შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უუნარო (ნაწილი 2)


26-11-2017, 12:34
ავტორი ლიდია
ნანახია 385

უუნარო (ნაწილი 2)

-დე სტუმარია შენთან - მითხრა დედამ. ზანტად ავდექი საწოლიდან და სასტუმრო ოთახში გავედი.
ახალგაზრდა მამაკაცი დამხვდა, მაღალი, ტანადი. შავი თმითა და ცისფერი თვალებით.
გარეგნობით ძალიან მესიმპათიურა, ნიკა გამახსენდა...
-გამარჯობა ქალბატონო ანნა, მე საბა ვარ. საქმეზე ვარ მოსული, ხომ არ გაწუხებთ?
-არა რას ბრძანებთ. დაბრძანდით. გისმენთ!
-მე კომპანია “ჯანსაღი დედამიწა”-ის წარმომადგენელი გახლავართ. თქვენზე გავიგეთ რომ კარგი თანამშრომელი და ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით. მინდა შემოგთავაზოთ ორ კვირიანი ტური იტალიაში. საქმიანი გამგზავრება იქნება და ტურისტულიც. უსაფრთხოების სრული გარანტიით. იტალიაში ამავე კომპანიის წარმომადგენლებს შევხვდებით და რაღაც-რაღაცებს განვიხილავთ.
-როდის მოხდება ეგ ყველაფერი?
-თუ დაგვთანხმდებით ზეგ გავფრინდებით.
-გავფრინდებით?
შევიცხადე.
-დიახ ქალბატონო ანნა, თვითმფრინავით წავალთ და მოვალთ.
წამოვხტი და ნერვული სიარული დავიწყე.
-არა არა და არა. არ ვარ თანახმა.
-კი მაგრამ..
-წაბრძანდით თუ შეიძლება.
-კარგით როგორც ინებებთ.
საბა წავიდა, მე ოთახში ჩავიკეტე და ცრემლებს გასაქანი მივეცი...
სარკის წინ ვდგავარ და ჩემ სხეულს ვათვალიერებ რომელსაც აღარ დაჰკრავს ძველებური სიფაქიზე.
გულთან 7 სანტიმეტრიანი შრამი, რომელიც დღემდე მტკივა.
საშვილოსნოსთან 5 სანტიმეტრიანი შრამი, რომელმაც ჩემი ცხოვრება დაანგრია.
ბარძაყზე 3-4 სანტიმეტრიანი შრამი, პატარა მაგრამ საზარელი.
შუბლზეც მაქვს პატარა შრამი, თმებით ვიფარავ ხოლმე, მაგრამ როცა აწეული მაქვს, ჩანს.
ამიტომ სულ გაშლილი მაქვს ჩემი თაფლისფერი თმა.
შორტებსაც არასდროს ვიცმევ, არც კაბებს.
არ ვიცი მე მეჩვენება ასე თუ მართლა დავმახინჯდი...
შემდეგ დღეს სამსახურშიც არ მივდივარ.
თითქოს ამ ერთ წელში ძალიან დავბერდი
აღარაფრის თავი მაქვს. ფიქრი იმაზე რომ შვილის გაჩენა არ შემიძლია და ასე არავინ მიმიღებს, მაგიჟებს.
მშობლები ყველანაირად გვერდში მიდგანან.
ნიკას შემდეგ?
ნიკას შემდეგ არავინ მყოლია
არავინ მყვარებია.
თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება მის გარშემო ტრიალებდა და შემდეგ ყველაფერი ხელებში ჩამეფხშვნა.
გავიგე, რომ ვიღაც ჰყავს.
ვერ ვიტყვი რომ კიდევ მიყვარს, მან ხომ ასეთ მდგომარეობაში მიმატოვა...
მაგრამ ის კი ვიცი, რომ მასზე მეტად არასდროს არავინ მყვარებია
ყოველ ღამე ერთი და იგივე სიზმარი...
ყოველ ღამე უძილობა...
ყოველ დღე ტირილი.
ვიცი, რომ ტირილი არაფერს შველის, მაგრამ გულს ხომ ვიოხებ?
ფიქრები ტელეფონის ზარმა გამიფანტა.
უცხო ნომერი მირეკავს, ალბათ ის კომპანია იქნება, ვიღაც საბა რომ გამოაგზავნეს, მაგრამ მე რათქმაუნდა არ დავთანხმდები, თვითმფრინავში აღარასოდეს ჩავჯდები, პარანოია მაქვს.
ზარს ვპასუხობ ტირილისგან ჩახლეჩილი ხმით:
-გისმენთ.
-როგორ ხარ?
ნაცნობი, მაგრამ უკვე ძალიან უცნობი, შორეული და ტკივილის მომნიჭებელი ხმა ჩამესმის.
ისევ მეხსნება იარები.
ერთი წელია მისი ხმა არ გამიგია, მაგრამ მაინც ვცნობ... აბა ისე როგორ?
-ნიკა?
ხმის კანკალით წარმოვთქვი სახელი, რომელიც ერთი წელია აღარ მიხსენებია ხმამაღლა.
-მომენატრე. - თქვა და კაი ხანი სიჩუმე სუფევდა.
-შევხვდეთ? საქმე მაქვს..
-კარგი. - არ ვიცი რატომ, მაგრამ დავთანხმდი.
შეიძლება ძალიანაც მინდოდა მისი ნახვა, ან უბრალოდ მინდოდა ის ბოღმა ამომენთხია მასზე რაც ამ ერთ წელში დამიგროვდა.
აბა როგორია სამი წელია ერთად ხართ, ცოლად აპირებს შენ მოყვანას და შემდეგ ერთი კატასტროფა ცვლის აბსოლუტურას ყველაფერს.
მითხრა შენ პარკში შევხვდეთ, სადაც ადრე ვხვდებოდითო.
მაკიაჟი არ გამიკეთებია, უბრალოდ დასიებული თვალები მოვიწესრიგე, ჩავიცვი და პარკისკენ გავუყევი გზას.
რომ ვიცი, რომ მალე მას ვნახავ, წინასწარ მაგიჟებს ეს ფაქტი.
ფეხები უკან მრჩება, მაგრამ მაინც მივიწევ წინ და მასაც ვხედავ.
საერთოდ არ შეცვლილა..
ისევ ის ოქროსფერი თმა და მუქი ლურჯი თვალები აქვს.
არ ვიცი მეჩვენება თუ მართლა ძველებური ვნებით მიყურებს.
ჩასახუტებლად მოდის მაგრამ მე უკან ვიწევი.
არაფრის დიდებით ვეხუტები.
-მომენატრე ანნა
თქვა სევდიანი გამომეტყვებით.
-აქ რატომ მომიყვანე? - ვცდილობდი უხეშობა გამომეჩინა.
-ოდესმე მაპატიებ? არ იცი ალბათ როგორ ვნანობ ამ ერთ წელს. როგორ ვნანობ რომ შენ გვერდით არ ვიყავი.. არ ვიცი ეს რატო გაგიკეთე და რატო გატკინე გული.. ბოდიში რა ანნა. მე ისევ ისე მიყვარხარ და მზად ვარ შენ დასაბრუნებლად ყველაფერი გავაკეთო.
სიმწრით ჩამეცინა. დროა ყველაფერი მეთქვა..
-შენ ყველაზე დიდი არაკაცი ხარ! არასდროს გაპატიებ ნიკა, არასდროს. მაშინ მიმატოვე როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდი. მართალია ძალიან გამიტეხე გული, მაგრამ მე აღარ მიყვარხარ. არასდროს შემიყვარდები თავიდან. არაფრის იმედი გქონდეს. გაქრი ჩემი ცხოვრებიდან, არ გაგიჭირდება, ეს ხომ ადრეც გააკეთე.
ის-ის იყო მოვბრუნდი და წასვლას ვაპირებდი, რომ მან მკლავში ხელი ჩამავლო და თავისკენ მიმაბრუნა.
-ხელი გამიშვი!
-ვერ დავიჯერებ რომ ეს არ მოგენატრა. - მითხრა და ტუჩებში მაკოცა.
არ ავყოლილვარ, ვდუნებას და ამ მონატრებულ წყურვილს გავუძელი,მოვიშორე და სახლისკენ სირბილით წავედი.
ისევ ჩემ ოთახში შევიკეტე, ისევ დავიღვარე ცრემლებად, თან ტუჩებზე ხელს ვისმევდი.
ხო ეს მომნატრებია.
ისევ იგივე გემო ჰქონდათ მის ბაგეებს.
მაგრამ არ დავუშვებ იმას, რომ შევურიგდე! ეს გამორიცხულია..
კარებზე ზარია, რომელიმე მშობელი მეგონა და გავაღე. კარის ზღურბლზე საბა იდგა და მიღიმოდა.

_____________________________________________

ესეც მეორე ^_^ სულ ალბათ 4 ან 5 ნაწილი ექნება. შემდეგს ერთ-ორ დღეში დავდებ. დააკომენტარეთ ^_^скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი nako

დამაინტერესდაააა

 



№2  offline წევრი ლიდია

სტუმარი nako
დამაინტერესდაააა

Thanks ❤️

 



№3  offline წევრი Ana Kosolidze

Au gaagrdzelee ❤dzaalian sainteresoaa ❤velodebii❤❤

 



№4  offline მოდერი ენემი

რატომ მგონია რომ საბასთან დარჩება ბოლოს smirk მალე დადე და თან დიდი

 



№5  offline წევრი ლიდია

Ana Kosolidze
Au gaagrdzelee ❤dzaalian sainteresoaa ❤velodebii❤❤

მადლობა ანუშკები ❤️❤️❤️

ენემი
რატომ მგონია რომ საბასთან დარჩება ბოლოს smirk მალე დადე და თან დიდი

მოვლენებს ნუ გავუსწრებთ ❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent