შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაორება #7


25-11-2017, 01:36
ავტორი elle...
ნანახია 2 246

გაორება #7

)))(((
-ვიღვიძებ. პირველი მახსენდები შენ და დილა, იწყება შემდეგ.

)))(((
მონატრებული საწოლი იმდენად სასიამოვნო იყო, თვალების გახელა არ მინდოდა. თუმცა, ვგრძნობდი, რომ უკვე გათენებულიყო და ასე ვერ ვიქნებოდი. დამძიმებული ქუთუთოები ერთმანეთს დავაშორე და მზის სხივებით განათებულ ოთახს მოჭუტული თვალებით გადავხედე. ნაცნობი გარემოს დანახვისას გავაცნობიერე, რომ წინა ღამე სიზმარი კიარა, რეალობა იყო. გაგას საწოლში ვიწექი, წინა გიჟური ღამის შემდეგ. მთელ სხეულში დამიარა ჟრუანტელმა იმის წარმოდგენისას, რომ თითოეულ ნაწილზე ისევ მეხებოდა გაგას საშინლად თბილი, ძლიერი ხელები და არანორმალურად მომთხოვნი ტუჩები. ყველა ადგილი მიხურდა, სადაც კი მისი ნაწილი მეგრძნო და ასეთი, მთელი სხეული იყო. რატომღაც, ბედნიერება ვიგრძენი და გამეღიმა. აი ისე, ქორწილის მეორე დღეს რომ გამეღიმა, მასზე ჩახუტებულს. შეგრძნებები ზუსტად იგივე იყო, თითქოს ყველა ერთიანად განმიახლდა, მაგრამ ამჯერად იმ განსხვავებით, რომ გაგას სხეულს საერთოდ ვერ ვგრძნობდი.
გაგა ოთახში არ იყო. ნელა წამოვიწიე საწოლიდან და ოთახს გადავხედე. საერთოდ არ ეტყობოდა, რომ გუშინ ისეთი „საშინელებები“ ჩავიდინეთ. მერე გამახსენდა, რომ არც არაფერი იყო ასარევი. ერთი, ჩვეულებრივი ხალათი მიფარავდა სხეულს და ისიც ლამაზად, უდიდესი სიზუსტით გადაეფინა საწოლის გვერდით მდგარ საკიდზე. მეორედ გამეღიმა. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ჩემზე ზრუნავდა. სრულიად შიშველი წამოვდექი ფეხზე და ტერფებით იატაკის სიცივე შევიგრძენი ისე, რომ მთელ სხეულში დამიარა ცივმა ჟრუანტელმა. თითქოს ამაკანკალა, მაგრამ მაშინვე დავწყნარდი, როგორც კი ხალათის თბილ მატერიაში გავეხვიე. მაშინვე ვიგრძენი გაგას სურნელი. ყოველთვის ისეთი ჰქონდა, მინიმალურად შენახებ ადგილებზეც რომ ტოვებდა და არც ჩემი ფუმფულა ხალათი დარჩენია „უყურადღებოდ.“ მისი კიდეები ცხვირთან მივიტანე და კარგად გავეხვიე. არაფერი მერჩივნა სააბაზანოში შესვლას და ცხელი წყლის ქვეშ დგომას, თან ისე, როგორც წინა ღამით. ზუსტად ისე, გაგასთან ერთად. მესამედ გამეღიმა. თავი იმაში გამოვიჭირე, რომ ბანაობა კიარა, გაგასთან ერთად ყოფნა მომინდა. აღარც კი მახსოვს ბოლოს როდის ვაღიარე ჩემს თავთან ეს ასე აშკარად. კარადის მთელ სიგრძეზე ჩამოყოლებულ სარკეში ჩავიხედე. რატომღაც მეგონა, რომ ყველა ნაწილზე მეტყობოდა წინა ღამის კვალი ისე, როგორც შინაგანად ვგრძნობდი. თვალები უჩვეულოდ მშვიდი მქონდა, ტუჩები გაწითლებული და ლოყები სულ ოდნავ შეწითლებული. როდის ვიყავი ასეთი გაგასთან ყოფნის შემდეგ?! ალბათ, წინა ღამე მეორე „პირველ ღამეს“ მიეწერებოდა, ამდენთვიანი ლოდინის თუ ნებისყოფაზე ვარჯიშის შემდეგ. ვგრძნობდი, რომ ეს ბევრი რაღაცის გადაფასებას მოიტანდა და აბოლუტურად მზად ვიყავი ცვლილებებისთვის.
მოიცა...
რა ცვლილებები?!
ანა?!
მზერა გამიშეშდა მაშინვე, როგორც კი წინა ღამის სულ ოთხი-ხუთი წინადადება გავიხსენე, მეტი არც გვითქვამს. იქამდე ჩემი გადაწყვეტილება, ნახევრად შიშველი რომ მოვდიოდი მასთან.
„არაფერს ცვლის!“
ეს აშკარად ჩემი სიტყვები იყო და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, გაგასიც.
„მხოლოდ დღეს!“
სარკეში ვუყურებდი ჩემს თავს და ვცდილობდი თავიდან ამღვრეულ თვალებში ამომეკითხა მიზეზი იმისა, რამაც ამის თქმა მაიძულა. იმ მომენტში ვერ ვფიქრობდი, რომ ყველაზე დიდი ინტიმური სიახლოვე ძალიან ბევრ რამეს შემიცვლიდა და არაფერს დამიტოვებდა ძველებურად. საქმეც ის იყო, რომ იმ დროს მხოლოდ სურვილზე, იმწამიერ სიყვარულზე დაყრდნობით ვმოქმედებდი და მომავალ იგივე შეგრძნებებს გაგას წელზე შემოწყობილ ფეხებზე ვიკიდებდი. ალბათ, ცხოვრებაში პირველად მომინდა გაგა შემწინააღმდეგებოდა და ეთქვა, რომ არ ვიყავი მართალი, ვცდებოდი და ასეთი რაღაცები არაფერს კიარა, ყველაფერსაც ცვლის. როგორც ჩანს, თვითონაც თანახმა იყო ამაზე, მაგრამ არასდროს დამავიწყდებოდა მისი ანთებული თვალები, მე რომ მიყურებდა ისეთ მდგომარეობაში მყოფს. ზუსტად ეს მიღვივებდა ეჭვს, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნებოდა „წარსულში დასაბრუნებლად.“
კარებისკენ წავედი. ხელის ნელი მოძრაობით ჩამოვწიე სახელური და მისაღებში გავედი. გაგა არც იქ იყო. აუღელვებელი ნაბიჯებით წავედი სამზარეულოსკენ და წინა ღამის გმირი, თუ შეიძლება ასე ვუწოდო, იქ დამხვდა. თეთრი პერანგი ეცვა, შავ შარვალთან ერთად და სამზარეულოს ფანჯარასთან იდგა, ჩემგან ზურგით. მარჯვენა ხელში ჭიქა ეჭირა და როგორც ყველა დილით, მაშინაც ყავას სვამდა. პატარა ბავშვივით ვიყავი კარის ჩარჩოს აკრული და ველოდებოდი როდის მობრუნდებოდა. აჩქარებული გულისცემა მანიშნებდა, რომ ვნერვიულობდი და ცოტათი მრცხვენოდა კიდეც, ვნებების ასე აშკარად გამოხატვა. თითებს ისე ვაწვალებდი, ბეჭდით ხალათის კიდეს გამოვედე და რამდენიმე წუთიანი წვალების შემდეგ, გამარჯვებული სახით რომ ავიქნიე „განთავისუფლებული“ ხელი, მთელი ინერციით ავარტყი კარს.
-ჯანდაბა!-ისე მეტკინა, მაშინვე წამოვიყვირე და შემობრუნებულ გაგას აღელვებულმა შევხედე.-ხელი ავარტყი კარს.-ისე მოვახსენე, თითქოს რამე დანაშაული ჩამედინოს, მყუდროება რომ დავურღვიე. საოცრად მშვიდი სახე ჰქონდა. მაშინაც, ჩემი „ტკივილის“ ამბავი რომ გავუმხილე. ყავის ჭიქა მაგიდაზე დადო, მაცივრიდან ყინულები გამოიღო და გამომიწოდა.
-თუ სისხლი არ მოგდის, დაიდე.
რამდენიმე წამით ვუყურე მის გამოწოდებულ ხელს, მერე სახეშე შევხედე. ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს ჩვეულებრივი ყოველდღიურობა ყოფილიყოს ჩემი იქ ყოფნა, იმ ფორმაში და იმ ღამის შემდეგ. უხმოდ გამოვართვი და გაწითლებულ ხელზე დავიდე.
-მოდი, დაჯექი.
მერე სკამისკენ მიმანიშნა. ვგრძნობდი, რომ გაკვირვებული სახე მქონდა. სულ სხვანაირ სიტუაციას ველოდი და რადიკალურად განსხვავებული დამხვდა.
-არა, იყოს. გავალ უკვე.-ვუთხარი და უკან გაბრუნებას შევეცადე.
-ანა, მოდი დაჯექი.
ისეთი ხმა ჰქონდა, აღარ შევეწინააღმდეგე. უფრო სწორად იმიტომ, რომ არ მინდოდა ასე ჩვეულებრივად წავსულიყავი. უსიტყვოდ ჩამოვჯექი სკამზე და ატკივებულ ხელს დავხედე.
-ძალიან გტკივა?-მომეჩვენა, რომ პირველი წინადადება იყო მისი, ადამიანური.
-არც ისე.
ასეთი ლაკონური, არაფრისმთქმელი დიალოგი ცხოვრებაში არასდროს გვქონია. მე საშინელ დისკომფორტს ვგრძნობდი, ის არ ვიცი - რას. მგონი არაფერს და ზუსტად ამიტომ იყო ასე მშვიდად.
-ანა, მე სამსახურში უნდა გავიდე. შენს გაღვიძებას ველოდებოდი, გარედან ხომ არ ჩაგკეტავდი.-იცინოდა კიდეც.-რადგან გაიღვიძე, წამოდი, დაგტოვებ სახლში შენც.
მეგონა მომესმა. მართლა. ყველას ვფიცავარ, მეგონა ის სიტყვები ჩემი საზიზღარი „მეორე მეს“ ახირება იყო და უბრალოდ ჩემს იქ ჯდომას აპროტესტებდა. მაგრამ გაგას ისე რეალურად ჰქონდა გაცინებული სახე, რომ ზუსტად მიმტკიცებდა იმ აზრს, რომ ის სიტყვები მართლა თქვა. თითქოს თავი შეურაცხყოფილადაც ვიგრძენი, მაგრამ უფრო მეტად გავბრაზდი. მიზეზი ალბათ, ზემოთხსენებული იყო.
-არ შეწუხდე, მე თვითონ მივაგნებ სახლს.-არ მახსოვს როგორი ტონი მქონდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კარგი არა.
-ასეთ ფორმაში?
-ასეთ ფორმაში მოვედი გუშინ. ასე რომ, არაფერია საგანგაშო. არავინ დააპირებს ჩემს მოტაცებას, არც ხალათიანი ქალები უკვირთ დღეს.
-შენ ფეხსაცმელიც არ გაცვია.-მისი მოჩვენებით მზრუნველობა უფრო მაგიჟებდა.
-ახლა საერთოდ ვერ ვფიქრობ ტანსაცმლის არქონაზე, გაგა.-ფეხზე წამოვდექი.
-გინდა ჩემი რამე ჩაიცვი.-ტონს საერთოდ არ იცვლიდა.
-მადლობა, არ მინდა.
ყინულები იქვე დავდე და სამზარეულოდან გამოვედი.
-შენ შეგეძლო ყველაფერი გქონოდა, თუმცა მაინც არაფრისკენ წახვედი.
ალბათ ეგონა, რომ უკვე სახლიდან გასული ვიყავი. თუმცა, ჰოლში მყოფმა ძალიან ბუნდოვნად მაინც გავიგე მისი ხმა. სიტყვების შინაარსმა გული მომიკლა. ისეთი დამძიმებული ჩამოვდიოდი კიბეებზე, რომ მეშინოდა ნაბიჯები არ ამრეოდა, არ წავქცეულიყავი. საოცარი სიტუაცია იქნებოდა, ყოფილ ცოლს რომ იპოვიდნენ ყოფილი ქმრის სადარბაზოში გარდაცვლილს, ასეთ ფორმაში. ვერ ვხვდებოდი რა ერქვა ჩემს მდგომარეობას, დამცირებული ქალის თუ უბრალოდ ისეთის, თავის სიტყვებზე რომ პასუხი უნდა აგოს და ღირსეულად შეხვდეს ნათქვამის შედეგს. წინა ღამის სიტყვები ხომ ჩემი იყო. მე ვთქვი და გაგა უბრალოდ დამეთახნმა. ან, ზრდასრული ადამიანების სექსს რა უდნა შეეცვალა?!
თუმცა, როგორ არა.
როცა უყვართ და მაშინ ღებულობენ ერთმანეთის მაქსიმუმს, ყველაფერი იცვლება. როგორც ჩანს, ჩემი შემთხვევა სიყვარულის საზღვრებს დიდი ხანია გაცდენილიყო, ან ჩამორჩენოდა და ისევე ჩვეულებრივად გრძელდებოდა, როგორც ერთი, რიგითი სექსის შემდეგ შეიძლება გაგრძელდეს.
სახლში მისვლა და აბაზანის მიღება, ერთი იყო. დაღლილ სხეულზე ისე მესიამოვნა ცხელი წყალი, რომ ლამის ჩამომეძინა. მაგრამ რომ გავიხსენე ამას რა შედეგი მოჰყვა, მაშინვე ფეხზე წამოვდექი და მეორე ჭავლი ჩავრთე. არ მინდოდა წყლის ნაკადს გაყოლილიყო გაგას სურნელი, მიუხედავად ტანის გელებისა, მაინც რომ ვგრძნობდი. ათას სურნელში შემეძლო გამომერჩია მისი მამაკაცური, ცივი სურნელი და მხოლოდ ის მეგრძნო.
ისეთი არეული ვიყავი, იმ წამს მართლა მჯეროდა, რომ ვერასდროს დავლაგდებოდი. გაბრუებული ვიყავი. თითქოს მომხდარი მე არ მეხებოდა და უბრალოდ ვუყურებდი. არ მჯეროდა, რომ ეს ჩემს თავს ხდებოდა. არცერთი წამით ვნანობდი მასთან გატარებულ ღამეს. პირიქით. ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო ჩემი მხრიდან. გაგას საქციელიც საკმაოდ ლოგიკური იყო. მივედი, მე თვითონ, ჩემი სურვილით შევთავაზე ჩემთან ყოფნა თან ისე, რომ მეორე დღის ცვლილებებზე პასუხისმგებლობაც მოვიხსენით და რა? უნდა გამომკიდებოდა?! ვინ?! გაგა?! რა სისულელეა. არასდროს იზამდა, დარწმუნებული ვარ. გულის სიღრმეში მაინც მტკიოდა, მაგრამ ვცდილობდი ღირსეულად შევხვედროდი ჩემი ნაბიჯის შემდეგ მოყოლილ ამბებს.
-ბატონო მერაბ, გამარჯობა!
-ჰო, გისმენ, ანა!
-იცით, მგონი გავცივდი, სიცხე მაქვს და სამსახურში მოსვლას ვერ ვახერხებ.
-წინა შეკვეთის ფაილები გამზადებულია?
-კი, თქვენს მაგიდაზე დავტოვე.
-მაშინ არ არის პრობლემა. ახლებს შემდეგ მიხედავ. გამოჯანმრთელებას გისურვებ.
-დიდი მადლობა.
სველი თმითა და ხალათით შევწექი საწოლში. წინა დღის უძილობის ანაზღაურება მინდოდა, მაგრამ ძილი არ მეკარებოდა. გაგაზე ფიქრი არ მშორდებოდა. იმ წამს ისე მენატრებოდა, თითქოს განვლილი თვეების ერთად ანაზღაურებას ცდილობდა ჩემი ქვეცნობიერი. ნელ-ნელა ვიწყებდი იმის გაანალიზებას, რომ ორივე მდგომარეობის მსხვერპლები ვიყავით, მაგრამ გაგა ჩემიც იყო. ჩემი ეგოისტობის მსხვერპლი. იმ სიყვარულის, რომელსაც ჩემს მიმართ განიცდიდა და მე საპასუხოს ვერ გავცემდი. განა იმიტომ, რომ არ მიყვარდა. უბრალოდ, იმ მომენტში ბევრი სხვა ფაქტორი მშლიდა ჭკუიდან და გულს საერთოდ არ უსმენდა. ნელ-ნელა ვიღდგენდი მის წაშლილ სახეს, მისგან წასვლა რომ გადავწყვიტე. ამღვრეულ თვალებს, კაფეში მჯდომმა რომ საბოლოოდ გავანადგურე და აკანკალებულ თითებს, განქორწინების საბუთებს ხელს რომ აწერდა.
დღეები იმაზე უფერული იყო, ვიდრე ოდესმე. სახლი-სამსახური, სამსახური-სახლი. რამდენიმეჯერ თაკოსთან ვიყავი და ისიც ძალიან ცოტახნით. მთელი დღეები ვფიქრობდი. ყოველთვის. მაშინაც, როცა ვმუშაობდი, აბაზანას ვიღებდი, საჭმელს ვაკეთებდი და ა.შ. არ მინდოდა ჩემი ახლანდელი ნაბიჯიც მაშინდელის მსგავსად ნაჩქარევი და არასწორი ყოფილიყო. უკვე იმდენი არასწორი ნაბიჯი მქონდა გადადგმული, შემდეგიც თუ ასეთი იქნებოდა, აუცილებლად წავაგებდი ომს ჯერ სიყვარულთან, მერე ცხოვრებასთან.
იმ საღამოს გადავწყვიტე დედას რეცეპტით ნამცხვარი გამომეცხო. საშინლად გაფქვილული ვიყავი, კარზე ზარის ხმა რომ გაისმა. ასეთი ფორმით გავედი გასაღებად და...
-რას გავხარ, ანა?!-მაშინვე ხმამაღალი სიცილი ატეხა ჩემმა დაუპატიჟებელმა სტუმარმა.
-შენღა მაკლდი, თაზო. მოდი, შემოდი. კარი დაკეტე, რა.-თან ვეუბნები და თან სამზარეულოსკენ მივდიოდი.-ნამცხვარს ვაკეთებ, დაგპატიჟებ. ცოტა ხანში იქნება.
-გავიდე და მერე თავიდან შემოვიდე?-ისევ იცინოდა.
-იუმორინა ყველა წლის - თაზო!
-დიდი პატივია. მადლობა დედას, მამას, ნათელას პირველ სართულზე რომ ცხოვრობს და ჩვეულებრივი სადარბაზოს კამერა რომ არის და, რაღა თქმა უნდა, შენ!
-ყოჩაღ, ოსკარის ტექსტი უკვე გაქვს. ახლა თვითონ ოსკარი დაგრჩა!-მეც გამეცინა
-მთავარი მოგვარებულია, ეგეთი წვრილმანებიც მოგვარდება.-მაგიდასთან ჩამოჯდა.-გინდა მოგეხმარო?
-შენ რა იცი რამის გაკეთება?!
-ე, არ გითხარი მაშინ?!
-მაშინ ისიც მითხარი აგპატიჟებო, მაგრამ ობამამ დამპატიჟა თეთრ სახლში? ისე დამპატიჟე შენც.
-ობამა კიარა, ტრამპია უკვე.
-ვიცი, უბრალოდ მე ობამა მინდოდა, რა.
-შენ ეს ბოლო პერიოდია ისეთი სახით დადიხარ, შემეშინდა რამის თქმა.
-ისეთი, ანუ არაადეკვატური, ხომ?-გამეცინა.-ცუდია, რომ შესამჩნევია.
-არ მითქვამს არაადეკვატური-მეთქი. ვიგულისხმე ის, რომ შუბლზე გეწერა „თაზო, არც შენი და არც შენი მომზადებული კერძების ნერვები მაქვს, რამე არ მიქარო!“
-მასხარა ხარ! დღეს როგორ გარისკე მოსვლა?
-მომენატრე და მოვედი. ასე რომ ვთქვათ, შენი ცუდი ხასიათი დავიკიდე და შენს გასამხიარულებლად მოვედი.
-ჰოდა, გემრიელი საღამოც გამოგვივა.
-თეთრი ღვინო გაქვს?
-აუ, არა. წითელი მაქვს.
-გამოვიტან მე. ამ ნამცხვარს უფრო თეთრი მოუხდება, მშრალი.
-კარგი.
ძალიან მესიამოვნა თაზოს მოსვლა. ეს ბიჭი ყოველთვის ახერხებდა ყოფილიყო ზომიერად ახლოს და ისეთი მხიარული, სახის კუნთები რომ მტკიოდა მისი მოსვლისას.
-მოხვედი?!-ფიქრებიდან მალევე დაბრუნებულმა გამომიყვანა.
-არა, სახლში ვარ ჯერ და ღვინოს ვეძებ. ცოტახანში გადმოვალ.
-შენ რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე ხარ.
-ცუდზე როდის ვარ, მაგრამ ხო, დღეს შენთვის გამონაკლისს დავუშვებ და ყველაზე მაგარ ხასიათზე ვიქნები.
-მგონი დეპრესია მეწყება, მე ვერ ვამჩნევ, შენ კი და ჩემს გადასარჩენად მოხვედი.-გავუღიმე და თხელი მასა ღუმელში მოვათავსე.
-არ უარვყოფ.
-დიდი პატივია!
-შენი ფსიქოლოგი ვარ!
-უხელფასო.
-არა, ნახევარ ფასში შენთვის.
-რა უნამუსობაა. მოდი, სანამ ეს გაკეთდება, მისაღებში გავიდეთ.-ჭურჭელი რომ გავრეცხე, ვუთხარი და მეორე ოთახში გავედი.
-ეგ როდის გაკეთდება?-პატარა ბავშვივით ამედევნა უკან.
-ნახევარ საათში, სავარაუდოდ.
-რა ამბავია, მე მშია უკვე.
-სალათი მაქვს მაცივარში. გინდა?
-არა, ეგრე მგელივით კიარ ვარ.
-მაშინ ნუ წუწუნებ. მგონი ბოდიში კიდევ ერთხელ უნდა მოგიხადო, იმ დღისთვის.
-მეგონა, ეგ უკვე გავიარეთ.
-კი, მაგრამ... უხერხული იყო, ძალიან.
-თვალები გაქვს გაშავებული, ქვემოთ და ზუსტად ვხვდები, აი მაგ უხერხული სიტუაციის შემქნელს ეხება.-თითებით თვალებისკენ მანიშნა.
-ჰო? შეიძლება. ამ ბოლო დროს ცუდად მძინავს და იმის ბრალია.
-აი, ზუსტად მაგ „ამ ბოლო დროზე“ უნდა გელაპარაკო. არ ვიცი რამდენად გინდა საუბარი, მაგრამ მე ვხვდები რომ გჭირდება. სხვა შემთხვევაში ასე უნამუსოდ არ შეგაწყენდი თავს.
-რანაირი ხარ, ადამიანი ვერაფერს გამოგაპარებს?-გამეცინა.
-დიახ, დიახ. სწორად გამოიცანი.
-არ ვიცი რაზე უნდა გესაუბრო, ან სწორია თუ არა ამაზე ვილაპარაკო.
-ე, კიარ გაძალებ, უბრალოდ შენი ეგეთი არ მომწონს. მე ხომ ვიცი, ქალებს ამ მომენტში საუბარი ეხმარება.
-არის ისეთებიც, რომ ეგ პირიქით აღიზიანებთ.
-რაღა მაგ კატეგორიაში გადიხარ. მოდი, მე გეტყვი რა ხდება შენს თავს, გინდა?
-შეგამოწმო უნდა, რამდენად ვარგიხარ ფსიქოლოგად. გისმენ.
-ის გაგა, შენი ყოფილი ქმარი რომ არის „იასნი“ თემაა უკვე. უბრალოდ, ისეთი ყოფილია, შენ რომ ძალიან გიყვარს და არც თვითონ არის გულგრილი. თქვენს შორის ისეთი რაღაც მოხდა, რაც თითქოს ორივეს დანაშაულია, მაგრამ ერთ-ერთმა მათგანმა უფრო მეტად გააფუჭეთ.
გული ამიჩქარდა, იმ „ერთ-ერთ მათგანში“ ჩემი თავი რომ ამოვიცანი.
-ბავშვი დავკარგეთ.
ჩუმად ვთქვი. ვიგრძენი, რამდენიმე წუთი ჩუმად ვისხედით მას შემდეგ, რაც თაზომ თავისი აზრი გამიზიარა და ჩემმა სიტყვებმა, უსიამოვნოდ გაჰკვეთა დამძიმებული ჰაერი. თაზოს გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა.
-ანა... ვწუხვარ... მოდი, არ გვინდა. მგონი ნამცხვარი მზადაა.-არეულად დაიწყო თემის გადატანა. გამეღიმა. მინდოდა საუბარი. მინდოდა ისეთთან, რომელიც გარეშე პირი იქნებოდა და ობიექტურ რჩევას მომცემდა, არ დაიჭერდა არცერთის მხარეს სუბიექტურად. თაზო კი ისეთი იყო, რომელიც ამ შემთხვევისთვის ზუსტი პიროვნება იყო. ამ თვეების მანძილზე საკმარისად შევძელი მისი გაცნობა. გარკვეული ნდობაც ჩამომიყალიბდა და ასეც რომ არ ყოფილიყო, სულის წასვლამდე მჭირდებოდა ვინმესთან საუბარი.
-მერე საშინელ დეპრესიაში ჩავვარდი. ვერც გაგა მშველოდა. ვიცოდი, რომ ისიც საშინელ მდგომარეობაში იყო, მაგრამ ვერაფერი გავაკეთე, თაზო. მაქსიმალურს ვიღებდი მისგან და ის ჩემგან მინიმალურსაც ვერა. მთელი თვეების განმავლობაში მე ვეგლოვე თუ ჩვენი გარდაცვლილი შვილი, ვერ გაეგო. იხლიჩებოდა ორ ტკივილს შორის და იმის მაგივრად, ერთმანეთს გვერდით დავგდომოდით, პირველი რამდენიმე თვე მხოლოდ ის მედგა გვერდით. ის იყო ყველაფერი - შვილიც, ქმარიც, მეგობარიც. არ ვიცი როგორ აგიხსნა, როგორ ცდილობდა ოდნავ მაინც დამებრუნებინა რამე ცხოვრებისეული. მთელი დღე ჩემს საწოლთან შეეძლო ჯდომა მაშინ, როცა სამსახურში საქმეები უფუჭდებოდა. და იცი რატომ რჩებოდა? საჭმელი კიარა, წყალი მაინც რომ დამელია. წარმოიდგინე, რამხელა სტრესია მამაკაცისთვის ამ ყველაფრის ყურება და იმისაც, რაც უკვე ამ ქვეყნად აღარ არსებობდა. ვგრძნობდი, რომ დახმარება მასაც სჭირდებოდა, მაგრამ მაინც, ეგოისტურად მე ვეყრდნობოდი მხოლოდ. თან ისე ძლიერად, ჩემთან ერთად საშინელ უფსკრულში ჩავიტანე. ვეღარ გაუძლო. ახლა რომ ვფიქრობ, მე ვერ გამიძლო. მასაც სჭირდებოდა რაღაც ისეთი, რაც ოდნავ მაინც დაავიწყებდა ტკივილს. რამდენიმე თვის შემდეგ შეიცვალა. იმ დროს, რასაც ჩემთან ატარებდა, უკვე სხვაგან ხარჯავდა. იმ პრობლემებს, რომლებიც მე უნდა მომეგვარებინა მისთვის, სასმელი უგვარებდა. მაშინ ვფიქრობდი, რომ საშინლად სუსტი იყო. მერე იმაზე დავფიქრდი, რომ პატარები ვიყავით და ვიჩქარეთ. პირველივე დაბრკოლებისას ჩამოვშორდით ერთმანეთს. იმ დროსაც ვერ დავეხმარე. ვთხოვდი, ზოგჯერ ვეჩხუბებოდი კიდეც, მაგრამ მეორე დღეს მაინც ჩვეულ მდგომარეობაში ბრუნდებოდა. ყველაფერზე რომ ეს დამემატა, ვერ გავუძელი და წამოვედი. მაშინ ვფიქრობდი, რომ თვითონ დამტოვა მარტო და ჩემს იქ ყოფნას აზრი არ ჰქონდა, ახლა კი მხოლოდ იმაზე მეფიქრება, რომ მისი ჩემი ცხოვრებიდან გაშვება ყველაზე დიდი შეცდომა იყო. მე დავტოვე იქ, ჩვენს სახლში საშინელ მდგომარეობაში მარტო და არა - პირიქით. მე ვარ ის „ერთ-ერთი მათგანი,“ რომელმაც უფრო მეტად დააშავა.
საუბრის დასრულების შემდეგ ისე ამოვისუნთქე, თითქოს დიდი პუბლიკის წინ ვდმგარიყავი და ჩემი ცხოვრების ყველაზე საზიზღარ პერიოდს მათ ვუყვებოდი. ვიგრძენი, რომ შვება მომმგვარა ყველაფრის სხვისთვის გაზიარებამ. აქამდე ხომ ასე არავისთვის მეთქვა, არც თაკოსთვის. იცოდა ის, რაც უბრალოდ საჭირო იყო იმ სიტუაციისთვის და დანარჩენი - არაფერი. და იმ დროს, ვიჯექი თაზოს წინ და აღელვებული ვუყვებოდი ყველაფერს, ცრემლის გარეშე. თითქოს შეგუებული ვიყავი მაშინდელ მდგომარეობას. თითქოს შეგუებული.
-ანა, გახსოვს ბავშვის მნიშვნელობაზე რომ გელაპარაკე, მამისთვის?-თავი დავუქნიე.-მაშინ რომ ცუდად გახდი, ამის გამო? ვახ ბიჭო, რამდენჯერ მიტკენია გული შენთვის გაუაზრებლად.
-ოღონდაც თვითგვემას არ მოჰყვე ახლა.-გამეცინა. რა მაცინებდა?!
-არა, „პროსტა“... ნუ, „კაროჩე“ რა! არა, ბიჭო, ქალები ძალიან სულელები ხართ. ან, ეს სიყვარული გასულელებთ მერე.
-მადლობა, თაზო. ასეც არ არის საჭირო.
-ზოგჯერ მგონია, რომ ძალიან პრიმიტიულად აზროვნებთ. ან ეგოისტურად. თქვენი თავის გარდა, რომ არავინ გაინტერესებთ. „პროსტა“ ამ შემთხვევაში ორივეს თქვენი წილი დანაშაული გეკისრებათ.
-ვიცი.
-რთულია მე ვილაპარაკო თქვენზე, მაგრამ მეგობრულ რჩევად მიიღე, გიყვართ თქვენ ერთმანეთი და უაზრო პრინციპებს ნუ გადააყოლებთ თქვენს ურთიერთობას. მერე გაგიტყდებათ, სადმე რომ შემთხვევით ნახავთ ერთმანეთს, გაგა რომ ვაბშე სხვა ტიპშასთან იქნება და შენ სხვასთან. ამას რომ ახლა გეუბნები, ხომ გეტკინა?! წარმოიდგინე, რეალურად რომ ასე იქნება და შენი თვალით ნახავ, მერე როგორ გეტკინება. შეიძლება ეგრეც არ მოხდეს და სულ მარტოებმა გაატაროთ მთელი ცხოვრება. ეგ უფრო დაგტანჯავს. არ შეიძლება ერთ ცუდ სიტუაციას გადააყოლო მთელი შენი სიცოცხლე. სიყვარული იმიტომ არის დედა მოტ*ნული გრძნობა, რომ თუ გაქვს, სიცოცხლის ბოლომდე გაქვს და ძალიან დიდი უნამუსობაა, ერთის მიმართ განიცდიდე და მერე მეორე შეიყვარო. რომელიმეს პონტში მაგრად იტყუები და შენს თავსაც ატყუებ. მართლა ფსიქოლოგი ხომ არ ვარ, მაგრამ ვხვდები თქვენს შემთხვევაში რა როგორ არის და ამდენი დღეა რასაც გიყურებ, ცოდო ხარ ელემენტარულად. საკუთარი თავი არ გეცოდება? თქვენ ყოველთვის კაცებს თხოვთ მაქსიმუმს. არ გინდათ, თუნდაც ერთხელ, იგივე თქვენც გაგვიკეთოთ? წარმოიდგინე, შენ როგორ გიხარია მისი მხრიდან ათასჯერ გადმოდგმული პირველი ნაბიჯი და იმას როგორ გაუხარდება, შენი ერთხელ გაკეთებული. დავიჯერო, არ გიღირს? შენი სიყვარულისთვის ბრძოლა ვაბშე არ გიღირს? აბა, რა სიყვარულია ეგ, ანუშკი? გიფიქრია ყველაფერი რომ იდეალურად იყოს, რამეს აზრი ექნებოდა? თუ ყველაფერი კარგადაა, აზრზე ხარ რა ერთფეროვანი იქნებოდა ყველაფერი? მოსაბეზრებელი. ეგეთი შენი თავი არც შენ მოგეწონება. უფრო მოხოდილი იქნები, როცა იბრძოლებ და შედეგი სასურველი იქნება, იცი რა ბედნიერი იქნები? ყველაზე, ანა. შენ ძლიერი გოგო ხარ და შეგიძლია. დამიჯერე, საკუთარი თავი რომ იმედს გაგიცრუებს, მაგაზე საზიზღარი მომენტი არ არსებობს. გიყვარს? იბრძოლე თუ გრძნობ, რომ მასაც. ოდნავი მონდომება მაინც დაანახე, რომ ელემენტარულად მას მაინც გაუჩნდეს იგივეს სურვილი. მე თუ მკითხავ, ორივე საცემები ხართ, მაგრამ ქალს ხელი როგორ დაგარტყა, ჰა?!
დამეფიცება, ზუსტად ისე ვუსმენდი, თითქოს ჩემს მთლიან ცხოვრებას მიგეგმავდა და არცერთი დეტალი არ უნდა გამომრჩენოდა. შეგრძნება მქონდა ისეთი, თითქოს ჩემს ბედის წიგნს ვკითხულობდი და ყველა შესაძლო ვარიანტს განვიხილავდი, ჩემი ცხოვრების წარმართვის. ჩემი ყველა ფიქრი ამომიტრიალდა, სულ გაქრა და მხოლოდ თაზოს სიტყვებით ჩანაცვლდა. ყველა ერთიანად ცოცხალი კადრებივით მივლიდა წინ და უფრო რეალურად აღმაქმევინებდა.
-როგორც შენი ძალიან ახლო მეგობარი გეტყოდა გულწრფელად, ისე გეუბნები, რა. არაფერი გადაჭარბებული არ იფიქრო, პროსტა მიტყდება ასეთს რომ გიყურებ. არ ხარ უბრალო გოგო ჩემთვის და არ მინდა ცუდად იყო. შენ რომ ჩემი და იყო, ჩემი ხელით მოგიყვანდი ან წაგიყვანდი მასთან, მაგრამ ახლა ამდენადაც ვერ გავრისკავ, ხო ხვდები, არა?!
საერთოდ არაფერი მითქვამს. ფეხზე წამოვდექი და მის გვერდით დავჯექი. ხელები მისი კისრისკენ წავიღე და ძალიან მაგრად ჩავეხუტე. ჩახუტებაზე დიდი ინტიმი ხომ არ არსებობს, მაგრამ მეგობრულ ჩახუტებას თავისი უპირატესობები აქვს. იმ წამს ვიგრძენი, რომ იმ დროს ამაზე მეტად არაფერი მჭირდებოდა.
-რა სულელები ხართ ეს ქალები!-გაეცინა და გულში ჩამიკრა.-ახლა არ იტირო!
-შენ ისე გვლანძღავ ქალებს, უეჭველი კაცები მოგწონს!-სიცილით ვუთხარი.
-რატომ გამფაქტე? ხომ ვმალავდი, არა? ჰომოფობო!
-ძალიან მიხარია, იმ დღეს რომ ფოტოები გადაგიღე!
-რომლებიც ჯერ არ მოგიცია.
-ჯერ მეხსიერების ბარათი, მერე სურათები!
-ანა, რა სუნია?!
-რა სუნია?!
-დამწვრის!
-რა დამწვ... ვაიმე, ნამცხვარი, თაზო!-ხმამაღლა წამოვიძახე და სამზარეულოში გავიქეცი. ღუმელიდან სულ შავი ფირფიტა გამოვიღე. თაზო ისევ იცინოდა.-ვიტირებ ახლა!
-კაი, დაიკიდე.
-რა დავიკიდო, დავრჩით მარტო ღვინოზე!
-მერე რა პრობლემაა?! უფრო გაგვისწორდება! წამოდი.
-აქ შოკოლადის კრემიანი ნამცხვარი უნდა იდოს, ჩვენ კიდევ ღვინოს ვსვამთ.-სიცილით ვუთხარი, მისაღებში რომ დავბრუნდით.
-დაიკიდე-მეთქი! მოდი, ანუშკი. იცი რას გაუმარჯოს? სიყვარულით მოპოვებულ ბედნიერებას, რომლისთვისაც არც ბრძოლა გაშინებს და არც სხვა დანარჩენი.
-რა ყველა ერთნაირ სადღეგრძელოს სვამთ! გაუმარჯოს!
იმ ღამით იმდენ სისულელეზე ვილაპარაკეთ, მუცელი მტკიოდა სიცილისგან. გვიან ღამით დავიშალეთ. კარებთან ვიდექით, ვაცილებდი, ლოყაზე რომ მაკოცა და მითხრა:
-მე რომ გაგას ადგილას ვიყო, მაგრად გამისწორდებოდა შენ რომ გებრძოლა. თუნდაც მაშინ, თუ მე ვიქნებოდი დამნაშავე. იცოდე, ბედნიერება შენით მიღწეულით სიამაყეშია!
-მთვრალი ხარ შენ! გადი, დაიძინე!
-მთვრალი კაცი, მართლაი კაცი! აე, დათვლა არ მეზარებოდეს, მეზობლებს დავითვლიდი.
-ყველას სჯობს შენი გოგოები დაითვალო. მაშინ რომ მეუბნებოდი.
-ღადაობ?! მაქამდე დათვლა რომ ვიცოდე, ძაან ეკონომისტი ვიქნებოდი.
-მეტიჩარა.
-მშვიდი ძილი, ანუშკი.
-შენც!
ყველაზე მაგარი ღამე იყო, ყველაზე მაგარ ადამიანთან ერთად!
ასე შევაფასებდი თაზოსთან ერთად გატარებულ რამდენიმე საათს. ადამიანთან, რომელიც ნებისმიერი თემის განხილვისას მთელ აზროვნებას მიტრიალებდა.

მეორე დღეს სამსახურში ნახევრად მძინარე მივედი. ასეთი შემთხვევები უკვე ბევრი მქონდა. თუმცა, მაშინდელისგან განსხვავებით, არცერთი რეკლამის ბანერი თუ ლოზუნგი არ ამრევია. საქმე იმაზე მაგრად წავიდა იმ დღეს, ვიდრე მეგონა. ხუთი შეკვეთის მარკეტინგული ხაზით მოწესრიგება მოვასწარი და მეორე დღის ორი საქმეც დასრულებული მქონდა.
-ანუშკი, ბარში წამოხვალ?-ბედნიერი სახით შემოვიდა ზურა.
-რა ხდება?
-არაფერი, „პროსტა.“
-თაკო მოდის?
-კი, ჩვენები ყველა.
-სამსახურის მერე?
-ჰო, რა.
-მერე მომზადება?
-ბიჭო!-ხელები გაშალა.-ასე დაქალები როგორ გავხართ ერთმანეთს?! ბარში მიმყავხარ, ცოლად კიარა! ლამაზად ხარ!
-ნევროზიანო!
-შენი დაქალის ხელში კიდე კარგად ვარ. მოდიხარ, ანუ?
-კი.
-წამოდი მაშინ.
-უკვე.
-არა, ერთი კაციც და გავდივართ.-ხმამაღლა თქვა და გავიდა.-აბა, ხაშური გავიდა!
-იდიოტო!-ხმამაღლა დავუძახე. ჩანთა ავიღე, პატარა სარკეში თავი შევათვალიერე, ცოტა მეტად მოვიწესრიგე და კაბინეტი დავტოვე. ზურას მანქანით ჯერ თაკოს გავუარეთ, მერე ბარისკენ წავედით. ეს „მერე“ დაახლოებით საათნახევარი იყო, სანამ თაკო მოემზადა, რაღაცები მოეწონა-დაიწუნა, მერე აარჩია.
-ამ შუალედში მეც მოვემზადებოდი სახლში!
-თავი ამეხადა!-მისაღებიდან გამოგვძახა ზურამ.
-გავედით, თორემ ეს რომ აღრიალდეს, სახლში დაგვტოვებს.
მანქანაში ვისხედით, ზურამ რომ ვიღაცას დაურეკა.
-ბიჭო, ჩვენს ბარში გავდივართ და გამოდი... ჰო, მანდ... კი... ყველა... კარგი, გელოდები.
-ვის დაურეკე?-მაშინვე კითხა თაკომ.
-გაგას.
სულ გულს მიჩქარებდა მისი სახელი. მაშინაც ეგრე დამემართა. ზურამ პატარა სარკიდან გამომხედა და თვალი ჩამიკრა.
-ხომ ვერ დავტოვებდით, ტეხავდა.
მე მხოლოდ გავუღიმე. ჯანდაბას, იქნებ უკეთესობისკენ შეცვალოს ყველაფერი-მეთქი და თავის დამშვიდებას შევუდექი. მაშინვე კარგ ხასიათზე დავდექი, ელექტრონულების ხმა რომ გავიგე.
-აი, რა მჭირდებოდა!-გადავულაპარაკე თაკოს და გავიცინე.
-დღეს ყველა სვამს, ჩემს გარდა!-ხმამაღლა თქვა თაკომ, მაგიდასთან რომ მივედით.
-აი, რას ნიშნავს ჭკვიანი ცოლი!
-მე არაყი მინდა.-ვთქვი და გამჭირვალე სითხე ჭიქაში ჩამოვისხი.-ჰოდა, ჩვენ გაგვიმარჯოს!
ისეთ კარგ ხასიათზე ვიყავი მათთან ყოფნით, რომ სულ დამავიწყდა გაგა რომ უნდა მოსულიყო. მხოლოდ მაშინ გავიაზრე რეალურად, ლევანმა რომ წამოიძახა:
-ვა, რა კაცი, ე!
ყველამ შემოსასვლელისკენ გაიხედა და მკრთალ განათებაშიც გამოჩნდა გაგას მომღიმარი სახე. ნელი ნაბიჯებით მოგვიახლოვდა და მაგიდის მეორე მხარეს ჩამოჯდა.
-პირდაპირ თქვით რამდენით მისწრებთ, ეგრევე რომ დაგეწიოთ.-სიცილით თქვა და პერანგის სახელოები იდაყვებამდე აიწია.
-შენ ისე დაიგვიანე, ეგრევე დალევით დაიბრიდები!
-ამას მე მეუბნება?!-ეჭვისთვალით გადახედა ზურას.-დაასხი აბა.
არცერთი წამით იხედებოდა ჩემკენ. არადა, ისედაც სასმლისგან გაბრუებულს, გული საშინლად აჩქარებული მქონდა. ვგრძნობდი როგორ მავსებდა მისი უყურადღებობა ერთიანად. მე კიდევ საერთოდ ვერ ვაშორებდი მზერას. უღმერთოდ მენატრებოდა. ვერ ვიტანდი ჩემგან შორს რომ იჯდა. ასეთ დროს ყოველთვის ჩემ გვერდით იჯდა, ხელი კისერზე გადაეხვია და სულ, სულ მკოცნიდა თავზე. მაშინ ვგრძნობდი, რომ ჩემით ამაყობდა. ახლა კიდევ ამის გარდა ყველაფერს ვატყობდი. მისი საქციელი საერთოდ ანტიპოდი იყო ყველაფერი ძველებურის. იცინოდა, ხუმრობდა, ზუსტად იგივე მანერები ჰქონდა, მაგრამ არა ჩემ მიმართ. სხვა ყველასთან იგივე იყო, ჩემთან საერთოდ არ იყო.
ყველაფერი, ყველაფერი და იმან ლამის აზრიდან გადამიყვანა, საშინლად მთვრალი რომ ბართან იჯდა მარტო და ვიღაც ქალი მიუახლოვდა. ჯერ არაფერი, მაგრამ მერე რომ მივხვდი აშკარად ეარშიყებოდა, სისხლი კანს ისე მოაწვა, თითქოს ამოხეთქვას ცდილობდა. გაგა კიდევ ისე უცინოდა, თითქოს იქ არ ვყოფილიყავი. საერთოდ არავინ ვყოფილიყავით და მარტო ის ქალი არსებობდა მისთვის. არც მაშინ ჰქონია რეაქცია, ქალის ხელი რომ მკლავზე შეეხო და მისკენ ძალიან გამომწვევად გადაიხარა. ვერც გავიაზრე, ისე წამოვდექი ფეხზე. ბანცალით გავუყევი ბარისკენ გზას და ზუსტად გაგას გვერდით დავჯექი.
-მარტო ხარ?-ის ქალი ეკითხებოდა.
-არა, მაგრამ ეგ შენთვის პრობლემას არ წარმოადგენს.-სიცილით უთხრა გაგამ.
-სასმელზე დამპატიჟებ?
-კი. რას დალევ?
-რასაც შენ სვამ, იმას.
-ეს ძლიერია.
-მერე რა, მიყვარს სირთულეები, რთულ მამაკაცებთან ერთად.-ღიმილით უთხრა ქალმა და მისკენ მეტად გადაიწია. ზუსტად ვიცოდი გაგა მამჩნევდა, მაგრამ არაფრით იხედებოდა ჩემკენ. ამან სულ გამაგიჟა.
-გაგა, საყვარელო, იქნებ მიხვდე, რომ უკვე საკმარისად ბევრი დალიე.-ვეღარ მოვითმინე, ხელი მხარზე დავადე და ჩემკენ შემოვაბრუნე. ირონიული ღიმილით გამომხედა, არაფერი უთქვამს. ისეთი სახე ჰქონდა, „აი, ხომ მაინც მივაღწიე ჩემსასო.“
-ვინ არის ეს ქალი?-არ ვიცი რატომ „მეწელებოდა“ ეს ქალი ასე საზიზღრად.
-უი, ვერ შეგამჩნიეთ. მე გაგას ცოლი ვარ. ალბათ, არ უთქვამს. სულ ასე მიკეთებს, ჯერ ჩემზე ეჭვიანობს და მერე ასე მიხდის სამაგიეროს. მხოლოდ მსუბუქი ფლირტით, საუბრით რომ შემოიფარგლება, მერე ისევ აქეთ მირიგებს, ხოლმე.-ღიმილით ვუთხარი.
-მოიცა... ვერაფერი გავიგე.
-არც არის საჭირო. უკვე ხომ იცით, რომ თქვენს საწოლს ჩემს მეუღლესთან ვერ გაიყოფთ. ასე არ არის, საყვარელო?!-აქამდე ჩუმად მჯდომ გაგას გადავხედე. არაფერს ამბობდა, ისევ მე მიყურებდა.
-არა ხართ თქვენ კარგად!-წამოიძახა ქალმა და დაგვტოვა. გამარჯვებული სახით გადავხედე გაგას. თვალი არ მოუშორებია, ისე წამოდგა ფეხზე, ხელებით ჩემს სკამს დაეყრდნო და ჩუმად მითხრა:
-აბა, არაფერს შეცვლისო?
გამომცდელი მზერით ჩამხედა თვალებში. პასუხს არ დალოდებია, ისე მომშორდა და ჩვენებთან დაბრუნდა. ისე მომეშალა ნერვები, ყველას დავემშვიდობე და სახლში დავბრუნდი.
მაწვალებდა!
აი, რა ერქვა იმ მდგომარეობას, რაშიც ასე უნამუსოდ მაგდებდა და საქმე ის იყო, ვიმსახურებდი კიდეც. გამოსაფხიზლებლად ცივი შხაპი მივიღე. დივანზე მივწექი და ხელები ბალიშს შემოვხვიე. სასაცილო იყო, მყავდა ისეთი ქმარი, რომელთან ერთადაც მთელი სიცოცხლის გატარება მინდოდა და უცებ - ვეხუტებოდი ბალიშს. თავი მასში ჩავრგე და ბოლო ხმაზე დავიყვირე. ისევ ჩემი გამოსასწორებელი იყო ყველაფერი, ან უნდა დავლოდებოდი როდის მობეზრდებოდა გაგას ჩემი წვალება. ამ ფიქრებში ვიყავი, კარებზე რომ დააკაკუნეს. უკვე ღამის სამი საათი იყო, ლამის. ფეხზე წამოვდექი და შემოსასვლელისკენ წავედი. კარები გამოვაღე და... ალბათ, ყველაზე ნაკლებად ვისაც ველოდებოდი, ის იდგა.
გაგა კარების ჩარჩოს მოხრილი ხელით ეყრდნობოდა. თავდახრილი იდგა და როცა მიხვდა, კარები გამოვაღე, ქვემოდან ამომხედა. შავი, ვნებით სავსე თვალებით აათვალიერა მოკლე, ატლასის ხალათით დაფარული სხეული და ნათლად დავინახე, როგორ მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი. მისი ქვემოდან მზერა მთელ სხეულში ჟრუანტელად მივლიდა.
-რა გეგონა, ის ქალი რომ გამიქციე, ასე ჩვეულებრივად გავატარებდი ამ ღამეს?
ხელი ყელზე ჩამოვისვი ანერვიულებულმა და ზუსტად მაშინ ვიგრძენი მისი ძლიერი ხელები წელზე. მისკენ მთელი ძალით მიმიზიდა, მეორე ხელით თავი დამიჭირა და მთელი ძალით მაკოცა. ცალი ფეხით კარები დაკეტა და სახლში შემიყვანა. არცერთი წამით მაშორებდა ტუჩებს. თითქმის იდენტური სიტუაცია იყო იმ ღამის, მე რომ მასთან მივედი.
-გახსოვს?-მძიმედ ამოილაპარაკა ჩემს ყელში თავჩარგულმა.-არაფერს ცვლისო...-მისი სუნთქვა ისეთი ხშირი იყო, ძლივს ლაპარაკობდა.-არც ეს ცვლის.
ალბათ, ამ სიტყვების შემდეგ უნდა მოვშორებოდი. მაშინვე ხელი უნდა მეკრა და უფლება არ მიმეცა მომკარებოდა, მაგრამ არ შემეძლო. სიგიჟემდე მენატრებოდა და უფრო მიყვარდა. ყოველთვის, სულ ყოველთვის ჩემს ქმრად დარჩებოდა და შემეძლო, ეს სიტყვებიც გამეტარებინა.
და ისიც,
მეორე დღით რომ ოთახში არ დამხვდა.
ისე ამეტირა, ბალიში მთელი ძალით ვესროლე კარებს და ამჯერად დახშული კიარა, მთელი ხმით ვიყვირე. ალბათ, მთელმა კორპუსმა გაიგო და ზუსტად ამიტომ მიკაკუნებდა კარებზე ვიღაც. გაბრაზებული წამოვდექი და კარებისკენ წავედი.
-რა გაღრიალებს?!-თაზო აღმოჩნდა.-მოხდა რამე?-ჩემი სახე რომ დაინახა, მაშინვე შეეცვალა ტონი.
-კი, მოხდა! საზიზღარი კაცი მიყვარს და ვერ ვეშვები! აი, ეს მოხდა!
-მე შენ რა გითხარი?!
-მოიცა, რა!
-ანა, კარგად მისმინე! გავიგონე გუშინ როგორ მოვიდა შენთან. ჰო, მაგ დროს ამოვდიოდი კიბეებზე და სანამ შენთან შემოვიდა, ქვემოთ სართულზე ვიდექი, ხელი არ შევუშალო და იქ რომ დამინახავს, უარესად არ გადაირიოს-მეთქი.-გაეცინა.-ჰოდა, იცოდე! ყოფილი ქმარი არასდროს მიდის თავის ასევე ყოფილთან ტყუილად. აუ, ბიჭო, აი ზუსტად ვიცი ახლა როგორ გაწვალებს და რისთვის.
-რისთვის?
-იმისთვის, რომ პირველი ნაბიჯი შენ გადადგა. ბიჭო, არ მისმენ რომ გელაპარაკები?!-გაეცინა.-კაცებს მაგრად გვისწორდება ქალები რომ ერთხელ მაინც პირველი აკეთებენ რამეს. იმ პონტში კიარა, რომ აი მე პირველი, შენ მეორე. უბრალოდ, ზოგჯერ ჩვენც თქვენსავით გვაბანალურებს სიყვარული და გვინდა, რა.
-ანუ?!-მოჭუტული თვალებით გავხედე.
-ადექი და წადი!
მისი სიტყვები მთლიან ორგანიზმში განაწილდა. ისე, რომ სხვაზე ვერ ვფიქრობდი.
-ადექი და წადი!-ჩუმად გავიმეორე.-ავდგები და წავალ!-მერე უფრო ხმამაღლა და საძინებლისკენ წავედი. უსწრაფესად მოვემზადე და თაზოსთან დავბრუნდი.-შენ... არ ვიცი, ჩემს მეორე ქორწილში ჩემი მეჯვარე ხარ!-სიცილით ვუთხარი და ვაკოცე.-გასაღები შენთან შეიტანე, რომ მოვალ, გამოგართმევ.
სწრაფად დავტოვე და კიბეები ჩავირბინე. გული ყელში მებჯინებოდა, ისე ვნერვიულობდი. თუმცა, მიხაროდა! მართლა მიხაროდა ჩემი სიყვარულისთვის რაღაც ელემენტარულს რომ ვაკეთებდი. ბედნიერებით ვივსებოდი, მისი სახლის კიბეებზე რომ ავრბოდი და მაშინაც, კარებზე რომ ვუკაკუნებდი.
-მობრძანდით.-როგორი ოფიციალური ტონი ჰქონდა. არც გამოუხედავს, ისე თქვა. ხელში საბუთები ეჭირა.
-შეიძლება?!-გავუღიმე.
-ანა?!-გაუკვირდა.
მისაღებისკენ წავედი, მაგიდასთან დავუდექი და ღრმად ჩავისუნთქე.
-ალბათ, დიდი ხნის წინ უნდა გადმომედგა ეს ნაბიჯი. შეიძლება ისეც მოვქცეულიყავი, ეს რომ საერთოდ არ დამჭირვებოდა, მაგრამ ორივე ვხედავთ, რომ მჭირდება. უფრო სწორად, ორივეს. მე ძალიან ბევრი შემეშალა. იმდენად ბევრი, რომ ამაზე საუბარიც კი მრცხვენია, თუნდაც შენთან. მაგრამ მე მზად ვარ ამისთვის ბოდიში მოვიხადო. მთელი ცხოვრება, ყოველ დილით გაღვიძებისას დილამშვიდობისას შემდეგ პატიება გთხოვო. მზად ვარ იმისთვისაც, რომ ჭირსა თუ ლხინში შენს გვერდით ვიყო. ვიყო შენი ერთგული მორალურადაც და ფიზიკურადაც. დილაობით საუზმე გაგიმზადო და საღამოთი, სამსახურიდან დაღლილი რომ მოხვალ, ვახშამი ტელევიზორის წინ მივირთვათ, შენ ხომ გიყვარს ფილმების ყურება. იმაზეც არ შეგეწინააღმდეგები, ცისფერ პერანგს შავი ჰალსტუხი მოუხდება უფრო მეტად თუ ნაცრისფერი. არც იმაზე გეწუწუნები, როცა დააგვიანებ და პირიქით, ბედნიერი სახით შეგხვდები და ჩემი ჩახუტებით ყველა დაღლას ერთიანად მოგაშორებ. ყოველთვის გაგრძნობინებ რომ მიყვარხარ და შენგან მიღებულს, მხოლოდ ჩემთვის არ დავიტოვებ. ვიქნები შენი საყრდენი იმდენად, როგორც შენ ერთ დროს იყავი ჩემთვის. ვიბრძოლებ ყოველთვის და არადროს მოვიქცევი ისე არასწორად, როგორც უკვე ბევრჯერ აქამდე. მიყვარხარ, გაგა. ძალიან მიყვარხარ და აღარ მინდა. ასე ცხოვრებას ვერ ვიტან. სულ მინდა ჩემთან იყო და ის ღამეები არაფერს კიარა, ყველაფერს ცვლიდეს. მე მჯერა, რომ იმ დროს არც შენ ხარ გულგრილი. შენს ყველა შეხებაში ვგრძნობ, რომ ჩემთან ყოფნა ბევრ რამეს გიცვლის და მოდი, თუგინდ ხელის თხოვნაში ჩათვალე. ალბათ, მარტო მე მოვიფიქრებდი ასეთ არანორმალურობას, თუგინდა ყველაზე დიდ სიგიჟეში, სისულელეში თუ ა.შ. მაგრამ მოდი, შეგვიცვალოს ჩვენმა ღამეებმა ყველაფერი და, მოვრჩეთ ამ უაზრო თამაშს. ფინიშამდე ვართ უკვე და სანამ Play Again ჩაირთო ისე, რომ არცერთი სიცოცხლე დაგვრჩა, მომიყვანე ცოლად!
მთელი ძალა გამოვიყენე ამ სიტყვების სათქმელად. თვალებში ვუყურებდი და ჩემი სიტყვების ზემოქმედებას ვეძებდი. იგი ნელი ნაბიჯით წამოვიდა ჩემკენ. მარჯვენა ხელით წინ ჩამოყრილი თმა ყურზე გადამიწია ისე, რომ თვალებისთვის მზერა არ მოუშორებია. მერე მთელ სახეზე დამაკვირდა, ასე ახლოს მყოფი. ხელისგულით ლოყაზე შემეხო და ცერა თითით რამდენჯერმე მომეფერა. თვალები დამეხუჭა. ყველაზე სასიამოვნო რიტუალივით იყო. მერე მომშორდა. მაგიდას ხელისგულებით დაეყრდნო და როგორც ჩვეოდა, ქვემოდან ამომხედა, წარბები ზემოთ აეწია და ენით ტუჩებს ისველებდა იქამდე, სანამ მის ბაგეებს რამდენიმე სიტყვა არ გამოეპარა.
-მე რომ უკვე მყავს ცოლი, ანა?!









-------------
სიყვარულის ადამიანებო,
ჩემი ქეთრინია ჩემი იდეინნი გოგო და ჩემი მუზაც.
ეს თავი სულ მისია, არ ვაჭარბებ!

პ.ს. ხომ ვთქვი, ტყუილად მილანძღავთ თაზოს-მეთქი(((скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი katerina (keta)

როგორ ველოდებოდი შენ ჰო არ იცი რა!
პატარა ინტრიგებს სანამ ჩემი თვალით არ წავიკითხავ ვერ მოვისვენებ :დდდ
ჩემი ყველა’ფერი ხარ შენ!

 



№2  offline ახალბედა მწერალი elle...

katerina (keta)
როგორ ველოდებოდი შენ ჰო არ იცი რა!
პატარა ინტრიგებს სანამ ჩემი თვალით არ წავიკითხავ ვერ მოვისვენებ :დდდ
ჩემი ყველა’ფერი ხარ შენ!

ყველაფერი შენი დამსახურებით, იცოდეს ყვე”ლ”ამ ! :დდდდ

ჩემი ყველაფერიც ხარ შენ!
მიყვარხარ!

 



№3 სტუმარი სტუმარი Khati

ემოციების ზღვა...........

 



№4  offline ახალბედა მწერალი elle...

სტუმარი Khati
ემოციების ზღვა...........

არ ვიცი ამ ორმა სიტყვამ მართლა რამხელა ემოცია მომიტანა!
სიხარულის, ბედნიერების და ყველაფერი დადებითის!

უღრმესი მადლობა, ხატი, საყვარელო❤️❤️❤️

 



№5  offline წევრი katerina (keta)

საიდან დავიწყო?
ისევ თავიდან ჯობია, თორემ ბოლოდან თუ დავიწყე ჰო იცი რაც მოგელის?!
ჩვეულებრივი მატრაკვეცა ხარ რა!

ახლა ისტორიაზე..
პირველივე წინადადება ისეთი იყო სისხლი რომ გეყინება.

გაგას საქციელზე იცი რასაც ვფიქრობ, ესეა საჭირო და მაგარი ბიჭი გვყავს ძალიან.

“შენ შეგეძლი ყველაფერი გქონოდა, მაგრამ მაინც არაფრისკენ წახვედი”- ეს ცალკე სამყაროა.

თაზო- ის მეგობარი, რომელზეც ვამბობდი რომ აუცილებლად გახდებოდა ანასთვის. თან ძალიან კარგი მეგობარი, ზუსტად რომ იცის რომელ წერტილში უნდა ესროლოს რომ გამოაფხიზლოს.

გაგა არის პიროვნება! მომეწონა ბარშიც რომ ეგველა. მიხვდეს ქალბატონი რაღაცებს, დროა აშკარად, ნუ )))

თაზოს მეორე გამოჩენამაც ფრიად მომხიბლა და იმანაც, ანას გამოფხიზლება ბოლობოლო რომ მოახერხა.

რაც შეეხება ფინალს, ანაც მონოლოგმა გული ამიჩუყა, ლამის ცრემლებამდე მივედი, მაგრამ გაგას პასუხზე უკვდ მართლა მომდიოდა ცრემლები, ოღონდ სიცილისგან (იცი შენ რასაც ვგულისხმობ).

ჩემი საოცრება გოგო ხარ შენ და ბოლო ნაწილზე კიდე რავიცი, ჯობია ცალკე მოგეთხოვოს მაგის გამო :დდდ

პ.ს. მიყვარხარ, ჰო?

 



№6  offline წევრი Veronika

Meamakebi da
Mikvarxar ❤️
Tazos da Anas dialogebi mikvars
Tazo magijebs me
Rogori chamokalibebuli bichia
Mitqvams xo ukve ro idealuri personajebi gkavs?!
Kide gavimeoreb uamravjer!
Chemo originaluro
Sascauli tavi iko, rogorc koveltvis.
Sul minda rame gamorcheuli gitxra, magram ise mamunjeb chems saxelsac dzlivs vixseneb :dd
Ukve kasha-malashas emsgavseba chemi komentari :d da sjobs davstopde
Moya vkusnyashka ❤️

 



№7  offline ახალბედა მწერალი elle...

katerina (keta)
საიდან დავიწყო?
ისევ თავიდან ჯობია, თორემ ბოლოდან თუ დავიწყე ჰო იცი რაც მოგელის?!
ჩვეულებრივი მატრაკვეცა ხარ რა!

ახლა ისტორიაზე..
პირველივე წინადადება ისეთი იყო სისხლი რომ გეყინება.

გაგას საქციელზე იცი რასაც ვფიქრობ, ესეა საჭირო და მაგარი ბიჭი გვყავს ძალიან.

“შენ შეგეძლი ყველაფერი გქონოდა, მაგრამ მაინც არაფრისკენ წახვედი”- ეს ცალკე სამყაროა.

თაზო- ის მეგობარი, რომელზეც ვამბობდი რომ აუცილებლად გახდებოდა ანასთვის. თან ძალიან კარგი მეგობარი, ზუსტად რომ იცის რომელ წერტილში უნდა ესროლოს რომ გამოაფხიზლოს.

გაგა არის პიროვნება! მომეწონა ბარშიც რომ ეგველა. მიხვდეს ქალბატონი რაღაცებს, დროა აშკარად, ნუ )))

თაზოს მეორე გამოჩენამაც ფრიად მომხიბლა და იმანაც, ანას გამოფხიზლება ბოლობოლო რომ მოახერხა.

რაც შეეხება ფინალს, ანაც მონოლოგმა გული ამიჩუყა, ლამის ცრემლებამდე მივედი, მაგრამ გაგას პასუხზე უკვდ მართლა მომდიოდა ცრემლები, ოღონდ სიცილისგან (იცი შენ რასაც ვგულისხმობ).

ჩემი საოცრება გოგო ხარ შენ და ბოლო ნაწილზე კიდე რავიცი, ჯობია ცალკე მოგეთხოვოს მაგის გამო :დდდ

პ.ს. მიყვარხარ, ჰო?

არ მომწონს რომ გატირებ! უნდა მაპატიო! ამ თავზე შენს კომენტარს ყველაზე მეტად ველოდი, ხომ იცი შემზე ავაწყვე მთლიანად. ინედია იმედები არ გაგიცრუე :დდდ

სიგიჟემდე მიყვარხარ და კიდე უფრო!
არახარ შენ მარტო ადამიანი ჩემთვის, გული და სული ხარ❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️

Veronika
Meamakebi da
Mikvarxar ❤️
Tazos da Anas dialogebi mikvars
Tazo magijebs me
Rogori chamokalibebuli bichia
Mitqvams xo ukve ro idealuri personajebi gkavs?!
Kide gavimeoreb uamravjer!
Chemo originaluro
Sascauli tavi iko, rogorc koveltvis.
Sul minda rame gamorcheuli gitxra, magram ise mamunjeb chems saxelsac dzlivs vixseneb :dd
Ukve kasha-malashas emsgavseba chemi komentari :d da sjobs davstopde
Moya vkusnyashka ❤️

შენი კომენტარი ყოველთვის ძვირფასი იქნენა ჩემთვის!

უღრმესი მადლობა, ჩემო ძალიან ოქროს გოგო’ვ, საოცარი სიტყვებისთბის! მართლა არასდროს მეყოფა დრო, საკმარისი მადლობა რომ გითხრა. სიყვარული ხარ❤️❤️❤️

ძალიან მიყვარხარ, ვგიჟდები❤️❤️

 



№8  offline ახალბედა მწერალი An_Gel

აუ, შენ რა ინტრიგანი ყოფილხარ, ნენე?! :დდდ
არადა თითქოს მახსოვს, რომ ორივემ მოაწერა ხელი გაყრის საბუთებს. ჰმ, რა გააჩალიჩე, გამოტყდი!:დდდ
ანუ, რა არის იცი?! კი, რა თქმა უნდა დამნაშავე იყო ანაც, მაგრამ ოდნავ მეტად ხომ არ ადანაშაულებ, ვიდრე რეალურად არის?! გაგას საქციელები მეც მაბრაზებდა საშინლად (მიუხედავად იმისა, რომ იქამდე მის მხარეს ვიყავი) და ძაანაც სწორი იყო ჩემთვის ანა, როცა წამოვიდა ქმრისგან. მერე კიდე ისე იქცეოდა ეს გაგა, არვიცი რა. მე ბოლომდე ვერ ვამტყუნებ ანას. ჩემთვის გაგამ აირჩია ძაან უცნაური ხერხი ცოლის დასაბრუნებლად.
ხო, ისე ეს სრულიად საკაცეთი რომ დაუდგა გაგას მხარში, რა მაფიაა?! სად არის ამდროს თაკო?! ქალთა ხმა :დდდ არა ისე თაზომ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. ბევრამ მაგარი ტიპი აღმოჩნდა.
ბარის სცენა და იმ ქალის გაქცევა იყო 1-1. არა, გაგა მაინც უფრო ქაჯურად მოიქცა მაშინ, მარა მაინც.
არაფრისშემცვლელმა ღამეებმა რომ რეალურად ყველაფერი შეცვალა და როგორ იქნა მოვიდა გონს ორივე, ძაან მომეწონა. მომეწონა კი არა, ასე მგონია ბავშვი პატრონს ჩავაბარე :დდ ძლივს დაადგათ საშველი! ლევანმა ამდენი უბურღა ტვინი ორივეს და ვერაფერს მიაღწია და თაზოს ისეთი დამსახურება აქვს მართლა ეკუთვნის მეჯვარეობა :დდდ
ნენე, დღეს ვფიქრობდი ამ ისტორიაზე, იცი? და დადე კიდეც ახალი თავი. თან რა თავიი?!
იცი როგორ წერ? ერთი ასოთი ზედმეტს ან ნაკლებს რომ ვერ ნახავ, რაც არ უნდა ინტრიგანი იყო ადამიანი. იდეალური ქვია მაგას. ჩემთვის შენ ხარ იდეალური.
ნუ ემოციებზე კი გელაპარაკე უკვე. ვერ ვხვდები, რანაირად და როგორ ახერხებ ასე ზუსტად ყველგან და ყოველთვის ადეკვატური და საჭირო ემოციის გადმოცემას.
შენ ხარ ემოციის გოგო!
და მე ვგიჟდები, რომ შენ ასეთი ხარ heart_eyes
პ.ს. გუშინდელი კომენტარი "კამელიებზე" რამდენჯერ წავიკითხე, იცი?! სერიოზულ შოკში ჩამაგდე. მაგ კომენტარს არასდროს დაგივიწყებ. და ვერც სათანადო მადლობას გადაგიხდი ოდესმე. heart_eyes heart_eyes heart_eyes

 



№9  offline წევრი gogona tbilisidan

ეს ის მომენტია,ძალიან რომ მეძინება მაგრამ,ჩემი მოუთმენლობის გამო ნახევრად მძინარე მდგომარეობაში,რომ ჩავამთავრე კითხვა. :დდდდ ყველას უნდა ყავდეს ერთი თაზოსნაირი მეგობარი,ცოტა ყველაფრის აზრზე რომ მოვყავდეთ ისეთ მომენტებში :დდდდ ზოგადად ეს ბიჭი სხვა ამპულაშიც კარგი იქნებოდა მაგრამ ანასთან არა.გაგა ანას გარეშე და ანა გაგას გარეშე?წარმოუდგენელია.(გაგასთან სადმე ახლოს,მეც მიმაწერეთ ისე მიყვარს):დდდშენ ელ,ყველაზე კარგი ხარ და ყველაფერი იცი <3))

 



№10 სტუმარი სტუმარი თამო

ზუსტად ასეთი პერსონაჟი წარმომედგინა თაზო უფრო მეგობრულ აპულაში და ასეც მოხდა.თაზო რომ არა ანა ვერ იაზრებდა კარგია ყველას უნდა ყავდეს მართლაც ასეთი მეგობარი.როგორც იქნა დაადგათ საშველი და შერიგდებიან.გაყრაზე ხელი ორივემ მოაწერა და ნეტა რა მოხდაა?რაგაც იჩალიჩა გაგამ?მმ საინტერესოა შემდეგ თავს ველოდები.ძალიან კარგი იყო ეს თავი

 



№11  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

საოცრად კარგი იყო
როგორც ყოველთვის! და სასიამოვნო
თაზო არის საოოოოცრება!
კიდე კაი მართლა გადაუღო ფოტო!
არა რა! გაგა უნდა უმადლოდეს თაზოს
ეჰჰჰ გაგა გაგაა... მიყვარს მე ესბიჭი და რაგავაკეთო?
ისე გამიხარდა ბოლოს სიტყვები
ღმერთო!
ამწყვილზე უბრალოდ მაფანატებს!
შენზეც
და
შენს მოთხრობებზე!
წავედიი ახლა მეძინება ❤️

 



№12  offline წევრი SillyGirl

ელ რა ინტრიგანი ხარ ?
ვაიმე იმდენი ემოცია იყო ამ თავში ვერც კი ვლაპარაკობ.
თაზოც რომ შემიყვარდა მაგაზე აღარაფერსს ვამბობ.
მართლა კარგი ადამიანი და მეგობარი აღმოჩნდა ანასთვის.
მაგრამ ჩემ ლევანს ვერავინ შეცვლის უნანუსოდ რომ მომიტეხე ამ თავიდან.
ანა და გაგა ცალკე ფენომენია.
მომეწონა გაგას სიგველეც და ანას გამოფხიზლებაც.
ბოლოს რა იყო ეს ჰა ?
უამრავი ემოციებით ამავსო მთლიანმა თავმა.
რა საოცრებები გეწერა ელ?
მოკლედ სიტყვებს მართლა ვეტ ვპოულობ შენი ამ სასწაული ნაწერების შესაფერისს რომ რასაც იმსახურებ ის გითხრა.
ჩემი პირადი საიცრება ხარ შენ.
ისე რა საინტერესო იქნები წერის პროცესში? აი ეგ საოცრება თითები ასეთ არანორმალურად და არარსებულად კარგ რაღაცეებს რომ წერს?
ზე სასწაული გოგო მყავხარ შენ
აი ისეთი რომ ვერ განმეორდები
ერთადერთი რაა.
სულ ყველასგან ყველაფრით გამორჩეული.
სასწაული
საოცრება
საუკეთესო.
"ზღვარგადასულადკარგი" აი ეს შეგეფერება გეფიცები.
არ მჯერა რომ ასეთი არსებობ
იმდენად არარეალურად კარგი ხარ.
შენს ნაწერებს რომ ვკითხულობ ვხვდები რომ ძალიან მწირე ლექსიკონი მავს იმიტომ რომ შესაფერის სიტყვებს ვერ ვპოულობ იმისთვის ტომ სიზუსტით შევაფასო შენი ეს ზღვარგადასული ნიჭიერება.
მიყვარხარ და უბრალოდ ვგიჟდები შენზე.

 



№13  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

ეს .... ეს....
არც კი ვიცი საიდან დავიწყო.
იმ მომენტიდან საიდანაც თაზო გამოჩნდა მუდამ ვგრძნობდი რაღაც დაძაბულობას, სულ იმის დარდი მქონდა ანას არ შეჰყვარებოდა. მისმა მონოლოგმა ხო საერთოდ დაუსვა წერტილი ჩემს შიშებს და ეჭვებს . უმაგრესი ბიჭია!
გაგა ხო რავიცი. ......
ანას აღიარებამ ჭკუიდან შემშალა ისე გამიხარდა.ვერაფერს ვიტყვი სანამ შემდეგ თავს არ დადებ. მოუთმენლად გელი ❤
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№14 სტუმარი ნაინა

შეუდარებელი ხარ,მინდა ვთქვა უკომენტარდ

 



№15  offline აქტიური მკითხველი lalita

მგონი არც არიან გაყრილები მაგარი იყო.

 



№16  offline წევრი anisia

Aii iseti tavi ikoo chemguls ro gauxardebodaa :DDD mikvirs rogor sheidzleba adamiani ikos amdenad nichieri da qondes amgvari individualuri weris stili <3

 



№17 სტუმარი ილონა

როგორ ველოდიი ♥
ადრე ვთქვი მე, ანას და თაზოს დიალოგში ავტორს ვხედავთქო, ახლაც დაგინახე, ასე რომ... გამოდი, გიცანი ;დ სიგიჟეა ეს ბიჭი, არანორმალური ♥ იმ წუთიდან მომწონს, რა წუთიდანაც ისტორიაში გამოჩნდა. ყოველ თავში უფრო მეტად რო მხიბლავს ♥
გაგა ხო ნერვებს მიშლიდა სულ, ახლა უფრო მეტად unamused ერთხელაც მიმტყუნებს მე ნერვები მაგის შემყურე ;დ
ანაზე რაგითხრა, ძალიან მომწონს ესგოგოც ♥
და შენ ამათგან ყველაზე მეტად მიყვარხარ ;დ ♥

 



№18 სტუმარი სტუმარი Lika

აი, ხომ გაგასკენ ვიყავი და ვარ, მაგრამ ახლა რომ გაგამ გაჭედოს, უკვე ოოოოო, ძალიან გავბრაზდები. ნუ ხელის გაწერის დროს თუ რამე აქვს ნამაიმუნები, ხო, სხვა შემთხვევაში უკვე მე გავჭედავ rage აქამდე არაფერი შეშლია, და იმედია ახლა არ გადაამლაშებს. ამაში შენი იმედი მაქვს, ნენე. გაგა არ "გამიფუჭო" heart_eyes heart_eyes
ოოო, თაზოო!!!! თაზო უკვე სხვა თემაა relaxed გადამრია, გამაგიჟა weary გაგა ანასია, თაზო რომ ჩემი იყოს, რა იქნება, რააა tired_face მაააწყობს, მაწყობს როგორც მეგობარი, საყვარელი, ქმარი - ნებისმიერი ვარიანტი მაწყობს, ყველა ერთად - ხომ საერთოდ innocent
ნენე, მალე დადე რააა, სანამ გაგა შემომაკვდება smile

 



№19  offline წევრი გეგე მარიშკა

ნენე მაგარი ხარ მალე დადე და შეარიგე მალე დავიტანჯე მაგათი ცოდვით <3

 



№20  offline წევრი Mariamch

ეს ბოლო რა იყო? ნეეენ მიყვარხარ♥♥♥♥

 



№21  offline წევრი Mtirala

თაზო ჩემია და მორჩა!
გინდ ასე თქვით, გინდ ისე,
თაზო ჩემია და მორჩა!
ნენე,
ხო იცი, რომ მე თაზო მიყვარს?!
თან ძალიან...
თაზო ანასთვის მინდოდა,
ძალიან მინდოდა,
მაგრამ ასე არ მოხდა.
ვიცოდი გაგას რომ შერიგებოდა ანა იმედები გამიცრუვდებოდა,
ვიცოდი და ამისთვის მზად ვიყავი,
მაგრამ იმედი 1%-ით არ გამცრუვებია.
გაღიარებ, ნენე, გაღიარებ!
ახლა, ისე ვარ არეული,
რაღაცნაირად ვარ... :(
მაგრამ შენმმა "გაორებამ" ძალიან გამომაფხიზლა
და მოკლედ...
ძალიან ნიჭიერი, საყვარელი და თბილი გოგო ხარ!
თაზოს და ანას დიალოგი ისე მომეწონა...
იცოდე, მეჯვარედ მართლა ველოდები თაზოს :))
და ხო...
არც კი გაბედო და ვინმე არ გამოუჩინო თაზოს თორემ გავაფრენ...
შენ არ იცი მე რა ეგოისტი ვარ... :))
მიყვრხარ, ნენე ❤
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№22  offline აქტიური მკითხველი La-Na

ვინ ლანძღავდა თაზოს კაცო? ძალიან მაგარი კაცია,მაგრამ ეს ბოლო რა იყო ჰა?ხომ ვიცი რაღაცას უჩალიჩებს,მაგრამ რა მოითმენს ახალ თავამდე ნენე?რას მერჩი? ძალიან კარგი თავი იყო და კიდევ კარგი თაზომ აუხილა თვალები ანას.მალე დადე რა გთხოვ.შენს საოცარ მუზას ვთხოვ რომ ახლა არ მიგატოვოს.
--------------------
ლანა

 



№23 სტუმარი ნოცა

ამ თავმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბაა, სასწაული იყო მართლა ბოლოს ყურებამდე გაღიმებული დავრჩი :დდ თაზომ სულ გამაგიჟა, საოცარი ბიჭია თავისი აზროვნებით და ჭკუაზე დარიგებებით <3 ნუ გაგაზე რო თავიდანვე შეყვარებული ვიყავი მაგას თქმა აღარ უნდა :დდ უდიდესი მადლობა შენ ასე მაგრად რომ წერ ❤️❤️❤️❤️❤️

 



№24  offline წევრი მარიკუნაა♥️

ჩემი სული დაკმაყოფილებულია.
ყველა ამ სიტყვის გაგებით.
დიდი მადლობა.
:)

პ.ს. მიყვარხარ შენ ამისთვის ♥️
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№25  offline მოდერი Eleniko13

-მომენატრე და მოვედი. ასე ვთქვათ, შენი ცუდი ხასიათი დავიკიდე

თაზოზე მე თავიდანვე რო ვამბობდი,
ყველაზე მაგარი ტიპია ამ მოთხრობაში მეთქი,
გახსოვს?
ვატყობ, რა, ვიცი ეს მაგარი ტიპების ამოცნობა,
პრაქტიკა მაქ მაგათთან დ:დდ ბევრთან.
ძალიან უსაქციელო მეჩვენა ანა.
აი, ნაბიჯგადაუდგმელობა რომ ისეთ ნაბიჯებს ადგმევინებს,
რომლებიც აუცილებლად აერევა და ფეხს წამოკრავს.
გაგას გულგრილობაც ისეთია აი,
რაღაც ძაან ნიტო, ხო ხვდები?
ერთ მომენტში თაზომ 180 გრადუსით შემომიტრიალა გაგაზე წარმოდგენები მაგრამ
მერე მაგას კიდე 180 დაემატა და საბოლოოდ 360 გამოვიდა,
ანუ ისევ ისე ვფიქრობ გაგაზე.
საწყის მდგომარეობას დავუბრუნდი :დ
ის მიტყდება, რა უსინდისოდ...
აი, იმ ქალს რო ეფლირტავა.
ა ღ უუ.
ან ის კიდე, არაფერს არ ცვლისო რო გაახსენა ცხრაჯერ.
ა ღ უუუ.
და თაზოზე კიდე ჭედავს ეგ ხო?
აუ შენ არ იცი როგორ მეტირება იმაზე,
რო ანუშკი და თაზო დადაქალდნენ და
დაძმაკაცდნენ.
წყვილი მოვინდომე მე, აჰ.
თაზო იდეალური პიროვნებაა,
უსერიოზულესად ფსიხია.
ანას მეგობრებს დანიშნულება ვერ მოვუძებნე ;დდდდ
რას უკეთებენ, რაას.
და გაგამ ცოლი უკვე მყავსო,
მაგას შხაქ?
თუ რამე რომანტიულის თქმას აპირებს დედა, მოვუკვდი,
და დარწმუნებული ვარ ან ანას გულისხმობს ისევ,
ან რამე ქნა და გამართლებულად.
კაროჩე, ბოლო ვერ გავიგე,
მაგრამ გაგას იდიოტიზმი ბოლოს მე მიღებს.
ჩემს ყოფილს ჰქვია გაგა და სულ მეშლებოდა, გეგას ვეძახდი.
ბოლოს რო მიხვდა რო ვაბშე არ მიყვარდა და
უბრალოდ ყურადღების გადატანა მინდოდა მისნაირ კრეტინოჩკებზე
გეგა არა გაგაო.
მეთქი ჰა? აქამდე მიმალავდი?
ხოდა ფეისბუქზე მაინც არ დააკვირდიო?
მეთქი შვი’ლ’ოოოო შენს სახელს ვაკვირდები ეხლა, ისედაც დეპრესიაში ვარ.
ხოდა რას მოვაყოლე..
ხო, ყველა გაგა დეგენერატკაა.
--------------------
ლილიტის ქალიშვილი.

 



№26  offline წევრი nenNGO

საოცრებაა !!!

 



№27  offline წევრი sofia25

მოიცა რა?
რა?????
გოგო შენ კარგად ხარ ?( ბევრი სიცილის სმაილები)
ისეთი ბედნიერივარ ვგიჟდები
გეხვეწები ბრაზილიური სერიალივით არ გაჩითო გაგა სხვა ქალთან ( აქაც სიცილები)
ისე ინტრიგულად დაამთავრე გადავირიე
აი ხომ გითხარი? ( ნუ თუ არ მითქვამს ვფიქრობდი მაინც) არარიან ანა და თაზო ერთმანეთისთვის შექმნილებირაა
გაგა ჩემი ბიჭია:) ძალიანძალიან მომწონს
ხოდა ულევანობამ ცოტა დამგრუზა
აუუ სერიოზულად მომწონს ეგეთი ბიჭები რა დეგენერატივარ???
ვინმე უპოვე თორე ჩემთვის ვიტოვებ იცოდე:))) ძალიან ძალიან მაგარი თავი იყო
ემოციური აი დამბურძგლაო ,რომ იტყვიან ისეთი
ანას აღიარებაზე ვერაფერს ვამბობ ,გარდა ამისა ,რომ ძლივს მოტვინა !
ძლივს ძლივს
მადლობა თამაზს:)( არმეგონა ამას თუ ვიტყოდი)
პ.ს ბევრი ლევანები და ანაგაგას წყვილი თორე ვეღარ ვითმენ რაა

 



№28 სტუმარი ნიაა

დიახაც ყავს ცოლი,მე ვარ ^ ^ თაზოს პერსონაჟი ძალიან კარგი მეგობარია,და ძალიან მახარებს ის ფაქტი რომ მხოლოდ მეგობარია :დ რაც შეეხება იმ იდეალურ კაცს რომელიც მე ძალიან მიყვარს,ეჭვიც არ მეპარება რომ ყველაფერს სწორად ამბობს და აკეთებს ველოდები შემდეგ თავს ისე როგორც არასდროს !

 



№29  offline წევრი გრაფინია

ყველაფერი,რომ თავის კუთვნილ ადგილზეა მასეთი თავია ეს;)
_________
“შენ შეგეძლო ყველაფერი გქონოდა,მაგრამ მაინც არაფრისკენ წახვედი”
ჩემთვის მტკივნეული სიტყვები.
და როგორ მიხარია,რომ გაგას ნათქვამმაც ისე უაზროდ არ გაიფრინა,როგორც ჩემმა.

 



№30 სტუმარი Nestanuka

აუუ ჩემი გაგა საყვარელი და თბილი :-3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent