შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოფილი ცოლის სურნელი 18+ (5)


23-11-2017, 00:01
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 003

ყოფილი ცოლის სურნელი 18+ (5)

„ივანეს უყვარდა...
ისე უყვარდა, რომ მზად იყო, მკერდიდან ამოეგლიჯა გული და კატალინასთვის ჩაედო კალთაში.
ყველაფერს უკოცნიდა - ქათქათა შუბლს, სწორსა და სრიალა ცხვირს, ფაფუკ, ვარდიფრად შეფარკლულ ლოყებს, ტუჩებს, ყელს.
ყოველთვის ატლასის ფრიალა ხალათი ეცვა დილაობით, სულ სხვადასხვა ფერებში და კაცს ზოგჯერ ეგონა, რომ თვით ღვთაება დაათამაშებდა ჩამოქნილ სხეულს მამაკაცის გარემოცვაში. მისი ხავერდივით თმა მუდამ საოცარ სურნელებას აფრქვევდა.
ფეხის ტერფებსაც უკოცნიდა ხოლმე კაცი.
უცნაურია, რომ ყველაზე მეტად სწორედ მისი ფეხის ტერფები, მუხლები, თხელი ბარძაყები უყვარდა. იღლიასა და მკერდს შორის რომ სხეულის ყველაზე რბილი ნაწილია, ეგეც უყვარდა.
სულ ყველაფერი უყვარდა...
დილაობით, მისი წვრილი თითები აღვიძებდნენ, რომელსაც შეუჩერებლად დაათამაშებდა კაცის სახეზე.
კატალინასაც უყვარდა,... უყვარდა მამაკაცის მძმე, ზოგჯერ მკაცრი გამოხედვა, რომელსაც არასდროს ჰქონია მკაცრი ხასიათი. უყვარდა ის, რომ მის გვერდით თავს ღმერთად გრძნობდა. უყვარდა დილაობით მის მკერდზე ცხვირის მიდება და დაუსრულებელი სრუტვა ივანეს სურნელისა, მისი სითბოსი.
ბარის მიყრუებულ კუთხეში, ყველაზე მყუდრო ადილას თავშეუკავებლად კოცნიდნენ ერთმანეთს. ეს არ იყო ფრანგული კოცნა მთელი თავისი ვნებით. ეს გრძნობებს აყოლებული, წამების შეგრძნების სურვილით გაჯერებული ტუჩების ცეკვა იყო, რომლის სინაზეც ხუთ წუთს მაინც გრძელდებოდა.
ერთ მშვენიერ საღამოს, კატალინამ სამყაროს თავისი მარწუხები კვლავ მოარგო და წყვდიადმაც ჩვეულებისამებრ დაისადგურა. მოსწონდა ასეთ დროს საყვარელთან ერთად ხელჩაკიდებული სეირნობა. ცალ ხელზე ტყავის ხელთათმანი ეკეთა, ცალს კი ივანეს სითბო ათბობდა.
- ჩემი მეგობრები ფიქრობენ, რომ გავაფრინე - გამოუტყდა ივანე.
- იმის გამო, რომ ჩემთან ერთად სეირნობ და გიყვარვარ? - გაეცინა კატალინას.
- ჰოო, ალბათ - ცხვირი და ტუჩები დაუკოცნა ქალს.
თოვლის ფანტელი თავზე სამყაროს სასწაულივით ეყრებოდათ, კატლინას ფიფქებით სავსე გრძელი თმა კი გასათხოვრად გამზადებული პატარძალივით შემოსილიყო.
- კატალინა - თქვა ივანემ ქალის სახელი და მაღლა აიხედა. საყვარელი ქალის სახელზე უფრო მშვენიერი გამოსათქმელი სიტყვა არ არსებობდა. მკრთალი სინათლით განათებულ ღამეში, ვარსკვლავებთან შერწყმული თოვლი უმშვენიერესი სანახავი იყო. ივანე გრძნობდა, რომ მთელი სამყარო იზიარებდა მის სიყვარულს, მთელი სამყარო დანატროდა მათ სპეტაკ გრძნობას და თუ ვინმეს სულს მარადიული შური სტანჯავდა, მხოლოდ მათი ბედნიერებით მოგვრილი შური იქნებოდა.
- ჰო საყვარელო - უხელთათმანო ხელი თავზე გადაუსვა კატალინამ - ღმერთო, მიმელოტდები მემგონი.
- სამაგიეროდ, ჩემს ჭაღარას ვეღარ ნახავ. - მიუგო კაცმა მხიარულად.
- ქუდი უნდა დაიხურო ხოლმე ასეთ ყინვაში... - ამოიოხრა შეწუხებულმა.
- ძალიან გიხდება, როცა ჩემზე ნერვიულობ.
- აბა ვიზე ვინერვიულო? - თითის წვერებზე დადგა და ყურისძირში ნაზად აკოცა ივანეს, შემდეგ ხმამაღლა გადაიხარხარა, მაღლა აიხედა და პირი გააღო.
- რას აკეთებ?
- თოვლს ვჭამ.
საცდელად ივანემაც გააღო პირი. გრილი და სასიამოვნო იყო ენაზე დამდნარი თეთრი ვარსკვლავები. პატარა ბავშვად გრძნობდა თავს... სპეტაკ, უცოდველ, შეყვარებულ ბავშვად. კატალინას ლამაზი ქუდი ეხურა და თმა იმ მხარეს გადმოეყარა, სადაც კაცი ედგა.
- მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა.
მწუხარე გრძნობა ცივი სისოვლის
და სიყვარულის ასე მოთმენა. - პუტკუნა ტუჩებიდან ყველაზე სასიამოვნო ხმით გამოსცრა კაცმა. კატალინას ყურებამდა გაებადრა სახე, შუბლი მის შუბლს მიადო და ბაგეებიდან თითოეული ასო ნაზად, სიყვარულით გამოაქანდაკა:
- ოჰ! ასეთია ჩემი ცხოვრება:
იანვარს მოძმედ არ ვეძნელები,
მაგრამ მე მუდამ მემახსოვრება
შენი თოვლივით მკრთალი ხელები.
- სამყაროში შენზე მშვენიერი არავინაა - აღმოხდა ქალის სიყვარულით გაბრუებულ ივანეს.
- მხოლოდ იმიტომ ვარ მშვენიერი, რომ შენ დაგამშვენო - უპასუხა ქალმა.
- ძვირფასო! ვხედავ... ვხედავ შენს ხელებს,
უღუნოდ დახრილს თოვლთა დაფნაში.
იელვებს, ქრება და კვლავ იელვებს
შენი მანდილი ამ უდაბნოში... - თქვა ივანემ და მომღიმარი კატალინას წინ დაიჩოქა.
- როლებში იჭრები საყვარელო - გაეცინა კატალინას.
მისი კბილებისა და სიცილით სისპეტაკემ თოვლის სითეთრეს გადააჭარმა.
ივანე ახლა ისეთი დარწმუნებული იყო თავის სურვილში, როგორც არასდროს.
- გახდი ჩემი ცოლი კატალინა!
- რაა?
- ცოლად გამომყევი - ღრმად ჩაისუნთქა და ჯიბიდან ლამაზი ბეჭედი ამოიღო - მაპატიე, ყუთიანად არ ჩამეტია ჯიბეში... თან დღეს არ ვაპირებდი, მაგრამ....
- როდის აპირებდი?
- ხვალ - უპასუხა ივანემ.
კატალინამ გადაიკისკისა.
- ღმერთო - აღმოხდა ქალს და ფეხების ბაკუნით დატრიალდა.
- ანუ?
- თანახმა ვარ - მარჯვენა ხელის არა თითი გაუწოდა საყვარელს და ამაყად შეხედა მასზე ჩამოსრიალებულ მშვენიერ ბეჭედს.
კაცის თვალებს შეხედა... მართლა დაუვიწყარი იყო. დაუვიწყარი იყო ის, რომ მთელი სიცხადით გადმოსცემდნენ ეს თვალები სიყვარულით გაჯერებულ სულს.
იმ საღამოს, როცა ერთმანეთის სხეულებს ვახშმის მაგივრად შეექცეოდნენ და გარშემო მხოლოდ თეთრი ზეწრის თოვლისებრი ფერი გამეფებულიყო, წყვილი საკუთარი სულის სამუდამო შერწყმის მოახლოებასაც ზეიმობდა.
- ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ - თქვა კმაყოფილი ღიმილით კაცმა და მკერდზე გადმოპენტილ ქალის თმას მოეფერა.
- მე გაბედნიერებ?
- ჰო, შენ მაბედნიერებ!
- რა ბედნიერება, რომ სასურველი ვარ შენთვის.
- სამუდამოდ სასურველი ხარ კატალინა - ქალის ნაზ მკერდს მრავალჯერ ეამბორა და ცხვირი მის თმაში ჩამალა.
კატალინა კისერზე უხახუნებდა სახეს და ხარბად აცხრებოდა მამაკაცის არომატს. კატალინა ბედნიერი იყო, თუმცა ხვდებოდა, რომ უბედურების ხანა ახლოვდებოდა.... თუ ქალს ბედნიერებასა და უბედურებას შორის მოუწევდა არჩევანის გაკეთება, ის უბედურებას აირჩევდა, როგორც ერთხელ გასცვალა უკვე სინათლე წყვდიადში. უბრალოდ, ასე იყო საჭირო. სამყაროს თავისი წილი შურისძიება უნდა მიეღო საკვებად.
- ვინ დავპატიჟოთ ქორწილში? - ჰკითხა ივანემ.
- რამე გრანდიოზული გინდა? - სახე დამანჭა კატალინამ.
- შენ თუ გრანდიოზული გინდა, ისეთი გადავიხადოთ, რომ მთელი სამყარო, უცხოპლანეტელების ჩათვლით, ჩვენზე ალაპარაკდეს.
- საყვარელო, მე ცოტა მოკრძალებული მირჩევნია. - მიუგო ქალმა.
- მეც - სახე გაებადრა ივანეს. - საერთოდ, მარტო ჩვენ ორნი თუ ვიქნებით, მით უკეთესი და მეჯვარეები.
- არავინ მყავს აქ და რომ გითხრა, მეგობრების ყოლით გამოვირჩევი-თქო, მოგატყუებ - გამოუტყდა კატალინა.
- ელიზაბედი რომ წაიყვანო მეჯვარედ? - ივანეს თავისი მწერალი მეგობარი გაახსენდა, რომელიც, რაღაც სასწაულის წყალობით, კატალინას საკმაოდ დაუახლოვდა. ორივეს მძიმე, უცნაური ხასიათები ჰქონდათ და თავიდან, ივანეს ეგონა, ერთმანეთს დაჭამდნენ, სინამდვილეში კი მშვენიერი ურთიერთობა აეწყოთ.
- მინდა...
- შენები? ბიძაშვილები ან რა ვიცი.
- ობოლი ბავშვი რომ ვარ, არ იცი?
- ვიცი - გაეცინა კაცს. - მეც ობოლი ბიჭი ვარ.
- ვიცი საყვარელო...და შეხვდა ორი ობოლი უსიყვაროლო ადამიანი ერთმანეთს - სახეზე მოეფერა ქალი გატრუნულ კაცს და შემდეგ მთელი არსებით ჩაეხუტა.....
კატალინას გამოხედვას ყველა სალოცავი ხატი ჩაენაცვლებინა ივანესთვის და ახლა მხოლოდ მისი თვალების შემხედვარეს სწამდა უფლის არსებობის. კატალინას თითოეული ამოსუნთქვისთვის ედგა პირში სული. ღმერთის ყველაზე ღირსეულ ქმნილებად მიაჩნდა თოვლით გაწყობილი გარემოს ფონზე, თეთრ კაბაში შემოსილი პატარძალი.
კატალინა ნაზი იყო, როგორც ყვავილი, თუმცა ამ სინაზეს ერთი ხელის მოსმით შეეძლო გაენადგურებინა ყველა და ყველაფერი, რაც წინ გადაეღობებოდა. ანადგურებდა ყველაფერ უწმინდურს თავისი დახვეწილი მზერითა და ერთი ჩვეულებრივი ამოსუნთქვით, რომელიც კაცისთვის მთელი ქვეყნიერების ფასი გამხდარიყო. თავისი მეუღლის შემხედვარეს, არა მხოლოდ კატალინა, არამედ ყველა ქალი შეუყვარდა. შეუყვარდა ყველა კატალინას მონათესავე სული.
თითქოს, სიყვარულის სახელით, ადამიანების ნდობა დაუბრუნდა და არა მხოლოდ ბოროტების, არამედ სიკეთის ხილვაც შეძლეს კაცის თვალებმა. გარემოს სათვალე გახდა კატალინა ივანესთვის....
ყველაფერი შეიცვალა. იმ დღეს, თოვლჭყაპმა დაასველა მთელი ქალაქი და მხოლოდ ღმერთმა იცოდა, რომ წინასწარ გლოვობდა სამყარო მოსალოდნელი ტრაგედიის სუნს. საშინლად აცივა... ივანეს არ ეშინოდა, პირიქით, ასეთი ძლიერი სიყვარულის ფონზე, მხოლოდ შვებად მიაჩნდა ქუჩებში გამეფებული სიცივე. თბილ, ფიცდადებულ სასთუმალთან ეგულებოდა ქალი, რომლის სხეული ყოველთვის ცხელი და საკმარისაც თბილი იყო. თუ კატალინას სითბო არ ეყოფოდა, თავად გაუთბობდა შინ დაბრუნებულ ქალს ზამთრის სუსხში გათოშილ ხელებს.“
წყვდიადის დედოფალმა წიგნი დაკეცა. ღამე მოახლოებულიყო. მის სიდიადეს ღამის მომწამვლელ გისოსებში ჰქონდა ფესვები გადგმული. ახსენდებოდა პირველი და უკანასკნელი სიყვარული, რომელიც ადამიანის მიმართ იგრძნო. ადამიანთან განშორების შემდეგ კი ღრმად ირწმუნა, რომ ერთადერთი, რაშიც შეცდომა არასდორს დაუშვია, წყვდიადის ერთგულება იყო.
სინათლესთან გაახსენდა უკანასკნელი გაბრძოლება. მასთან დაპირისპირებული ნათელი სხივი უძლეველი და შეუდრეკელი ჩანდა, თუმცა მაინც დათმო თავისი სუნთქვა. ქალღმერთი მშვენივრად ხვდებოდა, რომ ბრძოლა კი არ მოიგო, არამედ მოაგებინეს.
ასე ხდება როდესაც სინათლე შეგიყვარებს.
და სინათლესაც უყვარდა წყვდიადი.
იყო დრო, როდესაც წყვდიადი და სინათლე, სიკეთე და ბოროტება ცოლ-ქმარნი იყვნენ, სანამ ამ სპეტაკი გრძნობით არ ისარგებლეს ცბიერმა ღამის მოციქულებმა - ბოროტებამ, წყვდიადმა...
წყვდიადს უყვარდა თავისი თანამეცხედრე.
მაგრამ მას გენში ჰქონდა ყველა წმინდა გრძნობის ფეხქვეშ გათელვა და არც მათი სიყვარული ყოფილა გამონაკლისი.
სულელი აღმოჩნდა ქალღმერთი... ადამიანებივით სულელი.
„ ქორწინების მეოთხე თვის თავი ჰქონდათ ჩადუნელებს. განსაკუთრებულს არასდროს არაფერს აკეთებდნენ, რადგან მათთვის ყოველი დღე გამორჩეული იყო. ზაფხულის გრილ საღამოს, სახლის ვერანდაზე ვახშმობდნენ. კატალინას მეუღლის მუხლებში მოეკალათებინა სხეული. გიშრისფერი თვალების ნათება, კვლავინდებურად ძლიერი შერჩენოდა მის თვალებს და პანტერის გამოხედვა ახლა თავისი ქმრის სახისკენ მიეპყრო.
- ოდესმე მითქვამს, რომ უმშვენიერესი ხარ? - ჰკითხა ივანემ და კატალინას კეფასთან ხვეულად შეკრული თმა მთელ სიგრზეძე ჩამოუშალა. შემდეგ კი ნაზად მოეფერა ცოლის კულულებს.
- ყოველ დღე მეუბნები საყვარელო - გაეცინა ქალს. - მაგრამ არ მეზარება მოსმენა.
- მე შენი ხმის მოსმენა არ მეზარება - ეშმაკური თვალები მიაპყრო კაცმა და კედელზე მიყუდებული გიტარა ქალს ფეხებში ჩაუდო.
- გიმღერო?
- მიმღერე.
- რას შემიკვეთავს ჩემი უფროსი? - ოდნავ გამელოტებულ თავზე აკოცა კატალინამ.
- ქარი კვლავ არხევს ნაცნობ ლელიანს - გამოუცხადა ფიქრის გარეშე.
ქალს მთელი სულით გაეღიმა, გიტარის სიმებს მოქნილი თითები ჩამოჰკრა და საამური ბგერებით დაატკბო სამყარო.
ივანე ისე უსმენდა, როგორც სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში აჭიკჭიკებულ ბულბულს. ხელს უშლიდა - გამხდარ მკლავებსა და სრიალა, სურნელოვან ყელს უკოცნიდა მოუსვენრად.
- ძალიან მიყვარხარ - მომაჯადოებელი სიმღერის დასრულებისას მიუგო კაცმა მეუღლეს,.
- მაგასაც ყოველ დღე მეუბნები და მე დღეში ასჯერაც კი არ მომბეზრდება გიპასუხო, რომ მეც მიყვარხარ!
- ნეტავ, ასეთი სასაცილოები ვიქნებით ცხოვრების ბოლომდე?
- სასაცილოები?
- ჰო. მე სკამზე, შენ - ჩემს მუხლებში, შენს მუხლებში - გიტარა.
- ალბათ.
- მემგონი, შენს მუხლებში ბავშვიც იქნება ხოლმე - გაეღიმა ივანეს. - შენ კი ჩემს მუხლებში იქნები სამარადისოდ.
- ბავშვი? - ოდნავ თვალები დაჭყიტა კატალინამ და ცოტა არ იყოს, უხერხულობა იგრძნო. ერთად ყოფნის არც ერთ წამს არ განუხილიათ შვილის ყოლის თემა.
- ბავშვები ხომ გვეყოლება?
- რა თქმა უნდა - გაეღიმა ქალს - ოღონდ, ჯერ არა კარგი? ცოტახანს, სიწყნარით, ახალგაზრდობითა და სექსით დავტკბეთ. - შეევედრა ქმარს.
- დავუშვათ, ბავშვის შეძენის შემდეგ, გასაგებია, რომ სიწყნარეს დავკარგავთ, მაგრამ სექსი რატომ ვეღარ გვექნება? - გაუკვირდა ივანეს.
- გვექნება, როცა დავაძინებთ ხოლმე. ბავშვები კი ძილს ვერ იტანენ ივა.
- ძლიერი არგუმენტია - გულიანად გაეცინა ივანეს.
კატალინამ ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო მიმზიდველად დალია და მეუღლის მკლავებში ისე მიესვენა, როგორც რბილ საწოლზე.
- მიყვარხარ საყვარელო - ღიმილით უთხრა. თავის მკერდთან გადაჯაჭვულ მეუღლის ხელებს თვალებით მოეფერა“.

- ქალი კი არა, ღამის დემონი! - დაიღრიალა სინათლის ღვთაებამ და ყვავილებიანი ვაზა კედელს შეალეწა. უკვე მეორედ ჰქონდა წიგნის წაკითხვისას ასეთი რეაქცია. სწრაფად გადაფურცლა, უკვე იცოდა, რაც მოხდებოდა. იცოდა შუაგულში, შეყვარებული წყვილის ალერსი, მათი გრძნობააშლილი ვნებები, თითოეული ამოსუნთქვა და მზერა.
მაგრამ სინათლის ღვთაებას ყველაზე მძიმე ნაწილი სჭირდებოდა.
სჭირდებოდა ბოლო ნაწილი:
„გათენდა დღე, როდესაც წყვდიადისა და სინათლის ბრძოლის დასასრულს, წყვდიადის გამარჯვებას გლოვობდა მთელი სამყარო. დილის მშვენიერი სხივებიც კი ღამეს მოეცვა და ქალღმერთი ყველაზე ძლევამოსილი გამხდარიყო. იმ დღეს, ივანემ თვალები ფართოდ გაახილა და გვერდზე მწოლიარე ქალი შეათვალიერა... აშკარად, რაღაც რიგზე არ იყო, რადგან წინა ღამეს, საკუთარ ბარში შესვლის შემდეგ, აღარაფერი ახსსოვდა.
ეს იყო კოშმარი ყოველგვარი შესავლის გარეშე. ეს იყო დედამიწაზე გამეფებული ჯოჯოხეთი.
სხეულის ყველა ნაწილი აუკანკალდა.
აუთრთოლდა გული, სული ეტკინა, სამყარო ჩამოენგრა თავზე.
კატალინა არ ეწვა გვერდით. სულ სხვა ეწვა გვერდით. სრულიად უცნობი შიშველი ქალი....
თავადაც შიშველი იყო.
საკუთარ თვალებს ვერ დაუჯერა.
სიკვიდილი მოუნდა, სიკვდილს მოუხმო...
ამ დღის შემდეგ, სინათლე აღარასოდეს გამოჩენილა მის ცხოვრებაში“.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ყველაფერს ველოდი ამის გარდა
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№2  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლუნი.
ყველაფერს ველოდი ამის გარდა

smiling_imp smiling_imp

 



№3 სტუმარი სტუმარი nina

ეს რა გააკეთე?
ეს რა გმაიკეთე?
რაღაცაშია საქმე, არაა ივანე მაგნაირი.
რატო მგონია, რომ კატალინა უჩალიჩებს რაღაცას?

 



№4  offline წევრი მოცინარი

რ ა ა
?!?!?!!!!!
რ ო გ ო რ
?!!!!!!!!






რ ა ტ ო მ
?!!!!!!!

 



№5  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი nina
ეს რა გააკეთე?
ეს რა გმაიკეთე?
რაღაცაშია საქმე, არაა ივანე მაგნაირი.
რატო მგონია, რომ კატალინა უჩალიჩებს რაღაცას?

მიყვარს შენი გამომძიებლური ტვინი :დდდ

მოცინარი
რ ა ა
?!?!?!!!!!
რ ო გ ო რ
?!!!!!!!!






რ ა ტ ო მ
?!!!!!!!

ამას სავარაუდოდ, ხვალ საღამოს გაიგებ ძვირფასო მკითხველო smile smile

 



№6  offline წევრი KokoJinjer

Ar dadeb? '

 



№7 სტუმარი Ana

აღარ აგრძელებ?? გელოდები ????

 



№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

KokoJinjer
Ar dadeb? '

Ana
აღარ აგრძელებ?? გელოდები ????

ვწერ ბავშვებო. წესით, ბოლო გვერდირა დამრცა და შეიძლება, დღესვე დავდო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent