შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შერწყმა (2 თავი)


8-12-2017, 22:54
ავტორი lukakhati
ნანახია 193

შერწყმა (2 თავი)

-კითხე? – კითხა კატალიას ელიაზარმა როგორც კი მაღაზიიდან გამოვიდნენ.
-კი - ცინიკურად უპასუხა შიშისფერთვალებიანმა.
-უშველა? - თალები აციმციმებოდა ელიაზარს. ის დარწმუნებული იყო, რომ გაბრიელისათვის წამალი შექმნა. წამალი, რომელიც გაბრიელს ძველ გონებას, გამჭრიახობას დაუბრუნებდა. ელიაზარმა გადაწყვიტა პირველი გაბრიელის სენი განეკურნა. ის პირველი იყო, ვინც აქ მოვიდა, მაგრამ მის ცოდნას ფასი დაეკარგა, ამიტომ გაბრიელისათვის ძველი ცოდნის დაბრუნება ელიაზარსაც საკუთარი მიზნის მიღწევაში დაეხმარებოდა.
ის მას თანაუგრძნობდა, ყოველ შემთხვევაში ასე ამბობდა, მაგრამ ვერ გრძნობდა, ელიაზარი ვერაფერს გრძნობდა.
- გაბრიელი თავს ისევ შეუძლოდ გრძნობს, წამალი არ ამართლებს, მისი სენის წამალი არ არსებობს- ყოველთვის ქედმაღალი იყო მისი მზერა. ის ხედავდა იმას, რასაც ელიაზარი ვერასდროს დაინახავდა, მაგრამ გაბოროტებულს საკუთარ ცოდნას არასდროს გაუზიარებდა, სანამ ელიაზარი არ გატყდებოდა და დამცირებული მის ფეხ ქვეშ არ აღმოჩნებოდა.
-წყეული… -მუჭი მაგრად შეკრა. ღოჯი ტუჩს დააჭირა. ელიაზარი თვითონ იყო საკუთარი წარმოსახვის ნაყოფი. მის ფანტაზიას მისი სხეულით შეესხა ხორცი. იქცეოდა ისე, როგორც წარმოიდგენდა. არ უნდოდა ყველას ეფიქრა, რომ ის მხოლოდ სიცოცხლეჩაბერილი ჩალის თოჯინა იყო, რომლის სასჯელიც იყო მხოლოდ სცოდნოდა რომ ცხოვრობდა, მაგრამ ვერასდროს შეეგრძნო რა იყო ის. დამკვირვებელი იყო; მაყურებელი, რომელიც მუდმივად აკვირდებოდა მისთვის ყველაზე სანუკვარი პიესის მსახიობებს და შურდა მათი, რადგანაც მათ მსგავსად ვერასდროს ითამაშებდა.
…ერთში კი არ ცდებოდა ამ დასახლებაში ყველა მსახიობი იყო და უხილავი სცენარისტის მიერ განსაზღვრულ როლს ასრულებდა. ისინიც ითამაშებდნენ მანამ, სანამ ის მათი ყურებით სიამოვნებას მიიღებდა, მაგრამ ყველა როლს ჰქონდა დასასრული. ის მათ გააქრობდა, მოკლავდა როგორც კი ამას საჭიროდ ჩათვლიდა.
…სიკვდილს ყველა სხვადასხვანაირად ხსნიდა. აი, თედორე საკუთარ სიკვდილს ვერასდროს დაინახავდა. იქნებ ასეც სჯობდა, ის ვერასდროს შეიგრძნობდა ტანჯვას, ტკივილს და მისი სიკვდილი იქნებოდა ის ერთი წამი, როდესაც დაინახავდა რეალობას, მაგრამ გაცნობიერებასაც ვერ მოასწრებდა, რომ მისი ცხოვრება ამ წლების განმავლობაში ფარსი იყო. თვალებს დახუჭავდა და მშვიდ, მარადიულ ძილს მიეცემოდა.
კატალია უკვე გარდაცვლილი იყო. მკვდარი, როგორც აწმყო. ის წლების წინ მოკვდა. მოკვდა მაშინ, როდესაც საკუთარი სიკვდილი პირველად დაინახა ისევე, როგორც თედორეს სიკვდილი, როგორც ელიაზარის სიკვდილი, როგორც ყველას სიკვდილი, ვინც აქ ცხოვრობდა. თუ თედორე განწირული იყო მხოლოდ სიკვდილის წინ დაენახა რელობა, რომელშიც ცხოვრობდა , კატალია განწირული იყო მხოლოდ სიკვდილის წინ დაენახა, როგორი იყო სინამდვილეში. ის საკუთარ ხილვებში სულ ერთნაირი, დანაოჭებული, ჭაღარა ქალი იყო. მას არ შეეძლო შეეგრძლო საკუთარი სილამაზე, გლუვი, ნაზი კანი, ფაფუკი, მოკლე, ხუჭუჭა, ქერა თმა, გრძელი წამწამები. მაგრამ იცოდა, რომ საკუთარ თავს ვერასდროს ნახავდა. იცოდა და ტკიოდა, დროსა და სივრცეში დაკარგულ კატალიას გული ძალიან ტკიოდა.
ელიაზარისთვის კი ყველაფერი ყველაზე მარტივი იყო. მისთვის სიკვდილი მხოლოდ ერთი ამოსუნთქვა იქნებოდა. ამოძვრებოდა მძიმე ხორცისაგან, რომელიც მის სულს მხოლოდ ამძიმებდა და ზევით მიმავალი გაიფანტებოდა. მისთვის ყველაფერი სულ ერთი იყო. სიცოცხლე, სიკვდილი, დრო. ეს ყველაფერი მხოლოდ სიტყვები იყო. მას უნდოდა სიკვდილის ჟამს მაინც შეეგრძნო რაიმე, თუნდაც ეს ტკვილი ყოფილიყო და ის გამხდარიყო ერთადერთო გრძნობა, რომელიც მას ეცოდინებოდა.
-რამდენი დრო დარჩა?
-რისთვის?
-გვიანია? - შერცხვენილმა კითხვა.
-რას გულისხმობ?-აგდებულად გასცა პასუხი დამ ძმას.
-ნუ მეთამაშები.
-გაინტერესებს გაბრიელის განკურნება თუ გამოგივა?
-კი მაინტერესებს.
-არა ელიაზარ ჯერ ადრეა.
-ანუ დრო ჯერ მაქ… - ძველი ნაპერწკალი დაუბრუნდა მის თვალებს,
- სანამ მუდარით -სიტყვა გააწყვეტინა- მუხლებზე არ დავარდები და პატიებას ითხოვ არაფერს გეტყვი მომავლის შესახ.
დიდხანს უყურებდა სარკისებრ თვალებში დას და საკუთარ შეშინებულ, უსუსურ, უმაქნის სახეს ხედავდა. ლაპარაკის უნარი დაკარგა. პასუხს ვერ გასცემდა. საკუთარ სიტყვებს უკან ვერ დააბრუნებდა და ,რა თქმა უნდა, არც არასდროს ამაყი ბოდიშს არ მოუხდიდა.
-რაზე ლაპრაკობთ? - სიჩუმე დაარღვია თედორემ.
-არაფერზე თედორე, შინ წავიდეთ.
-წავიდეთ.
-დაიმახსოვე, მე რომ არა შიმშილით დავიხოცებით - ელიაზარი იძულებული იყო დის ზურგისათვის ეცქირა. მას გაჰყოლოდა, დამორჩილებოდა ყოვლისმცოდნეს. ეს სიტყვები ისეთივე არასასიამოვნო იყო, როგორც თვითონ კატალია, მაგრამ არ ტკიოდა, ელიაზარს გულის არასდროს ტკიოდა.
-რატომ? სახლში უამრავი გემრიელი საჭმელი გვაქვს. მოახლე საჭმელს მოამზადებს ჩვენ ვერანდაზე დავსხდეთ, ვისაუბროთ.
-თედორე… - არც ახლა აცადა წინადადების დასრულება.
-ისიც ისეთივე ხელმოცარულია, როგორიც შენ ელიაზარ.
ხო, კატალიას ორანჟერიაში ელიაზარიც იყო. თეთრი ყვავილი, რომელიც ვერც ერთ ფერს ვერ იღებდა. მის კიდეებში ყოველთვის იღვრებოდა სხვადასხვა ფერი, მაგრამ თეთრს ვერ გადაეწყვიტა, რომელი ფერი აერჩი, ვინ უნდოდა და როგორი უნდოდა ყოფილიყო, ამიტომ ბოლომდე შეღებვას ვერ ასწრებდა. სანამ, სითეთრეს მოიშორებდა ჭკნებოდა.

***
თედორემ განერვიულებულმა გაიღვიძა. ძმებისა და დის ოთახები გვერდიგვერდ იყო. ელიაზარს ღრმად ეძინა, კატალიას ეღვიძა, საღამოს სიჩუმით ტკბებოდა. ძალიან უნდოდა ახლა თედორეს დასთან საუბარი, ძმისათვის გულის გადაშლა, სართულით ზემოთ მუდამ მძინარე მშობლებიასაგან რჩევა-დარიგების მიღება, მაგრამ როგორი დაბრმავებულიც არ უნდა ყოფილიყო აწმყოსა და მომავლის უარყოფითა და მუდმივად წარსულის აჩრდინებთან ცხოვრებით, მისთვის ნათელი იყო გაღიზიანება, ზიზღი, რომელსაც მისი ოჯახის წევრები მის მიმართ იჩენდნენ. რა თქმა უნდა, მიზეზი ისეთივე ბუნდოვანი იყო მისთვის, როგორიც ეს სახლი, როგორც ეს კედელები, რომლებიც თეთრი შპალერითა და ძველებური ჩუქურთმებით იყო დამშვენებული.
...არც მისი სენი იყო კეთილსინდისიერი. კი, მისი რეალობა ერთ ადგილას იყო გაჩერებული და ის ყოველთვის იცხოვრებდა სახლში, რომელიც შეიძლება უკვე აღარც არსებობდა, მაგრამ არც მუდმივად წარსულში ყურება იყო საქმე მარტივი.
ძველი ტკივილები დამანგრეველი, დესტრუქციული ქარიშხლის სახით შემოიჭრა გულუბრყვილოს, ასაკით უმცროსის ცნობიერებაში და ჩავლილი სურათი გააცოცხლა. თედორეს სიზმარი ასეთი იყო:
სახლიდან გასული სეირნობას შეყვა და პატარა, სიცოცხლით სავსე ქალაქში აღმოჩნდა. მაღალი შენობებს უყურებდა და მათი სილამაზით აღტაცებული სეირნობდა. მის გარშემო ყველა მხიარული ჩანდა : ვაჭრები გამვლელებს საკუთარ საქონელს სთავაზობდნენ, მშობლებს ბავშვები სასეირნოდ გამოეყვანათ, მოხუცებულები კეთილმოწყობილ სკვერში სეირნობით იქცევდნენ თავს, სხვები კი უბრალოდ გადი-გამოდიოდნენ. მზე ანათებდა, სასიამოვნო ნიავი უბერავდა, ყველაფერი ჩვეულებრივად მიდიოდა, როდესაც სურათი ორად გაიყო. მზის ნათელი ფერები გაიხლიჩა და სხვადასხვა ფერი, სხვადასხვა მიმართულებით წავიდა. სივრცე დამძიმდა, შემაძრწუნებელმა ხმამ, რომელიც ახლადგამოფხიზებულს ისევ ნათლად ესმოდა, დაიპყრო არე-მარე. ნელ-ნელა ყველა ხმა ყრუ გახდა ნაზი, შემზარავი, ავისმომასწავებელი ბგერები ძლიერდებოდნენ. ნათლად ესმოდა ხმებში გაშლილი სიმღერა და ეშინოდა. მაგრამ ხალხი არ ჩერდებოდა, ეს ნოტები მხოლოდ მისთვის იყო ხილული, მხოლოდ ის გრძნობდა შიშს. მეტყველების უნარი მასაც დაეკარგა, მისი ხმაც გადაეფარა.ძალიან უნდოდა ყველას გაფრთხილება, უცნაური წინათგრძნობა ჩრდილად ჩამოწვა და ისიც დაიკარგა ამ ჩრდილთან ერთად, ყველა გამვლელისათვის უხილავი, გამოუსადეგარი გახდა.
...ქალაქის თავზე ჩიტების გუნდი გამოჩნდა. ეს სიმღერა სწორედ მათ ეგებებოდა. უფრო გამაღლდა, ხმა უფრო გაძლიერდა, ნოტები გამრავლდნენ. თედორემ გაარჩია, რომ ეს ჩიტების გუნდი არ ყოფილა. ქალაქს სახმედრო თვითმფრინავები უახლოვდებოდა. გაქცევა სცადა, მაგრამ უშედეგოდ. საუთარ სხეულს ვერ მართავდა, ნელ-ნელა ჩრდილში იძირდებოდა. ნელ-ნელა ქვევით ეშვებოდა და უყურებდა, როგორ ეშვებოდა ქალაქისაკენ რამდენიმე საგანი, რომლებსაც ვერ არჩევდა. ხმა არ წყდებოდა, ერთ ტონალობას, მეორე ცვლიდა. გარშემო ეხვეოდნენ სიცარიელისაკენ მიმავალს. ისინი ბედნიერები ჩანდნენ. კმაყოფილები სწორედ ამას ელოდნენ. მძიმე საგანი ჰაერს აპობდა და ნელ-ნელა მისი ნამდვილი ზომის გარჩევა შესაძლებელი ხდებოდა. ის არ არის დარწმუნებული რა მოხდა, მაგრამ, როდესაც მისი თვალები ჩრდილის ქვევით აღმოჩნდნენ, სმენად იქცა და ნათლად გაიგონა როგორ ამოწურეს მომღერლებმა საკუთარუ შესაძლებლობა. ბოლო ბგერას, რომლის მსგავსიც არაფერი არასდროს გაეგონა, სასოწარკვეთილი ყვირილი, მსხვრევის, ნგრევის, განადგურების ხმა მოჰყვა. ეს ბოლო ხმა იყო, რაც გაიგონა, სანამ ბოლომდე ჩრდილის ჭაობში ჩაიძირებოდა.
...როდესაც ბოლომდე ჩაიძირა გაიღვიძა.
გაყინული ფიქრობდა სიზმარზე.
-რა საშინელებაა…-ოფლიანმა წარმოთქვა და ისევ დაძინება სცადა. ძველ, დაგლეჯილ საბანში გაეხვა და თავი ფანჯრის მხარეს მოათავსა. იძინებდა და არ უწყებდა, ვერც წარმოიდგენდა, რომ ის ამ საშინელებაში ცხოვრობდა.скачать dle 11.3




№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

თითქმის ვერაფერს ვერ ვიგებ.. :/

 



№2  offline აქტიური მკითხველი LuckyGirl

ღმერთოოოო! ისე ჩამითრია არმინდოდა დამთავრებულიყო!
გაბრიელი ანუ განიკურნება?
საოოოცრად მაგარი პერსონაჟები გყავს!
ელიაზარი და მისი დაც უზომოდ მომწონს
მართლა!
სიზმარი
და ეს ყველაფერი უბრალოდ ძალიან კარგი წასაკითხია
ძალიან!

 



№3  offline წევრი lukakhati

LuckyGirl
ღმერთოოოო! ისე ჩამითრია არმინდოდა დამთავრებულიყო!
გაბრიელი ანუ განიკურნება?
საოოოცრად მაგარი პერსონაჟები გყავს!
ელიაზარი და მისი დაც უზომოდ მომწონს
მართლა!
სიზმარი
და ეს ყველაფერი უბრალოდ ძალიან კარგი წასაკითხია
ძალიან!

ძალიან ძალიან დიდი მადლობა <3 მიხარია რომ მოგწონს <3

ანი ანი
თითქმის ვერაფერს ვერ ვიგებ.. :/

ნელ-ნელა ლაგდება ყველაფერი :3 შემდეგი ყველაფერში გაგარკვევს ^_^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent