შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზღვის სიღრმეში (სრულად)


18-11-2017, 18:26
ავტორი ლიდია
ნანახია 1 417

ზღვის სიღრმეში (სრულად)

დასასვენებლად ქობულეთში მივდივარ 2 კვირით. ზღვაზე არასდროს ვყოფილვარ, მიუხედავად იმისა, რომ 27 წლის ვარ.
მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი თიკო მატარებელში ვზივართ და მომავალი 2 კვირის გეგმებს ვაწყობთ.
თიკო და მე სკოლიდან ერთად მოვდივართ, ერთმანეთს ყოველთვის გვერდში ვუდგავართ, მის გარდა სხვა მეგობრები არ მყავს.
დედასთან და მამასთან ერთად ვცხოვრობ თბილისში. განათლების სამინისტროში ვმუშაობთ მეც და თიკოც.
მშობლებზე ძალიან ვარ დამოკიდებული, მათ გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია.
ახლაც ძლივს დამითანხმა თიკომ ქობულეთში წასვლაზე.
ვცდილობ დავიძინო, მაგრამ თიკოს ხელში ეს შეუძლებელია:
-ნუციკოო, მელაპარაკე რა, მოვიწყინე..
-დაიძინე გოგო და მაცალე მეც დასვენება!
-მომავალი ორი კვირა მოსვენება არ გექნებაა!! კაი ბიჭები უნდა ვიპოვოთ!
-ვაიმეეე თიკოოო! რა ბიჭებიი აქ დასასვენებლად ვართ.
-ზუსტადაც! ოდესმე ბიჭს შენთვის უკოცნია? ან ვინმე ბიჭი თბილად მოგპყრობია? შეყვარებული გყოლია?
დამნაშავესავით დავდუმდი და თავი ჩავხარე.
-აარაა!! - თავადვე გასცა საკუთარ კითხვას პასუხი, - ისეთი ლამაზი ხარ სანაპიროზე ყველას შენზე დარჩება თვალი. დაამიიჯერეე! აი ახლა კი დავიძინოთ.
თიკოს ჩაეძინა. მეც თვალები დავხუჭე და ჩემ გარეგნობაზე ჩავფიქრდი.
მშობლებიც და თიკოც სულ მეუბნებიან, რომ განსხვავებული და ლამაზი სახე მაქვს.
გრძელი, ხუჭუჭა მნათობი წითელი თმა უკანლამდე დამსდევს. კუპრივით შავი თვალები და კურნოსა ცხვირი მაქვს. სახეზე უამრავი ჭორფლი მაყრია და ეს ჩემ გრძელ წამწამებს უფრო მიმზიდველს ხდის. ტანი იდეალური პარამეტრების არ მაქვს, მაგრამ ურიგო არაა.
აი თიკო კი იდეალურია ტანითაც და სახითაც! შავი კარე თმა და ცისფერი თვალები, სწორი ცხვირი აქვს.
მშობლები ტანჯულ დებს გვეძახიან.
მომავალ ორ კვირაზეც ვიფიქრე და ჩამეძინა კიდევაც, თიკომ რომ გამაღვიძა უკვე ქობულეთში ვიყავით. ნაქირავები სახლისკენ გავემართეთ.
სახლი ორსართულიანი იყო. გარედან მთლიანად მწვანედ შეღებილი კედლებით.
ოთხი აივანი ამშვენებდა სახლს.
ძალიან მომეწონა!
საკმაოდ დიდი ეზო ჰქონდა, სადაც მაგიდა და სკამები ელაგა.
სახლის პატრონი 57 წლის ქალბატონი მარინა შეგვიძღვა შიგნით:
-გოგონებო თქვენ მეორე სართულზე, დერეფანში პირველივე ოთახში დაბინავდებით, მეორე სართულზე ერთი აბაზანა და სამზარეულოა. უკანა ეზოში თქვენ იქნებით, წინა ეზოში პირველი სართულის მაცხოვრებლები. და კიდევ, თქვენგან მოშორებით მეორე ოთახში ორი ბიჭი დაბინავდა, ისინიც დღეს მოვიდნენ. რაიმე კითხვა თუ გექნებათ, დამიძახეთ, არ მოგერიდოთ.
ოთახში შევედით. აქაურობა ძალიან მშვიდი და ლამაზი იყო. ხის კედლები, ხის საწოლები. ხის სურნელი ძალიან მაიამოვნებდა. ამოვბარგდით და გადავწყვიტეთ სანაპიროზე გავაულიყავით.
ცისფერი, ძალიან ლამაზი საცურაო კოსტუმი ჩავიცვი. თიკოც გამოეწყო და ფეხით გავუყევით გზას ზღვისკენ. თითოეული წამით ვტკბებოდი.
ზღვა ჰორიზონტზე იშლებოდა, უზარმაზარი და უმშვენეირესი იყო. კამკამა ცისფერი წყალი თავიდან ცივი იყო, მერე ნელ-ნელა შევეჩვიე და გავთბი. ცურვა არ ვიცოდი და ნაპირთან ახლოს “ვღოღავდი”. თიკო კი დაცურავდა ღრმა წყალში და დამცინოდა. ძალიან რომ დავიღალეთ რუჯი მივიღეთ და საღამოს 6 საათისკენ სახლში გავემართეთ.
მეორე სართულზე ავედი და ის-ის იყო სააბაზანოში უნდა შევსულიყავი, რომ ვიღაცას შევეჯახე. სერიოზული სახით ავხედე ჩემზე ერთი თავით მაღალ მამაკაცს და ინტერესით დავაცქერდი. წელსზემოთ შიშველი იყო და მის პრესს წყლის წვეთები მიუყვებოდა. მოგრძო, ქერა თმაც სველი ჰქონდა და ღია, ძალიან ღია მწვანე, უძირო თვალებით ჩამცქეროდა თვალებში.
-წინ არ იყურები? - ხმა ბოხი, მომაკვდინებელი ჰქონდა. ისეთი, წამში რომ დაგადნობდა.
-ბო... ბოდიშით.. - ძლივს ამოვთქვი სიტყვები და სააბაზანოში შევედი, კარები სწრაფად მივხურე.
ცივი შხაპი მივიღე და იმ მამაკაცზე ჩავფირდი.
საკმაოდ ათლეტური და სიმპატიური იყო.
ფიქრები სწაფად მოვიშორე და ოთახში შევედი თიკოსთან.
-კმაყოფილი ხარ პირველი დღით? - მკითხა, თან თმას იშრობდა ფენით.
-კი, ძალიან კარგი იყო ზღვა. - მხიარული ღიმილით ვთქვი.
-ნუციკოო ის კაცი შეამჩნიეე? ალბათ ისაა ჩვენ გვერდზე ოთახში რომ ცხოვრობს!! - აღტაცებული იყო თიკო.
-იქ ხომ ორი ცხოვრობს. ერთი კაცი კი ვნახე.
-ამიღწერე.
-მოკლედ, მოგრძო ქერა თმა და ღია მწვანე თვალები აქვს.
-არა გოგოო! ეგ მეორე იქნება. მე სხვა ვნახე. ესეიგი, თაფლისფერი თმა და ცისფერი თვალები აქვს. იცი რა დაცემა ტიპია?! აი უბრალოდ რომ ვერ წარმოიდგენ ისეთი. ლაშა ჰქვია..
-შენ სახელი საიდან გაიგე? - გამეცინა.
-რავი გამოველაპარაკე რა. ისეთი სიტუაცია იყო.. შენ სანამ ნებივრობდი აბაზანაში, მე სამზარეულოში გავედი და ვჭამე. ლაშაც საჭმელად გამოვიდა და ასე, გავიცანით ერთმანეთი. იცი, მგონი მოვწონვარ!
-წინასწარი დასკვნები ნუ გამოგაქვს შენ.
-იმ კაცზე რას მეტყვი?
-რა უნდა გითხრა. არაფერი ვიცი, უბრალოდ შევეჯახე..
-ოოუ, უკვე შეჯახება და რამეე?! - ბოროტულად ჩაიცინა თიკომ.
-გოგო ჩაიკმინდე ხმა შენ და წამო გარეთ გავისეირნოთ! - ავწითლდი და გარეთ გასასვლელად მოვემზადე.
მოკლე ჯინსის შორტი და ბრეტელიანი თეთრი მაიკა ჩავიცვი. თმები მაღლა ცხენის კუდად შევიკარი. მაკიაჟს არასდროს ვიკეთებ, მითუმეტეს ზღვაზე.
თიკოც გაემზადა და ერთად გავუყევით ქობულეთის ბულვარს. ჩამოსასხმელი ნაყინი ვჭამეთ და ბოლოს პარკამდეც მივედით. იმდენი ვიარეთ ვქოშინებდით.
ცოტახანი ჩამოვსხედით და სული მოვითქვით.
ლამის ვიკივლე, როდესაც კისერთან თბილი სუნთქვა ვიგრძენი. ვიღაცამ თმები გამიშალა და ყურთან ჩამჩურჩულა:
-გაიშალე ხოლმე, ასე უფრო გიხდება.
ვიცანი. მისი ბოხი, დამდნობი ხმა ვიცანი. შევუბრუნდი და როდესაც დავინახე, როგორ ახლოს იყო ჩემთან, დენდარტყმულივით წამოვხტი. კაცმა ერთი ჩაიღიმა და მომშორდა.
-ეს ვინ იყო? - იკითხა არანაკლებ გაოცებულმა თიკომ.
-ეს.. ეს ის კაცია.. რომ შევეჯახე..
-დრაამააა!!!! - ბოლო ხმაზე ახარხარდა თიკო
-წავიდეთ რა. - უეცრად ცუდად გავხდი.
თავბრუ დამხვია კაცის სიტყვებმა: „ასე უფრო გიხდება“.
სახლისკენ გზა უფრო მოკლე აღმოჩნდა, ან მე მომეჩვენა ასე.
უკვე 10 საათი იყო. ლოგინში შევწექი. ძალიან დამღალა დღევანდელმა დღემ.
ჯერ ზღვა, შემდეგ ბულვარზე სეირნობა. ძალიან სუსტი ვარ ამდენი დატვირთვისთვის. მალევე ჩამეძინა. სიზმარშიც არ მომასვენა მამაკაცის ხმამ: „ასე უფრო გიხდება“.
„გესიამოვნა მისგან ეს სიტყვები?!“ ბოროტულად ჩაილაპარაკა ალტერეგომ. „ხმა ჩაიკმინდე!“ დავისისინე.
დილას თიკომ გამაღვიძა.
-გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავოო!! ადექი, ადექი! წავედით ზღვაზეე.
-რომელი საათია?
-დილის 9 საათი!
-რაა?! ამ დროს რატო მაყენებ?
-არ იცი რომ ამ დროს კაია ზღვაა?! თან ცოტა ხალხი იქნება და ადვილად ვიპოვით ადგილს. წამო წამო...
უცბად გამოვფხიზლდი, მოკლე, მუხლებამდე ხალათი მოვიცვი და სააბაზანოსკენ გავემართე. დაკავებული იყო, ალბათ ლაშა, ან მეორე მამაკაცი იყო შიგნით.
ერთი კვირა ძალიან მალე გავიდა. მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. იმ კაცის სახელი გავიგე, გუკა. ერთხელ დამელაპარაკა. ყოველდღე თმებს მიშლის.
ვხვდები რომ მის მიმართ რაღაც გრძნობები მიჩნდება.
ერთ კვირაში უკვე თბილისში ვბრუნდებით, რაც საერთოდ არ მინდა.
მორიგი დღე ზღვაზე.
უკვე საკმაოდ ვარ გარუჯული. თმები სულ გაშლილი მაქვს, შეიძლება იმიტომაც რომ გუკას მოსწონს ასე. სანაპიროზე რომ მივედით მე და თიკო ეგრევე წყალში შევედით, ცურვა არც ახლა მისწავლია, მაგრამ ზღვაში ყოფნა მაინც მიყვარს. სიღრმის მეშინია მხოლოდ. წყალზე გავწვები ხოლმე და ვტივტივებ, განტვირთვაა კარგი.
წყლიდან მალევე ამოვედი და პირსახოცზე დავჯექი. ის-ის იყო ფიქრს ვიწყებდი თუ სად იყო გუკა, რომ ის დავინახე. მისვლა და მისალმება მინდოდა, მაგრამ შევამჩნიე, რომ ვიღაც გოგოსთან ერთად იყო. ზედმეტად ბედნიერად გამოიყურებოდნენ. ეჭვიანობისგან ლამის გავრეკე. თიკო ჯერ კიდევ წყალში იყო, ლაშასთან ერთად. ისე დავიბოღმე, რომ იმ გოგოს თმებით ვითრევდი.
სინდისი მაინც არ აწუხებს ამხელა კაცს?
გამბედაობა მოვიკრიბე და მასთან ახლოს მივედი.
-გამარჯობა გუკა, ახალი მეგობარი გყავს? - სწერვული ღიმილით შევავლე თვალი წყვილს.
-ხო. ნუცა გაიცანი ეს ანაა. ანა გაიცანი ნუცა. ლაშას შეყვარებულის დაქალი.
ლაშას შეყვარებულის დაქალიო??!! კაი გასაგებია რომ ლაშა და თიკო უკვე შეყვარებულები არიან, მაგრამ რატომ გააცნო გუკამ ანას ჩემი თავი ასე უცხოდ? ცრემლები მახრჩობდა, გუკას და ანას მოვშორდი, ჩემი ნივთები ავიღე და სახლისკენ წავედი. თიკო გამომეკიდა.
-სად მიდიხარ?
-სახლში.
-რატომ რა მოხდა?
-არაფერი უბრალოდ...
უკვე ვეღარ ვაკავებდი ცრემლებს და ისინიც გაუყვნენ ჩემ ლოყებს.
-რა გატირებს ნუციკო მეტყვი რამეეს?
-გუკა..
-გუკა რა?
-მგონი მომწონს და ნელნელა მიყვარდება.
-მერე მაგას რა ჯობია! მაგაზე ტირიხარ სულელო?
-არა, მას არ მოვწონვარ
-საიიდაან მოიტანე?
-ვიღაც გოგოსთან ერთად იყო..
-არ არსებობს!
-არსებობს! იყო და რა ვქნა.. ანა ერქვა.
უცბად თიკოს ისტერიული სიცილი აუტყდა.
-რა გაცინებს?
-ნუციკოოო ეგ გოგო გუკას შეყვარებული ან ვინმე მსგავსი არაა.
-რაზე ლაპარაკობ?
-ანა გუკას ბიძაშვილიაა აქ ცხოვრობს.
-შენ საიდან იცი?
-ლაშამ მითხრა დღეს. არაფერია საეჭვიანო. თვითონ გაეჭვიანა განგებ ალბათ, ოხ რა ეშმაკია ეგ ბიჭიი.
-კაი წავალ სახლში ახლა,შუა ქუჩაში ვტირივარ, სირცხვილია.
-მიეცი გუკას შანსი. წავედი მე ლაშასთან და მალე მოვალ სახლში.
სახლში მისული ყველაფერზე დავფიქრდი. ერთი კვირაა გუკა სულ ცდილობს ჩემთან დაახლოებას, მე არ ვარ გახსნილი მის მიმართ. მგონი დროა ეს გავაკეთო. გრძნობაზე გრძნობით ვუპასუხო.
საკუთარ თავს გამოვუტყდი რომ მართლა მომწონს, თიკოსაც გამოვუტყდი. დაველოდები გუკას რას იზავს...
სახლში დავისვენე. გადატვირთული ვიყავი მთლიანად და განვიტვირთე.
თიკო მალე მოვიდა და გადავწყვიტეთ დღეს სახლში დავრჩენილიყავით. რამე კინოსთვის გვეყურებინა ბიჭებთან ერთად.
რათქმაუნდა თიკომ რომანტიკა აარჩია, აბა ისე როგორ?
მე, თიკო, გუკა და ლაშა ჩვენ ითახში მოვთავსდით ტელევიზორის წინ ბატიბუტით ხელში და “მე შენამდე”-ს ყურება დავიწყეთ.
მე და გუკა ერთმანეთის გვერდიგვერდ დივანზე ვისხედით, ხოლო ლაშა და თიკო პუფებზე მოკალათებულიყვნენ.
ფილმი თავიდანვე საოცრას ემოციური და გასაოცარი იყო. მეც როგორც ტირილის “მოყვარულმა” ძალიან ბევრი ვიტირე, ოდონდ ჩუმად ვღვრიდი ცრემლებს, ერთი ხმამაღლა ამოვისრუტუნე და ყველამ მე შემომხედა, თიკოც ტიროდა, მაგრამ მე ვბღაოდი, უკვე პანიკური შეტევა მეწყებოდა.
-ნუციკო.
თიკო დივანზე გვერდით მომიჯდა და მომეხვია, მეც გავიტრუნე და თავი დავადე მხარზე. ფილმიც დამთავრდა. გუკას სიტყვა არ უთქვამს, ადგა და გავიდა. ლაშამ მხრები აიჩეჩა და უკან გაჰყვა. მე კიდევ უფრო ავტირდი.
-მიყვარს თიკო... გუკა მიყვარს.
-ჩშშ.. ვიცი ნუციკო ვიცი.
როგორც იქნა დავმშვიდდი და დავიძინე. მეორე დღეს უფრო მშვიდად გავიღვიძე, სააბაზანოში ვაპირებდი შესვლას, როდესაც გუკა წინ გადამეღობა,კედელზე ამაყუდა და გაცოფებული დააცხრა ჩემ ტუჩებს. არ შევწინააღმდეგებივარ, მეც ავყევი. კოცნა დიდხანს გაგრძელდა, შემდეგ ჩამჩურჩულა:
-მიყვარხარ ნუცა. ბოდიში. აი ეს აიღე და გაერკვევი.
ხელში წერილი მომაჩეჩა და სახლიდან გავიდა. კაი ხანი ასე ვიდექი, შოკირებული, წერილით ხელში და აწითლებული ლოყებით
გონს მოვეგე და წერილის კითხვა დავიწყე:
“ჩემო ნუცა, ნუციკო... მიყვარხარ. პირველი დანახვისთანავე ვიგრძენი შენ მიმართ ლტოლვა, შენი ლამაზი თვალები, მნათობი თმები და სასვსე ტუჩები, მანადგურებს. ასე შემიყვარდა ერთი სულელი გოგონა. მეგონა აქ კიდევ დავრჩებოდი ცოტახნით, მაგრამ უცხოეთში მივემგზავრები. ერთი წლით მინიმუმ. მნიშვნელოვანი რომ არ იყოს არ წავიდოდი. საფრანგეთში მივდივარ, პარიზში, სამუშაოდ. თუ დამელოდები და გრძნობაზე გრძნობით მიპასუხებ, მაგას არაფერი აჯობებს. ნახვამდის, მომენატრები. დაგირეკავ ხოლმე და მიპასუხე რა.”
თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა. გუკა წავიდა.
მაშინ როდესაც მეგონა, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა ის წავიდა და ასე დაბნეული დამტოვა.
ეგრევე თიკოსთან გავიქეცი.
-მე ვიცი რაც უნდა გააკეთო
-რა?
-ესეიგი...........
თიკომ გეგმა გამანდო, თავიდან უარზე ვიყავი მაგრამ ადვილად დავთანხმდი.
მომდევნო დღეს ბილეთი ვიყიდე და აეროპორტში წავედი. პარიზში უპრობლემოდ ჩავაღწიე.
ფურცელზე გუკას ადგილმდებარეობის მისამართი მეჭირა, რომელიც ტაქსის მძღოლს გადავეცი.
შენობაში შევედი და მაშინვე შევამჩნიე ათლეტური ტანი, მოგრძო ქერა თმა.
მანაც შემამჩნია და გამოშტერდა.
შემდეგ გაეცინა და მომიახლოვდა.
-აქ რას აკეთებ?
-შენთან მოვედი. არ შემიძლია შენ გარეშე.
-ანუ?
-ანუ მიყვარხარ.
ამჯერად მე ვაკოცე და შემდეგ მის წინაშე ცალ მუხლზე დავდექი.
-სულ გაუბერე? - იკითხა სიცილით.
-გუკა იქნები ჩემი ქმარი?
ვუთხარი და ბეჭედი დავანახვე. ხალხი გაოცებული გვიყურებდა.
-სხვანაირად წარმომედგინაეს ყველაფერი, მაგრამ შენ უარს როგორ გეტყვი? - გამიცინა გუკამ, ხელში ამიყვანა და დამატრიალა.
მეც ბედნიერი ვკისკისებდი...
ზღვის სიღრმეში გავიცანი
ზღვის სიღრმემდე მეყვარება...

____________________________________

ერთი კვირაა ამას ვწერ. ხან მაქვს მუზა (თინიკო), ხან არა...
არ ვიცი რა გამოვიდა, მაგრამ ყველანაირად ვეცადე, რომ სასიამოვნო წასაკითხი ყოფილიყო.
რას ფიქრობთ? ^_^скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი qetiqetiA3

რაღაც ეკლდა,მთავარი მუხტი არ აქვს ისტორიას ,წარმატებებს გისურვებ მომავალში<3

 



№2  offline წევრი ლიდია

qetiqetiA3
რაღაც ეკლდა,მთავარი მუხტი არ აქვს ისტორიას ,წარმატებებს გისურვებ მომავალში<3

მადლობა. ვაიმე იცი რა დამემართა? მთელი ისტორიები მეწერა შუაში და წამეშალა, მერე ვეღარდავწერე ეგრე კარგად:///

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent