შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეუბრალებელი სიცოცხლე [დასასრული]


8-12-2017, 17:41
ავტორი ელპინი
ნანახია 594

შეუბრალებელი სიცოცხლე [დასასრული]

-არ იცი ღამით გოგო გარეთ, რომ არ უნდა დადიოდეს? მით უმეტეს, აქ.
ბოხმა ხმამ ფიქრებს მოსწყვიტა და რეალობას დაუბრუნდა, უკან მიბრუნდა და გაშეშებულს ენა ჩაუვარდა. მის წინ ახოვანი მამაკაცი იდგა, ბრგე, მხრებგაშლილი, ოდნავ კეხიანი ცხვირით და ზაჰრას მომავალივით გაშავებულ ორ სფეროს უმიზნოდ ჩაშტერებოდა. თითქოს, იქ რამის ამოკითხვას ცდილობდა. შეეშინდა, ოჯახის წევრებს ეს, რომ გაეგოთ, ცოცხალი ვერ გადარჩებოდა, ისევ უკან შებრუნდა და ახლა ნაბიჯს აუჩქარა.
-ნუ გეშინია, არაფერს ვიტყვი.
ტანში უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა და სხეული ერთ ადგილზე მიეყინა. არა, იცოდა, რომ ასეთ მდგომარეობაში არავის უნდა ენახა და ზუსტად ეს აშინებდა.
-აბრაამი.
ხელი გაუწოდა ზაჰრას მამაკაცმა და მოლოდინში გაუღიმა.
-ზაჰრა.
ხელი ჩამოართვა ზაჰრამ, მაგრამ არ გაუღიმია, თავს უხერხულად გრძნობდა.
-ლამაზი სახელი გაქვს.
-მადლობა, მაგრამ უნდა წავიდე.
გვერდულად გახედა ზაჰრამ და მის შავ სფეროებს კიდევ ერთხელ დააკვირდა, ისევ ცდილობდა რამე ამოეკითხა მათში, მაგრამ აბრაამი მეტად უცნობი რჩებოდა ზაჰრასთვის.
-ნუ ფრთხები. მე ვიცი აქაური ადათ-წესები, რომ უცნობ მამაკაცთან გამოლაპარაკება კი არა, შეხედვაც გეკრძალება.
-ხო.
თავი დაუქნია ზაჰრამ და ხვდებოდა, სიამოვნებდა ამ ადამიანთან საუბარი, მისთვის უცნობ, მაგრამ საინტერესო ადამიანთან.
-კარგი, ზაჰრა. აბა, ამ შუა ღამით რატომ დასეირნობ აქ და თან, ასე უშიშრად?
მომხიბვლელად უღიმოდა აბრაამი ზაჰრას და ეს ღიმილი საშინლად აბნევდა გოგონას.
-არ დაგიმალავთ და თავიდან, ცოტა არ იყოს შემეშინდა, რომ დაგინახეთ.
ჩაეცინა ზაჰრას და ხელები ერთმანეთს გადააჭდო.
-რა გინდა თქვა, რომ სიმპათიური არ ვარ?
წარბები ისე აწკიპა აბრაამმა, თითქოს, მართლა განაწყენებული ყოფილიყოს ზაჰრაზე.
-ეგ არც მიგულისხმია, ბატონო აბრაამ.
-კარგი და ასე ოფიციალურად ნუ მელაპარაკები, გთხოვ.
აბრაამის ღიმილი იმდენად დადებითად მოქმედებდა ზაჰრაზე, რომ ხასიათი გამოუკეთდა და უფრო ლაღი გახდა.
-კარგით.
-და ის მაინც არ მითხარი, რატომ ხარ ახლა გარეთ?
-უბრალოდ, ვსეირნობ და ვმშვიდდები.
-შენი თვალები მაგას არ მეტყველებენ, ზაჰრა.
-ალბათ.
ოდნავ სევდაშეპარული ხმით თქვა ზაჰრამ და ცას ახედა, ვარსკვლავებს უყურებდა.
-ზაჰრა, შეხედე, ვარსკვლავი ჩამოვარდა, მიდი, სწრაფად სურვილი ჩაიფიქრე.
აბრაამა ხელით მიანიშნა ზაჰრას და აბრჭყვიალებული თვალებით შეხედა. ზაჰრამ მაშინვე დახუჭა თვალები და გაბადრული სახით იდგა, სურვილი ჩაიფიქრა და ეგონა, რაღაც უკეთესი მოხდებოდა.
-აშკარად გეტყობა, რომ მაგ სურვილის ახდენა გინდა.
-ძალიან თანაც.
-ეტყობა, შენთვის ჩამოვარდა ის ვარსკვლავი, ზაჰრა.
აბრაამმა ხელი ზაჰრას ხელისკენ წაიღო და მისი თბილი თითები ზაჰრას თითებზე შეხებამ შეაკრთო.
-ახლა, რომ ვთქვა მოდი, გაგათბობ-მეთქი მაგაზე ბანალური და საშინელი არაფერი მექნება აქამდე ნათქვამი.
ყურებამდე იცინოდა აბრაამი და ზაჰრას უყურებდა აკიაფებული თვალებით. ასე, რამდენიმე საათში მის მიმართ რაღაც უხილავს გრძნობდა.
-სასაცილო ხარ.
-უფრო, საყვარელი, ხო?
ზაჰრამ არ იცოდა, რას აკეთებდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ იმ წუთებში ბედნიერი იყო და სხვა არ ახსოვდა არაფერი. ბევრი სიცილის და საუბრის მერე, ზაჰრა დაიძაბა. თითქოს, უცებ დასევდიანდა და თვალები აუწყლიანდა. იცოდა, არ იყო მისი მხრიდან სწორი საქციელი და სხვებიც არ მიიღებდნენ ამას კარგად, მაგრამ თავს ვერაფერს უხერხებდა.
-აბრაამ, ნახვამდის.
მისი ოთახის ფანჯარასთან მისულებს ორივეს უეცარმა სევდამ დაუარა სხეულში და თითქოს, არ უნდოდათ ერთმანეთის გაშვება.
-ხვალ ამ დროს?
-ვერ დაგპირდები, აბრაამ. ეწინააღმდეგება ჩვენი საქციელი ყველაფერს, ხომ იცი? ასე ადვილად არ გვაპატიებენ, რომ გაიგონ.
-ვერავინ გაიგებს, ზაჰრა და რატომ გეშინია?
-იმიტომ, რომ ამ ბინძურ ადგილას დავიბადე. იმიტომ, რომ არაფრის უფლება მაქვს და დარწმუნებული ვარ, იცი ყველაფერი შენ.
ხმა გაბზარვოდა ზაჰრას, მის ერთ ნაწილს აბრაამი სჭირდებოდა, მაგრამ მეორე არ აძლევდა აბრაამთან ყოფნის უფლებას. მისდამი ლტოლვა იმხელა იყო, თავს წინააღმდეგობას ვერ უწევდა.
-ზაჰრა, ხვალ ისევ ამ დროს აქ გელოდები.
ხელის მტევანზე ნაზად აკოცა აბრაამმა ზაჰრას და მთელ სხეულში უცნაურმა გრძნობამ დაუარა გოგონას. კანი სულ დაუბუსუსდა და დაეხორკლა. ტვინი მხოლოდ აბრაამის ამ კოცნას აღიქვამდა და საშინლად სიამოვნებდა ეს ზაჰრას.
-ნახვამდის, აბრაამ.
-ნახვამდის, ზაჰრა.
ჩუმად შეიპარა ზაჰრა ფანჯრიდან ოთახში, ფეხიც არ ჰქონდა ჩადგმული, ოთახში შუქი, რომ აინთო. ზაჰრას მაშინვე დაეწყო სხეულის კანკალი და შეშინებული სუნთქვას ძლივს ირეგულირებდა.
-დედა, როგორ შემაშინე.
გულზზე ხელი მიიდო და საწოლისკენ წავიდა.
-ზაჰრა, სად იყავი ან ვისთან ერთად?
დედამისის ხმაში უფრო შიში იგრძნობოდა, ვიდრე გაბრაზება. ზაჰრას არაფერი უთქვამს.
-რატომ იქცევი ასე, ზაჰრა?
ზაჰრას სახე დედამისმა ხელებში მოიქცია და ამღვრეული თვალებით უყურებდა. ზაჰრას ხმის ამოღების ეშინოდა. ეშინოდა, რომ ვერ გაუგებდა დედა და აბრაამის დაკარგვა არ უნდოდა.
-ზაჰრა, ფრთხილად იყავი. მე არაფერს ვამბობ.
დედამ ცივად შეუშვა ხელები ზაჰრას და ოთახიდან გავიდა, რომ მიხვდა ზაჰრა არაფრის თქმას აპირებდა.
ოფლში დაცვარულს შუაღამისას გაეღვიძა ზაჰრას, შუბლზე ხელი გადაისვა და ფანჯარაზე შემოჯდა. აბრაამზე ფიქრები არ ასვენებდა და სიზმარმა გამოაღვიძა. მისი ძმები მოკვლას უპირებდნენ აბრაამს სიზმარში და გულს უღრღნიდა ეს გრძნობა. ხელს კისერზე ისვამდა და თვალებს ხუჭავდა. აჩქარებულ სუნთქვას ვერაფერს უხერხებდა და აკანკალებულ სხეულს ვერ იმორჩილებდა. ბოლოს, გადაღლილს ფანჯარაზე თავმიდებულს ჩაეძინა.
დილით უსიამოვნო შეგრძნებამ გამოაფხიზლა, სხეული გაყინული ჰქონდა, ტუჩები გალურჯებული. მის თავს სარკეში, რომ შეხედა, შეეშინდა და გაფითრებულ სახეზე ხელები გადაიტარა. ისევ საწოლში შეწვა და თვალები დახუჭა, ფიქრებს მიეცა. კარების გაღების ხმამ გამოაფხიზლა.
-ზაჰრა, საუზმე მოგიტანე, ვიდრე მამაშენს და შენს ძმებს გაუგიათ ჭამე.
ფოდნოსი ტუმბოზე დაუდგა დედამ ზაჰრას და ოთახიდან გასვლას აპირებდა ზაჰრას ხმამ უკან, რომ მოაბრუნა.
-წყალი მინდა, წაიღე საუზმე.
ჩახლეჩილი ხმით თქვა და თავზე ხელი მიიჭირა.
-ზაჰრა, რა გჭირს, შვილო?
-არ ვიცი, დედა. თავს ცუდად ვგრძნობ.
ყელს რაღაც უფხაჭნიდა და სახეზე უცნაური გამომეტყველება გამოსახვოდა ზაჰრას.
-წამალს მოვიტან ახლავე წყალთან ერთად.
შუადღემდე საწოლში იწვა ზაჰრა, ახლა უფრო უკეთ იყო, მაგრამ ოთახიდან გასვლის უფლება მაინც არ ჰქონდა.
მთელი დღე ოთახში იყო, ხან რას აკეთებდა, ხან რას. შემდეგ კარადების ჩიჩქვნა დაიწყო და მის ძველ დღიურს მიაგნო. თვალები გაუბწყინდა, იმდენი ხანია ეძებდა ამ დღიურს, ისე მონატრებოდა ძველი ჩანაწერების კითხვა. საჩქაროდ გაწმინდა დამტვერილი დღიური და პირველივე ფურცლის გადაშლისას უცნაურმა ჟრუანტელმა დაუარა. აქ მას ბავშვობის ტკბილი მოგონებები ჰქონდა და ისე სჭირდებოდა ახლა გახსენება. გვიანობამდე კითხულობდა დღიურს. ხან იცინოდა, ხან აუცრემლიანდებოდა თვალები. ბავშვობაზე ტკბილი არაფერია ნებისმიერი ადამიანისთვის. მოგონებებს შეუძლია ისევ დაგაბრუნოს იმ ძველ დროში და წამით მაინც ბედნიერი გაგხადოს. კარებზე კაკუნმა მოსწყვიტა დღიურს და სასწრაფოდ გადამალა ბალიშის ქვეშ. ფეხზე წამოდგა და მშვიდი სახით გააღო კარები.
-ზაჰრა, რამე ხომ არ გჭირდება?
ისე ესიამოვნა აბელის ყურადღება, ვეღარ მოითმინდა და ჩაეხუტა ძმას, თავი გულზე დაადო და მაშინვე, თვალები აუწყლიანდა.
-აბელ, მამამ, რომ გაიგოს, არ გაპატიებს, ხომ იცი?
-არაუშავს.
ძმამ თავზე აკოცა ზაჰრას და გულში ჩაიკრა.
-ზაჰრა, რამე ხომ არ გჭირდება?
ისევ იგივე კითხვა გაუმეორა აბელმა და თავი ააწევინა ზაჰრას გულ-მკერდიდან.
-არაფერი.
-წყალი? საჭმელი?
-არაფერი, მართლა, აბელ.
გაუღიმა ზაჰრამ ძმას. მისი იმედი ჰქონდა მხოლოდ ამ საზოგადოებაში და აბელის სიყვარული უბრუნებდა ცოტაოდენ რწმენას.
-მთელი დღეა არაფერი გექნება ნაჭამი, ზაჰრა.
არ ეშვებოდა აბელი მაინც.
-სანამ მამა მოსულა, წადი. არაფერი არ მინდა, აბელ.
ისევ ოთახში შემობრუნდა ზაჰრა და დღიურის კითხვა გააგრძელა. უცებ აბრაამი მოაგონდა და სახეზე უცნაური მიმიკები გამოესახა. გული აუჩქარდა. გაახსენდა დღეს, რომ უნდა ენახა, მაგრამ თან თავს იკავებდა. ეშინოდა, რომ რამე ცუდი მოხდებოდა, მაგრამ აბრაამის ნახვა უნდოდა აუცილებლად. რაღაც უხილავს გრძნობდა მის მიმართ და გული ცუდს უგრძნობდა. ვერ მიეღო გადაწყვეტილებდა, უჭირდა, არადა, ისე უნდოდა აბრაამის ნახვა. საბოლოოდ, მაინც ნახვა გადაწყვიტა.
კარგად შებინდებული იყო უკვე, ზაჰრა ისევ ფანჯრიდან, რომ გადავიდა გარეთ და მათი შეხვედრის ადგილისკენ წავიდა ნელი ნაბიჯებით. აჩქარებული ჰქონდა გულისცემა და ეღიმებოდა.
-მეგონა, გადაიფიქრე მოსვლა.
აბრაამმა ხელზე ეამბორა ზაჰრას და გაუღიმა. ესიამოვნა ქალიშვილს აბრაამის თბილი ტუჩების კანზე შეხება.
-დიდხანს ვფიქრობდი.
-ძალიან ლამაზი ხარ, ზაჰრა.
აციმციმებული თვალებით უყურებდა აბრაამი ზაჰრას და თავს ვერაფერს უხერხებდა.
-მადლობა.
ზაჰრას ცხოვრებაში ჯერ ასეთი სიხარული არ სწვევია, როგორიც აბრაამის გამოჩენა იყო მისთვის. მასთან თავს დაცულად გრძნობდა, მაგრამ მაინც ეშინოდა. ეშინოდა, რომ ვინმე გაიგებდა და საშინელება მოხდებოდა. იმ ღამით იმდენ რამეზე ისაუბრეს, ერთმანეთისადმი უმძაფრდებოდათ გრძნობა და მნიშვნელოვანი ხდებოდნენ. ზაჰრა პირველად იყო ასეთ მდგომარეობაში და თავს ჩიტივით გრძნობდა. ამ გრძნობამ ფრთები შეასხა და სამყარო სხვა თვალით დაანახა. აბრაამის ტუჩები, რომ შეეხო მაშინ გული გაუჩერდა. რა აღარ დაემართა და შერცხვა კიდეც, პატარა გოგონასავით იყო. სახლში ისევ აბრაამმა მიაცილა და ტუჩებზე ეამბორა. თვალებიდან ასხივებდნენ ბედნიერებას და ახლა, ზაჰრა აბრაამის შავ სფეროებს, რომ ხედავდა მასში სიყვარულს კითხულობდა.
-ხვალ, ისევ ამ დროს და ისევ აქ.
-ნახვამდის, აბრაამ.
-ნახვამდის, ზაჰრა.
ეს იყო უკანასკნელი სიტყვები, რომლებიც მათ ერთმანეთს უთხრეს. არ დააცადეს ბედნიერება არც ერთს.
მეორე დღეს სოფელში თოფის გასროლასავით გავარდა ხმები, ჰასანის ქალიშვილი ღამით ბიჭთან ერთად იყო-ო. აქაური ადათ-წესები კი, ამას არ ეგუებოდა.
-ზაჰრა, შენ ჩვენი ოჯახი შეარცხვინე, სახელი შეგვირცხვინე, მე გაგაფრთხილე და შენ დანაშაულზე პასუხს აგებ. როგორ გაბედე? უნამუსო ქუჩის ქალო.
ბატონი ჰასანი გამეტებით იღებდა ზაჰრაზე ხელს და გოგონას სახე სულ ჩალურჯებოდა. არც ძმა ნეჯათი იკავებდა თავს. აბელმა ვერ გაიმეტა ზაჰრა ამ ყველაფრისთვის, შეიბრალა. არაფერი უთქვამს, მაგრამ ზაჰრა მის თვალებში იმედგაცრუებას კითხულობდა.
სოფელში გამოათრიეს ზაჰრა, მიწაზე სულ თმებზე ქაჩვით აფორთხიალებდნენ. ტიროდა, კიოდა, მაგრამ ვერაფერს აკეთებდა. ქვებს და ტალახს ესროდნენ. ყველა ბო*ს და ქუჩის ქალს ეძახდა. არ ინდობდნენ, უმოწყალოდ ცემდნენ და აბრაამს შორიდან აყურებიდნებდნენ ამ ყველაფერზე. იარაღის გასროლის ხმაზე დაიკივლა ზაჰრამ და ყელიდან არარსებული ხმა ამოუშვა.
-აბრაამ!
ძალა მოიკრიბა და აბრაამამდე ფორთხვით მიაღწია, სახეს უკოცნიდა მის გაყინულ სხეულს, მაგრამ ესეც არ დააცადეს საბრალო გოგოს. განაჩენი სოფელმა გამოუტანა, მასაც სიკვდილით სჯიდნენ. ვერ უშველა ზაჰრამ მის თავს, ვერ შეებრძოლა ამ სულით დამპალ ხალხს და ფერები ვერ შეუცვალა მომავალს. არ დააცადეს ბედნიერება და სიხარული.
იქ არავის იცოდებენ, იქ ყველას ასე ექცევიან განურჩევლად. არავის აქვს სიყვარულის უფლება, ბედნიერების უფლება და სიხარულის უფლება. იქ ბრბოა, სულით დამპალი ბრბო, რომელთაც ერთმანეთისთვის განაჩენი გამოაქვთ. დღემდე არ აღმოფხვრილა ადათ-წესები და დღემდე სირცხვილია სიყვარული. დღემდე არ თვლიან ქალებს სრულფასოვან ადამიანებად. სამყაროს შავ ფერებში ხედავენ და იმხელა ბურუსი აქვთ თვალებზე გადაკრული, საუკუნეები ვერ მოიშორებენ თვალებიდან.



ნუ, არ ვიცი, რა გამოვიდა, მაგრამ მე ვეცადე ყველანაირად. მინდოდა კარგი გამოსულიყო, ამიტომ ველი თქვენს შეფასებებს, ჩემო საყვარლებო.
ძალიან მიყვარხართ ყველა.
თქვენი ელპინი.скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline წევრი Mtirala

იმედია პირველი ვარ! :))
ელპინ,
ისეთი კარგი ხარ,
ისეთი ნიჭიერი, ხანდახან ვმუნჯდები კიდევაც. :))
მართლა შეუბრალებელია ბრბო,
დაუნდობელი,
გულქვა.
მხოლოდ იმას ხედავენ, რაც უნდა რომ დაინახონ!!!
ორშაბათიდან, მთელი ერთი კვირა, იშვიათად ვიქნები აქ :((
მიხარია, რომ ასე მალე დასრულდა
და ასე მალე წავიკითხე.
მიუხედავად დიდი ტკივილისა,
მე მაინც ვისიამოვნე, მიხვდები შენ.
სიგიჟემდე მიყვარხარ.
იდეალური,
პოზიტიური,
ხანდახან დაგრუზული,
მაგრამ მაინც ყველაზე ჯიგარი გოგო ხარ შენ!
მიყვარხარ,
ჩემო დიდო!
--------------------
გოგონა ლაბირინთიდან

 



№2  offline მოდერი ელპინი

Mtirala
იმედია პირველი ვარ! :))
ელპინ,
ისეთი კარგი ხარ,
ისეთი ნიჭიერი, ხანდახან ვმუნჯდები კიდევაც. :))
მართლა შეუბრალებელია ბრბო,
დაუნდობელი,
გულქვა.
მხოლოდ იმას ხედავენ, რაც უნდა რომ დაინახონ!!!
ორშაბათიდან, მთელი ერთი კვირა, იშვიათად ვიქნები აქ :((
მიხარია, რომ ასე მალე დასრულდა
და ასე მალე წავიკითხე.
მიუხედავად დიდი ტკივილისა,
მე მაინც ვისიამოვნე, მიხვდები შენ.
სიგიჟემდე მიყვარხარ.
იდეალური,
პოზიტიური,
ხანდახან დაგრუზული,
მაგრამ მაინც ყველაზე ჯიგარი გოგო ხარ შენ!
მიყვარხარ,
ჩემო დიდო!

ვაახ,
აი,
როგორ გელოდებოდი, ნეტა იცოდე.
და ახლა ავტირდი.
იცი შენ, რატომაც.
ჩემი გული!
ეს დაწყევლილი ორშაბათი.
ფააააქ, ხომ იცი რატომაც.
მომენატრები!
ჩემი სასწაული გოგო ხარ შენ.
სიგიჟემდე მიყვარხარ,
პატარა!
ყველაზე საუკეთესო ხარ, რა.
ჩემო
პატარა,
მიყვარხარ.

 



№3 სტუმარი სტუმარი shalo

druziaze rato ar mtanxmdebi

 



№4  offline მოდერი ელპინი

სტუმარი shalo
druziaze rato ar mtanxmdebi

ცუგა :დდდდ
შენი დრუზიობა მაკლია ახლა კიდე :დდდ

 



№5 სტუმარი სტუმარი shalo

axlos var;))

 



№6 სტუმარი სტუმარი მოცინარი

ელ,
კაი რა :(
ეს ორი სიტყვა მომდის მარტო თავში.
ზაჰრა. აბრაამი.
სულ სულ სულ სხვანაირ დასასრულს ველოდი. სულ სულ სულ სხვანაირს.
ჩიტებიდან მოგივიდა მუზა? :(
უნიჭიერესი ხარ. ყველადერი ისე გქონდა აღწერილი, თავი იქ მეგონა.
ზაჰრა არ იმსახურებს ამას. არც მე ჩემ ცრემლებს >:( :( :P
უკარგესი ხარ.
ველოდები პეპლებს.
და.
კინაღამ დამავიწყდა:
ია ლუბლუ წებია <3 (მე შენ მიყვარხარ <3)

 



№7  offline მოდერი ელპინი

სტუმარი მოცინარი
ელ,
კაი რა :(
ეს ორი სიტყვა მომდის მარტო თავში.
ზაჰრა. აბრაამი.
სულ სულ სულ სხვანაირ დასასრულს ველოდი. სულ სულ სულ სხვანაირს.
ჩიტებიდან მოგივიდა მუზა? :(
უნიჭიერესი ხარ. ყველადერი ისე გქონდა აღწერილი, თავი იქ მეგონა.
ზაჰრა არ იმსახურებს ამას. არც მე ჩემ ცრემლებს >:( :( :P
უკარგესი ხარ.
ველოდები პეპლებს.
და.
კინაღამ დამავიწყდა:
ია ლუბლუ წებია <3 (მე შენ მიყვარხარ <3)

ლიკუ,
რეალობაა და სხვანაირად ვერ შევძელი.
ეგოისტურად მიხარია, რომ ტირი.
მიხარია, რომ ასე ჩაგწვდა გულში და ყველაფერი დაინახე.
პეპლები?!
რაღაცა არის, მგონი, ხო იცი...
შეიძლება...
უღრმესი მადლობა,
ლიკუ!
მეც მიყვარხარ.

 



№8 სტუმარი სტუმარი shalo

shenc banshki valebi gaq albat da imitom xar shewuxebuli nu eg araferi me blomad maq valebi da +krediti

 



№9  offline წევრი barbarebibileishvilii

არვიცი როგორ დავიწყო სიმართლე გითხრა ესეთ მოთხრობებს არ ვკითხულობ ხოლმე
გამოვარჩევდი იმით რომ რეალობა იყო გამოსახული ისტორიაში
კარგი იყო მართლა მაგრამ უკეთესი მოთხრობებიც გაქვს არა იმიტომ რომ რამე ნაკლი ქონდა ამ ისტორიას უბრალოდ როგორ აგიხსნა მოთხრობა და ეს ისტორია განსხვავდება იმით რომ მოთხრობაში მეტი ინტერესია მეტი სიყვარული მეტი ეჭვიანობა მეტი სითბო და უფრო თანამედროვეობაა მაგრამ ფანტაზიაა(მოთხრობას იმიტომ ვკითხულობ პირადად მე რომ ცოტახანი რეალობას მოვწყდე და გადავიდე ესე ვთქვათ სხვა სამყაროში სასიამოვნო სამყაროში) ამ ისტორიაში კი იყო გადმოცემული მოკლედ თუ რა ხდება სინამდვილეში ყოველდღიურობაში რეალობაში
არ მინდა ცუდად გაიგო პირიქით ხომ იცი ახალი ისტორია რომ დაიწყე ის მირჩევნია იმიტომ რომ უფრო თანამედროვეა საინტერესოა და მინდა რომ ის იყოს არვიცი საოცრება მოთხრობა და ეს ორი ერთმანეთს რომ შევადაროთ ვერც იფიქრებ რომ ერთი პიროვნების მიერაა დაწერილი და აქვე დავწერ იმ მოთხრობაში რას მოველი მინდა რომ იყოს თამამი მოთხრობა და ყველასგან განსხვავებული თუ მომწერ აუცილებლად გამიხარდება და სხვადასხვა იდეებს მოგაწვდი
მოკლედ ისტორია იყო კარგი აგებული რეალობაზე❣️❣️

 



№10  offline მოდერი ელპინი

barbarebibileishvilii
არვიცი როგორ დავიწყო სიმართლე გითხრა ესეთ მოთხრობებს არ ვკითხულობ ხოლმე
გამოვარჩევდი იმით რომ რეალობა იყო გამოსახული ისტორიაში
კარგი იყო მართლა მაგრამ უკეთესი მოთხრობებიც გაქვს არა იმიტომ რომ რამე ნაკლი ქონდა ამ ისტორიას უბრალოდ როგორ აგიხსნა მოთხრობა და ეს ისტორია განსხვავდება იმით რომ მოთხრობაში მეტი ინტერესია მეტი სიყვარული მეტი ეჭვიანობა მეტი სითბო და უფრო თანამედროვეობაა მაგრამ ფანტაზიაა(მოთხრობას იმიტომ ვკითხულობ პირადად მე რომ ცოტახანი რეალობას მოვწყდე და გადავიდე ესე ვთქვათ სხვა სამყაროში სასიამოვნო სამყაროში) ამ ისტორიაში კი იყო გადმოცემული მოკლედ თუ რა ხდება სინამდვილეში ყოველდღიურობაში რეალობაში
არ მინდა ცუდად გაიგო პირიქით ხომ იცი ახალი ისტორია რომ დაიწყე ის მირჩევნია იმიტომ რომ უფრო თანამედროვეა საინტერესოა და მინდა რომ ის იყოს არვიცი საოცრება მოთხრობა და ეს ორი ერთმანეთს რომ შევადაროთ ვერც იფიქრებ რომ ერთი პიროვნების მიერაა დაწერილი და აქვე დავწერ იმ მოთხრობაში რას მოველი მინდა რომ იყოს თამამი მოთხრობა და ყველასგან განსხვავებული თუ მომწერ აუცილებლად გამიხარდება და სხვადასხვა იდეებს მოგაწვდი
მოკლედ ისტორია იყო კარგი აგებული რეალობაზე❣️❣️

ბარბარე, პირველ რიგში, უდიდესი მადლობა იმისთვის, რომ ამოდენა შეფასება დამიტოვე.
უხერხულად არ ჩათვალო შენი ნათქვამი არც ერთი სიტყვა.
ეს ისტორია მხოლოდ იმიტომ მიყვარს, რომ რეალობაზეა აგებული და ვეცადე, რეალობა ზუსტად გადმომეტანა.
შენი აზრი მისაღებია, რა თქმა უნდა და ძალიან მიხარია შენი ასეთი დამოკიდებულება. დიდი მადლობა, რომ დრო დამითმე, წაიკითხე და შეფასებაც დამიტოვე.
რაც შეეხება მეორე ისტორიას, მეც არ ვიცი მოვლენები როგორ განვითარდება.
აუცილებლად შეგეხმიანები, კარგი გოგო ხარ!
:))))❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent