შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

24 დღე #1


24-11-2017, 21:03
ავტორი LaLiDze
ნანახია 84

24 დღე #1

ხის კარებს გასაღებით ვაღებ და ოთახში შევდივარ.
შუქს არ ვანთებ, რადგან ოთახს კედელზე დახატული ნეონის საღებავები ანათებს.
მსიამოვნებს აქ ყოფნა.
მსიამოვნებს, რადგან ამ ოთახში ვუყურებ მას.
საათობით.
აჰჰ, მაგრამ ეს მხოლოდ ნახატებია.
მე არ შემიძლია ის ვნახო პირისპირ.
მის მწვანე თვალებს ვუყურებ საათობით, რომელიც ამოუცნობია.
მწვანე?
არა ჭაობისფერი თვალები აქვს.
ნახატს როდესაც ვეხები, ვგრძნობ თითქოს მას ვეხები.
მაგრამ.
მაგრამ ეს რეალური არა!!
ეს მხოლოდ ნახატია.
როდესაც უკვე ტკივილამდე მომინდება მისი ნახვა, ამ ოთახს ვტოვებ.
ჰო, სწორად გამოიცანით.
ის ჰარი ედვარდ სტაილსია. ადამიანი რომელმაც შეცვალა ჩემი ცხოვრება.
მასთან არც ფიზიკური კავშირი მინდა, და არც მისი ქონება.
მინდა უბრალოდ ვნახო ჩავეხუტო და გავესაუბრო.
ნებისმიერ რამეზე.
მინდა ვიცოდე თუ რას ფიქრობს ის, როგორია მისი შინაგანი/სულიერი სამყარო.
მე ვამაყობ მისით!
იმისდამიუხედავად რომ ფული თავზე საყრელად მაქვს, მაინც არ ჩავდივარ იქ სადაც შეიძლება ვნახო ჰარი. რომ ჩავიდე შეიძლება ვერ ვნახო და გული მეტკინოს.
მეორე სართულზე ავდივარ და ჩემს ოთახში შევდივარ.
მე ვარ ქართველი გოგონა, რომელიც გაგიჟებული ფანია ჰარი სტაილსის.
19 წლის ვარ და ვიცი რომ სულელურად ვიქცევი, და ცოტა უნდა დავჭკვიანდე მაგრამ არა. ვერ და არ შემიძლია.
არასდროს მყოლია შეყვარებული, ყველას უარს ვეუბნები რადგან მე მხოლოდ ჰარი მიყვარს.
თუ საჭიროა მასზე ფიქრით დავბერდები და მოვკვდები.
არა, თქვენ როგორც ფიქრობთ მთლად ეგეთი ჩაკეტილი გოგო არვარ, უბრალოდ არცერთ ბიჭს არ ვიკარებ და ვერ ვიკარებ, რადგან მე მხოლოდ ჰარი მიყვარს.
ჩემს ოცნებებში,ფიქრებში,სიზმრებში, წარმოსახვაში ჰარი სულ ჩემს გვერდითაა.
ზოგჯერ თავი გიჟი მგონია, მაგრამ მე ხომ ფანი ვარ, არა?
დარწმუნებული ვარ თქვენ, ჩემსავით იქნებით.
მე მიყვარს ჰარი სტაილსი! მთელი გულით და სულით. მიყვარს სიგიჟემდე.
ეიფლის ახალი გამოშვების ლეპტოპს ვიღებ და ვხსნი. ფ’ეისბუქზე შევდივარ, და იმწამსვე მიგდებს ფ’ეისბუქი ჩათს სახელად „დირექშენერები“. ამ ჩათში მყოფი ყველა გოგონა მიყვარს, იმიტომ რომ მიგებენ, და ჰო.
მხოლოდ მათ არ ვგონივარ გიჟი.
***
ოთახიდან გამოვდივარ, კიბეებს ხმაურიანად ვირბენ და სამზარეულოში შევდივარ. მაცივარს ვაღებ იმის იმედით რომ საჭმელი დამხვდება, თუმცა სამწუხაროდ ცარიელია. მძიმედ ვოხრავ. იქვე დადებულ მანქანის გასაღებს ხელს ვკიდებ და სათვალეს ვიკეთებ. გარეთ გავდივარ და სახლს ვკეტავ. ბრაბუსის კარს ვაღებ და შიგ ვჯდები. მანქანას ვქოქავ და კარფურისკენ მივიწევ.
მალე მივდივარ, მანქანას პარკინგზე ვაჩერებ. ტელეფონს ჯიბეში ვიდებ, სათვალეებს ვიკეთებ და ბარათს ხელში ვიკავებ. მანქანიდან გადავდივარ და პატარა პულტის საშვალებით მანქანას ვკეტავ. კარფურში შევდივარ და ურიკას ვიღებ.
პურს, პომიდორს, ყველს, ნუთელას და ა.შ ვიღებ და ურიკაში ვყრი. შემდეგ ჩიფსებს ვადგები, დორიტოსის, ლეისის, და ფრიქსის დიდ ჩიფსებს (ყველანაირი გემოსის) ვიღებ და ურიკაში ვყრი. ახლა ჟელიბონებზე გადავდივარ და ბოლოს დადვირთული ვდგები სალაროს რიგში.
როგორც კი ჩემი ჯერი დგება ყველაფერს ვიღებ და იქვე ახლოს ვდებ, მოლარე კი ყველაფერს ატარებს და პარკებში დებს. კარფურს ვტოვებ და ჩემი მანქანისკენ მივიწევ. ყველაფერს საბარგულში ვდებ და ურიკას თავის ადგილას ვაბრუნებ. მანქანას ვქოქავ და მთავარ გზაზე გავდივარ.
***
მარტო ვცხოვრობ. მშლობლები არ მყავს.
ამდენი ფული საიდან მაქვს?
არც მე არ ვიციიი. მამაჩემმა სიკვდილის წინ წერილი დამიტოვა რომ თავის კაბინეტში, დიდინახატის უკან ხვრელი იყო, სადაც საკრდიტო ბარატი იდო, ხოლო იმ ბარათში იმდენი ფული იყო ჩარიცხული რომ კიდევ 10 ადამიანს ეყოფოდა მთელი ცხოვრება.
მეთვითონაც არ ვიცი ამდენი ფული საიდან. არადა მთელი ცხოვრება გვიჭირდა და, ჰოპ, უცებ დედას და მამას სიკვდილის შემდეგ მილიარდელი ვარ.
ძაან დაუჯერებელია არა? მაგრამ უნდა დაიჯეროთ რადგან ეს ასეა.
ჩემს ოთახში შევდივარ და საწოლზე ვწვები.
თვალებს ვხუჭავ და სულ სხვა სამყაროში ვვარდები.
იქ სადაც მე და ჰარი ზღვაზე ვართ.
ჰარი აქეთ-იქით იხედება, დგება და პირსახოცს მახვევს, ეჭვიანობს და არ უნდა რომ ვინმემ ჩემი როგორც ჰარი მეუბნება იდეალური ტანი დაინახოს.
შემდეგ თვალებს ვახელ და ჰარის მაგივრად, ჭაღს ვხედავ.
ცრემლები მაწვება და ბოლო ხმაზე ვტირი.
არვიცი ეს ნორმალურია თუ არა.
არვიცი მე გავგიჟდები ამით თუ არა.
მე ჰარი მჭირდება.
ყველაფრიანად.
ვიღებ ლეპტოპს.
შევდივარ ჰარის ინსტაგრამზე.
მერე წერილებში.
და ინგლისურად ვკრეფავ:
მჭირდები „ და ვუგზავნი.
არმაქვს იმედი რომ ნახავს.
ვიცი კიდევ ერთხელ გამიცრუვდება იმედი.
თუმცა მე მაინც ვწერ.
ეს 1 სიტყვა, იტევს მთელს ჩემს გრძნობებს და ტკივილს.
***
ყავის ერთ ყლუპს ვსვამ, და თან ინსტაგრამს ვამოწმებ ჩემი მესიჯი ხომ არ ნახა, თუმცა უშედეგოდ.
***
იმედგაცრუებისგან ლეპტოპს ხმაურიანად ვხურავ.
***
1 დღე.
2 დღე.
3 დღე.
4 დღე.
..................................
ისევ იმედგაცრუება!
***
მიმტანს შეკვეთას ვეუბნები და მეგობრისკენ ვბრუნდები.
- ისევ ვაშლის წვენი - თვალებს ატრიალებს. - არ მოგბეზრდა ყველაფერი ჰარისთვის საყვარელი, შენთვისაც რომ საყვარელია? როდემდე უნდა იყო ასეთი სულელი ფანი. - სიგარეტს ანთებს და ერთ ნაფაზს არტყამს.
- სულელი ფანი არ ვარ! - ვცდილობ თავი გავიმართლო თუმცა არ გამომდის.
კატო მართალია.
მართლაც რომ მისი ყველაფერი, ჩემთვისაც რომ ყველაფერია.
ჩემი საქციელი უკვე, როგორც „ფანისას“ არ ჰგავს.
გავგიჟდი.
მგონი.
- შენთვითონაც იცი რომ მართლას ვამბობ. - ამბობს და ფრანგულ შოკოლადს ჭამს.
- უბრალოდ, არც მე არვიცი რამჭირს. საკუთარ თავს ვეღარ ვცნობ - ხმა მიკანკალებს და ჯერ კიდევ არ წამოსულ ცრემლს ვიმშრალებ.
- ჩემო საყვარელოო. დამიჯერე მალევე დაივიწყებ, შენ არ ინერვიულო - გვერდით მიჯდება და მეხუტება.
- ძალიან მიყვარხარ.
- მეც ჩემო საყვარელო.
ცოტახანში ორივე სახლებისკენ მივდივართ.
ჭიშკარს ვაღებ და კიბეებისკენ მივდივარ.
კარებთან 1 ვარდი დევს, გვერდით კი რაღაც ფურცელი.
ვარდს და ფურცელს ვიღებ, აქეთ-იქით ვიხედები და სახლში შევდივარ.
ფეხზე ვიხდი, ვარდს ჟურნალების მაგიდაზე ვდებ, დივანზე ფეხებ მოკეცილი ვჯდები და ფურცელს ვხნი.
მხოლოდ ერთი სიტყვა წერია,
რომელიც გულს მისწრაფებს:
მჭირდები

არვიცი რა ვიფიქრო.
არვიცი რა გავაკაეთო.
ყვირილი მინდება, მაგრამ არ ვყვირი.
ვიღაც აშკარად ჩემს გრძნობებზე თამაშობს.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი მოცინარი

რა კარგი ნაწერია :O <3 ყოჩაღ! :*

 



№2  offline წევრი LaLiDze

მოცინარი
რა კარგი ნაწერია :O <3 ყოჩაღ! :*

დიდი მადლობა <3

 



№3 სტუმარი მარიკუნა ????

???????????? საოცრებაა ეს მოთხრობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent