შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოფილი ცოლის სურნელი 18+ (4)


19-11-2017, 22:35
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 261

ყოფილი ცოლის სურნელი 18+ (4)

კატალინა კაცის უძირო თვალებს უყურებდა. წამით, შეგრძნება დაეუფლა, თითქოს მის სიღრმეში იძირებოდა და საერთოდაც არ სურდა თავის გადარჩენა. სული ეხუთებოდა, ფილტვებს უკვე მთლიანად გამოლეოდა ჟანგბადი, მაგრამ ამ თვალების მიუწვდომელ ფერში დახრჩობა არაამქვეყნიურ, მაზოხისტურ სიამოვნებას ანიჭებდა.
წამით, მამამისის თვალები გაახსენდა. ზუსტად ასეთი ჰქონდა მის მშობელს. ზოგჯერ, პალიტრაარეული, ზღვასავით ანათებდა, ზოგჯერ კი დამზაფრავი ჭაობისფერი იყო. ქალს გამომეტყველება საგრძნობლად შეეცვალა და გაყინული სახითჩცამოშორდა კაცს. წელიდან მოიშორა მისი თბილი, ფითქინა ხელები, მსგავსი რომ არასდროს არავიზე ენახა.
- რა გჭირს? - გაუკვირდა კაცს კატალინას ასეთი სახეცვლილება.
- მამაჩემი გამახსენდა - შემთვრალ თვალებში ძლივს გაასწორა ქალმა ობიექტივი. - შენნაირი თვალები ჰქონდა.
- არ გიყვარდა მამა?
- პირიქით, ძალიანაც მიყვარდა!
- ანუ, მამასავით მიყურებ ახლა? - გაეცინა ივანეს. ეგღა მაკლია, სრული ბედნიერებისთვისო, გაიფიქრა დაზაფრულმა.
- რა სისულელეა - ირონიულად გაშალა ბაგეები კატალინამ - გარეთ გავიდეთ!
- წამოდი - ხელი მკლავზე მოსჭიდა კაცმა და გარეთ გაიყვანა.
ცივი ჰაერი სახეზე მოხვდა, წამით ისეთი შვება იგრძნო, გეგონება ჩამხუთველი სიცხის შემდეგ, მხოლოდ ახლა მიიღო ფილტვმა ჟანგბადი.
- მემგონი, სჯობს ნომერში ავიდე და დავწვე.
ივანემ ოთახამდე მიაცილა ქალი. ყოველთვის, როცა მას შორდებოდა, გამძვინვარებული დანაკლისის შეგრძნება იპყრობდა, თუმცა, იმ დღეს, თავი ძალიან დამნაშავედ იგრძნო. ხვდებოდა, როგორი მამაკაცისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინა ლაურენთან მიმართებაში.
ბევრგან ეძება ქალი. თავის ნომერში არ იყო. ეზოში სეირნობისას კი ბოლოს, ცხენზე მოჯირითეს მიაკვლია. ივანეს დანახვისას, გაბუსხული სახე დახარა და შეეცადა, აღარ გაეხედა კაცისკენ.
- ლაურენ - მიუახლოვდა ივანე - შეგიძლია, გააჩერო ცხენი? რაღაც მინდა გითხრა.
- არა!
- კარგი.
საჯინიბოსკენ გაეშურა და დაახლოებით ხუთ წუთში, ლაურენს მიუყენა გვერდით თავისი შავი ულაყი. ლაურენმა გვერდულად გახედა და შემდეგ ისევ აარიდა თვალი.
- ვიცი, რომ საშნელი კაცი ვარ - თქვა ივანემ.
- რატომ? - ისე ჰკითხა ქალმა, თითქოს ვერ ხვდებოდა, რაზე იყო საუბარი.
- იმიტომ, რომ, დღეს ცუდად მოვიქეცი და ჩვენ ორივემ ვიცით, რატომაც. კატალინას ვუყურებდი პირდაღებული, ვაღიარებ და თან წასვლისას, არც კი გამოგემშვიდობე.
- ერთი სიტყვით, გინდა აღიარო, რომ მაგრად დამიკიდე ხო?
- ეგ ცოტა უხეშად ჟრერს.
- მაგრამ ასეა!
- მაპატიე რაა, გთხოვ. ნამდვილად არ ვარ კაცი, რომელიც უნდა გიყვარდეს, მაგრამ... იქნებ მეგობრებად მაინც დავრჩეთ?
- ყოველთვის რატომ გგონია, რომ შენი შეყვარება რთულია? - ჰკითხა ლაურენმა მოულოდნელად - დაგინახავს ადამიანი და დარწმუნებული ვარ, ერთი ნახვაც საკმარისია, რომ გულში ჩაუვარდე. ისეთი სხვანაირი ხარ, გადმოცემაც კი მიჭირს.
- უცნაურია შენნაირი ქალისგან ასეთი ქათინაურის გაგონება. მითუმეტეს, იმის შემდეგ, რაც ნამდვილი გარეწარივით მოვიქეცი.
- თითქოს შენ შენ არ იყავი - გამოუტყდა ქალი - რობოტს ჰგავდი, რომელსაც კატალინა იმ მიმართულებით ატრიალებდა, საითაც მოინდომებდა.
ივანემ თავი გამოჭერილად იგრძნო.
- მთლად ეგრეც არაა - გაეცინა კაცს უხერხულად.
- ეგრეა! თათოც ეგრე იყო, ცოტა დაჰიპნოზებული, თუმცა, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ როგორც ნეიტრალური და სრულიად ჰეტეროსექსუალი ადამიანი, მეც კი მომხიბლა.
- ანუ, მპატიობ?
- კი, გპატიობ - გაეცინა ლაურენს - და თან ჯირითშიც შენზე მაგარი ვარ - თქვა და ცხენს ფეხი ისე მწარედ მიარტყა, რომ საწყალი ცხოველი რაკეტასავით გავარდა.
- მაპატიე, ცხოველები მიყვარს ძალიან - თქვა ივანემ. - აბა, აჩუ რო გითხრა, გააჭენებ თუ მეც რამე უნდა ჩაგასო? - ჰკითხა ცხენს.
უცნაურია, მაგრამ ცხენი დუმდა.
ბოლოს მაინც დაეწია ქალს და ოდნავ გადაუსწრო.
- ჯანდაბა! როგორ მიგებ? - დაიკივლა ლაურენმა.
- ცხოველებს ადამიანურად ვექცევი. შე სადისტო!
- კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მიყვარხარ - ჩაილაპარაკა ლაურენმა თავისთვის, ჩუმად.
- რამე მითხარი? - ჰკითხა შორიდან ივანემ.
- არა, არაფერი.
* * *
მეორე დილას, ივანე თავის ტკივილმა გააღვიძა, მაგრამ ამ საშინელ შეგრძნებას მხოლოდ წინა ღამის მოგონებები უქარწყლავდა. მოგონებები საყვარელი ქალის თხელ, ჩამოქნილ წელსა და მშვენიერ თვალებზე. მოგონებები, რომელიც შესაძლოა, ყოველდღიურ ბედნიერებად ქცეულიყო თუ არ დანებდებოდა.
ვერ მოითმინა, თავი როგორც კი მოიწესრიგა, იმ წამსვე ქალის სასტუმრო ნომერზე მიაკაკუნა. კატალინა რძისფერ აბრეშუმის ხალათში გამოწყობილიყო და მისი უხვად გაფანტული, მთელ სიგრძეზე ჩამოშლილი თმა, მამაკაცს ღმერთის არსებობას აჯერებდა. საოცარი სურნელი დაჰკრავდა ქალის სხეულისა თუ ტანისსამოსის ყველა ნაწილს.
- დილამშვიდობისა - მიესალმა ქალს.
- დილამშვიდობის, შემოდი.
- ხელს ხომ არ გიშლი?
- არა, მოვწესრიგდი უკვე, უბრალოდ, თმის დავარცხნაღა დარჩა. ძალიან რთული პროცედურაა - გამოუტყდა კატალინა.
- ჰოო, მესმის.
- გინდა ერთად ვისაუზმოთ? - შესთავაზა და ფანჯრები გააღო. დილის სხივები ისე უეცრად შემოიჭრნენ ოთახში, თითქოს მათაც სურვილი ჰკლავდათ ქალის სილამაზით ტკბობის და ზუსტად ამ წამს ელოდნენ - წამს, როდესაც კატალინა თავისთან მოუხმობდა მზეს და უფლებას მისცემდა, თავის მშვენიერ თმაზე, სახესა და სხეულზე აეთამაშებინა სხივები.
- მინდა - გაეღიმა კაცს. ვერც კი ხვდებოდა, ასე უეცრად როგორ გაულღვა გულში ნატეხებად ჩამწკრივებული ყინულები ამ უცნაურ, ამოუხსნელსა და საოცრად მიმზიდველ არსებას.
- კატალინამ საუზმე შეუკვეთა, მანამდე კი თბის ბოლოებიდან სათუთად დაიწყო ჯაგრისიანი სავარცხლის ჩამოსმა. მისი აბურდული თმა ნელ-ნელა ბზინვარებას იძენდა და უფრო დიადი შარმი ენიჭებოდა ქალღმერთს.
მოულოდნელად სივრცე ივანეს საოცარმა ხმამ მოიცვა. ერთი შეხედვით, არაბუნებრივი არაფერი იყო და არც გამოთქმით ამბობდა, მაგრამ იმ წამებში, ეს საოცრად ტკბილი ხმა კატალინამ გულში ისე მჭიდროდ ჩაისვა, ჩაიხუტა, რომ ვერავინ, ვეღარასდროს შეეძლებდა ამოგდებას:
- „ეგ შენი თმები აურაცხელი,
ძვირფასო, ჩემთა თვალთა შუქია,
და მშურს, ამ გრძნობას შური თუ ჰქვია,
მათ როგორ ვარცხნის ეგ სავარცხელი.
ის უკვე ჩემი გახდა მძარცველი,
კბილი შენს თმებში რომ გაუყრია,
თუ ფიქრობს ჩემი ღონე უქმია
და არავინ ჰყავს შენს თმებს დამცველი!
მაგრამ მე რა ვქნა! ხელს მას უმართავ,
დღეღამ ის არი შენს სასთუმალთან,
მე კი მიშორებ ცივად თავიდან.
იცოდეს, შენი თმის ტყე იკმაროს,
ყელსა და სახეს არ მიიკაროს,
თორემ ამას კი ვეღარ ავიტან!“ - დაასრულა მომღიმარმა ივანემ და კატალინა მიხვდა, რაოდენ დიდი გრძნობის დაბადება შეეძლო კაცში მწვალებელსა და მიუწვდომელ ქალს. ერთი წამითაც არ უნანია თავისი ჭირვეული, ამოუცნობი, საზიზღარი ხასიათის წარმოჩენა ივანეს წინაშე. პირიქით, ქალი დარწმუნებული იყო, რომ სწორედ ამ თვისებებმა მიიზიდეს ეს საოცრად სპეტაკი სულისა და მშვენიერი ხორცის პატრონი მამაკაცი.
ვერ მოითმინა ქალმა, ტახტზე წამომჯდარ, მომღიმარ კაცთან სრული სისწრაფით მიირბინა და ტუჩები მაგრად ჩაავლო მის ბაგეებს. ერთმანეთის სახეზე ხელებმოფათურეები, ჰაერივით ისრუტავდნენ ერთიმეორის სუნთქვას, გავარვარებულ ენებს ტანგოს აცეკვებდნენ, რომელიც ერთადერთი და განუმეორებელი გრძნობის ორომტრიალს ქმნიდა.
ქალმა მოუთმენლად გახადა მამაკაცს ტანზე სოლიდურად მომჯდარი პიჯაკი და პერანგის ღილებიც შეუხსნა. მხოლოდ ჰალსტუხი დაუტოვა, რომლის მოზიდვითაც, ეგონა, მთლიანად აკონტროლებდა ივანეს სხეულს.
განიერი მკლავები მჭიდროდ შემოჰხვია ივანემ ქალს და ხელის ერთი მოძრაობით ძირს ჩამოუცურა პრიალა ხალათი. მისთვის სამოთხის კარიბჭის გაღებას ჰგავდა ქალის ვარდივით გადაშლილი მკერდი და მისი ზურგის სითბო. ხარბად ისუნთქავდა კატალინას თმის სურნელს, ნეტარებით უკოცნიდა რბილ ძუ*უებს და ხელით ეფერებოდა მის ნაზ ბარძაყებს.
ბომბივით გასკდა ჰაერში მათი შეერთებული სხეულებისა და სიყვარულით ტკბობის მოურიდებელი ჰანგები. კაცის ყურთან ოხვრით დაღლილი ქალი, საკუთარ ყელზე გრძნობდა ივანეს ვნებით სავსე ცხელ ქოშინსა და სუნთქვას. ბედნიერი იყო ორივე... ბედნიერები იყვნენ, რადგან მათი ერთმანეთში შერწყმული სხეულები, უკვე ერთ ორგანიზმად ქცეილიყო. ეს ერთი ორგანიზმი კი დაუღალავად, ინსიქტებს დამონებული, გაუმაძღარი მხეცივით, შეუჩერებლად იმეორებდა იმ მოძრაობებს, რომელიც საბოლოოდ საშუალებას მისცემდა, ერთმანეთისთვის განუმეორებელი სიამოვნება მიენიჭებინათ.
ორგაზმის ფეთქება შუა უდაბნოში აღმოჩენილი წყაროსავით მოედო მათ გულებს. ენით აღუწერელ სიამოვნებას იღებდა არა მარტო ხორცი, არამედ სიყვარულს მოწყურებული სულიც და ერთხელ განცდილი ნეტარების შემდეგ, ვერა და ვერ ძღებოდა - დასწაფებოდა, ამეორებდა, ვერ აჩერებდა ნეტარების კვლავდაკვლავ განცდის სურვილს.
როდესაც, ველური ვნებები საკმარისად დაიკმაყოფილეს, ივანე იმის გადახარშვას შეუდგა, რომ თავისი ცხოვრების სიყვარული, რომელთანაც სულ ახლახანს სექსი ჰქონდა, თავიდან ლესბოსელობას იჩემებდა.
- აბა გოგოებიო? - ჰკითხა ქოშინით, ჯერ კიდევ დაღლილმა.
ტახტზე ორივე ერთად ვერ ეტეოდნენ და ამის გამო, ქალი მთლიანად კაცის სხეულს აჰკვროდა. კატალინამ გადაიხარხარა... ივანეს თვალებში ჩააშტერდა და ასე გაგრძელდა, დაახლოებით, ხუთი წუთი.
- ვერ ვხვდები, ამით რისი თქმა გინდა, მაგრამ კიდევ აღმაგზნებს ეგ თვალები - გამოუტყდა ივანე.
- ყველაფერი არ უნდა დაიჯერო, რასაც გეუბნებიან - გააგრძელმა ქალმა კისკისი.
- ანუ? - წამოიწია აღშფოთებული სახით კაცი - იმის თქმა გინდა, რომ ჩემი მრავალკვირიანი ტანჯვა-გოდება, განცდები და სევდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი არასდროს გახდები, ფუჭი იყო?
- როგორც ხედავ, ფუჭი იყო, რადგან შენი ვარ.
- სასიამოვნოა ამის მოსმენა, მაგრამ ბოლო თვეს, ნამდვილი სულიერი ტრაგედია გამოვიარე.
- არაფერია, ღირსი ხარ!
- რატომ?
- იმიტომ, რომ გუშინ ლაურენთან ერთად ჯირითობდი - ეჭვიანობა ვერ დამალა ქალმა. ტახტიდან წამოდგა, სიგარეტი ამოიღო ჩანთიდან და მადისაღმძვრელად შეუდგა მოწევას.
- საიდან დაგვინახე?
- რა იყო, საიდუმლოს წარმოადგენდა თქვენი სეირნობა?
- არა, ბოდიში მოვუხადე უბრალოდ.
- მართლა? მეც ხომ არ მოვუხადო თათოს ბოდიში და შემნდეგ ისევ წყვილებში ვიცხოვროთ? - იკითხა ირონიული ღიმილით ქალმა.
- ძალიან გიხდება შიშველი დგომა, ეჭვიანობა და სიტყვიერად ჩემი დაგესვლა.
- ანუ გველი ვარ?
- ყველაზე მშვენიერი გველი. ისე, გველებსაც ხომ შავი თვალები აქვთ?
- ჰოო. მამაჩემიც პატარა გველუკას მეძახდა „il mio serpente“ (ჩემი გველი) - გამოსცრა იტალიური აქცენტით.
- მელაპარაკე იტალიურად და თან მომიახლოვდი - ეშმაკურად გაუღიმა კაცმა.
- Amo il tuo grande (მიყვარს შენი ასო) - ტუჩების ლოკვით, გამომწვევი ხმით მიუგო ქალმა.
- ჩემი რა გიყვარს?
- აბა მიხვდი...
- ერთი ნახვით შეგიყვარდა?
- არა ძირფასო, დღეს უკვე მრავალჯერ ვნახე - ცხვირზე წაეთამაშა ქალი თითებით და შემდეგ ტუჩებიდან გამოდევნილი სიგარეტის კვამლი კაცის ბაგეებს დაუმიზნა. - la vendetta sta arrivando (შურისძიება ახლოვდება) - თქვა ცერემონიულად.
- ვენდეტა შურისძიებას არ ნიშნავს? - წამით ჩაფიქრა ივანე.
- ჰოო, შური უნდა ვიძიო იმისთვის, რომ საწოლში წამყვანი იყავი - უპასუხა ქალმა მხიარულად და ივანეს წელზე წამოსკუპდა.
- ცხენზე ჯირითი გიყვარს? - გაეცინა კაცს.
ქალის ლამაზ თიტებში თავისი თითები ჩახლართა და ახლოს მოიზიდა, რომ მისი ტანის ყველა დეტალისთვის შესძლებოდა კოცნა“.
კაცმა წიგნი დახურა, სიმწრისგან დაიღრიალა და კედელს მიანარცხა. ძარღვები სიბრაზისგან მთელ ხელზე და შუბლზე გამოზნექვოდა. ფერადი, მომნუსხველი თვალები კი საშინელი სისასტიკით ანათებდნენ. სულში დაგროვებული რისხვა, მხოლოდ სიყვარულისგან იყო გამოწვეული და ალბათ საშიშიც ვერ იქნბოდა. რადგან ყველაფერი, რაც სიყვარულისგან წარმოიშვა, ისევ სიყვარულით გვირგვინდება ხოლმე, ადრე თუ გვიან.
საძინებელში შევიდა, საწოლის მარჯვენა მხარეს წამოწვა და სიბრაზეშემოსილი დანანებით შეხედა მარცხენა მხარეს. ბალიშს ჯერ კიდევ შერჩენოდა მანგოს მკრთალი არომატი. დილა ახლოვდებოდა, მზის სხივები ნელ-ნელა იძენდა ძალაუფლებას და კაცი მთელი სულით გრძნობდა, როგორ სუსტდებოდა წყვდიადის ძალები დროის ამ მონაკვეთში.
კაცი ხომ სინათლის ღმერთი იყო.
თეთრი კანი ჰქონდა, როგორც ზამთრის სუსხიან დღეს, მზისგან განათებული თოვლის ფანტელია. მისი თვალები ანათებდნენ, როგორც გაზაფხულის ერთ ცვარიან დილას, ალიონზე გაბრწყინებული ახალამოსული ბალახი.
ის სინათლის ღმერთი იყო და მას სძულდა ყველაფერი, რაც წყვდიადთან იყო დაკავშირებული.
მეტიც, სახლში ყველა შავი ნივთი დაემტვრია...
ყველა შავი ნივთი გველისთვალება ქალღმერთს ახსენებდა.
გვერდით გადატრიალდა, ხელი ნელა გაუხახუნა გაცვეთილ თეთრეულს, რომელიც ერთი თვის განმავლობაში არ გამოეცვალა.
„ყოფილი ცოლის სურნელი შემომრჩა,
მე მძულდა ის ქალი, მე მძულდა თითქმის“ - იმეორებდა მისი გული ლექსის ამ ნაწყვეტს და თან რაღაც ნაცნობ, შორეულსა და მოგონებებით გარშემორტყმულ მელოდიასაც ღიღინებდა.
კაცს აღარც ახსოვდა, რამდენი დრო გავიდა იმის შემდეგ, რაც წყვდსა და სინათლეს შორის დაპირისპირებას, მრავალხნიანი ომი მოჰყვა. ომში კი სინათლე დამარცხდა მთელი თავისი სისპეტაკით. წყვდიადმა გაიმარჯვა, რა თქმა უნდა. არა იმიტომ, რომ უფრო ძლიერი იყო, უბრალოდ, სიეშმაკე ეყო. წყვდიადი ყოველთვის უფრო ეშმაკია, ვიდრე სინათლე. დაახლოებით სიკეთესა და ბოროტებას შორის როგორცაა საქმე, ისეა ამ შემთხვევაშიც. ზოგჯერ, ისიც შეიძლება მოეჩვენოს კაცს, რომ სინათლემ განგებ გაამარჯვებინა წყვდიადს, მხოლოდ იმიტომ, რომ კეთილი იყო და მსხვერპლის ყოლას ერჩივნა, თავად გამხდარიყო მსხვერპლი.
ამის შემდეგ, სინათლის ღმერთს აღარასდროს უნახავს წყვდიადის ქალღმერთი, რადგან ისინი სხვადასხვა სამყაროებში ჩაიკარგნენ და იქ, სადაც ერთი იყო, მეორე არაფრის დიდებით არ ჭაჭანებდა.
მაინც ძნელია საკუთარი დაუძლეველი მტრის გარეშე ცხოვრება. ძნელია ადამიანისთვისაც და ღმერთისთვისაც, რადგან ცხოვრებას ყოველთვის სჭირდება სირთულე და ცოტა ტკივილი. როდესაც, სიხარული და ტანჯვა თანაბრდება, მაშინ სამყარო იმ ბალანსს იღებს, რაც აუცილებელი მკვებავია მისთვის. ამიტომაც, სინათლე ყოველ დღე, ყოველ სისხამ დილას მოუთმენლად ელოდა ღამეს, რომლის წიაღშიც, იმედი ჰქონდა, რომ მომაკვდინებელი შავი თვალები გამოანათებდნენ.
სინათლის ღმერთს ეს წიგნიც ეზიზღებოდა, რომელიც ორი დღის წინ დაუდეს კარების წინ და ამ დროის განმავლობაში, თითქოს ბორკილები დაადო მისი ფურცლების გაცვეთილმა სიტყვებმა. ერთი ამოსუნთქვითაც ვერ კითხულობდა, რადგან ზედმეტად ბევრ ემოციას აღძრავდა და ერთბაშად ვერ გაუმკლავდებოდა ასეთ შემოტევას. ამიტომ, უკვე ორი დღე იყო, რაც იტანჯებოდა...скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

როგორ გამიხარდა ახალი თავის დადება, რო იცოდე
ძააან ძაან მაგარი გოგო ხარ.
ყველა ისტორიაში იხვეწები და რაღაც ახალი შემოგაქვს.
რავიცი რა...
ჩემი სიფსიხე ხარ :დ
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლუნი.
როგორ გამიხარდა ახალი თავის დადება, რო იცოდე
ძააან ძაან მაგარი გოგო ხარ.
ყველა ისტორიაში იხვეწები და რაღაც ახალი შემოგაქვს.
რავიცი რა...
ჩემი სიფსიხე ხარ :დ

გაიხარე ჩემო ლუნი <3 ბედნიერებას მანიჭებ ხოლმე ^_^

 



№3  offline წევრი kethrine

"...სინათლემ განგებ გაამარჯვებინა წყვდიადს, მხოლოდ იმიტომ, რომ კეთილი იყო და მსხვერპლის ყოლას ერჩივნა, თავად გამხდარიყო მსხვერპლი..."
აი რა დაგიწერო ისეთი, რაც აქამდე არ დაუწერიათ შენთვის. შენებური გადმოცემით, რაღაცნაირად ღრმა კვალს ტოვებ მართლა.

სიტგვები მეფანტება...
მოკლედ უმაგრესი მწერალი ხარ და მიხარია რომ ახალბედებში ვკითხულობ შენს სახელს ❤❤❤
--------------------
ძნელი ის კი არაა, როცა უთქმელს ვერ ამბობ, ძნელი ის არის, როცა თქმის შანსი აღარ გაქვს.

 



№4  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

kethrine
"...სინათლემ განგებ გაამარჯვებინა წყვდიადს, მხოლოდ იმიტომ, რომ კეთილი იყო და მსხვერპლის ყოლას ერჩივნა, თავად გამხდარიყო მსხვერპლი..."
აი რა დაგიწერო ისეთი, რაც აქამდე არ დაუწერიათ შენთვის. შენებური გადმოცემით, რაღაცნაირად ღრმა კვალს ტოვებ მართლა.

სიტგვები მეფანტება...
მოკლედ უმაგრესი მწერალი ხარ და მიხარია რომ ახალბედებში ვკითხულობ შენს სახელს ❤❤❤

უღრმესი მადლობა <3 მიხარია, რომ მოგწონს და კითხულობ :*

 



№5  offline წევრი kaisha13

მმმ...სიტყვები მეზედმეტებაა...

უუუმაგრესი თავი იყო...

 



№6 სტუმარი სტუმარი ანა

არც კი მჯერა რომ ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ვხედავ ესეთ დახვეწილ,საინტერესო,დახვეწილ,ემოციებით აღსავსე და ერთი სიტყვით რომ ვთქვა საოცარ ისტორიას.სიტყვები არ მყოფნის რო გადმოცე როგორ ემოციებს იწვევს ჩემში ეს ოთხრობა.შესანიშნავი ხარ, და დიდი მადლობა ამ საოცრებისთვის <3

 



№7  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

kaisha13
მმმ...სიტყვები მეზედმეტებაა...

უუუმაგრესი თავი იყო...

მადლობაა <3

სტუმარი ანა
არც კი მჯერა რომ ამდენი ხნის განმავლობაში პირველად ვხედავ ესეთ დახვეწილ,საინტერესო,დახვეწილ,ემოციებით აღსავსე და ერთი სიტყვით რომ ვთქვა საოცარ ისტორიას.სიტყვები არ მყოფნის რო გადმოცე როგორ ემოციებს იწვევს ჩემში ეს ოთხრობა.შესანიშნავი ხარ, და დიდი მადლობა ამ საოცრებისთვის <3

დიდი მადლობა შენ და კიდევ შენს მსგავს მკითხველებს, რომ მუხტსა და ენერგიას მაძლევთ წერისათვის. ჩემთვის არაფერია იმაზე სასიამოვნო, ვიდრე წერის დროს იმის ცოდნა, რომ ვიღაც მელის <3
მადლობა კიდევ ერთხელ!

 



№8 სტუმარი diabeti

მაგარი ორიგინალური შინაარში თუ არ ჰქონდეს და ყველაზე მაგრად არ წერდე, აგერ მომაჭერი თავი!
მევასები

 



№9  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

diabeti
მაგარი ორიგინალური შინაარში თუ არ ჰქონდეს და ყველაზე მაგრად არ წერდე, აგერ მომაჭერი თავი!
მევასები

შენ თუ მაგარი ტიპი არ ჩანდე, აგერ, მომაჭერი თავი!

 



№10  offline წევრი მოცინარი

ენ ჯეინ >:( ფსიხი და 'დევილი' ხარ! :P ეს რა ჩაატარე? შინაარსი საოცრება... მაგრამ სტილიიი .... :O მართლაც, რად ვიყქვი აქამდე?! (მიუხედავად იმისა რომ -18 ვარ :დდ)

 



№11  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

მოცინარი
ენ ჯეინ >:( ფსიხი და 'დევილი' ხარ! :P ეს რა ჩაატარე? შინაარსი საოცრება... მაგრამ სტილიიი .... :O მართლაც, რად ვიყქვი აქამდე?! (მიუხედავად იმისა რომ -18 ვარ :დდ)


ჰაჰა, გაიხარე კარგო ადამიანო :დდ
18+ მხოლოდ სიმბოლურია :DD

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent