შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილის ეფექტი


24-11-2017, 16:04
ავტორი ტალუ♥
ნანახია 66

ყვავილის ეფექტი

შემოდგომა

თავი 1.

ჩემოდანი ხელში ავიღე და სუნთქვა შეკრულმა გავიარე დერეფანი. ხის იატაკი ოდნავ ჭრიალებდა, თუმცა რადგანაც რადიოდან მუსიკის ხმა მთელს სახლში იღვრებოდა ეს ვერავინ შეამჩნია. თეთრი ხის კარებს რომ გავცდი გასასვლელთან დიდ ოდნავ გაბზარულ, აქერცლილ სარკეში საკუთარი თავი წამიერად შევათვალიერე. დედის მიერ შერჩეული ახალი ნაყიდი ყვავილებიანი ნაჭრისაგან შეკერილი ქვედაბოლო კოჭებამდე მწვდებოდა, იასამნისფერი ზედატანი დეიდაჩემის კარადიდან რომ ავიღე იდეალურად შეეფერებოდა კაბას და შავ მკაცრ ფეხსაცმელს. სახეზე ფერი არ მედო და შემეშინდა ქუჩაში ვინმე რამეს რომ მიმხვდარიყო?!
შეშინებულმა ჩავისუნთქე მშობლიური სახლის სურნელი, თვალებით მივეალერსე საღებავ გაცვენილ კედლებს, უზარმაზარ ფარდებს ფანჯრებზე. უკანასკნელად მოვავლე თვალი ოთახს რომელიც ოდესღაც ჩემი სიცილით იყო სავსე, ადგილს სადაც ყველაზე ბედნიერი მოგონებები მაკავშირებს, მძიმე ლოდივით შემონახვია ყველაფერი მეხსიერებას, აქ გატარებული თითოეული წუთი, წამი, სამუდამოდ შემორჩება ჩემს გონებას. ცრემლები ურცხვად მოექანებიან ჩემი თვალებიდან, ლოყებზე მიიკვლევენ გზას და ძირს წითლად გადაღებილ იატაკზე სხაპასხუპით ისევე ეცემიან როგორც წვიმის წვეთები ატალახებულ მიწაზე.
ნუთუ მართლა უნდა დავტოვო აქაურობა? ადგილი რომელიც ჩემი სასახლე იყო, გაბრაზებული, ავადმყოფი თუ ბედნიერი ყოველთვის აქ მოვდიოდი ხოლმე და აქაურობას ვაფარებდი თავს. ყველა კუთხე-კუნჭული ჩემით არის სავსე.
ეჭვები ნელ-ნელა კვლავ მეპარებიან, მაგრამ არა. ამაზე უკვე ვიფიქრე და გადავწყვიტე, თანაც ვერ დავნებდები მაშინ როდესაც თითქმის მივახწიე მიზანს. ცრემლებს ვიწმენდ. თავს მაღლა ვწევ და სახეზე ყალბ ღიმილს ვირგებ, წარმოვიდგედგენ თითქოს ანჟელიკა ვარ ანნა და სერჟ გოლონების ნაწარმოებიდან, ეს მეხმარება და ამაყად გავდივარ ქუჩაში. ყველა მე მიყურებს, ან შეიძლება მეჩვენება კიდეც. ჩქარა ავდივარ ქუჩაზე და ჩიხისაკენ მივისწრაფი. მღელვარებისაგან ხელები მიხანკალლებს ამიტომ ჩემოდანს მაგრად ვუჭერ ხელს.
როდესაც დიდი ორსართულიანი სახლის შესახვევს ვუახლოვდები, სიბნელეს თვალს ვერ ვუსწორებ. ყელში რაღაც მიჭერს,
"ვიქცევი სწორად?"- წყვდიადს გავყურებ. მშინია არ მშთანთქოს, არ დავიკარგო და დავიწყებას არ მივეცე.
"უნდა შეხვიდე, უნდა გადადგა ნაბიჯი"- მაგულიანებს საკუთარი გონება, გულიც ისე სწრაფად მიცემს, ასე მგონია ზღვის ხმაურს ვისმენ, კლდეებს რომ აწყდება გასაქცევ გზას ეძებს თუმცა ყველა გზა მოჭრილია, ის ჩაკეტილია დატყვევებული. მე კი, მე ჩემი არჩევანი გამაჩნია, უფლება მაქვს გადავწყვიტო.
"მიდი გაბედე" -კვლავ მიყვირის ჩემი გონება, ერთი წამით მაინც ვყოვნდები, შიში შთანთქავს ჩემს სხეულს, იქნებ მართლაც არასწორად ვიქცევი, იქნებ უბრალოდ უკან დავბრუნდე, ალბათ ვერავინ შეამჩნია ჩემი გაქრობა.
"უნდა შეხვიდე" - ჩემი გონების თითოეული ნაწილი მღერის, მუცელში უსიამოვნო შეგრძნება მეუფლება, მუცლიდან კი მთელს სხეულზე იშლება. თითქოს ობობები დამდიან შიგნით, თითქოს კეთროვანი ვიყო.
"ამას დანაშაულის გრძნობა ჰქვია" -სადღაც შორიდან მეუბნება "მე" -"მაგრამ შენ მაინც უნდა გაბედო!" -იგივე ხმა მპასუხობს.

***

სიბნელეში დგას, მზის სხივები ვერ სწვდება თუმცა მე მაინც კარგად ვხედავ, უძრავია. მის გამოხედვაში ოდნავი შიში იგრძნობა. მაგრამ ის დარწმუნებულია რომ სწორად ვიქცევით. მისი დანახვით მეც მემატება სიმამაცე, სახეზე მოფენილ ღიმილს არ ვიკავებ ჩემოდანს ძირს ვაგდებ და მისკენ გავრბივარ. -ალე! -ვეძახი ხმამაღლა, ის მამჩნევს იღიმის და ხელებს შლის მეც ვეხუტები, ვგრძნობ როგორ დაფრინავენ პეპლები ჩემს მუცელში ობობები კი სადღაც შორს გაქრნენ, ის ჰაერში მატრიალებს, მეც მხარზე ვადებ თავს და ვიცინი.
ახლა კი ვრწმუნდები რომ სწორად ვიქცევი, მიუხედავად ამდენი დაბრკოლებისა დარწმუნებული ვარ რომ მასში არ შევცდი, ის არის ადამიანი რომელიც ჩემს ცხოვრებას გააფერადებს, რომელიც ჩემი შვილების მამა, ჩემი ქმარი და ცხოვრების მეგზური გახდება.
ხარბათ ვისუნთქავ ჩვენი სიყვარულით გაჯერებულ ჰაერს, ცრემლები კი კვლავ იფრქვევიან ჩემი თვალებიდან, ოღონდ ამჯერად ვერ ვაცნობიერებ ეს ზედმეტი ბედნიერებისგანა მოგვრილი თუ გამომშვიდობების სიმძიმისაგან.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი babbygirl

რაკაარგია, აგრდლებ ხო?????

 



№2  offline წევრი ტალუ♥

babbygirl
რაკაარგია, აგრდლებ ხო?????

კი♥

 



№3  offline წევრი magdagoderidze

რა კარგია,აუცილებლად გაგრძელე ????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent