შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ 5 თავი


24-11-2017, 18:27
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 197

შენ, შენ არ ხარ 5 თავი

იმ დღის შემდეგ მისგან არაფერი არ მსმენია, ჯერ ისევ ბაკურიანში ვართ გადავწყვიტეთ შობამდე აქ დავრჩეთ.

დღეს ექვსი იანვარია, ელენეს და ნუკას თხოვნით სათხილამუროდ წასვლა გადავწყვიტეთ.
მარო ბებო თავის დაქალებთან ერთად დავტოვეთ და ჩვენ გზას გავუდექით.
მიუხედავად იმისა რომ თხილამურებზე დგომა ბავშვობიდან მეხერხება, დღეს რატომღაც არ მივიჩნიე საჭიროდ ჩემი გართობა. ამიტომ მათგან მოშორებით ერთ-ერთ კაფეში დავჯექი, ცხელი შოკოლადი შევუკვეთე და თაროდან კაზუო იშიგუროის "არასოდეს გამიშვა" ჩამოვიღე.
გემრიელად მოვკალათდი  ცხელ შოკოლადთან და წიგთან ერთად, ძალიან კარგი და საინტერესო წიგნიჩანდა.
ისა კითხვა უნდა დამეწყო როდესაც ჩემი ტელეფონი აწრიპინდა, ეკრანს დავხედე და ელენე მირეკავდა.
- ხო ელჩო.
- სადხარ?
- კაფრში რახდება?
- იცი დღეს მგზავრების კონცერტია არ წამოხვალ.
- იცი მე. სათქმელი პირზე შემახმა როდესაც ჩემს წინ, ჭაობისფერთვალება დავინახე.  რიჰანნას ნახვას უფრო ველოდი აქ ვიდრე ამის დანახვას.
- თათა კარგად ხარ? მესმის შეშინებული ელენეს ხმა.
- კი, კი კარგად ვარ. ცოტახანში გადმოგირეკავ. ვამბობ დაბნეული და ტელეფონს ვთიშავ.
-შეიძლება?
- ვერგავიგე? ჯერ ისევ შოკში მყოფი ვეუბნები ჭაობისფერ თვალებას.
- შეიძლება აქ დავჯდე?
- ა დიახ რათქმაუნდა.
რა არათქმაუნდა თათა გამოშტერდი? როგორ იქცევი ამხელა ქალი?
- ერთი ყავა თუ შეიძლება. შეკვეთა მისცა მინტანს.
- არ ველოდი თქვენს აქ ნახვას, ჯარიმების დედოფალო.
მესმის მისი ბოხი ბარიტონი და მეც დებილივით ვიბნევი მისი ხმის გაგებისას.
- არც მე ველოდი თქვენს აქ ნახვას ბატონო პოლიციელი.
- ჭაობისფერ თვალება უფრო მომწომს იცი? მისივე ნათქვამზე ეღიმება და მიმტანის მორთმეულ ყავას გემრიელად შეექცევა.
- ბატონო პოლიციელო უფრო კარგად ჭღერს. ვეცადე არ დავბნეულიყავი მის გამოხედვაზე.
- როგორც თქვენ გნებავთ.
- აბა რა ქარმა გადმოგაგდოთ აქეთ? ზოგადად ვიცი რომ ქუთაისში საშინელი ქარი იცის თუმცა ესეთიც არ მეგონა.
მე თვითონ მიკვირდა როგორ ვიყავი მის წიმაშე ესეთი თამამი. თავი რომ არ გამეყიდა და მის წინ ბრინჯივით არ დავბნეულიყავი, ცხელი შოკოლადის სმა განვაგრძე.
- ყოველ შობას ბაკურიანში ვატარებთ მეგობრები. და თქვენი აქ ნახვა რას მივაწერო?
- უბრალოდ დამთხვევას.
- და მე რომ დამთხვევების არ მჯერა?
- მოგიწევთ დაიჯეროთ.
- რატომ ესე მკაცრად?
- იცით მე მეჩქარება, მეგობრებთან ერთად კონცერტზე მივდივარ. არვიცი რატომ მომინდა მისგან გაქცევა, თუმცა ეხლა რომ არ წავსულიყავი ალბათ უჰაერობით მოვკვდებოდი.
- მგზავრების კონცერტზე?
უკვე წასასვლელად მომზადებულს მისი ხმა მაჩერებს.
- დიახ.
მის პასუხს აღარ დავლოდებულვარ, სასწრაფოდ დავტოვე იქაურობა.
ელენეს დავურეკე კონცერტის ადგილ მდებარეობა გამოვართვი და მათკენ წავედი.

ძალიან გამიკვირდა როდესაც იქ მისულს უამრავი ხალხი დამხვდა.
ულამაზესი იყო ღამის ბაკურიანი, ესეთი საოცრება ნამდვილად არასოდეს არ მინახავს.
ახალ წელს ბევრ ქვეყანაში ვყოფილვარ, უამრავ კონცერტზე თუმცა. ჩვენს ქვეყანას მაინც თავისი რაღაცნაირი ხიბლი აქვს.
ამბობენ ახალწელს ამერიკა საოცარიაო თუმცა ამ ნათქვამს არ ვეთანხმები, ახალწელს სწორედ რომ ბაკურიანია საოცრება.
- როგორც იქნა. ფიქრებიდან ელენეს ხმას გამოვყავარ და მეც გონზე მოვდივარ.
- სად იყავი აქამდე?
- ეხლა ნუ დაიწყებთ რა. მომაბეზრებლად ავიქნიე ხელი და ბიჭების მოსმენა განვაგრძე.
მიყვარდა მგზავრები, ჯერ კიდევ თინეიჯერობაში ჩემი სახლის ფანჯრებიდან ყოველთვის ისმოდა მგზავრების სიმღერა. "როცა მთვარე ვარსკვლავებს ნახავს" ეს სიმღერა განსაკუთრებით მიყვარდა. ყოველთვის მიყვარდა მთვარესთან ერთად სიარული.
მე მთვარე და მგზავრები, ყოველთვის განუყრელები ვიყავით.
შემეძლო მთელი ღამე მესეირნა უაზროდ ქუჩაში, ეს სიმღერა მომესმინა თან მეც ავყოლოდი.
- თათ იმღერე შენც?
- გაგიჟდი ელენე, ამდენ ხალხში სად უნდა ვიმღერე გაიქცევა ხალხი. ბრაზით ვუქაჩავ თვალებს.
- ნუ ამბობ ეგრე საოცრად მღერი. მას ნუკაც აყვა თუმცა ეხლა აქ, ამდენ ხალხში ჭიხვინს არ ვაპირებდი.
- დღეს ვატოს ველაპარაკე.
- რააა? იმხელა ხმაზე ვიყვირე გარშემო ყველა მე მომჩერებოდა.
- რა გაყვირებს გოგო, უბრალოდ დღევანდელი დღე მომილოცა და ეგა.
- რატომ ელაპარაკე ელენე?
- აბა ქაჯივით მოვქცეულიყავი?
- ზუსტად, არ უნდა ელაპარაკებოდე მას.
 - კარგი.
- ელე ვიცი რომ მის მიმართ ისევ გაქვს გრძნობები, მაგრამ ხომ იცი არა ეს ყველაფერი როგორც დამთავრდება.
- ჰო ვიცი რომ მართალი ხარ, გპირდები აღარასოდეს დაველაპარაკები.
ძალიან კარგად ვიცოდი როგორ უჭირდა ელენეს ვატოს გარეშე თუმცა, მათ ვერ მივცემ იმის უფლებას რომ ბავშვს რამე დაუშაობ.
ელენეს და ვატოს შერიგებას ვიცი რა შედეგებიც მოჰყვება, ამიტომ სჯობს მათი ურთიერთობა არ შედგეს.
- თათა როგორ ხარ? მესმის ზურგს უკან ნაცნობი ხმა და მეც მისკენ ვტრიალდები.
- იკა? არ არსებობს შენ აქ რაგინდა? იკა ჩემი ნათლულის ნიკოს ბიძაა, მის აქ ნახვას ნამდვილად არ ველოდი.
- მომენატრე შე გიჟო. ვეხვევი მონატრებულ სხეულს.
- მეც მომენატრე იკ, აქ ნამდვილად არ გელოდი.
- არცმე. გაიცანი ესენი ჩემი მეგობრები არიან.
მხოლოდ ეხლაღა მოვავლე თვალი, მის უკამ მგდომ ხუთ ადამიანს. მათ შორის ჭაობისფერთვალება რომ ამოვიცანი ნამდვილიშოკი სწორედ მაგ დროს მივიღე.
- მეგობრებო გაიცანით ეს თათაა, ჩემი ძმიშვილის ნათლია. თათ ესენი კიდე ჩემი მეგობრები.
ეს ანჟელა, მეუბნება მის გვერდით მდგომ საშუალო სიმაღლის ქერა გოგოზე. ეს ანდრიაა ანჟელას მეუღლე, მეუბნება ქერას გვერსით მდგომ მაღალ სილუეტზე.
ესენი კიდევ ტყუპები რიტა და რატი. ეხლა ორ ერთნაირ გოგო-ბიჭზე მიმითითებს.
ეს კიდევ ლევანია, ჩემი ბავშვობის მეგობარი და ასევე ჩემი მეწყვილე.
 - მეწყვილე? ღიმილო სახეზე შემახმა როდესაც ეს გავიგე, ღმერთო ჩემო როგორ ვერ მიხვდი თათა?  რა იდიოტი ხარ.
- ხო მეწყვილე. ფიქრებიდან იკას ხმას გამოვყავარ.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა მეგობრებო.  ეს ელენეა ჩემი ბავშვობის მეგობარი, ეს კიდევ ნუკა ჩემი და.
 გაცნობამ არც ისე ცუდად ჩაიარა, იკან მეგობრები ნამდვილად კარგები აღმოჩნდნენ. თან ჩემებმაც ძალიან კარგად გაუგეს, მთელი ამ დროის განმავლობაში ვგრძნობდი მწველ მზერას ლევანისგან, თუმცა სიამაყის გრძნობა არ მაძლევდა უფლებას მისკენ გამეხედა.
- თათ ლუდს დალევ? როგორც იქნა იკამ ჩემთვის მოიცალა და ლუდის ქილას მაწვდის, ისა ტუჩებთან  მივიტანე დასალევად როდესაც ნუკამ წამოიყვირა.
- მისთვის არ შეიძლება ორსულად არის. ლუდის ქილა ხელიდან გამივარდა და ხველა ამიტყდა.
- ყოჩაღ ნუკა კიდევ კარგი რომ შემახსენე. რაც შემეძლო მთელი ჭალით დავარტყი ფეხი ფეხზე, ნუკას და გაბრაზებული ვუქაჩავ თვალებს.
- ორსულად? თათ მე რომ არ ვიცოდი? დაბნეული მეუბნება იკა.
- ნიკომ იცოდა არ უთქვამს? ვეცადე როგორმე სიტუაცია გამომესწორებინა და არ ჩავჭრილიყავი.
- არა არაფერი არ უთქვამს და მამა ვინ არის?
- ერთი იდიოტი, რომ გაიგო ორსულად არის ეგრევე გაიქცა. ნუკა არ მეყო ეხლა ელენემ დაიწყო.
- გეყოთ ჩემი ცხოვრების განხილვა, სჯობს მგზავრებს მოუსმინოთ.
კიდევ რამე რომ ეთქვათ ნამდვილად ჩავიჭრებოდი, ამიტომ სჯობდა თემა შემეცვალა.
კონცერტმა საკმაოდ კარგად ჩაიარა, გვიანი იყო რომ დავიშალეთ.
ხვალ დილით კი ელენეს და ნუკას თხოვნით იკა და მისი მეგობრები ჩვენ გვეწვეოდნენ სტუმრად.
- რა საჭირო იყო მათი დაპატიჟება? როდესაც სახლში მივედით ეგრევე ავყვირდი.
- იკა შენი მეგობარია, იკას მეგობრები კი ჩვენი მეგობრები და რამოხდა რომ დავპატიჟეთ.
- რაც გინდათ ის ქენით მე ხვალ არ მცალია. ვყვირი წყობიდან გამოსული და ჩემს ოთახში ავრბივარ.
ნეტა ვიცოდე რა მეწყინა? პირიქით უნდა მიხაროდეს ჭაობისფერთვალებას ნახვა, მაგრამ მე არ მსურს მისი აქ ნახვა.
- რა გჭირთ თათული გადაწყვიტე გინდა იმ ბიჭის ნახვა თუ არა? ეგრევე ამომძახა ჩემმა მეორე მემ.
- შენ საერთოდ მოკეტე, როგორ არა მინდა მისი ნახვა თუმცა.
- თუმცა რა?
- რადა ის რომ.
- ის რომ შენ ის შეგიყვარდა.
შეგიყვარდა...შეგიყვარდა... თითქოს ვიღაცამ თავში რაღაც ძლიერი საგანი ჩამარტყა, ჩემი გონება ჯერ კიდევ ვერ აანალიზებდა იმას რაც ჩემმა ეგომ მითხრა.
მიჭირდა ამ ყველაფრის აღიარება, თუმცა ის მართალი იყო. მე ის ნამდვილად შემიყვარდა, პირველივე ნახვითვე მივხვდი რომ მან ჩემს გულში წარმოშვებული დიდი ყინული გაალღო.
არასოდეს არავინ არ მყვარებია, მეგონა ისე მოვკვდებოდი რომ ამ დიდ და ბედნიერებით აღსავსე გრძნობას ვერ გამოვცდიდი.
მეგონა ვერავინ შეძლებდა ჩემთვის თავბრუ დაეხვია, თუმცა მან ის დიდი და ნათელი სხივი შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში რომელსაც ამდენ ხანს ველოდი.
და ის რას გრძნობს ჩემს მიმართ? თუმცა რა უნდა იფიქროს, ალბათ წარმოდგენაც დაეკარგა დღევანდელის გამო. მან ხომ არ იცის რომ ეს ტყუილია, ნეტავ ნუკას გაეჩუმებინა ის ენა რას ატლიკინებდა.

ნერვებმოშლილი ვემხობი საწოლზე და თვალებს ვხუჭავ.
დილით ადრიანად მეღვიძება, სააბაზანოში შევდივარ შხაპს ვიღებ და თხელ სიფრიფანა ატლასის ხალათს ვიცმევ, რომელიც სულ ოდნავ ფარავს ჩემს უკანალს. ოთახის კარები ხმაურით მოვიხურე და  ქვემოთ ჩავდივარ.
თან ჩემს საყვარელ სიმღერას ვღიღინებდი.
- დილამშვიდობის სასტავ ყავა დამისხით რა. მხიარულად შევაბიჯე მისაღებ ოთახში, თვალები შუბლზე ამივიდა როდესაც შვიდი ადამიანის მზერა ჩემსკენ მოიმართა.
- ღმერთო ჩემო რას გევხარ ბებია, ვერ ხედავ სტუმრები გვყავს? მესმის სამზარეულოდან ბებიის შეშფოთებული ხმა.
- მე რა ვიცოდი ამ დილა ადრიან თავზე თუ
დაგვადგებოდნენ. ჩემი სიწითლე არ შევიმჩნიე და მორიდებით გავუღიმე სტუმრებს.
- თათა სხვათაშორის უკვე შუადღის ორი საათია. მალევე გამომესარჩლა ელენე.
- უჰ შუადღე ყოფილა, მაშ შუადღე მშვისობისა ხალხნო. ბოდიში ჩემს სახლში ხალათით რომ დავფარფატებ. მსახიობურად დავუკარი თავი და სამზარეულოში ბებოსთან გავედი.
- დროზე წადი გამოიცვალე, მაგ ხალათის ჩაცნას საცვლებით გევლო არ ჯობდა? ბებიაჩემი დანის ტრიალით მემუქრებოდა თან საყვარლად ატრიალებდა მის ლურჯ თვალებს.
- კარგი რა ბებო, დიდი ამბავი რა ქალი საცვლებით არ უნახავთ თუ. საყვარლად გადავიკისკისე ბებოს ლოყაზე ვაკოცე და ისევ ჩემს ოთახში დავბრუნდი.
ამ ჯერად ქვემოთ უკვე ჩაცმულ დახურული ჩამოვედი.
- დამსგავსებიხარ ქალს.
მესმის ბებიაჩემის რეპლიკა სამზარეულოდან.
- მარუსი ყავა გამიმზადე. მისი რპლიკა დავაიგნორე და სტუმრებს მივუბრუნდი.
- ესე ადრეც არ გელოდით?
- ხვალ უკვე ქალაქში ვბრუნდებით და სჯობდა ადრე მოვსულიყავით. ამბობს იკა და საყვარლად მიღიმის.
- უი მართლა ჩვენც ხვალ ვბრუნდებით. ღომილით ვეუბნები იკას
- ერთად ხომ არ წავსულიყავით? ეხლა უკვე მისი მეგობარი ტყუპისცალი რატი მცემს პასუხს.
- წავიდეთ რა პრობლემაა.
- ალბათ სანამ ქალაქში ჩახვალ ჯარიმებით აივსებ ჯიბეს. სიცილით ამბობს ჭაობისფერთვალება.
- თუ თქვენნაირი გამოუცდელი პოლიციელი შემხვდება შესაძლოა ჯარიმებითაც ავივსო. მის ცინიზმს ჩემი ირონიით ვუპასუხე.
- ანუ მე გამოუცდელი ვარ არა? მალევე მწარდება ჩემს რეპლიკაზე.
- რათქმაუნდა. ვხარხარებ მის ნათქვამზე და ბებოს მოტანილ ყავას ვსვავ.
- როგორც მე ვიცი ორსულებისთვის ყავა არ შეიძლება, როგორც ჩამს ჩვენს ორსულს გამოცდილება აკლია. ღიმილი სახეზე მაშრება და ყავის ფინჯანს უკან ვაბრუნებ.
მოიფიქრე რამე თათა თორემ დაიწვები.
ეხლა რა ჯანდაბა ვუთხრა?
- ჩემთვის შეიძლება, ექიმმა დამრთო ნება დილაობით ერთი ფინჯანი ყავა დავლიო. ამ ბოლო დროს წნევები მაწუხებს.
ვეცადე როგორნე სიტოაცია გამენეიტრალებია და ყავის ფინჯანი ისევ ხელში დავიჭირე.
- გასაგებია.
საცოდავი თვალებით გავხედე ელენეს, მის თვალებში და გამომეტყველებაში კი რეებს ბოდავ იკითხებოდა.
- აბა ახალგაზრდებო სუფრასთან გეპატიჟებით. მალევე ისმის ბებოს ხმა და გულში ათასი მადლობა გადავუხადე, ჩემი გადარჩენისთვის.
სუფრას ყველანი ერთად მივუსხედით, ბიჭებმა ოჯახის სადღეგრძელო დალიეს შემდეგ დღევან დელი დღის, ესე გრძელდებოდა მანამ სანამ  სიყვარულის სადღეგრძელომდე არ მივიდნენ.
- თათ მოდი შენც დალიე ეს სადღეგრძელო, ერთი ჭიქა არაფერს არ გიზამს. ჩემს გვერდით მოკალათებული იკა ღვინით სავსე ჭიქას მაწვდის.
- იცით სადღეგრძელო არასოდეს მითქვამს, არასოდეს ამიწევია ღვინით სავსე თასი ხელში ამდენი  ხალხის თანდასწერებით. რადგანაც სადღეგრძელოები არ მეხერხება, ვიტყვი იმას რასაც ნამდვილად ვფიქრობ. მახსოვს ბავშვობაში როდესაც მამასთან სტუმრები მოვიდოდნენ, სიყვარულის სადღეგრძელოს ის ყოვეტვის ესე ამბობდა
 " მოდით სამ გულს გაუმარჯოს:
ხელის გულს,რომლითაც ჩვენ ჩვენს გულისწოერებს ხელით ვატარებთ,
ფეხის გულს,რომელმაც საყვარელ ადამიანთან მიგვიყვანა,
და იმ გულს,რომელშიც დაიბადა და მუდამ იცხოვრებს სიყვარული!!!
აქამდე არასოდეს ვეთანხმებოდი მის სიტყვებს თუმცა დღეს ნამდვილად ვიზიარებ მის მოსაზრებას.
ამ თასით კი სიყვარულს გაუმარჯოს, ფიქრებს, სიკეთეს
ჩვენს გულში ფარულად, ბუდეს რომ იკეთებს.
სიტყვით გამოსვლა დავასრულე ღვინით სავსე ჭიქა ბოლომდე გამოვცალე და ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
- შესანიშნავი იყო. ჩუმად მეჩურჩულება იკა და ლოყაზე ხმაურით მკოცნის.
- მაგრამ იცოდე მას სხვაყავს.
- რაა? ვერ გავიგე მისი ნათქვამი.
- ლევანს სხვა ყავს მეთქი. თითქოს ვიღაცამ თავში რაღაც მძიმე საგანი ჩამარტყა, ძარღვებმა სისხლის მიწოდება შეწყვიტა, გულმა რამოდენიმე დარტყმაც კი გამოტოვა. სლაერთოდ დამავიწყდა რომ სუნთქვა შემეძლო, საშინელი უჰაერობა ვიგრძენი.
- უკაცრავად. არ მახსოვს როგორ წამოვდექი სუფრიდან და დიდ ვერანდაზე გავედი.
- მას სხვა ჰყავს . მხოლოდ ეს სიტყვები მიტრიალებდა თავში.
რა იდიოტი ვარ, აბა რა გეგონა შენს დანახვაზე ეგრევე მუხლებში ჩაგივარდებოდა. შეგეხვერწებოდა მიყვარხარ და ჩემთან იყავიო.
ღმერთო ჩემო რა იდიოტი ვარ, ეხლა მხოლოდ გოგსიკა თუ მიშველიდა. თუმცა მე მას ხომ არ ველაპარაკები, ჯანდაბა შენი თავმოყვარეობა უნდა დაურეკო. უკანა ჯიბიდან ტელეფონი ამოვიღე და ხელის კანკალით ავკრიბე მისი ნომერი, რამოდენიმე ზარის შემდეგ რომ არ მიპასუხა გათიშვას ვაპირებდი, როდესაც მონატრებული ხმა გავიგე, და ეგრევე სითფო ჩამეღვარა გულში.
-ალო თათ.
- გოგსიკ მჭირდები. მხოლოდ ამის თქმა მოვახერხე და უაზროდ ავბღავლდი.
- თათ რა ხდება? მესმის მისი ანერვიულებული ხმა.
- ბაკურიანში ვარ, გოგსიკ მართლა ძალიან მჭირდები.
მეტი აღარ შემეძლო და ტელეფონი გავთიშე, ვერანდიდან პირდაპირ ჩემს ოთახში გავარდი და საწოლზე დავემხე.
არ მახსოვს ტირილში როდის ჩამეძინა თუმცა ვიგრძენი როგორ მეხვეოდა მონატრებული სხეული, თან რიტმულად მისმევდა თავზე ხელს.
- მე შენთან ვარ თათ, ხომ იცი როგორ მიყვარხარ არა.
- მადლობა რომ აქ ხარ. თავი გულზე დავადე და გადავეშვი სიზმრების სამყაროში.



ბოდიში დაგვიანებისთვის, ვიცი პატარა თავია თუმცა უფრო დაგვიანებას ვამჯობინე პატარა თავი დამედო.
ამიერიდან გპირდებით აღარ დავაგვიანებ, პატარა თავებს დავდებ მაგრამ უფრო ხშირად.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მოცინარი

ვაუუუ ჩემო კარგოო <3 საყვარელო <3 ჭაობისთავლება მომწონს ძაან <3 მაგრამ მატრაკვეცა სად გაქრა? მწარე <3 პოლიციელი კი მირჩევნია, მაგრამ მაინც ;დდ <3 წავედი მეორე წავიკითხო <3

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
ვაუუუ ჩემო კარგოო <3 საყვარელო <3 ჭაობისთავლება მომწონს ძაან <3 მაგრამ მატრაკვეცა სად გაქრა? მწარე <3 პოლიციელი კი მირჩევნია, მაგრამ მაინც ;დდ <3 წავედი მეორე წავიკითხო <3

როდესაც შენი კომენტარი ვერ ვნახე ძალიან მეწყინა, მაგრამ ეხლა ის გამახარეეე მადლობა შენ❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent