შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უუნარო (ნაწილი 3, დასასრული)


29-11-2017, 22:26
ავტორი ლიდია
ნანახია 750

უუნარო (ნაწილი 3, დასასრული)

-შეიძლება?
-მოდი.
საბა შემოვიდა და დივანზე მოკალათდა.
-ანნა შეიძლება შენობით გესაუბრო?
-კი.
-მოკლედ ბოდიშს გიხდი გუშინდელი შემოთავაზებისთვის.. არ ვიცოდი..
-არაუშავს რა შენი ბრალია.
-წარმოდგენა არ მქონდა საერთოდ ვინ იყავი, დაზეპირებული ტექსტით გამომგზავნეს. სამსახურისთვის გავაკეთე ხომ ხვდები?
-კი, კი. მეც მძაფრი რეაქცია მქონდა, უბრალოდ არ მიყვარს თვითმფრინავები.
-ხო, მესმის. სულ ეს იყო, ამისთვის მოვედი. წავალ ახლა.
-ყავას ხომ არ მიირთმევ?
-არა, დიდი მადლობა.
კარებთან მივედით, საბამ უხერხულად გადამკოცნა, თვალი ჩამიკრა და სახლიდან გავიდა. მეც შევიფერე და მისი წასვლის შემდეგ შემოსასვლელ კარს მივეყუდე და ცოტახანი უბრალოდ ასე ვიყავი, თან ვიღიმოდი.
როცა გავაანალიზე რას ვაკეთებდი, კარებს მოვშორდი და ფილმის ყურება დავიწყე.
არ მინდა საბას მიმართ ზედმეტი გრძნობა გამიჩნდეს, რომ გაიგებს, რომ უნაყოფო ვარ, ეგრევე მიმატოვებს. ვერ გავუძლებ კიდევ ერთ იმედგაცრუებას.
მშობლებიც მოვიდნენ მალე და ერთად გავაგრძელეთ უკვე ათასჯერ ნანახი ფილმის ყურება.
ერთ თვეში ახალი წელია.
პირველი ახალი წელი ავიაკატასტროფის შემდეგ, ნიკას გარეშე.
მიმატოვა და მომინდომა კიდევ შერიგება, მეტი რა უნდა?
მეორე დღეს სამსახურში წავედი, გამიკვირდა უცხო ნომერი რომ მირეკავდა, ნუთუ ისევ ნიკა იყო?
-ალო. -ვუპასუხე.
-გამარჯობა ანნა.
ხმა ვიცანი.
საბა იყო.
-სალამი, საიდან ნომერი?
-რა მნიშვნელობა აქვს, მე ყოვლისშემძლე ვარ. - ორივეს ჩაგვეცინა. - სამსახურში რომ გამოგიარო და ყავაზე დაგპატიჟო დამთანხმდები?
აქ ჩავფიქრდი.
ვყოყმანობდი.
-თუ არ გინდა უბრალოდ არა თქვი. - მომლოდინე ხმით თქვა საბამ.
-არა,არა. წამოგყვები. 6ზე ვამთავრებ.
-კარგი გამოგივლი. - ვერ ვხედავდი მაგრამ მის ხმაში იგრძნობოდა,რომ იღიმოდა.
ვცდი.
ამ ერთხელაც ვცდი ბედს მამაკაცთან.
იქნებადა საბა სულაც არაა ნიკასნაირი?
იქნებადა ყველა კაცი ერთნაირი არ არის?
არ ვიცი, ახლა ვერაფერს ვიტყვი. მაგრამ ფაქტია, რომ საბა მომწონს, ის მიზიდავს.
მისი ცისფერი თვალები მატყვევებს.
იცით როგორია მისი თვალები?
ხო ვთქვი რომ ცისფერია, მაგრამ რაღაცნაირი, უცნაურად კარგი ცისფერია.
ბევრის მთქმელია..
დრო უცბად გადის, საბაც დროზე მოდის. რესტორანში მივყევარ.
წითელი ღვინო და ცეზარი შევუკვეთეთ.
-ძალიან ლამაზი ხარ. - მითხრა მან. მე უაზროდ წამოვწითლდი.
ასეთი ვარ! კომპლიმენტზე სულ ვწითლდები.
-მადლობა.
ჩავიბურტყუნე და ცეზარის ჭამა დავიწყე.
საღამომ კარგად ჩაიარა. ვისაუბრეთ, ბევრი რამ გავიგეთ ერთმანეთზე.
საკმაოდ სასიამოვნო პიროვნებაა საბა.
სახლამდე ფეხით მივისეირნეთ. კითხვა დამისვა, რომელიც არ მინდოდა დაესვა:
-მომიყევი ავიაკატასტროფის შესახებ, თუ გსურს რათქმაუნდა.
ყელში გაჩხერილი დიდი ბურთი გადავყლაპე და ძლივძლივობით გავეცი პასუხი:
-დღეს არა რა.. სხვა დროს.
-კარგი. - მითხრა ზედმეტი კითხვების გარეშე, ტუჩის კუთხეში უცბად მაკოცა და იქაურობა დატოვა.
გამეღიმა მის ამ ქცევაზე და თან ერთიანად წამოვხურდი.
სახლში ნასიამოვნები შევედი და შხაპი მივიღე.
გამახსენდა ნიკა, რომლის გახსენებაც აღარ მაყენებდა ისეთ დიდ ტკივილს როგორსაც ადრე.
როგორც ჩანს, დავივიწყე. გადავიყვარე.
საბამ რომ მაკოცა ტუჩის კუთხეში, ეგ მირჩევნია ნიკას კოცნას და საერთოდ ყველაფერს.
მაგრამ რას იზავს საბა, როდესაც გაიგებს რომ უნაყოფო ვარ?!
უუნარო ვარ!
ერთი უბრალო უუნარო გოგონა შრამიანი სხეულით...
ლოგინში ჩავწექი თუ არა ტელეფონზე მესიჯი მომივიდა, საბა იყო:
“ტკბილი ძილი ანნა”
ჩამეღიმა.
“შენც საბა.”
მივწერე და ამ ბოლო ხანში პირველად დავიძინე ტკბილად.
შემდეგ დღესაც ვხვდები საბას და იმის შემდეგ დღესაც.
ყოველდღიური შეხვედრები დავიწყეთ და ნელ-ნელა ვიხსნებით ერთმანეთთან.
უფრო და უფრო მომწონს მასთან გატარეული თითოეული წამი.
ნიკა აღარ გამოჩენილა და ეს ფაქტი სულაც არ მადარდებს.
ორი კვირა ასე გავიდა.
საბამ გამაბედნიერა.
მართალია ჯერ მხოლოდ “მეგობრული” ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ეს უფრო დიდში იზრდება.
ხოდა მეც გადავწყვიტე ყველაფერი მეთქვ, დრო იყო.
-საბა რაღაც მინდა გითხრა.
-გისმენ.
შემომხედა ცისფერი, უძირო თვალებით და გამიღიმა.
-არ მინდა ურთიერთობა გაგვიფუჭდესან დაგვეძაბოს, უბრალოდ მინდა ყველაფერი იცოდე ჩემზე...
მოვუყევი ყველაფერი ავიაკატასტროფის შესახებ. ისიც ვუთხარი რომ უნაყოფო ვარ და ნიკაზეც ვუამბე. თან ცრემლები მომდიოდა.
საბა ყურადღებით მისმენდა, ხელს არ მიშლიდა.
საუბარი რომ დავასრულე, ჩემი ხელები თავისაში მოიქცია და სახეზე დამაშტერდა.
-მიყვარხარ ანნა და გპირდები, რომ არასდროს მიგატოვებ.
ადგილზე გამყინა მისმა პასუხმა.
მეგონა...
მეგონა დამტოვებდა.
მაგრამ არა!
საბა სხვა იყო, ის ჩემი საბა იყო.
კიდევ უფრო ამეტირა, ამჯერად სიხარულისგან და ჩავეხუტე.
მანაც მომხვია ხელები და კალთაში ჩამისვა.
-კარგი ნუ ტირიხარ, გთხოვ, ეს მკლავს.
-მეც მიყვარხარ.

***
გავიღვიძე და გარშემო მიმოვიხედე.
გარშემო ყველაფერი მეუცხოვა.
ოთახში ვიყავი, ლამაზ საწოლში ვიწექი.
რაღაცნაირი გრძნობა მქონდა, თითქოს ცუდი რაღაცები მოხდა, რასაც კარგიც მოჰყვა.
გამახსენდა სად ვიყავი. ეს ხომ ჩვენი სახლია!
სიზმრის დეტალებს ვერ ვიხსენებდი.
მინდოდა რაღაც გამეხსენებინა მაგრამ ვერ ვიხსენებდი.
სარკესთან დავდექი და აღმოვაჩინე რომ შრამები არ მქონდა.
არ ვიცი რატომ, მაგრამ მეგონა რომ უნდა მქონოდა.
ოთახიდან გავედი და სამზარეულოში მოფუსფუსე ნიკას მოვავლე თვალი.
უკნისან ავეკარი და კისერში ვაკოცე.
-დილიდანვე ცუღლუტობ?
მკითხა მხიარული ხმით.
-ნიკა ცუდი სიზმარი ვნახე, არ დამტოვო არასდროს რა.
-ანნა აღარ გაიმეორო ეგ მეორედ. მიყვარხარ ხომ იცი! ერთი წელია ცოლ-ქმარი ვართ, რატომ უნდა მიგატოვო სიხარულო?
ისე ვაკოცე, თითქოს დიდი ხნის უნახავი მყავდაო..
-ექიმთან გამომყვები? -ვკითხე მას.
-რა გინდა მანდ?
-იმ დღეს ანალიზები ჩავაბარე, მაინტერესებს ორსულას ვარ თუ არა.
-წამოგყვები აბა რას ვიზავ.
ერთად წავედით ექიმთან.
დღეს ჩემი ექიმი ნინო არ იყო და ვიღაც კაცმა შემოიტანა პასუხები.
ახალგაზრდა იყო მაღალი და ტანადი.
მის შავ თმას და ცისფერ თვალებს მივაშტერდი.
თითქოს რაღაც ძალიან ნაცნობი, მაგრამ ამავდროულად ძალიან უცნობი იყო.
ეს თვალები ძალიან მეცნობა.. უძირო... ბევრისმთქმელი.
-ქალბატონო ანნა მე ექიმი-გინეკოლოგი, საბა გახლავართ. სამწუხარო ამბავი უნდა გამცნოთ. ძალიან ვწუხვართ. შვილს ვერ გააჩენთ, უფუნქციო საკვერცხე გაგაჩნიათ. ვერაფერს გავაწყობთ...
ყველაფერი დაბნელდა.
საბა...
ნიკა...
უნაყოფო...
-უ..უნაყოფო ვარ? -ვიკითხე ხმააკანკალებულმა.
-დიახ, სამწუხაროდ.
ნიკას შევხედე რომელიც ნელ-ნელა ქრებოდა.
-არ შემიძლია ანნა, უუნარო ხარ.
გული იმდენად მეტკინა, რომ ვეღარ გავუძელი.

*

-სად არის ჩემი შვილი? - ყვიროდა დედაჩემი.
როგორ ვერ მანჩნევს? მასთან ვდაგავრ და ვუყვირი:
-აქ ვარ დედა! დედა მომაქციე ყურადღება!!
კალიდორში ექიმი მოდის და დედასთან ჩერდება.
-ქალბატონო..სამწუხაროდ ანნა გულის შეტევით გარდაიცვალა.

_____________________________

მთელი ემოციები აქ ჩავრგე და ჩავტიე. დავიცალე მთლიანად. ესეც დასასრული, დააკომენტარეთრა მოგეწონათ, რა არ მოგეწონათ...скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი lika

ar momewona mapatie, uazrod awyobili motxrobaa oriwlis bavshvis monayols gavs idia kargia magram cudad gadmocemuli...bodishi

 



№2  offline წევრი ლიდია

სტუმარი lika
ar momewona mapatie, uazrod awyobili motxrobaa oriwlis bavshvis monayols gavs idia kargia magram cudad gadmocemuli...bodishi

რას ამბობ, რა ბოდიში :დდ ყველას თავისი აზრი აქვს. მადლობა კომენტარისთვის, უფრო ჩაგეკითხები რა არ მოგეწონა კონკრეტულად?

 



№3 სტუმარი სტუმარი lika

magalitad ar momewona nikas da am gogos shexvedra chemi azrit mshrali da banaluri iyo zedmetic ki,ar momewona arc sabastan dialogi iyo daxvewili mokled roca ragac motxrobas kitxulob unda intrigashi gagdebdes rom meti da meti eweros shen ki ubralod ise gaqvs dawerili titqos sityvebis maragi ar geyo titqos ori mezoblis nachors yvebodi...ar ici rogor agixsna amaze uket

 



№4  offline წევრი ლიდია

სტუმარი lika
magalitad ar momewona nikas da am gogos shexvedra chemi azrit mshrali da banaluri iyo zedmetic ki,ar momewona arc sabastan dialogi iyo daxvewili mokled roca ragac motxrobas kitxulob unda intrigashi gagdebdes rom meti da meti eweros shen ki ubralod ise gaqvs dawerili titqos sityvebis maragi ar geyo titqos ori mezoblis nachors yvebodi...ar ici rogor agixsna amaze uket

Gavitaiswineb :d ❤️

 



№5 სტუმარი სტუმარი ანა

პირველი ორი თავი კარგი იყო და ეს რაღაც სასერთოდ არ მომეწონა.თავიდან თითქოს საინტერესოდ დაიწყე მაგრამ ამ თავმა იმედები გამიცრუა.ისეთი შეგრძნება დამრჩა,თითქოს თავიდან მოშორება გინდოდა და ერთიანად მიაყარე ყველაფერი,არიე.დიალოგებიც ბავშვური იყო და ემოციები საერთოდ ვერ დავინახე.ყოველ შემთხვევაში წარმატებებს გისურვებ

 



№6  offline წევრი ლიდია

სტუმარი ანა
პირველი ორი თავი კარგი იყო და ეს რაღაც სასერთოდ არ მომეწონა.თავიდან თითქოს საინტერესოდ დაიწყე მაგრამ ამ თავმა იმედები გამიცრუა.ისეთი შეგრძნება დამრჩა,თითქოს თავიდან მოშორება გინდოდა და ერთიანად მიაყარე ყველაფერი,არიე.დიალოგებიც ბავშვური იყო და ემოციები საერთოდ ვერ დავინახე.ყოველ შემთხვევაში წარმატებებს გისურვებ

Shemdegi uketesi iqneba...

 



№7 სტუმარი სტუმარი lika

davelodebit

 



№8  offline წევრი ლიდია

სტუმარი lika
davelodebit

Wth

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent