შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყოფილი ცოლის სურნელი (6)


5-12-2017, 00:46
ავტორი ენ ჯეინი
ნანახია 1 601

ყოფილი ცოლის სურნელი (6)

კაცმა წიგნის კულიმინაციურ გვერდებს გადახედა და გაეცინა. სიმწრის სიცილი იყო ალბათ და უცნაურია, რომ ამ ბოლო დროს, მხოლოდ ასეთი სიცილი თუ ახასიათებდა. დაფიქრდა, შეეცადა სიძულვილი ეგრძნო... კვლავ არ გამოუვიდა.
წყვდიადთან დამარცხების შემდეგ, ყოველთვის ცდილობდა, სიძულვილი და ზიზღი განეცადა. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრებაში ერთადერთხელ მაინც ხომ უნდა შეეგრძნო მის სულს ეს მომწამვლელი გრძნობები? სულ ერთხელ...
არასდროს გამოსდიოდა.
მუდამ ბრაზს გრძნობდა, მაგრამ ვერ იძულებდა წყვდიადის ქალღმერთს.
წარმოიდგენდა ხოლმე როგორ ხსნიდა თავის მშვენიერ ბაგეებს ქალი და როგორ მოფრინავდნენ ამ ბაგეებიდან ათასობით მომაჯადოებელი ჰანგები. ეს ჰანგები წარმოსახვით სამყაროშიც კი თავზე ეხვეოდა კაცის ფიქრებს, ნუსხავდა მის სულს, ატკბობდა გონებას და არ აძლევდა დავიწყების საშუალებას. ქალის ხმა ჟღერდა მის წარსულსა და აწმყოში. მომავალშიც ვერ წარმოედგინა ცხოვრება მის გარეშე.
სინათლის ღმერთს კიდევ სურდა ომი. სურდა ბრძოლა წამოეწყო და კიდევ ენახა ქალღმერთი. ალბათ, არასდროს ყოფილა ისტორიაში ისეთი შემთხვევა, რომ რომელიმე ხელმწიფეს ბრძოლა მხოლოდ და მხოლოდ მოქიშპე ქვეყნის დედოფლის ხილვისთვის გაემართოს. მაგრამ სინათლის ღმერთს თავისი სამეფო არ ადარდებდა. არც მსხვერპლად შესაწირი ხალხი ყავდა.
არსებობდა მხოლოდ თვითონ და სინათლე მასთან ერთად.
სინათლესაც სურდა წყვდიადის ხილვა. ეს ეჭვგარეშე იყო.
„ივანე ვერ ივიწყებდა ქალთან ბოლო რამდენიმე შეხვედრას. კატალინას ამაყ, თავდაჯერებულ თუმცა შეურაცხყოფილ მზერას.
თავადაც ვერ იჯერებდა რომ უღალატა. არაფერი ახსოვდა, მაგრამ რამდენად მთვრალი შეიძლებოდა ყოფილიყო საღალატოდ? ნუთუ იმდენად გონებაწართმეული აღმოჩნდა ბედის წინაშე რომ თავისი ცოლის ნაზი, სრიალა კანი, მისი სურნელოვანი თმა და უკიდეგანოდ ტკბილი ტუჩები, წამით მაინც გაცვალა სხვისი სხეულის ერთჯერად ალერსში?
შეუძლებელი იყო!
ამას ვერ გაბედავდა.
ივანე სიტყვის კაცი იყო მთელი ცხოვრება. მან საქორწინო ფიცი დადო, სიტყვა მისცა საკუთარი სინდისისა და სიყვარულის წინაშე, რომ მუდამ მისი ერთგული იქნებოდა. მზად იყო, დარჩენილი ცხოვრება მხოლოდ ერთი ქალის მკლავებში გაეტარებინა.
მზად კი არ იყო, ივანეს ნებისმიერი ქალის მოფერება მამაკაცისთვის წარმოსახვით ყველაზე ბინძურ ილუზიებშიც კი სძულდა. იყო მხოლოდ თვითონ და თავისი ცოლი!
ასე უნდა ყოფილიყო სიკვდილამდე.
სიკვდილის შემდეგ კი თავიანთი გახრწნილი სხეულების ძვლები გადაეფსკვნებობდნენ ერთმანეთს და მიწისქვეშეთის ყველაზე ბნელ ჯურღმულშიც კი, აყროლებულ გვამებს მათი ერთად ყოფნა გაუნათებდათ ყოფას.
ივანეს ისე გაგიჟებით უყვარდა, რომ ყველაფერს დათმობდა.
ჰო და... თმობდა.
თმობდა საკუთარ სუნთქვას, გულისცემას, სიცოცხლეს, სიყვარულს ჰაერს და ნელა, გაკვევით, ცხოვრებამობეზრებული თანახმა იყო გაყრისთვის მოეწერა ხელი.
- მინდა, რომ აღარასოდეს გნახო, მძულხარ! - გამოუცხადა კატალინამ.
ეს სიტყვები იყო უკანასკნელი, რის შემდეგაც მართლა მოკვდა ივანე. მოსიარულე მკვდარს დაემსგავსა იმ წამებიდან. გულის ადგილას პატარა, გრძნობებით სავსე ადგილი შეერყა, გაეყინა, ჩაემსხვრა და გაუნადგურდა. სულიც გამოეცალა ხელიდან. მართლა მხოლოდ და მხოლოდ ხორცი დარჩა - განადგურებული, უძინარი და ხორცი, რომელსაც სასახლის ცივი ფიცრების გარდა აღარაფერი სურდა.
- მე უფრო მძულს საკუთარი თავი - უპასუხა კაცმა. - მე მძულს ყოველი წამი, როდესაც ვერ გხედავ, შენს ჰაეროვან სხეულს ვერ ვეხები და ჩვენს სახლში შენი ნაბიჯების ხმა არ ისმის... იმაზე მეტად მძულს საკუთარი თავი, ვიდრე ადამიანს სიძულვილის განცდა შეუძლია. შენ ღმერთი იყავი ჩემთვის, ღმერთის არსებობას მაჯერებდა შენი თითოეული გამოხედვა და ახლა დავკარგე საკუთარი თავის, სამყაროს და ყველაფრის რწმენა... შენ დაგკარგე, ანუ ღმერთი დავკარგე!
ქალის თვალებს ცრემლები მოადგა. ვერ იჯერებდა იმას, რაც საკუთარი უწმინდური ხელებით ჩაიდინა, მაგრამ ყველაფერი ძლიერ გვიანი იყო. მხოლოდ მონანიებას თუ ექნებოდა აზრი. იქნებ თავისი ცოდვებით დამძიმებული სული მაინც შეემსუბუქებინა აღიარებით.
ერთ სისხამ დილას, როდესაც ნამი გადაჰკვროდა სახლების აგურისფერ სახურავებს და სიცივისგან მობუზული ჩიტები მავთულებზე ჩამომსხდარიყვნენ, ივანეს წერილი მოუვიდა ელექტრონული ფოსტით.
თავისი საყვარელი ქალისგან იყო.
თითები ისე აუკანკალდა გახსნისას, თითქოს ეს-ესაა უნდა დაინახოს თავისი ცხოვრების სულის ჩამდგმელი და ბედნიერების მიმნიჭებელიო. წარმოიდგინა თხელი, გამოყვანილი ხელები, რომლითაც კომპიუტერის უხეშ კლავიატურას ნაზად ურტყამდა თითების ბალიშებს და თავისი ყოფილი ქმრისთვის წერილს წერდა:
„ივანე, ალბათ ამას რომ წაიკითხავ, სამუდამოდ შეგძულდები. მემგონი, სჯობს გძულდე, ვიდრე საკუთარი თავი დაადანაშაულო ყველა უბედურებაში. მართალია, მე დამნაშავედ გთვლი, თუმცა შენი დანაშაული წმინდა სარეცლის წაბილწვა არ არის. სხვა რამ გაკისრია სასჯელად...
მე მსურდა, გამეცანი, შემესწავლა შენი სისუსტეები და ამის შემდეგ, იმ გეგმის შედგენა დამეწყო, რაც გაგანადგურებდა. სრულიად მოულოდნელად კი, ჩვენი გაცნობის პირველივე დღის შემდეგ მივხვდი - შენ ჩემს გარდა სხვა სისუსტე არ გქონდა. არც არასოდეს გქონია. ერთი მხრივ, ქალურ ბედნიერებასა და თავდაჯერებულობას მმატებდა იმაზე ფიქრი, რომ შენი მსგავსი კაცის სუსტი წერტილი ვიყავი. ამ კაცის მზერა დამყვებოდა ნაცნობი ქუჩის ყველა კუნჭულში და მისი ფიქრების განუყოფელი ნაწილი გავხდი. არა, ნაწილი არა! მე მთლიანად დავიპყარი შენი ფიქრები, თავად მერქვა ფიქრი, რომელიც წამდაუწუმ, შენს გულსა და გონებას აკონტროლებდა. სრულად დაგიპყარი, ხელში ჩაგიგდე, გაგაწამე, გაგანადგურე... ზუსტად ეს იყო ჩემი ჩანაფიქრი, თუმცა ამას ის ბედნიერება და შვება არ მოუტანია ჩემი სულისთვის, რომელსაც მოველოდი.
დიდი ხნის წინათ, ერთ მშვენიერ დღეს, მამაჩემმა გამომიცხადა, რომ გავკოტრდით. ახალგაზრდა შეგირდი ჰყოლია პარტნიორად და იმ შეგირდის დაუდევრობამ გააკოტრა. ისე მოხდა, მოგების ასი პროცენტი ახალგაზრდა გამოუცდელ ბიჭს დარჩა. მამაჩემმა კი ყველფერი დაკარგა, რაშიც საოცრად ბევრი შრომა ჰქონდა ჩადებული.
ვერ გაუძლო მამაჩემმა. სუსტი აღმოჩნდა ცხოვრების წინაშე და თავი მოიკლა. ყოველ საღამოსა და ყოველ დილას ბრაზი მომდიოდა მშობელზე. განა შეიძლება, ფულის დაკარგვის გამო სიცოცხლე გაინადგურო და ერთადერთი ქალიშვილი ობლად დატოვო? ბრაზი მომდიოდა მის ეგოიზმზე, რომელმაც ყველა პრობლემა ერთი საშინელი ტყვიით გადაჭრა და ისე დამტოვა მარტო, თითქოს 20 წლის გოგონას შემძლებოდა ცხოვრების დინების კონტროლი.
იმ პერიოდში, მამაჩემი საქართველოში ხშირად ჩამოდიოდა და ვიცოდი, რომ მისი განადგურების მოთავეც ქართველი იყო. ასე, ერთი წლის წინათ დავადგინე შენი ვინაობა. არ ვიცი, გახსოვს თუ არა ტომაზო როსინი, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მისი შვილი ვარ. შენ ჩემი გვარი იცოდა მთელი ამ ხნის მანძილზე და ალბათ, იმდენად უმნიშვნელო იყო მამაჩემი შენთვის, რომ მოგონებებიდანაც ამოშალე, თითქოს არც არასდროს უარსებია. წლების მანძილზე მკლავდა ბოღმა, შურისძიების სურვილით მეჟღინთებოდა სხეულის თითოეული უჯრედი და მის ყველა კუთხეში მხოლოდ დამნაშავის დასჯის მოტივაცია მასაზრდოებდა. თუმცა ეს საზრდო სულს იმდენად მინადგურებდა, რომ ბოლოს, სისხლისმსმელ მონსტრად ვიქეცი.
და აი ჩვენც...
მე და შენ...
შენ და მე...
ჩვენ თითქოს ერთ ორგანიზმად ვიქეცით. ერთად ვსუნთქავდით, ერთად ვარსებობდით. ვიცოდი, მე შენზე უარესი დამნაშავე ვიქნებოდი გეგმის განხორციელების შემდეგ და ამაზე ფიქრში, ისე შეგეხორცე, შენს გარეშე არსებობაზე ფიქრიც კი სხეულს მინაფოტებდა... მაგრამ ეს ჩემი გამოცდა იყო. უნდა გამეძლო, უნდა გადამეტანა. შურისძიება ხომ საშინელ საფასურს იღებს ყოველთვის? სინდისის საფასურს იღებს და ჩემი წამების სადარაჯოზე დგას ეს სინდისიც ყოველ წამს. ყოველ წამს ყურში მაგრად ჩამყვირის, რომ ნაგავი ვარ და ნაგვად მოვკვდები.
სცენარი, რომლის მიხედვითაც მიღალატე, ჩემი დადგმული იყო. ამიტომაც არ გახსოვდა არაფერი. ან როგორ გემახსოვრებოდა ის, რაც არ მომხდარა? შემეძლო, ჩემზე მშვენიერი ქალი მომეგზავნა საცდუნებლად, მაგრამ ხომ ვიცი, ზედ არ შეხედავდი. შენ არ შეგეძლო ღალატი. ვიცი, რომ ამის შემდეგ ალბათ შემიძულებ, მაგრამ არც მომავალში შეგეძლება გული სახვას დაუთმო. ვერც მე ავიტანდი, თუნდაც მოგზავნილი მანდილოსანი თუ აგიჟუჟუნებდა თვალებს. მემგონი, მისი მოკვლა მომინდებოდა. ამიტომ, ყველაფერი ისე დავდგი, რომ ღალატის ილუზია შეგქმნოდა.
მე პატიებას არ გთხოვ... არც იმას ვამბობ, გაპატიე მეთქი. ეს თავხედობა, ღმერთის დაცინვა იქნება ჩემი მხრიდან. მე უბრალოდ ამბავს გიყვები - ჩემი სულის დაცემის ამბავს.
და კიდევ მინდა გითხრა, რომ ჩემი შურისძიების საფასური მხოლოდ სინდისის განუწყვეტელი ფეთქვა არ ყოფილა. შემიყვარდი... ზედმეტად შემიყვარდი და ამ სიყვარულის დათმობა იყო მთავარი ტკივილი.
მიყვარხარ!
მაგრამ სანაცვლოდ არ ვითხოვ არც პატიებასა და არც სიყვარულს.
ვიცი, მხოლოდ ჩემდამი სიძულვილი აგიტანს ამის შემდეგ.
და მაინც...
ძალიან მიყვარხარ!“
ივანეს სუნთქვა შეეკვრა, ჰაერი აღარ ჰყოფნიდა და ეგონა, როგორც იქნა დადგა დრო, როცა საბოლოოდ განუტევებდა სულს.“
წყვდიადის ქაღმეთმა პატარა გოგონასავით დაიწყო ტირილი. ასე გულამოსკვდინი არასდროს დამხობილა ძირს და წლების განმავლობაში დაგროვებული გულისნადები არასდროს ამოუღია ერთიანად. თავისი გარდაცვლილი მამის სასახელსთან დამხობილსაც არ უტირია ასე. ცრემლების ფასში ჩაღვარა დანგრეული ცხოვრება და საყვარელი მამაკაცის ალერსმოკლებული ყოველდღიური ყოფა. გლოვობდა ხელებს, რომლებსაც ღამის წყვდიადიც ვეღარ უთბობდა. გლოვობდა და მზად იყო, სინათლის ღმმერთის წინაშე პატიებამოწყურებული მის მუხლებთან დაჩოქილს ეტირა უხვი, სიყვარულსდამონებული ცრემლებით.
„ ივანე ადამიანს აღარ ჰგავდა. ალბათ ხმეცურმა ინსტიქტებმა მიიყვანა კატალინას სახლამდე ისე, რომ განვლილი გზა არ ახსოვდა. სდგამდა ნაბიჯებს და ყოველი ნაბიჯის შემდეგ, წინა ნაბიჯები ავიწყდებოდა. რაღაც სულელური ახალი ჩვევა ან დაავადება აიკიდა - ავიწყდებოდა წინაწამს მომხდარი. არადა, თითქოს ჯანმრთელი კაცი იყო, ამ ჯანმრთელობით განვლო ცხოვრება და ჯერ კიდევ ახალგაზრდას, ნამდვილად არ სურდა სკლეროზი ან მსგავსი დაავადება.
ამასთან, არსებობდა ადამიანი, რომლის დავიწყებაც არ შეიძლებოდა.
ლამის კარი ჩამოუღო კაკუნით.
კატალინა არსად ჩანდა.
არასდროს მოქცეულა ივანე ასე ნადირივით, მაგრამ იმ წამებში, ალბათ ასეც იყო საჭირო - წიხლით შეანგრია კარი და შეშინებულ კატალინას წინ აეტუზა.
- ხმა არ ამოიღო - დაუღრიალა ყოფილ ცოლს - საზიზღარი, საძაგელი, უნა.... - ვეღარ დაასრულა. კატალინას თვალებს შეეჩეხა დაბნეულსა და ცრემლებით გაჟღენთილს. ან როგორ შეეძლო შეურაცხყოფის მიყენება ქალისთვის, რომელიც სულ რაღაც ორი დღის წინ გაგიჯებით უყვარდა? ყველაზე დიდ სირცხვილად ის მიაჩნდა ივანეს, კაცები რომ თავიანთ ყოფილ სიყვარულს ლანძღავდნენ, ფეხქვეშ თელავდნენ ოდესღაც განცდილ გრძნობას და წარსულის ბედნიერებას ტალახში სვრიდნენ. ან როგორ შეიძლებოდა აღარ გყვარდებოდა ადამიანი, რომელიც ერთხელ მაინც გიყვარდა ჭეშმარიტი და წრფელი გრძნობით?
სიყვარული ხომ არასდროს ჰქრება.
ჰქრება მხოლოდ ის გრძნობა, რომელიც შემთხვევით მივიჩნიეთ სიყვარულად.
- არასდროს მიმუშავია მამაშენთან - განაგრძო უცნაურად წყნარი ხმით. თითქოს, ამ რამდენიმე წამის წინ მოღრიალე კაცი ვიღაცამ შეცვალა და სულ სხვა დააყენა მის ადგილას. - ჩემი აწ გარდაცვლილი ბიძაშვილი მუშაობდა მამაშენთან, რომელიც ხუთი წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. იმასაც ივანე ერქვა და გვარითაც მემთხვეოდა - დაასრულა.
კატალინა ახლა ისეთი უმწეო ჩანდა, როგორც არასდროს.
ივანემ კი წამით ისიც გაიფიქრა, რომ დაემშვიდებინა, ატირებული ქალი გულში ჩაეკრა და ყველაფერი ეპატიებინა.
მაგრამ მხოლოდ გაიფიქრა.
ვეღარ გადაახტა თავის მამაკაცურ თავმოყვარეობას.
გაიხურა ჩამონგრეული კარი და წავიდა კატალინასგან.
წავიდა სამუდამოდ.
და სამუდამოდ შემორჩა მის ნესტოებს ყოფილი ცოლის სურნელი“.
* * *

წყვდიადის დედოფალმა წიგნი სამუდამოდ დახურა. ტირილისგან დაწითლებული, ამოღამებული თვალებიდან ცრემლის კვალი შეიშრო და ცოტაოდენი მაკიაჟით ეცადა დაემალა სევდის ნაიარევი. ზურგმოშიშვლებული მუქი საღამოს კაბით შეიმოსა და სრიალა თმა მთელ სიგრძეზე ჩამოიყარა.
უნდა ეცადა.
ეცადა მაშინაც, თუ კი ეს მისი უკანასკნელი გაბრძოლება იქნებოდა ცხოვრებაში. დამარცხებაც ხომ ბრძოლის შედეგია და თუ კი გიბრძოლია, ესეიგი პატივაყრილი არასდროს იქნები.
წყვდიადის ქალღმერთმა ერთხელ უკვე იზეიმა გამარჯვება სინათლის ღვთაებაზე, მაგრამ ასეთ გამარჯვებას რა აზრი ჰქონდა, თუ კი, დამარცხებული მსხვერპლი უფრო ღირსეული და ძლიერი აღმოჩნდებოდა მოგებულზე.
ბარში შევიდა საღამოს. წყვდიადმა ისე დაატყვევა თავისგარემო, თითქოს ყველაფერ ნათელს არარაობისფერი გადაჰკვროდა და როგორც ყოველთვის, ღამე ბატონობდა სამყაროზე.
- უთხარი, რომ ვერანდაზე ამოვიდეს - მიუგო ბარმენს. კაცმა უსიტყვოდ დაუქნია თავი და თავის უფროსთან მიირბინა. აღელვებით უთხრა, ქალბატონი გვესტუმრა და ტერასაზე გელოდებაო.
სინათლის ღვთაებამ სიკვდილისთვის განწირულივით აიარა კიბე და მშვენიერი არსების წინაშე წარსდგა. ზამთრის სუსხიან საღამოს, ქალის ნატიფ სხეულს ცივი ნიავი აშორებდა ხავერდოვან თმას. ისეთივე მშვენიერი იყო წყვდიადის ქალღმერთი, როგორც უკუნით სიბნელეში მთვარის სხივებით განათებული ყვავილების ბაღი.
- კატალინა - ჩაიჩურჩულა ქალის სახელი. ერთდროულად საზიზღარი და საყვარელი იყო კაცის ბაგეებიდან წარმოთქმული სიტყვა.
- შეეძლო, სახელები მაინც შეეცვალა ელიზაბედს - მაგიდაზე მძიმედ დადო წაკითხული წიგნი - ან საავტორო უფლებებზე შემთანხმებოდა. თუ გგონია, რომ, რახან მე ვარ ყველაფერში დამნაშავე, ამდენის უფლება გაქვს? - განრისხებულ ხმაში მონატრებული მეუღლით გამოწვეულ ემოციებს გაჭირვებით მალავდა ქალღმერთი.
- ჩემთვისაც ისეთივე მოულოდნელობა იყო ეს წიგნი, როგორიც შენთვის - გამოუტყდა ივანე. - მეც ნაწყენი და გაოცებული ვარ, მაგრამ ამასთან, მონუსხულიც. ჩემზე უკეთ შეძლო სიტყვებში იმ გრძნობების გადმოცემა, რომლის გამომჟღავნებაც ყოველთვის მიჭირდა.
- მნიშვნელობა არ აქვს - დანანებით შეხედა წიგნის შავ ფერებში შემოსილ ყდას.
- რატომ მოხვედი? - ჰკითხა ივანემ - ამის სათქმელად შეგეძლო ელიზაბედისთვის მიგემართა. როგორც მახსოვს, შენი მეგობარიც იყო ერთ დროს.
- ახლაცაა ჩემი მეგობარი - აღიარა კატალინამ - ადამიანებთან გავწყვიტე კავშირი, თუმცა ეს იმას აღარ ნიშნავს, რომ ისინი შევიძულე, ვინც წარსულში მიყვარდა.
- ჩემი შეძულება უმიზეზოდაც შეძელი - ყრუდ გაუღიმა კაცმა.
ამ ღიმილში დაინახა კატალინამ ბედის ირონია და დაკარგული მეუღლის უწინდებური სხივები შეიგრძნო, რომლის ღიმილი კვლავინდებურად ფანტავდა წყვდიადს და გარშემო მხოლოდ სინათლე ისადგურებდა ქალის გულში.
- მაშინაც მიყვარდი, როდესაც ვფიქრობდი, რომ უნდა შემძულებოდი - გამოუტყდა ქალი. სიცოცხლის ფასი უჯდებოდა ყველა სასიყვარულო სიტყვა და შეცდომის აღიარება.
- პატიების სათხოვნელად უკვე გვიანი ხომ არ არის?
- პატიებას არ გთხოვ - უარჰყო ქალმა, თუმცა აქ სწორედ თავისი უწესობის გამოსასყიდად მოსულიყო.
- აბა, რამის თქმა გინდა?
- არ ვიცი - უსუსურად ამოიოხრა. ხელები ნერვიულად უოფლიანდებოდა, ივანეს დანახვაზე კი გული ისე უცემდა, გეგონა მის სხეულში ელვის სისწრაფით დაჰქროდნენ ქვემეხები. უკან დაიხია. საყვარელი მამაკაცის სახეს სინათლის შუქი მოჰფენოდა და თავგზას ურევდა, ტირილს ანდომებდა.
სურდა მიერბინა და ამოუსუნთქავად დაეკოცნა მისთვის სქელი ტუჩები, თეთრი სახე, მისსურნელგარეული ჰაერი შეესუნთქა მთელი სიცხადით.
უკან იხევდა, სიტყვები ეფანტებოდა, ფილტვები ეჩუტებოდა.
კაცი კი ნელი ნაბიჯით უახლოვდებოდა გაქცევამოწყურებულ ქალს.
- კატალინა - კვლავ წარმოთქვა ქალის სახელი.
რაღაც არაამქვეყნიურად ჟღერდა ივანეს ხმით წარმოთქმული ყველა ფრაზა. გასაკუთრებით კი „კატალინა“.
ცრემლები წასკდა და არ უნდოდა, კაცის თვალებს მოჰხვედროდა მიზანში თავისი სისუსტე, ქალური დაუცველობა.
- ჰო, მაპატიე. მიჭირს პატიების თხოვნა, რადგან აქამდე არასდროს ვყოფილვარ დამნაშავე - ამოთქვა მომაკვდავი გედივით. წვრილი წელი მოაჯირს მიაყდრო ძალაგამოცლილმა. ეგონა, გარშემო ჰაერი დაცლილიყო და ფილტვები გამუდმებით სთხოვდა მეტ ჟანგბადს. ჟანგბადს, რომელიც აღარ არსებობდა. წამიერად, იგრძნო, თითქოს მიწა გამოეცალა ფეხებიდან...
თუმცა მიწა არ ყოფილა.
ივანემ საკუთარი თვალებით იხილა, როგორ მოსწყდა ტერასის მოაჯირი ადგილს და მარმარილოსგან გამოთლილ მშვენიერ ქვებთან ერთად ყველა ძვირფას ქვაზე მშვენიერი, ფასეული ქალის სხეულიც შეუერთდა ჰაერს.
ივანე წამიერად ვერ მიხვდა, რა ხდებობდა. სანამ ხმას ამოიღებდა ან გაიაზრებდა, რომ კატალინა ეზოს ცივ მიწაზე ეგდო მომაკვდავი, იქამდე საკუთარი სხეულისა და სულის სისუსტისგან აუკანკალდა გული.
კატალინა გადავარდა.
ივანე ადგილს მიეყინა და მის ქვეცნობიერს მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში ცხადად ეჯერა, რომ თავადაც მკვდარი იყო.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი shalo

Mkvdari sicbume

 



№2  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

და რა რა რაააამ !
დავინტრიგდი
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№3  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

ლუნი.
და რა რა რაააამ !
დავინტრიგდი

smiling_imp

 



№4  offline წევრი blondeangel631

აუ მაგარია მალე დადე და კატალინა არ მოკლა ან რამე არ დამართო რა <3 :P

 



№5 სტუმარი gataxsirebuli

good girl,,,

 



№6  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

გეგე მარიშკა
აუ მაგარია მალე დადე და კატალინა არ მოკლა ან რამე არ დამართო რა <3 :P

ვეცდები :დდდ

gataxsirebuli
good girl,,,

good girls do bad things

 



№7 სტუმარი სტუმარი დი კო

გაშტერებული ვკითხულობ არც ვიცი რა ვთქვა გადასარევია მოკლედ.....და არ მოკლა რა კატალინა :)))))):))))))

 



№8  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი დი კო
გაშტერებული ვკითხულობ არც ვიცი რა ვთქვა გადასარევია მოკლედ.....და არ მოკლა რა კატალინა :)))))):))))))

უდიდესი მადლობა <3
არ ვკლავ, არა

 



№9 სტუმარი სტუმარი ანა

დღეს იქნება?? ❤️❤️❤️

 



№10  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი ანა
დღეს იქნება?? ❤️❤️❤️

კვირას იქნება სავარაუდოდ, შეიძლება, უფრო ადრეც

 



№11 სტუმარი სტუმარი LUNA

გაგრძელება?

 



№12 სტუმარი სტუმარი დი კო

გაგრძელება დადე რა მალეეე????❤❤❤❤

 



№13  offline ახალბედა მწერალი ენ ჯეინი

სტუმარი დი კო
გაგრძელება დადე რა მალეეე????❤❤❤❤

სტუმარი LUNA
გაგრძელება?

დღეს დავდებ ასე საღამოს ათისკენ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent