შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერწყმა


5-12-2017, 20:37
ავტორი lukakhati
ნანახია 515

შერწყმა

გაბრიელისთვის ყველა დღე ერთნაირი იყო. ძველი ცხოვრებიდან არაფერი ახსოვდა. გაფლეთილ სურათს, არსაიდან მოსულ ხედვებს ერთმანეთს ვერ უკავშირებდა. ეს ყველაფერი იმ სენის ბრალი იყო, რომელსაც სისხლით ატარებდა, რომელიც მის გონებაში ნისლად ჩამოწოლილიყო. ხანდახან თუ გამოჩნდებოდა ცეცხლის ნაპერწკლები, მისი ძველი,ცეცხლწაკიდებული სასხლი. ის ერთ-ერთი პირველი იყო ვინც აქ დასახლდა. მისთვის ყველაფერი უფრო მარტივი იყო, ვიდრე სხვა აქ მცხოვრებთათვის. ის არ გრძნობდა თავს დაჩაგრულად, უსამართლობის მსხვერპლად, ეს სიტყვებიც მისთვის ისეთივე ბუნდოვანი იყო, როგორიც მისი წარსული. მოგონებები ნელ-ნელა იშლებოდა, ამიტომ დროს გაუთავებელ მწუხარებასა და ზიზღში არ ატარებდა. გარეთ ხშირად გასვლას ერიდებოდა. მუდმივად შიშში ცხოვრობდა. ეშინოდა სახლიდან გასულს უკან დასაბრუნებელი გზის დაკარგვის ძალიან ეშინოდა.
წლებთან ერთად სენი უფროდაუფრო აუტანელი ხდებოდა. მას აღარ ახსოვდა საკუთარი დაბადებისდღე, აღარ ახსოვდა საკუთარი გვარი, აღარც იმ სენის სახელი ახსოვდა, რომელიც ათი წლისამ ექიმის პირიდან გაიგო. მაშინ ვერც ხვდებოდა, რატომ ატირდა მისი დედა. ქალი, რომელიც უკვე ოცი წელი თვალითაც არ უნახავს. ის იძულებული იყო ოჯახისგან შორს დარჩენილიყო. დედა ჯანმრთელი იყო.
…ყველა შურით, ზიზღით იხსენებდა ოჯახის წევრებს, რომლებმაც მათი ხვედრი არ გაიზიარეს და მშობლიურ ქალაქებში დარჩნენ, მაგრამ გაბრიელისთვის ზიზღი უცხო იყო, მას არც დედის, არც მამის სახე აღარ ახსოვდა. დაუცხრომელმა შიშმა აიტანა, როდესაც პირველად საკუთარი სახელიც დაავიწყდა. იმ დღეს სახლშიმოსულმა ბასრი საგნით ხელზე ამოიკაწრა ორი სახელი : “მიქაელი”;”ელა”- ისინი გაბრიელის შვილები იყვნენ. მას ეშინოდა, ყველაზე მეტად საკუთარი შვილების დავიწყების ეშინოდა.
…იარას შეხორცების საშუალებას არ აძლევდა. ისევ და ისევ როგორც კი სისხლით დაწერილი ასოების კვალი ქრებოდა იღებდა ბასრ საგანს და სახელებს თავიდან წერდა. რამდენიმე წუთში აღარც ტკივილი ახსოვდა.
ერთადერთი ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, ძველი ცხოვრება გაეხსენებინა, მაგრამ ვერ იხსენებდა,თვალები ცრემლებით ევსებოდა, თავჩაღუნული იჯდა და ფიქრობდა, გაბრიელი ძალიან ბევრს ფიქრობდა.
-მამა სამსახურში მივდივარ- მიქაელი თავის ასაკთან შედარებით მაღალი იყო. ბოხი ხმა ჰქონდა. მან პატარაობიდანვე შეითავსა მამის საქმიანობა. ხშირად ერიდებოდა მისი სიმყუდროვის დარღვევას. დიდხანს შეგუებოდა აზრს, რომ მოხუც მამას აღარ შეეძლო ოჯახის რჩენა, ვეღარ აქცევდა ყუდაღებას ხუთი წლის ელას, ამიტომ დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად მუშაობდა. მუშაობაში გართული გამვლელებს ყურადღებას არ აქცევდა, არც იმ დაუნდობელ, მტაცებელ მწერებს აქცევდა ყურადღებას, რომლებიც მათ ცოცხლად ჭამდა. მიქაელმა არ იცოდა, რატომ დადიოდა ყველა ამ ქალაქში სევდიანი, სასოწარკვეთილი, ვინ რას ნატრობდა ან რას ვერ ელეოდა, რატომ ეზიზღებოდა ყველას ერთმანეთი, ვინ იყვნენ ან რატომ იყვნენ აქ გამომწყვდეულნი. მოხუც მამას, კითხვებზე პასუხის გაცემას ვერ მოთხოვდა.
ოდესღაც ყველა კითხვაზე გაბრიელმა პასუხი იცოდა, მაგრამ აღარ ახსოვდა.
-სამსახურში?
-ხო, მამა სამსახურში
-სამსახურში... -დამარცვლა, რამდენჯერმე გაიმაორა, როდესაც სიტყვის მნიშვნელობას ვერ იხსენებდა ასე იქცეოდა-იმეორებდა ჩახლეჩილი, დაწვრილებული ხმით მანამ, სანამ გაიხსენებდა.
როდესაც აქ ჩამოვიდა, დაცარიელებული, დანგრეული შენობის პატარა სურსათის მაღაზიად გადაკეთება განიზრახა. ნიადაგი აქ მოწყალე იყო, ამიტომ ჰორიზონტს გაღმა დარჩენილი სხვადასხვა ქალაქიდან მომავალი მოწყალების მუდმივი ლოდინი არ უწევდა. ქალბატონ კატალიას მოელაპრაკა და კვირაში ერთხელ ახალი ბოსტნეული და ხილი მიჰქონდა, სანაცვლოდ არაფერს ითხოვდა, მაგრამ კეთილსინდისიერი ცდილობდა პატივისცემა არ დავიწყებოდა. ყოველკვირა სურსათით სავსეს წვრილმან საჩუქარს უძღვნიდა, მაგრამ ხანდახან ავიწყდებოდა, გაბრიელს ნელ-ნელა ყველაფერი ავიწყდებოდა.
ეს მაღაზია კიდევ რამდენიმე თაობა ამ ოჯახს გაიტანდა, ისინი ყოველთვის დაზღვეულები იქნებოდნენ შიმშილისაგან, სიღატაკისაგენ და იარსებებდნენ მანამ, სანამ საკუთარი არსებობაც არ დაავიწყდებოდათ.
ის ერთადერთი მოხუცი იყო, რომელიც არ მუშაობდა. ბევრი მის სახელს შურით, ბევრი კი სიძულვილით გაჟღენთილი, ამღვრეული ბგერებით წარმოთქვამდა.
-შენი და სად არის?
-ელა ოთახშია მამა. ჯერ სძინავს.
-ხო, ელას სძინავს.
-დაისვენე, მამა
-არ დაიგვიანო. ერთად ვივახშმოთ - იცოდა, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა, როდის მოვიდოდა. მის არ ყოფნას ვერავინ შეამჩნევდა, მაგრამ ყოველდღე მაღაზიას რვა საათზე ხურავდა. საღამოშერეულ ქუჩებს სირბილით კვეთდა. სახლში ვახშმის დროს, ცხრა საათზე ბრუნდებოდა. პატარა დისთვის ტკბილეული, მოხუზი მამისთვის სამკურნალო მცენარეები მიჰქონდა.
შემოსასვლელში მრგვალი, დიდი მაგიდა თითქმის მთელ ოთახს იკავებდა. მაგიდას რაისა შლიდა. ის მეზობლად ორი სახლის მოშორებით ცხოვრობდა. რაისას საქმიანობა არ ჰქონდა ისევე, როგორც მის ოჯახს. ისინი აქ ცოტახნისწინ ჩამოვიდნენ. ოჯახში უმცროსის საქმიანობის შესახებ არ იცოდნენ მოხუცმა მშობლებმა, რომლებიც მის ძმებთან ერთად მთელი დღეები თავის გატანაზე ფიქრობდნენ. სახლიდან, რამდენიმე ძვირფასი ნივთის წამოღება მოასწრეს და რამდენიმე თვე, შეიძლება წელიც შიმშილით არ დაიხოცებოდნენ.
…საქმის კეთება არც ერთმა იცოდა. ოდესღაც ეს ოჯახი დიდ ქონებას ფლობდა და ქალაქის შუაგულს უზარმაზარი, სამსართულიანი სახლიდან უყურებდა. რა თქმა უნდა, მათ არასდროს აზრადაც არ მოსვლიათ, რომ უეცრად ყველაფერი შეიძლებოდა შეცვლილიყო. გაუმართლათ, ცნობისმოყვარე, ხუჭუჭა, შავთმიან რაისას მოახლე სხვადასხვა საჭმლის კეთებას ასწავლიდა.
რაისას ყველაფერი ახსოვდა.
ყოველ კვირა დღეს სახლიდან დედის ძვირფასი სამკაულით ხელში მიდიოდა გაბრიელის მაღაზიისკენ. მისი სენის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც მიხვდა, რომ მოხუცისთვის მისი ყოველი მისვლა პირველი იყო. ერთხელ მიქაელსაც შეხვლა, გამოელაპარაკა და დღეში სამჯერ მოხუცი ოჯახის უფროსისთვის საჭმლის კეთებას უფასო სურსათის სანაცვლოდ დათანამხდა. მაგრამ მშობლებს იდუმალი საქმიანობის შესახებ არაფერს ეუბნებოდა. მშვიდად იყო. იცოდა, რომ გაბრიელს ის ისევე არ ახსოვდა, როგორც მას არ ახსოვდა ყველა იმ ადამიანის სახე, რომელიც შორს, მშობლიურ ქალაქში დარჩა.
ყოველ კვირა დღეს შვიდ საათზე, სახლიდან გასვლის წინ, დედას მაინც აღვიძებდა, მორიგ ძვირფას სამკაულს ართმევდა და ერთ-ერთ მიყურებულ ბაღში მაღალი, გამხმარი, სიცოცხლეწართმეული ხის ფუღუროში მალავდა.
რაისას ეზიზღებოდა თავისი მშობლები, ეზიზღებოდა საკუთარი თავი, ეზიზღებოდა მოხუცი კაცი, რომელსაც მაშინვე მოკლავდა, როგორც კი აქედან გასაქცევ გზას მონახავდა.
დღეში სამჯერ მაგიდას უხალისოდ აწყობდა და წარმოდგენაც არ ჰქონდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ნახევარი საათი, რომელსაც საღამოს სახლში დაბრუნებული მიქაელი მოხუც მამასთან და პატარა დასთან ერთად ატარებდა, მაგრამ ყოველი წამი დათვლილი იყო- როგორც კი სენი თავს იჩენდა ბედნიერი, სიცოცხლით სავსე ოჯახის სურათს ცეცხლი ეკიდებოდა,იწვოდა, ნელ-ნელა მხოლოდ ფერფლი რჩებოდა.
მშობლის ყურება გულს უკლავდა. მან არ იცოდა რა ერქვა ამ ტკვილის, რომელიც ერთდროულად იყო უსუსურიც და საბედისწეროც. გაბრიელი განწირული იყო ეცოცხლა. ეცოცხლა ისე თითქოს არც არასდროს უცხოვრია და ,რა თქმა უნდა, ცხრამეტი წლის ბიჭს აზრადაც არ მოუვიდოდა , რომ ამ თანალმობითა და სიბრალულით სავსე თვალებით, რომლითაც ის მშობელ მამას უყურებდა, მალე მას საკუთარი და შეხედავდა.
ამას რაისაც ამჩნევდა და ორად იხლიჩებოდა. ხო, მას ეზიზღებოდა უდარდელი, მომღიმარი მიქაელი იმის გამო, რომ მის სხეულში მიამიტ ბავშვურ რწმენას ზიზღი არ ერეოდა. ხანდახან ძალიანაც უნდოდა ყველაფერი ეთქვა. ეთქვა, რომ მალე მის გონებაში შავი, სქელი ღრუბლის გარდა არაფერი დარჩებოდა, რომ ეს ქუჩები სისხლით იყო დაფარული და ჰაერში უამრავი ცხედრისა და ლეშის სუნი იღვრებოდა.აქ მხოლოდ იმიტომ ცხოვრობდნენ რომ ისინი არასასურველნი იყვნენ. მათი არსებობა არავის ანაღლევდა, როგორც მათი სიკვდილი, როგორც ყველაფერი, რაც მათ სახელს უკავშირდებოდა - ამ ყველაფერს რაისას მკრთალი, შიშისფერი თვალები ამბობდა.
მაგრამ ყველას არჩევანი ჰქონდა - სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის. მათ წასვლა, გაქცევა, ყველაფრის მიტოვება და გაყინულ, გაცრეცილ ქუჩებში გვამად ქცევა არჩიეს.
როგორ ძალიანაც არ უნდა ენატრა მისი განადგურება, დალაქავებული, გაბზარული ოთკუთხა პრიზმის საბოლოოდ დამსხვრევა, ვერ ეუბნებოდა, რადგანაც იცოდა, რომ აზრი არ ჰქონდა. მალე ყველაფერს მაინც დაავიწყდებოდა.
მიქაელს და ელას წარსული არ ჰქონდათ. ისინიც, როგორც მათი მამა აწმყოში ცხოვრობდნენ. აწმყო, რომელიც ყოველი წამის შემდეგ წარსული ხდებოდა. წარსული, რომელიც გაბრიელის გონებაში ფეხს ვერ იკიდებდა. მათ ამ ქუჩების, ძველი, ნგრევისპირას მისული კედლების მეტი არც არაფერი უნახავთ.
დაძველებულ მაღაზიაში ყოველთვის გათენებამდე მიდიოდა. წვიმს, ნესტიანი ჰაერი მის ფილტვებში სასიამოვნოდ ჩადის. ცივი წვეთები ეცემა და გრძნობს, რომ ცოცხალია. სახლებიდან გამომავალი სინათლე უკუნითს არ არღვევს, მზეც შავ ღრუბელში დაიმალა. ეს ქუჩები უსასრულო აბლაბუდას ჰგავს, მიხვეულ-მოხვეულს, საზარელს. ეს ქუჩებიც მახეა, აქ მცხოვრებნი კი მასში გახვეული მსხვერპლი. ისინი ელოდებიან სიკვდილს, რომელიც ნებისმიერ წამს შეიძლება გამოჩნდეს; არა, ისინი განწირულები არიან მასში გახვეულებმა აიტანონ მარადისობა.
კვირის ბოლო ახლოვდება. მაღაზიაც ნელ-ნელა ცარიელდება. ნერვიულობს, ქალბატონი კატალია დღესაც თუ არ გამოჩნდა, რამდენიმე ოჯახს შიმშილი არ აცდება. პასუხისმგებლობას გრძნობს.
ხო, მიქაელი იმაზე მეტს გრძნობდა, იმაზე მეტი გრძნობის სახელი იცოდა, ვიდრე ყველა სხვა დანარჩენმა.
შესვლისთანავე დაცარიელებული თაროების დალაგება დაიწყო. სიცარიელის შევსება სცადა. არაფერი გამოუვიდა, ისიც დაცარიელდა, მძიმედ ამოისუნთქა, როდესაც უკვე საათმა ცხრის ათი წუთი აჩვენა ქალბატონი კატალიაც გამოჩნდა.
-როგორ ბრძანდებით?
გრძელი, ლურჯი ლაბადა ეცვა. დახვეწილი, გრაციოზული იყო მისი ყოველი მოძრაობა. ქერა თმა მხრებამდე წვდებოდა. ჩვეული, უდარდელი სახის გამომეტყველებთ მიესალმა მიქაელს.
-კარგად - იცრუა - ნაყოფიერი, მშვიდი კვირა მქონდა - ისევ იცრუა.
-გამიხარდა თქვენი გამოჩენა.
-თაროები სულ დაცარიელებულა.
-დიახ, ყველაზე შესაფერის დროს მოხვედით. უკვე მეშინოდა…
-გეშინოდა?
- ხო, ვნერვიულობდი ხალხი შიმშილს არ შეეწუხებინა.
-ხალხი - სიძულვილით იყო სავსე ეს სიტყვა.
- დიახ, მაგრამ დღეს წვიმს არამგონია ვინმემ შემოიაროს. - მუდმივად მოწიწებით, აღტაცებით ესაუბრებოდა. იყო ამ ქალში რაღაც ამოუცნობი, რომელიც იზიდავდა ძალიან იზიდავდა.
- არცაა გასაკვირი შემოდგომა მოვიდა, წვიმა მოსავალს უხდება, საწუწუნო არაფერია.
-შემოდგომა?
-ხო, შემოდგომა. წელიწადის ამ დროს შემოდგომა ქვია. რა მნიშვნელობა აქვს, აქ შემოდგომის ფერებს მაინც ვერ ნახავ-მიქაელს მასთან საუბრისას ყოველთვის რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ მისკენ მიმავალი ყოველი ბგერა იყინებოდა. მისი ყოველი პასუხი წინასწარ იცოდა, ისევე, როგორც ყველაფერი,რაც მოხდებოდა.
-გაბრიელი როგორ არის?
-თავს შეუძლოდ გრძნობს.
-არ შეგეშინდეს, მამაშენი კიდევ დიდხანს იცოცხლებს, კიდევ ბევრს ნახავს.
-იმედია.
-დამიჯერე.
…სანამ კატალია და მიქაელი საუბარში იყვნენ გართულნი თედორესა და ელიაზარს უკვე ყველაფერი მოეტანათ. მიქაელმა შვებით ამოისუნთქა. ეს პროდუქტი ყველასათვის რამდენიმე კვირა საკმარისი იქნებოდა. კატალიამ სიამოვნებისაგან გაბადრულს მიქაელს ღიმილით უთხრა:
-აკი გითხარი ნაყოფიერი კვირა იყო-თქო
-დიდი მადლობა.
-ეს საჩუქარი პატარა ელას გადაეცი. მალე ხუთი წლის ხდება ხომ ასეა?
-დიახ
მაგიდაზე პატარა მიწით სავსე გაბზარული,ლურჯი ლარნაკი დადო.
-ყვავილი ელას დაბადებისდღემდე ამოვა. ბზარს ყურადღებას ნუ მიაქცევ. ეს ჩემი საყვარელი ყვავილია იმდენად ლამაზია, ბზარს ვერც შეამჩნევს.
-ძალიან გაუხარდება.მადლობელი ვარ.
-რამდენიმე პატარა - განაგრძო ისე, თითქოს არაფერი გაუგონია - ყვავილი ამოვა. შუაგული იასამნისფრით აქვს გაჟღენთილი, კიდეები ლურჯით, მაგრამ ყველაზე ლამაზი მათი გადაკვეთის წერტილია, საუცხოო ფერში გადადის. კვირაში ორჯერ ცოტა წყალი ჩაუმატეთ. ჩემი წასვლის დროა, დროებით.
-შეხვედრამდე. - ერთმანეთს ღიმილით დაშორდნენ.
გარეთ გასული კატალია რამდენიმე წამი საჩუქრით გახარებულ მიქაელს უყურებდა. ბავშვივით უხაროდა და არ იცოდა რა ელოდა. კატალია ფიქრობდა, სახლში ბრუნდებოდა, ყრუ სიჩუმეში ქუსლიანი ფეხსამლის ხმა ისმოდა. წვიმა წყდებოდა.
…მიქაელი სველ მიწას კიდევ დიდხანს უყურებდა, ეხებოდა და ცდილობდა წარმოედგინა მასში რა მცენარე იმალებოდა. საჩუქარი მოულოდნელი არ იყო, ელას დაბადებისდღე კატალიას არასდროს ავიწყდებოდა, მაგრამ წინასწარ საჩუქარი არასდროს მოუტანია. ალბათ, ასე იყო საჭირო.მიქაელს ეჩვენებოდა, რომ ამ ქალისათვის ყველაფერინ წინასწარ იუო გადაწყვეტილი და მართალიც იყო.
მან იცოდა, კატალიამ ყველაფერი იცოდა.

***
ელიაზარი ალბათ, ერთადერთი იყო, რომლის ზიზღშეპარულ, სხეულში თანაგრძნობა სუფევდა. თედორესთან, კატალიასთან, მოხუც მშობლებთან და ძმისშვილებთან ერთად აქ ხუთი წლის წინ დასახლდა. მებაღეობითა და მებოსტნეობით ცდილობდნენ თავის გატანას. ელიაზარი გაქცევაზე არ ფიქრობდა, მუდამ კითხულობდა, სხვადასხვა სამკურნალო ბალახებს იკვლევდა უნდოდა საკუთარ თავს დახმარებოდა.
საკუთარი ოჯახისა და სხვა განწირულების ხსნას განუკურნებელი სენისაგან მთელი გულით ლამობდა.
გაბრიელისაგან და მიქაელისაგან განსხვავებით, მათ ნათლად ახსოვდათ სახლი, სადაც ადრე ცხოვრობდნენ. ისინი ერთ გვარს ატარებდნენ, ერთი სახლი ჰქონდათ, მაგრამ ყოველი მოგონება, ნატვრა განსხვავდებოდა მეორისაგან.
კატალიასთვის სახლი მწვანე ხავსით დაფარული ოთხი კედელი იყო. თბილი სიჩუმითა და არაფრისმთქმელი სიმსუბუქით გაჟღენთილი სივრცე, მაგრამ მისთვის წარსული ნაკლებად იყო მნიშვნელოვანი ისევე, როგორც აწმყო. კატალია მკრთალი, ცისფერი თვალებით უსუსური მდინარის დინებას აკვირდებოდა და მის ყოველ ნაბიჯს ხედავდა, კატალია მომავალს ხედავდა.
თედორესასთვის სახლი უსასრულო ვნებების მორევი იყო. მან პირველად საზღვარი რელოსაბასა და ფანტაზიას შორის მაშინ დაკარგა, როდესაც შეუჩერებელი ჟინი დაეუფლა ფუფუნებისა, სიმდიდრეში ცხოვრებისა. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა სად იცხოვრებდა. ეს უდარდელი ცხოვრების მირაჟი მას სულ თან დასდევდა. მისთვის სულაც არ იყო ეს ქუჩები საზარელი, რადგან მისი მუქი თაფლისფერი თვალები ყველაფერს სხვანაირად ხედავდა - თედორე მხოლოდ წარსულს ხედავდა.
მათი მოხუცებული მშობლების მუქ, თითქმის შავ თვალებში სიცარილეს დაესადგურებინა. სივრცეს ნელ-ნელა შავი ლაქა ჭამდა, სურათი ფერმკრთალდებოდა, ქრებოდა და ასე შავ სიცარიელეში მოლივლივეები ატარებდნენ საკუთარ ცხოვრებას. წარსულის მოგონება, მომავლის იმედები უცხო იყო მათთვის. სიცარიელეში მოტრფიალეებისათვის მხოლოდ არსებული იყო ნათელი - ისინი მხოლოდ აწმყოს ხედავდნენ.
ელიაზარისათვის კი ყველაფერი სხვანაირი იყო. მისთვის დრო ისეთივე უსარგებლო იყო, როგორც კატალიასთვის წარსული და თედორესათვის მომავალი. მისი სხეული მსუბუქი იყო. თავისუფალი ყველა იმ გრძნობისაგან, რომლის სახელებიც იცოდა და ვერ განიცდიდა. მან იცოდა, რომ რა იყო თანაგრძნობა და საკუთარი ქცევით მას გამოხატვას ცდილობდა, მაგრამ არ გამოსდიოდა, ელიაზარს გრძნობები არ გააჩნდა.
…კატალიას ეზიზღებოდა წარსულის მოგონებების ტყვე თედორე. მუდამ ქედმაღალი სიბრალულით უცქერდა. მასთან დარჩენასა და არარსებული კეთილდღეობის შესახებ საუბარს ერიდებოდა. სახლის გვერდით პატარა ორანჟერია მოეწყო და მთელ დღეებს იქ ატარებდა. უყურებდა ყვავილებს და ზუსტად იცოდა რომელი როდის დაჭკნებოდა, ისევე, როგორც იცოდა თვითონ როდის მოკვდებოდა. მას არ ახსოვდა ამ ყვავილების სახელები, ამიტომ იმათ სახელებს არქმევდა ვინც ენატრებოდა, ეზიზღებოდა ან ებრალებოდა. თედორე ყვითელ მინდვრის ყვავილს დაარქვა. ყვავილს, რომელიც მზისაგან მომავალ სინათლეს ყველაზე მეტად ეტრფოდა, მაგრამ რომლისთვისაც ზამთრის სუსხიანი ქარი საბედისწერო იყო.
ორანჟერიაში შესვლა ყველას ეკრძალებოდა. განსაკუთრებით კი მიწათმოქმედებაში გართულ თედორეს, რომელიც დარწმუნებული იყო, რომ ბოსტნეულისა და ხილის მაგივრად ხელში ოქრო-ვერცხლი რჩებოდა. ელიაზარს განცდის უნარი რომ ჰქონოდა, აუცილებლად შეიბრალებდა თედორეს, მაგრამ შეიზიზღებდა კატალიას. საკუთარი მიზნის სიწმინდესა და ამაღლებულებაში დარწმუნებულ ელიაზარს, რომელსაც კატალიასგან საყვედურის გარდა არაფერი ესმოდა, ის ეზიზღებოდა, უბრალოდ არ იცოდა. ელიაზარი მას მომავლის გაზიარებას არასდროს თხოვდა. იცოდა, რომ მომავალი წარსულსა და აწმყოს არ ჰგავდა. სადღაც წაეკითხა, რომ მომავალი, სიტყვა, რომელიც მისთვის ბუნდოვანი და ბურუსისმომცველი იყო, ყოველ წამს იცვლებოდა, ამიტომ დის ხედვებს აგდებულად უყურებდა. მაგრამ ესეც არ იყო დაფარული მომავლის შვილისათვის და ელიაზარს საკუთარი მიზნისათვის მოღვაწეობაშ ხელს არ უშლიდა.
მათ ყველას ჰქონდათ რაღაც საერთო, ეს იყო სისხლი, რომლის გამოც მათ რეალობის აღქმის უნარი დიდიხნის წინ დაეკარგათ.скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

დავიხლართე :/

 



№2  offline წევრი lukakhati

ანი ანი
დავიხლართე :/

ეგრეც უნდა იყოს ^_^ დალაგდება ნელ-ნელა

 



№3 სტუმარი nino

ცოტახანი ყველაფერს შავ თეთრად ვხედავდი sweat

 



№4  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ვაუ!
შენ არხუმრობ?
ეს ის სტილია მე რომ ჩამითრევს ხოლმე და ვერ ვეშვები
ხოდააა მოკლედ ერთი გიჟი გადაიკიდე ჩემი სახელით?
საოცრად მაგრად წერ!
მართლა!
ძალიან მომეწონა პერსონაჟები
მიქაელმა ყველაზე მეტად დამაინტერესა (წესით ესეც უნდა ყოფილიყო მემგონი)
დარწმუნებული ვარ უზომოდ საინტერესო იქნება
და სად ვიყავი მე აქამდე?

ჰოუ მთავარი
რა სულელი ვარ?
გაბრიელზე მინდა ბევრი ინფორმაცია
ძალიან ბევრი!
უბრალოდ რაღაც საოცრება იმალება ეგრე მგონია!

 



№5  offline ახალბედა მწერალი sopiko

შენი პოსტი რომ არა ფეისბუქზე, ამ ძალიან მაგარ რაღაცას არ წავიკითხავდი.
უზომოდ მომეწონა! აღფრთოვანებული ვარ შენი წერის სტილით, მრავალფეროვანი ლექსიკით და იდუმალებით აღსავსე პერსონაჟებით!
მე ბოლომდე მოგყვები და გილშემატკივრებ!
წარმატებები...

 



№6  offline წევრი lukakhati

sopiko
შენი პოსტი რომ არა ფეისბუქზე, ამ ძალიან მაგარ რაღაცას არ წავიკითხავდი.
უზომოდ მომეწონა! აღფრთოვანებული ვარ შენი წერის სტილით, მრავალფეროვანი ლექსიკით და იდუმალებით აღსავსე პერსონაჟებით!
მე ბოლომდე მოგყვები და გილშემატკივრებ!
წარმატებები...

უღრმესი მადლობა <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent