შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უუნარო (ნაწილი 1)


25-11-2017, 16:15
ავტორი ლიდია
ნანახია 376

უუნარო (ნაწილი 1)

ავიაკატასტროფა ყველაზე საშინელი რამაა რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს...
უცხოეთიდან სამშობლოში ბრუნდები..
სადაც გელოდებიან მშობლები, მეგობრები, ნათესავები და
და
ნიკა...
ბრუნდები და გგონია რომ მალე მათ შეხვდები,ჩაეხუტები, აკოცებ.
მაგრამ თვითმფრინავი ფუჭდება და ნელ-ნელა დაბლა ეშვება.
ხავსებს ვებღაუჭები და ვიცი, რომ მალე ეს ხავსებიც გაწყდება.
დაცემის მომენტი მწარეა, სულის შემხუთველი.
თითქოს ფილტვები სიგარეტის კვამლით მაქვს სავსე და ვეღარ ვსუნთქავ, ვიგუდები.
გულ-მკერდის არე თითქოს შუაზე მაქვს ნაჯახით გადახსნილი.
ფეხებს ვერ ვგრძნობ.
ყურები მიბზუის.
თვალებს ძლივ-ძლივობით ვახელ და გარშემო კვამლს და მაღალ ხეებს ვამჩნევ.
გააზრებასაც ვერ ვასწრებ, რომ ისევ ვითიშები.
გონზე კიდევ მოვდივარ და ამჟამად ცისფერ ჭერს ვხედავ.
საავადმყოფოში ვარ.
-პულსი აღდგა, სასწრაფოდ საოპერაციოში გადაიყვანეთ! - ისმის ხმამაღალი ღრიალი და ექთნები ჩემს საკაცეს საოპერაციოსკენ მიაქანებენ.
გამაყუჩებელს მიკეთებენ და მაძინებენ, ბუნდოვან გამოსახულებებს მაინც ვხედავ და ბუტბუტი მესმის.
უეცარი სურვილი მიპყრობს და მინდა რომ ავდგე.
ძალას ვიკრებ და ვდგები, გარშემო ყველაფერი თეთრია.
დავაბიჯებ და ვყვირივარ:
-ვინმე არის აქ?!
არავინ მპასუხობს.
ფეხის ხმა ექოდ ისმის.
ჩემკენ ბაბუა მოაბიჯებს, მიკვირს მაგრამ მაინც მივდივარ მისკენ და მთელი ძალით ვეხუტები.
ისიც მხვევს ხელებს.
-ჩემო პრინცესა, წადი რა ანნა. აქ არაა შენი ადგილი..
ბაბუა ხო მკვდარია...
ანუ.. ანუ მეც მოვკვდი?
-მომენატრე ბაბუ, შენთან მინდა.
-მე სულ შენთან ვარ ანნა. წადი ახლა და გპირდები ოდესმე კიდევ შეგხვდები, ოღონდ ახლა აღარ..
ბაბუა ქრება, მივრბივარ და ვყვირი.
გარშემო სითეთრის გარდა არაფერია...
სად წავიდე?
ვიღაცას ვასკდები და ხელში ამჯერად ბებია მრჩება.
-ბებო?
-ანნა როგორ ხარ?
-არ ვიცი ბე... ვერაფერს ვგრძნობ, ვერ ვაღწევ აქედან.
-გულის ხმას მიყევი და გააღწევ.
-რომ ვერ გავაღწიო აქ დავრჩები სამუდამოდ?
-გააღწევ ანნა. ნიკა გელოდება, დედა გელოდება, მამა გელოდება. ძალები მოიკრიბე და გააღწევ.
-რომ დავრჩერა მოხდება?
-არ უნდა იფიქრო მაგაზე.. ეგ არავინ იცის.
-კი მაგრამ.. როგორ გავაღწიო?
ბებიც გაქრა.
დავრჩით ისევ მე და თეთრი სივრცე.
ჩამოვჯექი, მუხლები მკერდთან მივიტანე, სახე ხელებში ჩავრგე და ავტირდი.
მოვკდი თუ რა ხდება?
თუ მოვკვდი რატომ მეუბნებიან გააღწიეო?
სად ვარ ან სად გავაღწიო...
-ანნა.
მესმის ბოხი ხმა. გარშემო ვიყურები, მაგრამ ვერავის ვხედავ.
-რომელი ხართ?
-ანნა წადი ანნა.
ახლა უკვე ერთად ძალიან ბევრი ხმა ჩამესმოდა:
-გააღწიე..
-წადი..
-ანნა წადი აქედან...
ავდექი და ისევ სირბილი დავიწყე, ყველაფერი ჩაბნელდა და მხოლოდ ერთი ადგილი დარჩა განათებული.
ნათელისკენ ავიღე გეზი.
-არ შეჩერდე ანნა.
მეც მთელი ძალით მივრბოდი.
ნელ-ნელა მგრძნობელობა დამიბრუნდა, ვიგრძენი ტკივილი.
გულ-მკერდის არე ისევ მეწვოდა.
რეალობაში დავბრუნდი, თვალი გავახილე და ჩემ საკაცესთან მოფუსფუსე ხალხი შევამჩნიე.
-დაბრუნდა!

*

-ანნა ერთი კვირა კომაში იყავი - მითხა დედამ როდესაც გამოვიღვიძე.
ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ძალიან დიდი ცუდი სიზმარი ვნახე.
თითქმის არაფერი მახსოვდა სინათლის გარდა.
-რა მოხდა? - ვიკითხე.
-ავიაკატასტროფაში მოყევი დე. ძალიან მძიმედ იყავი, ბევრი ოპერაცია გაგიკეთეს. კომაში იყავი და დღე დღეზე ველოდით შენ დაღუპვას. მადლობა ღმერთს დამიბრუნდი ჩემო გოგონავ.
ახლობლებმა მომინახულეს. შემდეგ ქირურგი შემოვიდა.
-ანნა თქვენი მდგომარეობა მეტად რთული იყო. მთელ სხეულზე გაქვთ მრავლობითი დაზიანებები. გულზეც ჩაგიტარდათ სასწრაფო ოპერაცია. სამი დიდი შრამი დაგრჩებათ. მოგვიხდა ერთი საკვერცხის ამოჭრა, შვილს ვერ გააჩენთ.ძალიან ვწუხვართ.
თითქოს ყველაფერი შავმა მოიცვა.
რაღა აზრი ჰქონდა ჩემ სიცოცხლეს?
ნიკას ცოლად უნდა გავყოლოდი და სამი შვილი უნდა გაგვეჩინა, მაქსიმუმ რათქმაუნდა.
ახლა ვერც ერთს გავაჩენ.
-ნიკა სად არის?
ვიკითხე ის რაც ამდენი ხანი მაინტერესებდა.
-ანნა ის.. - წამოიწყო მამამ.
ვხვდებოდი რაღაც რიგზე ვერ იყო.
-სად არის ნიკა?! - ხმის ტონს ავუწიე.
-წავიდა..
-რას ქვია წავიდა?
-მიგატოვა მაგ ნაძირალამ..
არ მჯერა.
3 წელია ერთად ვართ.
ამერიკაში წავედი ხუთი თვით სამუშაოდ და მანძილს არაფერი შეუცვლია..
უნაყოფობამ შეცვალა...
როგორ შეეძლო?
ვეღარ ვუძლებ ტკივილს..
ვერც ფიზიკურს და ვერც სულიერს..
მტკივა ყოველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა..
არ მინდა ჭამა.
არ მინდა სიარული.
არ მინდა სიცოცხლე.
ნეტავ რატომ არ მოვკვდი ავიაკატასტროფის დროს?
ცრემლებითაც ვერ ვიჯერებ გულს.
ორი კვირაა საავადმყოფოში ვარ..
ნიკა არც ერთხელ შემხმიანებია.
ექიმი ხვალ გამწერს მაგრამ მერე რა?!
გავაგრძელებ მუშაობას რამდენიმე კვირაში
მაგრამ ძველებურად აღარაფერი იქნება.
აღარ ვიქნები ის 26 წლის გოგო რომელიც ვიყავი..
ნიკამ დამტოვა, შვილებსაც ვერ გავაჩენ.
მშობლების ხათრით ვცოცხლობ მხოლოდ.
მომდევნო ორი კვირა სახლში გავდივარ რეაბილტაციას . სიარული ოდნავ მიჭირს,. მაგრამ ორშაბათს სამსახურში მაინც მივდივარ.
ყველა მხიარულად მხვდება.
მეც “ვმხიარულობ”.
ყველაფერი ერთფეროვანია.
გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანს.
ავიაკატასტროფიდან ერთი წელი გავიდა.
ტკივილით და ცრემლებით სავსე ერთი წელი.

________________________________________________________

რას იტყვით მეგობრებო? ვეცადე ყველანაირი გრძნობა ჩამექსოვა ^_^ დააკომენტარეთскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი Salo

Gagrdzele sainteresoa

 



№2  offline წევრი mia15

საინტერესო ჩანს და გააგრძელე.ველი შემდეგ თავს

 



№3  offline წევრი ლიდია

Salo
Gagrdzele sainteresoa

Didi madloba, aucileblad gavagedzeleb ????????

mia15
საინტერესო ჩანს და გააგრძელე.ველი შემდეგ თავს

Madloba ❤️

 



№4 სტუმარი შონი რივზ

ქართულში სახელი ანა ერთი ნ-თი გადმოდის. ანა და არა ანნა.

 



№5  offline წევრი ლიდია

შონი რივზ
ქართულში სახელი ანა ერთი ნ-თი გადმოდის. ანა და არა ანნა.

სადმე დავწერე რომ ანნა ქართული სახელია? ^_^ ანა არ ჰქვია, ანნა ჰქვია ^_^

 



№6  offline მოდერი ენემი

ვაუ ველი ახალ თავს, მეტირებოდა kissing_heart

 



№7  offline წევრი ლიდია

ენემი
ვაუ ველი ახალ თავს, მეტირებოდა kissing_heart

ეე, უღრმესი მადლობა ❤️❤️❤️

 



№8 სტუმარი Tamo

Axals rodis dadeb? ^_^

 



№9  offline წევრი ლიდია

Tamo
Axals rodis dadeb? ^_^

სავარაუდოდ ხვალ ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent