შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი გზა ბედნიერებისკენაც მიდის (თავი2)


5-12-2017, 19:16
ავტორი თუკა
ნანახია 2 790

ერთი გზა ბედნიერებისკენაც მიდის (თავი2)

ხმაურმა დამღალა და მომთენთა, ძილი მომერია, თითქოს თავიც კი ამტკივდა... აივანზე გავედი და ვარსკვლავებით მოედილ ცას ავხედე..ჩემმა ჩახველებამ იქვე კუთხეში მჯდარი ტიტე შეაკრთო და მაშინვე შემოტრიალდა..
– შეგაშინეთ?– ჩუმად ვუთხარი და გამეცინა...
– სიმართლე გითხრა კი– არ გელოდით აქ. ხალხმრავლობას გამოვექეცი, როგორც ჩანს შენც..
– მეც. ძალიან დავიღალე და მეძინება, როგორ ფიქრობთ მალე წავლენ?..
– მამაჩემი წავიდა უკვე?
– კი ხუთი წუთის წინ... მაშინ დროა გართობა დავიწყოთ.. წამოდი ჩვენი ჩვეული თამაშის დროა, ტიტემ ხელი მომკიდა და დარბაზში შემიყვანა.. მერე პატარა ფურცლებზე ყველას სახელები ჩამოწერეს და გამჭვირვალე ყუთში ჩაყარეს.. მოცეკვავეთა წყვილები დგებოდა და საბოლოო ჯამში გამარჯვებულად სამი ადამიანი დასახელდებოდა, რისთვისაც მათ საჩუქრები გადაეცემოდათ...კარებზე მიყუდებული ვიდექი და გულში ვნატრობდი ნეტავ ჩემს სახელს ტიტე ამოყვეს–თქო. არ ვიცი რატომ მინდოდა მასთან ერთად ცეკვა, მინდოდა მისი ხელების სითბო მეგრძნო,, წეღანდელი ხელზე შეხება ჯერ კიდევ არ მქონდა დავიწყებული...
– ხატია, ხატიაა– ლევანის ხმამ ოცნებებიდან გამომიყვანა.. წადი, გელოდება, ბედი მაქვსო შენ უნდა თქვა, ტიტე გყავს პარტნიორად, ყველაზე მაგარი მოცეკვავე, მაგას ვინ მოუგებს , პროფესიონალივით ცეკვავს... ტიტეს გავხედე, იორიულად მიყურებდა ოთახის მეორე კუთხიდან და მელოდებოდა, თითქოს თვალებით მიხმობდა თავისთან, თითქოს ვგრძნობდი მასაც როგრო უნდოდა ჩემთან ცეკვა... ღრმად ჩავისუნთქე და მისკენ წავედი...
– იცოდე, ფეხი არ დამაბიჯო , თორემ ვიყვირებ– სიცილით მითხრა და ხელი წელზე შემომხვია..
– ვეცდები არ აგაყვიროთ ბატონო ტიტე- ოდნავ შეპარული ღიმილით გავეპასუხე და თვალებში ჩავხედე...
მუსიკა ჩაირთო თუ არა რიტმმა მაშინვე ამიყოლია, როგორც წყალზე მოტივტივე ნავი ასე ვცეკვავდი ტიტეს მკლავებში, თვალებში ვუყურებდით ერთმანეთს და მეგონა რომ ამხელა დარბაზში მხოლოდ მე და ის ვიყავით, ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევდი სიბნელე იყო და მხოლოდ ჩვენ დაგვნათოდა შუქი თავზე. გულის ფანცქალით ვითვლიდი წუთებს და ბრუნებს , როცა ტიტეს თლილი ხელები ჩემს სხეულს ნაზად ეხებოდა, გულში ჰაერის უკმარისობა მემართებოდა და თავს გვერდზე ვწევდი, ნერვიულობის დასაფარად...მუსიკა დასასრულისაკენ მიდიოდა, ზედიზედ ხუთი ბრუნის შემდეგ ტიტემ ხელზე გადამიწვინა და ტუჩის კუთხეში გამიღიმა.... დარბაზში სტვენის და ტაშის ხმა არ წყდებოდა, თავი ნამდვილი მოცეკვავე მეგონა რომელიც უზარმაზარ სცენაზე იდგა და წარმატებას მიაღწია..
– ძალიან კარგად ცეკვავ– გაბრწყინებული თვალებით მითხრა და ხელზე მაკოცა..
– ბავშობიდან ვცეკვავ , ალბად ამის ბრალია. თქვენც ძალიან კარგად ცეკვავთ..
– სხვათაშორის მეც ვცეკავდი– თვალი ჩამიკრა და ლევანის და მისი პარტნიორის გვერდით გამაჩერა...
ლევანმა თვალი ჩამიკრა და ყურში მიჩურჩულა ტიტეს ცეკვა არაფერი იყო შენს ცეკვასთანო, რა თქმა უნდა პირველი ადგილიც მოვიპოვეთ და საჩუქრებიც გადმომეცა..უკვე დილის ხუთი საათი სრულდებოდა რედისონიდან რომ გამოვედით. უკვე თენდებოდა, სასიამოვნო რიჟრაჟი იყო, მზე მალე ამოიწვერებოდა და მიძინებულ თბილისს გამოაღვიძებდა... ლევანს ლამის ხელში აყვანილი მიყავდა თავისი და ტაქსისაკენ, ტიტეს შემოთავაზებაზე სახლში გაგიყვანო, უარი ნამდვილად არ მითქვამს, ძალა გამოცილი ვიყავი და მხოლოდ ბალიში მელანდებოდა...
– დღეს უნივერსიტეტში უნდა იყო არა? რა კარგი დასანახი იქნები ლექციაზე რომ დაგეძინოს, სიცილით მითხრა და მანქანის კარები გამომიღო..
– ძალიან სასაცილოა არა?!– სულ შენი ბრალია, ფეხზე დგომის თავიც კი არ მაქვს იმდენი მაცეკვე..
– სამაგიეროდ უამრავი საჩუქარი მიიღე, როგორ განა ამას დაფასება არ უნდა? სულ ჩემს ხარჯზე..
– ესეიგი მე ცუდად ვიცეკვე..
– ნუ ჩემთან შედარებით , არც ისე ცუდად მაგრამ მე გჯობდი..
– რა უტაქტო ხარ ღმერთო ჩემო– სიცილით ვუთხარი ტიტეს და მისი ხმაც შეუერთდა ჩემს სიცილს უმალ.
**
დილით თავის აწევა არ შემეძლო, სურელოვანი ჭიქა ყავით ჩამომიჯდა ნინა საწოლზე და ლოყაზე მაკოცა... ყავის სურნელმა ცხვირში შემიღიტინა და თვალები ძლივს გავახილე..
– ხატი უკვე რვა სათია, წუხელ რომელზე მოხვედი? აუუუ, კაბით დაიძინე გოგო?
– ნინა, გაჩუმდი , თავი მისკდება. ხუთი იყო რო მოვედი, მეძინება რა. ნეტა მეც პატარა ვიყო ლექციებზე არ წავიდოდი... ძლივს წამოვჯექი საწოლში და ყავა გამოვართვი, ადგომის თავი არ მაქ გეფიცები ნინ...
– როგორც ჩანს კარგი დრო გაატარე გუშინ, შენ კიდევ წასვლაც არ გინდოდა ქალბატონო დაიკო..
– კარგი კი არა არაჩვეულებრივი ნინ, ჩემი ტკივილიც კი დამავიწყა ტიტემ..
– ტიტემ? – ესეიგი ტიტე მოგეწონა? აუ როგორია მითხარი რა..
– რაღაც სხვანაირი, სხვებს არ გავს, მასთან ურთიერთობა ადვილია, თავს არ გახვევს მძიმე ფიქრებს, მშვიდია და ხალისიანი..
– გოგო , სახეზე როგორია? ვააა, გარეგნობა ამიღწერე... რა ფილოსოფოსივით დაიწყე ახსნა რა.
– როგორია? როგორ გითხრა ნინ, ძალიან მამაკაცურია, მაღალი, განიერი მხარ–ბეჭით,თეთი– პირსახით და წითელი ტუჩებით, იცი რა მაგიჟებს მისი ვითომცა ჩვეულებრივი თვალები , ერთი გამოხედვით რო გაგივლის გულში, და თეთრი ქათქათა კბილები ნინა,, არ ვიცი ასეთი კაცი არ მინახასვ ჯერ მე...
– გამაცნობ?– იმდენად მოულოდნელად მკითხა ნინამ რო დავიბენი..
– არა– მოკლედ მოვუჭერი და საწოლიდან წამოვდექი..
– ჩემი გულცივი დაიკო შყვარებულია– გველივით წამისისინა ნინამ და სანამ თმას მოვქაჩავდი ისე როგორც ბავშობაში სირბილით გაიქცა ოთახიდან..
მთელი დღე ლექციებზე მართლა მეძინა, შიგადაშინ მახსენდებოდა ტიტეს სიტყვები ლექციებზე რო დაგეძინება რა სასაცილო იქნებიო და მაშინვე ვიწყებდი აუდიტორიაში სიარულს.. ბოლო ლექცია შვიდ საათზე მქონდა მაგისტრებთან და ეს უკვე პიკი იყო.. ენერგიის ნატამალი აღარ გამაჩნდა... წუთებს ვითვილიდი ლექციის დასრულებამდე და პირველი გავვარდი აუდიტორიიდან.. თუმცა ჩემი ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა .. კარებთან ჩემი ორი უსაყვარლესი დაქალი მელოდა გაღიმებული, აქეთ–იქიდან ამომიდგნენ და პატარა ბავშვივით ჩემი დატუქსვა დაიწყეს..
– გახსოვს მაინც დღეს რა დღეა?
– პარასკევია, რა გინდათ?– ძლივს ამოვიკნავლე და თეიკოს თავი დავადე მხარზე...
– გოგო, რას მელაქუცები კნუტივით, პარასკევი რომ არის ჩვენც ვიცით რა, ჩემი დაბადების დღეა,
– ვაიმეე, თეიკო, თვალები ძალით გავახილე და ორივე ხელი შემოვხვიე.. როგორ დამავიწყდი, ბებიაჩემი ამბობდა ხოლმე როცა რაიმე ავიწყდებოდა „სიკვდილსაც დავიწყებიხარ შვილო ასეო“..
– მორჩი ხატია.. მეწყინა, შენ არასოდეს გავიწყდებოდა ჩემი დაბ დღე..
– გოგო გძინავს?– ახლა მეორე მხარეს ჩამჩხავლ ყურში სალომემ..
– მძინავს ვაა. წუხელ ხუთ საათზე მივედი სახლში რვაზე უკვე აქ ვიყავი,, სახლში წამიყვანეთ რაა.
– შანსი არაა, ბარში მივდივართ , რა სახლში გოგო.. დღეს ოცდაათი წლის ვხდები, გააფრინე.. ხატია ახლა გამოიღვიძე თორემ მთელი ცხოვრება არ გაგცემ ხმას.. – კარგად ვიცნობდი თეიკოს, ახლა ბარში რომ არ გავყოლოდი მართლა არ გამცემდა ხმას..მთელი დარჩენილი ენერგია მოვიკრიბე, წელში გავსწორდი და ძალით გავუღიმე გოგოებს..
**
არაბულების სახლში დიდი ალიაქოთი იყო. ბატონ გურამს გაეგო მისი საამაყო შვილის და უჩა ჯაბადარის კამათის შესახებ და ახლა სიტყვით მოხსენება ქონდა ოჯახის წინაშე.. როგორ გაბედა ვიღაცა უჩამ და შეურაწყოფა მიაყენა ტიტეს, თუმცა მისი გაავების მიზეზი ის უფრო იყო რომ ტიტემ თავი ვერ მოთოკა და მისკენ გაიწია, აი სინამდვილეში რა აცეცხლებდა ასე ბატონ გურამ არაბულს..
– შენ ჩემი შვილი ხარ, ყველას თვალში ეჩხირები გინდა შენ ეს თუ არ გინდა ბიჭო, და მოთმინება უნდა იცოდე – გაბრაზებულმა დაუკრა მაგიდაზე მუშტი ტიტეს. გესმის? შემომხედე , მისმენ ტიტე?
– მამა , გისმენ, რა გინდა რო გავაკეთო, ბოდიში მოვუხადო უჩას?
– არა, არც გაბედო...
– აბა რა გინდა ამიხსენი ადამიანო შენ მოგიხადო ბოდიში? მუხლებში ჩაგივარდე და
– ეს ბიჭი აქედან გაიყვანე მანანა თორემ ცემაში ამოვხდი სულს...
– მომისმინეთ რა, – გავებული წამოხტა ტიტე ფეხზე და წყლით სავსე ჭიქა მაგიდაზე დაახეთა, თუ მაცდით საქმის კეთებას მაცადე ვაკეთო ჩემებურად.. თუარადა შენ თვითონ აკეთე რა, რას გადამაყოლე ამ ერთ კამათს, რა ეჭვი გეპარება რომ ცხვირ–პირს გავუერთიანებ მაგ არაკაცს? გგონია შევარჩენ რომ ყველას წინაშე ლაწირაკი მიწოდა?
– მოვკლავ ამას, მოგკლავ ტიტე, გონს მოეგე...
– მე გონს ვარ მოგებული ბატონო გურამ, თქვენ მოეგეთ გონს, თქვენ....
– მე შენ კაცი მჭირდები , ნამდვილი კაცი და ფუ შენი დედაც მო*****ატ, კაცად ვერ გაგზარდე...
– მორჩი რა.. მორჩიი.. ერთხელ მაინც დამაფასე,, დააფასე რასაც ვაკეთებ რა..მაშინ ვინც ნამდვილ კაცად მიგაჩნია იმას მიანდე შენი საქმე.. სავარძელზე მიგდებულ ქურთუკს ხელი დასტაცა ტიტემ და ნახევრად გაღებული კარიდან გიჟივით გავარდა მანქანით...
**
იმდენად ვიყავი გათიშული მანქანიდან კი არ გადავედი თეიკომ და სოლომემ ძალით გადამათრიეს, კარგად ნაბეგვი ადამიანივით დამსვევს სკამზე და კედელს მისავათებული მივეყუდე.. მათი საუბარი ბუნდოვნად მესმოდა, ახლა ძილი კი არა ტიტეს ხმის გაგონება მინდოდა, როგორ მინდოდა მისი სხეულის სიმხურვაე კიდევ ერთხელ მეგრძნო, ვიცოდი ეს არც ისე ადვილი იქნებოდა, ტიტე კაცების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა რომელმაც ქალის ფასი იცის და ზედმეტს არასოდეს გაუბედავდა არავის,, ის მხოლოს სიტყვებში იყო თამამი თორე მისი ქცევა სულ სხვა რამეზე მეტყველებდა..ხელების დასაბანად გასული თეიკო ბუზღუნით დაბრუნდა, ვიღაცა ტიპები ჩხუბობენ იქეთ მხარეს და თუ ღმერთი გწავს ცოტა ხანს არ გახვიდე რაიმე არ მოგხვდესო...
ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქა ტუჩებთან მივიტანე, ცივმა წვენმა სასიამოვნოდ ჩაიარა მთელი ყელი, თითქო ცოტა გონზე მოვედი, რომ ყურებში კარგად ნაცნობმა ხმამ ექოსავით გამიარა, ფეხზე წამოვტხი თუ არა, სალომემ მაშინვე მაჯაში მტაცა ხელი.
– საით გოგო, ჩხუბიაო იქით თეიკომ ვერ გაიგე? დაცვა დაამშვიდებთ მაგათ..
– მოიცადე, ეს ხმა რატო მეცნობა არ ვიცი,, ტიტეა? ნამდვილად ისაა... სწრაფი ნაბიჯით გავედი ბარის მეორე ჩაბნელებულ მხარეს და საოცარ სიტუციას გადავეყარე.. ბარის დაცვა წინ ედგა ტიტეს და არაფრით უშვებდნენ მეორე მხარეს მდგარ მამაკაცამდე.რომელსაც ტიტე მოკვლით ემუქრებოდა.მათკენ წავედი და მკლავში ხელი მოვკიდე, ინსტიქტურად აიქნია ხელი და უმალ შემოტრიალდა. გაოცება ვერ დამალა როცა მის წინ მე ვიდექი..
– ხატია?– შენ აქ რა გინდა?– ისეთი სახით მკითხა ხმას ვერ ამოვიღე.. მხოლოდ იქით მდგარ მამაკაცს ვუყურებდი .. თითქოს მისი სახე ისეთი ნაცნობი იყო...
– მე რა მინდა აქ მე ვიცი, მაგრამ შენ რა სპექტაკლს მართავ აქ ჰა?
– ჩემგან ასეთ სიტყვებს არ ელოდა და დატუქსული ბავშვივით დახარა თავი...
– ტიტე, დალიე ხო? რა მოხდა მითხარი აბა.. წამოდი ჩემთან ერთად, მოდი.. წელზე ხელი შემოვხვიე და ჩემი მაგიდისაკენ წავიყვანე ბარბაცით.. თეიკოს და სალომეს გაკვირვებული სახის დანახვისას სიცილი ვერ შევიკავე..
– რა ხდება?– ორივემ ერთხმად მკითხა და ჩემი პასუხის მოლოდინში სანთელივით დაიღვენთნენ..
– ეს ჩემი უფროსია ტიტე არაბული, ეს კი ჩემი დაქალები არიან ეს თეიკოა, ეს სალომე... როგორც ჩანს მათზე დიდი შთაბეჭდილება მოეხდინა ტიტეს უზადო გარეგნობას და პირდაღებულები შეყურებდნენ ორივენი.. -პირი დაკეტეთ და ისე მაინც იყურეთ. ჩემმა სიტყვებმა ორივე რეალობაში დააბრუნა.
– ძალიან სასიამოვნოა, ერთხმად ჩაილაპარაკეს და ტიტეს ადგილი მოუცალეს..
– რას აღნიშნავთ გოგოებო? – ძლივს ამოილუღლუღა და მომაშტერდა..
– თეიკოს დაბადების დღეს.. მაგრამ შენ ის მითხარი ვინ იყო ის კაცი და რატომ უპირებდი მოკვლას?
– მაინც მოვკავ. უჩა ჯაბადარი, რამოდენიმე დღის წინ ეცადა თავისი კაცობა დაენახებინა ჩემთვის და ყველას თვალწინ შეურაწყოფა მომაყენა. საქმიდან გავაძევე და ახლა კუდში დამყვება..
– გასაგებია, მოკვლა სულაც არა საჭირო, მარტო რატომ ხარ? სიმართლე გითხრა გამიკვირდა ლევანი რომ არ გყავს.. სხვა ვინმეს ელოდები?
– ხატია , დაკითხვას მიწყობ თუ მეჩვენება , შენ ლექტორი ხარ თუ გამომძიებელი, რა ეჭვიანი ცოლივით ჩამეძიე.. მარტო მინდოდა ყოფნა, თუმცა არ მაცადეს..
– მაპატიე. მაგრამ ასე მგონია რაღაც გაწუხებს.
– მამაჩემს ვეკამათე. მეტი არაფერი, დღეს ახალი საკამათო თემა გვექნება.. მგონი უმჯობესია ინგლისში დავბრუნდე უკან, აზრი არ აქვს აქ არაფერს, ყველაფერს ჭუჭყის სუნი ასდის..
– სიყვარულსაც?
– მაგას პირველ რიგში..
– კი მაგრაამ ბატონო ტიტე, თვალების ფახუნით ჩაგვერთო თეიკო, თქვენ რა გინდათ თქვათ რომ სიყვარული არ არსებობს? ნამდვილი და წრფელი სიყვარული, რომელსაც თან სდევს ბედნიერება, სიხარული, აღტაცება..
– არსებობს, თუ ვიპოვეთ ძვირფასო თეიკო– არც ტიტე დარჩა ვალში და ჩემი ჭიქიდან ხარბად მოსვა წვენი, სიხარული და აღტაცება არ ვიცი მაგრამ ერთი გზა ხომ ნამდვილად წავა ბედნიერებისაკენ, ეს გზა უნდა ვიპოვო...
– ბევრი არ იარო, ფეხები გეტკინება– გახუმრება ვცადე და გულიანად გადავიკისკისე..
– არა რატომ, მე ვაპირებ თან წაგიყვანო, ასე რომ როცა დავიღლებით ქვაზე ჩამოვჯდებით ხატია... – ჩემი ვითომცა ირონია, წუთში ჩამაშხამა და ვითომდა შემთხვევით დამადო ხელზე ხელი...
მაგიდასთან მხოლოდ მე და ტიტე დავრჩით, უკვე ძალიან გვიანი იყო...გაბრუებულ ტიტეს თმებზე შევეხე და სევდიანი თვალები შემომანათა..
– სახლში წასვლის დროა..
– შენ წადი ხატია, მე გავივლი ცოტას.. მარტო მინდა ყოფნა, სახლში ვერ მივალ, სურვილი არ მაქვს, მამაჩემის დანახვის..
– აქ ვერ დაგტოვებ, წამოდი ლევანთან მიგიყვან, ნასვამი ხარ, სად უნდა იარო მარტომ.
– არ ვიცი გზა დიდია, წავალ სადმე. წადი დაისვენე, სახეზე ფერი არ გადევს..
– არც შენ– ღიმილით ვუთხარი და გასასვლელისაკენ წავიყვანე.მანქანაში ჩავსვი თუ არა მაშინვე ძილმა წაიღო, ჯიბიდან ძლივს ამოვაცალე გასაღები და გაოცებულმა დავუწყე მის სახის ნაკვთებს ყურება..
მანქანა სახლთან გავაჩერე და ტიტეს გამოღვიძება ვცადე, მზრუნველი და თბილი მზერა მომანათა და გამიღმა...
– გაიღვიძე, წამოდი ავიდეთ მოვედით..
– სად მოვედით?– ისეთი ხმთ მკითხა გეგონებოდათ ქალიშვილი გოგო იყო და მოვიტაცე.
– ჩემთან სახლში...
– რაიმეს მიპირებ?– ხუმრობა სცადა ტიტემ და ტკივილ–ნარევი ღიმილით დამაჯილდოვა..
– კი უნდა შეგაცდინო.. მიდი გადმოდი, გთხოვ, ბევრი არ მალაპარაკო, ძალიან დავიღალე..
ძლივს ავიყვანე კიბეებზე და სანამ კარს გავაღებდი კედელს მიეყუდა,
– არ გეშინია რომ ცუდი ადამიანი ვიყო და რაიმე დაგიშაო ხატია? ასე კარგად როდის მოასწარი ჩემი გაცნობა რომ უკვე სახლში მომიყვანე თანაც ნასვამ მდგომარეობაში?
– არ მეშინია, არ ვიცი რატომ მაგრამ გენდობი, მჯერა შენი. ვიცი რომ კარგი ადამიანი ხარ.. ჩუმად შემოდი ეხლა ნინას ალბად სძინავს და არ გავაღვიძოთ... შენც არ მომიკვდე რა ძილზე იყო საუბარი, ნინა ტელევიზორთან იჯდა და ისეთი დაძაბული შეყურებდა ფილმს რომ არც გაუგონია ჩემი მისვლა
– რატომ არ გძინავს? დატევით ვუთხარი და საწყალი ისე შევაშინე ლამის ტირილი დაიწყო, მაგრამ ჩხუბს ტიტემ გადამარჩინა...ნინა, ეს ტიტეა ჩემი უფროსი, გეხვეწები კითხვების გარეშე მოუმზადე ჩემი ოთახი და ჩემი ნივთები შენთნ გაიტანე რა...
– ახლავე– ღიმილით მითხრა და ტიტეს თვალი ჩაუკრა...
**
დილით გამოღვიძებულებს მხოლოდ წერილი დაგვხვდა მისაღებში მაგიდაზე, ტიტე კი არსად ჩანდა „მადლობა ყველაფრისათვის და ბოდიში რომ შეგაწუხე. სამსახურში გნახავ.ტიტე“
გული დამწყდა რომ მისი ნახვა ვერ მოვახერხე რომ კიდევ ერთხელ ვერ შევძელი მისი თვალები ასე ახლოდან დამენახა..ნინას გავხედე და გავუღიმე.. შაბათი დღე იყო, სიამოვნებით დავისვენებდი მაგრამ ვიცოდი რომ სამსახურში უნდა ვყოფილიყავი, სხვა გზა არ მქონდა. გემრიელი საუზმის მერე ცოტა ენერგიაზე მოვედი, გრილი შხაპი მივიღე და ოთახში შევედი.. კარადიდან ჯინსის შარვალი გადმოვიღე და თეთრი ფერის პენაგი გადავიცი... ხუთ წუთში მზად ვიყავი წასასვლელად. საბუთები მოვაგროვე, ყველაფერი ჩანთაში ჩავაწყვე და სალიდან გავედი..
ოფისში ისეთი სიჩუმე იყო გამეფებული ცოტა არ იყოს და შემეშინდა კიდეც.. თეთრი ფერის კედლები და განათება ჩემშ საოცარ გაცდას იწვევდა.. სწრაფი ნაბიჯით შევედი კაბინეტში და განერვიულებული ჩავჯექი სავარძელში....
კარზე კაკუნმა შემაკრთო და ადგილზე შევხტი, გაღიმებული შემოვიდა ლევანი და მშვიდობიანი დილა მისურვა..
– ლევან, რა კარგია რომ მოხვედი სწორად შენთან მქონდა საქმე...იცი გუშინ ბარში ტიტეს შევხვდი შემთხვევით, ნასვამი იყო და ვიღაცას ემუქრებოდა მოგკლავო . მერე მითხრა ვიღაც უჩა ყოფილა, ასეთი გაცეცხლებული ტიტე არც ისე კარგი დასანახი იყო ლევან, რა ხდება? ოღონდ იცოდე არ უთხრა რომ მე გითხარი რა.
– სულ გადაირია ეს ბიჭი, ნეტა ახლა სადაა? ახლავე დავურეკავ და გავარკვევ ერთი რის გაკეთებას აპირებდა..
– მოიცადე ლევან, ბოლომდე არ მითქვამს, ღამე ჩემთან ეძინა– ამ ბოლო სიტყვაზე ლევანმა გაფითრებულმა შემომხედა.. მოიცა მოიცა, ის არაა რაც შენ იფიქრე ლევან . სახლში წასვლა არ უნდოდა– მამაჩემთან ვიკამათეო, შენი მისამართი არ ვიცოდი ამიტომ ღამე ჩემთან მივიყვანე, დილით კი ისე გაპარულა ვერც მე გავიგე და ვერც ნინამ..
– შტერია რა, ფუ, ამის დედაც, რა სულელია ამხელა ბიჭი. ჭკუა ვერ ვასწავლე, ახალი მიზეზი მისცა მამამისს, ხატია, მადლობა რომ მითხარი..
– იქნებ არ უნდა მეთქვა ლევან, მაგრამ, ძალიან ვინერვიულე, ისეთ მდგომარეობაში იყო რომ გული ძალიან მეტკინა..
– კარგი არ იდარდო, ყველაფერს მოვაგვარებ, როგორც კი მოვა დაველაპარაკები ...

**
საკონფერენციო დარბაზში ვიჯექით, მეც და ტიტეც გათიშულები ვუსმენდით ლევანის აღტაცებით გამოწვეულ საუბარს, ბოლოს გაანალიზა რომ ძალიან შორს ვიყავით და საბუთები მაგიდაზე დაახეთქ..
– თქვენ რა არ მისმენთ? ქალბატონო ხატია მითხარით ერთი სადაა ბიუჯეტის აღრიცხვა?
– რა თქვით ბატონო ლევან?– გაოცებულმა ავხედე და მივხვდი ზედმეტი მომივიდა, მაპატიეთ მე ხვალ ჩაგაბარებთ, უფრო სწორად ორშაბათს..
– მეხუმრებით თქვენ ორნი? ტიტე შენ რაღა გჭირს?
– თავი მისკდება რა ლევან, ნუ გაყვირიხარ დედაჩემივით..
– თავი უკსდება ბიჭს, წუხელ ახალი სკანდალი რო მოაწყეთ თქვენ ორმა თავი მაშინ რატომ არ გაგისკდა?
– შენ რა იცი? – გაბრაზებულმა თქვა და მზერა ჩემსკენ გამოაპარა..
– მაგას ნუ უყურებ, მაგან უკვე მიიღო გაფრთხილება, ეხლა შენი ჯერია. ჩემი ერთი ნაცნობი იყო და იმან დამირეკა, გიჟივით მოვვარდი და იქ აღარ დამხვდი, სად ჯანდაბაში წახვედი იმ შუაღამისას? მამაშენმა დამირეკა სახლშიც არ მისულხარ..
– ხატიასთან მეძინა..
– გააფრინე??– გამწარებულმა დაკრა მუშტი მაგიდას ლევანმა და მაგიდის თავში მჯდარ ტიტეს გვერდით მიუჯდა, იმაზე მაინც თუ იფიქრე, ვინმე რომ აგკიდებოდათ და სურათები გადაეღო? იმაზე იფიქრე რომ შაუაღამეს მიადექი გასათხოვარ გოგოებს სახლში, რას იტყვიან მეზობლები, ხანდახან მართლა ვერ გცნობ ტიტე, ძმაო რა გჭირს, ეს საქართველოა, ეს ინგლისი არაა, მესმის რომ მიეჩვიე.
– ლევან საკმარისია. ტიტე მე წავიყვანე, არ მოდიოდა, სხვა გზა არ მქონდა, ამის გამო ნუ ვიკამათებს, ტიტეს ადგილას შენ რომ ყოფილიყავი მაშინაც ასე მოვიქცეოდი...
– შენ არაფერს გვეტყვი არაბულო?
– კამათის თავი არ მაქვს ლევან, ცუდიაა თუ ჩემზე ასე ფიქრობ რომ შემიძლია შუაღამეს მივადგე ხატიას და... გაგრძელებაც არ ღირს ...ძმაკაციც შენნაირი უნდა ყავდეს კაცს რა.. სწრაფად წამოხტა სკამიდან და ლამის სირბილით გავარდა გარეთ.. ისე ძლიერად მოგვიჯახუნა კარები რომ ფანჯრებმა ზრიალი დაიწყო.. ლევანს ალმაცერად ავხედე და მეც კარებისაკენ წავედი, მკლავში ხელი მტაცა და შემომატრიალა..
– ხატია, მაპატიე, ზედმეტი მომივიდა. ნერვები მღალატობს როცა ვიცი რომ ტიტეს პრობლემები ექნება. გეფიცები როგორც ძმა ისე მიყვარს, მამაისთან კამათის მერე ისიც უგუნებოდა და მეც. არ ვიცი როგორ დავეხმარო, გურამ ბიძიას უნდა რომ ყველამ მის ჭკუაზე ვიაროთ , ტიტე ამას არ ეგუება და მოკლედ მართლა გიხდი ბოდიშს..
– არაუშვა ლევან, მე იმიტომ არ მითქვამს რომ შეურაწყოფა მიგეყენებინა მისთვის და მერე ჩემთვის...
**
გაბრაზებული გამოვედი ოთახიდან და ტიტეს კარზე მივუკაკუნე. ჯიბეებში ხელებჩაწყობილი გადაყურებდა ეზოს. ხმაურზე შემოტრიალდა და წელში გამართული წამოვიდა ჩემკენ.. ხელით მანიშნა მის წინ მდგარ სავარძელზე დაჯექიო. მერე ჩემს წინ მსუბუქად ჩაეშვა სავარძელში ამღვრეული თვალებით შემომხედა..
– ძალინ მცხვენია გუშინდელის გამო, მართლა ბოდიშს გიხდი, ლევანი მართალია შენზე უნდა მეფიქრა, უსინდისოდ მოვიქეცი...
– ჩუ,, გთხოვ გაჩუმდი, ეს მე მიგიყვანე ჩემს სახლში, ცუდი არაფერი გაგიკეთებია ტიტე, არაფერი გიკადრებია ზედმეტი, არ მესმის რატომ ართულებ ყველაფერს.. იცი , მას მერე რაც მარტო დავრჩი ადამიანების ნდობა აღარ მქონდა, შენთან მეგობრობამ ეს ნდობა ისე გააღვიძა ჩემში, იმ დიდმა ტკივილმა ყველაფერი ჩაკლა ჩემში, კარგა ხანს მოსიარულზე მკვდარს ვგავდი, რომელსაც სული ამოაგლიჯეს და გული დაუფლითეს, შენ კი რეალობაში დამაბრუნე, საშუალება არ მომეცი თავი შორს დამეჭირა შენგან..
– ლევანის სიტყვებმა ხასიათი გამიფუჭა, ვიცი რომ ჩემზე ზრუნავს მაგრამ ხანდახან ზედმეტი მოსდის.. არ გაბრაზდე მასზე, ის მართლა კარგი ადამიანია, ჩემთვის ძმასავითაა, არასოდეს გამომირჩევია ჩემი ძმისგან , ერთად გავიზარდეთ და მინდა რომ მის მიმართ წყენა არ დავიტოვო გულში, ვიცი ცოტა ხანში შემოვა და ბოდიშს მომიხდის მაგრამ მაინც მეტკინა გული.
– შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, ტიტე...
კიდე ბევრი თბილი სიტყვის თქმას ვაპირებდი მაგრამ მდივანმა მაცნობა თქვენთან მნახველია და გელოდებათო, გაიცებულმა შევხედე ტიტეს და ოთახიდან გავედი. კაბინეტში ზურა ბიძია მელდებოდა, დაღონებული სახით იჯდა და დანა პირს არ უხსნიდა, გულმა რეჩხი მიყო, მივხვდი რაღაც ცუდი უნდა ეთქვა..არაფერი შევიმჩნიე დაველოდე სანამ თვითონ მეტყოდა რაიმეს..
– ზურა ბიძია როგორ გამახარეთ რომ მოხვედით, მართლა არ გელოდით. რამ შეგაწუხათ. მოხდა რაიმე? აღშფოთება ვერ დავმალე და თვალებში ჩავხედე..
– ვეცადე ყველაფერი უშენოდ მომეგვარებინა შვილო მაგრამ არ გამომივიდა.. ვერ შევძელი.... იმაზე უფრო რთულადაა საქმე ვიდრე წარმომედგინა.
– კი მაგრამ რა ხდება? მისკენ წავედი და წინ დავუდექი, ხელები უკანკალებდა და ქვედა ტუჩი ნერვიულობისაგან უთრთოდა.. ჩემგან რამოდენიმე ნაბიჯი გადადგა და შემომხედა..
– თქვენი სახლი, ბანკშია ჩადებული, არ ვიცი მამაშენს ეს ფული რაში დასჭირდა მაგრამ, თუ ერთ კვირაში თანხას არ შეიტანთ, ბინას ბანკი დაგაცლევინებს შვილო...
ვიგრძენი როგორ გამეხლიჩა გული შუაზე, როგორ მეტკინა რაღაც, ასე მეგონა ნემსებს მირჭობდნენ გულში და სისხლის სათითაო წვეთს მიწურავდნენ.აღარ მყავდა მშობლები და ახლა ამ ყველაფერთან ერთად ვკარგავდი უზარმაზარ სახლს რომელშიც ჩემი ბავშობის ულამაზესი დღეები მქონდა გატარებული....
– რამდენია თანხა გადასხდელი ზურა ბიძია– ძლივს ვკითხე და ცრემლები გადმომცვივდა... სავარძლის თავს ხელით დავეყრდენი რომ არ დავცემულიყავი..
– 50 000 შვილო, თანხა ძალიან დიდია, როგორც ჩანს მამაშენს პროცენტიც არ გადაუხდია, თანხა თანდათან გაიზარდა...
– 50 000? მეხუმრებით? ეს თანხა საიდან მოვიტანო, ღმერთო რა დავაშავე ასეთი...ნერვიულად დავიწყე შუბლის სრესვა და თან თითებს ვიმტვრევდი, ვერ ვფიქრობდი ამხელა თანხა საიდან უნდა მომემატა... შეუძლებელია, არ არსებობს, მამაჩემმა ასეთი რამე როგორ გააკეთა? მე რატომ არაფერი ვიცოდი? ისტერიულად დავიწყე ყვირილი და ტირილი, ხმაურზე ტიტე და ლევანი შემოცვივდნენ და გაოცებულებმა დაგვიწყეს ყურება ხან მე და ხარ ზურაბს... ყველაფერი მე რატომ მემართება? რა ჯანდაბა ხდება ამ ჩემს ცხოვრებაში მიხსენით ვინმემ.. ერთ კვირაში სახლის გაყიდვასაც ვერ მოვასწრებ ...
– რა ხდება ხატია? ინერციით მომვარდატიტე და ორივე მკლავში ხელი მტაცა.. ამიხსენით რატომ ტირის? რა ხდება?
– ჩემი სახლი ტიტე, სახლი აღარ მაქვს...
– ასე ნუ ამბობ შვილო, ჯერ კიდევ არის დრო...
– რა დროზე მელაპარაკებიტ ზურა ბიძია? სად მაქვს დრო, და რომც მქონდეს გგონიათ ერთ საათში ვიშოვი 50 000 ?? საიდან მოვიტანო ამხელა თანხა, არ მინდა სახლის დაკარგვა, ეს ერთადერთია რაც გამაჩნია, ნინას როგორ ვუთხრა? არა ეს უკვე ნამეტანია, არ ვიცი რის გამო მსჯის უფალი ასე... ამხელა თანხას ვინ მომცემს? საიდან ვიშოვო , როგორ მოვიქცე,– სასოწარკვეთილი დავდიოდი ოთახში და თან ცხარე ცრემლით ვტიროდი..
თვალები რომ გავახილე ისევ ჩემს კაბინეტში ვიყავი ოღონდ ამჯერად ვიწექი, თავი ტიტეს კალთაში მედო და ისევ ვტიროდი, თავზე დამყურებდა შეშინებული ლევანი და ზურა ბიძია, სასწრაფოს ექიმი კი წნევას გამალებით მიზომავდა..
– ნერვიული შეტევა აქვს, ისე თქვა ექიმმა თითქოს სასიკვდილო დიაგნოზი დამისვა და ხელის გულზე ვალერიანია მწვანე აბები გადმომიყარა.. დალიეთ და დამშვიდდით, ცხოვრებაში ამაზე უარესებიც ხდება გოგონა..
– ამაზე უარესი უკვე აღარაფერი მოხდება ჩემს ცხოვრებაში..– ტირილით ვუთხარი და ტიტეს ავხედე.. გავარვარებული ხელი ნაზად გადამისვა შუბლზე დაა გამიღიმა.
– მე ხო შენთან ვარ. არ იდარდო, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერს მოვაგვარებთ..დამიჯერე, მენდე ხატია.. არაფერი არ არსებობს ისეთი რაც არ გამოსწორდება, ასეთი მხოლოდ სიკვდილია... მერე მშვიდად მაკოცა ხელზე ოთახიდან გავიდა..
**
დღეებმა ისე უცებ გარბინეს ერთმანეთის მიყოლებით რომ ვერც კი შევნიშნე როგორ მოვა პარასევი დღე, ფეთიანივით წამოვხტი ფეხზე და აივანზე გავვარდი.შეშინებული შემოვიდა ნინა ოთახში და ზურგიდან მომეხვია, არ ვიცოდი რა მეთქვა, როგორ, რანარიად, რა სიტყვებით უნდა ამეხსნა მისთვის რომ სულ რაღაც ერთ საათში ბინიდან ისე გაგვყრიდნენ როგორც ძალით შესახლებულებს, გული მეწურებოდა, ცრემლებმა თავისით მონახეს გზა და ტირილი დავიწყე..
– ხატია რამე მოხდა?– ლამის სლუკუნით მკითხა ნინამ და უფრო მაგრად მომიჭირა ხელები..
– ხო, ძლივს ამოვღერღე და მისკენ შევტრიალდი, სახლი აღარ გვაქ იცი?მამას ეს ბინა ბანკში ჩაუდია ნინ, 50 000 უნდა გადაგვეხადა რომ ბინა დაგვეხსნა , საიდან როგორ, რანაირად მომეტანა ამხელ თანხა..აი ახლა წუთი წუთზე ვეოდები როდის მოვა ბანკის წარმომადგენელი და გვიბრძანებს ბინა დავცალოთ.
– არა, შეუძლებელია, ახლა რა უნდა გავაკეთოთ? ახლა როგორ მოვიქცეთ? ხატია, სად წავიდეთ? ნუნუ დეიდასთან? მასთან ცხოვრება არ მინდა ხატია, რამე გააკეტე , გთხოვ..
– არ ვიცი რა გავაკეთო ნინა, მართლა არ ვიცი, ჩიხში მოვექეცით, ასეთი უმწეო არასოდეს ვყოფილვარ..არასოდეს მიგრძვნია თავი ასე დაუცველად..
კარზე გბმულმა ზარმა ნაწყვეტებად გაიარა ჩემს გონებაში, სწრაფად ამოვიცვი ჯინსი და სკამზე გადაკიდებულ მაისურში გავუყარე ხელები.. ნინა ტირილით გამომყვა უკან, ხელის გულებით მოვიწმინდე ტირილისაგან დასიებული თვალები და კარი გავაღე..ჩემს წინ მაღალი სიმპატიური ბიჭი იდგა გოგონასტან ერთად და მიღიმოდა..
– თქვენ ალბად ხატია ყანჩელი ხართ არა? ჩვენ ბანკის წარმომადგენლები ვართ ქალბატონო ხატია, ალბად იციტ თქვენი სიტუაციის შესახებ..
– დიახ, შეხსენება რა საჭიროა მობრძანდით..
ორივე ღიმილნარევი სახით შემოვიდა. გუნებაში ვფიქრობდი ნეტა ვიცოდე რა ჯანდაბა აცინებთ და უხარიათ –თქო, რომ კარზე მეორედ გაისმა ზარის ხმა.. ამჯერად გაოცება ვერ დავმალე როცა ჩემს წინ ტიტე იდგა, მისმა დანახვამ თითქოს ძალა მომმატა, მისკენ ორ ნაბიჯი გადავდგი დამაგრად ჩავეხუტე..წამში ვიგრძენი მისი თბილი ხელები ჩემს ბეჭებზე და გამიღიმა. ოთახში ერთად შევედით..მის დანახვაზე მაშინვე ფეხზე წამოდგა ბანკის თანამშრომელი და გულიანად მოიკითხეს ერთმანეთი.. არაფრად მიმიჩნია ცნობილი მამის ცნობილი შვილი იყო, რა გასაკვირი იყო ასეთი ურთიერთობა.. რამოდენიმე უთის განმავლობაში ავსებდნენ დოკუმენტებს, ნინა ჩემზე ჩახუტებული იჯდა და სლუკუნს არ წყვეტდა.. ბოლოს გოგონამ გამიღიმა და ფურცლების დასტა გამომიწოდა..
– ქალბატონო ხატია, აქ ხელი უნდა მოაწეროთ რითაც დავადასტურებთ რომ ბინა ისევ თქვენ მფლობელობაშია და რო ვაი სრულიად არის დაფარული..
– ვერ გავიგე, რას გულისხმობთ? რას ნიშნავს ეს ყველაფერი.. აივნის კართან მდგარ ტიტეს გავხედე და ყველფერს მივხვდი....შენ გადაიხადე თანხა ხო ასე? – თავი დავხარე და ცრემლები ვერ შევივანე, ჩემსკენ წამოვიდა და გულში ჩამიკრა..
– ხო გითხარი მე შენთან ვარ და ნუ გეშინია–თქო. შენ კიდევ არაფრად მიიღე ჩემი სიტყვები..
– კი მაგრამ ტიტე..
– ამაზე მერე ვილაპარაკოთ ხატია, ახლა ხელი მოაწერე.. გულზე მომეშვა, თითქოს მხოლოდ ახლა გავიაზრე რომ ისევ ვარსებობდი..ნინა სწრაფად გაიქცა ოთახში და ზურა ბიძიას დაურეკა ახალი ამბის სათქმელად..ხელმოწერილი საბუტები გოგონას მივაწოდე და ამჯერად მეც გავიღიმე,
– ნამდვილად გაგიმართლათ ქალბატონო ხატია, ასეთი მეორე ნახევრის ყოფნით როგორც თქვენ გყავთ, მე პირადად ნამდვილად შემშურდა.. ღიმილით მითხრა და ტიტეს ახედა...
ყველანი ერთად ვიჯექით ტიტეს სახლში წყნეთში და ჩემი სახლის გადარჩენას ავღნიშნავდით... შამპანურით სავსე ბოკალი მაგრად მომიჭახუნა ტიტემ და გამიღიმა.. გული საოცრად მიკრთოდა მის გამოხედვაზე. ქრონიკულად მინდოდამასტან ცახუტება და მისი ალერსი, ხანდახან მეგონა რომ თავს ვერ ვაკონტროლებდი.. მეშინოდა რომ ძაიან შემიყვარდებოდა და ეს სიყვარული ტკივილს მომიტანდა,, მეშინოდა რომ ყველაფერი ისე კარგად და ლამაზად არ იქნებოდა როგორც მე მინდოდა...
– შენი ვალიდან ვერასოდეს ამოვალ ტიტე, არ ვიცი ეს სიკეთე როგორ უნდა გადაგიხადო...
– მე ვიცი, ხელი მომკიდა და მაგიდიდან ამაყენა, ლევანს მივაძახე ჩემ დას მიხედე–თქო და ტიტეს გავყევი..
ეზოს ბოლოში საოცარი სანახაობა იყო, აი ზუსტად ისეთი ზღაპრებში რომ არის...პატარა შადრევანი, მის წინ სკამი, ყვავილებით გადახურული ხეივანი, საოცარი სურნელი იდგა.. თავზე უზარმაზარი მთვარე დაგვნათოდა.. ცრემლიანი თვალებით ავხედე ტიტეს და მადლობის თქმა დავაპირე რომ გამაჩუმა..მერე თბილად მაკოცა ლოყაზე და ცრემლები მომწმინდა.. თავი ამაწევინა და თვალებში ჩამხედა...ვგრძნობდი როგორ მიხშირდებოდასუნთქვა, სისხლი მიდუღდა, ელვის სისწრაფით დაქრობდა მთელს სხეულში და ტვინში მასხამა.... ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ოდნავ შემეხო მისი ათრთოლებული ტუჩები ტუჩებზე..თვალები დავხუჭე და მისი ტუჩების გემო მთლიანად ავღბეჭდე ჩემს გონებაში...
– ხატია, არ ვიცი რა გავაკეთე– ღიმილით მითხრა და ზურგი მაქცია.. მისმინე, ალბად სასმელმა გამათამამა მაგრამ თავს ვერ ვერევი, როცა შენს გვერდით ვარ თავს ვერ ვთოკავ, მხოლოდ შენს ტუჩებზე ვფიქრობ, ტვინი აზროვბენას წყვეტს და მხოლოდ შენს შეხებაზე და სითბოზე მინდება ოცნება, ალბად გიჟი გგონივარ..
– მოიცადე, ერთი წუთით მოიცადე – ჩემსკენ შემოვატრიალე და ტავი ავაწევინე, ესეიგი ესაა იმ 50 000 სანაცვლო შემოთავაზება?? ამს მთავაზობ? შენ მე ვინ გგონივარ? გგონია რადგან ის თანხა გადაიხადე შენი საყვარელი გავხდები??– მთელი ძალით მოქნეული ხელი სახეში გავარტყი და სირბილით გავიქეცი მაგიდისაკენ, მაგრამ დამეწია, ხელი მტაცა და გულზე მიმიკრა..
– ასეთი სულელი როგორ ხარ? როგორ გგონია ვგავარ ისეთ კაცს , ქალს რომ ასე პირდაპირ შესთავაზოს საყვარლობა? გგონია საყვარლად მჭირდები? ის რის თქმას და ახსნასაც ვაპირებდი უკვე აზრი დამაკარგინე ხატია, მე არ მეგონა შენ თუ ასე ფიქრობდი ჩემზე. სრულიად უცხო შუაღამეს სახლში მიმიყვანე და მაშინ არაფერი იფიქრე ჩემზე, ახლა როცა მომინდა ჩემი გრძნობა გადმომეცა შენთვის ახლა არაკაცი და ალფონსი გამომიყვანე..ის რისი თქმაც მინდოდა სულ სხვა რაღაც არის.. ის რაც მინდოდა შენთვის დაუვიწყარი ყოფილიყო, ჯობია დაივიწყო.. მშვიდად, აუღელვებელი სახით მაკოცა ლოყაზე და ჩაბნელებულ ეზოში მისი აცრემლებული თვალები მთვარის შუქზე უფრო კაშკაშა და ლამაზი გახდა..
**
მთელი კვირა ტიტე სამსახურშ არ გამოჩენილა, ან ჯინაზე იქცეოდა ასე, როცა მე მივდიოდი ის მაშინვე გადიოდა..მისი დანახვა ისე მომენატრა რომ შუა ოთახში ურცხვად ტირილზეც არ ვამბობდი უარს...უკვე ათი საათში ხდებოდა, ჯერ კიდევ სამსახურში ვიყავი და შემობის გადახურვას ვაპროექტებდი, როცა ლევანი შემოვიდა და ჩემს წინ დაჯდა, მისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ხელიდან ფანქარი გამომგლიჯა და ოთახში მოისროლა.. გაოცებულმა ავხედე.
– ბოლოს და ბოლოს იტყვით რომელიმე რა მოხდა თქვენ ორს შორის?
– არაფერი მომხდარა. უმალ ვუარყავი და მზერა ავარიდე..
– კი როგორ არა დაგიჯერე.. ისიც მას ამბობს , არაფერი მომხდარა. მაშინ მითხარი რატომ გარიდებს ტიტე თავს, რატომ გარბის უკანა კარიდან როცა შემოდიხარ? ხატია, რა მოხდა მითხარი, ტიტეს ცუდად იცნობ, ის არაა იმ კატეგორიის კაცი რომ ვინმეს უმიზეზოდ ატკინოს გული.. რამე გაკადრა? იქ რა მოხდა ეზოში
– ცდები, გული მე ვატკინე, მე დავამცირე, მისი ნათქვამი ცუდად გავიგე ლევან, ახლა გზა არ მაქვს რომელიც მასთან მიმიყვანს, არ ვიცი რა სიტყვებით უნდა მოვუხადო ბოდიში..
– კი მაგრამ რა მოხდა ასეთი?
– მაშინ წყნეთში, ყველაფერი ცუდად გავიგე ლევან, ტიტეს უნდოდა თავისი გრძნობა გაემხილა ჩემს მიმართ, უნდოდა თავისი გვერდში დგომა და სიმპატია დაენახებინა , მე კიდევ რა გავაკეთე, მისი სიტყვები ცუდად გავიგე, ვუთხარი გინდა რომ იმ ფულის სანაცვლოდ საყვარლად გამიხადო–თქო..
– ახლა გასაგებია ყველაფერი.. ახლა მესმის რატომ ადანაშაულებს თავის თავს.. მხოლოდ ის მითხრა ყველაფერი ცუდად ავუხსენი და მეტის ღირსი ვარო. მაგრამ ცუდი იცი რა არის? ქალებს ერთი თვისება გაქვთ, არასოდს აცდით კაცს ბოლომდე თქვას სათქმელი, შენ ხომ არაფერი არ იცის ტიტეს შესახებ არ იცი როგორ სტკიოდა შენს გამო....
– მისმინე ლევან, დამეხმარე რომ ეს გაურკვევლობა მოვაგვარო რა, ძალიან გთხოვ ასე ყოფნა ძალიან მიჭირს, სამსახურში მოსვლა აღარ მინდა,, მინდა ისევ ვხედავდე და ისევ ველაპარაკებოდე, მინდა ისევ ვგრძნობდე მის სითბოს და...
– გიყვარს? მოულოდნლად მკითხა ლევანმა და ალმაცერად გამომხედა..
– არ ვიცი , ჩემს გრძნობებში უნდა გავერკვე მაგრამ დამეხმარე რა...
– კარგი ადექი, მასთან წავიდეთ... ჩანთას ხელი დავტაცე და ლამის სირბილით გავედი ოთახიდან რომ ტელეფონმა დარეკა... სიხარულით ნაპასუხებ ზარს, გულში გაუსაძლისი ტკივილი მოყვა და მაგრად ჩავკიდე ლევანს ხელი რომ არ დავცემულიყავი....
– ნინა, ავარიაში მოყვა, საოპერაციოშია– ძლივს ამოვღერღე და სირბილით გავიქეცი მანქანისაკენ...


სირბილით შევვარდი საავადმყოფოში, გული კი არა სული მტკიოდა ამდენი მოულოდნელობებისაგან.. ფეხები მიცახცახებდა.. საოპერაციოს კართან მაღალი გამხდარი ბიჭი იდგა თავჩაქინდრული და დაჭიმულ მუშტს კედელს ურტყავდა, დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა..
– თქვენ ხატია ხართ ნინას და?
– მე ვარ, და თქვენ ვინ ხართ? ნინა როგორ აღმოჩნდა თქვენთან ამიხსენი რა მოხდა?
– მე , თქვენი დის შეყვარებული ვარ– გაღიმებულმა მითხრა და ხელი გამომიწოდა....
– იდიოტი ხარ ბიჭო??? – იმხელა ხმაზე ვიყვირე ყველამ შემომხედა, რა ჯანდაბა გაცინებს ჰა? ორივე ხელი მკერდში დავკარი და კედელს მივახეთქე, ცხვირ– პირს დაგინგრევ არაკაცო შენ, ჩემი და საოპერაციოშია და გიხარია რამე? მითხარი როგორ მოხდა ავარია მალეე!– კბილებში გამოვცარი და პერანგის საყელოში ვტაცე ხელი...
– ვიკამათეთ, უფრო სწორად იეჭვიანა , ქუჩაზე გადაირბინა და მოულოდნელად შეეხაჯა მანქანა. მძღოლი დაკითხვაზე ყავთ...
– ნამდვილი იოდიოტები ხართ ორივენი, ჩემი და უფრო, იმას მაინც თუ ხვდებით რომ ის საწყალი ადამიანი უდანაშაულოა და ცოდვა აკიდეთ? მითხარი ერთი როდის აქედან ხარ ნინას შეყვარებული? არ მეგონა ასეთ რამეს თუ მიმალავდა..
– უკვე ერთი წელია..
– რააა? ერთი წელია შეყვარებულები ხართ?ღმერთო რა დავაშავე ასეთი, რა უბედურება ხდება ჩემს თავს, ასე ვინ დამწყევლა.. ხედავ ლევან? იმის უფლებას არ მაძლევს ჩემი ბედი ცხოვრება მოვიწყო, იმის უფლება არ მაქვს ვინმე მიყვარდეს, მხოლოდ სხვის ტკივილზე ვარ დამოკიდებული..ტირილს ვუმატე და ლევანმა გულში მაგრად ჩამიკრა..
ყველანი მოსაცდელში ვიჯექით და ექიმის გამოსვლას ველოდებოდი.. ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ნუნუ დეიდა ასე განიცდიდა ჩვენს ცუდად ყოფნას, დედასავით მედგა გვერდით და თვლებიდან წამოსულ ცრემლებს მიწმენდდა. ნაბიჯების ხმამ შემაკრთო, ჩვენსკენ შემზარავი სახით მოდიოდა ტიტე. დავინახე თუ არა ფეხზე წამოვდექი, მთელს სხეულში ვულკანივით იფეთქა ენერგიამ, არ ვიცი რა ძალამ შემაძლებინა მაგრამ სირბილით წავედი მისკენ და მთელი ძალით ჩავეხუტე... ძლიერად შემომხვია მკლავები და თავზე მაკოცა, მივხვდი რომ ეს მაკლდა, ეს მჭირდებოდა ყველაზე მეტად . ახლა არაფრის მეშინოდა, ვიცოდი რომ ახლა ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა..
– როგორაა ნინა? ჩურჩულით მკითხა და განზე გამწია..
– არაფერი ვიცით.. ოპერაციის დასრულებას ველოდებით...
– მაპატიე რომ აქამდე ვერ მოვედი, განყოფილებაში ვიყავი, დაკითხვას ვესწრებოდი, ის კაცი გაუშვეს, ხატია, დამნაშავე არ იყო, საწყალი ისე იყო შეშინებული აქეთ სასწრაფოს გამოძახება დასჭირდათ..
– ვიცი იმ მაღალმა მითხრა ... მოიცადე, შენ საიდან გაიგე რომ ნინა..’
– მაგ მაღალმა დამირეკა..სანამ გონებას დაკარგავდა ნინამ ჩემთან დარეკვა სთხოვა რომ შენ არ გენერვიულა. შეეშინდა რომ ეჩხუბებოდი, იცოდი რომ ნიკა მისი შეყვარებული იყო??
– არა გეფიცები მოვკლავ.... მადლობა რომ მოხვედი, რომ გვერდით ხარ მადლობა ტიტე, ძალიან მაკლდი...
– ხატია, მეგობრებს ყოველთვის გვერდში ვუდგავარ იცოდე– ხაზგასმით მითხრა და ლევანისაკენ წამიყვანა.. მისმა სიტყვამ მეგობრებსო ისე გამიკაწრა გული რომ გაქცევა მინდოდა, იქ სადაც ჰაერი იქნებოდა, იქ სადაც შევძლებდიმუხლებზე დამხობას და ყვირილს.. იქ სადაც ვიყვირებდი რომ ჯერ არ დაწყებული გრძნობები გავანადგურე და გადავთელე..ლევანი მაშინვე მიხვდა რაღაც რომ წესრიგში არ იყო და ოდნავ გამიღიმა, თვალებით მანიშნა არ იდარდოო... მერე ტიტეს რაღაც გადაუაპარაკა და ორივე დერეფნის ბოლოსაკენ წავიდა...
დუმდა ლევანი და ტიტეც დუმდა. ანდა რა ქონდა სათქმელი ტიტეს,ლევანმა დაუძახა, მას ქონდა ასახსნელი და გასარკვევი, ფანჯრის რაფას მიეყუდა და აცრემლებული თვალებით გამომხედა.. გულს ბაგა–ბუგი გაუდიოდა, ისე ძალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს გეგონებოდათ ქმარს ვკარგავდი,ან იქნებ ჩემს ქვეცნობიერს უნდოდა რომ ჩემი ქმარი ყოფილიყო..
ხომ არსებობენ ადამიანები რომლებიც გვესიზმრებიან, და იქ სიზმრებში მაინც ვართ ხომე ბედნიერები ტიტეც მათ რიცხვს მიეკუთვნებოდა.. ხომ გაგვაჩნია ისეთი შეგრძნება როცა ადამიანს დაინახავ და იგრძნობ რომ ისაა ვისაც ამდენი წელი ელოდი.. ამას ვგრძნობდი მეც.. ჯერ არ ვიცნობდი, არ ვიცოდი , ვინ იყო, და მის მიმართ ენით აღუწერელი გრძნობა მქონდა, ამ გრძნობას მე თვითონაც ვერ ვარქმევდი სახელს... ფიქრებიდან ნუნუ დეიდამ გამომაკვია, თავზე მაკოცა და გულში ჩამიკრა...
– ტიტე რა ხდება? ახლა რაღა ხდება თქვენს შორის?
– არაფერი ლევან, სულ ამას რატომ იძიებ?
– არაფერი? თუ არაფერი მაშინ მითხარი რატომ ტიროდა ხატია დღეს სანამ ამ ამბავს გაიგებდა, რატომ დადის ასე გულმოკლული, რატომ მითხრა რომ შენი სიტყვები ცუდად გაიგო და გული გატკინა, რატომ გაურბიხარ ? რატომ მთხოვს დახმარებას შენთან შევარიგო ამიხსენი .. მე და შენ ხო დამალული არაფერი გვქონია არასოდეს..
– არც ახლა გიმალავ ლევან, ჩემი გრძნობები შენ ხო იცი ხატიას მიმართ.რამდენი თვე ვეძებდი, როგორ მინდოდა მისი გულში ჩახუტება, როცა მკითხე რომ იპოვი რას იზავო რა გიპასუხე გახსოვს?
– კი მახსოვს ვეტყვი რომ მიყვარსო..
– ხიდა ამის ახსნა ვცადე, მაგრამ ლევან, სიმართლე გითხრა გული კი არ მატკინა გული მომიკლა ხატიას აზრებმა.. თურმე ჩემზე რას ფიქრობდა მე კიდევ მისთვის მთელი ცხოვრების შეთავაზებას ვაპირებდი...მითხრა იმ ფულის სანაცვლოდ გინდა რომ შენი საყვარელი გავხდეო, წარმოგიდგენია? მე მითხრა ეს? ოდესმე მიკადრებია ვინმესთვის ასეთი რამე? და ამას ვაკადრებდი ქალს რომელიც ასე უცნაურად და შეუცნობლად მიყვარს? მასთან ურთიერთბა აღარ მინდა..
– ანუ? ამბობ რომ ყველაფერი დაამთავრე? ხოდა ძალიანაც კარგი, მაშინ აი ის ბიჭი კუთხეში რომ დგას მამამისთან ერთად, ხო ის, ბატონი ზურაბის შვილია. ისეთი თვალებით უყურებს ხატიას ასე მგონია თვალებით აშიშვლებს ,, ასე მგონია მისი შეჭმა უნდა. და მისი ალერსში გაგუდვა..
– რას ბოდიალობ ეე, გინდა ნერვები ამიშალო უარესად?
– იმას ვბოდიალობ რასაც ვხედავ , შეხედე რა, ბიჭი კვდება ხატიას ყურებით,. აი უყურე ნახე , ნახე როგორ მიდის მისკენ, მისკენ იხრება, ლოყაზე კოცნის, მის ხელს როგორ თბილად ეფერება. გეგონება უნდა გულში ისე მაგრად ჩაიკრას რომ ვერავინ შეძლოს მისი წართმევა და რომ აგაცალოს ეს გოგო ღირსი ხო იქნები ამ შენი სიჯიუტის გამო... წინ მდგარ ლევან ტიტემ ხელი გაკრა , ხმაურზე მისკენ გავიხედე, ჩემსკენ მოდიოდა... არც კი შეუხედავს გიოსთვის, ისე დამტაცა მკლავში ხელი და საავადმყოფოდან ძალით გამათრია.... მანქანაში ჩამტენა და კარები შიგნიდან ჩაკეტა..
– ტიტე რა ხდება?– მომხდარით გაოცებულმა ვკითხე და შევხედე...
– ეს ტიპი ვინაა?? მითხრი ვინააა ასე რომ გიყურებს, გეხება , ასე ახლოსაა შენთან , ვინაა–თქო– გაბრაზებულმა მიყვირა და მკლავში ისე მაგრად მომიჭირა ხელი რომ ტკივილისაგან შევკივლე..
– მეგობარია, ერთად გავიზარდეთ, რა გჭირს გამიშვი მეტკინა..
– როგორ ფიქრობ მე არ მტკივა? ასე რო მექცევი მე არ მტკივა გოგო?????გული გაგაჩნია??? რა უგრძნობი ხარ...
– მომეშვიიი – გაბრაზებულმა დავუბრუნე პასუხი მეც და სახეში გავარტყი. მომეშვი გაიგე? თავი დამანებეე..
– მე შენთვის ვინ ვარ? იქ წყნეთში მომეჩვენა რომ შენთვის სულ ერთი არ ვიყავი, დღეს როცა აქ ჩამეხუტე ვიფიქრე რომ შეგეძლო ჩემს გრძნობაზე გრძნობითვე გეპასუხა. მითხარი მე შენთის ვინ ვარ...
– შენ ჩემი უფროსი ხარ..– დამარცვლით ვუთხარი და ჯიქურ ჩავხედე თვალებში...
– გასაგებია, ყველაფერი ისე კარგად ამიხსენი რომ არავითარი კითხვა არ გამაჩნია ხატია მეტი... მერე კარები გამიღო და გადადიო მითხრა....გული ჩამწყდა რომ სისულელეს ვაკეთებდი , არ ვიცი რატომ მაგრამ თითქოს განზრახ ვიშორებდი გვერდიდან, არადა როგორ მინდოდა ბეღურა ჩიტივით თავის მკერდში შევეფარებინე...
– არ ამოხვალ?– ისე ვკიტხე რომ ცრემლები ძლივს შევიკავე..
– ყველა ფასეული ადამიანი იქ გყავს, მე არავინ ვარ. გადადი და ადი . იქ ჩემი ადგილი არ არის....
ნახევარი საათის მერე ოფლში გაწურული გამოვიდა ექიმი და ყველას სათითაოდ გვკითხა სისხლის ჯგუფი... გაოცებისაგან პირი დავაღე როცა გავარკვიე რომ ნინას სისხლი არც ჩემსას და არც ჩემი მშობლებისას არ ემთხვეოდა... ახლა პირველ რიგში სისხლის დონორი უნდა მომეძებნა..სულ რამოდენიმე წამიღა მჭირდებოდა და ეს გაურკვევლობა და ნერვიულობა ჭკუიდან ამწევდა..კიბეებზე ნაბიჯების ხმა გავიგონე და თავაუწევლად დავინახე წელში გამართული ამაყად მოდიოდა ტიტე ჩვენსკენ, გვერძე ისე ჩამიარა ვითომც არავინ ვყოფილიყავი, მკვეთრად და გასაგებად გავიგე როგორ უთხრა ექიმს მე მაქვს პირველი დადებითიო და კაბინეტში შეყვა... გაფითრეებული სახით გამოვიდა და ლევანმა მაგრად ჩაიკრა გულში, მივხვდი რაღაც ხდებოდა მათკენ წავედი მაგრამ დამინახა თუ არა ტიტემ ლევანს დაემშვიდობა და ზურგი მაქცია...
**
ერთი კვირა იყო გასული ნინას ოპერაციიდან ყველანი სახლში ვიყავით, ნუნუ დეიდა წუთით არ ტოვებდა ნინას სანამ მე სამსახურშ და ლექციებზე ვიყავი... იმ საღამოს იძულებული გავხაე სიმართლე მოეყოლა, რა თქმა უნდა ნინას თანდასწრებით.. არ მინდოდა ეს ამბავი მოულოდნეად გაეგო ვიღაც სხვისაგან..
– შენ მაშინ ცხრა წლის იყავი ხატია შვილო. როცა ნინა მოევლინა ამ ქვეყანას.. მაშინ სულ სხვა დრო იყო. რთული ცხოვრება გვქონდა ყველას, დედაშენის ფეხმძიმობა კარგად მიდიოდა, მაგრამ როგორც ჩანს მშობიარობის დროს რაღაც მოხდა და ბავშვი მალევე გარდაიცვალა, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა დალი ეს ამბავი რო უთხრეს, მკვდარივით იწვა პალატაში, მის გვერძე საწოლზე პატარა გოგონა იწვა, რომელსაც ასევე ემშობიარა დედაშენთან ერთად, ერთ საღამოს დალისთან ჩუმად მივიდა და უთხრა , ექიმს მოველაპარაკოთ და ჩემი შვილი შენ წაიყვანე და გავითამაშოთ ვითომ ჩემი გარდაიცვალაო. რა თქმა უნდა დალი წინააღმდეგი იყო, ვერაფრით დავითანხმეთ ამ ნაბიჯის გადასადგმელად, ორ დღეში გაწერის დროს, ხმა გავარდა ის გოგონა სამშობიაროდან ღამით გაპარულა და ბავშვი მიატოვა, მთავარი ექიმი მაშნვე დედაშენტან შემოვიდა და უთხრა ისე მოვიქცეთ რომ ვითონ მისი შვილი დაიღუპაო, მაშინ დალის ჭკუაში დაუჯდა ეს ამბავი და ასე გახდა ნინა ჩვენი გოგო... იმის მერე მთელი წელიწადი ეძებდა დალი იმ გოგონას მაგრამ ვერაფრით ვერ იპოვა... ნინა კი საკუთარი შვილივით შეიყვარა. ხელიდან არ სვადა, ღამეებს უთევდა..
– ესეიგი მე და შენ დები არ ვართ?– სლუკუნით მკითხა და ცრემლიანი მწვანე თვალები შემომანათა..
– გაჩუმდი გაიგე? შენ ჩემი და ხარ, ჩემი ლამაზი დაიკო. რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაგაჩინა, მთავარია რომ ერთმა დედამ გაგვზარდა.. რომ არა ეს ოპერაცია ამ სიმართლესაც ვერ გავიგებდით...
– ხატ გადაგიყვარდები? რაიმე შეიცვლება???
– არაფერი ნინა ჩემო ლამაზო, ეს ამბავი ისევ ჩვენს შორის დარჩება, და ვერასოდეს ვერავინ გაიგებს სიმართლეს.
მინდოდა ნინასთვის მეთქვა როგორ მიყვარდა მაგრამ კარზე ზარმა გამაწყვეტინა და კარის გასაღებად წავედი...ზღურბლზე ლევანი და სოფო იდგა ყვავილების დიდი თაიგულით და ტკბილეულით დატვირთულები.. ორივე სახში შემოვიპატიჟე, ლევანმა თეთრი ვარდების თაიგული გაუწოდა ნინას და ღიმილით უთხრა ეს ტიტემ გამომატანა შენთანო, მისი სახელის ხსენებაზე ტანში ჟრუანტელმა დამიარა, ისე მომენატრა მისი სუნამოს სურნელი, თვალები ცრემლით ამევსო და აივანზე გავედი ჩემი თავის საშველად.. თვალებიდან წამოსული ცრემლები უმალ დავმალე და მხარზე ლევანის ხლის შეხება ვიგრძენი..
– გიყვარს არა? – ჩუმად მკითხა და თავზე მაკოცა.. თქვი რომ გიყვარს ხატია, აღიარე რომ გიყვარს, რატომ დუმხარ, ოღონდ მითხარი რომ მართლა გიყვარს და გეფიცები წავალ და ვეტყვი რომ ყველაზე ცუდი კაცი იქნება თუ მიგატოვებს,, დაგეხმარები ოღონდ მითხარი რომ მასთან ყოფნა გინდა..
– არ მიყვარს– ისე ვუთხარი რომ ჩემი ხმა მე თვითონ ძლივს გავიგონე და ოთახში შევედი..
– ეს სიჯიუტე მოგკლავთ ორივეს, ვერ ხვდებით ერთმანეთს კარგავთ?? – ხმამაღლა მომაძხა ლევანმა და უკან დამედევნა..
**
ისე უაზროდ და უფეროდ მიდიოდნენ დღეები რომ დავცარიელი, არაფერი გამაჩნდა, ვერაფერს ვგრძნობდი, ჩემი ქცევა რობოტის ქცევას დაემსგავსა, ერთი და იგივე ქმედებები. სამსახური სახლი უნივერსიტეტი. გაუთვითცობიერებლად ვიქცეოდი, ლექციებზე ნახევრად გათიშული ვიყავი, მხოლოდ ტიტეზე ვფიქრობდი, გულის სიღრმეში ისე მინდო მასთან ყოფნა რომ თავს ძლივს ვიკავებდი მასთან არ გავქცეულიყავი და არ მეთქვა როგორ მიყვარდა.. მაგრამ როცა რეალობის წინაშე ვდგებოდი ვხვდებოდი რომ მეშინოდა, ამ დიდი სიყვარულის პირისპირ შეხვედრის ისე მეშინოდა როგორც სიკვდილის,, გული გამალებით მიწყებდა ძგერას როცა ვფიქრობდი რომ ისევ მეტკინებოდა გული, არადა ვიცოდი რომ ტიტე ასეთი არ იყო, ჯერ კიდევ შერჩენოდ ტუჩებს მისი ტუჩების შეხების სიმხურვალე... ფიქრებით გართული ავდიოდი კიბეებზე ,, ჩემდა გასაკვირად კარი ღია დამხვდა, გაოგნებული შევედი შიგნით სააბაზანოდან ნინას ტირილის ხმა გამოდიოდა, გიჟივით შევვარდი შიგნით და მის წინ მუხლებზე მოწყვეტით დავეცი, მხოლოდ ახლა გავაცნობიერე რას ნიშნავს იყო ქალი, ოღონდ დაიცველი, ისეთი რომ არ გყავს მამა და არ გყავს ძმა, ვინც შენს ნაცვლად შურს იძიებს.. სისხლში მოსვრილი იყო, ტუჩიდან და ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ტირილი კი არა მის დანახვაზე დაჭრილი ლომივით დავიწყე ბღავილი, როცა ხვდები რომ შენი სისხლი და ხორცი შენი და არარად ჩააგდეს, გადაუარეს გადათელეს, ნამუსი ახადეს და სულში ჩააფურთხეს , განა ამაზე დიდი ტკივილი არსებობს რაიმე?? ჩემს ცხოვრებაში იმდენად ბევრი ტკივილი იყო რომ ბედნიერებაზე აღარც კი ვფიქრობდი, ანდა სად მახსოვდა რომ კიდევ არსებობდა სიტყვა ბედნიერება... ფეხზე წამოვაყენე, დასვრილი ტანსაცმელი გავხადე და ოთახში გავიყვანე.. არაფერი მიკითხავს, ვიცოდი ახლა როგორ სტკიოდა.. როგორ უჭირდა ამაზე ლაპარაკი. ამაზე ფიქრიც კი სტკიოდა..
დილით მის გვერდით ჩაცმულს გამომეღვიძა, ნინა გულში მყავდა ჩახუტებული და ჯერ კიდევ არ შემშრობოდა თვალებზე ცრემლი.. მოულოდნელად გადმოტრიალდა ჩემსკენ და ტირილი დაიწყო..
– გეფიცები ხატ, მე არ მინდოდა, დამიჯერე, გეფიცები , დამიჯერე .. მოსკითხად მოვედიო და გიჟივით მეცა, მერე არ ვიცი რა მოხდა, ხელები გადამიგრიხა, არ ვიცი ხატია, როგორ მტკივა ყველაფერი.. არ ვნებდებოდი გამარტყა.. მერე არაფერი მახსოვს გონებაზე რომ მოვედი სააბაზანოში ვიყავი, მე არ მინდოდა, არ მინდოდა... პატრა ბავშვივით სლუკუნებდა ნინა და მაგრად მეკვროდა გულში..
– გაჩუმდი ნინა, გაჩუმდი, არაფერია ყველაფერი გაივლის დაგავიწყდება, გთხოვ არ იტირო, მე შენთან ვარ არასოდეს , გესმის არასოდეს მიგატოვებ... მე შენ მიყვარხარ ისეთი როგორიც ხარ, ჩემო ლამაზო, ჩემო პაწაწინავ.. თმებზე ვუსვავდი ხელებს და ტირილისაგან დასველებულ სახეს ვუკოცნიდი...скачать dle 11.3




№1  offline წევრი lilidrake

Pirveli var 3:)

 



№2  offline ადმინი თუკა

lilidrake
Pirveli var 3:)

მიხარია, ისიამოვნე კითხვით და გამიზიარე შენი აზრი .. heart_eyes heart_eyes
--------------------
4love.ge

 



№3  offline წევრი pekhshvela

უკვე ვგიჟდები ამ ისტორიაზე????კარგი ხარ❣❣

 



№4  offline წევრი ნ ი ნ ა

ეს ისტორია ადრეც მაქვს წანაკითხი და ახლად აღმოჩენა გამიხარდა heart_eyes სულ რამდენ თავად დადებ? ერთიანად წაკითხვა მინდა და მაინრტერესებს რამდენ თავს ველოდო kissing_heart

 



№5  offline აქტიური მკითხველი La-Na

მართლაც რამდენი ტკივილი მიაყენა ცხოვრებამ ხატიას.იმედია გამოსწორდება ყველაფერი და ის ბიჭი დაუსჯელი არ დარჩება
--------------------
ლანა

 



№6  offline ადმინი თუკა

ნ ი ნ ა
ეს ისტორია ადრეც მაქვს წანაკითხი და ახლად აღმოჩენა გამიხარდა heart_eyes სულ რამდენ თავად დადებ? ერთიანად წაკითხვა მინდა და მაინრტერესებს რამდენ თავს ველოდო kissing_heart

დიდი მადლობა ჩემო კარგო. საკმაოდ დიდი მოცულობისაა. სავარაუდოდ კიდევ ორად გავყობ.

pekhshvela
უკვე ვგიჟდები ამ ისტორიაზე????კარგი ხარ❣❣

მადლობაა მიხარია რომ მოგწონს.
--------------------
4love.ge

 



№7 მოდერი zia-maria

ცხოვრება ომია,ცხოვრება ბრძოლაა სადაც ტკივილი გვაჩოქებს,მაგრამ მაინც ჯიუტად მივყვებით გზას.ტკივილში და გაჭირვებაში ფოლადივით გამოწრთობილი ადამიანი არასოდეს არ დაიკარგება,რადგან მან იცის შრომის ფასიც და იმ ცრემლის ფასიც რომელიც ძალიან მლაშეა.საოცარი ხარ,ძალიან მომწონს. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent