შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ 6 თავი


28-11-2017, 19:20
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 251

შენ, შენ არ ხარ 6 თავი

-თათა, თათა გაიღვიძე უკვე თორმეტი საათია, თათა გესმის ჩემი. ძილბურანში მყოფს ჩამესმის ნუკას ხმა, და მეც ძვლივს ვახელ თვალებს.
- რა ჯამდაბა გაყვირებს? გამისკდა თავი შე დეგრადიულო.
- ადექი დროზე ბაბო გელოდება, საუზმე უკვე მზად აქვს.
- გავიგე ვდგები. ისა ისევ თვალების დახუჭვას და დაძინებას ვაპირებდი რომ, მთელი ძალით მიიჯახუნა კარი ნუკამ და თავის ტკივილმაც იფრო იმატა.
- ჩამოიღე ბარემ ეგ კარი და გაიდე ზურგზე. რაც შემეძლო ხმამაღლა დავიყვირე და საწოლიდან წამოვდექი.
- ძილი მინდა, ძილი განა ესეთი რთულია ამის გაგება. ბუზღუნით შევდივარ სააბაზანოში.
- ღმერთო ჩემო რას ვგევარ. სარკეში ჩემი თავის დანახვისას ინფაქტს თუ არ მივიღებდი არ მეგონა.
ჩემი ნატიფი შავი თვალები სულ ჩაწითლებული მქონდა, თვალის გუგები კი დასიებული. ჩემი ქერა თმები კი ისე აბურდულ-დაბურსული იყო კაცს რომ ენახა იტყოდა ძაან გიჟური ღამე ქონდაო.
გუშინდელი დღის გახსენებისას, ისევ მომაწვა ცრემლები თვალზე თუმცა თავს ტირილის უფლება არ მივეცი.
- რატომ უნდა მოიკლა ვიღაც იდოტის გამო თავი თათა? არ სჯობს გაამწარო და ანანებინო ასეთ შხვართ ქალს რომ ვერ ხედავ.
- ანუ სხვა გყავს არა ბატონო პოლიციელო? მე შენ გიჩვენებ როგორ უნდა ჩემი გულის ტკენა. ჩემი გეგმით კმაყოფილს, ბედნიერების ღიმილი მესახება სახეზე, ჩემს ანარეკლს სარკეში თვალს ვუკრავ და საშხაპეში შევდივარ.
სულ რაღაც ნახევარ საათში, ბარგით ხელში ჩავხრიგინდი პირველ სართულზე.
- მე მზად ვარ. გავსძახე სამსაზეულოში ხალხს.
- თათ აქ მოდი ვისადილოთ. მესმის ელენეს ხმა და მეც მათკენ მივდივარ.
- დილამშვიიი. მხიარულად შევდივარ სამზარეულოში, თუმცა სათქმელი პირზე მახმება როდესაც იკას და მის "სასტავს" ისევ აქ ვხედავ.
- დილამშვიდობის თათ. მალევე მიახლოვდება გოგსიკა და შუბლზე მკოცნის
- დილამშვიდობის ჩემო ბიჭო. კისერზე ვეკიდები მონატრებულ სხეულს და ხმაურით ვუკოცნი წვერიან სახეს.
- მადლობა გუშინდელისთვის. ჩურჩულით ვეუბნები შემდეგ კი ჩემს ადგილს ვიკავებ.
- ბაბო ახალი მოსახლეები გყავს?
- გუშინ ძალიან გვიან დაიშალენ ბებო და ესეთ ამინდში სად გავუშვებდი ბავშვებს.
- მერე რა აი ის გამოცდილი პოლიც მეისტერი გადარეკავდა საჭირო ხალხთან, მთელს გზაზე მარილს მოაყრიდნენ და მშვენივრად გაიკვალავდა გზას. ხელით ვანიშნებ ლევამზე და გემრიელად შევექცევი ტოსტს.
- თათა როგორ იქცევი? მალევე გამიწრა ბებო.
- კარგი ხო ვიხუმრე რაიყო.
- დღეს ძალიან კარგ ხასიათზე ხარ ხო? თემის გადატანა სცადა ელენემ.
- კი ელჩო იცი ვინ დამირეკა?
- ვინ? ელენეს მაგივრად პასუხს ნუკი მცემს.
- ჩემი შვილის მამამ. მხიარულად ვამბობ მე მაგრამ როდესაც გოგსიკას და ელენეს თვალებს ვხედავ, მხიარულება მალევე მავიწყდება.
- რა? ვინ ბავშვმა კიარადა ვინ მამამ? რეებს ამბობ?
- გოგსიკ გუშინ ხომ მოგიყევი რომ ორსულად ვარ. გამწარებული ვუბრიალებ თვალებს და ისიც ჩუმდევა.
- უი ბოდიში, ისე მეძინებოდა სულ დამავიწყდა  რაო მერე, რაგითხრა?
ოჰ გოგსიკ, გოგსიკ მომღერალი კი არა მსახიობი უნდა გამოსულიყავი შენ.
- რაო და შევრიგდით. მხიარულად გამოვაცხადე ახალი ამბავი.
- ანუ გავიცნობთ ბავშვის მამას? მხიარულების დასრულება არ მაცადა იკამ და ახალი საფიქრალი გამიჩინა მალევე.
ეხლა სად მოვძებნო ბიჭი რომელიც, გამოგონილი შვილის მამა იქნება.
- კი რათქმაუნდა. დავთანხმდი რადგან სხვა გზა ნამდვილად არ მქონდა.

სადილი მალევე დავასრულეთ, ბაბოს ბესნიერმა დავუკოცნე ნაოჭიანი სახის ნაკვთები და ქუთაისის გზას დავადექით.
ჩემდა გასაკვირვად გზაში საცობები საერთოდ არ იყო ამიტომ რამოდენიმე საათში უკვე სახლის კარი შევხსენი.
რადგანაც ხვალ დილით სამსახურში მივდიოდი, ადრიანად დავწექი დასაძინებლად.


-თათა შეგიძლია გუშინდელი ხელშეკრულება შემომიტანო. ნახევრად შეხსნილ კარში თავი შემოყო ჩემმა უფროსმა.
- ბატონო გიგა შეგიძლიათ მითხრათ როდის მერე გავხდი თქვენი მდივანი? მალევე დავგლესე უფროსი.
- დღეს რაღაც ძალიან ცუდ ხასიათზე ხარ.
- როგორ შეიძლება მე კარგ ხასიათზე ვიყვე.
- მიდი, მიდი მალე მომიტანე საბუთები სასწრაფოდ მჭირდება.
- აქ დევს და თავად წაიღე. ხელშეკრულებას ხელი მოვკოდე და კარში მდგომს მივაწოდე.
- შუადღე მშვიდობისა თათა, უფროსის წასვლის შემდეგ ოთახში სანდრო შემოვიდა.
- რააგინდა?
- რაგჭირს უბრალოდ დაბადებისდღის მოლოცვა მინდობა.
- უკვე მომილოცე თუ არა?
- ეხლა გილოცავ.
- მადლობა შეგიძლია წახვიდე.
- თათ რაგჭირს?
- არაფერი რა უნდა მჭირდეს.
- კარგი, კარგი წავედი მე.
ისაა სანდრო ოთახიდან გადიოდა როდესაც იკამ დამირეკა.
- მოიცადე. მალევე გავაჩერე თითქმის კარში გასული მეგრელი.
- ალო თათ.
- გისმენ.
- გილოცავ დაბადების დღეს. მხიარულად ჩამძახა ტელეფონში მეგობარმა.
- მადლობა იკა.
- მოდი დღეს სადმე წავიდეთ, შენი იუბილე ავღნიშნოთ თან შენი ბიჭიც გაგვაცანი.
- ჩემი ბიჭი გაგაცნოთ?
- ჰო შენი შვილის მამა? აი სად "დაგერხა" თათა ეხლა რა ჯანდაბა უნდა ქნა.
- იკა იცი დღეს. რაღაცის თქმას ვაპირებდი როდესაც სანდრო გამახსენდა.
- კი რა პრობლემა დღეს საღამოს ალმანოში ცხრა საათზე.
- ძალიან კარგი.
- სანდრო შენი დახმარება მჭირდება? მუდარა ნარევი ხმით ვეუბნები, მეგრელს როდესაც იკას ტელეფონს ვუთიშავ.
- რახდება?
- მოკლედ დღეს საღამოს ჩემი შეყვარებულის როლი უნდა ითამაშო, არამარტო შეყვარებულის არამედ ჩემი შვილის მამის როლიც. ერთიანად მივაყარე სათქმელი და მის რეაქციას ველოდები.
- რაა? გაოგნებული მეუბნება ის.
- მოკლედ ჩემს მეგობარს და მის მეგობრებს ვითხარი რომ ჩემი შვილის მამას შევურიგდი, არადა არ შევრიგებულვარ. ისინი კიდევ მის გაცნობას მთხოვენ და შენ უნდა დამეხმარო.
- დიდი სიამოვნებით მაგრამ დღეს არ მცალია.
- რატომ?
- ორ საათში ფრენა მაქვსპ გერმანიაში მივფრინავ დაგავიწყდა.
- ღმერთო ჩემო, ეხლა რა მეშველება?
- ვინმე ძალიან სიმპატიური ტიპი რომ მოვძებნოთ?
- სად მოვძებნო? ქუჩაში დავდგე თუ კასტინგი გამოვაცხადო?
- მოიცადე ეხლავე. ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა და სადღაც გადარეკა.
- ალო დიმა, როგორ ხარ ძმა? მეც კარგად რასვიზავ. დღეს საღამოს გცალია? კი, კი მშვიდობაა, უბრალოდ ერთი კარგი გოგოს შეყვარებულის როლი რომ შეასრულო? კი ძალიან . ძალიან კარგი მისამართს და დროს გაგაგებინებ.
არ ვიცი იმ ბიჭმა რა უთხრა, მაგრამ როგორც მეგრელის გამომეტყველებით მივხვდი დათანხმდა.
- მოკლედ ჩემს ძმაკაცს დავურეკე, ძალიან კარგი ბიჭია დღეს დაგეხმარება.
- მართლა?
- ჰო მართლა, ეხლა დროს და მისამართს მივწერ. თან შენი ნომერიც უნდა მივცე.
- მიეცი რა პრობლემა. ძალიან დიდი მადლობა სანდრო შენრომ არა არვიცი რა მეშველებოდა. გახარებული წამოვარდი ფეხზე და სანდროს გადავეხვიე.
- კარგი აბა მე წავედი, კარგ საღამოს გისურვებთ.
- მადლობა კიდევ ერთხელ. პასუხი აღარ დაუბრუნებია ისე დატოვა ოთახი.

ხო დღეს ჩემი დაბადებისდღეა თუმცა აღნიშვნას არ ვაპირებდი, რა საჭიროა ადამიანმა სიბერე აღნიშნოს.
ღმერთო მთელი ერთი წლით დავბერდი კიდევ.
არა რა სანდრო რომ არ ყოფილიყო რა მეშველებოდა?
კმაყოფილმა დავტოვე ჩემი კაბენეტი და ჩემს უფროსთან დაუკანუნებლად შევედი.
- მაპატიეთ ბოს, მე მივდივარ. იქ მყოფი საზოგადოება არ შევიმჩნიე და წინ ავესვეტე გიგას.
- სამუშაო საათები ჯერ არ დასრულებულა. მკაცრი ხმით მეუბნება ის.
- როგორც ჩანს დაგავიწყდათ, არა რა ნამდვილად არ მეგონეთ ესეთი გულ მავიწყი ბოს. როგორ შეიძლება უფროსს საუკეთესო თანამშრომლის დაბადების დღე დაავიწყდეს? საჩვენებელი თითით ფარული ცრემლი მოვიწმინდე და თავი ჩავღუნე.
- საერთოდ არ დამვიწყებია უბრალოდ სამუშაო საათების დასრულებას ველოდებოდი, მაგრამ შენ ისეთი მოუთმენელი ხარ პირდაპირ შეხვედრაზე უნდა შემომივარდე. აი შენი საჩუქარი. ხელში ლამაზად შეფუთულ ყუთს მაწვდის.
- მადლობა და ბოდიში შეხვედრა თუ ჩაგიშალეთ. იქ მყოფებს თავს ვუკრავ და კაბინეტიდან ჩქარი ნაბიჯებით გამოვდივარ.

ისე მალე მეცვლება ხოლმე ხასიათი, ეჭვი მიჩნდება მართლა ორსულად ხომ არ ვარ? მაგრამ ეგ როგორ? როგორც მე ვიცი დაორსულებას კაცი უნდა  მე კიდევ კაცი არ მყავს.
ნეტავ როგორი ბიჭია სანდროს მეგობარი, რა ქვია? სანდრომ ხო სახელი დაუძახა, ღმერთო შენ გამახსენე რა ქვია? დათო, დუტა, დიმა ჰო, ჰო სწორედ დიმა.

- ელჩო მოვედი.  ხმაურით შევხსენი კარი, ჩანთა ქურთუკი და ფეხსაცმელი იქვე დავყარე. შემდეგ კი მისაღებში შევედი, სადაც ელენესთან ერთად თვით ქალბატონი შორენა შონია დამხვდა.
- მგონი მოლანდებები დამეწყო? თვალები ხელის გულებით მოვისრისე და რამოდენიმეჯერ დავახამხამე.
- გეყოს მსახიობობა თათული.
მკაცრი ხმით მეუბნება დედაჩემი.
- უი ჩემი სახელი არ დაგვიწყებია.
- საქმე მაქვს შენთან.
- რახდება?
- შენი სახლის ავეჯი აღარ მომწონს უნდა შევცვალო.
- დედა შენ საერთოდ ნორმალური თუ ხარ? თითქმის ეთი წელია არ დაგირეკავს, არ მოგიკითხივარ, დღეს იმის მაგივრად რომ დაბადებისდღე მომილოცო, მოდიხარ და ავეჯი უნდა შევცვალოვო. ჯერ ერთი მე ამ სახლში ავეჯის შეცვლას არ ვაპირებ, და მეორე თუ რამის შეცვლა გიმდა სჯობს შენს გულში ჩაიხედო და შვილს ცოტაოდენი დრო დაუთმო.
მე თუ არაფერს ვნიშნავ შენთვის წადი და ნუკას მაინც მიხედე, ეხლა სჭირდება მას დედა გვერდით.
ვყვირი წყობიდან გამოსული და პირდაპირ ჩემი ოთახისკენ გავრბივარ.
- ელენე ცხრა საათისთვის მზად იყავი გოგსიკას და ნუკასაც დაურეკე,  ალმანოში მივდივართ. მანამ სანამ ოთახში შევიდოდი ელენეს მოვუბრუნდი, და დღის განრიგი გავაცანი.ოთახში შესვლის თანავე ბოთლას ცემა დავიწყე.
ზოგადად ძალიან მშვიდი ადამიანი ვარ, წყობიდანაც იშვიათად გამოვდივარ,  მაგრამ ამ ქალს ორ წამში შეუძლია ჩემი წყობიდან გამოყვანა.
არა მართლა ეს ნორმალური თუა?
ღმერთო რა დაგიშავე გამაგებიე?
რა უმდა ამ ქალს ჩემგან? რატომ არ ასვენებს
არაფერი?
ნერვებმოშლილმა გამოვგლიჯე აბაზანის კარი, ტანსაცმელები იქვე მივფანტე და ცხელ წყალს შევუშვირე თავი.
 განა ბევრს ვითხოვ? მხოლოდ დედის ყურადღება და სითბო მჭირდება. არასოდენ მიგრძვნია შორენასაგან დედობრივი სითბო, არასოდეს გამოუხატავს ჩემდამი სიყვარული.
ვუყვარვარ კი საერთოდ? ფიქრობს კი ჩემზე? ან ეს მოვარდნა რას ნიშნავდა? რატომ არასოდეს ფიქრობს რამით რომ მასიამოვნოს?
ერთსაათიანი ნებივრობის შემდებ, ჩემს საყვარელ თეთრ ფუმფულა ხალთში გავეხვიე და ისევ ოთახში დავბრუნდი.
გარდერობიდან ლურჯი  მოკლე საღამოს კაბა გადმოვიღე, წინ საკმაოდ ამოღებული, მკერდს კარგად გამოკვეთავდა. ჩემი ქერა თმა უბრალოდ ავიწიე, მკვეთრი მაკიაჟი გავიკეთე, ფეხზე კრემისფერი მაღლები ჩავიცვი და  უკვე მზად ვიყავი.
კლაჩი და ტყავის ქურთუკი ხელში დავიკავე და მისაღებში გავედი, სადაც წითელ გრძელ კაბაში გამოწყობილი ელენე დამხვდა.
- ელე რა ლამაზი ხარ.
- კარგი რა თათ ლამაზი შენ ხარ, მე უბრალოდ კაბა მალამაზებს. მოწყენით ამბობს ის.
- ნუ ბოდავ რაღაც სისულელეებს, შენ ამქვეყნად ყველაზე ლამაზი ხარ.
- გოგსიკას და ნუკას დავურრკე, პირდაპირ იქ მივლენ.
- ძალიან კარგი. მე გავაღებ ელე. ვამბობ როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა, ალბათ ის ბიჭია სანდროს მეგობარი.
- ქალბატონი თათული დოლიძე მიმდოდა.
- ვინ ბრძანდებით?
- კურიერი.
- მევარ თათული.
- ეს თქვენ, თუ შეიძლება ხელი აქ მომიწერეთ. რაღაც ყუთს მაწვდის, საბუთზე ხელს ვაწერ, მადლობას ვუხდი და კარს ვკეტავ.
- ნეტავ ვინ გამოაგზავნა? ყუთი სასწრაფიდ გავხსენი.
" თათული ჩემო სიხარულო, გილოცავ დაბადების დღეს ჩემო პატარავ.
ბედნიერი ვარ რადგან შენ ჩემი შვილი გქვია, მადლობას გგიხდი ყველაფრისთვის ჩემო გოგოვ.
იცი 29 წლის წინ, როდესაც გავიგე რომ პატარა გოგო მეყოლებოდა, ჩემზე ბედნიერი კაცი არ იყო.
როდესაც შენ დაიბადე ჩემს ცხოვრებაში, დიდი ნათელი სხივი შემოიტანე. შენმა დაბადებამ უზომოდ გამახარა ჩემო ლამაზი.
მინდა გისურვი ისეთივე ბედნიერება, როგორი ბედნიერიც მე ვიყავი შენი დაბადებისას.
შენ ჩემთვის ყოველთვის ნანატრი და საყვარელი შვილი იქნები.
მაპატიე რომ ამ მნიშვნელოვან დღეს შენს გვერდით ვერ ვარ, ეს საჩუქარი ჩემგან ჩემო სინათლის სხივო.
ყველაზე მწინდა და ლამაზ შვილს საყვარელი მამიკოსაგან"
უზომოდ გამაბედნიერა მამაჩემის წერილმა, ულამაზესი კოლიე გამომიგზავნა საჩუქრათ, სადაც ჩემი დაბადების თარიღი და სახწლი იყო ამოტვიფრული.
- თათ რა ლამაზია.
აღფრთოვანებული მეუბნება ელენე.
- მამამ გამომიგზავნა ელე. ვამბობ გახარებული და აწკრიალებულ ტელეფონს ვპასუხობ.
- ალო.
- თათული მიმდოდა? მესმის ბიჭის ხმა.
- დიახ მევარ.
- სანდრომ მთხოვა დღეს საღამოს პარტნიორობა გაგიწიოთ.
- დიმა ჰო?
- კი მე ვარ.
- ძალიან კარგი, მოკლედ მე ეხლა მეგობართან ერთად მივალ ადგილას. თუ შეგიძლია შენ ათის წუთებზე მოდი?
- დიახ რა პრობლემა, თქვენ მხოლოდ ის მითხარით რომელო ყვავილი გირჩევნიათ?
- ვერ გავიგე?
- ხელცარიელი ხომ არ მოვალ, სირცხვილია იფიქრებენ რომ უფულო შეყვარებული გყავთ. სიცილით ამბობს ის რაზეც მეც მეცინება.
- ა ჰო თეთრი გვირილები.
- ძალიან კარგი აბა შეხვედრამდე.
- მოიცა, მოიცა როგორ გიცნო? გათიშვას ვაპირებდი როდესაც გამახსენდა რომ მას საერთოდ არ ვიცნობდი.
- სანდრომ თქვენი ფოტო მაჩვენა, ამიტომ პრობლემა არ არის მე გიცნობთ.
- აჰა კარგი.
ტელეფონი გავთიშე და სახლი ელენესთან ერთად დავტოვე.
მანამ სანამ დანიშნულების ადგილას მივიდოდით, ელეს ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი.

- BMW 324 გადააყენე. მესმის პოლიციის ხმა და მანქანა გავაჩერე.
- ეხლა მაინც რა გავაფუჭე? ვამბობ გაკვირვებული და საბუთების მოძებნასშევუდექი.
- ელე მაქ დევს მომაწოდე.
- საღამო მშვიდობის ქალბატონებო. მალევე მოგბიახლოვდა პოლიციის ოფიცერი და გვესალმება.
- საღამო მშვიდობის. რა დავაშავეთ უფროსო?
- არაფერი. ბედნიერი გამომეტყველებით მეუბნება ის.
- თუ არაფერი დამიშავებია, რატომ გამაჩერეთ?
- დაბადების დღეს გილოცავთ. მეუბნება ის და თან დიდ ვარდების თაიგულს მაწვდის.
- ძალიან დიდი მადლობა. მაგრამ ვერაფერი ვერ გავიგე? ვამბობ გაკვირვებული, რადგან ნამდვილად ვერაფერი ვერ გავიგე.
- უბრალოდ მთხოვეს ეს თაიგული, ჯარიმების დესოფლისთვის გადამეცა.
რაღაცის თქმას ვაპირებდი მაგრამ, ვინ გაცალა პოლიციელი ეგრევე გაუჩინარდა.
- თათ ვინ გამოგიგზავნა? აღფრთოვანებული მეუბნება ელენე.
- იდიოტმა ლევანმა. სახე საშინლად დავმანჭე და გზა განვაგრძე.

ბარში მისულს ნუკა კართანვე შემომეგება, ეგრევე კისერზე ჩამომეკიდა და საჩუქარი ხელში მომაჩეჩა, შემდეგ ყველა ერთმანეთის მიყოლებით გადავკოცნე. ლევანის შეხებისას თითქოს მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფრენა, სხეულზე მთლიანად მამაყარა ეკლებმა.
არ მიმდოდა რამე ეგრძნო ამიტომ მზერა სხვა რამეზე გადავიტანე.
- თათ ბიჭი რატომ არ მოიყვანე? ინტერესით მეკითხება იკა და ცალი თვალით ლევანს უყურებს.
- მალე მოვა.
- ძალიან კარგი, როგორც იქნა გვეღირსება გავიცნოთ, ვინ არის ის ვინმაც შენ მოგარჯულა.
უაზრო რეპლიკას აკეთებს გოგსიკა რაზეც ჩემს ჩქმეტას იღებს.
- შენი ჯულიეტა სად წაიყვანე? მალევე წავკბინე მეც, როდესაც მისი შეყვარებული იქ ვერ ვნახე.
- დედამისთან არის და ვერ მოახერხა მოსვლა.
- ძალიან კარგი.
- საყვარელო მოვედი.
მესმის ვიღაც გოგოს წრიპინა ხმა და იქეთკენ ვტრიალდები.
- ლანა როგორ ხარ? მალევე წამოდგა იკა ფეხზე და ახალმოსული გადაკოცნა.
- გაიცანი ეს თათა ჩვენი იუბილარი, თათ ეს კიდევ ლანა ლევანის შეყვარებული.
- გილოცავ. ამაზრზენი ხმით ამბობს ის და მალევე უსკუპდება მის "ბიჭს" კალთაში.
- იმედია თავზე არ დამაჯდება. ჩუმად ჩავიჩურჩულე ჩემთვის, მაგრამ როგორც ჩანს ელენემ გაიგო.
- აი ისიც მოვიდა. ვამბობ როდესაც შემოსასვლელ კართან მდგომ დიმას ვხედავ, არ მკითხოთ საიდან ვიცანი უბრალოდ ვიცანი რომ ის იქნებოდა.
ფეხზე წამოვდექი და მისკენ წავედი.
- მითხარი რომ შენ ხარ? და სხვასთან არ მივედი? სიცილნარევი ხმით ვამბობ თან გადავკოცნე.
- მე ვარ, მე და როგორ მიცანი? ისიც სიცილით მპასუხობს.
- რომელი ნორმალური გოგო მოსთხოვდა ამ შუა ზამთარში ბიჭს გვირილების თაიგულს თუ არა მე? ანდა რომელი ნორმალური დაიგვიანებდა იმის გამო რომ გვირილები ვერ იშოვა და ბოლოს მაინც მიაგნო თუ არა შენ?
ბოლო ხმაზე ვიცინი მე რაზეც მასაც ეცინება.
- წამოდი იმათ გაგაცნობ.
თაიგული მომაწოდა და ხელი ჩამჭიდა.
- ისე გილოცავ დაბადების დღეს თათული.
-მადლობა.
- მეგობრებო გაიცანით ეს დიმაა ჩემი საქმრო, დიმ ესენი კიდევ ჩემი მეგობრები.
- სასიამოვნოა. ერთიანად წამოიძახა ყველამ.
- ჩემთვისაც, თათულისგან ყველას დაუსწრებლად გიცნობთ. ღიმილით ეუბნება იქ მყოფ საზოგადიებას.
დიმა ყველამ კარგად მიიღო გარდა ლევანისა, რაღაც უაზრო რეპლიკებს ისვრიდა ხოლმე შიგადაშიგ, რა უნდა ერთი ვერ დაეტევა და მიხედავს  მის აყლაყუდას.
- თათა შემდეგში როდესაც ვინმეს მოძებნა დაგჭირდება უცოლო აარჩიე. ჩუმად მეჩურჩულება გოგსიკა რაზეც სიცილი მიტყდება.
- რეებს ბოდავ?
- შენ რა გგონია სანდროს მეგობრებს ვერ ვცნობ?
- მოკეტე და იცოდე არავის არაფერი არ უთხრა. მუქარით ვეუბნები მას.
- დიმა როდის აპირებთ დაქორწინებას? ლევანი ცდილობს როგორმე დიმა დააბნიოს და რაცშეიძლება რთულ კითხვებს უსვამს.
- ლევანიკო ქორწილზე ჯერ არ გვიფიქრია. თვალების ქაჩვით ვეუბნები მას.
- თათ ის ბიჭი ვინა? თვალით ლევანისკენ მანიშნებს დიმა.
- რატომ? მოხდა რამე?
- არა უბრალოდ ისეთი თვალებით მიყურებს, მალე აქვე მცემს.
- მაგან მის ჟირაფს მიხედოს ერთი. ნახე, ნახე როგორ აკეთებს ტუჩებს ეხლა მოვკვდები.
სიცილით ვამბობ მე.
- დიმ მადლობა საყვარელო გვირილებისთვის, იცი დღეს ვიღაც იდიოტმა ვარდები გამომიგზავნა, ეტყობა არ იცის ვარდებს რომ ვერ ვიტან. ეგრევე ბუნკერში ვისროლე. რაა
ც შემეძლო ხმამაღლა ვთქვი და ცალი თვალით ლევანს გავხედე.
- უი მართლა, საწყალი ეტყობა მართლა არ იცოდა თორემ მაგას როგორ იკადრებდა. სერიოზული გამომეტყველებით მეუბნება ის, ისე ჩვენ ორისგან ნამდვილად კარგი მსახიობი დადგებოდა.
- დალევთ რამეს? საუბარს გვაწყვეტინებს რიტა.
- იყოს მე მოვიტან. ფეხზე მალევე ვდგები და ბართან მივდივარ.
- რას ინებებთ?
- მე რაიმე კოქტეილი მინდა ალკოჰოლით, ოღონდ შემდეგ შეკვეთას რომ მივცემ ვიტყვი რომ უალკოჰოლო მინდა და თქვენ ისევ იმ კოქტეილს გამომიგზავნით კარგი?
- რა პრობლემა. მომაჯადოვებლად მიღიმის ბიჭი და თვალს მიკრავს.
- და კიდევ ერთი ბოთლი ვისკი ვაშლის წვენთან ერთად.
- ეხლავე მოგართმევენ.
ბარის მაგიდას მალევე ვცილდები და მათთან ვბრუნდები.
- თათ რახანია შენი ტელფონი რეკავს. იქ მისულს მალევე მაჩეჩებს ტელეფონს ელენე ხელში.
სადაც სამი გამოტოვებული ზარი  ჩემი ბიძაშვილისგან იყო.
- ჰო რეზი. მალევე გადავურეკე საყვარელ ბიძაშვილს, რომელიც თითქმის ჩემი გაზრდილია და ძალიან მიყვარს.
- თათუ, გილოცავ დაბადების დღეს.
- მადლობა ჩემო საყვარელო.
- თათუ შეგიძლია ხვალ დარბაზში მომაკითხო?
- კი როგორ არა საყვარელო როცა მეტყვი.
- მაშ ხვალ 7 საათისთვის მოდი კარგი? ძალიან მიყვარხარ.
- მეც.
რეზი სპორცმენია, მისი ხნის რომ ვიყავი ავიკვიატე რომ სპორტი მინდოდა, ამიტომ ბიძაჩემის მეგობართან დავიწყე სიარული.
ერთადერთი გოგო ვიყავი რომელიც ამდენ ბიჭებთან ერთად ვჭიდაობდი.
ასაკი რომ მომემატა გამოვედი შემდეგ კი ჩემი ადგილი რეზიმ დაიკავა.
15 წლის ასაკში უკვე ძალიან ბევრს მიაღწია.
- თქვენი შეკვეთა, უალკოჰოლო თქვენ.
მიმტანი წინ მიდებს ჩემს შეკვეთას და მალევე უჩინარდება.
- თათას გაუმარჯოს. ერთიანად შესძახა ყველამ და სასმელი გადაკრეს.

გვიანი იყო რომ დავიშალეთ, დიმამ მე და ელენე სახლში წაგვიყვანა. დღევანდელისთვის მადლობა გადავუხადე და სახლში ავედით, ძალაგამოცლილი დავემხე საწოლზე და გადავეშვი სიზმრების სამყაროში.




არ ვიცი რა დავწერე, მოკლედ შემდეგი თავი უფრო კარგი და საინტერესო იქნება გპორდებით.
ბოდიში შეცდომებისთვის, ძალიან გთხოვთ თუ რამე შესწორება გექნებათ ამ ისტორიასთან დაკავშორებით თქვენი აზრი დაააფისირეთ.
რადგანაც წინა თავს გამოხმაურება არ ქონდა ატვირთვას არ ვაპორებდი მაგრამ მაინც გადავწყვიტე რაღაც დამეწერა.скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი Lia

Agar daagvianoaxali tavi.kargad wer momwons zalian.❤❤❤

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

სტუმარი Lia
Agar daagvianoaxali tavi.kargad wer momwons zalian.❤❤❤

მიხაარია რომ მოგეწონა მალე ავტვირთავ აუცილებლაბ❤❤

 



№3  offline წევრი ვასიკო

ძალიან მომწონს ესმოთხრობა და არ შეწყვიტო რა წერა ) მალედადე

 



№4  offline წევრი gogona migraciidan

ვასიკო
ძალიან მომწონს ესმოთხრობა და არ შეწყვიტო რა წერა ) მალედადე

შეწყვეტას არ ვაპირებ, რაც შეეხება დადებას კი მალე დავდებ. მიხარია რომ მოგწონს❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent