შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუბრალებელი სიცოცხლე [1]


7-12-2017, 16:59
ავტორი ელპინი
ნანახია 574

შეუბრალებელი სიცოცხლე [1]

ეს ამბავი იწყება იქ, სადაც ხშირია მსგავსი მოვლენები და არ დასრულებულა ჯერ კიდევ. იქ, სადაც ქალები მონებად ჰყავთ. იქ, სადაც ქალებს არ აქვთ ხმის ამოღების უფლება. იქ, სადაც ქალები ემორჩილებიან ტრადიციებს, ადათ-წესებს და ვერ ამსხვრევენ სტერეოტიპებს. იქ, სადაც ქალებს იმეტებენ სიკვდილისთვის და იქ, სადაც ქალების სიცოცხლეს არ აფასებენ. ეს ყველაფერი ირანის ერთ-ერთ სოფელში ხდება. სიბნელით და ბურუსით მოცულ სოფელში, ცივილიზაცია, რომ არ შესულა, ხალხსაც ბინდი, რომ გადაჰკვრია თვალებზე და სამყაროს შიშჩამდგარი თვალებით უცქერენ. არ ყოფილა ზაჰრა ჩვეულებრივი გოგონა და ამას სოფლის მაცხოვრებლებიც მეტყველებდნენ. ის იყო გოგო, რომელსაც უნდოდა გასაღები ეპოვნა და ამ რკინის გისოსებისგან სადმე გამძვრალიყო, თავი გადაერჩინა, მაგრამ ყველაფერი წამიერია. ზაჰრას არ ეშინოდა სიმართლის და არ ეშინოდა ხალხის. ხალხის, რომელთათვისაც ტურისტისთვის გახედვაც კი, სირცხვილად ითვლებოდა. დადიოდა ამაყად, მხრებგაშლილი, თავაწეული და მისი შავი სფეროებიდან სიყვარულით უმზერდა ყველას. ლამაზი სახის მოყვანილობა და შესანიშნავი ტანის ფორმები ხაზს უსვამდა მის შეუდარებლობას, მაგრამ არავინ აცდიდა მისი სილამაზის სააშკარაოზე გამოტანას. დედა ეჩხუბებოდა ხოლმე:
-ზაჰრა, ხომ იცი, რომ სოფლის მაცხოვრებლები ასეთს ვერ შეგეგუებიან?!
-დედა, ნუ ხართ არაფრის მომცემი ტრადიციების ერთგულები. ქალმა მისი სილამაზე ყველას უნდა დაანახოს.
-ზაჰრა, სირცხვილია, თავსაფარი მაინც დაიფარე. გაგიჟდებიან შენი ძმები და მამაშენი შენზე ლაპარაკს, რომ დაიწყებენ.
-ილაპარაკონ და გაგიჟდნენ. ოდესმე მაინც უნდა შეიცვალოს ეს სიყრუე, ხომ იცი?
-მარტო შენ ვერ გაუმკლავდები ამ ყველაფერს, ზაჰრა.
დედას უმკლავდებოდა, მაგრამ მამამისის უფრო რიდი ჰქონდა, ხათრთან ერთად. იცოდა, კარგს არაფერს მოუტანდა მამასთან ჩხუბი და ამიტომ, მაქსიმალურად ცდილობდა მამამისისთვის დაუნახავად გაეწია წინააღმდეგობა ხალხისთვის და ტრადიციებისთვის.
ოთახში ჰასანი მშვიდად შემოვიდა, ნაბიჯებს მამაკაცურად ადგამდა. ზაჰრა მამამისს გავდა სიარულის მანერით. მამასთან მივიდა და ფეხზე ემთხვია, ბატონმა ჰასანმა თავზე ხელი დაადო და დალოცა.
-მამა, როგორ ხარ?
მორიდებით ჰკითხა მამამისს, თავსაფარი სწრაფად შემოიხვია ტანზე და დივანთან დადგა, ოდნავ თავდახრილი უყურებდა.
-კარგად, ზაჰრა, თავად?
-მეც კარგად. ძმები შინ როდის ბრუნდებიან?
-საღამოს რვა საათისთვის და მერე, ყველამ ერთად უნდა ვისაუბროთ ერთ მნიშვნელოვან საკითხზე.
ჰასანმა შვილს თვალი უხეშად ააყოლა თავსაფრიდან მომზირალ შარვალზე და სახეზე უკმაყოფილება გამოესახა.
-ზაჰრა!
თოფის გასროლასავით იყო მისი ხმა ოთახში. ზაჰრამ შეშინებული თვალებით ახედა მამას. მისკენ წაიწია, მაგრამ უკან დაახევინა მამის ხელმა.
-ოთახში გადი, სანამ ჩამიდენია რამე.
აცრემლებული თვალებით წავიდა ზაჰრა ოთახისკენ. ვერ ეგუებოდა მის მომავალს. მომავალს, რომელშიც ვერაფერს ხედავდა სასიკეთოს და უნდოდა შეეცვალა რამე, მაგრამ ბატონ ჰასანს წინააღმდეგობას ვერ უწევდა. სარკეში მის თავს უცქერდა და უმეტყველო სახე ჰქონდა მიღებული.
-ჯანდაბა, მე, მანდამაინც მე დავიბადე აქ, ამ დაწყევლილ ადგილას, სადაც ისე უარსებოდ მოვკვდები, როგორც დავიბადე.
მსგავსი ფიქრები აწუხებდა გოგონას და მის თავს უჩიოდა, მისტიროდა, მაგრამ ცრემლები რას უშველიდა?! სტრატეგიულად უნდა ემოქმედა, მაგრამ ყველაფერი მაინც მის წინააღმდეგ იყო.
საწოლზე იწვა ემბრიონის ფორმაში დედამისმა, რომ შემოაკითხა.
-ზაჰრა, ხომ გაგაფრთხილე?! შვილო, რატომ არ გესმის?! რატომ არ გინდა გაიგო?! ვერაფერს შეცვლი შენი ჩაცმულობით, ფიცხი ხასიათით და ნურაფერსაც ეცდები, ხომ იცი წინ ვერ აღუდგები ადათ-წესებს და პირველ რიგში, ხალხს! ზაჰრა, ამით ოჯახსაც შეარცხვენ.
ფეხზე სახეწაშლილი წამოხტა საწოლიდან ზაჰრა, ცრემლები ვერ შეიკავა და ცხარედ ატირდა.
-დედა, ჩემი რატომ არ გესმით თქვენ?! არ მინდა ამ ბინძურ ადგილას გამოვლპე. მინდა, გავიცნო სამყარო, ხალხი, მქონდეს ბედნიერი მომავალი და თქვენ ყველაფერ ამაში ხელს მიშლით. მე მომავალი მჭირდება!
თავზე ხელებს იჭერდა და მუხლებზე დაცემული ლაპარაკობდა. საუბარს აყოლებდა მთელ ემოციას და მის ხმაში შიში იგრძნობოდა. შიში იმის, რომ ამ უბედურების მსხვერპლი გახდებოდა. უბედურება, რომელიც ვერაფერს მოგცემს, თუ არ შეგშლის ჭკუიდან და გაგაგიჟებს. იქ, სოფელში ყველაფერი გართულებული იყო. სუნთქვაც კი.
-ზაჰრა, შენ უკვე, უნდა ხვდებოდე რას ნიშნავს ეს ადათ-წესები, რომ ქალი თავსაფრის გარეშე ვერ გაივლის, რომ მამაკაცის წინაშე ქალი ვერასდროს იქნება სრულუფლებიანი, რომ ქალს ლაპარაკის უფლება არ აქვს, სხვა მრავალი რამ კიდე და შენ ამ ყველაფერს პროტესტს უცხადებ? ვერ გამოუცხადებ, ზაჰრა. შენ ამდენს ვერ გაუძლებ. შენი ძმები არ გაცოცხლებენ, ხომ იცი? ჰასანზე აღარაფერს ვამბობ საერთოდ.
დედამისმა ფეხზე წამოაყენა ზაჰრა, მისი სახე ხელებში მოიქცია და ისე ელაპარაკებოდა, ტიროდა ზაჰრასთან ერთად და გულში იკრავდა ქალიშვილს, რომელსაც ვერაფრით შველოდა და ეხმარებოდა. მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდა და ცდილობდა ყველასგან დაეცვა, მაგრამ ამასაც ვერ ახერხებდა. აქ ყველაფერი ობობის ქსელივით იყო. იმაზე რთულად, ვიდრე ზაჰრას და თვით, ზაჰრას დედასაც ეგონა. დედისთვის ყველაზე რთული შვილის დანგრეული, არაფრის მომცემი მომავალია. ყველა დედას შვილისთვის საუკეთესო უნდა, მაგრამ სამყარო ისე მარტივად არაა მოწყობილი, რომ იტყვი:
-მინდა კარგი მომავალი მქონდეს.
კი არ დაგეთანხმება, ცხოვრებას ამოგიბრუნებს და ისე დაანგრევს ყველაფერს, რომ აშენება დაწყებულიც კი, არ იქნება, გააზრებასაც ვერ მოასწრებ.
ზაჰრა საწოლზე ჩამოსვა დედამისმა და სახეზე შრომისგან გაუხეშებული ხელებით ეფერებოდა, თვალებს უკოცნიდა და დამჭკნარი სახე შვილის მომავალზე ფიქრით უფრო დანაოჭებოდა.
-ზაჰრა, შვილო, თავს ნუ დაიღუპავ და სულ ნუ გაინადგურებ იმ არარსებულ კარგ მომავალსაც!
ზაჰრას ჩაეხუტა დედა და ოთახიდან ჩუმი ნაბიჯებით გავიდა ბატონ ჰასანს, რომ არ გაეგო, თორემ ამის გამოც უკმაყოფილო იქნებოდა მისი ქმარი.
ეს იყო სოფელი, სადაც დედას არ შეეძლო ხმამაღლა გაეზიარებინა შვილის გულისტკივილი, ეტირა, ეგოდებინა და დაეცვა ყველასგან. სოფელი, სადაც პატივს ერთმანეთს არ სცემენ.
უკვე, მოსაღამოვებული იყო ზაჰრას მამამისმა, რომ დაუძახა.
-ზაჰრა, მოდი აქ.
ძილბურნაში მყოფს, მამამისის ხმამ სწრაფად გამოაფხიზლა და მაშინვე ფეხზე წამოხტა, თავსაფარი მოიხვია და მისაღებში გავიდა.
-გისმენ, მამა.
თავი დახარა, რცხვენოდა მამამისისთვის თვალებში შეხედვა.
-შენი ძმები მოვლენ მალე, ვახშამი გაამზადე, დედაშენს არ სცალია.
-კარგი, მამა.
მამის კატეგორიული ხმა ზაჰრას ტანში ცრიდა და შიშისგან მთელ ტანში ტეხავდა. მაშინვე სამზარეულოში გავიდა და შეუდგა ვახშმის კეთებას. ისე იყო განერვიულებული, ყველაფერი ხელიდან უვარდებოდა.
-ზაჰრა, რა ამბავია მანდ?
მამამ მისაღებიდან გამოსძახა და ამ ხმამ სულ შეაშინა გოგონა.
-არაფერი, მამა. კოვზი დამივარდა იატაკზე უბრალოდ.
ეცადა, მშვიდად ეპასუხა, მაგრამ, რომ არ გამოსდიოდა თვითონაც იცოდა და ხვდებოდა. აკანკალებულ ხელებს ძლივს იმორჩილებდა და ძმებზე ფიქრობდა. იცოდა, კარგს არაფერს ეტყოდნენ და თან, მნიშვნელოვან საკითხზე უნდა დალაპარაკებოდა მამა და ძმები, გუმანით გრძნობდა, რომ კარგი არაფერი ხდებოდა და გული ცუდს უგრძნობდა. ცოტა ხანში დედამ შემოაკითხა სამზარეულოში და ჩაფიქრებულს, მხარზე შეხებამ შეაშინა და გამოაფხიზლა.
-ზაჰრა, გელაპარაკები ამდენი ხანია, შენ უძრავად მიშტერებიხარ ერთ წერტილს. უკვე, მოვიდნენ ბიჭებიც და წამოდი, შენ თეფშები და ჩანგლები დაალაგე, მე დანარჩენს მივხედავ.
მხოლოდ, თავი დაუქნია და კარადიდან თეფშები გამოალაგა ჩანგლებთან ერთად. მისაღებში გავიდა და ძმებს რიდით მიესალმა.
-გამარჯობათ, როგორ ჩაიარა სამუშაო დღემ?
მშვიდი ტონით იკითხა ზაჰრამ და თან, მაგიდას აწყობდა.
-როგორც ყოველთვის.
უხეშად უპასუხა ნეჯათმა და სკამი ტელევიზორთან მისწია.
-გავალ, ხელებს დავიბან.
აბელმა თვალით ანიშნა ზაჰრას გამომყევი-ო და სააბაზანოსკენ წავიდა.
-ზაჰრა, მოდი, პირსახოცი მინდა.
სააბაზანოდან გამოჰყვირა და ზაჰრაც მაშინვე მისკენ წავიდა. კითხვისნიშნიანი თვალები მიაპყრო ძმას და სხეული დაეჭიმა.
-ზაჰრა, შენზე მთელი სოფელი ლაპარაკობს.
-და რას?
ხმაში ოდნავ სიმტკიცე მაინც ერია ქალიშვილს და ცდილობდა, მედგრად მდგარიყო.
-იმას, რომ არაშესაბამისად ჩაცმული დადიხარ და იქცევი ჩვენი ტრადიციების, ადათ-წესების შეუსაბამოდ. რის მიღწევას ცდილობ? ასეთს არ შეგეგუებიან, ხომ იცი? შენი საქციელი ზღვარს სცდება და კარგად არ დასრულდება, ხომ იცი?
-აბელ, მე მინდა ჩემი მომავალი უკეთესობისკენ ვაქციო და ამაში არავინ მეხმარებით. არ მინდა ასეთი ბნელი მომავალი ყველას ერთი და იგივე, რომ აქვს და ყველა ერთ სიბნელეშია.
-ზაჰრა, ნუ ცდილობ მაგ ყველაფერს. შენ იცი ყველაფერი და არ უნდა მახსნევინებდე ახლა ამას. მამა და ნეჯათი ასე ადვილად არ დატოვებენ რამეს და ახლა ზუსტად მაგაზე აპირებენ დალაპარაკებას. ფრთხილად იყავი და შარში ნუ ეხვევი. რომ გაიგონ, ახლა ამაზე დაგელაპარაკე, ცუდად დამთავრდება ყველაფერი, ხომ იცი?
-აბელ, მომისმინე, გთხოვ.
აწყლიანებული თვალებით შეხედა ზაჰრამ ძმას და პიჯაკის საყელოზე ხელი მოსჭიდა.
-არა, ზაჰრა. რაც მოგისმინე, ისიც საკმარისი იყო. იმედია, სწორ გადაწყვეტილებას მიიიღებ და ბოიკოტის გამოცხადებას შეეშვები.
სააბაზანოს კარი მოაჯახუნა აბელმა და დამშვიდებული სახით გამოვიდა მისაღებში. ნეჯათმა ერთი გახედა და უკამყოფილოდ აატრიალა თვალები.
-ამდენს ხანს რას ამზადებ, დედა?
მობეზრებული ტონით იკითხა ნეჯათმა.
-მზადაა, მოდით, დასხედით. მე ზაჰრას დავუძახებ.
დედის გუმანი სულ სხვაა. ყოველთვის გრძნობს შვილის ხასიათს, რა ულხინს, რა უჭირს. სააბაზანოს კარების საკეტი ფრთხილად გადასწია, ჩუმად შეაღო კარები და კედელთან ჩამჯდარ ზაჰრას მიუახლოვდა. თმაზე ეფერებოდა.
-ზაჰრა, წამოდი, ვივახშმოთ.
ცრემლები ხელებით შეუმშრალა და გულში ჩაიკრა ქალიშვილი.
-დედა.
ჩუმად, დედის გულზე ამოიქვითინა ზაჰრამ და ტირილს უფრო მოჰყვა. ხელებს უჭერდა დედამისს, თითქოს, რაღაც ძალას ეძებდა მასში. ძალას, რომელიც მოაძლიერებდა და ფეხზე დააყენებდა, მოძრაობის მიმართულებას მისცემდა.
-მე გითხარი, ზაჰრა და შენც იცოდი, რომ შენი ძმები ამ ყველაფერს მარტივად არ შეეგუებოდნენ. შენს ყველაფრისადმი წინააღმდეგობას წინ გადაუდგებოდნენ. მადლობა აბელს უთხარი, რომ დაგელაპარაკა. ეს, რომ ჰასანმა და ნეჯათმა გაიგოს არ გაპატიებთ არც ერთს! დაიბანე ხელ-პირი და გამოდი, ვივახშმოთ. შენთან სასაუბრო აქვთ კიდევ და უფრო არ განარისხო.
ხელ-პირი სწრაფად დაიბანა, პირსახოცით შეიმშრალა და გავიდა სააბაზანოდან.
-ზაჰრა, მიდი, წყალი გამოიტანე მაცივრიდან.
დოქით გამოიტანა წყალი და ჭიქებში დაუსხა ძმებს და მამას. თვითონაც მიუჯდა უხალისოდ მაგიდას და ცოტას ჭამდა.
-ზაჰრა.
ნეჯათის ხმამ ტანში გასცრა ზაჰრას და ჩანგალი ხელიდან გაუვარდა. დაფეთებული სახით წამოდგა ფეხზე და სწრაფად მოიტანა ახალი ჩანგალი, ისევ მიუჯდა მაგიდას.
-ზაჰრა, შენზე სოფელი ლაპარაკობს.
თვალები სწრაფად დახარა და გაჩხერილი ბურთი ყელში ვერ გადაუშვა ქალიშვილმა.
-რას გავს შენი საქციელი აგვიხსნი?
კატეგორიული ტონი ჰქონდა ბატონ ჰასანს. ნეჯათი მუშტებშეკრული იჯდა და უყურებდა ზაჰრას. აბელი მხოლოდ მათ უსმენდა.
-ვის ეწინააღმდეგები?
ფეხზე წამოხტა ზაჰრა და მაგიდას ხელებით დაეყრდნო.
-მამა, მე მომავალი მჭირდება და არა სიბნელე, სიბინძურე, უსინათლობა, ტალახი და ყველაფერი საშინელება. მინდა თავისუფალი ადამიანი ვიყო და შემეძლოს ყველაფრის კეთება. თუნდაც, ვინმეს სიყვარული. პროტესტს ვუცხადებ ყველაფერს, მაგრამ ამაში არავინ მეხმარებით. იმდენად ბურუსს ყავხართ მოცული საუკუნეებია, ვერაფერს გრძნობთ და ამ სისასტიკეზე შეჩვეულები ხართ. რატომ არ შეიძლება ქალმა იაროს ლამაზად ჩაცმულმა და გამოაჩინოს ის, რაც აქვს? რატომ, ამიხსენით!
ბატონი ჰასანი ფეხზე წამოდგა და გაავებული მივარდა ზაჰრას. პირველად აღმართა მასზე ხელი და გოგონას სხეული წამით შეტოკდა. სახე აუწითლდა და ნატკენს მლაშე, მარილიანი სითხე უწვავდა. ცრემლებს ზაჰრას სახეზე კალაპოტი გაეკეთებინათ და კვალი დაეტოვებინათ. თვალები დასიებოდა ტირილისგან ზაჰრას და თავს ძლივს იკავებდა, რომ არ წაქცეულიყო.
-როგორ ბედავ ამდენს, როგორ?
ბატონი ჰასანი გამწარებული ყვიროდა და გაგიჟებული სახით იყურებოდა.
-ჰასან, დამშვიდდი, ასე ვერანაირ გადაწყვეტილებას მივიღებთ.
ცდილობდა დაემშვიდებინა ქმარი, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა.
-ზაჰრა, ნუ მაიძულებ ის გამაკეთებინო, რაც არ მინდა და სოფელში ნუ შეარცხვენ ჩვენს ოჯახს.
ძმის ტონი არ ესიამოვნა ზაჰრას. იცოდა, ნეჯათს ისედაც რთული ხასიათები ჰქონდა და ამას ასე მარტივად არ დატოვებდა. აბელი შედარებით მშვიდი, გაწონასწორებული და თავშეკავებული იყო. ზაჰრას უფრო თბილად ექცეოდა და ცდილობდა, მეტი ყურადღება გამოეჩინა.
-ზეინაბ, შენს ქალიშვილს ყურადღება მიაქციე რას, სად, როგორ ან, რატომ აკეთებს! ვიდრე, მე მიმიხედავს ყველაფრისთვის.
ბატონი ჰასანის ხმაში სიმტკიცე იმდენად იგრძნობოდა, ცოლიც კი დააფრთხო მისმა ხმამ. ზაჰრა მამამისს მივარდა, მხრებზე ხელი მოსჭიდა და სახეზე წეხანდელი გამომეტველება გაქრობოდა. თითქოს, ახლა ძლიერმა ზაჰრამ გაიღვიძა მასში, რომელსაც არაფრის ეშინოდა.
-მამა, ჩემს სიტყვებს მნიშვნელობას რატო არ ანიჭებ?! შენი შვილისთვის უკეთესი მომავალი არ გინდა?! ერთხელ მაინც, რომ დაივიწყო ეს დამპალი ტრადიციები, არ გინდა?! ტრადიციები, რომლებიც ყველას ისე გიბნდავთ გონებას, რომ ვეღარც ხედავთ რაშია ჭეშმარიტება.
განრისხებულმა მამამ ხელი ჰკრა ზაჰრას, ძირს დავარდა გოგონა და თმებზე მოქაჩა ბატონმა ჰასანმა.
-ქალიშვილო, ვიდრე გონს არ მოხვალ, შენი ოთახიდან ფეხს ვერ გაადგამ მშიერ-მწყურვალი.
ხელი გაუშვა ბატონმა ჰასანმა, ერთი შეიკურთხა და ოთახიდან გავიდა. დედა ცდილობდა ზაჰრას წამოყენებას, მაგრამ მისი სხეული უკვე დასუსტებული იყო. ისევ ის ძველი ზაჰრა დაბრუნებულიყო, წამიერმა გარდასახვამაც ვერ დაეხმარა მას.
-ზაჰრა, მალე შენი ნიშნობა იქნება და მანამდე ეცადე, ოჯახი არ შეარცხვინო, თორემ იცი, რაც მოგელის.
ნეჯათმა ფეხზე ფეხი მიჰკრა ზაჰრას ისე, თითქოს, უსულო ნივთი ყოფილიყოს და მანაც შეიკურთხა. აბელი ზაჰრას მიახლოვდა, ჩამუხლული დედა წამოაყენა ჯერ და შემდეგ ზაჰრა ხელში აიყვანა, ოთახში გაიყვანა.
-ზაჰრა, ყველაფერი ასე მარტივი, რომ იყოს. შენს ასაკში მეც ვცდილობდი ჩემი მომავლის შეცვლას, მაგრამ ახლაც აქ ვარ. აზრი არ აქვს არანაირ მცდელობას და ვიდრე, უფრო ცუდი მომხდარა, ეცადე სწორი გადაწყვეტილება მიიღო.
თავზე აკოცა აბელმა დას და ოთახში მარტო დატოვა. ზაჰრა უსულოდ იწვა საწოლზე, ამქვეყნიერებისგან გათიშული, ფიქრობდა უსაშველოდ ბევრს, მაგრამ სწორ გადაწვეტილებას ვერ იღებდა. დარწმუნებული იყო, რომ რაღაც ნაბიჯი აუცილებლად უნდა გადაედგა. ფანჯრიდან უურებდა მთვარეს, შავი ღრმულები ლაქებად, რომ აჩნდა და მისი თავი წარმოიდგინა მთვარის ამპლუაში. ფიქრისგან სადაც იყო, თავი გასკდომოდა და რა ექნა, აღარ იცოდა. ფანჯარა შეაღო და სუფთა ჰაერით შეივსო ფილტვები, თვალები დახუჭა და ისევ ფიქრებს მიეცა. უჭირდა აქ ყოფნა უკვე და ყველაზე მეტად ეს ანადგურებდა ზაჰრას. ცრემლები დაუკითხავად გადმოდიოდნენ თვალებიდან და ზაჰრას სახეს უწვავდნენ. გულს რაღაც უღრღნიდა, მაგრამ ბოლომდე შეჭმის უფლებას მაინც ვერ აძლევდა იმ რაღაცას. ფანჯრიდან გადავიდა და ქუჩაში გავიდა, დადიოდა უმისამართოდ და ისე მძიმედ ადგამდა ნაბიჯებს ჯერ, რომ არ ახსოვს. ყოვეთვის პეპელასავით იყო, ფრთები არ ჰქონდა, მაგრამ მსუბუქად დადიოდა და მიწასაც არაფერს სტკენდა.



ნეტა იცოდეთ, როგორ მრცხვენია და არ ვიცი, სად წავიდე. "პეპლები" იქნება მალე, გპირდებით და უდიდეს ბოდიშს გიხდით. უბრალოდ, მაგ ისტორიას ასე არეულად ვერ დავწერ, მეტი დაფიქრება და მობილიზება მჭირდება, არ მინდა ცუდი გამოვიდეს და სანამ დავლაგდები, მანამდე ეს იყოს.
ეს ისტორია კი, აგებულია ნამდვილ ფაქტებზე, რომელიც დღესდღეობით ხდება. დიდ იმედი მაქვს, მოგეწონებათ/მოგეწონათ. ნაკლებ იმედებს არც ამ ისტორიაზე ვამყარებ.
გამახარებთ, თუ წაიკითხავთ და შეფასებებსაც დამიტოვებთ.
ელპინს ძალიან უყვარხართ.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.



№1 სტუმარი სტუმარი ika

shenrom gamomigzavne da mere ucbat rom chamashxame she gveloooo
mmm ai yvela istoria iseti tbilia mara shen ra xar aseti gulqva chemamde ar dadis raaaaaa
yvarxar ikas
axlar daiwyo ar velodi ru waikitxavdi da ambebi !

 


№2  offline ადმინი ელპინი

სტუმარი ika
shenrom gamomigzavne da mere ucbat rom chamashxame she gveloooo
mmm ai yvela istoria iseti tbilia mara shen ra xar aseti gulqva chemamde ar dadis raaaaaa
yvarxar ikas
axlar daiwyo ar velodi ru waikitxavdi da ambebi !

:)))))

 


№3  offline წევრი Mtirala

ელპინ,
ხო იცი ზუსტად ამ წამს რას ვფიქრობ?! :))
ხომ იცი, რომ არც ერთი სიტყვა არ გამომიტოვებია ისე წავიკითხე :))
შენ მიხვდები... :))
იქ მაღლა თუ ზევით ისეთი რაღაც დამხვდა :))
და ისე გამიხარდა :)
ნუ, მთელი დღე ისედაც აჟიტირებული და გახარებული ვარ,
მაგრამ ეს სულ სხვაა... :)))
რაც შეეხება ისტორიას,
ძალიან მძიმე თემაა, შენ კი ძალიან კარგად გამოგდის. :))
მე "პეპელებიც" მინდა... :))
ძალიან მიყვარხარ,
ჩემო დიდო.
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 


№4  offline წევრი მოცინარი

ელ. ელპინ. ანკუ. ანუშკები. ******* (ჰა, გეგონა დამავიწყდა?! :P :დ).
პირადში ყველაფერი გითხარი, მაგრამ ქაც რომ არ დავაკომენტო გავსკდები <3
შენ, ქალბათონო, ხარ ნიჭიერი, მომხიბვლავი არსება, რომელიც გულში მიძვრება და მატირებს :'(
შენ ხარ ქალი პიროვნება.
ქალი საოცრება.
ოქრო.
ვერცხლი.
და
ბრინჯი.
არ უნდა დამეწერა არაფერი.
აქ სიტყვები ზედმეტია.
<3

 


№5  offline ადმინი ელპინი

Mtirala
ელპინ,
ხო იცი ზუსტად ამ წამს რას ვფიქრობ?! :))
ხომ იცი, რომ არც ერთი სიტყვა არ გამომიტოვებია ისე წავიკითხე :))
შენ მიხვდები... :))
იქ მაღლა თუ ზევით ისეთი რაღაც დამხვდა :))
და ისე გამიხარდა :)
ნუ, მთელი დღე ისედაც აჟიტირებული და გახარებული ვარ,
მაგრამ ეს სულ სხვაა... :)))
რაც შეეხება ისტორიას,
ძალიან მძიმე თემაა, შენ კი ძალიან კარგად გამოგდის. :))
მე "პეპელებიც" მინდა... :))
ძალიან მიყვარხარ,
ჩემო დიდო.

პატარა,
მაგრამ ყველაზე დიდი ჩემს ცხოვრებაში!
უსასრულოდ დიდი.
აი, ისეთი, არასდროს, რომ არ გამოილევა.
შენ მყავხარ საოცრება, ბაჯაღლო, მარგალიტი, ოქრო და რა აღარ კიდევ, რა.
შენ იცი ყველაფერი, ხო?
და არც არაფრის ახსნას დავიწყებ.
იქ, ზემოთ თუ მაღლა, მეც გამიხარდა.
შენ მყავხარ ყველაზე სვითი!
როგორ მიხარია და რა მნიშვნელოვანია შენი სიტყვები, ხომ იცი?
სასწაული ხარ შენ, ვოტ.
მიყვარხარ,
პატარა.


მოცინარი
ელ. ელპინ. ანკუ. ანუშკები. ******* (ჰა, გეგონა დამავიწყდა?! :P :დ).
პირადში ყველაფერი გითხარი, მაგრამ ქაც რომ არ დავაკომენტო გავსკდები <3
შენ, ქალბათონო, ხარ ნიჭიერი, მომხიბვლავი არსება, რომელიც გულში მიძვრება და მატირებს :'(
შენ ხარ ქალი პიროვნება.
ქალი საოცრება.
ოქრო.
ვერცხლი.
და
ბრინჯი.
არ უნდა დამეწერა არაფერი.
აქ სიტყვები ზედმეტია.
<3

ლიკუ,
გითხარი მეც უკვე, ყველაფერი.
ოქრო ხარ, ოქრო!
ვიტირე და როგორ მიხარია, ხომ იცი?!
ძალიან საყვარელი გოგო ხარ.
დიდი მადლობა ამ სიტყვებისთვის.
გყვარობ ძეტკა :))))

 


№6 აქტიური მკითხველი grafo

"პეპლებს" მუზა განუდგა?

 


№7  offline ადმინი ელპინი

grafo
"პეპლებს" მუზა განუდგა?

იქნება პეპლები'ც მალე, გპირდები.
ვეცდები ყველანაირად.
მიხარია, რომ დაინტერესებული ხარ და დიდი ბოდიში ასეთი უპასუხისმგებლობისთვის :(((

 


№8 სტუმარი სტუმარი bells

rodis dadeb shemdegs ?

 


№9  offline ადმინი ელპინი

სტუმარი bells
rodis dadeb shemdegs ?

დღეს დავდებ, მალე❤

 


№10 სტუმარი სტუმარი დიანა

შენი ერთგული მკითხველი ვარ. ყველა მოთხრობას ვკითხულობ და მინდა ვთქვა, ის რომ საოცრად მიდიხარ მკითხველის გულამდე, აი ძაფიც რომ იყოს აიბურდოს მაგრამ არ გაწყდეს ისეთი საოცარი მწერალი ხარ! ვაფასებ, შენნაირებს და ვისურვებდი შენნაირი მეგობარი მყოლოდა, რეალური თვალით, რომ უყურებს ყველაფერს და უბრალოდ საინტერესო ადამიანია. ????????????

 


№11  offline ადმინი ელპინი

სტუმარი დიანა
შენი ერთგული მკითხველი ვარ. ყველა მოთხრობას ვკითხულობ და მინდა ვთქვა, ის რომ საოცრად მიდიხარ მკითხველის გულამდე, აი ძაფიც რომ იყოს აიბურდოს მაგრამ არ გაწყდეს ისეთი საოცარი მწერალი ხარ! ვაფასებ, შენნაირებს და ვისურვებდი შენნაირი მეგობარი მყოლოდა, რეალური თვალით, რომ უყურებს ყველაფერს და უბრალოდ საინტერესო ადამიანია. ????????????

პირველ რიგში, უღრმესი მადლობა იმისთვის, რომ ჩემთან ხარ და მმკითხულობ. უზომოდ მიხარია. და უამრავჯერ გავიმეორებ, ვინც წერს, თუ მკითხველამდე გრძნობები ვერ მიაქვს, მაშინ წერას აზრი არ აქვს, რამდენადაც უხეშად უნდა ჟღერდეს. მახარებს ის ფაქტი, რომ შენ ასე და ამდენად აღიქვამ გრძნობებს, გრძნობ და მერე, ასეთი საოცარი სიტყვებით მაფასებ! ჩემთვის, უდიდესი ბედნიერებაა ეს! ისე გამიხარდა, რომ ახლა მეც თავიდან უნდა გადავიკითხო ეს ისტორია. ცოტა მომნატრებია კიდეც! შემეხმიანე, კარგი? მომწერე და ვილაპარაკოთ უფრო კარგად და ნებისმიერ თემასთან დაკავშირებით. არანაირი პრობლემა არაა, ჩემო საყვარელო. შენ გვერდით მიგულე ყოველთვის! მიხარია, რომ ასე კარგად მხედავ და უღრმესი მადლობა. გაკოცე ბევრი. <3333

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent