შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპლები [6]

19-11-2017, 23:16
ავტორი ელპინი
ნანახია 344

პეპლები [6]

ფანჯრიდან ვუყურებდი, ვეებერთელა მზემ, როგორ გაანათა არემარე და დიდებულად ამოიმართა მთის წვერზე. ცაზე ღრუბლები ჯერ გავარდისფრდა, შემდეგ გაიასამნისფრდა, შემდეგ გაცისფრდა და ახლა თეთრია, ჩემებური თეთრი. ანათებს მზე, მაგრამ განსხვავებულად, ხან სხივებს ააკაშკაშებს, ხანაც თითქოს ჩრდილი ეფარებაო. საწოლზე ვიჯექი და ფანჯრიდან ვუყურებდი თვალდაუხამხამებლად ამ ყველაფერს, სადღაც შორიდან მტრედი მოფრინავდა და თითქოს, განწირულივით ჩემი ოთახის ფანჯარას უნდა მიეხეთქოსო. სწრაფად გამოვაღე ფანჯარა, გისოსებს შორის მოხერხებულად გამოძვრა და ოთახში შემოფრინდა. წრეებზე დაფრინავდა, ცოტა ხანს ჭაღზე ყურყუტებდა და ზემოდან დამყურებდა, თითქოს, მელაპარაკება-ო.
-გაგიღვიძებია უკვე, მადამ.
დამცინავად მითხრა მედდამ და მტრედიც ისეთი სიჩქარით გაფრინდა ოთახიდან, თითქოს, თოფს ესვრიანო. მანაც იგრძნო ამ ადამიანის გულცივობა.
-რამდენჯერ გითხარი, ფანჯარას ნუ აღებ-მეთქი.
გაბრაზებული ხმით მითხრა და ფანჯარა დახურა.
-დღეს, როგორც ჩანს, ბედი გწყალობს.
ტუჩაპრეხილი მელაპარაკებოდა. კითხვისნიშნიანი თვალები მივაპყრე.
-შენმა ძმამ დარეკა, სანახავად მოვა.
დავინახე თვალები, როგორ აუციმციმდა და ტუჩზე თითი გადაიტარა. ძუ*ნა და ამაზრზენი ბო*ი. ფეხზე წამოვდექი და მასთან ახლოს მივედი, თვალები მოჭუტა და ეტყობა რაღაცას ელოდა.
-ჩემს ძმას ცოლ-შვილი ყავს, ცნობისთვის.
არ ვიცი, საიდან წამოვროშწ ამხელა ტყუილი, მაგრამ ფაქტი იყო, რომ აუტანელია მისი საქციელი. ტუჩი აიბზუა.
-ენაც დაგიგრძელებია.
-თქვენ არ გეხებათ ეგ!
სწრაფად ვპასუხობ და არ ვიცი, ამდენი გამბედაობა საიდან მაქვს.
-მნახველია.
ნათიას ვხედავ კარებში და თვალებით მანიშნებს, თან.
-მობრძანდით, ბატონო ლაშა.
თავაზიანად ექცევა ჩემს ძმას და უკვე, ნერვები მეშლება. ლაშა შემოდის ოთახში, ნათია და მედდა მარტო გვტოვებენ.
-ლენკა, როგორ ხარ?
ჩემკენ მოდის და მეხუტება, თმებზე ხელით მეფერება და სითბოს ვგრძნობ მაშინვე.
-ლაშა, სად იყავი აქამდე?
საყვედურიანი ხმით ვეუბნები და ხელებს მხრებზე ვუჭერ.
-მაპატიე, კარგი? ეს ნანა და მისი პრობლემები, ხომ იცი ყოველთვის როგორიც იყო.
მობეზრებული ხმით ლაპარაკობს.
-შენ, ხომ კარგად ხარ?
ვუღიმი და ისევ ისე ვეხუტები, როგორც ბავშვობაში.
-ლენკა, ვილაპარაკოთ, ხო?
თავს ვუქნევ და საწოლზე ვჯდებით.
-რაღაცები გავარკვიე, ლენკა. ნანა და შენი დედამთილი ერთად მოქმედებნენ, საერთო ნაცნობის მეშვეობით მოახერხეს შენი აქ გამოკეტვა ყოველგვარი პრობლემების გარეშე.
თვალებს გაკვირვებული ვაფართოვებ და ხელებს ერთმანეთს ვუჭერ. ლამისაა თითები დავიმტვრიო.
-კიდევ?
-საბუთების გაყალბება თავისთავად არ გაუჭირდებოდათ და უამრავი რამ "დაგაბრალეს". მოკლედ, ჩვენ შეგვიძლია ნათიას დახმარებით გაყალბებულ საბუთებს არქივში მივაგნოთ, ასლი გავაკეთოთ და სასამართლოში ვუჩივლოთ, მაგრამ ერთი მთავარი პრობლემა. მედდა კლინიკის უფროსის საყვარელია, ის აკონტროლებს აქ ყველაფერს და ამიტომაცაა, რომ ამაყად დადის და განკარგულებებს იძლევა. რამე რომ ვთქვათ, შენი აქ დატოვებით დაგვემუქრებიან. შენ რას ფიქრობ?
თვალმოჭუტული მიყურებს და ჩემს პასუხს ელოდება.
-მედდას შენ მოსწონხარ. ვერ ხედავ მაინც, როგორ გეკურკურება და გაწონებს თავს?
-მისი ყურების ნაცვლად, ბევრი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს.
-კარგი, ნუ მიბრაზდები.
ლოყაზე ვკოცნი ლაშას და ისევ ჩემ ადგილს ვუბრუნდები.
-შეგვიძლია სასარგებლოდ გამოვიყენოთ.
-მაგას ვგულისხმობდი მეც.
-მოკლედ, ნათიას მოქმედებას უნდა დაველოდოთ ჯერ, სხვას მაინც ვერაფერს მოვიმოქმედებთ.
დარმწუნებით მეუბნება და დამაიმედებელი თვალებით მიყურებს.
კარის გაღების ხმა ისმის და ჩვენც მაშინვე ვჩუმდებით.
-ბატონო ლაშა, თქვენი დრო ამოიწურა.
ნათია შემოდის ოთახში და თვალით გვანიშნებს, რომ მის უკან კრუელა იდგა.
-დიახ, მოვდიოდი ახლა, თან.
ლაშა ლოყაზე მკოცნის და მემშვიდობება. ნათია თვალს მიკრავს და ისევ მარტო ვრჩები ოთახში.

***
უკვე, ორი დღეა გიორგის გავურბივარ სირცხვილისგან. არ ვიცი, იმ დღეს რა დამემართა, მაგრამ ფაქტი იყო, თავბრუ დამახვია. მე, ჯერ კიდევ გამოუცდელს, სათამაშოსავით მიყენებს, დარწმუნებული ვარ.
-დღეს შენები მოდიან სტუმრად, ამიტომ გაამზადე ყველაფერი და სათანადოდ მოიქეცი. ზედმეტი არ ილაპარაკო და გააკეთო. ოთახში ვიქნები, დავისვენებ.
დედამთილის კატეგორიული ხმა მაფხიზლებს და მაშინვე ფეხზე ვდგები.
-კარგით.
თავს ვუქნევ და მის მოელვარე თვალებს ვუყურებ. მაშინვე იწყებ მზადებას და გულს მაინც უხარია, რომ ჩემს ოჯახის წევრებს კიდევ ვნახავ, ლაშას მით უმეტეს. ისე ვიყავი გართული მზადებაში, ვერც ვერაფერზე ვფიქრობდი სხვაზე.
მოულოდნელად წელზე ხელები ვიგრძენი და მაშინვე გულმა რეჩხი მიყო, ხელები გამიშეშდა და თვალები ლამის ბუდეებიდან ამომცვივდა. მისი ტუჩები ყელზე ვიგრძენი და უკან შემოვბრუნდი.
-გიორგი, გაჩერდი.
ძალას ვიკრებ და ხელებით გულ-მკერდზე ვაწვები.
-თავს მარიდებ, ლენკა.
მაშინვე მშორდება და არ ვიცი, რა შეიცვალა. ჩემ მიმართ ცივი აღარაა ან რაღაც აქვს ჩაფიქრებული, ავირიე ერთიანად. თავს ვხრი.
-გიორგი, მაპატიე, მაგრამ არ შემიძლია.
სიტყვებს თავს ძლივს ვუყრი და ენააბნეული ვლაპარაკობ.
-მე ყველაფერი ვიცი, ლენკა.
გაკვირვებული ვუყურებ და თვალებს აქეთ-იქეთ ვაცეცებ. სამზარეულოდან გადის და მე დაბნეული, არ ვიცი რას ვაკეთებ.

***
ის დღე მწარეს მახსოვს. ნანა მაშინ ისე მელაპარაკა, სიხარული კი არა, აღარაფერი მინდოდა.
"-ვხედავ, მშვენივრად მორგებიხარ ახალ სახლს და ოჯახს.
დამიმარტოხელა თუ არა, მაშინვე დაიწყო ლაპარაკი.
-ვცდილობ.
-გომბიო, მაინც წუმპეში დარჩები!
გულში ჩხვლეტას ვგრძნობ და მანადგურებს ეს სიტყვები. როგორ შეიძლება დედამ შვილს ასე ელაპარაკოს? დედობრივი სიყვარული იმდენად დიდი არ მქონია და ახლა საბოლოოდ გამიქრა."
ეს დიალოგი არასდროს დამავიწყდება ცხოვრებაში. ეს, ის სიტყვებია, რომლებმაც საბოლოო დაღი დაუსვა ნანას ჩემს ცხოვრებაში. ხანდახან მგონია, ტანჯვისთვის გავჩნდი. ასე მიმეტებს სამყარო, მაგრამ ლაშა, რომ არა, ახლა ასე არ იქნებოდა ყველაფერი. ლაშა ძმის ფენომენია!

მაპატიეთ, შემინდეთ, ჩამქოლეთ, მომკალით.
რა ვიბოდიალე, გგონიათ ვიცი?!
სასოწარკვეთილი ვზივარ ახლა და დებილივით ვუყურებ ამ ნაჯღაბნს!
რა მინდოდა, რა შარს ვეძებდი?
იმდენი რამე ავხლართე ახლა და როგორ ზუსტად მინდა დავწერო ყველაფერი, რამე არ გამეპაროს და სრულყოდილი გამომივიდეს.
ინტრიგანი კი არა, დებილი ხარ ანა, დებილი!
მაგრამ, რომ მიყვარხართ?
ჩემო სიყვარულებო!
მაპატიეთ, თუ ის არ არის, რაც უნდა ყოფილიყო და უკეთესს ელოდებოდით ჩემგან.
თქვენი ელპინი/ანა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.

№1  offline წევრი mimimimo

ფანჯარა აქვს და...
გაიქცეს.
რა უშლის ხელს?
უპასუხო კითხა.
ღირსია მედდა გამოიყენოს ლაშამ და იგრძნოს როგორია, როდესაც გიყენებენ და რეალურად არავის სჭირდები, თუმცა ლენკა ლაშას მაინც სჭირდება, სხვას თუ არავის.
რა იცის გიორგიმ?
რატომ ახლართეს დედა-დედამთილმა ასეთი ამბები?
რა იყო დედის სიძულვილის მიზეზი ლენკას მიმართ?
რამდენი კითხვა დაგროვდა.
მოუთმენლად გელოდები.
მომეწონა.
წარმატებები!

№2  offline წევრი Mtirala

ცუდად ვარ,
ძალიან დავიბენი.
იმდენი კითხვა მიტრიალებს თავში...
როგორ მაინტერესებს თითოეულის პასუხი.
გელოდები
და ძალაიან მიყვრხარ,
ყველაზე თბილო.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

№3  offline მოდერი ელპინი

mimimimo
ფანჯარა აქვს და...
გაიქცეს.
რა უშლის ხელს?
უპასუხო კითხა.
ღირსია მედდა გამოიყენოს ლაშამ და იგრძნოს როგორია, როდესაც გიყენებენ და რეალურად არავის სჭირდები, თუმცა ლენკა ლაშას მაინც სჭირდება, სხვას თუ არავის.
რა იცის გიორგიმ?
რატომ ახლართეს დედა-დედამთილმა ასეთი ამბები?
რა იყო დედის სიძულვილის მიზეზი ლენკას მიმართ?
რამდენი კითხვა დაგროვდა.
მოუთმენლად გელოდები.
მომეწონა.
წარმატებები!

შენი ცნონისმოყვარეობის ამბავი გავიგე უკვე :დდდდ
მიხარია, რომ მოგწონს და კითხულობ. როგორ ელოდები ხოლმე ახალ თავს.
ძაან ავირიე, იმდენი რამეა უკვე, რომ რავი...
დიდი მადლობა, საყვარელო.

Mtirala
ცუდად ვარ,
ძალიან დავიბენი.
იმდენი კითხვა მიტრიალებს თავში...
როგორ მაინტერესებს თითოეულის პასუხი.
გელოდები
და ძალაიან მიყვრხარ,
ყველაზე თბილო.

ვაიმე, მეც ცუდად ვარ, პატარა.
ძალიან დაბნეული. უკვე, აღარ ვიცი რა, სად და როგორ უნდა დავწერო, იმდენი რამეა ახლართული.
მიხარია, რომ კითხულობ და ბოლომდე მომყვები.
და ბოდიში, მე რომ ვერ მოგყვები ბოლომდე მაგიტო.( იცი შენ, რაზეც ვამბობ)
მადლობა ყველაფრისთვის.
მიყვარხარ.

№4  offline აქტიური მკითხველი grafo

პირველ რიგში ნერვიულობა უნდა შეწყვიტო, ამით საკუთარ თავს ვნებ + მკითხველზეც ცუდად მოქმედებს, რადან მე პირადააად მგონია ამდენს ვერ გაუძლებ და უბრალოდ შეწყვეტ ისტორიის წერას და მშვიდად არსებობას გააგრძელებ.
შენი ისტორიით შენ თუ არ ხარ კმაყოფილი და ბოდიალს უწოდებ, მკითხველისგან რატომ ითხოვ თუ ელოდები ქება-დიდებას?!
ასე რომ ჩემო კარგო, დამშვიდდი, ღრმად ისუნთქე და პირველ რიგში შენ ისიამოვნე წერის პროცესით და მერე ნაწერით. შენი არეულ-დარეულიც შენ უნდა გამოასწორო, ოღონდ ისე არ ქნა რომ ამ სრულყოფილების ძიებაში რეალობას გაცდე(აქ ბევრს მოსდის ეგ). გემრიელად და მსუბუქად წერე, დამიჯერე აქ მკითხველის უმრავლესობას მხოლოდ სიამივნების მიღება უნდა კითხვისას. საკმარისია, რომ მხოლოდ ეს გაითვალისწინო და ყველაფერი გამოგივა ისე როგორც შენ გინდა!
წარმატებებს გისურვებ შენ და ამ ისტორიას!

№5  offline წევრი ფერადიი...

და შენ გგონია ახლა წავიკითხავ
ნურას უკაცრავად არწავიკითხავ
შენ დაგეცა მეხი ჩაგიტანა ატომურმა ბომბმა
ლენკა რომ მიყვარს მიტომ თვარა ხო იცი
ჩემო სამხრეთის დედოფალო ტერეზა მენდოზა ჩემი საოცრება ხარ
ერთი რამეც რომ აგერიოს იცოდე მოგგკლავ
ვაიმე ლენკა როგორ მიყვარს
ფუუუუ ნანა არის უკანასკნრლი კახპა
მედდა კიდე კაცზე დახამებული ქუჩის ქალი
გიორგი კაია თუ ავია ჩემია
ლაშა საუკეთესო ძმა საუკეთესოთა შორის [აქ მგონი ახალი სიყვარულიკოს ამბიკო იწყებიკო]
"მიყვარხარ ელპინ" [უსაზღვროდ საზღვრების გარეშე ჰორიზონტს იქით]

№6  offline მოდერი ელპინი

grafo

წერა მსიამოვნებს, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენი რამეა უკვე, ცოტა მიჭირს ყველაფრის ზუსტად დაწერა.
დიდი მადლობა რჩევისთვის, საყვარელო და გავითვალისწინებ აუცილებლად.❤

ფერადიი...
და შენ გგონია ახლა წავიკითხავ
ნურას უკაცრავად არწავიკითხავ
შენ დაგეცა მეხი ჩაგიტანა ატომურმა ბომბმა
ლენკა რომ მიყვარს მიტომ თვარა ხო იცი
ჩემო სამხრეთის დედოფალო ტერეზა მენდოზა ჩემი საოცრება ხარ
ერთი რამეც რომ აგერიოს იცოდე მოგგკლავ
ვაიმე ლენკა როგორ მიყვარს
ფუუუუ ნანა არის უკანასკნრლი კახპა
მედდა კიდე კაცზე დახამებული ქუჩის ქალი
გიორგი კაია თუ ავია ჩემია
ლაშა საუკეთესო ძმა საუკეთესოთა შორის [აქ მგონი ახალი სიყვარულიკოს ამბიკო იწყებიკო]
"მიყვარხარ ელპინ" [უსაზღვროდ საზღვრების გარეშე ჰორიზონტს იქით]

უ-ნ-ა-მ-უ-ს-ო!
გადი იქით!
პატარა ბავშვი ესა -_-
მაგრამ მაინც, რომ მიყვარხარ?!
მადლობა, რომ კითხულობ!

№7  offline წევრი ფერადიი...

ეხლა რო დაგადო დაგაგდო ხო ხარ ღირსი როგორ არ მინდა ჩემი პირველი სიახლე ძიძის ძებნაზე იყოს და ვკითხულობდე რომელი პამპერსია კაი
იმ შავ თვალებას უნდა ამოვგლიჯო ენა

№8  offline მოდერი ელპინი

ფერადიი...
ეხლა რო დაგადო დაგაგდო ხო ხარ ღირსი როგორ არ მინდა ჩემი პირველი სიახლე ძიძის ძებნაზე იყოს და ვკითხულობდე რომელი პამპერსია კაი
იმ შავ თვალებას უნდა ამოვგლიჯო ენა

ლიკუს გაანებე თავი შენ! :დდდდ
ბოროტო ქალო :დდდ

№9  offline წევრი ფერადიი...

ქალო არა გოგო[ მიგასვიი ]
ლიკუც ჩემია რა ( ენა გამოყოფილი სმაილი)

№10 სტუმარი Shorena kiladze

Vaime agar shemizlia movkvdi netviulobit ras erchian am gogos ver vxvfebi.deda da aseti ? AR vici ikneb araa misi shvili haa? Chemo tkbilo chemo chjviani da gemrielo zalian magaria martalia mzimea magram imedis sxivs veli ....

№11  offline მოდერი ელპინი

Shorena kiladze
Vaime agar shemizlia movkvdi netviulobit ras erchian am gogos ver vxvfebi.deda da aseti ? AR vici ikneb araa misi shvili haa? Chemo tkbilo chemo chjviani da gemrielo zalian magaria martalia mzimea magram imedis sxivs veli ....

ვაიმე, შორე, ისე ვნერვიულობ ხოლმე, ისე...
და როგორ ველოდები შენს კომენტარს ხოლმე, იმიტომ, რომ დედა ხარ და უფრო გესმის ასეთი რაღაცები.
მიხარია, რომ კითხულობ და ბოლომდე მომყვები. დიდი მადლობა ამისთვის და ძალიან გაფასებ. მიყვარხარ❤❤

№12  offline წევრი მოცინარი

ელ <3 როგორ მიყვარხარ :* საუკეთესო ხარ :* ჩემი ელ'ი <3 ნეტა უფრო ადრე რატომ არ გაგიცანი?!
ლაშა ოქრო <3 მედდა... არც კი ვიცი რა სიტყვა შეეფერება >:( ასეთი ქალი?! ლენკა საერთოდ <3
ნუ ნერვიულობ რა ჩიტო.მე ხომ ვიცი, რომ შესანიშნავი გამოვა <3 როგორიც არ უნდა იყოს დასასრული, ვიცი იდეალური იქნება :* ნუ ნერვიულობთქვა <3 რაც არ უნდა იყოს შენ გვერდით ვიქნები <3 ველოდები ახალს :*

ფერადიი...
ეხლა რო დაგადო დაგაგდო ხო ხარ ღირსი როგორ არ მინდა ჩემი პირველი სიახლე ძიძის ძებნაზე იყოს და ვკითხულობდე რომელი პამპერსია კაი
იმ შავ თვალებას უნდა ამოვგლიჯო ენა

პაწუ, ჩუ შენ <3 >:)

№13  offline მოდერი ელპინი

მოცინარი

ლიკუ, სიყვარულო, როგორ მიხარია, ხომ იცი?!
ვგიჟდები შენზე!
მეც დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, თუ არა, არ ვიცი, რა...
მაშინ მაგარი დარხეული მაქვს -_-
მიხარია, რომ ჩემ გვერდით იქნები და ძალიან დიდ სტიმულს მაძლევს!
მიყვარხარ ძალიან და უღრმესი მადლობა ყველაფრისთვის.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent