შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დედამიწა სამოთხეზე (სრულად)


20-11-2017, 05:16
ავტორი Ans...
ნანახია 4 468

დედამიწა სამოთხეზე (სრულად)

რა ლამაზი იყო სანტორინი.
ყველაზე ლამაზი მზის ამოსვლის და ჩასვლის სამშობლო.
კარგად მახსოვს უზარმაზარი წარწერა ტურისტული სააგენტოს შესასვლელთან: „საბერძნეთის ერთ-ერთი ულამაზესი კუნძული“.
დაბრუნების შემდეგ მინდოდა მივსულიყავი ამ სააგენტოში და ეს წარწერა გადამეკეთებინა.
რა ერთ-ერთი?
რა მხოლოდ საბერძნეთი?
ნამდვილად ვერ დავეთანხმებოდი.
მე არც ფიჯიზე ვარ ნამყოფი, არც ბაჰამის კუნძულებზე, არც ჰავაიზე, დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ბორა-ბორაზე საერთოდ ოცნებაც კი მერიდებოდა. მე არ ვიცი რას ეძახდნენ ადამიანები „სამოთხეს დედამიწაზე“, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილები მის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ.
სანტორინი დედამიწა იყო-„სამოთხეზე“.
არ ვიცი გინახავთ, თუ არა. ისიც არ ვიცი, ოდესმე ამის ბედნიერება ვის გექნებათ.
მე მთელი გულით გისურვებთ, რომ ყველამ იპოვოთ თქვენი დედამიწა „სამოთხეზე“.
ჰო და ბონუსად ვინმე თქვენნაირ გადარეულსაც თუ გაიცნობთ, არც ეგ იქნება ურიგო.
დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მერე ნახეთ თქვენ.


ყველაფერი იმით დაიწყო, რომ სამსახურიდან ზაფხულში შვებულება წილად არ მხვდა. ამიტომ ავტომატურად გადაიდო ჩემი ქალაქიდან გასვლა და აგვისტოს სიცხეს დედაქალაქში გმირულად დავუხვდი.
მაშინ, როცა ყველა ჩემი მეგობარი ოჯახით, თუ ოჯახის გარეშე ისვენებდა ბათუმში, სარფში, გონიოში, ყაზბეგში, ბაკურიანში, რაჭაში...
მე ვიჯექი და კონდენციონერს სახეს ვუშვერდი, რომ ოდნავ მაინც მეგრძნო სიგრილე.
იმ ფაქტის გააზრება, რომ სექტემბრამდე მხოლოდ და მხოლოდ 5 დღე რჩებოდა, მე კი ელემენტარული რუჯიც არ მქონდა, საშინელება იყო.
თუმცა ეს საშინელება მალევე დასრულდა, როცა ჩემი უფროსი შემოვიდა და მითხრა, რომ შემეძლო სექტემბერში შვებულებით მესარგებლა.
მე სიხარულისგან ისეთი სასწაული „ტრიუკი“ გავაკეთე, რომ კინაღამ კისერი მოვიტეხე და შვებულება ტრავმატოლოგიურში გავატარე, მაგრამ ბედმა ამჯერად აღარ გამწირა.
ახლა ვერავის და ვერანაირად ვერ დავითანხმებდი, რომ ჩემ გამო სამსახური გაეცდინა და წამომყოლოდა.
ამიტომ ავიღე ჩემი მთელი წლის დანაზოგი, წავედი ტურისტულ სააგენტოში და საკუთარ თავს საჩუქარი გავუკეთე.
სახლში მოსულს ბევრი არ მიფიქრია. ჩავალაგე ყველაზე თხელი ტანსაცმელი და რამოდენიმე დღეში აეროპორტისკენ ავიღე გეზი.
რა თქმა უნდა, ჩემმა მეგობრებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ჩემი ‘ბებრუხანობა’, მარტო დასვენების სურვილი და ის, რომ უბრალოდ ნორმალური არ ვარ. ბევრი იცინეს ‘ბარხატნი’ სეზონზეც და როგორც იქნა ესკალატორამდე მიმიშვეს.
როგორ ვიფრინე არ მახსოვს.
სამაგიეროდ კარგად მახსოვს ჩაფრენა და პირველი შთაბეჭდილებები.
გაოცებისგან პირი დავაღე.
სად ვიყავი აქამდე?! შემოვუძახე საკუთარ თავს და ჩემოდანს ხელი მოვკიდე. მანქანა დავიქირავე და სასტუმროსკენ წავედი.
სანტორინი ულამაზესი იყო. ალბათ მეხსიერებიდან ვერასდროს ამოვშლიდი კლდეზე გაშენებულ თეთრ, ქათქათა ქალაქს.
სახლების, სასტუმროების და ეკლესიების სახურავები ძირითადად ლურჯი იყო.
თვალშისაცემი იყო ვარდისფერი, წითელი და უფრო ხშირად იისფერი კედლები, რაც ქალაქს განსაკუთრებულ ხიბლს სძენდა.
ბერძნული არ ვიცოდი.
მაგრამ მძღოლმა მოახერხა და რამოდენიმე სიტყვა მასწავლა კიდეც.
თვალი ყვავილების უზომო რაოდენობამ მომჭრა.
საოცრება იყო.
ყველგან ყვავილები, ყვავილები, ყვავილები.
სამოთხე.
წითელი, ყვითელი, ლურჯი..
მწვანე ფოთლები..
ვარდისფერი, იასამნისფერი, თეთრი...
კედლებს სწორხაზოვნად მიყვებოდა განგებ დამაგრებული ყვავილები.
ისევ სიმწვანე, სიმწვანე და
ვარსდისფერი ყვავილები.
ვაკვირდები სახლებს.
კარ-ფანჯრები ძირითადად ლურჯ ფერშია შეღებილი.
როგორ მომწონს, ღმერთო!
ვფიქრობ და ვხვდები, რომ ემოციურად იმდენად დადებითად ვარ დამუხტული, სადაცაა გავსკდები ბედნიერებისგან.
მანქანა ჩერდება და ჩემი სასტუმროც გამოჩნდა.
გადმოვდივარ.
მომწონს ეს ქვაფენილები. ჩემოდანს გემრიელად მივარიხინებ და სასტუმროში შევდივარ.
დაბინავება ზედმეტად მარტივი პროცედურა აღმოჩნდა.
ჩემი ნომერი ნამდვილი სამოთხეა.
აქ საცხოვრებლადაც შეიძლება დარჩენა.
გავიცნობ ვინმე სიმპატიურ, ბერძენ ბიჭს, რომელსაც ექნება ბევრი ფული, რომ ამ სასტუმროს ვალის დაფარვაში დამეხმაროს და ვიცხოვრებთ ბედნიერად!
საკუთარ ფიქრებზე მეცინება მე და ამოლაგებას ვიწყებ.
რა დროს ამოლაგებაა?
პატარა ბავშვივით ვაწყდება ყველა კუთხე-კუნჭულს და ვრწმუნდები, რომ მარტო დასვენება ეს არის ნამდვილი დასვენება!
ვამბობ და ჩემ წინ არსებულ უზარმაზარ კარს ვხსნი.
ოთახში თეთრი ფარდებია, რაც ძალიან მომწონს.
მე უბრალო აივანს ველოდი, გარეთ კი უზარმაზარი ვერანდა მხვდება.
თავისი ჭილოფის სკამებით, მრგვალი მაგიდით და რა თქმა უნდა ძალიან, ძალიან ბევრი ყვავილებით.
ვარდისფერი, იისფერი, წითელი...ძალიან, ძალიან ბევრი წითელი და თეთრი ყვავილები.
ღმერთო, სამოთხეში ვარ?
ვფიქრობ მე.
ვერანდიდან ულამაზესი ზღვის ხედი იშლება.
მომწონს გემები როგორ მოძრაობენ.
მომწონს ეს სიმშვიდე და ის, რომ საერთოდ, საერთოდ არ არის ხმაური.
არა, მგონი ჩემი მეგობრები მართლები არიან და მე დავბერდი.
ვფიქრობ და ბოლო ხმაზე მეცინება.

დღეს რა მაქვს გეგმაში?
ჯერ მშია.
მერე ცოტას დავისვენებ და დავიწყებთ ქალაქის დათვალიერებას.
არანაირი მეზარება, დავიღალე და სახლში წავიდეთ!
გავესაუბრე საკუთარ თავს და ამჯერად მართლა დავწვდი ჩემოდანს ამოსალაგებლად.



* * *
ღამის სანტორინი ცალკე ზღაპარი იყო.
თანაბრად განათებული ქუჩები.
ყველაფერი ერთ ფერში, ზომიერად და ჰაეროვნად.
მე თეთრი ფერის, თხელი სარაფნით მივაბიჯებდი ქვაფენილზე და ამ სილამაზით ვტკბებოდი.
ერთი ღია კაფე მომეწონა უზომოდ.
ჩემთვის უცნობი ხალხი, უცნობ ენაზე საუბრობდა ღვინის თანხლებით და თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა.
უცებ მეც ძალიან მომინდა ერთი ჭიქა წითელი ღვინო-ნახევრადმშრალი.
პატარა, მრგვალ მაგიდასთან მოვკალათდი და მიმტანს შეკვეთა მივეცი.
გოგონამ სასიამოვნოდ გამიღიმა და ზუსტად 1 წუთში ღვინით სავსე ბოკალს დავეწაფე.
რა ლამაზია სანტორინი.
ღამე და სიწყნარე.
რა კარგია სხვა ქვეყანაში ყოფნა, სადაც შენი არავის ესმის.
მეღიმება და
ღიმილი სახეზე მახმება კიდეც.
არა, არ მომესმა...
გაამეორეთ.
კი, კი! გაამეორეთ თუ შეიძლბა.
რას ჰქვია ვერ ამეორებთ? აიღეთ პულტი, დააჭირეთ გადახვევის ღილაკს და გადაახვიეთ!
კარგი, აღარ არის საჭირო, ვამბობ და ზუსტად იგივე ხმა მესმის.
მთელი სხეულით მოვტრიალდი და ვხედავ ჩემ წინ თეთრ პერანგში და შორტებში გამოწყობილი შავგვრემანი მამაკაცი როგორ უყვირის მიმტანს.
თან როგორ? ქართულად!
-ვახ, რა გავაკეთო რა! თევზი, თევზი! თ-ე-ვ-ზ-ი! რიბა, რიბა! როგორ იყო ინგლისურად თევზი? ა, Fish! Fish!
- ψάρι? ψάρι?-კითხულობს დაბნეული მიმტანი
-არ ვიცი, რას ნიშნავს ეს ‘სარი’ და ჯანდაბას, არ მინდა არაფერი! წყალი მომიტანე, წყალი! Water, water !
მე ღვინის ჭიქა ტუჩებთან მიჩერდება და ბოლო ხმაზე მიტყდება სიცილი.
უცნობი მკვლელი მზერით მაჯილდოვებს.
რა სირცხვილია!
სადაც არ გეკითხებიან, სულ ფეხი როგორ უნდა გაყო?!
ვეკითხები საკუთარ თავს და ჭიქას ბოლომდე ვცლი.
იქვე მდგარ მიმტანს კი მეორეს ვუკვეთავ.
- γεια σας!-მიახლოვდება უცნობი და მესალმება-რა გაცინებს ნეტა ვიცოდე-დააყოლა წამში და მე კინაღამ ჭიქა გადამცდა.
განა სასმელი-ჭიქა.
-სადაც გამარჯობა გისწავლია, თევზიც გესწავლა როგორ არის და ამდენი წვალება არ დაგჭირდებოდა-ვეუბნები ყურებამდე გაღიმებული, გრადუსში მყოფი მე და პერანგიანი პირს აღებს
-აი, ეს მესმის!
ტაშს უკრავს ის და თვალებში მაშტერდება
-აბლოდისმენტები არ იყო საჭირო!
-ახლა უნდა მეკითხა, ქართველი ხარ ბიჭო?! თუ რაღაც მსგავსი ჰო?
-ბიჭო არ ვარ!-მეცინება მე და მუცელზე ხელს ვიჭერ.
მიმტანს ჩემი ღვინო მოაქვს.
თავისთვისაც უკვეთავს და წინ მიჯდება.
-ვიცნობდეთ ერთმანეთს
მეუბნება და ხელს მიწვდის
-ალექსანდრა
მის ხელს ნაზად ვეხები და მაქსიმალურად ვცდილობ გრადუსი აღარ შემეტყოს
-სანამ სახელის ბოლოში გახვედი, სერიოზულად ავნერვიულდი, ე-ზე არ დამრთავდეს მეთქი
ხმამაღლა ეცინება და ჩემს გაკვირვებულ სახეს რომ აწყდება უხერხულად იშმუშნება და თავის წარდგენას იწყებს
-ილო!
-ანუ, ილია?
-ჰო, ილია
-შენი გადახდილია!
სანამ მორიგი უაზრო ხუმრობის ავტორობა დამბრალდება ახლადმოტანილ ჭიქაზე ვუთითებ და ამჯერად მე ვუკრავ თვალს.
-გამორიცხულია!
იუარა მან და ჭიქა ერთი მოსმით ჩამოცალა.
მე თვალები შუბლზე ამივიდა.
მგონი ვიღაც მსმელი „ღრუზინი“ აღმოვაჩინე ამხელა საბერძნეთში.
არა, ამას მარტო მე თუ მოვახერხებდი!
მეცინება....
-სულ რატომ იცინი?
-ასეთი ხასიათი მაქვს
-რა მაგარია-გულწრფელად გაიკვირვა მან-დასასვენებლად ხარ?
-კი
-რამდენი ხნით?
-ოცამდე, შენ?
-წესით ოცდაორამდე, მაგრამ დავრჩები ალბათ.
-სად ავცდით!-მეცინება ისევ მე
-ხვალ რა გეგმები გაქვს?
-ხვალ? ჯერ არ ვიცი...
-მე ახლა მეჩქარება-მეუბნება და სწრაფად ხტება ფეხზე. მიმტანს აჩერებს და პლასტიკურ ბარათს აწვდის.
მე პანიკაში ვვარდები, მაგრამ სრულიად სამ წამში დააშოშმინა ამ პიროვნებამ ჩემი პანიკა და მათ შორის-მეც!
გილოცავთ, ეს ნამდვილი გამარჯვებაა!
-ჰო, რას გეუბნებოდი, დაივინგი გიყვარს?
-არასდროს მიცდია
-მაშინ ხვალ ვცდით. რომელ სასტუმროში ხარ გაჩერებული?
მეუბნება და ტელეფონს იღებს ჯიბიდან
-მე....ისა....მე-ბრინჯივით ვიბნევი მე.
რა სასტუმრო, რა დაივინგი.
რა გინდოდა, რა გინდოდა?
დაეტიე რა სახლში...
რა ღია კაფე, რა ერთი ჭიქა ღვინო?!
-Andronis-ში
-როგორ მიყვარს დამთხვევები.
მეხუტება სამი წუთის წინ გაცნობილი თეთრ პერანგიანი, შორტებიანი ილია და
ხელს მიქნევს
-გზა ხომ იცი სასტუმრომდე?
-კი
-ხვალ გამოგივლი!
ხელს წევს ისევ ზემოთ და სადღაც უჩინარდება.
მე ზედმეტად დაბნეული სახით ვდგები სკამიდან და იქაურობას ვტოვებ.
სასტუმრომდე ფეხით მივდივარ.
კი არ მივდივარ, მივრბივარ.
მინდა ვინმეს დავურეკო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ არავისთან ლაპარაკის თავი არ მაქვს.
შხაპი მივიღე და დავიძინე.


* * *
დილით თავი ძლივს წამოვწიე ლოგინიდან.
ძილის შებრუნებას ვაპირებდი, გუშინდელმა საუბარმა რომ დამარტყა თავში და ფეხზე წამოვხტი.
უცებ თვალებში დამიბნელდა და ისევ საწოლზე აღმოვჩნდი.
მერამდენედ?
სულ გიჟივით როგორ უნდა ვხტებოდე ლოგინიდან ამიხსნის ვინმე?
ქვემოთ დავრეკე და საუზმე შევუკვეთე.
15 წუთში უკვე ვერანდაზე ვიჯექი და ბელგიურ ვაფლს მივირთმევდი თავისი ცივი ყავით.
ჩემ წინ კი ზღვის ხედი იშლებოდა.
ღმერთო, ზღაპარში ვარ, არა?
მგონი მოვკვდი და ჯერ არ ვიცი.
კიდევ დიდი ხანი ვიჯდებოდი ასე, კარებზე ზარის ხმა რომ არ გამეგო.
აკურატულად გავისწორე ხალათი და კარები გავაღე. იმ ბერძნულიდან, რომელიც მომსახურე პერსონალი გოგონას პირიდან ამოვიდა, მხოლოდ გამარჯობა გავიგე. ხელში რაღაც ფურცელი შემაჩეჩა და დაბნეული გაბრუნდა დერეფანში.
მე კარებს მივეყუდე და ფურცელი გადავშალე
„ქვემოთ ვარ და ბევრი არ მალოდინო.
ილო“
დარეტიანებული ვეცი გარდერობს და ვეცადე მაქსიმალურად სწრაფად მოვმზადებულიყავი. მერე გამახსენდა, რომ ამ ბიჭმა გუშინ დაივინგზე დამპატიჟა და ვიფიქრე, რომ რეალურად არანაირი მომზადება არ მინდოდა და ხუთ თუ არა, შვიდ წუთში უკვე სასტუმროს ფოიეში ვიყავი.
არა...
ისე მაინც, რა დაივინგი?
ნორმალურს ხომ არავის გადავეყრები მე...
თუ არ ვცდები, ილია რეგისტრატორ გოგონას ეპრანჭებოდა.
ამ სცენის დანახვაზე ხმამაღლა ამიტყდა სიცილი მე
-შენ სულ დაცინვით როგორ უნდა მხვდებოდე?-მითხრა და „კაი“ ნაცნობივით გადამეხვია
-შენ კიდე თუ არ იცი ეს ბერძნული, ტყუილად ნუ წვალობ!
-სხვათაშორის გადასარევად ფლობდა ინგლისურ ენას!
მე ისევ ხმამაღლა გავიცინე
-შენ რა მხიარული გოგო ხარ, საიდან ამდენი სიცილის ნერვები?
-ვისვენებ ადამიანო! როგორც იქნა, მთელი წელი ვირივით მუშაობის მერე ვისვენებ! აღარც გავიცინო?
-გეხუმრე. წამო...
ილიას სიტყვები, რომ მალე მივალთო გზაში სანანებელი გაუხდა.
სანამ სანაპირომდე ჩავაღწიეთ, ჩემი დამაემართა...
-აი, იმ კატერს ხომ ხედავ? მანდ უნდა მივიდეთ
-აბა კატერი?-გაოცებისგან პირი დავაღე მე
-აი, თეთრი კატერი, ვერ ხედავ, თუ მინუსი გაქ?
-გადასარევი მხევდელობა მაქვს, უბრალოდ შენ მასშტაბებთან ვერ ხარ კარგად მგონი.
-რატომ?-ისევ გაკვირვებულ სახეს იღებს ილია
-იმიტომ, რომ ეგ კატერი კი არა, გემია!
-გემი არა ტიტანიკი კიდე!
-ზუსტადაც!
-რა იყო სანდრა? გეშინია?
-არა, რისი მეშინია...
მოიცა, რა დამიძახე?-გამეცინა მე
-სანდრა
დაიბნა ის.
ალბათ იფიქრა, სახელი ხომ არ შემეშალაო?
-ვინ ჯანდაბაა სანდრა?
-შენ!-არ ტყდებოდა ის
-არავინ მეძახის სანდრას
-ხოდა მე გეძახი!
და საერთოდ მეც არ მეძახიან ილიას, მაგრამ შენ კარგად გადამიკეთე სახელი!
-აბა ილო რა ჯანდაბაა?
ისევ ხმამაღლა გამეცინა მე.
არა, ეს ცუდი ხუმრობა იყო.
დროზე უკან წაიღე შენი სიტყვები!
-ვხუმრობ, ნუ მიყურებ ეგეთი სახით! მე მომწონს ილო...-ვიცრუე ისევ
-შენ თუ ქვემოთ არ დაგტოვო ნახავ!
-იმდენს იზამ აღარ ჩამოვალ!
-ნუ მევაჭრები რა! ჩაიცვი ესენი
მითხრა და მთელი აღჭურვილობა მომაწოდა.
-უნდა აღვნიშნო, რომ მაგ სათვალეში თევზს გავხარ!
ვაგრძელებ სიცილს მე
-შენ კიდე ლიფსიტას!
-ლიფსიტასაც გავხარ და ზვიგენსაც!
-უი, ამ ზღვაში ზვიგენები არიან, იცი?
-ილია, ნუ ცანცარებ!-ვუთხარი და სათვალე გავიკეთე
-სამ თვლაზე ვხტებით!
-ჯერ შენ და მერე მე!
-არა, სანდრა! ერთად რა...
-კაი, ჯანდაბას...მე ვითვლი...
1, 2 და 3!
შიში ნელ-ნელა გაფანტა იმ ულამაზესმა სანახაობამ, რომელიც წყალქვეშ დამხვდა.
ჯერ ზემოთ რა იყო ეს ადგილი და ახლა წყ ლის ქვეშ?!
წყალი ისეთი სუფთა და გამჭირვალე იყო, ყველაფერს მარტივად რომ დაინახავდი.
წყალმცენარეები,
თევზები.
სხვადასხვა ფერის, ზომის, ფორმის...
ბავშვობაში მახსოვს ერთი თევზი მინდოდა. ყვითელი გული ჰქონდა და ლურჯი კუდი.
რაღაცნაირი გაბერილი თევზი იყო და ისიც კარგად მახსოვს, მამაჩემმა მთელი ქვეყანა მოიარა და ვერსად იშოვა.
აი, თურმე სად უნდა წამობრძანებულიყავი მამაჩემო!
გავიფიქრე და ჩემი ოცნების თევზს „ავედევნე“.
ილია ხელებს მიქნევდა, მაგრამ მისთვის ვის ეცალა?
წყალქვეშ აღმოვაჩინეთ ჩაძირული ნავი.
ჩვენ კი არ აღმოვაჩინეთ, დიდი ხნის აღმოჩენილი იქნებოდა, მაგრამ მაინც...
რა არა, მაგრამ ზღვის ვარსკვლავები თუ მართლა არსებობდა, არ მეგონა.
გაშტერებული თვალებით დავდიოდი.
დავდიოდი კი არა, ვცურავდი.
აქამდე მეგონა, რომ ამ ყველაფერთან შეხება მხოლოდ ქალთევზებს ჰქონდათ. არადა არც მე ვიყავი ქალთევზა და მითუმეტეს არც ილო!
ამასზე ზღვაშიც კი ისტერიული სიცილი მიტყდება და ზემოთ მივცურავ.
„აღჭურვილობას“ ვიხსნი და ბოლო ხმაზე ვიწყებ ხარხარს.
ილია გაფართოებული თვალებით მიყურებს
-რა გაცინებს?
-უცებ წარმოვიდგინე, რომ ქალთევზა ხარ!
-გიჟი ხარ, ხო?!-სიცილი აუტყდა ილოს
-არა!!!-ვხარხარებდი ისევ მე
-რა ქალთევზა?
-პირდაპირ არიელი! წითელი თმა გაკლია!
-მეფე ტრიტონი მაინც გეთქვა, რა უნამუსობაა?!
-ეგ ვინაა?-გავჩერდი მე
-ვინაა და არიელის მამა!
-რატომ იცი რა ჰქვია არიელის მამას?-ამაზე უარესად ჩავბჟირდი მე და
იქიდან გამომდინარე, რომ შუა ზღვაში ვერაფერს მოვეჭიდებოდი, ილოს მოვეჭიდე.
თორემ ამდენი ცანცარისგან აუცილებლად ჩავიძირებოდი.
-ბავშვობა არ გქონდა?
-ბავშვობა მქონდა, მაგრამ არიელის მამის სახელი 15 წელია დამავიწყდა!
-ხოდა ექიმთან მიდი! სკლეროზის წამალს გამოგიწერს
მითხრა ილიამ და მაგრად დამქაჩა. ამჯერად სათვალის და ჟანგბადის გარეშე აღმოვჩნდი წყალქვეშ.
წამით პანიკაში ჩავარდნა დავაპირე, მაგრამ ამას თუ ჰგონია, რომ ცურვა არ ვიცი, ზედმეტად შემცდარა!
ხელიდან დავუსხლტი და ისევ ფსკერისკენ წავედი.
ჩემი ყვითელგულიანი თევზი ბოლოჯერ შევათვალიერე და „კატერზე“ ამოვედი.
ილიაც გულამოვარდნილი გამომყვა უკან და ჩემ გვერდით მიესვენა
-დავიღალე!
-დაიღლებოდი, ქალთევზასავით ცურავ ამხელა კაცი!
საპასუხოდ ილიამ მხარი ისე მომარტყა, კინაღამ „კატერიდან“ გადმოვარდი
-რა იყო, 3 კილო ხარ?-გაეცინა ილიას და ხელი შემაშველა
-შენ თუ ძალა გერჩის, დააბრალე ახლა ჩემს კილოგრამებს!

* * *
-გეფიცები! ყველაზე გემრიელი ბერძნული სალათი აქვთ აქ. ავიღოთ რა!
-ჯანდაბას, ავიღოთ!
-აი, მოგეწონება! მართლა
-საერთოდ არ მიყვარს და არამგონია აქ მომხიბლოს
-რომ გეუბნები გემრიელია მეთქი, დამიჯერე რა...აქ სხვანაირად აკეთებენ. ისე მეც არ მიყვარდა. იცი რა პონტია? აი, აჭარულ ხაჭაპურს ხო ვერ აკეთებენ ყველგან მაგრად? პირველად რომ ვჭამე საშინელება იყო, მერე აჭარაში გავსინჯე და გადავირიე! ეგეთი ვარიანტია ზუსტად ამათი ბერძნული სალათი
-ვერც აჭარულს ვერ ვიტან!-ვიჯღანები მე
-რა თქვი?
ისეთი სახით შემომხედა ილიამ, კინაღამ სამშობლოს ღალატში დამდო ბრალი
-რა ვქნა, ვერ ვიტან!
-აბა რა გიყვარს?
-აუცილებელია, აჭარულს ვჭამდე?
-რას ჭამ აბა?
-არაფერს-ვიჯღანები ისევ მე
-რა არაფერს? რას ჭამ ადამიანო!
-აუ, ესე რომ გითხრა რომელიმე საჭმელი განსაკუთრებულად მიყვარს მეთქი, მოგატყუებ!
-ცუდად ხომ არ ხარ?-ფერი წაუვიდა ილიას-რას ნიშნავს ეგ?
-არ მიყვარს ვა! რას ჩამაცივდი?!
-კაი რა...გაიხსენე ახლა რამე საჭმელი, თორემ გადავედი ჭკუიდან!
-ლიმონი მიყვარს!
-რა ლიმონი გოგო! საჭმელია ლიმონი?-ჩაბჟირდა ილია
-აუ, პირველი ეგ გამახსენდა
-ლიმონი საჭმელია მერე?
-აბა, რა არის?
-ციტრუსი!-ამაყად განაცხადა ილიამ
-ხო ჭამ? ხო ყლაპავ? ანუ საჭმელია!
-ამჟავება არ გაწყენდა ისე-დამცინის ისევ ილია
-კიდე მიყვარს ბელგიური ვაფლი და ცივი ყავა
-ანუ ტკბილეული უფრო გიყვარს?
-არა, ძალიან ტკბილ რაღაცებს ვერ ვჭამ! აი, ცარიელი კრემები როა ეგეთ ნამცხვრებზე ცუდად ვხვდები. საერთოდაც ტორტები და ნამცხვრები არც მიყვარს. აი, ერთი ბელგიური ვაფლი...სხვა არაფერი
-მაგიტომაც ხარ ხოდა ორმოცი კილო!
-ორმოცი კილოც ხარ და ოცდახუთიც!-მესამე კლასელი ბავშვივით ვიბუტები მე
-აბა რამდენი კილო ხარ?-ეცინება ილიას
-მე რა ვიცი?-წარბი ავწიე ინსტიქტურად მე
-პირველად ვნახე ქალი, რომელმაც საკუთარი წონა არ იცის
-შენ იცი?
-ვიცი-ეცინება ილიას
-იქნები ასე 120 კილო!
-ვითომ რატომ?-ეწყინა აშკარად
-ჭამა რომ გიყვარს მაგიტომ!-ვიცინი მე და მის იდეალურ აღნაგობას ვაკვირდები
-ცხოვრების სიამოვნებებიდან სამეულშია ჩემთვის ჭამა!
-ის ორი?-მეცინება მე და სიამოვნებაზე პირველი რაც მახსენდება, ყველა მიხვდებით.
-მერე გეტყვი-ეცინება ილიას და წვენის ჭიქა ტუჩებთან მიაქვს.
ღმერთო, რა ლამაზი ტუჩები აქვს?
ახლა ვაკვირდები და ვაანალიზებ, რომ ადამიანისთვის ტუჩებზე ყურება არც თუ ისე კულტურული საქციელია და მენიუს დანიავებას ვიწყებ.
-დაცხა არა?
-გაწითლდი!-დამცინის ილია საზურგეს ეყრდნობა.
გავწთლდებოდი, მაგ ტუჩებით და თვალებით რომ ზიხარ, აბა რა დამემართებოდა?
ვფიქრობ მე და მენიუს უფრო ძლიერად ვინიავებ.
-აი, ისიც! მისის უდიდებულესობა ბერძნული სალათი!
-შენი ხათრით ვსინჯავ მარტო!
-სასიამოვნო მოსასმენია-მიღიმის ილია და მეც იდიოტივით ყურებამდე მეხევა პირი.
-უი, ზეთისხილი მიყვარს კიდე ძალიან!-გამახსენდა ბერძნული სალათის დანახვაზე მე და გამარჯვებულის გამომეტყველება მივიღე
-ლიმონი, ზეთისხილი... რა იქნება შემდეგი? ა, ხო...ცივი ყავა და ბელგიური ვაფლი დამავიწყდა! რა ტანდემია!
-ნუ დამცინი!
-შენ რომ დამცინოდი 2 დღე, კაი იყო?
-და პატარა ბავშვივით ნუ მეკამათები!
-პატარა ბავშვი ვარ!
-მაინც რამხელა?
-არ გეტყვი!
-არა, მე სერიოზულ ეჭვებში ვარ. ჯერ იყო და ქალთევზაო, მერე წონა ვიციო, ახლა კიდე ასაკს არ მეუბნები. ქალი ხარ?
-ტრანსი!
-ნუ ც ა ნ ც ა რ ე ბ !
-გეუბნები! ქალი ვარ, კაცად გადაკეთებული! 13 წლის ვიყავი, რომ აღმოვაჩინე, ქალები მიზიდავდა და გადავწყვიტე კაცი გავმხდარიყავი!
-ქალებს ეგეთი წვერი არ ამოგვდის!-ვეუბნები და სახეზე ხელს ვადებ
-გადავინერგე!
-მკერდი სად წაიღე?
-არ მქონდა. უმკერდო ქალი არ გინახავს, თუ?
-და ეს კაცის მხრები სად ააგდე?
-პროტეინებს ვსვამ!
-აი, ეს ყვავილები რა ფერია?
-წითელი-დაუფიქრებლად მპასუხობს ის
-ეს არის მალინისფერი და კაცები ფერებში ვერ ერკვევით!
-აი, რა სისულელეს ამბობ ახლა!
-გეფიცები, ეგრეა! წააგე ილო!
-ძალიან ცუდი არგუმენტია! იქნებ დალტონიკი ვარ?!
-წააგე და აღიარე. დამარცხებაც ღირსეულად უნდა შეგეძლოს
-კარგი მომიგე, მაგრამ კინაღამ ხომ დაგაჯერე?
-ვერ დამაჯერე და საერთოდაც ცუდი მსახიობი ხარ!-მეცინება მე და სალათს ვიღებ
-რომ ჰკითხო გოგოს, არ უყვარს ბერძნული სალათი
-ლუკმებს მითვლი?-გავბრაზდი მე
-არა სანდრა, ვხუმრობ!
-ეგრე რომ მეძახი, მგონია სხვას ელაპარაკები!
-შეეგუე როგორღაც... რას საქმიანობ?
-არ მკითხო!-თვალები ავატრიალე მე და ჩანგალი ზეთისხილს დავარჭე.
-ე, მითხარი რა...
-საერთოდ ხელოვნებათმცოდნე ვარ, პროფესიით. მაგრამ ამჟამად რედაქციაში ვმუშაობ
-და სანტორინი რატომ?
-ჩემი ოცნება იყო
-მართლა? ჩემიც
-ო, იტყუები!
-რატომ ვიტყუები? იქნებ შენ იტყუები?
-რას ამბობ, მთელი ბავშვობა ვოცნებობდი
-მეც... უკვე მეხუთედ ვარ აქ
-მართლა?-თვალები შუბლზე ამივიდა მე-და ენა მაინც არ იცი?
ხმამაღლა გადავიხარხარე მე
-ინგლისური ყველამ იცის და არ დამჭირდა ეს ბერძნული, რა გავაკეთო?
-მაინც სირცხვილია, რომ თევზი არ იცოდი როგორ იყო!
-იცინე და იყავი!
-პატარა ბავშვივით ბუტია ხარ!-ვაგრძელებდი სიცილს მე
-გადაგცდება ეგ ზეთისხილი და იჯექი მერე გაგუდული!
-შენ რას საქმიანობ?
დავინტერესდი მე
-ოჰ, დავსერიოზულდით?
-მითხარი რა!
-ლექტორი ვარ
-კაი?-აღშფოთება ვერ დავმალე მე
-რა იყო, ლექტორებიც ადამიანები არიან!
-ვთქვი არ ხარ ადამიანი მეთქი? უბრალოდ გამიკვირდა 27 წლის ბიჭი უკვე ლექტორი რომ ხარ, სერიოზული მიღწევაა...
-შენ რა იცი, 27 წლის რომ ვარ?
თვალები შუბლზე აუვიდა ილია
-27 წლის ხარ?-დავიწყე ყვირილი მე და ინსტიქტურად ზემოთ ავიხედე-ღმერთო, სად ხარ?!
-‘პროსტა’ გაარტყი?
-დედას გეფიცები! რა მაგარი ვარ, თქვი!-თავი შევიქე მე
-სასწაული გოგო ხარ!
-აუ, შენთან ლექციაზე რა ამბავი იქნება?!
-რას გულისხმობ?-ეცინება ილიას
-მოხვედრაზე
-არაფერი ამბავი არ არი!
-აუ, არ მინდა ეს თავის დაფასება რა! გოგოები რომ გავიგებდით, ვინმე ახალგაზრდა ლექტორი დაიარებოდა უნივერსიტეტში, სულ რომ უკანასკნელი გამომეტყველება ჰქონოდა მაინც იმის ლექციებზე დავდიოდით სიკვდილამდე გაპრანჭულები
-შენ ვერ წარმომიდგენიხარ, რომ ლექტორებს ეპრანჭები!
-არც ვეპრანჭებოდი. ისეთ პონტში ვღადაობდი რა...
-მერე, იკერებოდნენ?
-კი, ერთი ლექტორი მყავდა, 31 წლის იყო. ასე, თუ ისე სიმპატიური. ცოტა პუტკუნა, მაგრამ სიმპატიური. 3 საგანი გავიარე მაგასთან და ვერცერთს ვერ ვსწავლობდი კარგად, მაგრამ მაინც კარგი ქულები დამიწერა, არადა მკაცრი ბიჭი იყო. თან ჩემი გვარი და სახელი სულ ახსოვდა და სასტავი მაგრად ეჭვიანობდა. მეც მეტი რა მინდოდა? პარასკევობით მქონდა და თავი ქალი მეგონა, ისეთი კისერმოღერებული დავდიოდი.
მერე მეოთხე სემესტრში მაგის საგანი ვეღარ ავიღე და მალევე გავიგე, რომ ცოლი მოიყვანა-სიცილი ამიტყდა ფინალზე მე
-ღმერთო, რა ტრაგიკული ისტორიაა?-ამყვა ილიაც
-აბაა...ეგეც ერთ-ერთი ლექტორისგან გავიგე. იმასთან ვძმაკაცობდით ისეთ კაი ტიპი იყო და უი, მიშამ ცოლი მოიყვანა, გაიგეთო? გული კი დამწყდა ისე...
-რა ბიჭი იყო ნეტა ასეთი
-დიდი არაფერი. ჰო გეუბნები, ეგ რომ ისე დამანახო, შეიძლება საერთოდ არ მომეწონოს. შენც გეპრანჭებიან პატარა გოგოები?
-სხვათაშორის არა...
-ახლა ვერ დამაჯერებ მაგას....რას კითხულობ?
-სოციოლოგიის საფუძვლებს, სოციოლოგიურ ფსიქოლოგიას და ასე შემდეგ.
-ე, რა მაგარი ბიჭი ხარ!-გამიხარდა მე და ყურებამდე გავიღიმე
-შენც მაგარი გოგო ხარ!
-ეს სალათიც გემრიელია
დავტკბი წამებში მე
-შენც
წამოცდა და წამებში დაიბნა
-ჰაჰა, რა მეც?
-ისე-თვალი ჩამიკრა და ცოტა ხანში დააყოლა-ხვალ გინდა ძალიან მაგარ ადგილას წავიდეთ?
-სად?
-ჩათვალე, რომ შენი გზამკვლევი ვარ ეს პერიოდი!
-თანახმა ვარ
-აქვე პატარა კუნძულია, გემები დადიან და პატარა ექსკურსიებივით ეწყობა. ვულკანურ კუნძულს ეძახიან
-იმედია არ ამოიფრქვევა!
-არა, ჩამქრალია
-მაშინ წავიდეთ. ისე შენ გემზე ამბობდი კატერიაო და ახლა ამბობ გემით მივდივართო, ანუ მართლა ტიტანიკს ველოდო?
-ნუ მკითხაობ რა !


* * *
მეორე დღეს ილიამ დილის 11 საათზე გამაღვიძა და როგორც ყოველთვის სასწრაფოდ მომზადება მთხოვა.
მე ისედაც ზედმეტად პუნქტუალურ ადამიანს 5 წუთში არ გამჭირვებია მომზადება და ფოიეში ილიას მოძებნა.
მთელი დღე უცნაურ კუნძულზე მაბოდიალა.
ისეთი საშინელი აურა იყო, მეგონა ეს ვითომ ჩამქრალი ვულკანი ამოხეთქავდა და ლავა ისეთი ტემპით გადმოვიდოდა, წყალიც აღარ მიშველიდა.
კუნძულიდან სასტუმრომდე გამოცურვის შიშით ჩაიარა დღემ და საღამოს ერთ-ერთ ულამაზეს პლიაჟზე ამოვყავით თავი.
აქ ყველაფერი ლამაზი იყო, მაგრამ პერისას პლიაჟი მაინც განსაკუთრებულად მომეწონა.
ილიამ კოქტეილი მომაწოდა და მზრუნველი ტონით მითხრა
-არ დაიწვა
-რაღა დროს დამწვრობაა? ნახე, უკვე ფერში გადამივიდა, თანაც მზე ჩადის -შევიფერე მე
-კი, პირდაპირ ნაომი ხარ ქემბელი!
-არც შენ ხარ პრედ პიტი, ასე რომ...
-მე ფერის გამო შეგადარე და არა გარეგნობის!
-ნუ ხარ პატარა ბავშვი თქო!
-პატარაც ხარ და ბავშვიც!
-აი, კიდე!
-აუ, სულ არ ამოვიღებ ხმას რა!
-უსიტყვო კაპიტულაცია!
-კაპიტულაცია იქნება, რომ წავალ ახლა და შენ სასტუმრომდე შენით ვერ მიხვალ!
-დებილს ვგავარ?-გავიოცე მე
-ასე ვერ ვიტყოდი!
-საზიზღარი ბიჭი ხარ!
-შენ საზიზღარი ბავშვი!
-აუ, დავიღალე რა
დავიწუწუნე მე და კოქტეილი მოვსვი.
-მე აქ დასასვენებლად ჩამოვედი
-წავიდე?
-დაეტიე რა!
-დღეს რას აპირებ?
-ძილს
ილიამ საათს დახედა და წარბი ამიწია
-ჯერ 6 საათია
-მაშინ რასაც გინდა, იმას. აი, ღამე უნდა გამოვიძინო. იმიტომ, რომ დღეს არ დამაძინე!
-სიტყვა უმადურის განმარტება თუ იცი შენ?
-კი
-ხოდა რაც არ უნდა იყოს დეფინიცია შეიცვალა
-რატომ?-გამეცინა მე
-იმიტომ, რომ შენ ხარ თვით უმადურება
მე ხმამაღლა გამეცინა.
ილიას უცებ სახე დაუსერიოზულდა და არ ვიცი მე მკითხა, უბრალოდ იკითხა, თუ ხმამაღლა იფიქრა
-რა ლამაზია სანტორინი.
-ყველაზე ლამაზია
-ასე ფიქრობ, არა?
-ზუსტად! ასეთი ადგილი არასდროს მინახავს
-შენ როგორი ლამაზი ხარ?!
მითხრა და ტუჩზე იკბინა.
მე კიდევ კარგი სათვალე მეკეთა, თორემ თვალებში ზუსტად იკითხებოდა ჩემი რეაქცია.
დავიბენი.
უცებ, წამებში დავიბენი..
-ეს კითხვა იყო?-ვეცადე მხიარულ ნოტაზე გადამეყვანა საუბარი
-არა, მაგას კითხვა რად უნდა?
-ანუ, მართლა ფიქრობ რომ ლამაზი ვარ?
-ჩემი თქმა და ფიქრი რაში გჭირდება? ისედაც ნათელია, რომ ულამაზესი ხარ
-იქნებ მე შენი აზრი მაინტერესებს?
-ჩემი აზრი უკვე დავაფიქსირე...
გავიგე და გავჩუმდი.
ილიაც დუმდა.
ძალიან, ძალიან დიდხანს ვისხედით ნაპირზე ერთად.
შიგადაშიგ ტალღები ჩვენამდეც აღწევდა. ცივი წყალი მეხებოდა ფეხებზე და მსიამოვნებდა.
მზე ჩადიოდა.
ვისხედით.
ქვეყნად ყველაზე ლამაზი მზის ჩასვლის ადგილას.
ვისხედით ჩუმად, რადგან სიტყვები არ იყო საჭირო.
ეს ადგილი ყველაფერს თავისით ამბობდა.
ეს მზის ჩასვლაც, ზღვას და სანაპიროც.
სიმშვიდე იყო.
მეც, ყველაზე აფორიაქებული რომ უნდა ვყოფილიყავი, მაინც ყველაზე მშვიდად ვგრძნობდი თავს და
მიხაროდა, რომ აქ ვიყავი.

* * *
გვიან გავიღვიძე.
რეალურ ცხოვრებაში მხოლოდ შაბათი მიყვარდა. იმიტომ, რომ მხოლოდ ამ დღეს მეძინა იმდენი, რამდენიც მინდოდა.
კვირას მაინც შედარებით ადრე ვდგებოდი, რომ ორშაბათისთვის რეჟიმი არ არეულიყო.
შუა დღეს ავდექი.
გაბრუებული ვიყავი ამდენი ძილისგან.
ძილში გავიგუდეო, რომ იტყვიან ზუსტად ეგრე ვიყავი. თავი ძლივს წამოვწიე ბალიშიდან. ეს ბალიშიც დიდი ოხერი „ვინმეა“. გინდა, თუ არა მაძალებდა ცოტა ხანი კიდე გედოს თავი და იძინეო. აივნის კარები ღია იყო. ჩემი თეთრი ფარდები ფრიალებდა და სასიამოვნო სიგრილე ვიგრძენი ტანზე. სხეული ძლივს წამოვწიე ლოგინიდან და ჩემ წინ არსებული სარკიდან სრულიად უცხო, თვალებდასიებული გოგონა მიყურებდა. ეს რას დავემსგავსე? ჩავილაპარკე ჩემთვის და აჩეჩილი თმა ერთი ხელის მოსმით ვაქციე კოსად. სააბაზანოში შევედი, თხელი ხალათი მოვიცვი და თავი მოვიწესრიგე.
რაც აქ ჩამოვედი, დილით ვერანდაზე საუზმობა ტრადიციად მექცა. სასიამოვნო სიგრილე იყო და ყოველთვის ყვავილების სუნი იდგა, რომელიც ასე მიყვარდა.
ტელეფონი ავიღე და საუზმის შესაკვეთად დავრეკე. მომსახურე პერსონალმა მითხრა, რომ ჩემი საუზმე უკვე შევუკვეთე და დაახლოებით ნახევარი საათის წინ ამომატანეს.
მე სახე შემეცვალა.
არა, აშკარად სკლეროზი არ დამწყებია, არა?
ვთქვი და ვერანდისკენ გავიხედე.
გაწყობილმა მაგიდამ სუნთქვა შემიკრა.
ნელა გავედი.
გული ამოვარდნაზე მქონდა.
აივანზე შორტებში და უბრალო მაისურში გამოწყობილი ილია იჯდა და გაღიმებული მიყურებდა
-სად ხარ ამდენი ხანი? 2 საათია ვზივარ და გელოდები!-ხარხარებდა ჩემი სახის დანახვაზე ის და ზეთისხილს ჭამდა
-აქ? რანაირად? როდის....ეს....რა?
-რას დაიბენი? დაჯექი, არ გშია?
-კკი....
-რა ფერი გადევს სანდრა?
-ბოდიში, ორი წუთის წინ გავიღვიძე და აღმოვაჩინე, რომ ჩემს ვერანდაზე ვიღაც ზის, არ ველოდი!
-ვიღაც ვარ მე?
-სანამ დაგინახავდი ვინ იყავი, ჩემი რომ დამემართა მაგას რა ვუყო?-გამეცინა მე და ჩამოვჯექი
-თქვი ახლა, არ გაგიხარდა?
-გამიხარდა!-გავუღიმე მე,ლოყაზე ვაკოცე და ყავა მოვსვი-ეს ლიმონის და ზეთისხილის ასორტი სად იშოვე?
-არ ჰქონდათ ამ სასტუმროში და შემოვიტანე უკანონოდ!
-მეხუმრები?-სიცილი ამიტყდა მე
-არა, შენთვის კანონი დავარღვიე! ჰო, და კიდე არ ვიცოდი ბელგიური ვაფლი რომელი გიყვარდა და ყველაზე ნაკლებად ტკბილი რომელიცაა, ის ამომიტანეთ მეთქი!
-ზუსტად გამოიცანი-ვთქვი მე
-არა, რა ღრმა ძილით გეძინა?-გაეცინა ილიას და ლიმონი ჩაკბიჩა. სახე შეეცვალა და ლუღლუღით მითხრა-იცი, რამდენი ვიხმაურე?
-ეგეთი ძილი მაქვს!
-ომი რომ დაწყებულიყო, უნდა დამეტოვებინე ჰო?
-ვერ ამაყენებდი!
ვაგრძელებ სიცილს მე და ყავას ვსვამ.
ილიაც იცინის.
უცებ ძველებურად დაუსერიოზულდა სახე და ძალიან, ძალიან ჩვეულებრივ მითხრა
-ახალგაღვიძებული ყველაზე ლამაზი ხარ
მე ჩემი გულის ცემა გავიგე და ვიგრძენი, როგორ დაიწყო მარცხნივ მდებარე ორგანომ რაღაც სასწაული რითმით ფეთქვა.
დიდხანს ვიყავი გაოცებულ მდგომარეობაში, მადლობაც რომ ვერ გადავიხადე და
ილია კარგად მიხვდა ამას.
ორივე ხელი მომკიდა სახეზე და შუბლზე ხმაურიანად მაკოცა.
მერე თავის სკამს დაუბრუნდა და გამიცინა.
მე ისევ გაშტერებული ვიყავი და ძლივს მოვახერხე, რომ ხმა ამომეღო
-მადლობა
-და მადლობებს ნუ მიხდი კიდე!
-მაინც მადლობა
გამეცინა მე და წყალი დავისხი.
-ულამაზესი ხედია აქედან
მითხრა ილიამ და ფეხზე წამოდგა.
ვერანდის კიდესთან მივიდა და მოაჯირს ხელით დაეყრნო.
მე უკან გავყევი
-ჰო, იცი, როგორ მომწონს?
ვთქვი და გვერდით ამოვუდექი.
-გუშინ ვფიქრობდი და შენ რომ არ შეგხვედროდი ძალიან მოსაწყენი იქნებოდა აქ გატარებული დრო
-ნუ ამბობ მაგას! რანაირად იქნებოდა მოსაწყენი? ჯერ ნახე სად ხარ-აღფრთოვანებული ვიყავი ხედით მე
-მერე რა... იქნებოდა სილამაზე, სიფერადე, სიმშვიდე, კარგი სამზარეულო, მზე, ზღვა, გემები, ყვავილები, ლამაზი ქუჩები, კარგი ღვინო...
მაგრამ იქნებოდა მოწყენილობა....
მითხრა ილიამ,
უკან ამომიდგა და წელზე ხელები შემომხვია.
ჩემი გონება ადგილიდან მოწყდა, მისი სუნთვა რომ ვიგრძენი ჩემს კისერთან.
ერთი,
მეორე,
მესამე და კოცნა.
მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა.
კოცნისგან გამოწვეულმა ჟრუანტელმა.
სანამ თვალებს გავახელდი,
მეორედ მიეწება მისი ბაგეები ჩემს კისერს და კინაღამ გონება დავკარგე.
ვიდექი გაშეშებული.
ილია ჩემზე მთლიანად იყო მიკრული.
მე,
შენ და
სანტორინი.
თეთრი სახლები,
ლურჯი სახურავები და
ძალიან ბევრი ყვავილები.
ლურჯი ზღვა,
თეთრი გემები და
ყვავილებიანი ეზოები.
მე,
შენ და სანტორინი.
დედამიწა სამოთხეზე და არა სამოთხე დედამიწაზე.
მე, შენ და
სანტორინი...
კოცნა.
პირველი, მეორე, მესამე...
შენი ტუჩები და ჩემი კისერი...
ჟრუანტელი ისევ...
პირველი, მეორე, მესამე...

* * *
სასტუმროს აუზში ვნებივრობდი. დილით აქ არავინ გამოდიოდა. სრულიად ცარიელი იყო ტერიტორია. მეც ვტკბებოდი მარტოობით, მაგრამ ილია რისი ილია იყო, ეს მარტოობა რომ არ დაერღვია?!
საიდანღაც გამოვარდა და ისე ხმაურიანად მოადინა ზღართანი აუზში, დაკივლებაც ვერ მოვასწარი!
-ქალთევზა! კიდე კაი ზედ არ დამახტი!-გავუბრაზდი მე, აუზის კიდეზე ჩამოვჯექი და ხელში ჩემი ფორთოხლის წვენი ავიღე
-მეფე ტრიტონი თქო!-შემისწორა ილიამ
-ხოდა თუ არ გინდა ურსულად გადავიქცე, მეორედ ეგრე არ შემაშინო!
-ეს ურსულა დაგუგლე ხო?
-აი, ვის არ ჰქონდა ბავშვობა!
-მე მომწონს ურსულა. მშვენიერი პუტკუნა ქალია!
-თანაც რვაფეხა!
ილია ჩაბჟირდა და ჩემკენ გამოცურა. ჩემი ფორთოხლის წვენიც მოსვა და გვედითაც დამიჯდა
-ბარემ ჩემს გვარზე ხომ არ დაეწერებოდი?
-გააჩნია რა გვარი ხარ
-გვასალია!
-მმმ, იყოს..ჩემი მირჩევნია!
-რა დაუწუნე?
-ნუ, კარგი გვარია, მაგრამ ნიჟარაძეს ვერ ჯობია
-ბანძო!
-ჩამოდი შევეჯიბროთ!-მითხრა, ორივე ფეხში ხელი ჩამავლო და წყალში ჩამაგდო
-მერამდენედ უნდა დაგამცირო? ხომ ხედავ ვერ მიგებ?!-კისერი მოვიღერე მე და სტარტზე დავდექი
-გითმობ, ვერ ხვდები?
-აბა არ დამითმო, თუ მაგარი ხარ!
-ბაზარი არაა! დადექი
მითხრა გაბრაზებულმა და გვერდით ამომიდგა.
მე მეგონა ხუმრობდა და მართლა მომიგო.
მთელი საღამო დავცინოდი და ინანა კიდეც.
-არა, ასე რამ გაგამწარა, რომ მომიგე?
-გეყოფა!
-მთელი ცხოვრება ამაზე უნდა გეღადავო!
-მთელი ცხოვრება აპირებ ჩემთან ყოფნას?!
ეშმაკურად გაეცინა ილიას და ჩემს სახესთან ძალიან ახლოს გაჩერდა.
მე ეგრევე ცეცხლი წამეკიდა და უკან გადავხტი.
ამაზე გაეცინა და სიცილ-კისკისით ჩამეხუტა, ვგიჟდები რომ იბნევიო.
მე რა თქმა უნდა გავებუტე!

* * *
-რა სილამაზეა!-აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი მე
-ახლა გყავს შენი პირადი „ტიტანიკი“ და შეგიძლია მართო!
-ხუმრობ ხო? ჩვენთვის დაიქირავე?
-იმ კაცს რომ ვუთხარი, სანდრასთვის მინდა თქო, კინაღამ მაჩუქა
-ვგიჟდები სანდარას რომ მეძახი
-მეექვსე დღეა ასე გეძახი!
-და პირველად მეძახიან ასე!
-მეც, ილიას!-შუბლზე მაკოცა მან და ხელი მომკიდა
-რა ლამაზია ღამის სანტორინი შორიდან
-ღამის ბევრად ლამაზია ჩემთვის
-უფრო იდუმალია.... დილით კი სიცოცხლით სავსე!
-გეთანხმები
-არ მეგონა დედამიწაზეც თუ არსებობდა სამოთხე-აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი მე
-სამოთხე ზედამიწაზე კი არა, დედამიწა სამოთხეზე! მერამდენედ უნდა შეგისწორო?-მიღიმის ილია
-მე მაპატიე-გამეცინა მე და ხელები ზემოთ ავწიე.
-გამაფრთხილეს, რაღაც ზღვარს არ გადაცდეთო და სად არის ეს გამყოფი ზოლი, თუ რაღაც უბედურება, თუ ვიცოდე რა...
-დაიკიდე რა...
გამეცინა მე და კიდესთან ახლოს დავდექი
-სანდრა, არ გადავარდე-შეეშინდა ილიას
-აი, ახლა ვიღაცამ ტიტანიკის საუნდრეკი ჩამირთოს და მეტი არაფერი მინდა-ვიცინოდი ბოლო ხმაზე მე
-შენზე უნდა თქვან, მთელ სანტორინს ესმოდა სანდრას სიცილიო!
-რანაირად მეძახი ამ სანდრას, გადავირევი მალე!
-რანაირად?
თვალები ნელა გამოაპარა ილიამ და მე ტუჩზე ვიკბინე, რო რამე სისულელე არ წამომეროშა.
ხანდახან ისე მიყურებდა, რომ საშინლად ვიბნეოდი და რამდენად გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, მინდოდა, რომ ეს ყველაფერი ხმამაღლა მეთქვა.
საერთოდ ამ ბიჭთან ყველაფერი უცნაურად ხდებოდა.
-თქვი ახლა, რა გინდა ყველაზე მეტად
-გადახტომა
-საიდან? აქედან?
-არა, დიდი სიმაღლიდან
-გადმოვხტეთ მერე
-როგორ?
-შენ ხომ არ დაგავიწყდა, რომ შენი გზამკვლევი ვარ? უბრალოდ ახლა ვერ გადმოვხტებით, ღამეა
-მე ღამე მინდა
-შემიძლია გემიდან გადაგაგდო, მეტი არაფერი!
-საზიზღარი ხარ ილია!
-შენ კიდე ყველაზე საყვარელი!
-ნუ მელაპარაკები პატარა ბავშვივით
-არ ხარ პატარა?
-არა!!!
-ხვალ გადმოვხტეთ, ოღონდ ერთად!
-აბა, მარტო გიჟი ხომ არ ვარ?
-როგორ არ ხარ!
-საზიზღარო!
-სანდრა...აი, მარჯვნივ გაიხედე, სულ ზემოთ! ორი ერთმანეთისკენ შებრუნებული დიდი შენობა როა, ყველაზე განათებული, ხედავ?
-ვხედავ
-აი, მანდ მოვდივართ მე და შენ დასასვენებლად მომავალ წელს!
-მანდ რატომ?
-ძალიან დიდი ხანია მინდა მანდ წასვლა და მარტო მეზარება.
-რითი განსხვავდება?
-აი, რომ წავალთ სასტუმროდან გამოსვლა რომ აღარ მოგინდება მაგით
-მე ახლაც ძალიან მომწონს ჩემი ვერანდიანი სასტუმრო
-შენი ნომერი მეც ძალიან მომწონს
-კი, თან კარგად იპარები ხოლმე
-ხოლმე? ერთხელ შემოვედი, როგორი უმადური ხარ-მითხრა ილიამ და მხრებზე ხელები ძლიერად მომხვია
-მერე დამხვდი, ვინ გიშლის? კი არ გითვლი
-არ მინდა. ეგრე ყველა დღე ერთმანეთს დაემსგავსება
-შენთან არცერთი დღე არ ჰგავს ერთმანეთს.
-თქვი, რომ ძალიან მაგარ დროს ვატარებთ!
-და რა ცოტა დაგვრჩა?
-უკვე რამდენი დრო გავიდა, გჯერა?
-7 დღეც და წავალ
-მარტო რა ვაკეთო?
-შენც წამოდი!
-არ ვიცი. ნეტა რა იქნება სანტორინის მერე?
-არ გვინდა ამაზე ფიქრი, კაი?
-კარგი-თავზე მაკოცა ილიამ და თავისი ძლიერი მხრები უფრო მჭიდროდ მომხვია
-შენთან ძალიან კარგად ვარ
-იმდენად კარგად, რომ მეშინია არ შემიყვარდე კიდეც
სიცილში გაატარა ილიამ და საფეთქელთან მაკოცა.
მე სიყვარულის ხსენებაზე მუცელი ამეწვა და ისე დაიწყეს პეპლებმა მოძრაობა მთელ სხეულში, რომ ავკანკალდი.
არ ვიცი ეს სასიამოვნო გრძნობა იყო, თუ პირიქით... მაგრამ სიყვარულის ხსენებამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა.
მე, ადამიანს, რომელიც სიყვარულის ხსენებაზე კალიასავით ვხტებოდი აქეთ-იქით და მთელი ცხოვრება ისე ვიცხოვრე, რომ სერიოზული ურთიერთობა საერთოდ არავისთან არ მქონია, რაზეც ყველა ჩემი მეგობარი მეხუმრებოდა, რომ აუცილებლად შინაბერა დავრჩებოდი.
რა ვქნა?! ასეც ხომ ხდება, რომ არაფრით არ გხვდება ის ერთადერთი ადამიანი, რომელიც შეიძლება შენი სამყარო გახდეს.
არ შემხვდა.
არ შემხვდა და მორჩა.
არავინ მყვარებია და არც მინდოდა. უკვე იმდენად მაშინებდა სიყვარული, რომ არავისთან ურთიერთბას არ ვცდილობდი.
მაგრამ ახლა? ილიამ ასეთ ჭრილში რომ „განმიხილა“ ....
შიში კი არა, ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი რაღაც უჩვეულო, შემთხვევის შემოპარული გრძნობა, ის პეპლები მუცელში, რომელზეც 15 წლიდან დაუსრულებლად ლაპარაკობდნენ ჩემი გოგოები.
ის პეპლები, რომლებიც მე ერთხელაც ვერ ვიგრძენი...
ნუთუ ილიას შეეძლო?
შეეძლო, რომ ვყვარებოდი და მეც?
მეც მყვარებოდა?
-სანდრა
-ჰო
-რატომ გაჩუმდი?
-ჩავფიქრდი
-ეგ ვიცი.... იმაზე ჩაფიქრდი, რომ შეიძლება შემიყვარდე?
-ილია!-მკაცრი მზერა ვესროლე მას
-კარგი, თუ შემიყვარდები აუცილებლად შეგატყობინებ!
დამცინა ილიამ და კისერში მაკოცა.

წამიერად ძალიან მომინდა მეთქვა, რომ მე უკვე მიყვარდა.
არ ვიცი ეს საიდან მოიტანა ჩემმა გონებამ, მაგრამ ეს ფიქრები წამებში დავბლოკე და თავი ავარიდე.

* * *
-ვაუ! რა ფორმაში ხარ სანდრა?
-ცუდში?-სახე წამეშალა მე
-არა, ძალიან ლამაზი ხარ!-ხელი გადამხვია ილიამ და სასტუმროდან ერთმანეთზე გადაფსკვნილები გავედით
-სად მივდივართ?
-დღეს ვცეკვავთ ამოწყვეტამდე!
-ვცეკვავთ?-სიცილი ამიტყდა მე
-ჰო, ეძახე სანტორინს წყნარი და მშვიდი და შენ არ იცი შუა ღამით რა გუგუნი მიდის ხოლმე აქ!
-არ მჯერა! აქ ღამის კლუბებიც არსებობს?
-სანდრა, 14 წლის ბავშვი ხომ არ ხარ? რა იყო, კლუბში არასდროს შესულხარ?
-სიმართლე გითხრა, მსგავსი მუსიკა არასდროს მხიბლავდა-გამოვტყდი მე
-რედაქციაში მუშაობა გხიბლავს აშკარად და დაიცადე 5 დღეც და დაბრუნდები!
-აუ, აუცილებელია გამახსენო?!
-ხოდა ვცეკვავთ, თუ არა დღეს?!
-ვცეკვავთ!
-და ვსვამთ, თუ არა იქამდე, სანამ ერთმანეთის სახელები არ დაგვავიწყდება?
-ჯანდბა შენს თავს! ვსვამთ!
-ჯანდაბაც და დოზანაც! რაც გაგიცანი იმის მერე რატომ მლანძღავ?
-ეს როგორ შემოგკადრე? თუ რას იძახი?-სიცილი ამიტყდა ისევ მე
-ზუსტადაც! ამხელა პროფესორი კაცი ვარ
-პროფესორი კი არა, დოქტორანტიც არ ხარ ჯერ, ილა!
-ილაც ხარ და ილიაც!
-ნუ ბრაზდები, ილოო!
-ესე ჯობია!
-ნუ მეჯიბრები სულ, რამდენჯერ უნდა გითხრა?
-მინდა და გეჯიბრები!
-ღმერთო, ამ ადამიანს არაფერი სცხია 27 წლის კაცის!
-არც შენ გცხია, მაგრამ ასე პირდაპირ გეუბნები?!
-მე ვაფასებ ადამიანში პირდაპირობას!
-გადათხლეშვამდე სმას თუ აფასებ?
-კი და აუცილებლად შეგაფასებ დღეს, ერთი ვნახოთ რა ჩიტი ხარ!
-აი, იქ უნდა შევიდეთ!
თითით მიმითითა ღამის კლუბისკენ ილიამ და მეც ინსტიქტურად მის ხელს გავაყოლე თვალი. უცებ სულ დამავიწყდა, რომ სანტორინში ვიყავი და თავი იბიცაზე მეგონა ერთ_ერთ ღამის კლუბში.
იმდენად სხვანაირი სიტუაცია იყო, მარტო ილია თუ აღმოაჩენდა ღამის კლუბს აი, აქ!
-იბიცაზე გადავფრინდით და მიმალავ?
-ო, მორჩი ახლა!
-კარგი ხო! იცოდე ცეკვას არ მაძალებ! ჯერ ვსვამთ!
-მგონი ლოთი ავიკიდე!
ხარხარებდა ილია და შესასვლელისკენ მივდიოდით!
ისეთი შეგრძნება მქონდა, კლუბიდან გამოსულს ჩემი თეთრი, ლურჯსახურავიანი სანტორინი გარეთ აღარ დამხვდებოდა.
ილიამ ბარის მაგიდას კინაღამ თავი ურტყა სიცილით. საბოლოოდ კი ისე გამომიყვანა წყობიდან, კინაღამ ჩემთვის მოტანილი ტეკილა გადავასხი თავზე! მაგრამ ამას ნამდვილად ჯობდა, რომ დამელია
-შენნაირ საზიზღარ ბიჭებს გაუმარჯოს!
ვთქვი გაბუტულმა და ჭიქა ერთიანად გადავკარი.
-ამით შენნაირ უსამართლოებს! და უნამუსოებს კიდე!
-მართლა დაგასხამ თავზე!
-ეგ მარილიც დამაყარე, გამიგია უხდება თმასო
-აუ, ლიმონი მე მაჭამე რა!-გავიბუსხე და პირთან მიტანილი ლიმონი კბილებით წავართვი
-ოკუპირებული ვარ! რუსეთის აგენტი ხარ?
-ამ ბარმენს როგორმე აუხსენი, რომ კიდე დაგვისხას! მერე რა რომ მეხუთედ ხარ სანტორინში და ბერძნული არ იცი, მაინც „ნიჩიო“ ბიჭი ხარ!
-მოდი ბერძნულს გაუმარჯოს
-ენას?
-ხო, ენას!
-რა პონტში?
-რა პონტშიც!
-აუ, რა ნაგლი ხარ. ‘სეკრეტი’ სადღეგრძელოებიღა მაკლდა
-დალიე, დალიე!
-ცოტა ხმამაღლა რა, არ მესმის!
-ნუ გესმის! ყრუ ხარ!
-ეგ გავიგე ილო!
-აი, ვგიჟდები ილოს რომ მეძახი და რა ვქნა?-მეორე ჭიქა გადაკრა ილიამ და ჩამეხუტა
-მე შენზე ვგიჟდები!
წამომცდა ინსტიქტურად და ვიგრძენი როგორ გავწითლდი სახეზე.
მადლობა კლუბის განათებას, რომ ილია ვერაფერს შემატყობდა. მაინც შემატყო, ხომ ვიცი. იმის მიუხედავად, რომ არაფერი არ მიპასუხა.
მესამე, მეოთხე, მეხუთე ჭიქა გახურება იყო.
მერვეზე რომ ავედით, როგორც იქნა ჩემს ტვინში ჩაირთო ‘სანდრა დროზე წადი საცეკვაოდ’ ღილაკი და მეც მთელი ენთუზიაზმით ავყევი დამსწრე საზოგადოებას.
მერე ‘მუღამში’ რომ შედიხარ, საერთოდ არ გაინტერესებს რა მოძრაობებს აკეთებ. მოკლედ, იმ დღემ სასწაულად ‘გაასწორა’.
ილიას ცოტა დაღლა რომ შევატყვე, ეგრევე ბარისკენ გავაგდე წიხლით და თავში გენიალური იდეა მომაფიქრა
-აუ, ილია!
-რა იყო?
-იცი, რა მინდა? აი, ფილმებში რომ დაიდგავენ ხოლმე 5-6 ჭიქას და მიყოლებით, შესვენების გარეშე რომ სვამენ, ეგრე დავლიოთ გინდა?
-მოკვდები სანდრა!-შეეშინდა ილიას
-კაი, რა... რა მომკლავს! ვინ აჯობებს, შევეჯიბროთ!
-მოგიგებ!
-აი, უკვე მიწვევ!
-შანსი არ გაქვს სანდრა!
-არც შენ! ნუ გეშინია, თავის დაჭერაში სპეცი ვარ!
ილიას ბოლო ხმაზე აუტყდა სიცილი და ბარმენს რაღაც ანიშნა.
-იცოდე, რომ დანებდე ყურში ჩაგასხამ ყველა ჭიქას!
-სულ რომ ამ სკამზე დავრჩე სამუდამოდ, მაინც დავლევ!-არ ვნებდებოდი მე. ბარმენმა ორივეს ჩამოგვილაგა ჭიქები და ის-ის იყო ილიასთვის საცოდავი სახით უნდა შემეხედა, რომ მივხვდი, ახლა დამარცხებას ვერ ავიტანდი, ამიტომ მოვიმარჯვე პირველი ჭიქა და მუცელში გადავუშვი.
მისი ბედი ეწიათ დანარჩენებსაც.
აი, მერე მივხვდი, რომ კადრი რაღაც საოცრად გაშვიდდა.
კი არ გაორმაგდა, ან გასამმაგდა...გ ა შ ვ ი დ დ ა !
შვიდი ილია იცით რა იყო?
დამეფიცება თვითონ თოთხმეტ სანდრას ხედავდა!
-ცოცხალი ხარ?!
ვყვიროდი უმისამართოდ!
-არ ვიცი!
იყო ილიას შემაძრწუნებელი ხმა.
მე ბოლო ხმაზე ვიცინოდი ისევ და ილიაც შეძლებისდაგვარად მყვებოდა.
მერე აღარ მახსოვს.
მგონი კიდევ ვიცეკვეთ.
მახსოვს, სასტუმრომდე ფეხით წამოსვლა რომ გადავწყვიტე და ჰარზე რომ უარესად მომეკიდა სასმელი.
ვერ ვიტყვი მე მომქონდა ილია, თუ ილიას მე.
მახსოვს რაღაც სისულელეები ვუთხარი და იმანაც სისულელეები მითხრა, რომლის აქ დაწერა ნამდვილად არ ღირს, თორემ ყველანაირ ხაზს გადავუსვამ ჩემსა და ილიას ურთიერთობას.
იმედი მქონდა ეს ყველაფერი აღარ მემახსოვრებოდა.
სასტუმროში როგორ მოვედი არ მახსოვს.
მერე მართლა არაფერი აღარ მახსოვს. ალბათ გავითიშე.
დილით თვალები ვერ გავახილე.
ჰო, ვერ გავახილე.
ძალიან კი მინდოდა დღის შუქი ისევ მენახა, მაგრამ უშედეგოდ.
თავსაც კი ვერ ვწევდი ბალიშიდან.

ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვიღაც მთელი ტანით იყო ჩემზე მოკრული.
არა, ეს ის არ არის რაც შენ იფიქრე!
მიდი აბა თვალები გაახილე ალექსანდრა!
ვუთხარი საკუთარ თავს, მაგრამ ისევ უშედეგოდ.
არა აშკარად ვიღაც მოძრაობდა ჩემს საწოლში, მე კიდე მგონი ისევ მეძინა.

არ ვიცი რამდენი საათი გავიდა ჩემი პირველი გაღვიძების მცდელობის შემდეგ, მაგრამ ამჯერად დღის შუქის დანახვა უკვე კარგის მომასწავებელი იყო.
ჩემი საწოლის პირდაპირ სავარძელში ოთხად მოკეცილი ილია იწვა, თუ იჯდა ზუსტად ვერ გეტყვით.

მე თავი ძლივს წამოვწიე ბალიშიდან და ტანზე დავიხედე.
ჩემი საყვარელი შორტები და მაისური საერთოდ აღარ იყო არც საყვარელი, არც შორტები და არც მაისური.
რა იყო, გუშინ სარეცხის მანქანაში დავტრიალდი და არ მახსოვს?
ისე დავთვერი, რომ ტანსაცმლის გახდაც დამეზარა?
მერე ილიას დავაკვირდი, ისიც ჩემსავით ჩაცმულ-მოკაზმული იყო და ამან მიმახვედრა, რომ ნაკლებ ამბავში ისიც არ ყოფილა.
გავაღვიძე და მივხვდი, რომ ამ ქვეყანაზე ისიც არ იყო
-მოკვდი?
ვეკითხები მე და ილიას სახე ეღრიცება
-შენ რა გენაღვლება?! საწოლიდან გადმომაგდე სამჯერ და ბოლოს ავდექი და აქ გადმოვწექი!
მოიცა, რა მიქენიო?
საიდან გადმომაგდეო?
საწოლიდან რატომ გადმოვაგდე?
ეს მე გვერდით მეწვა და დილით ამის ხელი იყო ჩემს წელზე მავთულივით შემოხვეული?
_ჩემს საწოლში რა გინდოდა?
-რა უნდათ ხოლმე საწოლში?-გაეცინა ილიას და მე თვალები შუბლზე ამივიდა
უკვე ტირილი უნდა დამეწყო, ილიამ სიცილი რომ ატეხა
-რა გარყვნილი გოგო ხარ სანდრა?! რა უნდათ ხოლმე საწოლში და ძილი! თორემ შენ რაც იფიქრე, მაგისთვის საწოლი არ არის მაინდამაინც აუცილებელი!
-ილია რა საზიზღარი ბიჭი ხარ!
-საშინელი წოლა გაქ შენ კიდე!
-ვინ გთხოვდა მერე ჩემს საწოლში დაწექიო? შენი ნომერი არ გაქ?
-ვერ მივედი ჩემს ნომრამდე!-სახეზე ხელები აიფარა და სიცილი ატეხა ილიამ
-მერე ამ სავარძელში რომ არ ჩაკუჭულიყავი, ამხელა დივანს ვერ ხედავ?
-ადამიანს ნაბახუსევზე რომ არ უნდა უყვირო, არ იცი?
-სორი, ახლა ხაშს ვერ ამოვატანინებ რა!
-მინერალური მაინც ამოატანინე გოგო! სკდება თავი!
-ეგ მაცივარში მაქვს!
-აუ, ჩემი ოქრო ხარ!
თქვა და წამში ფეხზე წამოხტა.
ნახევარ ლიტრიანი ბოთლი ჩამოცალა და მომიბრუნდა
-ისე, კაი იყო, არა?
-კი, მაგრად გავერთე-გამეცინა მე და გუშინდელი ღამე გამახსენდა
-დრო რომ გადის რა ვქნათ?!
-მოვიფიქროთ რამე... 4 დღე გვაქვს!
-რომ დაიკიდო რედაქცია და აქ დავრჩეთ, არ გინდა?
-რანაირად ეგ?-გამეღიმა მე
-დავრჩეთ. ვიცხოვროთ აქ, სანამ არ მოგვბეზრდება. ჰო და სანამ ფული გვეყოფა!
-აქ ყოფნა არაფრით არ მომბეზრდება მე...
-ხოდა ვიცხოვროთ სამუდამოდ აქ!
-კარგი რა ილია..
-არა, წარმოიდგინე მაგარი არ იქნებოდა? უცებ რომ ტყდები და არავის არაფერს აგებინებ, ისე მიდიხარ ვითომ დასასვენებლად და მერე იქ სამუდამოდ რჩები!
-და სამუდამოდ თავი რითი ვირჩინო, ხომ ვერ მეტყვი?!
-მაგალითად ცეკვით! გუშინ ისეთები ჩაატარე, ნებისმიერი სტუდია აგიყვანს-დამცინა ილიამ და შუბლზე მაკოცა
-შენ ხარ უნამუსო!
-ნამუსიანთან გაატარე ბოლო 4 დღე ხოდა!
-საუზმე შეუკვეთე, მე აბაზანაში შევალ
-კარგი საყვარელო!-გაეცინა ილიას და თვალი ჩამიკრა.


* * *
რა ლამაზი იყო სანტორინი.
თვალებიდან არ ამომდის დღემდე ის სანახაობა.
გრძელი პლიაჟები.
წყნარი ზღვა.
ულამაზესი მზის ჩასვლა. ბევრი კოქტეილები, ბუნგალოები და შენ.
შენი მზემოკიდებული სხეული. სუნთქვისშემკვრელი ღიმილი და საოცარი თვალები.
მე შენ და სანტორინი.
დედამიწა სამოთხეზე.

* * *
-სამამდე ვითვლით და ვხტებით!
-აუ, ჯერ არა! გთხოვ!
-გეშინია? -გადაიხარხარა ილიამ-მშიშარა!!!!
-აუ, არ მეშინია! უბრალოდ უნდა მოვემზადო! ისე, მაინც რამდენი მეტრი იქნება?
-ბოდიში საზომი სახლში დამრჩა, თორემ აუცილებლად გავზომავდით!
-უიმე, ვერ ხვდები?-გავბრაზდი მე
-საიდან უნდა მივხვდე, ახლა აქედან რამდენი მეტრია ზღვამდე!
-რაც უფრო ბევრს იფიქრებ, ვეღარ გადმოხტები!
-დამაცადე რა! ფსიქოლოგიურად ვემზადები
- ფსიქოლოგია!
მითხრა და წამის მეათასედში ორივე ხელი მომხვია წელზე და ჩემთან ერთად გადახტა. სანამ ის მანძილი გავიარეთ, მეგონა გულიც გამისკდებოდა. იმხელა ხმაზე დავიყვირე, ეჭვი მაქვს ილიას ყურები სერიოზულად დავუზიანე.
ცხოვრებაში ასე არ გამხარებია წყალში მოხვედრა, როგორც მაშინ.
მინდოდა ამისთვის ძალიან მაგრად მეცემა ბატონი ილია, მაგრამ წყალში ეს ამბავი ნაკლებად ეფექტურად გამომივიდოდა, ამიტომ სიტყვიერი შეურაცხყოფით შემოვიფარგლე.
-გადაირიე? ასე ხომ შეიძლება გული გამისკდეს?-ვყვიროდი დაახლოებით ხუთი წუთი.
-მოულოდნელობის ეფექტი კარგად მუშაობს!
-ჩემი მუშტი იცი რა კარგად მუშაობს?!
-ნუ მიბრაზდები! ხომ მაგარი იყო?
-კი, ნამდვილად მაგრად შემაშინე!
-ო, ნუ ხარ მშიშარა! წამო მეორედ!
-ჩემი ნდობა დაკარგე და მეორედ მეპატიჟები?
-ძალიან მაგარი გოგო ხარ სანდრა!

* * *
ერთ-ერთი ღია კაფეში ვისხედით.
ილიას დაჟინებული თხოვნით ველოდებოდით მის მიერ არჩეულ თევზს, რომელიც ისევ მისი აზრით საოცრად გემრიელი იყო.
მე რა თქმა უნდა ვეხუმრებოდი და ეს კიდე პატარა ბავშვივით იბუტებოდა. თან ვსვამდით. ღმერთო, რამდენი დღეა რაც ვსვამთ?
-აი, ეს თევზიც თუ იმ ბერძნული სალათივით საზიზრობა იყო, ხვალ აღარ გნახავ!
-სანდრა, ნუ მემუქრები! სხვა გზა არ გაქვს მაინც
-რატომ ვითომ?
-ან ის ბერძნული სალათი როდის აქეთ აღარ მოგწონს?
-ნუ ხარ ბუტია! გეხუმრები!
-შენ კიდე იუმორი გაქვს დასახვეწი
-მომიყევი შენზე რამე რა!-გამეღიმა მე და წვენი მოვსვი
-რა მოგიყვე?
-რამე, რაც არავინ არ იცის!
-უი, ჩემს საიდუმლოებს გინდა შეეჭიდო?!
-ოოო, მომიყევი ილო!
-კალიების მეშინია!-სიცილი აუტყდა და სახეზე ხელები აიფარა
-ამხელა კაცს კალიის როგორ გეშინია?-აღშფოთებას ვერ ვმალავდი მე
-რა ვქნა! ბავშვობის ტრავმაა. სოფელში ვიყავი, ზაფხულში. დილით ვიღვიძებ და სავსეა ოთახი კალიებით! დახტიან აქეთ-იქით. ხელზე დავიხედე-კალია, თმას შევეხე-კალია, ტანსაცმელი ავიღე-კალია!
დამემართა ფობია!
-კიდევ კარგი გამაფრთხილე! თორემ შეიძლება დამეჭირა და შენთვის ზურგში ჩამეგდო!
-გაგიჟდი?! არასდროს გააკეთო ეგ, თორემ მართლა შეიძლება მოვკვდე-ეცინებოდა ილიას
-მართლა გეშინია?-ბოლომდე მაინც ვერ ვიჯერებდი მე
-კი არ მეშინია. განა მგონია, რომ მიკბენს, ან რამე. ფობიაა რა... უაზრობაა. ფობია არ გქონია არაფრის?
-არაა, ზედმეტად უშიშარი ბავშვი ვიყავი ყოველთვის
-ხოდა მაშინ ვერ აგიხსნი!
-დაახლოებით მესმის. ჩემი ბავშვობის მეგობარს ეშინია სასწაულად თაგვების. რომ ხედავს ეგრევე კანკალს იწყებს და თავზე მახტება. ხშირად გულიც მისდის!
-ეგაა ზუსტად! განა შიშის გამოა, ვერ გიხსნი რა... ტრავმაა მართლა
-მე მაქვს წაქცევის ფობია!-გამახსენდა მე და გამარჯვებულის გამომეტყველება მივიღე
-რისი?-დაიბნა ილია
-წაქცევის!
-რა მოიგონე ახლა?
-რა მოვიგონე და სულ მეშინია, რომ დავეცემი. აი, სიტყვაზე ზამთარში გარეთ რომ გავდივარ, სულ მგონია, რომ მოვცურდები და გავიშხლართები. ამ შიშისგან ფეხები მართლა მებლანდება და მერე ვეცემი!
-შენ თუ დაფეხვილი ხარ ფობიას ნუ დაარქმევ მაგას!-დამცინა ილიამ და ღვინო დაიმატა
-მე ეგრე დაგცინე, იდიოტო?!
-არც დამაკელი!
-მგონი ჩემი უფროსის ფობიაც მაქვს-ვაგრძელებ სიცილს მე
-რატომ?
-მაგის ფეხსაცმლის კაკუნს რომ ვიგებ, ინსტიქტურად ვთიშავ სოციალურ ქსელს და ვითომ ვორდის ფაილში სტატიის წერას ვიწყებ!-გადავიხარხარე მე
-შენ თვითონ ფობია ხარ მგონი! ჯერ რომ ფეხსაცმლის ხმა გაქვს დამახსოვრებული და მეორე ის, რომ სამსახურში ფეისბუქზე ხარ შემძვრალი?
-7 საათი ვმუშაობ და ვერ ავუხსენი მაგ კაცს, რომ არ მჭირდება 7 საათი! ორიც გადასარევად მყოფნის!
-მოვალ მე და ავუხსნი
-შენ რომ მოხვიდე, მაგ კაცის კალიასავით ცოლი მოგახტება და მერე ნახე შენ ქალის ფობია რა არის!
-მოკლედ, ყველა გზა მომიჭერი ხო?
-დიახაც!
-ჭამე ეგ თევზი და ბევრს ნუ ლაპარაკობ!
-ისე იმ დღეს რომ არ გამეცანი რა უაზრობა იქნებოდა, არა?
-ძალიან დიდი უაზრობა იქნებოდა!
-მაგრამ სანტორინი მაინც ხომ ყველაზე მაგრად გეყვარებოდა!
-სანტორინი კი !

* * *
ძალიან ცოტაა ორი კვირა.
ძალიან პატარა დროა ადამიანის გასაცნობად.
ურთიერთობის დასამყარებლად.
გასაღრმავებლად.
ადამიანის მოსაწონებლად, ან შესაყვარებლად.
ალბათ სხვებისთვის პატარა დროა.
ჩემთვის ზედმეტად საკმარისი იყო, რომ ჩემს ცხოვრებაში ილიას თავისი ადგილი დაემკვიდრებინა.
მთელი ჩემი ცხოვრება გახდა ეს ორი კვირა.
ყველაზე მეტი ემოცია დაიტია.
ყველაზე მეტი მოგონება.
ყველაზე მეტი სიხარული.
სიახლე...
დიდი დოზით ბედნიერება.

მაინც...
რამდენად ცოტაა ორი კვირა?

* * *
ღამის სანტორინი ცალკე სასწაული რომ იყო გითხარით, არა?
მაგიჟებდა ეს ადგილი.
სითბო, სიმშვიდე, სიწყნარე.
ღამე.
მშვიდი ზღვა და ვარსკვლავებით განათებული უსასრულო სივრცე...
-ეს სად მომიყვანე?-გაოცებული ვიჯექი და ხმას ვერ ვიღებდი
-ხომ ლამაზია?
-საუკეთესო ადგილია. აქამდე რატომ არ ვიცოდით?
-ბოლოსთვის შემოვინახე-თვალი ჩამიკრა ილიამ და ჭიქაში ღვინო ჩამოასხა.
-ღმერთო, რა ლამაზია...ილია, აქამდე როგორ მიმალავდი?
-არ გიმალავდი, უბრალოდ არ გეუბნებოდი! ბოლო დღეს ხომ უნდა წამოვსულიყავით ყველაზე ლამაზ ადგილას?
-იცი, რა ბედნიერი ვარ ეს დრო ერთად რომ გავატარეთ?
-შენ ვერ წარმოიდგენ მე როგორ...
-როგორ მიხარია ზაფხულში შვებულება რომ არ მომცეს, სხვა შემთხვევაში ასეთ მაგარ დროს ვერ გავატარებდი
-მე ძმაკაცებს მადლობას ვეტყვი, რომ მთელი აგვისტო ზღვაზე ამომხუთეს და აქ არ გამომიშვეს
-შენი აზრით ეს უბრალო დამთხვევა იყო?
-არ ვიცი. შენ ეგრე ფიქრობ?
-ამ თეორიის ვერც მცდარობა დავამტკიცე და ვერც სიმართლე ამდენი წელია
-მე მაინც ვფიქრობ, რომ ბედია!-გამიღიმა ილიამ
-ანუ გინდა თქვა, რომ გადაწყვეტილი იყო ჩვენი აქ შეხვედრა?
-მე ესე მგონია. ან მინდა, რომ ესე იყოს.
-მე არ მჯერა ბედისწერის!
-ჩემი ხომ გჯერა?
-კი
-მერე ეგ საკმარისია. მე კიდე იმის მჯერა, რომ არ შეიძლება ყველაფერი შემთხვევით ხდებოდეს
-ყველაფერი თუ დაგეგმილია, მაშინ რატომ ხდება, რომ რაღაც შეცდომას მაინც ვუშვებთ, რაღაცას, ან ვიღაცას ვცდებით. გვინდა, რომ ჩვენთან იყვნენ და არ ვტოვებთ, გულს ვტკენთ...თუ ყველაფერი გადაწყვეტილია, რატომ ვხვდებით იმ ხალხს, რომლებთანაც არაფერი გვიწერია?
-სანდრა, იცი მე ცოლი მყავდა
-ცოლი გყავდა?-თვალები შუბლზე ამივიდა მე
-ჰო, 3 წლის წინ დავშორდით
-რატომ?-გულწრფელად განვიცადე მე
-ზუსტად მაგიტომ. ადამიანებს ხანდახან გვგონია, რომ ეს ის არის ვისთანაც ცხოვრების დაკავშირება გვინდა და ძალიან ვცდებით. ვახტებით საკუთარ ინტერესებს, მორალს, ყველაფერს საერთოდ და ჩვენი გაგვაქვს. გვგონია, რომ გვიყვარს და საკმარისია...რეალურად კი ასე არ ხდება. მასთან არც არაფერი არ გვეწერა და არც უნდა დავკავშირებულიყავით, უბრალოდ ადამიანები ვებრძვით ბუნებას გამუდმებით, ყოველდღიურად
-ვერ გავიგე ილო...
-იცი, როგორ მიყვარდა? უბრალო, სადა, ნაზი გოგო იყო. ულამაზესი...შეყვარებულობის პერიოდი ძალიან ცოტა ხანს გაგვიგრძელდა, მალევე ვიქორწინეთ და აღმოვაჩინე, რომ სულ სხვა ადამიანი მოვიყვანე ცოლად. ჩემთვის შორიდან ის წყნარი, მშვიდი, უპრობლემო და მოსიყვარულე გოგო იყო, მაგრამ როგორც ცოლი შემრჩა ერთი მატერიალისტი, ყველაფრით უკმაყოფილო და მუდამ დაღლილი ადამიანი, რომელსაც ჩემი სიცილიც კი აღიზიანებდა ხანდახან.
იცი, როგორი იყო? ყველაფრის დახვეწა რომ უნდათ. ლამის დახვეწილობის კურსების გავლა მომთხოვა. მოზომილი რომ აქვთ, სად როგორ გაიცინონ, როგორ გაიღიმონ, სად მოწიონ, სად არ მოწიონ, სად დალიონ, სად არა... თავისუფლება რომ ყველანაირად ჩაკეტილი აქვთ, ხვდები?
შენში რა მომწონს იცი? დანახვის წამიდან ის ხარ, ვინც რეალურად. წამით არ მიგრძვნია, რომ მეპრანჭები და გინდა თავი ძალიან მაგარ ტიპად მომაჩვენო. მიყურებ და ვგრნობ, რომ სულ ფეხებზე გკიდია, მომეწონები, თუ არა...მთავარია შენთვის რომ იყო ის-ვინც ხარ! მაგაზე დიდად დასაფასებელი არაფერია ადამიანში.
-მე არ ვიცი რატომ უნდა მჭირდებოდეს თავის მოტყუება. ეგ ხომ პირველ რიგში საკუთარი თავის დაკომპლექსება და დასახიჩრებაა?
-ეგ ვერ ავუხსენი ზუსტად. 2 წელი ვუხსნიდი და მერე ყელში ამომივიდა. საბუთებს ხელი რომ მოვაწერე, წამით არ მინანია. მივხვდი, რომ ის გოგო, რომელიც მე შემიყვარდა არ არსებობდა
-შვილები გყავთ?
-საბედნიეროდ არა
-საბედნიეროდ რატომ?
-იმიტომ, რომ საერთოდ არ მინდა მასთან რამე მაკავშირებდეს, მითუმეტეს შვილი, რომელიც დიდი ალბათობით შეიძლება მას დამსგავსებოდა
-ნუ ამბობ მაგას! რაც არ უნდა ყოფილიყო, გიყვარდა ეგ ქალი
-ეგ ქალი არ მიყვარდა, ჩემი კურსელი პატარა გოგო მიყვარდა მე, რომელიც კაცმა არ იცის სად წავიდა
-ახლა მანდ არაფერია ?-გული დამწყდა მე
-სად?
-გულში
-რა უნდა იყოს?
-სიყვარული
-არაფერი აღარ არის.
-აი, ეს ის თემაა, სადაც ჩემი აზრები სრულიად არაკომპეტენტურია!
-ნუ, ახლა არ დაიწყო, არავინ მყვარებია და მსგავსი სისულელე!-მიბრძანა ილიამ
-არ მყვარებია და მოგატყუო?
-კაი, არ მჯერა!
-ნუ გჯერა! ჩემი მეზობელი მანანა ხარ! ყოველ დილით რომ დამჩხავის, რით ვერ მონახე ვინმე, დაბერდი და დარჩიო!
-შენ გეუბნება დაბერდიო, ამ სიცოცხლით სავსე 25 წლის გოგოს?
-24-ის!-შევუსწორე მე-25 წლის იუბილე შეგიძლია 1 თვეში მომილოცო!
-მე მაპატიე!-გაეცინა ილიას და ჭიქა შემივსო-მაგრამ მაინც არ მჯერა
-ნუ გჯერა! მე ხომ ვიცი სიმართლე
-არავინ მოგწონებია გოგო?
-მოწონება სხვა საკითხია.
-თეთრ რაშზე ამხედრებულ პრინცს ელოდები?
-პრინცები დინოზავრებთან ერთად გადაშენდნენ!
-პრინცესებიც!
-არაუშავს, არც ჩვენ ვართ ზღაპარში
-აბა სად ვართ?-გაეცინა ილიას და ხელები გაშალა
-ეს ადგილი არ ითვლება!-ვთქვი მე და გარეშემო მიმოვიხედე.
წინ ულამაზესი ხედი იყო გადაშლილი. ბარი სანტორინის ყველაზე მაღალ წერტილში მდებარეობდა. შიდა ინტერიერი საოცრება იყო. თუმცა კიდევ უფრო სასწაული ვერანდა, სადაც ამ წუთას ვისხედით. განათება მსუბუქი. თეთრი და მოოქროსფრო აბრები.
თეთრი, რბილი, ფართო სავარძლები. შავი მაგიდები, ზედ დამაგრებული პატარა განათებით.
ბარი ძირითადად ცისფერში იყო გადაწვეტილი-კედლები, ბალიშები, ხელსახოცები, რაც საოცარ ტანდემს ქმნიდა იმ ფონზე, რასაც ახლა მე ვუყურებდი.
გარშემო მხოლოდ ზღვა იყო.
სხვა არაფერი ჩანდა.
ყველა მხრიდან ზღვა.
უსასრულობა.
მე, შენ და სანტორინი.
ვიმეორებ გონებაში...
ვიმეორებ, ვიმეორებ...
-სანდრა
-არ მჯერა აქ რომ ვართ!-ვთქვი და ფეხზე წამოვდექი. კიდესთან მივედი და ქვემოთ გადავიხედე. არ ვიცი ჩემი სიმაღლის შიში სად წავიდა. არც ის ვიცი, რას ვაკეთებდი. უბრალოდ ვფიქრობდი....
ილიამ შემომატრიალა.
ჩემი ორივე ხელი თავისაში მოიქცია და ნაზად მაკოცა.
-ადამიანს ყველაზე ძვირფასი ხელები აქვს, იცი? მე რომ ახლა შენი ხელები მიჭირავს, რამდენს ნიშნავს ჩემთვის რომ იცოდე...რამდენი ადამიანის ხელებს შევხებივართ, მაგრამ ასე სანდრა???
ხელებს სიყვარულის შენახვაც შეუძლიათ იცი? ამას შენც გრძნობ, უბრალოდ არ მეუბნები. ხელებს ყველაზე დიდი სითბოს გადაცემა შეუძლიათ.
ახლაც გიკანკალებს ხელები და ცდილობ არ შეიმჩნიო. საკუთარ თავს ებრძვი...მე კიდე არ ვიცი რას უნდა ვებრძოლო, როგორ უნდა გავაგრძელო, ხვალ რომ ჩაალაგებ და წახვალ..
-არ მჯერა, რომ ასეთი ადამიანი ვერ დაგაფასეს, გადაიყვარეს, სხვა შეიყვარეს, მატერიალურმა გადაუწყვიტეს....არ მჯერა, რომ გადაგაკეთეს, არ მჯერა, რომ შენი შეცვლა მოინდომეს!
-ეს წარსულია! სრულიად უმნიშვნელო ამ ეტაპისთვის
-წარსულია, მაგრამ ხომ სიმართლეა?
-სიმართლეა, მაგრამ გამოცდილებაა, რომელიც მეორედ არ შეგაცდენს
-შენ რა იცი? იქნებ მეც რომ მიყურებ საერთოდ არ ვარ ესეთი? ამაზე არ გიფიქრია?
-არ მაინტერესებს, არ ვიფიქრებ, იმიტომ, რომ შენ ერთი წამითაც არ გიცდია ყოფილიყავი ის, ვინც არ ხარ!
-ილია...
-მე რომ გავგიჟდი შენზე, ამას ვერ ხვდები სანდრა?
-ილია!
-მაინც უნდა მათქმევინო ბოლოს ხო?-გაეღიმა და სახე ძალიან, ძალიან ახლოს მომიტანა
-არ მითხრა!-ხმა გამიმკაცრდა მე
-რომ გითხრა?
-არ მითხრა თქო!
-იმიტომ, რომ ის პასუხი არ გაქვს, რაც მე მინდა?
-მაგაზე ლაპარაკს არ ვაპირებ-ვთქვი მე და სავარძელს დავუბრუნდი.
ჭიქაში დარჩენილი ღვინო ბოლომდე ჩამოვცალე და ილიას თვალებში ჩავაშტერდი.
ვეღარ გავუძელი მის მზერას და ისევ ზღვისკენ გავიხედე...
-ღამის სამი საათია
-ღამეს სხვანაირი მუხტი აქვს, არა?
-შენზე დილითაც ვგიჟდები და საერთოდ არ მაინტერესებს დროის მუხტი!
-იცი რა განცდა მაქვს პერიოდულად?-თემა შევუცვალე ილიას მე-რომ ძალიან მარტო ვარ. ყველას თავისი ცხოვრება აქვს გარშემო. სულ სხვის ოჯახებს უნდა უთანხმო, მეგობრის ქმრებს, მეგობრის ცოლებს, მშობლებს, შვილებს, ბებიებს, ბაბუებს...მგონია, რომ ჩემი გადაწყვეტილებით არაფერი ხდება. შენ გგონია მარტოობა ნორმალურია?
-ჩემთვის ნორმალური იყო
-და ახლა რა აზრზე ხარ?
-ვფიქრობ, წარსულს არასდროს დავუბრუნდები. რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის შეიძლება ახალი და უკეთესი ადამიანები გამოჩნდნენ შენს ცხოვრებაში
-შენთვის მე ახალი, ან უკეთესი ადამიანი ვარ?
-ახალი რომ ხარ, ამას ჩემი დასკვნა არ სჭირდება და უკეთესი რომ ხარ, ამას გიმეორებ 2 კვირაა!
-ღმერთო, ორი კვირა გავიდა!
-ორი საუკეთესო კვირა
-და ეს დღე...
-ეს ჩვენი ადგილია, იცოდე!
-ყველაზე ლამაზია, ვერც ვიჯერებ, რომ აქ ვიყავი...
-სანდრა...ისე რა უცნაური იქნებოდა, მე და შენ აქ რომ არ შევხვედროდით... მერე ხომ შეიძლება ყოველ დღე გვენახა ერთმანეთი და ეს ყველაფერი არ ყოფილიყო. რა სისულელე იქნებოდა. რაზეა დამყარებული ეს შემთხვევითობა, თუ ბედი არ ვიცი. როგორ შეიძლება ეს არ მომხდარიყო?
-რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ მოხდა!
-ძალიან ბედნიერი ვარ მაგის გამო....
-რომ არ ყოფილიყო, შენ არ იქნებოდი. არც ეს საოცარი 2 კვირა არ იქნებოდა.
არც შენი სასწაული ღიმილი.
შენი მხიარული ხასიათი,
სანტორინი.
მე, შენ და სანტორინი.
ქვაფენილიანი ქუჩები,
ბუნგალოები,
ღამის ზღვა,
შენი ყვავილებიანი ვერანდა,
ბევრი ზეთისხილი და ლიმონი.
შენი ბელგიური ვაფლები და ცივი ყავით გაღვიძება.
არც მწვერვალებს დავიპყრობდი და არც სიმაღლიდან გადმოვხტებოდი.
რომ არა შენ, სხვის ნომერში არ შევიპარებოდი, კლუბში არ წავიყვანდი და გაწყვეტამდე არ დავლევდი, მის ნომერში არ გავიღვიძებდი და ნაბახუსევზე სხვასთან ერთად არ გამოვიდოდი.
ჩემი აზრით უნიკალური ადამიანი ვიპოვე.
შეიძლება ყველა ადამიანი თავისებურად უნიკალურია, მაგრამ ამ შემთხვევაში იდეალურზე მაქვს საუბარი.

მე ტირილი მინდოდა ილიას მონოლოგის შემდეგ, მაგრამ თავი სასწაულად შევიკავე, რომ აქვე გული არ გამსკდომოდა ემოციებისგან....
დავიბენი...
-შენ რომ არ ყოფილიყავი ყველაზე მოსაწყენი 2 კვირა მექნებოდა
-ყველაზე ლამაზ ადგილას
-მგონი ძალიან დავთვერით!-გამეღიმა მე და მაგიდაზე არსებულ ბოთლებზე მივუთითე
-მერე რა... ბოლო ღამეა-ხმა გაუწყდა ილიას
-ბოლო შენს მტერს!-ვცადე მისი გამხიარულება მე
-ყველაზე მაგარი გოგო ხარ!
-შენ კიდე ყველაზე მაგარი ბიჭი!
-უცოლო ბიჭი!-წარბი ამიცია ილიამ
-ეს რა ნამიოკი იყო?-სიცილი ამიტყდა მე
-აბა, თუ გამოიცნობ!
-საზიზღარი ილია დაბრუნდა?!
-არსად წასულა!
-ხვალ რომ წავა?
-ეგ შენ მიდიხარ, თორემ...
-შენ რა სამუდამოდ ხომ არ რჩები აქ?
-არ ვიცი სანდრა!
-სტუდენტები გელოდებიან!
-შენ არა?
-დიდი ხანია უნივერსიტეტი დავამთავრე!
-სიტყვებზე მეთამაშები
-როგორ არ მინდა სახლში დაბრუნება.
-არ წახვიდე რა...-მითხრა ილიამ და ხელი მომკიდა
-ილია
-აი, რა მოხდება? დავრჩეთ სანდრა...
-არ გამოვა. მითხარი აბა, რანაირად?
-არ დავსვათ ეგ კითხვები და ყველაფერი მარტივად გამოვა-ხმა გაუწყდა ილიას და ფეხზე წამოდგა.
ისევ მოაჯირს დაეყრდნო და ჰორიზონტს გახედა.
მე მის მზერას გავაყოლე თვალი და ჩავფიქრდი.
როგორ მომენატრებოდა ეს პერიოდი.
ილიას გვერდით ამოვუდექი.
მთელი სხეულით ჩავეხუტე.
მის გულისცემას ვგრძნობდი და დამეფიცება, თვითონაც კარგად გრძნობდა ამას.
ბოლო ღამეა.
ხვალ დილით გავიღვიძებ და რა იქნება?
აღარც ილია.
აღარც სანტორინი.
აღარ იქნებოდა თეთრი ქვეყანა.
ბევრი ლამაზი ყვავილებით.
წითელი, თეთრი, ვარდისფერი, ცისფერი, ყვითელი ყვავილები.
ჩემი ნომრის უზარმაზარი ვერანდა.
უგემრიელესი ბელგიური ვაფლი და ცივი ყავა.
აღარც ქვაფენილები, განათებული ქუჩები.
იისფერი კედლები.
ლურჯი სახურავები.
უსასრულო სივრცე.
ყველაზე ლამაზი მზის ჩასვლა.
ზღვის სამყარო.
არაფერი აღარ იქნებოდა მოგონებების გარდა.
ყვავილები.
ისევ ყვავილები.
იისფერი კედლები და ლურჯი სახურავები.
ვერანდა, ყავა,
ლიმონი და ზეთისხილები.
სანტორინის თევზი.
ბერძნული სალათები და წითელი ღვინო.
ერთიანად დამიარა სასმელმა სხეულში და მივხვდი როგორ მომეკიდა ეს გრძნობა.
ილია ჩემს თმებს რომ შეეხო მანდ დაიწყო ყველაფერი.
ორივე ხელი სახეზე მომკიდა და თავი ამაწევინა.
მე თვალები ამიცრემლიანდა.
არ ვიცი რატომ.
პირველად შუბლზე მაკოცა.
ცრემლიან თვალებზე.
გახურებულ ლოყებზე.
ჩამეხუტა.
მხარზე ვგრძნობდი მის სუნთქვას.
გული გამიჩერდა, როცა ლავიწთან ძალიან ახლოს მისი ტუჩები ვიგრძენი.
მერე კისერზე უფრო მხურვალედ და დამიარა.
პირველი,
მეორე,
მესამე კოცნა ტუჩთან ძალიან ახლოს და
ბოლოს
ყველაზე დაუგეგმავად მოხვდა ჩემი ხელი მის სახეზე,
მისი ჩემსაზე
უკანასკნელად ვიგრძენი მისი სუნთქვა სახეზე და
ტუჩებზე მისი შეხება.
ენდორფინების უზარმაზარი რაოდენობა და
გაფრენა-სანტორინიდან.
ზღვა და უსასრულობა.
ჰორიზონტი და სივრცე.
მე, შენ და სანტორინი.
უკანასკნელი ღამე.
პირველი კოცნა და
საბოლოო გაფრენა-სამოთხიდან.


* * *
თვითმფრინავში თვალი არ მომიხუჭავს.
ძალიან მეძინებოდა, მაგრამ ვერაფრით დავიძინე.
არასდროს ყოფილა ასეთი უსიამოვნო ქალაქში დაბრუნება. პირველად არ მენატრებოდა არცერთი ქუჩა, არც ჩემი სახლი, არც მეგობრები....არავინ არ მინდოდა.
არც სამსახური მინდოდა.
ვფიქრობდი.
საერთოდ რას ავიტეხე ეს სანტორინი?
ღია კაფეში ჯდომა და ჭიქა წითელი ღვინო?
ასე ხომ არასდროს შევხვდებოდით?
მაგრამ...
რომ არ შევხვედროდით მერე რა მეშველებოდა?
ვფიქრობდი და ვერ ვიძინებდი....

* * *
-აღარ მოყვები?-თვალები დააწვრილა ეკამ და ყავა მომაწოდა
-მთელი 2 კვირა სად ჯანდაბაში იყავი? როგორ მინდოდა იცი ძალიან მაგრად მეცემე! ესეიგი ვურეკავ, არ იღებს, ვწერ, სულ სადღაც მიდის... ჩვენზე მაგარი დრო ატარე და გვიმალავ?
-არ ვიცი რა ვატარე...-ვამბობ ხმაგაწყვეტილი და ჭიქას ვაშტერდები
-მერე ამოღერღე ერთხელაც იქნება... დავიტანჯეთ!
-მართლა არ ვიცი, საიდან დავიწყო!
-თავიდან!-მიპასუხეს ერთხმად
მე ისევ ჭიქას ჩავაშტერდი და უაზროდ გავიღიმე
-ბიჭი გავიცანი..
-არის!-ტაში შემოჰკრა ეკამ
-ღმერთო, ხომ ვამბობდი?! ამ გოგოსაც ეშველა-გაუხარდა თიკოს და ფეხზე წამოხტა
-დააცადე! და ნუ დახტიხარ ეს ორსული ქალი!
-პირველივე დღეს. სრულიად შემთხვევით. მთელი 2 კვირა ერთად გავატარეთ.
მართლა არ ვიცი, რა უნდა მოვყვე.
შემიძლია წიგნი დავწერო ახლა, ან ფილმი გადავიღო.
ეს იყო ყველაზე უცნაური და სასიამოვნო მოგზაურობა ჩემს ცხოვრებაში.
არც მახსოვს ბოლოს ასეთი ბედნიერი ვისთან ერთად ვიყავი.
არ ვიცი რა ვთქვა.
მართლა არ ვიცი.
თვალებიდან არ ამომდის.
არც სანტორინი.
არც ჩემი ოთახი, ჩემი ვერანდა.
ქუჩები, ყვავილები...ბარები....
ღმერთო, ეს სად ვიყავი?
ეს ვინ გავიცანი?
ვკითხულობ და პასუხს ვერ ვპოულობ.
ყველანაირად იდეალური ბიჭი გავიცანი.
გამიცნო, გამომაცილა და იქ დავტოვე.
დარჩენაც კი მთხოვა და ზუსტად ვიცი ყველაზე გულწრფელი იყო, ვიდრე ოდესმე.
ყველაზე პოზიტიური ადამიანია.
ყველაზე მხიარული და კრეატიული.
ყველგან პლიუსები აქვს, ყველგან.
მე კიდ ისიც არ ვიცი ახლა სად არის, ან ხვალ სად იქნება.
როდის ჩამოვა და საერთოდ თუ ჩამოვა.
ვნახავ და გავაგრძელებთ, თუ არა...
ისიც არ ვიცი, შემიყვარდა თუ არა....
-რას ამბობ?-ფერი გადაუვიდა ორივეს
-შენ და სიყვარული?
-არ ვიცი მე ეს 2 კვირა რას ვაკეთებდი, მაგრამ
სანტორინმა მე სიყვარული მაპოვნინა.
და ყველაზე უპერსპექტივო მგომარეობაშიც ყველაზე ბედნიერი ვარ.

* * *
რომ შეხვდე?
რომ მოძებნო?
მერე რა იქნება?
დაივწყე ეს კითხვა „რა იქნება მერე“
არ იფიქრო.
არა.
ნახე რა...
წადი და ნახე.

* * *
-ილია! გეყოფა!
-ნუ დარბიხარ! მაინც დაგეწევი!
-გეყოფა!
-გაგვყრიან ამ სასტუმროდან!
-იცოდე, გადავხტები!-ვთქვი და ვერანდის კიდესთან მივედი
-ე, ნუ მაშინებ!
-მაშინ დააბრუნე ეგ ნამცხვარი მაგიდაზე!
-მე რომ თმაში შემაზილე ეს შოკოლადის კრემი ძალიან მინდოდა?
-კარგი რა... იყავი კეთილი ბიჭი და დაინდე სანდრა დეიდა!
-არა!-მითხრა და ადგილიდან მოწყდა
მე რა თქმა უნდა აივნიდან ვერ გადავხტი და სააბაზანოსკენ გავიქეცი.
კარებთან დამიჭირა და ზურგზე გასაყიდი გოჭივით გადამიკიდა
-აუ, გთხოვ ილო!-ტირილამდე მივედი მე
-გაგიმართლა, რომ შემეცოდე!
მითხრა და ნამცხვარი მაგიდაზე დააბრუნა.
-შემეცოდეო? ახლავე წამისვი ნამცხვარი
-არა!
-შენი შეცოდებაღა მაკლია რა! წამისვი!
-არ მინდა!-ეცინებოდა ილიას და ცდილობდა სახიდან კრემის ნარჩენები მოეშორებინა
-ილია!
-დამაფასე სანდრა! ყველაზე კეთილი ბიჭი გყავს!
-სულ მე მყავს რა-გავიბუსხე მე
-გავცდეთ ამ სანტორინს და გეყოლება-გაეცინა ილოს და სახლში შევიდა
-ეგ რას ნიშნავდა?
-არ გეტყვი!
-აუ, მეზიზღები!
-მე არა!

* * *
ძალიან ბევრი კითხვა და არცერთი პასუხი.
ისეთ გაურკვეველ სიტუაციაში ვიყავი, ვერაფერზე ვფიქრობდი.
არ ვიცი, რატომ არ მომძებნა თვითონ, რატომ არ დამეკონტაქტა.
მაგრამ არც მე ვეკონტაქტებოდი და
მისი გამტყუნება არ შემეძლო.
ისე მივეჩვიე ყოველდღიურად მასთან ერთად გაღვიძებას, დაძინებას, მისი ცხოვრებით ცხოვრებას.
ყოველ წუთს რომ ერთად ვატარებდით.
ყველაფერს რომ ერთად ვგეგმავდით.
საოცრად დიდი სიცარიელე დამრჩა და მივხვდი, მის გარდა ვერავინ შემავსებდა.
მეშინოდა, რომ დამაგვიანდებოდა.
მეშინოდა და გადაწყვეტილებებს ვიღებდი, რომლებსაც ვერ ვასრულებდი.
მერე ისევ მეშინოდა და
ასე,
დაუსრულებლად!

* * *
-სანდრა, სანტორინში ჩამოსვლა მხოლოდ იმიტომ ღირდა, რომ შენ გამეცანი...

ყველა დიალოგი.
მეორდება.
მეორდება გონებაში...
და არ მთავრდება.

* * *



* * *
დავიღალე.
მივხვდი, რომ ასე არც გაგრძელება შეიძლებოდა და არც ცხოვრება.
სამსახურიდან ადრე გამოვედი და უნივერსიტეტამდე აღმართი სირბილით ავიარე. დიდი წვალების შემდეგ მოვძებნე დეკანატი და იქ მჯდომი გოგონებიდან ერთ-ერთს ამორჩევა დავიწყე, რომელიც საჭირო ინფორმაციას მომცემდა.
სასწაულები ხდება ალბათ, არა?! ერთ-ერთი კომპიუტერიდან თავი ჩემმა ძველმა კლასელმა ამოყო და ჩემი დანახვისას ფერები გადაუვიდა, ფეხზე წამოხტა და ჩამეხუტა!
-არ მჯერა! რამდენი საუკუნეა არ მინახიხარ?
-ნინი! როგორ გამიხარდა შენი დანახვა-მაქსიმალურად გულწრფელი ვიყავი, დედას გეფიცებით!
-აქ რა ქარმა გადმოგაგდო?
-რაღაც საქმეზე ვარ. აქ მუშაობ შენ?
-კი, დღეგამოშვებით. ისე სხვა სამსახურიც მაქვს
-რატომ არ მიკვირს?-გამეცინა მე და სკამზე ჩამოვჯექი
-რა ხდება, აბა მომიყევი! გოგოები როგორ არიან?
-ძველებურად. ეკა გათხოვდა მარტში. თიკო კიდე მეორე ბავშვს ელოდება უკვე
-ვა! არ ვიცოდი, რა მაგარია! შენ მარტო ხარ?
-კი, მარტო ვარ
-ჩაკა!-ხელი ჩამირტყა ნინიმ და კომპიუტერს მიუბრუნდა-ძირს კაცები!
საერთოდ არ ვიყავი არც სიცილის და მითუმეტეს არც „ძირს კაცები“-ს ხასიათზე.
პირიქით.
-მოკლედ, რაღაც უნდა გთხოვო
-მე?
-ჰო, უნდა მიშველო რა...
-რა დაგემართა?
-აქ უნდა ასწავლიდეს ილია ნიჟარაძე. სოციოლოგიას...განრიგი მინდა! გთხოვ რა...
-რა გინდა, გოგო?!
-განრიგი. როდის აქვს ლექციები და ასე შემდეგ!
-ილია ნიჟარაძე? სოციოლოგებში ასეთი არავინ გვყავს, მოიცა მოგიძებნო!
-არა ზუსტად ვიცი! სიციოლოგია
ვთქვი მე და ნერვიულობისგან ვიგრძენი როგორ ამიკანკალდა მთელი სხეული
-ნინ, არავინ არ უნდა გაიგოს რა...
-არა, ვის უნდა ვუთხრა..-თქვა და პრინტერისკენ წავიდა. არ არის უბრალოდ სოციოლოგი. გეშლებოდა....იმედია სხვა ილია ნიჟარაძე არ არის და არ გეშლება
-არა, არა...
-იმედია ცუდი საქმისთვის არ გინდა, ხო? შეეშინდა და ხელი უკან წაიღო
-არა, უბრალოდ რაღაც საქმე მაქვს და საკონტაქტო ინფორმაცია არ მომეპოვება
-აბა მარტო ვარო?-ეშმაკურად გაეღიმა ნინის
-გეფიცები, მარტო ვარ!-სიცილი ამიტყდა მეც და ფურცელი გამოვართვი
-აჰა შენ განრიგი და თუ რამე სიახლე იყო არ გამომაპარო!
-დიდი მადლობა ნინ! გკოცნი!
გარეთ გამოვედი გაბადრული და ფურცელს დავხედე.
უცებ სახეზე ფერები გადამივიდა და იქვე ხის სკამზე ჩამოვჯექი, რომ გული არ გამსკდომოდა...
არ ვიცი ვინმეს მსგავსი რამ თუ განგიცდიათ, მაგრამ იმ წუთას მეგონა, ვეღარ ამოვისუნთებდი.
მიწა გამომეცალა ფეხქვეშ.
თვალებში დამიბნელდა.
კადრი გაორმაგდა.
მაგრამ გაორმაგებულმა კადრმაც გადასარევად აღიქავა ყველაფერი...
ილიას საგნების ჩამონათვალს დავხედე:

„ძველი ბერძნული ენა“
„ახალი ბერძნული ლიტერატურის ისტორია
„ახალი ბერძნული ენის ისტორია
„ბერძნული ფილოლოგია“
....მეტი აღარ წამიკითხავს....
მერე მახსოვს, რომ უბრალოდ გავითიშე...
ფიზიკურად არ გავთიშულვარ, უბრალოდ გონება გადამეკეტა.
ვიჯექი და გულს ხელზე მაგრად ვიჭერდი, რომ არ გამსკდომოდა.
ყველა ემოცია ერთიანად მომაწვა.
თოთხმეტივე დღემ თვალწინ ჩამიარა.
ორმა კვირამ.
რანაირად?
ბერძნული?...
რანაირად?
ტვინში სისხლი ჩამექცა.
როგორ უყვარდა საბერძნეთი.
მეხუთედ ვარ სანტორინშიო.
ყველა ადგილი იცოდა.
ყველა დეტალი.
ყველაფერი დეტალურად იცოდა.
ყველაფერს იცნობდა.
ყველა სანაპიროს, კუნძულებს, კაფეებს, ბარებს...კულტურას.
ყველაფერი იცოდა და მე ვერაფერს ვერ მივხვდი.
რა სოციოლოგი?
ღმერთო, რატომ?
რატომ ვერაფერს ვერ მივხვდი?
საგნების ჩამონათვალს ახლიდან გადავეხედე და
გული ხელმეორედ შემეკუმშა.
საათს დავაკვირდი...
ესეც ბედია ალბათ, რომ ნახევარ საათში მისი ლექცია იწყებოდა.
დიდი წვალების შედეგად მოვძებნე აუდიტორია და ბოლო რიგში დავჯექი.
კინაღამ ქუდში მთლიანად ჩავძვერი.
ბოლო ათ წუთში გაივსო აუდიტორია და მეც მოვახერხე, რომ წინ მჯდომ პუტკუნა ბიჭს კარგად ამოვფარებოდი.
ილიამ ზუსტად 3 წუთი დააგვიანა, ბოდიში მოიხადა და ახსნა დაიწყო.
მე დიაფრაგმა შემეკუმშა და ვიღაც გოგოს რვეული დავინიავე...
-როგორი ლექტორია?
-უსაყვარლესია, თან უცოლო!-გამიღიმა გვერდით მჯდომმა და მე ისე ვიეჭვიანე წითელი ამენთო!
ილია მთელი მონდომებით ხსნიდა ჩემთვის გაუგებარ საკითხს და კინაღამ გავგიჟდი, როცა ბავშვებს პასუხებს ბერძნულად სცემდა...
ბოლომდე ვერ ვიჯერებდი, რომ ეს ენა მართლა იცოდა და ის ყველაფერი უბრალო სპექტაკლი იყო.
ისიც არ ვიცოდი, რატომ...
ლექციის ბოლოს დრო დარჩა და ზოგადად მიმოხილვა გააკეთა. საბერნეთზე ისეთი სიყვარულით ლაპარაკობდა ქართველ პატრიოტს ნამდვილად შეშურდებოდა.
არ ვიცი ვიღაც ბიჭმა რატომ დაუსვა ეს კითხვა, ან საერთოდ რატომ გავიგე, იმიტომ, რომ იმ მომენტში ყველაფერზე ვფიქრობდი ამ ბიჭის კითხვის გარდა
-რატომ მაინც და მაინც საბერძნეთი?
ილიას გაეღიმა და მერხზე ჩამოჯდა
-საერთოდ ბებია ბერძენი მყავდა. თვითონ სულ ამაყობდა ამ ქვეყნით და ბავშვობიდან ჩამინერგა ეს სიყვარულიც. სულ მიყვებოდა საინტერესო ისტორიებს, მითებს, ლეგენდებს. მოკლედ რომ ვთქვა, ბერძნული მითოლოგია იყო ჩემი ძილის წინ წასაკითხი „ზღაპრები“. მერე ნელ-ნელა ენაც მასწავლა. სხვა ბავშვები სახლში თუ რუსულს, ან ინგლისურს სწავლობდნენ-მე ბერძნული ვიცოდი. ამით სულ გამომარჩევდნენ და მსიამოვნებდა. რომ გავიზარდე უფრო სერიოზულად დავინტერესდი.
ბებიასთან ერთად ხშირად ვმოგზაურობდით კიდეც. თანდათან ჩემი ცხოვრება ბოლომდე დაუკავშირდა ამ ქვეყანას.
ყველა კუნჭული მოვიარე, მაგრამ ერთი ისტორია მაინც უნდა მოგიყვეთ. ჯერ არავისთვის მითქვამს.
რომელიმეს გინახავთ სანტორინი?-დაიწყო ილიამ და მე ვიგრძენი როგორ დამივარდა პულსაცია ნულამდე...
წელს მეხუთედ ვიყავი იქ.
დაზეპირებული მაქვს ყველა ქუჩა, ყველა ადგილი...საერთოდ ყველაფერი.

სასტუმროში დილით ერთი გოგო დავინახე.
უბრალო, სადა, ძალიან ლამაზი. თეთრი, თხელი სარაფანი ეცვა და ისე მიდიოდა თვალიც კი გამიშტერდა რამოდენიმე წამით.
ის გოგო მერე ჩემს საყვარელ კაფეში ვნახე.
ერთ მიმტანს ვიცნობდი მანდ და რაღაც სიტუაცია გავითამაშეთ, ვითომ მე თევზი მინდოდა და ვერ ვაგებინებდი, იმიტომ, რომ ვითომ ბერძნული არ ვიცოდი.
ამ გოგოს ისე გაეცინა ჩემს სულელურ სიტუაციაზე, რომ მე თვითონ გაკვირვებული დავრჩი.
ქართველი აღმოჩნდა.
ორი კვირით იყო სრულიად მარტო, სრულიად უცხო სამყაროში.
თოთხმეტივე დღე ერთად გავატარეთ.
უზომოდ პოზიტიური იყო.
სულ იცინოდა.
იდეალური გოგო იყო.
ყველაზე მაგარი იუმორის გრძნობა ჰქონდა.
ყველაფერში ვუგებდით ერთმანეთს.
საათობით ვლაპარაკობდით, ყველანაირ თემას განვიხილავდით.
საოცარი 2 კვირა გავატარეთ ერთად.
ვერთობოდით და დრო გადიოდა.

ვფიქრობდით ორივე...ალბათ ორივე ვფიქრობდით, რომ კარგი მეგობრები ვიქნებოდით.
მაგრამ ერთ დღეს გავიღვიძე...
სანდრას ეძინა.
ძალიან ღრმად და ტკბილად.
ისეთი ლამაზი იყო.
რაღაც მომენტში მომინდა, რომ მისთვის მეკოცნა.
მეშინოდა არ გაღვიძებოდა, მაგრამ მაინც ტუჩის კუთხესთან ვაკოცე.
მერე მისი ხელი მეჭირა მთელი დილა.
ვეღარ გავძელი..მის მძინარე სახეს ვეღარ ვუყურებდი.
ანგელოზივით იყო.
მივხვდი, რომ სანდრა იყო ყველაზე კარგი რამ, რაც ცხოვრებაში თავს დამატყდა.
იმ დღეს მივხვდი, რომ ამ გოგოზე გავგიჟდი.
გავგიჟდი და ისე წავიდა ვერაფერი ავუხსენი.

შემიყვარდა?
როგორ შეიძლებოდა სანდრა არ შემყვარებოდა.
მინდოდა მეთქვა, უფლება არ მომცა.
თითქოს არ უნდოდა, რომ ეს ყველაფერი გაეგო.
ეშინოდა თქო ვერ ვიტყვი.
არც ის ვიცი თვითონ რას გრძნობდა.
მე შემიყვარდა და ეს ვერ ვუთხარი.
ვერ ავუხსენი.
ისე წავიდა ცარიელი დამტოვა.
თითქოს სული ამომაცალა და თან წაიღო. არაფერი დამიტოვა...
შემიყვარდა და როგორ მინდა ეს იცოდეს...

სულ იმას ვუმეორებდი, რომ ეს ადგილი სამუდამოდ დარჩებოდა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვნად.
მე როგორ არ მიყვარდა საბერძნეთი?
ცხოვრებამ მაჩუქა ეს ადგილი.
სამუდამოდ დამაკავშირა...

უბრალოდ საბრძნეთმა...
უფრო სწორედ სანტორინმა-სიყვარული მაპოვნინა.
მე იქ ჩემი სიყვარული ვიპოვე და არ ვიცი როგორ დავიბრუნო ეს ყველაფერი.

გინახავთ სამოთხე დედამიწაზე?
ეს დედამიწა იყო-სამოთხეზე...-ღრმად ამოისუნთქა ილიამ და ფანჯარასთან მივიდა.
ყელზე ხელი მაგრად მოიჭირა, თითქოს სუნთქვა უჭირსო.
ფანჯარაც კი გამოაღო.
მე ვიჯექი.
ვტროდი.
ცხოვრებაში პირველად ვტიროდი და
არც ვიცოდი რა გამეკეთებინა.
შოკირებული ვიყავი ამ ამბით.
ყველფრით რაც უკანასკნელ პერიოდში თავს გადამხდა.
სული დამეხუთა.
მივხვდი, რომ მეც ილიასავით არ მყოფნიდა ჰაერი, მაგრამ იმის ძალაც არ მქონდა, რომ რვეული დამენიავებინა.
ყვირილი მინდოდა და მეგონა, რომ ერთი ბგერაც არ ამოვიდოდა ჩემი პირიდან.
გიჟს ვგავდი.
გიჟს, რომელიც ემოციებს ვეღარ იტევს, ვეღარ იცლება და
გაქვავებულია.
აი, ზუსტად ეს დამემართა.
გავქვავდი და ვერაფერი გავაკეთე.
ილია იდგა.
უძრავად.
სევდიანი სახით და ვინ იცის რამდენ რაღაცას ფიქრობდა.
ვინ იცის, როგორ გაუხარდებოდა, რომ ავმდგარიყავი და დამეძახა.
რომ იგივეთი მეპასუხა.
ვინ იცის, როგორ უნდოდა მომეძებნა...
ან მას მოვეძებნე...

სანდრა ჯერ კიდევ გაშტერებული იჯდა ბოლო რიგში.
ილია ფანჯარას მოშორდა.
თავი გადააქნია.
ეშმაკურად ჩაიცინა და თვალი ვიღაცას გაუსწორა. სანამ მის მზერას თვალს გააყოლებდნენ, ყველასათვის გასაგონად იკითხა:

-სანდრა, ამ ყველაფრის მერე შენ მაინც ფიქრობ, რომ ბოლო რიგში დამემალები?!

. . . . . . . . . . . . . . . скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Ana

იშვიათად კი არა საერთოდ არ ვაკეთებ კომენტარს ისტორიის წაკითხვის შემდეგ. დღეს კი არ ვიცი რა გითხრა მომეწონა მშვენიერი იყი, დასასრულიც შესაბამისი ჰქონდა მაგრამ სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას.

 



№2  offline წევრი ჰარი

ზოგადად შენზე ხოვგიჟდები და ცალკე კიდე შენს გმირებზე ვგიჟდები. როგორც ყოველთვის სასიამოვნო წასაკითხი და "სითბოჩამღვრელი" ისტორია.

 



№3  offline წევრი გრაფინია

ვაიჰ;)
შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული.
საჭიროდ ენაწყლიანი და საჭიროდ ლაკონური.
სასიამოვნო ფაქტებითა და თეორიებიტ სავსე.
ჩამოყალიბებული,ინდივიდუალური, შეგნებული და თავისუფალი პერსონაჟები.
არარეალურად წმინდა და გულწრფელი ურთიერთობა.
ზღაპრული საუბრები.
იუმორი.
და საბერძნეთი!
______________

ანს,ძალიან კარგი და ნიჭიერი ხარ შენს ფანტაზიასთან ერთად.
ზუსტად ისე გაქვს ყველა დეტალი აწყობილი,როგორც მკითხველს სჭირდება:)
ასეთი ფინალები მიყვარს.
მთელ ისტორიას რომ უდრის ის ბოლო მომენტი.
-ეუხარისტო ამ ყველაფრისთვის;)

 



№4 სტუმარი makukuna

გემრიელობა იყო, ძალიან ვისიამოვნე heart_eyes heart_eyes

 



№5 სტუმარი ნაინა

ამას ჰქვია ერთი ამოსუნთქვით წაკითხვა, გაიხარე შესანიშნავი იყოოოო

 



№6 სტუმარი სტუმარი Lika

Vaime esraiyoo guli gamiskda

 



№7  offline წევრი ლუკკიანეცცი

ანს...
აი როგორ მიყვარხარ იცი? სასწაულად.
უნიჭიერესი ხარ.
საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანი ამდენ ისტორიას წერდე, ყველას ყველაზე განსხვავებულს და ემოციებით დახუნძლულს?
ჯერ ხომ ნაწერი გამართული. მერე გადმოცემის მანერა სასწაული, ყველანაირ ემოციას რომ განგაცდევინებს და ისტორიაში შეგიყვანს. ჩათვალე რომ სანტორინში ნამყოფი ვარ უკვე:)
სანდრა ყველაზე მაგარი გოგოა,
ილო კიდე ყველაზე მაგარი ბიჭი!
ალექსანდრა სახელს რომ ელოდებოდა და ილომ დაბოლოებას ველოდებოდი და გული გამისკდაო მანდ გავათავე ერთი სიცოცხლე სიცილში:)
და საერთოდ ვგიჟდები მე შენზე,შენს ისტორიებზე და პერსონაჟებზე. როგორ ახერხებ ასეთი სრულყოფილი პერსონაჟების სექმნას მე არ ვიცი.
მოკლედ
მაგარი გოგო ხარ ძაან!
wish you all the best♥♥♥

 



№8  offline წევრი იოსეული

ზოგადად, შენზე ვგიჟდები.
ხო, ვგიჟდები.
ყველაზე მეტად შენი ''გაზაფხულის ქუჩა'' მიყვარდა.
და უცებ, ჰოპ...
+1 ანსის სასარგებლოდ.
''გაზაფხულის ქუჩას'' + ''დედამიწა სამოთხეზე''.
ამ ორმა ისტორიამ ანს ველსს ჩემში ფესვები ღრმად გაუდგა. ისე, როგორ ასწლოვანი ხის ფესვებია მიწაში გადგმული.
დამიჯერებ, რომ გითხრა, ისტორიის სათაური კომენტარის წერისას აღმოვაჩინე-მეთქი?
არადა, მართლა ასეა.
''დედამიწა სამოთხეზე'' - უბრალოდ იდეალური სათაურია ამ ისტორიისთვის.
არავინაა დედამიწაზე იდეალური, მაგრამ ხომ არსებობენ იდეალურთან მიახლოებულებიც?!
სწორედ ასეთები იყვნენ ჩემთვის სანდრა და ილო. (მე ილო უფრო მომწონს ;) )
ბოლო მომენტზე სიცილი ამიტყდა, იმიტომ რომ თავიდანვე ვფიქრობდი, ილოს სანდრა რომ არ გამოეპარებოდა.
პელე ვარ ;)
ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, აჯაფსანდალი კომენტარი კი გამოვიდა, მაგრამ რად გინდათ ჩემი კომენტარი, ანსის მაგრობაში ისედაც დარწმუნებული უნდა იყოთ ;)
პ.ს. წერეთ კომენტარები, ერთი ფორლაველისა არ იყოს, მაგარი გრძნობაა კომენტარებს როცა კითხულობ შენს სიახლეზე, თანაც ძალიან ძალიან მაგარი.
ლავ იუუ kissing_heart

 



№9  offline ახალბედა მწერალი Ans...

Ana
იშვიათად კი არა საერთოდ არ ვაკეთებ კომენტარს ისტორიის წაკითხვის შემდეგ. დღეს კი არ ვიცი რა გითხრა მომეწონა მშვენიერი იყი, დასასრულიც შესაბამისი ჰქონდა მაგრამ სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას.

უღრმესი მადლობა ჩემო კარგო <3333333 გამახარე ძალიან. სამწუხაროდ გაგრძელება არ აქვს :***
ჰარი
ზოგადად შენზე ხოვგიჟდები და ცალკე კიდე შენს გმირებზე ვგიჟდები. როგორც ყოველთვის სასიამოვნო წასაკითხი და "სითბოჩამღვრელი" ისტორია.

დიდი მადლობა რომ კითხულობ ჩემს ისტორიებს heart_eyes heart_eyes გამახარე <333
გრაფინია
ვაიჰ;)
შინაარსობრივად და გრამატიკულად გამართული.
საჭიროდ ენაწყლიანი და საჭიროდ ლაკონური.
სასიამოვნო ფაქტებითა და თეორიებიტ სავსე.
ჩამოყალიბებული,ინდივიდუალური, შეგნებული და თავისუფალი პერსონაჟები.
არარეალურად წმინდა და გულწრფელი ურთიერთობა.
ზღაპრული საუბრები.
იუმორი.
და საბერძნეთი!
______________

ანს,ძალიან კარგი და ნიჭიერი ხარ შენს ფანტაზიასთან ერთად.
ზუსტად ისე გაქვს ყველა დეტალი აწყობილი,როგორც მკითხველს სჭირდება:)
ასეთი ფინალები მიყვარს.
მთელ ისტორიას რომ უდრის ის ბოლო მომენტი.
-ეუხარისტო ამ ყველაფრისთვის;)

როგორ გამახარე იცი? <333333333 ძალიან დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის <33 გამაბედნიერე heart_eyes heart_eyes
მიხარია, რომ წაიკითხე და შენი მოწონება დავიმსახურე <333
makukuna
გემრიელობა იყო, ძალიან ვისიამოვნე heart_eyes heart_eyes

დიდი მადლობა <3333333
ნაინა
ამას ჰქვია ერთი ამოსუნთქვით წაკითხვა, გაიხარე შესანიშნავი იყოოოო

დიდი მადლობაა <3 <3 <3
სტუმარი Lika
Vaime esraiyoo guli gamiskda

heart_eyes heart_eyes
ლუკკიანეცცი
ანს...
აი როგორ მიყვარხარ იცი? სასწაულად.
უნიჭიერესი ხარ.
საერთოდ როგორ შეიძლება ადამიანი ამდენ ისტორიას წერდე, ყველას ყველაზე განსხვავებულს და ემოციებით დახუნძლულს?
ჯერ ხომ ნაწერი გამართული. მერე გადმოცემის მანერა სასწაული, ყველანაირ ემოციას რომ განგაცდევინებს და ისტორიაში შეგიყვანს. ჩათვალე რომ სანტორინში ნამყოფი ვარ უკვე:)
სანდრა ყველაზე მაგარი გოგოა,
ილო კიდე ყველაზე მაგარი ბიჭი!
ალექსანდრა სახელს რომ ელოდებოდა და ილომ დაბოლოებას ველოდებოდი და გული გამისკდაო მანდ გავათავე ერთი სიცოცხლე სიცილში:)
და საერთოდ ვგიჟდები მე შენზე,შენს ისტორიებზე და პერსონაჟებზე. როგორ ახერხებ ასეთი სრულყოფილი პერსონაჟების სექმნას მე არ ვიცი.
მოკლედ
მაგარი გოგო ხარ ძაან!
wish you all the best♥♥♥

მგონი ადრეც გითხარი, თუ ვცდები ახლა გეტყვი, რომ შენს კომენტარებს ველოდები ხოლმე.
ახლა უბრალოდ არ ვიც რა გითხრა...
მე შენ მიყვარხარ ამ სიტყვებისთვის <333 ჩემი ისტორიები ასე რომ მოგწონს და როგორც ახასიათებ კიდე <3333
დიდი, დიდი მადლობა <333333333333333333333333333

იოსეული
ზოგადად, შენზე ვგიჟდები.
ხო, ვგიჟდები.
ყველაზე მეტად შენი ''გაზაფხულის ქუჩა'' მიყვარდა.
და უცებ, ჰოპ...
+1 ანსის სასარგებლოდ.
''გაზაფხულის ქუჩას'' + ''დედამიწა სამოთხეზე''.
ამ ორმა ისტორიამ ანს ველსს ჩემში ფესვები ღრმად გაუდგა. ისე, როგორ ასწლოვანი ხის ფესვებია მიწაში გადგმული.
დამიჯერებ, რომ გითხრა, ისტორიის სათაური კომენტარის წერისას აღმოვაჩინე-მეთქი?
არადა, მართლა ასეა.
''დედამიწა სამოთხეზე'' - უბრალოდ იდეალური სათაურია ამ ისტორიისთვის.
არავინაა დედამიწაზე იდეალური, მაგრამ ხომ არსებობენ იდეალურთან მიახლოებულებიც?!
სწორედ ასეთები იყვნენ ჩემთვის სანდრა და ილო. (მე ილო უფრო მომწონს ;) )
ბოლო მომენტზე სიცილი ამიტყდა, იმიტომ რომ თავიდანვე ვფიქრობდი, ილოს სანდრა რომ არ გამოეპარებოდა.
პელე ვარ ;)
ჰოდა, რა მინდოდა მეთქვა, აჯაფსანდალი კომენტარი კი გამოვიდა, მაგრამ რად გინდათ ჩემი კომენტარი, ანსის მაგრობაში ისედაც დარწმუნებული უნდა იყოთ ;)
პ.ს. წერეთ კომენტარები, ერთი ფორლაველისა არ იყოს, მაგარი გრძნობაა კომენტარებს როცა კითხულობ შენს სიახლეზე, თანაც ძალიან ძალიან მაგარი.
ლავ იუუ kissing_heart

ვაიმე <33333
გელოდებოდი და ახლა მეც მინდა გითხრა, რომ ვგიჟდები შენზე!
როგორ ზუსტად იგებ ხოლმე ჩემს ისტორიებს და როგორ გიყვარდება. შენი კომენტარი 'გაზაფხულის ქუჩაზე' მგონი დაზეპირებულიც კი მაქვს და ყოველი წაკითხვისას ახლიდან მასკდება ემოციები <33333
მე ბედნიერი ვარ , რომ შენ ჩემს ისტორიებს კითხულობ და
აი, მართლა სასწაული შეგრძნებაა კომენტარების კითხვა.
იმხელა სითბოს და სიყვარულს ვგრძნობ, რომ საჭირო სიტვებს ვერ ვპოულობ მადლობის გადასახდელად <3333333
მიყვარხარ მე შენ ! kissing_heart kissing_heart

 



№10  offline ახალბედა მწერალი An_Gel

მოკლედ, მთელი დღე ვერ მოვაღწიე აქამდე, რომ შენთვის ჩემი აზრი გამეზიარებინა :დდდ გითხარი დეპრესიაში ჩამაგდოთქო და არ განერვიულე იმედია :დდ <3 დეპრესიაში ნამდვილად ჩამაგდო. რომ წარმოვიდგინე ასეთი საოცრად ლამაზი ქალაქი (და ჩემი ოცნებაა სანტორინისნაირ ადგილას დასვენება) და მერე გავიაზრე, უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი, ვიტირე კინაღამ! გამოგიტყდები და პირველად რომ წავიკითხე ქალაქის სახელი და მერე სურათები დავათვალიერე გული ამიჩქარდა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ისტორია უკვე მიყვარდა.
კაი, ისტორიაზე გადავალ. სახელი მომეწონა საოცრად. შენეული, გამორჩეული და ორიგინალური იყო. თევზის სცენაზე ვიცინე ბევრი :დდ ვერც კი დავუშვი, რომ მაიმუნობდა ეს ოხერი ბიჭი! :დ იმდენი სიგიჟე აკეთეს ერთად ამ ორმა არანორმალურმა, არ ვიცი რა ტიპის ადამიანი უნდა ვყოფილიყავი, რომ არ შემშურებოდა. ჩემი საოცნებო ზაფხული აღწერე (ოღონდ სექტემბერში :დ) აუ, ყველაზე მეტი იცი რა მომენტზე ვიცინე? ლექტორებზე რო ლაპარაკობდნენ :დდდ ჩვენი ლაპარაკი გამახსენდა, ახალგაზრდა ლექტორმა ცოლი მოიყვანაო რო მეუბნებოდი :დდდ მაგ მომენტში იმენა შენ დაგინახე და შენი ტკივილი :დდდდ
დასასრული იყო ყველაზე...ყველაზე...ყველაზე! აი, არ ვიცი, სახელს ვერ ვარქმევ, მაგრამ ძაან ემოციური იყო. აი ის ჩაცინების მომენტი და რომ გაუსწორა მზერა და ამას რო აეტირა. ამ ბოლო დროს ძალიან "სხვანაირ" ფინალებს მიეჩვიე შენ :დდ სუნთქვაშეკრულს მტოვებ ხოლმე, თითქოს ერთი სიტყვით ადრე ამთავრებ და მე ეს საშინლად მომწონს!
შენზე რაღა ვილაპარაკო?! საოცრება ხართქო გეტყოდი, მაგრამ მომიძველდა ეს ფრაზაც. უბრალოდ გეტყვი, რომ ერთი დიდი ბედნიერებაა ასე მოულოდნელად რომ მხვდება ხოლმე შენი ნიკი ახალი ისტორიით heart_eyes
ვგიჟდები შენზე და ძალიან მიყვარხარ შენი ყველა გრძნობებით და საოცარი ემოციებით "გამოტენილი" ისტორიებითურთ :დდ heart_eyes heart_eyes joy joy

 



№11 სტუმარი სტუმარი nawka

usayvarlesi xar sheni uasyvarlessi istoriit

 



№12  offline ახალბედა მწერალი Ans...

სტუმარი nawka
usayvarlesi xar sheni uasyvarlessi istoriit

დიდი მადლობა <333333
An_Gel
მოკლედ, მთელი დღე ვერ მოვაღწიე აქამდე, რომ შენთვის ჩემი აზრი გამეზიარებინა :დდდ გითხარი დეპრესიაში ჩამაგდოთქო და არ განერვიულე იმედია :დდ <3 დეპრესიაში ნამდვილად ჩამაგდო. რომ წარმოვიდგინე ასეთი საოცრად ლამაზი ქალაქი (და ჩემი ოცნებაა სანტორინისნაირ ადგილას დასვენება) და მერე გავიაზრე, უნივერსიტეტში უნდა წავსულიყავი, ვიტირე კინაღამ! გამოგიტყდები და პირველად რომ წავიკითხე ქალაქის სახელი და მერე სურათები დავათვალიერე გული ამიჩქარდა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ისტორია უკვე მიყვარდა.
კაი, ისტორიაზე გადავალ. სახელი მომეწონა საოცრად. შენეული, გამორჩეული და ორიგინალური იყო. თევზის სცენაზე ვიცინე ბევრი :დდ ვერც კი დავუშვი, რომ მაიმუნობდა ეს ოხერი ბიჭი! :დ იმდენი სიგიჟე აკეთეს ერთად ამ ორმა არანორმალურმა, არ ვიცი რა ტიპის ადამიანი უნდა ვყოფილიყავი, რომ არ შემშურებოდა. ჩემი საოცნებო ზაფხული აღწერე (ოღონდ სექტემბერში :დ) აუ, ყველაზე მეტი იცი რა მომენტზე ვიცინე? ლექტორებზე რო ლაპარაკობდნენ :დდდ ჩვენი ლაპარაკი გამახსენდა, ახალგაზრდა ლექტორმა ცოლი მოიყვანაო რო მეუბნებოდი :დდდ მაგ მომენტში იმენა შენ დაგინახე და შენი ტკივილი :დდდდ
დასასრული იყო ყველაზე...ყველაზე...ყველაზე! აი, არ ვიცი, სახელს ვერ ვარქმევ, მაგრამ ძაან ემოციური იყო. აი ის ჩაცინების მომენტი და რომ გაუსწორა მზერა და ამას რო აეტირა. ამ ბოლო დროს ძალიან "სხვანაირ" ფინალებს მიეჩვიე შენ :დდ სუნთქვაშეკრულს მტოვებ ხოლმე, თითქოს ერთი სიტყვით ადრე ამთავრებ და მე ეს საშინლად მომწონს!
შენზე რაღა ვილაპარაკო?! საოცრება ხართქო გეტყოდი, მაგრამ მომიძველდა ეს ფრაზაც. უბრალოდ გეტყვი, რომ ერთი დიდი ბედნიერებაა ასე მოულოდნელად რომ მხვდება ხოლმე შენი ნიკი ახალი ისტორიით heart_eyes
ვგიჟდები შენზე და ძალიან მიყვარხარ შენი ყველა გრძნობებით და საოცარი ემოციებით "გამოტენილი" ისტორიებითურთ :დდ heart_eyes heart_eyes joy joy

აუ!! ანაა <3333333 როგორ მიყვარხარ იცი? <33333
რომ გელოდები ხოლმე ამას აღარ ვახსენებ იმიტომ, რომ მემგონი ძალიან ბევრჯერ გავიმეორე! დილით შენი მესიჯი რომ დამხვდა მერე ვამოწმებდი, ნეტა არ წაიკითხათქო?
სანტორინს რომ არ "დავეცე" ისე არ იქნება.
ლექტორის მომენტი კიდე ზუსტიაა!! აუ, ისე მეცინება ახლა რომ მიხვდი და "გამომიჭირე" ჩემი ტკივილი რომ შევატენე სანდრას ;დდდდ
დასასრულებზე მეც ვფიქრობდი, რომ ეს "სხვანაირს" მივეჩვიე.
მეც უნდა მეთქვა ახლა საოცრება ხართქო, მაგრამ დარეტიანებულივით ერთიდა იგივეს გიმეორებ ხოლმე ;დდდ იმიტომ, რომ მართლა ძალიან მაგრად მიყვარხარ და მიხარია ჩემი ისტორიების ერთგული მკითხველი რომ ხარ ეს სასწაულზე სასწაული და ტკბილზე ტკბილი გოგო <3333333 !! heart_eyes heart_eyes

 



№13 სტუმარი სტუმარი თამო

ძალიან მაგარი იყო.ძალიან მომეწონა ეს ისტორია.დასასრული ხო საერთოდ თავის ჩაცინებიანად როცა სანდრას უთხრა "სანდრა, ამ ყველაფრის მერე შენ მაინც ფიქრობ, რომ ბოლო რიგში დამემალები?!"მაგარი გოგო ხარ შენ

 



№14 სტუმარი nino

უჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ, მაგარია იყო მაგრამ კიდევ მინდოდააააააა გაგრძელებაააააააააა

 



№15  offline წევრი mariamsoo

გაშტერებული ვუყურებ ტელეფონს, ისეთი გაგიჟებული ვარ.
სანდრა და ილო.
ილო და სანდრა.
ღმერთო, როგორ შეგიძლია იყო ასეთი კარგი მწერალი?! უბრალოდ მაგიჟებ!
შენ არ იცი როგორ გამახარე ამ მოთხრობით, ვერც კი წარმოიდგენ როგორ! შენ ხარ გოგო ვარსკვლავი! შენ ხარ გოგო ბედნიერება!
იცი როგორ მიყვარს ილო?
არ ვიცი ვგიჟდები. ძალიან ძალიან მიყვარს, ერთი ეგეთი ილო მეც მინდა (ძალიან ეგოისტი ვარ)
და სანდრა?
უბრალოდ შოკი!
ახლა ვფიქრობდი მეორე ნაწილი რომ დაწეროს რა იქნება თქო. იფიქრე ამაზეც, ნუ ეს შენი გადასაწყვეტია დაწერ თუ არა მაგრამ ამით ძალიან გამახარებ.
კიდევ ერთხელ გიმეორებ რომ საუკეთესო ხარ !
ამ მოთხრობას რაღაც სხვა მუხტი ჰქონდა!
მიყვარხარ ანს! ჩემი ტკბილი გოგო ხარ, ტკბილი, თბილი და ბედნიერი ისტორიებით.
პ.ს ილო მივისაკუთრე ჩვეულებრივად :) და ჰო სიახლის დამატების დროზე ისევ გავგიჟდი, უნდა გამოიძინო!! ;დ წარმატებები heart_eyes

 



№16  offline წევრი თ.მ

ეს იყო სასწაული❤️❤️❤️ დღეს უკვე მესამედ წავიკითხე ისე მომეწონა. იყო განსხვავებული და არაბანალური❤️❤️დამთავრება კი იყო რაღაც განსხვავებული და ძალიან შესაფერისი ❤️❤️

 



№17  offline წევრი deep

სასწაული გოგო ხარ ანსს
ყველაფერი მიყვარს შენი
დიახ
დიახ
მიყვარს
შენი ყველაზე მეტად
მანძილია არაფერია თუ გიყვარს
მიყვარდა
თუმცა რატომ
მიყვარდა
ახლაც მიყვარს
ესეც გამორჩეულია
შენს ისტორიებში
მაგრამ აი რავქნა
მაინც სანდრო და ნინა
მირჩევნია
ილოს და ალექსანდრას
თუმცა ესენიც საოცრება წყვილია
აი ზე
მაგრამ
მაინც სანდრექსა და ნინა
შენი ერთგული
მკითხველი
დიანა

 



№18  offline ახალბედა მწერალი Ans...

სტუმარი თამო
ძალიან მაგარი იყო.ძალიან მომეწონა ეს ისტორია.დასასრული ხო საერთოდ თავის ჩაცინებიანად როცა სანდრას უთხრა "სანდრა, ამ ყველაფრის მერე შენ მაინც ფიქრობ, რომ ბოლო რიგში დამემალები?!"მაგარი გოგო ხარ შენ

nino
უჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ, მაგარია იყო მაგრამ კიდევ მინდოდააააააა გაგრძელებაააააააააა

უღრმესი მადლობა ჩემო კარგებო <33333333333333333333333333333333333 გაგრძელება არაქვს kissing_heart <3
mariamsoo
გაშტერებული ვუყურებ ტელეფონს, ისეთი გაგიჟებული ვარ.
სანდრა და ილო.
ილო და სანდრა.
ღმერთო, როგორ შეგიძლია იყო ასეთი კარგი მწერალი?! უბრალოდ მაგიჟებ!
შენ არ იცი როგორ გამახარე ამ მოთხრობით, ვერც კი წარმოიდგენ როგორ! შენ ხარ გოგო ვარსკვლავი! შენ ხარ გოგო ბედნიერება!
იცი როგორ მიყვარს ილო?
არ ვიცი ვგიჟდები. ძალიან ძალიან მიყვარს, ერთი ეგეთი ილო მეც მინდა (ძალიან ეგოისტი ვარ)
და სანდრა?
უბრალოდ შოკი!
ახლა ვფიქრობდი მეორე ნაწილი რომ დაწეროს რა იქნება თქო. იფიქრე ამაზეც, ნუ ეს შენი გადასაწყვეტია დაწერ თუ არა მაგრამ ამით ძალიან გამახარებ.
კიდევ ერთხელ გიმეორებ რომ საუკეთესო ხარ !
ამ მოთხრობას რაღაც სხვა მუხტი ჰქონდა!
მიყვარხარ ანს! ჩემი ტკბილი გოგო ხარ, ტკბილი, თბილი და ბედნიერი ისტორიებით.
პ.ს ილო მივისაკუთრე ჩვეულებრივად :) და ჰო სიახლის დამატების დროზე ისევ გავგიჟდი, უნდა გამოიძინო!! ;დ წარმატებები heart_eyes

უღრმესი მადლობა ჩემო საყვარელო <33333 ძალიან გამახარე <3333333 არ ვიცი მართლა რა უნდა გითხრა heart_eyes heart_eyes შენ კიდე ჩემი ტკბილზე ტკბილი გოგო ხარ <33333
ვეცდები გამოვიძინო, მაგრამ არ გამომდის ;დდდ
გაგრძელებას რაც შეეხება, არ იქნება (სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ) ;დდ <3 მადლობა კიდევ ერთხელ
თ.მ
ეს იყო სასწაული❤️❤️❤️ დღეს უკვე მესამედ წავიკითხე ისე მომეწონა. იყო განსხვავებული და არაბანალური❤️❤️დამთავრება კი იყო რაღაც განსხვავებული და ძალიან შესაფერისი ❤️❤️

უღრმესი მადლობა <3 ძალიან გამახარე, რომ წაიკითხე <333333333333333333333333
deep
სასწაული გოგო ხარ ანსს
ყველაფერი მიყვარს შენი
დიახ
დიახ
მიყვარს
შენი ყველაზე მეტად
მანძილია არაფერია თუ გიყვარს
მიყვარდა
თუმცა რატომ
მიყვარდა
ახლაც მიყვარს
ესეც გამორჩეულია
შენს ისტორიებში
მაგრამ აი რავქნა
მაინც სანდრო და ნინა
მირჩევნია
ილოს და ალექსანდრას
თუმცა ესენიც საოცრება წყვილია
აი ზე
მაგრამ
მაინც სანდრექსა და ნინა
შენი ერთგული
მკითხველი
დიანა

დიანა <333 როგორ გამიხარდი heart_eyes heart_eyes გელოდებოდი და დიდი მადლობა <3333
პირველი ხარ ვისაც სანდრო და ნინა ყველაზე მეტად უყვარს სხვათაშორის ;დდდდ <3333333
ჩემო საყვარელო <33333 უღრმესი მადლობა <33333333333333333333გაკოცე heart_eyes heart_eyes

 



№19 სტუმარი სტუმარი salome

არაჩვეულებრივი ისტორია იყო. ბრავო!:)

 



№20  offline წევრი იოსეული

ყველაზე მეტად მიყვარს, როცა მწერლები მკითხველების კომენტარებს არ აიგნორებენ და მაშინ, როცა შენ ასეთი კომენტარით მპასუხობ, როგორ გინდა, არ მიყვარდე?!
ჰოდა, მიყვარხარ ❤

 



№21  offline ახალბედა მწერალი Ans...

სტუმარი salome
არაჩვეულებრივი ისტორია იყო. ბრავო!:)

უღრმესი მადლობა <3333333333 heart_eyes heart_eyes

იოსეული
ყველაზე მეტად მიყვარს, როცა მწერლები მკითხველების კომენტარებს არ აიგნორებენ და მაშინ, როცა შენ ასეთი კომენტარით მპასუხობ, როგორ გინდა, არ მიყვარდე?!
ჰოდა, მიყვარხარ ❤


მეც მიყვარხარ, თან ძალიან მაგრად ! <33333333333 <33333 heart_eyes heart_eyes

 



№22  offline წევრი sofia25

ეს რა იყო?
ამიხსენი ადამიანო რა იყო ეს????????
შენიპერსონაჟები ყოველთვის ძალიან მიყვარდა არც ერთს არასდროს გამოვყოფდი მაგრამ
ილია???
აი ილიაა????
არვიცი რა ვთქვა ამდენი დაღლილობის შემდეგ ამისწაკითხვა და ჩემი აზრზე მოყვანა აარვიცი
გაუჭირდება ყველას
მადებილებ
ოღონდ კარგი გაგებით ! ძალიანმაგარი გოგოხარ

 



№23  offline წევრი Mmariami)

ჩემი აცრემლიანებული თვალები და აჩქარებულო გული რომ არ გაგიკვირდება ზუსტად ვიცი.
თავიდან დასასრულს თუ რას არ ვიცი, მაგრამ თვალი მოვკარი და მეგონა ცუდად ამთავრებდი, მგონი ჩემი ‘გაქცევის’ ერთ-ერთი მიზეზიც ეგ იყო.
გადარეულ, დაპანიკებულ, გაფსიხებული ვიყავი რას ქვია ანკა და ცუდი დასასრული თქო. მერე ეჭვი შემეპარა.
მერე
თავიდან.
ეს იყო?
ეს იყო აბსოლიტურად სხვა, ეს იყო დედამიწა სამოთხეზე.
იმდენად არ გგაავდა შენს სხვებს, იმდენად განსხვავებული იყო, იმდენად ყველა ემოცია იყო, საოცრება იყო კუ, უ’საოცრებესი.
დიდი კომენტარის დაწერა მინდოდა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა დავწერო, უფრო სწორად ვერ ვწერ, არ ვიცი, ძალიან ძალიან ემოციებში ვარ.
იცი რა მინდა?
პატარა, მყუდრო ცისფერი კაფე, შავი მაგიდებით, უდიდესი ვერანდით, აი ისეთი ბოლო დღე რომ გაატარეს.
earth on heaven:).
ეგეთი კაფე აუცილებლად უნდა გაკეთდეს, იისფერ კაფემდე დედამიწა უნდა იყოს სამოთხეზე.
საოცრება იყო, მართლა.
ყველა ემოცია
ყველა ყვავილი
ფერი
ბელგიური ვაშლი
არიელი
წითელი თმა
ზეთის ხილი
ლიმონი
სანდა
და
ილო.
დედამიწა სამითხეზე.
ჩემი ნათელი წერტილი ხარ და თუ აქამდე მხოლოდ ჩემი ნათელი წერტილი იყავი, ეხლა ჩემი სამოთხე ხარ დედამიწაზე:).
მეამაყები.
ყველა შენი სიტყვის, ისტორიის, ნაწერის გამო.
ილოს და სანდრას გამო.
იმიტომ რომ ეს ისტორია იყო საოცრება, ს ა ო ც რ ე ბ ა.
რაღაც ისეთი სიტყვები რომ ვერ მოერევა, ისეთი ორი კვირა მაშო კომენტარში რომ ვერ დაწერს.
მიყვარხარ მე შენ და მადლობა.

 



№24  offline წევრი tebea

საოცრება იყოო..ძალიან მაგარიი..ზუსტად გადმოცემ ყველა ემოციას..ვისიამოვნე

 



№25  offline წევრი lankobalero

Ra sitkboeba iko❣❣❣❣

 



№26  offline ახალბედა მწერალი Ans...

sofia25
ეს რა იყო?
ამიხსენი ადამიანო რა იყო ეს????????
შენიპერსონაჟები ყოველთვის ძალიან მიყვარდა არც ერთს არასდროს გამოვყოფდი მაგრამ
ილია???
აი ილიაა????
არვიცი რა ვთქვა ამდენი დაღლილობის შემდეგ ამისწაკითხვა და ჩემი აზრზე მოყვანა აარვიცი
გაუჭირდება ყველას
მადებილებ
ოღონდ კარგი გაგებით ! ძალიანმაგარი გოგოხარ

შენ გელოდებოდი როგორც ყოველთვის და ყველა კომენტარის მერე ერთადერთი რაღაცის თქმის სურვილი მიჩნდება, რომ მიყვარხარ ძალიან, ძალიან მაგრად <33333 რომელი ისტორიიდან მომყვები არც კი მახსოვს და მადლობა ამისსთვის ! heart_eyes heart_eyes

tebea
საოცრება იყოო..ძალიან მაგარიი..ზუსტად გადმოცემ ყველა ემოციას..ვისიამოვნე

lankobalero
Ra sitkboeba iko❣❣❣❣

დიდი მადლობა ჩემო საყვარლებო <333 უზომოდ გამახარეთ! <33 heart_eyes

Mmariami)
ჩემი აცრემლიანებული თვალები და აჩქარებულო გული რომ არ გაგიკვირდება ზუსტად ვიცი.
თავიდან დასასრულს თუ რას არ ვიცი, მაგრამ თვალი მოვკარი და მეგონა ცუდად ამთავრებდი, მგონი ჩემი ‘გაქცევის’ ერთ-ერთი მიზეზიც ეგ იყო.
გადარეულ, დაპანიკებულ, გაფსიხებული ვიყავი რას ქვია ანკა და ცუდი დასასრული თქო. მერე ეჭვი შემეპარა.
მერე
თავიდან.
ეს იყო?
ეს იყო აბსოლიტურად სხვა, ეს იყო დედამიწა სამოთხეზე.
იმდენად არ გგაავდა შენს სხვებს, იმდენად განსხვავებული იყო, იმდენად ყველა ემოცია იყო, საოცრება იყო კუ, უ’საოცრებესი.
დიდი კომენტარის დაწერა მინდოდა, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა დავწერო, უფრო სწორად ვერ ვწერ, არ ვიცი, ძალიან ძალიან ემოციებში ვარ.
იცი რა მინდა?
პატარა, მყუდრო ცისფერი კაფე, შავი მაგიდებით, უდიდესი ვერანდით, აი ისეთი ბოლო დღე რომ გაატარეს.
earth on heaven:).
ეგეთი კაფე აუცილებლად უნდა გაკეთდეს, იისფერ კაფემდე დედამიწა უნდა იყოს სამოთხეზე.
საოცრება იყო, მართლა.
ყველა ემოცია
ყველა ყვავილი
ფერი
ბელგიური ვაშლი
არიელი
წითელი თმა
ზეთის ხილი
ლიმონი
სანდა
და
ილო.
დედამიწა სამითხეზე.
ჩემი ნათელი წერტილი ხარ და თუ აქამდე მხოლოდ ჩემი ნათელი წერტილი იყავი, ეხლა ჩემი სამოთხე ხარ დედამიწაზე:).
მეამაყები.
ყველა შენი სიტყვის, ისტორიის, ნაწერის გამო.
ილოს და სანდრას გამო.
იმიტომ რომ ეს ისტორია იყო საოცრება, ს ა ო ც რ ე ბ ა.
რაღაც ისეთი სიტყვები რომ ვერ მოერევა, ისეთი ორი კვირა მაშო კომენტარში რომ ვერ დაწერს.
მიყვარხარ მე შენ და მადლობა.

შენ რომ არანორმალური ხარ ამაში ეჭვი არავის აღარ ეპარება. მემგონი კომენტარების წერა უნდა აგიკრძალო, იმიტომ, რომ არ ვიცი ხოლმე სად წავიდე და სანამ ბედნიერებისგან გავსკდები, ჯობია ტაქსი გააჩერო, ჩაჯდე და ჩემთან მოხვიდე, რომ მაგრად ჩაგეხუტო!
ჩვენ რომ ვიცით-ისე!
თუ ნახევარ საათს არ მალოდინებ ოღონდ!
უზომოდ მიყვარხარ და ვხვდები წერის დაწყება და აქ ისტორიების გამოქვეყნება რამდენად სწორი საქციელი იყო...მარტო იმიტომ ღირდა, რომ
შენ ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდი ! heart_eyes heart_eyes

 



№27  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ანნნნსს!
ახლა კიდე უფროოო ვნანობ რომ ვერ მოვასწარი წაკითხვა!
ეს რაიყო ნუუ?
საოოოცრად საოცარი იყო!
მეცმომინდა სანტრონში რა!
იქნებ მეც გამოვიჭირო ერთი ბიჭი თევზი რომ უნდა ისეთი
არაა! მაგმომენტზე იმდენი ვიხითხითე რომ ვერც კი წარმოიდგენნ!
თან ეგ “აქ” ნაცნობი მომენტია
ილოო! ვააიმე! ბოლო მომწნტი რაიყო ეს?!
აიესეთი დასასრულები რომმიყვარს ნათქვამი მაქვს ხომ უკვე
ბოლო რიგშიო?
არა! ვერა! როგორ დაემალებოდა?
ილიია და სანდრა!
არა ილო როგორ დაუწუნა სახელი?
ნწნწნწნწნწ!
მაგრამ უხდებათ ორივეს
სანდრა და ილია
აბა მეც შემეშინდა ას მაგივრად ე რომ არ ეთქვა ბოლოში
წარმოიდგინე ტრანსი სანდრო და ილია ნუ
(გიჟივითვხითხითებ)
ჰოოკიიიდე
მეცუნდა დავლიო ერთხელ ეგრე ფილმებში როგორც არის
(ცოცხალსვეღარმნახავთ)
ესეც შენი ახალი შედევრია))
და ბოლოს
როგორც ყოველთვის
#ყველაფერიფრანგებისბრალია

 



№28  offline ახალბედა მწერალი Ans...

LuckyGirl
ანნნნსს!
ახლა კიდე უფროოო ვნანობ რომ ვერ მოვასწარი წაკითხვა!
ეს რაიყო ნუუ?
საოოოცრად საოცარი იყო!
მეცმომინდა სანტრონში რა!
იქნებ მეც გამოვიჭირო ერთი ბიჭი თევზი რომ უნდა ისეთი
არაა! მაგმომენტზე იმდენი ვიხითხითე რომ ვერც კი წარმოიდგენნ!
თან ეგ “აქ” ნაცნობი მომენტია
ილოო! ვააიმე! ბოლო მომწნტი რაიყო ეს?!
აიესეთი დასასრულები რომმიყვარს ნათქვამი მაქვს ხომ უკვე
ბოლო რიგშიო?
არა! ვერა! როგორ დაემალებოდა?
ილიია და სანდრა!
არა ილო როგორ დაუწუნა სახელი?
ნწნწნწნწნწ!
მაგრამ უხდებათ ორივეს
სანდრა და ილია
აბა მეც შემეშინდა ას მაგივრად ე რომ არ ეთქვა ბოლოში
წარმოიდგინე ტრანსი სანდრო და ილია ნუ
(გიჟივითვხითხითებ)
ჰოოკიიიდე
მეცუნდა დავლიო ერთხელ ეგრე ფილმებში როგორც არის
(ცოცხალსვეღარმნახავთ)
ესეც შენი ახალი შედევრია))
და ბოლოს
როგორც ყოველთვის
#ყველაფერიფრანგებისბრალია

ანნნ ჩემო ტკბილო გოგო ! <33333333333
როგორ გელოდებოდი, ხომ იცი? <3 უზომოდ გამიხარდი !! რომ წაიკითხე და მერე ისევ ასეთი სიგიჟე კომენტარი რომ დამიწერე !! heart_eyes heart_eyes
მეც ვაპირებ ეგრე დალევას ერთხელ და ამდენი ხანია ვერ მოვიხერხე. საფრანგეთში რომ ჩამოვალ ამ ზაფხულს, დაგირეკავ და დავლიოთ სადმე ერთად !
მერე თუ გავილეწეთ და რამე სისულელე გავაკეთეთ-დაიკიდე! ეგეც ფრანგებისბრალიიქნება ! <333
გკოცნი ბევრს <3

 



№29  offline წევრი veroo

❤სასწაულიხარ ვკითხულობდი და ისე მეგონა თითქოს მეც ვიყავი მათთან ერთად აი ძალიან მომეწონა ❤

 



№30  offline ახალბედა მწერალი Ans...

veroo
❤სასწაულიხარ ვკითხულობდი და ისე მეგონა თითქოს მეც ვიყავი მათთან ერთად აი ძალიან მომეწონა ❤

ვერო <333 დიდი მადლობა!!! გამახარე kissing_heart kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent