შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი გზა ბედნიერებისკენაც მიდის (თავი 3)


6-12-2017, 17:08
ავტორი თუკა
ნანახია 1 630

ერთი გზა ბედნიერებისკენაც მიდის (თავი 3)

სამსახურში განადგურებული მივედი... სულის მოთქმა ვერ მოვაწარი მდივანი ო შემოვიდ და მითხრა ბატონი ტიტე კაბინეტში გელოდებათო.. ზლაზვნით წამოვდექი და დერეფანს ბოლოში გავუყევი, შიგადაშიგ კედელს ვეყრდნობოდი და სულს ვითქვავდი რომ ტირილი არ დამეწყო... კარზე მივაკაკუნე და შევედი, თავი არ აუწევია, ზედაც არ შემოუხედავს ისე მანიშნა შემოდიო..მის წინ სავარძელში, მოკლე კაბით ზედმეტად გადაპრანჭული ჩვენი ახლად გამომცხვარი პიარ მენეჯერი იჯდა, მიხვდა რომ რაღაც წესრიგში არ იყო და ირონიულად ამათვალიერა, მასთან კამათის თავი არ მქონდა ამიტომ პირდაპირ გადავედი შეტევაზე..
– რამე მოხდა ბატონო ტიტე?
– ისეთი არაფერი, დღეს პროექტის ხარჯთაღრიცხვა უნდა მოგეტანა, ეს დოკუმენტები მინდა რომ თანხა გადავრიცხო...
– არ მომიტანია, იმიტომ რომ არ დამისრულებია – ამყად ვუთხარი, თითქოს რაიმე საამაყო გამეკეთებინოს..
– მხოლოდ ახლა ასწია თავი და დიდრონი თვალები შემომანათა, დამცინი ხატია? რას ნიშნავს არ გაგიკეთებია და ამას ასე ურცხვად მეუბნები? დრო მიდის და ჩემთვის დრო ფულია, გასაგებია? ხვალისთვის მზად იყო..
– ვერ იქნება, ამის დრო არ მაქვს ბატონო ტიტე, თუ ასე ძალიან გეძვირებათ ჩემთან თანამშრომლობა შეგიძლიათ ახალი მენეჯერი აიყვანოთ მე პრობლემა არ მაქვს...
– ნუ მეკამათები , და საქმეს მიხედე გასაგებია?– გაბრაზებულმა მითხრა და წარბი ზემოთ აზიდა,
მხოლოდ ახლა შეამჩნია ჩემი ცრემლით სავსე თვალები, უმალ მოლბა, ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა მაგრამ ზურგი ვაქციე და გასვა დავაპირე რომ დამიძახა და შემაჩერა, ნიას გარეთ გასვლა უბრძანა, ერთ ადგილას ვიყავი გაყინული და ნაბიჯს ვერ ვდგავდი,, მის ცხელ და ხშირ სუნთქვას ვგრძნობდი სახესთან და უარესად მტკივდებოდა სხეულის სათითაო ნაკვთი,, ცრემლები ვეღარ დავმალე, ტირილს ვუმატე, ვტიროიდ უხმოდ და უთქმელად, მისგან არაფერს ველოდი, არც არაფერს ვითხოვდი...მოულოდნელად შემომხვია ორივე ხელი და მაგრად ჩამიხუტა გულში... ახლა ვიგრძენი რა კარგი ყოფილა იყო სუსტი და შენზე ზრუნავდეს სხვა, სხვა ვინც დაგიცავს და გაგრძნობინებს რომ მარტო არ ხარ...
– ხატიარა მოხდა მეტყვი? რატომ ტირიხარ? მითხარი.. მე შენს გვერდით ვარ..
– ხო, დამავიწყდა შენ ხომ ჩემი მეგობარი ხარ, და შენ მეგობრებს მუდამ გვერდში უდგახარ ხო ასეა? ჯინაზე ვკითხე და ცრემლიანი თვალებით ავხედე..
– რა თქმა უნდა, სხვანაირად როგორ ...
– დავიღამე გესმის? და–ვი–ღა–ლე. დამარცვლით დავუყვირე და ორივე ხელი ვკარი.. ამ ყვეფერმა დამღალა, ყელში ამომივიდა, დავიღლე ძლიერი ქალის როლის თამაშით.. მინდა სუსტი ვიყო, მინდა ჩემზეც ზრუნდავდნენ, მეც ვუყვარდე ვინმეს. მეც ბედნიერი ვიყო, მიხაროდეს.... ბოლოს როდის ვიყავი ბედნიერი აღარ ვიცი, ბოლოს რა გამიხარდა აღარც კი მახსოვს, ყველა უბედურება ერთიანად დამატყდა თავზე, ყველაფერი მტკივა გესმის? შენ იცი ეს რა შეგრძნებაა? არა რა თქმა უნდა არ იცი, შენ ხო მარტო ის გადარდებს ფული არ დახარჯო ზედმეტად.. ოოოო, დამავიწყდა დრო ხო ფულია, ჩემთან კი უამრავ დროს კარგად,,, არ შემიძლია მეტი გესმის? დავიღალე ტიტე, ამ ყველაფრით, გული მერევა ყველაზე და ყველაფერზე... სიკვდილი მინდა....– შუა ოთახში მუხლებზე დავეცი და ორივე მუშტი იატაკზე დავკარი.. ჩემს წინ დაიმუხლა და ფეხზე წამომაყენა...ცრემლებით დასველებული სახე შემიმშრალა და გულში ჩამიკრა.. ნინა, შეყვარებულმა მასზე ძალა იხმარა– მისავათებულმა ვუთხარი და ორივე ხელი შემოვხვიე განიერ ბეჭებზე..
– რა? ნინაზე ძალა იხმარა?? განზე გამწია და თვალებში ჩახედა. შემომხედე ხატია, სანამ მე ვარსებობ შენს ცხოვრებაში ნუ შეგეშინდება, ოღონდ გეხვეწები მომეცი უფლება რომ ახლოს ვიყო, მომეცი უფლება ისე გაგაბედნიერო როგორც შენ გინდა ეს... მენდე.. დამიჯერე, შენთვის შეუძლებელს შევძლებ . რო იცოდე, რო იცოდე რამდენი ხანი ვიტანჯე უშენოდ, ჩემო შავტუხავ– ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა..

ცხოვრებას ხომ გააჩნია ორი მხარე ისე როგორც მედალს აქვს, ჩემს ცხოვრებას მხოლოდ ერთი მხარე გააჩნდა,ტკივილის, უბედურების, განსჯის, ცრემლების და ღალატის. ახლა ზუსტად ამ ცხოვრების შუაგულში ვიდექი და არ ვიცოდი საით და რომელ მხარეს უნდა წავსულიყავი, გზა არ მქონდა, არავინ მითითებდა ცუდსა და კარგს..ყველას ნაცვლად მტკიოდა, ყველას ტკივილი ჩემში იყრიდა თავს, ახლა ისეთივე უმწეო და უსუსური ვიყავი როგორც ქვეყანას ახლად მოვლენილი ბავშვი. რომელიც დედის სითბოს საჭიროებს სიცოცხლისათვის, გაზრდისათვის...
– არ გინდა მომიყვე რა მოხდა? უცებ მკითხა ტიტემ და ცრემლიან თვალებზე მაკოცა... მითხარი რა მოხდა, ერტად გადავიტანთ ყველაფერს ხატია..
– იცი ახლა რა შეგრძნება მაქვს? გული მტკივა და სული დამიცარიელდა გეეფიცები, როგორ დავიღალე ამდენი ტკივილით. როგორ მობეზრდა ეს ყველაფერი. ნეტა შემეძლოს ყველაფერი მივატოვო და აქედან გავიქცე, რომ არა ჩემი მშობლების დაკარგვა გერმანიიდან არასოდეს წამოვიდოდი..
– და მე ვერასოდს გნახავდი .. ცუდია რომ ასე ფიქრობ..
– არა, უბრალოდ ტკივილმა საბოლოოდ გამანადგურა დამიჯერე, ბოლო მომიღო, ძალა გამოცლილი დავრჩი, არავინ მყავს ვისაცმხარზე ტავს დავადენ და ძალას ვიგრძნობ, ჩამეხუტება და მეტყვის რომ მარტო არ ვარ..
– და აბა მე ვინ ვარ? ხედავ ისევ იგივეს აკეთებ? შენ ანგრევ ამ ყველაფერს, მე თავიდან ვაშენებ, მოვდივარ შენსენ და შენ ისევ ანგრევ. როგორ გგონია მე თავმყვარეობა არ მაქვს? ახლა რას ფიქრობ ჩემი თავმოყვარეობა შეილახა თუ არა ორჯერ ასეთი იმედ გაცრუების მერე, რა თქმა უნდა შეილახა მაგრამ მე ხომ გადმოვდგი ისევ ნაბიჯი შენკენ.. აღარ ვიცი რა გავაკეთო..როგორ მოვიქცე რომ შენი გული მოვიგო ...
– მაგრად ჩამეხუტე და ჩემთის ესეც საკმარისია, მთავარია შენი ენერგიით ავივსო ტიტე, გეხვეწები ჩამეხუტე და არასოდს გამშვა ხელი რა... სახეზე ღიმილი მოეფინა, მაშინვე ორივე ხელი მძლავრად მომხვია და გულზე მიმიკრა. როგორ მიყვარდა მისი ეს სურნელი, მისი კანის შეხება, მისი სხეულიდან წამოსული სითბო... როგორ მყავდა მისი ყოველი სიტყვის მე ხომ არასოდეს მითქვამს მისთვის.. ახლა ორმაგად მეშინოდა სიყვარულის, რატომღაც მუდამ ასე იყო, ყველას უბედურებას ჩემსასთან აიგივებდი და მერე დიდი სიყვარულიდან უკანმოუხედავად გამოვრბოდი, ახლაც ამას ვაკეტებდი, როგორ მინდოდა ჩემი თავი გამეჩერებინა მაგრამ არ შემეძლო...
**
შაბათი დღე იყო. შუაგული ზაფხული იდგა, საშინლად ცხელოდა, მაგრამ მე მაინც მიხაროდა ეს სიცხე, ლექციები დასრულებული იყო, ახლა მეტი თავისუფალი დრო მქონდა ტიტესთვის და ნინასთვის.. დილით შვიდ საათზე დამირეკა ლევანმა, ხო არ დაგავიწყდა დღეს რომ ექვსკურსიაზე მივდივართ, ადექი და ნინაც წამოიყვანეო... თქმაც ვერ მოვასწარი როგორ მეზარებოდა და მეძინებოდა რომ ტელეფონი გამითიშა, ჩემსგან განსხვავებით ნინა უკვე მისაღებში დამხვდა ზურგზე ჩანთით და გამიღიმა..
– მე მახსოვდა – სიცილით მითხრა და მადუღარა გაზზე შემოდგა, ხატია მიდი ჩაიცვი რა, ერთ საათში მოვა ლევანი და სოფო..
– შენ რა იცი?– ვანიდან გამოვძახე და პასუხს განაბული დაველოდე..
– ლევამა დამირეკა გუშინ..
– როდიდან გირეკავს გოგო ლევანი შენ ჰა? ნინა იცოდე თუ რაიმეს მიმალავ კიდევ მოგკლავ..
– არაფერს გეფიცები ხატ, უბრალოდ დამირეკა როგორ ხარო... გეფიცები, თუ რამე იქნება ამჯერად არაფერს დაგიმალავ, ხატია გკითხო?– კიტხვა შემომიბრუნა და ახლა კითვხის მოლოდინში გავიტრუნე...
– მკითხე ნინა რა გინდა, რას შემაღონე..
– ტიტეს მიმართ არაფერს გრძნობ?
– ამის გაგება ვინ დაგავალა?? ეგ მარტო მე მეხება.. არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ახლა ამაზე სალაპარაკოდ არ მცხელა გთხოვ ნინა, არ გვინდა..
– კარგი როგორც გინდა, უბრაოდ ჩავთვალე რომ შენ და ტიტე ერთად ლამაზი წყვილი იქნებოდით..
– ყველაფერი ლამაზი ერთად ხომ არ არის ნინა, მიდი ყავა დაასხი და მოვდივარ...
ნახევარ საათში ლევანის მანქანაში ვიჯექით და დანიშნულ ადგილას მივდიოდით..მინდოდა მეკიტხა ტიტე სადაა თქო მაგრმ თქმას ვერ ვუბედავდი, არ ვიცოდი ღირმა თუ არა ამისი გარკვევა.. ბოლოს მთელი ენერგია მოვიკრიბე და ლევანს გავხედე.. ჩემს სათქმელს თითქოს მაშინვე მიხვდა და გამიღიმა..
– ტიტე , ნია და დანარჩენები უკვე იქ არიან, ასე რომ დამშვიდდი..
– ნია, ტიტესთან ერთადაა?? მან წაიყვანა?
– ხო, რამე მოხდა? შენთვის რა მნიშვნეობა აქვს, ვიფიქრე რომ გერჩივნა მე თუ წაგიყვანდით შენ და ნინას ერთად. სოფოც მათთან ერთადაა.. ხატია რა ხდება? ნიაზე ეჭვიანობ?
– ვეჭვიანობ? რა მაქ საეჭვიანო ლევან, ჩვენ უბრალოდ მეგობრები ვართ..
– როგორც გინდა. ჩუმად მითხრა ლევანმა და ნინას ღიმილით გახედა...
გული მიფართხალებდა, როგორ მინდოდა ხმამაღლა მეტირეა რომ ასეთი დებილი ვიყავი, ყველაფერში შემეძლო ძიერი და მამაცი ვყოფილიყავი სიყვარულის გარდა, მხოლოდ აქ ვერ გამქონდა ჩემი გრძნობები, აქ ვერ ვიცავდი ჩემს სიყვარულს,, ცრემლები წამომცვივდა და ფანჯარაში ყურებით დავმალე, ვგრძნობდი როგორ მეხუთებოდა სული ნერვიუობისაგან, როგორ მეცლებოდა ძალა, ხმის ამოღების თავიც არ მქონდა, ფერ მიხდილმა შევხედე ლევანს. მკვეთრად დაამუხრუჭა მანქანა და სირბილით შემოუარა ჩემს მხარეს.
– ხატია ცუდად ხარ? გადმოდი მანქანიდან, ნინა წყალი მოიტანე რა... ხატია რა გჭირს. – ბუნდოვნად მესმოდა ლევანის სიტყვები... გონებაზე რაღაცა ცივის შეხებამ მომიყვანა, მივხვდი წყალი შემასხეს, მაისური სულ სველი მქონდა,, თმები გაწუწული, რა კარგი დასანახი ვიქნები–თქო გულში გავიფიქრე და გამეღიმა..
– ხატია, რა გაცინებს, გული გამიხეთქე გოგო, და იცინი?– ჩხუბით მითხრა ნინამ და ლოყაზე მაკოცა, ჩემი გიჟი დაიკო, მოკვდება და არ იტყვის რომ ეჭვიანობისაგან კვდება ლევან– სიცილით გადაულაპარაკა ლევანს და მერე მე გამომხედა... რაღაც მწარეს თქმას ვაპირებდი რომ ლევანის ტელეფონი აწკრიალდა.. თვალებით ვანიშნე არ უთხრა–თქო ... ლევანმა თხოვნა შემისრულა და ათ წუთიანი სუარულის მერე მათთან მივედით....
მაგრად ჩავკიდე ლევანს ხელი რომ არ დავცემულიყავი, ისე იყო გართული ტიტე ნიასთან საუბარში რომ ვერც კი შემამჩნია.. სოფო მაშინვე გამოიქცა ჩემკენ და კისერზე ჩამომეკიდა, მხოლოდ მაშინ შენიშნა ტიტემ რომ ლევანს ხელჩაკიდებული მოვყავდი, ჩვენსკენ წამოვიდა და გაბრაზებულმა შეხედა ლევანს..ლევანს ხელი გავუშვი და ტიტეს ზურგი ვაქციე...
– ლევან რას ნიშნავს ეს? ეს რაც დავინახე რა არის?– კბილებში გამცრა ტიტემ და ხელები ნერვიულად ჩაიწყო ჯიბეებში..
– მორჩი ეჭვიანობას რა დავიღალე, ერთი აქეთ ეჭვიანობს მეორე იქით, მანქანაში ცუდად გამიხდა ტო, კინაღამ მოვკვდი ისე შემეშინდა, კიდე კაი ნინაც იყო, ვუთხარი ნია და ტიტე ერთად წავიდნენ თქო მაინტერესებდა რას იტყოდა, საწყალმა ხმა ვერ ამოიღო სამაგიეროდ გული გაეპარა , დავიღალე მე თქვენი უაზრო ქცევით რა, ან დღეს გაარკვიე ეს არეული ურთიერთობა ან არადა ვაფშე შეეშვი ამ გოგოს რა, ორივე რომ თავს იკლავთ ხო ხვდებით...
**
შვიდი ხდებოდა სუფრას რო მივუჯექით. როგორ უფროსს შეეფერება ტიტე სუფრის თდასვეს ერთი მხირადნ ლევანი ეჯდა მეორე მხრიდან მე.. ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და მზერას არ მაშორებდა, როგრო მინდოდა ოდნავ მაინც შევხებოდი მის თითებს.. ვითომ შემთხვევით შევახე მის თითებს ჩემი თითები და ოდნავ გავუღიმე, მინდოდა ეგრძნო როგორ მიყვარდა..ლევანმა მოულოდნელად ითხოვა ყურადღება და ფეხზე წამოდგა..
– მართალია ჩვენმა საამაყო უფროსმა ამიკრძალა ამაზე საუბარი მაგრამ , სხვანაირად ვერ იქნება, მაპატიე არაბულო მეტს ვეღარ მოვითმენ, დღეს ჩვენს ქალების რისხვას დაბადების დღე აქვს.. გილოცავ ძმაო, ხო იცი ჩემთვის ვინც ხარ, ღმერთმ არასოდეს მოგვიშალოს ერთმანეთის იმედი..
– ოხ ლევან რა.. თვალზე ცრემლი უნდა მომადინო...
ტიტეს ავხედე და გავუღიმე.. მოსალოცად ვაპირებდი წამოდგომას რომ ჩემს გვერდით მჯდარი ნია მაშინვე წამოხტა და ტიტეს მაგრად ჩაეხუტა. მერე ათასი თბილი და საალერო სიტყვა მხურვალე კოცნით დაამთავრა, სისხლი ამიდუღდა , ვიცოდი ახლა რომ არ გავსულიყავი გარშემო ყველაფერს დავლეწავდი, რამოდენიმე წუთი ვიდროვე და მაგიდიდან ავდექი.. უკვე კარგად ბნელოდა, მაგრამ უშიშრად შევედი ტყეში და მიწაზე დავჯექი, პატარა ბავშვივით დავიწყე ტირილი, ვიცოდი აქ ვერავინ დამინახავდა ამიტომ ჩემს ტკივილს გასაქანი მივეცი.. ყველა ტკივილმა ერთიანად იფეთქ ჩემში, ისე მომენატრა დედაჩემის ხელის შეხება და დამშვიდება რომ ლამის ჭკუიდან ავიწიე..
– დე, დედიკო, როგორ მომენატრე იცი?– ჩემდა უნებურად დავიწყე ლაპარაკი, ახლა აქ რომ მყავდე მეტყოდი, ხატია მოიწმინდე ცრემლები შენ ძლიერი ხარ და შენსას გაიტანო, მაგრამ ჩემთან არ ხარ დე, ხო ხედავ ჩემი ვერ გამაქვს, ჩემი სიყვარული არ იზრდება დე, დღითიდღე მშორდება დე.. გემუდარები დამეხმარე დედა. იცი უშენოდ როგორ მიჭირს? ახლა არავინ მარიგებს დე, ახლა არავინ მეწუწუნება ადრე მოდი სახლშიო..მაკლიხარ დე, უშენობა ძალიან მტკივა დე..
გვერდით მომიჯდა ტიტე მოულოდნელად და ჩემი ხელი ხელებში მოიქცია.
– რატომ წამოვედი ხატია მოხდა რამე?
– არაფერი, რა უნდა მომხდარიყო, ისე უბრალოდ მინდოდა მარტო ყოფნა..
– ერთხელ მაინც შეგიძლია აღიარო რომ, ვერ აიტანე როცა ნიამ მაკოცა, ერთხელ აღიარე რომ იეჭვიანე და ახლაც ეჭვიანობ, თვალებში შემომხედე და თქვი რომ გიყვარვარ....
– შენს თავზე დიდი წარმოდგენა გაქვს ტიტე, მსგავსს არაფერს ვგრძნობ..
– მეგონა როცა გიპოვიდი ყველაფერი სხვნაირად იქნებოდა ხატიია,
– რას ნიშნავს მიპოვიდი ?
– პირველად სასაფლაოზე დაგინახე, თურმე მშობლებს კრძალავდი..შავი მოსახვევიდან , შენი თმები ისე ლამაად ფრიალებდა რომ სული შემეხუთა, გაოცებული ვიდექი და გიყურებდი როგორ ტიროდი, მერე როცა მოულოდნეად გული გაგეპარა მომინდა შენსკენ გამოვქცეულიყავი და გულში ჩამეკარი, მაგრამ ლევანმა არ გამომიშვა.. იმ დღის მერე მოსვენება დავკარგე.. შუაღამისას წავედით საფლავზე იმის გასარკვევად რომ მენახა ვინ იყავი, მერე შენი გვარი ვიპოვე და ასე ვცდილობდი შენს პოვნას ამასობაში რამოდენიმე თვე გავიდა და სრულიად შემთხვევით შენს სურათებს მაშინ წავაწყდი როცა სოფიკო თავის საქებრად გადაღებულ კონფერენციის სურათებს მაჩვენებდა..
– და ეს ბავშვი მოისყიდე არა?
– არა თვითონ მომისყიდა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, ვერ გაგიშვებდი, ძლივს ნაპოვნს ვერ დაგკარგავდი, ეს ყველაზე კარგი შანსი იყო გვერძე მყოლოდი,, აქამდე მიკვირდა როგორ უნდა შეგყვარებოდა ადამიანი ერი ნახვით მაგამ შენმა ტკივილით სავსე თვალებმა ამაში ხელი შემიწყო, რო იცოდე როგორ ვღელავდი როცა გასაუბრებაზე მოდიოდი...
– ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმე ტიტე?
– შენთვის მხოლოდ ესაა მთავარი? რას ვგრძნობ ეს სულ ერთია ხო?
– სულ ერთია– ხმამაღლა და გარკვევით ვუთხარი და წასასვლელად წამოვდექი.. მკლავშ ხელი მტაცა და მოწყვეტით დავეცი მიწაზე...მეტკინა ადამიანო, ცხოველივით ნუ მოიქცევი ტიტე.. მუხლიდან სისხლი მომდიოდა... ჩუმად უთქმელად ამოიღო ჯიბიდან ცხვირსახოცი და სისხლიანი მუხლი ნაზად მომიწმინდა..
– ასე ნუ მექცევი გეხვეწები, ადამიანს აღარ ვგავარ ხატია, შენი ყოველი ხელის კვრა ახალ ჭრილობას მიჩენს, რო იცოდე როგორ მიყვარხარ, შენს გამო ყველაფერს შევძლებ, ოღონდ ინატრე ოღონ მოინდომე, ოღონდ ჩემს გვერდით იყავი.. ჩემი ცხოვრების აზრი ხარ, ჩემი სულის სინათლე, ნათელი გზა, ჩემი ერთადერთი და მარადიული გრძნობა, ასე არასოდეს არავინ მყვარებია, ასეთი სურვილი არავის მიმართ მიგრძვნია, ხო არ გიმალავ გეუბნები, მიყვარხარ და შენი სიახლოვის სურვილით ვკვდები, ასეთი ძლიერი ლტოლვა არავისთან მიგრძვნია.
თვალები დავხარე, მზერა ავარიდე, ნერვიულად დავიწყე თითების წვალება.. ჩემი სახე თავის ხელებში მოიქცია და ტავი ამაწევინა,
– მზერა არ ამარიდო რა, მომეცი უფლება შენს შავ თვალებს ვუყურო, ეს თვალები გამითხრიან მე საფლავს ზუსტად ვიცი– ღიმილით მითხრა და საკოცნელად გამოიწია, წინააღმდეგობის გაწევის სურვილი არ გამაჩნდა ამჯერად... ნერვიულობისაგან გამოფიტული ტუჩები ნელა შემახო ტუჩებზე და თვალები დავხუჭე,მისი კოცნა რაღაც მისტიური ძალის მატარებელი იყო, სუნთქვა გამიხშირდა, ვნებამ იფეთქა ჩემში, ხელებმა თვითონ მონახეს გზა და მთელი სხეულით ზედ ავეკარი ტიტეს. ცალი ხელი თმაში შევუცურე მეორე კი ოდნავ გაუპარსავ წვერზე დავუსვი..
– როგორ მინდიხარ ხატია– ძლივს ჩაილაპარაკა და ჩემი მოფერება განაგრძო..
– ახლა არა ტიტე, აქ და ახლა არა, ჯერ ამისთვის მზად არ ვარ..
**
მაგიდასთან ერთად დავბრუნდით , ლევანი თითქოს მაშინვე მიხვდა ყვეაფერს, თვალი ჩამიკრა და გამიღიმა, ხელიხელჩაკიდებული დავჯექით, არ მახსოვდა სად ვიყავი, არც ის მახსოვდა რომ ჩვენს გარდა იქ კიდევ 22 ადამიანი იყო, მე მხოლოდ მის თვალებს ვხედავდი და ის ჩემსას,მე მხოლოდ მის სუნთქვას ვგრძნობი, მმხოლოდ მის სიახლოვეს და გვერდით ყოფნას აღვიქვამდი. ფიქრებიდან ნიას ხმამ გამომიყვანა..
– ამ ორს რა სჭირს? იქ ტყეში რამე კარგი ხდება?– მის ირონიას საზღვარი არ ქონდა, მივხვდი სადაც გადაკრადა, სახეზე მაშინვე სიწითლე მომედო და ტიტეს გავხედე..
– მართხალი ხარ, ეს ტყე ჩემი ოცნებების ახდენის ადგილი გამოდგა ნია, ნამდვილად აქვს ამ ტყეს რაღაც მისტიური და ლამაზი... მე დრეს ბედნიერი ვარ, ცხოვრებაში არასოდეს გაუკეთებია ასეთი ლამაზი და საოცნებო საჩუქარი როგორიც ხატიამ მისახსოვრა..
– საინტერესოა რას გულისხმობ ტიტე?– მაოდ არ ცხრებოდა ნია და ცეცხლზე ნავთს ასხამა..
– სიყვარულს.. რა თქმა უნდა სიყვარულს რომელიც დღეს ხატიამ მაჩუქა..და მის გულს, ლამაზს და სათნოს..მე ბედნიერი ვიყავი რომ მიყვადა ეს ადამიანი , ახლა ორმაგად ,, არა ასმაგად ბედნიერი ვარ რომ ვუყვარვარ , ახლა ჩემზე ბედნიერი არავინაა– მთელი სიამაყოთ წარმოთქვა ტიტემ და ლოყაზე მაკოცა..

ჩემი ცხოვრება თითქოს რადიკალურად შეიცვალა, ყოველი დღის გათენება და დაღამება მიხაროდა, იმედი მქონდა ყოველ ღამით რომ დილით ისევ გადავეყრებოდი ტიტეს თვალებს... კვირა დღე იყო, ჩემმა გოგოებმა რომ დამირეკეს და შეხვედრა დამითქვეს, ტიტეს გადამკიდე სულ გარეთ ვიყავი, სახლი ყოფნა ისე მომნატრებოდა ჩემთან დავპატიჟე ორივე და სიცილით ვუთხარი ძველი დრო გავიხსენოთ–თქო.. ოოო, ეს ძველი დრო ძალიან ბევრ სიგიჟეს და ჭკუიდან გადასვლას უკავშირდებოდა.. მახსოვს ერთი ასეთი სიგიჟე როცა ფეხზე დავიახდე და შუა რუსთაველზე თავსხმა წვიმაში ვიარე, კიდევ უამრავი იყო ასეთი.. მე და ნინა გაშლილი სუფრით დავხვდით თეიკოს და სალომეს და ორივე მათგანი გულში ჩავიკარი. კონიაკის წრუპვა–წრუპვით სმამ შედეგი გამოიღო და გემოზე დავთვერით, ერთმანეთს ვუყურებდით და გიჯებივით ვიცინოდით უმიზეზოდ, ნინა გაოცებული გვიყურებდა და ხმას ვერ იღებდა..
– შეყვარებული ვარ– ხმამაღლა დავიძახე და უკანასკნელი წვეთები ჩავისხი ჭიქაში, თან ნინას ვუბრძანე ახალი მოიტანე თქო.. შეყვარებული ვარ და ეს სიყვარული მე მაგიჟებს..
– შეყვარებული ხარ?– ორივემ ერთხმად დაიძახა და გამომხედეს..
– ხო ვარ, რა ცუდია? არადა რა ბედნიერი ვარ, ძალიან, ძალიან, ისე ძალიან რომ მეშინია ეს ბედნიერება არ დავკარგო.. ჩემი ბიჭი, ისეთი თბილია, ისეთი საყვარელი.. მისი სიახლოვე ხო საერთოდ ცუდად მხდის..როცა მისი ტუჩები მეხება, ასე მგონია შემიძლია ხელები გავშალო და გავფრინდე, ამ ქვეყიერებას ვწყდები და სადღაც შორს ვიკარგები...
– ვინაა?– კიდე ერთად დაიძახა ორივემ და სიცილით კინაღამ გავიგუდე..
– ტიტე,– ჩემი უფროსი, ჩემი სიყვარული, ჩემი ერთადერთი....
– ხატია, ან გადაირიე ან ნამეტანი მოგივიდა– ალერსით მითხრა ნინამ და ლოყაზე მაკოცა...ჩემი გიჟი და, ვინ იტყვის რომ ოცდაათი წლის არის.
– არც არავინ იმიტომ რომ მე სულ ცხრამეტი წლის დავრჩები გულში ნინა.. მიდი, მიდი კარი გააღე, ომახიანად შემოვძახე და ნინას უკანალზე ხელი შემოვკარი.. სიცილით წავიდა ნინა კარისაკენ და იქიდან გიოსთან ერტად დაბრუნდა..
– ვაააა, ეს ვინ მოსულა– ჩემი გიო მოსულა. ძლივს წამოვდექი ფეხზე და მისკენ ბარბაცით წავედი..
– მთვრალია?– გაოცებულმა იკითხა გიომ და წელზე ხელი მომხვია რომ არ დავცემულიყავი..
– მთვრალი კი არა ნასვამი ვარ, ნასვამი, შევუსწორე და თმები მოვუჩეჩე.. აუუ გოგოებო გიოს არ იცნობთ?– ეს არის ყველაზე მაგარი ბიჭი მთელს ქვეყანაზე, და მე ძალიან მიყვარს.. ისეთი ემოციით ვთქვი რომ გაოგნებულმა შემომხედა გიორგიმ.
– ხატია ასე ნუ მეკონწიალები თორემ ორივე დავეცემით წამოდი დავჯდეთ.. და რას აღნიშნავთ?
– ჩვენი გოგო შეყვარებულია– სიცილით უთხრა თეიკომ გიოს და გამომხედა. ხოდა ავღნიშნავთ ამას რომ მისი გული მოალბეს და ასე ქვასავით არ დარჩა...
– თეიკო, მოგხვდება რას ქვია ქვასავით. ის ისეთია ვის არ მოალბობს ჰა... მე კი არა ტიტანიკის აისბერგსაც გაადნობდა წუთში, მარტო მისი თვალების ცქერით მემატება სიცოცხლის წლები..
– არ მითხრა რომ შენს უფროსზე ხარ ასე უგონოდ შეყვარებული ხატია, მკლავში მაგრად მომიჭირა ხელი გიორგიმ და თავისკენ შემატრიალა..
– აჰაა. მიხვდი არა? ჩემი ტიტე მთელს ქვეყანას მირჩევნია, მთელი ჩემი ცხოვრებაა, ჩემი საგანძურია და ბედნიერება.. მასზე კარგი არავინაა არ მომედაოთ, ის ერთადერთია..–ბოლო ხმაზე გავკიოდი და კი არ ვიცინოდი ვხახანებდი..
ჩემი სიცილი ტელეფონის ზარმა გაწყვიტა და ნინას დაეჭვებულმა ავხედე... თვალებით ვანიშნე ვინც გინდა იყოს შენ დაელაპარაკე–თქო , სამზარეულოდან აქა–იქა მესმოდა ნინას ლაპარაკი, ხუთ წუთში კარის გაღების ხმა გავიგონე და ოთახში ყვავილებით ხელში შემოვიდა ტიტე.
ეს იყო გრძნობა და შეგრძლება რომელიც არ გავს არაფერს ამ ქვეყნად.. ცხელმა ტალღამ მთელს ტანში დამიარა, თვლები გამიბრწყინდა და ისე გავუღიმე დარწმუნებული ვარ ყველა კბილი გამომიჩნდა..მაგიდას დავეყრდენი და ფეხზე წამოვდექი... ბარბაცით წავედი ტიტესკენ. ყვავილები გამოვართვი და მაგრად ვაკოცე ლოყაზე, მერე ორივე ხელი კისერზე მოვხვიე და თავი ყელში ჩავუდე, ვგრძნობდი როგორ უძგერდა გული და ოდნავ მეღიმებოდა..
– დიდი ხანი უნდა იდგეთ ასე? არ გაგვაცნობ შენს პრინცს?– აღტაცების ტაში შემოკრა სალომემ და გაიღიმა.
– არ გაგაცნობ–თქო წეღან ხო გითხარი, მარტო ჩემია და არ დაგითმობთ არავის გასაგებია?
– ხატია, რატო დალიე ამდენი ამიხსენი!!– მაშინვე დამიტია ტიტემ და ხელი წელზე მომხვია. შენ ხომ არ სვავ..
– იმიტომ რომ უფრო თამამი ვიყო და გითხრა როგორ მიყვარხარ ვერ გაიგე??
– გადაირიე ხო? გულში ჩახუტებული მიმიყვანა სააბაზანომდე და პირზე ცივი წყალი შემასხა.. დაიფიცე რომ დღეის მერე აღარ დალევ, თანაც ამდენს, მითხარი ის ბიჭი რას აკეთებს აქ?
– ის ბიჭი? ვინ ის ბიჭი? გიოზე ამბობ?? გიო ჩემი ძმაა ტიტე, ეჭვიანობ? აღიარე რო ეჭვიანობ..
– ვეჭვიანობ მერე? გცემ იცოდე, ასე ცანცარს თუ გააგრძელებ მაგრად გცემ ხატია..შენ ასეთი არ ხარ და ნუ აცანცარდები... არ მოიქცე ასე რა.
– რატო ასეთი არ გეყვარები??
– არა, არ მეყვარები, მე მიყვარს ქალი რომელიც ასე არ ეცემა და თავს იფასებს, ქალი რომელიც ამაყია, სწორად ამიტომ შემიყვარდი რომ ძლიეი იყავი, იქ როცა დაგინახე..
– ანუ არ გეყვარება ხატია რომელიც იცანცარებს და ბავშური იქნება? არ გეყვარება ხატია რომელიც სიგიჟეებს ჩაიდენს?
– საკმარია. არა არ მეყვარება ასეთი ხატია, გითხარი ქალში ყველაზე მეტად ცანცარი არ მიყვარს, და იცოდე ამას არ გაპატიებ..
– არ მაპატიებ? არ გამაცინო რა, რა მჭირს შენი საპატიებელი ჰა? ხელი ვკარი და სააბაზანოდან გავედი, პირდაპირ შევვარდი ოთახში, გიოსკენ წავედი ,სკამიდან წამოვაყენე და ტუჩებში ვაკოცე.. ლაპარაკი შეწყდა, ყველა დუმდა, გაოცებული თვალები მიყურებდა, ამაყად შევტრიალდი ტიტესაკენ, თვალები ცრემლით ავსებოდა, სახეზე ფერი არ ედო... რას აკეთებო თეიკო მაშინვე მეცა და მოშორებით წამიყვანა..
– ასეთი ხატია არ გეყვარება– ჯიბრზე ვუთხარი ტიტეს და წინ ავესვეტე..
– არასოდეს, ასეთი ხატია არასოდეს მეყვარება...ასეთი ხატია მთელი გულით მძულს – ზიზღით სავსემ მითხრა და მკვეთრად მესმოდა კიბეებზე მისი ჩარბენის ხმა..
**
მეორე დღეს დილით თავი მისკდებოდა. პიჯამათი გავედი სამზარეულოში და სკამზე დავეხეთქე,.. ხმაურზე ნინა გამოვიდა , მაცივრიდან ბორჯომის ბოთლი გამომიღო და აუღელვებლად დამიდგა წინ..
– გუშინ რაც გააკეთე გახსოვს? – ნაწყენმა მკითხა და ალმაცერად გამომხედა..
– და რა გავაკეთე?–გემუდარები ოღონდ არაფერი მითხრა და ყველაფერს გავაკეთებ რასაც მეტყვი..
– შენ აზროვნება არა გაქ გოგო? უკვე გააკეთე, გუშინ ტიტეს ჯინაზე გიორგის აკოცე , მორჩა დამთავრდა, ტიტე შენს ცხოვრებაში აღარ არსებობს ხატია, ლევანმა დამირეკა, განადგურებულიაო, ღამე სახლში არ მისულა, ამ ბიჭს რაიმე რომ დაემართოს შენ აგებ პასუხს მის სიცოცხლეზე გაიგე??? ასე როგო მოექეცი ამიხსენი , რატო გააკეთე ასე გოგო..
– მე ვაკოცე გიორგის? დავიჯერო ასეთი გათიშლი ვიყავი ნინა?
– არ ვიცი , ეს შენს თავს კითხე, მილიონჯერ გითხარი არ დალიო –თქო, ახლა რა გააკეთე, ჯერ ყველას თვალწინ გამოაცხადე ტიტე მიყვარსო მერე მივარდი და გიორგის აკოცე, გეფიცები ავადმყოფი ხარ ხატია. ნამდვილი გიჟი, არა უფრო სწორად მაპატიე და დებილს უფრო გავხარ, ასეთ კაცს ასე არავინ ატკენს გულს და დამიჯერე შენს ადგილს უცებ ჩაანაცვლებს ნიაკო...
– სულელი ვარ.. ჩავიცვავ და წავალ მასთან.. რაიმე უნდა ვიღონო, ნინა დამეხმარე რა. ლევანს დაურეკე და გამიგე სადაა . გთხოვ, გთხოვ თუ გიყვარვარ..
– კარგი, ასე იყოს, მაგრამ ნაკლებად მგონია რაიმე გამოასწორო ახლა..
ფეხზე წამოვდექი თუ არა მაშინვე თავბრუს ხვევა ვიგრძენი, რა ჯანდაბამ დამალევინა ამდენი ღმერთო ჩემო ბუზღუნით გავედი საძინებელში და ლოგინზე პირაღმა დავეგდე.. ახლა რა უნდა გამეკეტებინა, როგორ უნდა შემომერიგებინა ტიტე აზრზე არ ვიყავი. ორ წუთში ნინა უკან შემომყვა და ცალყბად მითხრა ტიტე საგათენებოდ მისულა სახლში, გათიშულს სძინავსო.. ხელის ქნევით ვანიშნე ნინას გადი , შემეშვი თქო და ცრემლებს გასაქან მივეცი..
არადა ყოველთვის ძლიერი ქალის იმიჯი მქონდა, არასოდეს არ ვხრიდი თავს მაშინაც კი როცა დამნაშავე ვიყავი და ეს ვიცოდი, თავაწეული ვიხდიდი ბოდიშ, მაგრამ ახლა მზად ვიყავი მუხლებში ჩავვარდნოდი ტიტეს, ოღონდ არ დამეკარგა.. ორი გამოუსწორებელი შეცდომა მქონდა დაშვებული,ერთი ის რომ ტიტე დავამცირე და მეორე ის რომ გიორგის იმედი მივეცი, მისი მხრიდან გადამეტებული ზრუნვა ჩემს მიმართ უდამ იგრძნობოდა და ახლა უარესი გავაკეთე... ცრემლები მოვიწმინდე, კარადიდან მოკლე შავი კაბა გადმოვიღე , თმა უწესრიგოდ დამეყარა მხრებზე , საბუთებს ხელი დავავლე და ნინას გავძახე წავედი თქო..ტაქსი გავაჩერე თუ არა ლევანს დავურეკე.
– ლევან, ტიტეს მისამართი მითხარი რა..
– რად გინდა ხატია? ჭკუიდან არ ამწიო, რას გადაეკიდე ამ ბიჭს თავი გინდა მოაკვლევინო? რამდენჯერ უნდა გაასწორო მიწასთან ამიხსენი, შეეშვი, არ მიხვიდე, არ მოგცემ უფლებას ტიტეს ცხოვრება დაუნგრიო..
– ძალიან გთხოვ, ყველაფერს მერე აგიხსნი რაც მოხდა, ახლა მისამართი მითხარი, გპიდები რომ გულს აღარასოდეს ვატკენ, გთხოვ, გეხვეწები ლევან..
– კარგი ხო , მისმინე არ ვიცი რა მოხდა და რა გააკეთე მაგრამ ის ვიცი რომ ამჯერად ყვეანაირ ზღვარს გადახვედი.. ასე ცუდად არასოდეს მინახავს ტიტე ჯერ..
მისამართი მითხრა თუ არა ლევანმა მაშნვე ტაქსის მძღოლს გავუმეორე და ნახევარ საათში დანიშნულ ადგილას ვიყავი.. ფეხები მიკანკალებდა,, გული გამალებით მიძგერდა, მაგრამ უზარმაზარ კარზე მაინც დავაჭირე თითი ზარის დასარეკად... კარი ახალგაზრდა გოგონამ გამიღო, რომელიც ცისფერ და შავ ფერებში გამოწყობილ ფორმაში იყო შემოსილი და გამიღიმა..
– გამარჯობათ, ვის ეძებთ, როთ შემიძლიათ დაგეხმაროთ?
– გამარჯობა– თავაზიანად მივესალმე და გავუღიე.. ბატონ ტიტეს ვეძებ არაბულს მგონი სწორად მოვედი, მე მისი ... სიტყვის თქმა ვერ დავამტავრე რომ ბატონი გურამი ეზოშ გამოვიდა, დამინახ თუ არაჩემსკენ წამოვიდა და გულშ თბილად ჩამიკრა..
– რა პატივია შენი მობძანება ლამაზო ქალბატონო... მოხდა რაიმე შვილო?
– ბატონო გურამ, ტიტეს ვეძებ თუ სახლშია, სამსახურში არ მოსულა დ აუცილებლად უნდა განვიხილოთ ერთი საკითხი...
– ხედავ როგორია ნამდვილი ქალი?– ხმამაღლა თქვა და მოსამსახურეს გახედა...რა თქმა უნდა შემოდი.. მე კი მივდივარ მაგრამ ლელა მიგაცილებს ოთახამდე , ხო ასეა ლელა?
– რა თქმა უნდა ბატონო გურამ, წამორძანდით.ლელა წინ გამიძღვა მე კი თავდახრილი მივდიდოი, გუნებაში ვფიქრობდი ნამდვილი ქალი კი არა იდოიდი ვარ –თქო... ახლავე დავუძახებ ბატონ ტიტეს– ალბად საძინებელშია...
– არააა, საჭირო, მითხარი რომელი ოთახია და თვითონ ავალ..
– არა რას ბრძანებთ..
– მართლა ლელა, ასე მირჩევნია, ვიცი დილით მოვიდა, მე თუ მივალ არ გამიბრაზდება შენ კიდევ შეიძლება გაგიბრაზდეს– მაშინვე ვიპოვე გამოსავალი და მხარზე ხელი მეგობრულად დავადე ..
– მართალი ხართ. მეორე სართულზე დერეფნის ბოლოში მისი საძინებელია...
ნელა ავუყევი კიბეს და დერეფნის ბოლომდე სანამ მივაღწიე მინიმუმ სმჯერ მაინც დავისვენე , ისე მიფართხალებდა გული.... კარზე ნელა მივაკაკუნე მაგრამ ხმას არ გაუცია, ოდნავ შევაღე კარი. საწოლზე იწვა კედლისაკენ გადაბრუნებული და არც გადმოტრიალებულა, ალბად სძინავს –თქო ვიფიქრე და ჩუმად შევედი.. ჩანტა და საბუტები იატაკზე დავაწყე და საწოლზე ჩამოვუჯექი.. მაგიდაზე არყის და ლუდის ბოთლი იდგა. მისი ნაპირალი ჭიქა ავიღე , სასაცილოა მაგრამ ამ მინის ჭურჭლსაც კი შერჩენოდა მისი ტუჩების გემო... მუხლებზე დავდექი და ფრთხილად ვაკოცე ყურთან. შეკრთა, ჩემს დანახვაზე თვალები გაუფართოვდა, მერე უცებ გადმოტრიალდა და საწოლში წამოჯდა.
– ხატია?– გაოცებულმა მკითხა და ჩემი პასუხის მოლოდინში გაიტრუნა..
– ხო მე ვარ. დანაშაულის გამოსასყიდან მოვედი..
– სულ ტყუილად, გთხოვ წადი...არ მინდა ალამზე ლაპარაკი, არც შენი ახსნა მინდა, არც შენი დანახვა და არც შენთან ყოფნა..
– ამას მართლა ამბობ? გინდა წავიდე?– სლუკუნით ვითხე და საწოლიდან წამოვდექი...
– მართლა.. წადი და მეტი ნუღარ მოხვალ.
– კარგი– ტირილით ვუთხარი და ჩანთა ავიღე, ისე მივედი კარებამდე არც კი გამოუხედავს, უარესად მომეშალა ნერვები, გაღებული კარი დავკეტე და მისკენ წავედი, მკლავში ვტაცე ხელი და ჩემსკენ გადმოვატრიალე..
– ხო გითხარი წადი_თქო, ნუ გამაბრაზებ გთხოვ... ისედაც არ ვარ კარად..
– გგონია მე კარგად ვარ? არ წავალ გესმის? არ წავალ არ მიგატოვებ.. ვიცი რომ ცუდად მოვიქეცი, რომ მკიტხო რატომ გავაკეთე რ ვიცი. ვიცი ვინც გგონივარ, ალბად ფიქრობ რომ ქუჩის ქალივით მოვიქეცი ხო ასეა?გგონია რომ უკანასკნელი ქალი ვარ. გგონია რომ ასეთი ვარ, მაგრამ რაც გინდა იფიქრე გესმის, სულ ერთია მე ხომ მაინც მიყვარხარ, მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც მინდა შენთან ყოფნა ტიტე, გთხოვ არ გამაგდო. ძალიან, ძალიან მიყვარხარ. გპირდები ყველაფერს დაგიჯერებ. ვიცი რომ ჩემი სიჯიუტე მღუპავს მაგრამ არ ვიცი ალბად მინდოდა მეჩვენებინა რომ ძლიეი ვარ... მიყვარხარ ტიტე, ასე არასოდეს არავინ მყვარებია.... ძლივს ჩავამთავრე ჩემი მონოლოგი ტირილით, და გასასვლელად წავედი რომ საწოლიდან ერთი ნახტომით გაჩნდა ჩემთან და ორივე ხელი შემომხვია, ბეჭებზე ამეკრა და მისი სუნთქვა ვიგრძენი ყურთან..
– რა გავაკეთო რო ასე ძალიან შემიყვარდი. მინდოდა შენთან დაშორება მაგრამ ამ გრძნობას ვერ ვერევი, მიყვარხარ, იცოდე ამას მეტჯერ არ გაპატიებ, ჩემი ქალი მხოლოდ ჩემი უნდა იყოს და სხვა არ უნდა ეხებოდეს.. მხოლოდ ჩემი გესმის?
– ვიცი. მაპატიე გევედრები– ყველაფერს დაგიჯერებ ამის მერე...მისკენ შევტრიალდი, ფეხის წვერებზე ავიწიე და ოდნავ შევახე ჩემი ტუჩები მის ტუჩებს....სიამოვნებისაგან მინაბული თვალები ნელა გაახილა, ხელში ამიყვანა და საწოლზე თავის გვერდით დამაწვინა...
**
სახლში მე ტიტე და ლევანი ერთად მივედით, ნინას ხმა არ მომეწონა მაგრამ არაფერი მითქვამს, ერთი სული მქონდა როდის მივიდოდი და ვნახავდი რომ კარგად იყო.. მისაღებში იჯდა და სახე ხელებში ჩაერგო, დავინახე თუ არა ფერი მეცვალა, ვიცოდი რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვა, ვგრძნობდი, აბა ჩემს ცხოვრებაში კარგი ისე იშვიათად ხდებოდა..მის წინ მუხლებზე დავდექი და თავი ავაწიევინე..
– ცუდი არაფერი მითხრა გთხოვ. გეხვეწები ნინა, გეფიცები გიყურებ და მეშინია ამ მოლოდინის მეშინია...
– ხატია– სლუკუნით დამიძახა და გულში ჩამეხუტა, მაპატიე რა.. გემუდარები მაპატიე...
– რა მოხდა ნინა მითხარი..
– ორსულად ვარ– ტირილს უმატა და ოთახიდან სირბილით გაიქცა, მერე კარგა ხანს ვიყავი ასე გაშეშებული, ფეხზე წამომაყენა ტიტემ და გვერდით მომიჯდა..
– ჩემო ლამაზი, რაც არის არის, ამას ხომ ვერ შევცვლით.. ალბად ასე იყო საჭირო, ეს ბავშვია ის დამნაშავე არაა რომ ქვეყნად მოვლინება მოისურვა..
– ახლა რა გავაკეთო ტიტე, ახლა ყველა იტყვის უპატრონოდ დარჩნენ და რა პასუხი მოეთხოვებათო.... ნინასთან ოთახში გიჟივით შევვარდი და ფეხზე წამვოვაყენე..
– შენ არ მითხარი რომ შენზე ძალა იხმარა? ასე უცებ რანაირად დაორსულდი გოგო? გინდა ჭკუიდან ამწიო? მანამდეც იწექი მასთან? მიპასუხე–თქო– ხმამაღლა ვუყვირე ნინას და მკლავში ვტცე ხელი, ესეიგი მანამდეც იწექი მასთან..
– მაპატიე..
– გაპატიო არა? სახეში მთელი ძალით გავარტყი და ოთხიდან გამოვვარდი, არ ვიცოდი რას ვაკეტებდი, რა მინდოდა, მხოლოდ მტკიოდა, არაფერი მიხაროდა. არვის არსებობა არ მინდოდა... სააბაზანოში შევვედი და ცივი წყალი სახეზე შევისხი, მერე ორივე ხელი მთელი ძალით დავარტყი ხელსაბანს... ხმაურზე ტიტე შემოვიდა და დამიძახა, ლევანს საქმე აქვს შენთანო...
– რა ხდება ლევან, ახლა რაღა მოხდა რაა– ისტერიულად ვიყვირე და კედელს მივეყუდე,, მხოლოდ გვიან გავაანალიზე რომ გვერდიგვერდ ხელჩაკიდებულები იჯდნენ.. მოიცადე, ეს რას ნიშნავს? ეს ყველაფერი რას ნიშნავს ჰა?
– ხატია, მისმინე. შენი და შემიყვარდა, მომეცი უფლება მასზე ვიქორწინო, ეს ბავშვი მხოლოდ ჩვენია, სხვა არავისი. დაივიწყე ის რაც იყო წარსულში, მე მიყვარს ნინა და მისი შვილიც ასევე მეყვარება..
– არააა, არააა, ნამდვილად გავგიჟდები ახლა, მეტს ვეღარ გავუძლებ გეფიცებით, ტიტე მითხარი რომ ეს ყველაფერი ტყუილია..
– არა მართალია და იცოდე მე მათ მხარეზე ვარ, ერთმანეთი უყვართ..რადგან ამბობენ ესეიგი ასეა, მიეცი უფლება იქორწინონ და შვილიც ერთად გაზარდონ, ლევანს კარგად ვიცნობ, მასზე პასუხის მგებელი მე ვარ.. ასე რომ ჯობია იმაზე ვიფიქროთ როგო გავგეგმოთ ქორწინება უახლოეს მომავალში....
თავი ზღაპარში მეგონა, რომლის კითხვასაც ერთ დღეს აუცილებლად დავამთავრებდი...

ნინას და ლევანის ქორწინება ვიწრო წრეში ჩავატარეთ, ამას თუ საერთოდ ქორწილი ერქვა, მხოლოდ ლევანის და, ტიტე და მე ვიყავით.. სხვა არც არავინ გვყავდა ისეთი ვისაც წავიყვანდით.. სახლში დაბრუნებულს სევდა გამიასმაგდა, მარტო დავრჩი, სრულიად მარტო, ახლა ნინაც კი აღარ მყავდა, ლევანთან გადავიდა მაშინვე საცხოვრებლად, ბევრი ვეხვეწე აქ იცხოვრეთ თქო, მაგრამ არაფრად ჩამაგდეს, ორივე მათგანს ცალკე უნდოდა ცხოვრება. უზარმაზარ სახლში მარტო დავრჩი. ჩანთა იატაკზე დავაგდე, ფეხსაცმელებიც უწესრიგოდ მივყარე და ტირილით შევედი მისაღებში.. რა საშინელება ყოფილა ასე მარტო ცხოვრება, ხანდახან კარგია, მაგრამ ჩემი ნინას გარეშე არ მინდოოდა. მიუხედავად იმისა რომ ჩემი სისხლი და ხორცი არ იყო, საშინლად მიყვრდა... გრილი შხაპი მესიამოვნა. ტანზე შავი აბრეშუმის ხალათი შემოვიცვი , სამზარეულოსაკენ ავიღე გეზი რომ კარზე ზარის ხმამ შემაკრთო, საათს დავხედე, შიშმა ამიტანა, უკვე თორმეტი ხდებოდა... ფეხაკრეფით მივედი კართან და ჩუმად გავიხედე, ზღურბლზე ტიტე იდგა უზარმაზარი ვარდების თაიგულით...
– შეგაშინე? ხო არ გეძინა?– ღიმილით მკითხა და საკოცნელად გამოიწია..
– არა არ მეძინა, ჩაი უნდა დამელია, ხომ დალევ შენც..
– ჩაის არა მაგრამ ყავას დავლევ..
– კარგი მაშინ მეც ყავას დავლევ, მიდი ოთახში შედი და ხუთ წუთში მანდ ვარ.
ყავის ფინჯნები ლანგარზე დავაწყე და ტიტეს გვერდით მივუჯექი, ისე შეყურებდა ფეხბურთს რომ ვერც შემამჩნია... ალმაცერად გავხედე , გადასართველს ვტაცე ხელი და ტელევიზორი გავუთიშე..
– რატო გამომირთეე?– ბუზღუნა ქმარივით მკითხა და მთელი ძალიათ მაკოცა..
– იმიტომ რომ გეკოცნა და უაზროდ არ გეყურა მაგ ფეხბურთისათვის.
– ამაზეც ეჭვიანობ??
– ჰმ. ვეჭვიანობ რომელია,,, იცი ყველაზე მეტად ვისზე ვეჭვიანობ? იმ ძალით გადაპრანჭულ ნიაზე, ძალიან, ძალიან მაღიზიანებს შენს გვერდით როცა ვხედავ..
– რა ეჭვიანი მყავხარ ჩემო ფერიავ.. ესეიგი მომიწევს შენი ეჭვიანობის ატანა ასეა?
– ასეა, მაგრამ ხანდახან თავს ვერ ვაკონტროლებ, რა ვქნა რა გავაკეთო ასე ძალიან რომ შემიყვარდი..
– ხატია, ეს გრძნობა ხანდახან მაშინებს, შუაღამისას მეღვიძება და გეძებ, მგონია რომ ახლოს ხარ და ვერ გწვდები, მინდა დაგიძახო და ხმას ვერ ვიღებ.არ მინდა რომ შენთან ურთიერთობა ვმალო, არავისი მცხვენია, მინდა რომ ჩემი ოჯახის წევრებს გავაცნო შენი თავი, მინდა ჩემი მეორე ნახევარი გახდე ჩემი ცოლი და ჩემი შვილის დედა...
– ვერ გავიგე, ეს რა იყო ახლა ცოლობა შემომთავაზე თუ მომეჩვენა?
– არა ასეა, მინდა რომ მათბობდე , უშენოდ ვიყინები, მინდა რომ შენი კანის სითბოს ყოველ ღამე ვგრძნობდე, მინდა რომ სულ გიყურო, დილით გაღვიძებულს და ღამით დაძინებულს, მინდა შენი სუნთქვა მესმოდეს და მასზე აღარ ვოცნებობდე ..მითხარი გამომყვები ცოლად?
– მე, არც კი ვიცი, ღმერთო ჩემო, რა თქმა უნდა გამოგყვები, თანახმა ვარ. გავხდე შენი ცოლი, მიყვარდე მუდამ მუდამ, რომ იცოდე როგორ ძალიან მიყვარხარ ტიტე..
მისკენ გავიწიე საკოცნელად, გული ბეღურა ჩიტივით მიფართხალებდა, როგორ მინდოდა მისი ალერსი ეს არავინ იცოდა, მე თვითონაც კი.ისე მწყუროდა მისი ტუჩების გემო... ინსტიქტურად დავუწყე პერანგის ღილების გახსნა და მოშიშვლებულ მკერდზე შევუცურე ხელი. ვიგრძენი როგორ ესიამოვნა ჩემი სიახოვე მაგრამ, ხელი დამიჭირა და თვალებში ჩამხედა. არ გინდაო უსიტყვოდ მეუბნებოდა, მაგრამ ისე მინდოდა მასთან ყოფნა ვერავინ და ვერაფერი შემაჩერებდა.. ერთი ხელის მოსმით გადამიწია მხრებიდან აბრეშუმის ხალათი და დივანზე გადამაწვინა, ვგრძნობდი მის შეხებას მთელს სხეულზე, მოშიშვლებულ ყელზე და მხრებზე.. მისი სუნთქვა სახეზე ჰაერივით მელამუნებოდა და უარესად მიბინდავდა გონებას, მთელი სხეული მიხურდა, სისხლი მიდუღდა ,სიამოვნების ჟრუანტელი მივლიდა.. იმ მომენტში ვერ ვაზროვნებდი, არ იყო სიტყვა რომელიც ამ სიამოვნებას გადმოსცემდა... მისი სხეული ისე ახლოს იყო ჩემს სხეულთან.. ხელში ამიყვანა და საძინებლისაკენ წავიდა ნელი სვლით.. იქ ასმაგად მეტად ვგრძნობდი მის ვნებას, რომელსაც ბოლო არ უჩანდა, მისი ბაგეები ისეთ ტკბილ სიტყვებს მეჩურჩულებოდა ყურში რომ მეშინოდა სუნთქვა არ დამვიწყებოდა, მეშინოდა მის მკლავებში არ დამელია სული...
დილით ფანჯრებზე წვიმის ხმამ გამომაღვიძა, ტიტეს უშფოთველად ეძინა ჩემს გვერდით, თავი მის მკერდზე მედო და მთელი ძალით მიკრავდა ზედ... ოდნავ შევახე ტუჩები ცხვირზე და უმალ გაახილა თვალები..
– დილა მშვიდობისა საყვარელო, ჩემო ლამაზო– ღიმილით მითხრა და შუბლზე მაკოცა...
– დილა მშვიდობისა ჩემო სივარულო– მეც ღიმილით ვუპასუხე და წამოსადგომად მოვემზადე რომ მკლავში მტაცა ხელი და ზედ მიმიხუტა..
– ხატია, ის რაც წუხელ იყო, ეს ჩემთის ძალიან მოულოდნელი იყო, მაგრამ იცოდე არ გეგონოს ამით ვისარგებლებ და ..
– დამშვიდდი ვიცი. ტიტე, მისმინე ის რაც წუხელ იყო ორივეს გვინდოდა. ის რაც წუხელ იყო უნდა მომხდარიყო და მორჩა, მე ბედნიერი ვარ რომ შენ მყავხარ. მე მიხარია რომ შენ იყავი ჩემთვის პირველი მამაკაცი, სასაცილოა მაგრამ მართლა მიხარია..
– რა სულელი ხარ, ღმერთო ჩემო.. მოდი ჩემთან მოდი.. ძალიან პატარა ხარ ხატია, ძალიან ძალიან, ჯერ უნდა გაგზარდო და მერე ვიქორწინო შენზე... დღეს საღამოს ჩემთან წაგიყვან სახლში, მამაჩემი ისედაც აღფრთოვანებულია შენით , ახლა დედაჩემის გაგიჟების დროა...
– რას გულისხმობ?
– იმას რომ ქალბატონი მანანა, რთული ადამიანია, ყოველთვის უკმაყოფილოა , ჩემით, მამაჩემით, ჩემი ძმა სწორადაც რომ ამის გამო წავიდა არ ჩამოდის, ასე რომ მზად იყავი, შენ ძლიერი გოგო ხარ და მანანა ვერ დაგჩაგრავას ხო ასეა?
– ტიტე მაშინებ. ვეცდები რომ თავი მოვაწონო... მაგრამ ძალიან ვნერვიულობ.. მეშინია რომ დამიწუნოს.
– მერე რა, ცოლად მე მომყავხარ მაგას კი არა გოგო– სიცილით მითხრა და საწოლის ბოლოში მიგდებულ შარვალს სტაცა ხელი..
**
არაბულების ოჯახში ერთი ალიაქოთი იყო, ვერ მოენელებინა ქალბატონ მანანას რომ ტიტემ მასთან შეუთანხმებლად შეიყვარა, მერე იპოვა და ახლა ქორწინებაც უნდოდა. განა ეს გასაბრაზებელი იყო?!– რა თმა უნდა არა, ამასზე ხომ ყველა მშობელი ოცნებობს , მისი შვილის ბედნიერება ხომ უმთავრესია, მაგრამ მანანასათვის უმთავრესი მატერიალური მხარე იყო...მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა, იქ არავის ვიცნობდი , მხოლოდ ლევანი და ნინა იქნებოდნენ ჩემები, სხვა ყველა უცხო იქნებოდა და როგორც ახლად შეძენილ ნივთს ის დამიწყებდნენ თვალიერებას..
მაგიდა ეზოში იყო გაშლილი, ბატონმა გურამმა დამინახა თუ არა ჩემსკენ წამოვიდა და ღიმილით მომიკითხა, მისი ცოლი კი ალმაცერად მიყურებდა.. ვგრძნობდი რაღაც ქონდა ჩაფიქრებული, ვხვდებოდი და აქედან გაქცევა უკან მოუხედავად შემეძლო... ტიტემ გვერდით მომისვა და ყოველ წუთში მეკითხებოდა ხომ არ ნერვიულობო, მეც იმედის მომცემ ღიმილს ვიკრავდი სახეზე და არა –თქო ვეუბნებოდი.მერე თითქოს ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგა.. მეულოდნელად ქალბატონი მანანა ფეხზე წამოდგა და შამპანურით სავსე ბოკალი ხელში აიღო..
– ახლა ერთ სადღეგრძელოს შემოგთავაზებთ– ომახიანად დაიწყო და მალიმალ აპარებდა ჩემსკენ თვალს, ტიტეს ხელი მაგრად მოვუჭირე, ისიც რაღაცას ელოდებოდა დედამისისაგან და არ იცოდა რას.. მინდა ჩემი ტიტეს ბედნიერების სადღეგრძელო შევსვა მეგობრებო...ის შეყვარებულია, არა უფრო სწორად გამოშტერებულია, ისე როგორც შეყვარებული კაცები შტერდებიან ხოლმე, როცა ქალი ეშმაკობით არის სავსე და სასურველ კაცს სასურველ ნაბიჯებს ადგმევინებს... აი ,ჩემი შვილიც ამ პოზიციაზე ახლა.. ყურაბამდეა შეყვარებული ერთ უბრალო და გატუტუცებულ გოგოზე, რომელსაც თავი რაღაცა გონია, ან ჩემი შვილი აგრძნობინებს თავს ასე... გონია რომ გამოიჭირა ჩემი ტიტე და გონია რომ უფლებას მივცემ მასზე იქორწინოს... ტიტეს ცრემლიანი თვალებით შევხედე. ხელი გამიშვა და დედამისისაკენ წავიდა.. წელზე შემოხვია ხელი და მაგიდიდან მოშორებით გაიყვანა..
– ეს რას ნიშნავს დედა? რა ცირკი დადგი ეხლა აქ?
– ცირკი დავდგი? ცირკი შენი ცხოვრებაა ტიტე, ამ ერთი ციცქნა გოგომ როგორ უნდა გაგასულელოს ჰა? არ მოგცემ უფლებას მასზე იქორწინო...
– მე შენთვის ნებართვა არ მითხოვია, და არც გთხოვ, 36 წლის ვარ, 6 წლის კი არა..ის გოგო რომელზეც შენ ასე ლაპარაკობ ჩემი საცოლეა, მიყვარს და შენი აზრების გამო მის მიტოვებას არ ვაპირებ შეიგნე...
– არ მოგცემ უფლებას ტიტე – ისტერიულად იყვირა მანანამ და ტიტეს ჯიქურ ჩააშტერდა თვალებში.
– დედა, მისმინე, ძალიან გამიხარდება თუ ჩემს გვერდით იქნები მაგრამ იცოდე მხოლოდ იმის გამო რომ შენ არ მოგწონს ჩემი საცოლე, მე მასზე უარს არ ვიტყვი..მე ის მიყვარს, და ძალიან გთხოვ ნუ გამხდი იძულებულეს სახლიდან წავიდე..
– სახლიდან წახვიდე არა?? აქამდეც მიხვედი ხო?! ამ არარაობამ ისე გამოგაცალა ტვინი. იცი მაინც ვინ არის? რას წარმოადგენს? ერთი უბრალო გოგოა, ობოლი... ამ სიტყვამ ისე გაიარა მთელს ჩემს სხეულში რომ ვიგრძენი როგორ გამომეცალა ძალა და გონება დამებინდა,, მაშინვე შემაშველა ლევანმა ხელი მაგიდიდან ამაყენა.. სახლში სიგრილე და სიჩუმე იყო გამეფერებული, ტიტეს საწოლზე დამაწვინა და წლით სავსე ჭიქა გამომიწოდა.. ბატონმა გურამმა არ დააყოვნა და მაშინე ოთახში შემოვიდა..
– როგორ ხარ შვილო?– დაბალ ხმაზე მკითხა და საწოლზე ჩამომიჯდა, მერე ლევანს ანიშნა შენ გადი ტიტე ამოიყვანეო და თავზე ხელი ალერსით გადამისვა.. მანანა რთული ქალია ხატია. სიმართლე გითხრა არ ვიცოდი ტიტე და შენ ერთად თუ იყავით , ჩემი სიმპატია შენს მიმართ შვილო არასოდეს დამიმალავს და მინდა იცოდე, შენ ჩემს ოჯახში საპატიო წევრი იქნები, ოღონდ მოგიწევს ჩემი ცოლის საქციელის ატანა, ვიცი რასაც გთხოვ შეუძლებელია მაგრამ სხვა გზ არ მაქვს, 38 წელი მე და მანანა ასე ვართ, ერთმანეთს კატა – თაგვივით დავსდევთ მაგრამ გულის სიღრმეში ის ძალიან კარგი ქალია..
– ბატონო გურამ..მისმა სიტყვებმა გული არ მატკინა, მე მესმის, რომ ტიტესთვის მას უკეთესი ემეტება, მხოლოდ ობოლს ნუ მიწოდებთ ნურავინ, მე ასე არ ვთვლი, ჩემი მშობლები ფიზიკურად არ არიან ჩემთან ასეა, რამოდენიმე თვის წინ ორივე ავტოკატასტროფაში დაიღუპა მაგრმ ისინი სულ ჩემს გვერდით იქნებიან, თუმცა რაოდენ მწარეც არ უნდა იყოს მე მაინც ობოლო ვარ არა?
– არასოდეს არ თქვა რომ ობოლი ხარ გასაგებია– გიჟივით შემოვარდა ტიტე და თავთან დამიჯდა.. მე გყავარ ხატია, მთავარია რომ მე შენს გვერით ვარ. ნინა გყავს და ლევანი, ობოლი როგორ ხარ, ხედავ რამდენნი ვართ? მამა გთხოვ, ჩადი და შენი ცოლი დაამშვიდე , თორემ არ ვიცი რას ვიზავ.. ბატონი გურამი მშვიდად წამოდგა, თავზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა..
– მამაშენი კარგი კაცია, ხედავ როგო გაიგო ეს ყველაფერი, შენ კიდევ ამბობდი რთული ხასიათი აქვსო, მუდამ ჩხუბობსო, მამაშენი მზადაა რომ შენი ბედნიერების გამო ყველაფერი გაიგოს და აიტანოს..
– შენ ასატანი არაფერი გჭირს ხატია, ასე ნუ ამბომ, ძალიან მწყინს.შენ საუკეთესო ხარ, შენზე კარგი არავინ არაა , მორჩა ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა, ახლა ადგები და ჩემთან ერთად ჩამოხვალ დაბლა.. შენ ჩემი ცოლი ხარ, ეს ასეა და მე არავის აზრი არ მაინტერესებს ... ფრთხილად წამომაყენა და წელზე ხელი მომხვია..
დაბლა ჩავედით თუ არა ყვეალამ ჩვენ შემოგვხედა, მაშინვე დავხარე თავი და ტიტეს მთელი ძალით ჩევეხუტე...მაგიდასთან მიმიყვანა და დედამისის წინ დამაყენა..
– ახლა რასაც ვიტყვი ყველამ მომისმინეთ.. თქვენი აზრი ჩემთვის სულ ერთია, არ მაინტერესებს რას იტყვით და რას იფიქრებთ... ხატია ერთადერთი ქალია რომელიც მიყვარს და მუდამ მეყვარება, არ იარსებებს ჩემთვის ხვა არც ეხლა და არც მერე, თუნდაც მეორე სიცოცხლეში. მორჩეს ამზე ლაპარაკი, ან ხატიას ისე მიიღებთ როგორც ჩემს საცოლეს ან არადა სახლიდან წავალ და დაგავიწყებთრომ გყავს შვილი სახელად ტიტე.... ქალბატონი მანანა მაშინვე ფეხზე წამოხტა, ჩემთვის გასარტყმელად აღმართული ხელი ტიტემ დაუჭირა და საკმრისიაო უყვირა...
– ჩათვალე რომ დედა მოგიკვდა..
– მე დედა არც არასოდეს მყოლია, შენ ყოველთვის ნიკას დედა იყავი, როცა მე მტკიოდა გვერდით მამა მეჯდა და შენ ნიკას ეჯექი რომელიც უბრალოდ თამაშობდა.. ეს შენ დაივიწყე რომ შვილი გყავს, მაგრამ არ გეგონოს რომ აქდან წავალ, ეს ჩემი სახლია, ჩემი ცოლი და შვილიც აქ იცხოვრებს, ვისაც წასვლა უნდა ის წავიდე.. ახლა კი გემრიელად მიირთვით, ხატიას წავიყვან და მოვალ..
**
მთელი გზა ვტიროდი ვერაფრით მაჩუმებდა ტიტე.. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ასე სახალხოდ დამამცირეს, არარაობა მიწოდეს, ჩემი თავმოყვარეობა გადათელეს და არაფრად ჩააგდეს... სახლში ლამის ხელში აყვანილი მიმიყვანა. თავი მისკდებოდა, სიტყვებს თავს ვერ ვუყრიდი, მთელი ღამე გვერდიდან არ მომშორებია.. საოცარ სიზმრებს ვხედავდი , მტელი ღამე კოშმარებს ვხედავდი ხან დედა და ხან მამა მესიზმრებოდა.. ვხედავდი როგორ მიდიოდნენ ჩემგან შორს და ვერაფრით მეწეოდი, როგორ გარბოდნენ მინდოდა მათთვის დამეძახა მაგრამ არაფერი გამომდიოდა..საგათენებოდ ოფლში გაწუწულს გამომეღვიძა, ტიტე ჩემს გვერდით აღარ იყო, ჩაძინებული მივუტოვებივარ.. კანკალმა ამიტანა , ზლაზვნით წამოვდექი და სააბაზანოში შევვარდი, სახეზე ცივი წყალი შევისხი და ძირს დავჯექი, ნიკაპით დავეყრდენი მუხლებს და ტირილს ვუმატე... ახლა როგორი მაროსული ვიყავი არავინ იცოდა...
– ასე რატომ მიმატოვეთ? ასე რატომ გამწირეთ? მტკივა უშენობა მტკივა, გული და მთელი სხეული გამინადგურდა, დღეს ყველაზე მეტად ვიგრძენი რომ ჩემს გვერდით არ ხართ. როგორ მალიხართ, ასე მარტო და მიტოვებუი მთელი ოცდაათი წლის განმავლობაში არ ვყოფილვარ, ასე როგორ გამიმეტეთ, მე ხომ მიყვარდით, მწამდლით, თქვენით ვცოცხლობდი და თქვენით მიყვარდა ცხოვრება, ჩემი სიხარული გიხაროდათ და ჩემი ტკივილი გტკიოდათ.. ასე მალე რატომ გამომეცალეთ ხელიდან? მე ხომ ახლა მჭირდებოდით, ახლა გვერდით რომ მყოლოდით ახლა ხომ ვერავინ მიწოდებდა ობოლს.. ჩემი მოთქმა–გოდება ტიტეს შეხებამ შემაწყვეტინა, გაოცებულმა ავხედე..
– ხატია, ასე ნუ იქცევი, მაშინებ– აცრემლებულმა მითხრა და ხელში ამიყვანა..
– მეგონა წახვედი.. სად იყავი..
– ვერაფრით დავიძინე და მაღაზიაშ ჩავედი, დილისთვის რაღაცეები ვიყიდე. შენ კიდევ ტირიხარ, კარგი რა, ცოტა ჩემზეც იფიქრე გემუდარები...
– მაპატიე, გთხოვ, მაპატიე, არასოდეს დავშორდეთ კარგი?! არასოდეს მიმატოვებ ხო ასეა? ხომ გიყვარვარ ტიტე, დედაშენის სიტყვების გამო ხელს ხომ არ მკრავ?
– გააფრინე გოგო? სულელი ხარ შენ, ჩემი ოცნება ხარ, ჩემი სიყარული, ლოგინზე გვერდით მომიწვა და მთელი ღამე ლამაზ ზღაპრად მიქცია.. скачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი ElisabethLee

ძააააალიან კარგიააა <3

 



№2  offline წევრი pekhshvela

მიყვაარს ძალიანნნ heart_eyes heart_eyes

 



№3 სტუმარი სტუმარი shalo

aman tavi unda momakvlevinos,(

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent