შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კამელიები (თავი 8)


19-11-2017, 00:37
ავტორი An_Gel
ნანახია 1 289

კამელიები (თავი 8)

რამდენიმე თვემ მშვიდად ჩაიარა. საერთოდ თუ მოიძებნებოდა იაგოსა და ანას შორის სიმშვიდე.
უცხო ადამიანებად იქცნენ. არ ლაპარაკობდნენ, არ აინტერესებდათ, არ კითხულობდნენ. ერთ სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს.
იაგო თავს არიდებდა - ამას აშკარად გრძნობდა ანა. თითქოს იმ სახის ურთიერთობის ქონის სურვილიც აღარ ჰქონდა, რომელიც ჰქონდათ. უბრალოდ უგულვებელყოფდა ქალის არსებობას. იქცეოდა ისე, როგორც უცოლო, თავისუფალი კაცი.
სოფიო სულ უფრო ხშირად მოდიოდა მათთან, სახლში. საძინებელში იკეტებოდნენ საათობით. ასეთ დროებში ცოტნე ბაღში გაჰყავდა და მასთან ატარებდა დროს. არ უნდოდა, სიბინძურე ოდნავ მაინც შეხებოდა.

ქმრისგან ასეთ დამოკიდებულებას ნელ-ნელა შეეჩვია. არასდროს ეგონა, რომ ამდენად თავმოყვარე და პრინციპული ამგვარ მოპყრობას გაუშინაურდებოდა, მაგრამ როგორც დიასახლისობას, ამასაც შეაჩვია გურიანმა.
დადიოდა გულგამოფხეკილი. ცარიელი, ემოციებისგან დაცლილი და გაციებული. აღარც დამიანე ჰყავდა, აღარც იაგო, მაგრამ უძლებდა. იცოდა, არ გატყდებოდა. იბრძოლებდა მანამ, სანამ სულის მესამედ ნაწილს მაინც დაიბრუნებდა.
სიკვდილს ვერ უშველიდა, მაგრამ ცოცხალსა და დაკარგულს, აუცილებლად. ყოველდღე უფრო მეტად სწამდა ამის. ყოველ ახალ დღეს, როცა იაგოსგან უარყოფის მეტს არაფერს იღებდა, მისი დაბრუნების სურვილი უმძაფრდებოდა.

*_*_*_*

ყველაზე მეტად მაინც ის დღე გაუჭირდა, როცა საყვარელი ადამიანის გარეშე გასული წელი შეასრულა.
თითქმის ყოველ კვირა გადიოდა საფლავზე, მაგრამ წლისთავზე იქაურობა ისე მოეჩვენა, თითქოს საუკუნის მერე სტუმრობდა პირველად.
მხოლოდ ცოტნე, მისი მშობლები და ოჯახის რამდენიმე ახლობელი იყვნენ მის გვერდით. როგორც დავითისგან გაიგო მოგვიანებით, მერაბი მომდევნო დღით აპირებდა მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად ძმიშვილის საფლავზე მისვლას. ყურადღება არც მიუქცევია ამ ფაქტისთვის, მას მხოლოდ იაგოს არ ყოფნა ტკიოდა. ვერ იჯერებდა, რომ მამაკაცმა ამდენად ძვირფასსაც გადაუსვა ხაზი.
უკვე წასვლას აპირებდნენ, მისი მანქანა რომ დაინახა და ისე ამოისუნთქა, თითქოს იგუდებოდა მანამდე. დედის უკმაყოფილო, საყვედურნარევ მზერას გადახედა მაშინვე. ხომ გეუბნებოდიო - თვალებით უთხრა. ლელამ რაღაც ჩაიბურტყუნა და ცხვირაბზუებით გაემართა ქმრის მანკანისკენ.

იაგოს ცივი, უშინაარსო გამომეტყველება ჰქონდა. მზის გულზე უსიამოდ მზაკვრულად მოჩანდნენ მისი მწვანეები. გვერდით ვაჟა მოყვებოდა, დამიანეს ნათლია. შუახნის მამაკაცს გოროზ იერს ანიჭებდა შეკრული შუბლი. მისი დანახვისთანავე დათოს მოშორდა ლელა. უნდოდა გარდაცვლილის ნათლიას მივარდნოდა და ეთქვა ის, რასაც დიდი ხნის განმავლობაში აკავებდა მის შიგნით, მაგრამ ქმარმა მკლავი დაუჭირა და ისეთი თვალებით შეხედა, სიმწრით გაიყურსა ქალი.

ანა შვილთან ერთად იდგა და თვალებით მოაცილებდა მამაკაცს. როგორც კი მათ შორის მანძილი მინიმალური გახდა, დათომ ამოიოხრა და ცოტნეს თავისთან უხმო. მერე შვილს დაუბარა, მანქანაში დაგელოდებითო და მიუხედავად იმისა, რომ ცოლი უკმაყოფილოდ ეჩიჩინებოდა რაღაცას, მარტო დატოვა ცოლ-ქმარი.
ვაჟამ თვალებში ვერც შეხედა ყიფშიძის ქვრივს. ეტყობოდა, რომ ესირცხვილებოდა. თავდახრით მიესალმა. ძლივს გასაგონად ჩაილაპარაკა, გამარჯობაო და გვერდი აუარა. ქალს არც აღელვებდა მისი არსებობა, გურიანს არ აცილებდა მზერას.

მხოლოდ თვალებში უყურებდნენ ერთმანეთს, რადგან ორივემ იცოდა, ყველაფერი, რასაც ეძებდნენ იქ გროვდებოდა.
უბრალო, მორიგი დღე იყო, როცა ცოლი და ქმარი ისევ ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ ანა თითქოს პირველად აღიქვამდა რეალობაში, რამდენად შეცვლილი იყო გურიანი. თითქოს ერთი წლის შემდეგ პირველად ხედავდა და უჭირდა მისი ცნობა.

მის წინ გაჩერდა. შეათვალიერა, მისი მდგომარეობა შეაფასა და ისევ ნამტირალევ თვალებს გაუსწორდა.

-მშობლებს გაყევი. თხოვე, სახლში დაგტოვონ და ცოტნე თან წაიყვანონ. მოვალ მეც. - არაფერი იგრძნობოდა მის ხმაში: არც დარდი, არც ტკივილი ან თანაგრძნობა.
-რატომ? - მხრები მოუშვა და ხელები დაუშვა. მიუხედავად იმისა, რომ იაგოს ამის საბაბი არ მიუცია, ნუგეში ჰპოვა მასში.
-იმიტომ, რომ მორჩილი ცოლი ხარ. - ზედა ტუჩი შეუტოკდა მამაკაცს, რამაც ისეთი იერი მიანიჭა, თითქოს ზიზღით ლაპარაკობდა.
ანას ღიმილმა მოურღვია გაცრეცილი ტუჩები; სიმწრისა და ტკივილის ღიმილმა.
-კარგი. - ისე დაიჩურჩულა, თვითონაც ვერ მიხვდა, როგორ გაამართლა მამაკაცის ნათქვამი.

იაგო მანამ არ მიუახლოვდა საფლავს, სანამ მშობლების მანქანაში არ ჩაჯდა ანა და ადგილს მოშორდა. როგორც კი თვალს მიეფარა, პიჯაკის გულის ჯიბიდან ერთი ცალი სანთელი ამოიღო, ნაღველშეპარული მზერით შეათვალიერა და ვაჟასკენ შებრუნდა.

*_*_*_*

დავითმა სახლთან გააჩერა მანქანა. ცოტნეს გადასვლა ეჩქარებოდა, მაგრამ გამოუცხადეს, რომ ბებია-ბაბუასთან დარჩებოდა. ანას ძალიან არ უნდოდა შვილის მარტო დატოვება. მითუმეტეს ისეთ მძიმე დღეს, მაგრამ გურიანის ნათქვამს წინააღმდეგობა აღარ გაუწია.
ლელა მოუსვენრად იყო. თითქოს ცდილობდა, არ შეემჩნია და როგორც ყოველთვის თავმომწონე იერი შეენარჩუნებინა, მაგრამ აშკარა ცნობისმოყვარეობა, რომელიც სახეზე ეწერა, ყიდდა. სახლს შემორტყმული მაღალი გალავანი ხელს უშლიდა, კარგად დაენახა ეზო და პირველი სართული, მაგრამ რასაც ხედავდა, ისიც საკმარისი იყო დასარწმუნებლად, რომ დიდებულ სახლში ცხოვრობდა მისი ქალიშვილი.
როცა ყიფშიძემ კარი გააღო და მშობლებს უთხრა, ცოტნეს ნივთებს გაგატანთო, წამოიძახა, მე გამოგყვებიო და კარს ეცა. დავითი მაშინვე მიუბრუნდა და მშვიდად უთხრა, რომ თავად გაყვებოდა ქალიშვილს. მიხვდა ლელა, რომ ეს შეთავაზება კი არა, მოთხოვნა იყო და, როგორც ყოველთვის, ქმარს დამორჩილდა.

მამაკაცმა მანქანას მოუარა, შვილს მოხვია ხელი და ღიმილით თხოვა, სახლში შემიძეხიო. იაგოს გარდა დათო ერთადერთი იყო, ვისაც ანასთვის ნუგეშისცემა შეეძლო და ქალსაც ყოველთვის ამშვიდებდა მამის თბილი მზერა.

სახლშიც როგორც კი შევიდნენ, მოსამსახურეს თხოვა შვილის ბარგის მომზადება, თავად კი მამას შესთავაზა დაჯდომა.
ინტერესით აკვირდებოდა სტუმრად პირველად მოსული გარემოს. იმასაც ხვდებოდა, რომ ყველაფერი შვილის გემოვნებაში ჯდებოდა და იმასაც, რომ ეს არ იყო შემთხვევით. ხელებს იფშვნეტდა და იღიმოდა, მაგრამ ვერაფერს შველიდა ჩამოწოლილ უხერხულობას.

-ანა. - ბოლოს, როცა ქალის დაღლილი მზერის ყურებით დაიღალა, ხმა ამოიღო. - კარგად არ გამოიყურები. - გადაწყვიტა ყოფილიყო ცოლივით პირდაპირი.
სახეზე ჩამოისვა ხელისგულები ყიფშიძემ და ამოიგმინა.
-ნახე, რა გარემოში მაცხოვრებს იაგო. და მე მაინც არ ვარ კარგად. უმადური შვილი გყავს, არა?! - ირონიულად ჩაილაპარაკა და ხელები გაშალა.
-არ ხარ ბედნიერი? - სახე მოექუფრა დათოს. - ოდნავადაც არა?
ვერაფერი უპასუხა ქალმა. თვალები აუცრემლიანდა; მამისთვის ესეც საკმარისი აღმოჩნდა, ყველაფრის მისახვედრად.
-რატომ აკეთებ ამას, შვილო?! რატომ არ დაანებებ თავს და წამოხვალ?!
-არ შემიძლია...
-დაბრუნდი ჩვენთან. შეეშვი ამ კაცს, ხომ ხედავ, გტანჯავს?! შენ ასეთი არ იყავი, ანა. მაშინაც არ იყავი ასეთი, დამიანე რომ დაკარგე. რა დაგმართა იაგომ?! რას გიკეთებს ასეთს, რომ ვერც ეხსნები?!
-უნდა დავიბრუნო... - ყელი ეფხაჭნებოდა. გაურკვეველ სიმძიმეს გრძნობდა სიტყვების წარმოთქმისას და ძალდატანებით იღებდა ხმას.
-ეს ქონება?! რაში გჭირდება?! გპირდები, მე მოგცემთ შენ და შენს შვილს ყველაფერს. ნუ იქნები დედაშენივით გაუმაძღარი...
-იაგო. - ჩურჩულით თქვა და ღაწვებზე ჩამოცურებული ცრემლები მოიწმინდა.
-რად გინდა ადამიანი, რომელიც უბედურებაში გაცხოვრებს?!
-მის გარდა არავინ მყავს.
-ტყუილია! უამრავი ახლობელი გყავდა, სანამ ის დაბრუნდა და წაგართვა ყველა.
-სად იყვნენ ისინი დღეს, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა? - ჩაეცინა ანას.
-სანამ ის სარეველა ბალახი გეყოლება გვერდით, არავინ მოგეკარება, ანა. ან ის გეყოლება და დაიღუპები ან ყველა დანარჩენი.
-შენ არ გესმის, მამა. მე არავინ მჭირდება მის გარდა. არავინაა ისეთი, ვინც გამიგებს. ის ვერ მიტანს იმიტომ, რომ დამიკო მიყვარდა. გამწარებულია იმიტომ, რომ უარვყავი, მაგრამ გაუვლის... დაიღლება... მაპატიებს.
-გაპატიებს?! - გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა დათოს. - განა რა გაქვს საპატიებელი, შვილო?! შენ არაჩვეულებრივი კაცი გიყვარდა. მასზე ბევრად უკეთესი!
-იცი, მამა, ამ ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ განვლილ წლებზე. თითქმის ყოველ ღამით დამიანეზე ტირილის ნაცვლად იმ დროს ვიხსენებ, როცა მე და მან სხვანაირად დავუწყეთ ერთმანეთს ყურება.
-მერე? რა არის ამაში დასაძრახი?!
-ჩვენ იაგო გავრიყეთ... უნებურად, დაუფიქრებლად, მაგრამ რაღაც მომენტში უბრალოდ ჩამოვიშორეთ და ამით ვატკინეთ.
-იაგო თვითონ წავიდა იმიტომ, რომ არ ეყო ვაჟკაცობა, მეგობრისთვის ეერთგულა. ხომ იცი, რომ ერთ-ერთი იმათგანი ვიყავი, ვინც ყოველთვის ამართლებდა მის წასვლას. ამას მის დიდსულოვნებას მივათვლიდი, მაგრამ ახლა, როცა ასეთს გიყურებ, ვხვდები, რომ ის გაიქცა საკუთარი თავის იმედის არქონის გამო.
-არავინ გარბის იმიტომ, რომ გაქცევა უყვარს; წასვლა უნდა გაიძულონ. მე და დამიკომ ვაიძულეთ იაგო, წასულიყო ჩვენგან და ეს ორივემ კარგად ვიცოდით.
-ვერ დავიჯერებ, რომ შენ მის გამართლებას ცდილობ. - თავი გააქნია გაოცებულმა მამაკაცმა.
-უბრალოდ ვცდილობ, რეალობასთან კავშირი არ დავკარგო. - მხრები აიჩეჩა ანამ უემოციოდ.

დათომ პირში ენა ვეღარ მოიბრუნა, რომ რამე ეთქვა შვილისთვის. ჩუმად ისხდნენ მანამ, სანამ მოსამსახურე გოგონა ცოტნეს ჩანთას შემოიტანდა ოთახში.
ბარგი ზურგზე მოიკიდა და წასვლამდე კიდევ ერთხელ გაიხედა შვილისკენ. თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა ყიფშიძე. აშკარა იყო, რომ არ სურდა მამისთვის თვალებში შეხედვა.

-როგორც შენ გინდა, ისე იქნება, ყოველთვის. - მაინც გადაწყვიტა დასამშვიდობებელი სიტყვების თქმა, რადგან ვერ იტანდა შვილთან კამათს. - ერთხელ უკვე გითხარი და კიდევ გაგიმეორებ: ვერასდროს გააკეთებ ისეთ რამეს, რომ ზურგი გაქციო. ჩემი ზურგი შენ ხარ და მინდა, რომ მეც ვიყო შენი. ერთმანეთის მხარში ვიდგებით ყოველთვის იმიტომ, რომ ერთი ოჯახი ვართ, ერთი სისხლი და ხორცი.
-მაშინ დედას ნუ დაემსგავსები, მამა, გთხოვ. - ვედრებასავით ჟღერდა ქალის გატანჯული სიტყვები.
-დედაშენს ავი ძაღლივით ყეფა ახასიათებს. რომ ჰკითხო, შეიძლება ვერც გიპასუხოს, კონკრეტულად რას აპროტესტებს შენს გადაწყვეტილებებში. მე ზუსტად ვიცი, რა არ მომწონს შენი და იაგოს ურთიერთობაში, მაგრამ ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.
-ღმერთმა ქნას, ცდებოდე...
-მართალიც რომ ვიყო, არასდროს წამოგაძახებ ამას. ყოველთვის შეგიძლია სახლში დაბრუნება; რაც უნდა მოხდეს! ეს გახსოვდეს ყველაზე კარგად და კიდევ ის, რომ შენი ბედნიერება არავის გაეხარდება ჩემზე მეტად.
-ვიცი... - გული ამოჯდომას ჰქონდა ანას.
-არ აქვს მნიშვნელობა, სასახლეში იცხოვრებ, თუ ქოხში. მთავარია, შენს თვალებში ვხედავდე ბედნიერებას. ჯერ-ჯერობით ვერ ვხედავ და სანამ ასეა, დედაშენივით ლაპარაკს არ შევწყვეტ. - ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ოდნავ გაეღიმა და ამან მეტად სევდიანი იერი მოჰფინა.

ჩანთა უკეთ მოიგდო ზურგზე და წასასვლელად შებრუნდა, როცა ისევ გაიგონა შვილის ხმა.

-მა, - თითქოს ბავშად გარდასახა ერთმა პატარა სიტყვამ. ფეხზე წამოდგა და მამას მიუახლოვდა. - სულ რომ ყველაფერი გაქრეს დედამიწაზე, შენ და დედაჩემი ხომ მაინც სულ მეყოლებით?! - ცრემლიანი ღიმილი შეანათა და ხელები გაშალა გადასახვევად.
-ჩემი თავი შემიძლია შეგპირდე, მაგრამ აი, დედაშენზე რა გითხრა. შეიძლება, თავისი სერვისების კოლექციის გაქრობას გადაყვეს. - გაეცინა დათოს და შვილს მოეხვია.
-ყველაფერი კარგად მექნება, მამა, გპირდები. - თვალდახუჭულმა დაილაპარაკა ანამ და იგრძნო, რა ძლიერ სურდა, მთელი არსებით ეწამა ამ სიტყვების.

დათომ თავზე აკოცა შვილს. გაუღიმა და წავიდა.
მისი კარის გახურვა და ანას ნახევარი ტანით ამოოხვრა ერთი იყო. თავბრუ დაეხვა და იქვე მდგარ ტუმბოს დაეყრდნო, რომ არ წაქცეულიყო.
ჩანთიდან იმ დილით ჩადებული დამამშვიდებელი ამოიღო. იცოდა, ემოციებით დახუნძლული დღე ელოდა და მისი დახმარება დაჭირდებოდა; მართალიც აღმოჩნდა.
სამზარეულოში გავიდა, წამალს წყალი მიაყოლა და მოსამსახურე გააფრთხილა, რომ დასაძინებლად მიდიოდა. მხოლოდ ის დაიბარა, იაგოს მოსვლისას გაეღვიძებინათ.
ოთახში ფარდები ჩამოაფარა. სიბნელემ თითქოს დაამშვიდა. დამიანეს სურათი ჩაიკრა გულში, მოიკეცა და თვალები დახუჭა.

*_*_*_*

იმ შეგრძნებამ გააღვიძა, რომ ვიღაც დაჟინებულ მზერას არ აშორებდა. ნელა გაახილა თვალები და პირველი, რაც დაინახა, გადაწეულ ფარდებს შორის მოქცეული სიბნელე იყო.
მოსაღამოვებულიყო.
ბალიშს ხელისგული დააყრდნო და წამოიწია. წამით სუნთქვა შეეკვრა, როცა მისი თვალები სავარძელში მშვიდად მჯდარ იაგოს გადაეყარა. ფეხი ფეხზე გადაედო მამაკაცს, ხელები სახელურებზე დაეკრიფა და ახალგაღვიძებულისკენ უსიამოვნოდ მწველი მზერით იყურებოდა.

-რომელი საათია? - ძილისგან ოდნავ ჩახლეჩილი ხმით იკითხა ანამ და თვალები მოიფშვნიტა.
-ცხრა შესრულდა. - ნაკვთიც არ შერხევია სახეზე გურიანს.
-მოსამსახურეებს დავუბარე, შენი მოსვლისთანავე გავეღვიძებინე. ახლა დაბრუნდი?
-არა. - თავი ოდნავ გაარხია, სახელურებს დაეყრდნო და ჰაეროვანი მოძრაობით წამოდგა.
-დიდი ხანია, ჩემს ოთახში ზიხარ? - ქმრის ამოუხსნელი მზერა ეხამუშა ქალს.
-მოსამსახურეები დავითხოვე. - თითქოს კითხვა არც გაუგია იაგოს. ოთახის შუაგულში, კარის გასწვრივ გაჩერდა. - მოემზადე და ქვემოთ ჩამოდი.
-რატომ დაითხოვე? გაათავისუფლე?
-მხოლოდ დღეს.
-დღეს?! - გაკვირვებით აზიდა წარბები ანამ.
-მალე მოემზადე, ქვემოთ დაგელოდები. - კარისკენ შებრუნდა მამაკაცი.
-მივდივართ სადმე?
-არა, არსად მივდივართ. - უკანმოუხედავად უპასუხა, კარი გააღო და ოთახიდან გავიდა.

*_*_*_*

ჟურნალების დაბალ, ხის შავად შეღებილ მაგიდაზე, სადაც კამელიები ხვდებოდა ხოლმე ანას, ორი ბოკალი და ერთი ბოთლი წითელი ღვინო იდგა. იქვე, ხალიჩაზე იჯდა იაგოც; ფეხებგაშლილი და ზურგით დივანსმიყრდნობილი.
ოთახში შესვლისთანავე გაუღიმა გურიანმა და ხელით ანიშნა დაჯდომა. ისეთი ლაღი და გულწრფელი ეჩვენა ყიფშიძეს, დაიბნა.

-რა ხდება? - ზევიდან დახედა გაოცებულმა მაგიდას. მერე ყურს უკან გადაიწია თმა და მამაკაცს შეხედა.
-დაჯექი. - სიტყვიერადაც მოუწოდა იაგომ. - არაფერი ხდება, ნუ ღელავ. - დაამატა, როცა ცოლის მზერაში უნდობლობა დაიჭირა.

ნელა მოუარა მაგიდას. დივნის მხრიდან, ხალიჩაზე დაჯდა, ისე, როგორც იაგო და ფეხები მოკეცა. ფრთხილად მოქმედებდა, თითქოს მის ზედმეტ მოძრაობას მამაკაცის აფეთქება უნდა გამოეწვია და ამას ერიდებოდა.

-რა ხდება?! - კითხვა გაიმეორა, როცა მასზე გაშტერებული მზერა ეხამუშა.
-დღეს ვსვამთ მე და შენ. - ენერგიულად დაილაპარაკა გურიანმა. მერე წინ გადაიხარა და ბოთლს საცობი მოხსნა, რათა ჭიქებში ჩამოესხა სასმელი.
-იმიტომ მოიშორე ყველა სახლიდან, რომ ჩემთან ერთად დალევა გინდა? - უსიამოვნო გრძნობამ შეიპყრო. მალევე მიხვდა, რომ ეს შიში იყო.
-ეს ტკივილი მარტო მე და შენ გვეკუთვნის. - ღვინით ნახევრადსავსე ბოკალი გაუწოდა ცოლს მკრთალი ღიმილით.
-მე და შენ?! - გაოცებისგან წარბები შუბლზე ააცურა ყიფშიძემ.
-ამ ღამით დავივიწყებთ, რომ არ გამოგვდის მის გარეშე ცხოვრება და თავს მოვიტყუებთ, თითქოს ყველაფერი ძველებურადაა. - თითქოს ხაოიანი ხმა გახდომოდა იაგოს.
-შენ არც გიცდია. - მშვიდად, ყოველგვარი წყრომის გარეშე აღნიშნა ქალმა.
-ჰო, მართალი ხარ, მაგრამ ეგ ფაქტს არ ცვლის.
-დამიკოს მოგონება მართლა გინდა? - უნდობლად დახედა მამაკაცის ჯერ კიდევ ჰაერში გაშეშებულ ხელს.
-ამ საღამოს ტყუილებს არ ვართ. - გაეღიმა გურიანს და ანას კინაღამ ყელში გაეჩხირა გადიდებული გული, როცა ძველებური სხივი შეამჩნია მასში.
-როგორ შეგიძლია ასეთი იყო? - ფრთხილად გამოართვა ბოკალი მამაკაცს. გაყინული თითები მხოლოდ წამით შეახო მის ღუმელივით ცხელ ხელისგულს.
-როგორი?
-უტიფარი. - ზუსტი სიტყვის შერჩევა არ გასჭირვებია ანას. - როგორ შეგიძლია, მოიგონო კაცი, რომელიც მთელი გულით გენდობოდა და შენ...
-მე უნამუსოდ ვუღალატე. - თავისქნევით დაასრულა ყიფშიძის წინადადება. - ალბათ ახლა მიყურებს და მოკვლა უნდა ჩემი, არა?!
-ალბათ ახლა გვიყურებს და ნანობს, რომ დამტოვა. - თვალები აეწვა ანას.
-მე რომ კარგი გამომვდგარიყავი, არ ინანებდა? - ჩაეცინა გურიანს. - აღარ ენდომებოდა შენ გვერდით ძველებურად ყოფნა?
-მე ეგ არ მითქვამს.
-დამიჯერე, ძვირფასო, შენ არც კი იცი, რა რთულია შენგან შორს ყოფნა, როცა ახლოს ყოფნის სიტკბო იცი.
-არც შენ იცი... - გულმა რამდენჯერმე გამეტებით დაარტყა მკერდს.
იაგომ ოდნავ უკან გადახარა თავი მაცდური ღიმილით. თითქოს ეუბნებოდა, ორივემ ვიცით, რომ ეგ ტყუილიაო.
-მატყუებ... - ხმა გაეპარა ქალს და თითები უფრო მჭიდროდ მოხვია ბოკალს.
-არანაირი ტყუილები-მეთქი. - გაეცინა გურიანს. - კარგი, მოდი დავლიოთ. - ოდნავ ამოიოხრა და გამოცოცხლდა.
-სადღეგრძელოების გარეშე?
-ხომ არ აღვნიშნავთ, რა საჭიროა?! - პირველი ყლუპი მოსვა მამაკაცმა.
-არც შენ აღნიშნავ? - ანაზდად ჰკითხა ანამ და სუნთქვაშეკრული მიაჩერდა.
-ვერ გავიგე?! - თვალები ჯერ ოდნავ მოეჭუტა, მერე კი შესამჩნევად გაუფართოვდა.
-არავინ იყავი და ახლა... მისი სიკვდილის შემდეგ, ყველაფერი გაქვს. - სიფრთხილით შერჩეულ სიტყვებს ამბობდა ანა. ეტყობოდა, როგორ ტკიოდა თავისივე პირიდან გაჟღერებული თითოეული წინადადება.
-ამ მდაბიო ხერხით ნუ შეეცდები ჩემთვის სამაგიეროს გადახდას, ძვირფასო. - მთელი სხეული სიმივით მოეჭიმა მამაკაცს. ორი თითი მაგრად მოუჭირა ჭიქის წვრილ ფეხს, მერე ტუჩებთან მიიტანა და ნელა დალია.
-გიკვირს, რომ შენს გლოვაში ეჭვი მეპარება?! მისი სხეული გაციებულიც არ იყო მიწის ქვეშ, შენ კი ჩვენი ქონების მიტაცებაზე ფიქრობდი უკვე.
-რაშიც გინდა, იმაში შეიტანე ეჭვი. მე ვერ დაგიშლი.
-რატომ გინდა, რომ ცივი გონებით მართული და უემოციო ურთიერთობა გვქონდეს?!
-ასე უფრო ნაკლებია შეცდომების რაოდენობა.
-მატყუებ!
-ჩვენ შევთანხმდით, რომ...
-მაინც მატყუებ! არ ფიქრობ ასე. რა შეცდომების ნაკლებობაზე მელაპარაკები, როცა ყოველ დღე არარაობად მაგრძნობინებ თავს. როგორ დამაჯერებ, რომ გრძნობებს ამიტომ არ აძლევ გასაქანს?!
-გრძნობებს? გინდა, ჩვენს ურთიერთობაში გრძნობები ერეოდეს? - გაკვირვებით შეყარა წარბები იაგომ.
-რა თქმა უნდა, მინდა, იაგო. - ჩაეცინა კითხვის აბსურდულობით გაოცებულ ანას. - მენატრები... შენ არა?
-ანა... - თვალები ოდნავ მიენაბა მამაკაცს.
-ჩემი მეგობარი მენატრება, ჩემი ადამიანი. როგორ გაგაგებინო ის, რასაც ვგრძნობ? როგორ გაგახსენო ეს კავშირი? - თვალები აემღვრა ყიფშიძეს და ხმა აუკანკალდა. - ის შეგრძნება, რომ დამიკო მყავდა და აღარ მყავს, რომ მენატრება და ვეღარასდროს ვნახავ, ერთიანად მანგრევს. მაგრამ შენი აღარარსებობა... ფაქტი, რომ ერთ სახლში ვცხოვრობთ, რომ ცოცხალი ხარ და მე მაინც ვერ გგრძნობ, ბოლოს მიღებს, იაგო. არ ვიცი, ვერ აღგიწერ ამ განცდას, ნუთუ შენ ვერ გრძნობ? თუ მართლა იაგო ხარ... ჩემი იაგო... როგორ ვერ გრძნობ იმ ადგილის სიცარიელეს, რომელსაც მე გივსებდი მთელი ცხოვრება?!
-ხუთი წელი დიდი დროა... - ყველაზე შეუსაბამო, ყველაზე უხეში სიტყვები შეარჩია პასუხად სახეაშლილმა იაგომ.
-ხუთ წელში არ ივიწყებენ საყვარელ ადამიანებს, იაგო; საერთოდ არ ივიწყებენ საყვარელ ადამიანებს!
-ივიწყებენ... ყველას და ყველაფერს ივიწყებენ, რაც უსარგებლოა. - გაეღიმა მამაკაცს. ამ ღიმილს სევდის ლაქები ეკიდა კიდეებში.
-მაშინ რატომ დაბრუნდი ჩემთან? - გულმა ამჯერად ცხვირში მოუჭირა თვალცრემლიან ქალს. - ოღონდ გთხოვ, თუ რამე წმინდა არსებობს შენთვის, არ მითხრა, რომ ქონება გაინტერესებდა! - წამოიძახა მანამ, სანამ ხმას ამოიღებდა გურიანი.
-ნუ მაიძულებ მაგ კითხვაზე პასუხის გაცემას, გთხოვ. - ხმა დაუმძიმდა იაგოს. - შევთანხმდით, რომ არ მოვატყუებდით ერთმანეთს, ამიტომ გთხოვ, ნუ მაიძულებ...
-მიპასუხე.
-გეტკინება... - თითქმის ჩურჩულით დაილაპარაკა და ანას მოეჩვენა, რომ ცრემლი გაუკრთა თვალებში.
-შენ სულ მტკენ...
-არა დღეს!
-ნუ მექცევი ასე. - იაგოს ხელისგულებივით ცხელი ცრემლები ღაწვებზე შანთივით მოედო ყიფშიძეს.
არაფერს პასუხობდა გურიანი; არც კი უყურებდა.
ოთახში ისეთი მკვრივი დუმილი ჩამოწვა, მხოლოდ რომელიმე მათგანი თუ კრავდა ძლიერად ხელს და მოაშორებდა, თორემ გაიგუდებოდა ორივე.
-ჩემზე შურისძიება გინდოდა? - მთელ სახლში გაისმა ქალის კანკალით წარმოთქმული სიტყვები.
იაგო თითქოს გაქვავდა. მზერა ხელში მოქცეულ სასმელზე მიეყინა რამდენიმე ხანს. მერე მარცხენა ხელი ნელა აიღო ხალიჩიდან და ბარძაყზე მოიჭირა.
-ხო. - თქვა, ღრმად შეისუნთქა ჰაერი და თვალები გაუსწორა ცოლს.
მისმა უემოციობამ, მისმა უკვე ნორმად გადაქცეულმა, უძარღვო მზერამ ყველაფერი ერთიანად ჩაწყვიტა შიგნით. თითქოს უკვე იჯერებდა, რომ იმ ღამით ნამდვილი იაგო იჯდა მის გვერდით და მერე, უცებ გადააწყდა ღვარძლითა და ბოღმით აღსავსე ადამიანს.
-დღეს არ მატყუებ... - რწმენამ, რომელიც თხემით-ტერფამდე გამჯდარი ჰქონდა ანას, ბოლოჯერ გააბრძოლებინა.
-დღეს არ გატყუებ. - აუღელვებლად გაიმეორა მამაკაცმა და ჭიქა ბოლომდე გამოცალა.
-აჰა, ესე იგი ასე... - ძალაგამოცლილმა, ნატკენმა და გამტყდარმა ძლივს დაილაპარაკა. მერე ორივე ხელი მოხვია ბოკალს, პირთან მიიტანა და მოზრდილი ყლუპი მოსვა. ალკოჰოლს ვერასდროს იტანდა, მაგრამ ამჯერად მოეჩვენა, რომ ყურძნის წვენს სვამდა. რაღაც უფრო მაგარი უნდოდა; რაღაც ისეთი, მთელ სხეულს რომ ჩაუწვავდა. მაშინ პირველად გაუგო ლოთებს, რომელთაც ქუჩაში ცხვირაბზუებით უვლიდა გვერდს და გულში კიცხავდა უუნარობის გამო.
-პასუხის მოსმენა შენ გინდოდა. - თავი იმართლა იაგომ. - მე გაგაფრთხილე.
-არა, არაფერია. შენ ხომ ახალი რამ არ გითქვამს?! მას შემდეგ, რაც გავიგე, ჩემამდეც მდიდარი კაცი იყავი, საბოლოოდ დავრწმუნდი შენი ჩამოსვლის რეალურ მიზეზში.
-მაშინ რატომ ჩამაცივდი?! - თვალები აუელვარდა გურიანს. თითქოს ბრაზმა აიტანა.
ანამ მცირე პაუზა აიღო, მერე კი ჩამწყდარი ხმით უპასუხა:
-უბრალოდ მინდოდა, შენი პირიდან მომესმინა.
-გულღრძო კაცი ვარ, ძვირფასო, ამ აზრს უნდა შეეგუო. - ტკივილნარევი ხმა ჰქონდა იაგოს.
-ყველა წამართვი, ვინც გარშემო მყავდა და ახლა მეუბნები, რომ უნდა შეგეგუო? სხვა გზა მაქვს? - ჩაეცინა ირონიულად ქალს, სასმლით სავსე ჭიქა ხალიჩაზე დადგა და ცრემლები ხელისზურგებით მოიწმინდა.
-მე არავინ წამირთმევია. თვითონ გადაწვყიტეს შენთვის ზურგის შექცევა.
-ბაია პირდაპირი მნიშვნელობით მოისროლე სახლიდან!
-ოღონდ მაგ ქალს ნუ მომაწერ ცოდვებში. - სახე მოექუფრა იაგოს.
-რატომ? იმიტომ, რომ ერთადერთია, ვინც არ შეგეპუა?
-გგონია ერთადერთი ვარ, ვისაც მთელი ცხოვრებაა იცნობ, მაგრამ არაფერი იცი მასზე? შენი ბაიკო, სადაც ვინმე ფეხგადაბრუნებული არსებობს, პირველი მირბის, რომ ისე ჩაარტყას, ვეღარ ადგეს და მერე იმ წაქცეულს ფრთაშესხმული მოძღვრება უკითხოს. რომ შეხედავ გგონია, ანგელოზია, მიწაზეჩამოვარდნილი. სინამდვილეში იცი ვინ არის?
-ვინ არის?! - გაგულისდა ყიფშიძე.
-ფარისეველი. - გაეღიმა მამაკაცს. - ის კაცი, რომელიც ჩემზე სათვალთვალოდ დაიქირავა, მისი ნომერ მესამასე საყვარელია. იმის წინამ მანქანა უყიდა, იმის წინამ იმ საშინლად კაუჭა ცხვირის დაოკება დააფინანსა. იმის წინა ძალიან სერიოზული თანამდებობის პირი იყო, როგორც ვიცი. მას შემდეგ გახდა ისეთი თავმომწონე, როგორიც ახლაა. კიდევ გავაგრძელო? მათი სახელების სია მაქვს...
-გაჩუმდი! - წამოიძახა გაოგნებულმა ანამ. - რას ლაპარაკობ?! ჩემს ბაიკოზე ლაპარაკობ მაგას?! - გუგები გადმოცვენას ჰქონდა.
-ჰო, ჰო, შენს „უმწიკვლო“ ბაიაზე. - გამხიარულდა მამაკაცი.
-მატყუებ!
-ხომ შევთანხმდით?! რამდენჯერ გავიმეორო, რომ დღეს არაფერს გატყუებ?!
-და შენ რა იცი ეს ყველაფერი? საიდან იცი მისი პირადი ცხოვრების დეტალები ასე ზედმიწევნით? ან რატომაა დანაშაული, თუ ახალგაზრდა და ლამაზ ქალს პარტნიორი ეყოლება?!
-არა, დანაშაული არ არის, მხოლოდ სასაცილოა.
-მხოლოდ შენნაირი ცინიკოსისთვის შეიძლება იყოს ეს ფაქტი სასაცილო!
-მისი ჩემ მიმართ დამოკიდებულებაა სასაცილო. ჩამოსვლის დღიდან დაუზოგავად მლანძღავს, არადა ის დროც კარგად მახსოვს, საყვარლობას რომ მთავაზობდა. - ჩაიცინა და თავიდან შეივსო ბოკალი ღვინით.
-რას ამბობ? - სახეზე გაკვირვება გადაეფინა ანას.
-როგორ ფიქრობ, სანამ შენ გეტყოდი, ვინ იცოდა, რომ მიყვარდი? - ჩუმი, ეშმაკური ხმით დაილაპარკა იაგომ და თვალებში მიაჩერდა ქალს. ამ უკანასკნელს ელდა ეცა.
-ბაიამ იცოდა? - ხმა დაუწვრილდა ყიფშიძეს.
-რა თქმა უნდა, იცოდა. - ირონიით სავსე თვალებში საღებავივით ჩაეღვარა სიმწარე მამაკაცს. - მე სულელი მას გამოვუტყდი. მეგონა, დამეხმარებოდა...
-მართლა მეუბნები? - ყელის მყესები დაეჭიმა გაოცებულს.
-ახალგაზრდა ვიყავი, შეყვარებული და იდიოტი. - ჩაეცინა იაგოს. - რატომღაც მეგონა, რომ ბაიას მეგობრის ბედნიერება გაუხარდებოდა, მაგრამ ვერ გავითვალისწინე, ვინ იყო.
-რა გააკეთა?!
-შენთან მოსასვლელი ყველა გზა გადამიკეტა. დამიანეს გაუთავისუფლა, უფრო სწორად თუ ვიტყვით. რა თქმა უნდა, ის ერჩივნა შენ გვერდით. მე ხომ არაფერი მებადა მაშინ, დამიკო კი სასურველ სასიძოებს შორის პირველი ეწერა. ღმერთო, ახლა რომ ვუფიქრდები, რა სულელი ვიყავი, ხვდები?! გადავწყვიტე, რომ ბაია დამეხმარებოდა მე, მსოფლიოში ყველაზე ღატაკ კაცს, შენს მოპოვებაში! - გადაიხარხარა თავისივე ნათქვამით გახალისებულმა გურიანმა და ღვინო დალია.
-იაგო... - ტირილის ზღვარზე მყოფ ყიფშიძეს სულაც არ ეცინებოდა. სიბრალულით ავსებოდა თვალები.
-დამიკომ ყველაფრით მაჯობა, მაგრამ ჭკუით პირველ რიგში. არ დასჭირვებია შემოვლითი გზები შენამდე მოსასვლელად. რა თქმა უნდა, დამასწრო, ის ხომ ყოველთვის ზუსტად იმას აკეთებდა, რაც საჭირო იყო სასურველი შედეგის მისაღებად.
-ვერ ვიჯერებ, რომ ბაიამ იცოდა და თამაშობდა შენით... - ამოიოხრა ანამ და ხელისგულები სახეზე აიფარა.
-„თამაშობდა“ ყველაზე ზუსტი სიტყვაა ალბათ, მაშინდელი სიტუაციის შესაფასებლად. მე შენზე ველაპარაკებოდი. ვეკითხებოდი, რა ჯობდა, რომ მეჩუქებინა, რა გაგიხარდებოდა, რა გაგაბედნიერებდა, ის იმაზე ფიქრობდა, თავისი რიგით მემილიონე საყვარელი როგორ გავეხადე.
-იაგო, ნუ მიყვები ამას, გთხოვ... - ცრემლები ჩამოუგორდა ქალს და ღვინისფრად შეღებილი ტუჩებს შეერია.
-ხომ მთხოვე?! ხომ გაინტერესებდა, რატომ მძულს ასე ძალიან ეგ შენი ბაიკო?! ხოდა გპასუხობ. ხომ შეგპირდი, რომ დღეს ყველა კითხვაზე გიპასუხებდი?! - მაგ ქალს რომ ვხედავ, კონტროლს ვკარგავ საკუთარ თავზე. მე კი არასდროს ვკარგავ კონტროლს. მაგრამ ეგ ქალი... ეგ... ეშმაკის ანასხლეტი მახსენებს, რა შეიძლებოდა მქონოდა და არ მაქვს! რა დამაკარგვინა მხოლოდ იმიტომ, რომ ძვირფასი ტანსაცმელი არ მქონდა, ძვირადღირებული მანქანა და რვასართულიანი სახლი!
-გეხვეწები, შეწყვიტე ჩვენი ამბის სხვაზე გადაბრალება! - უცებ წამოიძახა ყიფშიძემ, რადგან მიხვდა, მეტს ვეღარ მოითმენდა. - შენც კარგად იცი, რომ შენი ბრაზის ობიექტი მხოლოდ მე უნდა ვიყო. იაგო, გაიგე ერთხელ და სამუდამოდ, რომ ფულის გამო არ შემყვარებია დამიკო... ნუ იტანჯავ თავს, გთხოვ. - თქვა და აეტირა.
-თავს არ ვიტანჯავ, აღარც ვბრაზობ, ყველაფერი სულერთია უკვე. - თითქოს გონს მოეგო მამაკაცი, დამშვიდდა და ჩვეულ ტონს დაუბრუნდა.
-როგორ არის სულ ერთი, როცა შენი ცოლი მქვია და მტანჯავ?! ისე მექცევი, რომ ყოველდღე ვიგრძნო თავი საშინელ ქალად.
-ისე გექცევი, როგორც შემიძლია. სხვანაირად აღარ მწამს.
-არ გეშინია, რომ ერთ დღეს დაიღლები?! რომ დაგღლის ჩემი სათამაშოსავით წვალება, სიამოვნებას აღარ მოგანიჭებს ჩემზე შურისძიება და მერე? მერე რა იქნება?
-მერე? - გაუაზრებლად გაიმეორა კითხვა იაგომ და მეწამულისფერი სითხე ჭიქის კედლებს მოატარა.
-მერე იგრძნობ, რომ აღარაფერი დარჩა. დამიკო მკვდარია და ჩვენც აღარ ვიქნებით... იაგო და ანა, ნუთუ აღარაფერს ნიშნავს ეს სახელები შენთვის?!
-ძალიან აშკარად ცდილობ ჩემში ძველი იაგოს გამოჭერას, ძვირფასო. - მცირეხნიანი დუმილის შემდეგ, როცა ანას ეგონა, რომ დააფიქრა მამაკაცი, ამ უკანასკნელმა მსუბუქი სიცილით აღნიშნა. - არ ივარგებს მასე; უფრო მალე დაიღლები.
-რატომ გგონია, რომ დავიღლები იმის ძიებით, რაც ნამდვილად ვიცი, არსებობს?!
-არა, არ იცი. მოდი ვაღიაროთ, რომ ყოველდღე, გაღვიძებისას, თავიდან გეპარება ეჭვი, ღირს თუ არა ჩემთან ბრძოლა.
-ეს გრძნობა არც შენთვის უნდა იყოს უცხო. - ორაზროვნების სხივი გაუკრთა თვალებში ანას; იაგოს კი გაეცინა, როცა მიხვდა, რას გულისხმობდა ცოლი.
-მომწონს შენთან ლაპარაკი. - აღნიშნა მერე ღიმილით.
-კი არ მოგწონს, გენატრება. - შეუსწორა ყიფშიძემ და თითქოს უფრო დიდგულზე მოვიდა.
-ჰო, შეიძლება ასეც ითქვას.
-რამდენს ვლაპარაკობდით, გახსოვს? დღე, როცა შენ არ გიზიარებდი აზრებს, ყველაზე უაზრო და უფერული იყო. როგორ შეიძლება, ეს არ გაკლდეს ცხოვრებაში? როგორ შეიძლება, არ გენატრებოდე?
-შენგან განსხვავებით, მე კარგად მახსოვს, რა ვიყავით ერთმანეთისთვის, სანამ დავშორდებოდით...
-რა ვიყავით?! - ბრაზი მოერია ქალს.
-უცხოები. - ღიმილითა და ხრინწშეპარული ხმით დაილაპარაკა იაგომ. ეს იყო ყველაზე სევდიანი, ყველაზე ტკივილიანი და გულწრფელი ღიმილი, რაც კი ყიფშიძისთვის ოდესმე გაემეტებინა. - ვერასდროს ამჩნევდი, როგორ გავუცხოვდით, ხომ ასეა? დღემდე ამტკიცებ, ფული არ შემყვარებია დამიანეშიო, მაგრამ ვერც ხვდები, რა შემატა მაგ წყეულმა მდგომარეობამ დამიკოს! კაფეები შემატა, კინოები, რესტორნები, თეატრები, ოპერები, ათასგვარი საჩუქრები, შესანიშნავად, ლაღად გატარებული საღამოები... დრო, რომელიც მხოლოდ შენთვის შეეძლო დაეთმო იმიტომ, რომ ჰქონდა ამის ფუფუნება. და მე? სად ვიყავი ამ დროს მე, ანა?! სად ვიყავი, როცა თქვენ ერთმანეთი გიყვარდებოდათ?! - თვალებჩაწითლებული და აღელვებული, როგორც არასდროს, ანას მიაჩერდა პასუხის მოლოდინით გაშმაგებული.
-მუშაობდი... - დაიჩურჩულა სირცხვილის გრძნობით ერთიანად ახურებულმა. მოეჩვენა, რომ იმდენად დიდსა და მნიშვნელოვან კითხვას უპოვა პასუხი, ტირილი მოუნდა.
იაგოს გაეღიმა და თითქოს ამ მოქმედებით გამოხატა შვება, რომელიც ქალის სიტყვებმა მოუტანა.
-ყველა ამტკიცებდა, რომ ლაღი, თავისუფალი, კეთილი და მხიარული კაცი იყო დამიანე ყიფშიძე. ისეთი, რომ არ შეიძლებოდა, არ გყვარებოდა. ვინ იცნობდა ჩემზე უკეთ?! ყველაზე კარგად მე ვიცოდი, რა საოცარი კაციც იყო და მუდმივად მშურდა მისი. შეეძლო, დღესასწაული ჰქონოდა უბრალო, მზიან დღეს. არასდროს ნერვიულობდა, ჰქონდა სიმშვიდის ფუფუნება და ბედნიერების. ყოველთვის, როცა ჩემს თავს მასთან ვადარებდი, თავს ვგრძნობდი, როგორც მის ფეხებთან დაგდებული, ჭუჭყიან ჩვარი. დღემდე ასე ვფიქრობ... ამ განცდას ვერაფერს ვუხერხებ, მჭამს! - ბოლო სიტყვების წარმოთქმისას ორივე ხელი მომუშტა იაგომ და თვალებიც მაგრად დახუჭა. - არასდროს მოატყუო შენი თავი, რომ მის შეძლებულობაზე არ გაყიდულხარ. სწორედ ეს ქენი და ამაში ყველამ შეგიწყო ხელი: ბაიამ, დედაშენმა, მამაშენმა, ნათესავებმა, მეგობრებმა... ყველამ იცოდა, რომ მიყვარდი უფრო ადრე, ვიდრე დამიკოს, მაგრამ შენთან მოახლოვების უფლება არ მომცეს.
-იმიტომ გვიხდი ყველას სამაგიეროს?!
-ადრეც გითხარი, ახლაც გაგიმეორებ - მე შენ სამაგიეროს არ გიხდი. უბრალოდ გაჩვენებ, რომ ახლა ასეთი ვარ: მდიდარი, წარმოსადეგი, დახვეწილი და ელეგანტური, მაგრამ არასდროს ვიქნები კარგი ქმარი, საამაყო მეგობარი და შესაშური სიძე. არასდროს გინდოდით და ვერც ახლა მიმიღებთ. - თქვა მშვიდად, აუღელვებლად, მაგრამ მაინც მოელვარე თვალებითა და ოდნავ დაჭიმული ძარღვებით ყელზე.
-აი, თურმე რა... - ცრემლებში ჩამხრჩვალი ხმით დაილაპარაკა ანამ. - რას არ მპატიობ...
-დამიკოს ადგილზე რომ ვყოფილიყავი, მე შეგიყვარდებოდი. - იმდენად დიდი თავდაჯერებით წარმოთქვა სიტყვები გურიანმა, რთული იყო არ დაგეჯერებინა მისი ჭეშმარიტება. - მე და შენ ვივლიდით კინოში, კაფეებსა და თეატრებში. მე მიგაცილებდი ღამე სახლში და გაკოცებდი მაჯაზე, რომ შენი აჩქარებული პულსი ტუჩებქვეშ მეგრძნო. ჩემზე იფიქრებდი, რომ ყველაზე სასიამოვნო და უბრალო ადამიანი ვარ, რადგან ოჯახის პრობლემებით, მევალეებითა და საშინელი უფროსებით არ ვიქნებოდი დამძიმებული. მე ვიქნებოდი ის, ვინც თავისუფლებას შემოიტანდა შენში და შეგიყვარდებოდი... ისე, როგორც დამიანე შეგიყვარდა...
-დამიკოს არასდროს უკოცნია მაჯაზე... - დაიჩურჩულა ყიფშიძემ და სხვა მხარეს გაატრიალა თავი, რათა მამაკაცის მტანჯველად მართალი თვალებისთვის აღარ ეყურებინა.
-ვიცი. - გაეღიმა იაგოს. მერე კი უფრო ჩუმი ხმით გააგრძელა: - იცი რა იდეალური მაჯები გაქვს? ყველაზე ლამაზი მაჯები. ალბათ თუ რამეა შენში სრულყოფილი, ეგ ორი წვრილი სპილოსძვლისფერი მაჯაა. - ანას გულის ამოჯდომამე ტირილი მოუნდა, მაგრამ ქვედა ტუჩი კბილებშორის მოიქცია და მაგრად დააჭირა ყბები. თმა სახეზე ჩამოშლოდა, ამიტომაც ვერ ხედავდა მის სახეს იაგო, მაგრამ მოცახცახე მხრებით ხვდებოდა, ტიროდა. ვერც ანა ხედავდა მის სახეს; მზერა ჯიუტად გაეშტერებინა კარისთვის. მაგრამ დანამდვილებით იცოდა, ბოლო სიტყვების თქმის შემდეგ გურიანსაც ჩამოუგორდებოდა მართალი თვალებიდან ცრემლი.

მათ შორის დარჩენილი სივრცეები, რომელიც ასე მრავლად იყო, დუმილმა შეავსო. მიუხედავად იმისა, რომ ერთადერთი საღამო ჰქონდათ გულწრფელად სალაპარაკოდ, გასარჩევი კი უზომოდ ბევრი, მაინც ორივე ერთგულად იცავდა სიჩუმეს.
ანა არც ინძრეოდა. სხეული თითქოს გაყინვოდა. მხოლოდ ცხელი ამონასუნთქით ხვდებოდა, რომ მასში ჯერ კიდევ ცოცხლობდა რაღაც.
იაგოც არ ცდილობდა ხმაურს. იჯდა და მშვიდად სვამდა სამის მაგივრად დასალევ ღვინოს.
როცა ბოთლი გამოცალა და მიხვდა, ვეღარაფერს გააკეთებდა, თუ ისევ საუბარს არ განაგრძობდა, ფრთხილად წამოდგა. ზემოდან დახედა ქალს, რომელიც ისევ არ უყურებდა და მოეჩვენა, რომ მოტირალი უფრო ლამაზი იყო, ვიდრე უბრალო და მშვიდი.

-მორჩა ჩვენი გულწრფელობის საღამო... თუ დამიანეს მოგონების საღამო... მოკლედ, მორჩა ჩვენი ერთ მაგიდასთან ჯდომა. - ოდნავ შემთვრალი ტონით დაილაპარაკა, კიდევ რამდენიმე წამი დაჰყო ფეხზე მდგარმა და მერე შებრუნდა წასასვლელად.
-დღეს დამიკოს გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა... - ზურგსუკან გაიგო იმდენად ჩუმი ჩურჩული, ეგონა, მოესმა. შემობრუნდა და წააწყდა კიდეც ტირილისგან ზღვად გადაქცეულ თვალებს. - და მე ამ საღამოს ყველა ცრემლი შენთვის დავღვარე.
დალეული ღვინო სისხლში აუდუღდა იაგოს. სისუსტე იგრძნო და მიხვდა, რომ აღარასდროს უნდა დაელია ანას თანდასწრებით.
-შენი არ მეშინია, იაგო. შეუძლებელია იმ კაცმა მოგკლას, ვისაც უყვარხარ. - თვალები თითქოს გადაეწმინდა ყიფშიძეს და ისევ გამოჩნდა მათში მოგიზგიზე ცეცხლი.

გურიანს რამდენიმე წამის დაგვიანებით გაეღიმა. მერე, ნელ-ნელა აღრფრთოვანებაშეპარული ირონიაც ჩაუდგა თვალებში და ორივე მიხვდა, რომ საღამო დასრულდა.
ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. განვლილი საღამო კი რეალობას მოწყდა, ჩამოშორდა და ორივეს გულებში ღრმად გაიდგა ფესვი.
მამაკაცს არაფერი უთქვამს. მხოლოდ ცოტა ხნით უყურა ხალიჩაზე მჯდომის შემართებით აღსავსე თვალებს. მერე შებრუნდა და წავიდა.
თორმეტის შესრულებას წუთები აკლდა.
სიყალბე მალე მიეპარებოდა ოქროსფერ სახლს და ისევ ძლიერ მარწუხებში მოიქცევდა ყველასა და ყველაფერს ირგვლივ...



უბრალოდ არ მინდა ამ თავის შემდეგ რამე ვთქვა. ის არის, რაც არის.
ველი თქვენს შეფასებებს heart_eyes
პ.ს. ეს თავი ოფიციალურად ეკუთვნის ჩვენს მარიამს. (sameone crazy girl)
მიყვარხარ, შე ბოროტო ქალო joy heart_eyes heart_eyesскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი sameone crazy girl

ხელმოწერას ვითხოვ!!!!!
ეს თავი ჩემია და გაიგოს ყველამ,დიახ დიააახ smile smile
" მე ბოროტ ქალს მაგიჟებ შენ ბოროტი ქალი"

 



№2 სტუმარი Qeti qimucadze

Agfrtovanebuli var. Grznobata feierverki iyo. Zustad gadmocemuli. Yovelgvari minusis garwshee. Moutmenlad gelitt. Me tqven imfaqts dammartebt raa. Argecodwbittt? Vici rtulia aseti istoriis ceraa. Magram me yoveldge minda cavikitxo es istoriaaa. Iqneb shualedi sheamciroo ha, ras ityvi? Zaan magari gogo xar

Orive aq yofilxart. Ra kargiaa. Simeone shen gasagonadac vambobb

 



№3 სტუმარი სტუმარი ნინი

უმშვენიერესია

 



№4  offline წევრი შამხათი

საოცარი იყო, ეს გულწრფელობის საღამო ყველაფრად ღირდა.

 



№5  offline ახალბედა მწერალი sopiko

ფუჰ, როგორ მეშლება საკუთარ თავზე ნერვები, რომ დრო არ მაქვს ამ ყველაფერზე ბევრი ვიფიქრო და ის ვთქვა, რისი თქმაც სულით ხორცამდე მსურს.
მე ისევ და ისევ ანას მხარეს ვარ, მიუხედავად იმისა, რომ იაგო, როგორც უკვე გითხარი, ჩემი ოცნების მამაკაცს ჰგავს (რეტს ვგულისხმობ).
პირველ რიგში წინა თავზე მინდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა. მეშვიდე ნაწილი... ეს იყო ოჯახი. ჩემთვის რომ ვინმეს მოეცა ნება, დამესათაურებინა შენი ნაწარმოების თითოეული თავი, დავარქმევდი ოჯახს და რატომ... იმიტომ, რომ იყვნენ იაგო, ანა, დამიკო და ცოტნე. დამიკოს სურათი, ანას ცრემლები, ცოტნეს ცხელი თავი და იაგოს სახელურთან გაშეშებული ხელი. იმდენად ემოციური იყო, იმდენად სევდისმომგვრელი, იმდენად ერთმანეთში გადახლართული, რომ რა ვიცი, მერამდენედ გავიფიქრე: ეს გოგო სასწაულია!
ჰო, ახლა გულწრფელობის საღამო.
როგორ შეიძლება ასე მშვენივრად აღწერო ორი ადამიანის დიალოგი?
არ შეიძლება!
ან შეიძლება, ოღონდ მხოლოდ შენთვის...
იყო სიტყვები, რომელთაც მრავალჯერ ვკითხულობდი, ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, მაგრამ მაინც ვერ ვწვდებოდი ბოლომდე, მერე ვბრაზდებოდი, იაგოზე, ანაზე, მერე ისევ თავიდან ვიწყებდი, ბოლოში ჩავდიოდი, რამდენი დამრჩა_მეთქი, თან ვერ ვითმენდი და თვალებით კამელიებს ვეძებდი.
ეს არ შეიძლება ჩვეულებრივმა მწერალმა აგრძნობინოს ჩვეულებრივმა მკითხველს.
ეს მხოლოდ არაჩვეულებრივებს შეუძლიათ.
ნუ, რა...
რაღაა საჭირო, რომ დავამატო...
ბევრი, ბევრი მრავალწერტილი.

 



№6  offline ახალბედა მწერალი lullaby

სასწაული დიალოგები გაქვს...
არ ვიცი, რა გეგმა გაქვს და რას ქმნი, მაგრამ ფაქტია - უზომოდ ნასიამოვნებს მტოვებ ყოველი თავის ბოლოს...
იაგოს „ძვირფასო“ აწი აღარ მომეჩვენება გულისამრევად. ის იაგო შემოგვაპარე, რომლის გამართლებაც (რატომღაც) არ მინდოდა. :დდ საკუთარ თავთანაც ძნელია აღიარება, მაგრამ... მესმის მისი. და ანასი რა თქმა უნდა.

 



№7  offline ახალბედა მწერალი An_Gel

sameone crazy girl
ხელმოწერას ვითხოვ!!!!!
ეს თავი ჩემია და გაიგოს ყველამ,დიახ დიააახ smile smile
" მე ბოროტ ქალს მაგიჟებ შენ ბოროტი ქალი"

ჩემზე რომ ბოროტს იტყვი ადამიანი disappointed disappointed joy joy
Qeti qimucadze
Agfrtovanebuli var. Grznobata feierverki iyo. Zustad gadmocemuli. Yovelgvari minusis garwshee. Moutmenlad gelitt. Me tqven imfaqts dammartebt raa. Argecodwbittt? Vici rtulia aseti istoriis ceraa. Magram me yoveldge minda cavikitxo es istoriaaa. Iqneb shualedi sheamciroo ha, ras ityvi? Zaan magari gogo xar

Orive aq yofilxart. Ra kargiaa. Simeone shen gasagonadac vambobb

უღრმესი მადლობა! ძალიან მიხარია, რომ მოგწონთ და რომ მოდის ემოცია თქვენთან ისე და იმ დოზით, როგორც მე მინდა მთელი გულით, რომ მოდიოდეს. სამწუხაროდ ვერ შევამცირებ ამ პაუზებს თავებს შორის. ამ დროშიც მიჭირს ხოლმე თქვენთვის ახალი თავის მომზადება. ბოდიში... disappointed

სტუმარი ნინი
უმშვენიერესია

ძალიან დიდი მადლობა heart_eyes
შამხათი
საოცარი იყო, ეს გულწრფელობის საღამო ყველაფრად ღირდა.

უღრმესი მადლობა, ნანა. მიხარია, რომ ისევ ჩემთან ხარ heart_eyes heart_eyes
sopiko
ფუჰ, როგორ მეშლება საკუთარ თავზე ნერვები, რომ დრო არ მაქვს ამ ყველაფერზე ბევრი ვიფიქრო და ის ვთქვა, რისი თქმაც სულით ხორცამდე მსურს.
მე ისევ და ისევ ანას მხარეს ვარ, მიუხედავად იმისა, რომ იაგო, როგორც უკვე გითხარი, ჩემი ოცნების მამაკაცს ჰგავს (რეტს ვგულისხმობ).
პირველ რიგში წინა თავზე მინდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა. მეშვიდე ნაწილი... ეს იყო ოჯახი. ჩემთვის რომ ვინმეს მოეცა ნება, დამესათაურებინა შენი ნაწარმოების თითოეული თავი, დავარქმევდი ოჯახს და რატომ... იმიტომ, რომ იყვნენ იაგო, ანა, დამიკო და ცოტნე. დამიკოს სურათი, ანას ცრემლები, ცოტნეს ცხელი თავი და იაგოს სახელურთან გაშეშებული ხელი. იმდენად ემოციური იყო, იმდენად სევდისმომგვრელი, იმდენად ერთმანეთში გადახლართული, რომ რა ვიცი, მერამდენედ გავიფიქრე: ეს გოგო სასწაულია!
ჰო, ახლა გულწრფელობის საღამო.
როგორ შეიძლება ასე მშვენივრად აღწერო ორი ადამიანის დიალოგი?
არ შეიძლება!
ან შეიძლება, ოღონდ მხოლოდ შენთვის...
იყო სიტყვები, რომელთაც მრავალჯერ ვკითხულობდი, ერთხელ, ორჯერ, ათჯერ, მაგრამ მაინც ვერ ვწვდებოდი ბოლომდე, მერე ვბრაზდებოდი, იაგოზე, ანაზე, მერე ისევ თავიდან ვიწყებდი, ბოლოში ჩავდიოდი, რამდენი დამრჩა_მეთქი, თან ვერ ვითმენდი და თვალებით კამელიებს ვეძებდი.
ეს არ შეიძლება ჩვეულებრივმა მწერალმა აგრძნობინოს ჩვეულებრივმა მკითხველს.
ეს მხოლოდ არაჩვეულებრივებს შეუძლიათ.
ნუ, რა...
რაღაა საჭირო, რომ დავამატო...
ბევრი, ბევრი მრავალწერტილი.

სოფიკო, შენი კომენტარი რამდენჯერ წავიკითხე ვერ გეტყვი და ყოველ ჯერზე საოცარი ემოცია დამიტოვა. შენ მგონი ჩემს გულს ერჩი :დდდ რა თქმა უნდა, არ შეიძლება რომ ჩვეულებრივი მკითხველისთვის დაიწეროს ეს ისტორია. თქვენ არაჩვეულებრივები ხართ და ბევრჯერ ვიტყვი, რომ გამიმართლა თქვენნაირ საოცარ ადამიანებს შორის რომ მოვხვდი.
ახლა რაც შეეხება ისტორიას. მეც ანას მხარეს ვარ, რასაკვირველია. იაგოს თუ უნდა, რომ საუკეთესო დავინახოთ მასში, კიდევ დიდხანს უნდა ეცადოს. ერთი-ორი თავის გამონათება არ არის საკმარისი. მეშვიდე თავზე გეტყოდი, რომ საუკეთესო სათაური შეურჩიე. ჩემთვისაც იმიტომ არის ეგ თავი განსაკუთრებული, რომ ოჯახური სითბო ვიგრძენი, რაც ასეთი არარეალური მეჩვენებოდა, როცა იაგო და ანა დავაქორწინე.
დიალოგებს რაც შეეხება, არ ვიცი. ასე გამოდის უბრალოდ :დდ მიხარია, თუ რაიმე განსაკუთრებულს ხედავ მასში heart_eyes
უღრმესი მადლობა, სოფიკო! შენ არ იცი, როგორ მიყვარს შენი შეფასებები heart_eyes

lullaby
სასწაული დიალოგები გაქვს...
არ ვიცი, რა გეგმა გაქვს და რას ქმნი, მაგრამ ფაქტია - უზომოდ ნასიამოვნებს მტოვებ ყოველი თავის ბოლოს...
იაგოს „ძვირფასო“ აწი აღარ მომეჩვენება გულისამრევად. ის იაგო შემოგვაპარე, რომლის გამართლებაც (რატომღაც) არ მინდოდა. :დდ საკუთარ თავთანაც ძნელია აღიარება, მაგრამ... მესმის მისი. და ანასი რა თქმა უნდა.

ვინმემ რომ მკითხოს, ყველაზე მეტად რისი წერა გიყვარს და გიადვილდებაო, დიალოგებს ვუპასუხებდი დაუფიქრებლად. შესაძლოა ამის "ბრალიც" არის, რომ თქვენ განსაკუთრებით გამოყოფთ ჩემს დიალოგებს. მიხარია, რომ ასეა <3
ამ თავში ყველაზე გულწრფელად ნათქვამი "ძვირფასო" მოვისმინეთ იაგოს მხრიდან. აქამდე მეც კი მაღიზიანებდა მისი უტიფრობა, მაგრამ ამ თავში იყო ამ სიტყვაში დიდი გულწრფელობა და მიხარია, რომ შენც შენიშნე.
იაგოს პერსონაჟი ნელ-ნელა შიშვლდება ჩვენ წინაშე. (ეს ცოტა მხატვრულად რომ ვთქვათ :დდ) ყოველი თავის მერე მეშინია, რომ ზედმეტი მომივა და თქვენ, მკითხველს გაგაღიზიანებთ მისი აშკარა ფერიცვალება. ვცდილობ ფრთხილად ვიმოქმედო. თანაც საერთოდ არ არის ეს პერსონაჟი სანდო. დღეს რომ ერთს ამბობს, ხვალ სხვას აკეთებს. ამიტომაც არ ვჩქარობ მის "გახსნას".
ძალიან დიდი მადლობა, მარიამ. უზომოდ მიხარია, რომ კითხულობ და მოგწონს heart_eyes

 



№8 სტუმარი Ziggystardust

ვაიმეე, ვგიჟდები მე ამ კაცზეე...ანას მაინც არ უნდა და მაჩუქე რაა :დდ ეს ხუმრობით და ისეე ძალიან ემოციური თავი იყო...ზოგიერთი ნაწილი ძალიან ბევრჯერ წავიკითხეეე...ეჰ, იაგოო, ამ კაცსაც აქვს თავისი სიმართლე და მოკალით თუ გინდაა.
შენ არ ვიცი რა გითხრა, სასწაულია რომ ასე შეგიძლია მკითხველამდე ემოციის მოტანა, ისე მსიამოვნებს შენი ისტორიების კითხვა. ძალიან დალაგებული და ჩამოყალიბებული მწერალი ხარ...ველი შემდეგ თავს, იმედია მალე იქნება <3

 



№9 სტუმარი სტუმარი თამო

ამ საიტზე მყავს რამოდენიმე გამორჩეული მწერალი რომლსაც სულ ველოდები ხოლმე და ერთერთი მათგანი შენ ხარ ჩემო კარგო.რაც შეეხება ამ თავს ანას და იაგოს დიალოგი ყველაფერი ჩანდა ამ დიალოგში გულისტკივილი წყენა იაგოს სახეც როგორია და თან სიყალბეს ირგებს ტან ვერ ვხდები რატო აკეთებს ასეთია მართლა თუ უნდა გამოჩნდეს ეგეთი.ეგ ბაიკო კი ტავიდანვე არ მომწონდა და მართალიც აღმოვჩნდი.????????????????

 



№10 სტუმარი სტუმარი თამარა

ანა ნელ-ნელა უფრო ბევრ რამეს აღმოაჩენს და უფრო მეტად იგრძნობს დანაშაულის გრძნობას. ამბობს არსებობდა ანა და იაგოვო და ისე გაუკეთა ქორწინების ბეჭედი დამიკომ და ისე დათანხმდა ანაც რომ არ იცოდა მათი ცხოვრების მთავარმა ნაწილმა ? იაგოსნაირი ადამიანები ბედნიერებაა. დამიანეს ხო არასდროს შეუმჩნევია ერთი შეხედვით წვრილმანი - ლამაზი მაჯები, არც იმდნად იცნობდა ანას, რომ ოცნების სახლი ქონოდა. საერთოდაც რას და რატომ ითხოვს იაგოსგან, როცა ყველაფერი თვითონ გააფუჭა დაუფიქრებლობით. სულელი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემთვის, რომელმაც იცოდა გულის სიღრმეში რომ იაგო სჭირდბოდა და სიმარტივის გამო, ბაიას და დედას დახმარებით აირჩია დამიანე. იაგო შურს ვერ იძიებს, ანა უყვარს და დიდ ხანს ვერ გააგრძელებს ასე. ვფიქრობ, რაღაც სხვა მიზეზი აქვს იაგოს რის გამოც ქონება "დროებით" წაართვა ანას და ამას იყენებს ახლა შურისძიებისთვის. წინა თავში დაგიწერე ერთად არ დატოვო მეთქი მაგრამ გადავიფიქრე. ანა გაიაზრებს თავის შეცდომებს და იაგოსგან საპატიებელი არაფერი მარტო იმიტომ არ აქვს ვერ იაზრბდა რაზე ამბობდა უარს. პ.ს. შენ სასწაული ხარ, ისე გადმოცემ ყველაფერს ვგიჟდები, დიდი ხანია ვკითხულობ აქ და“პირველი ხარ ვისაც კომენტარს ვუწერ!

 



№11  offline ახალბედა მწერალი An_Gel

Ziggystardust
ვაიმეე, ვგიჟდები მე ამ კაცზეე...ანას მაინც არ უნდა და მაჩუქე რაა :დდ ეს ხუმრობით და ისეე ძალიან ემოციური თავი იყო...ზოგიერთი ნაწილი ძალიან ბევრჯერ წავიკითხეეე...ეჰ, იაგოო, ამ კაცსაც აქვს თავისი სიმართლე და მოკალით თუ გინდაა.
შენ არ ვიცი რა გითხრა, სასწაულია რომ ასე შეგიძლია მკითხველამდე ემოციის მოტანა, ისე მსიამოვნებს შენი ისტორიების კითხვა. ძალიან დალაგებული და ჩამოყალიბებული მწერალი ხარ...ველი შემდეგ თავს, იმედია მალე იქნება <3

იაგოსაც აქვს თავისი წილი სიმართლე, რა თქმა უნდა. ეს ხდის ყველაფერს განსაკუთრებულად სევდიანს, ჩემი აზრით. ძალიან დიდი მადლობა, მიხარია, რომ ჩემს ემოციას გრძნობთ heart_eyes heart_eyes
სტუმარი თამო
ამ საიტზე მყავს რამოდენიმე გამორჩეული მწერალი რომლსაც სულ ველოდები ხოლმე და ერთერთი მათგანი შენ ხარ ჩემო კარგო.რაც შეეხება ამ თავს ანას და იაგოს დიალოგი ყველაფერი ჩანდა ამ დიალოგში გულისტკივილი წყენა იაგოს სახეც როგორია და თან სიყალბეს ირგებს ტან ვერ ვხდები რატო აკეთებს ასეთია მართლა თუ უნდა გამოჩნდეს ეგეთი.ეგ ბაიკო კი ტავიდანვე არ მომწონდა და მართალიც აღმოვჩნდი.????????????????

ბაიაზე შეიძლება ითქვას, რომ მართალი აღმოჩნდით :დდ იაგოს რაც შეეხება, არ ვიცი, თქვენ განსაჯეთ, ასეთია თუ ნიღაბს ირგებს უბრალოდ. ამ გულწრფელმა დიალოგმა მართლაც ბევრი რამ შეცვალა. ყოველ შემთხვევაში, მინდოდა, რომ შეეცვალა. უღრმესი მადლობა თქვენ heart_eyes heart_eyes

სტუმარი თამარა
ანა ნელ-ნელა უფრო ბევრ რამეს აღმოაჩენს და უფრო მეტად იგრძნობს დანაშაულის გრძნობას. ამბობს არსებობდა ანა და იაგოვო და ისე გაუკეთა ქორწინების ბეჭედი დამიკომ და ისე დათანხმდა ანაც რომ არ იცოდა მათი ცხოვრების მთავარმა ნაწილმა ? იაგოსნაირი ადამიანები ბედნიერებაა. დამიანეს ხო არასდროს შეუმჩნევია ერთი შეხედვით წვრილმანი - ლამაზი მაჯები, არც იმდნად იცნობდა ანას, რომ ოცნების სახლი ქონოდა. საერთოდაც რას და რატომ ითხოვს იაგოსგან, როცა ყველაფერი თვითონ გააფუჭა დაუფიქრებლობით. სულელი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებს ჩემთვის, რომელმაც იცოდა გულის სიღრმეში რომ იაგო სჭირდბოდა და სიმარტივის გამო, ბაიას და დედას დახმარებით აირჩია დამიანე. იაგო შურს ვერ იძიებს, ანა უყვარს და დიდ ხანს ვერ გააგრძელებს ასე. ვფიქრობ, რაღაც სხვა მიზეზი აქვს იაგოს რის გამოც ქონება "დროებით" წაართვა ანას და ამას იყენებს ახლა შურისძიებისთვის. წინა თავში დაგიწერე ერთად არ დატოვო მეთქი მაგრამ გადავიფიქრე. ანა გაიაზრებს თავის შეცდომებს და იაგოსგან საპატიებელი არაფერი მარტო იმიტომ არ აქვს ვერ იაზრბდა რაზე ამბობდა უარს. პ.ს. შენ სასწაული ხარ, ისე გადმოცემ ყველაფერს ვგიჟდები, დიდი ხანია ვკითხულობ აქ და“პირველი ხარ ვისაც კომენტარს ვუწერ!

აზრი რომ შეიცვალე მიხარია. ეგ იმას ნიშნავს, რომ სხვა მხრიდან მოვახერხე და დაგანახეთ ეს პერსონაჟები და ზოგადად, მოცემული სიტუაცია. ანას ასე ხელაღებით მე ვერ გავამტყუნებდი. არც იაგო ამტყუნებს. დამიანე მართლა უყვარდა ამ ქალს. ძალიან ძლიერ უყვარდა. თუმცა გეთანხმებით, რომ რაღაც გავლენები ყველაფერმა იქონია. ვნახოთ როგორ გავითარდება მოვლენები. მადლობა, რომ კითხულობთ heart_eyes heart_eyes

 



№12 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან მომეწონა დაა უბეალოდ სიტყვები არ მყოფნის ყოჩაღ მაგარი გოგოხარ.იმედია დიდხანს არ გვალოდინებ და მალე გააგრძელებ

 



№13  offline აქტიური მკითხველი უცნობი ქ

ხომ ვამბობდი არა იაგოსაც ექნება თავისი გამართლება თქო... ამ თავში მე მესმოდა იაგოს და ალბათ ბოლომდე არც ვამტყუვნებ, ძნელია როდესაც ამდენი ადამიანი გიყენებს, გეწინააღმდეგება და უარგყოფს და ისიც კი ვიფიქრე რომ ყველა იმსახურებს ისეთ დამოკიდებულებას რასაც იაგო იჩენს მათ მიმართ. უბრალოდ არ მინდა იაგო ბოლომდე დაეცეს, ზღვარი უნდა გაავლოს და არ უნდა გადალახოს. ღირსება უნდა შეინარჩუნოს და კიდევ გული უნდა აიძგერდეს თავიდან ისევე როგორც ადრე ანას გამო... უნდა გაიგოს ანას დაკარგვის შიში რა არის უნდა გაიხსებოს ეს გრძნობა ოღონდ გაასმაგრბულად, რათა დაიბრუნოს ის ძველი სახე ახალი ინტერპრეტაციით...
ანა შემეცოდა და ვიცი იაგოსაც შეეცოდა იმ სიმართლისთვის რაც ანას უთხრა... ვწუხვარ რომ ასე ინგრევა მათი ურთიერთობა, ახლა ჭირდება მათ ძლიერი კავშირი...
კიდევ ერთი რაც აღმაფრთოვანებს იაგოში ეს მისი საქციელია. მიუხედავად იმისა რომ შურისძიება უნდა მაინც ზრუნავს ანაზე, თავისებურად მაგრამ ხომ ზრუნავს და კიდევ მისი დამოკიდებულება და სიყვარული ცოტნეს მიმართ. ეს ყველაფერი უბრალოდ შეუფასებელია ჩემთვის და იმ იაგოს მაჩვენებს, რომელსაც ასე კარგად მალავს ყველასგან და უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისგან...
ანა შენ უბრალოდ საოცრება ხარ და ყოველ ახალ ატვირთულ თავზე ვრწმუნდები შენს პროფესიონალიზმში...

 



№14 სტუმარი სტუმარი მარიამი

აღფრთოვანებული ვარ! ოღონდ ეს სიტყვა მიახლოებითაც ვერ აღწერს იმ ნამდვილ ემოციას, რასაც განვიცდი. ვერ დავიჯერებ რო ეს აქამდე არავის შემოუთავაზებია შენთვის,ან თვითონაც არ გიფიქრია ამაზე. ვფიქრობ,შესანიშნავი,რეალური და ,,საოსკარე" (:D) ფილმი გამოვიდოდა.ვისურვებდი რომ მენახა.არაჩვეულებრივი იქნება.ვფიქრობ ღირს ამაზე დაფიქრება

სტუმარი მარიამი
აღფრთოვანებული ვარ! ოღონდ ეს სიტყვა მიახლოებითაც ვერ აღწერს იმ ნამდვილ ემოციას, რასაც განვიცდი. ვერ დავიჯერებ რო ეს აქამდე არავის შემოუთავაზებია შენთვის,ან თვითონაც არ გიფიქრია ამაზე. ვფიქრობ,შესანიშნავი,რეალური და ,,საოსკარე" (:D) ფილმი გამოვიდოდა.ვისურვებდი რომ მენახა.არაჩვეულებრივი იქნება.ვფიქრობ ღირს ამაზე დაფიქრება

აქვე აღვნიშნავ რომ სათაურიც ძალიან ორიგინალური და კარგი აქვს

 



№15  offline წევრი გეგე მარიშკა

ძალია მომწონს ეს ისტორია იმედია ყველაფერი მალე დალაგდება ძალიან მაგარი ხარ <3

 



№16  offline ახალბედა მწერალი An_Gel

სტუმარი მარიამი
ძალიან მომეწონა დაა უბეალოდ სიტყვები არ მყოფნის ყოჩაღ მაგარი გოგოხარ.იმედია დიდხანს არ გვალოდინებ და მალე გააგრძელებ

უღრმესი მადლობა heart_eyes heart_eyes შევეცდები, არ გალოდინოთ <3
სტუმარი მარიამი
აღფრთოვანებული ვარ! ოღონდ ეს სიტყვა მიახლოებითაც ვერ აღწერს იმ ნამდვილ ემოციას, რასაც განვიცდი. ვერ დავიჯერებ რო ეს აქამდე არავის შემოუთავაზებია შენთვის,ან თვითონაც არ გიფიქრია ამაზე. ვფიქრობ,შესანიშნავი,რეალური და ,,საოსკარე" (:D) ფილმი გამოვიდოდა.ვისურვებდი რომ მენახა.არაჩვეულებრივი იქნება.ვფიქრობ ღირს ამაზე დაფიქრება

სტუმარი მარიამი
აღფრთოვანებული ვარ! ოღონდ ეს სიტყვა მიახლოებითაც ვერ აღწერს იმ ნამდვილ ემოციას, რასაც განვიცდი. ვერ დავიჯერებ რო ეს აქამდე არავის შემოუთავაზებია შენთვის,ან თვითონაც არ გიფიქრია ამაზე. ვფიქრობ,შესანიშნავი,რეალური და ,,საოსკარე" (:D) ფილმი გამოვიდოდა.ვისურვებდი რომ მენახა.არაჩვეულებრივი იქნება.ვფიქრობ ღირს ამაზე დაფიქრება

აქვე აღვნიშნავ რომ სათაურიც ძალიან ორიგინალური და კარგი აქვს

ფილმი? :დდდ ვაიმე, არ ვიცი, ძალიან არარეალურად მეჩვენება :დდ მაგრამ მიხარია, თუ შენ ამ კუთხითაც ხედავ "კამელიებს" ძალიან დიდი მადლობა heart_eyes
გეგე მარიშკა
ძალია მომწონს ეს ისტორია იმედია ყველაფერი მალე დალაგდება ძალიან მაგარი ხარ <3

უღრმესი მადლობა <3 მეც ვიმედოვნებ, რომ მალე დალაგდება ყველაფერი relaxed

უცნობი ქ
ხომ ვამბობდი არა იაგოსაც ექნება თავისი გამართლება თქო... ამ თავში მე მესმოდა იაგოს და ალბათ ბოლომდე არც ვამტყუვნებ, ძნელია როდესაც ამდენი ადამიანი გიყენებს, გეწინააღმდეგება და უარგყოფს და ისიც კი ვიფიქრე რომ ყველა იმსახურებს ისეთ დამოკიდებულებას რასაც იაგო იჩენს მათ მიმართ. უბრალოდ არ მინდა იაგო ბოლომდე დაეცეს, ზღვარი უნდა გაავლოს და არ უნდა გადალახოს. ღირსება უნდა შეინარჩუნოს და კიდევ გული უნდა აიძგერდეს თავიდან ისევე როგორც ადრე ანას გამო... უნდა გაიგოს ანას დაკარგვის შიში რა არის უნდა გაიხსებოს ეს გრძნობა ოღონდ გაასმაგრბულად, რათა დაიბრუნოს ის ძველი სახე ახალი ინტერპრეტაციით...
ანა შემეცოდა და ვიცი იაგოსაც შეეცოდა იმ სიმართლისთვის რაც ანას უთხრა... ვწუხვარ რომ ასე ინგრევა მათი ურთიერთობა, ახლა ჭირდება მათ ძლიერი კავშირი...
კიდევ ერთი რაც აღმაფრთოვანებს იაგოში ეს მისი საქციელია. მიუხედავად იმისა რომ შურისძიება უნდა მაინც ზრუნავს ანაზე, თავისებურად მაგრამ ხომ ზრუნავს და კიდევ მისი დამოკიდებულება და სიყვარული ცოტნეს მიმართ. ეს ყველაფერი უბრალოდ შეუფასებელია ჩემთვის და იმ იაგოს მაჩვენებს, რომელსაც ასე კარგად მალავს ყველასგან და უპირველეს ყოვლისა საკუთარი თავისგან...
ანა შენ უბრალოდ საოცრება ხარ და ყოველ ახალ ატვირთულ თავზე ვრწმუნდები შენს პროფესიონალიზმში...

გეთანხმები, როგორც ყოველთვის. იაგომ უნდა გაიხსენოს, რა მნიშვნელობა ჰქონდა მის ცხოვრებაში ანას. ოღონდ უნდა გაიხსენოს ბოლომდე, მთელი სიცხადით. ანა იბრძლოებს ამისთვის და მე ისღა დამრჩენია, დავეხმარო :დდ
მიხარია, რომ ამ თავში დანახული იაგო მოგეწონა. შენ ერთ-ერთი იმათგანი ხარ, ვინც ყოველთვის ცდილობს მეტი დაინახოს ამ პერსონაჟის საქციელებში და ამ თავმა მემგონი ყველაზე მეტი მიზეზი მოგცა relaxed
უღრმესი მადლობა, სალო, რომ არასდროს გავიწყდება კომენტარის დატოვება. ძალიან ძვირფასი ხარ ამ ისტორიისთვის და ჩემთვის, რაღა თქმა უნდა heart_eyes heart_eyes

 



№17 სტუმარი სტუმარი მარიამი

დღეს არ დადებ ახალს?

 



№18  offline აქტიური მკითხველი La-Na

არა რა,რაც არ უნდა დააშავოს იაგო,მაინც ვგიჟდები მე ამ კაცზე.ყველაფერი სიმართლე იყო და ამაში ანაც დარწმუნდა.იცი რატომ მიყვარს შენი ისტორიები?ზუსტად იმას ამბობ შენი გმირებით რაც ცხოვრებაში დაგაფიქრებს,ბევრს სწორ გზას უჩვენებს.ძალიან მაგარი გოგო ხარ მართლა და იმსახურებს შენი ისტორიები ფართო ასპარესზე გამოსვლას heart_eyes kissing_heart როგორ გამაბედნიერებდა ვერც კი წარმოიდგენ კატერინას და კამელიების წიგნები ამშვენებდეს,ჩემს არც ისე დიდი ბიბილიოთეკას(ასე რომ ვთქვათ)ველი ახალ თავს და ანას მოქმედებას.ზოგადად არ მიყვარს ქმარი გარდაეცვლება, მერე სხვა შეუყვარდება და ასე შემდეგ,თუმცა ახლა ძალიან მინდა იაგო შეუყვარდეს და რა ვქნა wink
--------------------
ლანა

 



№19  offline ახალბედა მწერალი An_Gel

სტუმარი მარიამი
დღეს არ დადებ ახალს?

ვერა, სამწუხაროდ :( ყოველ მეოთხე დღეს ვდებ ახალ თავს relaxed
La-Na
არა რა,რაც არ უნდა დააშავოს იაგო,მაინც ვგიჟდები მე ამ კაცზე.ყველაფერი სიმართლე იყო და ამაში ანაც დარწმუნდა.იცი რატომ მიყვარს შენი ისტორიები?ზუსტად იმას ამბობ შენი გმირებით რაც ცხოვრებაში დაგაფიქრებს,ბევრს სწორ გზას უჩვენებს.ძალიან მაგარი გოგო ხარ მართლა და იმსახურებს შენი ისტორიები ფართო ასპარესზე გამოსვლას heart_eyes kissing_heart როგორ გამაბედნიერებდა ვერც კი წარმოიდგენ კატერინას და კამელიების წიგნები ამშვენებდეს,ჩემს არც ისე დიდი ბიბილიოთეკას(ასე რომ ვთქვათ)ველი ახალ თავს და ანას მოქმედებას.ზოგადად არ მიყვარს ქმარი გარდაეცვლება, მერე სხვა შეუყვარდება და ასე შემდეგ,თუმცა ახლა ძალიან მინდა იაგო შეუყვარდეს და რა ვქნა wink

გეთანხმები, რაღაც აქვს იაგოს პერსონაჟს ისეთი, სულ რომ საშინელება აკეთოს, მაინც რომ მიგიზიდავს. მიხარია, თუ ჩემი სათქმელი რეალობასთან ახლოსაა შენთვის. ეს ჩემთვის უმთავრესია.
აუ, ლანა, ისეთებს მეუბნები ხოლმე, მერე აღარ ვიცი, რა გიპასუხო. ძალიან დიდი მადლობა! უზარმაზარი მადლობა, რომ ყოველთვის იცი, როგორ გამაბედნიერო შენი კომენტარებით heart_eyes heart_eyes

 



№20 სტუმარი სტუმარი მარიამი

აუ როდის დადებ ვეღარ ვითმენ

თქვენს გვერდზე რომ არის ბრჴოლა სიცოცხლისათვის რა კარგია რატო არ აგრძელებ.ძალიან მომეწონა

 



№21  offline ახალბედა მწერალი An_Gel

სტუმარი მარიამი
აუ როდის დადებ ვეღარ ვითმენ

თქვენს გვერდზე რომ არის ბრჴოლა სიცოცხლისათვის რა კარგია რატო არ აგრძელებ.ძალიან მომეწონა

ახალ თავს დავდებ ზეგ. (ყოველ მეოთხე დღეს ვდებ) მიხარია, რომ ელოდებით <3
ეგ ისტორია ჩემი არ არის. შეცდომით იდო ჩემს გვერდზე და წავაშლევინე უკვე relaxed

 



№22 სტუმარი სტუმარი მარიამი

ასე გვიან რატოოოოო ვეღარ ვითმენ

 



№23 სტუმარი სტუმარი Skubidu

ახალს როდის დადებ ემოციებში ვარ

 



№24  offline ახალბედა მწერალი An_Gel

სტუმარი Skubidu
ახალს როდის დადებ ემოციებში ვარ

დღეს საღამოს, სავარაუდოდ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent