შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ლურჯი ნათება #3


22-11-2017, 23:36
ავტორი TeddyBear
ნანახია 466

ლურჯი ნათება #3

თავი 3

საღამო მიწურულიყო, Blue Light-ის შესასვლელთან შეკრებილიყვნენ ადამიანები და ღიმილნარევი სახეებით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. კაფედან მშვიდი, სასიამოვნო ხმის ბარიტონი იღვრებოდა, სცენაზე მდგარი მომღერალი ათრთოლებული სხეულითა და სუნთქვით გადახედავდა სცენის მიღმა ადამიანებს და ტანის ნაზი რხევით ეცეკვებოდა მის გვერდით მდგარ გიტარისტს.
ოთახში სასიამოვნო სურნელს დაესადგურებინა, ერთად შეზავებული ყავისა და ალკოჰოლის სურნელი განსხვავებულ ნაზავს ჰქმნიდა. კედლებს შორის წვრილი ნათურებით გაენათებინათ ოთახი, ლურჯი პატარა სინათლეები მოსდებოდა კუთხეებსა და მათ შორის ჩამდგარ ხის მაგიდებს.
ოთახის შუაგულში მრგვალი, ყველასაგან მიტოვებული ძველი მაგიდა იდგა, მასზე არც შამპანიურით სავსე ჭიქები და საჭმლით სავსე თასები დაელაგებინათ. იგი იყო სულ მარტო, ოთახის შუაგულში მდგარი და თავისი გაცრეცილი მოლურჯო ფერით გამოირჩეოდა დანარჩენი მაგიდებისაგან.

სცენიდან კი ისევ მოისმოდა მომღერალის ნაზი ხმით ნათქვამი სიტყვები „Lies in words, Lies in eyes, Lies in your rotten soul”
ადამიანებით სავსე ოთახში კი ერთადერთი რამ ,რაც დავით ჭელიძეს ესმოდა საკუთარი გულისცემისა და ყელთან მომჯდარი სინდისის ხმა იყო. ახლა, დავით ჭელიძე იდგა თავისი ბავშვური ოცნებებისა და ეგოიზმით გადებული ხიდის გასაყარზე და ვერ გაეგო რომელი უფრო მეტად გადასწონიდა მეორეს.

*-*-*-*-*

წვიმისაგან ატალახებულ ქუჩებს შორის მიიკვლევდა გზას, ყვითელი ბოტებისა და წითელი საწვიმრის მაგივრად, ქუსლიანი ფეხსაცმლითა და სეზონისათვის შეუფერებელი მოკლე კაბით მიიჩქაროდა Blue Light-სკენ. წითელი, ჟღალი თმა დაესწორებინა და მაღლა აეწია, სახეზე მიმობნეული ჭორფლებიც დაეფარა მაკიაჟით და ყვითელი, მისთვის განუყოფელი სათვალეც დროებით მოეშორებინა თავიდან. კაფესთან მიახლოვებულმა შეამჩნია ,თუ როგორ ეცილებოდნენ ადამიანები ერთმანეთს შიგნით შესასვლელად, ღრმად ამოისუნთქა და ქუსლიანი ფეხსაცმლისაგან შეწუხებული ძლივს ძლივობით მივიდა კარებთან მდგომ დაცვასთან.
-გამარჯობათ.- შეჰღიმა მამაკაცს, შავი სათვალეებიდან გადმოჰხედა ქალს მამაკაცმა, წამიერი ღიმილით აეპრიხა ტუჩის კუთხე და ისევ ცარიელ სივრცეს გაუსწორა მზერა. „პასუხის გაცემა არ ასწავლეს ?“ .- შიგნით ვერ შემიშვებთ ?.- კიდევ უფრო მიუახლოვდა დაცვას, მამაკაცმა ამჯერად წარბაწეულმა შეჰხედა ქალის მოახლოებულ სხეულს და თავის ქნევით გადახედა კაფესთან მდგარ საზოგადოებას.- ლაპარაკი არ იცით ?.- ამოიხვნეშა გოგონამ.- თუ საუბრის უფლებას არ გაძლევენ ჰმ ?.- ცალი თვალი მოჭუტა ანამ.
-რიგი დაიკავეთ გეთაყვა.- გაღიზიანებული ხმით ამოილაპარაკა ანას უკან მდგარმა ქალმა.- აქ თქვენზე ადრე მოვედი.
-კაფეში შესვლისათვის რიგის დაკავება რა საჭიროა ქალბატონო ?.- გაკვირვებულმა გაიხედა ქალისაკენ.- ჩვეულებრივი კაფეა.
-მაღალი საზოგადოებიდან არ ბრძანდებით ,როგორც ჩანს.- ტუჩის კუთხე ირონიისაგან აეპრიხა ქალს.- კულტურის საკითხია.- რიგისაკენ მიანიშნა ქალმა ჟღალთმიანს.
თავიდან ფეხებამდე დაურა ჟრუანტელმა ანას, სახეზე მომსკდარმა სირცხვილის გრძნობამ აუწვა სხეული და დინჯი ნაბიჯებით დაიხია უკან, ახლა იდგა იმ კაფეს წინ, რომელიც უწინ თვითონ ეკუთვნოდა, ახლა კი შიგნით შესასვლელად დაცვის თანხმობა ესაჭიროებოდა. ყელთან წაუჭირა ცრემლებმა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა რიგის ბოლოსაკენ.
-ჟღალთმიანო, გამარჯობა.- სასიამოვნო მამაკაცის ხმა მოესმა გვერდიდან.- გვერდით მწვანე ქურთუკში გამოწყობილი მომღიმარი ბიჭი ედგა და ლაღი სახით შესცქეროდა ანას.- როგორც ჩანს მაინც მოხვედი ჩვენთან.
-ჰო.- თავი დაიქნია ანამ და მზერა მოაშორა მამაკაცს.
-ლადო ცოტა უხეში ბიჭია, თან საუბარიც არ უყვარს დიდად.- კარებთან მდგარი დაცვისაკენ მიანიშნა ანას.
-შევამჩნიე.
-საუბარი არც შენ გიყვარს თუ ნაწყენი ხარ ჩვენზე ?.- თავი ქვევით დახარა ბიჭმა და ანას ნაღვლიან თვალებს გაუსწორა მზერა.- ნაწყენი ხარ.- დარწმუნებული ხმით ჩაიალაპარაკა ბიჭმა და ანას ხელს მოეჭიდა საკუთარით. შესასვლელისაკენ გადაადგა ბიჭმა ნაბიჯები, დინჯად, მშვიდად მიემართებოდა და ბრბოდ წოდებულ ადამიანებს შეუხედავად უქცევდა გვერდს. ლადომ ერთხელ გადმოჰხედა ჯერ ბიჭს, შემდეგ კი ანას და წამიერად გაიწია გვერდით. ბიჭმა ჯერ ანა შეატარა, შემდეგ კი თვითონ მიჰყვა უკან.
ანამ როგორც კი ზღურბლს გადააბიჯა ყველაფერი ამოუტრიალდა შიგნით, სადღაც გულის სიღრმეში კიდევ სჯეროდა ,რომ ნაცნობ კედლებს დაინახავდა, მარცხენა კუთხესთან მდგარი თეთრი პიანინოს კლავიშებიდან ნაცნობ მელოდიასა და ხმას გაიგონებდა თუმცა შეცდა, ძალიან მწარედ და მტკივნეულად შეცდა.
აღარაფერი იყო ისე როგორც უწინ, ოთახში დასადგურებულ სურნელსაც კი შეეცვალა ელფერი, აღარაფერი იყო მისი, საერთოდ აღარაფერი.
ანა გაუცნობიერებლად მიუახლოვდა ერთ-ერთ მაგიდას, შამპანიურით სავსე ჭიქას სწვდა და მოუთმენლად გადაუშვა ყელში შუშხუნა სითხე.
-კარგად ხარ ?.- გაკვირვებული ხმით ამოიჩურჩულა ბიჭმა.- არ მეგონა მსმელი გოგო თუ იქნებოდი.- გაეცინა ბიჭს.
-არც ვარ.- სახე მოსჭმუხვნოდა ანას.- უბრალოდ ახლა დალევა ძალიან მინდა.
-რატომ ?.- მაგიდის კიდეს ჩამოეყრდნო ბიჭი.- აქაურობა არ მოგწონს ?
-ზედმეტად იდეალურია.- ჩაეცინა ანას და ბიჭის გვერდით მიეყრდნო კედელს.- ადრე ეს კაფე ჩემი ოჯახის იყო.- ძალიან ჩუმი ხმით ამოიჩურჩულა ანამ.
-შენი ?.- უხერხულად შეიშმუშნა ბიჭი, თან გაკვირვებისაგან შეცვლილ სახეზე მოისვა ხელი.
-ჰო ჩემი, თუმცა სესხი ვერ დავფარეთ და.- ხმა ჩაეხლიჩა ანას.
-გასაგებია.- ყელში წაუჭირა დანაშაულის გრძნობამ ბიჭს.- მოდი დაჯექი და რამე ვჭამოთ კარგი ?
-არაფერი მინდა, აქ ვერაფერს შევჭამ, უბრალოდ არ გადამივა ხომ გესმის ?
-მესმის.- თავი დაიქნია ბიჭმა.
-ჰო მართლა რა გქვია ?.- თავი ასწია ანამ.
-ბექა.- შეჰღიმა ბიჭმა.
-მე ანა, ანა ნანეიშვილი.- ხელი გაუწოდა ბექას.
-ბექა აფციაური.- ბიჭმაც მოსჭიდა ანას ხელს თავისი და სცენისკენ მიმავალ ჭელიძეს გაუსწორა მზერა.- მართლა არაფერს შეჭამ ?
-არა, თუმცა დავლევ, თან ძალიან ბევრს, იქამდე სანამ გონს არ დავკარგავ.
-არა, თუმცა დავლევ, თან ძალიან ბევრს, იქამდე სანამ გონს არ დავკარგავ.
-სკანდალის მოწყობას უპირებ ახალ მეპატრონეს ?.- გაეცინა ბიჭს.
-არა, ასეთი ძლიერიც არ ვარ.- ფეხზე წამოიმართა ანამ.- არ შემიძლია აქ ყოფნა, ჯერ არა.- თავისთვის ჩაიალაპრაკა ანამ და გასასვლელისაკენ წავიდა.
-საით ?.- უკან გაჰყვა ბექა.
-სადმე დავჯდები და დავლევ.
-კარგი მაშინ წავიდეთ.- დინჯი ნაბიჯებით გაემართა ბექა კარისაკენ.
-გასასვლელი ხომ...- გასასვლელისაკენ იშვერდა თითს ანა.
-წამოდი.- ხელი მოსჭიდა მაჯაზე და მეორე გასასვლელისაკენ წაიყვანა ანა.- სახურავზე ოდესმე ყოფილხარ ?
-არა და არ მითხრა რომ სახურავზე უნდა ავიდეთ.
-ჰო.- თავი დაიქნია ბიჭმა, ანამ უკმაყოფილოდ ამოიოხრა და ბიჭს უკან მიჰყვა.- რა იყო ?
-თავი რომანტიულ ფილმში მგონია.- გაეცინა გოგონას.
-არ გიყვარს რომანტიული ფილმები ?
-სისულელეა, დრამებში ყველაფერი გაზვიადებულია..- თვალები აატრიალა ჟღალთმიანმა.
-მეგონა გოგოებს მოგწონდათ წითელი ვარდები, სანთლები და ასეთი სისულელეები.
-იცი მამაკაცები უფრო ხშირად გვიწესებთ დოგმებს, ახლა ისე გამოგივიდა თითქოს ყველა ქალი ერთნაირი იყოს.
-ბოდიში.- ხელები სიცილით ასწია მაღლა და სახურავზე ასასვლელ კიბეებს მიუახლოვდა.- ფრთხილად ადი კიბეებზე.
-Gentleman.- წაიღიღინა ანამ და სიცილით აიარა კიბის თითოეული საფეხური.

*-*-*-*-*

„პირველად წითელი კაბა ეცვა, შავი თმები დაჰყროდა მხრებზე და ღიმილით მოემართებოდა სამხატვრო აკადემიისკენ. ძალიან ლამაზი იყო იცი ? ასეთი ლამაზი ქალი მეგონა არასოდეს მყავდა ნანახი, თვალებში მზის სხივივით გაჰნათებოდა მომწვანო თვალები. უცხო სურნელი ჰქონდა, ერთდროულად რამდენიმე არომატით შერეულიყო მისი კანის სურნელი. სიგარეტი მოხდენილად დაეჭირა თითებს შორის, აქამდე მეგონა ვერ ვიტანდი ქალი ,რომ სიგარეტს ეწეოდა თუმცა მას უხდებოდა, მას ყველაფერი უხდებოდა. გამოგიტყდები, მენატრება, ნაზი ,ფარატინა ხმით მესაუბრებოდა ხოლმე ,თუმცა სახე ჰქონდა ამაყი და მკაცრი. მის ხმასთან კონტრასტით შერწყმულიყო მისი თვალები, ტუჩები და ცხვირი. ვერ ვხვდებოდი ,თუ როგორ შეიძლებოდა ასეთი იდეალური ყოფილიყო ქალი.
ლამაზი იყო, საოცრად ლამაზი.
ტავტოლოგია გამომდის ვიცი, მაგრამ ბევრჯერ მინდა გავიმეორო მისი სილამაზის შესახებ მცნებები.
მსხვილი, მეწამული ფერის ტუჩები, მწვანე თვალები, პატარა ლამაზი ცხვირი და შავი დალალები. ასეთი იყო ის ქალი ერთდროულად ბედნიერებისა და უბედურების მომტანი ,რომ გახდა ჩემთვის.
ცოტათი მეშინია, ჰო მეშინია ,რომ გავგიჟდები. ფიქრისაგან შევიშლები და ვეღარასოდეს ამოვიგდებ ამ ქალის სახეს გონებიდან. ალბათ გძულვარ, ყურადღებას არასდროს ,რომ გაქცევდი.
არ გამტყუნებ იცი ? მეც მძულს საკუთარი თავი!
და მაინც მაპატიე.
თუ შეგიძლია მაპატიე მისი სიყვარული.“


დავით ჭელიძე იჯდა საკუთარი სახლის კაბინეტში და კითხულობდა მამის მიერ დატოვებულ ბოლო წერილს, საშინელი ზიზღის გრძნობით ავსებულიყო მის სხეულში მოთავსებული მფეთქავი ორგანო.
-რას აკეთებ ?.- კაბინეტის კარი შემოაღო ნატამ და დინჯი ნაბიჯებით გამოემართა ჭელიძისაკენ.
-არაფერს.- წერილი კონვერტში ჩააბრუნა და პირველივე უჯრაში ჩააგდო ზეზეულად.- სტუმრები უკვე წავიდნენ ?
-არა, შენი აზრით ასე ადვილად მოიცილებ თავიდან ?.- ირონიულად ჩაილაპარაკა ნატამ.- ეს ადამიანები გვისრუტავენ ყველაზე მეტად დავით, გვეთამაშებიან და ბოლოს გაფუჭებული ნივთივით გვისვრიან თავისი ცხოვრებიდან.
-ეს ყველაფერი იცი ნატა, იცი და მაინც მათი საზოგადოების ნაწილად გსურს ყოფნა. შენც მათნაირი ხარ, შენც იყენებ ადამიანებს და შემდეგ ისე ისვრი შენი ცხოვრებიდან როგორც გაფუჭებულ ნივთებს ვყრით სანაგვეზე.
-და რა არის ამაში ცუდი დავით ?.- მაგიდაზე ჩამოუჯდა მამაკაცს ნატა.- ძლიერი ადამიანების გვერდით ვამჯობინებ ცხოვრებას, მათ იციან როგორ ითამაშონ სწორად ისე ,რომ არასოდეს იყვნენ დამარცხებულები. ისინი მიზნის მისაღწევად აკეთებენ ყველაფერს და რა, შენც ასე არ მოიქეცი ცოტახნისწინ ?.- ჭრილობაზე ძლიერად დააჭირა ფეხი ნატამ.- შენც ხომ სწორედ თაღლითობით გამოაცალე ოჯახს ალბათ ერთადერთი თავის სარჩენი. შენც ჩვენნაირი ხარ დავით, ჩვენნაირი და არ აქვს მნიშვნელობა ამას ,როდის აღიარებ, გულის სიღრმეში ყოველთვის გეცოდინება ,რომ ასეთი ხარ!
-საკუთარი თავით არ ვამაყობ ნატა, იცი შენ ეს!
-ჰო, შეიძლება ჯერ კიდევ შეგრჩა რაღაც, თუმცა დიდი ხნით არა.
-ეს სიტუაცია გართობს არა ?.- ფეხზე წამოიმართა დავითი და ნატას სახეს დააჩერდა გამძვინვარებული თვალებითა და დაჭიმული ყბებით.
-რა თქმა უნდა დავით!.- მამაკაცის წინ გაჩერდა ქალი და თითები ააცურა პერანგის საყელოსაკენ.- მომწონს, ჩვენნაირად რომ გისაზიზღდება მთელი ცხოვრება, მომწონს ჩვენნაირი არარაობებისაგან სავსე წრით რომ საზრდოობ.
-ნატა, ნატა... საშიში ქალი ხარ!
-ჯერ კიდევ ვერ მაფასებ სათანადოთ საყვარელო.- ტუჩები მამაკაცის ყბას მიაწება ქალმა და თითების ნაზი მოძრაობით შეუხსნა პერანგის ღილები.- ვერ გიტან დავით!
-ვერც მე გიტან ნატა! მეზიზღები!.- ამოიგმინა კაცმა და ხელის ერთი მოძრაობით შემოისვა ქალი წელზე.

*-*-*-*-*

-ამდენი ცხოვრებაში არ დამილევია.- იცინოდა ანა და სახურავზე წამოწოლილი შეჰყურებდა ვარსკვლავებით მოჭედილ ცას.- იცი ბექა, ახლა თავი მართლაც რომელიმე ფილმში მგონია.
-დრამაში ?.- ჩაეცინა ბიჭს.
-ჰო.- ამოიპარაკა ჟღალთმიანმა და იდაყვებით დაეყრდნო ზედაპირს.- ბექა, დავით ჭელიძე როგორი ადამიანია ?
-მასზე საუბრისას სუბიექტური ვიქნები ანა.- თავი გაიქნია ბიჭმა და ფეხზე წამოიმართა, ოდნავ შეკოტავდა, ძლივს ძლივობით გასწორდა.- ბავშვობიდან ვმეგობრობთ მე და დავითი.
-ჰოდა მითუმეტეს უნდა იცოდე როგორია. მაინტერესებს ვის ხელშია კაფე ,რომელიც საკუთარი სახლივით მიყვარდა.
-დავითი კეთილი ადამიანია ანა, კეთილი თუმცა დაბნეული. თვითონაც არ იცის ვის ან რას ეძებს. წარსულში დაკარგული ადამიანია, რომელსაც გრძნობები აკლია და ეძებს, ეძებს გამუდმებით, შეუჩერებლივ. სანამ არ იპოვის, იქამდე ვერ გაიცნობ ,რადგან თვითონ დავითიც არ იცნობს საკუთარ თავს ისე როგორც საჭიროა.
-და შენ უგებ ბექა ?
-შეუძლებელია ადამიანთან მეგობრობდე და არ გესმოდეს მისი. ყოველთვის როცა დავით ჭელიძეს ვუყურებ ისევ ათი წლის ბიჭს ვხედავ, ბიჭს რომელმაც სიბოროტის შესახებ არაფერი არ იცის, ბიჭს რომელიც ყოველთვის მზად არის შენთვის თავი გაწიროს, ბიჭს რომელსაც შეუძლია გულწრფელად გესაუბროს. ასეთ დავით ჭელიძეს ვიცნობ და ის ჩემი მეგობარია!



*-*-*-*-*

საიდან დავიწყო არ ვიცი.
ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით დაგვიანების გამო.
ძალიან მრცხვენია თქვენი, ყველანაირად ვეცდები ,რომ ასე აღარ დავაგვიანო.
იმედი მაქვს მოგეწონებათ.




скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი miyvarxar1992

Yvelaferi gepatieba aseti kargis shemdeg❤❤❤

 



№2  offline მოდერი TeddyBear

miyvarxar1992
Yvelaferi gepatieba aseti kargis shemdeg❤❤❤

ძალიან დიდი მადლობა kissing_heart

 



№3  offline ახალბედა მწერალი An_Gel

ამ ბოლო დროს გადავწყვიტე, რომ უფრო მეტ ავტორს გავეცნო ამ საიტზე, ვიდრე ვიცნობდი. ხოდა შენ ერთ-ერთი იმათგანი იყავი, ვიზეც სულ მეუბნებოდნენ, რომ უნდა წამეკითხა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ახლა ვნახე შენი პოსტი, მესამე თავი რომ დადე და სამივე თავი ერთად წავიკითხე. (შენ რომ მიწერ ხოლმე საოცარ კომენტარებს, მეც ხომ მინდა, რომ იგივე ვცადო? :დდდ <3)
ესეიგი, პირველ რიგში გეტყვი, რომ საინტერესო ჩანაფიქრი გაქვს. ისიც მომწონს, რომ დავითის ცხოვრებაში ახლა ნატა არსებობს (ჩემთვის გაურკვეველი სტატუსით) და ანა და ბექა სახურავზე საუბრობენ. თუმცა ვისურვებდი, რომ პერსონაჟებზე უფრო მეტი წერო. ჭელიძეზე მეტს გავიგებდი. მის წარულზე, მშობლებზე, ნატასთან ურთიერთობაზე, შვილზე - ყველაფერზე, მოკლედ. ცოტა უნდა გაზარდო ინფორმაციულად თავები.
იმედია მალე გაიგებს ანა, რომ დათოა მისი კაფის ახალი მეპატრონე და კიდევ უფრო მალე იმას, როგორ გახდა ეს კაცი ახალი მეპატრონე :დდ
რა კარგი გოგო ხარ, იცი?! შენი სხვა ისტორიები არ ვიცი, სამწუხაროდ, მაგრამ ამ ისტორიითაც ვხედავ, რომ ძალიან საინტერესო გოგო ხარ relaxed გაქვს სასიამოვნო თხრობის სტილი, შიგადაშიგ ლამაზი შტრიხები და გადასვლები. რაღაც ნიუანსები გაქვს, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც გამოუსწორებადია. მთავარი, რაც ყველაზე მეტად მომწონს მე მწერალში, ემოცია და თანმიმდევრული გადმოცემის უნარი ნამდვილად გაქვს heart_eyes
მოკლედ, საერთოდ არ გამომივიდა ისეთი კომენტარი, შენ რომ მჩუქნი ხოლმე, მაგრამ სად გვეჩქარება? ჯერ მხოლოდ მესამე თავია. შემდეგში იქნება უკეთესიი :დდდდ მიხარია, რომ შენი გაცნობაც დავიწყე. გელოდები დიდი ინტერესით heart_eyes heart_eyes heart_eyes
პ.ს ისე რა უცნაურია. შენც, მეც, მარგოსაც და ნენესაც ამჟამინდელ ისტორიებში მთავარი გმირი ქალი ანა გვყავს სახელად joy joy

 



№4  offline მოდერი TeddyBear

An_Gel
ამ ბოლო დროს გადავწყვიტე, რომ უფრო მეტ ავტორს გავეცნო ამ საიტზე, ვიდრე ვიცნობდი. ხოდა შენ ერთ-ერთი იმათგანი იყავი, ვიზეც სულ მეუბნებოდნენ, რომ უნდა წამეკითხა, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ახლა ვნახე შენი პოსტი, მესამე თავი რომ დადე და სამივე თავი ერთად წავიკითხე. (შენ რომ მიწერ ხოლმე საოცარ კომენტარებს, მეც ხომ მინდა, რომ იგივე ვცადო? :დდდ <3)
ესეიგი, პირველ რიგში გეტყვი, რომ საინტერესო ჩანაფიქრი გაქვს. ისიც მომწონს, რომ დავითის ცხოვრებაში ახლა ნატა არსებობს (ჩემთვის გაურკვეველი სტატუსით) და ანა და ბექა სახურავზე საუბრობენ. თუმცა ვისურვებდი, რომ პერსონაჟებზე უფრო მეტი წერო. ჭელიძეზე მეტს გავიგებდი. მის წარულზე, მშობლებზე, ნატასთან ურთიერთობაზე, შვილზე - ყველაფერზე, მოკლედ. ცოტა უნდა გაზარდო ინფორმაციულად თავები.
იმედია მალე გაიგებს ანა, რომ დათოა მისი კაფის ახალი მეპატრონე და კიდევ უფრო მალე იმას, როგორ გახდა ეს კაცი ახალი მეპატრონე :დდ
რა კარგი გოგო ხარ, იცი?! შენი სხვა ისტორიები არ ვიცი, სამწუხაროდ, მაგრამ ამ ისტორიითაც ვხედავ, რომ ძალიან საინტერესო გოგო ხარ relaxed გაქვს სასიამოვნო თხრობის სტილი, შიგადაშიგ ლამაზი შტრიხები და გადასვლები. რაღაც ნიუანსები გაქვს, მაგრამ არაფერი ისეთი, რაც გამოუსწორებადია. მთავარი, რაც ყველაზე მეტად მომწონს მე მწერალში, ემოცია და თანმიმდევრული გადმოცემის უნარი ნამდვილად გაქვს heart_eyes
მოკლედ, საერთოდ არ გამომივიდა ისეთი კომენტარი, შენ რომ მჩუქნი ხოლმე, მაგრამ სად გვეჩქარება? ჯერ მხოლოდ მესამე თავია. შემდეგში იქნება უკეთესიი :დდდდ მიხარია, რომ შენი გაცნობაც დავიწყე. გელოდები დიდი ინტერესით heart_eyes heart_eyes heart_eyes
პ.ს ისე რა უცნაურია. შენც, მეც, მარგოსაც და ნენესაც ამჟამინდელ ისტორიებში მთავარი გმირი ქალი ანა გვყავს სახელად joy joy


გამიხარდი ანა,
მართლა ძალიან გამიხარდი.
თან სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი შენი კომენტარის დანახვისას.
იცი როგორი შეგრძნება მქონდა ? თითქოს მაგარი ტიპი ვიყავი იმიტომ რომ ჩემმა ერთ-ერთმა საყვარელმა მწერალმა შემამჩნია blush relaxed
ზემოთხსენებულს გავითვალისწინებ, უფრო მეტად ჩავუღრმავდები პერსონაჟებს (შევეცდები მაინც) smile
ახლა რაღაცნაირად ვგრძნობ თავს, გახარებული ვარ.
ძალიან დიდი მადლობა ,რომ ჩემთან ხარ ახლა heart_eyes
პ.ს. მიყვარს სახელი ანა, სასიამოვნოდ ჟღერს და სხვა ჩემს ისტორიებშიც შეგხვდებიან "ანაკოები".
პ.ს.ს. ანაკოები და ნინაკოები joy

 



№5  offline აქტიური მკითხველი Anuki96

ლოდინად ღირდა!!

 



№6  offline მოდერი TeddyBear

Anuki96
ლოდინად ღირდა!!

დიდი მადლობა relaxed

 



№7  offline აქტიური მკითხველი Anuki96

TeddyBear
Anuki96
ლოდინად ღირდა!!

დიდი მადლობა relaxed

ხო ისე მეც მიყვარს ჩემი სახელი :დ

 



№8 წევრი ლილიკო

გილოცავ იმიტომ რომ ვიცი ერთერთი საუკეთესოა ეს რომანი ამ საიტზე. გული მიგრძნობს რაღაცა ისეთი გაქვს ჩაფიქრებული ბევრს გვანერვიულებ, მაგრამ მზად ვარ დაველოდო შემდეგ თავს. ????????

 



№9  offline მოდერი TeddyBear

ლილიკო
გილოცავ იმიტომ რომ ვიცი ერთერთი საუკეთესოა ეს რომანი ამ საიტზე. გული მიგრძნობს რაღაცა ისეთი გაქვს ჩაფიქრებული ბევრს გვანერვიულებ, მაგრამ მზად ვარ დაველოდო შემდეგ თავს. ????????

დიდი მადლობა ლილიკო, ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები blush

 



№10 სტუმარი სტუმარი Lia

Sauketeso istoriaa .cota gazarde tavebi.

Gashlilad agwere ambebi, mwired nu gadmocem.saerto jamshi kargi gogo xar.❤❤❤

 



№11  offline მოდერი TeddyBear

სტუმარი Lia
Sauketeso istoriaa .cota gazarde tavebi.

Gashlilad agwere ambebi, mwired nu gadmocem.saerto jamshi kargi gogo xar.❤❤❤

დიდი მადლობა blush

 



№12  offline მოდერი TeddyBear

მეგობრებო,
სამწუხაროდ არ ვიცი როდის გაგრძელდება ისტორია, დრო თითქმის არ მაქვს და არც ის მინდა მიფუჩეჩებული გამომივიდეს.
ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით ამდენს რომ გალოდინებთ, ვფიქრობ სრულად დავდო, როცა დაიწერება და იმედი მაქვს რომ დიდი ხნით ლოდინი არც თქვენ მოგიწევთ და არც მე.
ყოველშემთხვევაში გპირდებით რომ ისტორია დაუსრულებელი არ დარჩება და აუცილებლად იხილავთ სრული სახით.
კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent