შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არამწერალთა საზოგადოება


18-11-2017, 16:42
ნანახია 311

არამწერალთა საზოგადოება

ნოა, 10 ოქტომბერი, 2016

-შეეცადე შენს თავს მიენდო. დაწერე ის რაც ამ წამს მოგდის თავში. სიტყვები თავად გიკარნახებენ თავს... დამიჯერე, ასეა!
არამწერალი ნაღვლიანი თვალებით მიყურებს, რომლებიც სავსეა ყავისფერი, თაფლისფერი, შავი და მწვანე ფერით... ცოტა ცისფერითაც.
- ვერ ვწერ...არ შემიძლია...არ გამომდის... ძალიან რთულია- იგი ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობს, კალამს მაგიდაზე აგდებს და მიმტკიცებს, რომ წერა არ შეუძლია. ეს აბსურდია! მე თავად ვიხილე და წავიკითხე მისი მოთხრობები და "ფურცლები", რომლებიც სავსე იყო ნაზი, თავისუფალი და დამოუკიდებელი აზრებით, შეხედულებებით, გრძნობებით, განცდებით...
- მისმინე - ვამბობ და ველი, რომ დავარწმუნებ იმაში, რისიც მას არ სჯერა. - შენ გაქვს ძალიან მაგარი წერის სტილი და ამას მარტო მე არ გეუბნები, სხვა არამწერლებიც, რონელთაც ლიტერატურასთან აქვთ კავშირი... შენ კი... შენ კი არ აღიარებ მას. ყველაზე მეტად იმ ადამიანებს ვერ ვიტან, ვინც თავის ნიჭზე უარს ამბობს. - მალევე ვამატებ - არ გეწყინოს.
-არ მწყინს.
ხმას არ იღებს. (მგონი მიზანს მივაღწიე). იგი დაფიქრებულია და მარტო ამის თქმას ახერხებს:
- მართალი ხარ.
- რა თქმა უნდა, მართალი ვარ. ეხლა მიხვდი?
- ჰო, რავიცი.
- ნატო, მოდი წადი ეხლა და ხვალ მოდი, ისევ ჩვეულ დროს სხვა ბავშვებთან ერთად, კარგი?
- კარგი.
იგი თავის შავ ჩანთაში მის განუყრელ მეგობარს - კალამს იგდებს, ასევე რვეულს,რომელიც გენიალობას ინახავს და კარისკენ მიაბიჯებს.

***
13 ოქტომბერი, 2016
წვიმს... მე წვიმა ძალიან მიყვარს, რადგან ასეთ მომენტებში ვწერ. ვწერ ისეთ რაღაცებს, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს.
ამ წამს წვიმს და მე - ინსტიქტურად ვწერ.


გაგრძელება იქნება.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.