შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი გზა ბედნიერებისკენაც მიდი ( თავი 4) დასასრული


10-12-2017, 00:08
ავტორი თუკა
ნანახია 4 196

ერთი გზა ბედნიერებისკენაც მიდი ( თავი 4) დასასრული

მეორე დღეს სამსახურში ჩვეულებრისამებრ წავედი, ფეხები უკან მრჩებოდა, მეშინოდა რომ სადმე გადავაყდებოდი მის თვალებს, მის ხელებს მის ტუჩებს.. დერეფანი ჩუმად გავიარე და კაბინეტში შესვლას ვაპიებდი რომ მისი ხმა გავიგონე ზურგს უკნიდან
– დილა მშვიდობისა ხატია, გუშინ რა საბუთებიც გთხოვე მზად არის?
– დიახ, მიუტრიალებლად გავეცი პასუხი და კარის სახელს მაგრად ჩავკიდე ხელი რომ არ დავცემულიყავი.. ვიცოდი რომ შევტრიალებულიყავი მის სახეს დავინახავდი და უარესად მეტკინებოდა გული...კაბინეტში შევედი თუ არა შემომყვა და სანამ საბუთებს ვეძებდი მანამდე გახევებული იდგა შუა ოთახში... მისკენ სულ რაღაც ორი ნაბიჯი გადავდგი და საბუთები გავუწოდე. ხელები მიკანკალებდა, სახეზე ფერი არ მედო ცალი ხელით მაგიდის კუთხეს დავეყრდენი და ცრემლით სავსე თვალები დავმალე..
– ცუდად ხარ?– შეშინებულმა მკითხა და თავი ამაწევინა. მოულოდნელად გადმომვივდა ცრემლები , შეშფოთდა, როგორ არ მინდოდა დაენახა რომ ასე მტკიოდა მის გარეშე ყოფნა. მაშინვე შეკრთა..
– არა კარგად ვარ. ჯიუტად ვუპასუხე და სავარძლისაკენ წავედი.... საბუთების გამო მადლობა გადამიხადა და ოთახიდან სანამ გავიდოდა რამოდენიმეჯერ შემომხედა... თავდახრილი დავყურებდი მაგიდას თავი არ ამიწევია... ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ტიტემ კარები ფრთხილად დაკეტა.. გავიდა და ვიგრძენი როგორ გაიყოლა ჩემი გული თან, სხეულში საშინელმა ტკივილმა დამიარა. სული მეხუთებოდა, ყელში ხელებს მიჭერდნენ აივანზე გავვარდი და გრილი ნიავი ღრმად ჩავისუნთქე..მოაჯირს ორივე ხელით დავეყრდენი და ცრემლები თავისით წამომცვივდა... მხარზე ხელის შეხებამ შემაკრთო, ლევანი იყო. სიტყვის თქმას ვერც ერთი ვერ ვბედავდით... ორივე ხელი მაგრად შემომხვია და თავზე მაკოცა..
– რო იცოდე რა ცუდად ვარ ხატია, რომ ვერც ერთს ვერ გეხმარებით. ასე გამწარებული ტიტე არასოდეს მინახავს.. ძალიან სტკივა , ჩემთვის რომ დაგეჯერებინა და სიმართლე გეთქვა ასე არ მოხდებოდა ხატია.. ტიტეც მართალია თავისებურად, ის კაცია, თავს დამცირებულად გრძნობს, ცუდად გამოგივიდა.. მისი მოვალეობა იყო დაეცავ, ახლა რა გააკეთე..
– ძალიან ცუდად ვარ, გეფიცები ლევან ასე მშობლების დაკარგვის მერე არ ვყოფილვარ, მისი გამოჩენით ახალი იმედი ჩამესახა , ბედნიერება მოვიპოვე ახლა კი რა გავაკეთე როგორც მოვიპოვე ასევე დავკარგე, წავალ და ვეტყვი რომ მის გარეშე ვერ ვცოცხლობ, რომ მირჩევნია მოვკვდე ლევან, ჰაერი მეცოტავება მისი თვალების გარეშე.. ასე რა ჯანდაბამ შემაყვარა ... ასე როგორ შევიყვარე რომ ახლა მის გარეშე ადამიანს აღარ ვგავარ...
– წამოდი, ერთად წავიდეთ .. ვეცდები შენთან ერთად ავუხსნა ეს ყველაფერი.. წამოდი, ის ისეთი ჯიუტია აუცილებლად უნდა გადადგათ რომელიმემ პირველი ნაბიჯი და თუნდაც ეს შენ იყო, ეს ყველაფეი შენი ბედნიერების გამო უნდა გაკეთო...
**
ლევანმა წინ დამიყენა და ტიტეს კაბინეტის კარი შეაღო... გაოცებისაგან ადგილზე გავშეშდი.. ტიტეს წინ მაგიდაზე მშვიდად იყო ჩამომჯდარი ნია და მთელ სახეს უკოცნიდა ტიტეს... გული ტკივილისაგან შუაზე გამეხლიჩა... ვიგრძენი როგორ მომიჭირა რაღაცამ და თვალებში დამიბნელდა.. ჩვენი შესვლა არც კი გაუგონიათ ისე იყვნენ ალერსით გართულები.... მაგრად მომიჭირა მკლავზე ხელი ლევანმა და გაყვანა დამიპირა მაგრამ ადგილიდან ნაბიჯი ვერ გადავდგი, ადგილზე გავიყინე, სახეზე ალმური მომედო, ცხელმა ცრემლებმა უმალ იპოვეს თავშესაფარი და იატაკზე ერთმანეთის მიყოლებით დაეცნენ... მთელი ენერგია მოვიკრიბე და ერთი ნაბიჯი გადავდგი მისკენ...
– ტიტე.... ძივს ამოვღერღე და როცა მის გაოცებულ თვალებს გადავეყარე, ძალა გამოცლილი ჩავესვენე ლევანის მკლავებში...
თვალები რომ გავახილე ტიტეს კაბინეტში დივანზე ვიწექი და თავზე სასწრაფოს ექიმები დამტრიალებდნენ.. ბუნდოვნად ვხედავდი და ვარჩევდი მათ სახეებს, ვგრძნობდი როგორ მიჭერდა ვიღაცა ხელზე ხელს...მზერა მისკენ გადავიტანე ნინა მეჯდა გვერდით და შეშფოთებული სახით მიყურებდა. ოდნავ გავუღიმე და წამოჯდომა დავაპირე მაგრამ ექიმმა დამიჭირა და არ წამოდგეო მაშინვე მითხრა..
– ისე უმჯობესი იქნება ანალიზებს თუ ჩაიტარებთ ქალბატონო ხატია, სისხლში შესაძლოა ცვლილება გქონდეთ, წნევის ცვალებადობა გქვთ.. არაფერს გაწყენთ გამოკვლევები..
– კარგით, გამოვიკვლევ , არაფერი იქნება. უბრალოდ ნერვიულობის ბრალია. ახლა უკეთ ვარ, წამოდგომა მინდა ..
– კარგით ახლა ადექით და ხვალვე თუ მიაკითხავთ ექიმს კარგს იზავთ..ახლა კი დასვენება არ გაწყენდათ. კარგი იქნება სახლში თუ წახვალთ და დაწვებით..
ექიმები გავიდნენ თუ არა ჩემს ოთახში გავედი და ნინასთან და ლევანთან ერთად , ცივი წყალი მოვსვი და აცრემლებულმა გავხეე ლევანს.
– ბოლოს და ბოლოს რა მოხდა ვინმე მეტყვით? გაცეცხლებულმა დაიწყო ნინამ საუბარი და ჩემსკენ წამოვიდა..
– არაფერი მომხდარა ნინ უბრალოდ გონება დავკრგე, ალბად გადავიღალე.
– ექიმი მართალი იყო ჯობია სახლში წახვიდე და დაისვენო, ხვალ მაინც პარასკევია და აღარ მოხვიდე.. დაისვენე და ორშაბათს გამოდი..
– ლევან არ ვარ ცუდად, მორჩა კარგად ვარ.. საკმარისია, ჩემზე ტყუილი ზრუნვა.. მორჩა გადით ეხლა საქმე მაქვს , უნდ დავამთავრო.... საკმარისია პანიკა და ტყული დარიგებები- გაბრაზებული გავეპასუხე და საბუთებს ვტაცე ხელი ნერვიულობის გადასაფარად...
კიდევ ბევრი რამის თქმას ვაპირებდი რომ ოთახში ტიტე შემოვიდა , სავარძელზე დაგდებულ ჩემს ჩანთას დასტაცა ხელი , მოულოდნელად შემოტრიალდა ჩემსკენ ზედ აც კი შემოუხედავს ისე დამტაცა მკლავში ხელი და მანქანამდე თრევით წამიღო, ცხოველს და გიჟს ვეძახდი მთელი გზა თუმცა ხმა არ ამოუღია.. მანქანა სახლთან გააჩერა, კიბეებზეც სულ ძალით ამიყვანა, სახლში შევედით თუ არა ცოტა მოლბა, საძინებელში შემიყვანა და საწოლზე წამომაწვინა..
– მიუხედავად იმისა რომ შენი ქცევით ცხოვება დამინგრიე, ყველანაირი იმედი გმინადგურე, იცოდე რომ ცხოველი არ ვარ, თავს მიხედე შენი საქმის კეთება არ მჭირდება. ორშაბათამდე არ გამოხვიდე.. გასაგებია? თუ რამე გინდოდეს ლევანს დაურეკე, თუ გინდა მე დამირეკე, პრობლემა არ მაქვს, ოღონდ იცოდე არ დაგინახო სახლიდან გასული.. ზურგი მაქცია და კარბისაკენ წავიდა რომ ფეხზე წამოვხტი და ზურგიდან მოვეხვიე
– ძალიან მიყვარხარ, უშენოდ ვერ ვცოცხლობ არაფერი გამომდის ტიტე...
– უნდა გამოგივიდეს თავს ძალა დაატანე– არც შემობრუნებულა ისე დამიბრუნა პასუხი და სახლიდან გავიდა... იატაკზე მოვიკეცე და ხმახმაღლა დავიწყე ტირილი.. ჩემი ხმა ისეთი უცხო და სხვანარი იყო გეგონებოდათ ტირილის ნაცვლად ვბღაოდი..
მთელი ღამე ვფიქრობდი როგორ შევგუებოდი ტიტეს გარეშე ცხოვრებას, თავში ერთადერთ აზრი მომივიდა უკან გერმანიაში უნდა წავსულიყაი, მხოლოდ იქ შემეძლებოდა მშვიდად ყოფნა, იქ ვეღარ გადავეყრებოდი მის თვალებს და ჩემი სულიც თავის განსასვენებელს იპოვიდა.. დილით მზის სხივებმ გამომაღვიძეს, ჩემს სახეზე დახუჭობანას თამაშობდნენ, გიჟებივით დახტოდნენ და მოსვენებას არ მაძლევდნენ...თავი ავწიე თუ არა საშინელი თავბრუს ხვევა ვიგრძენი,საათს დავხედე ათი ხდებოდა... ხაათი შემოვიცვი და სააბაზანოსაკენ გავლასლასდი.... იქიდანსამზარეულოშ გადავინაცვლე ჩაიდანი დენში შევაერთე და მაცვარი გამოვხსენი.. სასუსნავების გამოღებას ვაპირებდი მობილრმა რომ დამირეკა, რა თქმა უნდა ნინა იყო...
– ხატია, როგორ ხარ? როგორ გეძინა? ექიმთან მიდიხარ დღეს?
– ნინა, სათითაო კითხვა დამისვი რა, კარგად ვარ, არა ცოტა გული მერევა, გუშინ არაფერი მიჭმია და დღეს საოცრად მშია..
– რას ილუკმები გოგო ასეთს, ჯერ გადაყლაპე მაინც რა...
– ყველს ვჭამ, რაღაც ახალი ყველია, შენ მიტანე?
– მე არაფერი მომიტანია, შენ კარგად ხარ მანდ? გინდა გამოგყვე??
– არა არ მინდა, შენ მანდ მარტო ხარ? ჩამოვიდა ნანა და სოფო??
– არა მარტო ვარ , რა იყო?
– არაფერი, მაშინ ჩემთან მოდი მარტო ყოფნა არ მინდა , და რო მოვალ პიცა გამოვაცხოთ გინდა?? ნინაკო გთხოვ გთხოვ..
– კარგი კარგი, შენ წადი ექიმთან და მე გამოვალ ახლა.. როცა მოხვალ მანდ ვიქნები...
**
თხუთმეტ წუთიანი ლოდინის მერე ექიმთან შევედი და მის წინ ძალა გამოცლილი დავჯექი.. შეშფოთებული სახით შემომხედა, ფეხზე წამოდგა და ჩემსკენ წამოვიდა...
– მგონი ცუდად ხართ არა? ფერი არ გადევთ სახეზე,
– დიახ, რაღაც თავბრუს ხვევას ვგრძნობ უკვე დიდი ხანია.. მოკლედ ზოგადად არაფერი მაწუხებს მაგრამ გუშინ გული გამეპარა და სასწრაფოს ექიმმა ანლიზების გაკეთება მირჩია..
– სულ ესაა? მე კიდევ მგონია რომ თქვე რაღაც გაწუხებთ, ასეთი ფერმკრთალი არ უნდა იყოთ. ხატია ხომ?
– დიახ ხატია ყანჩელი...
– ხატია შვილო, ალერსით მომმართა და მკლავზე ხელი მამაშვილურად დამისვა.. შენი დაზღვევა საშუალებას გძლებს გამოიკვლიო ყველაფერი, მოდი ასე გავაკეთოთ, ახლა შედი კარდეოლოგთან, მერე შედი ეხოზე, არა მანდმე შემოგყვები და ყველაფერზე გავიკეთოთ ეხო, რატომღაც მგონია რომ ეს გაფითრებული კანი, ამოშავებული თვალები , ღებინება მოკლედ არ მინდა რაიმე ცუდზე ვიფიქრო და უმჯობესია წვიდეთ...
გული საშინლად მიძგერდა,ვინანე რომ ჩემი გოგოები არ წამოვიყვანე, ნინას ასე ვერ გავიმეტებდი,ფეხები უკან მრჩებოდა ისე ავნერვიულდი... ბატონი გიორგი ჩემზე წინ შევიდა მერე კარდიოლოგთან შემიყვანა და ათ წუთიანი ქმედებების მერე ჩემი გულის ნაკვალევის ახსნა განმარტება დაიწყეს... მერე დავინახე როგორ გადაუჩურჩულა რაღაც ბატონ გიორგის და მანაც მორიგ ექიმთან გამაქცია..ეხოსკოპიაზე ახალგაზრდა გოგონა დამხვდა დამინახა თუ არა გამიღიმა და დაწექიო მანიშნა..
– ხატია, ახლა მუცელზე ამ ჟელეს დაგასხავ და მერე მე და შენ ერთად დავათვალიეროთ შენი ორგანიზმი კარგი? მოდი მაინც რადგან ქალი ხარ საკვერცხეებით დავიწოთ ხშირად აწუხებთ ხოლმე ქალებს.. ხომ არ ნერვიულობ..
– ახლა ავნერვიულოდი, ასე ექიმებთან პირველად ვარ..
– სანერვულო არაფერი, აი ნახე, ეკრან შენსკენ მოვატრიალე და ყველაფერს აგიხსნი კარგი??
– კარგით...სახეზე ვაკვირდებოდი, საკმარისი იყო მისი შშფოთებული სახე ერთხელ მაინც დამენხა რომ უკვე მზად ვიყავი ტირილი დამეწყო, გულში ანდერძი უკვე დაწერილი მქონდა, მხოლოდ იმაზე ვნერვიულობდი რომ ტიტესთან ერთად ძალიან მცირე დრო გავატარე... მითხარით რაიმე ცუდი მჭირს? ოთახში გამეფებული დუმილი დავარღვიე..
– ხატია, რატომ არ გვითხარით ორსულად თუ იყავით?– გაკვირვებულმა მკითხა და გამიღიმა,, ყველაფრის მიზეზი ესა ბატონო გიორგი...
– რას ლაპარაკობთ, მე ორსულად არ ვარ...
– ხარ, სამი კვირის ორსული ხარ, მალე დედა გახდები, შეგიძლია შენი პატარას მამიკო გაახარო..
– კი მაგრამ როგორ? მე ხომ თვიური ჩვეულებრივ მქონდა..
– საქმეც მაგაშია და ამიტომ ვერ გაიგე რომ ორსულად იყავი, ჩემო ლამაზო, ბატონმა გიორგმ წამომაყენა და ოტახიდან გამიყვანა.. ემოციებისაგან გადტვირთული ვიყავი ხმას ვერ ვიღებდი, ვერ ვიჯერებდი რომ ჩემში კიდევ ერთი სხვა არსება იყო, რომელსაც ჩემი შვილი ერქვა.. ექიმებს მადლობა გადავუხადე და კლინიკიდან გაოცებული გამოვედი. სანამ სახლში მივედი მილიონჯე ვცადე ტიტესთან დარეკვა და მისთვის სიმართლის თქმა მაგრამ გული ბოლომდე არ მიშვებდა.. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა...
მთელი საღამო საწოლში გავატარე, ცალი მხრიდან ლევანი მედგა მეორედან კი ნინაკო, რომელსაც უკვე მუცელი მოქცეოდა და სადაც იყო პატარას გვაჩუქებდა...
– რა გითხრა რომ ვეღარ გკითხე, დამნაშავესავით მითხრა ლევანმა და გამიღია..
– ისეთი არაფერი გადაღლილი ხარ და ცოტა საისვენეო..
– ხოდა ძალიან კარგი, ახლა იწექი ეს დღეები და მთელ ძალას აღიდგენ... ლოყაზე საჩქმეტად გამოწეული ხელი ლევანს ჰაერში გაუშეშდა, მობილურზე ვიღაცამ დაუეკა და შეშფოთებული წამოხტა საწოლიდან..
– მოხდა რამე?– ერთდ დავიყვირეთ მე და ნინამ და ლევანს შევხედეთ..
– უნდა წავიდე, ნინა აქ იყავი, ალბად დილამდე ვერ მოვალ..
– ლევან რა მოხდა? ტიტეს მოუვიდა რაღაც ხო ასე?– შეშინებული გადმოვახტი საწოლს და მასთან გავჩნდი...
– არ ვიცი ხატია არ ვიცი.. დაცვამ დამირეკა გაგლეჯილი მთვრალი ამოვიდა წყნეთის სახლში და სახლში ვერ შეგვყავს ეზოში ზის და სვავსო..მანამდე სახლში დაულეწია ყველაფერი .. უნდა წავიდე.. მისმინე არ გაბედოთ დარეკვა არც ერთმა, საქმეს როგორც მოვაგვარებ დაგირეკავ..
**
სახლის ეზოში იჯდა ტიტე და ტირილს ვერ იკავებდა.. სახე ხელებში ჩაერგო და ბატარა ბავშვივით ქვითინებდა... ბოთლიდან რამოდენიმე ყლუპი ლუდი მოსვა და მიწაზე გადაწვა, ცა მოღრუბლულიყო, ვარსკვლავები არსაიდ ჩანდა..მთვარეც სადღაც მიმალულიყო...ხელები თავქვეშა მოიწყო და თვალებიდან წამოსულ ცრემლებს გასაქანი მისცა.. თალები დახუჭა და ხატიას სახე მკვეთრად წარმოუდგა თალწინ... როგორ ტიროდა მშობლების საფლავზე, ცელქი ქარი როგორ უწეწავდა თმას და თავზე მოდებულ შავ მანდილს აცლიდა.... მერე როგორ მოიქცია მკლავებში და როგორ გამოუყდა რომ ყვარდა, აქ სწორადაც რომ აქ ამ ეზოში ამ ადგილას... როგორ გაუმხილა თავისი გულის ნადები და სული გაუხსნა... როგრო გახადა მისი სიმპატიე, ახლა რა ხდებოდა მის ცხოვრებაში? ახლა რა შიეცვალა?! ყველაზე დიდი რამ დაკარგა, ან იქნებ აც დაუკარგას და უბრალოდ გაუშვა, უფლება მისცა წასულიყო..რომ შეძლებოდა დაბრუნება რას იზავდა? არც არაფერს, მას ხომ შეეძლო ამ წუთშივე წასულიყო ხატიასტან მაგრამ არა. ეს ოხერი სიამაყე არ მისცემდა იმის უფლებას რომ ხატიას წინაშე თავი დაეხარა, დაამირა, ხო სასაცილოა და ეს მისთვის დამცირებას ნიშნავდა ტიტე თავის მოვალეობად თვლიდა საყვარელი ქალის დაცვას და ამ დროს რა გაუკეთა ხატიამ? არა არა , არაა, არ ვაპატიებ, არასოდეს არ ვაპატიებ, მაგრამ გულიდანაც ვერ გავიგლიჯავ არ შემიძლია, – გიჟივით დაიყვირა და წამოჯდა.. ლევანის ხელის შეხებამ შეაკრთო და გაავებულა გაიხედა მისკენ.
– დამშივიდდი მე ვარ ტიტე.. არაფერს გკითხავ ისედაც ვიცი რა გაწუხებს , რა გჭირს და ის რაც მინდოდა მეთქვა შენ თავს უკვე უთხარი...
– როგორაა? იყო ექიმთან?
– და შენ ეს გაინტერესებს??
– ლევან!– რადგან გეკითხები ესეიგი მაინტერესებს ხო...
– კაი დამშვიდდი, იყო. ასე თქვა დასვენება მირჩიაო, თუმცა არ ვიცი რატომ მაგრამ ასე მგონია რაღაცას მალავს.. ნინამაც არაფერი იცის..
– რას უნდა მალავდეს, რადგან ასე თქვა ასეც იქნება..
– არ ვიცი ტიტე, იმედია ასეა, იმედია... მაგრამ არ ვიცი მაინც ეჭვი მეპარება რაღაც რავიცი რა გითხრა.. ტიტე ასე ვეღარ გავაგრძელებთ, შენ აქ იკლავ თავს იქ ხატია, ადამიანს არ გავს, ტირის თავს ვერ პატიობს რომ ასე მოხდა, ასე ძალიან ნუ დატანჯავ რაა.....
– ნუ დავტანჯავ? მე როგორ ვარ შემომხედე.. მიყურებ ლევან? ადამიანს აღარ ვგავარ, იცი რად მიჯდება მისი სახის დანახვა და არაფრის თქმა? მასთან ახლოს ყოფნა და არ შეხება? გული მიკდება როცა მის ტუჩებს ვხედავ ლევან მისი კანის სურნელი, იცი როგორ მენატრება? მისი შეხება და ალერსი...
– მოიცა , მოიცა რაებს ბაზრობ ტო.. შემომხედე გაუბერე??? ტიტე თვალაბეში შემომხედე თქო... ხატიასთან იწექი??გამაგებინე, ხატიასთან იწექი თქო?
– ხო, ლევან. ვიწექი... და...
– და რა??? გამაგებინე... ტიტე და რა???
– არ მინდოდა ეს ქორწილამდე მომხდარიყო, ის. მოკლედ მისთვის პირველი მე ვიყავი..
– ახვ***ვით მოიქეცი ხვდები? მისთვის პირველი იყავი და ასე უცებ მიატოვე? რას აკეთებ ტო, აზრზე მოდი რა... მოგენდო, შენთან დაწვა ესეიგი ასე უყვარხარ და შენ რა გააკეთე ???? ტიტე გამოყ**დი? შემომხედე .
– ხოო გამოვყ**დი , მისმა სიყვარულმა გამადებილაა...
– ადგები და წამოხვალ , ახლავე მასთან წამოხვალ და შეურიგდები..
– არა–თქო. მორჩა და გათავდა . არაააა– პერანგის საყელოში ხელი სტაცა ტიტემ ლევანს და ტკივილით სავსე თვალებში ჩახედა. შენ იცი რა ძნელია როცა საყვარელი ქალი შენს თვალწინ ვიღაც სხვა კაცს კოცნის, მერე ეს კაცი მამაკაცი მასზე ძალას ხმარობს და შენ ამ დროს არაფერი იციი , ესაა კაცობა? ასე უნდა დაიცვა ქალი რომელზეც გიჟდები??
– ტიტე, ვიცი რასაც ამბობ მაგრამ მისიც გაიგე რააა..
– არა ვერ გავიგებ არააა. არ არსებობს მიზეზი რომელიც ამას გამაგებინეს ლევან, არ არსებობს. მის გარეშე სული გამიშრა მაგრამ ,მასთან არ მივალ....
– კარგი, დამშვიდდი, ადექი მოდი, დამეყრდენი, სახლშ შევიდეთ და დაწექი....
ლევანმა ძლივს წამოაყენა ტიტე და სახლისაკენ წაიყვანა რომ კარის მხრიდან დაცვას შეხლა–შემოხლა ქონდა ვიღაცასთან, გაოგნებულებმა შეხედეს ერთმანეთს და მათენ წავიდნენ... კარგთან შავი მანქანა იდა და ამაოდ ცდილობდა შიგნით შესვლას..
– აქ რა ხდება?– გაბრაზებულმა დაიყვირ ტიტემ და დაცვა განზე გასწია..
– ეს პიროვნება შემოსვლას ითხოვს ბატონო ტიტე.. მგონი ნორმალური არაა.
– მართალი ხარ შენ კახაბერ, ნორმალური არაა ეს. მანქანა გააჩეროს მანდ და შემოუშვი.. დიდი ხანია ხელები მექავება და უნდა გაუერთიანო ცხვირ–პირი...
– არა , არ შემოუშვა ეს აქ– საუბარში ლევანი ჩაერთო და დაცვას ანიშნა ტიტეს გზა გადაუღობეო... შენ აქ რას აკეთებ უჩა? ღია ფანჯარაში სტაცა ხელი საყელოში ლევანმა და ლამის ფანჯრიდან გადმოიღო...
– ეეე, მორჩი ლევან, საქმეზე მოვედი.. საქმე მაქვს ტიტესთან. ჩხუბს არ აპირებ. ხატიაზე უნდა დაველაპარაკო..ხატიას სახელის ხსენებაზე ტიტე გიჟივით გავარდა უჩასკენ და მანქანიდან გასმოსვლა კი არ სთხოვა უბრძანა..
– თქვი რა გინდა და წადი, შენი ცემის ხასიათზეარ ვარ..
– მისმინე, პირდაპირ გეტყვი სათქმელს, კარგად იცი მე და შენ ერთმანეთი გულზე არ გვეხატება მაგრამ დედაშენს უთხარი მომეშვას, არავის მოტაცებას არ ვაპირებ და ეს გაიგოს. ნუ მაიძულებს უარესი ძალა გამოვიყენო ტიტე..
– მოიცა მოიცა... ერთი წუთით რა.. დედაჩემმა გთხოვა რომ ხატია..
– ხო მთხოვა ხატია მოვიტაცო და მერე უამრავი გეგმა აქვს როგორ უნდა ვავნო, მაგრამ მე არც მკვლელი ვარ და არც უგულო დაიმახსოვრე ეს. შეიძლება ცუდი ბიჭი ვარ იმიტომ რომ შენთან რაღაც ვერ გავიყავი და უადგილო დროს გამოგიყვანე წყობიდან მაგრამ ქალს ასე ვერ მოვექცევი ..
– გასაგებია.. მადლობა რომ გამაფრთხილე, შენგან არ ველოდი.... უჩა წავიდა მაგრამ ლევანი და ტიტე დიდი ხანი იდგნენ კიდევ ერთ ადგილას.. ერთმანეთს უყურებდნენ და ხმას ვერ იღებდნენ...
**ნაწილი 14
მეორე დილით გერმანელ არქიტექტორებთან შეხვედრამ ორ საათს გასტანა, ბოლოს უკვე მოთიმების ფიალა მევსებოდა ისე მინდოდა ადგომა და გაქცევა.. ტიტე ორაზრონად უსმენდამათ საუბარს, ნაბახუსვზე ბრძანდებოდა და თავი უსკდებოდა ..ბორჯომის უკვე მესამე ბოთლს ცლიდა და შეჭმუხნილი შუბლით უსმენდა მათ საუბარს.. თათბირის დასრულების მერე როგორც ყოველთვის გადაპრანჭულ მდგომარეობაში იმყოფებოდა ნია და ომახიანად გამოაცხადა ყველანი მცხეთაში წავიდეთ ხინკალზეო, და ისეთი სიტყვებით აღწერდა ხინკლის ორთქლის და სუნის მოქმედებას რომ თავი ვერ შევიკავე და პირზე ხელ აფარებული გავვარდი საპირფარეშოში.... ცივმა წყალმა გონს მომიყვანა, ღრმად ჩავისუნთქე და კარებში გავედი რომ ლევანმა ხელი მტაცა და თავის ოთახში შემათრია.. ლამის ძალით დამსვა დივანზე და გვერდით მომიჯდა.. გაავებულმა შემომხედა, პასუხს ელოდა ჩემგან..სანამ ლევანი რაიმეს მეტყოდა გაფითრებული სახით შემოვარდა ტიტე, ჩემს წინ სავარძელი მთელი ძალით დაახეთქა და ჩაჯდა..
– აბა თქვი ეხლა რა გჭირს?! არ დაიწყო ზღაპრების მოყოლა ხატია, რომ გადაიღალე და ასე შემდეგ.
– არაფერი მჭირს ღმერთო ჩემო რა უნდა მჭირდეს.. გუშინ ნინამ საოცარი საჭმელი მოამზადა და შედეგს ახლა ვიმკი..
– არა ხო , მაგაში მართალი ხარ მართლაც საოცრება იყო– კვერი დამირტყა ლევანმა, მაგრამ ხატია რაღაცას გვიმალავ...
– არაფერს გეფიცებით...
– მომისმინე... ეხლა კარგად... მკლავში ცხოველივით მეცა ტიტე და შემანჯღრია. ეგ ტყუილები სხვებს უთხარი, თქვი მალე რა გაწუხებს ჭკუიდან არ გადამიყვანო ხატია...
– არაფერი მჭირს თქო და ნუ შემაღონე ტიტე.. მეორეც შენი საქმე არააა მე რა მჭირს და რა არა . გასაგებია? ყელში ამომივიდა შენი უაზროდ გადამეტებული ზრუნვა..
– წყობიდან ნუ გამოგყავარ ხატია , თორემ არ ვიცი რას ვიზავ. ან იტყვი რა გჭირს ან არადა გაგკოჭავ და ისე წაგიყვან ამ დედა მოტ***ულ ექიმთან... ორივე ხელი მაკრად მომკიდა მკლავში და დინიდან ძალით წამომაყენა.. წამოდი მივდივართ.
– შემეშვი ტიტე... ნუ მაჯანჯღარებ რააა
– რატომ? შენ ხომ რაფერი გჭირს, გიშავდება რამე ჯანჯღარით?? წამოდი თქო მე თვითონ მიგიყვან ექიმთან...მთელი ძალით დამეჯაჯგურა და კარისაკენ გამათრია, რომ შემთხვევით დავეჯახე სავარძლის თავს და ინსტიქტურად დავიყვირე, მაშინვე გამიშვა ხელი ტიტემ და ჩემსკენ შემოტრიალდა... რა გჭირს გოგო?– გაავებულმა დამიყვირა და ხელი შემაშველა რომ არ დავცემულიყავი...
– მომშორდი რა, მომშორდიი...არანორმალური ხარ, ავადმყოფო შენ...
– ტიტე შეეშვი, რას იქნევ აქეთ–იქით ამ გოგო თოჯინა ხომ არაა, შეეშვი დაჯდეს გაუშვი–თქო.. ძლივს გააშვებინა ჩემზე ჩაკიდებული ხელი ტიტეს და წყლით სავსე ჭიქა გამომიწოდა..
– ხატია. თუ გგონია გადამირჩი ცდები, ამ წყალს დალევ, და ხელში აყვანილს წაგიყვან ექიმთან, გავიგებ ერთი ასეთს რას მალავ..
– გეხვეწები ნუ მაჯანჯღარებ ოღონდ და ყველგან წამოგყვები ტიტე,, გთხოვ ნუ მეკიდები .. არ შეიძლება...
– რატომ გოგო? რატომ? რატომ? – ჭკუიდან გადავიდა ტიტე და მთელი ხმით მიყვიროდა, ლევანი კი მის დამშვდებას ამაოდ ცდილობდა...
– იმიტომ რომ ორსულად ვარ– სლუკუნით ვუთხარი ტიტეს და მზერა ავარიდე... კარგა ხანს იდგა ჩემს წინ გახევებული, ნაბიჯს ვერ დგამდა ჩემკენ, ბოლოს გონებაზე მოვიდა, მუხლებზე დაეცა ჩემს წინ და ცრემლიანი თვალებით ჩამხედა თვალებში....
– შვილი მეყოლება? მამა გავხდები?– შეშფოთებულმა მკითხა და პასუხის მოლოდინში სუნთქვაც კი შეეკრა..
– ხო, მამა გახდები – ღიმილით ვახარე და დავინახე როგორ აღებეჭდა სახეზე ყველანაირი ემოცია, ტკივილის, ბედნიერების , სიხარულის, გაბრაზების...მერე ნაზად დამისვა ხელები სახეზე და ცრემლით დასველებული თვალები მომიწმინდა..
– რატომ დამიმალე? რატომ არ მითხარი რომ შვილი მეყოლება, არ მჯერა. წარმოუდგენელია ასე მგონია რაღაც სიზმარში ვარ.. ლევან გესმის? მე შვილი მეყოლება....ხელზე მომკიდა ხელი და წამომაყენა, დახრილი სახე ამაწევინა და ოდნავ შემეხო ტუჩებზე... ჩემი სულელი გოგო. ახლა მივხვდი რატომ იყავი ასე ცუდად. ჩემი ლამაზი გოგო .ჩემი ერთადერთი.. ჩემი სიხარული.მადლობა რომ შანს მაძლევ გავხდე მამა ხატია... მიყვარხარ, ძალიან მიყვარხარ და იცოდე რომ მუდამ მეყვარები...
**
უკვე ათი ხდებოდა ტიტე სახლში რომ მივიდა.. იქ მსხდომთ გაღიმებულმა გახედა და ნიკას ანიშნა დამეხმარეო... ბატონმა გურამმა გაოცებულმა შეხედა შვილს და ხელით ანიშნა ტელევიზორის ყურებაშ ნუ მეფარები გაიწიეო... ტიტე კი ჯიუტად იდგა ერთ ადგილას გაყინული..
– ხდება რამე თუ ასე უნდა იდგე შუა ოთხში? გაიწიე ბიჭო ვუყურებ..
– ნიკუშ, ტელევიზორი გათიშე რა...ნიკამ გაოცებულმა გახედა ტიტეს და გადასართველის წითელ ღილაკს გაოცებულმა დააჭირა თითი.. ოთახში წამიერმა სიმშვიდემ დაისადგურა, როგორც ამბობენ ხოლმე ბუზის გაფრენის ხმაც კი ისმოდა..
– რა ხდება ტიტე? – ინტერესი ვეღარ დამალა ნიკამ და ძმას ახედა..
– დამალვას აზრი არ აქვს, არც საუბრის გაწელვას ვაპირებ, მინდა რასაც ახლა ვიტყვი კარგად გაიგოთ და ზედმეტი კითხვები არ დამისვათ...
– თქვი ბიჭო ბოლოს და ბოლოს რ ხდება–თქო...– გაბრაზებულმა იყვირა გურამმა და ფეხზე წამოხტა..
– მალე მე შვილი შენ კი შვილიშვლი გეყოლება მამა– გაღიმებულმა უთხრა ტიტემ და გურამის ემოციას დააკვირდა.. სახეზე ჯერ თეთრმა ფერმა გადაუარა, მერე სიბრაზე სიხარულმა შეცვალა და ტიტესკენ ორი ნაბიჯი გადადგა..
– მომილოცავს ჩემო ვაჭკაცო. იმედია ერთ პატარა გოგონას გაგვიჩენთ, თორემ დავიღალე ამდენი კაცების ყურებით....
– არ მჯერა ტიტე– ესეიგი ბიძა ვხდები? მომილოცავს ძმაოო...
– დედა, შენ არ მომილოცავ?
– არა. განა რა არის მოსალოცი, ყველა ასე ორსულდება და მერე აჩენენ..რა უნდა მოგილოცო, ის რომ ამ გოგომ გამოგაშტერა და ახლა შვილსაც გიჩენს??
– ეს გოგო როგორც შენ ეძახი, მიყვარს, მიყვარს ადამიანო.. რატო არ გინდა შეიგნო დედა. მიყვარს.. მის გამო ყველაფერს დავთმობ, სიცოცხლეს დავთმობ მიდი და ჩემი შვილის გულისთვის, არ მოგცემ უფლებას ხატიას რაიმე აწყენინო..იცოდე. მე და ჩემი ცოლი ამ სახლში ვიცხოვებთ და ჩემი შვილიც აქ გაიზრდება..
– მე ამას არ ავიტან–
– საკმარისია მანანა, ყელში ამოვიდა შენი ლაპარაკი, ვერ აიტან და წადი, გზა დიდია, არ შეგვაწუხა ამ თავისი ქცევით, კაცოს..! ინერტულად დაიძახა ბატონმა გურამმა და შვილებთან ერთად ოთახიდან გავიდა...

**
დაწოლას ვაპირებდი, რომ მობილურზე ტიტემ დამირეკა კარი გაგვიღეო, გაოცებულმა გავთიშე ტელეფონი.. ხალათის ქამარი გვერძე გავიკვანძე და კარისაკენ წავედი.. ზღურბლზე გაღიმებული ტიტე და ნიკა იდგა მათ უკან კი ლევანი და უზარმაზარი მუცლით ედგა ჩემი და..
– რა ხდება აქ?– მშვიდობა გავქ? გაოცებულმა ვიკითე და ტიტეს ავხედე..
– ჩემს რძლთან მოვედი რომ ძმის შვილს მოვეფერო.. სიცილით მითხრა ნიკამ, ხელში მაკოცა..
საშინლად მეძინებოდა მაგრამ ხმას არ ვირებდი... ნიკამ სიტყვებმა გამომაფხიზლა..
– დღეს ყველას წინაშე ისე ვაჟკაცურად წარსდგა ტიტე რომ მემამაყება.. მარტლია ქალბატონი დედა გადაირია მაგრამ ჩვენ ეს არ გვადარდებს..
– მოიცადე ნიკა რას ამბობ?! ყველას უთხარი რომ ორსულად ვარ? ახლა რა იქნება ტიტე?
– ვერ გავიგე რა უნდა იყოს? არ მაქვს უფლება ჩემი ბედნიერება გავანდო ყველას?
– გაქვს , მაგრამ მეშინია, ჩემი რატომ არ გესმის? მეშნია რომ დედაშენი რაღაცას გვავნებს.მე და ჩემს შვილს, არ ვიცი მისგან რას უნდა ვეოდე, მეშინია გესმის?
– დამშვიდდი, შენ ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ, ვერავინ დაგაკარებს ხელს, ჩემი ცოლი ხარ, არ მაინტერესებს არავის აზრი. იმისათვის რომ ყველამ შეგიყვაროს, ჩემს გვერდით უნდა იყო. უნდა გაგიცნონ ხატია. ქორწილამდე ჩემთან ერთად იცხოვრებ ჩემს სახლში, გასაჩივრებას აზრი არ აქვს, ეს მე გადავწყვიტე და მორჩა.
– კი მაგრამ . დედაშენი ვერ მიტანს..
– დედაჩემს შეიძლება არ უყვარხარ მაგრამ მკვლელი არაა რომ რაიმე დაგიშაოს, ასე რომ ხვალ ყველაფერს მოვაგვარებთ და ზეგიდან ჩემთან ერთად წამოხვალ ხატია...
შუაღამე იქნებოდა ყველანი რომ წავიდნენ მხოლოდ ტიტე დარჩა ჩემთან. ორივენი ჩუმად ვიწექით, თავი მის მკერდზე მედო და ვითვლიდი წუთში რამდენჯერ მაგრძნობინებდა მისი გული სიყვარულს.. მერე სახეზე ღიმილი მეფინებოდა და ნეტარებით თვალებს ვხუჭავდი, მეშინოდა რომ ეს მხოდ ლამაზი ზღავარი იყო და ყველაფეი შეიძლება დასრულებულიყო...
ცხოვრება ხომ ასეთია, ხანდახან გვეჩვენება რომ ულამაზესია, ხანდახან მისი სახელის ხსენებაც არ გვინდა, გვეშინია, გვძლს, ცხოვრება, სიცოცხლე, მხოლოდ იმიტომ რომ ტკივილი მოგვიტანა. მაგრამ ბევრჯერ გამიგონია უფალი განსაცდლს ყველას ტავის დროზე უვლენსო, ახლა მეც ამ განსაცდელის წინაშე ვიდექი და როგორმე უნდა გამეძო და ამეტანა, მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი რომ მანანასათვის თავი შემეყვარებინა,მოთმინებით ავიტანდი მის ქველა ქცევას და სიტყვას, მაგრამ გულის სიღრმეში ნამდვილად მეშინოდა მისი, მასთან მარტ დარჩენაც კი მაშინებდა..
ალბად მშობლები რომ მყოლოდა ასე ძალიან არ ვიქნებოდი დამფრთხალი, ახლა მხოლოდ ტიტეს იმედად უნდა ვყოფილიყავი იქ... როცა არავინ მყავდა ისეთი ინც ზურგს გამიმაგრებდა, არავინ იტყოდა სიყვას ჩემს დასაცავად.
**
თორმეტი ხდებოდა რომ გამომეღვიძა. ტიტე უკვე წასულიყო ბალიშზე კი მიდი წერილი იდო „სამისთვის მზად იყავი , მოვალ , მანამდე ყველაფერი გაამზადე „... ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა, საწოლში წამოვჯექი და ორივე ხელი მუცელზე დავიდე....
– არ ვიცი აქ ვინ ხარ გოგო თუ ბიჭი, მაგრამ მინდა იცოდე რომ დედა მუდამ დაგიცავს, არავის მივცემ უფლებას რაიმეს გავნოს და გატკინოს, იცოდე შენ დედას სიამაყე ხარ , გპირდები რომ, ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, ოღონდ არ შეგეშნდეს კარგი? ოღონდ შენ დედა არ გააბრაზო ჩემო პატარავ, მზად უნდა ვიყოთ, ყველას არ ვეყვარებით ჩემო პაწაწინა, თუმცა ჩვენ უნდა გავუძლოთ ხო ასეა, ვიცი როცა გაიზრდები დამეთანხმები.. იცი როგორ მეშინია? ამას შენს გარდა სხვას ვერავინ გავუმხელ, ძალიან მეშინია. მაგრამ მამა დაგვიცავს. ნიკაც დაგვიცავს, ახლა მე და შენ ხომ ერთად ვართ, სანამ შენ ჩემში ვერავინ გავნებს ჩემო პატარავ... ძალიან ძალიან მიყვარხარ ა მუდამ ერთად ვიქნებით, მე შენ და მამა..“ ნაზად ვისვავდი მუცელზე ხელებს და თითქოს ვიცოდი რომ გრძობდა...
ავდექი თუ არა ტანსაცმლის ჩააგება დავიწყე. სევდით სავსე ვუყურებდი ჩემი სახლის ყოველ კუთხეს, მიჭირდა ამ კედლების ასე დატოვება, მიჭირდა აქედან გადასვლა მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, ახლა ასე უნდა მოვქცეულიყავი.. ვერ გავრისკავდი ტიტეს გარეშე ყოფნას, მეშინოდა რომ ეს უფრო რთული იქნებოდა, ასე უფრო დაუცველი ვიქნებოდი... ხომ არსებობენ აამიანი რომელთაც არ უყვართ რძლები , მაგრამ უყვართ შვილიშვლები, ეს ქალი ამასაც ვერ გუობდა, რომ მალე ბებია გახდებოდა.
ზუსტად სამზე ტიტე და ნიკა ერთად მოვიდნენ და ჩემი ჩემოდნები ჩაიტანეს.. მთელი გზა ხმა არ ამომიღია.. სახლის ეზოში ფეხი შევდგი თუ არა ცრემლები მომწვა, მაგრამ მოვუჭირე ტიტეს ხელზე ხელი... უკან გაქცევა მინდოდა, მაგრამ ჯიუტად მივდიოდი წინ... სახლშ გამეფებულმა სიჩუმდემ სიმშვიდე მომანიჭა... კიბეებზე ნაბიჯების ხმა გავიგონე თუ არა თავი დავხარე ვიცოდი რომ ქალბატონი მანანა მოდიოდა..
– გამარჯობათ ქალბატონო მანანა– გაღიმებული მივესალმე და მისი პასუხის ლოდინში დავილიე..
– გამარჯობა– უხეშად გამცა პასუხი და ზურგი მაქცია..თავი დედოფალი გონია, ალბად სარკეში არც ჩაუხედავს.– ჩემს გასაგებად ჩაილაპარაკა და სავარძელში ჩაეშვა..
– დედა მორჩი ლექციას?– გაბრაზებულმა უთხრა ნიკამ და გამიღიმა.. ჯერ სად ხარ კიდე უარესი ლექციების მოსმენა მოგიწევს მაგრამ იცოდე, შენ მაგარი გოგო ხარ ხატია..
– მადლობა ნიკა. მზად ვარ ავიტანო, სიმართლე გითხრა ვიცოდი რომ ასე იქნებოდა. რაც არის არის..
– რა ხდება აქ? ყველაფერი კარგადაა? ჩემოდნებით შემოვიდა ტიტე და გვერდით დამიდგა, აქ რატომ დგახართ? წამოდი ჩვენს ოთახს გაჩვენებ, ჩემი ოთახი პატარა იყო სამი ადამიანისათვის, ამიტომ გვერდით საძინებელში გადავედი.. იმედია მოგეწონება..
– მთავარია შენს გვერდით ვიქნები და რა მნიშვნელობა აქვს სად ვიწვებით – ბედნირმა ვუპასუხე და შევატყე როგორ ესიამოვნა ჩემი სიტყვები..ოთახში შევედით თუ არა, უკან ახალგაზრდა გოგო შემოგვყვა და გამიღიმა...
– ხო მართლა ხატია, ეს ნინოა, ჩვენთან მუშაობს ახლა მხოლოდ შენს განკარგულებაში იქნება...
– ძალიან გამიხარდა როცა გავიგე რომ მოდიოდით და თანაც მალე ატარაც გვეყოლება ქალბატონო ხატია– გაღიმებულმა მითხრა და თავი დახარა. დაგეხმარებით ამოლაგებაში ..
– მადლობა ნინო. დახმარება უარეს ვერ გეტყვი.. მიხარია რომ ამ სახლში ერთ ადამიანს მაინც გაუხარდა ჩემი და ჩემი პატარას მოსვლა..
ტიტემ მხურვალედ მაკოცა და სამსახურში წავალო მიჩურჩულა.. გავიდა თუ არა ნინო მაშინვე მომიბრუნდა და ხელზე ხელი მომკიდა..
– იცით, ძალიან ცუდად ლაპარაკობდა თქვენზე ქალბატონი მანანა მაგრამ ბატონმა გურამმა თავის ადგილი მიუჩინა. არ ინერვიულოთ მე სულ თქვენს გვერდით ვიქნები და მარტოს არ დაგტოვებთ.. მანანა ძალიან უცნაური ქალია..მისი მოსაწონი არავინ და არაფერი არაა.
– დიდი ხანი აქ მუშაობ ნინო? ასე ძალიან რატომ ვერ მიტანს არ ვიცი..
– გეტყვით ოღონდ არ თქვთ, ვიღაც გოგო უნდოდა ტიტესათვის გაეცნო და მასზე დაექორწილებინა, მაგრამ ტიტემ უარი უთხრა გავიგონე როგორ ეუბნებოდა მე სხვა მიყვარს და შემეშვიო. ძალიან გაბრაზდა რომ მისი არჩეული სარძლო დაიწუნეს.. ის ძალიან მდიდარი ოჯახიდან იყო.. ამის მერე დადის და სულ ეჩხუბება რომ ცუდი არჩევანი გააკეთა..
– ანუ მანანასთვის მთავარი ფულია არა??
– რა თქმა უნდა , როგორ გგონიათ ბატონ გურამს რატომ გამოყვა ცოლად? გგონიათ რომ უყვარდა? მისთვის ფული იყო მთავარი, უბრალოდ ლამაზი თვალებით მოხიბლა, მეტი არაფერი, არ მახსოვს ერთი დღე ისე გასულიყო რომ არ ეკამათათ. მაგრამ სხვა გზა ა აქვთ, მ ასაკში მათი გაყრა წარმოიდგინეთ რა სასაცილო იქნება, თანაც ბატონ გურამს არ უნდა რომ ცოლგანაშვები ბიზნესმენი უწოდონ. ამიტომ იტანს მანანას გამოხტომებს..
– საქმე იმაზე რთულად ყოფილა ვიდრე მეგონა ნინო..– ქვემოდან ამოვხედე და კარადასთან მდგარს დაკეცილი მაისურები გავუწოდე..
გიჟივით შემოვარდა მანანა ოთახში და ჩემოდანზე ფეხი წამიკრა...მერეგაცეცხებული თვალებით შემომხედა და მკლავში ისე მაგრად მომიჭირა ხელი რომ სისხლი გამიჩერდა, მაგრამ არაფერი მითქვამს..
– შენ გგონია, რადგან აქ მოხვედი შემიყვარდები? რისთის მოეთრიე? ეგ შენი სხვას შეტენე, ჩემს შვილს თავი დაანებე.. გგონია მეც მასავით მომატყუებ? ასე ფიქრობ? დებილი გგონივარ არა? შენნაირები მილიონი მინახავს, როგორ ნადირობენ ფულიან კაცებზე..
– ეს ალბად თქვენს თავზე ამბობთ ქალბატონო მანანა თორემ მე და ტიტეს ერთმანეთი გვიყვარს... ფერი დაკარგა. გაოცდა, არ ელოდა. სახეშ გარტყმას მიპირებდა რომ ნიკამ ხმამ შეარკრთო..
– რას აპირებ დედა–? იმხელა ხმაზე დაიძახა რო ადგილზე შევხტი...
– ნაგვები ხართ ყველანი... ეს გოგო აქ მოათრიეთ, მხარი აუბი შენს გამოშტერებულ ძმას არა? შენ მუდამ ჩემი დამჯერი შვილი იყავი ახლა რა დაგემართა ნიკა დედიკო...
– ეგ დრო წავიდა მაშნ ათი წლის ვიყავი ახლა ოცდაცამეტის ვარ. ასაკში სხვაობას ხედავ? მაშინ ვერ ვარჩევდი ცუდს და კარგად და შენც ამითი სარგებლობდი, ახლა ვანსხვავებ. ხატიას შეეშვი, შენც დედა ხარ და ქალი, ორსულადაა ცოდო. ნუ ანერვიულებ..
– ამას შენი დაცვა არ სჭირდება ენა აქვს იმხელა ზურგს მოიფხანს..
– მორჩი დედა , საკმარისია.. მორჩი.... მანანა ოთახიდან სწრაფად გავიდა, მე კიდე ძალა გამოცლილი ჩამოვჯექი საწოლის კიდეზე, ნიკა ჩემს წინ დაიმუხლა და ხელზე მაკოცა.. იცოდე რომ მე შენთან ვარ.. მარტოს არ დაგტოვებ, ვიცი დედაჩემი რისი გამკეთებელიც არის. მართალია ტიტეს გგონია რომ არაფერს დაგიშავებს თუმცა მე ამაში ეჭვი მეპარება ხატია, ფრთხილად იყავი.. ასე მგონია უკვე უამრავი გეგმა აქვს დასახული შენი გულის მოსაკლავად..
– რა უნდა ნიკა, რა უნდა დედაშენს, ახლა როგორ ვიცხოვრო აქ, იმიტომ არ მინდოდა აქ მოსვლა, სულ დაძაბული უნდა ვიყო. ასე ბავშვიც ცოდოა და მეც...
**
საქმეში ისე იყო გართული ტიტე რომ ვერც კი შენიშნა ნიას შესვლა.. მაგიდის კუთზეხე მოკლე კაბით ჩამოუჯდა და კაბა კიდევ უფრო ზემოთ აეწია. გუამოღებული მაიკიდან კარგად უჩანდა მკერდი, ქერა თმები კულულებად აყარა მხრებზე.. წითელ პომადიან ტუჩებს ისე ბერავდა გეგონებოდათ სადაცაა გაუსკდებაო..
– მოხდა რამე ნია?– გაოცებულმა კიტხა ტიტემ და ფეხებზე ხელი მიარტყა მაგიდიდან ჩადიო.. მაგიდაზე რატო მიჯდები ვერ გავიგე?
– მეგონა რომ გსიამოვნებდათ?
– რა მაგიდაზე დაჯდომა? როგორ ფიქრობ ჩემთან კაბინეტში რამდენი ვინმე შემოვა ყველა რომ მაგიდაზე შემომისკუპდეს მე სადღა ვიმუშაო, მადლობა უფალს სკამი იმიტომ გამოიგონეს რომ დაჯდე.. და კიდევ ერთი, ასე გამომწვევად ნუ იცვავ მილიონჯერ გაგაფრთხილე.. შენ ამ კომპანიია პიარ მენეჯერი ხარ, როგორც შენ გაცვია და იქცევი ასევე სჩანს ჩემი კომანიაც და ნაკლებად მაქვს სურვილი ვინმეს ეგონოს რომ ჩემს კომანიაშიი მსუბუქი ნებისყოფის ქალები მუშაობენ..
– კი მაგრამ ტიტე..
– ბატონო ტიტე.. მე შენთვის ბატონო ტიტე ვარ, მე და შენ ერთ თანამდებობაზე არ ვართ. და მეორეც შენს კონტრაქტს უკვე ამოეწურა ვადა ასე რომ ხვალიდან ჩვენთან აღარ მუშაობს..
– რას ამბობთ სამსახურიდან მაგდებთ?
– არა, კონტრაქტს ვადა გაუვიდა, იმ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს როცა კმაყოფილი ხარ თანამშრომლის მუშაობით მე კიდევ არ ვარ..
– რა თქმა უნდა თქვენ მხოლოდ ხატიას მუშაობით ხართ კმაყოფილი....
– ხატია ჩემი ცოლია და მალე ჩემი შვილის დედა გახდება, ასე რომ ნუ ეცდები ხატიას გაუტოლდე.. შენი ნივთები ჩაალაგე და წარმატებას გისურვებ...
კარტან მდგარი ლევანი გაოცებული გვისმენდა.. გასვლისას მხარი გაკრა ლევანს და იდიოტები ხართო ტიტეს გასაგონად ჩაილაპარაკა..
– რატომ გაუშვი ტიტე ნია?– ინტერესით აღსავსემ იკითხა ლევანმა და ტიტეს წინ ყავის ფინჯანი დაუდოო..
– აუ მოვკვდი ტო ყოველ შემოსვლაზე ყავა მოგაქვს რა იყო ცისტერნა გაქვს მუცელში? დიდი ხანია შევამჩნიე რომ ჩემს შებმას ცდილობდა.. მე კიდევ ასეთ რამეს ვერ ავიტან აქ, მითუმეტეს მაშინ როცა ხატია აქ მუშაობს და მე ის მიყვარს..
– მართალი ხარ, სიფრთხლეს თავი არ სტკივა, ხომ იცი ძველი ანდაზა „ქალმა თუ გაიწია ცხრა უღელი კამეჩი ხარ–ურემი ვერ დააბავსო“. ხოდა ყოჩაღ შენ ძმაო.. ნია მართლა საშიში ქალია..
– ვიცი ლევან, მაგრამ მე ხატია მიყვარს, ისე სასაცილოა და ორვე მოკლე დროში გავხდებით მამები. შენ ცოტაღა დაგრჩა სულ რაღაც 2 თვე მე კიდევ ჯერ ბევრი.... მაგარია, ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ.. ლევან, სულ მინდოდა მეკითხა დედაშენმა იცის რონ ნინას ბავშვი შენი არაა?
– არა ძმაო, ამას ვერავინ გაიგებს ჩვენ ოთხის მეტი, არ მინდა ნინას სახელი შევლახო, მე ის ისეთი მიყვარს როგორიც არის.. მის გადაკეთებას არ ვცდილობ ტიტე.. ნინა ძალინ კარგი გოგოა... კეთილი გული აქვს და რაც მთავარია ჩემი ესმის და დამიჯერე ბედნიერებისათვის ეს სრულიად საკმარისია..

სავახშმოდ ვემზადებოდით ყველანი, როცა ბატონი გურამი ჩემთან შემოვიდა ოთახში და საწოლზე ჩამომიჯდა... მივხვდი რომ ის იყო, თვალები ნელა გავახილე და გავუღიმე, წამოდგომა დავაპირე მაგრამ ხელით დამიჭირა იწექიო.
– გახსოვს ხატია როცა პირველა დაგინახე მაშინვე მომეწონე, ზოგადად ყველას მკაცი და გულცივი ადამიანი ვგონივარ, არ ვიცი იქნებ ასეცა, ალბად ამას ტყუილად არამბობენ. ბავშობაში ხშირად ვსჯიდი ტიტეს მინდოდა ნამდვილი კაცი გაზრდილიყო და მგონი შედეგს მივაღწიე. როც ტიტემ მითხრა რომ შევილი ეყოლებოდა შენგან გამიხარდა, მიუხედავად იმისა რომ ოფიციალური ცოლ–ქმარი არ ხართ მე ძალიან გამიხარდა.. მინდა ვახშამზე თქვენი ქორწილის საკითხი განვიხილოთ. მართალია მიყვარხარ, შვილივით მიგიღე , პატივს გცემ მაგრამ არ მინდა ილაპარაკონ რომ ცოლი კი არა საყვარელი ხარ, კაგად გამიგე შვილო, თანაც ახა როცა ორსულად ხარ..
– მესმის გურამ ბიძია, კარგად მესმის,თქვენ როგორც საჭიროდ ჩათვლით ისე მოვიქცეთ..
– მე რომ გოგო მყოლოდა ვინატრებდი შენნაირი ყოფილიყო. უფალმა დაგოცოს ასეთი კარგი შვილი, მზრუნველი და და მოსიყვარულე ცოლი რომ ხარ..
– არც კი ვიცი მადლობა როგორ გადაგიხადოთ ბატონო გურამ.
– ძალიან მარტივად, დღეიდან ბატონ გურამს ნუ დამიძახებ, არ გთხოვ მამა დამიძახე–თქო, ვიცი ეს რა რთულია. მაგრამ ხომ შეგიძლია გურამი ბიძია დამიძახო, ასე უფრო ახლოს ვიქნებით ერთმანეთთად.... მუხლებით გავჩოჩდი მისკენ და მაგრად ჩავეხუტე... ცრემლებს ვერ ვიკავებდი, მამაჩემის გარდაცვალების მერე ასე არავისგან მიგრძვნია სითბო... ოთახში შემოსული ტიტე ადგილზე გაიყინა და ვიყუებდა როგორ ვეხუტებოდით ერთმანეთს..
– ყველაფერს ველოდი და ამას რა– სიცილით თავა და ჩემსკენ წამოვიდა.. ჩემი ლამაზი ცოლუკა როგორააა?
– მე ჩავალ, თქვენ ილაპარაკეთ. ოღონდ მალე ჩამოდით...– შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა..
– მამაშენს მოვწონვარ.. მართლა კარგი ადამიანია, მანანასგან განსხვავებით გული აქვს და კეთილია. დაფასება და ზრუნვა იცის..შენ კიდევ ამბობდი მკაცრიაო. არა ისე მომიყვა როგორ უსამართლოდ გსჯიდა პატარას.. მიდი გამოიცვალე და ჩავიდეთ ვივახშმოთ, თორემ ძალიან მომშივდა..
ყველანი მაგიდის გარშემო იჯდნენ, სუფრის ერთ ტავში გურამი იჯდე მეორე მხარე კი ტიტესათვის იყო თავისუფალი, მის გვერდით ერთი ადგილი იყო, როგორც ჩანს ჩემთვის.. ამ სახლს აშკარად თავისი წესები აქვს, ჩუმად ვთქვი და სკამზე დავჯექი...ვახშმობა დავიწყეთ თუ არა გურამი ბიძიამ მაშინვე სიტყვა წამოაყენა
– უკვე დროა შვილებო...
– რამე ხდება მამა? გაოცებულმა იკითხა ნიკამ და მამამისს შეხედა...
– რა თქმა უნდა ხდება, მალე პატარა შემოგვემატება. დროა ქორწილი დავგეგმოთ. როგორ გგონია მე გურამ არაბული ავიტან იმას რომ ვიღაცამ ჩემს გასაგონად აუგი თქვას ხატიაზე ან ტიტეზე? არა ვერ ავიტა, ამიტომ მომავალ კვირას ქორწილი უნდა დავგეგმოთ..
– მამა, მართალი ხარ მაგრამ ,მგონი ეხლა ამის დრო არაა.
– სწორედ რომ ახლაა ამის დრო შვილო... ქორწილი ისე გადავიხადოთ როგორც გინდათ.. ყველაფერი თქვენ გადაწყვიტეთ მაგრამ არ გამაგონოთ ვიწრო წრეშიო და რაღაცეები, ჩემი შვილი ცოლს ირთავს და გრანდიოზული ქორწილი უნდა გადავიხადო..
– გურამ ბიძია– თითქოსდა გაუბედავად მივმართე.. კარგად იცით ერთი დის და დეიდის მეტი არავინ გამაჩნია, ამიტომ თქვენ როგორც გაგიხარდებათ ისე მოიქეცით..მე ყველაფერზე თანახმა ვარ რასაც გადაწყვიტავთ...
– რა თქმა უნდა ოღონდ ასიამოვნო და ყველაფერზე თანახმა იქნები .. ერთ დღეს როცა შენს ნამდვილ სახეს დაანახებ ყველას დაინახავენ როგრიც ხარ, თურმე არავინ ყავს დის და დეიდის მეტი. შენნაირ გოგოს წესით უამრავი ადამიანი უნდა ყავდეს გარშემო. გამომვევად იქცევი და ყველას ყურადღებას იქცევ.. უვარგისი შვილი იყავი ალბად და ამიტომ მიგატოვეს მშობლებმა ასე ადრე... ეტყობა შენი მშობები არ ვარგოდნენ რომ ასეთი გარყვნილი შვილი გაგზარდეს..
– არ გაბედოთ– ჩემს მშობლებზე ცუდით თქმა ან მათი შეურაწყოფა, არ გაბედოთ თორემ ვალში არ დაგრჩებით.... თქვენ ხომ სამაგალითო დედა ბრძანდებით, იმიტომ გიხარიათ შვილის ბედნიერება ქალბატონო მანანა?!-. თქვენგან განსხვავებით , დედაჩემი ჩემს არჩევანს მოიწონებდა თუნდაც ტიტეს ადგილას სხვა ყოფილიყო, იმიტომ რომ მთელი გულით მისურვებდა ბედნიერებას თქვენ კი , სამწუხაროა მაგრამ ვფიქრობ რომ საერთოდ არ იცით რა არის ბედნიერება, ერთხელ თუ გაგიხარიათ თქვენი შვილები და მეუღლის წინსვლით? - გამწარებუმა მივაყარე სიტყვები და სკამიდან წამოვდექი. ბოდიშით მაგრამ ჩემს ოთახში ავალ...

**
ტირილით ავედი საძინებელში და საწოლზე პირქვე დავემხე. ეს პირველი შემთხვევა იყო როცა ჩემს მშობლებს ასე მოიხსენიებდნე, შემეძლო ამეტანა ჩემი საკუარი თავის დამცირება მაგრამ არა მათი, ამას ვერავის ვაპატიებდო... ორიოდ უთში შემომყვა ტიტე და თავზე მაკოცა...
– მაპატიე გთხოვ, ტყუილად მოგიყვანე აქ, მაპატიე ხატია, გინდა წავიდეთ? შენს სახლში გადავიდეთ და იქ ვიცხოვროთ? თანახმა ვარ ყველაფერზე ოღონდ შენ იყავი კარგად...
– არა, საკმარისია ეს დაცირება ტიტე, ეს შენი სახლია და აქ ვიქნებით, ავიტან და კიდევ ბევრს გავუძლებ დავანახებ რომ მარტო ეგ არაა ამ სახლში მცხოვრები..
– შენ როგორც გინდა ისე მოვიქცეთ მე თანახმა ვარ ყველაფერზე...
ორიოდე საძინებლის დაშორებით მდებარე საძინებლიდან საშინელი ჩხუბის და ყვირილის ხმა ისმოდა..გურამი ცოლს გაავებული ეჩხუბებოდა..
– სულ დაკაგე სინდისი ქალო? რა საქციელია ეს? რანაირად იქცევი მანანა , გინდა ჭკუიდან შემშალო? როდის იყო ჩვენს სახლში ასეთებს ამბობდნენ, და თანაც ვის ეუბნები შენი შვილის ცოლს..
– ის ჩემი შვილის ცოლი არაა.
– მაგრამ იქნება ერთ კვირაში, და შენი შვილიშვილის დედა, აზრზე მოდი ...
– არა, აზრზე თქვენ მოდით, ყველა თავის ჭკუაზე დაყავხართ ამ ქალს და მალე არ ვიც რას გააკეთებს...
– გაჩუმდი ქალო... გაჩმუმდი– განწირულმა იყვირა გურამმა და ხელი მაგრად მიიჭერა გულზე, შენ მომიღებ ბოლოს შენ, მარტო შენ შეგიძლია ჩემი სიკვდილის მოტანა, შენ შეგწევს ძალა რომ ჩემს სიცოცხლეს სიკვდილის განაჩენი გამოუტანო..
– არარაობა ხარ გურამ, ვნანობ ყველაფერს ვნანობ.. იმასაც ვნანობ რომ ჩემი ცხოვრება შენთან დავაკავშიო, არ უნდა გამოგყოლოდი, შენი გული ფულად რჩება , სიყვარული უნდა ამერჩია..ის უნდა ამერჩია, მაშინ შევცდი და სამწუხაროდ ახლა ვნანობ..
– რაზე ლაპრაკობ ადმიანო, რაზე. გინდა ჭკუიდან ამწიო? ამ ხნის კაცი გინდა გაგშორდე და ოჯახი დავანგრიო?
– შენთან ერთი დღეც არ ვყოფილვარ ბედნიერი...
ტიტეს გადავხედე და ოთახიდან გავცვივდით... მაგრამ იქ შესვლას ვერც ერთი ვერ ვბედავდით, ნიკაც დერეფანში იდგა და სამივე გაოცებული სახეებით ვუყურებდით ერთმანეთს..ორ წუთში გამოვარდა გურამი ოთახიდან და ჩვენი სახეების დანახვაზე შეცბა.. ხელით შეაჩერა შვილები არაფერი მკითხოვო, მერე ხელი მომხვია და კიბეებზე ჩამიყვანა. უზარმაზარ კაბინეტში შემიძღვა და სკამზე დამსვა..
– ვიცი თავს დამნაშავედ გრძნობ და მე შენი მესმის, მაგრამ იცოდე კარგად მოიქეცი, ყოჩაღ, რატომღაც აქამდე ვერავინ ასწავლა მანანას ჭკუა შენ ეს შეძელი. არ ვიცი ასე რამდენი ხანი გავუძლებ მასთან ყოფნას.. მოკლედ გადავწყვიტე ადვოკატს დაველაპარაკო და მანანას გავშორდე. სულ ცოტა ხანში ამ ოჯახში შენ იქნები დიასახლისი... გპირდები ამას ხატია.. თავის დროზე უნდა გავშორებოდი ამ ქალს.. ტყუილად დამაწყვიტა ნერვები ამდენი წელი..
– ასე ნუ ამბობთ ბატონო გურმ, მე ძალიან მცხვენია..
– არა ეს მას უნდა ცხვენოდეს რომ ასე ლაპარაკოს და ასე იქცევა. უნამუსო ქალია, ნამდვილი უნამუსო ქალი... საერთოდ არაფერს ვაღირსებ, არც ერთ თეთრს არ შევარჩენ... ჩემი ქონების არც ერთი თეთრი არ ერგება მაგ ქალს..
– ასე ნუ ამბობთ რა გურამი ბიძია რა.. მაინც თქვენი ცოლია, თქვენი შვილების დედა... უცნური ქალია მაგრამ რას ვიზავთ.. ალბად თავისებურად უყვარხართ..
– მაგან სიყვარული არ იცის შვილო, ასეთია ბოღმა, ბოროტი... არ ვიცი რა ახარებს , მუდამ ყველაფერი სწყინს, არაფერი დამიკვლია მისთვის, არც ტანსაცმელი არც მოგზაურობა გიყურებ და გეღინება ფიქრობ ამ ყველაფერს შენ რატომ გეუბნები არა? იმიტომ რომ არ მინდა ჩემს ბიჭებს გული ვატკინო, ხედავ მამამთილი შენთან იოხებს გულს..შენ კარგი ადამიანი ხარ ხატია, ცოტას თუ შეუძია მოსმენა და სხვისი გასაჭირის გაგება..
**
გადაღლილი ავედი საძინელებში, ტიტე უკვე იწვა, შევედი თუ არა საწოლზე ხელი დამირტყა მოდი დაწექიო, სააბაზანოში შევედი შხაპი მივიღე და ტიტეს გვერძე მივუგორდი..
– არ მკითხავ რა უნდოდა მამაშენს?
– არა, შენ თვითონ მიმიყვები..
– მაგარი ხარ. გაყრა უნდა, არ ინერვიულო რა ყველაფერი მოგვარდება. გთხოვ, არ შეიმჩნიო რომ გითხარი...
– ხატია, ეს ყველაფერი 36 წელია გრძელდება იქნებ ჯობდეს კიდეც ცალკ ცალკე იყვნენ.. დავიღალე მათ ჩხუბით და შეროგებით, არ მინდა სხვებზე ლაპარაკი მოდი აქ ჩემთან , ჩემს ცოლუკას უნდა მოვეფერო..
– ტიტე, კარგი რა, მოიცადე...
– არა, ახლა მინდა შენი მოფერება, შენი ტუჩების გემო მინდა, შენი კანის სურნელი.... ნელა გამიხსნა ხალათის ქამარი და მკლავებიდან გადამიწია პერანგის ბრეტელები, მერე მოწყურებულივით დამეწაფა მოშიშვლებულ მკერდზე, საოცარია გრძნობდე როგორ უნდიხარ საყვარელ მამაკაცს, როგორ ვერ ძღება შენი ალერსით და მოფერებით... ორივე ხელი კისერზე შემოვხვიე და ცხვირზე ვაკოცე.. სიტყვების თქმას აზრი არ ქონდა..თავში არაფერი მომდიოდა რასაც ვეტყოდი..მთელი სხეულით ავეკარი ზედ და მხოლოდ სიამოვნებისაგან მინიჭებულ განცდას მივეცი გასაქანი...
**
ცხოვრება ხომ ასეთია, მაშინ ჩაგაშხამებს ყველაფერს როცა თავი ბედნიერი გგონია, მაშინ უნდა გაიძულოს დაიჩოქო როცა გგონია რომ შედეგს მიაღიე მაშნ უნდა აგატიროს მწარე ცრემლებით.... მაშინ უნდა განანებინოს რომ ცოცხალი ხარ და რომ ადამიანად გაჩნდი ამ ქვეყნად...
თითქოს ყველაფერი კარგად იყო.. თითქოს ჩემს ბედნიერებას არაფერი აკლდა, მაგრამ მაინც არ ვიყავი ბედნიერი, მაინც არ ვიყავი სრულყოფილი, რაღაც მაფორიაქებდა, რაღაც მაწუხებდა.. რაღაც სულს მიღრღნიდა..
გაუსაძილი ხდებოდა ყოველ დღიურად ჩემი ამ სახლში ცხოვრება, დღითიდღე მანანა საოცრად მექცეოდა, ჩემს დანახვა ოთახებში იფურთხებოდა, ჩემთან ერთად სავახშმოდ არ ჯდებოდა. ბოლოს მოთმინების ფიალა ამევსო და დილით როცა ყველა სამსახურში გავაცილე მასთან შევედი..
– ქალბატონო მანან როდემზე უნდა მიყუროთ ისე როგრც მტერს? – თავაწეულმა ვკითხე და ცალი ხელი მუცელზე მივიდე, არ ვიცი მაგრამ სულ მეგონა რომ ეს ქალი რაღაცას დაუშავებდა ჩემს შვილს...
– ჩემთვის მტერი კი არა არარაობა ხარ..
– საინტერესო ადამიანი ხართ, უკაცრავად მაგრამ გონიათ რომ ჩემზე რამით მეტი ხართ? თქვენ საკუთარი ერთი თეთრიც კი არ გაგაჩნიათ, აი მე კი სახლიც მაქვს, მანქანაც და სამსახურიც.. და კიდევ რაც ყველაზე მთავარია ქმრი მყავს რომელსაც ვუყვარვარ...
– ზედმეტი არ მოგივიდეს გოგო – ზიზღით სავსემ გამომხედა და საწოლზე ჩამოჯდა..შენ გგონია რომ ტიტე მთელი ცხოვრება იქნება შენთან? როცა მობრძანდება კითხე ერთი მიდი იმ გოგოს რა უყო ინგლისში რომ ყავდა, მასთან ერთად რომ ცხოვრობდა ამდენი წელი კითხე.. გგონია რამეში ჭირდები? ჩემს შვილს კარგად ვიცნობ, უბრალოდ მის შვილს ატარებ და ხელს ვერ გკრავს, თორემ დარწმუნებული ვარ არ უყვარხარ...
– ძალიან, ძალიან მეცოდებით ამას გულწრფელად ვამბობ. თქვენი ცხოვრების არც ერთი დღე არ ყოფილხართ ბედნიერ და არ ყოფილხართ კეთილი, რა გასაკვირია რომ არ გესმოდეთ რა არის უყვარდე საყვარელ ადამიანს... თანაგრძნობით სავსემ ვუთხარი უკანასკნელი სიტყვები და მისი ოთახიდან გამოვედი.. სამზარეულოში ჩასვლას ვაპირებდი რომ კიბეების თავში დამიჭირა და თავისკენ შემატრიალა..
– უსინდისო გოგო ხარ, არადა ყველას თავს აყვარებ, ყველას გონია რომ მიამიტი და საწყალი გოგო ხარ..
– მე არავისთან ვწუწუნებ ქალბატონო მანანა, მე ასეთი ვარ, და თუ ხალხს ვუყვარვარ მხოლოდ იმიტომ რომ მათთაგნ არ ვთამაშობ და გულწრფელი ვარ თქვენგან განსხვავებით.. მთელი ძალით მომქაჩა თავისკენ და სახეში გაშლილი ხელი გამარტყა, ალბად ეგონა რომ ხელს შევუბრუნებდი ,მთელი ძალით მკრა ხელი, თავი ვეღარ შევიკავე, ისედაც კიბის ბოლო საფეხურზე ვიდექი , მხოლოდ დაყვირება მოვასწარი და კიბეებზე დაგორდი...
**
თვალები რომ გავახილე თავზე ტიტე და ნინა მედგა , ტირილისაგან დასიებული თვალებით.... დავინახე თუ არა ოდნავ გავუღიმე და ცრემლები წამომივიდაა, კითხვას არ ვსვადი ჩემი შვილის თაობაზე,პასუხის გაგების საოცრად მეშნოდა, ხმას არავინ იღებდა.სული მტკიოდა.
– როგორ ხარ? ბოლოს მაინც მკითხა ტიტემ და შუბლზე მაკოცა, ხომ არაფერი გტკივა..
– არ ვიცი , მითხარი , ხო იცი ახლა რაც მაინტერესებს ტიტე, მითხარი ბავშვი როგორაა?
– დამშვიდდი ხატია.შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, გეხვეწები დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება... ჩვენ კიდევ ბევრი შვილი გვეყოლება, ძალიან ბევრი , ოღონდ დამშვიდდი შენ...
– არაა, შეუძლებელია არაააა– ისტერიულად ვყვიროდი და წამოდგომას ვცდილობდი. ჩემი შვილი ცოცხალია, ჩემი შვილი არ მომკვდარა, გემუდარებით , მითხარი რომ მატყუებ, მითხარი რომ გამეხუმრე, გემუდარებიი.. ასე ძალიან არ გამიმეტო ტიტე, გთხოვ.. არ მინდა, მეტი არარა მინდა სიცოცხლე... ჩემი შვილი მინდა. მე ხომ ის უკვე მიყვარდა.. ჩემი პატარა უკვე მიყვარდა....
– ნინა გეხვეწები ექიმს დაუძახე , დამამშვიდებელი გაუკეთოს, მალე....
– არ მინდა დამამშვიდებელი ტიტე, ჩვენი შვილი მინდა.. ჩვენი პატარა მინდა გთხოვ.....
**
მომდევნო კვირა ხმას არ ვიღებდი, ყოველ დღე საჭმელი ტიტეს საძინებელში ამოქონდა...მთელი დღეები ვიწექი..არავის დანახვა არ მინდოდა, მხოლოდ ვტიროდი, ყვეანაირ ფილმზე, სადაც ჩანდა ბავშვი, სადაც ტიროდა ადამიანი, მეც მათთან ერთად ვტიროდი... შუაღამისას ეზოში მოჩვენებსავით დავბორიალობდი... ადამიანს აღარ ვგავდი... გავხდი, თითქოს ელფერი დავკარგე.. ამასაობაში თვე გავიდა... ტიტეს დაჟინებული თხოვნით წავედი პროექტის გახსნაზე, სხვანაირად არ გამოდიოდა, ჩემი პროექტი იყო და მე უნდა წარმედგინა.. საუბრის გარეშე წარვდგინე პროექტი და ნიკას ვთხოვე აივანზე გავალ და ყავა გამომიტანე –თქო... იქვე სიბნელეში მდგარ სკამდე ჩამოვჯექი და ნიკას ლოდინში სული დამელია... ჩემი ყურადღება იქვე მდგარმა ორმა გოგონამ მიიპყრო, ერთ მათგანში ნია ამოვიცანი, გავიგონე როგორ არიგებდა მეორე მას..
– გოგო გავიგე ტიტეს ცოლს ბავშვი დაუკარგავს, ადამიანს აღარ გავს ვერ დაინახე? არადა რა ლამაზი გოგო იყო...
– ხო ასეა ნუციკო, შემეშინდა რომ დავინახე საწყალი, ხო იცი მაინც შვილის დაკარგვა რთულია.. მაგრამ როცა ასეთი ქმარი გყავს ახლა უნდა იყო ყურაადრებით ხო იცი, ამ დოს ქალები ყურადრებას ადუნებენ და კაცები სხვებთან გარბიან..
– მართალი ხარ, ანუ რა გამოდის, ახლა მეტი შანსი გაქ ტიტეს დასათრევად?
– უეჭველად გოგო.. პროსტა შანში არ ჩამივარდა რა, ტიტეც სულ დაღონებულია, მართალია სამსახურიდან გამიშვა მაგრამ ერთ დღეს მივალ ვითომ შემთხვევით მოვინახულებ და სულ ესაა. მერე ჩემია, მთავარია ერთხელ გავაგებინო ჩემი სიყვარულის და ვნების გემო თორემ მერე დამიჯერე ხატიას ფეხებზე დაიკიდებს...
– მაგარი ხარ რა. ხატიას ადგილზე ქმარს ასე არ ვაგულავებდი, პროსტა ანგელოზივით ბიჭია, გოგონების ჯგუფი ახვევია ახლაც რა...
სიგარეტის მოწევა დაამთავრეს თუ არა მაშინვე შიგნით შევიდნენ. მე კი დიდ ხანს ვიჯექი ასე დაფიქრებული. ნამდვილ ჭეშმარიტებას ამბობდნენ, მერე რა რომ ბავშვი დავკარგე, მე კიდევ გავუჩენდი მას შვილს... ახლა არ უნდა მეგრძნობინებინა ტიტესთის ამხელა ტკივილი, ახლა უნდა ვყოფილიყავი ლამაზი და მიმზიდველი ვაიდა მართლა წასულიყო ჩემგან? ვაიდა მართა მივეტოვებინე? მერე რა უნდა გამეკთებინა? მერე როგორ ვიცხოვრბდი მის გარეშე? . გონებაშ ახალი გეგმა დავსახე და ირონიულად ჩამეცინა, ერთი სული მქონდა როდის მოვიყვადი ჩემს მზაკვრულ გეგმას განხორციელებაში...
დილით ტიტეზე ადრე ავდექი და საუზმე ლოგინში ამოვუტანე, ფრთხილად შევეხე ტუჩებზე და მაშინვე შეიშმუშნა, ოდნავ გაახილა ნამძინარევი თვალები და გამიღიმა..
– დილა მშვიდობისა ჩემო სიყვარულო, ღიმილით ვუთხარი და კიდევ ერთხელ ვაკოცე..
– დილა მშვიდობისა გაოცებულმა მიპასუხა და ლოგინში წამოჯდა.. ეს საუზმე მე? ხატია, რამე ხდება?
– არაფერი, არ მაქვს უფლება ჩემს საყვარელ ქმარს საუზმე ლოგინში მივართვა? გუშინ დაიღალე , დღეს დასვენება გჭირდება... ტიტე, რო იცოდე როგორ მიყვარხარ... ყოველ ჩემს სიტყვას გაოცებული ისმენდა, ეგონა შევიშალე, ბოლო კვირების განმავლობაში საშნლად ვექცეოდი ახლა ის იყო გაოცებული... სამსახურში მიდიხარ??
– რა თქმა უნდა, ცოტა საქმე მაქვს და მალე მოვალ..
– კარგია.. მაშინ მიდი ისაუზმე მე ტანსაცმელს მოგიმზადებ.. ასე ნუ მიყურებ , გგონია შევიშალე? კარგად ვარ, დამშვიდდი ტიტე, მართლა კარგად ვარ. მივხვდი რომ თვითგვემას უნდა შევეშვა.. შენი ხატია ბრუნდება შენთან...
– არ ვიცი რა უნდა გითხრა...
– არაფერი არ უნდა მითხრა, ჭამე და სამსახურში წადი...
ტიტე გავაცილე თუ არა გოგოებს დავურეკე და შეხვედრა თბილისი მოლში დავთქვით. კიბეებზე ჩავდიოდი რომ სამზარეულოდან ძილისაგან თვალებდასიებული გამოვიდა ნიკა..
– ნიკა, ნიკა , შენ გეძებდი. მიდი რა მოლში გამიყვანე..
– სად? სად მოლშ ხატია...
– აუ მიდი რა, გთხოვ, გზაზე აგიხსნი, მცხეთისკენ წადი და იქაა.. მიდი მალე გოგოები მელოდებიან..
– ვინ გოგოები კაცო...
– ნიკააა.! ჩემი დაქალები,, არ გინდა გაგაცნო?
– მინდა, კარგები არიან???
– ერთმანეთზე კარგები, მაგრამ თავისუფალი მხოლოდ თეიკოა, სალომეს ვერ შემოგთავაზებ..
ათ წუთშ ნიკა და მე მოლისაკენ მივდიოდით და წარმოდგენა არ ქონდა რის გაკეთებას ვაპირებდი,, ტყუილად ცდილობდა ჩემი გეგმების ამოცნობას.. სულ ძალით შევათრიე ნიკა თეიკოს გასაცნობას, თან სიცილს ვერ ვიკავებდი, ისე ნერვიულობდა გეგონებოდათ გოგო იყო და ბიჭთან მიმყავდა..
– ნიკა მორჩი გრეხვას, რა განერვიულებს ბიჭო, ცოლად კი არ გაყოლებ ვა.. გაიცანი უბრალოდ ჩემი დაქალები არიან, მეტი არაფერი.. კაფეში მჯდარ ჩემს გოგოებს მოვკარი თვალი და მუჯლუგუნის რტყმით მივიყვანე ნიკა იქამდე..
– რა მალე მოხვედი ხატი– ღიმილით მითხრა თეიკომ და გადამეხვია...
– გაიცანით ეს ჩემი , უსიმპატიურესი და უსაყვარლესი მაზლია ..ნიკა... ეს თეიკოა ნიკა, ნიშნის მოგებით ვუთხარი, ეს კიდევ სალომე..
– ძალიან სასიამოვნოა– შერცხვენილი ბავშვივით თქვა ნიკამ და გოგონებს მზერა აარიდა...
კარგა ხანს ვიყავით კაფეში, ჩვენი სიცილი ირგვლივყველას ბედნიერს ხდიდა, ბოლოს ნიკას მობილურმა ჩაგვიშალა გეგმები. მოგვიბოდიშა და წავიდა. წამოსვლისას დამირეკეო მომაძახა და სწრაფი ნაბიჯით გავიდა შენობიდან..მაღაზიებსი იმდენი ხანი ვიარეთ რომ ბოლო სიარულის შნოც აღარ გვქონდა.გადაქანცულები ერთმანეთს ვეჯაჯგურებოდით.სამაგიეროდ სრულიად კმაყოფილი ვიყავი ჩემი შენაძენით..ტაქსით სამსახურში მივედი და გეზი პირდაპირ ტიტეს კაბინეტისაკენ ავიღე, კარზე ფრთხილად დავაკაკუნე და მისმა ხმამ შეოდითო ტანში დამიარა.. დამინახა თუ არა გაოცდა..
– მოხდა რამე? ხო კარგად ხარ?? ხატია.. მაშინვე ჩემსკენ წამოვიდა და ჩამეხუტა...
– ტიტე რა გჭირს, კარგად ვარ, დამშვიდდი , კარგად ვარ– დამარცვლით ვუთხარი და გავუღიმე. უბრალოდ მოვედი რომ მენახე,, თანაც მომენატრა აქაურობა, ხვალიდა სამსახურში გამოვალ, იმედია რაიმე ახალი პროექტი გექნებათ ჩემთვის...
– და თანაც რამდენი ჩემო ანგელოზო.. ძალიან გამიხარდ აქ რომ მოხვედი...
– შეშინებულს უფრო გავხარ შენ..
– ხო, რავიცი..
– მისმინე.. მინდა რომ საღამოს ჩემს სახლში მოხვიდე, რვისთვის, არც ადრე და არც გვიან, ზუსტად რვისთის კარგი?
– ხდება რამე?
– არა იქ მოხდება... ასე ნუ მიყურებ არ შეგჭამ. უბრალოდ მოდი იქ საღამოს...
– კარგი მოვალ. შეშფოთებულმა დამიბრუნა პასუხი და შუბლზე მაკოცა.. კარგი გასვლისას ნიკა შემეჯახა..
– ეეეე, რძალო? შენ მოლსი არ დაგტვოე? აქ როგორ აღმოჩნდი... სად მიდიხარ მოიცა..
– მეჩქარება მაზლუკა, მეჩქარება... მოიფიქრე შენ თეიკოს ნომერი გინდა თუ არა?
– აუუ ხატია, მოგკლავ,. ასე ვნერვიულობ ნუ აკეთებ ასე...
– კარგი ხოო, მშიშარა ხარ..– სიცილით ვუთხარი და სათითაოდ დაწყობილი ქოჩორი ავუჩეჩე..
**
ზუსტად რვა საათზე ტიტემ ნელა დარეკა კარზე ზარი , კარი ღია დახვდა... შიგნით შესულს სახეზე ღიმილი მოეფინა... სახლში სიბნელე იყო, მხოლოდ სანთლებით განათებულ ბილიკს მიუყვებოდა, რომელიც ვარდებით დაეფარა.... ჩუმად ეძახდა საყვარელ ქალს მაგრამ ხმას არავინ სცემდა... ვარდებით მოფენილი ბილიკი საძინებლის კართან შეწყდა, ფრთხილად შეაღო კარები ტიტემ და კარს იქით პატარა მაგიდა დახვდა გაშლილი ორი ადამიანისათვის..სანთლებით მოფენილი ოთხი, სასიამოვნო მუსიკა და საყვარელი ქალი....
გაღიმებული სახით წამოვიდა ჩემსკენ ტიტე და ორივე ხელი წელზე ისე მაგრად შემომხვია რომ სუნთქვა შემეკრა... მერე ხარბად ჩაიყნოსა ჩემი თმების და კანის სურნელი , ნელა ავიე თავი და ლამაზ თვალებშ ჩავხედე..
– რომ იცოდე როგორ ძალიან მიყვარხარ ტიტე.. ამდენი ხანი ტყუილად დავკარგე სევდასა და ტირილში, ჩემი ერთადერთი სიყვარული ხარ. არ არსებობს მამაკაცი რომელიც შენსავით ასე მომინდება...
– ვიცი, შენ კიდევ ერთადერთი ქალი ხარ, რომელიც მუდამ მინდა, მუდამ მჭირდება მუდამ მიყვარს. გიყურებ და შემიძია მთელი დღეები გიყური და გეფერო. გიყურო და გიკოცნო მთელი სახე და სხეული... როგორ მინდიხარ, როგორ ძალიან მინდიხარ ხარია... ჩურჩულით მითხრა და ყელზე მაკოცა.. ფრთხილად გადამიწია კაბის ბრეტელები მხრებიდან და მოშიშვლებულ მხრებზე და მკერდზე ნაზად დამიწყო კოცნა..
– ტიტე.. არასოდეს მიმატოვო რა..
– სხვა არ მჭირდება სულელო.. ვნებით სავსე ძლივს აბავდა სიტყვებს ერთმანეთს ... კაბის ელვა ნელა ჩამიხსნა და იატაკზე ნელა დაეცა... მერე ხელში ამიყვანა და საწოლზე დამაწვინა.. მაგიჟებ, შენს იქით ვერავის და ვერაფერს ვხედავ ხატია.. როგორ მიყვარხარ... როგორ მწამხარ.გიჟივით იმეორებდა ერთი და იგივე სიტყვებს და ვნებებისაგან გავარვარებულ ხელებს მთელს სხეულზე მისვავდა..
რას გავდა ჩვენი ურთიერთობა, დიდ ვნებას თუ დიდ სიყვარულს? ამას ხშირად ვეკითხებოდი ჩემს თავს. რომელი უფრო მეტი იყო ჩვენში, ასე გაგიჟებით რომ გვინდოდა ერთმანეთი ეს ვნება იყო რომელიც გაქრებოდა თუ სიყვარული რომელიც მარადიულად იქნებოდა.... საინტერესო იყო მაგრამ პასუხი არასოდეს მქონდა.... ბევრი ფიქრის მერე მაინც გავბედე და ტიტეს ავხედე..
– ტიტე, როგორ ფიქრობ ჩვენს უთიერთობაში ვნება უფრო მეტია თუ სიყვარული?
– ასეთ სულელურ კითხვებს რატომ მისვავ ხატი?!–სიყვარული ვნების ჩარჩოში ვერ ეტევა, შეიძლება ადამიანს კარგად არ იცნობდე და მიგიზიდოს, ანუ ვნება გაჩნდეს უეცარი, თუმცა სიყვარული ნებას იტევს.. ვნების გარეშე სიყვარული არაა ხატია.. ჩვენს ურთიეთობაში ორივეა, ჩვენ გაგვიმართლა და ბედნიერები ვართ ამის გამო ხო ხედავ.
– ხანდახან მეშინია, რომ მიმატოვებ..
– სულელი ხარ, არასოდეს მიგატოვებ, მეც მეშინია ხოლმე რომ მიმატოვებდა სხვას აირჩევ, მიუმეტეს ახლა რაც ასეთი უბედურება დაგვატყდა თავს.. დედაჩემისგან არაფერი ისმის, ცამ ჩაყლაპა თუ დედამიწამ ვერ ვარკვევთ...
– მეშინია, რომ კიდევ რამეს დამიშავებს,, ჩემი პატარა ისე ძალიან მიყვარდა, ტიტე, მინდოდა პატარა გოგონა გვყოლოდა ერთად..
– ჩუ, არ გინდა გთხოვ ასე ნუ მატკენ გულს, მეც შემიბრალე, გემუდარები..კარგზე ვიფიქროთ, ჩვენ კიდევ უამრავი შვილი გვეყოლება, ძალიან , ძალიან ბევრი..
– ვიცი , მაგრამ ძალიან მეტკინა... არ გვინდა, დავივიწყოთ, ვეცდაოთ დავივიწყოთ.. ამდენი ხანი ჩემგან უყურადღებოდ იყავი. სითბოს და სიყვარულს ვერ გაძლევდი, მერე სხვის სიტყვებმა მომიყვანა გონებაზე ტიტე, რეალობაში დამაბრუნა.. როცა გავიგონე როგორ ამბობდნენ, რომ ადამიანს აღარ ვგავდი და შენი შებმა ახლა მარტვად შეეძლოთ, კინაღამ მოვკვდი ტიტე..
– რა სისულელეა ხატია, ასეთი სულელური აზრები ამ პატარა თავში როგორ მოგდის? მისკენ საკოცნელად გავიწიე რომ ტელეფონი აწკრიალდა.. ტიტეს გაიცებულმა გადავხედე, ლევნი მირეკავდა...
– ლევანი მირეკავს , ალბად რაიმე მოხდა... შეშინებულმა ვუთხარი და საწოლში წამოვჯექი.. გასაგებია, გამოვდივართ–– სწრაფად ვუპასუხე ლევანს და ტიტეს ავხედე.. ნინას მშობიარობა დაეწყო. წამოდი მალე..
**
სამშობიაროში სირბილით შევედი და პირდაპირ ნინასთან პალატაში ავირბინე, ტავზე ფერწასული ლევანი ედგა და ვგრძნობდი რომ წუთი–წუთზე გული გაეპარებოდა.. დამინახა თუ არა ნინამ ხელები გამომიწოდა..
– მტკივა ხატ, ძალიან მტკივა...
– უნდა გაუძლო ჩემო ლამაზო, სულ ცოტაც და პატარა გაჩნდება, სულ სულ ცოტა აიტანე რა....
– მაპატიე რომ აქ მოგიყვანე, მაპატიე ვიცი როგორ გტკივა, მარამ შენს გარეშე ვერ გავაჩენ.. შემომყვები? ხო შემომყვები ხატია..
– შემოგყვები, მაგაზე არ იფიქრო ჩემი ერთადერთო.. მე კარგად ვარ, როგორ შემიძლია ცუდად ვიყო როცა მალე დეიდა გავხდები.. ხო იცი რომ მუდამგვერდით გედგები. ერთად გადავიტანთ ყველა ყკივილს..... გავუძლებს....
– ვაიმე როგორ მტკივა, სულს ვერ იბრუნებდა ნინა და უფრო მაგრად მიჭერდა ხელს.. თანდათან ვერ ვუძლებ, მალე გული გამეპარება ხატია..
– დამშვიდდი და ღრმად ისუნთწ, არაფერი მოგივა, ნერვებს ნუ აყვები, ყველა ასე აჩენს, შენც ასე გაჩნდი , დამშვიდდი ნინა მიყურე. არ გტკივა. შენ არაფერი არ გტკივა.. იფიქრე რომ მალე გულზე დაგაწვენენ პაწაწინას ნინა, განა ამაზე კარგი შეიძლება იყოს რამე? მარტო ამიტომ ღირს გაჩნდე ქალად....
– დამეწყო, უეჭველი დამეწყო ხატია...– განწირულმა იკივლა ნინამ და ტიტემ ლევანს ხელი შეაშვლო რომ არ დაცემულიყო...
ორმოცდახუთ წუთიანი გაუსაძლისი ტკივილის მერე ქვეყანას პატარა ბიჭი მოევლინა.. ნინას ცრემლები უერთდებოდა სიხარულს და საერთოდ აღარ ახსოვდა წეღანდელი ტკივილი... ნინას შევხედე ისეთი სითბოთი კოცნიდა პატარას რომ გული შუაზე გამეხლიჩა, ტკივილს ვერ გავუძელი და სამშობიარო ბლოიდან სირბილით გავიქეცი ეზოში... ბოლო კიბეზე ჩამოვჯექი და ხმხმაღლა ავტირდი.. ტიტე მაშინვე უკან დამედევნა..ორივე ხელი შემომვია და ზედ მიმიკრა..
– როგორ მტკივა გული, ასე ძალიან რატომ მტკივა.. წარმოუდგენელია ნუთუ ნინასი შემშურდა ტიტე,, სიკვდილი მინდა, ისე მტკივა გული და სხეული რომ ვერ ვუძლებ, ვუყურებ პატარას და მინდა რომ გულში ჩავიკრა, მინდა მოვეფერო მაგრამ მის ასაყვანად გაწვდილი ხელები მიშეშდება, ასე მგონია რომ ჩემი შვილია.. როგორ მტკივა ტიტე... ხმამაღლა ვბღაოდი და ტიტეს მაგრად ვეხუტებოდი....
ყველა ტკივილს დაგავიწყებს საყვარელი ადამიანის გვედით ყოფნა.. სუაღამისას ტიტეს მკერდზე თავდადებულს გამომეღვიძა, ჯერ კიდევ სველი მქონდა ტირილისაგან სახე. ალბად ძილშიც ვტიროდი, ვცდილობდი არაფერი შემემჩნია, ვცდილობი ტიტესთის არ მეგრძნობინებინა ეს ტკივილი მაგრამ შიგნიდან რაღაც მღრღნიდა, მანიაკივით ვიქცეოდი, არა ალბად უფრო ნერვოზიანი ადამიანივით, თავში ათასი სულელური აზრი მომდიოდა, რომ ვერარ გამეჩინა შვილი , ტიტეს რომ სხვა გაეცნო და ასე შემდეგ, თითქოს ჩემი თავის ფასი დავკარგე... ტიტეს ავხედე ეძინა, ფრთხილად ავდექი საწოლიდან და კარადის მთლიან კარებზე დატანებული სარკის წინ დავდექი... დაკვირვებით შევხედე ჩემს ტავს, იქნებ რაიმე შემეცვალა,, გონებაში ათასი აზრი მომივიდა მაგრამ არც ერთი არ მაკმაყოოფილებდა..
– ხატია, რას აკეთებ მანდ?– იმდენად მოულოდნელად მკიტხა ტიტემ რომ შეშინებულმა შევკივლე, მაშინვე ჩემთან გაჩნდა და ხელი მომკიდა.. კარგად ხარ?
– შემეშინდა....– ძლივს გავეცი პასუხი და ზედ მივეყუდე... ხელი ჩამკიდა და იატაკზე დამსვა, თვითონ გვერდით მომიჯდა და თვალებში ჩამხედა..
– ვიცი განიცდი, ვიცი ცუდად ხარ, უბრალოდ არ ვიმჩნევ ამას, არც შენ იმჩნევ რომ გტკივა, ორივეს გვტივა ხატი, მაგრამ ერთად თუ ვიქნებით ერთმანეთის ტკივილს გადავიტანთ... მინდა რომ ძიერი იყო, ძალიან ძლიერი, ხვალ დედაჩემი ბრუნდება სახლში, არ მინდა რომ დაელაპარაკო, მინდა უბრალოდ ამაყად იარო, მინდა არაფერი შეიმჩნიო, მინდა მხოლოდ ჩვენზე იფიქო, მინდა გყამდე და გიყვარდე, ისე ძალიან როგორც მე მიყვარხარ ხატია....
– შეუძლებელია, მის დანახვაზეც კი მოვკვდები ტიტე..
– არააა, არაა, ეს შენი სახლია, შენი და ჩემი.. ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს,, ახლა უფრო მაგრები უნდა ვიყოთ უფრო ბედნიერები ხატია, ყველას ჯინაზე...
– შვილი მინდა, შენი მსგავსი ტიტე, შენნაირი ხელები მინდა ქონდეს, შენნაირი ღიმილი, თვალები ტუჩები,, შვილი მინდა, ძალიან მინდა... მთელი დღეები მხოლოდ ამაზე ვფიქრობ ტიტე.. შვილი რომ ვეღარ გავაჩნო და მიმატოვო, მერე რა გავაკეთო...
– გაჩუმდი, მეტი აღარასოდეს არაფერი თქვა, გახსოვს ჩვენმა პატარამ ერთმანეთტან შეგვარიგა, ალბას განწირული იყო ხატია, ვიცი რომ აუცილებად გვეყოლება პატარა, მე ვიცი , დამიჯერე მაე შენც დაინახავ და იტყვი რომ მართალი ვიყავი...
– ნეტავ,, მეც მინდა ვიფიქრო რომ მალე პატარა მეყოლება..
– უფალი ასე არ გაგვწირავს ხატი, უფალი მოწყალეა გვეყოლება მალე, დამიჯერე.... შენთვის სურპრიზი მინდოდა მომეწყო მაგრამ არ გამომდის, ამ კვირას ქორწილი გვაქ...
– ვერ გავიგე? რას ქვია ქორწილი გვაქ...
– ხო მხოლოდ მე და შენ.. ვხუმრობ. ყველაფერი მოგვარებულია. მამაჩემმა ნიკამ და თეიკომ იაქტიურეს და შედეგი სახეზეა.. იცი მას მერე რაც თეიკო გააცანი ნიკას გაშტერებუი დადის, ეგ ისედაც შტერი იყო და კიდე ეგ უნდოდა?
– მართლა? ვიცოდი რომ მოეწონებოდა.. თეიკო კარგი გოგოა, მაგრამ მოიცადე, მე არაფერი მაქვს ტიტე, არც კაბა არც ფეხსაცმელი, ასე უცებ როგორ უნდა მოვაგვარო რაიმე..ყველაფერში ეგეც იგულისხმება ხატია.ჯვარს დავიწერთ ხელს მოვაწერთ აქ ჩვენი სახლის უზარმაზარ ეზოში დიდ და ლამაზ ქორწილს გადავიხდით.... აქ ყველას თვალწინ გეტყვი , მე შენ მიყვარხარ...
– რამდენი ხანი გავიდა უკვე არა? თითქოს გუშინ იყო ერთმანეთი რომ გავიცანით, მერე შენი თვალები რომ გადამეყარა ტიტე, მერე ის ეჭვიანობა, მერე ის ტკივიი, მერე წამიერად განტებული ცხოვრება როცა ნინას პატარა მოევლინა ქავეყანას, სადაცააა ზუკა სამი თვის გახდება.. მე კი ყოველ დრე მივდივარ მის სანახავ ტიე, ყოველ დღე ვტხოვ უფალს შვილი მაჩუქოს, ყოველ დღე ხატების წინ მუხლმოდრეკილი ვდგავარ და ვევედბი უფალს ერთ პატარას , რომელიც ყველაზე მეტად მეყვარება... უკვე ხუთი თვე გავიდა რაც ჩვენს პატარას ყოველ ღამე დავტირი ტიტე...
– ძალიან ძალიან დიდი დრო გავიდა... არადა იმაზე მეტად მიყვარხარ ვიდრე მაშინ მიყვარდი... ახლაც ვეჭვიანობ, იცი როდის? როცა ის ჩვენი ოფისის დაცვა ხარბ მზერას გამოგაყოლებს ხოლმე, სურვილი მიჩნდება მივიდე და სახე ავახიო.. მაგრამ მერე მახსენდება რომ მერე შენ ამახევ სახეს და ჩუმად მოგყვები ხოლმე უკან დასჯილი ბავშვივით..
– სულელო, შენ.. მიყვარხარ ასეთი, თბილი და მოსიყვარულე ასეთი ტკბილი და გემრიელი..

**
დარწმუნებული ვარ ყველა ჩვენგან უყვარდა ბავშობაში ლამაზი ზღაპრების კითხვა, სადაც პრინცესებს პრინცები შველოდნენ ბოროტი ჯადოქრებისაგან და დედინაცვლებისაგან..მეც ასე ვიყავი ზუსტად ასე, ხშირად როცა დედა ზღაპარს მიკითხავდა წარმოვიდგენდი რომ ის პრინცესა მე ვიყავი და რომ ჩემს დასახსნელად აუცილებლად მოვიდოდა ლამაზი პრინცი ცხენით და წამიყვანდა იქ სადაც დიდი სიყვარული მექნებოდა...
სასაცილოა და თითქოს ზუსტად ისე აექწყო ჩემს ცხოვრებაში როგორც ხდება ხოლმე, ნუ ჩემი თავი ფიფქიას რომ შევადარო ჯუჯები და სიკვდილიღა მაკლია. ეს ისე ხუმრობით მაგრამ ხშირად ვექცეოდი მეც ძლიერი ტკივილის ქვეშ და მერე დიდი დრო მჭირდებოდა ამ ტკივილიდან გამოსასვლელად..
კაბინეტში ვიჯექი და ბლოკნოტში ჩანაწერებს ვაკეთებდი, რომ ტიტე შემოვიდა. გამიღიმა– მისი ღიმილი ყველა ტკივილს მიქრობდა.. მერე სკამიდან წამომაყენა ჩემს სავარძელში ნელა ჩაეშვა და კალთაში ჩამისვა..
– ხვალ ქორწილი გვაქვს, არ მჯერა, ძნელია დავიჯერო რომ ამდენი რამის მერე ოფიციალურად იქნები ჩემი ცოლი... ჩემი საამაყო ცოლი..ჩემი ლამაზი და ერთადერთი ქალი...
– მართლა რა სასაცილოა არა? ჩვენი ერთად ყოფნის პრიოდში რამდენი რამ მოხდა, და მხოლოდ ახლა გავხდები შენი ცოლი.. მაგრამ ბედნიერი ვარ... ზუსტად ისე როგორც ზღაპრებშია ტიტე.. შენ მოდიხარ და მიხსნი.. როცა ასეთი ბედნიერი ვარ სულ რაღაც ცუდი ხდება ხოლმე, მეშინია რომ ახლაც შეიძლება რამე მოხდეს...
– არაფერი მოხდება. ადამიანი თვითონ იქმნის განწყობას ხატია. კარგზე იფიქრე და კარგად იქნება ყველაფერი.. რატომ გგონია რომ ცუდი მოხდება...
– არ ვიცი ტიტე, მართლა არ ვიცი, მისი კალთიდან წამოვხტი და ფანჯარასთან მივედი.. როცა მიხარია მაშინ ხდება რაღაც, როცა ბედნიერი ვარ მაშინ მტკივდება სული.... სულ ტკივილია, სულ სიბნელე.ხომ უნდა არსებობდეს რაღაც გზა, ერთი გზა მაინც რომელიც ბედნიერებამდე მიგვიყვანს...
– რა თქმა უნდა არსებობს . ამ გზის პასოვნელად ბევრი ტკივილი უნდა გადავლახოთ და მერე მივაგნებთ იმ ჭეშმარიტს ხატი... მე შენ მიყვარხარ– ეს სიტყვები უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია ბედნიერებისაკენ....
**
დილით უთენია წამოვხტით მე და ტიტე, გეგონებოდათ პირველად უნდა გვენახა ერთმანეთი, პირველად უნდა ეკოცნა და შემხებოდა... ეს ყველაფერი ისეთი ემოციით იყო სავსე, ერთი სული მქონდა მასთან ერთად დავმდგარიყავი ხატების წინაზე და ბედნიერებისათვის მელოცა.. მასთან ერტად ავსულიყავი ალბიონზე და უფლისათვის წყალობა მეთხოვა....
საოცარი სანახაობა იყო, ყველაფერი ის რაც ტიტეს ქონდა მოსწყობილი ჩემთვის... ისიც კი არ ვიცოდი სად უნდა დამეწერა ჯვარი, როცა თბილისს გავცდით მხოლოდ მერე მივხვდი რომ ან მცხეთაში მივდიოდი ან ჯვარზე.. არაგვის და მტკვრის შესართავს გადავხედე და სახეზე ღიმილი მომეფინა.. უკნიდან ნიკა მომიახლოვდა და თავზე მაკოცა..
– ნახე ზუსტად თქვენსავით არიან, ისე ერწყმიან ერთმანეტს როგორც შენ და ტიტე..
– თუ როგორც შენ და თეიკო?
– ხატია, ახლა არ გამანერვიულო, დღეს არა...– ისეთი სახით მითხრა რომ სიცილი ვერ შევიკავე.... ულამაზესი ხარ. შენზე ლამაზი ქალი არ არსებობს, მემაყება რომ ჩემი რძალი ხარ...
– შენ კიდევ ყველაზე, საყვარელი მაზლი ხარ- და ძალიან მიყვარხარ ნიკა, მკლავზე მივეხუტე და ლოყაზე ვაკოცე.. ....
ერთმანეთის გვედით ვიდექით მე და ტიტე, მამაომ თავზე მარგალიტის თვლების მოოჭვილი გვირგვინი დამადო და წითელი ღვინო მომასმევინა, მერე გამიღიმა და მიტხრა როცა ქმარსაც დაუტოვეო... ეს ყველაფერი ისეთი ლამაზი იყო, ცრემლებს ვერ ვიკავებდი.. ემოცია იმდენად დიდი იყო არ მქონდა სიტყვები, ღიმილის გარდა..ამ წუთში მიყვარდა ყველა და ყველაფერი, მჯეროდა ყველასი და ყველაფრის, ცრემლიანი თვალებით ავხედე ტიტეს და გავუღიმე.. მაგრად მომიირა ხელზე ხელი და თვალებით მითხრა მიყვარხარო....
სახლში მისულებს სხვა საჩუქარი მელოდებოდა, სახლის უკანა ეზოში , ჩემი საყვარელი თეთღი ვარდებით იყო შეკრული დაღი თაღის ქვეშ კი ხელის მოსაწერად გველოდებოდა ქალბატონი...
– რა არის ეს ტიტე? გაოცებულმა ვკითხე და მკლავში წავავლე ხელი...
– ყველაფერი შენთვის არის, ჩემო ლამაზო და ერთადერთო, მხოლოდ შენთვის... შენი ბედნიერებისათვის..
– მე შენ მიყვარხარ– ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვი, ამაზე მეტის თქმის ემოცია არ მაქვს..
როცა ოფიციალუად გავხდი მისი ცოლი. ტიტეს თვისი თბილი ხელი გამომიწოდა და საცეკვაოდ გამიყვანა.. ჩემი საყვარელი სიმღერაა, ჩუმად ვუჩურჩულე ტიტეს და თავი მხარზე დავადე. ვიციო მანაც ჩუმად ჩამჩურჩულა და ყურთან მაკოცა... მთელი ეს ყველაფერი, ისეთი თბილი და საოცარი ემოციის მომტანი იყო, არ ვიცოდი რა მეთქვა და რა გამეკეთებინა.. მთელი სამი საათის განმავლობაშ ვცეკვავდი და ვმხიარულობდი მათთან ერთად...
– გითხარი როგორ ლამაზი ხარ?– მოულოდნელად მკითხა ტიტემ და მოშიშვლებულ ზურგზე ხელი დამისვა...
– არ გითქვამს, მთელი საღამოა ამას ველოდები... აბა მითხარი როგორი ლამაზი ვარ?
სწრაფი ნაბიჯით წავიდა საგანგებოდ მოწყობილი სცენისაკენ და ზედ ავიდა.... ყურაღება ითხოვა და ღიმილით დამასაჩუქრა...
– ცხოვრებაში ერთხელ შემიყვარდა და ისე გაგიჟებით მიყვარს რომ მემგონი მეც კი გავგიჟდი.. სანამ ჩემად გიგულებდი მეგონა უამრავჯერ მკრავდი ხელს და შენ ლამაზ და სათუთ გულს არ მაჩუქებდი– მაგრამ შევცდი... მერე როცა ჩემი სიყვარული შენში გაზარდე მეგონა ამ ყველაფერს დამიმალავდი – აქაც შეცვდი.. ახლა როცა ჩემს წინ დგახარ, გიყურებ და მეშინია რომ ერთ დღეს წახვალ ჩემგან მაგრამ ვიცი ამაშიც უნდა შევცდე... არ მითქვამს როგორ გამიმართლა შენი პოვნით.შენმა გამოჩენამ ჩემი ცხოვება გაალამაზა, აავსო გააფერადა. მინდა გითხრა რომ მიყვარხარ, შენ ერთადერთი ქალი ხარ რომელიც მტელი ცხოვრება მეყვარება, არ არსებობს ჩემთვის სხვა და არც არასოდეს იარსებებს ხატია.. მიყვარხარ და არასოდეს შეგეპაროს ეჭვი ჩემს გრძნობაში. ახლა თამამად და ყველას გასაგონად უნდა გიწოდო ცოლი....
ცრემლები ნაკადულად ჩამომდიოდა. კაბის ბოლოები ხელში ავიკრიფე მისკენ გავიქეცი და ორივე ხელით ჩამოვეკიდე კისერზე... ვერაფრით მაჩუმებდა, ვტიროდი და მინდოდა მეტირა... არ მინდოდა არავის ყურადღება ტიტეს გარდა...
**
ტიტეს ქორწინების არც ერთი წესი არ დაურღვევია, ხელში აყვანილი შემიყვანა ოთახში .. საწოლზე დავჯექი და მის გვერდით დაჯდომას დაველოდე..ხელზე ნელა დამადო ხელი და კისერზე მაკოცა..ოდნავ შემახო თმებზე ხელი და თმის სამაგრი ერთი ხელის მოსმით გამომაცალა,, შვება ვიგრძენი, მხრებზე დამეყარა თმები, მუჭაში ხარბად მოიქცია ჩემი კულულები და მაკოცა...
– შენი კოცნა, მოფერება არასოდეს მომბეზრდება ხატი, მაინც რა ხარ ასეთი კარგი ჰა, სიცილით მითხრა და საწოლზე გადმაწვინა..
– ასეთი კარგი შენი ვარ.. მიყვარხარ და მინდა იცოდე სულ სულ შენ მეყვარები....
ეს ღამე სულ სხვანაირი იყო, ალბად ყველაზე ლამაზი და ვნებიანი იმ ღამეთა შორის რომელიც გვქონია, ეტყობა ქორწილს მაინც თავისი ემოცია და დატვირთვა აქვს მიუხედავად იმისა უკვე ცოლი გქვია თუ არაა. მეც ასე ვიყავი, მის შეხებას ისე ვგრძნობდი თიტქოს პირველად ყოფილიყოს.. მის სუნტქვას ისე ვსუნთქავდი გეგონებოდათ ჯერ აქამდე არ მქონდა გაგონილი... მისი სხეულის სიმხურვალე ჭკუიდან მშლიდა და კიდევ უფრო მეტად მიძლიერებდა მის მიმართ მიმართულ ვნებებს...
შუაღამისას რაღაც შეგძნებამ გამომაღვიძა, ალბად ცუდი სიძმარი იყო, მახსოვს სიზმარი დედა ჩემთან მოვიდა და მითხრა რასაც ნატრობ იმას გაძლევო... ტირილი დავიწყე, ტიტეს გდავხედე, მშვიდად ეძინა, უკვე ღმა ძილში წასულიყო , შვინავდა, მისი გაღვიძება არ მინდოდა. ხალათი შემოვიცვი და სააბაზანოში შევეცი , სახეზე ცივი წყალი შევისხი და სარკეში ჩემს თავს შევხედე.... ვიგრძენი როგორ დამიარა მთელს სხეულში რაღაც მწველმა ალმა. თითქოს გონება მებინდებოდა... ხელსაბანის ნიჟარას მაგრად დავეყრდენი, ხმას ვერ ვიღებდი...ნაბიჯების გადადგმაც კი მიჭირდა... კედელს ნელა გავუყევი, მინდოდა ტიტესთვის დამეძახა და ძალა არ მქონდა,, მახსოვს როგორ მივათრევდი ფეხებს , მახსოვს როგორ მივაღწიე შუა ოთახამდე და მოწყვეტით დავეცი იატაკზე...
**
თვალები რომ გავახილე, კარგად გაკაშკაშებულ პალატაში ვიწექი, თავზე ტიტე დამყურებდა.. თითქოს ყველაფერი მეორდება, შემეშინდა, მოულოდნელად ვიტაცე მუცელზე ხელი, მაგრამ გამახსენდა რომ იმ შემთხვევის მერე ხუთი თვე იყო გასული.გაღიმებულმა მაკოცა ტიტემ ტუჩებზე და საწოლზე ჩამომიჯდა..
– რაღაას გეტყვი და მინდა რომ მშვიდად შეხვდე ამ ყველაფერს ხატია..
– რა მოხდა ტიტე? ახლა რაღა მჭირს?
– ახლა გვჭირს თუ გვჭირს.. სიცილით მითხრა და ჩემი ხელი ხელებში მოიქცია.. ორსულად ხარ..
– ვერ გავიგე? გაოცებულა ვკიტხე და ტირილი დავიწყე, არ მჯერა, ორსულად ვარ? მე და შენ შვილი გვეყოლება?
– ხო.. ძალიან ბედნიერი ვარ, ამაზე კარგ საჩუქარს ვერ გამიკეტებდი ხატია საქორწილოდ...
კიდევ უამრვი რარაცის თქმას აპირებდა ტიტე მაგრამ ექიმი შემოვიდა და გამიღიმა..
– აბა ქალბატონო ხატია. კიდე რამდენჯერ აპირებ ჩემს გაოცებას??
– რას გლისხმობთ ბატონო კაკო?
– რას და, ქალბატონო ჩემთან თუ არ მოხვედი ვერ უნდა მიხვდე რომ ორსულად ხარ?
– კი მაგრამ თვიური არ შემწყვეტია, წინაზეც ასე მქონდა, არც გული ამრევია, როგორ უნდა მივხდე ბატონო კაკო...
– მიხვდები მიხვდები, მშობიარობა რომ დაგეწყება... მოკლედ ახლა მოემზადეთ უნდა გაგახაროთ. წინ გელოდებათ თავსატეხი...დიდი და მაგარი.. შენს მეუღლეს მხოლოდ ის ვუთხარი რომ ორსულად იყავი, არაფრით გავუმხილე სქესი, მინდოდა ეს შენთვის მეთქვა..მითხარი ხატია გოგონა გინდა თუ ბიჭი?
– სიმართლე გითხრათ ბიჭი მინდა, მინდა მამამისს გავდეს....
– შენ ტიტე, შენ რას იტყვი,..
– იძულებული ვარ ცოლს დავეთანხმო თუმცა გოგოს ყოლა ჩემი ოცნებაა... სულ მინდოდა და მყლოდა ხოდა იმედია შვილი მაინც მეყოლება გოგო..
– ხოდა ერთმაეთი რომ არ დახოცოტ რომელს რომელი გინდა. გოგო ტიტემ გაზარდოს და ბიჭი ხატიამ,ტყუპებს ელოდებით- სიცილით გვითხრა კაკომ და ტიტეს მხარზე ხელი მეგობრულად დაკრა..
ხანდახან ადამიანის ცხოვრებაში არის მომეტები როცა სიტყვები ყველაფერს აფუჭებს....

**
მუცელი თანდათან მეზრდებოდა, ჩემში ერთი კი არა უკვე ორი სიცოცხლე იყო, იმაზე ფიქრიც კი რომ ტყუპების დედა გავხდებოდი სიხარულისაგან ისტერიული სიცილი მივარდებოდა.... ხშირად ავდიოდი ჩემი მშობლების სასაფლაოზე და დედაჩემს მადლობა ვუხდიდი, მისი სიზმრად ნახვის შემდეგ გავიგე ჩემი ორსულობა და ამ ყველაფერს მას მივაწერდი....
თითქოს ყველაფერი დალაგდა.. მანანა და მე საერთოდ არ ვკონტაქტობდით, ალბად თავს დამნაშავედ გრძნობდა, ხშირად ვიგებდი როგორ ეკითხებოდა ტიტეს ან ნიკას ჩემს შესახებ.. უნდა ვაღიარო რომ ნამდვილად მსიამოვნებდა, ერთხელ მაინც რომ დამლაპარაკებოდა აუცილებლად გავცემდი პასუხს... მაგრამ მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი მასთან საუბარი. ასე ერთ სახლში უცხოებივით ვექცეოდით ერთმანეთს, ეს მდგომარეობა ძალიან მღლიდა...ჩემი პატარები მოსვენებას არ მაძლევდნენ, ისეთი ინერციით ფართხალებდნენ ჩემს შიგნით რომ ხან დროს მეგონა ერთი კი არა ათი მყავდა მუცელში..ტიტემ ჩემი თხოვნა გაითვალისწინა და სამსახურში სიარუი არ ამიკრძალა, ყოველ დღე2–3 საათით მივდიოდი და ჩემს საქმეს სიყვარულით ვაკეთებდი...მოსვენებას მხოლოდ ერთი რამ მაკარგინებდა.. ტიტეს ახალი პიარ მენეჯერი ყავდა, რა თქმა უნდა ისევ გოგო , მხოლოდ ამაზე ვწუხდი და ვდარდობდი...
შეხვედრა თეიკოს ვთხოვე, მინდოდა ბოლოს და ბოლოს მათი ურთიერთობა გამერკვია.. ოფისის შენობასთან მელოდებოდა გამოპრანჭული, მანქანიდან ძლივს გადავედი და თეიკოს ჩავეხუტე.. მერემშვიდად ავედით ჩემს კაბინეტში და მდივანს ჩაი მოვატანინე..
– თეიკო, რაღაცას გკითხავ სიმართლე მითხარი რა, ნიკაზე რას ფიქრობ?
– არ გეტყვი, მერე წახვალ და ნიკას ეტყვი, ხო ასეა?
– გადაირიე? ოდესმე გამიმხელია შენი საიდუმლო? მეწყინა ასე რომ მითხარი, მარტო მე კი არა ჩემს პატარებსაც აწყენინე..
– კარგი რა ხატი, ასე ნუ ამბობ. კარგი გეტყვი მაგრამ იცოდე რამე რომ უთხრა მოგკლავ... მასთან ერთიერთობა ძალიან მომწონს....კარგი ბიჭია, თბილი ყურადღებიანი, მოსიყვარულე... მაგრამ არ ვიცი რას ფიქრობს ხატ, კარგად მექცევა მაგრამ...
– რა , რას ფიქრობს გოგო, დაიწვა ბიჭი შენი სიყვარულით და შენ კიდევ რას ფიქრობსო.. უყვარხარ თეიკო, მართლა უყვარხარ.. დაგინახა თუ არა მაშინვე მოეწონე.. არ დამიტანჯო რა, ნიკა ძალიან კარგი ბიჭია. დამიჯერე ძალიან ხალისიანია და კარგი ქმარი იქნება... მოკლედ რამეს მოვახერხებ....წამოდი ახლა ტიტესთან, უნდა ვუთხრა მეორე ქორწილისათვის მოემზადოს...
– გადაირიე?? აუუ კარგი რააა.... ამაოდ მეკიდებოდა თეიკო მკლავში...
– იცოდე ორსულად ვარ, ნუ მექაჩები, მეც ჩემს სასარგებლოდ ვიყენებდი ხოლმე და მაშინვე მიშვებდა ხელს..
ტიტესთან დაუკაკუნებლად შევედი და ომახიანად დავიძახე , უყვარს. უყვარს–თქო , რომ გაშეშებული დავრჩი ერთ ადგილას.. ტიტეს მისი ხელები ხელებში მოექცია და თვალებში ისე უყურებდა გული მეტკინა, ჩემს დანახვაზე ხელები გაუშვა და ფეხზე წამოხტა.. ხათუნაც მაშინვე წამოდგა და ოთახიდან მშვიდად გავიდა... მისთვის სიტყვაც არ მითქვამს.. შევტრიალდი და გასვლა დავაპირე რომ ზურგიდან მომეხვია და კისერში მაკოცა..
– ჩემი ეჭვიანი ცოლი...
– არ ვარ ეჭვიანი, უბრალოდ არასასიამოვნო სცენას შევესწარი.. წავალ დავმშვიდედები თორემ ამ უვარგისი კაცების ხელში კიდე კარგად ვართ ქალები..
– ხატია, გულს მტკენ, არაფერი გამიკეთებია.. მერე თეიკოს გახედა და ანიშნა უკან გაიხედეო, თეიკოს უკან კედელზე მიყუდებული იდგა ნიკა და ისეთი სახით უყურებდა თეიკოს, დავინახე თუ არა სიცილი ამიტყვდა... მისკენ წავედი ხელი ჩავკიდე და ოთახში შემოვიყვანე.. მეორე სავარძელში თეიკო ჩავსვი და ტიტეს სავარძელში ამაყად ჩავჯექი..
– ისე მიხდება ეს ადგილი არა?– ირონიით ვიკითხე და ტიტეს ავხედე..
– ხვალვე გადმოგილოცავ ჩემო ერთადერთო ცოლო..– ღიმილით მითხრა და თავზე მაკოცა..
– მოკლედ ახლა მე თქვენი ბოსი ვარ, თქვენ ჩემი ქვეშევრდომები.... რასაც ვიკითხავ პასუხს გამცემთ... დავიღალე თქვენი საცოდაბით რა, ერთმანეთი გიყვართ , კიდევ დიდ ხანს უნდა იყოთ ასე ჩუმად?? მე მინდა ქორწილი, ლამაზი და მხიარული მე და ჩემმა პატარებდა უნდა ვიცეკოთ... ხო ასეა ტიტე?
– რაზე ლაპარაკობ ხატია, გადაირიე? ფერი არ ადევთ სახეზე შეხედე რა.. ნიკუშ რა დაგემართა ტო.. შეგრცხვა??
– აუუ ეს გოგო უნდა ვცემო რაა...უეჭველი , ხატია , ჯერ ეგ ბავშვები გააჩინე და მერე უეჭველი გცემ....
– მცემე, მცემე, ოღონდ იცოდე ჩემი ქმარი დამიცავს.. ჩემს ცემას მოეშვი და მაგას შეხედე წინ რომ გიზის.... უთხარი რომ გიყვარს, რომ გინდა ცოლად მოიყვნო, მე და ტიტე გავალთ.. თქვენ ბევრი სალაპარაკო გექნებათ.- სიცილით გავხედე საყვარელ მაზლს და სკამიდან წამოვიბამბღვლე...
**
თავს ცოტა შეუძლოდ ვგრზნობდი და ტიტეს სახლსი წაყვანა ვთხოვე. მაშინვე ჩემს ოტახში ავედი და გრილი შხაპის მერე გონს მოვედი..მკაცრად მქონდა გადაწყვეტილი მანანასთან ურთიერთობის მოგვარება.. ცოტა დავისვენე და რადგან მისარებში არ იჯდა მივხვდი რომ სამზარეულოში იქნებოდა.. გული ისე მიფართხალებდა გეგონებოდათ პირველად უნდა მენახა სადედამთილო... ქეთინო დეიდასთან ერთად ვახშამს ამზადებდა, დამინახა თუ არა გამიღიმა, მუცელზე მომეფერა და ხომ არ გშიაო მკიტხა, თვალით ვანიშნე მანანასთან მარტო დამტოვე თქო, ქეთინო გავიდა თუ არა სამზარეულოს კარი დავკეტე და მანანას გვერდით დავუდექი..
– შეიძლება ვილაპარაოთ ქალბატონო მანანა?– რაც შემეძლო მშვიდად ვკითე სრულიად გაოცებულმა გამომხედა და თავ დამიქნია კიო. ცხელი ყავა წინ დაიდგა , წვენით სავსე ჭიქა გამომიწოდა და დაჯდა... მივხვდი პირველი ნაბიჯი მე უნდა გადამედგა რადგან სალაპარაკოდ მე გამოვიწვიე..მაგრამ დმასწრო..
– არ მეგონა იმ ყველაფრის მერე ჩემთან საუბარს თუ ისურვებდი შვილო..
– ოოოო, ეს შვილო უკვე რაღაცას ნიშნავდა, თითქოს ძალა შემმატა ამ ერთმა სიტყვამ.. წარსულზე საუბარი რა საჭიროა, პირიქით მინდა რომ მომავალზე ვისაუბროთ, არ მინდა ოჯახში ასეთი ურთიერთობა გვქონდეს ქალბატონო მანანა.. მე ტიტე მიყვარს, ვიცი რომ თქვენც გიყვართ, თქვენი შვილია, არ მინდა გული ან მე და ან თქვენ ატკინოთ... ის რაც მოხდა, ეს ტკივილი ძალიან რთული გადასატანი იყო, შეიძლება დაუვიწყარი და მოუნელებელი ჭრილობაც იყოს, მაგრამ წარსულით ვერ ვიცხოვრებთ.. კარგად იცით რომ ჩემი დის და დეიდის გარდა არავინ გამაჩნია. მინდა თქვენი იმედი მქონდეს. არ მინდა მტრად გიგულოთ...
– ხატია. დიდი ხანია შენთან დალაპარაკება მინდოდა და ამას ვერ ვბედავდი, შენ იმაზე კარგი გოგო ხარ ვიდრე მეგონა, ვხედავ ტიტე როგორი ბედნიერია შენთან, ვხედავ და ეს კიდევ უფრო მახარებს, სიმართლე რომ ვაღიარო ტიტეზე გადამკვდარი დედა არასოდეს ვყოფილვარ და ვნანობ, ვნანობ რომ ჩემგან კარგი ააფერი ახსოვს, ვნანობ რომ არ ვაქცევდი ყურადრებას.. იცი შენ ეს ყველაფერი მიეცი, ერთი ხელის მოსმით დათმე ყველაფერი მის გამო, მე გაფასებ შენ. მეშენ ყოველთვის გაფასებდი..
– მაგრამ ცუდად მექცეოდით ...
– მართალია, ცუდად გექცეოდი იმიტომ რომ თავის დროზე მე არ ვიყავი შენსავით თამამი შვილო, გურამის ფულმა თვალები დაუბრმავა მამაჩემს, კარგად იცი ძველი ყაიდის ხალხი როგორც იქცეოდა, ჩემთვის არაფერი უკიტხავთ, მამაჩემმა მხოლოდ მითხრა რომ გურამს უნდა გავყოლოდი, შენ სიყვარულის გამო იბრძოლე და მე ესეც ვერ გავაკეთე, დავკაგე ის ვინც ასე ძალიან მიყვარდა...
– მე, არ ვიცოდი, მაპატიეთ. დამიჯერეთ მეც ძალიან რთული და ტკივილიანი გზა გამოვიარე სანამ ტიტეს მაპოვნინებდა ბედი. არც მერე ვიყავი დალხენილი, მაგრამ ტიტე ძალიან მიყვარს.. არ არსებობს მიზეზი რის გამოც გადამიყვარდება, გაგეცინებათ და მის თავს ვერც ტყუილი და ვერ ღალატი გადამაყვარებს... ის ჩემი ერთადერთი ცხოვრების აზრია.. ახლა როცა პატარები გაჩნდებიან არ მინდა მე და თქვენ დაძაბულები ვიყოთ, მინდა თამამად დაგიტოვოთ ბავშვები და მინდა თქვენც ასევე ტამამად ასეირნოთ შვილიშვილები... ჩემს მშობლებს არ მოესწოთ ჩემი და ნინას შვილის ნახვა მაგრამ თქვენ გაქვთ შანსი იყოთ ბებია...
– მართალი ხარ, ხანდახან პატარები მართლები არიან და ჩვენ დიდები ბევრ რამეს ვცოდავთ.. ის რაც მე გავაკეთე.. ეს უპატიებელი საქციელია, ეკლესიაში ყოფნამაც კი არ მიშვეა ხატოა, ყოველ დღე ვინანიებდი ამ საქციელს მაგრამ..
– მანანა დეიდა, დამიჯერეთ ეს წარსულია.. ვიცი რომ თქვენც გეტკინათ.. არაა საჭირო გავიხსენოთ ის რაც ასე გვტკივა მეც და თქვენც.. მე უბრლოდ მინდა რომ მშივიდ და ბედნიერი ოჯახი ვიყოთ სხვ არაფერს ვითხოვ თქვენგან...
კიდევ დიდხანს ვისაუბებდით ალბად უკვე ზოგად საკაცობრიო თემებზე მაგრამ ქეთინო დეიდა შემოვიდა და მითხრა შენთან სტუმარიაო.. გაოცებული გავედი მისაღებში , ზურა ბიძია და ნუციკო იჯდნენ და მელოდებოდნენ,, მივხვდი რომ კარგი საქმისათვის არ იყვნენ მოსულები მაგრამ მათკენ მაინც ღიმილით წავედი. ორივე მოვიკითხე და ჩემი უზარმაზარი მუცლით მათ წინ მდგარ შავი ფერის სავარძელში ჩავჯექი...
– დიდი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს, მშვიდად დაიწყო ზურა ბიძიამ და შემომხედა.. ხდება რამე? რატომ დაგვივიწყე?? ხატია? ახლა აღარ გჭირდებით?
– ასე ნუ ამბობთ ზურა ბიძია, განა თქვენ არ იყავით რომ მოხვედით და მისაყედურეთ?? მე დამაბრალეთ გიორგის ცუდად ყოფნა..
– ასეა, და ამას ვერ ვუარყობ, გიორგი შენს გამოა ცუდად, ახლაც მასზე სასაუბროდ მოვედი..სმა დაიწყო, ღამით სახლშ აღარ მოდის, ეს ყველაფერი კი შენი ბრალია..
– ჩემი ბრალია? მე რა წვლილი მიმიძღვის ამ ყველაფერში? მე რა შუაში ვარ? მისთვის იმედი არასოდეს არ მიმიცია, როცა მითხრა მიყვარხარო სახლიდან გავაგდე...
– შენი ბრალია, ხო შენ ხარ დამნაშავე რომ გიო ასე იქცევა .
– რას ამბობ ნუცა აზრზე ხარ? გიო მუდამ ძმასავით მყავდა და როგორ ფიქრობ ახლა მივცემდი იმედს? მაპატიეთ მაგრამ ტქვენ აქ მგონი საჩხუბრად მოხვედით და მე ამის ხასიატზე ნამდვილად არ ვარ, სულ ახლახანს დიდი ტკივილი გადავიტანე და ახლა არავის მივცემ უფლებას ჩემს შვილებს რაიმე ავნონ ნევიულობით...
– ასე ლაპარაკის უფლება არ გაქვს– მკაცრად მითხრა ზურამ და ფეხზე წამოდგა...
– არ მაქვს? და თქვენ გაქვთ უფლება რომ მოხვიდეთ და დამადანაშაულოთ?? არ მოგცემთ ამის უფლებას...
– გიოს უყვარხარ...
– გასაგებია ნუცა, გავიგე მაგრამ მე არ მიყვარს, მე ქმარი მყავს რომელიც მიყვარს, და მალე შვილები მეყოლება რა სიყვარულზეა აქ ლაპარაკი არ მესმის...
– მართალი ხარ, მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ, რომ დაელაპარაკო გიორგის.. წამოდი და აუხსენი ეს ყველაფერი...
– ხატია არსად არ წამოვა– ხმამაღა თქვა მანანამ და გვერდით დამიდგა.. ახლა ხატიას არ აქვს იმისი დრო რო აქეთ––იქით იაროს ვირაცეების დასარწმუნებლად. უკვე გვიანია დაიღალა გოგო, მთელი დღეა ფეხზე დგას, ძალიანაც რომ მოინდომოს არ გამოვუშვებ, ახლავე დავურეკავ ტიტეს ..
– არა მანანა დეიდა არსად არ მივდივარ, ზურა ბიძია ხვალ ვნახავ გიორგის და ავუხსნი ყველაფერს, არ ვიცი რას ითხოვთ ჩემგან მაგრამ ავუხსნი ყველაფერს და ვეტყვი რომ ცდება.
**
ღმის ორი საათი ხდებოდა ტიტე რომ მოვიდა, კარგად ნასვამი იყო, და ამ დროს ასმაგად მიყვარდა, ისეთი თბილი და ტკბილი იყო, მისგან წამით მოშორება არ მოგინდებოდა... ტანსაცმლიანი დაემხო საწოლზე და სიცილი დაიწყო... შეშიებული წამოხვტი და ტიტეს დანახვაზე გამეღიმა..
– ჩემი ქმარი მთვრალია?– ღიმილით ვკითხე და თავზე ვაკოცე. ჩემო სიხარულო, როგორ მიყვარხარ, ჩემო ტკბილო, როგორ მიყვარს შენი ტუჩები ტიტე..
– მთვრალი ცოლო? ნასვამიიიი...– დავლიეთ რა ბიჭებმა... ხო და კიდე გოგოებიც იყვნენ რა, მაგარი ნაშობა ავყარეთ..
– ჰააააააა?– იმხელა ხმაზე დავიძახე რომ ტიტე შეშინებული წამოჯდა...გაიმეორე რა თქვი ტიტეეე..
– ხატია რა გაყვირებს, გაიღვიძა ყველაამ... მოგატყუე ცოლოოო.. აუუ ეს შარვალი და პერანგი გამხადე რა... გთხოვ , ჩემი ლამაზი ცოლი ვინაა...
– წადი და ნაშამ გაგხადოს.. მე ვიძინებ..– გაბუტულმა ვუთხარი და საწოლში შევწექი...
– ხატი ხატიაა. ჩემო დახატულო ხატია– თაფლივით დაიღვენთა ტიტე და მუცელზე მაკოცა.. გეხვეწები დამეხმარე ამის გახდაში რა.. თუ გიყვარვარ. ხო იცი რომ შენ ხარ ყველაზე საყვარელი ცოლი, შენს გადა რომ ვერავის ვხედავ ხო იცი..
– ხო? ვერც იმ გოგოს დღეს მის ხელებს რო ეფერებოდი?– გიჟივით წამოვხტი და დავინახე რომ წამიერად გამოფხიზლდა ტიტე..
– რა სულელი ხარ, ის გოგო დასახმარებლად მოვიდა ჩემთან ამიტომ ტიროდა.. აღიარე რომ შენნაირი ქმარი არავის ყავს..
– მართლა?– ჩემი ლამაზი ბიჭი.. ჩემი ცხოვრება ხარ. რომ იცოდე როგორ მიყვარხარ, ახლა უფრო მეტად, იმაზე მეტად ვიდრე ადრე ტიტე...ახლა ვიცი როგორი თბლი ხარ, მინდა ისე მაგრად მოგხვიო ხოლმე ხელები რომ სუნთქვა შეგეკრას... მოდი გაგხადო ეს პერანგი მოდი. თორემ ამაღამ ასე დაიძინებ გული მიგრძნობს მე..
**
დილით აუტანელმა მოუსვენრობამ გამომაღვიძა.არც ძალა მქონდა და არც ხაისი, ბავშვებიც გამალებით ცქმუტავდნენ მუცელში და მოსვენებას არ მაძლევდნენ. ზლაზვნით წმოვჯექი და მძინაე ტიტეს გადავხედე, წარმოვიდგინე სულ რამოდენიმე თვეში როგორ გავიღვიძებდით ოთხივე ერთად, ეს ოთხივე ყურშიც კი ცუდად მხვდებოდა. ვერ ვიაზრებდი რომ ერთ დროულად ორი შვილის დედა ვხდებოდი.ფთხილად შევეხე ტიტეს ყურთან და თვალები ნელა გაახილა.
– დილა მშვიდობისა ძილისგუდა ღიმილით ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე..
– აუუ გუშინ დავლიე ხო? თავი მისკდება– ძლივს გადააბა სიტყვები ერთმანეთს ტიტემ და გვერდი იცვალა..
– გინდა ბორჯომი ამოგიტანო? და კიდე მაგარ ყავას გაგიკეთებ უშაქროდ. მერე უნდა წავიდე და იცოდე. გიორგის უნდა შევხვდე..
– აჰა კარგი.. ისე გამცა ტიტემ პასუხი ზუსტად ვიცი არც გაუაზრებია რა ვუთხარი..
საწოლიდან ძლივს წამოვდექი და სამზარეულში ჩავედი .. მანანა უკვე საუზმეს ამზადებდა.. დამინახა თუ არა გამიღიმა.. ღიმილზე ღიმილით ვუპასუხე და მაცივრიდან ბორჯომი გადმოვიღე...
– დღეს მიდიხარ იმ ბიჭის სანახავად ზუსტად ისე მკითხა მანანამ როგოც დედაჩემი მეკითხებოდა ხოლმე..
– უნდა წავიდე, სხვა გზა არ მაქვს მანანა დეიდა ერთხელ და სამუდამოდ ხომ უნდა გაიგოს რომ მე და მას არაფერი გვაკავშირებს შევწუხდი მისი ოჯახის ამდენი დადანაშაულებით..
– ტიტემ თუ იცის..?
– იცის, ახლა ვუთხარი... გუშინ ნასვამი მოვიდა და ახლა თავი უსკდება ვაჟბატონს– ღიმილით ვუთხარი მანანას და ლანგრით ხელში გვედი სამზარეულოდან..
ტიტეს ისევ მშვიდად ეძინა.. პირი ნახევრად ქონდა ღია და ისე ფშვინავდა მომინდა მის გვერდზე დავწოლილიყავი და მაგრად მივხუტებოდი მაგრამ ჩემი პატარები ამის საშუალებას არ მაძლევდნენ...ჩემი მუცელი უკვე იმხელა იყო სიარულიც კი მიჭირდა..თეთრი მაისური ჯინსის კომბინიზონი და ბოტასები გადმოვიღე , გრძელი თმები კუდივით გამოვიკვანძე და კიბეებზე ჩავედი.... სახლში საოცარი სიმშვიდე სუფევდა. რარაცნაირად შიშმაც კი ამიტანა.. მძღოლს დანიშნულების ადგილი ვუთხარი და ეზოდან ნელ გავედით. გზიდან გიორგის დავურეკე ჩემი ხმის გაგონებაზე სიხარუით ხმას ვერ იღებდა..
– ხატია არ მჯერა რომ შენ თვითონ მირეკავ..
– გიორგი მისმინე ,ახლა ამისი დრო არაა , შენი ნახვა მინდა, უნდა გელაპარაკო, ბოლოს დაბოლოს გავარკვიოთ ჩვენი ურთიერთობა..
– თანახმა ვარ, როცა გინდა და სადაც გინდა..
– ნახევარ საათში ვიქნები იმ სკოლის ეზოშ სადაც დავდიოდით ...
**
მალევე გამოეღვიძა ტიტეს, დატოვებულ წერილს ყურადრება არ მიაქცია, პიდაპირ გრილ წყალს შეაფარა თავი.მერე სამზარეულოში ჩავიდა და ქეთინოს მაგრი ყავა გააკეთებინა.. მანქანის გასაღები თითზე დაიტრიალა და სახლიდან გასვლას აპირებდა რომ სახლშ გამეებულმა სიჩუმემ შეაკრთო..
– ქეთუშა. ქეთო...– კართან იდგა და სამზარეულოში მოფუსფუსე ქეთოს გაყვიროდა..
– რა არის შვილო, რა დაგემართა, რა მოხდა აბა ,– ხელების წმენდით გამოვიდა კარგად გაფუმფულებული ქეთუშა და ტიტეს დოინჯშემორტყმული გაუჩერდა წინ...
– სად არიან ჩემები ეეე...
– ნიკა სამსახურშია, მამაშენი დღეს დილით გერმანიაში გაფრინდა. ხატია ასე ერთი საათის წინ გავიდა და მალე დედაშენიც თან გაყვა...
– ვაააა, გამაგიჟებენ რა.. რაღაცა კი მითხრა ხატიამ გავდივარო მაგრამ უნამუსო ვიყო არ მახსოვს..
– დაურეკე შვილო..
– კაი რა ქეთო, არ იცი ქალების ამბავი? ახლა რო დაურეკო დაიწყებს, არასოდეს მისმენ, სად ვარ...და კიდე სხვა უამრავი რაღაცა.. წავედი მე წავედი , შეხვედრა მაქვს და.. და თავი მტკივა რა...
– წადი ჩემო ლამაზო ბიჭო, აბა შენ იცი ღმერთი შენსკენ ტიტე....
კაბინეტში შევიდა თუ არ ტიტე, მდივანს ცივი ბორჯომი მოატანინა და სულ მოუთქმელად გამოცალა... მერე შავი ტყავის სავარძლის საზურგეს მაგრად მიეყრდნო და ფიქრი გააჩაღა. ვერაფრით არჩევდა შვილების სახელებს და, ეს ახალი საზრუნავი იყო მისი გონებისა..
**
ეზოში მდგარ სკამზე დავჯექი და გიორგის მოლოდინშ გავიტრუნე. არც ერთი არ მოძრაობდა, მუცელზე ნაზად ვისვავდი ხელებს და ჩემს პატარებს მშვიდად ვესაუბრებოდი.. ხუთი წუთის ლოდინი არ დამჭირვებია რომ თვალებზე ხელი ამაფარა ვიღაცამ, მივხვდი რომ გიორგი იყო..
– მიცანი, ხო მიცანი, ორი წლის ბავშვივით ჩამეკითხა და გვერით მომიჯდა, მერე გაოცებულმა დამხედა მუცელზე და ხელი მომადო... რამხელები გაიზარდნენ ჩვენი პატარები არა?
– გიორგი, ან თავს იდებილებ ან მართლა გაგიჟდი, ეს ჩემი და ტიტეს შვილები არიან.. შენ არაფერ შუაში ხარ აქ...
– მოიცადე ეს როგორ, შენ ჩემი ცოლი ხარ, და ეს ბავშვებიც ჩემია..
– არა–თქო, მორჩა საკმარისია რა. გუშინ მამაშენი და შენი და იყო მოსული, შენს ასეთ ქცევაში მე მადანაშაულებენ, თქვენ მგონი ყველანი გაგიჟდით. ახაც ნასვამი ხარ? თუ? მოიცადე, შენ რა ნარკოტიკებს იყენებ?? გაოგნებული მისმენდა და მოულოდნელად წამოხტა ფეხზე..
– გახსოვს? ამ სკოლაში ერთად ომ დავდიოდით.. შენ ორი გრძელი ნაწნავი გქონდა ბოლოშეი თეთრი ბანტები გეკეთა.. როგორ მიყვარდა ამ თმებზე მოქაჩვა.. მაშინ შემიყვარდი, ხო ასე ნუ მიყურებ რა, შემიყვარდი და რა ვქნა, ან რა უნდა მექნა, თავს ვერეოდი, თავს ვაჯერებდი რომ ჩემთვის მხოლოდ და იყავი... მერე, როცა გავიზარდეთ, უფრო გალამაზდი, მიტხარი გახსოვს ერთ ბიჭს რომ უყვარდი? ლექსო ერქვა, ხო, ხო ექსო, გახსოვს ხატია? მკლავებში მომკიდა ხელი და წამომაყენა..
– მახსოვს გიო, რც შემეძლო მშვიდად ვუთხარი და გავუღიმე..
– მე ვცემე, მაგრად...
– რა ქენი?– გაოცებულმა ვკითხე და ცრემლიანი თვალებით ავხედე..
– ვცემე რა, მაგრად ვცემე , შენს გამო.. დაგიცავი ხატია.. შენი მოტაცება უნდოდა.. უყვარდი, რა მექნა.. შენ თავს მართმევდა... მაგრამ ამ ბიჭმა მინც წამართვა შენი ტავი.. დამასწრო, მაგრამ ახლა როცა შენი ფეხით მოხვედი ჩემთან აღარ გაგიშვებ ხატია, შენ ჩემი ცოლი ხარ, ჩემი ერთადერთო ცოლი, მალე შვილებიც ვეყოლება და ბედნიერები ვიქნებით ხო ასეა?
– გიორგი , მორჩა. ეს ტიტს შვილებია, მე მისი ცოლი ვარ..
– ჩემი ხარ–თქო. ბოლო ხმაზე მიღრიალა და გულშ ჩამიკრა. შიშმა ამიტანა, გული საშინლად მიკანკალებდა... მივხვდი რომ თავს ასე ადვილად ვერ დავაღწევდი... ხელები გავაშვებინე და წასასვლელად კარისაკენ წავედი რომ ხელი მომკიდა და თავი გააქნია არსად გაგიშვებო...
– მომისმინე, მე აქ იმიტომ მოვედი რომ მეთქვა, მე შენს მიმართ არაფერს ვგრძნობ. უბრალოდ მინდა იცოდე რომ მე ქმარი მყავს რომელიც მიყვარს..
– ფეხებზე , შენი ქმარი ვეღარ გიპოვის, შენ მუდამ ჩემი ცოლი იყავი და ახლაც ასე დარჩება.. ამღვრეული თვალებით ჩამშტერდა თვალებში და მგრად მომიჭირა ხელი....
– გამიშვი –თქო. გამწარებულმა ვუყვირე და გაშლილი ხელი სახეში გავარტყი, თითქოს გონებაზე მოვიდა.. ხელები გამიშვა, შევტრიალდი კარისაკენ და რაც შემეძლო სწრაფად წავედი კარისაკენ..
– ესეიგი ჩემი არასოდეს გახდები არა? უარს ამბობ ჩემს ცოლობაზე?
– მე უკვე ვარ სხვისი ცოლი, არ შევბრუნებულვარ ისე გავეცი პასუხი ....
– ან ჩემი იქნები ან არავისი გაიგე?– ბოლო ხმაზე ყვიროდა განწირული და ფეხებს სანაგვე ურნას ურტყავა... ჩემსკენ მომავალი მანანა დავინახე თუ არა მეორედ დავიბადე, რარაც ენით აღუწერელი სიძლიერე მომემატა... ღიმილით წავედი მისკენ და ნაბიჯებს უფრო ვუმატე...
– შემოტრალდი თორემ გესვრი.– ზურგს უკნიდან გიორგის და იარაღის ხმა ერთნაირად გავიგონე.. ორივე ხელი მუცელზე მივიდე მაგრამ არ გავჩერებულვარ, ვიცოდი თუ გავჩერდებოდი ეს გიორგის გამარჯვება იქნებოდა სულ რაღაც სამიოდე ნაბიჯიღა მაშორებდა მანანამდე როცა მისმა ყვირილმა იქაურობა გააყრუა, მოულოდნელად ვიგრძენი რაღაც ტკივილი , ვიგრძენი როგორ გამომელია ძალა, როგორ დამიარა ცივმა და თბილმა ტალღებმა , მუხლებზე დავვარდი მუცლისათვის ხელები არ მომიშრებია, ბოლოს მანანას ყვირილი და თვალები გაახლიეო ბუნდოვნად ჩამესმა..
**
გახარებული შევიდა ტიტე კაბინეტშ შეხვედრის მერე და ძმას მაგრად დაჰკრა ბეჭებზე ხელი. ამაყად ჩაჯდნენ სავარძლებშ და ერთმანეთს გახედეს, მეორე გახედვაზე კი ოივეს სიცილი აუტყდა..
– მართლა არ მჯერა რო ასე მალე დავითანხმე ეგენი ნიკუშ, შანი არაა, ხო იცი ამერიკელები ცოტა ისეთები არიან რა, სტრანნი ტიპები, ეს რაღაც კაი ტიპი იყო არააა...?
– კაი რა ტიტე რა, რა დროს მაგაზე ფიქრია.. მაგარი აზრი მაქვს, წამო დღეს ოთხივე სადმე წავიდეთ, რამდენი ხანია არსად გავსულვართ..
– წავიდეთ, ისე ნეტა შენი რძალი სად დადის ხო არ იცი?
– შენ თუ არ იცი შენი ცოლი სადაა, მე საიდან მეცოდინება სადაა ჩემი რძალი?
– რავიცი ტო, თქვენ რაღაცა საიდუმლოებები გაქვთ ხოლმე და... ვიფიქრე ახლაც რამეს ხო არ აწყობენ –თქო..
– არა შეცდი ამჯერად ძმაო...
– გათიშული აქვს?!– ხატია ტელეფონს ღამეც კი არ თიშავს, ლამისაა ჩახუტებულმა დაიძნოს და ახლა გათიშა?
– კაი რა გჭირს? რა ფერი გეცვალა რა..
– ნიკუშ , რაღაც ხდება.. უეჭველი ვიცი რაღაც ხდება.. შიგნით რაღაც მიფორიაქებს ეე. ნუ იცინი, მართლა ნიკა.. მაგიდაზე დაგდებულ ტელეფონს სტაცა ხელი და ისევ მიუწვდომელი იყო ხატიასთან დაკავშირება....
– კაი დამშვიდდი რა.. წყლით აავსო ნიკამ ჭიქა და ძმას გაუწოდა... ინსტიქტურად გაუვარდა ტიტეს ჭიქა ხელიდან და ნიკას ახედა.
სიტყვის თქმა ვერ მოასწრო რომ ცრემლებისაგან სახე დანამული შევარდა მდივანი ტიტესტან და მის წინ დადგა..
– ბატონო ტიტე ტელევიზორი ჩართეთ მალე რა...
– რა მოხდა ლელა..
– ჩართეთ გთხოვ.... ხელები უკანკალდა , თითქოს სულიც კი დაეხუტა მომენტალურად.... საინფორმაციო გამოშვება ექსკლუზიურ ინფორმაციას გადმოსცემდა..
„ ამჟამად გვაწვდიან ცნობას რომ ახალგაზრდა ცნობილი ბიზნესმენის ტიტე არაბულის მეუღლე ხატია ყანჩელი ჯერ კიდევ უგონო მდგომარეობაში, იგი გადაყვანილია ღუდუშაურის გადაუდებელთა განყოფილებაში.. პციენტმა დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა, ასევე შეგახსენებთ რომ ტიტე არაბულის მეუღლე 7 თვის ორსულია... ჯერ–ჯერობით სულ ეს იყო, ახალ იფორმაციას შემდეგ საათში მოგაწვდით...“
მაგიდის კიდევ მთელი ძალით დაეყრდნო ტიტე, ორ მეტრიანი კაცი თითქოს წამებში დაპატარავდა. ისევ იგივე სიტუაცია, ისევ ხატია და ისევ ბავშვები...აბობენ კაცები ძლიერები არიან და ტირილი არ უყვართო, თუმცა ეს ის შემთხვევა იყო როცა უნდა გეტირა. აუცილებად უნდა გეტირა, ბედის ირონიის გამო,, უწყვეტად სდიოდა ცრემლები ტიტეს... ნიკამ მანქანის მართვის უფლება არ მისცა...ღუდუშაურის საავადმყოფო სავსე იყო ხალხით...სიტბილით შევარდა ტიტე და მოსაცდელში მჯდარ დედამის ჩასისხლიანებული თვალებით შეხედა..
– აქ რას აკეთებ დედა, საიდან გაიგე, რა მოხდა ამიხსენი...
– საშინელება შვილო, საშინელება.. ცუდადაა ხატია. ჯერ ბავშვების მდგომარეობა არ ვიციიით..
– რა მოხდა–თქო დედააა....
– გუშინ ის კაცი იყო მოსული ზურა. ხატიას უთხრა ჩემი შვილის გაგიჟება შენი ბრალიაო. დღეს დასალაპარაკებლად წავიდა, გულმა ვერ მომითმინა და უკანგავყევი, კიდევ კარგი უკან გავყევი შვილო, არ ვიცი რას უზავდა ის ავადმყოფი.. დიდი კამათის მერე... ესროლა. ხატიას ესროლა..
– დედა რას ამბობ, გიორგიმ ესროლა?
– ასეა, ესროლა და გაიქცა.. პოლიცია ეძებს.. ხატიას ზურგში მოხვდა, ძალიან მძიმედაა. მუცლით დაეცა, არ ვიცი რა იქნება. ოპერაციაზე შეიყვანეს.
ყველასგან და ყველაფრისაგან შორს უნდოდა გაქცევა ტიტეს. უნდოდა ხელი ჩაეკიდა თავისი ცოლისათვის..როგორ სტკიოდა მთელი სხეული.. მხოლოდ ახლა გაახსენდა დილით ხატიას სიტყვები გიორგის უნდა შევხდეო, მაინც როგორ არ მიაქცია ყურადრება, აი რა იყო საბედისწერო სიტყვა ქცევა, წუთები.. როცა წუტები ყველაზე მეტად გრძელი და საატები საუკენეების მსგავი იყო...
ფრთხილად დაადო ხელი პოლიციის თანამშრომელმა და რამოდენიმე კიტხვა დაუსვა, რაც გიორგის მოძებნაში დაეხმარებოდა..
პასუხესბ ალალბედზე სცემდა, რა სტკიოდა? ყველაფერი. რა აწუხებდა? ტკივილი, ხატიას გარეშე ცხოვრების გაგრძელების ტკივილი. მაგრად მიაჭირა შუბლი გაყინულ კედელს და ცრემლებს გასაქანი მისცა, უნდა ეტირა, თორემ ული გაუსკდებოდა.. უნდა ეყვირა თორემ სული აუყვირდებოდა.. უნდა დაემტვრია ყველაფერი უნდა დაენგრია, ცხოვრებაზე ხელი უნდა აეღო.. მაგრამ ეს არაფერს მისცემდა.. ოთხ საათიანი ლოდინის მერე ოფლში გაწუწული გამოვიდა ექიმი საოპერაციოდან და ხატიას ახლობლები იკითხა.... მერე ტიტეს სთხოვა გამომყევიო, კაბინეტში შევიდნენ, ცივი წყლით სავსე ჭიქა დაუდგა და დალიეო ანიშნა..
– ახლა ცივი გონებით უნდა იმოქმედო.., კარგად დაფიქრდი რასაც გეტყვი... შენი ცოლის მდგომარეობა მძიმეა მაგრამ სტაბილური, თუმცა ერთი პრობლემაა. ახლა ამ ოპერაციის მერე თუკი უახლოესი ხუთი საათის მერე გონს არ მოვა, არჩევანის გაკეტება მოგიევთ, ან ცოლი არ შვილები... ვიცი რთულია, ამაზე რთული სიტუაცია ცხოვრებაში არ გექნება მაგრამ , სხვა გზა არ არის, მინდა მზად იყოთ...
– არ ვიცი , ეს გადაწყვეტილება როგო უნდა მივიღო. ავირჩიო შვილები რომლებსაც ასე ელოდა ჩემი ცოლი და დავკარგო ცოლი? თუ ავირჩიო ცოლი და უკვე მესამე შვილი დავკარგო?! რა უბედურებაა ეს... ახლა რომ ჩემი ცოლი შვიდი თვის ორსულია ხომ შეიძლება რომ იმშობიაროს..
– მისმინეთ ბატონო ტიტე. კი ხატია შვიდი თვის ორსულია. თქვნი ბავშვები კარგად არიან, თუმცა თუკი ხატია გონს არ მოვა, მას მეორდ ნარკოზს ვერ გავუკეთებს, შესაძლებელია პატიენტის გულმა ვერ გაუძლოს და გარდაიცვალოს, არჩევანი თქვენზეა მეც სწორდ ამას გიხსნით ...
– გასაგებია, ჩურჩულით თქვა ტიტემ და კაბინეტიდან პირდაპრ ეზოში გავარდა გიჟივით..
**
პატარა რომ ვიყავი, მანქანის უკანა სავარძელზე მუხლებით დგომა და გავლილი გზის ყურება მიყვარდა, ვუყურებდი უკვე გავლილ ხეელს და გონებაშ ვითვლისი, მათი რიცხვი კი არასოდეს წყდებოდა, რაღაც მომენტში წყდებოდა და მერე ისევ თავიდან იწყებოდა, მეც ისევ თავიდან ვიწყებდი მომაბეზრებენ რუტინას და ასე ვიყავი მანამ სანამ დანიშნულების ადგილას არ მივიდოდი... გზას ვუყურებდი, და ვფიქრობდი ნეტავ სადმე თუ მთავდება –თქო, ამაზე პასუხს ვერავინ მცემდა...ახლაც ასე ვიყავი....
დაუსრუებლად ვიყურებოდი უკან , გულს უკან ხოლო სხეულს წინ მივყავდი... ვგრძნობდი რომ გულში რაღაც არ მაძლევდა მოსვენებას, რაღაც მტკიოდა, საშინლად და გაუსაძლისად... როგო მინდოდა ღრმა ძლით დამეძინა.... მაგრამ ვირაც მექაჩებოდა...
მერე თითქოს გონებამ ძველი დღეები აღიდგინა... მახსენდებოდა ალაგ–ალაგ სიტყვების ამოძახილი....
მაგრამ ეს არაფერი იყო....
ხომ არსებობს ერთი გზა მაინც რომელიც ბედნიერების ჭიშკართან მიგიყვანს.. ფართოდ გაგიღებს კარს და გეტყვის, „აჰა მიდი იბედნიერი ახლა შენი ვარო“.. მაგრამ ეს გზა ისე შორი და მუწვდომელია ადამიანისათვის,,, მთეი ცხოვრების 70 % ტკივილია, იქნებ ზოგიერთოს ცხოვრებაში უფრო მეტიც, სასაცილოა და როცა გიყვარს უფრო მეტად გტკივა ვიდრე მაშინ როცა არ გიყვარს... იქნებ როცა არ გიყვარს მაშინ პოულობ ამ ბედნიერების გზას, მაგრამ რად გინდა ეს გზა თუ ეულად უნდა იარო... როცა გიყვარს მასთან ერთად მიდიხარ, არ ხარ მარტო, მასთან ერთად გტკივა და გიხარია.. ეს გზა არასოდესაა ია – ვარდით მოფენილი...
მაგრამ მე ხომ დავპირდი ტიტეს რომ ამ გზას ვიპოვი, გზას რომელიც ერთად მიგვიყვანდა ბედნიერებამდე, ახლა კი რას ვაკეთებდი, მარტო მივდიოდი, არც ჩემი შვილები იყვნენ ჩემთან.. სრულიად მარტო ვიყავი. ნუთუ ასეთ ეგოისტი ვარ რომ ისინი დავტოვე და მარტო მივდივარ.. არადა აი ის აშკაშა შუქი როგორ მიხმობს თავისკენ, მაგრამ არა... მე ამას ვერ გავაკეტებ..
ვდგავარ ბედნიერების კართან და ვფიქრობ შევიდე თუ არა, იქნებ ჯობია შევიდე და ვნახო როგორია ბედნიერება, მაგრამ გული მეუბნება რომ ჩემი ბედნიერება ჩემი ქმარია..
საწოლზე იჯდა ტიტე და უხვად აყრიდა ხატიას ხელს ცრემლებს... ამდენი რამ ქონდა სათქმელი და ახლა ვერაფერს უყრიდა თავს. მხოლოდ იმას ამბობდა რომ არ წაერთმია უფალს მისი თავი, მხოლოდ იმას ლოცულობდა რომ არჩევანის წინაშე არ დამდგარიიყო...
– ხატ, უკვე მერამდენედ ხატ. გემუდარები არ მიმატოვო რა, გთხოვ ასეთი რთული არჩევანის წინაშე არ დამაყენო, რაპასუხი გაგცე გონებზე მოსულს.. ანდა ჩვენს შვილებს რა ვუთხრა ,დედათქვენი თქვენს გამო მოვკალი–თქო, გთხოვ .. ხო იცი შენი ქმარი როგორი ბოთეა ხატ, შენ ხო ასე მეძახდი. ყოველ დილით როცა ნაზად მისვავ ხელს , როცა ჩუმად მკოცნი რომ არ გამაღვიძო, მე უკვე მღვიძავს დ გელოდები როდის მაკოცებ... მიყვარხარ.. გემუდარები არ წახვიდე რა, ნეტა შემეძლოს ჩემი სიცოცხლე დაგითმო, ნეტა შემეძოს ბედნიერი გაგხადო.. ხატია, უჩემოდ არ შეაღო ის ნათელი კარები თორემ გიღალატებ ხატ.. გთხოვ გაახილე თვალები რა. შენი ქმარი შენს საღალატოდ მიდის ასე ადვილად უშვებ? ჩემო ერთადერთო იმედო.. ჩემო ბედნიერებავ შენც თუ მიმატოვებ რად მინდა ცოცხალი ვიყო.არ გაძლევ უფლებას გესმის? არ გაძლევ უფლებას წახვიდე, არ დატოვო რა, მინდა ჩვენი შვილები ერტად გაზარდოთ. როგორც ერთმანეთს დავპირდით ისე ხატი... ბევრი ჩემნაირი და შენნაირი...იცოდე მოვკდები, თუ ასეთი არჩევანის წინაშე დამაყენებ ხატია მოვკვდები... აას ვერ გავაკეთებ, ამას ვერ გადავიტან..... მეშინია რომ შემიძულებ, რომ შემიზიზღებ, შვილების მკვლელეს მიწოდებ... გემუდარებიი გაახილე თვალები.. ჩემზე თუ არა მათზე იფიქრე ხატია, შენ ხომ დედა ხარ... ორი შვილის დედა....
**
კარის გასაღებად ხელი გავწიე რომ ზურგს უკან დედაჩემის ხმა გავიგონე.. შევკრთი, შემრცხვა.... მისკენ შევტრიალდი და თავი დავხარე...
– ცუდად გამიზრდიხარ ხატია, ამიტომ გაჩუქე შვილები რომ ასე დაყარო ? რომ მარტომ მოიპოვო სიმშვიდე და ბედნიერება?
– დედა მე... სიტყვებს ვერ ვაბავდი თავს... გზა დავკარგე დედა....– სლუკუნით ვუთარი და ტირილს ვუმატე...
– მაშინ ჩემსკენ წამოვიდა და ლოყაზე მაკოცა.. შენი გზა შენმა გულმა იცის შვილო, შენი გზა შენი ოჯახია, შენ მათ სჭირდები... წადი ხატია, სანამ კიდევ გაქვს დრო. სანამ სხვას წაურთმევია, შენი შვილები გულში ჩაიკარი.. წადი და უთხარი მათ როგორ გიყვარს....
– გრძელ და ჩაბნელებულ გვირაბში გავრბოდი, მთელი ძალით გავრბოდი, საშინელი ქარი მიწეწავდა თმებს, მეშინოდა, ოგორო მეშინოდა, ამ სიბნელის ქალირს, მეშინოდა რომ დავაგვიანებდი.... თანდათან ძალა მეძლეოდა.. გული უფრო გამალებით მიძგერდა.... საშინელი ტკივილი ვიგრძენი გულში ...
**
ექიმები სირბილით შედიოდნენ რეანიმაციაში და უკან არავინ გამოდიოდა... ინერციით მივარდა ნინა ტიტეს და გულში ჩაეხუტა...
– მის გარეშე ვერ ვიქნები.... მის გარეშე არ ვარსებობ ნინა.. მთელი ჩემი ცხოვრება მასზე ავაგე... როგორ გავუძლო ამხელა ტკივილს... მისი სიცილი აბედნიერებს მხოლოდ...
– გემუდარები გაჩუმდი... ჩემი და ასეთია ჯიუტი, უნდა გვანერვიულოს და მერე გაგვიცინებს,, ბავშობიდან ასეთი იყო....
– მჯერა , მჯერა რომ არ მიმატოვებს, ხატიას ისე ძალიან ვუყვარვარ რომ არასოდეს წავა ჩემგან ხო ასეა ნინა?
– ასეა ტიტე,, ასეა– ორივემ უმატა ტირილს და ერთმანეთს მაგრად შემოაჭდეს ხელები...
**
უფალი მოწყალეა.. ჩვენ ყველანი მისი შვილები ვართ, ყველას გვივლენს სათანადო განსაცდელს...მეც მათ შორის ვიყავი, მეც და ტიტეც... როცა მისი სახე დავინახე, ვერ ვიცანი, ტირილისაგან თვალები დასიებოდა, მთელი ღამის უძილო და ნანერვიულები იყო... შემეცოდა, როგორ მეტკინა გული, მზერა ავარიდე შემრცხვა კიდეც, შემრცხვა რომ ასე მოვექეცი, ვინანე რომ მის გარეშე წავედი.. დასჯილი ბავშვივით იდგა კედელს მიყუდებული და მიცქერდა, მანამდე სანამ არ გავუღიმე, სანამ ხელი არ გავუწოდეჩემსკენ წამოსასვლელად... გვერდით ორი პატარა საწოლი მედგა, ორი ანგელოზი მყავდა... საწოლზე ჩამომიჯდა, ცრემლები მოვწმინდე და ვაკოცე..
– ხომ გეუბნები რომ ერთი გზა არსებობს რომელიც ბედნიერებასთან მიგვიყვანს–თქო.. შეხედე ეს გზა ჩვენს წინაა. ერთი კი არა მგონი ორი ტიტე. სიცილით ვუთხარი და მხარზე ვაკოცე..
– ჩემს ბედნიერებას მხოლოდ ერთი გზა აქვს და ეს შენ ხარ ხატია....
ზოგდად ბედნიერება რთული ფენომენია ცხოვრებაში სიყვარულის მერე.. აუხსნელია.. არ არსებობს სიტყვები მის გადმოსაცემად, ყველას ტავისებურად ესმის და იგებს,, ყველა თავისებურად ბედნიერეიაა.
აი ჩემი ბედნიერება კი სულ სხვანაირი იყო...ჩემს ბედნიერებას ერქვა ტიტე. მარიამი და ნიკოლოზი..
ისინი უკვე დიდები არიან, მე და ტიტე ჩემი მშობლების სასაფლაოზე ვზივართ, მხოლოდ ახლა მოვყევი პირველად ის რაც მაშინ ვნახე... მხლოდ ახლა გავუმხილე დედას რომ მან თავიდან მაჩუქა სიცოცხლე... რომ ჩემი შვილების ამ ქვეყნად მოსავლენად მეორედ ჩამბერა სული..ეს ერთი გზა რომელიც ბედნიერებამდე მიდიოდა ესეც დედაჩემმა დამანახა...
დედა– ჩემი ცხოვრების გაგრძელების ერთადერთი გზა იყო.... დედა რომელმაც ჩემს გამო ბევრი ტკივილი ნახა.. დედა –რომელიც ასე გიჟურად მენატრებოდა და არასოდეს მყავდა გვერდით... ცრემლით დანამული სახე ხელის გულებით მოვიწმინდე და მის სურათს ნაზად დავუსვი ხელები...
– ახლა როცა გიყურებ და კიდევ ასეთ გაბერილს გხედავ ხატია ჩემს კაცობას გეფიცები მეშინია ტო– ფერდაკარგულმა მითხრა ტიტემ და ჩვენს წინ მიმავალ მარიამს და ნიკას გახედა...შეხედე უკვე ოთხი წლისები არიან და ასე მგონია ყველაფერი გუშინ იყო, ახლა კიდე იგივეა რა..
– დამშვიდდი, ბედნიერებისაკენ სავალი გზა უკვე ნაპოვნი გვაქვს და მე აღარაფრის მეშინია ჩემო ბოთე ქმარო..

გისურვებთ ყველას გეპოვოთ თქვნ თქვენი წილი ბედნიერებისაკენ სავალი გზა, რომელიც ხან ცრემლიანი და ტკივილიანი ხანაც უსაზღვრო ბედნიერებით იქნება სავსე... გისრვებთ არასოდს გადაგეხვიოთ ამ ბედნიერების გზიდან სხვაგან ... მიყევით გულს, ის ერთადერთი ჭეშმარიტებაა ადამიანის ცხოვრებაში... მან უკეთ იცის რა სჯობია, როდის და როგორ.скачать dle 11.3




№1 სტუმარი სტუმარი nawka

ra gitxra arc ki vici .rogorc ki daviwye kitxva mashinve gamaxsenda rom es istoria wakitxuli mqonda magarm mainc ar davanebe tavi radgan vicodi rom am istoriis wakitxvit tavs sid siamovnebas ar movaklebdi .dgesac isev isetive siamovneba mivige da madloba amisatvis .arachveulebrivi gogo xar

 



№2  offline მოდერი zia-maria

სიტყვებს ვერ ვპოულობ. kissing_heart kissing_heart kissing_heart სიყვარულს ძალიან დიდი ძალა აქვს,სიყვარული ეს ისეთი გრძნობაა,ყველამ უნდა გაიგოს მისი ძალა და მისი სიღრმე,თუ რა ღრმაა ის.ამბობენ თუ ნამდვილად გიყვარს მას სიტყვებით ვერ გადმოცემო,აი სწორედ ასე იყო ხატიაც და ტიტეც.ძალიან კარგი პერსონაჟები გყავს და ძალიან საყვარელია ყველა.

 



№3 სტუმარი სტუმარი ხევსური

ეს ნამდვილი ამბავი და პერსონაჟებია

 



№4  offline ადმინი თუკა

სტუმარი ხევსური
ეს ნამდვილი ამბავი და პერსონაჟებია

არა, ეს არაა ნამდვილი ამბავი, თავად მოვიფიქრე. :))))
--------------------
4love.ge

 



№5 სტუმარი ani

უკვე სათვალავი ამერია ისეთი თემაა რამდენჯერ წავიკიტხე ვეღარ ვითვლი თან არც ბავშვური ენითაა გადმოცემული სიყვარულის ძალა აქ ისე იგრძნობა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent