შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი გზა ბედნიერებისკენაც მიდის ( თავი 1)


4-12-2017, 17:11
ავტორი თუკა
ნანახია 4 470

ერთი გზა ბედნიერებისკენაც მიდის ( თავი 1)

საბურთალოს სასაფლაო, ტირილი, მოთქმა და გოდება, ისე როგორც ყველა დაკრძალვაზე ხდება ახლაც ასე იყო, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად სტკიოდა მას, სხვისი ტკივილი მის ტკივილთან სად მოვიდოდა, მისი ტკივილი გაუსაძლისი იყო, ცხოვრების დაკარგვის, ხალისის დაკარგვის ტკივილი, რომელიც აღარ განმეორდებოდა მის სიცოცხლეში, დაკარგა ისინი ვინც მასში ჩანერგა სიცოცხლის სიყვარული, სიყვარულის სიცოცხლე და ბედნიერება.. მოულოდნელად, ერთ დღეში, ერთ წუთში დაენგრა ქვეყანა თავზე, ყველა ტკივილმა ერიანად იფეთქა მასში... კუბოს თავსახურზე ხმაურით იყრებოდა გაყინული მიწა. თითქოს ახლა მოეგო გონს, ახლა გაანლიზა რაც მოხდა, რა დაკარგა, ახლა მიხვდა რომ სრულიად მარტო დარჩა..
- დედა დედიკო.. დედააა- ტირილით გავიქეცი მაგრამ დამიჭირეს საშუალება არ მპმცეს მასთან ახლოს მისვლის...გემუდარებით არ მიმატოვოთ რა.. დედიკო სად წახვედი, ჩემო დედიკო- ბოლო ხმაზე ვტიროდი უკვე ძალაგამოცლილი..
- დამშვიდდი შვილო, ყველა ტკივილი გაივლის ერთად- ყველაზე ძალიან ეს სიტყვები სტკიოდა ახლა..
- არა არ გაივლის ნუნუ დეიდა, მე ყველაფერი დავკარგე, ჩემი დედიკო და მამიკო, ისინი აღარ არიან, მიმატოვეს, წავიდნენ. რატომ? რატომ?– რა დავაშავე ასეთი რა დანაშული მიმიძღვის უფლის წინაშე.. მიწაზე მუხლებით დავვარდი და ისტერიულად ვტიროდი მანამ სანამ გული არ გამეპარა ტკივილისაგან..სანამ გონება არ დამიხშო კივილმა...
თვალები რომ გავახილე თავზე ნუნუ დეიდა მედგა ისევ, გვერდით ჩემი და მეჯდა და ტიროდა.. მხოლოდ ახლა გავაანალიზე რომ მხოლოდ მე და ნინა დავრჩით ამ უზარმაზარ სახლში, ახლა მე ვიყავი მისთვის დედაც და მამაც.დივანზე წამოვჯექი და ორივე ხელი შემოვხვიე ნინას, გულში მაგრად ვიხუტებდი და არ ვიცი რას ვეუბნებოდი.. დიდხანს ვიჯექით ასე, სანამ ორივეს არ გამოგვეცალა ძალა ტირილისაგან....
მერე გონებას მოვუხმე და ჩემი თავი შევაგულიანე, ცხოვრება ხომ გრძლედება- თქო. მე ნინა მყავდა მისახედი.. ნინა რომელიც ჩემს იმედზე იყო დარჩენილი.. ამ ქვეყნად მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით ბედის ანაბარად... ცრემლები ხელის გულებით მოვიწმინდე, გაწეწილი თმები შევიკარი და მისაღებში დავბრუნდი.. ყველამ გაოცებული მზერა მომაპყრო და გამეღიმა..
– გგონიათ გავგიჟდი და შევიშალე? ცდებით თუ მართლა ასე გგონიათ, ახლა ისე ძალიან არავის სტკივა როგორც მე, გაბედულად დავიწყე საუბარი და დივანზე ჩამოვჯექი.. ყველა თქვენგანს გააჩნია ოჯახი მე და ნინას კი მხოლოდ ერთმანეთი გვყავს.. თქვენ ყველანი წახვალთ დღეს საღამოს და ამ ტკივილს და სიცარიელეს მხოლოდ ჩვენ ორნი შევრჩებით.. სანამ ადამიანი თავის თავზე არ გამოცდის ტკივილს ის ვერ მიხვდება რას ნიშნავს მშობლების დაკარგვა, ასე ერთ წამში, თანაც დაკარგო ერთად დედაც და მამაც ეს გაუსაძილია, მაგრამ მე ვალდებული ვარ ვიყო ძლიერი, იმიტომ რომ ნინა ჩემს იმადად დარჩა... ყველაფერს გავაკეთებ იმისათის რომ არაფერი მოგაკლეს ჩემო ლამაზო.. გპირდები რომ მუდამ დაგიცავ. გპირდები რომ დაამთავრებ უნივერსიტეტს ვიცი ამის გეშინია რომ სწავლას ვერ შეძლებ.. ცდები.. შენ აუცილებად ისწავლი და მე და შენ ერთად გადავდგავთ ქვეყანას ნინ...
– მიყვარხარ ხატი...– სლუკუნით ჩამეკრა გულში ნინა და ლოყაზე მაგრად მაკოცა..
– საინტერესოა როგორ აპირებ ნინას სწავლის საფასურის გადახდას? განა შენი ხელფასი ამის საშუალებას იძლევა? ვერ შეძლებთ, ჩემთან წამოდით ერთად ვიცხოვროთ და ეს ბინა გავაქირაოთ ხატია.. ერთხელ მინც დამიჯერე, როგორ დაგიმსავსა დედაშენმა ასე სიჯიუტეში..
– დედაჩემის სახელი არ ახსენო ნუნუ დეიდა.. მე ვამაყობ რომ მას ვგავარ... არსად არ წამოვალთ. თქვენ შეგეკედლოთ და ჩვენი ბინის ფულით გაცხოვროთ? არასოდეს.. ასეთი უტვინო არ ვარ.. ამ 30 წელში რაც დავიბადე მხოლოდ სამჯერ თუ გნახეთ , რა ახლა გაგახსენდათ რომ დის შვილები გყავთ? რატომ მაშინ არ გახსოვდათ როცა გვიჭირდა და თქვენ ფულში იხრჩობოდით, იმ ჭრილობებს ნუ გავხსნით ნუნუ დეიდა რაც დავივიწყეთ, მე და ჩემი და ერთმანეთს მივხედავთ.. ნინა ისწავლის , რადგან ვთქვი ასეც იქნება...
– როგორც გინდა, მე არაფერს ვამბობ..
– საკამათო არაფერია.. ბავშვებს მე მივხედავ.. ცხონებული მამამისი ძმასავით მყავდა და ეს ყველამ კარგად იცით.მისი შვლები ჩემებიც არიან. მე და შოთა ერთად გავიზარდეთ და მისი დაკარგვა ჩემთვისაც სიკვდილის ტოლფასი იყო. გოგონებზე ზრუნვას ჩემს თავზე ავიღებ, თუკი რაიმე გაუჭირდებთ მე ვედგები გვერდით, თანაც აქვე ვართ, ასე არაა ხატი? ხო იცი ლიანა დეიდასაც როგორც უყვარხართ.ნუცა და გიოც თქვენს გვერდით იქნებიან, ერთად გაიზარდეთ შვილო და ახლა უნდა ვიყოთ ერთად-ომახიანად წარმოსთქვა სიტყვები და გადმომხედა..
– მადლობა ზურა ბიძა, დიდი მადლობა.. ვიცი რომ გვერდიდან არ მოგვცილდებით ვიცი..
ეს დღე ყველაზე დიდი კოშმარი იყო ჩემი ცხოვრების, ამაზე ნაკლები ტკივილი რომ მექნებოდა ვიცოდი თუმცა ამაზე მეტი რომ აღარაფერი მოხდებოდა ესეც ვიცოდი. თითქოს გონებას უკვე ყველაფერი გაანალიზებული ქონდა, ტვინის ტკივილი ქონდა დაბლოკილი რომელიღაც უჯრედში... მაგრამ სული მტკიოდა. სიკვდილამდე და ტკივილამდე მტკიოდა....

**
რესტორან ბერმუხაში თბილისის „ნაღებ საზოგადოებას“ ოცი ქვეყნის ცნობილი არქიტექტორებიც უერთდებოდნენ..ყველა ახალ პროექტს განიხილავდა. მხოლო ის ერთი მაგიდის კუთხეში მჯდარი დუმდა, ჩაფიქრებულიყო , ეყობოდა მისი გონება ძალიან შორს იყო, რაღაცას განიხილავდა, უფრო სწორად ძველ განცლილ ფაქტებს იღდგენდა. ცდილობდა მის გონებას არაფერი დავიწყებოდა, გეგონებოდათ სიკვდილ–სიცოცხლის საქმეს წყვეტდა..
– ტიტე, რა გჭირს არ გვისმენ?– მუჯლუგუნი გაკრა ძმაკაცს ლევანმა.. რა გჭირს ტო. ხალხი გეკითხება რომელი შენობის აღდგენა დავიწყოთო და შენ კიდე დაფრინავ..
– ბოდიშს გიხდით, მეც სწორედ მაგ საკითზე ვფიქრობდი ახლა, არ გეგონოთ რომ უყურადღებოდ დაგტოვეთ. მე მგონია რომ უკეთესი იქნება ამისათვის კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები...
– ტიტეს ვეთანხმები ბატონებო. სასწრაფოდ სცადა ლევანმა მეგობრის დანაშაულის გამოსწორება, ამ საკითხზე მართალია ჩვენ ვისაუბრეთ უკვე ,მაგრამ უმჯობესია რომ კიდევ ერთხელ თავიდან და კარგად განვიხილოთ ყველა საკითხი...
რესტორნიდან ბარში გადაინაცვლეს. ტიტეს რაღაცა არ ასვენებდა, შუბლს ვერ უხსნიდა ფიქრი... ბოლოს ლევანს მოთმინების ფიალა აესო და ვისკით სავსე ყინულებიანი ჭიქა მაგიდაზე დაახეთქა..
– აუ , დიდი ხანი ვიჯდეთ ასე? აღარ იტყვი რა გჭირს ტო?
– ლევან, გახსოვს იმ დღეს მე და შენ მამაშენის საფლავზე რომ ვიყავით, იქვე ახლოს , ვიღაცას კრძალავდნენ..
– მერე , ამაში გასაოცარს რას ხედავ, არ გამაგიჟო ტიტე, იმას ფიქრობ ვინ მოკვდა?
– ფუ, რა უგრძნობი ხარ რა. არა, იმ საფლავთან შავებში ჩაცმული გოგონა იდგა, ალბათ მისი ვინმე დაიღუპა, გონებიდან არ ამომდის ეს გოგო, მისი ტირილი, ხმა, გოდება, ყველაფერი თვალწინ მიდგას.. მერე მუხლებზე დავარდა, ძლივს წამოაყენეს..
– მოიცადე, „გოგონა საფლავიდან“ შეგიყვარდა?
– ეს სახუმარო არაა, მე გეუბნები რა მაწუხებს და შენ კიდევ დამცინი ტო.. არ ვამბობ შემიყვარდა–თქო, უბრალოდ გონებიდან არ ამომდის ამ გოგოს სახე..
– გინდა ვიპოვოთ?
– როგორ ლევან, არ ვიცი ვინაა, სადაა? როგორ ვეძებო. სად ვიპოვო,ახალი წლის სურვილად ხომ არ ჩავიფიქრებ...
– ყველაზე ბევრი შეგვიძლია წავიდეთ და ვნახოთ ვინ დაასაფლავეს, იქნება მისი მშობელი იყო ან დედმამიშვილი, გვარი ხო ერთი ექნებათ...
– მართალი ხარ ტო.. ლევან უშენოდ რა მეშველებოდა რა- ბედნიერმა გახედა ძმაკაცს და ხელი თბილად დაუსვ მხარზე..
– ეხ ტიტე, ამ ინგლისურმა მენტალიტეტმა ჩაგიხშო შენ გონება...
– ადექი წავიდეთ..
– ახლა? ხო არ გაგიჟდი, თორმეტი ხდება, ამ შუაღამეს რა წამიყვარს საფლავზე..
– ადექი–თქო, შენ მანქანაში დამელოდე. მე ვიპოვი საფლავს და მოვალ- რაც შეეძლო გადაჭრით უთხრა ძმაკაცს და ფეხზე წამოაგდო....
**
ძალა გამოცლილი ავდექი დილით და ნინა გავაღვიძე. უკვე საკმაო დრო იყო გასულიყო და ძველ ჩვეულ რუტინას უნდა დავბრუნებოდით, ორივენი უნივერსიტეტეში უნდა წავსულიყავით .მე სტუდენტები მელოდებოდნენ , ნინას კი ლექციები ელოდა. ფრთხილად შევაღვიძე და ოდნავ გაახილა შავი თვალები..
– ნინ, ადექი, დროა.
– რა ხდება? უნდა წავიდეთ დღეს? აუუ დღეს მე დავრჩები გთხოვ რა ხატი..
– კაი ნინა. იცოდე ხვალიდან ეს აღარ გაგივა. იცოდე მე წავედი და ჭკვიანად იყავი, წესიერად ისაუზმე, გესმის ნინა? არც კი მისმენ რა.
– მესმის ხატიააა– ძლივს დაიჩურჩლა და გამეცინა, თავზე ვაკოცე და კარებისაკენ წავედი...
უნივერსიტეტში შევედი თუ არა მშინვე ყველას მზერა ვიგრძენი, ეს ყველა გაუსაძლისი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში... ყველა სტუდენტი თუ ლექტორი მიყურებდა და ცდილობდა თვალებით ეგრძნობინებინათ რომ სწუხდნენ... აუდიტორიაში შევედი თუ არა სტუდენტები ფეხზე წამოდგნენ და ერთხმად გამოხატეს მწუხარება ეს კიდევ უფრო ამძიმებდა ჩემს სტკივილს.. ძლივს დავამთავრე ლექციები და ქანცგაწყვეტილი გამოვედი უნივერსიტეტიდან, მკვეთრად მესმოდა ვიღაცის ხმა მაგრამ უკან მიტრიალება არ მინდოდა, ვიცოდი მორიგი მწუხარების გამომხატველი იქნებოდა, არადა მე ხომ გადაწყვეტილი მქონდა ახალი ცხოვრების დაწყება.... ბოლოს ვიგრძენი როგორ დამეჯაჯგურა ვიღაც მხარში და შეშინებული ადგილზე გავიყინე..
– გოგო რო გეძახი დაყრუვდი? – ოფლში გაწუწულები იდგნენ ჩემს სალომე და თეიკო..
– ჩემი გოგოები– ძლივს წარმოვთქვი და ცრემლები გადმომცვივდა... მაგრად ჩამეხუტა ორივე და დიდი ხანი ვტიროდით სამივე ერთად უნივერსიტეტის წინ...
– როგორც კი გავიგე მაშინვე წამოვედი ხატ– სლუკუნით მითხრა თეიკომ და ლოყაზე მაკოცა.. სალომემ მითხრა ყველაფერი, არ ვიცი რა გითხრა , განა სიტყვებით გიშველი რამეს? მხოლოდ გვერდით ყოფნა შემიძლია და დახმარება.. ნინა როგორაა?
– ნინას არაუშავს თეიკო, ხო იცი ფაქტიურად ბებიასთან გაიზარდა და თითქოს ვერც კი გრძნობს მათ დაკარგვას, აი მე კი მთელი ცხოვრება დავკარგე ... ხალისი და ბედნიერებაც გაიყოლეს თან...
– კი მაგრამ . არ მინდა გკითხო მაგრამ როგორ მოხდა ეს ყველაფერი ხატ?
– ბათუმიდან მოდიოდნენ.. უკვე ბნელოდა, მამა სულ ამბობდა ხოლმე ღამე კარგად ვერ დავდივარო... როგორც გვითხრეს დიდი სისწრაფით მოდიოდნენ, ცუდად ვიყავი და ჩემთან ეჩქარებოდათ... მერე არ ვიცი რა მოხდა თეიკო, დიდი სატვირთო შეეჯახათო.... – რომ იცოდე როგორ მტკივა გული, სისხლის სათითაო წვეთი მტკივა, სულის სათითაო ნაწილი ... დღეს ვიგრძენი რომ ობოლი ვარ, აღარ მყავს დედა და მამა...
– ასე არააა, ჩვენ გყავართ... ნინა გყავს ხო ასეა თეიკო.. მაგრად ჩამიხუტა სალომემ და ცრემლები მომწმინდა. იცოდე ჩვენ ერთად ვართ. ბავშობიდან ერთად ვიყავით და ახლაც ასე იქნება გესმის? მეტი აღარასოდეს თქვა რომ ობოლი ხარ თორემ გვეწყინება...
**
უკვე შუადღე იყო ლევანს რომ გამოეღვიძა, ფეთიანიავით წამოხტა ლევანი და ტიტეს გაღვიძებას ამაოდ ცდილობდა...
– ადექი ადამიანო უკვე ორი ხდება და ჯერ სამსახურში არ წავსულვართ , მამაშენი მოგვკლავს ..
– აუუ კაი რა, მამაჩემია სხვა ხო არაა.... რომელი ხდებაო?– თითქოს ახლა მოეგო გონს ტიტე..
– ორიი.
– ორი? ფუ ამისი მართლა მომკლავს რა... მაგრამ არაუშავს, გვარი ხო გავიგე ზატო.... ესეიგი თუ ესენი მისი მშობლები იყვნენ , რა რთული იქნება ლევან წარმოიდგინე, იმიტომ ტიროდა ასე. დედა და მამა ერთად... ახლა სად ვიპოვო ...?
– რა სასაცილო ხარ ხანდახან, თბილისში იმდენი გოგოა გვარად ყანჩელი დადგები და ყველას მოივლი?
– მოვივლი, იცოდე მაინც ვიპოვი და ვეტყვი ...
– და რას ეტყვი..
– რომ მიყვარს.
– აუუუ, რა ღადაობა ტიპი ხარ ტიტე.. ისე ხო იცი რაც ჩამოხვედი სულ გაუბერე შენ ტო- სიცილით სახეგაბადრული სიტყვებს ძლივს აბავდა ლევანი ერთმანეთს...
– რა გაცინებს ეე.. დამეხმარე რა, როგორ ვიპოვო , საიდან დავიწყო ლევან... მისმინე არავინ გყავს იუსტიციაში? ან საპატრულოშ? იქიდან ვიპოვიდი.. მისი მშობლების სახელი და გვარი ხომ ვიცი , ხოდა მისამართსაც გავიგებდი რა..
– ტიტე, მორჩი ფრენას რა.. შენ რა მართლა გიყვარს? ასე როგორ შეგიყვარდა გამაგებინე რა.
– ამას შენ ვერ მიხვდები ..ეს უნდა იგრძნო , შენ კიდევ გრძნობები არ გაგაჩნია ლევან რა, ცარიელი კაცი ხარ. ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ გყვარებია ვინმე ...
– შენ ხო რას ლაპარაკობ. ისე იჭიმები მემგონი შენი თავი მერიზე შეყვარებული გალაკტიონი გგონია რა.. ადექი, მალე მიდი.. ბევრს ნუ ლაპარაკობ რა.. მამაშენი გადაირევა ხო იცი.. აი ხო ხედავ, სიტყვა არ დამიმთავრებია უკვე გირეკავს...
ერთმანეთს ვასწრებდი კაბინეტში შესვლას მე და ლევანი. როგორც ყოველთის ახლაც მე შევასწარი და მამაჩემის მაგიდის წინ თავჩაქინდრული დავდექი, კუდში ლევანი მომყვა და მამაჩემს თავაზიანად გაუღიმა..
– სად ხართ აქამდე?
– მამა , საქმეზე ვიყავით შენ რა გგონია რომ უსაქმოდ დავდივართ– დანაშაულის გამოსწორება ვცადე მაგრამ მამაჩემი გიჟივით წამოხტა ფეხზე..
– შენ ბიჭო სულ ხო არ გამოშტერდი, რა ჯანდაბას აკეთებდი იმ გერმანიაში საინტერესოა, სწავლობდი თუ ცანცარებდი... რა გინდოდათ წუხელ იმ შუაღამისას სასაფლაოზე?? დღეს ფეხზე ვერ ადექით ვერც ერთი, ვის ეძებდით იქ..
– გერმანიაში კი არა ინგლისში ვიყავი და შენ რა იცი რომ სასაფლაოზე ვიყავით..
– ვიცი,მე ყველაფერი ვიცი....
– გურამ ბიძია, ცოტა დავლიეთ და მერე მამაჩემის საფლავზე ავედით– ხო იცით მე და მამა...
– გასაგებია შვილო. კარგი ლევან მაგრამ , ამიერად ორივენი საქმეში ჩაერთვებით მე და მამაშენი ძმებივით ვიყავით, იცოდე როგორც ტიტეს შენც ასევე დაგსჯი ვაჟბატონო....
– ვიცი გივი ბიძია, ეს მეტჯერ აღარ განმეორდება...
– მჯერა შვილო. მამაჩემმა გულში ჩაიკრა ლევანი და თავზე აკოცა, მერე კი აუღელვებლად დატოვა კაბინეტი , მე და ლევანი მოწყვეტით დავესვენეთ დივანზე...
– ხო ხედავ შენმა სიჯიუტემ სადამდე მიგვიყვანა, მოვიტყუე შენს გამო ტო. ტყუილი ვთქვი..
– არც გითქვამს ტყუილი შენ კიდე რა ლევან. მორჩი.. გპირდები მეტს აღარ დაგავიანებთ და დღეიდან საქმეს მივხედავთ, ხო მართლა შეკრება რომ გვაქვს დაგავიწყდა? ის ოხერი არქიტექტორები გველოდებიან, აღარ ვიცი რომელი პროექტი დავიწო პირველად.. მე მგონი ის რომელიც მოგებას მოგვიტანს არა? საცხოვრებელი კორპუსები სრული პაკეტით ჰა?
– ნამდვილად კარგი აზრია, მაგრამ წავიდეთ ჯერ იქ საღამოს და ვნახოთ ისინი რას გვეტყვიან..
– რა უნდა თქვან ლევან, მაგათთვის მთავარია მოგება ნახონ თანაც 80% ჩემია და 20 % მაგათი. ასე რომ მთავარი სიტყვა ჩვენზეა..
– ოხ ტიტე რა შენ არასოდეს გამოსწორდები ძმაო- ამაყად გახედა ძმაკაცს და კარში გავიდა.
**
ემოციებისაგან ძალა გამოცლილი მივედი სახლში, ნინას სადილი მოემზადებინა და გაშლილი სუფრით მელოდა.. დამინახა თუ არა მაშინვე ჩემკენ წამოვიდა, ჩანთა გამომართვა, ხელი ჩამკიდა და დივანზე დამსვა..
– ხატია, იცი რაც შენ წახვედი ბევრი ვიფიქრე.. რა კარგია რომ ნუნუ დეიდასთან არ წავედით არა?
– ამაზე იფიქრე სულელო?
– ხო ამაზე და კიდევ ბევრ რაღაცაზე. იცი მე შემიძლია მოსწავლეები ავიყვანო და ვამეცადინო. ხატვა ბევრს უყვარს, რას იტყვი? ცოტას დაგეხმარები კარგი?
– ჩემი ლამაზო დაიკო, შენ თუ ეს სიამოვნებას მოგანიჭებს ნინა აიყვანე მოსწავლეები და ასწავლე ხატვა, მოიცა ეს აზრი საიდან მოგივიდა თავში?
– ცოტა ხნის წინ დალი იყო მოსული, ხო იცი ჩვენი მეზობელი პირველი სართულიდან, მითხრა ხატვის მასწავლებელს ეძებენ და შენზე ვუთხარიო. სახლში მოვლენო და შენი სახარჯო ფული გექნებაო, დამპირდა რომ სექტემბრიდან კიდევ ბევრ მოსწავლეს გამომიგზავნის..
– მართალი ხარ. დალი კარგი ქალია, გახსოვს პატარები რომ ვიყავით ხილი ამოქონდა სულ ჩემი სოფლის არისო დედას ეუბნებოდა და ჩვენს გემრიელად ვჭამდით..მაგრამ ერთი პირობით ნინა, როცა მოსწავლეები მოგივლენ შავებით არ დახვდე.. ეს არც მათ და არც მათ მშობლებს არ მოეწონებათ...
– შენ რომ გაცვია შავი?
– მისმინე მე დიდი ვარ, მეორეც მე უნივერსიტეტეშ ვარ და იქ ყველას გააზრებული აქვს სიკვდილი, აი ხუთი და ექვსი წლის ბავშვს ვერ გააგებინებ შავად რატომ ხარ შემოსილი...
– კარგი .. მართალი ხარ.. ახლა წამოდი და ვისადილოთ იცი როგორი გემრიელი საჭმელი მოგიმზადე? თითებს ჩაიკვნეტ..
– მოვალ, ხელებს დავიბან ... და კიდევ, ხვალიდან უნივერსიტეტეში ივლი და მერე საღამოს თუ გინდა მთელი თბილისი ამზადე .. შევთანხმდით?
– შევთანხმდით...
არ მინდოდა ნინას ენახა, როგორ მტკიოდა... სააბაზანოში შევედი თუ არა მაშინვე ცრემლები წამომივიდა, ეს ვითომდა ძლიერი გოგოს იმიჯი ძალიან მღლიდა, სხეულს მიწვავდა შიგნიდან, მანადგურებდა... მაგრამ ახლა ყველაზე ძლიერი უნდა ვყოფილიყავი, სხვა გზა აღარ მქონდა..ახლა ვჭირდებოდი ნინას და ჩემს თავსაც, ცხოვრების გაგრძელება უნდა მესწავლა მათ გარეშე... სამზაეულოში გავედი და გაღიმებული მივუჯექი მაგიდას... ნინა მაშინვე მიხვდა ყველაფერს..
– ხატია, ვიცი რომ გტკივა. არ გინდა ნუ მომატყუებ რა.. ვიცი შენთვის რას ნიშნავდა მათი გვერდით ყოფნა. მე მაინც მათგან შორს ვიზრდებოდი და შენ მუდამ მათ გვერდზე მათი საამაყო შვილი იყავი დამიჯერე , ახლა ასეთს რომ გხედავდეს დედა ან მამა ძალიან ეტკინებოდათ გული.
– მართალი ხარ ნინა, მაგრამ ამ ტკივილს ვერ ვუძლებ...
– მისმინე , ყველა ცუდს კარგი მოყვება ასე ამბობენ ხოლმე, ხოდა მოდი დაველოდოთ ამ კარგს მე და შენც რა..
– ჩემი ჭკვიანი გოგო ხარ შენ ნინ.. მოდი ახლა შევჭამოთ და მერე საქმე მაქვს, ხვალ კონფერენცია მაქვს უნივერსიტეტში და უნდა მოვემზადოთ..
**
წყნეთში მდებარე ტიტე არაბულის სახლში შეკრებიიყვნენ მაღალი წრის საზოგადოება და ცხარე კამათი ჰქონდათ , როგორც ჩანდა ჯერ კიდევ ვერ მიეღწიათ შეთანხმებისათვის..
– გადაწყვეტილია, მოვრჩეთ ამაზე კამათს, ანდაც რა არის აქ ამდენი საკამათო ბატონებო. მე პირადად გთავაზობთ რომ დავაპროექტოთ ახალი საცხოვრებელი სახლი, რომელიც შედგება ყველანაირი მოწყობილობით, ბაღი, სკოლა, სავაჭრო ცენტრი, აუზი, გასართობი პარკები, განა ცუდია? ასეთი ტიპის საცხოვრებელს დიდი მოთხოვნა ექნება, კარგად მოგეხსენებათ ჩვენ ქართველებს ფუფუნება როგორ გვიყვარს..
– მე თანახმა ვარ და მზად ვარ ვითანამშრომლო თქვენთან ბატონო ტიტე, ეს საუკეთესო აზრია..
– ბატონო უჩა, თქვენ რა გაქვთ საწინააღმდეგო ამ პროექტის? გგონიათ რომ მოგებას ვერ ვნახავთ?
– ბატონო ტიტე, პირდაპირ მაგიჟებთ, ახლახანს დაბრუნდით ინგლისიდან და გინდათ მათი ცივი მენტალიტეტით ისარგებლოთ და მოგება მხოლოდ თქვენ ნახოთ?
– ბატონო უჩა ნუ ცდილობთ წყობიდან გამომიყვანოთ. ჩემს ნერვებზე ნუ ითამაშებთ , ჯერ თავაზიანობას ვინარჩუნებ იმიტომ რომ მთელი საღამოა ჩემს ნერვებზე თამაშობთ, ეს ბიზნესია, თქვენ ან გინდათ ჩვენთან თანამშრომლობა ან არა, ეს თქვენი ნებაა, რაც შეეხება მოგებას რატომ მარტო მე? როგორ გონიათ ეს თქვენთვის ხელსაყრელი არაა? ისე თუ დაუკვირდებით ამ პროექტის 80% ჩემია ასე რომ მე ყველა შემთხვევაში მოგებული ვარ..
– მამათქვენს თქვენი სახით დიდი არამზადა ეზრდება...
– რა მიწოდე? – გიჟივით წამოენთო ფეხზე ტიტე მაგრამ ლევანმა სწრაფად სტაცა მკლავში ხელი და წინ გადაუდგა..
– საკმარისია, ხო იცი რომ ამასაც ეს უნდა ტიტე.. მორჩა , ყველანი დამშვიდით უჩა თქვენ კი გთხოვთ დატოვოთ სხდომა , თქვენთან თანამშრომლობა არ შედგება..
– მართალი ხარ ლევან.. ხელშეკრულება გაუქმებულია- ნერვებდაგლეჯილმა მიახალა ტიტემ და ტუჩები მაგრამ მოკუმა ნერვიულობის შესაკავებლად.
– ამას განანებთ ლაწირაკებო... კიდევ ერთხელ გაიბრძოლა ტიტემ რომ უჩასთვის ცხვირ–პირი დაენგრია მაგრამ ლევანმა ისევ მოასწრო მისი დაჭერა..
– არ ღირს ტიტე, ამ არაკაცე როგორ უნდა გაისვარო ხელები, ხო იცი ჟურნალისტებს მეტი არც უნდათ, მაშინვე მოვხვდებით ყველა გადაცემაში..
– მართალი ხარ, კარგი , მშვიდად ვარ.. გამიშვი ხელი რა...
ის საღამო კამათში გაატარეს ტიტემ და ლევანმა, რომელი იყო მართალი და რომელი დამნაშავე ამის გარვევას დიდი ხანი არ სჭირდებოდა, რა თქმა უნდა უჩა სამაგიეროს გადახდის მიზნით ყველაფერზე იქნებოდა წამსვლელი, ამიტო ძალიან ფრთხილად უნდა ემოქმედათ ხომ გაგიგონიათ „ სიფრთხილე თავი არ სტკივაო“....

**
დილით მე და ნინა ერთად გავედით, ამ ჯერად შეთანხმმება არ დაურღვევია, ორივე უნივერსიტეტეში წავედით..სადარბაზოდან გასვლისას ნინას ათ ლარიანი გავუწოდე და დავინახე როგორ გადაკრა ლოყებზე სიწითლემ, მერე მაგრად ვაკოცე შეწითლებულ ლოყაზე და ხელი დავუქნიე..
სწრაფად ავიარე უნივერსიტეტის კიბეები და საკონფერენციო დარბაზში შევედი, სტუდენტებს უკვე თავი მოეყარათ დამინახეს თუ არა ჩემკენ წამოვიდნენ.. სათითაოს მოვეფერე, ავუხსენი რომ სანერვიულო არაფერი იყო, რომ ეს მათ საკეთილდღეოდ ხდებოდა..
კონფერენცია დასრულდა თუ არა მაშინვე გამოვედი აუდიტორიიდან, ჯერ კიდევ არ ვიყავი გონებაზე მოსული, დახუთული სივრცხე გულს უარესად მიხუთავდა..
– ხატია მას კარგად ხართ?– სათნო ხმამ შემაკრთო და შევტრიალდი..
– სოფი შენ ხარ ხო, ასეც ვიფიქრე, შენს გარდა ვინ შეამჩნევდა ჩემს ცუდად ყოფნას... არამიშავს , ცოტა თავბრუ დამეხა..
– ახლავე მოგიტანთ წყალსყალს, აი აქ დაჯექით... მკლავში ხელი მომკიდა და სკამზე დამსვაა...
– მადლობა სოფი..- ორ წუთში ცივი წყლით დაბრუნდა და გვერდით მომიჯდა..
– ვიცი რაც გაწუხებთ. მეც ახლახანს დავკარგე მამა, მაგრამ თქვენს ტკივილთან სად მოვა ჩემი ტკივილი, მე დამრჩა დედა და ძმა თქვენ კი.. ვიცი როგორ გტკივათ, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარხართ და მუდამ თქვენს გვერდით ვიქნებით, მე კიდე სულ სულ..
– მადლოა სოფი. ეს ტკივილი გაუსაძილისია, ვერ ვერევი გესმის?, მძალავს , მუხლზე მაჩოქებს.. ძალიან მტკივა...
– მესმის და ვიცი რასაც გრძნობთ. წამოდით ახლა სურათები უნდა გადავიღოთ, ვიცი რომ არ გინდათ მაგრამ ჩემთან ერთად ერთ სურათს ხომ აუცილებად გადაიღებთ, მთელი დღეები თქვენზე ვლაპრაკობ და დედაჩემი გიჟდება მანახე ვინაა შენი ლექტორი ასე რომ გიყვარსო..
– მაშინ გადავიღებ, ძალიან საყვარელი გოგო ხარ სოფი..

**
– დღეს ჩემმა დამ წარმატებას მიაღწია, ხო იცი ჯიბრში გიდგას, იძახის ტიტეს უნდა ვაჯობოო.
– უყურე მაგას, უჩას მერე ეგღა მაკლდა რა.. რა უნდა მაგას კიდე, რას მეჭიმება წერტილივით გოგოა- ალმაცერად გახედა ლევანს და გაეცინა..
– რა და კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, პირველი ადგილი აუღია და დედაჩემმა დარეკა ახლა ტიტე წამოიყვანე და მოდოთო.. იმედია უარს არ იტყვი, თან რომ იცოდე დედაჩემმა რა მოგიმზადა..
– ტოლმა? ნანა დეიდას ტოლმაზე უარს ვერაფერი მათქმევინებს ლევან ხო იცი. რადგან ასეა და ქალბატონი სოფო ასეთ წამატებებს აღწევს წამოდი მაშინ დავასაჩუქროთ.. რა უნდა ყველაზე მეტად?
– მგონი ვიცი რაც უნდა.. - თვალებო ოდნავ მოჭუტა ლევანმა ძმაკაცს გახედა.
– ხოდა წამოდი ვიყიდოთ და გაუხარდება. ხო უნდა შევაქოთ რომ შემართება ქონდეს, მოტივაცია ლევან, მოტივაციაა...
დაღონებულმა გააღო კარი სოფომ, სულ რაღაც ხუთი წუთის წინ ელაპარაკა საყვარელ ძმას და ვერ მოვალთო უთხრა არადა ორივენი კართან იდგნენ და გაღრეჭილები უყურებდნენ სოფოს..
– ცუდებოოოო– მე ხო ვინერვიულე... გაბრზებულმა დაიყვია სოფომ და ორივეს ჩაეხუტა..
– უნდა ინერვიულო სოფო, ჩვენი ფასი ხო უნდა იცოდე აბა გოგო როგორ გინდა..
– იცი მე რომ პირველი ადგილი ავიღე? – გაპრანჭვისაგან კინაღამ წელში გადატყდა სოფო..
– ვიცი, შენმა გესნიოსმა ძმამ მითხრა.. - თვალით ანიშნა ლევანზე
– ჰა ტიტე, ნუ აწვალებ მიეცი.. უნდა გადავიღო ვიდეო როგორ დაიწყებს კივილს..
– რამე მიყიდეთ?- რა უნდა მომცეთ? - პატარა ბავშვივით ახტუნავდა სოფო და მოლოდინით სული დაელია.
– მე არაფერი, ბატონმა ტიტემ შენი მოტივაციის ამაღლებაზე იზრუნა..
– დიდი არაფერია რა. ტელეფონია ჩვეულებრივი.. აჰა გამომართვი და ნელა მომეხვიე პერანგი არ დამიკუჭო.
– ვაიმეეე, ტიტე რა მაგარი ხარ, რა უბრალო, ის ტელეფონია მე რომ მინდოდაა.. აუუუუ, მაგარი ხარ რა, მიყვარხარ, მიყვარხარ.. რა ბედნიერებაა თქვენნაირი ძმების ყოლა- ჰაერში ხტუნავდა სოფო და ტიტეს ლოყებზე კოცნიდა...
– აჰა, დაც ვიშოვე რაა...– სიცილით თქვა ტიტემ და სოფოს შუბლზე აკოცა..
– ეეე. მანდ დებილებს კოცნიან და მე ხო გავიმარჯვე..
– ნეტა შენ ტვინი მოგემატოს და კიდე ერთ ტელეფონს გიყიდე სოფიკო...
მაგიდის გარშემო ოთხნი იჯდნენ.. ქალბატონ ნანას ჯერ კიდევ არ გაეხადა შავები მეუღლის გარდაცვალების მერე..
– თქვენნაირ გემრიელ ტოლმას ვერავინ აკეთებს ნანა დეიდა– ღიმილით თქვა ტიტემ და დიდი ლუკმა გადაყლაპა..
– შეგერგოს შვილო.. ღმერთმა თქვენნაირი შვილებით დამაჯილდოვა და დაფასება ხო უნდათ.. შენც ჩემი შვილი ხარ ტიტე, ჩემი ლევანიკოსავით მიყვარხარ ხო იცი..
– ვიცი ნანა დეიდა, რად გინდათ ამდენი ლაპარაკი, ვიცი . მეც რომ ძალიან მიყვარხართ ესეც ხო იცით...
– ოოოო, მორჩით ეხლა ამ ლაპარაკს და მალე ჭამეთ , სურათები უნდა განახოთ ჩემი დაჯილდოვების აბა როგორ..
– გოგო, შენნაირ მახინჯს სურათები ვინ გადაუღო.- დაეჭვებულმა კითხა ტიტემ და მორიგი ლუკმა გააქანა პირისკენ.
– ფუუ, რა აუტანელი ხარ ტიტე რა.. ლევან უთხარი რამე..
– ტიტე გითხარი, ჩემს დას ნუ აბრაზებ-თქო...
– მე ჩემს წინ დას ვაბრაზებ ძმაო, არაფერი შეგეშალოს.
გაცეცხლებული წამოენთო სოფო მაგიდიდან და სიცილით გაყვნენ ლევანი და ტიტე უკან..ამაყად დაიწყო სოფოს თავისი სურათების გადმოშლა, კმაყოფილება ესახებოდა სახეზე.. ღიმილს ვერ ფარავდა, თან მალულად აპარებდა თვალს ახალი ტელეფონისაკენ..
– დედა, –მოულოდნელად დაიძახა სოფომ და ლევანმა თავში წაუთაქა..რა გაყვირებსო.. მაცადე ვაა. დედა მოდი, ჩემი ლექტორი განახო, ის გოგო ხო გახსოვს რო გიყვებოდი... წვენით სავსე ჭიქები გაუწოდა ნანამ ლევანს და ტიტეს და სოფიკოს გვერდზე ჩამოუჯდა..
– მანახე დედას ლამაზო , ერთი ვინაა ეს ლექტორი ასეთი სულ მასზე რომ საუბრობ..
– ნახე, ძალიან სევდიანი თვალები აქვს არა? ვუთხარი არ ინერვიულო მე თქვენთან ვიქნები თქო , მაგრამ მეც ხომ ვიცი ეს რა ტკივილია დე..
– მართაალი ხარ სოფიკო. რა ლამაზი გოგო ყოფილა.. ეს შავებიც კი უხდება საცოდავს, ბედმა როგორ დასაჯა..
– რა დამართა ამ გოგოს ასეთი, ასე რომ გებრალებათ– საუბარში ლევანი ჩაერთო და დედამის ლამის კალთაში ჩაუჯდა..
– მშობლები დაკარგა ავარიაში და მხოლოდ და დარჩა... ტიტეს და ლევანის გაოცებული მზერა ერთმანეთს შეეჯახა და ორივე გიჟივთ დააშტერდა ეკრანს... სახეზე ფერი არ ედო. გული ისე უცემდა მალე საგულედან გადმოვარდებოდა..
– სოფიკო, ჩემო ლამაზო, აბა უთხარი შენ ძმას შენი საყვარელი ლექტორის სახელი..
– რად გინდა..??? მოგეწონაა.- წარბი აზიდა და ძმას ახედა.
– თქვი–თქო მალეე – მკაცრი სახე მიიღო ლევანმა და სოფოს მანა წარბი აუწია..
– ხატია ყანჩელი..
– ყანჩელი? – ორივემ ერთხმად დაიყვირეს... მანახე მალე, კარგად მანახე სოფო რა...
– ჰა ტიტე– თქვი რამე...
– ლევან ისააა. უეჭველი ისაა, წყალი არ გაუვა... ოხ სოფო, ოხ, როგორ მიყვარხარ ... მე და შენ დღეს ხელშეკრულებას დავდებთ..
– რა?
– მოკლედ ასე გავაკეთოთ.. შენ ამ გოგოს გამაცნობ და მე სანაცვლოდ რასაც გინდა იმას გაჩუქებ..
– რატომ? რატომ უნდა გაგაცნო ვითომ?
– აბა პატარა ტვინი დაძაბე აქ თავში რომ გაქავს და მიხვდები... სანაცვლოდ რა გინდა.?
– ნებისმიერი რამე?
– რასაც ხელს დაადებ
– .ახალი კომპიუტერი . ოღონდ წითელი..
– გექნება ხვალვე. მე წაგიყვან პირადად და გიყიდი მაგ ეითელ კომპიტერს ოღნდ ეს გოგო უნდა გამაცნო სოფიკო, თუ გინდა რომ ვიცოცხლო.. მითხარი რას გასწავლის...
– პროექტების მენეჯმენტს..– ძალიან კარგი გოგოა, რად გინდა მისი გაცნობა ტიტე.. მისმინე გული არ ატკინო რა.. ისედაც ძალიან ცუდადა...
– რა გული ვატკინო გოგო, რამდენი ხანია ამ გოგოს ვეძებ. მასზე ფიქრით ვიძინებ და ვიღვიძებ და შენ კიდე გული არ ატკინოო..
– გიყვარს?
– სოფიკო, ბევრ კითხვას სვავ... მე უფრო კარგი აზრი მაქვს.. შენს საყვარელ ლექტორს სამსახურს შევთავაზებ, ჰაა ლევან, თქვი ეხლა რა ძმაკაცი გყავს...
– გენია ხარ ტიტე,, გენია- წვენი მოსვა და ფეხი ფეხზე ამაყად გადაიჯვარედინა ლევანმა.
**
შაბთ–კვირას მე და ნინას გადაწყვეტილი გვქონდა მშობლების საფლავზე ავსულიყავით ეკლესიი მერე, გვინდოდა მათთვის გველოცა. მაგრამ ზურა ბიძამ დაიჩემა დღეს ჩემთან მოდიხართ ლიანა თქვენთვის მარწყვის ტორტს აცხობსო. იცოდა ეს ნინას სუსტი წერილი იყო და უმალ დაითანხმა წასვლაზე, მეც უარი ვეღარ ვთქვი და მათთან ერთა წავედი.. უკვე ექვსი ხდებოდა ტელეფონზე უცხო ნომერმა რომ დამირეკა..
– ხატია მას სოფო ვარ, ხომ არ გაწუხებთ..
– არა სოფო, მოხდა რამე?
– სიმართლე გითხრათ თქვენთან ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. ტელეფონში სალაპარაკო საკითხი არაა, არ შეგიძლიათ რომ შემხვდეთ?
– კარგი სოფო, იმედია მშვიდობაა. სად გინდა რომ გნახო?
– უნივერსიტეტთან რომ კაფეა იქ ვიქნები ნახევარ საათში, თქვენ თუ გაწყობთ..
– რა თქმა უნდა ახლავე მოვალ..– მერე გაოცებულმა გადავხედე იქ მყოფთ და სიტუაცია ავუხსენი. გიორგიმ დაიჩემა მე გაგიყვანო და დანიშნულ ადგილას და დროს მივედი.. მადლობა გადავუხადე და კაფეში შევედი, სოფო უკვე იქ იყო, დამინახა თუ არა გამიღიმა. ჩემთვის ყავა და ნამცხვარიც კი შეეკვეთა..
– მას – არ გამიბრაზდეთ რაა.– ღიმილით მითხრა და თავი დახარა..
– რა მოხდა სოფო– მოხდა რაიმე ამიხსენი რა.. ასეთი საჩქარო რა იყო, თანაც ტელეფონში რომ ვერ მეტყოდი..
– გეტყვით. ოღონდ სანამ არ მოვრჩები არ გამაჩუოთ და არ გაბრაზდეთ რა... მოკლედ ჩემი ძმის სამსახური ეძებს ადამიანს რომელიც რომელსაც შეუძია პროექტის შექმნა და მასზე მუშაობა, ეს ძალიან დიდი საქმეა, როგორ გითხრათ ვეცდები აგიხსნათ, ანუ საცხოვრელები კოპრუსებია რომლებიც შეიცავს ყველანაირ მოწყობილობას. სკოლას, ბაღს, სავაჭრო ცენტრს.. მოკლედ ჩემმა ძმამ მიტხრა თუ სურვილი ექნება მოვიდესო, ანუ სანდო ადამიანი უნდათ, თქვენ კიდევ საუკეთესო ხართ, თანაც დიდი გამოცდილება გაქვთ, თქვემ ხომ მუშაობდით გერმანიაში. ანაზღაურება აქვს კარგი. ვიფიქრე ახლა ეს საქმე თქვენთვის ხელსაყრელი იქნებოდა..
– სოფიკო, ჩემო ლამაზო, საქმე რა თქმა უნდა თავის მხრივ საინტერესოა, მაგრამ ჯერ უნდა გავეცო საქმეს, მერე დირექტორს უნდა შევხდე, ხო უნდა ვიცოდე მისი მოთხოვნები არა..
– დიახ, ეგ მითხრა ჩემმა ძმამ , მოვიდეს როცა მოიცლის და ყველაფერს დეტალურად ავუხსნითო, მე შემიძლია გაგყვეთ ხვალ.
– ხვალ რომ კვირაა?
– მერე რა, ისინი მუშაობენ, ეს ძალიან დიდი სამშენებლო ჰოლდინგია . TBBI - ასე ქვია ჰოლდინგს, გეცოდინებათ..
– კი ვიცი , ეს უმსხვილესი ჰოლდინგია, და არა მარტო საქართველოში, არ ვიცოდი შენი ძმა აქ თუ მუშაობდა..
– დიახ აქ მუშაობს უკვე დიდი ხანია, უბრალოდ ახლა დააწინაურეს და დირექტორის მოადგილეა..
– საინტერესო თანამდებობა ქონია.. ისე მე რატომ გაგახსენდი.. ჩემს გარდა უამრავი კადრი მოიძებნება სოფო, რამეს ხო არ მიმალავ..
– მას , გეფიცებით... არაფერს, სანდო ადამიანი უნდათ, ძალია დიდი ხარჯები არისო ლევანმა და ამიტომ ეშინიათ უცხოს შეშვება, თანაც ძალიან კარგი ადამიანები მუშაობენ და თქვენთვისაც ხელსაყრელია.. იცის რომ ლექციებსაც კითხულობთ და საღამოს მოვიდეს ხოლმეო, ხედავთ როგორ ჩავაწყე საქმე..
– სოფო, მადლობა რითი გადაგიხადო.. საუკეთესო ხარ.. მადლობა და არ ვიცი სხვა რა გითხრა, ეხლა ეს სამსახური მართლა ძალიან მჭირდება მაგრამ ჯერ მინდა გასაუბრება მათთაან...
– კარგით მაიშინ ხვალ თორმეტზე შევხვდეთ და წავიდეთ , მე გავაფრთხილებ ჩემ ძმას რომ ადგილზე დაგვხვდეს..
– კარგი სოფო.. წამოდი ახლა გაგიყვან სახლში... მეგობარი მელოდება- ლოყაზე ვაკოცე და კ ხელი შემოვხვიე. .. (2)
**
რომ გენახათ ტიტეს გული როგორ გამალებით ძგერდა სიცილით გაიგუდებოდით, განა ასე ნერვიულობს ზრდასრული კაცი ქალთან შეხვედრის დროს? მაგრამ ეს ხომ ჩვეულებრივი შეხვედრა არ იყო, ეს რაღაც განსაკუთრებული იყო. ამ დილით ტიტემ ყველას დაასწრო სამსახურში მისვლა, კაბინეტში სასწრაფოდ გააღო ყველა ფანჯარა და ნერვიულად დაიწყო სიარული წინ და უკან, რა ქონდა სანერვიულო?– არაფერი , მაგრამ ბედნიერებისაგან ადგილს ვერ პოულობდა, არ შეეძლო სხვანაირად ნერვებს ვერ იმშვიდებდა.. მთელი თავისი ოცდათხუთმეტი წლის მანძილზე არ უნერვიულია ასე როგორც ახლა.. მაშინაც კი როცა ინგლისში მარტო გაუშვეს თვრამეტი წლის, როცა ენაც კი არ იცოდა კარგად, მაგრამ ახლა ღელავდა, ამხელა კაცი თითქოს დაპატარავებულიყო.... ღიმილით შევარდა ლევანი ტიტესთან და წინ დაუდგა..
– შენი დედოფალი თორმეტზე მოვა სოფოსთან ერთად, იცოდე არ შეგატყოს რამე ტიტე თორე საქმე ცუდად წაგვივა მარტო მე და შენ კი არა , სოფოსაც, გთხოვ ნერვები მოთოკე..
– ვთოკავ ადამიანო ,ვთოკავ..
– ვერ თოკავ ტიტე, გიჟივით დადიხარ წინ და უკან, აგერ რვიდან მოყოლებული უკვე შვილი ყავის ფინჯანი გიდგას აქ, გაბრაზებულმა გაყო ლევანმა კარიდან თავი და მდივანს დაუტია , ჭიქები წაეღო...
– მორჩი ლევან, ნუ მძაბავ რა.. თუ ძმა ხარ, ისიც არ ვიცი რა ვკითხო, როგორ.. მოდი რა შენ გაესაუბრე და მერე ჩემთან შემოუშვი, ანდაც უმჯობესია მერე შემოვალ მე, ვიცი თავს ვერ მოვუყვი სიტყვებს და რაღაც სისულელე გამომივა..
– ასეთს პირველად გხედავ ტიტე, რა გჭირს ეე, გონს მოდი, გამოფხიზლდი აბა... საქმესთან დაკავშირებთით ვკითხავთ. ეცადე დამაჯერებლად ისაუბრო, შენ ეს არ გეშლება.. ეს გოგო ახლა თუ ხელიდან გაუშვი იცოდე ვეღარ იპოვი, ღმერთს ისე შეებრალე შე საწყალო შანსი მოგცა და ახლა შენ იცი..
– ვიცი და ნუღარ მიმატებ რა. ძალიან ვნერვიულობ, ხელებიც კი ამიკანკალდა ტო... ნეტავ ახლოდან როგორია, ვიცი ეს შავი თვალები დამაბნევს რა..
– თვალებში არ უყურო. ტიტე დამპირდი რომ გააზრებულად მოიქცევი, ხო გინდა თავი მოაწონო, აცანცარებული კაცის შთაბეჭდილებას ნუ დაუტოვებ რა.. მოიცა სოფო მირეკავს... მორჩი ადამიანო– ფერი ნუ დაკარგე რა... თხუთმეტ წუთში აქ იქნებიან ტიტე. შენ აქ დარჩი, ჯერ მე დაველაპარაკები გაიგე?
– გავიგე , გავიგე, ნუ მიშლი ნერვებს რა,, წადი..
ეს თხუთმეტი წუთი თხუთმეტ საუკუნედ გაიწელა, ჰაერის ჩასასუნთქად გადაიხედა სრულიად შემთხვევით ტიტემ და გული გაუჩერდა.. ის იყო, ნამდვილად ის იყო. მოდიოდა დახვეწილი და გრაციოზული ნაბიჯებით. მოდიოდა და თითქოს ეს უზარმაზარი ალვის ხეებიც კი თავს უხრიდნენ.. შავი ქვედატანი და პერანგი, შავი თმა უკან კუდივით შეეკრა , თავდახრილი მოდიოდა და ხმას არ იღებდა, ნახშირივით შავი თვალები სევდით ავსებოდა.. სწრაფად დაიხია უკან ტიტემ , არ უნდოდა ხატიას შეემჩნია რომ უთვალთვალებდა.. მდივანს მაშინვე ცივი წყალი მოატანინა და სულმოუთქმელად გამოცალა...
დაახლოებით ნახევარ საათში კარზე კაკუნმა შეაკრთო, ასმაგად აუძგერდა გული, მერე ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და ამოისუნთქვა რამოდენიმე წამი დახუჭა თვალები , ვითომდა საქმეს ვაკეთებო კალამს დასტაცა ხელი და თავაუწევლად დაიძახა მობრძანდითო..
– ტიტე გცალია? ახალი თანამშრომელია ჩვენთან გასაუბრებაზე, თუ ბევრ დროს არ წაგართმევთ..
– შემოდი ლევან, არა რას ლაპარაკობთ, სიამოვნებით.. მისასალმებლად წამოდგა ფეხზე და ხატიას გამოწვდილ ხელს ნაზად ჩამოართვა ხელი.
– ეს ჩვენი დირექტორია ტიტე არაბული, ტიტე ქალბატონი ხატია ყანჩელი პროექტების მენეჯერის თანამდებობაზეა მოსული..
– გასაგებია.. დაბრძანდით.. ეს ახალგაზრდა გოგონა ცელქი თვალებით რომ მიყურებს კედელს მიყუდებული არ დაჯდება? – სოფოს გაღიმებულმა გახედა ტიტემ და თვალი ჩაუკრა.. სოფო დაჯდები თუ მანდ იდგები?
– დავჯდები ბატონო ტიტე... თუ ხელს არ შეგიძლით..
– არა პირიქით, ვინ იცის იქნება და შენც დაგასაქმო .. ქალბატონო ხატია– თუ ნებას მომცემთ გკითხავთ საიდან გაიგეთ ამ ვაკანსიის შესახებ?
– სიმართლე გითხრათ სოფოს დაჟინებული თხოვნით მოვედი, რომ არ დაგიმალოთ ახლა სამსახური მართლა მჭირება.. ისე მირჩევნია ქალბანოტოს თუ ჩამოაშორებთ საუბრის დროს თორემ ძალიან ვიბოჭები.
– კარგით ხატია ასე იყოს.. გამოცდილება თუ გაქვთ მსგავს საქმიანობაში??
– გერმანიაში ვმუშაობდი მსგავსი პროექტის მენეჯერი ვიყავი , ერთი წელი ვმუშაობდი იქ სწავლის მერე, მაგრამ დაბრუნება მომიწია...
– გერმანიაში ასე ადვილად მიაღწიეთ წარმატებას ესეიგი ნამდილად ღირს თქვენთან თანამშრომლობა, მკრეხელობაში არ ჩამომართვათ და ძალიან საინტერესოა რატომ დაბრუნდით იმ დიდი პროექტის მერე საქართველოში?
– სასაცილოა და ცხოვრებამ მაიძულა, ავტოკატასტროფაში მშობლები დამეღუპა, ჩემი და ოცდაერთი წლის არის, სწავლობს ამიტომ მარტოს ვერ დავტოვებდი..
– მაპატიეთ .. მტკივნეულ თემას შევეხე... ხატია თქვენი დღის განრიგი როგორია? მუშაობა დღე გირჩევნიათ თუ საღამოს საათებში?
– კვირაში სამი დღე უნივერსიტეტში ლექციებს ვკითხულობ და ეს სამი დღე საღამო მირჩევნია, ასევე სახლში ვიმუშავებ დანარჩენი დღეები დილიდან საღამომდე ვიქნები თქვენთან..
– ძალიან კარგი..მშვენიერია..სოფოს არჩევანს ვენდობი... მუშაობას შეგიძლიათ ხვალიდან შეუდგეთ, უბრალოდ ლევანი საბუთებზე მოგაწერინებთ ხელს... ლევან საბუთები მოიტანე ბარემ.. კარებისაკენ წავიდა თუ არა ლევანი სოფოს ანიშნა ადექიო და ისიც თან გაიყოლა..
– ახლა ზოგიერთისათვის უხერხულ თემას უნდა შევეხო ხატია, როგორც ყველას ალბად თქვენც გაინტერესებთ ანაზღაურება..
– ბატონო ტიტე, ჩემთის მთავარია ვიმუშაო , სიმართლე გითხრათ ჩემი დის მეტი არავინ გამაჩნია, თავს ვალდბულად ვთვლი ნინას ვასწავლო, მე მხოლოდ ის მინდა რომ ნინას სწავლის საფასური დავფარო სხვა თანხას არ ვითხოვ..
– რას ლაპარაკობთ ხატია.. მეხუმრებით? იცით მაინც რამდენია ანაზღაურება ჩვენთან პროექტების მენეჯერის თანამდებობაზე?
– მე 500 ლარზეც თანახმა ვარ...
– არა, თქვენ არ მისმენთ და არც საუბარს მაცდით..
– უკაცრავად..
– თქვენი თვიური ანაზღაურება 2 000 ლარია.. არ გეგონოთ ეს გაბერილი თანხაა, ეს ასეა, თანაც თქვენი კვალიფიკაციაც რომ გავითვალისწინოთ ზუსტად ასე გამოდის..
– რას ამბობთ ეს ხომ ძალიან ბევრია..
– არა, არ არის, წინა მენეჯერსაც ასე ქონდა და თქვენც ასე გექნებათ, არ გეგონოთ რადგან სოფომ მოგიყვანათ ამიტომ, სოფო ჩემი პატარა დაა, არ ვიცი რა გითხრათ მან მაგრამ მე და ლევანი ბავშობის მეგობრები ვართ, ასე რომ სოფო ჩემს თვალწინ გაიზარდა და მიტომ მეთამამება ასე..
– ეს, არ უთქვამს.
– არაუშავს,მთავარია თქვენი სახით უნიკალური თანამშრომელი შევიძინე.. მეც სულ ახლახანს დავბრუნდი ინგისიდან და მამაჩემმა მაშინვე დამასაქმა ასე რომ მეც მჭირდება ძლიერი კადრები, თორემ მთელი დარჩენილი ცხოვრება არ გაჩუმდება მამაჩემი.... – ჩვენი საუბარი ლევანმა გაწყვიტა, ხელშეკრულება დაუდო წინ ხატიას და გაუღიმა..
– წაიკითხეთ, ხელი მოაწერეთ და ხვალ ცხრიდან საქმეს შეუდექით...
– ხო მართლა, კინაღამ დამავიწყდა, ხვალ ხუთ საათზე რედისონში ჩვენი შეკრება გაიმართება, უამრავი ახალი თანამშრომელი გვყავს , ამიტომ იქ გავიცნოთ ერთმანეთი– ქალბატონო სოფიო თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ წითელი კომიუტერი და რედისონში ერთი კარგი გემრიელი ჭიქა კოქტეილი..
– მეც მოვდივარ ტიტე?– მხიარულად შეჰყვირა სოფომ და ტიტეს ჩაეხუტა.. როგორ მიყვარხარ რააა. ჩემო ლამაზთვალებავ...
– სოფიკო სირცხვილია.. სანამ გადამიფიქრებია შენი დაპატიჟება გაქრი აქედან.. ნახვამდის ხატია.. ხვალამდე..თვაზიანად დაემშვიდობა ტიტე და ძალა გამოცილი ჩაესვენა ტყავის შავ სავარძელში...
**
მთელი დღე ცქმუტვაში გაატარა ტიტემ, სამსახურში სპეციალურად არ მივიდა, ყველა საქმე ლევანს გადააბარა სამაგიეროდ ყოველ ათ წუთში რეკავდა და ლევანი ჭკუიდან გადაყავდა.. ერთ–ერთი ასეთი დაკითხვის დროს, მოულოდნელად შევედი ლევანთან და მაშივე გაოცებული მზერა მომაპყრო..
– ბატონო ლევან თუ დაკვებული ხართ მერე შემოვალ, რაღაც მაინტერესებდა..
– არა ხატია შემოდი. ტიტეს ვესაუბრები , ახლა მეკითხებოდა როგორ მოეწყოო. დაჯექი და ახლავე მოგხედავ, თავაზიანად გაუთიშა მეგობარს ტელეფონი და ღიმილით შემომხედა.. მემგონი ჩემი და მართალია..
– რას გულისხმობთ?
– ძალიან კარგი აურა გაქვთ. თბილი და დადებითი...
– მადლობთ ბატონო ლევან, იცით მინდოდა მეთქვა რომ დღეს ვერ წამოვალ , მოგეხსენებათ ჩემი მშობლები...
– ხატია, მოდი ეს ბატონო ჩამოაშორე და როგორც და –ძმამ ისე ვისაუბროთ, სულ ცოტა ხნის წინ მამა დავასაფლავე, და ასე მეგონა ყველაზე მაგარი საყრდენი გამომეცალა ხელიდან... ათასი სისულელე მომივიდა თავში.. მერე ჩემს დას შევხედე და მივხვდი რომ ის ჩემზე უსუსური იყო და ჩემი დაცვა როგორც არასოდეს ისე უნდოდა.. თუკი სახლში ჩაიკეტები გგონია ამით ტკივილი გაგივა? დამიჯერე არ აქვს მნიშვნელობა სახლში ხარ თუ გარეთ, შენს ტკივილს მხოლოდ შენ გრძნობ, მხოლოდ შენ გტკივა შენებურად.. დამიჯერე , თუ არ წამოხვალ ტიტე ძალიან გაბრაზდება , მგონი არ ღირს მისი განაწყენებ..
– ლევან, მომეჩვენა თუ ტიტე ცოტა უცნაურია?
– უცნაურში რას გულისხმობ? თუ სიგიჟეს მაშინ ასეა,, შეუძლია ჩაიდინოს ათასი სისულელე მეგობრის და საყვარელი ადამიანის გამო, აი მაგალითან სოფომ რომ უთხრა პირველი ადგილი ავიღეო, მაშინვე ტელეფონი აჩუქა, დღეს კომპიუტერის საყიდლად ბრძანდებიან, ტიტე ხელგაშლილია ხატია. თანდათან გაიცნობ, უბრალოდ ხშირად უწევს მკაცრი იყო, არა მართო თანამშრომლებთან, ჩემთანაც კი... უბრალოდ გაიცანი და ნახავ როგორია..
– ალბად მართალი ხარ.. ჯერ ვერ შევეგუე აქაურობას..თანამშორმლებსაც არ ვიცნობ..
– აი სწორედ ამიტომ უნდა წამოხიდე და გაიცნობ ყველას..
– კარგით , თანახმა ვარ..
– მაშინ ასე მოვიქცეთ, სოფისთან ერთად თქვენც წაგიყვანთ ... ხუთზე მზად იყავით თორემ ბოსი დაგვსჯის....
**
კარადასთან ვიდექი და ვფიქრობდი რა ჩამეცვა, რაიმე ისეთი მინდოდა სადა და უბრალო, თანაც უსათუოდ შავი ფერის .. ნინა ზურგიდან მომეხვია და კისერშ მაკოცა..
– სად მიიპრანჭება ჩემი შავთვალება დაიკო?
– ახალი სამსახური რაღაც წვეულებას მართავს თუ ჯანდაბას რა, ერთმანეთის გასაცნობადო ესღა მაკლდა, ნინა, შავი კაბა არ გაქვს?
– მაქვს, ოღონდ მოკლეა.. შენ რომ გიყვარს დედაბერის სტილი ეგ არაა, დონეა და სვეცკური..
– მორჩი გოგო ტლიკინს წადი მოათრიე შენი დონე კაბა..
სწრაფად გადავიცვი კაბა ტანზე და თვალებს არ დავუჯერე.. ოი საოცრებად, ეს რა იყო.... მთელი ზურგი მოშიშვლებული ქონდა ნინას დონე კაბას..
– ეს კაბა მართლა დონეა– სიცილით ვუთხარი ნინას და გახდა დავიწყე..
– მოიცადე ხატია, გოიმი ხარ? თუ მართლა საბჭოთა კავშირის აზროვნება გაქვს გოგო. გეცვას. თმა გაიშალე, მოდი აქ მალე მოდი, სარკის წინ დამსვა და წუთში ჩამიტარა მასტერ კლასი, თვალები რომ გავახილე მეგონა სარკიდან სხვა ვიღაც მიცინოდა..
– ვაიმეეე, რა სექსუალური ხარ, ხატ..– სიცილით მითხრა ნინამ და მხარი გამკრა...
– მე მგონი მართლა დაგიბერდა და..– არადა შემომხედე რა ვიდზე ვარ.. ხო ხედავ შენი სიტყვებიც კი გამოვიყენე.. არა , ეს მაკიაჟი კიდევ ასატანია თანაც ამდენი ნინა, მაგრამ ეს კაბა..– სიტყვის თქმა ვერ მოვასწარი რომ სოფიკომ დამირეკა..
– ხატია მას, პრობლემა გვაქვს, მე და ლევანს მანქანა გაგვიფუჭდა, გვაგვიანდება. თქვენთან ხუთ წუთში იქნება ტიტე და ჩადით..
– კი მაგრამ სოფიკო, მე თვითონ წავალ, მოგკლავ..
– მას, ტიტე თქვენთან ახლოს ცხოვრობს, არ იდარდოთ , თანაც ხო იცნობთ უკვე. არ ალოდინოთ თორემ ბუზღუნს დაიწყებს ლამაზთვალება ბიჭი და მომკლას მერე..
– კარგი სოფო, ჩავალ ახლა.
გაოგნებულმა შევხედე ნინას. სოფომ მობილური გათიშა თუ არა, ლევანს თვალი ჩაუკრა მზად არი ყველაფერიო და ძმისგან გემრიელი შექებაც მიიღო.. საგანგებოდ შემონახულ ფეხსაცმელებში ჩავყავი ფეხები და სარკეში ჩემს თავს გავუღიმე, საწოლზე დადებილ ჩანთას ხელი დავტაცე, ნინას მაგრად ვაკოცე ლოყაზე და სადარბაზოში გავედი... სწრაფად დავუყევი კიბეებს, თან გულში სოფოზე ვბრაზობდი რომ ასე დამტოვა.. სადარბაზოდან გავედი თუ არა მაშინვე შევნიშვე ახალთახალი შავი მერსედესის ჯიპი, ჩემს დანახვაზე ტიტე მაშინვე გადმოვიდა, თავაზიანად მომესალმა და ჩაჯდომაში მომეხმარა..
– მზად ხართ ხატია? წავიდეთ?– ღიმილით მკითხა და წითელი ტუჩებიდან მოელვარე ქათქათა კბილებმა გამიღიმა... გულში რაღაც შემიფართხალდა, რაღაც პაწაწინა ნაპერწკალივით..
– დიახ ბატონო ტიტე მზად ვარ..
– ღვედი გადაიჭირეთ თუ არ შეწუხდებით.
– მაპატიეთ ახლავე , სიმართლე გითხრათ მანქანით იმდენად იშვიათად ვმოძრაობ რომ ღვედის გადაჭერა არც გამახსენდა..ტიტემ მანქანა ნელა დაძრა და თვალი ქურდულად გამოაპარა ჩემსკენ..
– ხატია, მოდი ეს ბატონო ჩამოაშორე ჩემთან საუბრისას, თორემ თავი ძალიან ბებერი მგონია.. არადა სულაც არ ვარ დიდი.. მე ვიძახი რომ ცხოვრებას ახლა ვიწყებ და შენ კიდევ ყოველ წუთს ბატონო ტიტეთი მომმართავ..
– კარგი, ახლა მხოლოდ ტიტეს დაგიძახებ, თუკი ასე ახალგაზრდათ გრძნობ თავს..
– შენ თქვი გრძნობო? მოიცადე, ესეიგი მე რა ბებერს ვგავარ??– გაოცებულმა მითხრა და წარბი ზემოთ აზიდა..
– არა რას ამბო, ეგ არც მიგულისხმია... მე უბრალოდ– მომენტალურად დავიბენი და ვინანე რომ წამოვყევი..
– კარგი დამშვიდდი, გეხუმრე, ასე შებოჭილი ნუ ხარ. ახლა მე შენი უფროსი არ ვარ. აქ მე და შენ მეგობრები ვართ.. თანასწორები .. ხო მართლა შენი და რატომ არ წამოიყვანე?ალბად მარტოა სახლში ახლა..
– ხო მარტოა, მაგრამ დამიჯერეთ სანამ მე სახლში მივალ, ნინა მთელ თავის დაქალებს შეყრის იქ..
– მართლა? ეტყობა მე მართლა დავბერდი ხატია.. წეღან კარგად აღნიშნე, მე კიდევ პირიქით სიმშივდე და განმარტოვება ძალიან მიყვარს.. ლევანი სულ დამცინის ამის გამო, მაგრამ მხლოდ მარტო ყოფნისას ვარ ნამდვილი მე.
– მე არ დაგცინებთ რადგან ეს საერთი გვქონია.. მეც ძალიან მიყვარს მარტო ყოფნა.. ტიტე.. ახლა მითუმეტეს, რაც ჩემი მშობლები გვერდით აღარ მყავს დავცარიელდი... ასე მგონია მხოლოდ მე მტკივა და ყველამ დაივიწყა ისინი..
– ეს ცხოვრებაა ხატია, ადამიანი ქვასავით არის , ყველაფერს იტანს და უძლებს.. ყველაფერი წარმავალია სიცოცხლეც კი, ალბად მხოლოდ ნამდვილი სიყვარულია უკვდავი...
– ნამდვილი სიყვარულიო – კარგად აღნიშნეთ ტიტე, დღევანდელ ცხოვრებაში არსებობს კიდევ ნამდვილი სიყვარული?
– და ერთ დღეს თქვენთან რომ მოვიდეს ეს ნამდვილი სიყვარული? კარზე რომ ფრთხილად მოგიკაკუნოთ მერე დაიჯერებთ?
– ნუ თუ ასეთ პატივს დამდებს და თვითონ მომნახავს დავიჯერებ..
– კარგი ,მაშინ მე პირადად ვიზრუნებ რომ თქვენთან მალე გამოვგზავნე ნამდვილი სიყვარული, თანაც უკვე მისამართიც ვიცი – მისმა მზერამ ტანში დამიარა და გამაკანკალა, ახლა ნამდვილად ვხვდებოდი ეს ერთი ციცქნა სოფო რატომ ეძახდა ტიტეს ლამაზ თვალებას..
**
რედისონის პატარა დარბაზი სავსე იყო, შევედით თუ არა ყვეალას ყურადღება ჩვენსკენ მოიმართ, თავიუხერხულად ვიგრძნენი და გვერძე გავიხედე. ჟურნალისტები შორიდან ცდილობდნენ სურათების გადაღებას.. მაგრამ დაცვა ჩვენამდე არ უშვებდა...დღეს დახურული შეხვედრაა და დასრუების მერე გექნებათ შესაძლებლობა გასაუბრებისო.. ნახევარ საათში ლევანი და სოფოს მოვიდნენ და მაშივე მზერა ამარიდა. გვერდით მალულად მივუდექი და დაწნულ კიკინაზე მოვქაჩე..
– ქანცს გგაძრობ ლექციაზე , ეშმაკო შენ..
– არა გეფიცებით, ტაქსით მოვედით მართლა გაფუჭდა...
– იმედია არ მატყუებ სოფიკო, თორემ თმებს სათითაოდ დაგაწიწკნი..
– გეფიცებით მას. ჩემმა ლამაზთვალება ძამიკომ ხომ არ მოგაწყინათ, ბებერივით აზროვნებს..
– არა შენ წარმოდგინე, ძალიან ბევრი მაცინა , ხალისიანი ადამიანია რატომ ეძახი ბებერს..
– მერე გეტყვი. აი უყურე ის კაცი მამამისია, ის დედაა წითელთმიანი, მას– კიდევ ძმა ყავს ნიკუშა მაგრამ ის საქართველოში არაა..
– სოფიკო მორჩი განხილვას და წადი ადამიანი გიყურებს მიესალმე მაინც.. ორ წუთში ტიტე ჩემსკენ წამოვიდა და ხელი გამომიწოდა, წამოდი მამას უნდა შენი გაცნობა, იცოდე კითხები თუ დაგისვას არ დაიბნე , ცოტა უცნაურია მამაჩემი და ადამიანებს არ ენდობა.. გულმა რეჩხი მიყო, ესღა მაკლდა –თქო გავიფიქრე და ტიტეს გავყევი,, აბა რა მეგონა ამხელა დაწესებულებაში რომ ვიწყებდი მუშაობას რა თქმა უნდა ყველაფერს გამომკითხავდნენ, თანაც სოფიკომ ხო თქვა სანდო ადამიანი უნდათო... გაღიმებულმა შემომხედა ბატონმა გურამმა და თავიდან ფეხებამდე ჩამათვალიერა..
– ლამაზი, დახვეწილი და ჭკვიანი, აი ნამდვილი ქართველი ქალი– ზუსტად ასეთი წარმომედგინა და ნამდვილად არსებულა, შენმზე იმდენი კარგი მოვისმინე შვილო, მე პირდად რა გკითხო არარც კი ვიცი..
– მადლობთ ბატონო გურამ, ახლა გამაწითლებთ თქვენ.
– როცა გაქებენ შეიფერე, როცა გაკრიტიკებენ მიიღე, როცა გატყუებენ არ შეიმჩნიო– ჩემგან იცოდე, ჩემმა შვილებმა არ დამიჯერეს და შენ მაინც გამოიყენე, სადმე ტყუილი თუ ნახა ტიტე ესევე ვარდება კალაპოტიდან რას არ შემჩნევს ასე არაა ჩემო ვაჟკაცო? ისე ძალიან დაკრა მხარზე ხელი ტიტეს გურამმა მეგონა მხარი ჩამოუღო –თქო..
– ასეა მამა, მაგრამ მთლად ნუ გადმოშლი ჩემს ნაკლას, მაინც რაიცი არ გაგვექცეს ეს ორქოსავით გოგო , თორემ მოგიწევს მერე სიარული ახალი თანამშრომლის საძიებლად..
– ქალების არაფერი გაგეგებათ , ორივენი ბატები ხართ.
– მე რაღას მერჩით გურამი ბიძია?
– შენ ამაზე ბატი ხარ ბიჭო, ბატი... ფუ თქვენი, კაცები ვერ დადექით რა– სიცილით ჩაილაპარაკა გურამმა და თავისი ცოლისაკენ წავიდა ზლაზვნით...

ესეც დაპირებული ისტორია, გუშინ ვერ დავდე მაპატიეთ და დღეს თქვენს წინაშეა.
ეს ისტორია 2014 წელს არის დაწერილი, და თქვენი თხოვნით დავდე ახლაც.
ძალიანაც ნუ გამაკრიტიკებთ :))))скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი miyvarxar1992

Ici ra kargi xar,eg istoria vici da mixaria isev rom vxedavv.saocreba gogo xar shenn❤❤❤❤❤

 



№2  offline მოდერი pekhshvela

ძალიან ძალიან ძალიან კარგია მომწონს ❣❣❣❣ მომწონს სერიოსული და დაბნეული ტიტე. თან რა უცხო სახელია მართლაპირველად გავიგე.ზოგადად შენს მოთხრობებზე ვგიჟდები მაგრამ სასწაულად მომწონს შენი არასოდეს გავხდები ????

 



№3  offline აქტიური მკითხველი lalita

რათქმაუნდა წაკითხული მაქ მაგრამ მაინც სიამოვნებით წავიკითხავ ისე სრულად რომ დაგედო არ იქნებოდა ურიგო.

 



№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

ძალიან მომეწონა ეს ისტორია.ძალიან მაგარი სიტყვები თქვა გურამმა ,– ,,როცა გაქებენ შეიფერე, როცა გაკრიტიკებენ მიიღე, როცა გატყუებენ არ შეიმჩნიო". ცხოვრებაში გამოსაყენებელი.ყველა სიტყვას რომ დაუკვირდები ბევრ რამეს ისწავლი.ძალიან გამიხარდა ახალი ისტორიით რომ დაგვიბრუნდი.❤❤❤❤
--------------------
ლანა

 



№5  offline ადმინი თუკა

დიდი დიდი მადლობა ჩემო ლამაზებო, ტკბილებო და საყვარლებო. დღეს მეორე თავს შემოგთავაზებთ.
--------------------
4love.ge

 



№6 სტუმარი სტუმარი Lia

Momewona....momewona...momewona zalian❤❤❤

 



№7  offline ადმინი თუკა

სტუმარი Lia
Momewona....momewona...momewona zalian❤❤❤

დიდი დიდი მადლობა, როგორ მიხარია როდესაც მოგწონთ.

pekhshvela
ძალიან ძალიან ძალიან კარგია მომწონს ❣❣❣❣ მომწონს სერიოსული და დაბნეული ტიტე. თან რა უცხო სახელია მართლაპირველად გავიგე.ზოგადად შენს მოთხრობებზე ვგიჟდები მაგრამ სასწაულად მომწონს შენი არასოდეს გავხდები ????

ვაიმე, უღრმესი მადლობა. მმაბედნიერებთ ასეთი სიტყვებით . ძალიან მახარებთ. მადლობა რომ კითხულობთ არსებობთ და ხართ .. heart_eyes heart_eyes

miyvarxar1992
Ici ra kargi xar,eg istoria vici da mixaria isev rom vxedavv.saocreba gogo xar shenn❤❤❤❤❤

მიხარია რომ 2014 წელს დაწერილი ისტორია ჯერ კიდევ ახსოვს ჩემს მკითხველს..
La-Na
ძალიან მომეწონა ეს ისტორია.ძალიან მაგარი სიტყვები თქვა გურამმა ,– ,,როცა გაქებენ შეიფერე, როცა გაკრიტიკებენ მიიღე, როცა გატყუებენ არ შეიმჩნიო". ცხოვრებაში გამოსაყენებელი.ყველა სიტყვას რომ დაუკვირდები ბევრ რამეს ისწავლი.ძალიან გამიხარდა ახალი ისტორიით რომ დაგვიბრუნდი.❤❤❤❤

ლანა, ძალიან მიხარია რომ მოგეწონა .. და წაიკითხე. ახლა შეგიძია შემდეგი თავით ისიამოვნო.
--------------------
4love.ge

 



№8  offline მოდერი zia-maria

ახლა ვკითხულობ და ძალიან მომეწონა პირველი თავი.ძალიან კარგი სიტყვები თქვა გუარამმა ,,როცა გაქებენ შეიფერე,როცა გაკრიტიკებენ მიიღე,როცა გატყუებენ არ შეიმჩნიო''.და ძალიან გემრიელად გამეცინა ორი ორივე როგორც შეაფასა ტიტე და ლევანიც.,,ორი ბატი და შენ ამაზე მეტი დიდი ბატი ხარო''. laughing

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent