შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენ, შენ არ ხარ 7 თავი


8-12-2017, 02:33
ავტორი gogona migraciidan
ნანახია 692

შენ, შენ არ ხარ 7 თავი

რადგანაც დღეს შაბათია, შუადღის ოთხ საათამდე ვნებივროდი საწოლში.
ბოლოს ნებივრობაც მომბეზრდა და სააბაზანოში შევედი.
ჯაკუზი ჩემი საყვარელი შოკოლადის არომატით ავავსე და ყურსასმენებით ხელში ჩავწექი, ქაფიან წყალში.
არმახსოვს რადროს ჩამეძინა მაგრამ გონს წყლის გაციებამ მომიყვანა, შხაპი გადავივლე და ხალათი შემოვიხვიე.
ყურსასმენებში Rihannas- Diamonds ბოლო ხმაზე ვუსმენდი, ხალათის ამარა გავტანტალდი სამზარეულოში და ყავის კეთებას შევუდექი.
სიმღერა რომ შეწყდა რაღაც ხმაური შემომესმა და მისაღებში, შეშინებული გავედი. თვალები ლამის გადმომცვივდა, როდესაც იქ დედაჩემი, რამოდენიმე პოლიციელი და სამაშველოს ბიჭები დავლანდე.
- აქ რა ჯანდაბა ხდება? შევკივლე შეშინებულმა და ყავის ფინჯანი ხელიდან გამივარდა.
- თათა რამდენი ხანია გეძახი, გიკაკუნებ, გირეკავდი კიდეც თუმცა ზარი არ გამოდიოდა. შემეშინდა და სამაშველო გამოვიძახე.
- დედა შენ საერთოდ ნორმალური ხარ? გამისკდა გული. იქნებდა ჩემს სახლში შიშველი დავდივარ, რას შემომიცვივდით აქ.
ან ეს ხალხი რას შეაწუხე? კარი თუ არ გავაღე ესეიგი არვარ სახლში, ან მძინავს ან მოვკვდი საერთოდ.
წყობიდან გამოსული მე თვითონ არვიცოდი რას ვამბობდი, ხელებს უმისამართოდ ვისვრიდი და ბოლო ხმაზე გავჰკიოდი.
აზრზე ნაცნობმა სურნელმა მომიყვანა, საყვარლად რომ მიღიტინებდა ცხვირში. შემდეგ კი ნაცნობი სილიეტი გადამეღობა წინ.
- თათა სირცხვილია, ნახე რამდენი ბიჭი  გიყურებს? შენ კიდევ ნახევრად შიშველი დგეხარ აქ თან კივი. მიდი გამოიცვალე და მალე დაბრუნდი.
თვალებს ვერ ვუჯერებდი, ნუთუ ჩემს წინ მართლა ჩემი ჭაობისფერთვალება? მისმა შეხებამ და ხმამ ისე დამაბნია რომ, წამებშივე შევასრულე მისივე ნათქვამი.
ტანსაცმელი მალევე გამოვიცვალე და უკან დავბრუნდი.
უკან დაბრუნებულს ოთახში მხოლოდ ჩემი ჭაობისფერთვალება და შორენა დამხვდა.
- აბა ქალბატონო შორენა, რას მივაწერო თქვენი აქ სტუმრობა?
- გუშინ ხომ გითხარი რომ ავეჯი უნდა გამოვცვალო. ვითომც არაფერიო ისე მეუბნება და სავარძელში ჯდება.
- ანუ ავეჯი უნდა გამოცვალო? მოიცა მე დაგეხმარები. ეს უნდა გამოცვალო? დიდ ლარნაკს ხელი დავავლე და ცხვირწინ ავუფრიალე.
- დიახ.
- გასაგებია. აივნის კარი გამოვაღე და გადავიხედე, როდესაც ვერავინ დავინახე ლარნაკი ძირს ვისროლე.
ესეც უნდა გამოცვალო? ტელევიზორიც მის გზას გავუყოლე.
- ესენიც არა? სამზარეულოდან თეფშები გამოვიტანე და ფეხებთან დავუფშვენი.
- უი ხო შენ ეს ხალოჩაც  აღარ მოგწონს. სააბაზანოდან ქლორი გამოვიტანე და ხალიჩაზე დავასხი. თუ რამე ხელში მომყვა ყველაფერი ნაწილებად ვაქციე, ზოგს აივნიდან ვყრიდი ზოგსაც იქვე ფეხებთან ვუტეხავდი.
- დღეიდან შეგიძლია დაიწყოთ ნივთების მოტანა ქალბატონო შორენა.
ტელეფონს გასაღებს და ჩანთას ხელი დავავლე და სახლიდან გავარდი.
კიბეებზე ისეთი სისწრაფით ჩავდიოდი, რომ ვერც კი შევამჩნიე როგორ მომყვებოდა უკან ლევანი.
- თათა მოიცადე, თათა დამელოდე.
სადარბაზოდან გასულს მესმის მისი ხმა და მეც მალევე ვჩერდები.
- დედაშენს ეგრე რატომ ელაპარაკები?
- დედაჩემს არა? ის ქალი სახლში რომ არის დედაჩემი არაა გასაგებია?
შენ ვინ გეკითხება? მას როგორც მიმდა ისე დავალაპარაკები, ეგღა მაკლია ეხლა სიტყვები და საუბრის მანერა მიკონტროლოთ.
შორენას ჯავრი ლევამზე ვიყარე, და გიჟივით ჩავჯექი მანქანაში.
გეზი ბალახვანისკენ ავიღე, რასგანაც უკვე შვიდის ნახევარია დროა რეზისთან მივსულიყავი.
მანქანა დარბაზთან ახლომახლოს გავაჩერე და გადავედი.
შესასვლელი რკინის კარი ჩაკრტილი დამხვდა ამიტომ, ჩემს ბიძაშვილს დავურეკე და კარიც გამიღეს.
- თათუ როგორ მომენატრე? მალევე ვიგრძენი საყვარელი ბიძაშვილის შეხება სხეულზე.
- მეც მომენატრე ჩემო სიხარულო. გემრიელად დავუკოცნე ლამაზი სახე და დარბაზში ერთად შევედით.
- ოჰ ეს ვინ მოსულა, რას მივაწერო თქვენი სტუმრობა ქალბატონო თათული?
მესმის ჩემი ყოფილი ტრენერის ცინიზმით ნათქვამი სიტყვები და მეც იქეთკენ ვიხედები.
- კარგით რა ბატონო კაკო, რით ვერ უნდა მაპატიოთ ჩემი აქედან წასვლა.
სახე სატირლად დავმანჭე და მისკენ გავიქეცი ჩასახუტებლად.
- ჩემო გოგო ხომ იცი რომ შენს თავს არაფერი მირჩევნია, მაგრამ ისიც ხომ იცი რომ შენს ესეთ საქციელს ვერ ვეგუები?.
სევდანარევი ხმით მეუბნება ის და შუბლზე მკოცნის ისევე როგორც ამას ადრე აკეთებდა.
- ძალიან მომენატრეთ.
- მეც მომენატრე.
-თათუ, კაკო მასწავლებელს შენთან საქმე აქვს? სიმყუდროვეს რეზის ნათქვამი გვირღვევს და მეც მალევე ვსერიოზულდები.
- აბა რახდება? სერიოზული გამომეტყველებით ვამბობ მე.
- მეკლედ თათული, ერთ კვირაში საფრანგეთში მივფრინავთ, მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. მართალია რეზი ამისთვის ჯერ პატარა თუმცა, ჩემი და მიშკას დაჟინებული მოთხოვნით რეზი ამ ჩემპიონატში მონაწილეობას იღებს.
ასაკით პატარაა თუმცა წონა ხელს უწყობს, ბიძაშენს ვესაუბრეთ თუმცა ამ ეტაპზე მას არ აქვს ფინანსურად კარგი მდგომარეობა და.
- რას ამბობთ, ფინანსების გამო რეზი ვერ მიდის? გავოგნდი ამ ყველაფრის მოსმენისას და თვალები დავკვესე.
- როდის არის ფრენა და რამდენია საჭირო მე გადავიხდი?
- მარტო ეგ არ არის პრობლემა? დაღვრემილი მეუბნება რეზი.
- კიდევ რა პრობლემაა?
- თუ საფრანგეთში წავედი, თან ვინმე უნდა გამომყვს. დედას და მამას არ სცალიათ, ვატო კიდევ ხომ იცი არა? რეზის ესეთ მდგომარეობაში რომ ვხედავდი გული მეწვოდა, ნამდვილად პროფესიონალია თავის საქმეში. თუმცა ბიძაჩემს იმდენი საწუალება არ აქვს რომ ფინანსურად გვერდით დაუდგეს. ამიტო ყიველთვის მამა აფინანსებდა რეზის.
- მე წაგყვები რა პრობლემაა.
- მართლა? გახარებული მეუბნება ის და სხეულზე მახტება, მის თვალებს ესე გაცისკროვნებულს და ბედნიერებით აღსავსეს რომ ვხედავდი, ყველანაირი პრობლემა მავიწყდებოდა.
- ძალიან კარგი თუ ეგრეა. ხვალ ფოსტით გამოგვიგზავნე საბუთები, რაც შეეხება თანხას ამ ანგარიშზე ჩარიცხე, კარგი?
ბატონი კაკო ხელში ანგარიშის ნიმერს მაწვდის, ფურცელი გამოვართვი და საგულდაგულოს შევინახე.
- რეზი, მირზას მე დავურეკავ და ვეტყვი ახალ ამბავს. ეხლა კი მიდი შენ ივარჯიშე მე საქმეები მაქვს. უნდა წავიდე ჩემო სიხარულო.
- კარგი თათუ.  ძალიან მიყვარხარ, შენ რომ არ მყავდე.
- გეყოს ეხლა, ხომ იცი არა როგორ მიყვარხარ? შენს გამო ყველაფერს გავაკეთებ.
- დროებით. ხელს მიქნევს და სავარჯიშოდ ტატამზე შედის, ბატონ კაკოს ვემშვიდობები და მეც მალევე ვეცლები იქაურობას. გზაში ბიძაჩემს დავურეკე ახალი ამბავი შევატყობინე და გეზი მამაჩემის სახლისკენ ავიღე.
მიუხედავად იმისა რომ მამა სახლში არ გახლავთ, სამაგიეროდ კარი ჩემმა საყვარელმა ძმამ და მარიმ გამიღო.
- თათა როგორ მომენატრე. კისერზე მახტება ალექსი და ერთიანად ისრუტავს ჩემს სურნელს
- ჩემი გიჟი, მეც ძალიან მომენატრე დაიკოს სიხარულო. როგორ დამძიმებულხარ ბიჭო. როგორც კი ალექსი ძირს დავსვი გვერდები სიცილით დავიზილე, შემდეგ კი მარი გადავკოცნე.
- თათ კარგად ხარ? მალევე შეატყო ჩემმა დედინაცვალმა ჩემი იხასიათიბა.
- არავარ კარგად მარი, საერთოდ არა. როგორ შეიძლება მე კარგად ვიყვე, იმ ალქაჯი შორენას ხელში.
- ალექს შესი შენს ოთახში. _მალევე გასძახა შვილს. - აბა მომიყევი რა მოხდა?
- გუშინ დამადგა, მეთქი დაბადების დღის მოსალოცად მოვიდა თქო, ამან კიდე რამოთხრა იცი? შენი სახლის ავეჯი არ მომწონს უნდა გამოვცვალოვო. მითხარი ეს ეხლა ნორმალური არის? დღეს კიდევ. ყველაფერი დაწვრილებით მოვიყევი მარის, შიგადაშიგ მის მოწოდებულ წვენს ვსვავდი და აქეთ-იქით დავდიოდი.
- დამშვიდი თათა, დედაა და უნდა როგორმე გასიამოვნოს.
- კარგი რა მარ, თუ სიამოვნება უნდა არ შეუძლია ერთხელ მაინც მომექცეს ისე, როგორც დედა უნდა ექცეოდეს შვილს.
- თათ შენ რა ტირი. დამშვიდდი ჩემო ლამაზო, მე შენს გვერდით ვარ იცოდე ყველაფერში შეგიძლია ჩემი იმედი გქომდეს. თავი მხარზე დავადე და ისე ავტირდი, მარისგან იმდენი სითბო მოდიოდა ჩემთან მიმართებაში, როგორც დედის სითბო აღწევს შვილის გულამდე.
- მიხარია რომ მამაჩემმა შენ შეგირთო ცოლათ, ხომ იცი რომ არასოდეს არ ვიყავი შენი წინააღმდეგი. არასოდეს არ მიეჭვიანია შენზე, რადგან ვიცოდი რომ მამაჩემი შენთან ნამდვილად ბედნიერი იქნებოდა.
- ვიცი ჩემო ლამაზო. ეხლა კი ცრემლები მოიწმიმდე და გაიღიმე, ხომ იცი არა ღიმილი როგორ გიხდება.
- მიხარია რომ არსებობ მარ. რამოდენიმეჯერ კარდაგ ჩავკოცნე და ჩემი ოთახისკენ წავედი, ოთახთან მისული გავჩერდი და ალექსის საძინებლისკენ გავიხედე. ნახევრად შეხსნილ კარებში კარგად ჩანდა ალექსის სილუეტი, მის საქციელზე გამეღიმა და ხმამაღლა დავიძახე.
- მე ვიძინებ ვისაც ჩემთან ერთად, დაძინება უნდა შეუძლია შემოვიდეს. სათქმელი დასრულებული არ მქონდა როდესაც, ალექსი ოთახიდან გამოვარდა და ჩემს საძინებელში გიჟივით შევარდა.
ალექსის საქციელზე მეცინება და მეც ფეხდაფეხ მივყვები, გეზი პირდაპირ სააბაზანოსკენ ავიღე. თავის მოწესრიგების შემდეგ კი, ჩემს საყვარელ ძმას ფუმფულა საწოლში შევუწექი.
- ძალიან მიყვარხარ, ჩემო სიხარულო.
- მეც ძალიან მიყვარხარ თათ. ჩემს გულზე გემრიელად მოკალათდა და თვალები დახუჭა. მისი ფერებით და კოცნით გული რომ გავიხარე, მისი სურნელი ბოლომდე შევისრუტე და გადავეშვი სიზმრების სამყაროში.


დილით საშინელმა თავისტკივილმა გამაღვიძა. სხეული ერთიანად მიხურდა. თითქოს რაღაც ძლიერად მიჭერდა და ვერ ვინძრეოდი. სიცხეს ვგრძნობდი, შინაგანად ვიწვოდი . მთელი სხეული მიხურდა იმდენად ცუდად ვიყავი.  თვალები დიდი წვალების შემდეგ დავაშორე ერთმანეთს, გვერდით გავიხედე თუმცა ალექსი, იქ უკვე აღარ დამხვდა.
როგორღაც მოვახერხე და სააბაზანოში შევედი.
ვგრძნობდი რომ ტემპერატურა საკმაოდ მაღალი მქონდა, ამიტომ ცივი შხაპის ქვეშ დავდექი. რათა ტემპერატურა როგორმე დამერეგულირებინა.
საკმაოდ დიდი დრო დავყე სააბაზანოში, სხეული მთლიანად გამეყინა თუმცა შინაგანად ვიწვოდი.
თავის ტკივილს, თავბრუსხვევაც დაემართა და ტანსაცმელი როგორ ჩავიცვი ნამდვილად არ მახსოვ.
მისაღების გავლით სამზარეულოში გავედი იმის იმედით რომ მარი იქ დამხვდებოდა, თუმცა სახლი სრულიად ცარიელი იყო.
წამლების ყუთსაც ვერ მივაგენი, ამიტომ გადავწყვიტე სახლში წავსულიყავი.
ჩემს ნივთებს ხელი მოვკიდე და სახლის კარები გამოვიხურე.
ლიფტის ლოდინის თავი არ მქონდა, ამიტომ კიბეები ვაი ვაგლახით ჩავიარე. ვიცი ესეთ მდგომარეობაში მანქანით მოძრაობა საშიშია თუმცა სხვა გზა არ მქონდა.
ფანართან ვიყავი გაჩერებული და როგორც კი მწვანე აინთო, მოძრაობა გავაგრძელე. თუმცა მალევე როგორც ყოველთვის პოლიციამ გამაჩერა.
- უფროსი ლეიტენანტი გიორგი გაბუნია, თქვენი საბუთები თუ შეიძლება.
- ინებეთ. ჩანთიდან საბუთები ამოვიღე და პოლიციელს მივაწოდე.
- ნასვამი ბრძანდებით? გაკვირვებული მიყურებს ის.
- კი საკმაოდ. ხუმრობა ვცადე მე.
- თუ წინააღმდეგი არ იქნებით შეგამოწმებთ?
- კარგით.
- აი ეს გახსენით, შემდეგ კი აქ ჩაბერეთ შვიდი წამის განმავლობაში.
მისი მითითება ზედმიწევნით შევასრულე, მის გაკვირვებას საზღვარი არ ქონდა როდესაც სრულიად ფხიზელი აღვმოჩნდი.
- ქალბატონო თქვენ არახართ ნასვამი.
- ვიცი. სიცილით ვეუბნები მე, მაგრამ რამდენად გავდა ეს სიცილს ნამდვილად ვერ გეტყვით.
- უბრალოდ საკმაოდ მაღალი ტემპერატურა მაქვს, ამიტომ სახლში მივდიოდი რომ წამლები დავლიო და სიცხემ დამიწიოს.
- ესეთ მდგომარეობაში საშიშია, თქვენი საჭესთან ყოფნა ამიტომ იქნებ ვინმეს დაურეკოთ.
- და თქვენ რატომ გამაჩერეთ? ეხლაღა გამახსენდა მიზეზი იმისა თუ რატომ გამაჩერეს.
- ღვედი არ გიკეთიათ. რაც იმას ნიშნავს რომ ჯარიმა უნდა გამოგიწეროთ.
- ყველა მე მაჯარიმებს და ბარემ თქვენც დამასაჩუქრეთ.
პოლიციელის გასვლის შემდეგ, სანამ ის ჯარიმას მიწერდა გოგსიკას ნომერის გახსენებას შევუდექი. რადგანაც სიცხის გამო თვალები ძალიან მეწვოდა, მიჭირდა ნომრების გარჩევა. როგორც იქნა ეკრანზე რაღაც ნომერი ავკრიფე, რამოდენიმე ზარის გასვის შემდეგ კი მისი ხმაც გავიგე.
- ალო, რომელი ხარ?
- გოგსიკ, თათა ვარ გაგაღვიძე? იცი ძალიან მაღალი ტემპერატურა მაქვს, პოლიციამ გამაჩერა და შეგიძლია მოხვიდე. ამ მდგომარეობაში ვერ ვმართავ ავტომობილს.
ერთიანად მივაყარე სათქმელი.
- სად ხარ ტერიტოლიურად?
-  ადრე ამ ადგილს კინოთეატრი სულიკო ერქვა, და იმედია ეხლა არ შეუცვლიათ სახელი.
- მალე მოვალ, მაქ დამელოდე.
- გოგსიკ შენხარ?  დავუსვი თუ არა კითხვა ეგრევე ტელეფონი გამითიშა.
არა ეს გოგსიკა ნამდვილად არ არის, აშკარად ნომერი შემეშალა. გოგსიკას ესეთი რეაქცია არ ექნებოდა ჩემს გამოძახებაზე.
ის გაგიჟდებოდა, აყვირდებოდა, დაიწყებდა ჩხუბს. ესე წყნარად ნამდვილად არ შეხვდებოდა. ნეტა ვისთან დავრეკე?
- ინებეთ თქვენი საბუთები. ფიქრებიდან ოფიცრის ხმას გამოვყავარ.
- გმადლობთ. არ არის საჭირო ახსნა, თუ რამდენ დღეში გადავიხადო ისედაც ყველაფერი ვიცი.
- ვინმეს დაურეკეთ?
- დიახ დავურეკე გზაშია, მგონი სწორად დავრეკე. ბოლო ჩემთვის ჩავილაპარაკე და ჯარიმის ქვითარი ჩანთაში ჩავიდე.
- თათა რახდება? მესმის ნაცნობი ხმა თუმცა სილუეტის გარკვევა მიჭირს, აშკარად ტემპერატურამ ამიწია.
- შეგიძლია სახლში წამიყვანო? მანქანიდან ძვლივს გადმოვედი და ნაცნობი ადამიანის დახმარებით მეორე მხარეს მოვურე, შემდეგ კი აღარაფერი მახსოვს.
გონს საწოლში მოვდივარ, იქაურობას თვალი მოვავლე როდესაც ოთახი ვერ ვიცანი, გონებამ განგაშის სიგნალი ჩართო. გვერდით კი ნახევრად შიშველი მამაკაცი რომ მეწვა კივილი ავტეხე.
- რა გაკივლებს გამისკდა თავი? მესმის ნაცნობი ხმა და მეც რეტდარტყმულივით ვტრიალდები მისკენ.
- შენ, შენ არ ხარ ხო? არა აშკარად მელანდები. შეუძლებელია შენ იყვე? რა ჯანდაბა მინდა აქ? შენთან ერთად ერთ სარეცელში?
- თუ დამშვიდდები და გაჩუმდები ყველაფერს გეტყვი.
- გუშინ რომ დამირეკე ცუდად ვარ და პოლიციამ გამაჩერაო.
- მე შენთვის არ დამირეკავს, გოგსიკას დავურეკე.
- ეტყობა მაღალი ტემპერატურა რომ გქონდა ნომერი შეგეშალა. მე მოგაკითხე და რადგანაც შენს სახლში რემონტი მიმდინარეობს, ჩემთან წამოგიყვანე. და რადგანაც სახლში მარტო არ ვცხოვრობ, ერთადერთი საწოლი სადაც შენი მოთავსება, შესაძლებელი იყო ეს ჩემი საძინებელია.
- მოიცა, მოიცა გუშინ? ანუ მე უკვე ერთი დღეა აქ ვარ? ამდენი ხანი მეძინა.
- დიახ.
- ღმერთო შენ მიშველე, ანუ მე შენთან ერთად მეძინა? არა რა მე ხომ არაფერში მაქვს. ოთახში ბოთლას ცემა დავიწყე და თან ჩემს თავს ველაპარაკებოდი.
- თუ კიდევ დიდი ხანი ივლი ნახევრად შიშველი, მერწმუნე თავის შეკავება გამიჭირდება.
მხოლოდ ეხლა დავაკვირდი ჩემს მოშიშვლებულ სხეულს, საცვლების ამარა რომ დავდიოდი მის წინ.
- მოცა ტანსაცმელი შენ გამხადე?
- არა სამაშველო გამოვიძახე. სიცილით ამბობს ის და ფეხზე დგება. მისი ნახევრად შიშველი სხეულის დანახვისას, ლამის დავდნი და იქვე გავითხლიშე. ზუსტად ისეთი აღნაგობა და დაკუნთული სხეული აქვს როგორც წარმომედგინა.
- კიდევ დიდხანს უნდა უყურო ჩემს სხეულს? გონს მის ჩაცინებას მოვყავარ, და იქვე დაწყობილ ჩემს ტანსაცმელს დავწვდი.
მიახლოვებით მივხვდი სად იქნებოდა სააბაზანო და იქეთკენ გავიქეცი.
უკან კი უკვე ჩაცმულ დახურული დავბრუნდი, თუმცა საძინებელში არავინ დამხვდა.
თმის შეკვრას ვცდილოდი როდესაც ოთახში ჭაობისფერთვალება შემოვიდა.
- თუ მზად ხარ წამოდი ვისადილოთ.
- მირჩევნია სახლში წავიდე, ისედაც შეგაწუხეთ. თან არ მინდა შენს გოგოსთან რაიმე პრობლემა შეგექმნას ჩემს გამო. ორაზროვნად ჩავილაპარაკე და ჩემს ქურთუკს დავწვდი.
- ჩემს გოგოსთან? გაკვირვებული მეუბნება ის.
- ჰო, რა ის გოგო შენი შეყვარებული არ იყო, ჩემს დაბადებისდღეზე რომ გახლდა?
- რა სისულელეა, ერთჯერადი ნა*ა იყო. ხარხარებს ჩემს სახის მიმიკაზე.
- რავი იკამ მითხრა შეყვარებულიაო და. დაბნეული ვამბობ თან თმას ვიკრავ.
- არა რა შეყვარებული, სერიოზული ურთიერთობა არავისთან მქონია.
- გასაგებია. გულში ვზეიმობდი რადგან ეს ყველაფერი სიმართლე არ აღმოჩნდა, ეხლა ჩემზე ბედნიერი ნამდვილად არავინ იყო.
- წამო, წამო ვისადილოთ.
ოთახიდან გავიდა და მეც უკან მივყევი.
-იმედია მოგეწონება, ყველაფერი მე მოვამზადე.
- იმედია არ მოვიწამლები, თუ გადავრჩი ღმერთს მადლობას ვეტყვი. ხარხარით ვამბობ და ომლეტის ნაჭერს დავწვდი.
- არ მოიწამლები. ღიმილით ამბობს ის თან წვენს სვავს.
- აბა მარტო არ ვცხოვრობო?
ვეკითხები როდესაც სახლში ვერავინ შევნიშნე.
- ჩემი და ცხოვრობს ჩემთან.
- სად არის ეხლა?
- სკოლაში.
- გასაგებია.
- მოგეწონა? მეკითხება ის თან ომლეტზე მანიშნებს.
- კი ძალიან გემრიელია.
- შენი შეყვარებული როგორ არის? ინტერესით მეკითხება ის და თან თვალებში მაჩერდება.
- დიმა? დიმა კარგად არის. მაგრამ ის არ არის ჩემი შეყვარებული.
- კიმაგრამ ეგ როგორ?
- აი ესე.
- და ბავშვი?
- ბავშვი, ღმერთო ჩემო ბავშვი. როგორ დამავიწყდა დღეს ექიმთან უნდა წავყვე ელენეს. ბავშვის გაგებისას თავში ხელი წამოვირტყი და ტელეფონს დავწვდი.
- ალო ელე, სადხარ?
- სახლში თათა, შენ სადხარ?
- მე, მე რა მნიშვნელობა აქვს. ვამბობ დაბნეული რადგან არვიცოდი რა მეთქვამ
- ექიმთან რომელ საათზე ხარ ჩაწერილი?
- ხვალ სამზე.
- უი ხვალ? მე რატომღაც დღეს მახსოვდა.
- კარგი თათ, ეხლა გავდივარ შემდეგ დაგირეკავ. ჩემს პასუხს არც დალოდებია ტელეფონი ცხვირწინ გამითიშა.
- რახდება? ინტერესით მათვალიერებს ჭაობისფერთვალება.
- არაფერი რა უნდა ხდებოდეს?
- თათა რას მიმალავ? სწორედ იმ მზერით მიყურებს მე რომ ესე ძალიან მიყვარს, მისი მზერა ძალიან მაბნევდა არ ვიცოდი რა მეთქვა. სიმართლე რომ ვუთხრა ნეტა რას მეტყვის?
-სერიოზული არაფერი.
- თათა.
- ნუ მიყურებ ეგრე. თავდახრილი ვამბობ მე.
- თათა.
- ელენე ორსულადა ჩემი ბიძაშვილისგან, ბავშვის მოშორება უმდოდა. ამიტომ გადავწყვიტე ელენეს ბავშვი ჩემად ვაღიარო, რადგან არ მინდა მუცელი მოიშალოს. ამიტომ ვთქვი რომ მევარ ორსულად. ეს რომ მისმა ოჯახმა გაიგოს ვატოს მოკლავენ.
ერთიანად მივაყარე სათქმელი და თავი ჩავხარე.
- ანუ რა გამოდის, ის ბიჭი შენი გამოგონილი შეყვარებულია?
- ჰო.
- უკვე ყველაფერი გასაგებია. სიცილით ამბობს ის.
- რა არის გასაგები?
- არ გინდა ყველამ გაიგოს სიმართლე, რის გამოც ორსულობა და შეყვარებული გამოიგონე.
- რა მიხვედრილი ხარ.
- მალე ელენეს მიცელი გაეზრდება, რაც იმას ნიშნავს რომ მუცელი შენც უნდა გაგეზარდოს.
- ეგ ყველაფერი გათვლილი მაქვს, ელენე ბებიაჩემთან წავა ბაკურიანში. რაც შემეხება მე, დღეს-დღეისობით ნებისმიერ მაღაზიაში იყიდება გამოგონილი მუცლები. აქ თუ ვერ ვიშოვე გამოვიწერ, ბოლოსდა-ბოლოს.
- ანუ ყველაფერი გათვლილი გაქვს?
- დიახ. იცოდე არავისთან არაფერი წამოგცდეს თორემ.
- მუქარა არ არის საჭირო, ჯარიმების დედოფალო ვიცი რომ არავისთან არაფერი არ უნდა ვთქვა.
- კარგი წავედი მე. შენი კოლოგების მიერ გამოწერილი ჯარიმა უნდა გადავიხადო, ასევე ბანკში საქმე მაქვს.
- იმედია სახლამდე ისე მიხვალ ჯარიმას არ დაიმსახურებ. ხარხარით ამბობს ის და უკან მომყვება.
- იმედია. სიცილით ვამბობ მეც.
- ბოდიში რომ შეგაწუხე და მადლობა ყველაფრისთვის. კართან მისული შევჩერსი და მისკენ მოვტრიალი.
- საერთოდ არ შევწუხებულვარ. წვერიან ლოყაზე ხმაურით ვკოცნი და სახლს ვტოვებ.
სადარბაზოდან ყურებამდე გაღიმებული გამოვესი, მიხაროდა მასთან სიახლოვე. მიყვარდა მის გვერსით ყოფნა, მიყვარდა მისი ყურება, მასთან საუბარი. მე ყველაფერი მიყვარს რაც მას უკავშირდება, მე ისიც უსაზღვროდ მიყვარს. არამგონია ესე ვინმეს ოდესმე ყვარებოდა, მის გამო მზადვარ ყოველ დღე  დამაჯარიმონ.
ზოგადად ძალიან ჯიუტი და ურჩი ვარ თუმცა, მის გვერდით ჩემი ჯიუტობა სულ მავიწყდება. არ შემიძლია რაიმე ტყუილი ვუთხრა, პირს რომ გავაღებ სიმართლეს ჩემდაუნებურად ვამბობ.

მანქანა გორის ქუჩაზე გავაჩერე და გზის მოპირდაპირე მხარეს გადავედი. რადგანაც ბანკში ხალხი არ იმყოფებოდა თავისუფლად მივედი ოპერატორთან.
- გამარჯობა. აი ამ ანგარიშზე თანხა უნდა გადავრიცხო.
- თქვენი საბუთები. სანდომიანად მიღიმის მოლარე ოპერატორი.
- და კიდევ ჯარიმა უნდა გადავიხადო. საბუთებთან ერთად ჯარიმის ქვითარიც მივაწოდე,  დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებია. ერთი ანგარიშიდან მეორეზე თანხა მალევე გადაიტანეს, ასევე ჯარიმის საკომისიოც გადავიხადე.

დრო იყო სახლში წავსულიყავი, რატომღაც გული მიგრძნობდა რომ იქ მისვლა არ ღირდა თუმცა, სხვაგან წასასვლელი არ მქონდა.
გზაში ჩემს უფროს დავურეკე გაცდენისთვის ბოდიში მოვუხადე და მიზეზიც ვუთხარი, მანაც როგორც ყოველთვას გამიგო.
იმედია სახლში  ალქაჯების დედოფალი არ დამხვდება, თორემ ნამდვილად ვისვრი აივნიდან.
ლიფტით მეხუთე სართულზე ავედი და შიშით შევაღე სახლის კარები, რადგან არ ვიცოდი იქ რა დამხვდებოდა.
- ღმერთო ჩემო.  ეს რა უბედურებაა? რა ჯანდაბამ შეაღებინა ნახევარი სახლი ცისფრად? მისაღების ავეჯი მთლიანად ლურჯი ფერისაა. ამ ქალს ჩემი გაგიჟება უნდა. სამზარეულო ხომ საერთოდ საშინელება, ეს რა უბედურებაა მთელი სამზარეულო ნაცრისფერ და თეთრ ფერებშია. ჩემი ოთახი კი მთლიანად შავად შეუღებია, შიგადაშიგ იასამნისფერი ავეჯი იდგა ოთახში.
გაგიჟებული დავბრუნდი ისევ მისაღებში, რათა ჩანთიდან ტელეფონი ამომეღო.
მასთან დარეკვას ვცდილობდი თუმცა სულ ტყუილად ტელეფონს არ პასუხობდა.
როგორ მოასწრო სამ დღეში ამ საზიზღრობის გაკეთება.


დავით აღმაშენებლის სახელობის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეგისტრაციას გავდივარ. ჩემს ბიძაშვილთან და მის მეგობრებთან ერთად, ასევე ჩვენთან ჩემი ყოფილი მწვრთნელი და რეზის ახლანდელი მასწავლებელია.
როგორც მათგან გავიგე რეზის კიდევ ერთ მეგობარს და მის თანმხლებ პირს ველოდებით. რეგისტრაციის გავლა მალევე მოვახერხეთ და თვითმფრინავში ავედით. ვისაც ველოდებოდით ისინი ჯერ კიდევ არ გამოჩენილან, აფრენამდე კი კიდევ საკმარისი დრო გვქონდა. მიუხედავად იმისა რომ რეზი ჩემს გვერდით მოხვდა, გადაწყვიტა მის მეგობრებთან ერთად ყოფილიყო, მეც მის არჩევანი არ გამიპროტესტებია.
ჩანთაში თავჩაფლული ვეძებდი საღეჭ რეზინს, არვიცი რატომ მაგრამ ეს ჩვევა სულ მქონდა. ფრენის დროს აუცილებლად საღეჭი რეზინი მინდებოდა.
- აქ თავისუფალია? მესმის ნაცნობი ხმა და მალევე ჩემთვის უკვე ნაცნობი სურნელი, მიღიტინებს ცხვირში. თავი ნელ-ნელა წამოვწიე, სრული შოკი მივიღე როდესაც ჩემს წინ, ჩემი ჭაობისფერთვალება დავინახე. შოკისგან ენა ჩამივარდა, მთელს ორგანიზმში დამიარა ბუსუსებმა. მის აქ ნახვას ნამდვილად არ ველოდი, არვიცი გამხარებოდა თუ არა ეს ყველაფერი.
- დიახ თავისუფალია. დაბნეული ვამბობ მე, სულ დამავიწყდა ჩანთა რომელშიც რამოდენიმე წამის წინ, საღეჭ რეზინს ვეძებდი. გონს ჩანთის ძირს დავარდნამ მომიყვანა.
- სიუპრიზებით ხარ სავსე ჯარიმების დედოფალო. სწორედ ისე მიღიმის მე რომ ძალიან მიყვარს.
- არც თქვენ ხართ ნაკლები ბატონო პოლიცმეისტერო. ცოტაოდენი ირონიით ვამბობ მე.
- შენი ნათქვამი "ჭაობისფერთვალება" უფრო მიყვარს.ყურთან ჩურჩულით მეუბნება ის და ყურის ბიბილოზე სველ კოცნას მიტოვებს.


ვიცი რომ ძალიან უნამუსო, ძალიან გველი და დამპალი გოგო ვარ. თავის მართლებას არ დავიწყებ უბრალოდ დიდი დიდი ბოდიში დაგვიანებისთვის. ეს პერიოდი ჩემთვის ძალიან რთული და დეპრესიულია, ასევე გარშემო ბევრი ისეთი მყავს ვინც გამუდმებით ნერვებს მიშლის. სრულ ტერორში ვარ:დ მინდა გითხრათ რომ ესეთ პირობებში ძნელია წერა. თან თქვენგან ვერ ვღებულობ ბევრ დადებით ემოციას, და მგონია რომ არ მოგწონთ საერთოდ ეს ისტორია.скачать dle 11.3




№1 სტუმარი Qeti qimucadze

Rogor gekadrebat, Zalianac momconsss. Magram imxela intervalia epizodidan epizodamdee romm uhh. Mesmis sheniii. Sxvisi arvicii da me gelodebiiii

 



№2  offline წევრი gogona migraciidan

Qeti qimucadze
Rogor gekadrebat, Zalianac momconsss. Magram imxela intervalia epizodidan epizodamdee romm uhh. Mesmis sheniii. Sxvisi arvicii da me gelodebiiii


მიხარია რომ მოგწონს და ისიც მიხარია რომ ელოდები❤ ვეცდები არ დავაგვიანო და მალ-მალე ავტვირთო❤

 



№3  offline წევრი ვასიკო

ძალიან მომწონს თუმცა ვბრაზდები რო აგვიანებ

 



№4  offline წევრი gogona migraciidan

ვასიკო
ძალიან მომწონს თუმცა ვბრაზდები რო აგვიანებ

ბოდიში მართლა ძალიან ვნერვიულობ რომ ვაგვიანებთუმცა ჩემი ბრალო არ არის ❤

 



№5 სტუმარი სტუმარი Lia

Sauketeso istoriaa.gaagrzele ar miatovo.
Momwons zalian❤❤❤

 



№6  offline წევრი gogona migraciidan

სტუმარი Lia
Sauketeso istoriaa.gaagrzele ar miatovo.
Momwons zalian❤❤❤

მიხარია რომ მოგწონთ ქალბატონო ლიაა❤

 



№7  offline წევრი მოცინარი

ნინა <3 რატომღაც არ იდება კომენტარი და ლამისაა გავსკდე >:( (იმედია ეს დაიდება)
არ მიატოვო წერა, თორემ მოგახრჩობ ;) :დდ უუუუძალიანკარგესი გოგო <3 ისტორიაც თავისთავად. ნუ აგვიანებ რა <3 იქნრბ როგორმე მოახერხო და დადო <3

 



№8 სტუმარი სტუმარი ნინა

მოცინარი
ნინა <3 რატომღაც არ იდება კომენტარი და ლამისაა გავსკდე >:( (იმედია ეს დაიდება)
არ მიატოვო წერა, თორემ მოგახრჩობ ;) :დდ უუუუძალიანკარგესი გოგო <3 ისტორიაც თავისთავად. ნუ აგვიანებ რა <3 იქნრბ როგორმე მოახერხო და დადო <3


ჩემო მოცინარო გოგო პაროლი დამავიწყდა და ვეღარ შემოვდივარ, თუ ღვადგინე აუცილებლად ავტვირთავვ

 



№9  offline წევრი gogona migraciidan

მოცინარი
ნინა <3 რატომღაც არ იდება კომენტარი და ლამისაა გავსკდე >:( (იმედია ეს დაიდება)
არ მიატოვო წერა, თორემ მოგახრჩობ ;) :დდ უუუუძალიანკარგესი გოგო <3 ისტორიაც თავისთავად. ნუ აგვიანებ რა <3 იქნრბ როგორმე მოახერხო და დადო <3

ჩემო საყვარელო ამდენხნიანი წვალების შემდეგ როგორც იქნა აღვადგინე გვერდი, ჩემი უტვინობის გამო პაროლი დამავიწყდა:დ ტელეფონში ყველაფერი წამეშალა და ახალი თავიც მას მიყვა გპირდები სულ მალე დავწერ და ავტვირთავ❤ სიყვარულით შენი ნინა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent