შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ 4 თავი


19-11-2017, 20:09
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 463

შენ, შენ არ ხარ 4 თავი

-.- ელენე, ალექს გეფიცები მაგ ტელეფონს აივნიდან ვისვრი. ვყვირი გამწარებული, როდესაც დავინახე როგორ იღებდა ელენე ჩემ ყველა  მოძრაობას.
- მართლა? გაოცებული მეუბნება ის.
- არა ტყუილად.
- კარგი რა თათა რაგჭირს ერთხელ მაინც გაიცინე, გაუცინარ ხელმწიფეს რომ დაემსგავსე.
- ნერვებს თუ არ მომიშლით კარგი იქნება. მათი ლაპარაკისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია საწოლში შევწექი. ყურსასმენები გავიკეთე და რაც შემეძლო ხმამაღლა ვუსმენდი სიმღერებს.

არ ვიცი რატომ მაგრამ უეცრად დავიწყე ფიქრი იმ პოლიციელზე, ეხლაც თვალწინ მიდგას მისი სახე. საოცრად რომ უხდება ღიმილი, ულამაზესი ბალოტისფერი თვალები აქვს. აი იცით როგორი არც მწვანე, რომ არ არის და არც ცისფერი ზუსტად ისეთი. საოცრად უხდებოდა ოდნავ შეკრეჭილი წვერი, ჩემსავეთ პატარა და საყვარელი ცხვირი აქვს, ასევე საშუალო ზომის ღვინისფერი ტუჩები. მისი ქერა თმა კი ნახევრად გადაპარსული საოცარ ელფერს სცემს მის თვალებს.
ასაკით ჩემზე ერთი წლით დიდი თუ ოქნებოდა ალბათ, სიმაღლეც საკმაოდ კარგი აქვს. აღარაფერს ვამბობ მის სხეულზე, ფოლიციელის ფორმაშიც ეტყობოდა კუბიკებ მუცელზე.
-ღმერთო ჩემო რა გემართებათათა ? როგორ შეიძლება ერთი ნახვით ესე გადაირიო ადამიანზე.
- ჰაა შეგიყვარდა აღიარე ეხლა. ბოროტულად ამომძახა ჩემმა მეორე მემ.
- შემიყვარდა? არა რა სისულეელებს ბოდავ, რასქვია შემიყვარდა. უაზრო ფიქრებისგან თავი გავაქნიე და თვალები მთელი ძალით დავაჭირე ერთმანეთს.
არ მახსოვს როდის ჩამეძინა თუმცა, რაღაც საინტერესოს რომ ვხედავდი სიზმარში მახსოვს.
სადღაც ხალხმრავალ ადგილას ვიყავი, უაზროდ დავბოდიალობდი აქეთ-იქით. გზას ვეძებდი იქედან გამოსასვლელს, როდესაც ვიღაცამ ხელი ჩამკიდა და ჩემთვის უცხო მისამართით წამიყვანა.
- რას აკეთებ? მახსოვს როგორ შევცბი მის შეხებაზე.
- უბრალოდ მენდე. მისი ბოხი ხმის გაგებისას, ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა სხეულში. ისიყო მისი სახისთვის უნდა შემეხედა როდესაც ტელეფონის ხმამ გამომაღვიძა.
პირველად მომინდა გამელანძღა ის ვინმაც ეხლა გამაღვიძა, ნერვებმოშლილმა გავახილე თვალები. არც დამიხედია ისე ვუპასუხე, ჩხუბს ვაპირებდი როდესაც ყურმილის მეორე მხარეს ჩემი პატარა ნათლულის ხმა გავიგე.
- ნათლი. საყვარლად ჩამძახა ტელეფონში.
- ხო ნათლიას სიხარულო, ვიცი რომ ძალიან უნამუსო ვარ, ისიც ვიცი რომ უპასუხისმგებლო ვარ. მაგრამ შენს თავს გეფიცები გამოვასწორებ, დღეს გამოგივლი და სადაც მეტყვი იქ წაგიყვან. ერთიანად მივაყარე სათქმელი ჩემს საყვარელ ბიჭს, სანამ ის დამიწყებდა ჩხუბს.
- მართლა? აღფრთოვანებული მეუბნება ის.
- ჰო მართლა, ეხლა ავდგები მოვწესრიგდები და ორსაათში გამოგივლი. მზად დამხვდი კარგი?
- მიყვარხარ. მეუბნება ის და ტელეფონს თიშავს, ბედნიერი წამოვდექი საწოლიდან და სააბაზანოში შევედი. ნახევარ საათიანი ბანაობის შემდეგ, ხალათის სამარა გამოვედი ოთახში.
შავი ჯინსის შარვალი, იმავე ფერის შავი სვიტერი, შავი ტყავის კურტკა და თეთრი ფერის კედები ჩავიცვი, გასაღები ჩანთა და ტელეფონი ავიღე შემდეგ კი სამზარეულოში გავედი. საგაც ელენე და ნუკა დამხვდნენ.
- დილამშვიდობის გოგოებო. ხალისიანად შევძახე ორთავეს.
- დილამშვიდობის, რა კარგად გამოყურები სად მიდიხარ? ეჭვნარევად ამათვალიერა ნუკამ.
- პაემანი გაქ? მას ელენეც აჰყვა.
- რა პაემანი სულ გაგიჟდით, ნიკო უნდა გავასეირნო დილით დამირეკა და გაბრაზებული არის. უკვე ადუღებული წყალი ფინჯანში ჩავასხი, ერთი ორი კოვზი ყავა და ერთი კოვზი შაქარი ჩავყარე, კარგად მოვურიე და ცხელი სითხე ორგანიზმში ჩავუშვი.
- აჰა მეთქი ეღირსა და ვიღაცამ პაემანზე დაპატიჟა თქო. ერთ ხმაში ხარხარებენ ელენე და ნუკა.
- ამათი სასაცილი რომ გახდები დოლიძის ქალო, თავი გაქვს ნამდვილად მოსაკლავი. ხელებს ჰაერში ვმართავ და ქოთქოთით ვტოვებ იქაურობას.
სახლის კარი ხმაურით მივიკეტე ლიფტს აღარ დავლოდებულვარ და მთელი სისწრაფიზტ დავეშვი კიბეებზე.
- თათას გაუმარჯოს. სადარბაზოდან გასულს მესმის ბიჭების ხმა და მეც მათკენ ვბრუნდები.
- პრივეტ სასტავ. ხელის აწევით ვესალმები და ჩემი მანქანისკენ მივდივარ, სადაც ჩემთვის უცნობი მამაკაცი ზურგით დგას.
- უკაცრავად თუ შეიძლება გაიწიეთ.
- გამარჯობა. თქვენია?
- უკაცრავად?
- ეს მანქანა თქვენია?
- დიახ. დაბნეული ვეუბნები მე და მანქანის კარს ვაღებ.
- რა მიეცით?
- მამის საჩუქარია.
- გასაგებია. მეტი აღარაფერი უთქვამს და იქაურობას გაეცალა.
- აკლია ამ ხალხს. გაოცებული მივჩერებივარ მამაკაცს რომელიც, კურტუმოს ქნევით შორდება ჩემს ავტომობილს. მისი ყურებით დიდიხან არ შემიწუხებია თავი,  მანქანაში ჩავჯექი და იქაურობას მალევე გავეცალე.
ბედნიერი მივუყვებოდი გორის აღმართ სადაც ჩემი პატარა კაცი მელოდებოდა.
მანქანა სახლთან
ახლომახლოს გავაჩერე და ჩემი ბიჭის სახლისკენ გავიქეცი.
- ნათლია. მალევე მომესმა მისი ხმა, მეც მისკენ შევტრიალდი და ხელები გავშალე.
როგორ მომნატრებია მისი ჩახუტება, მისი სურნელი. ეს ის არის რაც ნამდვილად მაკლდა.
ნიკო ჩემზე ყოველთვის კარგ გავლენას ახდენდა, ის ჩემთვის ჰაერზე მნიშვნელოვანია. რომ არა ნიკო და ალექსი არ ვიცი მათ გარეშე რა მეშველებოდა.
- მომენატრე ნათლიას კაცო. ბედნიერმა დავუკოცე სახე და ქვემით ჩამოვსვი.
- მეჩ ძალიან მომენატრე ნათლი. მის ნათქვამ მეჩ-ზე სიცილი ამიტყდა და გულში ჩავიკარი.
- თათა როგორ ხარ? მალევე მოგვიახლოვდა ნიკოს დედა ნათია.
- კარგად ნათი შენ? თბილად მოვიკითხე ჩემი ბიჭის დედა.
- ამის ხელში როგორ ვიქნები. ნიკოს თავზე ხელი გადაუსვა და თბილად გაუღიმა საყვარელ შვილს.
- ეს ნათლია და ნათლული როგორ გევხართ ერთმანეთს. სიცილით გვეუბნება ნათია.
- კარგი ნათ ჩვენ წავედით.
- ჭკვიანად.
- მიყვარხარ. ლოყაზე ხმაურით ვკოცნი, ნიკოს ხელი დავავლე და მანქანაში უკანა სავარძლეზე დავსვი.
იქაურობას მალევე გავეცალეთ, გზაში მამას დავურეკე რათა ალექსი ჭავჭავაძეზე მაგდონალში მოეყვანა.
დანიშნულების ადგილას მალევე მივედით, ჩემდა გასაკვირვად მამა და ალექსი უკვე იქ დაგვხვდნენ.
მამას დავემშვიდობეთ შემდეგ კი ორ გიჟთან ერთად შევედი მაგდონალში.
- აბა რას ინებებთ ბატონებო?
- მე ჩიზი და კოლა მინდა. მალევე წამოიძახა ალექსმა.
- მეც იგივეს მაგრამ კოლას მაგივრად ფანტა. ნიკო ზუსტად მე მგავს მასაც ჩემსავეთ ფანტა უყვარს.
- კარგი, კარგი. ფეხზე წამოვდექი რათა შეკვეთის მისეცარას ინებებთ.
- 6 ჩიზბურგერი, ერთი კოლა, ერთი ფანტა და ერთი ყავა.
- გასაგებია. თანხა მივაწოდე და შეკვეთას დაველოდე, მანაც არ დააყოვნა და უკვე დატვირთული დავბრუნდი უკან.
- ინებეთ ბატონებო. ორთავეს ჩამოვურიგე თავიანთი შეკვეთა.
- ბავშვებო თქვენთვის რაღაცის თქმა მინდა. თითების მტვრევით ვეუბნები მათ, რადგან არ ვიცი როგორ მიიღებენ ჩემი "ორსულობის" ამბავს.
- რახდება? ორივემ ერთდროულად წამოიძახეს.
- იცით მე, ბავშვებო.
- რახდება თათ? დაბნეული მეუბნება ალექსი.
- ორსულად ვარ, მალე პატარა მეყოლება. ერთი ამოსუნთქვით ვუთხარი და მათი რეაქციის მოლოდინში თვალები დავხუჭე.
როდესაც რეაქციამ დააგვიანა, ნელ-ნელა გავახილე ჯერ ერთი შემდეგ მეორე თვალი.
- მართლა? მხიარულად წამოიყვირა ალექსმა.
- ჰო მართლა. ნიკოსკენ გავაპარე თვალი, როგორც ჩანს მას არ გაუხარდა ახალი ამბავი ალექსისგან განსხვავებით.
- ნათლი შენ არაფერს მეტყვი?
- ანუ ბავშვი გეყოლება? ჩამქრალი ხმით ამბობს ის.
- ჰო საყვარელო. რა მოხდა არ გაგიხარდა?
- კი გამიხარდა მაგრამ, შენ რომ შვილი გეყოლება მე აღარ გეყვარები?
თვალცრემლიანმა შემომხედა მან.
- რას ამბობ ჩემო სიხარულო, ხომ იცი მე შენ სულ მეყვარები. მე თუ შვილი მეყოლა ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ აღარ მეყვარები. შენ და ალექსი ჩემთვის ყველაფერი ხართ. მისკენ გადავიხარე და თვალებიდან ცრემლები მოვწმინდე.
- ხომ იცი არ მიყვარს როდესაც ტირი.
გული შემეკუმშა როდესაც მისი ცრემლები დავინახე. ვიცი ვცრუობ მაგრამ ელენეს ვერ მივცემ უფლებას ჩემი სისხლი და ხორცი მოიშოროს.
- კარგი აღარ ვიტირებ. ზუსტად ისე გამიღიმა მე რომ მიყვარს და ჭამა განაგრძო. ნიკოს საქციელზე ალექს გაეღიმა და თვალი ჩამიკრა.
ბავშვები ჭამას მალევე მორჩნენ
იქაურობა დავტოვეთ და ისევ გორაზე დავბრუნდით, ოღონდ ამჯერად გორის პარკში. ნიკომ და ალექსმა გამაგიჟეს,
ძალიან დავიღალე აი ისე რომ ბოლოს უკვე ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი, ესენი კი ჯერ სახლში წასვლას არ ჩქარობდნენ.
თუ სადმე გასართობი ნახეს ყველგან გაერთენ, ბოლოს კი სირბილი დაიწყეს.
მათი ზდევით დაღლილმა იქვე, სადაც ერთი ადგილის ჩამოსადები ვნახე  ჩამოვჯექი და შორიდან დავიწყე მათი ყურება.
 უკვე ღამის ცხრა საათი იქნებოდა იქაურობა რომ დავტოვეთ, ბიჭები თავიანთ სახლებში ჩამოვარიგე და ჩემი სახლისკენ ავიღე გეზი.
მოძრაობა საკმაოდ გადატვირთული იყო, ამიტომ რაც შემეძლო ფრთხილად მივიწევდი წინ, ხიდს როდესაც გავცდი გუგუნავაზე ფანართან გავჩერდი. შევამჩნიე იქვე მდგომი მერსედესის ფირმის ავტომობილი. რომელშიც ორი ბიჭი და ორი გოგო ისხდნენ.
- იქნებ ინებო და გადმობრძანდე მაქედან, არ უნდა დაინტერრსდე ვისაც დაარტყი იქნებ მოკალი ადამიანი? ან თვალები სად ჯანდაბაში გქონდა წითელზე მდგომს რომ არტყამ?
გადმობრძანდი და ნახე, ფანარზე ვიდექი და ეხლა სად დგას ჩემი ავტომობილი. იმხელა სიჩქარით დამარტყი რომ სადღაც ტრ***ი მისროლე.
წყობიდან ისე გამოვედი სიყვებს ვერ ვაკონტროლებდი, თან როდესაც ჩემს მანქანას ესეთ დღეში ვხედავდი ჭკუიდან უფეო გადავდიოდი.
- წესიერად მელაპარაკე გოგო. მესმის ბიჭის გაბრაზებული ხმა.
- წესიერად კი არა თუ მოგკიდე ეხლა ხელი, სულ სახით გაფორთხიალებ ასფალტზე. კიდე მე მთხოვ წესიერად ლაპარაკს გამაგებიე? შენ მე ვიღაც დებილი ხომ არ გგონივარ?  ჩემმა ლაპარაკმა ისე გააბრაზა რომ გიჟივით გადმოხტა მანქანიდან და მკლავში ძლიერად ჩამავლო ხელი.
- ეხლა შენ მომისმინე გოგო, სანამ პოლოცია მოსულა აახვიე აქედან თორე აგახევ სახეს. ნამან დროა აორთქლდი თორე, კარგად იცი შენნაირ კა*პებს რასც უკეთებენ.
- ხელი გამიშვი.
- და რომ არ გაგიშვა?
- გამიშვი მეთქი. გაშვების მაგივრად ხელი ძლიერად მკრა და ჩემს ავტომობილს მიმახეთქა, მის ამ საქციელს არ ველოდი და თავი ძლიერად მივარტყი. თუმცა  ფეხზე მალევე წამოვდექი და რაც ძალა მქონდა ფეხი მოვუქნიე და ფეხებშუა ამოვარტყი.
- ამიერიდან ისწავლი ქალის პატივისცემას და კა**ები შენკენ მოიკითხე. დასარტყამად მისი მეგობარი წამოვიდა თუმცა, წინ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი ბიჭი გადამიდგა.
მის სახეს კარგად ვერ ვხედავდი თუმცა აშკარად საიდანღაც მეცნობოდა.
სიტუაცია მალევე ჩაწყნარდა და ის პოლიციელი ჩემკენ შემობრუნდა. თვალები შუბლზე ამივიდა როდესაც ჩემს წინ, ის ბიჭი  იდგა ვინმაც გუშინ დამაჯარიმა.
- რა მოხდა აქ? გონს მისმა ბოხმა ხმამ მომიყვანა.
- ვერ ხედავ რაც მოხდა? იმ ბიჭზე გაბრაზებულმა ჯავრი პოლიციელზე ვიყარე.
- კარგად ვხედავ რაც მოხდა მაგრამ, ზუსტად მაინტერესებს რა მოხდა აქ? ავარიის დეტალები დაწვრილებით მოვუყევი და ისევ ჩემს მანქანას მივუბრუნდი.
- თქვენი საბუთები თუ შეიძლება? ჩანთიდან მართვის მოწმობა და პირადობა ამოვიღე შემდეგ კი მას მივაწოდე.
- ფხიზელი ბრძანდებით? მისმა კითხვამ დამაბნია.
- დიახ რათქმაუნდა.
- ძალიან კარგი, საბუთებს გადავამოწმებ.
- რამდენჯერ უნდა გადაამოწმოთ? სიცილით ვეუბნები მე.
- ვერ გავიგე? დაბნეული მეუბნება კაცი.
- გუშინ ხომ გადაამოწმეთ, თან ჯარიმითაც დამასაჩუქრეთ.
- კანონი მოითხოვს, კიდევ ერთხელ უნდა გადავამოწმო. სათქმელს ასრულებს და იქაურობას ეცლება, მალევე  ევაკუატორი მოვიდა  და ავტომობილები საჯარიმოზე გადაყავთ.
- სასწრაფო აქ არის და არ გინდათ გაგსინჯოთ? უკვე სხვა პოლიციელი მიახლოვდება და ის მეკითხება.
- არა არარის საჭირო.
- როგორ არა სისხლი მოგდით.
- სისხლი? ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და მხოლოდ ეხლაღაა შევნიშნე, ჩემი გახეთქილი წარბი და ტუჩი.
- საშიში არაფერია სახლში დავიმუშავებ.
- ეგრე არ შეიძლება წამობრძანდით გაგსინჯავენ. მალევე გააპროტესტა "ჩემმა ბიჭმა" ღმერთო ეს რა ვთქვი, უკვე ჩემსა ვეძახი. ჩემივე საქციელზე მეციმება და სასწრაფოს მანქანისკენ მივდივარ.
როგორც ვამბიბდი საშიში არაფერი იყო, ჭრილობა დამიმუშავეს და მალევე გამომიშვეს.
- ადრე თუ გვიან იცოდე ჩემგან მაინც მოგხვდება. მესმის გვერდიდან გოგოს ხმა და მისკენ ვბრუნდები.
- ვერ გავიგე?
- მოგხვდება მეთქი. ვიცანი ეს გოგო იმ ავტომობილში იჯდა მე რომ დამარტყა.
- პატარა გოგო, მუქარას შესრულებაც უნდა რომ იცოდე. ადრე თუ გვიან კი არა პრობლემა თუ გაქვს აქვე მოაგვარე. თუ კიდევ ერთხელ გადამეყრები სადმე, გეფიცები დავივიწყებ იმას რომ ჩემზე პატარა ხარ და ისე მაგრად გცემ რომ დედაშენმაც კი ვერ გიცნოს. ეხლა კი დამეკარგე აქედან სანამ ლამაზი ხარ.
- რამე პრობლემაა? მალევე გაჩნდა "ჩემი ბიჭი" ჩემს გვერდით.
- არა არანაირი, ჩემგან თუ აღარაფერი გინდათ მე  წავალ?
- დიახ შეგიძლიათ წახვიდეთ, მხოლოდ თქვენი ტელეფინის ნომერი დატოვეთ რათა ამ დღეებში დაკითხვაზე მოხვიდეთ.
- დაკითხვაზე?
- დიახ დაკითხვაზე, ის ბიჭი ხომ გააპატიმრეს.
- გასაგებია. ჩანთიდან სავიზიტო ბარათი ამოვიღე და მას მივაწოდე, შემდეგ კი ტაქსი გავაჩერე და სახლში წამოვედი.
კიდევ კარგი მანქანაში ბავშვები არ მყავდნენ, მანქანა საერთოდ არაფრად არ ვარგა. ღმერთი შენ მიშველე, სოსო გაგიჟდება ეს რომ გაიგოს ჭკუიდან გადავა.
ის ვინღა ჯანდაბა იყო?  დღეს რა ფეხზე შემხვდა. ღმერთო ყველა იდიოტი ჩემთან რატომ უნდა მოვიდეს? ინტერესით ვეკითხები ღმერთს თუმცა ოასუხს არ მცემს.
ტაქსი ჩემს სადარბაზოსთან გაჩერდა, თანხა გადავიხადე და მანქანიდან გადმოვედი.
ნეტა ელენეს და ნუკას ეძინოთ, იმათი ნერვები ნამდვილად არამაქვს ეხლა.
ლიფტის ღილაკს ხელით მივცექი და იქვე კედელს მივეყრდენი, ათწუთიანი ლოდინის შემდეგ ლიფტიც გამოჩნდა.
მალევე ავედი მეხუთე სართულზე, ჩანთიდან გაასაღები ამოვიღე და ჩუმად შევიპარე სახლში.
ის იყო მისაღების გავლით ჩემს ოთხში უნდა შევსულიყვი როდესაც თავზე, ორი დეტექტივი წამომადგა. იმედია მიხვდით დეტექტივებში ვინც ვიგულისხმე.
- სად იყავი ამდენ ხანს? ან რომ გირეკავ სად გაქვს ტელეფინი? ღმერთო ჩემო სახე რას გიგავს? ბავშვის გასასეირნებლად იყავი თუ "რაზბორკაზე" აჰა მეც არ ვთქვი შავებში რატო გამოეწყო თქო, უკვე საქმის გსარჩევდაც დადიხარ არა? ერთიანად მომაყარა სათქმელი ელენემ.
- ამოისუნთქე მაინც. ჰე შენც დაამატებ რამეს თუ ეს კითხვები საკმარისია? ინტერესიანი თვალებით შევხედე ნუკას.
- ჯერ ამ კითხვებს უპასუხე.
- დიახ ქალბატონო დეტექტივო ბავშვები გავასეირნე, ტელეფონის ზარი არ გამიგია. სახეზე რა მჭირს და ავარიაში მოვყევი, "რაზბორკაზე" არ ვყოფილვარ მაგრამ ბიჭი კი ვცემე ნახევრად. რაც შეეხება შავებს უბრალოდ მიყვარს ეს ფერი.
ამომწურავად ვუპასუხე თქვენს შეკითხვებს?
-  ავრიაში მოყევი? რამე ხომ არ დაიზიანე? ხომ ყველაფერი კარგად გაქვს? უკვე სხვა კითხვები წამოვიდა, ამის მოსმენა აღარ შემეძლო გიჟივით  შევარდი ჩემს ოთახში, კარი ჩავკეტე და შემდეგ აბაზანას შევაფარე თავი, რათა მათი ხმა აღარ გამეგო.
ერთსაათიანი ბანაობის შემდეგ ოთახში გავბრუნდი და საწოლშე შევწექი. როგორც კი თავი რბილ მატერიას შევახე  ეგრევე გადავეშვი სიზმრების სამყროში.

დილით ადრიანად გამეღვიძა, თავი ისე საშინლად მტკიოდა რომ თვალებსაც ვერ ვახელდი. ეტყობა გუშინდელი დარტყმის ბრალია, თვალდახუჭული წამოვდექი ფეხზე და ხელის ცეცებით შევედი აბაზანაში. თავიდან სახეზე შევისხი წყალი რათა თვალების გახელის საშუალება მქონოდა. როგორც იქნა თვალები გავახილე შემდეგ შხაპი მივიღე და ისევ ოთახში დავბრუნდი.
შავი მუხლს აცდენილი კაბა, თეთრი ფერია სვიტერი, ტყავის შავი ფერის ქურთუკი და იმავე ფერის ჩექმები ამოვიცვი. ჩანთას,გასაღებს, ტელეფონს ხელი დავავლე და ოთახიდან გავედი.
- დილამშვიდობის. მესმის მისაღებიდან ნუკას ხმა.
- დილამშვიდობის.
- თათ სკოლაში წამიყვან?
- როგორ წაგიყვან სკოლაში გუშინ არვთქვი ავარია მომივიდა თქო, მანქანა ისე დაიმტვრა იმას რაღა გააკეთებს. დილიდანვე მომიშხამა ამ ბავშმა ნერვები. - აჰა ფული და ტაქსით წადი. 20 ლარიანი იქვე დავუდე და სახლიდან გავედი.




მთელი დღე უხასიათოდ ვზივარ ჩემს კაბინეტში, რაც მოვედი მის მერე აქ ვარ. ყავის დასალევადაც კი არ ავმდგარვარ, ვნერვიულობ არ ვიცი როგორ ვუთხრა მამას ავარიის შესახებ.  აქ ტყუილად ჯდომას სჯობს ცოტა გავისეირნო, ფეხზე წამოვდექი ხელმოსაწერი საბუთები იქვე თაროზე დავდე და კაბინეტი დავტოვე.

ფეხით დავუყევი ჩემი საყვარელი ქალაქის ქუჩებს, ბავშვობიდან შევეჩვიე ქუთაისს. თბილისი არასიდეს არ მიყვარდა, თბილისი დიდი ქალაქია აი ქუთაისი კი საკმაოდ პატარა. აქ ყველა, ყველას იცნობს, აქ სიყვარული გვერდით დგომა და ჩახუტებაც კი სხვანაირი იციან, აქ მზეც სხვანაირად ათბობს ქალაქს. მოკლედ მინდა ვთქვა რომ ჩვენ ქუთაისლები ძალიან კარგი ხალხი ვართ, ნუ ცოტა აფერისტები კი ვართ მაგრამ "ზატო" გაგება გვაქ ძაან მაგარი.
არცერთ ქალაქს თუ კუთხეს შეურაცყიფას არ ვაყენებ, მაგრამ ხომ გაგიგიათ ყველას თავისი უყვარსო. მეც ჩემი ქუთაისი ყველაფერს მირჩევნია.
მოკლედ ისეთი პატრიოტი ვარ რომ, თუ ჩემი მომავალი ქმარი ქუთაისელი არ იქნება არავითარ შემთხვევაში არ გავყვები. ეს რათქმაუნდა ხუმრობით მაგრამ ისე ურიგო კი არ იქნება.

იმ ავარიის შემდეგ უკვე ერთი თვე გავიდა, მეორ დღესვე დამიბარეს დაკითხვაზე. იმ ბიჭისთვის არ მიჩივლია რადგან ვფიქრობ რომ ჩემი ბრალიც იყო, ცოტა ზედმეტი მომივიდა. რადგანაც საჭესთან ნასვამი იჯდა და რადგანაც უკვე განეორებითი იყო დააჯარიმეს და მართვის მოწმობა ჩამოართვეს.
როგორც ვთქვი ჩემ მანქანას აღარაფერი არ ეშველა, ჩემგან განსხვავებით მამამ ეს ყველაფერი ძალიან მშვიდად მიიღო. მეორე დღესვე გამომიგზავნა ახალი ავტომობილი, ისეთი არა როგორიც  მყავდა თუმცა ამასაც არაუშავს.
ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა, მე ნუკა და ელენე ისევ ერთად ვცხოვრობთ. გოგსიკა იმ დღის შემდეგ არც კი შემხმიანებია, სანდრო ბაჩო და ბიჭები ყოველ დღე სტუმრობენ ჩემს სახლს.


დღეს 30 დეკემბერია ახალი წლის წინა დღე, რადგანაც ახალწელს აქ საინტერესო არაფერი ხდება გადავწყვიტეთ ბაკურიანში წავსულიყავით.
დილით ადრიანად გავედით სახლიდან, მხოლოდ მე ელენე და ნუკა მწავედით. არც იყო საჭირო სხვების წამოსვლა.
საღამოს ყველა ბუხრის წინ, ცხელი შოკოლადით ხელში მოკალათებულები ვიხსენებდით
ავშვობის ამბებს.
ჩემი მარო ბებოც ჩვენს გვერდი ზის, სარწეველა სავარძელში.
- ბე გახსოვს ნუკი რომ პატარა იყო რეებს აკეთებდა? სიცილით ვეუბნები ბებოს.
- როგორ არ მახსოვს ჩემო საყვარელო, მთელი ბავშვობა მისი საცვალი ვერ გავაჩერებიე ტანზე. ხან ვალიკოს ეზოში ყრიდა ხან ჟენიასთან, საღამოს დაღლილი რომ დავუყვებოდი სამეზობლო სანათესაოს, სულ მის ტრიკოებს ვხვეტდი. სიცილით ამბობს ბებო რაზეც ჩვენც გვეცინება.
- კარგი რა ბებო, ხომ იცი არა არ მიყვარდა სხეულზე რაღაც რომ მედებოდა. გაბრაზებული სახით ამბობს ნუკა.
- ღმერთს მადლობა შე ქალო ეხლა მაინც რომ გაცვია და სამეზობლოში რომ არ ყრი.
- უკვე გავიზარდე და მივხვდი რომ აუცილებელია უნდა მეცვას.
- რაიცი იქნებ არც ეხლა აცვია? ნუკას გაბრაზებას არ წყვეტს ელენე.
- გეყოთ. ბრაზით ამბობს ნუკა და ფეხზე დგეგა, მის ამ საქციელზე ჩვენ მხოლოდ მხიარულად ვხარხარებთ.
გვიანობამდე შემოვრჩით ჭორაობას, მარო ბებომ მე თქვენი ნერვები აღარ მაქვსო და დასაძინებლად წავიდა.
ჩვენც მალევე გავუყევით მის გზას და ყველანი ჩვენ-ჩვენი ოთახებში დავნაწილდით.

დილით არც ისე ადრიანად გამეღვიძა, მიყვარდა აქაურობა ბავშვობის უმეტესი წლები აქ მაქვს გატარებულ.
მახსოვს ბავშვობაში ძალიან მიყვარდა აქ დასვენება, თუმცა როდესაც ბაბუ გარდაიცვალა მის შემდეგ ძალიან იშვიათად ჩამოვდიოდი აქ. ბაბუს აქ ყოფნა რაღაცნაირ ხალისს სძენდა ჩვენს დასვენებას, როდესაც დედა და მამა დაშორდნენ ეს დაშორებაც ბაბუმ გადამატანია თავისი სიყვარულით. ბაბუაჩემი ძალიან გაბრაზებული იყო დედაჩემის გადაწყვეტილებით, არ მოსწონდა ის ფაქტი რომ მისმა საყვარელმა ქალიშვილმა ოჯახი დაანგრია და ქალიშვილი მარტო დატოვა. ბაბუ ისე გარდაიცვალა რომ დედას ხმას არც კი სცემდა, ბაბუს გარდაცვალებაც ძალიან რთულად გადავიტანე.
ამ ამბის გახსენებამ რაღაცნაირად დამასევდიანა, თვალზე მომდგარი ობოლი ცრემლი მოვიშორე და სააბაზანოსკენ გავიქეცი.
უკვე გამზადებული კი ქვემოთ ჩავედი, ნუკა და ელენე ნაძვის ხეს რთავდნენ. ჩემი მარო ბებო კი გემრიელობებს ამზადებდა.
- დილამშვიდობის ბე. უკნიდან მივეხუტე ჩემს საყვარელ ბებოს და თეფშიდან თხილი ნატეხები ავაცალე.
- დილამშვიდობის ბებუკა. მიყვარდა როდესაც ესე მეძახდა.
- აუ ბე ყავას დავლევ და შემდეგ მოგეხმარები.
- მე გაგიმზადებ. მალეცე დატრიალდა ბებო და ყავით სავსე ფინჯანი წინ დამიდგა. მიყვარდა ჩემი მარო ბებოს გაკეთებული ყავა, ყოველთვის საოცარი არომატის ყავას ამზადებდა.
 
საღამოს უკვე ყველაფერი გამზადებული გვქონდა, სუფრას ოთხივენი ერთად მივუსხედით. მარო ბებოს დაწურულ წითელ ღვინოს ვაგემოვნებდით, თორმეტს წუთები აკლდა როდესაც ელენემ და ნუკამ ფეიერვერკი გაუშვეს. ბავშვებზე მეტად მგონი მათ უხაროდათ ახალი წლის მოსვლა, მე და ბებო შორიდან ვადევნებდით თვალყურს. საოცარ ელფერს სცემდა ახალწელს წამოსული  თოვლის თეთრი ქათქათა  ფიფქები.
- ახალ წელს გილოცავ ბე. საგვარელ ბებოს გადავეხვიე და პირველმა მივულოცე ახალო წლის მოსვლა.
- მეც გილოცავ ბე, იმედია ამ წელს მაინც გამახარებ შენი გათხოვებით.
ორაზროვნად დაიჩურჩულა ბებომ.
- კარგი რა ბე რა კარგად დიცყე და როგორ დაასრულე.
- დაბერდი ქალი და ოჯახის შექმნაზე ხომ უნდა იფიქრო. გაბრაზებული მეუბნება ბებო და იქაურობას ტოვებს.
მისთვის რაღაცის თქმას ვაპირებდი როდესაც ტელეფონზე ესემესი მომივიდა.
საათს დავხედე და ზუსტად თორმეტი საათი იყო, შემდეგ ესემესი გავხსენი და უცხო ნომრიდან იყო.

" ახალ წელს გილოცავ ჯარიმების დედოფალო"

ვერ ავღწერ იმ იმოციას რაც იმ დროს დამეუფლა. გავახსენდი, მომილოცა მას მე ვახსოვარ, ანუ არ დავვიწყებივარ და საერთოდ რატომ მომილოცა?
რამიშვნელობა აქვს მთავრია მომილოცა.

" ახალ წელს გილოცავ ჭაობისფერ თვალებავ"
 პასუხიც მალევე დავუბრუნე და ტელეფონი ისევ უკან ჯიბეში ჩავაბრუნე.



ვიცი რომ ძალიან ცუდი გოგო ვარ მაგრამ არ ვიცოდი რა დამეწერა, თან ძალიან დეპრესიული თვე მაქვს.
გამოჯანმრთელებაც ვერ მოვახერხე ჯერჯერობით, ეს ერთი და სხვა უამრავი პრობლემებით ვარ სავსე.
არ ვიცი რა დავწერე, თუმცა დიდი თავი კი გამომივიდა. ვიცი ძალიან ბევრი შეცდომები მექნება.
დაგვიანებისთვის ბოდიშს ვიხდი, ვეცდები რაც შემიძლია მალე ვწერო.
ეს თავი ერთ დღეში დავწერე და ისიც არ ვიცი რა გამომივიდა, გადახედვა ვერ მოვახერხე ამიტომ კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს.
მადლობა თქვენ რომ ელოდებით ჩემს ისტორიებს, მიყვარხართ მე თქვენскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Firefly

აღარც მახსოვდა ეს მოთხობა, უკვე დავიწყებლი მქონდა სიუჟეტი.
იმედია არ დააგვიანებ ხოლმე.
რაც შეეხება პერსონაჟებს, მომწონს მევანეთვალება პოლიციელი და ჯარიმების დედოფალი ♥
აღარ დაიკარგო ხოლმე
--------------------
M.T

 



№2 სტუმარი სტუმარი თაკო

ვაიმეე ძაან მაგარიაა , აუცილებლად გააგრძელე

 



№3  offline წევრი gogona migraciidan

Firefly
აღარც მახსოვდა ეს მოთხობა, უკვე დავიწყებლი მქონდა სიუჟეტი.
იმედია არ დააგვიანებ ხოლმე.
რაც შეეხება პერსონაჟებს, მომწონს მევანეთვალება პოლიციელი და ჯარიმების დედოფალი ♥
აღარ დაიკარგო ხოლმე


ბოდიში დაგვიანებისთვის უბრალოდ პრობლემები მქონდა და წერისთვის ვერ ვიცლიდი, გპირდებით აღარ დავაგვიანებ❤❤

სტუმარი თაკო
ვაიმეე ძაან მაგარიაა , აუცილებლად გააგრძელე


დიახ რათქმაუნდა შეწყვეტას არც ვაპირებდი❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent