შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი გზა ბედნიერებისკენაც მიდის ( თავი 3)


7-12-2017, 23:16
ავტორი თუკა
ნანახია 2 901

ერთი გზა ბედნიერებისკენაც მიდის ( თავი 3)

დილით თვალები რომ გავახილე ტიტე ჩემს გვერდით არ დამხდვა, სამზარეულოდან საოცარი სურნელი გამოდიოდა, გაღიმებული წავლასლასდი მაგრამ იქაც არავინ იყო, მისარებშ მაგიდაზე დადებუ წერილსმოვკარი თვალი „ სახლში წავედი, საქმეები უნდა მოვაგვარო , მერე დაგირეკავ, მიყვარხარ ტიტე“..
დაღონებული დავჯექი სკამზე და ნიკაპით დავერდენი ხელებს... საძინებელში შევტრიალდი და სამსახურში წასასვლელად მოვემზადე.. უკვე გასვლას ვაპირებდი კარზე ზარი ხმა რომ გავიგონე ზღურბლზე ყვავილებით ხელში იდგა გიორგი და კედელს ეყუდებოდა რომ არ დაცემულიყო.. დამინახა თუ არა გამიღიმა და მხურვალედ მაკოცა ლოყაზე. გაოცებულმა ავხედე. დაუპატიჟებლად შემოვიდა სახლში და პირდაპირ სავარძელში ჩაეშვა, ხმა არ გამიცია , ზედაც არ შემიხედავს უთქმელად მოვუდუღე უშაქრო მაგარი ყავა და მის წინ დავდგი..
– დალიე. მკაცრი ტონით ვუთხარი და გვერდზე გავიხედე..
– არ მინდა ხატია.
– დალიე–თქო და არ ამაყვირო გიო .. რა უბედურებაა ჯერ ისევ დილაა სად მოასწარი დალევა ჰა? არ გცხვენია?
– მცხვენია? რისი რო დავლიე ამისი გოგო? ამისი არა იცი რისი მცხვენია? იმის რომ შენი კოცნა ვერ დავივიყე, იმის რომ ბავშობაში გაჩენილი გრძნობა ისე გამიაქტიურდა და გამიღვივდა, მოსვენებას არ მაძლებს მთელ სულს მიღრღნის ხატია. არ მაძინებს მოსვენებას არ მაძლევს, რა ჯანდაბა გავაკეთო, ახლა მთვრალი ვარ და მოვედი რომ გიტხრა როგორ მიყვარხარ.. სულ მთელი ცხოვრება მესმოდა რომ მე და შენ და–ძმა ვიყავით , მაგრამ ეს ხომ ასე არაა. მიყვარხარ რა გავაკეთო, თავს ვერ ვუხერხებ ხატია...
– გიო რას ამბობ?! არ გამაგიჟო ეხლა, საერთოდ არ შემარყი, მეხუმრები ხო? ხვდები მაინც რას მეუბნები? სწორად გესმოდა მე და შენ და–ძმანი ვართ, ხვა არაფერი მაინტერესებს გიორგი, იცოდე კიდევ ერტხელ რომ გავიგო შენგან ასეთი სიტყვები არარასოდეს გაგირებ კარს..
– მიყვარხარ ადამიანო, ხატია, გთხოვ, მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ, ისე ძალიან რომ მად ვარ შენს გამო ყველაფერი გავაკეთო, გეფიცები მომეცი უფლება და დაგნახებ რომ ტიტეზე მეტად მიყვარხარ , მისი გრძნობა რომ არაფეია დაგანახებ ხატია.. მოულოდნელად მეცა ხელებში და ფეხზე წამომაყენა.. ორივე ხელი მაგრად შემომხვია წელზე და გულშ ჩამიკრა... წინააღმდეგონა არ გამიწევია, ვიცოდი ეს უარესს შედეგს გამოიღებდა.. მიხვდა რომ ზედმეტს აკეტებდა ხელები გამიშვა და ჩემს წინ მუხლებზე დავარდა...რო იცოდე როგორი ძვირფასი ხარ ჩემთვის ხატია.. როგორ მიყვარხარ რო იცოდე, მთელი სხეული მტკივა, გული მიხურს.. მიყვარხარ ძალიან მიყვარხარ... მერე სწრაფად წამოდგა ფეხზე და სახლიდან გიჟივით გვარდა, მე კი კარგა ხანს ვიდექი ერთ ადგილას და აზრზე ვერ მოვდიოდი, რა ხდებოდა ან რა მოხდებოდა ვერ ვაანალიზებდი..
სამსახურში გაოგნებული მივედი, ეს როგორ მოხდა, ეს როგორ გაბედა, მოვიდა და მიტხრა მიყვარხარო. წარმოუდგენელი და ამავდროულად ძალიან მტკივნეული იყო ჩემთვის ასე რამე... მაშინვე ტელეფონს დავწვდი და თეიკოს დავურეკე.. ნახევარ საათში ჩემს წინ იჯდა და კაბინეტში ჩუმად ვსაუბრობდით..
– აღარ მეტყვი რა მოხდა? ბოლოს მოთმინება დაკარგა და შემომიტია..
– დილით გიორგი იყო მოსული, გალეშილი მთვრალი სიყვარულშ გამომიტყდა, მითხრა მიყვარხარო წარმოიდგინე ტეიკო რა დამემართებოდა.. მუხლებზე დამიჩოქა და მეუბნებოდა ტიტეზემეტად მიყვარხარო, როგორ გამიბედა, ასეთი რამე , არ მესმის..
– და თუ უყვარხარ? რა არის ამაზე გასაოცარი ხატია? შენ ლამაზი გოგო ხარ, მიუხეადავად იმისა რომ ტავს მაქსიმალურად არ უვლი, შენი ნაკვთები ისეთი ნაზი და სათუთია ვის არ შეუყვარდები..
– მაგრამ არა გიორგის.. ის ჩემი ძმა,, ერთად გავიზარდეთ.. გესმის? ჩვენ ოთხივე ერთად ვიზრდებოდით ტეიკო, ის კი ურცხვად მიტყდება სიყვაულში?
– მორჩა, საკმარისია, თავისი ადგილი ხო მიუჩინე, შენ ის მითხარი ტიტეს ეტყვი?
– რა თქმა უნდა არა.. გაგიჟდება ეს რომ გაიგოს, ისედაც პრობლემები გვაქვს, დედამისმა კონცერტი გამართა, ყველას თვალწინ განაცხადა რომ არ მოვეწონე..
– ისე ბედნის ირონიაა არა? სულ ამოდენიმე დღით ჩამოხვედი, ტრეინინგის ჩასატარებლად და ამას უზარმაზარი ტკივილი მოყვა, ახლა კი დიდი სიყვარული.
– ნეტავ ახლა რას მიმზადებს ცხოვრება თეიკო? ჯერ სიკვდილი, ხლა სიყვარული, შემდეგი რა იქნება? მეშინია რომ რაღაც გამოუსწორებელი იქნება, იცი რა მოხდება ტიტემ რომ გიორგის ამბავი გაიგოს? გაგიჟდება, ვიცი რომ ვერ გავჩერებ, მეშინია რომ დამშორდება, იმ სულელრ კოცას უფრო დიდ მნიშვნელობას მიანიებს თეიკო..
– დამშვიდდი, ტიტეს უყვარხარ და ასე ადვილად არ დათმობს, თანაც არაა იმ კატეგორიის კაცი, სულელურად რომ მოიქცეს, შენ მთავარია შენი თავი ლანგრით არ მიართვა, არ დაანახო რომ ადვილად მოსაპოვებელი ქალი ხარ ხატ. რატომ მიყურებ ასე? რაიმე ისეთი ვთქვი?
– არა, ზუსტად ის თქვი რას საჭირო იყო.. ჩვენ.. მე.. მე და ტიტე მოკლედ როგორ გითხრა მასთან ვიწექი, ჩემი ინიციატივით თეი, დამიჯერე, არ უნდოდა, ეცადა გავეჩერებინემაგრამ არ ვიცი რ მომიიდა იმ წუთში..
– მთვრალი იყავი ხო? დალიე?
– არა, წვეთი არ მქონდა დალეული, მაგრამ მასთან მინდოდა, მისი სურვილი მკავდა, ის ისეთი კარგია.. თბილი, მოსიყვარულე.
– ხატი, გაჩუმდი თორემ ისე ლაპარაკობ, მეშინია მეც არ შემიყვარდეს ეგ შენი ტიტე...
– არ გაბედო გაიგე? თორემ მოგკლავ.. შიშველი ხელებით დაგახრჩობ.– სიცილით ვუთხარი თეიკოს და მაგრად ჩავეხუტე. სიცილით შემოცვივდნენ ტიტე და ლევანი კაბინეტში და თეიკოს დანახვაზე ორივე შედგა...
– გულითადი სალამი ქალბატონს– ღიმილით თქვა ტიტემ და თეიკოს ხელი გაუწოდა..
– როგორ ხარ ტიტე?
– კარგად, არა არაჩვეუბევრიავ, შესანიშნავად რავიცი სხვა სიტყვა შემომაშველეთ კიდევ რაიმ... ჩემი გოგო ჩემს გვერდით არის, ამაზე მეტი რა უნდა მინდოდეს, მალე ქორწილშიც დაგპატიჟებთ.. ხო ასეა ხატია?
– ტიტე, კარგი რა, რა დროს ქორწილია... ჯერ პრობლემები მოაგვარე და ქორწინებაზე მერე ილაპარაკე..
– მოგვარებულია, მე ამასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ გამაჩნია ჩემო ოცნებავ და სიყვარულო– ხმამაღლა დამიძახა და ორივე ხელი შემომხვია.... ხო მართლა დღეს პრროექტის საბოლოო სახეა წარსადგენი ხატი, ხოდა რედისონში შვიდზე ვიკრიბებით, ბრიტანელი პარტნიორებიც ჩამოდიან..
– არის ბოსს, ღიმილით ვუთხარი და ლევანს გავხედე... სახეზე ფერი არ ედო...ლევან რა გჭირს? გძინავს?
– მძინავს ხატია, შენი და მთელი ღამე არ მაძინებს?
– მოიცადე, მთელი ღამე?– ირონიით კითხა ტიტემ და ხელი მაგრად მოხვია ძმაკაცს..
– ნუ გაქ შენ გარყვნილი აზრები, ხან რისი ჭამა უნდება ხან რისი, წუხელ სამ საათზე გამაღვიძა შოკოლადი მინდაო, იმდენი ჭამა მერე გული აერია, მერე ბანანი მოუნდა, მოკლედ არ ვიცი ბავშვი კი არა ლომია..
– ნინა ორსულადაა?– გაოცებულმა მკითხა თეიკომ და თვალებში ჩამხედა..
– თეიკო, ხო , ამაზე მერე ვილაპარაკოთ, ეს შემთხვევით მოხდა..
– მოლედ ვიჩქარეთ და შედეგად ბავშვი მივიღეთ, საუბარში ჩამერია ლევანი და თვალი ჩამიკრა...
– როგორც ვხედავ ორივე და სულსწრაფია– ხუმრობით მითხრა თეიკომ და გასასვლელად მოემზადა.. ტიტეს გავხედე, სახეზე ფერი არ ედო, ლევანი გაოცებული უყურებდა და ვერ ხვდებოდა რას გულისხმობდა თეიკო...
**

ვნერვიულობდი, რა თქმა უნდა ეს პირველი შემთხვევა არ იყო მაგრამ, ახლა საქმე ტიტეს ეხებოდა, მისი პროექტი უნდა წარმედგინა, ბატონი გურამი ისეთი ინტერესით მაკვირდებოდა რომ სიცილს ვერ ვიკავებდი, დრო და დრო ცერა თითს მიწევდა მოწონების გამოსახატავად...ერთ საათიანი ახსნა განმარტების შემდეგ როგორც იქნა დავსრულე წარდგენა და ძალა გამოცლილი დავჯექი სკამზე..
– აი ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ქალი , ვისი მეუღლეც თქვენ გახდებით იმან უნდა თქვას გამიმართლა...– ღიმილით მითხრა ბატონმა კოტემ და მამაშვილურად დამადო ხელზე ხელი...
– ესეიგი მე გამიმართლა ბატონო კოტე– ომახიანად თქვა ტიტემ და კოტეს გაუღიმა..
– ვერ მიგიხვდით ბატონო ტიტე...
– ძალიან მალე ჩემი და ხატიას ქორწილში დაგპტიჟებს და მერე ალბად მიმიხვდებით რისი თქმაც მინდოდა..
– მომილოცავს ბატონო ტიტე.. ბატონო გურამ ყოჩაღ თქვენს შვილს ასეთი შანსი რომ ხელიდან არ გაუშვა და ამ მარგალიტივით გოგოს გული მოინადირა..
– მადლობთ ბატონო კოტე, ახლა კი რადგან ჩვენი წარსდგენა დასრულდა ყველას სავხშმოდ მაგიდასთან მიგიწვევთ, მამა სტუმრები გაიყვანე და მე ც და ხატიაც ახლავე მოვალ.. დარბაზი დაცარიელდა თუ არა, თავისი დიდი და თბილი ხელები წელზე შემომხვია და მეორე ხელი ოდნავ დამისვა წელიდან ქვემოთ და სული დამელია.. ჩემო ჭკვიანი გოგო ხარ შენ, იცოდე არასოდეს დაგთმობ.. ჩემი ლამაზი , ჩემო ოცნება– ჩუმად მეჩურჩულებოდა და ყურთან მკოცნიდა.... თავი ძლივს დავიძვრინე მისი ხელებიდან და გულზე ხელი მაგრად მივიჭირე.. ხედავ როგორ გიყვარვარ? როგორ გინდივარ ხედავ ?
– ტიტე გაჩუმდი, თორემ თავს ვერ შევიკავებ და ალმაცერად გავხედე მაგიდას..
– არაა, არააა, არც იოცნებო აქ კამერებია, ასე ნუ გაასაჯაროვებ ჩემთან სექსს.თორემ მერე სხვებიც მომთხოვენ
– ფუუ, რა აუტანელი ხარ, ირონიით ვუთხარი და კარებში გასულს უკან დამედევნა..
**
ტიტეს და ლევანს შორის ამაყად ვიჯექი და ვოცნებობდი როდის დასრულდებოდა ეს აუტანელი ვახშმობა რომ ჩემს ერტადერთს გულშ მაგრად ჩავხუტებოდი, დამეკოცნა სხვის მიუვდომელი და ჩემთვის სანატრელი თვალები...
– შეხედე ერთი ვის ხედავს ჩემი თვალები.. ოოოო, ბატონო ტიტე, თქვენზე გავიგე წარმატებას წარმატებაზე აღწევსო, ისიც გავიგე, თქვენთან ერთ ძალიან ლამაზ გოგოს უმუშავია, ბატონი ტიტე მასზე უგონოდ შეყავრებულიაო...
– მადლობა ბატონო უჩა– თავაზიანად უპასუხა ტიტემ და მზერა აარიდა..
– თავს არ მიყადრებ თუ რა ხდება?? უჩა ჯიქურ დაუდგა ტიტეს წინ და მისი წყობიდან გამოყვნას შეეცადა, ასადგომად მომზადებული დავიჭირე და ადგომა არ ვაცადე.. ლევანს მუდარით გავხედე რამე გააკეთე –თქო..
– ბატონო უჩა, აქ ამის დრო არაა, როგორც ხედავთ საჩხუბრად არ ვართ აქ, ამისი არც სურვილი გვაქვს დ არც დრო– სიტუაციის განმუხტვა სცადა ლევანმა და ტიტეს ხელი მოკიდა გასაყვენად..
– გასაგებია, ბატონო ლევან, სულ მიკვირდა ასეთ ხეპრეს ასეთი კარგი მეგობარი როგორ ყავდი.. მოულოდნელად შემომხედა და ამღვრული თვალები შემომანთა, შენ ხარ ის ქალი ტიტე ვისთანაც წევს?- ისე მოულოდნელად მკითხა მერჩვნა მიწა გამსკდომოდა და იქ არ ვმჯდრიყავი... ამაყად შევხედე და გავუღიმე, ის კი არ წყვეტდა საუბარს, ტიტე მთელი ძალით ვუჭერდი ხელზე ხელს რომ ადგომის საშუალება არ მიმეცა. ესეიგი მართალია, შენ ხარ ხატია ყანჩელი, აჰა, შენთან ატარებს თავის თავისუფალ დროს ჩვენი სანიმუშო ტიტე? ისე როგორ ართობ, გეტყობა რაღცას ისე არ აკეთებს როგორც გინდა, შეგიძლია დამირეკო და ყველაფერს ხუთიანზე შეგასწავლი– სიცილით მითხრა და ეს უკვე ტიტეს მოთმინების ბოლო წერილი იყო. გიჟივით წამოხტა ფეხზე , ცალი ხელი ყელში წაუჭირა უჩას და კედელს მიახეთა, მაგრად შეკრული მუშტი მთელი ძალით მოუქნია და უჩა იატაკზე დავარდა.. ჩემი თხოვნა–მუდარა არაფერს ცვლიდა, ათ წუთიანი ცემის მერე, დაცვა ძლივს აკავებდა გაავებულ ტიტეს.. მისი სახე ხელებში მოვიქციე და თვალებში ჩავხედე..
– მე მიყურე, იმას ნუ უყურებ, ტიტე მე მიყურე–თქო.. მე შენთან ვარ, წამოდი , ტუჩი გაგისკდა, სისხლი მოგდის, წამოდი მოვიბანოთ კარგი?– ისეთი ხმით ვთხოვე, რომ არ წამომყოლოდა, როგორც პატარა ისე დავიწყებდი ტირილს. დაცვამ მაშინვე გაუშვა ხელი ტიტეს და მეორე სართულზე საპირფარეშოში ავიყვანე.. ცივი წყალი სახეზე მოვუსვი თუ არა გამიღიმა, ჩემი ხელები თვის ხელებში მოიქცია და თვალებში ჩამხედა..
– არავის მივცემ უფლებას დაგამციროს, არ აქვს მნიშვნელობა ცხოვრების ბოლომდე ჩემთან იქნები თუ არა ხატია, შენ ჩემი სიამაყე ხარ, არავის აქვს უფლება ჩემი სიამაყე და სიწმინდე შელახოს...
– მე მუდამ შენთან ვიქნები, რაც არ უნდა მოხდეს, ერთ დღეს რომც გამაგდო მაინც მეყვარები ტიტე და მაინც შენად ვიგულებ ჩემს თავს... თვალებიდან წამოსული ცრემლები მომწმინდა და ტუჩებში მაკოცა..
**
უკვე კარგად გვიანი იყო ტიტე რომ სახლში მივიდა, არაბულების მისაღებში ჯერ კიდევ ენთო სინათლე.. ტუჩი კარგად გვრიანად გასიებოდა, ამისი დამალვა შეუძლებელი იქნებოდა.. ბატონი გურმი ტელევიზორის წინ იჯდა და ექსკლუზიურ ამბებს უყურებდა, გამწარებულმა დაკრა მუშტი მაგიდას და ფეხზე წამოხტა.. მამისგან დამავას აზრი არ ქონდა, კილომეტრზე ცნობდა ტიტეს ნაბიჯებს, ის იყო ოთახში ასასველად შედგა ფეხი რომ მამის ხმამ შეაყოვნა..
– ნუ მიიპარები ქურდივით შემოდი აქ ბიჭო.. ახალი უსიამოვნებისათვის მოემზადა ტიტე და მამის წინ ტავდახრილი დადგა.. მოდი აქ დამიჯექი გვერდით შვილო მოდიი.
– ოოო, მოვიდა ბუნტის თავი– კივილით შემოვარდა მისარებში მანანა და მათ წინ მდგარ სავარძელშ ჩაესვენა..
– ახალი ამბები გადმოსცენს შენზე, როგორ სცემს გურამ არაბულის შვილი მის ყოფილ პარტნიორს..
– მამა მე...
– მაცადე დავამთავრო ტიტე... ეს სხვა შემთხვევა რომ ყოფილიყო, უჩას ნაცვლად მე გცემდი მაგრამ ახლა ვამაყობ შენით, რომ შენი საცოლის სახელი დაიცავი, ყოჩაღ შვილო, ნამდვილ კაცად გამიზრდიხარ..
– უყურე რა, ახლა ასმას უყურე, თავში ტვინი გამოგელია ამხელა კაცს? უნდა შეაქო? ამის გამო უნდა შეაქო რომ ლამის დაიჭირეს?
– მე არავის დავუჭერივარ დედა. არავის მივცემ უფლებას ჩემს ცოლს შეურაწყოფა მიაყენოს...
– ვინ შენ ცოლს ტიტე? იმ გოგოს შენ ცოლს როგორ უწოდებ..
– ის გოგო ჩემი ცოლია, დაიმახსოვრე, ჩემი ცოლია.. და დამთავრდა ლაპარაკი აქ .....
საგათენებოდ პირის სიმშრალემ გამოაღვიძა ტიტე, ფეხშიშველი ჩავიდა სამზარეულოში წყლის დასალევად.. სამზარეულოში სინათლე ენთო, დედამისის ჩურჩულით საუბარს ყური მიუგო, უჩას ელაპარაკებოდა და სჯიდა იმის გამო რომ კარგად ვერ დაამცირა და კარგად ვერ სცემა მისი შვილი..
– მე შენ კაცი მეგონა, ამხელა კაცი როგორ გცემა ჩემმა შვილმა ჰა? ეს გოგოც რომ ვერ დაამცირე წესიერად უჩა, ისე მოიქეცით რომ ჩემმა ქმარმა შვილი შეაქო და სარძლოს ლამიზ ფეხები დაუკოცნა,, თქვენთან თანამშრომლობა არ უნდა დამეჭირა.... გაოცებული უსმენდა ტიტე დედის საუბარს , შიგნით შევარდნას და ყველაფრის დალეწვას აპირებდა, მაგრამ მოულოდნელად, ბატონმა გურამმა მაჯაში სტაცა ხელი და ჩუმად უთხრა ეს საქმე მე მომანდეო.. (10)

მთელი ძალით უჭერდა მკლაში ხელს გურამი ტიტეს რომ სამზარეულოში არ შევარნილიყო და იქაურობა არ დაელეწა.. ბოლომდე უსმინეს ქალბატონ მანანას საუბარს უჩასთან, რომელიც მკაცრად აფრთხილებდა რაც შეიძლებოდა მალე მოეღო ბოლო ამ უსინდისო გოგოს საქციელისათვის და მისთვის ჭკუა ესწავლებინა. აუღელვებლად გათიშა ტელეფონი მანანამ, სამზარეულოს მაგიდაზე დააგდო და კარისაკენ შეტრიალებული მოულოდნელად შეცბა, კართან წაშლილი სახით ელოდა ქმარი, და განადგურებული თვალებით უყურებდა შვილი, რომელიც სიტყვის უთქმელად ეძებდა პასუხს კითხვებზე..
– მანანა, ნუთუ ამ დონეზე დაეცი რომ, უდანაშაულო გოგოს დასასჯელად მზად ხარ შენი შვილის რეპუტაცია შელახო. ვერ მიხვდი რა გაკეთე? ხვალ ყველას პირზე ტიტე არაბულის საქციელი ეკერება შენ კიდე მშვიდად დაჯდები და მოუსმენ როგორ გაასწორებენ მიწასთან ჩვენს შვილს? ვერ ვხდები რომ ჯერ არ დაწყებელ საქმეს უნგრევ ტიტეს? კარგი გასაგებია, არ მოგწონს ის გოგო, მაგრამ ასე როგორ დაეცი. ამიხსენი ამას როგორ აკეთებ? ასე როგორ ეცემი რომ ტიტეს მიწასთან ასწორებ?
– მე შენ დედად მიგიჩნევდი და ეს რა გამიკეთე? მოთიმენის ძაფი გაუწყდა ტიტეს და დედამისისაკენ გიჟივით გაიქცა. შემომხედე თვალებში , მზერას ნუ მარიდებ.. ეს როგორ გამიკეთე, უდანაშაულო კაცი მაცემინე დედა? კარგი ვიცი რომ უჩა ნაგავია და ჩემს გასანადგურელად ყველაფერს გააკეთებს მაგრამ შენ ხომ დედაჩემი ხარ, დედაჩემი, თუმცა არ მიკვირს, ერთხელ მაინც გყვარებივარ დედა? ერთხელ მაინც თუ გიზრუნია ჩემზე ისე როგორც ნიკუშაზე ? გგონია ნიკასი მშურს? არა, მის გამო სიცოცხლეს დავთმობ, მაგრამ გული მტკივა რომ არასოდეს მიგრძვნია დედის სითბო,ახლა კი იმის ნაცვლად რომ დანაშაული გამოისყიდო უარესს მიკეთებ..
– საკმრისია, მორჩა, რაც მინდა იმას ვაკეთებ..
– მანანა , საკმრისია, მართლა რომ საკმარისია!– გამწარებულმა იყვირა გურამმა მკლავში ხელი სტაცა და საძინებელში ძალით შეათრია. იცოდე, რო გავიგო რომ ამ საქმეში კიდევ ერთხელ ჩაერიე, არ დაგინდობ, ისე არ დაგინდობ როგორც შენ არ ინდობ და ანგრევ ტიტეს სიყვარულს, დაიმახსოვრე ტიტე ჩემი სიამაყეა, ჩემი იმედია და ჩემი საყრდენი.. შეიგნე ეს... ტიტე ჩემი ერთადერთი მომავალია.. საკმარისია, არ გაპატიებ რომ ცხოვრება დაუნგრიო, შენი გამოხტომების გამო. გეფიცები მე პირადად დავაქორწინებ ამ ორს და წინ ვერავინ აღმიდგება..
ტიტეს ძილი აღარ ეკარებოდა, მაინც გაბედა და ლევანს დაურეკა, იცოდა რომ ახლა ეძინებოდა უკვე თენდებოდა მაგრამ ახლა აუცილებად სჭირდებოდა ვიღაცა, ვისაც გულს გადაუშლიდა. ნახევარ საათში გულ გახეთქილი შევარდა ტიტეს კაბინეტში და ორივე ხელით მაგიდას დაეყრდნო..
– რა ხდება ტიტე? რა ხმა გქონდა..
– ასე მგონია ზურგში დანა ჩამარტყეს ლევან.. იცი ვინ მოაწყო ის ყველაფერი ? უჩას საქციელი .. დედაჩემმა, საკუთარმა დედამ წარმოიდგინე ლევან, დედაჩემა გამიმეტა იმისათვის რომ ჩემზე მთელი პრესა დაწერს და ყველა გამოშვება იტყვის რა აუტანელი ახალთახალი ბიზნესმენი ვარ.
– არ მჯერა, მანანა დეიდამ გააკეთა ეს? წარმოუდგენელია ტიტე, ამას ვერასოდეს ვიფიქრებდი, როგორ შეძლო, ასე როგორ გაგიმეტა..
– და როდის ზრუნავდა ჩემზე რო? როდის იყო ჩემთვის ნამდვილი თბილი და მოსიყვარულე დედა? გახსოვს მანქანა რომ დამეხაჯა, მაშინ დაახლოვებით ათი წლის ვიქებოდი, არასოდეს დამავიწყდება ეს დღეები ლევან, ხელი მომტყდა და ტვინის შერყევა მივიღე, მთელი თვე ვიწექი, დედაჩემი კი ხანდახან დღეში ერთხელაც არ შემოდიოდა უბრალოდ რომ მოვეკითხე... ის თუ გახსოვს, სკოლა რომ დავამთავრეთ, მამამ მაშინ პირველად შემაქო და საჩურად მანქანა გადმომცა, დედამ კი უბრალოდ გამიღიმა, არაფერი მითხრა, ისიც კი არ დასცდა ეთქვა ყოჩაღო... სამაგიეროდ როცა ნიკამ დაამთავრა სკოლა, გულში ჩაიკრა და ცრემლ – მორეულმა უთხრა ვამაყობ შენითო.... მშობლები ძალიან ხშირად უშვებენ შეცდომებს ლევან, როცა შვილებს ერთმანეთისაგან ანსხვავებენ, როცა ამას ასე ხაზგასმით აკეთებენ და ყველასათვის თვალსაჩნო ხდება, იქნებ მაშინ ხდებიან ბავშვები ბოროტები და გულში იდებენ დედმამიშვილის მიმართ ჯავრს და ზიზღს.. მე არასოდეს გამიკეთებია ეს, მიუხედავად ამისა მე და ნიკას ერთმანეთი არ შეგვძულებია, პირიქით დედას სულ საყვედურობდა, ტიტე ბევრად მჯობია და წადი ცოტა იმას მოეფერეო...მაგრამ რად გინდა..
– ტიტე , არ გინდა, იმას ნუ გაიხსენებ რაც ძალიან დიდი ხნის წინათ იყო, დრო ყველაფრის მკურნალია...
– არა ლევან ცდები, ხანდახან გვგონია რომ დრო ყველაფერს კურნავს და სინამდვილეში თავს ვიტყუებთ, დღეს ეს ისე კარგად დავინახე, რომ ისევ ისე მეტკინა როგორც პატარას მტკიოდა. ყველა ეს ტკივილი ერთად ამოტივტივდა ჩემში... ხშირად ვფიქრობ ხოლმე, რა დავუშავე დედაჩემს ასეთი რომ ასე სულ ერთი ვარ, მამაჩემი ხო იცი რა ტიპია, მუდამ მკაცრია, დასჯა უყვარს კამათიც,დედა კი არ ვიცი, ასეთი ცივი რატომაა ჩემს მიმართ...ლევანის და ტიტეს საუბარი გურამის ზარმა შეწყვიტა..
– რა მოხდა მამა? – გაღიზიანებულმა უპასუხა ტიტემ და ლევანს გახედა..
– ლევანთნ ერთად ხარ დარწმუნებული ვარ , ასე რომ ორივე ჩემთან გაჩნდით ახლავე.. სასწრაფოდ ყოველგვარი კითხვების გარეშე.. ტელეფონი მაშინვე გათიშა და ტიტეს სახეზე გაოცება გამოეხატა..
– ტიტე, მოხდა რამე?
– კი, მამაჩემი გაგიჟებულია ორივე ჩემთან მოდით ახლავეო, ნეტა ახლა რა საჩუქარი გააკეთა დედაჩემმა..

**
არაბულების სახლის უკანა ეზოში მდგარ პატარა ოთახში მაგიდის გარშემო იჯდნენ ლევანი და ტიტე და ბატონი გურამის დავალებას ელოდებოდნენ.. არც ერთი ხმას არ იღებდა, რა უნდა ეთქვათ რომ ერთმანეთისათვის?ტიტეს ზურგს უკან კარი გაიღო მაგრამ ცოცხალი თავით არ ტრიალდებოდა, აღარ უნდოდა მამამისის ლექციის მოსმენა, გაფითრებული სახით წამოდგა ლევანი სკამიდან და მხოლოდ მაშინ მიიხედა ტიტემაც, მის წინ ხუთი წლის უნახავი ძმა იდგა, მათი შეხვედრა საოცარება იყო, ორივე ტიროდა, ისე როგორც პატარები იტირებდნენ . მაგრად უჭერდნენ ერთმანეთს ხელებს და გულში მაგრად იკრავდა ნიკუშა ძმას...
– როგორ მომნატრებიხარ ტიტე.. ვიცი არ მელოდები, მე და მამამ სიურიზი გაგიკეთეთ..
– მართლაც რომ კარგი სურპრიზია ეს ძმაო.. საიდან მოიფიქრე ჩამოსვლა?
– ვიცი რომ ჩემს ძმას ვჭირდები, როგორც ვხედავ მარტო ვერ უმკლავდები ქალბატონი დედას პრიკაზებს, ასე რომ შენი ძმა შენთანაა, და იცოდე ვეღარასოდეს გაბედავს მსგავსი რაღაცის გაკეთბას..აქამდე მხლოდ შენ და ლევანი იყავით ახლა უკვე სამნი ვართ, ნუ თუ მამასაც მივათვლით ოთხნი..
– მამას თავი დაანებეთ და დედას ისე მიხედეთ, მამა უკვე დაიღალა შვილებო დედათქვენის ატანით...
**
ცხოვრება რომ საჩუქრებს გვიკეთებს ეს ისედაც ყველამ ვიცით და ყველას გამოცდილი გვაქვს, ულმობელი რომ არის და დაუნდობელი ესეც ხომ ნათლად ჩანს და ამისი მაგალითები უხვად გვაქვს, მაგრამ მაინც რატომ სტკიოდა ასე ძალიან ხატიას. როგორ უნდა ეთქვა ტიტესათვის რომ გიორგის უყვარდა, როგორ გაუმხელდა ამას, გაგიჟდებოდა, ზუსტად იცოდა რაიმე გამოუსწორებეს ჩაიდენდა, ეშინოდა არა იმისი რომ ტიტე ეჩხუბებოდა, არამეს იმისი რომ შეეძლო ცხელ გულზე მიეტოვებინა კიდეც ხატია.. ნინას ხელის შეხებამ გამოარკვია ხატია , თვალებიდან წამოსლი ცრემლები მოწმინდა და გაუღიმა.
– ხატ, ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ მე მაინც მგონია რომ უნდა უთხრა ტიტეს, ჯობია ახლა გაიგოს და შენგან , ვიდრე სხვისაგან...
– მეც ასე ვფიქრობ ხატია, საუბარში თეიკო და სალომე ჩაგვერთო.. აქ ჯდომა და ტირილი არაფერს მოგიტანს, სიმართლე უთხარი, ტიტეს კარგად იცნობ, გაგიგებს და არ გაგიბრზდება, შენი რა ბრალია..
– ჩემი რა ბრალი? მე ვაკოცე გოგო მე. ტიტე თავიდანვე ცუდად განეწყო გიორგის მიმართ, აიჩემა მოსწონხარო, ეტყობა კაცები ხვდებიან ერთმანეთის აზრებს კარგად, ახლა რომ ვუთხრა ვუყვარვარ თქო მეტყვის ხომ გეუბნებოდი, მეტყვის რომ აღარასოდეს ვნახო და მე როგორ მოვიქცე? ყველაზე რთულ მომენტში მედგა ზურა ბიძია გვერდით..
– შენ გააფრინე ხო? ვინმე გიკრძალავს ზურა ბიძიას ნახვას აქ საუბარი გიორგიზეა. იცოდე ისე არ მოგივიდეს რომ ტიტე დაკარგო და ეგ გამოშტერებული გიორგი შეგრჩეს ხელში რა, მე გაგაფრთხილე ხატია..– გამწარებულმა მითხრა ნინამ, ჩანთას ხელი დაავლო და სახლიდან გავიდა..
კიდევ დიდხანს ვიჯექი ასე მარტო და უთქმელად, ჩემს ფიქრებთან ერთად, გული მეუბნებოდა უთხარი, ტვინი კი მაშინვე მიბლოკვდა მსგავს აზრებს,, საწინააღმდეგოში მარწმუნებდა არ გაამხილო თორემ მიგატოვებსო, რა უნდა მექნა და რა უნდა მეთქვა მეც არ ვიცოდი...შვება მხოლოდ ცრემლებში მქონდა , მაგრამ ამჯერად ცრემლებიც არ მყოფნიდა. გულის სიღრმეში მეც მინდოდა ტიტეს წინაშე მართალი ვოფილიყავი მაგრამ თან მეშინოდა, მეშინოდა იმისი თუ რას მეტყოდა და რას გააკეთებდა..
**
ნინა პირდაპირ შევიდა ლევანთან კაბინეტში და მის წინ სავარძელში ჩაეშვა, ცოლის დანახვაზე ლევანს ფერი ეცვლა სწრაფი ნაბიჯით წავიდა მისკენ და მის წინ დაიმუხლა..
– ნინაკო, ხო კაგად ხარ? აქ რამ მოგიყვანა საყვარელო?
– საქმე მაქვს, თან ძალიან სერიოზული, ტიტეც თუ აქაა იქნებ დაუძახო გთხოვ, მანამდე არაფერი მკითხო რა.. გთხოვ..
– კარგი ასე იყოს, მაგრამ მითხარი ხომ მშვიდობაა, ნინა კარგი რა, მიპასუხე, ხატია ხომ კარგადაა?
– კარგადაა და დაუძახე ტიტეს, არა მოიცადე არ დაუძახო, მე თვითონ წავალ მასთან.სწრაფად წამოხტა ნინა და კაბინეტიდან გავიდა, გონს მოგებული ლევანი უკან დაედევნა ცოლს .. კარზე არც დაუკაკუნებია ნინას ისე შევიდა ტიტესთან, დაინახა თუ არა გაოცებული მზერა მიაპყრო ჯერ ნინას მერე ლევანს..
– ნინა რა სურპრიზია, მოხდა რამე?
– მოხდა. დაჯექი, საქმე მაქვს, ოღონდ იცოდე, ამას ჩემი დის გამო ვაკეთებ, ამას იმიტომ ვაკეთებ რომ დავიღალე იმისი ყურებით როგორ ცუდადაა და უჭირს ტიტე.რაღაცას გეტყვი და მისმინე,, ხატია თქმას ვერ გიბედავს , ეშინია იძახის მე დამადანაშაულებს და ვერ გამიგებსო..
– რა მოხდა ნინა?
– გიორგი იყო მისული რამოდენიმე დღის წინ და ხატიას სიყვარულში გამოუტყა, თურმე ბავშობიდან ყვარებია.. ხატია კი ამას ვერ გეუბნება იმიტომ რომ ..
– ვიცი.. დამშივდდი, ამას ისედაც ვგრძნობდი მაგრამ შენ მითხარი ახლა როგორ მოვიქცე ჰა? ისე ვიცხოვრო ვითომ არაფერი ხდება? უფლება მივცე რომ ისევ ისე ნახოს და შეხვდეს გიორგის? არ შემიძლია ნინა, გამიგე, არ შემიძლია, როგორ ვუყურო და ავიტანო რომ ჩემს ქალს სხვა ეარშიყება.
– არ აიტანო, კორექტურად ჩამოაშორე, ქორწილი დააჩქარე, ცოლად მოიყვანე და მორჩა.. ამაზე კაგი გამოსავალი რა გინდა ტიტე, რომ არ ვიცოდე ჩემს დას როორ უყვარხარ ამას არ გეტყოდი, დამიჯერე, ხატიამ რომ გაიგოს რომ გითხარი მომკლავს, მთელი ცხოვრება არ გამცემს ხმას... მათ საუბარში ტიტეს მდივანი ჩაერთო და ამცნო ხატია მოვიდაო.. გთხოვ არ გამამხილო რომ აქ ვიყავი, შენ ახლა ჩემ დასთან წადი ის იქ გააჩერე და მე ჩუმად წავალ, იფიქრე ტიტე, მერე ისე არ მოხდეს რომ ხატია გიორგის ხელში აღმოჩნდეს, თორემ ჩემი დის თვალზე ცრემლს არ გაპატიებ..
კომპიუტერი ჩავრთე და დოკუმენტების ფაილი გავხსენი რომ ტიტე შემოვიდა და ჩემსკენ წამოვიდა,,, ორივე ხელი წელზე შემომხვია და აღელვებული დამაშტერდა..თვალები დავხუჭე და მის გულის ძგერას ყური დავუგდე, ფრთხილად შემეხო მისი ტუჩები, ყელზე და მერე ტუჩებზე, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა... თავი მკერზე დავადე და გავიტრუნე.
– დღეს საღამოს გამოგივლი და ერთ ულამაზეს ადგილას წაგიყვან ხატია, მზად დამხვდი კარგი??
– კარგი.. ჩუმად ვუთხარი დაა ფეხის წვერებზე ავიწიე მის საკოცნელად..
– ხატია, არის ისეთი რამე რისი თქმაც გინდა და ვერ მიბედავ? არ მინდა ჩვენი ქორწინება ტყუილებზე დაიწყოს..
– არა, არ არის.– ჯიუტად ვუპასუხე და მზერა ავარიდე.
– კარგი, მჯერა, მაგრამ იცოდე, რომ გავიგო რომ რაღაც დამიმალე ან მომატყუე, ამას არ გაპატიებ...
ტიტე ოთახიდან გავიდა თუ არა სავარძელში ჩავჯექი და შუბლი ნერვიულად მოვისრისე. გონების გასაფანტად საქმეს შევუდექი და ყველა ცუდი ფიქრი თავიდან გადავყარე... მდინავს ყავის შემოტანა ვთხოვე და ღამად ჩავისუნთქე, ახალი ენერგიებით ავივსე და სამუშაოდ მოვემზადე რომ ყავასთან ერთად ლელამ გიორგიც შემომიყვანა ოთახში.. მის დანახვაზე ფანქარი ხელიდან გამივარდა, ჩემს წინ თეთრი ვარდების თაიგულით იდგა და მიღიმოდა... ფეხზე წამოდგომის თავიც არ მქონდა მთელს ტანში ნერვიულობისაგან ჟრუანტელმა დამიარა, ლელამ ყავის ფინჯანი მაგიდაზე დამიდგა და გავიდა..
ვარდების თაიგული გამომიწოდა და ჩემს წინ დაჯდა..
– რისთვის მოხვედი გიორგი? –ძლივს გადავაბი სიტყვები ერთმანეთზე და ალმაცერად გავხედე, არ მინდოდა ჩემი აღელვება შეემჩნია...
– ხატია,კარგი რა, ასე ნუ მექცევი, მე და შენ ერთად გავიზარდეთ, რა ვქნა თუ ამ გრძნობას ვერაფერი გავუკეთე? ერთადერთი იმას ვნანობ რომ აქამდე არ გაგიმხილე სიმართლე..
– რას ლაპარაკობ გიორგი, შენ ჩემთვის მუდამ ძმა იქნები, ამაზე მეტს ნურაფერს მომთხოვ გეხვეწები, არ შემიძლია.. ძალიან გთხოვ წადი და აღარ მოხვიდე, აზრი არ აქვს, ჩვენს უთიერთობას ნუ გავაფუჭებთ გევედრები..
– შენ არ მისმენ, მინდა რომ შემიყვარო, მინდა გიყვარდე ხატია.. არ მინდა შენთვის ძმის როლი ვასრულო..
– რას აბობ გინდა ჭკუიდან ამწიო? კარგად იცი რომ ტიტე მიყვარს. ამას როგორ მთხოვ..
– არ მჯერა რომ ტიტე გიყვარს, ის კოცნა მაშინ რომ ვიგრძენი, იმ კოცნამ ყველაფერი შეცვალა, უშენოდ სიცოცხლე ვეღარ წარმომიდგენია, ყოველ დილით შენზე ფიქრით ვიღვიძებ ...
– რას ლაპარაკობ ადამიანო...გიჟივით წამოვენთე ფეხზე და პერანგის საყელოში დავწვდი, ფეხზე წამოვაყენე და სახეში გავარტყი.. ეხლა როგორც შემოხედი ისე გადი აქედან, იმ გზით წადი როგორც აქამდე მოეთრიე და მეორედ აღარ გადამეყარო გზაზე თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ..
– ხო? მემუქრები გოგო? – გამწარებულმა მითხრა და ყელში ცალი ხელი წამიჭირა ცალი ხელი კი წელზე მომხვია და გიჟივით დამიწყო კოცნა.. ძლივს გავინთავისუფლე თავი მისგან და კაბინეტიდან სირბილით გავვარდი.. პირდაპირ ტიტესთან შევვარდი და მთელი ძალით ჩავეხუტე, ლევანი და ნია გაოცებულები მიყურებდნენ.. ვტიროდი ხმამღლა და მთელი ძალით ისე როგორც შემეძლო, არ მცხვენოდა არავისი, ახლა არც არავის აზრი არ მადარდებდა..ვერაფერს ხვდებოდა ტიტე, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და ცრემლით დასველებულ თვალებზე მაკოცა..
– ჩემო სიყვარულო, რა მოხდა ? რატომ ტირიხარ?
– ძალიან გთხოვ, არაფერი მკითხო რა, მხოლოდ ჩამეხუტე, მითხარი რომ გიყვარვარ, ტიტე გემუდარები ძალიან გთხოვ, ვერავინ ვერაფერს ხვდებოდა.. გაცებული დამყურებდა ტიტე თავზე, ხელი წელზე შემომხვია და ოთახიდან აივანზე გამიყვანა..
– ამიხსნი რა გჭირს? რამე ცუდად გავაკეთე, ხატია ნუ მაშინებ, ამიხსენი რა გჭირს... მითხარი ასე დედაჩემის გამო ხარ?
– არა, ასე არაა, არ ვიცი . დედა მომენატრა– მოულოდნელად ვუთხარი და გულში ვიგრძენი მართლა როგორ მენატრებოდა დედა.. აგანერვიულე არა? მაპატიე, არ ვიცი უბრალოდ თავს ვერ მოვერიე, სახლში წავალ შეიძლება?? შეგიძლია წამიყვანო?
– ხატია, წამოდი ლევანს ვეტყი და გაგიყვანს..შეხვედრა მაქვს ახლა. არ გამიბრაზდე კარგი? რვაზე მოვალ მზად იყავი. და კიდევ ერთი ლამაზად ჩაიცვი.. იცოდე მიყვარხარ, მიყვარხარ .. ჩემი ოცნების ქალი ხარ. გემუდარები გული არ მატკინო ხატი, იმედები არ გამიცრუო, თორემ წავალ და ვეღარასოდეს მნახავ იცოდე..
**
ლევანს სახლამდე აცილება ვთხოვე, გაოცებულმა გამომხედა, მანქანა სადგომზე გააჩერა და კიბეებზე ჩემს უკან დაფიქრებული მოდიოდა.. სახლში შეყოლაც რომ ვთხოვე ბოლოს მოთმინების ფიალა ამოევსო, მკლავში ხელი მტაცა, ოთახში კი არ შემიყვანა შემათრია და დივანზე ძალით დამსვა, გვერდით მომიჯდა და თავი შემატრიალებიდა...
– შენ მე ტიტე გგონივარ?ვიცი რომ ასე გიორგის გამო ხარ..დავინახე რომ მოვიდა, რისთვის მოვიდა ხატია, გინდა ჭკუიდან შეშალო ტიტე? იცოდე არ გაპატიებ რომ ტიტეს გული ატკინო.. ან სიმართლე უთხარი ან ეგ ბიჭი მოსვი თავის ადგილას..
– ძალინ გთხოვ დამეხმარე რა.მეშინია რომ ტიტეს დავკარგავ ლევან,მეშინია რომ ვერ გამიგებს..
– გვიან რომ გაიგებს გაპატიებს გოგო? შენ ტიტეს კარგად ვერ იცნობ ხატია..ცოლი რომც იყო გაგეყრება დამიჯერე, სოფოს სიცოცხლეს გეფიცები ამას გააკეთებს და წავა შენგან .. ასე ნუ გაიმეტებ რა....
– ვერ ვეტყვი, რომ ვუთხრა სიყვარულში გამომიტყდა თქო , მერე ისიც ხომ უნდა ვუთხრა რომ ჩემთან მოვიდა იქ სამსახურში, არა, ლევან არა, ამას ვერასოდეს გაიგებს ეგ. შენ უკეთ იცნობ ტიტეს. გიჟივთ გახდება და გიორგისთან გაიქცევა..
– ასეც უნდა იყოს, ხო უნდა დაინახოს მაგ ტიპმა რომ შენ მარტო არ ხარ, რომ გიცავს საყვარელი კაცი, ამაში ცუდი რა არის გოგო?
– არ ვიცი , გესმის? - არ ვიცი, იქნებ მართალი ხარ, ვეცდები რომ დღეს ვუთხრა, ყველაფერი ვუთხრა და იქნებ ჯობდეს კიდეც თუ დაშორებაა ახლა დამშორდეს ვიდრე მერე...
**
ზარის გაგონებაზე შევკრთი, ფეხაკრეფით გავაღე კარები და ჩემს წინ მდგარ მომღიმარ ტიტეს მეც გავუღიმე, ხელი მომკიდა და დამატრიალა.. სახეზე სიამოვნება აღებეჭდა..
– რა ლამაზი ხარ ხატია, როგორ გიხდება მწვანე,, მოიცა.. ახლა ისეთი ლამაზი ხარ ვიეჭვიანებ იქ სადაც მიმყავხარ.. ფუ შენი.. კინაღამ ვთქვი..
– სად მიგყავარ ჩემო სიყვარულო??
– ეგ საიდუმლოა, წამოდი თუ მზად ხარ. წავიდეთ, დღეს ყველა გაიგებს როგორ მიყვარხარ და როგორ მჭირდები ხატია.. თვალები დახუჭა, ჩემსკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა და სუნამოს სურნელი თმებიდან ხარბად ჩაიყნოსა.. ეს სუნამო მაგიჟებს ხატია. როგორ მინდიხარ შენ ხომ არ იცი, თავს ძლივს ვიკავებ რომ აქვე არ გეცე...
– რა სულელი ხარ.. წამოდი წამოდი,მაგას მერეც მოვასწრებთ ტიტე. წამოდი თქო.. ხელი მოვკიდე და სახლიდან გავიყვანე..
რესტორანში შევედით თუ არა სახეზე ფერი მეცვალა. მაგიდიდან გაავებული თვალებით მიყურებდა მომავალი დედამთილი, ნერწყვი ძლივს გადავყაპე და ტიტეს ზედ ავეკარი, მაშინვე მიმიხვდა, ხელი ჩამკიდა და მაგიდისაკენ ამაყად წამიყვანა... გურამი ბიძია მაშინვე წამოდგა და თბილად ჩამიკრა გულში, ქალბატონმა მანანამ მისალმებაც არ იკადრა, სანამ ჩემი გული გამალებით ფართხალებდა საგულეში, ჩემს წინ ძალიან სიმპატიური ბიჭი გაჩერდა, ჩემი ხელს სათუთად შეეხო ტუჩებით და გამიღიმა.. ტიტესაკენ გახედვას ვერც კი ვბედავდი იმის მერე რაც უჩასთან გააკეთა ახლაც იგივეს ველოდი მაგრამ შევცდი..
– არა , ლამაზი რომ იყავი ვიცოდი მაგრამ ასეთი ლამაზი რძალი თუ მეყოლებოდა ამას ვერ წარმოვიდგენდი... აბა რას იტყვი შენ მოგეწონა მაზლი??– სიცილით მკითხა და ლოყაზე მაკოცა..
– ტიტეს გაოცებულმა ავხედე.. ჩემი ძმაა, ჩვენი ქორწილისათვის ჩამოვიდა, ნიკა.. ხო გახსოვს მასზე გიყვებოდი..
– მახსოვს, სიმართლე გითხრათ უფრო სიმპატუირი ყოფილხარ ვიდრე წარმომედგინა, თუმცა იმედია არ მიწყენ თუ გეტყვი რომ ჩემი ტიტე ერთადერთია ამ ქვეყნად..
– რა თქმა უნდა , ამაში ეჭვიც არ მეპარება ხომ გაგიგონიათ „ ყვავს თავისი ბახალა ყველაზე თეთრი ეგონაო“..
– მოიცა შენ რა გინდა თქმა რომ მახინჯი ვარ და ხატიას ვეჩვენები ლამაზად? არა ნიკუშ რა შენ რა შეგცლის ძმაო... ახლა როცა აქ ხარ, ორმაგად ძლიერი ვარ ხო იცი..
– ხო , ხო, აბა რა, ორივე ხელიდან ხართ წასულები და ამიტომ, ახლა შეგიძლია თამამად იქორწინო შენს გარყვნილ გოგოზე და შენი დებილი ძმაც მხარს აგიბავს..
– საკმარისია დედა.. მორჩი ლანძღვას, თუ არ გინდა აქ მშვიდად ყოფნა შემიძლია სახლში წაგიყვანო..– გაბრზებულმა უთხრა ნიკამ დედამისს და თვალებით მანიშნა არ იდარდოო.

მთელი საღამო დაძაბული ვიჯექი, ქალბატონი მანანა ისე მაკვირდებოდა ლამის ღვინით გამოვიხრჩე და რამოდენიმეჯერ ზედ გადასხმის მცდელობაც განვავითარე...
– ბოლოს და ბოლოს მორჩები ხატიას ასე დაჟინებით ყურებას? ვერ ხედავ რომ დაძაბულია უკვე? რას გადაეკიდე ამ გოგოს მანანა, თვალები დახარე ან არადა სხვას უყურე..
– დაძაბული იმიტომაა რომ მოქცევის კულტურა არ აქვს , თორემ ყველა სარძლოს ასე აკვირდებიან რა გაგიკვირდათ..
– ასე არა, ასე არ აკვირდებიან ადამიანო, გაანებე ამ გოგოს თავი– ამაოდ ცდილობდა გურამი ცოლის დამშივიდებას. ფეხზე წამოდგა და ღვინის ბოკალი ხელში აიღო.. ამ ჭიქით მინდა თქვენი ბედნიერების სადრეგრძელო შევსვა ჩემო შვილებო.. მე და ტიტეს გაგვიღიმა და ჭიქა ბოლომდე გამოცალა, უკვე გვიანია, მე და ჩემი მეუღლე დაგტოვებთ, დანარჩენი თქვენთვის მომინდიაა. მერე მოულოდნელად გამომიწოდა ხელი და ფეხზე წამომაყენა, მაგრად მიმიკრა გულზე და შუბლზე მაკოცა, მე ვამაყობ შენით შვილო, დარწმუნებული ვარ მამაშენიც ამაყობდა შენნაირი ძლიერი შვილის ყოლით– თბილად მითხრა და თვალებიდან წამოსული ცრემლი მომიწმინდა, დამიჯერე ამიერად მე ვიქნები მამაშენი, გვერდით მიგულე, და თუ ვინმე გაგიბედავს საქმე ჩემთან ექნება.
– რა თქმაუნდა,მთელი ოჯახი ჩემს წინააღმდეგ ხართ განწყობილები, ეს ლაწირაკი გოგო ჯერ ჩვენთან არ მოთრეულა და უკვე ამდენს ბედავს..
– მე.. მე არაფერი გამიკეთებია ქალბატონო მანანა, ასე რატომ ვერ მიტანთ?– მთელი ძალა მოვიკრიბე და მაინც ვკითხე..
– და რატომ უნდა მიყვარდე ერთი მიზეზი მაინც მითხარი..
– ამაზე მეტი მიზეზი რაღა გინდათ, მე და ტიტეს ერთმანეთი გვიყვას..
– არ გამაცინო ხატია, შენ გგონია რომ ტიტეს მართლა უყვარხარ, მაგას შენამდეც ასე უყვარდა და შენს მერეც ასე ეყვარება დამიჯერე, უბრალოდ დროებითი ახალი გასართობი ხარ...
– საკმარისიაა– გიჟივით წამოენთო ტიტე ფეხზე და დედამის მივარდა, მაგრად მოუჭირა მკლავში ხელი და მაგიდიდან გაიყვანა... კიდევ ერთ სიტყვას იტყვი და გეფიცები ცხოვრებაში ვერ მნახავ, საკმარისიაა ჩემი სიყვარულის დანგრევა, მორჩა, ყელში ამომიხვედი უკვე დედა..
– ყელში ამოგივიდა დედაშენი?? ხოდა მაშინ იცოდე რომ ჩემი სახით ახალი მტერი გყავს, დაიმახსოვრეთ უჩა მონაგონი იქნები ისეთებს გავაკეთებ.. შენ ხომ დაიწუნე ჩემი ამორჩეული ანგელოზივით გოგო. ხოდა ახლა მე ვიწუნებ შენს ამორჩეულ გოგოს..
– გააჩუმე ქალო ენაა– გურამმა მთელი ხმით უღრიალა და მთელმა რესტორმანმა ყურება დაგვიწყო, სირცხვილისაგან ადგილზე დავიწვი, ყველაზე ცუდი კი ის იყო რომ ეს ყველაფერი ჩემს გამო ხდებოდა.. გურამთან მივედი და მკლავზე ხელი მოვკიდე..
– გურამ ბიძია, ჩემს გამო ნუ იკამათებთ ძალიან გთხოვთ..არ მინდა არავის ჩხუბის მიზეზი ვიყო,მე არ ვაპირებ თქვენთან ცხოვრებას, მე და ტიტე ქორწილის მერე სხვაგან ვიცხოვრებთ, არ მოგედებით თვალში მაგრამ ნუ დამამცირებთ, ამას ვერ ავიტან..
– დამშვიდდი შევილო, არავინ დაგამცირებს,, არავის აქვს ამისი უფლება და თუ ჩემს ცოლს არ მოსწონხარ ეს მისი პრობლემაა..
**
სახლში სლუკუნით შევედი, ვერაფრით მამშვიდებდა ტიტე, განა ასეთი ადვილი იყო დაგევიწყებინა ის სიტყვები რასაც ყოველ შეხვედრაზე მეუბნებოდა… დივანზე დავჯექი და ჩანთა ფეხებთან დავაგდე.. ტიტე გვერდით მომიჯდა და გულზე მიმიკრა .. ტირილს ვუმატე , გული ვიჯერე , აუღლვებლად მეფერებოდა ტიტე თმებზე, მისმა შეხებამ და ალერსმა ჭკუიდან გადმიყვანა. ნელა ავამოძრავე თითები და მხრებიდან წელზე დავუსვი, მაშინვე იგრძო ჩემი სითბო და ოდნავ გაეღიმა, სახეზე სიამოვნება აესახა..ნაზად ვუსვავდი ხელებს ბეჭებზე, წელზე... ნელი მოძრაობით გადავუწიე პიჯაკი და იატაკზე დავაგდე, ცისფერი პერანგის ღილებს ნელა დავუწყე გახსნა, თვალები დახუჭა და ვნების სადავეები ხელებში ჩამიტოვა.. ვგრძნობდი როგორ მინდოდა მისი სხეულის შეგრძნება.. მოშიშვლებულ მკერდზე ნაზად დავუსვი თითები და სხეულში გააჟრიალა.. ირონიით აღსავსემ ავხედე.. საძინებელში შევიყვანე ოროვე ხელი ვკარი და საწოლზე დავაგდე. მკერდზე ჩაყოლებული კაბის ელვა ნელა გავიხსენი და იატაკზე მოწყვეტით დაეცა.... ფეხებზე გადავაჯექი და ყელში ვაკოცე, თვალები არ გაუხელია ისე შემომხვია ორივე ხელი და ჩემს ზემოდან მოექცა..მივხვდი რომ მისი გაგიჟება ბოლომდე მოვახერხე, თვალები დაწითლებოდა, მთელი სხეული და ტუჩები უხურდა.. გიჟივით იხდიდა ტანზე და გიჟივით მკოცნიდა...ჩემი სიამოვნებისაკან ამოსული ხმები ოთახში მუსიკის ჰანგებივით იკარგებოდა, ჰაერში იფანტებოდა...
– მიყვარხარ, ხატია, ასე გაგიჟებით პირველად მიყვარს, ცხოვრებში ასეთი განცდა არ მქონია. როგორ შემაყვარე მაინც თავი . ეს როგორ მოახერხე.. დაგინახე და შემიყვარდი, გონება დამიკარგე.. როგორ მიყვარხარ ხატია, არ ვიცი სიტყვები არ მეყოფა ამის გადმოსაცემად დამიჯერე, რაღაც არა ამქვეყნიური გრძნობა მაქვს შენს მიმართ... ვგიჯდები , ვაბოდებ, შენ ერთედერთი სრულყოფილი ქალი ხარ რომელიც მუდამ ჩემს გვერდით მინდა იყოს, რომ იცოდე როგორ მინდიხარ , გიყურებ და თავს ვერ ვიკავებ ისეთი სასურველი ხარ, იმის წარმოდგენაც კი რომ სხვამაც შეიძლება ასეთი რაღაც გაიფიქრობ ჭკუიდან მწევს..
– დამშვიდდი ტიტე, ძლივს ვუთხარი ემოცია გამოცლილმა და წითელ ტუჩებზე ვაკოცე.. მე მხოლოდ შენი ვარ, მხოლოდ შენ მჭირდები და სულ შენ მეყვარები, შენამდეც არსებობდნენ მამაკაცები ჩემს გარშემო მაგრამ ასეთი ნაბიჯი არავისთან გადამიდგავს შენმა სიყვარულმა კი ეს გამაბედინა..
– და მე უფრო მეტად შემიყვარდი...
**
დილით კარზე გაბმულმა ზარმა გაგვაღვიძა, შეშიებული წამოვხტი და საათს დავხედე ჯერ შვიდი არ იყო.. გაოცებულმა გავხედე ტიტეს. ხალათი შემოვიცვი და კარის გასაღებად გავედი.. ზურა ბიძია კარებზე იყო მიყუდებული. ცრემლებით ქონდა დანამული სახე.. ოთახში გიჟივით შემოვარდა, მკლავში ხელი მტაცა და სკამზე კი არ დამსვა დამაგდო.... ორივე მუში მაგიდაზე დამიკრა და შეშინებული შევხტი..
– რა დაგიშავე ასეთი?შენთვის კარგის მეტი რა გამიკეთებია ხატია? ასე როგორ გაგვიმეტე ჰა? შვილივთ შეგიყვარე გვერდით დაგიდექი.. და ტკივილისათვის გამიმეტე შვილო? ეს როგორ გაუკეთე გიორგის???
– რა გავუკეთე ზურა ბიძია? მისთვის რა დამიშავებია? ორივე ხელი მკლავში დამტაცა და ფეხზე წამომაყენაა..
– იცოდი რომ ჩემს შვლს უყვარდი, იცოდი და მაინც აურიე თავ–გზა ამაზე მეტი რა უნდა გაგეკეთებინა.. როცა შენთან მოვიდა რატომ არ მითხარი, როცა სამსახურში მოგივარდა და გეხვეწებოდა შემიყვარეო მაშინ რატომ არ მოხვედი ჩემთან? ახლა იცი როგორაა?? შენი სიყვრულის გამო, იმის გამო რომ ხელი კარი საავადმყოფოშია, ორივე ხელზე ვენები გადიჭრა, ამოიჩემა თუ ხატია არ იქნება ჩემს გვერდით რა აზრი აქვს სიცოცხლესო....
– მე არაფერი დამიშვებია ზურა ბიძია– აკნკალებული ხმით ვუთხარი და ცრემლები დავმალე , მე და გიორგი როგორც და–ძმა მუდამ ასე ვიყავით. ახლა არ ვიცი რა დაემართა.. დამიჯერეთ ჩემი ბრალი არააა.
– არ ვიცი ვისი ბრალია მხოლოდ ის ვიცი რომ ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის, შენს გამო . შენ რომ კარგი ქალი ყოფილიყავი ასე არ მოიქცეოდი... გაოცებული მზერა მიაპყრო ზურამ ტიტეს რომელიც პერანგის ღილების შეკვრით გამოვია... გასაგებია, ალბად შენი მშობლები მიწაში ბრუნავენ იმის გამო რომ ასეთი გარყვნილი შვილი გაზარდეს... მეგონა საამაყო შვილი იყავი ..
– და რაში არააა საამაყო შვილი ბატონო ზურაბ? იმაში რომ ჩემთან ერთად არის? ზედმეტი არ მოგივიდეთ, თქვენ ალბად არ იცით რომ ხატია ჩემი ცოლია , ასე რომ თუკი თქვენმა შვილმა შეიყვარა იმას არ ნიშნავს რომ ხატიამაც იგივე გრძნობით უნდა უპასუხოს, ბატონო ზურაბ მე და თქვენ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ მაგრამ პატივს გცემთ.. მხოლოდ ერთ რამეს გთხოვთ, თქვენი შვილი თქვენ დაამშვიდეთ... ჩემი ხატია არაფერ შუაშია..
– თქვენ სულ გაგიჟდით არა? რას ლაპარაკობს ეს კაცი ხატია? გათხოვდი და მე არაფერი ვიცი??
– ზურა ბიძა მისმინეთ მე და ტიტე დაქორწინებას ვაპირებთ და საერთოდ არ მინდა ჩემს პირად ცხოვრებაზე თქვენთან ლაპარაკი, ძალიან მტკივა გული რომ გიორგი ასე მოიქცა მაგრამ ეს ჩემი ბრალი არაა.. ჩემთან გიჟივით მოვარდა, მეხვეწებოდა შემიყვარეო, მერე ისეთი რამე მაკადრა რაც არ მინდა გავიხსენო. ძმა ამა დას არასოდეს აკადრებს მაგრამ ვხვდები რომ ის ჩემი ძმა არც არასოდეს ყოფილა.. გიომ ჩემზე გამოიწია , მერე გიჟივით გავარდა, გუშინ სამსახურში მომივრდა, იქც იგივე იკადრა, როგორ ფიქრობთ მე ვარ დამნაშავე იმაშ რომ გიჟი შვილი გყავთ??
– რას ამბობ შვილო, გიორგიმ ეს იკადრა?
– ეს იკადრა და ძალიან გთხოვთ მეტს ნუ დამადანაშაულებთ ასე...
ზურა წავიდა თუ არა ტიტემ მკლავში ხელი მომკიდა და დივანზე დამსვა, გვერდით მომიჯდა და დახრილი თავი ამაწევინა, ამღვრეული თვალებით ჩამხედა თვალებში და ღრმად ამოისუნთქა..
– გაგაფრთხილე რომ ჩემთვის არაფერი დაგემალა. ხომ დამიფიცე რომ არაფერს მიმალავდი ხატია.. შენთან მოდის, შენზე იწევს და რა? მე ამას როდის ვიგებ? ვინ ვარ მე შენთვის? გამაგებინე ვინ ვარ თქო გოგო.... ვიცოდი რომ გიორგი აქ იყო მოსული და არაფერი გითხარი, ისიც ვიცოდი რომ სიყვარულში გამოგიტყდი, ახლა გასაგებია გუშინ რატომ შემოვარდი ტირილით. როგორ დამიმალე ამიხსენი მალეე– ბოლო ხმაზე ღრიალებდა ტიტე და მთელი ძალით მანჯღრევდა..
– შემეშინდა...
– ამის დედა მოვ****ან, რისი შეგეშინდა, ასეთი უსუსური ვარ რომ ჩემი საყვარელი ქალი ვერ დავიცვა.. შენთან მოდის გეხება, ჩემს საყვარელ ქალს სიყვარულში უტყდება. გკოცნის სხეულზე ხელებს გისვავ და შენ ჩუმად ხარ? რატომ? რატომ ხატია? ფეხზე წამომაყენა და მაგრად მომიჭირა მკლავში ხელები.. რატომ- თქო გოგო? გსიამოვნებს მისი შეხება? მისი კოცნა, ალერსი? ამიხსენი, გამაგებინე თორემ არ ვიცი რას ვიზავ ახლა...
– მაპტიე, შემეშინდა რომ მასთან წახვიდოდი და რაიმეს დაგიშავებდა..
– იქნებ იმის შეგეშინდა რომ მე დავუშავებდი რაიმეს და მისი დაცვა გადაწყვიტე? ახვ*რი ეგ, ცხვირ–პირს გავუერთიანებ. შენ კი ყველაზე მატყუარა ქალი ხარ, გთხოვე არაფერი დამიმალო, თქო, და ასეთი რაღაც დამიმალე ამას არ ველოდი, თვალებში მიყურებდი და მატყუებდი რომ არაფერი გქონდა სათქმელი, რამდენჯერ გკითხე მითხარი...
– გემუდარები ასე არ მომექცე. ტიტე, გთხოვ, მიყვარხარ, ძალიან ძალიან მიყვარხარ, გამიგე, შემეშინდა რომ რაიმეს გატკენდა, რომ დაგკარგავდი..
– ჩათვალე რომ უკვე დამკარგე, ვერ ვიქნები ასეთი ქალის გვერდით რომელიც თვალებში მიყურბს და მატყუებს, არ მეგონა ასე თუ შევცდებოდი , დამიჯერე ძალიან მტკივა გული, ასე ძალინ არავის უტკენია გული როგორც შენ...დივანზე მიგდებულ პიჯაკს ხელი დასტაცა და მთელი ძალით გაიჯახუნა კარები მე კი კიდევ დიდ ხანს ვიდექი ოთახში გახევებული...
**
ცხოვრება ულმობელია, დაუნდობელი,ხანდახან მტრად გვესახება ხანდახან მეგობრად. ვერ გათვლი როდის უნდა გადადგა სწორი ნაბიჯი , როდის შეცდები და როდის გაგიმართლებს, ცხოვრების დინებას უნდა მიყვე და თუ ვინიცობაა იმდენი გამბედაობა გეყო და მის წინააღმდეგ დაიწყე სიარული, მაშინვე გამოაჩენს ბრჭყალებს და გაგიბრაზდება რომ გაუბედე, რომ არაფრად ჩათვალე მის მიერ ნაჩუქარი წესები..
შურს იძიებს იმაზე რომ დაამცირე, რომ ზედ გადაუარე და ნამუსი ახადე.. ეს ხომ ცხოვრებაა ყველაზე მწარე და ყველაზე ტკბილი, საჩუქარებით და ტკივილით აღსავსე... ცხოვრება რომელიც გეტყვის მე ცხოვრება ვარო და თავს ამით გაიმართლებს, შენც მის წინაშე დაჩოქილი დარჩები ,არარაობად იქცევი, მერე დაგცინებს, მოგაძახებს ხომ გაფრთხილებდიო, იმდენ ძალასაც არ დაგიტოვებს რომ თავის მოკვლის მცდელობა განავითარო, იმდენად დაგაუძლურებს, ძვალში და რბილში გაგაერთიანებს.. თვალებს დაგახუჭინებს და შენს ცხოვრებაში თვალს გადაგავლებინებს, იქნებ მერე დაინახო ის დიდი მარცხი და ის დიდი ბედნიერება რაც შენს ცხოვებაში განცდილა....
ფიქრებით დახუნძლული მივადექი სასაფლაოს, წვიმაც გადაურებლად მოდიოდა, გეგონებოდათ ჩემს ტკივილს ტიროდა...საფლავის კიდეზე ჩამოვჯექი და მწარედ ავქვითინდი..
„ ნეტავ არასოდეს დავბრუნებულიყავი , ნეტავ არასოდეს დაერეკათ ჩემთვის.. შენი საამაყო გოგო აღარ არსებობს მამა, შვილით რომლითაც ასე მოგქონდა თავი სული გაუტელეს.. არა იქნება ჩემი ბრალიცაა, ვერ დავანახ ვერავის ჩემი სიყვარული.. იცი დე რა გავაკეთე?– ტიტე დავკარგე, ჩემი ცხოვრება გავატანე თან, ჩემი გული და სული წაიღო, შეცდომა დავუშვი, მეგონა ამ შეცდომით მას ვიცავდი სინამდვილეში კი პირიქით მოვიქეცი დედა.. მითხარი რამე, შენ ხომ მუდამ მარიგებდი,, მუდამ მეუბნები ისეთი ნაბიჯი არ გადადგა მერე უკან დასახევი გზა რომ არ გქონდესო, მე კი ასეთი ნაბიჯი გადავდგი, გეფიცები არაფერს ვნანობ მამა, მაპატიე რომ შენი სიამაყე გადავთელე, მხოლოდ ამას განვიცდი .. მე ის მიყვარს , და ამასოდეს ვინანებ იმას რაც გავაკეტე, მა, მაპატიე, ვიცი შენ ამ ნაბიჯს არასოდეს მომიწონებდი მაგრამ თავი დავკარგე. ხედავ სადამდ მივედი? ახლა აქ თქვენს წინ ვზივარ და თავს ვიმართლეს.. ყველაზე მეტად კი ის მტკივა რომ ჩემი სიყვარულის დაცვის ნაცვად გადავთელე..“
განადგურებული წამოვდექი საფლავიდან და კაბაზე აკრული მიწა ჩამოვიფეთხე.. კარგა ხანს ვიარე ფეხით, მერე პირველივე ტაქსს ხელი დავუქნიე და მისამართი ვუკარნახე..ნინამ კარები გამიღო თუ არა გაოცებულმა შემომხედა, მიხვდა რომ რაღაც მოხდა მაგრამ არაფერი უკითხავს, ხელი მომკიდა და თავის საძინებელში შემიყვანა, მერე წყლით სავდე ჭიქა გამომიწოდა და თვალებიდან წამოსული ცრემლები მომწმინდა..
– ლევანი სახლშია?– ძლივს ამოვღერე და ნინას ჩავეხუტე..
– რა ხდება ხატია, ასეთი არასოდეს მინავხარ, რამე ხდება? ნუ მაშინებ რა.. სახლშია ახლავე დავუძახებ...
– სწრაფი ნაბიჯით გავიდა ნინა ოთახიდან და ლევანთან ერთად დაბრუნდა, დამინახა თუ არა გვერდით მომიჯდა და გაოცებულმა შემომხედა გაფართოვებული თვალებით, დამელოდა სანამ სულს მოვითქვავდი და მერე მკითხა რა მოხდაო..
– მე ის დავკარგე.. ძლივს გადავაბი ერთმანეთს სიტყვები და ლევანს ჩავეხუტე.. შენ მართალი იყავი, ტიტემ მიმატოვა ლევან, დამშორდა... სიმართლე გაიგო და დამშორდა...
– მოიცადე ხატია ეგ როგორ, მე არაფერი მითქვამს..
– ვიცი, დილით ზურა ბიძია მოვიდა, გიორგის ვენები გადაუჭრია და დამნაშავე შენ ხარო, როცა სიყვარულში გამოგიტყდა რატომ არ მითხარიო, იძულებული გავხდი ტიტეს თანდასწრებით მეთქვა რომ გიორგიმ ჩემზე ძალის გამოყენება სცადა,,, ზურას წასვლის შემდეგ, მთელი სახლი თავზე დამალეწა, მითხრა რომ ჩემში შეცდა რომ არასოდეს დამიბრუნდებაა..– გულამოსკვნილი ვტიროდი და სულს ვერ ვიბრუნებდი... არ შემიძლია მის გარეშე, უთხარი რა ლევან, უთხარი რომ მოვკვდები მის გარეშე,, არ შემიძლია,, დამეხმარე რაა... ამაოდ ვემუდარებოდი ლევანს და ორივე ხელს გულზე ვურტყავდი....
– არ ინერვიულო გთხოვ, გაგაფრთხილე ხატია, ხომ გაგაფრთხილე რომ ამას გააკეთებდა.. არ დამიჯერე.. წავალ და ვიპოვი, დაველაპრაკები... შენ აქ იყავი...
– არა, მე სამსახურში წავალ, იქ ცოტა გულს გადავაყოლებ, ალბად ტიტეც იქ არის, ლევან იცოდე მოვკვდები თუ არ შემირიგდება, მოვკვდებიი- სლუკუნით ვაყოლებდი ძივს ამოთქმულ სიტყვებს ერთმანეთს და ხელისგულით ვიმშრალებდი ცრემლებს....
**
ფრთხილად მიაკაკუნა ლევანმა ტიტეს კაბინეტის კარზე და შევიდა.. ტყავის უზარმაზარი სავრძელი ზურგით ედგა, ფანჯარაზე ჩამომავალ წვიმის წვეთებს უყურებდა , ფეხები ფანფრის რაფაზე გადაჯვარედინებულად შემოეწყო .. და შიგადაშინ ღრმად ოხრავდა..
– ტიტე როგორ ხარ? – ძლივს გაუბედა თქმა მეგობრს ლევანმა და ყავის ფინჯნები მაგიდაზე დააწყო..
– ცუდად,– არც შემოტრიალებულა ისე გასცა პასუხი და მაგრად შეკრული მუშტი სავარძლის სახელურს დაკრა..
– მისმინე, ლევანი მისკენ წავიდა და წინ დაუდგა,, ფეხებზე ხელი აკრა და მისკენ შემოატრიალა. მომისმიე, შეგიძლია ცოტა ადამიანობა გამოიჩინო? ძალიან ცუდადაა, ასე როგორ მოექეცი ტიტე, საყვარელ ქალს ასეთი სიტყვები როგორ უთხარი, დამიჯერე ძალიან ცუდად არის.. ადამიანს არ გავს..
– ფეხებზე , ეგეც, მისი გრძნობებიც და მისი ცუდად ყოფნაც..
– ასე უცებ როგორ შეგიძლია დაივიწყო..
– დავივიწყე, შენ წარმოიდგნე და აღარ მიყვარს. მის მიმართ ყველა გრძნობა ერთიანად გამიქრა.. არ მიყვარს, სითავისუფლე მაქვს სხეულში ლევან, იცი როგორ ვარ? განადგურებული, იმედგაცრუებული, აღარაფერი მადარდებს...
– მაგარი ხარ, ყოჩაღ ტიტე, ამად ღირდა არა ეს ყველაფერი.. შენი საქციელი ტაშს იმსახურებს...ვერ ხვდები რომ შენი დაცვა უნდოდა? ვერ ხვდები რომ შეეშინდა არ დაეკარგე?
– ვერა ვერ ვხვდები.... არ მჭირდება არავის დაცვა, მე კაცი ვარ და მე უნდა დავიცვა საყვარელი ქალი და არა ლაჩარი რომ მის ზურგს უკან ამოფარებული ვიყო გასაგებია? არ მჭირდება მატყუარა ცოლი, თვალებში მიყურებდა და მატყუებდა ლევან...
– გაჩუმდი გაიგე? წადი და უთხარი რომ გიყვარს...
– მოვიდა? აქაა?
– ხო რა იყო, განთავისუფლებას უპირებ ამის გამო?
– არა, რატომ უნდა გავანთავისუფლო, ის ძლიერი კადრია და მე ასეთი მჭირდება...
– წადი –თქო ტიტე.. წადი მერე სანანებელი არ გაგიხდეს...
– არ წავალ არააა, მომეშვი, არ მინდა მისი სახის და მისი თვალების დანახვა, შემეშვი, ვერ გავუძლებ მის ცრემლებს და ისევ შემიყვარდება, მოვრჩეთ ამაზე საუბარს ლევან, წადი და უთხარი რომ ტყუილი იმედი არ ქონდეს.. წადი ლევან..
– ცუდად იქცევი ტიტე, შენი სიყვარული იმდენად ძლიერია ვერ დაივიწყებ დამიჯერე.... უარესად განადგურდები...
– გავუძლებ... წავალ , ცოტა ხნით წავალ ქედან.. რაიმეს ვიზავ არ ვიცი.. ოღონდ ახლა მარტო დამტოვე რა გეხვეწები. და არავინ შემოუშვა ჩემთან...
– კარგი ძმაო, როგორც გინდა მაგრამ იცოდე, მე შენს გვერდით ვარ.- კარში გასვლისას დაბალ ხმაზე უთხრა მეგობარს და ზურგს უკან მიიკეტა კარი...
**
ტირილისაგან თვალები დამსიებოდა, ცხვირი და ტუჩები გამწითლებოდა... ჩემს წინ გაოცებული სახით იჯდნენ ნიკა და ლევანი... ხმას არც ერთი არ იღებდა.. ბოლოს მინც გაბედა ნიკამ და ჩემთან მოვდა, ჩემს წინ ჩაიკუნტა და ხელზე მაკოა.
– მე დაველაპარაკები, ვიცი ახლა გაბრაზებულია, ტიტე ბავშობიდან ასეთი იყო, ჯიუტი და თავის ნათქვამა... მაგრამ ვიცი რომ უყვარხარ, დამიჯერე უყვარხარ, რაც არ უნდა ამტკიცოს რომ გადაგიყვარა ეს ხომ ტყუილია ხატა, ეს შენც ხომ კარგად იცი. შენს გამო დაუპირისპირდა ყველას, როგორ გგონია ასე მალე შეძლებს შენს დავიწყებას როცა ამდენი ხანი შეალია შენზე ძიებას?
– როგორც ხედავ შეძლო, ნიკა, ახლა როგორ მოვიქცე არ ვიცი, მის გარეშე ნახევარი ადამიანი ვარ.. მის გარეშე სუნთქვაც კი მიჭირს....
– ვიცი, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება... სიტყვა ვერ დაამთავრა ლევანმა რომ საბუთებით ხელში შემოვიდა ტიტე და სახეზე გაოცება გამოესახა..
– აქ რა სხდომა მოგიწყვიათ, რა იყო სამუშაო გამოგელიათ თუ რა ხდება?!- . ლევან სადაა ახალი პროექტის ასლები, თქვენ კიდევ ქალბატონო ხატია, დაამთავრეთ ძველი პროექტის ხარჯთ აღრიცხვა და შემომიტანეთ დღეს, დასაკარგი დრო არ გვაქვს გასაგებია?– გაბრზებულმა თქვა და სათითაოდ გამოგვხედა ყველას.. შენ კიდევ ბატონო ნიკოლოზ ადექი მაქედან და უკან გამომყევი.. შენი დაცვა არავის სჭირდება...
– გასაგებია ბატონო ტიტე, ჩუმად ვუთხარი და მაგიდაზე დაყრილ საბუთებს დავავლე ხელი..
კაბინეტში შევიდა თუ არა მაგრად მიაჯახუნა კარები და ნიკას გაავებული მიუბრუნდა..
– რა გინდა მაგასთან ამიხსენი, შენი დაცვა არ სჭირდება მაგას ნიკუშ არაა.. ხო ხედავ ტყუილად დავკაგე ამდენი დრო, შევცდი, ვნანობ, ყველაფერი სხვანაირად ყოფილა..
– არა შენ მგონი ეჭვიანობამ დაგაბრმავა ტიტე და მეტი არაფერია.. რას ნიშნავს შეცდი ჰა? შენ არ იყავი სულ რაღაც ორი დღის წინ რომ მიყვებოდი როგორ ეძებდი და როგორ გიყვარდა ხატია? ახლა რა შეიცვალა მხლოდ ის რომ დაგიმალა? რომ ეთქვა რას გააკეთებდი? იმ ტიპთან მიხვიდოდი და სცემდი ხო?
– ხოო, ზუსტად რომ ვცემდი.. ჩემი მოვალეობა ესაა, ჩემი საქმეა მისი დაცვა ადამიანო, რატომ მაგიჟებ, ?- წადი ნიკა, წადი და შენც შემეშვი რა, ყველანი ერთნაირები ხართ, ჩემი გაგება არავის არ გინდათ, საინტერესოა როცა შენი საყვარელი ქალის გაუპატიურებას ცდილობენ აი აქ ზუსტად ორი ნაბიჯის დაშორებით მაშინ რა უნდა გააკეთო?? თავი იცი ვინ მგნია, სუსტი ლაჩარი ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია საცოლის დაცვა....
– დამშვიდდი, კარგი, ეგ არც უფიქრია, უბრალოდ შეეშინდა რომ უჩას მერე გიორგის უარესს გაუკეთებდი და შენი დაცვა უნდოაა..
– არავის დაცვა არ მჭირდება და მითუმეტეს მაგისი გასაგებიაა??– ლომივით დაიღრიალა ტიტემ და ოთახიდან გავარდა.. скачать dle 11.3




№1  offline წევრი Gotham

უნდა ეთქვა ხატიას.მსგავსი რამის დამალვა და მითუმეტეს ტიტესთვის? რა თქმა უნდა წყენასა და გაბრაზებას გამოიწვევდა მაგრამ ასე ერთი ხელის მოსმით ყველაფრის გადახაზვა რა წესია.შემეცოდა ხატია რაღაც მხრივ მაგრამ ტიტესიც მესმის.
აუ თუკა კარგი რაა

 



№2  offline წევრი drogardasuli

საოცრებაა <3 ემოციების პიკი <3 მალე დადე გთხოვ

 



№3 სტუმარი სტუმარი უცნობი

მიყვარს შენი ისტორიებიიი თუ შეძლებ ეს ორი ისტორიაც დადევი რა ბოლო სიტყვა შენზეა და თამაშის ორივე მხარეს თუ ზუსტა მახსოვს შენი იატორიებია კიდევ მინდა რომ წავიკითხოოო

 



№4  offline აქტიური მკითხველი La-Na

მოკლედ ამათ ცხოვრებაში პრობლემები არ იძლევა და მანანას წისქვილზეც ასხამს წყალს.ასე მგონი ტიტე მისი შვილი არ არისთქო.მეცოდება ხატია,ბოლობოლო აღარ უნდა დასრულდეს მისი ტანჯვა.იმედია მალე იქნება ახალი თავიც
--------------------
ლანა

 



№5 სტუმარი გეგა

გთხოვ მალე დადე რა შემდეგი თავი ❤️

 



№6 წევრი ნ ი ნ ა

როგორ მომნატრებია შენი ისტორიების კითხვა ???????? მალე დადე რა შემდეგი ნაწილი ????????

 



№7 სტუმარი სტუმარი მარიამი

ძალიან მომეწონა მაგარი გოგოხარ.გააგრძელე მალე რააა

 



№8 სტუმარი სტუმარი ანა

მალე დადე რაააა

 



№9 სტუმარი Mariami

დადეეეეე რაა მალე

 



№10  offline წევრი drogardasuli

აუ გთხოვ დადე. ყოველდღე ვამოწმებ და მაინც არ დებბ გთხოვ დადე რა

 



№11  offline ადმინი თუკა

დევს მეოთხე თავი და დასარულია ბავშვებო..
--------------------
4love.ge

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent