შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყვავილის ეფექტი (თავი მეორე)


26-11-2017, 02:45
ავტორი ტალუ♥
ნანახია 87

ყვავილის ეფექტი (თავი მეორე)

თავი 2.
"მაინც არ ვიცი რა გეჩქარებოდათ"-ო, მთელი საღამოა გაიძახის გიგა, ალექსანდრეს მამიდაშვილი, მე კიდე პატარა ყავსიფერ დივანზე მის გვერდით ვარ მიყუჟული დაბნეული და კვლავ მის მხარზე მიდევს თავი, ალბათ დედა და მამა უკვე მეძებენ, დარწმუნებული ვარ მთელს სამეზობლოს ააწიოკებდნენ, შეიძლება მალე მიხვდნენ კიდეც ალესთან ერთად რომ გავიპარე. თუმცა ალბათ გამიგებენ, მათ თავიდანვე იცოდნენ რომ მიყვარდა, მიყვარდა მთელი არსებით, ეს სიყვარული იმაზე ძლიერია ვიდრე საკუთარუ "მე", ასე მგონია მის გარეშე დავიმსხვრევი. ჩემი სიყვარული მაძლიერებს, თანაც მასუსტებს, ვინმემ რომ მთხოვოს ამიხსენი სიყვარული როგორიაო, ვერ ავხსნი. სიტყვებით არ გამოითქმის გრძნობა რომელიც მე დამყვება, თითქოს შესისხლხორცებული მაქვს. ვიცი რომ მასაც ისევე ვუყვარვარ როგორც მე ის, ისეთი გრძნობით მიყურებს ხოლმე, ხანდახან ჩემს სახეს დააშტერდება და საათობით მიყურებს, მეც მსიამოვნებს ეს, ხშირად ლოყები მიწითლდება, ამაზე იღიმის, იღიმის და თანაც ისე თითქოს მზე შთანთქაო და მის მაგივრად ანათებს.

-რას აპირებთ მაინც, ჯერ ბავშვები ხართ გაიძახით ერთმანეთ გვიყვარსო-არ ცხრება ის -თქვენ გგონიათ სიყვარული გაჭმევთ? ანდა საერთოდ როგორ იცხოვრებთ? მარი, შენ მაინც? ჯერ 15 წლის ხარ, სკოლა მაინც დაგემთავრებინა -მომმართავს მე და ოთახში ბოლთას სცემს -ერთი ორ დღეში მშობლები მოგენატრება, მერე რას იზამ?! არა, არა, თქვენ თავში ტვინი არ გაქვთ მაგრამ მე რაღამ გამომაშტერა? რატომ დაგთანხმდი ალე, საერთოდ იცი მაინც სად უნდა იცხოვრო?! -გიგას მონოლოგისგან მოგვრილი ცრემლები ყელში ბურთივით მეჩხირება, მაგრამ თვალებს უფლებას არ ვაძლევ ამიწყლიანდეს, არ მინდა მასაც ეგონოს რომ გაიმარჯვა და სახლში დამაბრუნოს. მერე დედა და მამა აღარასოდეს მანახებენ მას!

ღმერთო რა წყალში გადავვარდე? უმშვენიერესი სევდითა და სიყვარულით გაჯერებული შუადღეა, ფანჯრებიდან ქალაქის ხმაური შემოდის, ალექსანდრეს თვალებში ჩემს ანარეკლს ვხედავ. ის სუსტად თუმცა თავდაჯერებით მიღიმის.
მორჩი მარი! გეყოფა! ყველაფერი კარგად იქნება, დარწმუნებული ვარ, მალე ჩემი სახლი მექნება. მალე გათხოვილი ქალი დამერქმევა, ის სულელი სკოლის მოსწავლე გოგო კი აღარ ვიქნები სკოლის დერეფანში ჩავლისას ყველას რომ უღიმოდა, არა მე დახვეწილი წარმატებული ადამიანი ვიქნები, დედაჩემის ნაირი.

-მორჩი გიგა-მშვიდად უთხრა ალემ -მე სამსახური მაქვს, მარი კი... -მე შემომხედა ცოტახანი მაკვირდებოდა -ნუ ღელავ, მოვახერხებთ რამეს, ხვალვე ნაქირავებში გადავალთ. იქ ვიცხოვრებთ ცოტა ხანი.

სამივენი ჩუმად ვსხედვართ, უხერხული, საშინლად უხერხული სიჩუმეა და რაღაც ხმა შიგნიდან კვლავ მკარნახოვს რომ არასწორად ვიქცევი. არა! ნეტა დედა გამიგებს? ოდეზღაც თვითონაც ხომ შეუყვარდა?!
ყველა წიგნი რაც კი წავიკითხე უიღბლო სიყვარულზე იყო, უიღბლო თუმცა ძლიერ სიყვარულზე, წყვილზე რომლებიც უბედურ ვარსკვლავზე დაიბადნენ, ყველა წიგნი ამბობს რომ ყველაფერი წამავალია სიყვარულის გარდა, თუმცა ყველა წიგნი ასევე იმასაც გადმოგვცემს რომ სიყვარული უკონტროლოა, გტკენს, გკლავს, გახარებს. აზრთა მორევში ვარ გახვეული. ალექსსს კი კვლავ უჭირავს ჩემი ხელი, თან ისე მაგრად რომ მტკენს, თუმცა არაფერს ვამბობ.

სიჩუმე იწელება, იწელება და ოთახს შთანთქავს. უხერხულად დავყურებ ჩემს ჩემოდანს, მხოლოს ახლა ვამჩნევ რომ შესაკრავთან მელნით ყვავილია მიხატული, ალბათ დედამ მიახატა, ყვავილები მეც ისევე მიყვარს როგორც მას, შეიძლება უფრო მეტადაც. ყვავილი ყველაზე სათუთი მცენარეა, ისინი ფერებით, სილამაზით სინატიფით გამოირჩევიან. მე ყველაზე მეტად გლადიოლუსი მომწონს, საოცარი ყვავილია. ჩემს და ალექსის სახლს ალბათ ექნება ეზო და იქ დავრგავ. ნეტავ მართლაც თუ გვექნება დიდი და მყუდრო სახლი, გვეყოლება ბევრი შვილი და ბედნიერად ვიცხოვრებთ. მომავალი თითქოს ბურუსშია გახვეული, არც კი ვიცი რა იქნება შემდეგ.

-კარგით -გიგა დგება -მე წავედი, მაგრამ მალე დავბრუნდები-ოთახიდან გადის და ჩვენ უხერხულობისა და სიყვარულის ზეწარში გახვეულებს ისე გვტოვებს უკან არც იყურება.
ალექსი სივრცეს მიშტერებია, ნეტავ მასაც იგივე ეჭვები ღრღნის? არა. ეს შეუძლებელია, სწორედ თვითონ დამარწმუნა რომ გავქცეულიყავით, ვერ გადაიფიქრებდა.
ჩემსკენ ბრუნდება და მიხუტებს მეც მის ძლიერ მკლავებში ვმალავ თავს და ვიღიმი, ვერ ვხედავ თუმცა ვგრძნობ ისიც იღიმის.
არა ნამდვილად შეუძლებელია რომ გადაეფიქრა, როგორც თვითონ მითხრა ერთხელ, მეც ისე ვეუბნები ახლა საკუთარ თავს: "ჩვენ ერთმანეთისთვის დავიბადეთ და მნიშვნელობა არ აქვს რამდენი გამოცდა დაგვხვდება წინ, ერთად ძლიერები ვართ. საოცრად ძლიერები."скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი magdagoderidze

იმედია მალე გაგრძელებ,საინტერესო ჩანს ???? :*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent