შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შებინდების ქალწული (2)


6-12-2017, 23:18
ავტორი Kira
ნანახია 418

შებინდების ქალწული (2)

იმ საღამოს შემდეგ არცერთი ოჯახის წევრისთვის ხმა არ გამიცია. არც ვთვლიდი, რომ ეს კიდევ ჩემ ოჯახად ითვლებოდა. მუდამ ზიზღითვუყურებ თითოეულს და ერთადერთი რაც მახარებს ის არის, რომ ეს ქალი აქ უბრალოდ შემოსახლებულია, იგი მამაჩემის ცოლი არ არის.
ხეზე მოკალათებულს დღიურში მაქვს თავი ჩარგული. რაც დედა აღარ არის სულ ვწერ. ყოველ დღეს აღვნიშნავ. განსხვავებული რაფერი ხდება, თუმცა არ მინდა რაიმე მცირედიც გამომრჩეს.
-კიდევ რამდენი ხანი აპირებ უცხოსავით ყოფნას? მომესნა ქვემოდან ნაცნობი ხმა. მე კი დღიურს ვერადავერ მოვშორდი.ნეტავ აქ როდის მოვიდა?
-... ხმას არ ვიღებ. ვცდილობ არც კი შევიმჩნიო.
-ვიცი არ გსიამოვნებს ჩემი... ჩვენი დანახვა და გეზიზღებით, მაგრამ სხვა გზა არ გაქვს . ერთად გვიწევს ცხოვრება გვინდა თუ არა ეს ჩვენ. ჩვენმა მშობლებმა ასე გადაწვიტეს. დამიჯერე არც მე მომწონს დედაჩემის საქციელი, არც მე მინდოდა მამის მიტოვება და სხვა კაცთან ცხოვრება, მაგრამ ამას ვერ შევცვლი ამიტომ შევეგუე და მივიღე როგორც მამინაცვალი, შენც უნდა შეეცადო როგორმე მიიღო ის. არ ხარ პატარა რომ ვერ გაიგო რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს. ცხოვრებას თავისი წესები აქვს და მათ შენ მარტო ვერ შეცვლი. ან უნდა დაემორჩილო ან საერთოდ არუნდა იცხოვრო. 2 წლის წინ ერთ პატარა გოგოს დავეჯახე. ფეხი ძალიან იტკინა, მაგრამ იმდენად ამაყი იყო, რომ ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია ჩემ წინაშე, მეტიც უარი თქვა დახმარებაზე და თავისი ფეხით წავიდა სახლში. ის სადაა? ის პატარა ამაყი და ღირსეული ადამიანი სადაა? რაუქენი? რატომ ვხედავ ახლა მე არსებას, რომელიც ყველას ზიზღით უყურებს მათ შორის საკუთარ თავსაც. გგონია, რომ სწორად იქცევი მაგრამ დამიჯერე დიდ შეცდომას უშვებ.ფრთხილად იყავი მერე არ ინანო.
-მე? მე რაუნდა გამიხდეს სანანებელი? სახეზე ირონიული ღიმილი მესახება. ვერ ვხვდები რა შეიძლება ამას მოჰყვეს. რა უნდა მოხეს ისეთი, რომ მე ვინანო?
-შენ დედაჩემს არიცნობ, წარმოდგენაც არ გაქვს რისი გაკეთება შეუძლია, ამიტომ ჯიბრში ნუ ჩაუდგები თორემ ისევ შენ დაზარალდები.უბრალოდ არ მინდა რომ ასე მოხდეს.
უბრალოდ წავიდა. მეტი არაფერი უთქვამს. იმის შინაარსსაც ვერ ვიაზრებ რაც აქამდე ილაპარაკა. საერთოდ რა უნდა? ვინ ჰგონია თავი მე რომ მარიგებს ჭკუას?
-ამდენი თუ შეგეძლო დედაშენისთვის გესწავლებინა ჭკუა. მივაძახე გაბრაზებულმა და ისევ დღიურს დავუბრუნდი.
საღამოს სახლში დაბრუნებისას გადავწყვიტე ეზოსთვის მომეარა და უკანა მხრიდან შევსულიყავი. კარგახანია იქ ფეხი არ დამიდგამს, დამავიწყდა კიდეც როგორია იქაურობა. ნელ-ნელა მივუყვები პატარა ბილიკს და იმ დროს ვიხსენებ, როცა დედას ხელჩაკიებული მოვყვებოდი აქ. როგორ მიხაროდა, სიხარულისგან როგორ დავბროდი აქეთ-იქით და მის გაფრთხილებას ყურს არ ვუგდებდი. "მე ხომ დიდი გოგო ვარ, მე უკვე სიარული კარგად შემიძლია" სულ ამას გავიძახდი და თითქოს დედას ვარწმუნებდი სანერვიულო არაფერია-მეთქი.
უსამოვნო ხმას გამოვყავარ ფიქრბიდან, რომელიც მეზობლად მდგარი სახლიდან ისმის. ვხედავ დედინაცვალს,რომელიც ნელ-ნელა იპარება მეზობლის სახლიდან, გზად კი ტანისამოსს იცვამს. გამოსვლისას მეზობელი უკანალზე ჩქმეტს. ღმერთო რა ამაზრზენია. ღობესთან მოახლოებული აქეთ-იქით აცეცებს თვალებს . აინტერესებს ვინმე ხომ არ უყურებს.
დამინახა. შორი მანძილიდანაც კარგად დავინახე როგორ შეეცვალა გამომეტყველება. არელოდა თუ იქ ვინმეს ნახავდა. განსაკუთრებით კი მე. ცოტახანში ჩემკენ დაიძრა, მე კი უბრალოდ გზა გავაგრძელე.
-საერთოდ არ მაინტერესებს. ვისთანაც უნდა იმასთან დაწვეს, პირიქით ძალიან კარგია მეტი ეკუთვნის უტას (მამაჩემს), რომ ის ქუჩის ბ*ზი აქ მოათრია. მეტი ეკუთვნის, რომ დედაჩემის საწოლში ახლა ის წევს. მე ეს არ მეხება. თვითონ იკითხოს , მოვა დრო და ყველა გაიგებს მოვა დრო და მას დასცინებენ და არა მე! მაგრამ რატომ? რატომ უნდა შერჩეს მას ეს ყველაფერი? რატომ არუნდა ამოვიღო ხმა? ისევ გავჩუმდე? ამდენი ხანი ხომ ჩუმად ვარ? ისევ მე დავთმო? რატომ? ერთი მიზეზი მაინც გამაჩნია რომ ისევ დავდუმდე და მას დავუთმო? არა! არა და არა! ამჯერად ჩემსას გავაკეთებ!
მერე რა, რომ იმ კაცს მამად აღარ აღვიქვამდი. არ მინდოდა, რომ გვერდით ასეთი ქალი ჰყოლოდა. არ იყო ის ვენს ოჯახში ცხოვრების ღირსი. არ იყო იმის ღირსი, რომ დედაჩემის კუთვნილ ნივთებს შეხებოდა.
ბავშვურმა ეგოისტობამ თავისი გაიტანა. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა რა მოჰყვებოდა ჩემს დაუფიქრებელ ნაბიჯს.
ის ისაა უნდა გავსულიყავი, რომ წინ ჩემი ახალი ვითომ ძმა გადამიგა.
-გინდა რომ ყველაფერი უთხრა?
-ვერ ვხვდები რაზე საუბრობ.
-კარგად იცი რაზეც ვამბობ, მამაშენს ეტყვი?
-ის კაცი მამაჩემი არ არის!
-მაშინ იმ კაცს ეტყვი?
-კი ვეტყვი.
-აზრი არ ექნება. უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ოდნავ მომშრდა
-ექნება!
-ისევ შენ დაზარალდები. ამჯერად თითქოს თანაგრძნობით მესაუბრებოდა.
-არ მაინტერესებს.
-მე გაგაფრთხილე ნინა.
-მაინც გავაკეთებ.
-არმინდა რომ დაზარალდე...
-ვითომ რატომ? რაში გაინტერესებს მე რა მომივა?
-... არაფერი მიპასუხა, ცოტახანი ასე უბრალოდ იდგა და მიყურებდა, მერე კი გზიდან გამეცალა.
არ დავუჯერე და მაინც ჩავედი.გვერდიგვერდ ისხდნენ და რაღაცაზე საუბრობდნენ. თავიდან მამაჩემს გაუხარდა ჩემი დანახვა, ამდენი ხნის მანძილზე ხომ არასდროს ჩავსულვარ ქვევით მაშინ, როცა ისინი იყვნენ, მაგრამ როცა მისი ახალი ცოლის გაფითრებულ სახეს შეხედა.
-მას საყვარელი ყავს, სხვასთან გღალატობს, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი რომ მეზობელთან. უემოციოდ ხმადაბლა, თუმცა გასაგონად წარმოვთქვი და იმის მოლოდინში რომ უტა გამწარდებოდა, იყვირებდა, რაიმეს დალეწავდა, იმ ქალს სახლიდან გააგდებდა გავიყუსე და მას მივაჩერდი... მაგრამ...
იმედგაცრუება გიგრძვნიათ? მე ვიგრძენი იმ წამს და დავრწმუნდი რომ მწარე ყოფილა. როცა მთელი გულით ელი ვინმესგან რაიმეს და რა? არც არაფერი! მიუხედავად იმის, რომ მე ის მამად აღარ მიმაჩნდა, მაინც მქონდა იმედი მე დამიჯერებდა, რომ ჩემ მხარეს დაიჭერდა და გვერდში დამიდგებოდა. თუმცა სულ ტყუილად. მან მე, მის სისხლს და ხორცს, არ დამიჯერა და ვიღაც ქუჩიდან მოყვანილი ქალი დაისვა თავზე.
მოულოდნელად ყველაფერი შენელებული კადრივით წარმომიდა თვალწინ. როგორ წევს უტა მაღლა ხელს და გაბრაზებული როგორ მოიწევს ჩემკენ.

არ მეშინია, არც გავბრივარ. უბრალოდ ვდგავარ და ველოდები იმ მომენტს, თუ როდის მოაღწევს ჩემამდე.
მოულოდნელად რაღაც გვერდით მწევს და რელობასთან მაბრუნებს.
დედინაცვალმა ერთი შეჰკივლა და გონება დაკარგა, უტაც მის მოსასულიერებლად წავიდა. მე კი მაშინვე ოთახისკენ გამაქანეს.

-ხომ გითხარი? ხომ გაგაფრთხილე? რატომ არ მომისმინე? რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?
-... ისევ სიჩუმე. ხმას ვერ ვიღებ. არც ვიცი რა ვუპასუხო. იქ ქვევით არ მეშინოდა, მაგრამ ახლა ერთიანად ვკანკალებ. ეს... მან ჩემზე ხელი აწია... ეს მართლა ის კაცია? ეს მართლა მამაჩემია?
ათას კითხვას ვუსვამ საკუთარ თავს და პასუხს არცერთს ვცემ. არ მინდა რომ გავცე. არ მინდა დავიჯერო ის, რაც ქვევით მოხდა.
ოთახიდან არ გადის . დღეს აქ რჩება. არ ვარ წინააღმდეგი. მისი მადლობელიც კი ვარ იმისთვის, რაც გააკეთა. მართლა. მაგრამ აქ უკვე ჩემი ადგილი აღარაა.
შუაღამისას საბნიდან ფრთხილად გამოვძვერი. აუცილებელი ნივთები პატარა ზურგჩანთაში მოვაგროვე და ფანჯარასთან მივედი. საბედნიეროდ ხე ძალიან ახლოს დგას სახლთან და მასზე გადაძრობა არ არის რთული. ახლა ქარიანი ღამეა, ტოტების ხმა კი არ გააღვიძებს.

ჩუმად ვიპარები ეზოდან და სახლისკენ ვბრუნდები. ეს ის ადგილია, სადაც დავიბადე. ადგილი, სადაც გავიზარდე და მე ახლა მივდივარ, რადგან აქ ჩემი ადგილი აღარაა.


ვეცადე გამესწორებინა მაგრამ ისევ არეული მაქვს დროები ვიცი. არაფერი არგამომასწორებს მე დასვენების გარდა მაგრამ არარი.. :დ ბოდიში ფიიფლ დაგვიანებისთვის. მეეჩვება რო უფრო გავასწრე მაგრამ შინაარსი რომ შევუცვალე ეგ კი ვიცი :დდდскачать dle 11.3
გაცნობებთ, რომ სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში მიიღებთ 6 ქულას.




№1 სტუმარი სტუმარი ლიკა

იმედია ამჯერად მაინც დაასრულებ ისტორიას საინტერესოა მაგრამ იმდენჯერ დაიტყე და შეტყვიტე ...

 



№2  offline მოდერი ენემი

კარგი მოთხრობაა ალექსა,
მაგრამ შენც ხომ იცი რომ პატარაა,
შენც ხომ იცი რომ მე არ მეყოფა პატარა თავიი (#გაუმაძღარიმე :დ)
გელი ტკბილო უფრო დიდი თავით და არც გაბედო კვლავ შეწყვეტა.
წარმატებებიი kissing_heart

 



№3 სტუმარი სტუმარი Lia

Sauketesoa.kargi iqneba tavebs tu gazrdi❤❤❤

 



№4  offline აქტიური მკითხველი ლუნი.

როგორ მეზიზღება ასეთი ბრმა, იმენა "ლეში" ხალხი.
მოუთმენლად ველი იმ მომენტს როდის გამოუწევს ყველაფერი.
ეს ქერახო საერთოდ. ...
მშვიდობის მაძიებელია?
უმაგრესად მითხრის ნერვებს.
ძაან არ მევასება.
ამ გოგოს მიმართ ძაან დადებითად ვარ განწყობილი.
მის ადგილას, მეც ეგრე მოვიქცეოდი.
ძაან მაინტერესებს გაგრძელება.
მალე დადე.
--------------------
Your love is all I need to feel complete.

 



№5  offline ახალბედა მწერალი Kira

სტუმარი ლიკა
იმედია ამჯერად მაინც დაასრულებ ისტორიას საინტერესოა მაგრამ იმდენჯერ დაიტყე და შეტყვიტე ...

აუცილებლად დავასრულებ ძალიან დიდი მადლობა რომ ისევ კითხულობ

ენემი
კარგი მოთხრობაა ალექსა,
მაგრამ შენც ხომ იცი რომ პატარაა,
შენც ხომ იცი რომ მე არ მეყოფა პატარა თავიი (#გაუმაძღარიმე :დ)
გელი ტკბილო უფრო დიდი თავით და არც გაბედო კვლავ შეწყვეტა.
წარმატებებიი kissing_heart

შევეცდები საყვარელო ამჯერად დავასრულებ :*

სტუმარი Lia
Sauketesoa.kargi iqneba tavebs tu gazrdi❤❤❤

მადლობა <3 ვეცდები უფრო დიდი გამოვიდეს შემდეგი

ლუნი.
როგორ მეზიზღება ასეთი ბრმა, იმენა "ლეში" ხალხი.
მოუთმენლად ველი იმ მომენტს როდის გამოუწევს ყველაფერი.
ეს ქერახო საერთოდ. ...
მშვიდობის მაძიებელია?
უმაგრესად მითხრის ნერვებს.
ძაან არ მევასება.
ამ გოგოს მიმართ ძაან დადებითად ვარ განწყობილი.
მის ადგილას, მეც ეგრე მოვიქცეოდი.
ძაან მაინტერესებს გაგრძელება.
მალე დადე.

ჰეჰე მადლობა <3 ვნახოთ რაიქნება :დ
--------------------
ზვიგენი დაფრინავს!!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent