შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

semper femina (სრულად)


18-11-2017, 20:17
ავტორი tasusuna
ნანახია 1 055

semper femina (სრულად)

semper femina.
-ქალი მუდმივად მერყევი და ცვალებადია.
____________
გათელეს.
მოსპეს.
გაანადგურეს.
გადაუარეს.
ჩაქოლეს.
ტალახი ესროლეს.
გაასამართლეს.
უარყვეს.
დაჩეხეს.
წყალს გაატანეს.
შეეწინააღმდეგეს.
მოკლეს.
დაასამარეს.
ვინ?-ნანო.
რატომ?-semper femina! (მხოლოდ ისინი ფიქრობდნენ ასე!!)
_________
-ნანო მოჰყავთ,ხალხოო!-ქუჩის სიმყუდროვეს საზარელი ხმით არღვევდა ათიოდე წლის ბიჭი,ნარბენს სუნთქვა გახშირებოდა.
ოფლით დაცვაროდა წითელი მაისური.
ფეხები სულ გატალახიანებოდა.
ყველა კარზე აბრახუნებდა.
ფანჯრებში გაფართოებული თვალებით იყურებოდა.
-ნანო მოჰყავთ თამარე ბებო,კაკო ძიააა-ღრიალებდა ბიჭი..-ჩვენი ნანო მოჰყავთ ხალხო..-ხმა ჩაეხრინწა ბიჭს ყვირილისგან,ფეხი ლოდს წამოკრა,ტალახში ჩაემხო..
ზედ აწვიმდა.
-თქვენ რა ხალხი ხართ?-ძლივს გასაგონად ამოიხავლა-თქვენ რა ხალხი ხართ?!
ნანო მოჰყავთ!ჩვენი ნანო,რატო არავის გესმით??-ჩურჩულით ამოთქვა და ლაფში უსულოდ მიესვენა.
ის მხოლოდ ათი წლის იყო..
მხოლოდ ათის.
არავის გამოუხედავს..
ყველა ხედავდა,ყველას ესმოდა,მაგრამ...
ის მხოლოდ ათი წლის იყო..
ნანო მოჰყავთ!
________
ნანო საამაყო შვილი იყო .
ნანოს მზეს ფიცულობდა ყველა დაბაში.
ნანო ეიმედებიდათ.
ნანო უყვარდათ.
ნანოს ეტრფოდნენ.
ნანოს ჩუქნიდნენ.
ნანოს ულოცავდნენ.
ნანოს აღმერთებდნენ.
ნანოს ეფერებოდნენ.
ნანოს..
ნანოს..
ერთ დროს!
_________

-ნანო ჩვენ აუცილებლად ერთად ვიქნებით,აგერ ნახავ,მამაშენთან მოვალ და შენს ხელს ვთხოვ,მე კაცი არ ვიყო ეს თუარ ვქნა ნანო,ხომ გჯერა ჩემი?-მტკიცე, მაგრამ თბილი ხმით ესაუბრებოდა ბიჭი.
ჯერ კიდევ ახალი წამოზრდილი ჰქონდა წვერი.
ქარისგან აშლილ თმებს ნაზი,მოქნილი მოძრაობით უსწორებდა მასზე მიყრდნობილ გოგოს.
-ლუკა,ჩვენ ჯერ პატარები ვართ ხომ იცი?-დამრიგებლური ტონით იპასუხა ნანომ.-ჯერ უნდა გავიზარდოთ,ვისწავლოთ,დავბრძენდეთ.
-მერე ნანო?მერე ხომ გამომყვები ცოლად?-მოუთმენლად ჩაეჭრა ლუკა.
-მერე ლუკა?მერე თუ კიდევ გეყვარები გამოგყვები.-ღიმილით უპასუხა გოგომ.ხასხარა ბალახიდან ზანტად წამოიმართა,სკოლის ჩანთა მხრებზე მოიკიდა და მზეს ახედა,ალბათ ექვსი სრულდებაო,გაიფიქრა.
-მე შენ სულ მეყვარები.
აი დედას გეფიცები,100 წელიც რომ გავიდეს მაინც მეყვარები.-ხელი ჩაკიდა ნანოს და ბილიკს გაუყვნენ.
-რა უნდა მოხდეს შენ რომ გადამიყვარდე არ ვიცი.-ლაპარაკს განაგრძობდა ლუკა.-ალბათ უნდა მოვკვდე,მაგრამ ნუ გეშინია,რომც მოვკვდე,მაინც მეყვარები-ღიმილით გახედა წარბშეკრულ გოგოს და მათი შუკისკენ გადაუხვია.
ნელი ნაბიჯებით უახლოვდებოდნენ სახლს.
შორიდან შენიშნა ნანომ მის ეზოში შეკრებილი ხალხი.
ჩქარად დაემშვიდობა ლუკას და აჩქარებული ნაბიჯებით მიუახლოვდა სახლს.
ეზოს შუაგულში,ხის მაგიდაზე მცირე სუფრა გაეწყოთ.
მჭადი.
ყველი.
ქოთნით ლობიო.
მწვანილები და დოქით ღვინო.
ალბათ,მამას მეგობრებიაო გაიფიქრა და ფართო ღიმილით მიუახლოვდა სუფრას,ყველას მიესალმა და დედას ინტერესით გახედა.
მის სახეში თვალშისაცემი ცვლილები მარტივად შეატყო ნანომ.
გულმა მძლავრად დაარტა სარქველს.
რა ხდება?
-აი,ჩვენი ნანოც მოსულაა?-გამყინავი სახითა და ცივი ღიმილით წამოიძახა სუფრის თავში მჯდომმა ტანმაღალმა მამაკაცმა.
საიდან იცნობდა?
ვინ იყო?
თავიდანვე უარყოფითად განეწყო ნანო სტუმრის მიმართ.
მის გვერდით მსხდომი ხანშიშესული ცოლ-ქმარი დაუფარავი ინტერესითა და კმაყოფილი ღიმილით ათვალიერებდნენ ფრიალა კაბაში გამოწყობილ ნანოს.
დედას ისევ კითხვით სავსე მზერით გახედა.
თავი ჩახარა წამოწითლებულმა ქალმა.
რა ხდება?
რა ჯანდაბა ხდება აქ? ათასი კითხვა უტრიალებდა თავში,მაგრამ ვერც შერცხვენილი დედის,ვერც მამის თვალებში პასუხს ვერ პოულობდა.
სიტუაციას ისევ სტუმარმა ახადა ფარდა.
-ზუსტად ასეთ წარმომედგინა ჩემი ცოლი,აბა დედა,როგორ მოგწონს შენი რძალი?-სიცილით გახედა მის გვერდით მჯდომ ქალს.
ცოლი?
რძალი?
გახევდა სუსტი გოგო.
ხელის კანკალით ჩამოეყრდნო მაგიდას.
სიტყვას ვერ ძრავდა.
მაგრამ სახეზე ემჩნეოდა აშკარა ტკივილი.
ეს რა გაუკეთეს?
ეს მისმა მშობლებმა გაუკეთეს?
არა,იქნებ ტყუილია,იქნებ სხვას გულისხმობენ.
იქნებ ნანოს არ ათხოვებენ.
იქნებ ნანოს არ კლავენ ცოცხლად.
იქნებ?
დედა.
დედააა- ფიქრებში ეძახდა მის მშოველს..
ქალს ისევ ჩაეხარა თავი,დაუფარავად მოიწმინდა ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი.
ნერვიულად მოქაჩა სიგარეტი მამამ.. თვალს ვერ უსწორებდა მისკენ მომზირალ შვილს.
თავზარი დაეცა გოგოს.
იმედები ჩაუკვდა გულში.
მაინც მოავლო ეზოს თვალი.
იქნებ მის უკან იდგასხვა..
იქნებ..
მაგრამ არა.
ნანოს ათხოვებდნენ.
პატარა ნანოს ათხივებდნენ.
მას უნგრევდნენ ოცნებების კოშკებს.
მას.
-მოდი,ჩემსკენ მოიწიე-სიმწრის ფიქრებიდან ძლიერი მკლავის შეხებამ გამოაფხიზლა.
მძლავრად ექაჩებოდა მისკენ ის კაცი.
მტკივნეულად აეწვა მისი შეხება.
ტკივილისგან მოეწურა გული.
-რაიყო,არ გაგიხარა? -ცინიკური სიცილით გადახედა ბიჭმა სახემოქცეულ გოგოს-ჩემზე უკეთეს პატრონს შენ ვერასდროს მოძებნი-უშნოდ ჩაიქირქილა.
პატრონი?
რაშუაშია პატრონი?
გონებაში განაგრძობდა პასუხების გაცემას ნანო,ხმას ისევ ვერ იღებდა.
-მოდი,ამ ჭიქით მე და ჩემ ცოლს გაუმარჯოოს-მკლავი მოაშორა გოგოს სუსტ ხელს და პატარა ყანწი შეივსო.-დღეგრძელ და მზიან მომავალს ვუსურვებ ჩემს ცოლს და მე-უშნოდ დაიღრიჯა და მოწყურებულივი წაეტანა ყანწს.
სადღეგრძელო შესვეს ბიჭის მშობლებმაც.
ღმერთო ეს რა დამმართე.
ღმერთო რისთვის გამწირე.
ღმერთო ვის ხელში მაგდებ.-გაუნძრევლად მდგომი ერთ წერტილს მისჩერებოდა ნანო.
მისი ფიქრების მთავარი ადგილს ლუკა იკავებდა.
მისი ლუკა..
ღმერთო,ეს კაცი თუ ნანოს წაიყვანდა,ლუკა?
ლუკა?
ღმერთო ლუკა!-სიმწრისგან გაუგებარი ხმები ამოუშვა კისრიდან.
მოულოდნელმა წამოძახილმა გამოაფხიზლა ნანოს მშობლები.
მხოლოდ ახლა შეხედა მისი შვილის განადგურებულ სახეს.
ცრემლებმა ამოხეთქეს მისი თვალებიდა.
-შვილო-ამოიხრიალა ქალმა.
-რა დაგიშავე დედა?რა დაგიშავეე?-გულმოწურული ჩამოჯდა სკამზე,სახე ხელებში ჩარგო,გულნატკენმა ამოიგმინა.
-შვილო ეს შენთვის კარგია დე,შენი მომავლისთვის დედი,შენი სიკეთისთვის დედა-ძლივს ლაპარაკობდა ქალი,სიტყვებს ვერ უყრიდა ერთმანეთს.
-რა დედა? რომელ ბედნიერებაზე მელაპარაკები დედა?არც კი ვიცნობ ამ ადამიანს-მამაკაცისკენ გაიშვირა ხელი-ან ცნობაც რა შუაშია,მე სხვა მიყვარს,თქვენ ამას ვერ გამიკეთებთ,თქვენ ამას ვერ შეძლებთ,ცხოვრებას ვერ დამინგრევთ ვერაა-უკვე ყვიროდა,არაადამიანურ ხმებს გამოსცემდა.
უცებ მწველი ტკივილი იგრძნო მაჯაში.
კაცი გამალევით მიათრევდა ჭიშკრისკენ.
მძლავრად მოეკიდა ხელი და შეშლილი სახით მიჰყავდა.
მშობლები კი უკან მოსდევდნენ.
კიოდა გოგო.
გამწარებული ტიროდა.
ხელებს უმისამართოდ იქნევდა.
ტალახიან მიწაზე ფეზი უსრიალებდა.
მისი თეთრი კაბა სულ მთლად მოისპო.
გრძნობდა გული მისდიოდა.
გრძნობდა როგორ კლავდნენ ცოცხლად.
მას ათხოვებდნენ.
მას აყოლებდნენ.
მას იმეტებდნენ.
16 წლის გოგოს...
16 წლის ნანოს.
ბოლოს.
სანამ მანქანაში ჩასვამდნენ,ლუკას სახეს მოჰკრა თვალი..
ბიჭი მონდომებით მორბოდა მათკენ არააადამიანური სახით.
მაგრამ,ვერ მოასწრო..
ისინი უკვე კარგა მანძილით გასცდნენ სოფელს.
_________
ტანჯვა.
წამება.
უძილობა.
ტკივილი.
ტკივილი სულის.
ტკივილი გულის.
ტვივილი ახალი დღის.
ახალი ტანჯვის.
ტკივილი და სიძულვილი ერთფეროვნების.
გულის ამრევი რეალობა.
საძულველი ოჯახი.
საძულველი სახლი.
საძულველი ქმარი.
საძულველი ოთახი.
მათი ოთახი,სადაც:
გარყვნეს.
ცემეს.
ატკინეს.
დაგლიჯეს.
სულში ჩააფურთხეს.
ზედ გადაუარეს.
სადაც ყოველდღე კლავდნენ.
ყოველ დღე.
ყოველდღე.
რადგან არ ემორჩილებოდა.
რადგან არ უჯერებდა.
რადგან არ იღიმოდა.
რადგან არ უხაროდა..
რადგან ტკიოდა და ამბობდა.
რადგან გაბედა და გაიქცა.
რადგან გაქცეული მოაბრუნეს და იგივე გამეორდა.
ტკივილი.
ცრემლო.
სიკვდილი..
და ასე დაუსრულებლა..
ასე ყოველდღე..
_________
ბედნიერების გამონათებად მიაჩნდა მეზობლის პატარა ბიჭი ნანოს.
მასში ჰპოვებდა ხოლმე იმ უმცირეს ბედნიერებას,რასაც იშვიათად განიცდიდა.
პატარა იყო,10 წლის ბიჭი.
მასაც ლუკა ერქვა..
იმის მსგავსად..
მისი უკვდავი სიყვარულის მსგავსად..
ერთ საღამოს,სახლის ეზოში იჯდა ნანო,ლუკას ქართულში ამეცადინებდა.
ბიჭი ძალია ჭკვიანი იყო,ყველაფერს ადვილად ითვისებდა.
ნანოს ძალიან უყვარდა ლუკა,ძალიან.
-ნანო,იცი სკოლაში სულ შენზე ლაპარაკობენ.-მოულოდნელად ამოხედა ბიჭმა-იქ ერთი ბიჭია,მასაც ჩემნაირი სახელი ჰქვია და ის ამბობდა გუშინ,ნანო მენატრებაო.
იცნობ შენ ლუკას?
დენდარტყმულივით წამოვარდა ფეხზე ნანო,აუკანკალდა მთელი სხწული.
-რა თქვი ლუკა? შენ ჩემს სკოლაში სწავლობ?რატომ აქამდე არ ვიცოდი..-ძლივს ამოთქვა გოგომ.
-აქამდე არა ნანო,1 კვირაა რაც გადავედი..იქ კარჰი მასწავლებლები არიან და კარგად მასწავლიან,დედიკომ ასე მითხრა კარგად თუ ისწავლი ქალაქში წაგიყვანო-გაუჩერებლად განაგრძობდა ბავშვი-ნანო შენ ქალაქში ნამყოფი ხარ?-ინტერესით ახედა ლუკამ.
მაგრამ გოგო უმისამართოდ გაჰყურებდა სივრცეს.
ფიქრებში მხოლოდ ლუკა უტრიალებდა.
ლუკას ენატრება..
მის ლუკას ენატრება..
-ნანო-ხელზე ნაზად ჩამოქაჩა ბიჭმა.
უცებ გამოერკვა .
ბავშვთან ჩაიმუხლა და ცრემლიანი თვალებით ჩახედა.
-ლუკა ეს ვინმეს უთხარი?
-არა,მარტ შენ-ბავშვმა გაუღიმა.
-ლუკა დედას გაფიცებ,არც არავის უთხრა თუ გიყვარვარ რა ლუკა-შეევედრა გოგო.
-კარგი რა ნანო,რატო მეხვეწები, მე უკვე დიდი ვარ და ვიცი რაც უნდა ვთქვა-გაბრაზებულმა შეკრა წარბები.
-ლუკა რაღაც უნდა გთხოვო-ხმაჩამწყდარმა გახედა ბავშვა.
-გონი ვიცი რაც-ეშმაკები ჩაუჯდა უცებ თვალებში ლუკა.
-ლუკა გთხოვ,მე სახლიდან ვერ გავდივარ,მას თუ ნახავ ხვალ,გადაეცი რომ კარგად ვარ,კარგი?
-კარგი-გაიჯგიმაუცებ ბავშვი,გაუხარდა სერიოზული რაღაც რომ დაავალეს და დიდი კაცივით მოექცნენ.
-მპირდები რომ არავის ეტყვი?
-დედას გეფიცები ნანო-სიხარულით გაუიმა და ჩაეხუტა.
უჰ,ძალიან,ძალიანუყვარს ეს ბავშვი.
როგორი საზრიანი,როგორი ჭკვიანია...
***
ის ღამე თეთრად გაათენა ნანომ..
მის გვერდით მწოლიარე სხეულს ზიზღით შეჰყურებდა.
ერთ ადგილას გაუნძრევლად იწვა,სიკვდილი ერჩიცნა მის შეხებას.
მისი სიგარეტის სუნი გულს ურევდა.
სულს უხუთავდა.
როგორ ახსოვს,პირველად რომ ხელით შეეხო.
უმისამართოფ მირბოდა,გაქცევა სცადა იმ დღეს..
მთელი ძალით მირბოდა და აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს.
ყვრლგან ის ელანდებიდა.
ყველა გაფაჩუნებაზე შეყვირებდა ხოლმე.
სოფელს კარგა გაცილებულიიყო,სამშვიდობოს დაიგულა თავი და ორი წუთით ჩამოჯდა ხის სკამეიკაზე.
ფეხები დასივებოდა ამდენი სირბილისგან.
სუ დასერილი ჰქონდა ბალახითა და ამოწვერილი ეკლებით.
მტკივნეულად დაისვა ხელი დასისხლიანებუ ტერფებზე.
სულ ცოტაც ნანო,სულ ცოტაც და მორჩება წამება.
რამოდენიმე კილომეტრიც და ვსო ნანო.
საკუთარ თავს ამხნევებდა.
აგულიანებდა.
ისევ შემოესმა მანქანის ძრავის ღმუილი.
შეშინწბულმა ხმის მიმართილებით გაიხედა.
ო,არა!
ის არის,ღმერთო,ის არაადამიანი.
წამებში წამოვარდა ფეხზე,შეუჩერებლივ გაიქცა,თავგანწირვით,დაუღალავად,მაგრამ,რას გააასწრრებდა ყველგანმავალს??
წუთში წამოეწია მისი ქმარი,გზა მოუჭრა და გაცეცხლებული გადმოვიდა ავტომობილიდან.
სიბრაზე,გაცეცხლება,სიბოროტე ეეხატა თვალებში.
საშინლად შეეეშინდა ნანოს,ადილზე გაქვავდა.
მოურიდებლად ჩააგდო მანქანაში და სახლში გააქანა წამსვე.
ოთახში ხელის კვრით შეაგდო და გააფთრებული სახით წავიდა მისკენ.
-ეს მე მაკადრე შე ძ*კნა?-იღრიალა მან,ქამარს წაეტანა,ნელნელა იხსნიდა.
-გინდა მთელმა სოფელმა სასაცილოდ ამიგდოს?-ტონს არ უწევდა კაცი-ჩემგან გაქცევა როგორ იფიქრე შენი ...-სწრაფად მიუახლოვდა და მოკანკალე სხეულისაკენ მოიქნია ტყავის ქამარი.
მკლავებზე მოხვდა პირველი.
ტკივილისაგან საწყალობლად წამოკნავლა.
თითქოს ამან უფრო გაახელა მამაკაცი,მეორე უფრო დიდი ძალით მოიქნია და გაქცეულ გოგოს ზურგში დააწია.
ტკივილისგან მუხლები მოეკეცა.
იქვე ჩაემხო ცის იატაკზე.
უკვე გაეღვია ცრემლებს ჯებირები.
-ხმას რატომ არ იღებ?-ისევ იღრიალა,.-მიდი მთხოვე,მიდი შემევედრე რომ თავი გაგანებო-სარკასტული ღიმილით შემოუარა,ქამარს ხელზე იხვევდა ამავდროულად.
-გინდოდა რომ შეგერცხვინე ხომ? გინდოდა ხალხს ეფიქრა,უბედურიაო,გაიქცაო,ასე გინდოდა ხომ?-ირონიას არ იშურებდა ბიჭი,წინდაუკან დადიოდა თეატრალური ნაბიჯებით.
-ანდაც სად მიდიოდი,ვისთან გარბოდი?ვინ გეგულებოდა დაბაში?შენი მშობლები?-საზარლად გადაიხარხარა მან-ის მშობლები,ასე რომ მიგაგდეს,გაგათხოვეს და დაგტოვეს?-უფრო ხმამაღლა გადაიხარხარა.
ღმერთო,რა საძულველი ხმა გქონდა.
ეშმაკისებული.
-ჰა,გამეცი ნანო პასუხი.ვისთან გარბოდი?-დაასრულა თუარა სახეზე დამიზნებული ქამარი მთელი ძალით მოიქნია.
ამჯერად სხარტად აიცილა ნანომ.
გააფთრებული წამოვარდა ფეხზე და კარებს ეცა,მაგრამ ამაოდ,მისი დაკეტვა მოესწრო.
უღონოდ ჩაეშვა ისევ იატაკზე.
სიბრაზისგან,უმოქმედობისგან საკუთარი თავი სძულდა.
-ნანო ნანო-თავის კანტურით ნელი ნაბიჯით მიუახლივდა ბიჭი-როგორი ჩამოუყალიბებელი,მერყევი,ცვალებადი ხარ..ნეტამც რამ მომაწონა შენი თავი? ასეთი უსუსური,უბადრუკი რით ხარ?-სიცილით გადახედა.-გაქცევით ვერ დაახეევ თავს ,ვერა,შეუშვი მაგ უტვინო თავში-უხეშად მოჰკიდა თავზე ხელი-ცოტა გაიზარდე,ჭკუა ისწავლედა ბოლობოლო მიხვდი,რომ დასრულდა შენი ბავშვობა.
მორჩა,გათავდა.
ჩემი ხარ.
მე მინდოდი და მე დაგისაკუთრე!
რა ვეღარ გაიგე ა?-
როგორი ცვალებადი ხარ ნანოოო.-სიცილით და მოჩვენებითი სიბრალულით გახედა გათეთრებულ გოგონას.
ბოლომდე მოისმინა გოგომკაცის მონოლოგი.
უკანასკნელ წამს კი უგონოდ ჩაცურდა იატაკზე .
_____
ახლა კი წევს საძულველის გვერდით და დახსნის იმედით ოცნებობს ხვალინდელი დღის დადგომას.
ლუკა უშველის.
ლუკა დაპირდა.
ლუკა სიყვარულს დაპირდა.
ლუკას სხვანაირად არ შეუძლია.
ლუკა გათელილსაც მიიღემს.
ლუკა შეურაცხყოფილსაც მიიღებს.
ლუკა მოკლულს გააცოცხლებს,იცის.
ლუკა მისია.
ლუკა!
_______
მოსაღამოვებულს გადმოვიდა პატარა ლუკა ნანოსთან.
მთელი დღის ნაშრომს ძალღონე ჰქონდა გამოცლილი.
მისი ოჯახი საღამომდე არ დაბრუნდებოდა,ამიტომ ცოტა სული ჰქონდა მოთქმული..
პატარამ მორიდებით შემოაღო ჭიშკარი.
მალულად ანიშნა ნანოს გაჰყოლოდა.
ღმერთო,რამდენი ეშმაკობა შეუძლია ამ პატარას.
როგორც კი საიმედო ადგილი დაიგულეს,ვედრებით შეაცქერდა ბავშვის დიდრონ თვალებს.
-ნახე?-იმწამსვე ჰკითხა.
-კიდევ ვნახე,კიდეც ველაპარაკე და ასეც დამაბარა,7 საათისთვის ბაკთან მოვიდესო.-ჩამოუსხაპუნა ბიჭმა და სახე გაებადრა.
-ხომ მაგარი ბიჭი ვარ?
-მაგარი?შენც არც კი იცი რა ოქროს ბიჭი ხარ-ბედნიერმა ძლიერად შემოხვია ბავშვს ხელები.
წუთებში უკვე ბაკისაკენ მიმავალ ბილიკს ადგა.
შემოდგომა იყო,უკვე საკმაოდ ბნელოდა.
გრილი სააღამო იყო.
ოდნავ სიოც ჰქროდა.
სიოს ნანოს გულისცემაც ერთვოდა.
სუნთქვა გახშირებოდა.
ბერვიულობისგან დაძაბვოდა მთელი სხეული.
სადარის?
უკვე თითმის მიუახლოვდა ბაკს,მაგრამ მას ვერსად ხედავდა.
უკვე იმედგაცრუების ცრემლები მოადგა,სხეული რომ დალანდა ოდნავ შუქზე.
-ლუკა-მონატრებლის სახელი მოსწყდა ბაგეებს.
სხეული ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა და მაგრად შემოხვია სხეული.
ღმერთო,როგორ მონატრებოდა გულწრფელი ჩახუტება.
-ნანო,ეს რა დაგმართნია,ნანო!-გამტყდარი ხმით ამოთქვა ბიჭმა.
ნანახმა სრულიად გააოცა.
გოფო საგრძნობლად გამხდარა.
10 წლით უფროსს დამგვამებოდა.
წარბებ შორის ნაოჭიც კი გასჩენია.
-ღმერთო,როგორ დატანჯულხარ ნანო.ეს რა დაგმარნია.
ნანო!-სულ პატარა,ცხელი ცრემლი ჩამოუგორდა ბიჭს..
მისი ნანო..
ხელებს არ აშორებდა..
ითქოს სურდა,მისი ტკივილი ამოეწოვა ორგანიზმიდან.
თითქოს ძალუძდა,ტკივილი გაენახევრებინა მისთვის.
-ასე როგორ მოგექცნენ ნან,შენ ასე როგორ გაგიმეტეს ნანო?-ვერ ცხრებოდა ბიჭი.
უკვე მოშორებულ სხეულს მილიმეტრებში აკვირდებოდა.
რამოდენიმე სილურჯის დანახვისას ხმაურიანად გადაყლაპა მოწოლილი ბურთი.
იქვე ჩამოჯდა სიბრაზემორეული,სახე ხელებში ჩარგო.
-ღმერთო რა უსამართლოა შენი განგება..
ნაზად გადაუსვა გოგომ ბიჭის ხშირ თმას ხელი.
როგორ მონატრრებოდა,როგორ აკლდა.
როვორ ვერ ძღებოდა მისით..
-ნანო,წავიდეთ-უცეფ წამოვარდა ბიჭი ფეხზე.-დედას გაფიცებ ნანო.
-არა ლუკა,დედა არ დამაფიცო რა..
-წავიდეთ ნანო,ღმერთის თუ გწამს წავიდეთ რა.
გავიქცეთ,მე შენ აქ ვერ დაგტოვებ..
მე კაცი აღარ ვიქნები ნანო შენი შემხედვარე დამშვიდებული გულით თუ წავალ.
მე კაცობრიობის წინაშე დიდ დანაშაულს ჩავიდენ,გესმის ნანო?
წავიდეთ გევედრები,მოვშორდეთ ამ უბადრუკ ადგილს.
არ ვიმსახურებთ ჩვენ ამას ნანო,ჩვენ ეს ბედი არ გვეკუთვის...
ნანო,გესმის ჩემი?
-არა ლუკა,დღეს არა....
დღეს სახლში უნდა დავხვდე მათ.
დღეს ვერა,მაგრამ გპირდები,ერთი კვირის თავს,აუცილებლად წამოვალ..
გევედრები ლუკა,დღეს არა რა..
რა იცოდა მაშინ ნანომ..
რანაირად განესაზღვრა,რო მეორე უარი ისევ დამღუპველი იქნებოდა მისთვის.
რა იცოდა,თუ სახლში,გაცეცხლებული ქმარი დახვდებოდა.
რა იცოდა ნანომ,თუ ისევ დეცდომას უშვებდა..
რა იცოდა ნანომ??
რაა????...
___________
გულდამშვიდებული,ბედნირრი მიუყვებოდა სახლის გზას.
უკვე კარგა დაღამებული იყო.
ღიმილით ჩაუარა პატარა ლუკას სახლს,რა მადლობელი იყო მისი..
მაგრამ..
შორიდანვე შეამჩნია სახლის დარაბებში მკრთალი სინათლე.
მომენტალურად წარეშალა სახიდან ბედნიერი ღიმილი.
ოღონდ ეს არა.
ოღონდ ეს არა!
გახევებული გაყურბდა მკრთალ შუქში დალანდულ მაღალ სხეულს.
სახლშია,ღმერთო,დამასწრო.
გული მოეწურა,აღსასრულის მოახლოება იგრძნო.
მაგრამ იქნებ მოტყუვდეს,იქნებ დაიჯეროს მისი!
არა ნანო!-ქვეცნობიერი მთელი ხმით ჩაჰკიოდა გონებაში,მაგრამ ის სვლას განაგრძობდა სახლისკენ,კიდევ ერთ შეცდომას უშვებდა.
-ნანო,გაიქეცი!-მეორე მეს ყვირილი უხშობდა გნებას,მაგრა არ ჩერდებოდა.
-ნანო,მოგკლავენ!-უკანასკნელად გაიბრძოლა მემ,მაგრამ უკვე გვიანი იყო,ნანომ სახლის კარი შეაღო...
******
იქ დამხვდარმა
სიტუაციამ მთელი სიცხადით შეაგრძნებინა ნანოს მისი მომავლის აამაოება.
მისი ქმრის შეშლილმა
სახემ დაარწმუნა,რომ ყველაფერი დამთავრდა.
გააფთრებული მივარდა ქალის სხეულს და ძლიერად მოქნეული ხელი სახეში გაარტყა.
-ეს როგორ გაბედე ლაწირაკო-ალეწილ სახეზე ისევ მოხვდა გოგოს ძლიერი ხელისგული.
მიხვდა ნანო,მიხვდა.
ეს ყველაფერი დასასრულის ყველაზე საზიზღარი დასაწყისია.
________
მზის სხივები ოდნავ იყო ამოწვერილი ცის კაბადონიდან,ადრეულად გამოსულმა დაბის მკვიდრებმა პატარა ბიჭი რომ შეამჩნიეს მათკენ მორბენალი.
ბიჭის ზუსრგსუკან მთელი პროცესია მოდიოდა.
ტანმაღალი მამაკაცი,რომლის ხელებზეც უსულოდ გადაწოლილიყო ქალის მშვენიერი სხეული.
ქალი მშვენიერი,ერთი შეხედვით,ისე კი..
შეეელახათ მისი სხეული.
გაესწორებინათ.
გაეთელათ.
გადაეარათ.
დაესახიჩრებინათ.
დაელაშქრათ.
გაერყვნათ.
ეცემათ.
უგულოდ მოქცეოდენ.
ფეხებით ეარათ მასზე.
მათი ჭუჭყიანი ნაკვალები დაეყოვებინათ მის კაბაზე.
შეემუსრათ.
შეემკოთ უშვერი სიტყვებით.
მოუკლავთ.
მოუკლავთ.
ნანო მოუკლავთ.
ღალატისთვის.
შერცხვენისთვის.
უპატივცემულობისთვის.
ქმრის უკუგდებისთვის.
მერყეობისთვის.
ცვალობადობისთვის.
იმისთვის რომ პატარა იყო.
არ შეარჩინეს.
არ შეარჩინეს არცერთი გოჯით უკანდახევა.
იმ დღეს ნანო რომ მასთან ერთად წასულიყო,სულ პირველად.
იმ დღეს რომ მასთან ერთად გაქცეულიყო,ბაკებთან.
რომ არ ეყოყმანა.
რომ არ უერყო.
იქნებ ახლა სხვაგან ყოფილიყო.
იქნებ არ მოეკლათ..
იქნებ..
ნანო მოყავთ!
ნანო მოკლეს!
ღალატისთვის და იმისთვის,რომ ქალი იყო.
ქალი მერყევი და ცვალებადი.
____________
-ნანო მოჰყავთ,ხალხოო!-ქუჩის სიმყუდროვეს საზარელი ხმით არღვევდა ათიოდე წლის ბიჭი,ნარბენს სუნთქვა გახშირებოდა.
ოფლით დაცვაროდა წითელი მაისური.
ფეხები სულ გატალახიანებოდა.
ყველა კარზე აბრახუნებდა.
ფანჯრებში გაფართოებული თვალებით იყურებოდა.
-ნანო მოჰყავთ თამარე ბებო,კაკო ძიააა-ღრიალებდა ბიჭი..-ჩვენი ნანო მოჰყავთ ხალხო..-ხმა ჩაეხრინწა ბიჭს ყვირილისგან,ფეხი ლოდს წამოკრა,ტალახში ჩაემხო..
ზედ აწვიმდა.
-თქვენ რა ხალხი ხართ?-ძლივს გასაგონად ამოიხავლა-თქვენ რა ხალხი ხართ?!
ნანო მოჰყავთ!ჩვენი ნანო,რატო არავის გესმით??-ჩურჩულით ამოთქვა და ლაფში უსულოდ მიესვენა.
ის მხოლოდ ათი წლის იყო..
მხოლოდ ათის.
არავის გამოუხედავს..
ყველა ხედავდა,ყველას ესმოდა,მაგრამ...
ის მხოლოდ ათი წლის იყო..
ნანო მოჰყავთ!
________
ის დღე იყო და მორჩა.
დაბაში აღარავის გაუხარია.
ყველა ერთმანეთის მიყოლებით :
წყდებოდნენ.
კვდებოდნენ.
ავადმყოფობდნენ.
გული უწუხდათ.
სული უწუხდათ.
ევედრებოდნენ უფალს საშველს,ხსნას,პატიებას:
დაჩოქილები დაუჩოქავად.
მორწმუნენი რწმენის გარეშე.
მლოცველნი ლოცვის გარეშე.
ხსნას ითხოვდნენ,ხსნა არ ჩანდა.
იმიტომ,რომ დააშავეს.
იმიტომ რომ ბავშვი მოკლეს.
იმიტომ რო ხედავდნენ,და არ გავიდნენ.
იმიტომ,რომ ესმოდათ და წაუყრუეს.
მათ დააშავეს.
ხ ა ლ ხ მ ა.
ბ რ ბ ო მ.
"ს ა ზ ო გ ა დ ო ე ბ ა მ"
" ა დ ა მ ი ა ნ ე ბ მ ა"
მათ შესცოდეს მათი უმოქმედობით.
მათი პატიებით.
აპატიეს "ქმარს"რო
მოკლა.
მოუწონეს "ქმარს" რომ მისი ღირსება დაიცვა!
ღ ი რ ს ე ბ ა!
რა უბადრუკი სიტყვაა იმ არაკასითვის!
მათ ეგონათ,ქალი სუსტი იყო..
მათ ეგინათ,ასე იყო საჭირო,რადგან..
ბავშვობიდან უჭედავდნენ.
ბავშვობიდა შავით თეთრზე ეეწერა
ცხადად
თვალშისაცემად
რომ ქალი,მერყევი და ცვალებადია.
რომ ქალი,სუსტი და. მოღალატეა.
_________
მათ არ იცოდნენ,თორემ..
ნანო არასდროს არ ყოფილა სუსტი.
ნანოს არასდროს უღალატია..
ნანო არასდროს ყოფილა მერყევი.
ნანო არ ატარებდა ცვალებადი ქალის ტიტულს.
მაგრამ,მაინც....
იმ დღეს რომ არ დაეხია უკან...
________________
-ის პატარა გოგო ღმერთს არ მოუკლავს, ბედისწერას არ დაუჩეხავს და ძაღლებისთვის განგებას არ უჭმევია, თუ ღმერთი ხედავდა იმ ღამეს ორივემ რა გავაკეთეთ, როგორც ჩანს წინააღმდეგი არ იყო, მას მერე ერთი რამ ვიცი, ღმერთს სამყარო ასეთი არ შეუქმნია...ამას ჩვენ ვაკეთებთ.

_____
მოგესალმებით ❤️❤️
მომენატრეთ ❤️❤️❤️
გელით სულით და გულით ❤️❤️❤️
ჩემი ტკბილები ხართ თქვენ ❤️❤️❤️
მომიტევეთ შეცდომები ❤️❤️❤️
მიყვარხართ ❤️❤️
თქვენი:ანასტასიაскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი likA

ნატვრის ხე !!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent