახით. ატმისფერი ლოყები ოდნავ შეუწითლდა და თვალები მორცხვად დახარა.
ივანე იმაზე დაფიქრდა, როდის დავპატიჯე ნეტავო... ეს ხომ კატალინამ გააკეთა მის მაგივრად.
- რატომაც არ უნდა დამეპატიჟე? - მაქსიმალურად ეცადა კაცი, რომ გაეღომა. მემგონი, მართლაც მომღიმარი სახე ჰქონდა საუბრისას.
- რა ვიცი. ამდენი წელია გიცნობ და... მოკლედ, არ მინდოდა, ცუდად გაგეგო და ამიტომაც, არასდროს გადმომიდგამს პირველი ნაბიჯი.
- ჰო, მესმის. ჩემი ხასიათის შემხედვარე, ალბათ ძალიან შეშინებული იყავი.
- არა, პირიქით. მე ძალიან მომწონს შენი ხას... - წამით შეკრთა ქალი და თვალებში ჩახედა თავისი ოცნების კაცს - შენი ყველაფერი მომწონს....
- ვის უყურებ? - ჰკითხა თათომ კატალინას, რომელიც თავის გუნებაწამხდარ მზერას ვეღარ აკონტროლებდა და უმისამართოდ, განრისხებული აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, ოღონდაც კი ივანეს და ლაურენის მომღიმარე, თვალებმოჟუჟუნე სახეები არ დაენახა ერთმანეთზე მიპყრობილი.
- არაფერს - თქვა უგუნებოდ და ერთი ჭიქა არაყი წამში გადაჰკრა.
- ძალიან გამიკვირდა, როცა აღმჩნდა, რომ.. ნუ ხომ ხვდები?
- როცა აღმოჩნდა, რომ ქალები მიზიდავს? და როდის აღმოჩნდა? - გამწარებული მზერა ახლა თათოს მიაპყრო.
- აბა, რატომ დამთანხმდი პაემანზე? - გაუკვირდა ქალს.
- მე არ მითქვამს, ლესბოსელი ვარ მეთქი და არც ის მითქვამს, რომ არ ვარ!
- ნუ მიბრაზდები - ჩაეცინა თათოს - რაღაცნაირად მომწონს, შენი შეუპოვარი ხასიათი. იმის ჟინს ბადებს ჩემში, რომ ვიბრძოლო, შეგაბა და ცოტა მიუწვდომელი ქალის მოპოვება შევძლო.
- ღმერთო ჩემო - თვალები გადაატრიალა კატალინამ - თავი თევზი მგონია.
- საწყენად არ მითქვამს.
- ვიცი.
ივას და ლაურენის მომცინარ სახეებს შეხედა და კიდევ ერთხელ გადაჰკრა დამატებითი ჭიქა. და ასე გრძელდებოდა დაახლოებით ერთი საათი. რამდენჯერაც ნერვები ეშლებოდა, იმდენჯერ სვამდა, შემდეგ წყნარად, მარტო ცეკვავდა და თათოს ყოველ მცდელობას, რომ კატალინას ცეკვისას შეჰხებოდა, გულგრილად, უმოქმედოდ ტოვებდა. მხოლოდ უკმაყოფილო სახით გახედავდა ხოლმე და უკვე ფიქრობდა, რომ კაციც და ქალიც, ორივე ერთნაირად შემაწუხებელია.
- მემგონი, სჯობს წავიდეთ არა? - გასძახა ლაურენმა თავის დას.
- ვერ ერთობით? - შეუმჩნეველი ირონიით ჰკითხა კატალინამ და ივანეს მიუახლოვდა.
- ვერთობით, მაგრამ ხვალ დილას სასტუმრო ედემში ვიკრიბებით საქველმოქმედო ფონის წევრები. სხვათაშორის, კარგი ადგილია, შენც წამოდი, ზედმეტი მოსაწვევი მაქვს - შესთავაზა ივანემ.
- ჰო, წამო რაა - სთხოვა თათომ - ჩვენ მიწვეულები ვართ. მშვენიერი სასტუმრო და გოლფის სათამაშო მოედანია.
- საქველმოქმედო შეკრებაზე გოლფის სათამაშოდ დადიხართ? - ვერ მიხვდა კატალინა.
- ჰო, რა მოხდა? ვიკრიბებით ხოლმე ბიზნესმენები, მომავლის გეგმებს განვიხილავთ. მაგალითად, წლის განმავლობაში რას გავაკეთებთ - მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლს, ავადმყოფი ადამიანებისთვის გამოვყოფთ სახრებს, რომ მკურნალობა დავაფინანსოთ და მსგავსი რაღაცეები. შემდეგ კი, ყველა ერთად ვერთობით.
- არაგიშავთ, კეთილები ყოფილხართ - გაუკვირდა კატალინას - და თქვენ რისი ბიზნესი გაქვთ? - ჰკითხა დებს.
- კაზინოსი - უპასუხეს ერთხმად.
- ხალხს ყვლეფთ და მერე ეხმარებით თუ რა ხდება?
- დაახლოებით ეგრეა - თქვა ლაურენმა სიცილით.
ცოტახანში, ისე მოხდა, რომ დები ერთად წავიდნენ, კატალინა კი ივანეს გაჰყვა. საჭესთან ვერ ჯდებოდა, რადგან მაარჯვენა ფეხი ჯერ კიდევ სტკიოდა, მარცხენათი კი საჭესთან ყოფნისას, პედლები ერეოდა. გზაში, რაღაც გაბუსხული, განაწყენებული იჯდა და თან ვერც გამოხატავდა თავის სიბრაზეს. თავად მოინდომა იმ პაემანზე წასვლა და თავადვე მიუსაჯა ივანეს სხვასთან ყოფნა, ასე რომ, არანაირი უფლება არ ჰქონდა, ეეჭვიანა.
- რა გჭირს, არ მეტყვი? - ჰკითხა კაცმა მხიარულად. უკვე ხვდებოდა, ქალის მოწყენილობის მიზეზს და საოცარი ეგოისტური სიხარული ეპარებოდა გულში.
- რა მჭირს?
- რა ვიცი, გაბრაზებული მეჩვენები.
- არაფერი... უბრალოდ, ნერვები მომიშალა თათომ. ცეკვისას, ხელების ფათური მოუნდა. ძალიან მესაკუთრეა, ეტყობა. უკვე ეგონა რომ რაიმე ვალდებულებები გვქონდა ერთმანეთის წინაშე. გაგიჟდება კაცი. ეს ხომ პირველი პაემანი იყო და თან პაემანიც არ ერქვა? მან კი ეგრევე დომინანტის როლი იკისრა. ნურას უკაცრავად! დომინანტი მე ვარ! ყველგან და ყოველთვის! - სიბრაზისგან ვერ ჩერდებოდა ქალი. სინამდვილეში კი, არ იცოდა, როგორ გამოეხატა რომ ივანეს და ლაურენის ფლირტი სტკენდა გულს.
- მაპატიე, ვერ ვერკვევი მაგ ქალურ რაღაცეებში. ვერც წყვილების პრობმელებში ვერ ვერკვევი, მაგრამ თუ აღარ გინდა მასთან შეხვედრა, ხვალ ნუ წამოხვალ.
- შენ მიდიხარ?
- ჰო.
- ლაურენი?
- ეგეც მოდის.
- მაშინ, წამოვალ! - განაცხადა ქალმა მტკიცედ.
- გამოგიარო დილით?
- რომელზე?
- რვაზე.
- კარგი...
სახლშ მისულმა, მანქანიდან გადმოსვლამდე, სახე კაცისკენ წაატანა და ნაზად აკოცა ლოყაზე. ივანე სახეგაბადრული იჯდა. მაშინაც ვერ მიდიოდა, როცა კატალინა სადარბაზოში შევიდა და თვალს მოეფარა. უბრალოდ, განძრევაც აღარ შეეძლო, რადგან მისი გრძნობები თითქოს ერთად შეგუბებულიყვნენ, კაცის სათუთ გულს თავზე დასხმოდნენ და ერთხმად კატალინას სახელს ყვიროდნენ. მისი სხეული კი საკმარისზე მეტად გამოყოფნა ბედნიერების ჰორმონს.
* * *

მეორე დღე უცნაურად დაიწყო. კატალინასთვის უცხო იყო საქველმოქმედო ფონდი და მსგავსი ღონისძიებები. ზოგადად, უყვარდა ადამიანების დახმარება, მაგრამ არა ასეთი დიდი დოზით. თვლიდა, რომ არც ისეთი კარგი ადამიანი იყო, როგორიც სხვები, თუმცა მაინც საკმაოდ მოსწონდა საკუთარი თავი. სანამ სხვები თავის საქმეებს აგვარებდნენ, ქალმა ცხენზე ჯირითით მოიოხა გული, შემდეგ კი მოხუც იტალიელ ბიზნესმენთად ერთად გოლფიც ითამაშა. თავისი მშობლიური ენა გაიხსენა, რომლის გამოსათქმელადაც მისი პირის აპარატი ბუნებრივად ირგებდა სხვა ფორმას და უხეში სიტყვების მაგივრად, საოცრად გრაციოზულ გამოთქმებს აფრქვევდა.
როდესაც ივანე და დები განთავისუფლდნენ, პატარა ბარში გადაწყვიტეს შევლა კატალინასთან ერთად. დიდი დარბაზი იყო, მაგრამ შუადღისას, სულ ცარიელი დახვდათ. გაეხარდათ კიდეც, მხოლოდ თვითონ რომ აღმოჩნდნენ იქ და არანაირი ზედმეტი თვალი არ მისჩერებოდათ.
ლაურენი და ივანე განმარტოებით, ბართან იდგნენ. ქალს მშვენიერი თმა ჰქონდა. შეხების გარეშეც კი წარმოიდგენდა ადამიანი მისი კულულბის სიმსუბუქესა და სიხავერდეს. მინდვრის ყვავილს ჰგავდა ლაურენი - ნაზი და ნატიფი იყო. რამდენჯერმე მის ხელს შეახო კაცმა საკუთარი ხელი და რაღაც სასიამოვნო შეგრძნება დაეუფლა. საოცრად რბილი, სურნელოვანი კანი ჰქონდა. ვერ მოითმინა, მის მსუბუქ დალალსაც შეეხო ივანე, რომელმაც რაღაც უსიამოვნო გაახსენა, უფრო სწორად, ვიღაც უსიამოვნო. ვიღაც, ვინც ვერასდროს იქნებოდა ლაურენივით თბილი, მოსიყვარულე. ვიღაც, ვინც გველის თვალებს მიანათებდა ხოლმე ყოველთვის, როცა ივანეს სიყვარული მოსწყურდებოდა. საკუთარ თავთან კითხვა გაუჩნდა - ნეტავ კატალინას თმასთან შეხებისას, როგორი შეგრძნება დაეუფლებოდა? აუძგერდებოდა საკმარისზე მეტად გული თუ მთელს ტანზე ჟრუანტელი დააყრიდა პატარ-პატარა ჭიანჭველებივით. ასე, რომ ადვილად უნდა დაეძვრინა თავი კატალინას სიყვარულის მარწუხებისგან. არანაირი ზედმეტი წყურვილი, არანაირი გრძნობა. შეეძლო, მხოლოდ სექსი ჰქონოდა ამ მშვენიერ არსებასთან და მთელი სიძლიერით გამოეწოვა მისი სხეულისგან მარადიული სიამოვნების ტალღა.
ლაურენი ცდილობდა ხშირად ჩაეხედა კაცის თვალებში. მართლაც არაფერი იყო იმაზე ლამაზი სანახავი, ვიდრე ივანეს თვალები. იფიქრა, რომ კოცნისას, ალბათ სახეზე მსუბუქად დაყრილი მამაკაცის წვერი ნაზად მიეხახუნებოდა ტუჩებზე. ივანე იღიმოდა, ლაურენს შესცქეროდა და იშვიათი ღიმილი გადაჰკვროდა სახეზე. ყველაზე გულწრფელი, მართალი, რაღაც უცნაური ღიმილი, აქამდე ასეთი ღიმილი არასდროს შეუმჩნევია ლაურენს მისთვის. თვალები უჩვეულოდ აენთობოდა, ზღვის მუქი და ღია მწვანე ფერები ერთმანეთში გადახლართულიყო. დაუფარავი სურვილი ტივტივებდა ზღვის ტალღებში. მისი მზერა გშეშებული მიშტერებოდა ერთ ადგილს, მაგრამ იმდენი რამის წაკითხვა შეიძლებოდა ამ მზერაში, იმდენი გრძნობის, რომელიც აქამდე არასდროს ენახა ქალს. ვერ კი იჯერებდა, რომ მას ეძღვენბოდა ივანეს შეფარული ღიმილი, ასეთი მიმზიდველი და ლამაზი. უმშვენიერესი იყო კაცი, ყველაზე მშვენიერი იყო, ვინც კი აქამდე უნახავს. ბედნიერი იყო ლაურენი, უზუმოდ ბედნიერი, პირველად ხედავდა ასეთ ამოუცნობ გრძნობებით მოცულ კაცს. საერთდაც რომ არ ელაპარაკა, სახეზე ყველაფერი ეწერა, ყველაფერი, რისი გაგებაც ოდესმე მომაკვდინებლად სდომებია. ქალი გაშეშდა, წყნარმა მუსიკამ აიყოლია მისი სხეული, ცეკვა მოუნდა, ცეკვა ისე, თითქოს ეს მისი ცხოვრების უკანასკნელი მომენტი იყო. წამით უკან გაიხედა, უკან გაიხედა და გაშეშდა. ერთ წუთში, ასრულებული ოცნებებით აშენებულ კოშკს საძირკველი გამოეცალა, ჯერ ერთი აგური ჩამოვარდა, შემდეგ მეორე, ყველამ პანტაპუნტით იწყო მიწაზე დანარცხება. ლაურენი მკვდარივით გაშეშდა, ბედნიერება სახეზე გაეყინა, როცა ის დაინახა. დაინახა ის, ვინც ერთი ხელის მოსმით დაუნგრია თავისი ლამაზი კოშკი. ისევ აგურები ცვიოდა კოშკიდან, მათ წვიმაში კი კატალინა იდგა... კატალინა ცეკვავდა იმ მუსიკის ჰანგებზე, რომელსაც, ეს ესაა, თავად უნდა აეყოლებინა ტანი საყვარელი კაცის გასაბედნიერებლად, მაგრამ კატალინამ დაასწრო.
თვალებდახუჭული კატალინა მთელი არსებით ცეკვავდა. ისე, თითქოს არავინ უყურებდა. პირშისიგარეტგაჩრილი ქალი ნელა უშვებდა კვამლს ტუჩებიდან. კვამლში გახვეული მისი ნატიფი ტანი მუსიკაზე უკეთესად გადმოსცემდა მელოდიას. თავს წრიულად ჯერ ნელა ამოძრავებდა, შემდეგ უფრო მოუმატა ტემპს. თმა სახეზე ეყრებოდა, ირგვლივ მხოლოდ მისი თმა ჩანდა, თმა და კვამლი... თმა, რომელიც მთელს ოთახში სხვადასხვა მიმართულებით დაფრინავდა. თითქოს ყველა იქ მყოფს მისწვდებოდა მისი ტალღები. წითელ ტუჩებს სიგარეტის ბოლთან ერთად აცეკვებდა. ვიწრო ქვედაბოლოსა და მოკლე ბლუზს მოძრაობით ერთმანეთს აშორებდა, ამ მონაკვეთში ღრუბელივით ქათქათა მუცელზე ზოლებად დამჩნეული ნეკნები გამოანათებდა ხოლმე. ერთ მომენტში გაეცინა, სიცილის ხმამ მუსიკა გადაფარა, მხოლოდ მისი კისკისი ისმონა. ტუჩზე მადიანად იკბინა, გვარიანად შეათამაშა ცეკვისას ლამაზი საჯდომი. ლაურენმა იმ წამს, საოცარი სიძულვილი იგრძნო. ივანეს შეხედა, ისევ ისეთი გულისგამაჩერებელი გამოხედვა ჰქონდა, როგორიც წეღან, ლაურენს რომ იმედის ნაპერწკალი ჩაუსახა გულში და იმ მომენტშივე გამოჰგლიჯა ხელიდან. ეს მზერა არ იყო ლაურენის, რა სულელი აღმოჩნდა ქალი, როგორ გააცურა საშინელმა კაცმა, როგორ დააჯერა, რომ ბედნიერების დრო იყო მოსული. ახლაც ისე იდგა, არც კი რცხვენოდა. იდგა, როგორც დაჰიპნოზებული, დემონშეპყრობილი. კატალინას სიცილი ისევ ისმოდა დარბაზში. ლაურენი ვერ მიხვდა მართლა იცინოდა თუ უბრალოდ მას ჩაესმოდა ყურში ეს საზარელი ხმა, რომელიც გახევებული ივანეს მზერას უერთდებოდა და ბედნიერად, სინქრონულად დასცინოდნენ გაცურებულ ქალს. ახლა შეზიზღდა ლაურენს კაცის სახე, ის მზერა შეზიზღდა, რომელიც ყველაზე საამური სანახავი იყო წეღან მისთვის, მზერა, რომელიც მას არ ეკუთნოდა. იმ საშინელ ალქაჯს ეკუთნოდა, ის ალქაჯი ცეკვავდა ივანესთვის ლაურენის მაგივრად. ცეკვავდა და ალბათ წარმოდგენაც არ ჰქონია რაოდენ ბედნიერი უნდა ყოფილიყო, ცეკვავდა და არც კი იცოდა რა თვალები ეძღვნებოდა მის ლანდს. როგორი უსამართლო იყო ამ დროს ცხოვრება - კატალინას, რომელსაც არც კი უცდია კაცისგან ბედნიერების დაჭერა, თავად იპოვა ბედნიერებამ მისკენ მიმავალი გზა, ხოლო ივანეს გაცნობის დღიდან იმედის პატარა ხავსებს ჩაჭიდებული ლაურენი ასეთი გაწბილებული, გაყინული იდგა და უცქერდა საყვარელი კაცის სახეს, სახეს, რომელიც თავისი სილუეტის მიღმა, სხვის ოცნებაში გადავარდნილიყო.
თათოც ღიმილით შესცქეროდა კატალინას, მაგრამ რა იცოდა, ვის ეძღვნებოდა მისი სხეულის ნაზი მიმოხვრა, მისი ვნებააშლილი სხეულის თამაში.
- რა გჭირს? - ჰკითხა ივანემ თავჩაღუნულ ლაურენს, რომელიც თვალებთან მომდგარი ცრემლის ნაკადს ებრძოდა და ღმერთს ევედრებოდა, რომ ოღონდაც არ ეტირა და სხვაგან, ნებისმიერ ადგილას ამოეხეთქა ამ საშინელ ემოციებს.
- იცი, სჯობს ჩემს ნომერში ავიდე, ძალიან მეძინება - თქვა წყნარად და სასწრაფოდ კაცს გვერდით გაუარა, უკან არ მოუხედავს. ბოლომდე გრძნობდა, რომ ივანე მიჰყვებოდა, ბოლომდე, სანამ კოშკი საბოლოოდ დაასრულებდა ნგრევას, მაგრამ კაცი არსად ჩანდა.
საბოლოოდ, მხარზე იგრძნო ვიღაცის ხელი, რომელმაც სასწრაფოდ შემოაბრუნა უკან.
იქნებ ჯერ კიდევ იყო რაღაცის იმედი?
იქნებ, საბოლოოდ მაინც დაედევნა?
თავისი და აღმოჩნდა....
- სად გაიქცნენ? - ჰკითხა გაკვირვებულმა კატალინამ ივანეს.
- მემგონი ვიცი - ამოიოხრა ივანემ. - ზედმეტად ცუდად მოგაჩერდი და ალბათ დაინახა... ქალების ამბავი ხომ იცი, ვერაფერს გამოაპარებ.
- თათოც გავიდა და იმის მაგივრად რომ დავედევნო, შვებით ამოვისუნთქე.
- სჯობს მე დავედევნო. ბოლოს და ბოლოს, ჯენტლმენი ვარ.
- ჯენტლმენი არა ის ხარ - წამით აენთო ქალი. - უფრო სწორედ, ნამდვილად არ მაწყობს შენი ჯენტლმენობა.
- ანუ ეგ რას ნიშნავს?
- არ მინდა, რომ დაედევნო... - აღიარა კატალინამ. - რადგან ძალიან მესაკუთრე ვარ.
- ვერც შენ გაგიგე და ვერც იმათ - ამოიოხრა ივანემ. - შენი რაღატო დაფრთხა?
- იმიტომ, რომ სხვას ვუყურებდი და თან, საკუთარ დას აუბა მხარი.
- რა ბედნიერებაა სიმარტოვე - დააყოლა ივანემ და გულდამშვიდებული სახით დალია თავისი სასმელი.
- შენთან ყოველთვის ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს მარტო ვარ.
- ეს იმის ნამიოკია რომ უყურადღებო და მუდო ვარ?
- არა... სხვა ადამიანისგან რომ გაგეგო, ეგ ნამიოკი იქნებოდა. თუმცა მე იმას ვგულისხმობ რომ შენთან ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ თავთან. ანუ, კარგად.
- სასიამოვნოა ამის გაგება - ასეთ დაძაბულ მომენტში, როცა ორივეს თაყვანისმცემელი გაქცეულად გამოცხადდა, ივანემ ბედნიერება იგრძნო.
- ვიცეკვოთ? - ჰკითხა ქალმა. თან შედარებით წყნარი მუსიკა ჩაირთო და კაცს არ მოუწევდა იძულებით ხტუნვა.
- ვიცეკვოთ...
ისე შემოეხვია კატალინა მამაკაცის მკლავებს, ივანემ იმის გაცნობიერება ძლივს მოასწრო, რომ ეს რეალობა იყო და არ ეჩვენებოდა. რეალობა იყო, ცოტახნის წინ ნანატრ მის თმასთან შეხება. ახლა კატალინას თმას საკუთარ ტუჩებთან გრძნობდა, გრძნობდა მის მომაჯადოებელ სურნელებასა და თითქოს გემოს შეგრძნებაც შეეძლო. გრძნობდა ქალის წყნარ, მშვიდ სუნთქვას, მის გულისცემას, მისი სხეულის სიმსუბუქეს, თხელ წელს...
უბედნიერესი იყო კაცი...
ასეთი ბედნიერი ჯერ არასდროს ყოფილა ცხოვრებაში.
- მიხარია, რომ გაიქცნენ - ჩასჩურჩულა კატალინამ.
- მეც მიხარია - უპასუხა ივანემ.
ცოტა არ იყოს, ასეთი სიხარულის ჟამს, თავგზააბნეულიც იყო. კატალინას ქცევა ზედმეტად ამოუხსნელად ეჩვენებოდა. მითუმეტეს, თუ მართლა თავისი სქესის წარმომადგენლები იზიდავდნენ, მაშინ რატომ აჰკვროდა ივანეს ისე მჭიდროდ, გეგონება მათი დაშორება აპოკალიფსის მომასწავებელი იქნებოდა?
ივანეს ვერ გაეგო.
მაგრამ მაინც ბედნიერი იყო.
- შენი ლექსები - თქვა ქალმა და ღრმად ჩაისუნთქა კაცის კისრიდან გამოფრენილი დახვეწილი, სასიამოვნო არომატი. - დღეს დილას, ფაქტობრივად, სიყვარული ამიხსენი.
- ამაზე რომატიკულად, ვერ ავხსნიდი.
- ვიცი... ამაზე რომანტიკულად, მაინც არავის აუხსნია. მორიგი ლექსი რა იქნება?
- ჩემი ლექსები არ არის - გაეცინა კაცს - მაგათი ნიჭი რომ მომცა, ისეთ ლექსს დაგიწერდი, გალაკტიონი თავის გვირგვინს გადმომცემდა
ბარში მუსიკის ჰანგები შეიცვალა და უფრო სასიამოვნო, წყნარი, ნაცნობი მელოდია დატრიალდა:
„You have broken into my heart
This time I feel the blues have departed
Nothing can keep me away from this feeling
I know I am simply falling for you“ - კატალინას ისე ეცინებოდა, გეგონება მორცხვი შეყვარებულები ყოფილიყვნენ, რომლებიც ერთად ყოფნისას გაფაქტეს.
- არ მომწონს ეს რომ ჩაირთო - განაცხადა კაცმა - ჩემს ამჟამინდელ მდგომარეობას სიტყვა-სიტყვით გადმოსცემს და ასე მგონია, რომ ბედისწერის ღმერთები დამცინიან, თან ურცხვად მშიფრავენ.
- ნუ გეშინია პოეზიის ღმერთო... მეც დამცინიან.
ივანეს მთელი სხეული აუთრთოლდა.
რამდენი ხანია, არც კარგი წიგნის წაკითხვისას და არც ფილმის ყურებისას არ დაჰყრია მაჯებზე ასეთი გულისმომნუსხველი ჟრჟოლის გამომხატველი ბურთულები.
გადაწყვიტა, საქმე უფრო გაეუარესებინა და კატალინას თმას ხელით შეეხო. ნაზად ჩამოუსვა ხელი მთელ სიგრძეზე და ახლა ეს მხურვალე, ჟრჟოლის კორიანტელი გაასმაგდა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი sameone crazy girl

სულ მინდა რომ რამე ვთქვა შენი რომანის წაკითხვის სემდეგ , ისე მინდა როგორც არასროს ,მაგრამ ვერაფერს ვამბობ და უბრალოდ ვცერდები ხოლმე . ან თუ ვამბობ უკმაყოფილების გრზნობა მიჩნდება რადგან ვერ გადმოვცემ თუ როგორ საოცრად წერ . არ ვიცი მნიშვნელობა აქვს ამას თუ არა უბრალოდ მინდა გითხრა რომ ყოველთვის ვკითხულობ heart_eyes

 



№2 სტუმარი სტუმარი მარიამი

კარგიაა მალე დადე რა შემდეგი

 



№3  offline მოდერი TeddyBear

ცოტათი გამაღიზიანებელია კატალინას საქციელები და თვითონ პერსონაჟმაც ვერ მოაღწია ჩემს გულამდე :/
არ მომწონს ასეთი პიროვნებები ვითომ დომინანტური ქცევებით, რეალურად ამპარტავნებასთან რომ არიან ახლოს.
გავღიზიანდი ივანეზეც "გამიხარდა რომ წავიდა", რა სიტყვები იყო ეს ? ან რა გამართლება აქვს იმას ,რომ ვიღაცის ჭკუაზე დადიხარ და მერე სხვას ტკენ გულს.
მოკლედ არ მესმის რა.

ნუ ისტორიის წაკითხვის დროს გავღიზიანდი არადა სულ არ მინდოდა ეს.
კარგად და ლამაზად წერ თუმცა პერსონაჟებმა ვერ მომხიბლეს, შენი წინა ისტორიისაგან განსხვავებით სადაც ცოტა უხეშად რომ ვთქვა "საკაიფო" პერსონაჟები გყავდა.

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

sameone crazy girl
სულ მინდა რომ რამე ვთქვა შენი რომანის წაკითხვის სემდეგ , ისე მინდა როგორც არასროს ,მაგრამ ვერაფერს ვამბობ და უბრალოდ ვცერდები ხოლმე . ან თუ ვამბობ უკმაყოფილების გრზნობა მიჩნდება რადგან ვერ გადმოვცემ თუ როგორ საოცრად წერ . არ ვიცი მნიშვნელობა აქვს ამას თუ არა უბრალოდ მინდა გითხრა რომ ყოველთვის ვკითხულობ heart_eyes

ჩემთვის ისიც დიდი სიხარულია, რომ კითხულობ ჩემს ისტორიებს და მოგწონს <3
კარგი მწერალის აზრზს, ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ <3

სტუმარი მარიამი
კარგიაა მალე დადე რა შემდეგი

მალე დავდებ :დდ

TeddyBear
ცოტათი გამაღიზიანებელია კატალინას საქციელები და თვითონ პერსონაჟმაც ვერ მოაღწია ჩემს გულამდე :/
არ მომწონს ასეთი პიროვნებები ვითომ დომინანტური ქცევებით, რეალურად ამპარტავნებასთან რომ არიან ახლოს.
გავღიზიანდი ივანეზეც "გამიხარდა რომ წავიდა", რა სიტყვები იყო ეს ? ან რა გამართლება აქვს იმას ,რომ ვიღაცის ჭკუაზე დადიხარ და მერე სხვას ტკენ გულს.
მოკლედ არ მესმის რა.

ნუ ისტორიის წაკითხვის დროს გავღიზიანდი არადა სულ არ მინდოდა ეს.
კარგად და ლამაზად წერ თუმცა პერსონაჟებმა ვერ მომხიბლეს, შენი წინა ისტორიისაგან განსხვავებით სადაც ცოტა უხეშად რომ ვთქვა "საკაიფო" პერსონაჟები გყავდა.


შეიძლება, ეგ ჩანაფიქრიც მქონდა, რომ გაღიზიანებულიყავი. არა უშავს, მეც ვიღიზიანე წერისას :დდდ ზოგადად, ბავშვობიდან არასდროს მომწონდა კეთილი პერსონაჟები, არ ვიცი, რატომ და წერის დროსაც, ვცდილობ ცუდიც ჰქონდეთ ხოლმე და ცოტა კარგი თვისებაც.
მაინც მიხარია, რომ ჩემთან ერთად იყავი.
ეფემ 102 და ოთხი

 



№5  offline წევრი An-El

მაგარი ხარ ააან , ისე გადმოსცემ ყველა დეტალს,გრძნობებს და საერთოდ სცენებს,რომ აი მკითხველიც ბოლომდე გრძნობს ყველა პერსონაჟს, ველი დიდი ინტერესით ყოველდღე ,არ დაიკარგო შნენ როიცი ხოლმე ისეე :*:D

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

An-El
მაგარი ხარ ააან , ისე გადმოსცემ ყველა დეტალს,გრძნობებს და საერთოდ სცენებს,რომ აი მკითხველიც ბოლომდე გრძნობს ყველა პერსონაჟს, ველი დიდი ინტერესით ყოველდღე ,არ დაიკარგო შნენ როიცი ხოლმე ისეე :*:D

უდიდესი მადლობა <3
პირობას ვდებ, რომ არ დავიკარგები. პირიქით, თუ ყოველ დღე ვერ მოვახერხე, ორ დღეში ერთხელ მაინც ბედნიერი ვიქნები რომ გაგახარო <3

 



№7 სტუმარი სტუმარი nina

ენ ჯეინ გასაოცარი ხარ! შენი ისტორიების თითოეულ პერსონაჟში, მნიშვნელობა არ აქვს, დადებითები იქნებიან ისინი თუ უარყოფითი, საოცარი მიზიდულობა, შარმია. შეიძლება, კატალინა არ არის იდეალური ქალი და თან ვგრძნობ, რომ რაღაც მზაკვრული ჩანაფიქრიც აქვს, მაგრამ ძალიან სექსუალური და შარმიანია. აი საცორააააააააააად!
კიდევ მგონია, რაღაც ცუდი რამეები დატრიალდება. აბა, რატომ ჰქვია მაშინ ისტორიას ყოფილი ცოლის სურნელი? ტყუილად ხომ არ დაარქმევდი ამხელა მწერალი ქალი ასეთ სათაურს?
კატალინა რაღაცეებს ხლართავს, ასე მგონია, მაგრამ მაინც სექს ბომბაა!

 



№8  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ღმერთო, რა საჭიროა ამდენი თამაში?!
პროსტა იმიტო რო ივა ეეჭვიანა ორივე დას გაუცრუა იმედები.
რა სინაგვეა, ადამიანს რაღაცას ჰპირდები და ბოლოს ხახამშრალს ტოვებ.
ჩემი დამოკიდებულების გამო ლესბოსელებისადმი თათის თუ თუთის ამბავი ადვილად გადავაგორე და კატალინასავით მარტივად დავიკიდე. But ლაურენი ძაან შემეცოდა. წარმოიდგინე ვიღაცაზე ამ დონემდე ხარ შეყვარებული და ბოლოს რო ასე ადვილად ჩაგისვრიან იმედებში. ივაც მაგარი საცემია :დ
იმდენად შემეცოდა ლაურენი , რომ კატალინას და ივას ერთად ყოფნა იმ დონემდე "ვეღარ გამიხარდა". არადა ამას ველოდი მთელი სამი თავი.
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი nina
ენ ჯეინ გასაოცარი ხარ! შენი ისტორიების თითოეულ პერსონაჟში, მნიშვნელობა არ აქვს, დადებითები იქნებიან ისინი თუ უარყოფითი, საოცარი მიზიდულობა, შარმია. შეიძლება, კატალინა არ არის იდეალური ქალი და თან ვგრძნობ, რომ რაღაც მზაკვრული ჩანაფიქრიც აქვს, მაგრამ ძალიან სექსუალური და შარმიანია. აი საცორააააააააააად!
კიდევ მგონია, რაღაც ცუდი რამეები დატრიალდება. აბა, რატომ ჰქვია მაშინ ისტორიას ყოფილი ცოლის სურნელი? ტყუილად ხომ არ დაარქმევდი ამხელა მწერალი ქალი ასეთ სათაურს?
კატალინა რაღაცეებს ხლართავს, ასე მგონია, მაგრამ მაინც სექს ბომბაა!

ღმერთო, როგორ გელი ხოლმე შენ ხომ არ იცი.
შვებით ამოსუნთქვაა შენი გამოჩენა <3


ლუნი.
ღმერთო, რა საჭიროა ამდენი თამაში?!
პროსტა იმიტო რო ივა ეეჭვიანა ორივე დას გაუცრუა იმედები.
რა სინაგვეა, ადამიანს რაღაცას ჰპირდები და ბოლოს ხახამშრალს ტოვებ.
ჩემი დამოკიდებულების გამო ლესბოსელებისადმი თათის თუ თუთის ამბავი ადვილად გადავაგორე და კატალინასავით მარტივად დავიკიდე. But ლაურენი ძაან შემეცოდა. წარმოიდგინე ვიღაცაზე ამ დონემდე ხარ შეყვარებული და ბოლოს რო ასე ადვილად ჩაგისვრიან იმედებში. ივაც მაგარი საცემია :დ
იმდენად შემეცოდა ლაურენი , რომ კატალინას და ივას ერთად ყოფნა იმ დონემდე "ვეღარ გამიხარდა". არადა ამას ველოდი მთელი სამი თავი.

გოგო, მეც რაღაც ცუდ ხასიათზე ვიყავი და მეთქი, ყველა პერსონაჟს გავუცრუებ იმედს, ერთი მაგათი დედებიც-თქო :დდდ
ანუ, დედა მე ვარ და მეპატიება :დდ

 



№10  offline წევრი kaisha13

როგორ შემეცოდა ლაურენი,მაგრად უნდა მიელანძღა ვაჟბატონი და ისე წასულიყო,მაგრამ მაინც კარგი გოგოხა,ვკითხულობ და ველოდები შემდეგ თავს რახან შენი ისტორიაა,ვიცი იმედებს არ გაგვიცრუებ,თუმცა შენი წინა ისტორია ჩემი სისუსტე იყოო <3

 



№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

kaisha13
როგორ შემეცოდა ლაურენი,მაგრად უნდა მიელანძღა ვაჟბატონი და ისე წასულიყო,მაგრამ მაინც კარგი გოგოხა,ვკითხულობ და ველოდები შემდეგ თავს რახან შენი ისტორიაა,ვიცი იმედებს არ გაგვიცრუებ,თუმცა შენი წინა ისტორია ჩემი სისუსტე იყოო <3

ბედნიერი ვარ თუ ვირაც მელოდება <3
შევეცდები, იმედი არ გაგიცრუო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent