შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაორება #6


20-11-2017, 20:31
ავტორი elle...
ნანახია 1 947

გაორება #6

)))(((
-დრო დროს ემატება და უშენობა უშენობას. საბოლოოდ, გამოდის განტოლება, რომელსაც მე ვერ ვხსნი.
ვერ ვხსნი იმიტომ, რომ უშენობა ისეთ „იქსს“ ნიშნავს, რომელსაც მნიშვნელობა არ აქვს ან მე მიჭირს მისი პოვნა.
ტოლობა ერთმნიშვნელოვნად იღებს მონატრებას, რომელიც, ამოხსნის შემდეგ, პასუხში ზუსტად ასე იწერება:
„პას: განტოლებას არ აქვს ამონახსნი;
დაახლოებითი მნიშვნელობა = მონატრება;
მონატრება = უსასრულობა.“

შეფასება = პასუხი სრულად აკმაყოფილებს ამოხსნის პირობებს;

)))(((
ბარის კარი იქამდე მოძრაობდა წრიულად, სანამ გარემო წინააღმდეგობებმა მასზე არ იმოქმედეს. სუნთქვაშეკრული ვუყურებდი გამჭირვალეს, წამის წინ რომ გაგას სხეული გავიდა და ვერაფრით ვახერხებდი ჩემ წინ მჯდომისკენ გამეხედა. იმხელა სირცხვილს ვგრძნობდი, ცხოვრებაში რომ არ მეგრძნო. არც მაშინ, უფროსის წინ რომ ვიჯექი და გემრიელ პრეზერვატივზე ვიცინოდით. უფრო სწორად, ისინი იცინოდნენ. ღრმა ჩასუნთქვამ ისე მატკინა ფილტვები, წამით მომეჩვენა რომ ვეღარ ამოვისუნთქავდი. არადა, ძალა ისე მჭირდებოდა, თაზოსკენ მისახედად, როგორც არასდროს. მე კიდევ, როგორც ყოველთვის მას შემდეგ, რაც გაგას ჩამოვშორდი, პრობლემას გავექეცი და მაგიდის ზედაპირს ჩავაჩერდი, ალბათ საშინლად სულელური გამომეტყველებით.
-ძველი ნაცნობი, ხომ?
თაზოს ხმას ოდნავადაც არ ეტყობოდა გაღიზიანება. არც გაბრაზება. სხვა შემთხვევაში შვებას ვიგრძნობდი, მაგრამ მაშინ, მისი ხმა იმდენად დაცლილი იყო ყველაფრისგან, რომ საერთოდ არაფრის გამოხატვას არ ცდილობდა. მძიმედ რომ ავწიე თავი და მის სახეს დავაკვირდი, იგივე ამოვიკითხე. მიუხედავად იმისა, რომ იღიმოდა (ღმერთო, ჩემო! რა აღიმებდა!), მაინც საოცრად გაურკვეველი რჩებოდა მისი იმჟამინდელი მდგომარეობა.
-ყოფილი ქმრის ეჭვიანობა, რომელსაც მუხტი სჭირდებოდა იმის მისახვედრად, რომ ისევ რაღაცას გრძნობს შენ მიმართ. ამ შემთხვევაში, ეს მუხტი მე ვარ.-ღიმილი უფრო ფართე გაუხდა. თან იმდენად, რომ მომეჩვენა, მისი ლამაზი ტუჩების კონტურებს ყურებამდე მისვლა შეეძლო.
-თაზო... მე, არც კი ვიცი...
-რა არ იცი?
-ბოდიში, რა.-ძლივს ამოვილაპარაკე და თვალები გავუსწორე. აუღელვებლად მიყურებდა. ისე, თითქოს ჩემს სახეზე ცდილობდა ჩემი დამოკიდებულების გაგებას. მერე გაეცინა, სახეზე მარჯვენა ხელი ჩამოისვა და ისევ შემომხედა.
-არაფერია, მართლა.
-როგორ არაფერი. საშინელ სიტუაციაში ჩაგაგდე.
-ანა, მორჩი!
-ისე ნუ მელაპარაკები, თითქოს ყველადღე გიწყობდნენ სცენებს შენს გვერდით მჯდომი გოგოს ყოფილი ქმრები!-გამეცინა. ხომ ვამბობ, არაადეკვატური ვარ.
-შენ წარმოიდგინე და, დღეს პირველი იყო. ხომ იცი, პირველია რთული, მერე მიდის და მიდის...
-საკმაოდ უნიჭოდ ცდილობ შენი ვითომ „არაფერი მომხდარა“ საუბრით ჩემს დამშვიდებას. შენი გაწითლებული თვალები ზუსტად იმას ნიშნავს, რომ თავს ძლივს იკავებ.
-ადამიანის ფსიქოლოგიას იკვლევ, ანა?!
-ჰო, პირველადი დაკვირვების ობიექტი შენ ხარ!
-დიდი პატივია. დღეს უკვე იმდენი კომპლიმენტი თუ წოდება მივიღე...-თქვა და ირონიულად გაეცინა.
-აი, გაყიდე შენი თავი!
-ხო?! რამდენად „გავიყიდე?“
-შვიდ სიტყვად. უფრო კონკრეტულად თუ გაინტერესებს, ერთ წინადადებად.
-რა იაფფასიანი ვყოფილვარ. მეტის ამბიცია მქონდა.
-თაზო, არ გვინდა ასეთი საუბარი. მართლა ძალიან დიდ ბოდიშს გიხდი. ჯანდაბა! არც კი ვიცი რა დაემართა.
-არ იცი რა დაემართა?-გაეცინა.
-კი, ვიცი! ჯანდაბა დაემართა!
-ზოგჯერ მგონია, რომ ქალები ზედმეტად ზედაპირულად უყურებთ მამაკაცებს. თან იმდენად, რომ ახლაც, შენი ყველაზე ახლო ადამიანის საქციელის ახსნაც არ შეგიძლია იმდენად, რომ მხოლოდ ჯანდაბას უწოდებ.
-არ გვინდა ამის ასე ღრმად განხილვა. რაც მე და შენ გვეხება, იმაზე ვისაუბროთ.
-მე და შენ რამე გვეხება, ასე ერთად? თან, რატომ გგონია, რომ თუ ასეა, ამასთან შენი ყოფილი ქმარი კავშირში პირდაპირ თუ არა, ირიბად მაინც არ იქნება?
-იმიტომ, რომ დასრულდა. წავიდა ჩემი ცხოვრებიდან და მე არ მინდა, რომ ერთხელ მიტოვებულები უკან მივიღო. არ მინდა ისეთები დამიბრუნდნენ, ვინებიც ეჭვებში მაცხვრებენ, ცხოვრებისეული პრობლემის წარმოჩენისთანავე არ მიმატოვოს-მეთქი.
-ანა, მე მხოლოდ იმის გამო შემიძლია თავი შევიკავო, რომ შენგან რამე დავინახო მის მიმართ. და თუ დასანახი არაფერია, მაშინ არ მოვითმენ, მარტივად რომ გითხრა.
-მინდა, რომ წავიდეთ.
ჩუმად ვთქვი. თან ისე წამოვდექი ფეხზე, მისი პასუხისთვის არ დამიცდია.
მთელი გზა სიჩუმეში გავატარეთ. ლიფტშიც ჩუმად ვიდექით. მხოლოდ კარებთან მისული მივტრიალდი მისკენ.
-საქმე რაშია, იცი, თაზო? არც მე ვიცი გაქვს თუ არა დღევანდელის მოსათმენად მიზეზი, ან უფლება იმის, რომ არ მოითმინო. ახლა ისეთი გაორებული ვარ, მგონია ჩემში ორი ადამიანი ცხოვრობს და ერთმანეთს ებრძვიან. ასეთი უუნარო არასდროს ვყოფილვარ და ეს არ მაძლევს საშუალებას უკვე ამდენი ხანია სწორად ვიმსჯელო. ზოგჯერ მგონია, რომ ყველაფერი მას გაჰყვა. იცი ვის? აი, იმას, ჯერ რომ არც არსებობდა ამქვეყნად. ვიცი, შენთვის ეს საუბარი გაუგებარი იქნება, უბრალოდ მინდოდა მეთქვა ესეც და ისიც, რომ მაპატიე უხერხული სიტუაცია. რომ მცოდნოდა ასე მოხდებოდა, მაქსიმალურად შევეცდებოდი თავის არიდებას. ყველაზე მეტად ვერ ვიტან, როცა პირადი პრობლემებით სხვასაც ვაწუხებ. თუ შეგიძლია, დაივიწყე.
კარები ისე მოვიხურე, მისი პასუხი არ მომისმენია. ან, მოსასმენიც არაფერი იყო. სიმართლე რომ ვთქვა, არც მაინტერესებდა. მეფიქრებოდა გაგაზე.
ისევ გაგაზე!
გა-გა-ზე!
გ-ა-გ-ა-ზ-ე!
ყოფილ ქმარზე, რომელმაც უაზრო ეჭვიანობის სცენა მომიწყო, სრულიად უუფლებოდ. თან იმ პერიოდში, როცა უკვე ყელში მქონდა მისი დაიგნორება. მახსენდებოდა სიტყვები, რომლებიც მის ჩემი ცხოვრებიდან წასვლას მააზრებინებდა და ნერვები მეშლებოდა, ისევ რომ ცდილობდა დაბრუნებას. ან, ცდილობდა?! არასდროს მომწონდა ყველაფერს მოკლებული ეჭვიანობის სცენები. არასდროს მეგონა, რომ ამით სიყვარულს გამოხატავდნენ. მე მაშინაც არ მიეჭვიანია მასზე, მთელ ღამეებს რომ სხვაგან ატარებდა. არც კი დამიშვია, რომ ამ დროს სხვა ქალთან იქნებოდა. მიყვარდა და როგორ შემეძლო წარმომედგინა სხვასთან?! არ შემეძლო. და სწორედ ამიტომ, ვერაფრით ვპატიობდი ასეთ ქაჯურ საქციელს. ხო, ქაჯურს! ზუსტად ასეთი იყო მისი ქცევა, მაგრამ... მაგრამ, მისი სიტყვები?! კოცნა?! არცერთი მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ბოლომდე გავბრაზებულიყავი მასზე.
ღმერთო, რა ჩამოუყალიბებელი გოგო ხარ, ანა?!
იმ ღამით ტვინი ამეხადა ფიქრით, ზუსტად ღამის სამზე ავიღე ტელეფონი და დაუფიქრებლად ავკრიფე ნომერი.
-ლევან, გძინავს?
-ნორმალურ ადამიანებს ამ დროს სძინავთ, ანა!
-შეგიძლია ჩემთან გამოხვიდე?
-რა ხდება? რამე მოხდა?
-არაფერი, ლაპარაკი მინდა შენთან. შეგიძლია?
-გამოვალ.
ზუსტად ორმოცი წუთი ველოდე. ჩვეულებრივი მატრაკვეცაა. რომ ჰკითხო, გოგოები რომ იგვიანებენ, ის არ მოსწონს, ან ჩაცმას რომ დიდ ყურადღებას აქცევენ, სარკეში დიდხანს ტრიალებენ. არადა, თვითონ ზუსტად ასეთი ტიპაჟია. თავის ვიზუალს რომ ყურადღებას აქცევს, ისე მგონი არაფერს. საოცრად მოწესრიგებული და გემოვნებიანია. თან იმდენად, რომ ხშირად შემიჭამია ტვინი მისთვის, ეს პერანგი მაჩუქე ან ეს მაისური-თქო. ისეთებზე, რომლებსაც აშკარად ეტყობა, რომ ბიჭისია, მაგრამ ისე მომწონებია, აღარ მიმიქცევია ამისთვის ყურადღება.
-პაემანზე მიდიოდი?-სიცილით ვკითხე, „გამოპრანჭული“ რომ დავინახე.
-რა აღარ მოგბეზრდა.-მობეზრებულად თქვა და სახლში შემოვიდა.-ძალიან სერიოზული მიზეზი უნდა გქონდეს, ჩემი გაღვიძება რომ „გააპრავო“ და მე არ მოგკლა.
-მონატრება არ შედის გასამართლებელ მიზეზებში?
-რა თქმა უნდა, არა. მოიცა... მართლა მაგიტომ მომიყვანე? რომელი გაგა მე ვა...-მაშინვე გაჩერდა, როცა მიხვდა ბევრს ლაპარაკობდა.
-სწორედ ეგ შენი გაგაა შუაში! არა, რაები მომიწყო დღეს!-აღშფოთებულმა წამოვიძახე.
-ასე რიგრიგობით უნდა შემომიტიოთ მე?-გაეცინა.
-არა, მითხარი რა უნდოდა! მოიცა, რა? შენთან იყო? ეგ ჭორიკანა!-ისევ ხმამაღლა წამოვიძახე.
-მაგ ლოგიკით, შენც ჭორიკანა არ გამოდიხარ?-იცინოდა.
-ჯერ ერთი, ეგ კაცია, მეორეც, ნუ იცინი!
-მერე რა, რომ კაცია?! არ აქვს უფლება ძმაკაცს უთხრას, რომ მისმა ცოლმა ვიღაც იპოვა და ეს არც მან და არც მე ვიცი?
-რა ცოლმა, რა იპოვა, შენ ხომ არ გასულელდი?
-კიდევ მე გავსულელდი, ამხელა ხალხი თქვენს ურთიერთობას ჩემ გარეშე ვერ აგვარებთ?
-არ მაფიქრებინო, რომ დაგირეკე, არასწორად მოვიქეცი!
-რა თქმა უნდა, ანა! არამარტო შენ, გაგაც! მე კაირ უნდა მირეკავდეთ, ერთმანეთს უნდა ურეკავდეთ, უნდა ესაუბრებოდეთ, არკვევდეთ. მაგრამ სანამ თქვენ ამ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ, მე გამინადგურებთ ნერვებს! არასდროს დაგზარდებით თქვენთან მოსვლას, ნებისმიერ დროს, მაგრამ რა სარგებელს მიიღებთ ამით? რას გეტყვით თქვენს ურთიერთობაზე მე, გარდა იმისა, რომ პატარა ბავშვებივით იქცევით? არა, ანა! არ გეტყვით არც ამას იმიტომ, რომ ისედაც იცით. ერთმანეთს ეჯიბრებით და აი, ეს არ იცით რისთვის და რის გამო. ეს დედამოტ*ნული, მე რომ არასდროს მყვარებია წესიერად, მე ვხვდები რომ ერთმანეთი გიყვართ, და თქვენ როგორ ვერა? ან თუ ასეა, რას სწირავთ ერთმანეთს? აი, მითხარი, რის გამო იკავებ თავს? მითხარი შენი დამოკიდებულება. რა გინდა, მითხარი! ხომ დამირეკე, ხოდა გისმენ!
-მე...-ჩუმად ამოვიკაპარაკე.
-რა შენ?
-არავის ვეჯიბრები.-ჩუმად ვთქვი და დივანზე ჩამოვჯექი.
-მხოლოდ ეს გაქვს სათქმელი? ვინ არის თაზო, ანა?
-თაზოზე სალაპარაკოდ არ დამირეკავს.
-ნუთუ?! გაგაზე ხომ დამირეკე? თქვენს ურთიერთობაზე ხომ დამირეკე? დავიჯერო, ეგ ტიპი არანაირად გეხებათ თქვენ?
-მარტო მე მეხება! მეზობელია ჩემი. და ასეც რომ არ იყოს და სხვა სტატუსი ჰქონდეს, გაგას არ აქვს უფლება ისეთი სცენები მომიწყოს, რომელიც მეც დამამცირებს და მასაც.
-რა, გოგო?! რას ამბობ, ანა, ხვდები?! რა უფლებაზე მელაპარაკები? „ვაბშე“ *ლეზე უფლებები, სადაც ადამიანს უყვარხარ!
-ვუყვარვარ!-გამოვაჯავრე.-ხო, აბა რა, გაგას მე ვუყვარვარ! როგორ არა, კი! ვუყვარვარ და ერთ დღეს ფეხზე მიკიდებს, მეორე დღეს ეჭვიანობის უაზრო სცენებს მიწყობს და მესამე დღეს ისევ მიკიდებს, ოღონდ ამჯერად მეორე ფეხზე!
-შენ ძალიან რადიკალურად ფიქრობ. შენ მხოლოდ სხვისას ხედავ, ესაა შენი ყველაზე დიდი პრობლემა. იმას ვერ იაზრებ, რომ შეგიძლია თქვა, იცი, რა, ორივე დამნაშავეები ვართ. მაგრამ არა, ქალები მაგას როგორ იტყვით, თქვენ ხომ ყველაფერში მართლები ხართ. ეს ჩვენ ვართ არაფრისმაქნისები!
-შენ ყოველთვის გაგას ამართლებ!
-არა, ანა! მე არცერთს არც გამართლებთ, და არც გამტყუნებთ. უბრალოდ, გაგას ისიც არ უთქვამს, რომ იმ კაცზე რამე სტატუსი უნდა მიენიჭებინა, ან შენ ხარ ამაში დამნაშავე. შენ კიდევ მაშინვე მისკენ იშვერ ხელს. აი, ეს განსხვავებაა თქვენ შორის. ყველაზე დიდი და თან ისეთი, რომ ღუპავს ამდენი წლის ურთიერთობას.
-თუ არ უნდა მიენიჭებინა, მაშინ რა საჭირო იყო ასეთი საქციელი?
-ვერ ხვდები? ოდნავადაც ვერ ხვდები რა ემართება ადამიანს მაშინ, როცა მისი საყვარელი ქალი შენთვის უცნობ მამაკაცთან ერთად არის? სურვილი გიჩნდება, როგორც მინიმუმ სახე გაუერთიანო. ვერ იტან, რომ შენს ადგილას ზის. ხო, ანა. გაგა ადგილია ეგ და შენ ამას ხვდები. ჩემთან არ აღიარო, შენს თავთან აღიარე.
-ლევან, ასე ვიცი, რომ მარტო ვარ. მთელი შეგნებით ვიაზრებ და არაფრის ილუზია მაქვს. მაგრამ ვგრძნობდე, რომ მასთან ერთად ვარ და რეალურად, ისევ მარტო დავრჩე, არ შემიძლია ამის ატანა. მეშინია, რომ მისთვის ვერც მე ვიქნები მყარი საყრდენი და როცა დამჭირდება, შუა გზაზე დამტოვებს. შენ ხომ იცი, რომ ასე უარესია. იმასაც ხომ ხვდები, რომ ეგრე ცხოვრება არ შეიძლება. ვერ ვიქნები სულ იმის შიშში, რომ ერთხელად რაღაცას ვერ გაუძლებს და ისევ წავა.
-შენ გაუშვი!
-არა, ლევან, არა! ჩემი მხოლოდ იმიტომ ჩანს ასე მკვეთრად, რომ მე დავასრულე, მისი დაწყებული დავასრულე. ის ისედაც წავიდოდა. ჩემი არცერთი თხოვნა არ ჭრიდა მასთან, არც ჩხუბი და ყვირილი. არაფერი საერთოდ. მაშინ ვიგრძენი, რომ უსარგებლო ვიყავი. ისიც არ შემეძლო, ქმრისთვის რთულ მომენტში მასთან ვყოფილიყავი და სასმელზე მაღლა ვმდგარიყავი! გესმის რა ელემენტარულზე გელაპარაკები?! ელემენტარულია და ვერ შევძელი. კიდევ რომ ვერ შევძლო? ისევ რომ ასეთი სუსტები აღმოვჩნდეთ, მერე? რა იქნება მერე, ლევან?
-მთავარია ერთმანეთი გიყვარდეთ, დანარჩენი თავისით მოვა.
-მაშინ არ მიყვარდა? სული მელეოდა, ისე მიყვარდა და ახლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ მასაც. მაგრამ მაინც არ გამოვიდა. ჩვენ შორის ერთი მაინც უნდა ყოფილიყო ძლიერი და არცერთი აღმოვჩნდით, სამწუხაროდ. ამის მერე აქვს რამეს აზრი?
-შენ ყველაფერს ხედავ, მაგრამ მთავარს არა.
-რას არა? რას ვერ ვხედავ, ლევან?
-იმას, რომ მის გარდა შენს ცხოვრებაში არავისი ადგილი არ არის და თუ ძალიან შეეცდები ვინმეს „შეტენვას“ სადმე, ისევ შენთვის იქნება უარესი. ეგოისტი არ უნდა იყო, ანა. არც ამაყი მაშინ, როცა გიყვარს. იცი, მე ყოველთვის მეგონა, რომ სიყვარული ავტომატურად ნიშნავდა სხვა ყველაფრის დავიწყებას და სულ ამის მეშინოდა, ჩემი თავი არ დამეკარგა. ყოველთვის ასე ვფიქრობდი იქამდე, სანამ არ გავიაზრე, რომ ჩემს თავს კიარ ვკარგავ, არამედ ვპოულობ, როცა მიყვარს. მე, კაცს, რომელსაც ყველაფერი ერთჯერადი მიზიდავს, ქალთან ყველაზე დიდი ერთი თვე გავჩერებულვარ და ესეც იმიტომ, რომ მისი ტანი ზედმეტად მესექსუალურებოდა, მხოლოდ სიამოვნებისთვის მიღირს ღამის გატარება მათთან და ბავშვები... ბავშვებზე მაჟრიალებს კიდეც, რომ წარმოვიდგენ როგორ გამაღვიძებენ შუაღამით საშინლად დაღლილს და გამოუძინებელს, მე, ასეთ უკუღმართ კაცსაც კი მჯერა, რომ როცა უყვართ, იქ ყველაფერი გვარდება და თქვენ, როცა ეს ყველაფერი რეალობაში უკუპროპორციულად იგრძენით, მაინც იმაზე მელაპარაკები, რომ შიში გიწონის სიყვარულს? ანა, არ გრცხვენია?!
ვერაფერი ვუთხარი. მუქ ნაცრისფერ კედელზე ამოჩემებულ წერტილს ვუყურებდი და მხოლოდ მაშინ მივხვდი, რომ ვტიროდი, მზერა რომ ზედმეტად ბუნდოვანი გამიხდა. ლევანის ხელები წელზე ისე ფრთხილად შემომეხვია, გააზრებაც ვერ მოვახერხე. უსიტყვოდ მოვეხვიე მეც და ცრემლები შევიმშრალე.
-სულელი ხარ შენ, ანა! ძალიან, ძალიან სულელი! ამას ეშველება, მთავარია ეგოისტობაში არ გადაგივიდეს. ხომ გესმის ჩემი, ანა?!-თავი დავუქნიე და მხარზე ჩამოვადე.-ყოჩაღი გოგო ხარ, იცი როგორც უნდა მოიქცე. ყველაფერი დალაგდება, აუცილებლად.
მომშორდა და გამიღიმა.
ღმერთო, რა ლამაზი ღიმილი ჰქონდა.
უღმერთოდ ლამაზი!
ალბათ, სწორედ ამას იყენებდა ამდენი გოგოების მოსახიბლად. ძალიან მინდოდა ვინმე შეჰყვარებოდა და მისი ეს „უღმერთოობა“ ასე ფუჭად არ გაეფლანგა. ვერ ვიტანდი ვერავისი რომ ვერ იყო. მინდოდა ერთი კონკრეტული ობიექტი ჰყოლოდა, იგივეთი რომ უპასუხებდა. „ამჩემფეხება“ ლევანს გააგიჟებდა და თავს შეაყვარებინებდა. ძალიან, ძალიან მინდოდა.
-მადლობა, რომ ხარ!-ჩუმად ვუთხარი და გავუღიმე.
-გახსოვს სულ როგორ გაბრაზებდი?
-როგორ არა! დღესაც ასე არ არის?
-არა, მაშინ „იმენა“ გამწარებდი. მაგრად მიყვარდა გაბრაზებულს რომ გხედავდი.
-სადისტი ბავშვი იყავი. შენ ის გახსოვს, შენი მეზობელი რომ გიყვარდა?
-ვინ?
-მაგდა.
-ა, ეგ გათხოვდა.-გაეცინა.
-უი, როდის?
-წელიწადი იქნება. რა ლამაზი ბავშვი იყო.-გაეცინა.
-ძალიან. თან შენ ისე გიხდებოდა.
-ბავშვობის სიყვარული. მას მერე ეგ სიტყვა არავისთვის მითქვამს.
-ცუდი ბიჭი ხარ. როდემდე უნდა იყო ასე მარტო?
-მე და მარტო?-ხმამაღლა გაეცინა.-არასდროს ვარ მარტო.
-ეგეთ ურთიერთობებს არ ვგულისხმობ.
-სანამ შენ არ ჩაგაბარებ პატრონს, იქამდე ასე ვიქნები.
-შენს ხულიგნობას მე ნუ მაბრალებ. ვერ დამასინდისებ. იმედია ახლაც ვინმე ნაშისგან არ გამოგაქციე.
-არა, არ ვიძინებ ხოლმე მაგათთან.
-არ ვიცი როგორ ახერხებ, რომ არცერთია გაბრაზებული შენზე.
-თავიდანვე იციან რისთვის და როგორ.
-Холостяк, ну.
-ჰო აი, ეგ არის. წავედი ახლა და დარჩიო არ მითხრა.
-რატომ? ჩაი დავლიოთ.
-არა, ხვალისთვის უნდა მოვემზადო და აქედან ვერ მოვასწრებ.
-რა ხდება ხვალ?
-არ არის ეგ შენი საქმე.-ცხვირზე ხელი დამკრა და გაიცინა. კარებიდან მობრუნდა.-მეზობლების ვიზიტები არ მინდა აქ, იცოდე!
-მე თვითონ გადავწყვეტ.-პატარა ბავშვივით ენა გამოვუყავი.
-ხელში დაგაკავებინებ, იცოდე! წესიერად მოიქეცი, ანა!
-ნერვებს მიშლი უკვე.
გათიშულს ჩამეძინა. თან ისეთს, მეორე დილით რომ მაღვიძარამ ვერ გამაღვიძა და სამსახურში საათნახევრით დავიგვიანე.
-რა იყო, გაათენე?
-ნახევრად, ზურა. რაო მერაბმა?
-არაფერი, არ შეუმჩნევიხარ.
-კიდევ კარგი.-ამოვისუნთქე და მაგიდასთან დავჯექი.-ოჰო, ახალი შეკვეთები.-წამოვიძახე, მაგიდაზე დაწყობილი საბუთები რომ დავინახე. რას შვრება თაკო?
-წუწუნებს. ისეთ რაღაცებს ითხოვს, თბილისში კიარა, საქართველოში რომ ვერ იშოვი კაცი. არადა, ხომ ვიცი, არ უნდა. მაწვალებს.
-ბოლომდე ირგებს მის მდგომარეობას. თაკოა, რა.-გამეცინა.
-დაიბადება ბავშვი და ერთიანად ავუნაზღაურებ.
-ეგ გაუსწორდება, თქვენი ანაზღაურების ამბავი რომ ვიცი.
მთელი დღე საქმეში ვიყავი ჩართული. არცერთი წამი ყოფილა ისეთი, სხვა რამეზე რომ მეფიქროს. ასეთი შემთხვევები მიყვარდა. თავს რომ მაქსიმალურად ვაკონტროლებდი. საღამო ისე მოვიდა, ვერც კი გავიაზრე. როგორც კი სახლში მივედი, მაშინვე აბაზანა გავიმზადე და სურნელოვან წყალში ჩავწექი. ისე მესიამოვნა ცხელი წყლის შეხება დაღლილ სხეულზე, რომ თვალები დამეხუჭა. ხელები შიშველ წელზე ჩამოვისვი. კანი ისეთი რბილი მქონდა, ისეთი ფაფუკი. ქაფიანი წყალი ხელით ყელზე მოვისვი და უფრო მეტად ჩავიწიე ფსკერისკენ. გათიშულს არანორმალურად სასიამოვნო რელაქსისგან ჩამეძინა. სიზმრები არასდროს მახსოვდა. გამიგია, ყოველთვის გესიზმრება, უბრალოდ ისეთ მომენტში იღვძებ, ტვინი რომ ვერ ახერხებს ნანახის აღდგენასო. როგორც ჩანს, ჩემი ტვინი ვერასდროს ახერხებდა. თან, ისეთი ძილი მქონდა, სულ რომ ომი დაწყებულიყო, მაინც ვერ გავიღვიძებდი. ბავშვობაში დედას გავუბრაზდი და ჩემს ოთახში ჩავიკეტე. კარების საკეტი რამდენჯერმე გადავატრიალე და საწოლზე დავწექი. ჩამეძინა. და თან ისე, როგორც ვიცოდი, ხოლმე. საერთოდ ვერ გავიგე როგორ აბრახუნებდნენ ჩემს კარებზე, როგორ ყვიროდნენ, როგორ შემოამტვრიეს კარი. მხოლოდ მაშინ გამეღვიძა, დედამ რომ წყლიანი ხელი სახეზე მომისვა. ისე მეამიტურად მიკითხავს, რა ხდება-მეთქი, ვეღარც გამიბრაზდნენ. თუმცა, ამის შემდეგ ყველა შიდა კარს დახსნეს საკეტი.
აბაზანის წყალი საოცრად მსიამოვნებდა. ხელის ნაზი მოძრაობებით ვინაწილებდი წყალს ტანზე, კარების ხმა რომ გავიგე. მაშინვე უკან მივიხედე და ვინ თუ არა - გაგა?! იმდენად სხვანაირი თვალებით მიყურებდა, იმის თქმაც ვერ მოვახერხე, იქ რა უნდოდა, როგორ შემოვიდა და ა.შ. როგორც იციან, ხოლმე, ბანალურ დრამებში თუ მელოდრამებში. სხეულზე რომ ხელს იფარებენ და გაფართოებული თვალებით უყურებენ წინ მდგომს. არაფერი ამდაგვარი. ურცხვი თვალებით ვუყურებდი და არც ჩემი სიშიშვლის დაფარვას ვცდილობდი, მხოლოდ ოდნავ გამჭირვალე, ლურჯი წყალი რომ მიფარავდა. გაგა თვალებს არ მაშორებდა. მერე პერანგის გახდა დაიწყო. არცერთი წამით მოუშორებია მზერა. არც მაშინ, შარვლის ქამარს რომ დაუწყო შეხსნა, მერე რომ ისიც პერანგის გზას გაუყენა. არც მაშინ, ზუსტად ჩემს წინ რომ ჩაწვა წყალში, სრულიად შიშველი. მე რის ანა ვიყავი, მე რომ მომეშორებინა მისთვის მზერა?! არანაირად! უტუხად ვუყურებდი როგორ შიშვლდებოდა, მაშინაც, აბაზანაში რომ ჩაწვა. მისი ფეხი რომ ჩემსაზე ვიგრძენი, მაშინვე ვიგრძენი ცივი რაღაცის დავლა სხეულში. ამაკანკალა და ეს წყალში ისეთი შესამჩნევი იყო, ლამის შემრცხვა. თუმცა, მისი მზერა ყოველგვარ სირცხვილს მავიწყებდა. საშინლად ვნებიანი თვალები ჰქონდა. თან იმდენად, რომ თეთრი გარსი გასწითლებოდა. პირველად ვხედავდი ასეთს. მთელ სახეზე რომ რაღაც ამოუხსნელი ეწერა, მაგრამ ჩემთვის მარტივად გასაშიფრი იყო. თან იმდენად, რომ შიშველი ფეხი მის მარცხენა ფეხზე ავაცურე. თან ისე, თვალები მისთვის არ მომიშორებია. სველ ტუჩებზე ენა გადავისვი, მაგრამ მერჩივნა, ეს მისი ყოფილიყო. შიშველი ვეხებოდი მის შიშველ ტანს, თან ყელზე ვიტარებდი აკანკალებულ თითებს. თვალები რომ დამეხუჭა, მივხვდი ასეთი პრელუდიის ატანა არ შემეძლო და სწორედ ამ დროს ვიგრძენი როგორ სწრაფად წამოიწია, ხელები წელზე მომხვია და მისკენ მიმწია. ფეხები განზე გამიშალა და ფეხებზე გადამისვა. ორივე ხელი წელიდან ხერხემალზე ააცურა და ზუსტად იმ დროს ვიგრძენი მისი საოცრად მონატრებული ტუჩები ჩემსაზე, როცა სურვილისგან გაგიჟებული მე თვითონ ვაპირებდი იგივეს გაკეთებას. მთელი ძალით ჩავეჭიდე მოზრდილ თმებზე და მკერდით მისას ავეკარი. მის საშინლად ღრმა სუნთქვას ვგრძნობდი სახეზე, ხელებს მთელ სხეულზე. მონატრებული შეგრძნებებისგან ლამის ამეტირა. ისე გაგიჟებული ვკოცნიდი, თითქოს მეშინოდა რომ ყოველ წამს გაქრებოდა. მთელ სახეზე მკოცნიდა. ყელზე რომ გადაინაცვლა, თავი უკან გადავწიე, მისი ტუჩებით მონიჭებული სიამოვნება რომ მთლიანად მიმეღო. ვიგრძენი როგორ ამომიტრიალდა მთელი ორგანიზმი, მისი ტუჩები რომ მკერდზე შემეხო. მარჯვენაზე საოცარი მონდომებით მკოცნიდა, მარცხენაზე კი ხელით მეფერებოდა. სიამოვნებისგან გათიშული მხოლოდ იმას ვახერხებდი, რომ მის თმებს ჩავჭიდებოდი და საშუალება არ მიმეცა, ჩემს კანს მოშორებოდა, ოდნავ მაინც. მაგრამ ის ამას მაინც არ აპირებდა. მონატრებულს ისე მჭიდროს მიკრავდა სხეულზე, რომ სუნთქვის საშუალებას არ მაძლებდა. მაზოხისტურად მსიამოვნებდა ეს მდგომარეობა. არასდროს ამოვისუნთქავდი, პარალელურად რომ ასეთი სიამოვნება მეგრძნო. მკერდიდან ტუჩები ყელზე რომ გადმოანაცვლა, მერე ნიკაპზე და ბოლოს ტუჩებზე, ზუსტად მაშინ ვიგრძენი მისი სხეული სრულყოფილად, ზუსტად იმ დროს გავერთიანდით ერთ სხეულად და უღმერთო სიამოვნებისგან აზროვნებადაკარგულმა ხმამაღლა ამოვიკვნესე. ეგოისტურად გამიხარდა, ჩემს წამოყვირებას რომ მისი მძიმე ამოოხვრა მოჰყვა თან. ვიგრძენი, რომ არანაკლებად ვმოქმედებდი მეც მასზე, ვიდრე ის ჩემზე. იმდენად მაგიჟებდა ამის შეგრძნება, რომ მთელი დომინანტობა ჩემზე გადმოვიტანე და სწრაფი, ხშირი მოძრაობებით დავიწყე მისთვის მაქსიმალური სიამოვნების მინიჭება, რაც ავტომატურად ჩემსასაც ნიშნავდა. სურნელოვანი წყალი გახურებულ სხეულებზე სასიამოვნოდ გვესხმებოდა და ჩვენს მიერ გამოწვეულ ხმაურს, მისი წვეთებისას აყოლებდა. მისი ხელები არ ჩერდებოდა, მთელი ძალით მიჭერდა მკერდზე და მერე ძლიერად მკოცნიდა. რამდენჯერმე მისი კბილებიც ვიგრძენი. ხელებს ძლიერად ვუჭერდი კისერზე, და ბოლო მოძრაობებისგან ვიგრძენი როგორ ვიწვოდი ვნებისგან, როგორ გამიშიშვლდა ყველა ძარღვი სხეულში, როგორ ამომიტრიალდა ყველა შეგრძნება ერთიანად. კბილებით ძლიერად ჩავეჭიდე მის მხარს, ის ჩემს ყურს და ...
ცივი წყლის შეხება.
სუნთქვის გახშირება, შესუსტება, ნელ-ნელა გაქრობა.
სიცივე.
თვალებს ვერ ვახელდი. მერე ძლივს, ძალა ვიპოვე და... ამოვყვინთე.
თვალები დავჭყიტე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. წყალი გაყინულიყო. მეც. და მიუხედავად ამისა, საშინლად ვხურდი.
რა გაგა, რის გაგა.
ან რა სექსი წყალში.
არაფერი.
მხოლოდ სიზმარი!
და მხოლოდ ასეთ დროს, ასეთ მომენტი მოუნდა ჩემს ტვინს გამოფხიზლება და თან ისეთ დროს, როცა ყველაფერი მემახსოვრებოდა.
ჩვეულებრივი ბედის ირონია.
ისე ღრმად ვსუნთქავდი, თითქოს ყველაფერი რეალობა იყო. მთელი სხეული დაჭიმული მქონდა. გული სწრაფად მიცემდა. ხმამაღლა გამეცინა. მაგარია სექსი სიზმარში, თან ასეთი. სწრაფად წამოვდექი ფეხზე და ცხელი წყალი მოვუშვი. გადავივლე და აბაზანა მოვაწესრიგე. სრულიად შიშველ სხეულზე მოვიცვი ხალათი და საძინებელში გამოვედი. კარადაზე დამაგრებულ სარკეში ჩავიხედე. ტუჩები ისეთი გაწითლებული და დასიებული მქონდა, თითქოს რამდენიმე წუთის წინ მართლაც განმეცადოს ორგაზმი. ხელი ყელზე ჩამოვისვი. ხალათის კუთხეს ჩამოვაყოლე და შევიხსენი. სრულიად შიშველი ვიყავი. ყველაფრის გარეშე. ვგრძნობდი როგორ მიწითლდებოდა თვალები ზუსტად ისე, როგორც სიზმარში გაგას. მთელ სხეულს ვაკვირდებოდი და სუნთქვა გამიხშირდა. ოდნავ უკან დავიხიე და ხალათი გავიხადე. სარკისკენ ზურგით შევბრუნდი და თმის ღერიდან ფეხებამდე ყველა წერტილს დავაკვირდი. ტუჩები გამომიშრა, ენა გადავისვი. შეგრძნებები ისე მიახლდებოდა, როგორც არასდროს. თვალები დამეხუჭა.
1 ...
ვგრძნობდი როგორ მივლიდა ჟრუანტელი.
2 ...
ხელები მიოფლიანდებოდა სურვილისგან. ფეხებში ძალა მეცლებოდა და მიკანკალებდა.
3 ...
ტუჩებს მთელი ძალით ვუჭერდი კბილებს და...
აღარ შემიძლია!
მთლიანად შიშველ ტანზე ჩავიცვი ხალათი, ქამარს ძლიერად გადავიჭირე წელზე. გასასვლელისკენ სწრაფი ნაბიჯით წავედი. სწრაფად ავიღე საფულე. კიბეებზე ისე ჩავირბინე, არც კი მახსოვდა შემოსასვლელ კარებს დავკეტე თუ არა. მხოლოდ მაშინ გავიაზრე, რომ ფეხშიშველი ვიყავი, ცივმა ასფალტმა რომ ტერფებ მატკინა. ცხოვრებაში პირველად მომინდა მყოლოდა მანქანა, ტაქსი რომ არ გამოჩნდა. მერე სადგომისკენ ასეთი არაადეკვატური ფორმით წავედი და ერთ-ერთს მანქანაში ჩავუჯექი. მისი გაოგნებულ სახე დავაიგნორე და მისამართი ვუკარნახე. მთელი გზა ვისწორებდი ხალათის კიდეებს, მძღოლის სარკიდან რომ მიყურებდა დამშეულად.
-თუ არ შეწყვეტთ ჩემს დაკვირვებას, გიჩივლებთ!
ვუთხარი მკაცრად მამაჩემის ხნის კაცს და ლამის კორპუსთან მისული, მოძრავი მანქანიდან ჩამოვხტი. ოცლარიანს ისე მივაწოდე, ხურდას არ დავლოდებივარ. კიბეებზე ავირბინე ისე, რომ იმასაც არ მივაქციე ყურადღება, ქამარი რომ ნელ-ნელა მეხსნებოდა. ნაცნობი კარის გამოჩენისას გავჩერდი, ღრმად ამოვისუნთქე და ორივე ხელით დაკაკუნება დავიწყე. თუმცა, ამას დაკაკუნება სულ არ ერქვა, უფრო კარების ჩამოღება. დამეფიცება, მისი ნაბიჯების ხმაც გავიგე (ბანალურო ანა!). კარები როგორც კი გააღო, თვალები გაუფართოვდა. ისე გააღო, საერთოდ არ გამოუხედავს, ალბათ. ყურადღება არ მიმიქცევია მისთვის, გვერდი ავუარე და სახლში შევედი. გავიგე როგორ დაკეტა კარები. მისაღებში გავედი და უკან შევბრუნდი. მალევე დაბრუნდა. ამჯერად გაკვირვებული სახე დამშვიდებოდა. უფრო სწორად, რადიკალურად შეცვლოდა. ხელები ჯიბეებში ჩაილაგა, კუთხის თაროებს მხრით მიეყრდნო და თავიდან ფეხებამდე ამათვალიერა. მის გრძელ, ლამაზ ყელზე დავინახე როგორ გადაყლაპა ნერწყვი მძიმედ და გამეღიმა. სველი თმები ხელის მარტივი მოძრაობით ჩამოვიყარე. ნახევრად გახსნილი ქამარი შევიხსენი, მაგრამ ხალათის კიდეები არ გადამიწევია. მზერას არ ვაშორებდი, თვითონ კიდევ მთელ სხეულზე დაატარებდა მის საშინლად ვნებიან თვალებს, ნელ-ნელა რომ სურვილისგან ევსებოდა. ისევ გამეღიმა რომ მივხვდი მისი სახე რას ნიშნავდა.
ნელა გადავდგი მისკენ ერთი ნაბიჯი. მანაც.
მერე მეორე მე.
მანაც.
მესამე.
თვითონაც.
მეოთხე, მეხუთე...
სულ რაღაც სამი ნაბიჯი გვაშორებდა ერთმანეთს, ჩემი გამოთვლით. ამისი თავიც რომ მქონდა იმ დროს, უაზრო ვარ, აბა რა ვარ. (:))
მერე ხალათის კიდეებს ჩავეჭიდე. ნელი მოძრაობით გადავიწიე მხრებზე. მერე ისე დავარდა რბილი, ფაფუკი მატერია იატაკზე, როგორც ფილმებშია. და როგორც ფილმებშია, ისე გავირბინე აი ის, ზემოთხსენებული სამი ნაბიჯი მისკენ და წელზე შევახტი (სიტყვაა არაჩვეულებრივი). ფეხები მაგრად მოვუჭირე წელზე და მაშინვე ვიგრძენი მისი უხეში ტუჩები ჩემსაზე და ხელები ზურგზე. ისე მომთხოვნად ვკოცნიდით ერთმანეთს, როგორც არასდროს. ვერ ვაკონტროლებდი ტუჩებზე ვკოცნიდი, ნიკაპზე, ცხვირზე თუ სახის სხვა ნაწილებზე. ალბათ, ყველგან. და თვითონაც. ხშირი სუნთქვა უკვე რეალურად მედებოდა ცივი ჰაერისგან გაყინულ სახის კანზე და მაიძულებდა მთელი სიმძაფრით შემეგრძნო მისი მხურვალება. საშინელი ვნებით მკოცნიდა ყურზე, მერე ყელზე. კუთხეში მდგარი კომოდისკენ წავიდა და მარჯვენა ხელით მსხვრევადი ნივთები მარტივად გადაყარა იატაკზე. რამდენჯერ დამილაგებია ეს ნივთები მილიმეტრების გათვალისწინებით იქ. ყველა მანძილი რომ გათვლილი მქონდა, ისე. მაშინ კი ოდნავადაც არ მაინტერესებდა, რომ მომავალში ასე პროპორციულად კიარა, საერთოდ ვერ დავალაგებდი. ხელები მუცელზე შევუცურე და მაისური წამებში გადავხადე. წამით შეხვდა ჩვენი თვალები ერთმანეთს და დამეფიცება, მხოლოდ ჩემს თავს ვხედავდი იქ. ზუსტად ისეთს, როგორსაც ის გონებაში. აკანკალებული ხელებით ქამრის შესაკრავზე ჩავეჭიდე. ისე მიკანკალებდა სურვილისგან, შეხსნა ვერ შევძელი. ტუჩებზე ვიგრძენი როგორ გაეღიმა. ხელი გამაშვებინა და თვითონ შეიხსნა.
-მხოლოდ დღეს!-კოცნებს შორის ამოვილაპარაკე, როგორც კი საშუალება მომეცა.
-მხოლოდ დღეს!-ყურთან მიჩურჩულა.
-არაფერს ცვლის!
-არაფერს!-ისევ გაიმეორა.
კსვნესა ვერ შევიკავე თავის დიდ ხელებში რომ მოიქცია ჩემი ორივე მკერდი და მერე სათითაოდ მაკოცა.
-სექსი ყოველგვარი სტატუსის შეცვლის გარეშე. ყოფილ ცოლ-ქმარს შორის!
მერე ეს სიტყვები გავიგე.
არ მახსოვს რომელმა ვთქვით, თუმცა მნიშვნელობა იმდენად არ ჰქონდა, რამდენადაც ვეთანხმებოდი. და თან იმდენადაც, რამდენადაც ის მეხებოდა მე და შეგრძნება იყო სრულყოფილი.
აბსოლუტურად ყველაფრისგან დავცარიელდი წამში და მხოლოდ გაგათი ავივსე.
და ზუსტად ამ მდგომარეობაში მყოფი მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი სრულყოფილი ბედნიერება.






----------
ვგიჟდები!скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მოცინარი

დასასრულს დაველოდო თუ ახლავა წავიკითხო ყველა თავი? <3

 



№2  offline წევრი Mtirala

მე თაზო მინდა!
მარტო თაზო და არა გაგა!
თუნდაც ერთი ღამით.
არც ლევანი...
სიგიჟემდე მომწონს, მაგრამ არა, რა.
მისი აზროვნება მინდა, რომ გაქრეს და უბრალოდ თვითონ დარჩეს.
მე ასეთი ლევანი მინდა, ასეთი ლეო.
ღმერთო, როგორ გავუფრინე.
როგორ გამაფრენინე.
არ მინდა, რომ გაგა დაბრუნდეს... არ მინდა.
თუნდაც ბანალურობის პიკი იყოს,
არ მინდა და რა ვქნა?!
მე თაზო მომწონს, სიგიჟემდე მომწონს.
არ ვიცი, რა ვთქვა.
სიზმარზე გამეცინა,
მერე აღარ.
არ შემიძლია ეს "არაფრისშემცველელი ღამეები".
არ ვიცი,
არაფერი არ ვიცი.
ძალიან ნიჭიერი და შენებური გოგო ხარ.
უბრალოდ, მაგიჟებ.
ძალიან მიყვარხარ, ნენე.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№3  offline წევრი გეგე მარიშკა

აუ მაგარი იყო რა უუმაგრეი შემედეგი მალე დადე რა <3

 



№4  offline ახალბედა მწერალი elle...

მოცინარი
დასასრულს დაველოდო თუ ახლავა წავიკითხო ყველა თავი? <3

ვაი, როგორი პოზიტიური ნიკი გაქვს, მაშინვე გამეღიმა ^^^
როგორც შენ გინდა, საყვარელო❤️
მე ნებისმიერ შემთხვევაში გამიხარდება თუ წაიკითხავ❤️❤️

 



№5  offline წევრი მოცინარი

elle...
მოცინარი
დასასრულს დაველოდო თუ ახლავა წავიკითხო ყველა თავი? <3

ვაი, როგორი პოზიტიური ნიკი გაქვს, მაშინვე გამეღიმა ^^^
როგორც შენ გინდა, საყვარელო❤️
მე ნებისმიერ შემთხვევაში გამიხარდება თუ წაიკითხავ❤️❤️

შენი ინტერვიუს მერე როგორ არ წავიკითხო :O <3 დასასრულს დაველოდები :*

გადავიფიქრე, ახლა ვიწყებ კითხვას! :დდდ გადაწყვეტილების მიღებაში თასი მეკუთვნის -_-

 



№6  offline ახალბედა მწერალი elle...

Mtirala
მე თაზო მინდა!
მარტო თაზო და არა გაგა!
თუნდაც ერთი ღამით.
არც ლევანი...
სიგიჟემდე მომწონს, მაგრამ არა, რა.
მისი აზროვნება მინდა, რომ გაქრეს და უბრალოდ თვითონ დარჩეს.
მე ასეთი ლევანი მინდა, ასეთი ლეო.
ღმერთო, როგორ გავუფრინე.
როგორ გამაფრენინე.
არ მინდა, რომ გაგა დაბრუნდეს... არ მინდა.
თუნდაც ბანალურობის პიკი იყოს,
არ მინდა და რა ვქნა?!
მე თაზო მომწონს, სიგიჟემდე მომწონს.
არ ვიცი, რა ვთქვა.
სიზმარზე გამეცინა,
მერე აღარ.
არ შემიძლია ეს "არაფრისშემცველელი ღამეები".
არ ვიცი,
არაფერი არ ვიცი.
ძალიან ნიჭიერი და შენებური გოგო ხარ.
უბრალოდ, მაგიჟებ.
ძალიან მიყვარხარ, ნენე.

ვუაიმე, შენ ისეთი საყვარელი გოგო ხარ, აი ისეთი!
გინდა თაზო შენთან გამოვუშვა? ჰა?! რას იტყვი?! :დ
უღრმესი მადლოაბ, სიყვარულო, რომ კითხულობ და ყველა თავის შემდეგ ვხედავ შენს კომენტარს! ძალიან, ძალიან მიხარია ეს ფაქტი!
აბსოლუტურად მესმის შენი დამოკიდებულება. პირველივე კომენტარიდან, როცა გაგას წასვლა ჩანდა.
ლეო ჩვეულებრივი ხალასწიაკია რა :დდდ ეგ ძალიან დიდი დოზით აფრენს და იმედია მომავალშიც დაამტკიცებს ამას ;დდდ
არ ვიცი მომავალსი რას ვიზამ, ჩემო საყვარელო, მართლა, მაგრამ აუცილებლად ვეცდები იმედები სულ მცირედაც არ გაგიცრუვდეს.
ხომ იცი, ჯერ ყველაფერი წინაა.

მიხარიხარ, ჩემო ოქროს გოგო და მიყვარხარ!❤️❤️❤️

გეგე მარიშკა
აუ მაგარი იყო რა უუმაგრეი შემედეგი მალე დადე რა <3

ჩემო საყვარელო, უღრმესი მადლობა!!!
ძალიან, ძალიან მიხარია შენი დამოკიდებულება!
აუცილებლად ვეცდები მალე იყოს❤️❤️❤️

 



№8  offline ახალბედა მწერალი elle...

მოცინარი
elle...
მოცინარი
დასასრულს დაველოდო თუ ახლავა წავიკითხო ყველა თავი? <3

ვაი, როგორი პოზიტიური ნიკი გაქვს, მაშინვე გამეღიმა ^^^
როგორც შენ გინდა, საყვარელო❤️
მე ნებისმიერ შემთხვევაში გამიხარდება თუ წაიკითხავ❤️❤️

შენი ინტერვიუს მერე როგორ არ წავიკითხო :O <3 დასასრულს დაველოდები :*

გადავიფიქრე, ახლა ვიწყებ კითხვას! :დდდ გადაწყვეტილების მიღებაში თასი მეკუთვნის -_-

ვაიმე, რა საყავრელი ხარ!
ინტერვიუც რომ წაგიკითხავს და თან მაგას გაუჩენია წაკითხვის სურვილი. როგორ გამიხარდი, იცი?!

აუცილებლად დაველოდები შენს აზრს, თუნდაც დიდხანსაც❤️❤️❤️❤️

პ.ს. ოქროსი გინდა თუ ვერცხლის? :დდ

ეკატერინე ზვიადაძე
მაგარიააა <3

უღრმესი მადლობა, საყვარელო!
მიხარია რომ მოგწონთ❤️❤️

 



№9 სტუმარი სტუმარი უცნობი

დიდი სიამოვნებით მოვსცხებდი ანას მისი აფსურდული აზროვნების გამო სულაც არ იმსახურებს გაგას, მარტო თავისი თავი გონია მართალი პირველად მან დატოვა გაგა მარტო საკუთარ თავში ჩაიკეტა და ახლოს არ მიუშვა უბრალოდ ბოღმა მახრჩობს ყველაფერს გაგას რომ აბრალებს ეგდოს იმ თავის თაზოსთან მე სულ არ მომწონს ეგ თქვენი თაზო რაღაცნაირად თავიდანვე უარყოფითად განვეწყვეე , მინდა ანა ეჭვიანობისგან გაგიჟდეს. შენ რმ მაგარი გოგო ხარ ეს ჩემს გარეშეც იცი ვგიჟდები შენზე დ შენს მამაკაც პერსონაჟებზე ქალები ნერვებს მიშლიან ????????????

 



№10  offline ახალბედა მწერალი elle...

სტუმარი უცნობი
დიდი სიამოვნებით მოვსცხებდი ანას მისი აფსურდული აზროვნების გამო სულაც არ იმსახურებს გაგას, მარტო თავისი თავი გონია მართალი პირველად მან დატოვა გაგა მარტო საკუთარ თავში ჩაიკეტა და ახლოს არ მიუშვა უბრალოდ ბოღმა მახრჩობს ყველაფერს გაგას რომ აბრალებს ეგდოს იმ თავის თაზოსთან მე სულ არ მომწონს ეგ თქვენი თაზო რაღაცნაირად თავიდანვე უარყოფითად განვეწყვეე , მინდა ანა ეჭვიანობისგან გაგიჟდეს. შენ რმ მაგარი გოგო ხარ ეს ჩემს გარეშეც იცი ვგიჟდები შენზე დ შენს მამაკაც პერსონაჟებზე ქალები ნერვებს მიშლიან ????????????

ვუაიმე, როგორი საყვარელი ხარ?! ანა კი, გამაღიზიანებელი გოგოა რაღაც მხრივ :დდ მაგრამ, ისეთი პრობლემა ჰქონდა, არ არის მარტივი ამის ადეკვატურად გადატანა. ქალ პერსონაჟებზე გამეცინა, ეგეთები გამომდის, ხო ;დდდდდ კაცები რომ მოგწონს, ეს უკვე კარგია:დდდ
უღრმესი მადლობა, საყვარელო, შენი დამოკიდებულებისთვის! ძალიან მიხარია ასე რომ ფიქრობ❤️❤️❤️❤️

 



№11 სტუმარი სტუმარი takko

Gtxov gagaa ra aranairi tazo mxolod gaga

 



№12  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ეღირსათ! ძლივს!
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№13 სტუმარი Ziggystardust

ვაიმე, რა თაზოო,შენი ჭირიმე რაა...
ამ გოგომ რაც ამ თავში გააკეთაა, აი ძაან მაგარი რა...აქამდე ძაან ნერვებს მიშლიდა...ამან რო თაზოსთან ერთი ღამე მაინც გაატაროს გაგას ღირსი არც იქნება და საერთოდ მაგარი არასწორი ქალი იქნება რაა...
შენ ხარრ სასწაული, საოცრება, შოკში ვარრ ახლაცც

 



№14 სტუმარი ილონა

როგორ უსაზღვროდ კარგი ხარ! როგორ გამახარე!

იცი რა? ზუსტად ასე უნდა მომხდარიყო ყველაფერი, ჩემი აზრით. ნუ სკეპტიკურად ვარ განწყობილი გაგას მიმართ, მაგრამ ანას როუყვარს რა ვქნა? :დ გული უნდა შემოვიბრუნო ნელ-ნელა :დ

ხომ იცი როგორ ვგიჟდები შენზე♡ ისიც გეცოდინება, სასწაულად რომ მომენატრე♡

 



№15  offline ახალბედა მწერალი elle...

სტუმარი takko
Gtxov gagaa ra aranairi tazo mxolod gaga

ვუაიმე, ვუაიმე, ვუაიმე!
უხარია გაგას ეს დამოკიდებულება. ახლა მითხრა, მადლობა თაკოსო, ძალიან დიდიო ^^
მიხარია რომ კითხულოვ❤️❤️

ლუნი.
ეღირსათ! ძლივს!

ჰაჰაჰა, ეღირსათ სექსი :დ

 



№16 სტუმარი ნიაა

აუ,ბოლომდე სანამ ჩავიკითხე ლამის გული გამისკდა ესეც სიზმარი არ იყის - მეთქი :დ ვიცი სულ ამას ვწერ და ალბათ თავი მოგაბეზრეთ მაგრამ,რა ვქნა მიყვარს გაგა ?! მე მომხრე ვარ მხოლოდ გაგაზე იყოს ისტორია :დ შტერია ეს გოგო,მაგრამ უყვარს გაგა,გაგასაც უყვარს ეს შტერი გოგო ჰოდა ყველანაირი თაზო მაზო თუ სხვა ზედმეტია აქ

 



№17  offline ახალბედა მწერალი elle...

Ziggystardust
ვაიმე, რა თაზოო,შენი ჭირიმე რაა...
ამ გოგომ რაც ამ თავში გააკეთაა, აი ძაან მაგარი რა...აქამდე ძაან ნერვებს მიშლიდა...ამან რო თაზოსთან ერთი ღამე მაინც გაატაროს გაგას ღირსი არც იქნება და საერთოდ მაგარი არასწორი ქალი იქნება რაა...
შენ ხარრ სასწაული, საოცრება, შოკში ვარრ ახლაცც

ანა როგორ ორ ცეცხლშუა ტრიალებს, არ შემიძლია :დდდდ რნააირი ქალია ნუ:დდდ ყველას ნერვებს უშლის ;დდდ
ძალიან დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო რომ კითხულობ და შენს დამოკიდებულებას მიზიარებ! საოცრად მიხარია ეს!❤️❤️ შენი დამოკიდებულება კიდევ ისეთი საოცრებაა, სიტყვები არ მყოფნის❤️❤️❤️

ილონა
როგორ უსაზღვროდ კარგი ხარ! როგორ გამახარე!

იცი რა? ზუსტად ასე უნდა მომხდარიყო ყველაფერი, ჩემი აზრით. ნუ სკეპტიკურად ვარ განწყობილი გაგას მიმართ, მაგრამ ანას როუყვარს რა ვქნა? :დ გული უნდა შემოვიბრუნო ნელ-ნელა :დ

ხომ იცი როგორ ვგიჟდები შენზე♡ ისიც გეცოდინება, სასწაულად რომ მომენატრე♡

ნუ ეს გაგა ვერ შეგაყვარე შენ :დდდ არაუშავს, მოევლება :დდდ
ხომ იცი როგორ მიხარია რომ კითხულობ და კომენტარებს მიწერ!
ძალიან მომენატრე მეც და ვგიჟდები შენზე!
მალე შეგეხმიანები ძეტკა❤️❤️❤️

ნიაა
აუ,ბოლომდე სანამ ჩავიკითხე ლამის გული გამისკდა ესეც სიზმარი არ იყის - მეთქი :დ ვიცი სულ ამას ვწერ და ალბათ თავი მოგაბეზრეთ მაგრამ,რა ვქნა მიყვარს გაგა ?! მე მომხრე ვარ მხოლოდ გაგაზე იყოს ისტორია :დ შტერია ეს გოგო,მაგრამ უყვარს გაგა,გაგასაც უყვარს ეს შტერი გოგო ჰოდა ყველანაირი თაზო მაზო თუ სხვა ზედმეტია აქ

ჰაჰაჰაჰ კი ვიფიქრე ეგეც, მარა ძაან უნამუსობა გამოდიოდა, არა?! :დდდდ არანაირად არ მომაბეზრე თავი, რას ამბობ. პირიქით. მე საოცრად მიხარია შენი კომენტარები და შენი დამოკიდებულებაც. საკმაოდ ადეკვატური და სწორად გააზრებულია და ასეც რომ არ იყოს, ყველას აზრს პატივს ვცემ❤️
უღრმესი მადლობა რომ ჩემთან ხარ და შენს დამოკიდებულებას მიზიარებ❤️

 



№18  offline წევრი gogona tbilisidan

ვაიმეე:დდზე თავი იყო მართლა)),,ჩემი" გაგა ყველაზე საყვარელია საერთოდ,მივისაკუთრე:დდდ რა თაზო,ვაფშე ვისთანაა?)))))დასკვნა ვერ გამოვიტანე:დ რატომ ვგიჟდები ამ ისტორიაზე?გაგა.როგორ შეუძლია,ერთ თავსაც რომ ხასიათი რადიკალურად შემიცვალოს?ისევ გაგა და საერთოდ გაგა ყველაფერზე))შენ სასწაული ხარ,ელ!!!

 



№19  offline ახალბედა მწერალი elle...

gogona tbilisidan
ვაიმეე:დდზე თავი იყო მართლა)),,ჩემი" გაგა ყველაზე საყვარელია საერთოდ,მივისაკუთრე:დდდ რა თაზო,ვაფშე ვისთანაა?)))))დასკვნა ვერ გამოვიტანე:დ რატომ ვგიჟდები ამ ისტორიაზე?გაგა.როგორ შეუძლია,ერთ თავსაც რომ ხასიათი რადიკალურად შემიცვალოს?ისევ გაგა და საერთოდ გაგა ყველაფერზე))შენ სასწაული ხარ,ელ!!!

ვუაიმე, ჩემი გოგო!
როგორ ველოდები შენს კომენტარებს, იცი?! და მერე საოცრად მიხარია რომ გამოჩნდები ხოლმე!
უღრმესი მადლობა, უდიდესი და უდიდესი!
იყოს გაგა შენი, არ მაქვს პრობლემა :დდდ
მიხარია ხასიათი თუ შეგიცვალა და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დადებითისკენ !

მიხარიხარ მე შენ❤️❤️❤️❤️

 



№20  offline წევრი tio

რა თაზოო ?? არ გაგიჟდე და გაგა დატივე თორემ თავს მოვიკლავ .... აიი ეს ისტორიააა მაფრენინებს!!!

 



№21  offline წევრი katerina (keta)

დღევანდელი უსაზიზღრესი დღის შემდეგ მარტო შენ შეძლებდი რომ ყურადღება გადამეტანა და გამეღიმა.
შენ ხარ ჩემი სიმშვიდე,
ჩემი ბედნიერება!
როგორ ძალიან მიყვარხარ, იცი?
ჩემი პატარა ნენე ხარ შენ!

 



№22  offline ახალბედა მწერალი elle...

tio
რა თაზოო ?? არ გაგიჟდე და გაგა დატივე თორემ თავს მოვიკლავ .... აიი ეს ისტორიააა მაფრენინებს!!!

ვაი, რა საყვარელი ხარ!
მე დამემუქრე, დაანებე კაცო სენს თავს თავი :დდდდ

უღრმესი მადლობა შენი დამოკიდებულებისთვის! ისე გამიხარდა ის, რომ “გაფრენა” თურმე შესაზლებელი ყოფილა ამ იატორიით!

გამიხარდი❤️

katerina (keta)
დღევანდელი უსაზიზღრესი დღის შემდეგ მარტო შენ შეძლებდი რომ ყურადღება გადამეტანა და გამეღიმა.
შენ ხარ ჩემი სიმშვიდე,
ჩემი ბედნიერება!
როგორ ძალიან მიყვარხარ, იცი?
ჩემი პატარა ნენე ხარ შენ!

შენ ხარ ჩემი სიცოცხლე!
ჩემს ნებისმიერ გადაწყვწტილებას რომ გაგებით ეკიდება და საერთოდარ აქვს პრეტენზია. ისეთს მიღებს, როგორიც ვარ და ეს არის ყველაზე მაგარი!

მიყვარხარ საოცრად!❤️❤️❤️❤️❤️

 



№23  offline წევრი SillyGirl

ოოო ელეეე შენ აღარ ხუმრობ.
როგოეი თავი იყოოოო
თფვიდან მივხვდი რომ სიზმარი იყო და მეთქი შევცდე ოღონდაცთქო და მერე მაინც რომ მიაკითხა გაგას გადმოვყარე თვალებიდან გულები.
თან როგორი "ცხელი" თავი იყო..
მარტო შენ წერ ასე საოცრად , სინაზე სიყვარული, ვნება , სითბო და ყველა საოცარი გრძნობაა ზომიერად რომ არის.
ლევანი არის კაცი პიროვნებაა აქ ვარ თავისუფალი ქალი თუ რამეა ლევა :დ თან მოვუხდებით ლევა-ლელა :დ
ეს იქეთ იყოს და მართლა საოცარი მეგობარია ლევანი მართლა.
თაზო გაგვიბრაზდა მგონი :დ
გაგას და ანას ერთანეთის იქეთ გზა არ აქვთ მე გადავწყვიტე უკვე :დ
საოცარი თავი იყო მართლა ჩემოო სასწაულო გოგო დააა მართლაა ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა ამ თავმა.
მიყვარხარ მე შენ ჩემოო სრულყოფილებავ.

 



№24  offline ახალბედა მწერალი elle...

SillyGirl
ოოო ელეეე შენ აღარ ხუმრობ.
როგოეი თავი იყოოოო
თფვიდან მივხვდი რომ სიზმარი იყო და მეთქი შევცდე ოღონდაცთქო და მერე მაინც რომ მიაკითხა გაგას გადმოვყარე თვალებიდან გულები.
თან როგორი "ცხელი" თავი იყო..
მარტო შენ წერ ასე საოცრად , სინაზე სიყვარული, ვნება , სითბო და ყველა საოცარი გრძნობაა ზომიერად რომ არის.
ლევანი არის კაცი პიროვნებაა აქ ვარ თავისუფალი ქალი თუ რამეა ლევა :დ თან მოვუხდებით ლევა-ლელა :დ
ეს იქეთ იყოს და მართლა საოცარი მეგობარია ლევანი მართლა.
თაზო გაგვიბრაზდა მგონი :დ
გაგას და ანას ერთანეთის იქეთ გზა არ აქვთ მე გადავწყვიტე უკვე :დ
საოცარი თავი იყო მართლა ჩემოო სასწაულო გოგო დააა მართლაა ძალიან კარგ ხასიათზე დამაყენა ამ თავმა.
მიყვარხარ მე შენ ჩემოო სრულყოფილებავ.

შენი კომენტარი რომ ისტორიაზე არ გამოცნდება, აი მაშინ ჩავთვლი რომ ის ჩამივარდა. გეფიცები, ყოველთვის ველოდები შენს აზრს, აი ყოველთვის. თან მნიშვნელოვანია.
ვგიჟდები ყველაფერს რომ ადეკვატურად, სწორად იგებ და არასდროს ზარდები ამის ჩემთან გაზიარებას.
ძალიან, ძალიან, ძალიან დიდი მადლობა სულ რომ ჩემს გვერდით ხარ! სასწაული ხარ შენ, ამდენი ხანია რომ მიტან ჩემი ნაწერებით :დდდ
ვსო, ლევა შენია, სიტყვას გაძლევ და აი, დაგიმტკიცებ მაგას მალე, აი სვეარ :დდდდ

ძალიან მიყვარხარ და გაფასებ!
ვგიჟდები შენზე❤️❤️❤️❤️

 



№25 სტუმარი სტუმარი თამო

ვაიმე რო დავინახე შენი ისტორია ისე გამიხარდა.ძალიან კარგი გოგო ხარ შენ ჩემო კარგო.გაგა და ანა ხო ერთად უნდა იყვნენ ალბათ ჩანს რო უყვართ ერთმანეთი და რატო იკავებენ თავს.გაგაც რატო არ ცდილობს უფრო აქტიურად შეურიგდეს.აი სიზმარი რო აღმოჩნდა იმედები გამიცრუვდა ვიფიქრე შერიგდნენ.ანამ კი გამოასწორა შემდეგ სიზმარი რეალობად აქცია მაგრამ მხოლოდ დღესო.არვიცი მოუტმენლად ველოდები შემდეგ თავს რა იქნებაა

 



№26  offline ახალბედა მწერალი elle...

სტუმარი თამო
ვაიმე რო დავინახე შენი ისტორია ისე გამიხარდა.ძალიან კარგი გოგო ხარ შენ ჩემო კარგო.გაგა და ანა ხო ერთად უნდა იყვნენ ალბათ ჩანს რო უყვართ ერთმანეთი და რატო იკავებენ თავს.გაგაც რატო არ ცდილობს უფრო აქტიურად შეურიგდეს.აი სიზმარი რო აღმოჩნდა იმედები გამიცრუვდა ვიფიქრე შერიგდნენ.ანამ კი გამოასწორა შემდეგ სიზმარი რეალობად აქცია მაგრამ მხოლოდ დღესო.არვიცი მოუტმენლად ველოდები შემდეგ თავს რა იქნებაა

ძალიან დიდი მადლობა, ჩემო საყვარელო! მიხარია შენი დამოკიდებულება.
რატომ არ აქტიურობენ და სულელები არიან :დდდ ეს თაზოც კიდე უშლის ნერვებს ალბათ გაგას, არ ვიცი. მე არაფერი ვიცი :დდდდ
ვეცდები მალე იყოს და არც იმედები გაგიცრუვდეს.

კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა❤️❤️❤️❤️

 



№27 სტუმარი ილონა

მოკლედ აქ დარეფლიება ხო ვერ ვისწავლე რა...

გაგა... ბოლოს მაინც შემიყვარდება; ვიცი :დ 'შენი ბიჭებიდან' ყველა მიყვარს საოცრად, არც ეს იქნება გამონაკლისი, ვეჭვობ :დ
მეც მიხარია უზომოდ შენ სასწაულ ისტორიებს რომ ვკითხულობ, გეფიცები. სასწაული კიარა, სიტყვები არ მყოფნის, ერთი მაინც რომ ავღწერო... აი ისე უცებ მიცვლი ხოლმე განწყობას (უკეთესისკენ), მგონი მართლა გაქვს ჯადოსნური ჯოხი :დ
ჰო,როცა მოიცლი, მე აქვარ , ან იქ :დ გუდ ლაქ სულ სულ ყველაფერში, ხომიცი შენი წარმატება როგორ გამიხარდება ♡ გკოცნი ბევრს

 



№28  offline ახალბედა მწერალი elle...

ილონა
მოკლედ აქ დარეფლიება ხო ვერ ვისწავლე რა...

გაგა... ბოლოს მაინც შემიყვარდება; ვიცი :დ 'შენი ბიჭებიდან' ყველა მიყვარს საოცრად, არც ეს იქნება გამონაკლისი, ვეჭვობ :დ
მეც მიხარია უზომოდ შენ სასწაულ ისტორიებს რომ ვკითხულობ, გეფიცები. სასწაული კიარა, სიტყვები არ მყოფნის, ერთი მაინც რომ ავღწერო... აი ისე უცებ მიცვლი ხოლმე განწყობას (უკეთესისკენ), მგონი მართლა გაქვს ჯადოსნური ჯოხი :დ
ჰო,როცა მოიცლი, მე აქვარ , ან იქ :დ გუდ ლაქ სულ სულ ყველაფერში, ხომიცი შენი წარმატება როგორ გამიხარდება ♡ გკოცნი ბევრს

კომენტარის ბოლოს რომ ისარია, იმას დააკლიკე და დაწერე ჩვეულებრივად, ის კმენტარი რომელსაც გიჩვენებს, არ წაშალო და დაიწერება ^^ პირველად მეც ვამუღამებდი მაგას :დდდ
როგორ მაქებ. ისეთ სასწაულებს მეუბნები, რომ არ ვიცი რა გიტზრა. ადრე რომ გითხაუ გახსოვს? ამის მერე რო შემაქებ, ამივარდება თავში-მეთქი? ხოდა ამივარდა ახლა ჩათვალე :დდდ რა ამიტანს მე უაზროს ახლა, ჰა?:დდდ ძალიან დიდი მადლობა ძეტკა, ხომ იცი როგორ მიხარია ეგრე რომ ფიქრობ.
ჩემი ბრილიანტის გოგო ხარ შენ! სულ რომ უნდა იბრწყინოს და იბრწყინოს!
შენც სულ წარმატებები! მე შენი მჯერა იცოდე, ყველაფერი გამოგივა, აუცილებლად!

მეც ბევრი გაკოცე❤️❤️❤️❤️

 



№29  offline წევრი მარიკუნაა♥️

ისე, როგორც გაგას გახურებულ ფანს,
ეგოისტურად გამიხარდა, ანა რომ მივიდა მასთან :)
სადაც გაგაა, და სადაც ანაა,
იქ ვიღაც თაზო არაფერ შუაში არაა:)
ხო ხვდები, არა?
ვგიჟდები!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№30  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან მაგარი და ემოციებით დატვირთული თავი იყო .რა თაზო რის თაზო ესენი ერთმანეთისთვის არიან შექმნილი .

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent