შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

15 ისტორია რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ (ნაწილი 1)


9-12-2017, 02:17
ავტორი qeti16
ნანახია 9 861

15 ისტორია რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ (ნაწილი 1)

1. "ქმედება ოცნების ნაცვლად" - keke27

15 ისტორია რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ (ნაწილი 1)

ნაწყვეტი ისტორიიდან : ...სახლში შესულს ისევ სიწყნარე და სიმშვიდე დამხვდა. გული ჩამწყდა და თან სიბრაზე მახრჩობდა, ასე რატომ მომექცა,მეუბნებოდა მინდა შეგიყვარდეო და აჰა მოახერხა კიდეც, მაგრამ რა გამოვიდა? დამტოვა ისე, არაფერი დაუბარებია. არადა როგორ მენატრება, როგორ მინდა ახლოს მყავდეს,როგორ მინდა მისი ზღვის სურნელი შევიგრძნო ისევ.
მონატრებამ და სიბრაზემ თვალები ამიწვა.
პირველი იყო ასე გულის ფეთქვა და თავს ვერ ვერეოდი,თავისით მეფიქრებოდა ბურდულზე და მეტირებოდა.
დილით მაღვიძარამ გამაღვიძა. ძლივს წავართვი ძილს თავი, თვალებდახუჭულმა მოვძებნე ჩემი ძილის დამაფრთხობელი და გავთიშე. თვალები მუშტებით მოვიფშვნიტე, საწოლში გავიზმორე და მერე წამოვჯექი. გული გამიჩერდა მგონი იმ წამს...
საწოლის წინ, სავარძელში ბურდული იჯდა და მიღიმოდა...



2."ვანილის კოცნა" - lullaby


მოკლე აღწერა : ვანილი, შოკოლადი, კარამელი, დარიჩინი - ყველა სურნელი და ყველა გემო აქვს სტუდენტისა და ლექტორის ურთიერთობას. მომხიბვლელი, ამბიციური, წარმატებული რეზი, რომელიც ევროპული დონის კონდიტერია, რატომღაც საქართველოს პროფესიულ კოლეჯში ასწავლის. მისი ქარიზმით მოხიბლული ანა, ცდილობს გამოიცნოს, რას მალავს შეფი. პარალელურად აწყდება უამრავ უსამართლობასა და ინტრიგას, რომელიც წყვილის ვნებიან დამოკიდებულებას ხარვეზებს უჩენს.


3. "ცივი სითბო" - linda


მოკლე აღწერა : წლებმა განვლო, რაც ბარბარეს ცხოვრება შავ-თეთრ ბურუსში ჩაიძირა. მაგრამ მისი მზის ამოსვლამ სინათლე მოჰფინა მის გაფერმკრთალებულ მთვარეს.



4. "კატერინა" - An_Gel


მოკლე აღწერა: „კატერინა“ ისტორიაა ორი ოჯახის მტრობაზე და მის ნაყოფზე - ადამიანებზე, რომელთაც ახრჩობთ ბრმა სიძულვილი. და რა ხდება მაშინ, როცა პერსონაჟები ადამიანური სახის დაკარგის რეალური საფრთხის წინაშე დგებიან? - მათ უყვარდებათ; ერთი შეხედვით შეუძლებელი, აკრძალული სიყვარულით. „კატერინას“ გმირები იბრძვიან წარსულის საიდუმლოებების, ბოროტი ადამიანებისა და უფორმო სიძულვილის წინააღმდეგ. მათ სტკივათ და სტკენენ, ისინი კარგავენ და პოულობენ სიყვარულისთვის.


5. "ბურდული და სხვა კატასტროფები" - gonegirl


მოკლე აღწერა: რომანტიკული კომედიაა. მაშო, ნინი და მათი უცნაური სამეგობრო მშვიდად ცხოვრობდნენ მანამ, სანამ დაქალების მეზობლად მეტისმმეტად სიმპათიური და უფრო მეტად გამაღიზიანებელი ბიჭი არ გადმოვა. ამ მომენტიდან მემბოხე მაშო სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას აჩაღებს ახალგადმოსულთან, რომელიც პარალელურად მისი კურსელი აღმოჩნდება. დაბნეულ ნინის კი ჯერ ვერ გაუგია რას გრძნობს ბიჭის მიმართ, ვისთანაც ბავშვობიდან მეგობრობს. როგორ გაგრძელდება შეშლილი სამეგობროს ამბავი, ვის აირჩევს ნინი და რა ბედი ეწევა თავაშვებულ მეზობელს ისტორია თავად გეტყვით



6. "(გა)ვაფრენთ" - elle...


მოკლე აღწერა : ისტორიის პირველივე სიტყვებიდან პირველი შეგრძნება რაც მკითხველს უჩნდება, არის ინტრიგა. საწოლზე მიმოფანტული წერილები ერთდროულად რომანტიკასაც იტევს, ტკივილსაც და სინანულსაც, რაც ისტორიაში აღწერილი სიყვარულის ლაიტ-მოტივებია. ყველაფერი იმდენად ბუნდოვნად იწყება, დაკვირვებულ მკითხველსაც კი უჭირს ჩაწვდეს ავტორის აზრებს.
პერსონაჟების პირველი ნაბიჯები და ისტორიის საწყისი ეტაპის განვითარება იმდენად იდეალურია, რომ თითქოს საჭიროცაა მოხდეს რაღაც ისეთი, რაც ბრაზებს შეიტანს მათ ურთიერთობაში. იქედან გამომდინარე, რომ ავტორის მიზანია წეროს ჩვენს გარშემო არსებულ რეალურ სამყაროზე, ჩნდება ისეთი თემები, როგორიცაა: ნარკოდამოკიდებულება, ჯერ არ’დაბადებული შვილის სიკვდილი, ამ ყველაფრის ვერ’პატიება და გაქცევა.
რაც შეეხება ისტორიის ფინალს, უმჯობესი იქნება საიდუმლოდ დავტოვოთ, რათა ყოველ ახალ მკითხველს თავად ჰქონდეს საშუალება თვალი ადევნოს ურთულესი ადამიანური სისუსტეების დაძლევის მიზნებსა და საშუალებებს. ვფიქრობ, რომ ეს ისტორია არის მათთვის, ვისაც შესწევს უნარი გაიზიაროს სხვისი ტკივილი, ისწავლოს ფიქრი და მიიღოს გამოცდილება სხვისი შეცდომებისგანაც.

ავტორის შენიშვნა : გამომდინარე იქედან, რომ ავტორი ვარ მე, ვთვლი ჩემი საუბარი ჩემსავე ისტორიებზე იქნება სუბიექტური , ამიტომაც ისტორიების აღწერა ვთხოვე მკითხველს, რომელიც მათი შექმნის ეტაპებს აკვირდებოდა. მკითხველს, რომლის დამოკიდებულებაც უფრო ობიექტურია.



7. "მეხსიერებს მუდმივობა" - sarah


მოკლე აღწერა : "საოცარია, რომ მეხსიერება მუდმივია, რადგან მე შენი ყველა ღიმილი მახსოვს" ამბავი ზღვარგადასული გრძნობების, წრფელი მეგობრობის, გაუხუნებელი სიყვარულის, დედა-შვილობის, ძმობის და უსაზღვროდ დიდი განცდის, პატარა ღმერთი-სინდისი რომ ჰქვია.უბრალოდ ისტორია, რომელიც უნდა იგრძნო, მთელი თავისი ტკივილით და სიხარულით.



8. "მეჯვარეები" - sarah


მოკლე აღწერა: შეიძლება, ძალიან ბევრი ცოდვის გარშემო იდგე და სული მაინც არ დაგიბინძურდეს."ისტორია ცხოვრებაზე, სულის ნაწილზე, ფეხბურთზე, ტკივილზე, ღალატზე, სიყვარულზე, უთქმელ გრძნობებზე, გადაულახავ განცდებზე და უბრალოდ მეჯვარეებზე. ადამიანებზე, რომელთაც შეუძ₾იათ მთელი შენი ისტორია შექმნან.



9. "ლურჯი მთვარე" - ლორელაი


მოკლე აღწერა : ერთ ჩვეულებრივი გოგონა, რომელსაც იდუმალებით მოცული, სიმპატიური პოეტი უყვარდება, ვერასოდეს წარმოიდგენს, რომ შესაძლოა ამ გრძნობას უპასუხონ. და, როცა ყველაფერი ბედნიერების ელფერს იძენს, პოეტის იდუმალება თვალებს ახელს. ლურჯი მთვარის მკითხველი, კითხვის პროცესში თანდათან გაიგებს, მოერევა თუ არა ირაკლის და დადუნას გრძნობა ყველსთვის კარგად ნაცნობ სირთულეს.



10. "შრამიანი" - elle...


მოკლე აღწერა: სიყვარული უძლიერესი გრძნობაა, რომლის გარშემოც ბრუნავს მსოფლიო. მაგრამ ადამიანური ბედნიერებისათვის ასევე აუცილებელია მეორე უმთავრესი საყრდენი - მეგობრები. თვითონ ისტორიაც შესაძლოა ითქვას, რომ მეგობრების ინიციატივით იწყება. ერთი შეხედვით, მთავარ მთავარ მოქმედ გმირს აქვს შესანიშნავი ოჯახი, ჰყავს არაჩვეულებრივი მეგობრები. მთავარ გმირს, რომელიც ჰპოულობს თავის ადამიანს. თუმცა, როგორც ბედნიერებას, ხელს უშლის „ყივჩაღი“ თავისი არასწორი პიროვნებისადმი მიმართული სიყვარულით. ზუსტად ამ მომენტში ჩანს ჭეშმარიტი სიყვარულისა და მეგობრობის მთელი არსი. ისტორიის შემდგომი განვითარების ყოველ ეტაპზე ნათლად ვხედავთ როგორ შეუძლიათ „სწორ პიროვნებებს“ ყველაზე სუსტი ადამიანის გაძლიერება და თითქოს უკვე ხელჩაქნეული ცხოვრებისკენ მოტრიალება. ისტორიის კითხვას ამთავრებ და ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგიძლია, ესაა იამაყო, რომ არსებობს ასეთი ურთიერთობები; ხოლო თუ არ გრწამდა - დაიჯერო!

ავტორის შენიშვნა : გამომდინარე იქედან, რომ ავტორი ვარ მე, ვთვლი ჩემი საუბარი ჩემსავე ისტორიებზე იქნება სუბიექტური , ამიტომაც ისტორიების აღწერა ვთხოვე მკითხველს, რომელიც მათი შექმნის ეტაპებს აკვირდებოდა. მკითხველს, რომლის დამოკიდებულებაც უფრო ობიექტურია.



11. "შეცდომით მოტაცებული" - PARVENU


მოკლე აღწერა : ისტორია შემთხვევითობის პრინციპზე. ამბავი, თუ როგორ შეიძლება შეცვალოს ისტორია ერთმა არასწორად გადადგმულმა ნაბიჯმა. ამბავი მეგობრობაზე, სიყვარულზე და მთავარ პრინციპზე, რომ არასდროს არაფერი არ ხდება უმიზეზოდ.


12. "ვინ თქვა ბოშები ტყუიანო?!" - lullaby


მოკლე აღწერა : ცრურწმენა, რომელიც ადამიანთა უმრავლესობას სასაცილოდ მიაჩნია, ერთ მშვენიერ დღეს მეგის სახიფათო თავგასავალში ითრევს. რეალობა საკმაოდ მძაფრად იცვლება და ისტორიის პერსონაჟების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. ყოველი გასული დღე კი, მეგის არწმუნებს იმაში, რომ მისთვის საძულველი ბოშები, რომლებიც ასე ამძიმებენ დედამიწას, თავიანთი მომნუსხველი და თავბრუდამხვევი წინასწარმეტყველებებით, ყოველთვის არ ტყუიან.



13. "ტყვე" - nicol


მოკლე აღწერა : ეს არის გამოგონილი ამბავი გამოგონილ ქვეყანაზე, არარსებულ ადამიანებზე, გაგუგებარ ეპოქაზე და შეთხზულ წეს-ჩვეულებებზე... და მაინც, იმედი მაქვს ბევრი იპოვის ნაცნობ ეპოქას, ნაცნობ ტრადიიცებზე, ნაცნობი ადამიანებით.


14. "ათასი ცრემლის ფასი" - linda


მოკლე აღწერა : "კითხვა: რამდენად უიღბლო უნდა იყო, რომ ერთსა და იმავე დღეში, სულ რაღაც რამდენიმე საათის დაშორებით, საოცნებო ბიჭისაგან უარი მიიღო და სახლი დაგენგრეს? და ამ ყველაფერს ისიც დაემატოს, რომ დროებითი თავშესაფარი სწორედ ამ საოცნებო ბიჭის სახლია?"



15. "საზამთროს მურაბა" - ფორთოხალი


ნაწყვეტი ისტორიიდან :- რამე კითხვა ხომ არ გაქვთ? - ვიკითხე ტრადიციულად გამოსვლის შემდეგ. ერთ-ერთმა ბიჭმა, ბოლოს წინა მერხიდან ხელი აწია და იკითხა:
- შეიძლება?
- რა თქმა უნდა, - ვუპასუხე და მოსასმენად მოვემზადე. ბიჭი წამოდგა.
- გიორგი გორგოშიძე, - წარადგინა თავი.
- სასიამოვნოა, - გამეცინა, - რა გაინტერესებს?
- პიცა თუ გიყვარს? - იკითხა სრული სერიოზულობით. არ ველოდი და რამდენიმე წამით ისე დავიბენი, მზერა გამიშეშდა. მერე უცნაურად გამამხიარულა მისმა საქციელმა და ვუპასუხე:
- ძალიან.
- ჰოდა, ხვალ შვიდზე „დომინოში“ ვიქნები.

скачать dle 11.3




№1  offline წევრი aNuGi

საუკეთესო და შეუდარებელი ავტორების, ყველაზე ყველაზე მაგარი, გამორჩეული და სასწაული ისტორიები <3
--------------------
"love only comes once. it's moves like the sea. but it's always the same" - twice born

 



№2  offline წევრი PARVENU

Chemi sarahebi:Dd yvelaze metad eg ori gamixarda, ra gavaketo^^ madloba ideis avtor(eb)s<3
--------------------
Parvenu

 



№3  offline წევრი შამხათი

ძალიან კარგი ჩამონათვალია, თუმცა სიამოვნებით დავამატებდი კიდევ თხუთმეტს.

 



№4  offline წევრი Indigo

ძალიან მომეწონა, სიამოვნებით წავიკითხავდი მეორე ნაწილს.
--------------------
ნუ ჭამთ ერთმანეთს, ადამიანებო...

 



№5  offline წევრი veroo

ყველა მიყვარს❤ყველა ისტორიამ გამაბედნიერა ისე მიხაროდა რომ ვნახულობდი იმ ისტორიების ნაწილს რომელიც მიყვარს ეს ის ისტორიებია რომლებიც არმომბეზრდება❤

 



№6 სტუმარი ილონა

'კატერინას' პირველი თავები წაკითხული მაქვს, სამწუხაროდ, რაღაც მიზეზების გამო ვეღარ გავაგრძელე , მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ ბოლომდე..აი , აუცილებლად
'ცივი სითბო'..ამ ისტორიმ ძალიან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა, ძალიან ძალიან დიდი♡
'ტყვე'..მახსოვს როგორ გაფაციცებით ვკითხულობდი, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია♡
'საზამთროს მურაბა' ძაალიან საყვარელი ისტორიაა, ძალიან, და ასევე სასიამოვნო წასაკითხი♡
აი 'შრამიანი' და '(გა)ვაფრენთ'....ამ ორ ისტორიაზე უბრალოდ ვგიჟდებიი... მეტს ვერაფერს ვიტყვი, უნდა წაიკითხო მთელი გულით, რომ იგრძნო ...ჩემთვის ეს ორი საუკეთესო მწერლის საუკეთესო ისტორიებია♡

 



№7 სტუმარი სტუმარი თამარა

ოეეე! თქვენ ვერ ხართ ხო?!, სადაა მარგოს ისტორიები!?!?!!!!!!!

 



№8  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი თამარა
ოეეე! თქვენ ვერ ხართ ხო?!, სადაა მარგოს ისტორიები!?!?!!!!!!!

არაა საჭირო ასეთი ემოციური გამოსვლა. სათაურში წერია, რომ ეს 15 საუკეთესო ისტორიის პირველი ნაწილია. გამოკითხვა ისევ ჩატარდება და კიდეც გამოვლინდება 15 საუკეთესო ისტორია. იმედია მარგო იქ მოხვდება.

 



№9  offline წევრი tasusuna

რატომღაც,იმედია არავინ მიწყენს,მგონია,რომ "ტყვე" რომ იყო,ისეთი აღარ დაწერილა და ვერც დაიწერება..
დიდი ხანია გასული მას შემდეგ,რაც წავიკითხე,მაგრამ იმფენად დიდი კვალი დატოვა,რომ დღემდე,წერტილ-მძიმით მახსოვს ყველა ემოცია..
ჩამოთვლილთაგან აფსოლუტურად ყველა ისტორიასა თუ ავტორს ვეთაყვანები მათი გენიალურობის გამო,მაგრამ,"ტყვე" და ნიკოლი,მაინც მწვერვალისკენ არის..
მთელი გულით,სულით,ყველა ავტორს,"ახალბედა" მწერალს,ახალსა თუ ძველს,მინდა გამოულეველი ინსპირაციის წყარო თუ მუზა გისურვოთ,რათა მე,რიგითს,დამწყებს,სტიმული მომცეთ..
საოცრებები ხართ,ქედს ვიხრი თქვენს წინაშე..

 



№10  offline წევრი OnlyGirl

ისე მიყვარს ბევრი მათგანის ახლიდან წაკითხვა მომინდა heart_eyes heart_eyes

 



№11 სტუმარი ely

ვფიქრობ ,,შენი არასდროს გავხდები " იმსახურებს ამ სიაში ყოფნას. კარგად მახსოვს,თუ როგორ ველოდი ყოველ თავს. ზემოთ ჩამოთვლილი ისტორიები კი მართლაც შეუდარებელია.

 



№12  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აქ ჩამოთვლილი ყველა ისტორია მიყვარს. მაგრამ "მეხსიერების მუდმივობა" და "მეჯვარეები" ეს ის ისტორიებია, რომელთა კითხვის დროს ის პორველი ემოცია არ ნელდება და იგივე შეგრძნებებს იწვევს.
მართლაც 15-ივე საუკეთესო და გამორჩეული ისტორიააა

 



№13  offline წევრი Wiwiliza))

და ელენიკო სიხარულიძე?... cry

 



№14  offline აქტიური მკითხველი terooo

რამდენიმე ჩემი რჩეული ა. .
ჩემო ვანილო გილოცავ...

 



№15 სტუმარი l,m not sick

გამიხარდა ეს სიახლე,
მაგრამ გული დამწყდაა სხვა ჩემი საყვარელი მწერლები რომ არ იყვნენ,
თაკო,მარიამები,ანსი,ლილი...
იმედიაა შემდეგში მაინც მოხვდებიან ????

 



№16 სტუმარი სტუმარი megi

Am istoriebidan ramodenime maqvs wakitxuli da gamixarda rom aq moxvdnen es istoriebi.magram dzaaan guli damwyda ert mweralze mariamis istoriebi rom ar iyo aq naxsenebi bevri dzaan magari istoria aqvs am saitze dawerili da ert erti gamorcheuli da jer jerobit bolo istoria "mezobeli qmari da sayvareli "imedia meore nawils tu gaaketebt iq aucileblad moxvdeba

 



№17  offline მოდერი bibo

ჰო გამიხარდა ყველა ის რო არის ვინც წამიკითხია ვინც მოახერხადასული ამიფორიაქა.მათ მოახერხეს სამყაროს ფერები იმდენად შემეგრძნო რამდენადაც მზე სხივებს იტაცებს .თქვენ შეძელით თან დაგეხატათ და თან წაგეშალათ ,ერდროულად გაგეფერადად და კვალი არ დარჩენოდა :* იმ წამიდან რაც აქ მოვხდი ვთვლი რო თუ სადმე სამოთხე არსებობს ეს აქ არის და მე მას თქვენ ისტორიებს უწოდებ დედამიწაზე მყოფ სოთხეს.თქვენით ვიწყებ ვასრულებ და მე თქვენთანვარ.
აი ასე უბრალოდ სიყვარულის სუნი აგსდით
ბედნიერრბის ფერები აგდით
მე რო შემეძლოს სამყაროს დახატვა თქვენ ისტორით დავხატავდი
ვიტყვი რო ეს ჩემი სამყაროა
აქ მე თქვენ ისტორიებთან ის ვარ ვინც ვარ ცხოვრებაში
ზოგჯერ მორცხვი,უკარება თავნება
მოლაყბე მოტიტინე,უბრალო არაფრით განსხვავებული,მოსიყვარულე
ის ვისაც ქუჩაში უბრალოდ ჩაუვლი
რომელსაც შეუძლია იმ ორი სიტყვით მოგეფეროთ
თქვენ რო არა დავშაქრდებოდი :დ
თქვენ რო არა ვერ მივხდებოდი
რო შემიძლია ასე უცხო მიყვარდრს
ვწერდე და ვგრძნობდე რო ერთ უბანს ერთ ქუჩას და ერთ დედამიწას ერთად ვქმნით
მადლობა თქვენ რო არსებობთ ჩემცხოვრებაში იმდენი დოზით რაც საჭიროა:*
დავამატებდი კიდე მეორე თხუტმეტს კი არა ათას თხუტმეტ
მეწყინა რო არ იყო
მარგუშა,კეკე ანსი , თუკა მარიელა სამოელ ქრეეიზი , მალინა , ჩემი მარ იამი მეორე მარი .ნუცა ნინი ესენი ქმნიან ამსაიტს და ვთლი რო დაკლდა :(((((
ჰოდა გახსოვდეს
რო მზე თქვენით ამოდის
დედამიწა თქვენ გარშემო ტრიალებს
სამყაროს თქვენ ატრიალებთ
და უბრალოდ ეს ერთი პაწია გადარეული ბავშვი გიჟდება ენზე მასზე ყველაზე გახსოვდეთ
ვგიჟდები მე თქვენზე
აი ასე უბრალოდ მიყვარხართ
იქამდე სანამდეც სიტყვები
და ხელები გაწვდება
ხო ასე შესაძლებელია გიყვარდეს
ის ვისაც არ იცნობ
გრძნობდე და უბრალოდ შენი იყოს :*
ჩემ მზეს თქვენ ათბობთ

 



№18 სტუმარი Daldonidaldoni

ყველა ძალიან კარგი და მაგარი ისტორიაა. მართლაც საუკეთესოებია . რომლებიც შეიძლება რამოდენიმეჯერ .დაუღალავად წაიკითხო.თუმცა ბევრი საინტერესო და შთამბეჭდავი ისტორიაა ამ საიტზე .რომლებიც შეიძლება დაემატოს ამ ჩამონათვალს

 



№19 სტუმარი makukuna

ელენიკო დამაკლდა, ძალიან worried heart_eyes

 



№20 სტუმარი სტუმარი Barca

მართლაც კარგი სიახლეა.აქედან ორი არ მაქვს წაკითხული და ეხლავე ჩავუჯდები.უძლიერესი ნაწარმოებია ყველა და მინდა თითოეულ ავტორს ვუსურვო წარმატებები და მუდამ მოსვლოდენ მუზები ????

 



№21  offline მოდერი gonegirl

მადლობა ყველა მკითხველს, განსაკუთრებით იდეის ავტორს )) ძალიან მიხარიხართ და მაბედნიერებთ ^^
--------------------
You're a bad idea but I like bad ideas

 



№22  offline ახალბედა მწერალი lullaby

terooo
რამდენიმე ჩემი რჩეული ა. .
ჩემო ვანილო გილოცავ...

ვგიჟდები შენზე <3 მადლობა დიდი ^^

 



№23 სტუმარი სტუმარი elis

გამოკითხვა სად ტარდება?

 



№24 სტუმარი Daldonidaldoni

სასიამოვნო სიახლეა.ყველა ისტორია წაკითხული მაქვს და თან რამდენჯერმე .არაჩვეულებრივი ისტორიებია .საინტერესო და შთამბეჭდავი დავიწყებას საშუალებას რომ არ მოგცემს . თუმცა ბევრის დამატება შეიძლება. ამ საიტზე ძალიან კარგი და უმაგრესი ისტორიებიაა.

 



№25  offline ახალბედა მწერალი lullaby

სტუმარი elis
გამოკითხვა სად ტარდება?

საიტის ფეისბუქ გვერდზე
Margaritha Loki
აუუუუუ *_* ტკბილობებიიიიიი ???????????????????? (აქ შოკოლადები წერია მაგრამ კითხვის ნიშნები ჩანს ;(( :დდდ )
არა ხო ყველა ზიღვარულებია (რაც წამიკითხავს) მაგრამ ჩემი ბოშები ჩემია ი ვსიო ;))) ❤❤❤ მიყვარს და ვგიჟდები დღემდე :დდდ❤❤ ავტორი არ მიცნობს მე და არ იცის როგორ მიყვარს ისტორიიანად :დდდდ ❤❤ არც ის იცის თავისუფალ დროს თვალს რომ ვავლებ ხოლმე :დდ❤❤
წარმატებები და კიდევ ბევრი ასეთი გემრიელობები შეგექმნათ ნიჭიერებო :*** გულებით მაინც აგავსებთ :დდდდდდდ
❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤❤

ოოხ შენ რა ხააარ :დდ :დდ ❤❤მადლობა ამ ერთგულებისთვის და დამიჯერე, ბოშებსაც უყვარხარ ????????❤❤

 



№26 სტუმარი Ana

ილონა
'კატერინას' პირველი თავები წაკითხული მაქვს, სამწუხაროდ, რაღაც მიზეზების გამო ვეღარ გავაგრძელე , მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ ბოლომდე..აი , აუცილებლად
'ცივი სითბო'..ამ ისტორიმ ძალიან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა, ძალიან ძალიან დიდი♡
'ტყვე'..მახსოვს როგორ გაფაციცებით ვკითხულობდი, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია♡
'საზამთროს მურაბა' ძაალიან საყვარელი ისტორიაა, ძალიან, და ასევე სასიამოვნო წასაკითხი♡
აი 'შრამიანი' და '(გა)ვაფრენთ'....ამ ორ ისტორიაზე უბრალოდ ვგიჟდებიი... მეტს ვერაფერს ვიტყვი, უნდა წაიკითხო მთელი გულით, რომ იგრძნო ...ჩემთვის ეს ორი საუკეთესო მწერლის საუკეთესო ისტორიებია♡

Kvelaperi gverdze gadade da katerinas chaujeki ❤amis arcakitxva codvaa

Pirveli 15adgili namdvilad girseulad ukaviat agnishnul istoriebs magram didi siamovnebit chavamatebdi someone crazy girl-is ormag grdznobebs, parvenus

Ana
ილონა
'კატერინას' პირველი თავები წაკითხული მაქვს, სამწუხაროდ, რაღაც მიზეზების გამო ვეღარ გავაგრძელე , მაგრამ აუცილებლად წავიკითხავ ბოლომდე..აი , აუცილებლად
'ცივი სითბო'..ამ ისტორიმ ძალიან დიდი შთაბეჭდილება დამიტოვა, ძალიან ძალიან დიდი♡
'ტყვე'..მახსოვს როგორ გაფაციცებით ვკითხულობდი, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო წასაკითხია♡
'საზამთროს მურაბა' ძაალიან საყვარელი ისტორიაა, ძალიან, და ასევე სასიამოვნო წასაკითხი♡
აი 'შრამიანი' და '(გა)ვაფრენთ'....ამ ორ ისტორიაზე უბრალოდ ვგიჟდებიი... მეტს ვერაფერს ვიტყვი, უნდა წაიკითხო მთელი გულით, რომ იგრძნო ...ჩემთვის ეს ორი საუკეთესო მწერლის საუკეთესო ისტორიებია♡

Kvelaperi gverdze gadade da katerinas chaujeki ❤amis arcakitxva codvaa

Pirveli 15adgili namdvilad girseulad ukaviat agnishnul istoriebs magram didi siamovnebit chavamatebdi someone crazy girl-is ormag grdznobebs, parvenus

Da aseve parvenus shemtxvevit dakorcinebuls

 



№27 სტუმარი ანიუტკა

კატერინა უდაოდ პირველია ჩემთვის :) ყველა ისტორია ნამდვილად გამორჩეულია და მომწონს. კიდევ დავამატებდი "მე გიტოვებ ჩემი ცხოვრების ათვლის წერტილად" ამ ისტორიას. რამდენჯერმე წავიკითხე უკვე და მართლა წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა ჩემზე, ბრავო ავტორს ????????????

 



№28  offline წევრი An_Gel

ანიუტკა
კატერინა უდაოდ პირველია ჩემთვის :) ყველა ისტორია ნამდვილად გამორჩეულია და მომწონს. კიდევ დავამატებდი "მე გიტოვებ ჩემი ცხოვრების ათვლის წერტილად" ამ ისტორიას. რამდენჯერმე წავიკითხე უკვე და მართლა წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა ჩემზე, ბრავო ავტორს ????????????

უღრმესი მადლობა, ძალიან გამახარეთ heart_eyes heart_eyes

უზომოდ მიხარია ჩემი ისტორიაც რომ არის ასეთ ისტორიებსა და ავტორებს შორის. "კატერინას" წერისას, რას ვიფიქრებდი, ასე თუ იქნებოდა :დდ მადლობა ძალიან დიდი, სიყვარულებო heart_eyes heart_eyes

 



№29  offline წევრი Mrs grey

ორ ისტორიას გამვყოფ გავაფრენთ და ლურჯი მთვარე ❤️ ამ ორი ისტორიის თითოეული ბგერა მიყვარს.. მავსებს და ბოლომდე მცლის❤️❤️ დანარჩენ ისტორიებს რაც შეეხება ისეთი სიამაყით ავივს, რომ ასეთი მაგარი ბავშვები გვყავს❤️❤️ დამაკლდა ბევრი ისტორიაა მიუხედავად იმისა რომ ზუსტად ვიცი შემდეგ გამოკითხვაში იქნება... არ მეყო მხოლოდ 15????????

 



№30 სტუმარი ანიუტკა

An_Gel
ანიუტკა
კატერინა უდაოდ პირველია ჩემთვის :) ყველა ისტორია ნამდვილად გამორჩეულია და მომწონს. კიდევ დავამატებდი "მე გიტოვებ ჩემი ცხოვრების ათვლის წერტილად" ამ ისტორიას. რამდენჯერმე წავიკითხე უკვე და მართლა წარუშლელი შთაბეჭდილებები დატოვა ჩემზე, ბრავო ავტორს ????????????

უღრმესი მადლობა, ძალიან გამახარეთ heart_eyes heart_eyes

უზომოდ მიხარია ჩემი ისტორიაც რომ არის ასეთ ისტორიებსა და ავტორებს შორის. "კატერინას" წერისას, რას ვიფიქრებდი, ასე თუ იქნებოდა :დდ მადლობა ძალიან დიდი, სიყვარულებო heart_eyes heart_eyes

მართლა სიტყვები არ მყოფნის იმ ემოციის გადმოსაცემად რაც წაკითხვისას დამეუფლა. ეხლა ველოდები ხელი მოვიკეთო ისე, რომ თავიდან ბოლომდე გემრიელად წავიკითხო :) ძლივს ვიკავებ თავს ეხლავე რომ არ დავიწყო ????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent