შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პეპლები [9]


25-11-2017, 10:32
ავტორი ელპინი
ნანახია 267

პეპლები [9]

-ლენკა, სწრაფად დაელაპარაკე ლაშაა.
ნათია შემოდის ოთახში და თან, კარებისკენ იხედება. თვალებით ვეკითხები, რა ხდება-მეთქი და ტელეფონს ვართმევ.
-ხო, ლაშა.
მის განერვიულებუ ხმას ტელეფონშიც ვგრძნობ, ხმაში სიხარულიც იგრძნობა, თან.
-ლენკა, ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც გავარკვიე.
-ხო, გისმენ. რამე მოხდა სერიოზული?
-კი, ლენკა.
-ლაშა, თქვი.
უკვე, გაბრაზებული ვეუბნები და ხელები კანკალს იწყებს.
-ლენკა, შენი შვილი ცოცხალია.
ვითიშები, თვალები მიშტერდება, ხელები და ფეხები ერთდროულად მიშეშდება და თითქოს, ენა გადავყლაპე. ღმერთო, ჩემი შვილი ცოცხალია. არ მჯერა, არა. ჩემს ცხოვრებაში რაღაც ხდება, თითქოს, უკეთესობისკენ იცვლება ყველაფერი.
-ლაშა!
ხროტინით ვამბობ და ცრემლებით მევსება თვალები.
-მოგატყუეს, ლენკა.
თვითონაც ანერვიულებულია ლაშა.
-გთხოვ, მოდი და მომიყევი ყველაფერი.
სასოწარკვეთილი ხმა მაქვს და მთელ სხეულში ჟრუანტელი მივლის. ჩემი შვილი! ჩემი პატარა ანგელოზი!
-ვეცდები, მალე გამოვიდე სამსახურიდან და დაწვრილებით მოგიყვები ყველაფერს.
-ლენკა, სწრაფად მოდის კრუელა.
ნათიას შეშინებული ხმა მესმის.
-კარგი, ლაშა. გელოდები.
სწრაფად ვთიშავ ტელეფონს და საწოლზე ვწვები, თვალებს ვხუჭავ.
-ოქრო ხარ, ნათი! უღრმესი მადლობა.
ღიმილით ვეუბნები, თვალს მიკრავს და ოთახიდან გადის.


***
ოთახში ვიყავი წამოწოლილი, გიორგი მთვრალი, რომ მოვიდა. შემეშინდა, არ ვიცოდი რას გააკეთებდა, გულს საშინელი გრძნობა მიღრღნიდა და არ მასვენებდა.
-ლენკა, შენგან დავიმსახურე ეს?
დივანზე დაჯდა, თვალები აწყლიანებული ჰქონდა. მიყურებდა და მის შავ სფეროებს ბნელ ოთახშიც კი, ვამჩნევდი.
-არაფერი გამიკეთებია, გიორგი.
ოდნავ ვიწევი საწოლიდან, ბალიშს ვწევ და მოხერხებულად ვჯდები.
-ის ფოტოები, ლენკა.
ნაწყენი იყო, არადა, მართლა არაფერი გამიკეთებია.
-გეფიცები, ძალით მაკოცა. ლაშას თავს გეფიცები საბასთან არაფერი მაკავშირებს, გარდა უბრალო ნაცნობობისა.
ფეხზე დგება და კარადისკენ მიდის, ვისკი გამოაქვს და ჭიქებში ასხამს.
-არ დალიო, რა.
თხოვნით ვეუბნები და ხელებს მუხლებზე ვიწყობ.
-მე რატო არ მიფიცებ, ლენკა?
ყელში უშვებს სითხეს და სახეს მანჭავს. ჭიქას მაწვდის, მაგრამ ტუმბოზე ვდებ. ვერაფერს ვპასუხობ, ვმუნჯდები.
-კარგი, არ მიპასუხო.
იმ ღამით გათიშვამდე დავლიეთ, ეს არ ყოფილა მშვიდი ღამე. უკვე, კარგად შეზარხოშებულები ვიყავით. საწოლზე იჯდა ჩემ გვერდით და გაუჩერებლად სვამდა.
-აღარ დალიო მეტი, რა.
ჩემკენ გადმოიწია და სახეზე მეფერებოდა, მაშინვე ვიგრძენი მუცელში წვა და მთელ სხეულში ელექტრონები. ტუჩები მხრისკენ წაიღო და ნაზად დაატარებდა, ფაქიზად და ფრთხილად მეპყრობოდა. დამეფიცება, ასეთი ჯერ არ მინახავს. ოთახში გამეფებულ სიჩუმეს ჩვენი ოხვრა არღვევდა და გაოფლილი სხეულებით ერთმანეთს ვეკვროდით.



იმ ღამეს არასდროს ვინანებ. ღამეს, რომელმაც ჩემი შვილი მაჩუქა. ცოცხალია! არ მჯერა. გეფიცებით, აქედან გავალ და ყველას საკადრის პასუხს მოვთხოვ. ნეტა როგორ არის ჩემი გოგო? ჩემი მარიამი. დედა მყავდა, მაგრამ მხოლოდ, ფიქტიურად. არ მინდა მარიამიც ასე იყოს, არ მინდა მასაც იგივე გადახდეს თავს, რაც მე და ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. ოთახში გასაღებია ჩხაკუნი ისმოდა და მაშინვე წამოვხტი ფეხზე. ლაშა, რომ დავინახე სიხარულისგან ფრთხები გამომესხა. მივვარდი და ჩავეხუტე ისე, როგორც არასდროს.
-ლაშა, შენზე უკეთესი ძმა არ არსებობს არსად.
გულაჩუყებული ველაპარაკებოდი და თვალებზე მომდგარ ცრემლებს ვიკავებდი.
-ლენკა, როგორ ხარ?
მან, რომ იცოდა, ისე მიღიმოდა.
-მომიყევი ყველაფერი, გთხოვ.
საწოლზე ჩამოვჯექით და მთლიანად სმენა ლაშას მივაპყრე.
-ისევ ნანას და ნინოს მოწყობილია ყველაფერი. ვერ გავიგე, შენგან რა უნდათ, მაგრამ ფაქტია, ორივე ერთად გიცხადებს ომს. გახსოვს მშობიარობა, რომ დაგეწყო და ნანამ რაღაც აბები მოგაწოდა. იქვე, ვიყავი მეც. ვიფიქრე, დამამშვიდებელია-მეთქი და არ გამიმახვილებია ყურაღება. ოლეგი, ხომ გახსოვს? ჩემი მეგობარი.
-კი, მის კლინიკაში ვიმშობიარე.
-არ ვიცი, საიდან, მაგრამ ეჭვი გამიჩნდა შენს შვილზე, ამიტომ ყველანაირად ვეცადე, რომ გამერკვია. ორ კვირაზე მეტია ამ ყველაფერს ვარკვევ, აქამდე არ გითხარი. არ მინდოდა, გენერვიულა. ექთანთან მოუგვარებიათ ყველაფერი ნინოს და ნანას, ვიდეოკამერებით ვიპოვე ყველაფერი. ველაპარაკე იმ ექთანს, ბავშვთა სახლში მიუყვანია მარიამი. ოლეგიც გაცოფებულია, ასე რამ როგორ გამომეპარა-ო. გამოგიცხადეს, რომ ბავშვი დაგეღუპა. როგორც იცი, ნინოს არ უნდოდა, რომ შენი და გიორგის ურთიერთობა დიდხანს გაგრძელებულიყო. ნანაც ამის მომხრე იყო და შენ თავიდან მოშორებას გიპირებდა ყველა. ბავშვთა სახლშიც მივდივარ ხვალ, რაც შეიძლება მალე წამოვიყვან მარიამს და მე, რომ დაგპირდი, ხომ გახსოვს? ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. ისევ ამას გპირდები, ლენკა.
ცრემლებს ვერ ვიკავებ, სხეული გაყინული მაქვს და უბრალოდ ვდევარ საწოლზე. არ მესმის ასეთი არაადამიანი როგორ უნდა იყო, განა ნინოს არ უყვარს გიორგი? მე რატომ გამიკეთა ეს?
-ჩემი შვილი, ჩემი პრინცესა. დედი, არც შენ დაგინდეს არაადამიანებმა, ბავშვობიდანვე ტანჯვისთვის გაგიმეტეს. როგორ მინდა ახლა აქ მყავდე და გეხუტებოდე, ლამაზ კულულებზე გეფერებოდე. ლაშა, მარიამს მოუფრთხილდი, სანამ მე გამოვალ, გთხოვ.
ლაშას ვეხუტები და ხელებს ისე ვუჭერ, მგონია, სულს გავაფრთხობინებ.
-ლაშა, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. აქედან თუ გამოვაღწიე, ყველაფრის ამაგს დაგიბრუნებ. შენ, არ ვიცი, მარტო ძმა არ ხარ! შენ ისეთ დროს მიდგახარ გვერდით... მარიამი მომიყვანე აქ, გთხოვ, გეხვეწები. ერთხელ მაინც დამანახე, თორემ ვერ გავძლებ სხვანაირად. მეშინია, ლაშა. მეშინია, რომ მასაც ისევე ეტკინება, როგორც მე. მოუფრთხილდი.
ჩახლეჩილი ხმით ვლაპარაკობ და უკვე, ცრემლებიც შემიშრა. მარილიანი სითხე სახეს მიწვავს და ახლა, მხოლოდ ერთი მიზანია ჩემ ცხოვრებაში, აქედან გავაღწიო და ჩემს შვილთან ერთად მომავალი შევცვალო!



ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, სიკვდილის ტოლფასს უდრის ჩემთვის. მაპატიეთ, თუ იმედები გაგიცრუვდებათ. ყველანაირად ვეცადე. მიყვარხართ ძალიან.
თქვენი ელპინი/ანა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ფერადიი...

უფფფ არ ვიცი რა ვთქვა ისევ მორფი მინდა

 



№2  offline მოდერი ელპინი

ფერადიი...
უფფფ არ ვიცი რა ვთქვა ისევ მორფი მინდა

დამშვიდდი, და მეც ნუ შემშლი ჭკუიდან, გთხოვ!

 



№3  offline წევრი Mtirala

ელპინ,
აფრენ
და მალე მეც გავაფრენ.
ეს რა იყო?!
ვაიმე...
გავგიჟდი...
ყველაზე მაგარი გოგო ხარ,
ყველაზე ნიჭიერი
და
ყველაზე საყვარელი.
ის რაც მოხდა დაივიწყე,
რადგან ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ
და სხვას ნურავის მოუსმენ.
არც კი გაბედო
და იმ ადამიანზე არ დამცინო,
თორემ მოგკლავ...
მიყვარხარ.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№4  offline წევრი kuci

uau-m a g a riiiiiioaaaaaaa
--------------------
tt

 



№5  offline წევრი მოცინარი

ელ,
მოგახრჩობ იცოდე თუ ამას ჰეფი ენდი არ ექნება. სერიოზულად მოგახრჩობ. გთოოვ რა, არ იმსახურებს ლენკა ამას.
რაის იმედების გაცრუება ელ, პირიქიით <3 :*
ჩემი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯი <3
მიყვარხარ :*

 



№6  offline მოდერი ელპინი

Mtirala
ელპინ,
აფრენ
და მალე მეც გავაფრენ.
ეს რა იყო?!
ვაიმე...
გავგიჟდი...
ყველაზე მაგარი გოგო ხარ,
ყველაზე ნიჭიერი
და
ყველაზე საყვარელი.
ის რაც მოხდა დაივიწყე,
რადგან ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ
და სხვას ნურავის მოუსმენ.
არც კი გაბედო
და იმ ადამიანზე არ დამცინო,
თორემ მოგკლავ...
მიყვარხარ.

არ ვიცი, პატარა.
შენ, ხომ მაინც იცი, როგორ ვიყავი გუშინ.
კატასტროფულად!
ეს სიტყვები შაქარივით მოქმედებს ახლა ჩემზე.
არ ვიცი, შენ რით დაგიმსახურე.
ფაქტია, ჩემთვის უმნიშვნელოვანესი გახდი!
წყალი არ გაუვა, ხომ იცი?
საყვარელი ხარ მაგ დროს და მაგიტომ დაგცინი, ხომ იცი?!
თორემ სიგიჟემდე მიყვარხარ და ვაფრენ შენზე!
ჩემი შენაძენი ხარ!
ყველაფერი კარგად იქნება, იმედი მაქვს.
დიდი მადლობა!
მიყვარხარ,
პატარა.


kuci
uau-m a g a riiiiiioaaaaaaa

ვაიმე, როგორ მიხარია არ იცი!
უღრმესი მადლობა, საყვარელო.


მოცინარი
ელ,
მოგახრჩობ იცოდე თუ ამას ჰეფი ენდი არ ექნება. სერიოზულად მოგახრჩობ. გთოოვ რა, არ იმსახურებს ლენკა ამას.
რაის იმედების გაცრუება ელ, პირიქიით <3 :*
ჩემი ოქრო, ვერცხლი და ბრინჯი <3
მიყვარხარ :*

სიყვარულო,
ლიკუ!
ჩემი ოქრო და მარგალიტი!
ასე უცებ უზომოდ შემიყვარდი და ძალიან კარგი გოგო ხარ!
მეც ვიცი, რასაც იმსახურებს ლენკა, მაგრამ....
მადლობა დიდი, სიყვარულო.
მეც მიყვარხარ.

 



№7  offline წევრი მარიკუნაა♥️

და მაინც...
მოვედი შენთან:)
მე გამიხარდებოდა სევდიანი დასასრული ...
თუმცა, შენ როგორც გინდა ისე იყოს ყველაფერი:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№8  offline წევრი ფერადიი...

მივხვიდი რომ არ შემეფერებოდა ესეთი კომენტარი ჩემოვყველაფერო ხომ იცი რამდენს ნიშნავ
ჩემი ლენკიკო როგორ მიყვარს ბავშვზე ჩვენ რომ ვიცით ის გამახსენდა
გიორგი როგორ მიყვარს რა ტიპია
შენ ხარ ჩემი მორფიც პლანიც ნარკოტიკიც არაყი და ყველაფერი საერთოდ თაკუს ბედნიერება ხარ
პეპლები ჩემი უსაყვარლესი ისტორიაა
გუშინდელს კი რაც შეეხება შენნს მოკლე თუ გრძელ ფეხებზე დაიკიდე

 



№9  offline მოდერი ელპინი

მარიკუნაა♥️
და მაინც...
მოვედი შენთან:)
მე გამიხარდებოდა სევდიანი დასასრული ...
თუმცა, შენ როგორც გინდა ისე იყოს ყველაფერი:)

ვა-ი-მე!
არც კი მჯერა, მარიამ.
ნუთუ?!
აუ, როგორ მიხარია.
ცოტა შოკში ვარ, არ შეიმჩნიო.
დიდი მადლობა.


ფერადიი...
მივხვიდი რომ არ შემეფერებოდა ესეთი კომენტარი ჩემოვყველაფერო ხომ იცი რამდენს ნიშნავ
ჩემი ლენკიკო როგორ მიყვარს ბავშვზე ჩვენ რომ ვიცით ის გამახსენდა
გიორგი როგორ მიყვარს რა ტიპია
შენ ხარ ჩემი მორფიც პლანიც ნარკოტიკიც არაყი და ყველაფერი საერთოდ თაკუს ბედნიერება ხარ
პეპლები ჩემი უსაყვარლესი ისტორიაა
გუშინდელს კი რაც შეეხება შენნს მოკლე თუ გრძელ ფეხებზე დაიკიდე

თაკუ, მადლობა ყველაფრისთვის.
მეც მიყვარხარ.

 



№10  offline წევრი naniko mindia

Zalian magaria umagresia warmatebebi ♥♥♥♥velodebi shemdegs

 



№11 სტუმარი Shorena kiladze

Vaime es ra iko shvili ramxela zalas azlwvs adamians kldes daangrev shvilistvis dauglelad.erti dedamuss ra undaaa gamagebine da ...chemi chjviani umagresi xar

 



№12  offline მოდერი ელპინი

naniko mindia
Zalian magaria umagresia warmatebebi ♥♥♥♥velodebi shemdegs

როგორ მიხარია. არ ვიცი, გავგიჟდი სიხარულისგან. დიდი, დიდი მადლობა, საყვარელო❤❤❤

Shorena kiladze
Vaime es ra iko shvili ramxela zalas azlwvs adamians kldes daangrev shvilistvis dauglelad.erti dedamuss ra undaaa gamagebine da ...chemi chjviani umagresi xar

ჩემი შორე!
უბედნიერესი ვარ, რომ ასე განიცდი ყველაფერს და გულთან მიგაქვს.
უღრმესი მადლობა. შენ დედა ხარ და ვიცი, უკეთ გესმის.
ძალიან მიყვარხარ, შორე!
❤❤❤❤

 



№13 სტუმარი სტუმარი NAKo

იმედია მოგვარდება შენი პრობლემები

 



№14  offline მოდერი ელპინი

სტუმარი NAKo
იმედია მოგვარდება შენი პრობლემები

იმედი მაქვს, მეც.❤

 



№15  offline წევრი ფერადიი...

წწწწწ სულ წახვედი ხელიდან
რა გაფუჭებული ხარრრ

 



№16  offline მოდერი ელპინი

ფერადიი...
წწწწწ სულ წახვედი ხელიდან
რა გაფუჭებული ხარრრ

არ გაპატიებ! :დდდდ❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent