შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სექსუალური გორილა (1-4თავი)


26-11-2017, 21:22
ავტორი мариамо
ნანახია 697

სექსუალური გორილა (1-4თავი)

-აუ ბავშვებო მარინა აგვიანებს და ვითამაშოთ რა რამე - სიცილით შემოდის მარიამი აუდიტორიაში და ეშმაკური სახით გვთავაზობს თავის წინადადებას.
-ამხელა ეკონომისტი ქალი კიდე თამაშზე ფიქრობ ? - ხელს ხვევს ერეკლე და სიცილით დაჰყურებს ზემოდან.
-ოო კაით რა-ბუზღუნებს და ახლა მე მიყურებს - აუ ნენე ამყევი! "მე" ვითამაშოთ, ოღონდ წესები შევცვალოთ ვისაც გაეცინება რაიმეს აკეთებს რა , ნუ მაგას მერე მოვიფიქრებთ , აუუუ მიდით რა - ისევ წუწუნებს და ყელს ცერა და საჩვენებელი თითით იწელავს.
-ვითამაშოთ ხო იცით რომ არ მოგვეშვება ? - სიცილით ამბობს ლუკაც და თამაშს ვიწყებთ.
უი სულ ამავიწყდა მე ნენე იაშვილი ვარ 21 წლის . ესენი კი ჩემი ძველი ჯგუფელები და საუკეთესო მეგობრები არიან. პირველ კურსზე, პირველივე დღეს რომ დავმეგოვრდით იმის მერე ცალ-ცალკე არავის ვუნახივართ. მე, მარიამი, ერეკლე, ლუკა და ნიკოლოზი.
ახლაც ეკონომიკის ლექცია უნდა გვქონდეს წესით,მაგრამ ლექტორი რატომღაც აგვიანებს. ნუ საბოლოდ ისეთი რაღაცეები თქვეს ბავშვებმა მე გამეცინა და როგორც იყო შეთანხმებული რაიმე უნდა გამეკეთებინა.
-აბა გისმენთ- საწყალი სახით ვამბობ და თვალებს "ვაჟუჟუნებ".
-რომელიმე ტიპთან მიხვალ და ეტყვი რომ მოგწონს - მხრებს იჩეჩს ლუკა
-იდეინი ხარ რა , რა იყო ორი წლის ხარ? - ვუბღვერ იმით შეშინებული რომ მართლა აიტაცებენ ამ იდეას, სულაც არ მინდა რომელიმე ჩვენ კურსელს ვუთხრა რომ მომწონს.
-არა რატო მე მომწონს- ცუდად მიღიმის ერეკლე.
-ბიჭს მე ვარჩევ-გახარებული ხტება მარიამი და აუდიტორიას ათვალიერებს, ოღონდ ის არა ვისაც მე ვფიქრომ , მარიამ ეგ არ გამიკეთო- აი მესამე მერხთან ბიჭი რომ დგას, მაღალი,გადახოტრილი თმით ხედავ ?
-ბიჭებთან ერთად რომაა? - კბილებში ვცრი და ისეთი სახით ვუყურებ მარიამს რომ აშკარა უნდა იყოს რასაც ვუპურებ.
-კი-სიცილით მპასუხობს და ერეკლეს ზურგს უკან იმალება.
-მიდი მიცუნცულდი პატარავ, მარიამმა კიდევ დაგინდო მე უარესი ვარიანტი მქონდა - ნიკოლოზი შუბლზე მკოცნის , მიღიმის და ბიჭებისკენ მაგდებს.
ჯანდაბა მარიამ მოგკლავ, შენ ხო აზრზე არ ხარ რას გიზავ. არა მაინცდამაინც იმ ბიჭზე რომ მითხრა ვინც მართლა მომწონს ? დეგენერატი! თითქმის მაგიდასთან ვარ მარიამისგან სმს-ი რომ მომდის
*იქნებ ეხლა მაინც გეშველოთ რამე :D* უაზროდ მეღიმება და ბიჭებს ვუახლოვდები
-გამარჯობა
-გამარჯობა-გაოცებული მეუბნება ერთ-ერთი და მალევე ვიპყრობ ყველას ყურადღებას
-ერთი წუთით შეიძლება? საქმე მაქვს - ბავშვების მიერ არჩეულ ობიექტს ვეუბნები და ვიღიმი
-მე? -უფრო ოცდება ბიჭი და ფეხზე დგება
-დიახ- ისევ ვუღიმი და პასუხს არც ველოდები ისე მივდივარ გასასვლელისკენ, მესმის ბიჭების ჩუმი გამხნევებაც და ამაზე უფრო მეცინება. აუდიტორიასთან ახლს ვჩერდები, ბიჭი კი ძლივს დამალული გაოცებით მიახლოვდება.
-გისმენ- ბოხი ბარიტონი მალე წვდება ჩემს სმენას.
-ეხლა ვითომ რაღაცას გეუბნები და არაფერი არ შეიმჩნიო- კარებთან გაჩერებულ მარიამზე მეღიმება
-რა?- გაკვრვებული მიყურებს და თავს გვერდით ხრის
-უბრალოდ უნდა დამეხმარო, ვითომ რაღაცას გეუბნები, ეხლა გამიღიმე - ვუღიმი და თვალებში ვუყურებ , მასაც დაპროგრამებულივით ეღიმება- მადლობა კარგი ბიჭი ხარ - ჩემი ოპერაციით კმაყოფილი ცერზე ვიწევი ლოყაზე ვკოცნი და აუდიტორიისკენ მივდივარ
-მოიცადე-ზურგსუკან მისი ხმა მესმის მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ და ბავშვებს ვუახლოვდები.
-გეშველებათ ეხლა მალე- სიცილით მჩურჩულებს მარიამი და პასუხად ჩემს ჩქმეტას იღებს- მეტკინა გოგო!
-ჯერ სად ხარ ! თუ იმ ბიჭთან რამე საშინელება არ გაგაკეთებინო მე არ ვიყო ნენე იაშვილი მაცადეე!- გაბრაზებული ვცრი და ახლახანს შემოსულ ლექტორს ვუყრებ.
-უკაცრავად ბავშვებო ცოტა დამაგვიანდა კათედრაზე რაღაც პრობლემები იყო ახლა კი ლექცია დავიწყოთ- მშვიდად საუბრობს და პროექტორს რთავს.
მთელი ლექცია დაჟინებულ მზერას ვგრძნობდიბდი და მთელი ლექცია მარიამი რაღაცას მებუტბუტებოდა მაგრამ იმდენად ვიყავი ეკონომიკაზე გადართული რომ ორივეს ვაიგნორებდი.
აუდიტორია რომ წამოიშალა და ბავშვებმა გასვლა დაიწყეს მერე მივხვდი რომ ერთი საათი გავიდა და სემინარზე უნდა წავსულიყავი. მარიამი ჯუჯღუნით მიდიოდა ჩემს წინ ინგლისური ძალიან არ უნდოდა მაინც არაფერს არ ვაკეთებთო, მე კიდევ მის ჯუჯღუნზე ვიცინოდი. თითქმის აუდიტიიდან ვიყავით გასულები ვიღაცამ მკლავით რომ დამიჭირა და უკნიდან მომეკრო
-მეორედ ჩემი ისე დატოვება არ გაბედო თორემ მე უარესი ვიცი- ბოხი, ღიმილნარევი ხმა მესმოდა ყურთან და ძლივს აღვიქვამდი მის სიტყვებს. ბოლოს ყელში მაკოცა და ისე გაქრა აზრზე ვერ მოვედი .
-ნენე! რა ჯანდაბა გჭირს დღეს? - გაბრაზებული მომიტრიალდა მარიამი და შემანჯღრია.
-ჯანდაბა, აქამდე ხომ შეხება არ მქონდა და მაგიჟებდა და ეხლა ასე უნდა გამაგიჟოს? -გაბრაზებული ვბუზღუნებდი და თან ცოტა მოშორებით მდგარ, მომღიმარ ბიჭს ვუყურებდი-არა ნახე რა თან როგორ მიღიმის ? იდიოტი ! კრეტინი! იცის რომ სიმპატიურია და იყენებს რა !- ბუზუნს ვაგრძელებდი მე
-ვაიმე ნენე ეხლა გავიგუდები სიცილით, გეყო- ძლივს სუნთქავდა მარიამი და კიბეებზე დაწევას ცდილობდა- ნუ გარბიხარ გოგო!
-დააცადე ჩემზე გაბრაზება რაიმეზე ხომ უნდა გადაიტანოს- ისევ მესმის ირონიული ხმა და ეგრევე ვჩერდები, უკან ვიხედები და აშკარად ახლოსაა ჩვენთან . როდის დაგვეწია წეღან ქვევით არ იდგა ?
-დამშვიდდი ნენე- ჩუმად ჩაილაპარაკე, ჩავისუნთქე და გზა გავაგრძელე.
-ლამაზი სახელი გაქვს , გიხდება. ისე მე ოთო მქვია -თვალს მიკრავს და იმავე სართულზე უხვევს. მე კი სიბრაზისგან სადაცაა ბოლს გამოვუშვებ.

მთელი დღე გაბრაზებული დავდიოდი და ყველას ვცოფავდი. ისეთ ხასიათზე ვიყავი ჩემ კურსელს რომელიც ჩემს "დაკერვას" ცდილობდა , იმხელაზე ვუყვირე უკვე ძაან ტვინს ჭამ ხომ ხედავ არ მომწონხარ და თავი დამანებეთქო რომ მთელი სართული მე მიყურებდა. მარიამი კი იდგა და იცინოდა ძლივს არ უთხარი ყვეაფერი რასაც მაგაზე ფიქრობდიო? . ბოლოს მარიამმა იმდეი იცანცარა ერეკლესთან ერთად რომ კარგ ხასიათზე დამაყენეს.

-უკაცრავად ბავშვებო ნენეს მოგტაცებთ- ღიმილით მოდის ოთო, ხელს მკიდებს და იქვე გავყავარ.
-გისმენთ-ღიმილით ვუყურებ და ვცდილობ ნერვები არ ამეშალოს, არა ნენე
-ოჰ ძალიან გთხოვ არ გვინდა ეს ოფიციალურობები რა -თვალებს მობეზრეულად ატრიალებს და თავს გვრდით ხრის- მოკლედ დღევანდელზე მინდა გელაპარაკო
-კარგი რა არაფერი მომხდარა და აქ სალაპარაკო რა არის ?
-რომ ვამბობ ესეიგ არის-ოდნავ ბრაზდება და თვალებით ვიღაცას უყურებს , მაშინვე მზერას ვაყოლებ თვალს და მის მეგობარს ვხედავ , მეცინება და ოთოს ვუტრიალდები.
-რა დაგავალეს-ღიმილით ვეკითხები და ხელებს გულთან ვიჯვარედინებ
-არაფერი ნუ მოკლედ..- საუბარს მოტოციკლეტის ხმა გვაწყვეტინებს და მეც გაღიმებული ვბრუნდები მისკენ
-ბოდიში ოთო უნდა წავიდე -ღიმილით ვუქნევ ხელს და მოტოციკლეტისკენ მივდივაროთ რომ მქჩერებს უბად თავისკენ მაბრუნებს და მკოცნის , თავიდან ვრაფერს ვერ ვიაზრებ, შემდეგ ყველაფერს ვხვდები და ნაზად ვყვები კოცნაში. აშლარად უკვირს ჩემის საქციელი მაგრამ მომაკვდინებელ კოცნას ისევ აგრძელებს , ჯანდაბა ასე კარგად რატომ კოცნის ! უკვე მაგიჟებს! ნენე შენი წასვლის დროა მოშორდიი!! ბოლოს ტუჩზე კბენ და უკან ვიხევ, ეშმაკურად ვუღიმი, ქვედა ტუჩს კბილებს შორის ვიქცევ , ოდნავ ხელს ვუქნევ და მოტოციკლეტთან მივდივარ
-ნიკოლოზ დროზე წავედით- აფორიაქებული ვამბობ და ჩაფხუტს ვიფარებ
-ეს რა იყო? - გაოცებულია ისევ ნიკა და ძლივს ახერხებს ადილიდან დაძვრას
-არაფერი-ღიმილით ვჩურჩულებ და ისევ იმავე ადგილას მდგარ მომღიმარ ოთოს ჰაერში თითებს ვუთამაშებ.

ამ ამბიდან რამოდენიმე დღე იყო გასული მე და მარიამი დერეფანში ვიდექით და რაღაცაზე ვიცინოდით ვიღაც გოგო, რომ მოგვიახლოვდა.
- გამარჯობა ნენე - ამრეზით მათვალიერებს.
-გამარჯობა- გაკვირვებული ვუყურებ ზემოდან და ცოტა არ იყოს მეცინება.
- ეხლა მომისმინე უნამუსო გოგოვ ! - ბოლო ხმაზე იწყებს კივილს და მეც მაშინვე გაოცება მეხატება სახეზე- სხვის შეყვარებულებს თავი დაანებე !
-უკაცრაავდ ?- გაოცებული ძლივს ამოვთქვამ და სადაცაა ალბათ სიცილით გავიგუდები
- ხო ! შენ მე და ჩემი შეყვარებულიუ დაგვაშორე ! ნუთუ არ გრცხვენია!- ისევ კივის და ამჯერად მართლა ვერ ვიკავებს სიცილს და ბოლო ხმაზე ვიწყებ სიცილს, მარიამი ისევ გაოცებული იყო და იმასაც ვერ ხვდებოდა თუ რა მაცინებდა.- რა გაცინებს- ჩემი ხასიათით აგგიზიანებული გოგო თავიდან მიტევს
- ჰუჰ შენი სახელი ?- წელში ვსწორდები , ხელებს მკერდთან ვიჯვარედინებ და ამაყად დავყურებ ზემოდან
- ნათია
- ჩემო ნათია შენ შეყვარებულს, აჰ უკაცრავად მე რომ წაგართვი მაგ ბიცჰს რა ქვია ხო ვერ შემახსენებ ?
-ოთო, ოთო დადვანი
- სვანისთვის ცოტა უცნაური სახელია , ოთო ვინაა? -გაოცებული ვუბრუნდები მარიამს, მაგრამ ისიც გაკვირვებული იჩეჩს მხრებს და ახლა ორივე ნათიას ვუყურებთ-ნუ რა მნიშვნელობა აქვს ჩემო საყვარელო წადი და ეგ ველაფერი ოთოსთან გაარკვიე კარგი ?
- ნათია ? - ზურგს უკან ნაცნოობი ხმა მესმის და მალევე ვტრიალდები მისკენ
- აჰ შენ ხარ ამის სატრფო ? საყვარელო მოდი იცი რა ვქნათ ? დააშოშმინე როგორც გინდა , დეტალები აე მაინტერესებს მაგრამ მე მეორედ შენმა "შეყვარებულებმა"- ამ სიტყვაზე თითებით ბრჭყალებს ვაკეთებ- არ შემაწუხონ - თვალს ვუკრავ , მარიამს თავით წასვლისკენ ვანიშნებ და გვერდს ისე ვუვლი ზედაც აღარ ვუყურებ.
-ეს რა ჯანდაბა იყო ? - ძლივს ამბობს მარიამი
- აზრზე არ ვარ შენ თავს ვფიცავარ - უაზროდ ვიცინი მე
- რა გაცინებს გოგო მთელი უნივერსიტეტი ისმენდა მაგ ქაჯის კივილს- მჩქმეტს მარიამი და თვალებს მიბრიალებს
- ნუ კარგი რა მარიმ , არ იცი რომ მაგრად რას იფიქრებენ ? ზოგის თვალში ხომ იცი უკვე ვარ და ამ პანიკით რა დაემატებოდა ვითომ ჩემს სახელს ? - უდარდელად ვიჩეჩ მხრებს და აუდიტორიის კარებს ვაღებ
- არა ეს ქაჯი მაგის შეყვარებული რანაირად იყო არ მესმის- ბოლოს ბურდღუნით მომყვება მარიამი და მერხთან ადგილსაც ვიკავებთ.

მთელი ლექციის განმავლობაში სულ ოთოზე ვფიქრობდი , ნერვები მეშლებოდა რომ ვიაზრებდი იმას რომ შეყვარებული ყავდა და მაინც მე "მეჩაიჩებოდა" , არ მიყვარს მოღალატე ხალხი , როგორიც არ უნდა იყოს მისი მეორე ნახევარი არავინ არ იმსახურებს ღალატს , სჯობს ჯერ სამუდამოდ წერტილი დასვა და მერე ააწყო ურთიერთობა ვიდრე პარალელურ რეჟიმში. ნუ თავისი საქმის თითონ იცის მაგრამ იმედები გამიცრუა , რატომღაც სულ სხვანაირი წარმომედგინა მაგრამ ხშირად ხომ ყველაფერიისე არ ხდება ჩვენ როგორც გვინდა.



სიყვარული არსებობს ისეთიც, არაფრისგან შექმნილი. და ეს უფრო მძიმეა, ვიდრე რამით გამოწვეული სიყვარული. ---- შონ აბრამი

უკვე შუალედურები იწყებოდა და ჩევნ ხუთიც, რა თქმა უნდა, თავით წიგნებში ვიყავით ჩარგულნი. ნუ კარგით გატყუებთ , ასე მხოლოდ მე და მარიამი ვიყავით , ბიჭებს ნაკლებად ადარდებდათ . ბოლო დღეს წავიკითხავთ და გვეცოდინებაო- სულ ასე ამბობდნენ და ბოლოს ჩემთან ან მარიამთან ვიკრიბებოდით და მეცადინეობას ვიწყებდით , მაგრამ ამაზეც მალევე წუწუნებდნენ. ბოლოს ყველაზე კარგ ვარიანტში,ლუდის ბოთლებითა და პოპკორნით ხელში ვისხედით დიდი ეკრანის წინ და რაიმე ფილმს ვუყურებდით.
რა თქმა უნდა, დღესაც ასე მოხდა, მარიამთან შევიკრიბეთ და დამღლელი ნახევარ საათიანი მეცადინეობის შემდეგ, ბიჭების წუწუნის წყალობით , მე და მარიამმა პიცა გავაკეთეთ , ბიჭებმა კი სასმელი და სხვა სასუსნავები ამოიტანეს. რაღაცნაირად კარგი ამინდი იყო , ამიტომ აივანზე მდგარ პატარა მაგიდაზე მოვათავსეთ ყველაფერი , პუფები და თხელი პლედები გავიტანეთ და ამჯერად რატომღაც პირადის განხილვა დავიწყეთ. ეს ძალიან იშვიათად ხდებოდა და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში , თუ რომელიმეს პრობლემა ექნებოდა ამ საკითხში ან ზედმეტად სერიოზულად იყო ყველაფერი .
-ნენეჩკა მოდი - სამზარეულოში მყოფს აივნიდან მეძახის ერეკლე
- ერთი წუთით - პიცას თეფშზე ვდებ, აივანზე გავდივარ და ღიმილით ვუჯდები ერეკლეს კალთაში- გისმენთ აბა
- სათქმელი არაფერი გაქვს ? - გამომცდელად მიყურებს ზევიდან და ხელს უფრო მჭიდროდ მხვევს.
- მე ? - გაოცებული ვავლებ ყველას თვალს და მხოლოდ მარიამის სახეზე ვამჩნევ იგივე რეაქციას- რავი არა , მაგრამ თქვენ თუ რამე იცით მითხარით - უდარდელად ვიჩეჩ მხრებს და პიცის ნაჭერს ვიღებ
- აი რატომ გვიმალავ ტო ? რა გჭირს ნენეჩკა ? - ბრაზდება ნიკოლოზი , ლუდის ჭიქას მაგიდაზე დებს და თვალებში მაშტერდება
- რა გიყვირებს ? - გაოცებული ვუყურებ ნიკოლოზს
- კაი როცა მოუნდება მაშინ გვეტყვის დაანებე თავი- ზურგზე ხელს არტყავს ლუკა .
- რას გეტყვით? - გაოცებული ძლივს ბუბუტებს მარიამიც
- ოო მარიამ კაით რა - ბუზღუნებს ერეკლეც და ზემოდან ისე დამყურებს, რომ ცოტა არ იყოს მეშინია.
- ბიჭო თქვენ ხო არ აგუბერეტ ? როდის იყო რამე არ მითქვას ? ამოღერღეთ რა მაქვს სათქმელი ! - ვბრაზდები მეც და ფეხზე ვხტები.
- რატომ მალავ ოთოსთან ურთიერთობას? - ამის გაგონებაზე სასწაული სიცილი გვიტყდება მეც და მარიამსაც . ბოლოს ბიჭების გაოცებულ თვალებს, რომ ვაწყდები ამაზე უფრო მეცინება და ძლივს ვითქვამ სულს რაიმე რომ ვთქვა
- რა ურთიერთობა ღადაობთ ? ტიპს არც კი ვიცნობ ნორმალურად
- ყველა უცნობს ეგრე კოცნი ნენე ? - არ ვიცი ასე რატომ იყო ნიკოლოზი გაღიზიანებული , მარამ ის ვიცი , რომ მისმა სიტყვებმა ძალიან მატკინა. შესაძლოა ზოგისთის ეს არაფერი არაა , მაგრამ ჩემთვის , და თან ჩემი ბიჭებისგან, ყველაზე მტკივნეული რამაა.
- რეებს ბოდიალობ ? სულ გაუბერე ამხელა ბიჭმა ? იაზრებ მაინც რასდ ამბობ? ნიკოლოზ... - ჩხუბი დაიწყო მარიამმა
- არა დაანებე მარიამ,კი ნიკოლოზ ყველას ეგრე ვკოცნი !- სიმწრიუს ღიმილით ვუყურებ ბიჭბს ,ფეხზე ვდგები და სახლში შევდივარ . ჯანდაბა , არ მეგონა ამას ოდესმე თ იფიქრებდნენ , არ ვიცი რა ჯანდაბა სჭირთ. გაბრაზებული კოსპექტებს და ჩანთას ხელს ვავლებ - მარიამ წავედი მე ხვალ განახავ - ბოლო ხმაზე ვყვირი , სახლს ვტოვებ და მაშინვე ცრემლებიც მაშინვე იწყებენ დენას. მანქანაში ჩაჯდომამდე მარიამის აივანს ვუყურებ , მხოლოდ ნიკოლოზი დგას და მაშტერდება, მისი დანახვისას ისევ იკვლევს გზას მლაშე სითხე ჩემს ღაწვებზე , მაგრამ უხეშად ვიშორებ და მანქანში ვჯდები.

არ ვიცი რა ნიკოლოზი ასე რატომ იყო გაღიზიანებული , მაგრამ ისე ვიცი რომ აშკარად რაღაც ხდება. ტყუილად არასდროს არ უჩხუბია , ხმისთვისაც კი არასდროს აუწევია. ბიჭებიდან მასთან რატომღაც განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა, ყოველთვის მეგონა, რომ ჩემი ნაწილი იყო. რაღაც ამოუცნობ კავშირს ვგრძნობდი მასთან , რომელსაც დღემდე ვერ ვხსნი და ეს კავშირია , რომ მაფიქრებს მის მდგომარეობაზე. ვიცი რაღაც სჭირს და ამიტომ იქცევა ასე .



-კიდე დიდხანს უნდა ასე ....სავით? - გაბრაზებული უდგება გვერდით და ირონიულად იღიმის
-აუ ლუკა ეხლა შენი სიმშვიდის ნერვები , რომ არ მაქვს ხო იცი არა ? - მობეზრებული უყურებს ლუკას და სიგარეტის ნამწვს საფრფლეში აგდებს
-ჩემი სიმშვიდე , რომ არა დღეს ბევრ რამეში დაუშვებდი შეცდომას- თვალს უკრავს და გვერდით უჯდება
-როდის აპირებ, რომ უთხრა ? - სერიოზული სახით გამოდის ერეკლე და მათ წინ დგება
-რა უნდა ვუთხრა ? ჯერ ზუსტად არ ვიცი ყველაფერი და თან როგორ ვუთხრა? ჩემმა ნაბიჭვარმა დედ-მამამ სამშობიაროში გამყიდეს და ეს ყველაფერ ეხლა გავიგე , მერე გავარკვიე , რომ თურმე შენ ჩემი და ხარ და ის .... ხალხი ჩემი მშობლებითქო ?! ეს როგორ ვუთხრა ერეკლე ? აი მითხარი როგორ ?კი მართალია მასაც არ აქვს მშობლებთან კარგი ურთიერთობა, მაგრამ ჩემს გამო ვერ დავუშვებ, რომ სამუდამოდ შეზიზღდეს ის ხალხი- გაბრაზებული ბოლო ხმაზე ყვიროდა და ხელებს აქეთ-იქით დადიოდა - დედაც მოვტყან , რა ჯანდაბა უნდა ვქნა გამაგებინეთ!!! - ბოლოს ნერვებ აშლილი ჭიქას კედელს ესვრის და ცოტა მშვიდდება
-უნდა უთხრა - ძალიან მშვიდი სახითა და ხმით ამბობს მარიამი
-გესმოდა?- ისეთი სახე ჰქონდა თითქოს დანაშაულზე წაუსწრესო- მარიამ..
-ნიკო მომისმინე - ღიმილით უახლოვდება და მჭიდროდ ეხვევა- ნენეს მშობლებთან იმაზე მეტად ურთიერთობა ვერ გაუუარესდება , ვიდრე დღეს აქვს , ამიტომ ნუ დაკარგავ იმ დროს , რომელიც შეგიძლია მისი ძმის სტატუსით გაატარო და გააბედნიერო. ამას სამუდამოდ ვერ დამალავ და დამიჯერე ახლა სჯობს ეს ყველაფერი უთხრა , იცოდე მერე უარესი იქნება - მშვიდად უღიმის და სახლიში შედის- და უი ხო მე არაფერს ვეტყვი - ღიმილით ავლებს ბიჭბს თვალს და მაგიდის კონსპექტების ალაებას იწყებს. ზუსტად ორ წუთში გრძნობს თუ როგორ იტაცებს ვიღაც ხელში და ისე ეხუტება, სადაცაა გაგუდავს.
-ვგიჟდები შენზე - შუბლზე კოცნის ნიკოლოზი და სახლიდან გარბის - ხვალ გნახავთ
-გიჟი- ღიმილით აყოლებს თვალს მარიამიც - თქვენ რას უდგახართ , მომეხმარეთ ეხლა , რომ გამიქციეთ ნენეკო მე ცოდო არ ვარ ამის მარტო ალაგება, რომ მიწევს ? - ვითომ გაბრაზებული უტრიალდრბა იჭებს და ისინიც სიცილით უყურებენ
-მოგეხმარებით, მაგრამ იცოდე დღეს აქ ვრჩებით და იმ ბიჭზე უნა მოგვიყვე , მოიცა რა ჰქვია ? - ნიკაპზე თითს ისმევს ლუკა
-გიორგი- ღიმილით ახსენებს ერეკლეც
-ჰო ეგ , ისე რას დაერიეთ ამ ძმაკაცებს შენ და ნენე რა იყოთ? - სიცილით კრავს გვერდს და სამზარეულში შერბის
-მოგიყვებით ოღონდ ეხლა გაჩუმდით - სიცილს იწყებს მარიამიც და camila cabello- havana-ს რთავს.




ერთი ბოკალი ღვინით ხელში დივანზე ვზივარ და ჭერს უაზროდ ვაშტერდები. მახსენდება ოთო და ტანში რაღაც მივლის, ის ძალიან მიზიდავს და ამას ჭკუიდან გადავყავარ . იმ ინციდენტის შემდეგ რამოდენიმე კვირა იყო გასული , მაგრამ მე ისევ მასზე ვფიქრობდი ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას . ამ ფიქრებში ვიყავი კარებზე ბრახუნი რომ ატყდა. მაშინვე წამოვიზლაზნე და კარებისკენ დავიძარი.
-ნენეჩკა .... ვარ- შეწუხებული სახით მეუბნება ნიკოლოზი და მის ფრაზაზე სიცილი მიტყდება -ეე კაი რა ხო იცი ვერ ვიტან ბოდიშებს და რაღაც ეგეთ უაზრობებს და რას დამცინი ვერ გავიგე - გაბუტლი ბურდღუნებს , ხელში მიყვანს და მატრიალებს- მიყვარხარ ნენე
-ხომ იცი ,რომ მეც მიყვარხარ არა ? კაი ჩამომსვი ეხლა , ღვნო დავლიოთ და აშკარად სალპარაკო გვაქვს -სამზარეულოსკენ მივდივარ და თან ვლაპარაკობთ
-ჩვენ?
-ნიკო ხომ იცი არა რომ გიცნობ? რა ხდება ? რაღაცაზე ნერვიულობ აშკარად და არ მეუბნები- მოწყენილი ვამბობ და დივანზე ვჯდები
-შევეცდები გითხრა , მაგრამ ჯერ დალევა მჭირდება- ნაძალადევად მიღიმის და ღვინოს სვამს-ნენეჩკა იცი და მყავს-ცოტა , რომ შეთვრა მაშინვე დაიწყო ლაპარაკი- ერთი წუთით მაცადე .. სხვა მშობლებიც , რომლებმაც გაჩენისთანავე გამყიდეს, წყვილზე , რომელსაც შვილი არ უჩნდებოდათ. ეს ყველაფერი მე ახლა გავიგე , იცი რა საშინელებაა , როცა იგებ რომ შენი მშობლები ასე მოგექცნენ? არ მეგონა , რომელიმეს თუ არ მოვკლავდი, მაგრამ იცი რამ გამაჩერა ? ჩემთვის საყვარელი ადამიანის მშობლები აღმოჩნდნენ, უბრალოდ იმ ადამიანს ამხელა ტკივილს ვერ მივაყენებდი.
-ნიკო-საწყლად ვხავი და მჭიდროდ ვეხუტები-ჩემი ნიკო-ცრემლებს ვიწმედ და უფრო ვეხუტები
-იცი ჩემი და ვინაა ? - ზემოდან მიყურებს და ტკივილიანად მიღიმის- ვერ გეტყვი ჯანდაბაა ! - ღრიალებს ,ჭიქას ხელში იფშვნის და ფეხზე დგება -იცი როგორი რთულია ეს ყველაფერი?
-დამშვიდდი რა გთხოვ , თან ნახესისხლი მოგდის ხომ იცი , რომ არ შემიძლია შენი ესეთი ყურება ? ცუდად გავხდები ნიკო დამშვიდდი რა - მჭიდროდ ვეხვევი და ძლივს ვბუტბუტებ.- წამოდი ხელს შეგიხვევ და დაიძინე , გთხოვ - როგორც კი ვხედავ რომ წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს მაშინვე ვაჩერებდა საძინებლისკენ მიმყავს.
-ნენ ჩემთან დაწექი მოდი-ხელით დაბლა მქაჩავს და მეც მის ნებას მივყვები. წელზე მჭიდროდ მხვევს ხელებს, თავს მუცელზე მადებს და თვალებს ხუჭავს - რთულია იმის თქმა , რომ შენ ჩემი და ხარ - ძილში ამბობს და მეც მის თმაში მოთამაშე ხელი მიშეშდება . არა ეს შეუძლებელია , ესეთი რამის გაკეთება , როგორ შეეძლოთ , ჯანაბა დილამდე ვერ მოვითმენ უნდა გავაეკვიო. გაბრაზებული ვეძებ ტელეფონს და სასურველ ნომერზე ვრეკა.
-ხო სიყვარულო? მშვიდობაა? - ტელეონს მიღმა მესმის წვრილი ხმა და ნერვები მეშლება.
-სალაპარაო მაქვს ხომ სახლში ხართ?
-რა თქმა უნდა ნენე ღამის პირველი საათია , გელოდებით - გაოცებული მპასუხობს
-კაი გამოვდივარ- ნერვებმოშლილი ვთიშავ, ვიცვამ და სახლიდან სწრაფად გავდივარ.
რამდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ და ალბათ არც მოვიდოდი ნიკო, რომ არა . კარებზე ვაკაკუნებ,მალევე მესმის საკეტის ხმა და საბოლოოდ დედაჩემსაც ვხედავ.



-გამარჯობა დედა- ირონიულად ვამბობ და სახლში შევდივარ.
- რამე მოხდა ? - გაოცებული მეკითხება და სამზარეულოში შესულს უკან მომყვება
- მამას სიხარული - გაღიმებული მეხვევა მამა , მე კი უემოციოდ ველოდები , თუ როდის გამანთავისუფლებს მისი მკლავებიდან.
- ნუ მოკლედ საქმე მაქვს - სერიოზული გამომეტყველებით ვჯდები მაგიდასთან - ჩემს ძმაზე მინდა ყველაფერი ვიცოდე.
- ვინ ძმაზე შვილო ? ჩვენ მხოლოდ შენ გვყავხარ - ნაძალადევი ღიმილით მიღიმის მამა და კისერს იზელს.
- არა რატო მხოლოდ მე ? სანამ გავჩნდეოდი ორი წლით ადრე ბავშვი, რომ გაყიდეთ ეგ ხო ჩემი ძმა იყო არა ? - ფეხზე ვდგები ,წყალს ვისხამ და "ნაგლი" ღიმილით ვსვავ- ნუ მოკლედ სჯობს ყველფერი პირდაპირ მითხრათ.
-ხო შენი ძმა გავაშვილეთ- აქვითინებული იწყებს დედა- მაშინ ძალიან გვიჭირდა , მამაშენი ბიზნესის საწყის ეტაპზე იყო და საჭმლის ფულიც კი არ გვქონდა . როცა გავიგეთ , რომ ორსულად ვიყავი ძალიან გაგვიხარდა , მაგრამ ყველაფრის გაანალიზების შემდეგ მივხვდით , რომ პატარას ძალიან დავტანჯავდით და ჯობდა კარგი ოჯახისთვის მიგვეშვილებინა.
- მერე დედა ? მე რაღატომ გამაჩინეთ ? ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა არა ? რატომ არ მოძებნეთ და რატომ არ დაიბრუნეტ ? - ყელზე ძარღვები მეჭიმება და სადაცაა კივილს დავიწყებდი.
- არ ვიცით - დაღონებული ამბობს მამა და თავს ხრის.
- ჰაჰა სასაცილოები ხართ იცით ? შვილი გააშვილეთ , ნუ ამაში პრინციპში გეთანხმებით შიმშილით მის მოკვლას ჯობდა , მაგრამ რატომ არ დაიბრუნეთ ?! იცით რა ? მეცოდებით - ირონიულად ვიღიმი და კარებისკენ მივდივარ - ხო კიდევ, საუკეთესო შვილი დაკარგეთ - სიმწრის ღიმილით ვამბობ და სხლისკენ რაც შემიძლია სწრაფად მივდივარ . არ მჯერა , რომ ნიკო ჩემი ძმაა, მასთან უხილავი კავშირიც ამით აიხსნება. ის ჩემი ძმაა , ღმერთო არ მჯერა !
- ის ჩემი ძმაა- შუა ქუჩაში გახარებული ვკივი და ახლად დაწყებულ წვიმას ბედნიერი ვეგებები.- ჩემი ძმაა- ბოლოს ვბუტბეუტებ და სახლშ ავრბივარ . ნიკო ბალიშს ეხუტება და მშვიდად ძინავს , ვერ ვითმენ და ლოყაზე ვკოცნი. სწრაფად ვიცვლი , გვერდით ვუწვები და მჭიდროდ ვეხვევი - არსად არ გაგიშვებ - ღიმილით ვამბობ და მის სურნელს მთლიანად ვისრუტავ.

დილით თვალებს, რომ ვახელ და საათი რვას აჩვენებს მაშნვე დაფეთებული ვხტები და ნიკოსაც ვაღვიძებ.
- აუ ნენეკო კაი რა - ბუზღუნებს და გვერდს იცვლის
- გამოცდა გვაქ ნიკო , გამოცდა ადექი რაა - საწყლად ვწუწუნებ და ვცდილობ ამხელა სხეული საწოლიდან ავათრიო.
- ვდგები ხო, ვდგები - ჯუჯღუნით დგება ლოგინიდან და აბაზანაში შედის . მე ყავისა და ბლინების კეთებას ვიწყებ და სანამ ნიკო გამოვა იქამდე ყველაფერს ვასწრებ - ვა ნენეკო , ამას სულ შენ ჭამ ? -სიცილით მკოცნის თავზე და ყავას იღებს
-არა შენ - თვალს ვუკრავ და სააბაზანოსკენ მივდივარ- ნუ ჯუჯღუნებ იცოდე ხმას არ გაგცემ საერთოდ!
-აუ ნენეჩკა პატარა ბავშვი ვარ ? არა შემომხედე ამხელა აპოლონი კაცი ვდგავარ აქ - პატარა ბავშვივით მეჯგიმება და მეც სიცილს ვიწყებ
-პატარა ხარ აბა რა ხარ , მიდი და სანამ მე გამოვალ მაქამდე ჭამე , მერე გამოცდაზე მივდივართ - თვალს ვუკრავ და სააბაზანოს კარებში ვუჩინარდები.
უბედნიერესი ადამიანი ვარ ნიკოლოზი, რომ ჩემს გვერდითაა. არ ვიცი სიტყვებით როგორ აღვწერო მაგრამ საუკეთესოა , ყველგან , ყოველთვის და ყველაფერში . ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს და რომ ვიაზრებ მშობლებმა ეს ამბავი , ამ ოცდაერთი წლის განმავლობაში, დამიმალეს ვღიზიანდები. ისედაც დაძაბული ურთიერთობა ახლა სულ ამერევა და უბრალოდ არ მინდა ნიკლოზმა თავისი თავი დაადანაშაულოს.
-ნიკოლოზ გავედით - უკვე მომზადებული კარებიდან ვყვირი და მალევე ვხედავ , თუ როგორ მოდის ნიკო ბლინით ხელში და მეღიმება.
რა ? ხომ მითხარი ხას არ გაგცემო ? - ბუზღუნებს და კარებს კეტავს
- არაფერი მიყვარხარ - ვიღიმი ,ლოყაზე ვკოცნი და მანქანაში ვჯდები. Lifest -ს ბოლომდე ვუწევ და დდი სისწრაფით ვწყდები ადგილიდან . სისწრაფეზე ბავშვობიდან ვგიჟდები, სამეგობროში ყველას უყვარდა და მეც მიჩვეული ვიყავი. უბრალოდ ვერცერთი ვერ იტანდა საჭესთან , რომ არ იჯდა , მათ შორის მეც. სულ სხვა შეგრძნებაა საჭე შენს ხელში რომაა და ყველაფრის ბატონი ხარ . გვერდით , როცა ზიხარ მაშინ უბრალოდ დიდი სისწრაფით მოძრაობ და მეტი არაფერი.
- აუ ნენე დამსვი რა, ხო იცი გვერდით , რომ ვზივარ ვერ ვიტან - ბუზღუნით მიყურებს ნიკო და ცდილობს "დამკეროს"
-არც იფიქრო სიხარულო - ღიმილით ვუკრავ თვალს და გზას ვაგრძელებ.

-ეე ნენეკო რა ვიდზე ხარ - სიცილით მეხვევა გამოცდაზე მისულს ერეკლე
- აქედან პირდაპირ შეხვედრაზე მივდივარ , უფროსმა შენი ყოფნაც აუცილებელიაო ასე რომ - უი თქვენთვის არ მითქვამს , რომ უკვე ორი წელია საკმაოდ სოლიდურ კომპანიაში ვმუშაობ და ძალაინ ბედნიერი ვარ ამ ყველაფრით , სრულიად აღვიქვი თავისუფლება მას შემდეგ რაც მშობლებს ფულს აღარ ვართმევ. მხრებს ვიჩეჩ და გაშტერებულ მარიამს სახესთან ხელს ვუფრიალებ - რა სჭირს ამას?
- გიორგიმ პაემანზე დაპატიჟა და გაშტერებულია - სიცილით ამბობს ლუკა და მარიამს ხელს ხვევს- ჩამოფრინდი ცოტახანს თორემ გამოცდას გიორგი ვერ დაგიწერს.
- ა უი ნენე - კივის და მეხუტება
- მარიამ - სიცილით ვხვევ მეც ხელებს.
შემდეგ უბრალო ლაპარაკი და წუწუნი იმაზე , რომ არავინა არფერი არ იცოდა და ვერავინ ვერაფერს ვერ დაწერდა, რაც სრული აფსურდი იყო . რატომღაც არავინ საუბრობდა გუშინდელზე. რაღაცაზე ვიცინოდით როდესაც ეზოში Lamborghini Aventador-ის ნაცრისფერი მოდელი შემოვარდა და ყველას ყურადღება მიიქცია,განსაკუთრებით კი გოგონების. მე და მარიამს ირონიულად ჩაგვეცინა და ისევ ბიჭებთან განვაგრძეთ ლაპარაკი.
- ნენეკო ს ოთო არაა? - ჩუმად მეკითხება მარიამი, ნუ ცდილობს მაინც.
- კი ეგაა- სერიოზული სახით პასუხპბს ნიკო და შენობისკენ მიდის - შიგნით ვიქნები
-ჩვენც წავალთ- ანძალადევად გვიღიამინ ბიჭები და მეც გაოეცება მიპყრობს.
- ამათ ოთოსთან და ბიჭებთან რამე პრობლემა აქვთ ? - გაკვირვებული ვეკითხები მარიამს.
- არამგონია რავი , გუშინ ბიჭებს გიორგიზე , რომ ვუყვებოდი ორივემ ძალიან ჩვეულებრივად მიიღო. "დაჟე" აქეთ მიჩალიჩებენ მგონი რაღაცას- იცინის და ჩვენსკენ წამოსულ გიორგის უყურებს.
- გამარჯობა, გიორგი- ღიმილით მიწვდის ხელს.
- გამარჯობა, მე ნენე- მეც ღიმილით ვართმევ ხელს და მარიამს ვუყურებ. გაშტყერებულია , ასე არ შეიძლება , მის გვერდით ამან თუ ვერ იაზროვნა ეგრე არ შეიძლება , აშკარად რაღაცას მიმალავს , თორემ ადრე ასეთი რაღაცეები არ სჭირდა.
- მარიამი შენზე ბევრს მიყვება ხოლმე - ისევ იღიმის და მარიას ლოყაზე, ნაზად, კოცნის.
- აჰა ანუ გიყვება ხოლმე - ჩუმად ვიღიმი და მარიამ ზუსტად " აი სად გამოგიჭირე" თვალებით ვუყურებ. - მეც ბერი მსმენია შენზე
- ვაა გიორგი ჩემი ნენე გაიცანი უკვე ? - სიცილით მოდის ოთო, წელზე ხელს მხვევს და თავზე მკოცნის. მისი ქმედებით იმდენად გაოცებული ვარ ორი წუთით აზროვნების უნარს ვკარგავ.
- უკაცრავად- "ნაგლად" ვუღიმი , ხელს ვაშვებინებ და ცოტა მოშორებით ვდგები.
- მარიამ გავიდეთ რა საქმე მაქვს - ისევ ღიმილტ ამბობს გიორგი და რა თქმა უნდა, მარიამიც უსიტყვოდ თანხმდება. ახლა , რომ უთხრას უნდა მოგკლაო მგონი მაგაზეც ადათანხმდება რა ჯანდაბა სჭირს.
- ნახვამდის- " წყვილს " ვუღიმი და წასვლას ვაპირებ ოთო , რომ მაჩერებს.
- ეხლა ესე უნდა მოიქცე ხოლმე - სერიოზული სახით მეუბნება და სიგარეტს უკიდებს.
- ესე როგორ ? ძალიან ჩვეულებრივად ვიქცევი. შენ ჩემთის ერთი უცნობი ადამიანი ხარ , რომელსაც ვაკოცე მხოლოდ იმმის გამო , რომ აშკარად რაღაც წააგო და ასეც , რომ არ ყოფილიყო სულაც არ მინდოდა მთელი უნივერსიტეტის თვალწინ სცენა დამედგა- ძალიან მშვიდად ვუხსნი ყველაფერს და თან მის თითებს ვაკვირდები, ასე უნებართვოდ რომ დათარეშობენ ჩემს თითებში.
- ანუ არავინ არ ვარ - ცალყბად იღიმის და სიგარეტს აგდებს - ხომ იცი , რომ გავხდები არა ?
- ჩვეულებრივ იდიოტს, რომ ემსგავსები მაგ ლაპარაკით ხომ იცი არა ?- მობეზზრებულად ვპასუხობ და წინააღმდეგობის გაწევას ვწყვეტ.
-აჰა ანუ ისე არ ვარ იდიოტი
- არა როგორ არ ხარ , უბრალოდ ყვლეა როგორი იდიოტიცაა ეგეთი არა და ეგ შენც კარგად იცი
- კომპლიმენტად მივიღებ - მომაკვდინებლად მიღიმის და ყელში მკოცნის - ნენე ძალიან კი გიდხება ეგ თითქმის გამჭირვალე "საროჩკა" , მაგრამ გამოცდაზე ვართ აქ ხალხი და თან ამდენი ყ.. , რომ გიყურებს ცოტა არ იყსო ვღიზიანდებიდა რატომ გინდა , რომ ვიღა ვცემო ? - მშვიდი ხმით მესაუბრებოდა , თავს ჩემი ყელიდან არ წევდა და თან ცხვირის წვერს ყელზე მიხახუნებდა.
- არ ხარ ვალდებული, არანაირი უფლება არ გაქ,და არც სცემ ,რადგან ძალიან არ მინდა , რომ იჩხუბოთ - მშვიდად ვუღიმი და ლოყაზე ვკოცნი , მაგრამ მალევე ვგრძნობ მის ბაგეებს, რომლებიც წამიერად ემხებიან . შემდეგ უბრალოდ მისი გაღიმებული სახე ჩანს.
- გარეთ დაგელოდები - ისევ ლოყაზე მკოცნის და შენობისკენ მიბიძგებს.
ჯანდაბა რატმ მაშტერებს ასე მარტივად , არ შეიძლება ! ნუ , რომ გამოვალ ამაზე შემდეგ ვიფიქრებ ახლა გამოცდაა მთავარი.
დავინახე , როგორ შემოვიდა გამოცდაზე , უბრალოდ გამომხედა გამიღიმა და წერა დაიწყო. ზუსტად 20 წუთში კი ჩემი რიგის წინ , აუდიტორიის გარეთ იდგა და მიყურებდა. შემდეგ მიხვდა , რომ აზროვნებაში ხელს მიშლიდა და ქვევით ჩავიდა.

გარეთ გასულს ნიკო , რომ დამხვდა ჩემს მანქანაზე მიყუდებული გამეღიმა , მაგრამ როგორც კი გვერდით მანქანასთან მდგომი ოთო დავინახე ცოტა დავიძაბე. მაშინვე ნიკოლოზისკენ დავიძარი და ლოყაზე ვაკოცე
- აუუ იცი რა კარაგდ დავწერე - აღტაცებულმა ვუთხარი და მის შეჭმუხნულ წარბებს ხელი გადავუსვი - გამიღიმე რა , ხო იცი როგორ მიყვარხარ .
- გელოდება , ამჯერად საჭესთან მე ვჯდები , შეხვედრაზე მიგიყვან , მერე სახლში წავალ შენ მანქანას დავტოვებ, ჩემსას წამოვიყვან და წყნეთში ავალთ- მკაცრად მეუბნება და მანქანის გასაღებს მართმევს.
- ორ წუთში მოვალ - მოწყენილი ვამბობ და ოთოსთან მივდივარ - ეხლა არ ცალია მართლა , შეხვედრა მაქ და ძაან მეჩქარება , მერე გნახავ კარგი? - არ ვიცი რატომ მაგრამ აშკარაა , რომ თავს ვიმართლებ.
- ჰო ნუ რა პრობლემაა - ირონიულად ამბობს , სწორდება და მანქანას უვლის - ნახვამდის ნენე.კო - ცალყბად მიცინის და მანქანაშ ჯდება . მეც ჩემ მაქანშ ვთავსდები და ნიკჯოს წასვლისკენ მივუთიებ. დანიშნულების ადგილამდე ისე მივედით ხმა არცერთს არ ამოგვიღია. უბრალოდ ფეხსაცმელები გამოვიცვალე და მანქანიდან გადავედი.

შეხვედრამ ძალაინ კარგად ჩაიარა და ამის აღსანიშნავად წვეულებაზე აპირებდნენ წასვლას , მაგრამ უფროს მოვუბოდიშე და გარეთ მყოფ ნიკოლოზთან გავედი.
-წავედით- ღიმილით ვეუბნები და გასაღებსვართმევ
- ხო - ისევ მიბღვერს და უკვე ნერვები მეშლება, როგორც კი მანქანას ვქოქავ მაშინვე ვრთავ Russ - Pull The Trigger-ს და ბოლო ხმაზე ვუწევ. წყნეთამდე ისე ჩავდივართ ხმას არ ვიღებთ, როგორცხ ჩანს ნიკოს ყველაფერი უყიდია.
- ტანსაცმელი წამოგიღე , ბავშვები გავაფრთხილე , რომ ერთი კვირით მე და შენ წყნეთში ვიქნებით.
-რამდენი ხნით ?-ცოტა გამიკვირდა მე- სამსახური ?
- დამიანეს ველაპარკე უკვე- მოკლედ მომიგო და ყველაფერი ამოალაგა . მეც სახლის დალაგებას და საწოლების გამზადებას შევუდექი . უკვე ძალიან გვაინი იყო სამზარეულოში , რომ შევედი და საჭმლის კეთება დავიწყე. შუა მზადებაში ვიყავი ნიკოც , რომ შემომიერთდა . საბოლოოდ სახურავზე მოწყობილ პატარა მაგიდასთან ვისხედით.
- ნენეკო ოთოზე როდის მომიყვები - ნაღვლიანად მეკითხება და თვალებში მიყურებს.
- ოჰ ნიკო ,ოთო .. ოთო ბიჭია რომელიც იმის მერე მომწონს რაც ეს საწავლო წელი დაიწყო , უბრალოდ სერიოზულად არა . მას შემდეგ კიდევ რაც თქვენ თქვენდაუნებურად "გამიჩალიჩეთ" აქტიურ კონტაქტზე გადმოვიდა , თან მეთამაშება და ეს მიზიდავს . არც მე არ ვიხევ უკან და არც ის , ხომ იცი , რომ ესეთი რაღაეები ძალიან მიზიდავენ და ამას ეხლა ასე უბრალოდ თავს ვერ დავანებებ. თან ძალიან სიმპატიურია და რა ვქნა ? - საწყლად ვხავი და ღვინის ბოკალს ხელ ვკიდებ
- ნენე შეტოპავ
- ოო ნიკო ატრაკებ ეხლა , ხომ იცი უკან არ დავიხევ ასე , რომ .. - ლოყაზე ვკოცნი - იცი შენ დას ძალიან , რომ უყვარხარ ?
- რა ? - თრემის ასეთი ცვლილება და ეს განცხადება იმდენად აოცებს, რომ ღვინოს ძლივს სვამს
- ნიკო ყველაფერი ვიოცი , მაშინ ძაან დათვერი და ძილში ბუტბუტებდი რომ ჩემთვის იმის თქმა, რომ ჩემი ძმა ხარ რთული იქნებოდა. ვერ მოვითმნინე და დედას და ამმას ველაპარაკე და ყველაფერი მითხრეს..
-ნენე არ მინდოდა მშობლებთან შენი ურთიერთობა..
- კარგი რა ისედაც საშინელი ურთიერთობამაქვს , გთხოვ ეს ერთი კვირა ამ ყველაფერზე ნუ ვილაპარკებთ ის ოცდაერთი წელი უნდა ავინაზღაურო
- მოდი ჩემთან პატარავ- მიღმის და კალთაში მისვამს - მიყვარხარ
- მეც ნიკო - ჩუმად ვბუტბუტებ და მის კისერში თავს ვრგავ.

მთელ კვირას ალბათ წყნარად გავატარებდით , რომ არა მეექსვსე ღამეს კარებზე ამტყდარი ბრახუნი .ნიკოს ეძინა ამიტომ კარები მე გავაღე და სრულიად შოკირებული დავრჩი ოთო , რომ დავინახე
-ნენე, ჩემი ნენე - ჩუმად ჩაიბუტბუტა და ისე ჩამეხუტა სუნთქვა შემეკრა- ასე არ შეიძლება , ჩემზეც უნდა იფიქრო ხოლმე იცი ?
- ნენეკო ვინაა ? - ბოქსერის ამარა გამოდის თმააბურძგუნი ნიკო და ოთოს დანახვისას ადგილზე შეშდება.
- ოჰ უკაცრავად - ნიკოს დანახვისას ,მაშნვე ირონიულად იწყებს ოთო საუბარს. ეგრე მშორდება და ჯერ მე მიყურებს ენუარსა და თხელ ხალათში გამოწყობილს და შემდეგ ნიკოს. - არადა როგორ მეგონა... - ბოლოს ჩუმად ბუტბუტებს და მანქანისკენ მიდის- კარგი დროის გატარებას გისურვებთ ნენე..კო - თითებს ჰაერში მითამაშებს,მანქანაში ჯდება და სწრაფად წყდება ადგილს.
- ჯანადაბა!!- გაბრაზებული ვკივი და ტელეფონის ძებნას ვიწყებ
- ოთახშია - ოთახისკენ მიმითითებს ნიკო
- ჯანდაბა აიღე ! ოთო ! მიპასუხე ! არ მპასუხობს!- გაბრეაზებული ვჯდები დივანზე - არ მაინტერესებს ამ ჩემ ფეხებს რა ! - პატარა ჯიუტი ბავშვივით ვამბობ და ნიკოს ვეხუტებ - აუ საწოლში წამიყვანე რა
- წამო პატარავ და რომ ჩახვალ მერე დაელაპარკე
- მისკენ ხარ ? - გაოცებული ვუყურებდ ა მისი ღიმილის შემჩნევისას ნერვები მეშლება
-არა შენსკენ -შუბლზე მკოცნის და საწოლშ მაწვენს.
მთელი ღამე არ მეძინა, მხოლოდ გამთენიისას მოვხუჭე თვალები სულ რაღაც ერთი საათით.

ამ ინციდენტიდან სამ დღეში თბილისში დავბრუნდით და ეგრევე უნივერსიტეტს მივაშურეთ .
- ნენ , როგორ მომენატრე , იცი რამდენი რამ მაქვს მოსაყოლი - გახარებული მახტება მარიამი
- უფ ნუ იტყვი სანამ აქ არ იყავი , ტვინი წაიღო იმდენი გველაპარაკა - ვითომ მობეზრებული მეუბნება ლუკა და ისიც მეხვევა.
- აუ ბაზარი არაა ტოო , თავი უკვე გოგო მეგონა რა იყოთ ამას როგორ უძლებ ხოლმე ? - ერეკლეც მეხვევა და ბოლოს ჩემს მხარზე დაყრდნობილი აგრძელებს ლაპარაკს . მწველ მზერას ვგრძნობ ,ა ამს ისიც ერთვის , რომ მარიამი იქით მანიშნებს საიდანაც მზერას ვგრზნობ და მეც ეგრევე იქით ვიხედები . მაშნვე ვხედავ ჩაწითებული თვალებით მყოფ ოთოს, სკამზე ზის ფეხები განზე აქვს გაშლილი , სიგარეტს ეწევა და თვალს ოდნავაც კი არ მაშორებს.
- მალე მოვალ რა -ბავშვებს ვტოვებ და მისკენ მივდივარ .
- გამარჯობა ჰიროგი - სასიამოვნოდ ვუღიმი გიორგის და ოთოს ვუტრიალდები - საქმე მაქვს
- გისმენ - წარბსაც არ ხრის ისე მეუბნება და უკვე ნერვებს მიშლის
- შეიძლება ? - გიორგის ვუტრიალდები და უხერხულად ვუღიმი
- მე დაგტოვებთ - ისიც მიღიმის და არეალიდან ქრება
- რაო ნენე.. კო? ნიკოლოზი არ იეჭვიანებს ?
- რა თქმა უნდა , უკვე ეჭვიანობს კიდეც . ადექი და წამომყევი საქმე მაქვს და ნუ იქცევი იდიოტი ტიპივით.- მობეზრებულად ვამბობ დამანქანისკენ მივდივარ , შიგნით ვჯდები და ველოდები როდის ინებებს მისი აღმატებულება მობრძანებას. ზუსტად ხუთ წუთში სიგარეტს ნაგვის ურნაში აგდებს და ნელი ნაბიჯებით მოდის მანქანისკენ . ვხედავ როგორ უყურებს ყველა გოგო და ჩემში ეგოიზმი იღვიძევს , რომელიც მას მხოლოდ ჩემად აღიქვამს , რომელსაც არავინ არასდროს არ უნდა მიკაროს. არ ვიცი საით მივივარ მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებ !




ისე მოდიოდა ყველას მზერა თან მოჰყვებოდა და მეც თანდათან მიპყრობდა ეგოიზმი. ის მხოლოდ ჩემი უნდა ყოფილიყო, თუნდაც დროებით , მაგრამ მხოლოდ ჩემი. არ ვიცი რატომ , მაგრამ ჩაწითლებული თვალები იმდენად მხიბლავდა თავს ძლივს ვიკავებდი. აუღელვებლად, ნელი ნაბიჯებით მოდიოდა და ასევე ჩაჯდა მანქანაში. ხმა არც ამოუღია უბრალოდ მთელი ტანით ჩემსკენ მოტრიალდა და თვალებში ჩამაშტერდა. ზუსტად ორ წუთში მის თვალებში იმდენი ჭინკა დავინახე გამეღიმა, თავი გავაქნიე და მეც მთლიანი ტანით მისკენ მივტრიალდი.
-გუშინ სად გამოვარდი? - ღიმილით ვკითხე და მის გაოცებულ სახეზე უფრო გამეღიმა.
-მეხუმრები? - სახე უსერიოზულდება და წარბებს მაღლა ქაჩავს
-არა
-აბა რა სად გამოვვარდი გვრიტებს ხელს ხომ არ შეგიშლიდით ? -ირონიულად მიღიმის , თვალს მაშორებს და საზურგეს მჭიდროდ ეყრდნობა. ზუსტად ორ წუთში კი ისე იფეთქა ცოტა შემეშინდა , მაგარამ ბოლოს კმაყოფილება მომაწვა - ჯანდაბა ნენე ვერ მითხარი უბრალოდ, რომ ნიკოლოზი გიყვარს ? თუ ასე ერთობით ხოლმე ? ჯანადაბა არადა მეგონა... ნუ დაიკიდე რა მეგონა .
-ოთო , ოთო- ლაპარაკი შევაწყვეტინე და ღიმილით გავაჩერე- ჯანდაბა არ შემიძლია - ამოვიხრიალე და ახლა ჩემი სურვილით დავწვდი მის ტუჩებს . - ხო ნიკოლოზი ძალიან მიყვარს , მაგრამ არა ისე როგორც შენ ფიქრობ .
-ვაიმე ნენე ნუ მაბნევ ! მოთმინება მეწურება უკვე ! - კბილებში ცრის და ხელს არ მიშვებს
-ნიკო ჩემი ძმაა , არა ისეთი როგორიც ერეკლე და ლუკა. ის მართლა ჩემი ძმაა , ბიოლოგიური ძმა , რომლის შესახბაც ეხლა გავიგე დამაგიტომაც ვიყავით წყნეთში მარტო ჩვენ ორნი. ნუ ჯანდაბა ვერც ვხვდები ამას რატომ გისხსნი იცი ? - ღიმილით ვტრიალდები მისკენ,ისეთი დამშვიდებული და გაბრწყინებული თვალებით მიყურებს მეღიმება. ისე უცბად მეძგერა ტუჩებზე გააზრებაც ვერ მოვასწარი.
-მე ვიცი რატომაც მიხსნი და ძალაიან მიხარია - ისევ ერთხელ მკოცნის , ხელს კისერში მიცურებს და ნაზად მეფერება- ხვდები , რომ ჩემი ხდები მთლიანად და არ გინდა ჩემი დაკარგვა. ხვდები , რომ მალე ჩემს გარეშე ვერ გაძლებ და ამიტომ ! - ისევ იღიმის , მე კი ისტერიული სიცილი მიტყდება.
-ანუ მიყვარდები ?
-კი
-სისულელეა ! ოთო სიყვარული არ არსებობს . უბრალოდ მეც , ისევე როგორც შენ , საშინლად მიზიდავ.
-არა მხოლოდ ეგ ნენე , მაგრამ კარგი , როგორც გინდა , დაველოდოს იმ პერიოდს , როდესაც ამ ყველაფერს მიხვდები. ახლა კი ლექცია გვაქვს წამოდი -ღიმილით აღებს კარებს , მანქანას უვლის და გადმოსვლისკენ მიბიძგებს.
ბავშვებთან ისე მივდივართ ხმას არცერთი ვიღებთ. გიორგი მარიამზე ისეა შემოხვეული თითქმის მთლიანად ფარავს და მეღიმება. იმდენად საყვარლები არიან , რომ მეც ვბედნიერდები . მარიამმა გიროგი რამდენიმე თვის წინ გაიცნო მეგობრის წვეულებაზე და მაშინვე მოეწონა , შემდეგ ისიც დაემატა , რომ რამოდენიმე ლექციაზე მასთან ერთად იყო და ურთიერთობა დაუთბათ. ორივე ერთნაირად წყნარი და უპრობლემოა, ლაღები და ცდილობენ ყველაფერი მარტივად და უპრობლემოდ გააკეთონ. მახსოვს მარიამმა გიროგი ვიღაც გოგოსთან , რომ დაინახა როგორო ცდილობდა იქვე არ ეტირა . მაშინვე მოვშორდით იქაურობას და ჩემთან წავედით . მთელი დღის განმავლობაში ტიროდა , რომ გიორგის არასდროს არ შეუყვარდებოდა რადგან უკვე ყავდა ვიღაც. იმ საღამოს ბიჭებმა მარიამი , რომ ნახე გადაირივნენ. გიჟებს გავდნენ მარიამი , რომ ეუბნებოდა ლექტორი ქულას არ მიწერს და იმიტომ ვიტირეო. ბოლოს არაფერი , რომ არ ვუთხარით თავი დაანებეს . გიორგიმ , რომ შეხვედრა სთხოვა ისეთი აჟიტირებული იყო და ისეთ სისულელეებს აკეთებდა იმ დღეს , რომ ვერ აღიგწერთ. ყველაზე დიდი ბედნიერება კი ის იყო , რომ გიორგიმ ყვლანაირი მიკიბ-მოკიბვისგარეშე აუხსნა სიყვარული. ყველაზე ბედნიერი იყო მარიამი და მათ შორის ჩვენც. მას შემდეგ გიორგი იშვიათად იყო ჩვენს გარეშე .
-აბა ? - თვალებდაქაჩული გვიყურებს მარიამი
-რა ? - მხრებს იჩეჩს ოთო
-იმის მოსმენა უნდა, რომ ერთად ხართ და უთხაით დაგვღალა უკვე - უცბად გვითხრა ერეკლემ ისე , რომ ვიღაცისთვის თვალი არც მოუშორებია.
-არ ვართ ერთად - მხრებს ვიჩეჩ მეც და მზერა ერეკლეს ობიექტზე გადამაქვს. კიბეებზე ულამაზესი გოგონა აქეთ-იქით დადის, ტელეფონზე ლაპარაკობს და საოცრად იღიმის. ნებისმიერის ყურადღებას მარტივად მიიპყრობს , თანაც ისეთი საყვარელი და სათნო სახე აქვს , რომ გინდა უბრალოდ დაიცვა და მეტი არაფერი.
-როგორ ? - წარბები შეკრა ნიკომ და ოთოს გაბრაზებულმა შეხედა.
-ჩემი ბრალია არაა ძმაო , შენმა დამ არაო , მჩაგრავს , ასე არ შეიძლება - არარსებულ ცრემლს იწმენდს და ჩემგან ჩქმეტასაც იღებს- მეტკინა !
-არაუშავს აიტან
-ოო ნიკოლოზ არ იცნობდე მაინც ნენეკოს რა - თვალებს ატრიალებს ერეკლე და როგორც იქნა გვდებს პატივს და ჩვენსკენ იხედება- დააცადე ჯერ, არ იცი რომ სიყვარული არ არსებობს ? - ხმას იწვრილებს ერეკლე, მერე სიგარტს ნაფაზს ატყავს, თვალებს აწვრილებს და ბოლს გოგოს მიამრთულებით უშვებს.
-მიდი დაელაპარაკე დარწმუნებული ვარ იმას სჯერა- ფეხზე ვდგები და ერეკლეს ჩუმად ვეუბნები, შემდეგ ბავშვებს ვუყურებ და ვუღიმი - მარინას ლექცია გვაქ არ მოდიხართ ?
-დაგეწევით - ღიმილით მიყურებს ერეკლე და სამხედრო "ჩესტს" იღებს.
-სად წავიდა ? - თვალებდაწვრილებული მხვევს ხელს ნიკო
-მე რა ვიცი?
-ნენე- წარბს წევს და საყვარლად მიღიმის
-ლუკა სადაა ? -თემა გადამაქვს და თვალებს ვუფახულებ
-ოხ ნენე რა ! ნიასთანაა - თავზე მკოცნის და გვერდით მიჯდება
-ეეე ეშვეათ? - გახარებული ვცქმუტავ
-ლექციას ვუსმინოთ - თავი ჯერ ისევ ცარიელი აიდიტორიისკენ გაატრიალა
-ეეე !! ლუკას მოვკლავ და თვქვენ ორსაც ზედ მიგაყოლებთ დამპლებო - გაბრაზებული ვიბუსხები და ხელებს გულთან ვიჯვარედინებ.
-ვაიმე ჩემი სიცოცხლე - გვერდიდან მიხუტებს ნიკო და თავზე მკოცნის.
-არა კი ძმა ხარ , მაგრამ ამდენსაც ვეღარ მოვითმენ რა ! - სიცილით გვიჯდება ოთო - დამიბრუნე შენი და
-ხო სწორად აღნიშნე ჩემი დაა ასე , რომ ...
-უკაცრავად ბიჭებო მაგრამ ნენე ახლა ჩემია - ხელს მკიდებს მარიამი და სულ სხვა მერხისკენ მიმათრევს.
-გიორგი შენ რას მიკეთებ ერთი ? რატო არაა შენი შეყვარებული შენთან ! - გაბრაზებული უყურებს ოთო
-დაწყნარდი ფისო დაწყნარდი - თვალების ფახულით უყურებს გიორგი და მაშინვე ნიკოც და ოთოც სიცილს იწყებენ.

-ნენე ლექციიდან როგორმე უნდა გავიპაროთ თორემ ასე ვერაფერს მოგიყვები! - გაბრაზებული ბუტბუტებს მარიამი
-რა ხდება ?
-გავიპაროთ და გეტყვი, მოიცა , დათა! - იქვე მდგარ ჩემთვის უცობ კურსელს ეძახის - აუუ აუდიტორიიდან გაპარვაშიდ აგვეხმარე რა
-ოხ მარიამ რეები გაწუხებს რა - სიცილით გვიყურებს ბიჭიც - მე დათა მქვია თქვენ ?
-ნენე
-სასიამოვნოა-ღიმილით მეუბნება და ჩემი ხელის ზურგს მის ტუჩებს აკრავს - რანაირად გაგაპარო ეხლა ეგ მითხარი - სიცილით უებნება მარიამს
-ოო ეგ , რომ ვიცოდე ხომ არ დაგიძახებდი , კაი ხო დაიკიდე
-კარგი, ნახვამდის ნენე- ჩემს სახელს გამოკვეთს და მეც მეღიმება , ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის.
-ნენე გიორგისთან ვიწექი-ჩუმად მეჩურჩულება და მეც მაშნვე გაკვირებული თვალებით ვუყურებ.
-რა ქენი? -ჩუმად ვხრიალებ მე - გავდივართ ადექი -ფეხზე ვდგები და ისე გავდივარ ლექტორის გაკვირვებულ სახელს ყურადღებას არ ვაქცევ. მარიამიც ჩუმად მომყვება, მალევე ვსხდებით მანქანაში და მთაწმინდაზე ავდივართ. იქ ყოველთვის გვქონდა ჩვენი საყვარელი ადგილი და რაც არ უნდა მომხდარიყო სულ აქ ამოვდიოდით, ახლახ როგორც ყოველთვის ჩვენ ადგილას ვიყავით და ხედს ვუყურებდით.
-როდის ?
-გუშინ-ღიმილით მეუბნება და დარწმუნებული ვარ წინა საღამოს იხსენებს - გოგო გუშინაც ჩემთან იყო , კინოს ვუყურებდით , თან ვსვავდით .მერე მე , როგორც თამაშების მოყვარულს, მომინდა სიმართლე თუ მოქმედების თამაში , ჩვეულებრივ ვთამაშობდით , მაგრამ როცა ვკითხე რამდენი ხანია გიყვარვართქო ხმა არ მიპასუხა და დალია. მეც გავბრაზდი და ყოველ სიმართლეზე მაგას ვეკითხებოდი და ბოლოს, რომ მითხრა მას შემდეგ რაც გაგიცანიო თავიდან გავიცინე, რას მატყუებთქო , არ გატყუებ იმ წვეულებამდეც ვიცოდი შენს შესახებ უბრალოდ მას შემდეგ რაც გაგიცანი შენი აჩრდილი გავხდი და ისე შემიყვარდ ვერც გავიგეო. აღარაფერი მითქვამს უბრალოდ შემდეგი მოქმედება აირჩია და მაკოცეთქო , რა თქმა უნდა მაკოცა, ნუ შევყევით რა - ისე საყვარლად გაეღიმა მარიამს , ვერც მე შევიკავე ღიმილი, მის თვალებშ იმხელა ბედნიერებას ვხედავდი უნებურად ვბედნიერდებოდი - ნუ მერე მთვრალი უფრო გავთამამდი და კითხვაზე დარწმუნებული ვიყავი მინდოდა თუ არა კოცნითვე ვუპასუხე და , როგრც ყოველტს გიორგიმ ყველაფერი სწორად გაიგო . აუ ნენე იცი რა ბედნიერი ვარ ? ვაფრენ ამ ბიჭზე , მიყვარს , ხო ნუ გიკვირს , მეც ვამბობდი , რომ სყვარული არა რსებობდა , მაგრამ არსებობს და მას გიორგი ქვია.
-იცი მე შენზე ვგიჟდები , იცი როგორი ბედნიერი თვალებით ლაპარაკობ მასზე ? ვიცი , რომ ამ ნაბიჯს არასდროს ინანებ და მეამაყები. ჩემზე მეტად ხომ არ გიყვარს?- სიცილით გავხედე და მაგრად მოვეხვიე.
-რავი არ ვიცი -სიცილით მპასუხობს ისიც - ნუ მე კაი , მაგრამ შენ და ოთიკო რას შვებით ? - წარბს მიწევს და გვერდულად მიყურებს.
-ჯერ არაფერს , ხომ იცი რომ მე ჯერ არ მჯერა ამ სიყვარულის ასე , რომ უბრალოდ მასთან ყოფნით ვტკბები , ყველანაირი ვალდებულებების გარეშე. არ ვიცი რატომ , მაგრამ ვგრძნობ ,რ ომ ეს ყველაფერი ისედაც მალე დამთავრდება და თან ჩემი გერმანიაში წასლის საკითხიც სულ უფრო და უფრო ემსგავსება რეალობა. ასე , რომ არ მინდა აქედან გულდაწყვეტილი წავიდე, თქვენ , რომ გტოვებთ ეგეც მეყოფა.
-ნენე ხომ იცი, რომ მის გარეშე ვეღარ გაძლებ? - წარბაწეული მიყურებს და სევდანარევ ღიმილს იკრავს სახეზე.
-სისულელეს ნუ ამბობ მარიამ , მეც და ოთოც უბრალოდ იმიტომ ვართ ერთად , რომ ერთმანეთი გვიზიდავს .აქ სხვა არანაირი კავშირი არაა!- გაბრაზებული ვხტები ფეხზე და მანქანისკენ მივდივარ.
- არც შენ და არც ოთო მხოლოდ მაგის გამო არ ხართ ერთად, შენ არ აღიარებ ამას, მაგრამ ოთოს კითხე ? - ზურგს უკან მესმის მარიამის ხმა, მაგრამ ვაიგნორებ და მანქანაში ვჯდები. მარიამიც მალევე მიჯდება გვერდით . სახლამდე ისე მიმყვას ხმას არ ვიღებთ , მაგრამ მის კორპუსთან მდგარ გიორგიზე ორივეს გვეღიმება
-შემდეგ ჯერზე, რომ გაქრებით გამაფრთხილეთ მ რომ მთელ უნივერსიტეტში ნიკოლოზი, ერეკლე ან ლუკა არ ვეძებო, ან უბრალოდ ტელეფონს უპასუხეთ ხოლმე - სიცილით გვეუბნება ,თვალს მიკრავს და მარიამთან ერთად სადარბაზოში უჩინარდება.
სახლისკენ მიმავალმა "ნუ ცდილობ" გავაჟღერე და იმაზე დავფიქრდი , რომ მარიამი ცდებოდა , ჩემი და ოთოს შემთხვევაშ ყველაფერი სხვანაირად იყო . ან არ იყო და მე მინდოდა , რომ არ დამეჯერებინა, ვერ გეტყვით.
სახლის კარი როგრც კი დავკეტე , მაშინვე გახდა დავიწყე. იმდენად ვიყავ გადაღლილი , რომ მხოლოდ წყალი თუ მიშველიდა. ზედა და შარვალი შემოსასვლელშივე მივაგდე და სამზარეულოში შევედი, წვენი დავისხი და მისაღებში გასულმა შუქი , რომ ავანთე ჭიქა ლამის ხელიდან გამივარდა.
-ასეთ დახვედრასაც არ ველოდი - ღიმილით წამოვიდა ჩემსკენ , ტანზე ძლიერად ამიკრო და ტუჩებს დაეწაფა.
-ოთოო აქ რას აკეთებ ? - ძლივს ამოვიხრიალე და მის თმაზე თითები ავასრიალე.
-დღეს ,რ ომ გაქრი აბა რა გეგონა ? - რიმილით ამათვალიერა , კედელზე ამაკრო და ბარძაყზე ხელი მომიჭირა- რომ მაგიჟებ გითხარი ხომ უკვე ?
-კიდევ მოვისმენდი- ეშმაკურად გავუღიმე საწოლზე ჩემს ზევით მყოფს .
-შენზეც და ამ ორ პატარა ბურთზეც ვგიჟდები- ღიმილით მეწაფება ტუჩემზე და ჩემს პატარა მკერდს ხელში იქცევს, მეც სწრაფად ვხდი ზედას და ხელებს მის შიშველ ზურგზე ვასრიალებ.




გავაგრძელო? ველოდები თქვენს კომენტარებსскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი bananasi

unda gaagrdzelo aba shua istorias xo ar daamtavreb.

 



№2 სტუმარი სტუმარი Tikoo

აუცილებლადდ გააგრძელე

 



№3  offline წევრი Peoplefallformysmile

რა კითხვაა -_- აბა რა უნდა ქნა

 



№4 სტუმარი ana

gaaagdzele...

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent