შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კამელი (სრულად)


10-12-2017, 19:55
ავტორი Marry Amm
ნანახია 3 378

კამელი (სრულად)

Green place-ში ანა და ნინი ისხდნენ, როცა ანიმ დარეკა მოვდივარ და კაი საჩუქარი მომაქვსო.
- ღადაობს? დღესაც? - თვალები გაუფართოვდა ანას.
- არა რაც იცის კარგად იცის რაა - გაიცინა ნინიმ და ბარმენისკენ წავიდა. - ოთო მეცხრე მაგიდასთან რო ტიპი ზის ვინაა? არ შეხედო ეგრევე! - თქვა და ხელით კოკტეილზე მიუთითა თითქოს მასზე ეუბნებოდა რაღაცას. ოთომაც მიაწოდა და ტექნიკურად ბიჭისკენ გაიხედა.
- ამ ბოლო დროს ხშირად დადის აქ. ხან მარტო ხან ძმაკაცთან ერთად. რა მოხდა რო?
- არაფერი... უცნაურად შემომხედა. კაბინეტში ავდივართ ჩვენ არავინ შეგვიშალოს ხელიი - მხიარულად მიაძახა და თვალი ჩაუკრა. ანი უკვე მოსულიყო. რა თქმა უნდა, თვითონ "შეაკეთა" და რამდენიმე წუთში სიცილ-კისკისით მიუსხდნენ მაგიდას.
ანას ბუნებრივი ჩალისფერი თმა და დიდი მწვანე თვალები ჰქონდა, აპრეხილი ცხვირით და სტანდარტული ტანით, ნინის კი მელირებიანი თმა წელამდე ჩამოეყარა, ზომაზე ოდნავ დიდი ტუჩები მის შავ თვალებთან სასიამოვნო კონტრასტს ქმნიდა. ამას ემატებოდა თხელი წაწვეტებული ცხვირი, რომელიც მუდამ გაბრწყინებული ცნობისმოყვარე მზერის არაჩვეულებრივ დასტურად ითვლებოდა. ორივე მათგანი როგორც გარეგნობით ისე ხასიათით აბსოლუტურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ანა უფრო სერიოზულ თანამდებობაზე იყო და თანაც სულ დაკავებული, ნინის კი მიუხედავად მამამისის დატოვებული ავიაკომპანიისა საქმე სულ ამ ბარში ჰქონდა და სულ აქ ყოფნა უნდოდა. ეს უკანასკნელი მათ ანისთან ერთად შექმნეს, ფაქტობრივად მთელი სული და გული მასში ჩადეს, სხვათაშორის ანი და ნინი უფრო მეტად გავდნენ ერთმანეთს და ხასიათებითაც ასე თუ ისე ემთხვეოდნენ, რომ შეხედავდი აუცილებლად მიხვდებოდი, რომ ნათესავები იყვნენ. ანისაც შავი მრავლისმეტყველი თვალები ჰქონდა, რუსული ცხვირი და საკმაოდ გრძელი მუქი თმა.
- ანა ვაფშე არ გვისმენდა აზრზე ხაარ? - იგუდებოდა სიცილით ანი.
- ეხლაც არ გვისმენს - კისკისებდა ნინი.
- გისმენთ გოგო! წეღან პროსტა სიგარეტს ვერ ვპოულობდი და მაგაზე ვფიქრობდი.
- ხელში გეჭირა - სიცილისგან ატკიებულ მუცელზე იდებდა ხელს ნინი.
ეს იყო "სასტავი" რომელიც არასოდეს იწყენდა. რომელმაც ბევრს მიაღწია ცხოვრებაში მაგრამ შინაგანად იგივე დარჩა. ანა კრიმინალისტიკისკენ წავიდა, ანი სამსახიობოსკენ, ნინი კი ფინანსისტი გახდა. მოკლედ ყველას თავისი საქმე ჰქონდა მარა მათი თქმით "მწვანესათვის" და ძველებური ცხოვრებისთვის თავი არასდროს დაუნებებიათ. დაშლას აპირებდნენ როცა ბუღალტერმა ნინის რაღაც საბუთების გადახედვა სთხოვა და მანაც გოგოები გააცილა და დარჩა. ისევ შიოდა და ჭამასთან ერთად საბუთებს ასწორებდა როცა იგრძნო როგორ უკითხავად დაჯდა ვიღაც მის წინ. თავი რომ ასწია ზუსტად ის ტიპი უღიმოდა წეღან რომ დააინტერესა.
- გშია? - ცინიკურად შენიშნა მამაკაცმა.
- არაა... ისე ვერთობი. - მიუხედავად ბიჭის სიმპატიურობისა მკვახედ შესცინა ნინიმ და ნამცხვარს კოკტეილი დააყოლა.
- ნარკოლოგიურში რომ მიგიყვან იქაც ასე იხალისებ? - თქვა და დიდი ჭაობისფერი თვალები გოგონას მსხვილ ტუჩებს მიაპყრო. ნინის არ გამოპარვია მამაკაცის მზერა. ფეხზე წამოდგა, იგივე მოიმოქმედა მანაც. მიუახლოვდა და ყურში ნაზად ჩაჩურჩულა:
- 10 წუთში ბართან დამელოდე და სადმე წყნარად ვისაუბროთ. - ხელი გამომწვევად ჩამოუსვა მხარზე და კაბინეტში ავიდა. ჩანთა რომ აიღო უკანა გასასვლელით მანქანისკენ წავიდა. "იდიოტი! იდგეს ახლა და მელოდოს!" მანქანა დაქოქა და სახლისკენ წავიდა. ხმამ რომელიც გაიგო კინაღამ ავარია მოახდენინა.
- დიდი ხანია მანქანას ბარს ეძახი?
- შენ ხომ არ შეიშალე! რას აკეთებ ჩემს მანქანაში? - დაიყვირა ნინიმ და ძრავა ჩააქრო.
- ტონი გოგო! თავი ვინ გგონია! - მანქანიდან გადავიდა მამაკაცი და ნინის კარი გაუღო.
- მე კი არა შენ ვინ ხარ ჩემს მანქანაში რომ ჩაჯექი და ტონს მიკონტროლებ! - ყვირილით გადმოვიდა გოგონა მანქანიდან და გაცოფებული მზერა ოპონენტს მიაპყრო.
- მე სანდრო მქვია. შენთვის ბატონი სანდრო! - უპასუხა მან და მზერა ნინის ფეხებიდან ააყოლა. წვრილი წვივები, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, ტანზე გამოყვანილი თეთრი სადა კაბა მისი სხეულის ყველა დეტალს გამოკვეთდა. მისკენ მიმართული დიდი შავი თვალები ჭკუას აკარგვინებდა სანდროს.
- მომისმინე! ფეხებზე რა გქვია და... - სიტყვის დამთავრებაც ვერ მოასწრო ისე მიეხეთქა მანქანას და ისე მიაწვა სანდრო მის სხეულს.
- როგორც ჩანს შენთან კარგი ლაპარაკი არ ჭრის! - ლოყებზე მაგრად მოუჭირა ხელი რომ არ ელაპარაკა. - წესი პირველი - ჩემთან ტონს აღარ აუწიო და მეორე - ზრდილობიანად ილაპარაკე. სულ ესაა! - გამობურცულ ტუჩებზე დახედა, ხელი გაუშვა და შებრუნდა. გაშტერებული ნინი უყურებდა როგორ გააჩერა სანდრომ ტაქსი და წავიდა. ტუჩებს ნერვიულად იკვნეტდა მთელი გზა და მასზე ფიქრობდა. " მაღალი, ჩადგმული, მუქი დაბალზე შეჭრილი თმა, წვერი... თან ძალიან სიმპატიური. მაგრამ თავხედი! როგორ გამიბედა საერთოდ!" ცდილობდა სახლში ჩუმად შესულიყო.
- სად ხარ აქამდე? - სამზარეულოდან გამოვიდა ეკა.
- ბარში, საქმე იყო რაღაც...
- ბარში დავრეკე კაი ხნის უკან წამოვიდაო ნინი სად იყავი?!
- ვაიმე დედა ახლა არ დაიწყო რა! - ფეხზე გაიძრო და კიბეებისკენ წავიდა.
- არა რაა! 24 წლის ხარ უკვე და ჭკუა მაინც არ გაქვს! გათხოვდი მაინც ვინმე კარგ ჩვენი წრის ბიჭზე რომ დავისვენო! მისმენ?
- ხო ეკა! კარგია რომ ჩემი ასაკი გახსოვს. - ღიმილით შენიშნა ნინიმ და კიბეებს აუყვა.
- ხვალ თეონა და მისი ქმარი მოვლენ. გუშინ ჩამოფრინდნენ. იცოდე არსად წახვიდე შენი ნახვაც უნდათ. - ოთახის კართან დააწია სიტყვა შვილს ეკამ.
- როგორ დამღალე მაგ საზოგადოებით...
მეორე დღეს ეკამ გააღიძა.
- ნინი არ გესმიის? მოვიდნენ თქო!
- უთხარი არაა სახლში თქო. - მეორე მხარეს გადაბრუნდა და ეკამ მხოლოდ დაკივლება მოასწრო ისე სწრაფად გაადინა ნინიმ ზღართანი. ამან კარგად შეაფხიზლა და იატაკზკე წამოჯდა.
- დღეს არც ისე იღბლიანად იწყებს თქვენი გოგონა. - სანდროს ხმის გაგონებამ ნინი შოკში ჩააგდო. თავიდან იფიქრა მეჩვენებაო და თვალები მოისრისა, თუმცა ის განაგრძობდა - ასეთი ლამაზი ქალიშვილი თუ გყავდათ აღარც მახსოვდა. ჩემი მშობლები აშკარად აქამდეც უნდა ჩამოსულიყვნენ. - ნინის ხელი გაუწოდა რომ აეყენებინა. მას კი ვერ გაეგო რა ხდებოდა, მომენტალურად აღიდგინა დაახლოებით 20 წლის სანდრო მშობლებთან ერთად რომ ნახა და ისე დაიბნა არც განძრეულა.
- ნინი მიეცი ხელი აგაყენოს! - გოგონამ გაკვირვებით შეხედა დედას, მან ხომ იცოდა რომ თუ ადგებოდა სანდრო მას მაიკისა და საცვლების ამარა ნახავდა. ნინიმ მამაკაცს ახედა, მისმა ცინიკურმა სახემ ისე იმოქმედა, რომ გოგონამ ხელი გაუწოდა, ადგა და ნახევრად შიშველმა სანდროს გაუღიმა.
- არაფერს მოიცვავ? - კითხა მან და ნაგლად შეათვალიერა თუმცა ნინის არ გამოპარვია აღელვებული ხმა და ნერვიული გამოხედვა.
- რაღა აზრი აქვს - გაუღიმა და სააბაზანოში შევიდა. ძალიან გახარებული იყო და თავს გამარჯვებულად თვლიდა, თუმცა წარსულის უამრავი ფიქრი ერეოდა თავში და ბოლოს გადაწყვიტა საერთოდ არ ეფიქრა. პირველ სართულზე რომ ჩავიდა თეონა და მისი მეუღლე თბილად მოიკითხა, ნახევარი საათი სახეზე ღიმილმიმკვდარმა როგორც იქნა გაძლო და ბოლოს წასვლას აპირებდა როცა სანდრომ ეკას მიმართა:
- ქალბატონო ეკა როგორ ფიქრობთ მე და ნინი ცუდი წყვილი ვიქნებით?
- რას ლაპარაკობ, - თვალები გაუბრწყინდა ეკას, - პირიქით, ზუსტად ისეთი ბიჭი ხარ როგორიც ნინისთვის საუკეთესოდ მიმაჩნია!
- საუკეთესო იუმორის გრძნობა გაქვთ! - მაქსიმალური თავშეკავებითა და ცინიზმით წარმოთქვა ნინიმ, - ძალიან მომწონს თქვენთან მაგრამ უნდა წავიდე.
- სად? - ჩაეკითხა ეკა.
- საქმეზე დედა - იგივე სახით უპასუხა ნინიმ და წამოდგა.
- მე წაგიყვან! - საუბარში ჩაერთო სანდრო.
- მანქანას არაჩვეულებრივად ვმართავ.
- დარწმუნებული ვარ! ასე უკეთ გაგიცნობ, ოჯახებით ვმეგობრობთ და წაყვანაზეც არ მთანხმდები?
- რა გაეწყობა, - ნინის გაღიმება სიმწრის უფრო იყო ვიდრე სითბოს გამომხატველი, - წავიდეთ!
მანქანაში ისე ჩაჯდა კრინტი არ დაუძრავს.
- სად წაგიყვანო?
- ჯანდაბაში! - მის სიტყვებზე სანდრომ გულიანად გაიცინა.
- კარგი რა! აღიარე რომ ძალიან მოგწონს ჩემს გვერდით ყოფნა.
- ხოო ახლა ვფიქრობდი რა მაბედნიერებს ასე ძალიან დილიდან თქო და კარგია რომ მიმახვდრე.
- ყველაზე საყვარელი ხარ როცა ბრაზდები.
- ვწუხვარ იგივეს თქმა რომ არ შემიძლია. აქ გააჩერე!
- ამ ბარის გარდა გახსოვს საერთოდ რამე? რა გინდა ამ დროს აქ?
- შეყვარებულს უნდა შევხვდე.
- გულიანად მაცინებ - გადაიხარხარა მან, - უნიჭო მატყუარა ხარ. გასწავლი რაღაცეებს ცოლად რომ მოგიყვან.
- ვაიმე შეწყვიტე ეს სისულელეები შენი ჭირიმე რაა და დედაჩემს შეეშვი ისედაც ტვინი აქვს არეული!
- შენც ხომ იცი რომ აღარ შეგეშვები? მევასები მააგრად - თვალი ჩაუკრა ნინის და ისევ ტუჩებზე დახედა.
- მე არ მევასები და არც დამევასები - გაუღიმა გოგონამ და კარის სახელურს წაეტანა როცა სანდრომ მკლავში მოკიდა ხელი და შემოაბრუნა.
- თამაში გინდა?
- თამაში მე არ დამიწყია, შენ მოინდომე და მეც აგყევი. ჯერჯერობით შენი წესებით ვთამაშობთ, მაგრამ პირველ ფინიშამდე თუ მივედი არამგონია მერეც ასე მიყურო. - ხელი გააშვებინა და მანქანიდან გადავიდა. გოგოები უკვე ელოდებოდნენ, სწრაფად მიუჯდა მაგიდას და ვისკი მოითხოვა.
- რა გჭირს ამ დილაუთენია რას წამოგვყარე! - შეუბღვირა ანიმ.
- მე მაინც მეღვიძა რა მოხდა? - კითხა ანამ.
- დილა კი არა შუადღეა დახედე საათს! აუ რავი რაა ისე მაქვს ნერვები აი სულ სულ ცოტა მაკლია რო არ გავაფრინო! - მიმტანის მოტანილი ვისკი დაიყუდა ნინიმ.
- მოყევი მალე, გოგო რამდენს სვაავ! - შეეშინდა ანას. 15 წუთი ყვებოდა ნინი თავს გადახდენილ ისტორიას და ვისკს ვისკზე სვავდა.
- ანუ ის ტიპი გუშინ აქ რო იყო? - დააზუსტა ანამ.
- ხოო რო ვთქვი რანაირად მიყურებს თქო...
- რა გინდა მერე ძაან სიმპატიურია! შენი მოსაწონი ვეღარავინ ვნახეთ რა! - დაუმატა ანიმ.
- ვაიმე! თავხედია და მეტი არაფერი!
- მერე რა! აბა მუდო რათ გინდა! - თვალი ჩაუკრა ანიმ.
- აუ კაი გვეყო რა მაგაზე! გაქ რამე?
- კი, გინდა?
- ხო რაა...
საღამოს ხალხის რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ანა წავიდა მეძინებაო და თიკაც წაყვა. ნინიმ და ანიმ ერთი ჩაყრაც დაამატეს. როგორც ყოველთვის ნინი ყველაზე ბოლო გავიდა ბარიდან, რომ გაახსენდა მანქანა აქ არ ყავდა ვერც კი გაბრაზდა ისე კარგად იყო. ტაქსი უნდა გაეჩერებინა როცა მისკენ მიმავალი სანდრო დაინახა თუმცა ვერც ამან იმოქმედა მის ხასიათზე და სიცილით შეეგება.
- შენ ჩემს მეტი საქმე არ გაქვს?
- რა დღეში გაქვს თვალები გოგო?
- აუუ! ტვინი არ წაიღო ეხლა "პაჟალუსტა" რა. მიდი ტაქსი გამიჩერე. - სანდრომ ხელი წაავლო და მანქანაში ისე ჩასვა გოგონა აზრზე ვერ მოვიდა. შეწინააღმდეგება არც უფიქრია. თავი მაშინ აწია როცა მანქანა გაჩერდა, მანამდე კი სანდროს ლაპარაკი არც კი ჩაუთვლია ყურადღების ღირსად.
- სად ვართ? - იკითხა დანისლული მზერით როცა ადგილი მის სახლს ვერ მიამსგავსა.
- ჩემთან აგარაკზე, გადმოდი - კარი გაუღო მამაკაცმა.
- შენთან რა მინდა სახლში რატო არ მიმიყვანე?
- ეკას ესღა უნდა ამ მდგომარეობაში რომ გნახოს ხო? - ხელი მოკიდა და გადმოიყვანა.
მისაღებში ნინი დივანზე დაეშვა.
- აუუ... მშია!
- გშია კი არა როდის მოეშვები კაიფს?
- როცა მოვკვდები - გაუღიმა გამომწვევად. - მაჭამე რამე!
- ნინი სერიოზულად გეუბნები იცოდე... ტელეფონი გირეკავს! - მიუთითა ჩანთაზე. ნინიმ ტელეფონი ამოიღო, ანი იყო ერთხანს უყურა ნომერს შემდეგ კი:
- ხო საყვარელო!
- ნინი სად ხარ? - გაისმა ანის ხმა.
- სახლში ძვირფასო სად ვიქნები.
- რა ძვირფასო აგიტყდა?
- მადლობა საყვარელო რომ ასე ზრუნავ ჩემზე, - გააგრძელა ნინიმ.
- შენ სულ გააფრინე ხო?
- მეც მიყვარხაარ. - ტელეფონი გათიშა, - მშია!
- ვინ იყო?
- შე-ყვა-რე-ბუ-ლი. რამდენჯერღა გითხრა. - სანდროს სახე შეეცვალა და ნინის მიუახლოვდა.
- არ მჯერა!
- ჩემს ფეხებს. სამზარეულო სადაა?
- წამოდი! - მეორე სართულზე აიყვანა და ერთ-ერთ ოთახში შევიდნენ.
- აუ არ მეძინება ჯერ მშია თქო! - შებრუნდა ნინი საწოლის დანახვაზე, მაგრამ კარი ვერ გააღო. - რა ჭირს კარს?
- ჩაიკეტა!
- გააღე მერე!
- ნინი ვინ იყო თქო წეღან!
- შენ ყრუ ხარ? ხო გითხარი ვინც იყო?
- ნინი ნუ მეთამაშები თქო ხომ გაგაფრთხილე?
- არა ეგ არ გითქვამს - დასცინა მან. - აქ სააბაზანოა? - პასუხს არც დალოდებია ისე შევიდა. გამოსვლისას სანდრო საწოლზე იჯდა. როგორც ყოველთვის ახლაც აათვალიერა პირსახოცშემოხვეული გოგო და სუნთქვა აუჩქარდა.
- რა ჩავიცვა? - კითხა ნინიმ და წინ დაუდგა.
- არაფერი! - ავად გამოსცრა სანდრომ და გოგონა თავისკენ მიიზიდა.
- გააფრინე? გამიშვი!- ნინიმ გაფიქრებაც ვერ მოასწრო ისე აღმოჩნდა საწოლზე მამაკაცის მკლავებქვეშ, მის ხელებს მთელ სხეულზე გრძნობდა და უსუსურად ფართხალებდა. სანდროსთან არც მუქარამ გაჭრა არც ყვირილმა. ბოლოს თხოვნაზე გადავიდა.
- სანდრო გთხოვ! გემუდარები! შეწყვიტე და ყველაფერს აგისრულებ გპირდები!
- მაინც რას? - ყელში კოცნა განაგრძო მან.
- რასაც გინდა ოღონდ ახლა გაჩერდი!
- ცოლად გამომყვები?
- რა თქვი? - გაოცებით შეხედა სანდროს.
- გაგიმეორო? - ყელზე მოეფერა და ხელით მუცლისაკენ დაუყვა. - გამომყვები თუ გავაგრძელო?
- გამოგყვები!
* * *
მეორე დღეს ნინიმ თავის ტკივილით გაიღვიძა, ოთახი ვერ იცნო, შემდეგ ნელ-ნელა აღიდგინა წინა დღის ისტორია და შოკში ჩავარდა. ტელეფონს გადაწვდა და ძალიან გაუკვირდა ეკას ზარები რომ ვერ ნახა.
- მიხარია რომ როგორც იქნა გაიღვიძე!
- შემეშვი რა!
- მომავალ მეუღლეს მასე არ ელაპარაკებიან!
- კარგი... შემეშვი საყვარელო, ასე კარგია? - დამცინავად გახედა და ეკას დაურეკა.
- დე რას შვები?
- არაფერს სახლში ვარ. მალე მოხვალ? - ნინის გასაოცრად თბილად უპასუხა ეკამ.
- კი... არ მკითხავ სად ვარ?
- ვიცი სანდრომ დამირეკა ჩემთან და ჩემ მეგობრებთან ერთადაა არ ინერვიულოვო. აბა შენ ხო არ გაგახსენდება! - მაინც გამოურია თავისებური ეკამ.
- კაი მალე მოვალ. - ტელეფონი გათიშა და სანდროს გახედა - შენ სულ შეიშალე?
- რატო?
- ეგღა უნდა ეკას? ისედაც უკვე სიძედ მიაჩნიხარ!
- ნინი როგორც ჩანს სწორად ვერ ვერ აფასებ ჩემ პიროვნებას! - საწოლთან ჩამოუჯდა სანდრო, - მე საკმაოდ გავლენიანი ადამიანი ვარ, ჩემგან ბევრია დავალებული და ადვილად შემიძლია დიდი პრობლემები შეგიქმნათ, ეს ერთი. ახლა ჩემს აგარაკზე ხარ მარტო, ეს მეორე. ყველაზე მთავარი კი ისაა, რომ პირობა გაქვს მოცემული! მე კი მირჩევნია მოგკლა ვიდრე პირობა არ შემისრულო!
- გასაგებია... - სიმწრით გაეცინა ნინის, - როგორც ჩანს ვერც შენ შეაფასე სწორად ჩემი პიროვნება! შენ ჩემი კუთხეში მიმწყვდევა გინდოდა და როგორც ჩანს გამოგივიდა, საერთოდ ამ სიტუაციაში ნებდებიან, მაგრამ მე ასე არასდროს მოვქცეულვარ, კატა თუ კუთხეში მიიმწყვდიე მისგან ხელების აწევას არასდროს ელოდო, ის პირდაპირ სახეზე გეცემა და იქამდე დაგპორჭყნის სანამ თვითონ არ მოინდომებ მისგან გათავისუფლებას! ამჯერად იყოს ასე - გაუღიმა მან, - გამოგყვები ცოლად, ოღონდ იცოდე, როცა დადგება დღე, როდესაც განქორწინებას მთხოვ, ყველანაირად ვეცდები ეგ პროცესი გავაჭიანურო!
რამდენიმე დღე ნინი არსად გამოჩენილა, სანდროსაც კი უკვირდა არც ბარში იყო, არც სახლში, არც რომელიმე მის აგარაკზე, აეროპორტებიც კი შეამოწმა, ნინის ასავალ-დასავალს მაინც ვერ მიაგნო. იგივე დღეში იყო ეკა. არ ნერვიულობდა მხოლოდ ორი ადამიანი რომელიც ბარში იჯდა.
- არ თქვათ შენი იუმორი არ გვკლდაო! - ნინის მომღიმარი სახის დანახვაზე გოგოებს ელდა ეცათ.
- რა გინდა აქ???
- სურფრააიზ! - სიცილით მიუჯდა ნინი მაგიდას. - მომენატრეთ.
- გოგო სანდრო შეიძლება ნებისმიერ წამს მოვიდეს გაგიჟდი? - თითქმის ჩურჩულით უთხრა ანამ.
- მერე რა. არ უნდა გაგიცნოთ ბოლოსდაბოლოს?
- გააფრინე ხო? საერთოდ რა პოზიციაზე ხარ ვეღარ გავიგე. - გაბრაზდა ანი.
- აუ აან არ დაიწყო ეხლა რა! ერთ თვეში გავთხოვდები და ეგაა... უკვე გადავწყვიტე და ხო მიცნობ აზრს ვერ შემაცვლევინებ.
ეკა ისე იყო აღფრთოვანებული ამ ახალი ამბით რომ აღარც კი უკითხავს ნინისთვის სად იყო მთელი ეს დრო. მაღაზიიდან მაღაზიაში დაათრევდა შვილს და თან ქორწილზე ფიქრობდა.
- სანდრომ მითხრა ეს ქორწილი წლის საუკეთესო ივენთი იქნებაო... ეს კაბაც არ მოგწონს?
- არა. - თქვა ნინიმ ისე რომ კაბისთვის არც შეუხედავს და დაამთქნარა.
- ნინი ნუ გამომიყვან წყობილებიდან კარგი? ამაზე რას იტყვი? - სხვა კაბაზე მიუთითა ეკამ.
- აი ის მომწონს ნახე! - მოპირდაპირე ვიტრინაში გამოკიდული შავი კაბა დაანახა ნინიმ.
- გაგიჟდი ხო? ქორწილი გაქვს!
- ქორწილი კი არა დაკრძალვა მაქვს და ცოცხლად ვესწრები! აიღე რომელიც მოგწონს და წამოდი ჩემთვის სულ ერთია...
- ვერ ვხვდები სანდრო რატო არ მოგწონს?
- თავხედია დედა.
- თავხედი ის კი არა შენ ხარ!
- ვაიმე ეკააა! შვილადაც ხო არ აიყვანდი? - გაუღიმა ნინიმ ცინიკურად და გასასვლელისკენ წავიდა.
- შენნაირ შვილს ბევრად მირჩევნია! - უკან გაყვა ეკა.
- ვაიმე! ნეტა გამაგებინა რა დაგიშავე და მერე თუ გინდა მოვკვდე რა! - კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა როცა ორ შავებში ჩაცმულ მამაკაცს მოკრა თვალი და გაჩუმდა.
- რაღა რა დამიშავე მთელი ცხოვრებაა ჯვარს მაცვავ... - ეკა კიდევ დიდხანს ლაპარაკობდა თუმცა ნინი ყურადღებას არ აქცევდა უკანა ხედვის სარკეში უყურებდა ადევნებულ მანქანას. - ნინი საით მიდიხარ სახლში არ მივიდეთ?
- მივალთ. მაქეთ საცობებია. - თქვა და სიჩქარეს უმატა. ადევნებულმა მანქანამაც იგივე გაიმეორა. ნინიმ გადაუხვია, მანქანაც მიყვა, ბოლოს სახლის გზაზე ჩამოშორდა და სხვა მხრივ წავიდა. ბრაზს გავლილი არ ჰქონდა ეზოსთან სანდროს მანქანა რომ დაინახა.
- ნინი იცოდე წესიერად ელაპარაკე და არაფერი ჩაშალო თორე ინფაქტი დამარტყავს!
გოგონას არაფერი უთქვამს, სახლში როგორც კი შევიდნენ ეკამ დიდი სიყვარულით მოიკითხა სანდრო და დედამისი, ნინიმ უბრალოდ გაუღიმა და გადაკოცნა.
- ვგიჟდები ნინი შენზე! სულ ფორმაში ხარ, როგორი კაბა იყიდე?
- როგორი? - ნინიმ ვერ გაიხსენა რომელი კაბა წამოიღო ეკამ და მზერა დედაზე გადაიტანა - თეთრი!
- ეგ ვიცი ჩემო გოგო, - გულიანად გაიცინა თეონამ რომელსაც ნინის სიტყვები ხუმრობა ეგონა.
- წამოდი ჩემ საძინებელში საყვარელო და იქ განახებ არ მინდა სანდრომ ნახოს ქორწილამდე, - საუბარში ჩაერია ეკა და თეონა წაიყვანა.
- კაბისთვის არც შეგიხედავს ხომ ასეა? - თვალი თვალში გაუყარა ნინის სანდრომ.
- ასეა! - ცინიკურად გაუღიმა გოგონამ და მიუხედავად იმისა რომ მოკლე კაბა ეცვა თამამად გადაიდო ფეხი ფეხზე, ისე რომ აწეული კაბა არც კი ჩამოუწევია. სანდრომაც მოურიდებლად დახედა ფეხებზე და აათვალიერა.
- მსიამოვნებს იმის განცდა რომ ეგ სხეული მალე ჩემი იქნება!
- სამაგიეროდ სულს ვერასდროს მიიღებ!
- არც მჭირდება! - მოულოდნელად წამოდგა, ნინის ლოყებზე ხელი მძლავრად მოუჭირა და ააყენა, - მე ეს მინდა გესმის? - თქვა და გამობურცულ ტუჩებზე აკოცა, - მინდა! და მექნება!
- რა იდიოტი ხარ! - მისთვის მოულოდნელად მშვიდად უთხრა ნინიმ, ხელით მოიცილა და ოთახში ავიდა.
ნინი სარკის წინ იდგა და გულგრილად ათვალიერებდა გამოსახულებას, რომელსაც დაძაბულობა სახეზე ემჩნეოდა. თეთრი კაბა და მსუბუქი მაკიაჟი ვერ ახერხებდა ამის დამალვას.
- არაჩვეულებრივი ხარ! - მოესმა ხმა ზურგსუკან და მისკენ შეტრიალდა.
- შენგან განსხვავებით მე სულიც ასეთი მქონდა...
- რას ნიშნავს გქონდა?
- სანამ შენ გაგიცნობდი სხვანაირი ვიყავი... ახლა სხვანაირი ვარ - გამყინავი ხმით მიუახლოვდა ნინი სანდროს. - პატარძლის ნახვა ქორწილამდე რომ ცუდის ნიშანია არ იცი?
- მაგეების არ მჯერა! - უფრო ახლოს მივიდა სანდრო და ლოყაზე ხელი ჩამოუსვა.
- დაიჯერებ... - თითქმის ჩურჩულით წარმოთქვა ნინიმ ეს სიტყვები და თვალებში ახედა. სწორად ამ დროს სანდრომ წელში იგრნო ჩხვლეტა, რომელმაც ისე მოადუნა რომ ჩაიმუხლა. ნინი კი უკან გაიწია შპრიცი იქვე დააგდო და ყველასათვის შეუმჩნევლად სახლიდან გავიდა სადაც მას ანი და ანა ელოდნენ.
- წავედით! - ანიმ საბურავების წივილით გააქანა მანქანა.
- სხვები? რა მოხდა ასე სწრაფად რატო მიდიხართ? - დაიბნა ანა.
- ანიმ მითხრა მთელი ცხოვრება მიყვარდი, თქმას ვერ გიბედავდი და სხვა გზა არ მაქვს უნდა მოგიტაცოო - ეშმაკურად ჩაიცინა ნინიმ. - თუმცა შენ რომ ვერაფერი მოგიხერხა კიდევ ერთი ბილეთი დაჯავშნა. ასე რომ, ქორწილში ვერა მარა ვეგასში კი გეპატიჟებით!
აეროპორტში უკვე გამოცვლილები შევიდნენ, ბილეთების ასაღებად ნინი მივიდა, მოტრიალებისას შავებში ჩაცმული მისკენ მიმავალი ორი ტიპი შენიშნა, მაშინვე შეიცვალა მიმართულება და სხვა გასასვლელისკენ წავიდა, უკან იყურებოდა როდესაც ვიღაცას მძლავრად შეეჯახა, თუმცა თვალის მოკვრა ვერც კი მოასწრო რომ, მძაფრმა, სპეციფიკურმა სუნმა გონება დაუბინდა, სხეული მოუდუნა და ნინიც ძლიერ მკლავებს მიენდო.
* * *
სანდრო და გიორგი ძმაკაცებს გამოეყვნენ და მანქანაში ჩასხდნენ.
- აუ შენ ძმობას ვფიცავარ ჩემები უკვე მაგრად ჭედავენ რა! მამაჩემს უნდა თავისთან ვიმუშაო რაღაცები მაკეთებინოს და იტოკში რაა!
- მერე მიდი ტოო! შენი ფული გექნება და როცა გაგისწორდება მაშინ დაითრევ წამალს მეტი რა გინდა ეხლა. - უპასუხა გიორგიმ და სათვალე შეისწორა. - მეტყობა თვალებზე?
- კაი რა ფულის მეტს რას მაძლევენ თუ ძმა ხარ! დღეს მამაჩემს უნდა გავყვე რაღაც შევედრაზე ხო არ დაგავიწყდა?
- დღეს? მერე ვერ თქვი აქამდე? ესეთი სად უნდა წაყვე?
- ვიღაც მეწილე უნდა ნახოს ოჯახური პონტია წამო რა!
-მე რა მინდა ხო არ გადაობ? თან უნივერსიტეტშიც მისასვლელები ვართ.
- მაყუთს მივცემთ და მოგვარებულია, გაწყობს? - გაუღიმა სანდრომ და გასაღები გადაატრიალა.
- დაგაზე!
* * *
ნინი გონს რომ მოვიდა თავი ძალიან სტკიოდა, ოთახი ვერ იცნო, ეცადა გაეხსენებინა რა მოხდა და მიზანს რომ მიაღწია გველნაკბენივით წამოხტა.
- გაგახსენდა? - ჩაესმა სანდროს ცივი ხმა. უკან მიიხედა, ის სავარძელში იჯდა, ფეხი ნერვიულად უკანკალებდა და დაჟინებით უყურებდა გოგონას.
- გოგოები სად არიან? - ძლივს ამოიღო ხმა ნინიმ.
- არ ვიცი... ალბათ გეძებენ. ყველა გეძებს, თუმცა ეჭვი მეპარება ოდესმე გიპოვონ! ახლა ჩემთან ხარ და ჩემი წესებით ვთამაშობთ ნინი! ნებისმიერი შენი არასწორი საქციელი და ამას შენი გოგოებიდან ერთ-ერთი შეეწირება. ახლა კი მითხარი რა ნარკოტიკი გამიკეთე ისეთი, რომ სხვა არცერთი მის ლომკას არ მიხსნის?! მხოლოდ მიმსუბუქებს! ორგანიზმი მას მთხოვს! - ფეხზე წამოიჭრა სანდრო, - მითხარი რა ქვია!
სანდროს ასეთმა ნერვიულობამ ნინიზე დამამშვიდებლად იმოქმედა. გვერდულად ჩაიცინა, საწოლზე ჩამოჯდა და ცივად გამოსცრა.
- გაგახსენდა კაიფი?
* * *
რესტორანში სანდროს მშობლებთან ერთად გიორგიც იჯდა, როცა გოგის, სანდროს მამის პარტნიორი ცოლთან და 18 წლის ქალიშვილთან ერთად შემოვიდა. სანდრომ და გიორგიმ ახლაღა მოიხსნეს სათვალები და ნინი ფეხებიდან თმის ღერამდე დაათვალიერეს.
- მანქანაზე გიმაზავ ჩემი გახდება, - ღიმილით გადაულაპარაკა სანდრომ გიორგის და ხელი გაუწოდა.
- შანსი არ გაქვს ვიცი ეს გოგო ცინაძეს ევასება და ამასაც აშკარად, ერთად დავინახე რამდენჯერმე.
- ღადაობ? მაგ ნაბიჭვარს ვეძებ მთელი თვეა! - ფეხზე წამოდგნენ და ოჯახის წევრებს მიესალმნენ.
რესტორანში ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა, ნინის ყურადღებაც არ მიუქცევია ბიჭებისთვის. ეტყობოდა ერთი სული ჰქონდა შეხვედრა დამთავრებულიყო და ასეც მოხდა. საქმეზე ილაპარაკეს და მომავალი წარმატება აღნიშნეს. გარეთ გამოსული ბიჭები მანქანაში ჩასხდნენ.
- აბა ერთი კარგად მომიყევი რა ხდება ამ გოგოზე? - გიორგის მიუტრიალდა სანდრო.
- ცინაძეს ევასება თქო რაა. არც ესაა წინააღმდეგი, კაფეები რამე. დაივიწყე რა თავი არ გაყო სადმე!
- ცინაძეს რო იმ ფულს არ შევარჩენ არ იცი? მაგის უბანში გავიდეთ ერთი!
ლევან ცინაძე უბანში ბიჭებთან ერთად იდგა როცა სანდრო და გიორგი მანქანიდან გადმოვიდნენ.
- პრივეტებიი! - დამცინავად გაიღიმა სანდრო და ხელი აუწია. - სადაა ფული ჩემო ძმაო?
- მე თქვენ გითხარით ეგ ფული მეკუთვნოდა და ავიღე! - მშვიდი ტონით მიაგება ლევანმა.
- ხოო? - ღიმილით მიუახლოვდა სანდრო და თვალებში ჩააშტერდა. - მეც იგივეს გეტყვი ნინიზე მაშინ და არაფერი მოიმოქმედო ხარაშო?
* * *
სანდროს ყველაფერი დეტალებში გაახსენდა. ამდენი ხანი ცდილობდა დაევიწყებინა და ალბათ მიზანს მიაღწევდა კიდეც შემთხვევით ნინი რომ არ დაენახა ბარში. მან გაახსენა ის მწარე საღამო როდესაც გიორგის დაენიძლავა, ცინაძე ნახა და ...
- იცი რომ გიორგი შენს გამო მოკვდა? - ფეხზე წამოიჭრა სანდრო და ნინის თვალებში ჩააჩერდა. - ცინაძეც ამიტომ გაიქცა და ახლა გინდა მეც მომკლა?
- რეებს როშავ გაუბერე? - გაკვირვებული ნინი ცნობისმოყვარეობის შიშმა აიტანა და ინსტიქტურად უკან გაიწია.
- შენს გამო მოკვდა გიორგი! იმ ჩხუბში დაიჭრა ცინაძესთან რომ მომივიდა.
- ლევანთან შენ იჩხუბე? შენ იქ იყავი? აბა თავისივე უბნელებთან მოუვიდაო?
- რას იზავ გოგიმ კარგად იმუშავა. - ჩაიღიმა სანდრომ, - მერე აქედან მომაცილა, წელს ჩამოვედი და ისევ გადამეყარე, ეს ბედია ნიი - თვალი ჩაუკრა გამომწვევად. - გიორგის დავპირდი ჩემი იქნება თქო, ხოდა შენი ამ საწოლზე მიბმაც რომ მომიწიოს ეს მაინც მოხდება გასაგებია? ოღონდ ჯერ წამლის სახელი მითხარი. ხომ არ გინდა რომ ცუდად მოგექცე არა? - ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი ხელით მოაცილა ნინის და შუბლზე აკოცა. - შენ ცინაძე დაკარგე, მე გიორგი, ახლა ბარი-ბარში ვართ.
მოსაღამოებული იყო სანდროს მანქანა აგარაკიდან რომ გავიდა, წვიმამ მაგრად დაუშვა, ეტყობოდა, რომ ზაფხულის გასვლას მწარედ განიცდიდა და შედარებით გრილ შემოდგომას ჭექა-ქუხილით ეგებებოდა. ნინიმ კაპიშონი გადმოიფარა და მანქანიდან გადავიდა. დაახლოებით ორმოცდაათ მეტრში, სანდრო უკვე ვეღარც კი ხედავდა წვიმის გამო, კიბეებზე დაეშვა. დიდ ხანს უცადა სანდრომ, იცოდა რომ ნინი ძალიან ეშმაკი იყო და შეეძლო ისე აორთქლება როგორც ეს უკვე რამდენჯერმე გააკეთა. ''ამოდი! ამოდი შენი დედაც!'' იმეორებდა გულში და ხელები ნერვიულად უკანკალებდა. საბოლოოდ ნერვებმა უმტყუნა და უკვე გადასვლას აპირებდა სუსტი სილუეტი რომ დალანდა. მიუხედავად თავსხმა წვიმისა ის მაინც მშვიდად მოემართებოდა მანქანისაკენ. ცოტაც და სანდრომ მკაფიოდ გაარჩია ნინის სახე, გვერდზე გადაიწია რა კარი გაუღო.
- ესეც "კამელი!" - თქვა აღელვებული ხმით და ჩექმიდან იისფერი ფხვნილით გატენილი შეკვრა ამოიღო.
- ამდენი როგორ დაითრიე? - გაუკვირდა სანდროს და ''კამელი" გამოართვა.
- ძველი ვალიდან ამოვიღე. ახლა თავისუფალი ვარ?
- რა ოპტიმისტი ხარ! - გაუღიმა სანდრომ და მანქანა დაძრა.
რამდენიმე კვირა გავიდა, ნინისთან მხოლოდ მზარეული შედიოდა, საჭმელს უტოვებდა და გადიოდა. ჭკუიდან იშლებოდა, მისი ფანჯრებიდან მხოლოდ ტყის შეყვითლებული ფოთლები ჩანდა. შემოდგომა ბუნებას თავის კვალს ამჩნევდა და არამარტო ბუნებას...
-როგორ ხარ? - კარის ხმასთან ერთად სანდროს სიტყვები მოესმა ნინის და მისკენ შებრუნდა. სახე გაყვითლებოდა, თვალები ჩაცვენოდა, ხელის ნერვიული კანკალი უკვე ჩვევაში გადასვლოდა და სიგარეტს ძლივს იკავებდა. ნინის ხმა არ გაუცია ისე იყო დაზაფრული სანდროს ასეთ მდგომარეობაში დანახვით. - კმაყოფილი ხარ არა? - ღიმილით წავიდა გოგონასკენ და საწოლთან ჩამოჯდა.
- არა... - უპასუხა ნინიმ თითქმის ჩურჩულით და ყელში მოწოლილი ცრემლები შეიკავა.
- თბილისი არ მოგენატრა?
- ძალიან...
- მძღოლი უკვე მზადაა. - თქვა სანდრომ ნაძალადევი ღიმილით, მისკენ მიიწია, ხელებში ნინის ლოყები მოიქცია და შუბლზე აკოცა. გოგონამ დიდი შავი თვალები მიანათა სანდროს, ვერ გაეგო ასე რამ შეცვალა. ის ყოველდღე უარესს ელოდა მისგან და ამ ნაბიჯმა სულ გააოგნა.
- მერე შენ?
- მე აქ დავრჩები და ვეცდები უკვე მეორედ დავივიწყო ყველაფერი, შენი დანახვა... - ფეხზე წამოდგა სანდრო და ფანჯარასთან მივიდა. - ის სულელური ნიძლავი... ცინაძე... გიორგის სიკვდილი... და ეს წყეული "კამელი".
- თუ მას მუდმივად არ მიიღებ ორგანიზმი ვერ გაუძლებს ლომკას და...
- არაუშავს, - ფანჯრიდან თვალის მოუშორებლად თქვა სანდრომ. - შენ არ ხარ დამნაშავე იმაში რომ მე... მოკლედ წადი თორემ გადავიფიქრებ...
თბილისში დაბრუნებულმა ნინიმ გოგოებს ყველაფერი მოუყვა. ეკას სიმართლე მხოლოდ ნაწილბრივ უთხრა. მთელი დღე ბობოქრობდა დედა და საბოლოოდ მოლბა. მიუხედავად ყველაფრისა უხაროდა რომ ნინი ცოცხალი და უვნებელი დაუბრუნდა, თუმცა მთლად შეცვლილი. აქამდე თუ ყოველ საღამოს გასართობად მიდიოდა ახლა სახლში იჯდა ან იქვე პატარა კაფეში. თავს დამნაშავედ გრძნობდა. ბარის და კომპანიის საბუთებს თავს ვერ უყრიდა. ერთ დილასაც სალიდან უთქმელად გავიდა. მანქანაში ჩაჯდა და ნახევარ საათიანი მგზავრობის შემდეგ გადმოსულმა ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი. შეწითლებული ფოთლების შრიალით აუყვა აღმართს და ჭიშკარზე ზარი დარეკა. კარი მეეზოვემ გაუღო და ეზოში შეიპატიჟა. მიუხედავად ყველაფრისა ეს აგარაკი არ გვრიდა მას შიშს ან რაიმე უსიამოვნო გრძნობას. სახლის კარი შეაღო, სანდროს სუნამო სიგარეტისა და ბუხრის სუნს ერწყმოდა, ის სავარძელში ნინისგან ზურგშექცევით იჯდა.
- არ მეგონა თუ აქ მოსვლას გაბედავდი. რისთვის მოხვედი? - შემობრუნების გარეშე იკითხა მან. ნინი ნელი ნაბიჯებით წავიდა და მის წინ ბუხრის კიდეზე ჩამოჯდა.
- ასეთ მდგომარეობაში მარტო ვერ დაგტოვებ. - წაილუღლუღა დაბალი ხმით და სანდროს თვალებში შეხედა.
- ასეთ მდგომარეობაში შენ არ ჩამაგდე? თუმცა კარგი... აღარ გვინდა ამაზე ლაპარაკი. არ მინდა რომ აქ იყო და უყურო როგორ... - სანდრომ სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო რომ ძლიერად მოიჭირა თავზე ხელები. ნინიმ აღარ იცოდა დაბნეულმა რა გაეკეთებინა, წყლის ჭიქას ხელი წამოავლო და სანდროს მივარდა, თუმცა მან სწრაფად ჰკრა ჭიქას ხელი და არაბუნებრივად დაიღმუვლა. მინის ნამსხვრევები ოთახში გაიფანტა. ხმაზე მზარეულიც შემოვიდა, კარადიდან ტკივილგამაყუჩებელი გადმოიღო და სანდროს გაუწოდა. ცოტა ხნის შემდეგ ის აზრზე მოვიდა. ამღვრეული თვალებით ნინის გახედა.
- მაპატიე... - წაიჩურჩულა მან და ტირილი დაიწყო. სანდრომ არაფერი უპასუხა. თავი უკან გადაწია და ტკივილს, რომელიც მის თავში ნელნელა იფანტებოდა, ყური დაუგდო.
- უკანა ეზოში ხარ ნამყოფი? - ჰკითხა მან მოულოდნელად. - ძალიან ლამაზია იქაურობა.
რამდენიმე წუთში ისინი უყურებდნენ ულამაზეს ადგილს, ზაფხულის სიმწვანე სიყვითლეს სინთეზურად შერწყმოდა და მოწითალო ფერში გადადიოდა. უზარმაზარი ხეები ისეთ გარმოს ქმნიდა თითქოს გოლიათების სამფლობელოში შემოებიჯებინა ამ წყვილს.
- გიყვარს შემოდგომა? - ჰკითხა სანდრომ, ხელები ჯიბეებში ჩაელაგებინა, შავი კეპი უდიერად წამოეფხატა თავზე და ნინის უღიმოდა.
- არ ვიცი... არის მასში რაღაც, რაც.. იცი თითქოს ადამიანია... გაზაფხულზე იბადება, მწვანდება, ხარობს თითქოს რაღაცისთვის ემზადება. შემდეგ ახალგაზრდა გოგოსავით ყვავდება მშვენდება და... როდესაც ყველაფერი ყვავდება ლამაზად მორთულ პატარძალს ემსგავსება. ზაფხულში უამრავი ნაყოფის მოცემას იწყებს... თითქოს შვილებს აჩენსო, შემოდგომის დასაწყისი მისი ზრდასრულობის პერიოდია... დასასრული კი ახალგაზრდობის ჭკნობის... ის ბერდება... შიშვლდება და ნელნელა სიცივე ეპარება ისე როგორც ხანშიშესული ადამიანების უმეტესობას ემართება... ზამთარში ჭაღარავდება და...
- სიბერის ყოველთვის მეშინოდა, იქნებ კარგიც არის, რომ ამ ნარკოტიკის წყალობით იქამდე მისვლა არ მეღირსება... - მშვიდად შენიშნა სანდრომ და შუაგულ ტყეში გამხმარ ფოთლებზე წამოწვა. მის გვერდით ჩაიმუხლა ნინიმაც. ხელები თავქვეშ ამოიდო და ცას მოჭუტული თვალებით შეხედა.
- რა სიმშვიდეა აქ...
- ნი შენი ლაპარაკიდან გამომდინარე გამოდის, რომ მე სეტყვამ მომისწრო, აწი ვეღარც ქორწილი მექნება და აღარც შვილები მეყოლება, ასე არაა?
- ხო და ვეღარც ვერავინ იხილავს შენს კანს ამ ფოთლებივით დამჭკნარს და გამხმარს, - თქვა ნინიმ და ისინი სანდროს სახეზე დააყარა. როგორც ჩანს მტვერი ცხვირში შეეყარა და ისე დააცემინა ადგილიდან წამოფრინდა. ერთხანს უყურა გაოცებულმა და გაბრაზებულმა სანდრომ მომღიმარ ნინის, მერე ნელა დაიხარა.
- აარც იფიქრო! - გაჩერების ნიშნად ერთი ხელი წინ გაიშვირა ნინიმ, მეორეთი მიწას დაეყრდნო და წამოდგომა სცადა თუმცა მთელ სახეზე დაყრილმა ფოთლებმა მომენტალურად დააბნია და ისევ ძირს გაიშალა. სახე რომ გაითავისუფლა გამარჯვებულ ღიმილიან სანდროს მოკრა თვალი, მის გარშემო მდებარე ფოთლები ერთიანად მოხიკა და...
რამდენიმე წუთში გულიანი სიცილით სახლში ბრუნდებოდნენ, ტანსაცმლიდან და თმებიდან ფოთლებს იცლიდნენ და პატარა ბავშვებივით ჩხუბობდნენ. ნინიმ ეკას დაურეკა დღეს ანისთან ვრჩებიო და თან სამზარეულოში შეირბინა. ლელას უკვე მოემზადებინა სადილი, ცხელი ჩაი და კრუასანები რომელზეც სანდრო გიჟდებოდა.
- მოდი აქ! კარგად უნდა იკვებო! - გასძახა ნინიმ სანდროს და რო არ გამოეპასუხა თვითონ გააკითხა. - არ გესმის რას გეუბნები? - ხელი ჩაკიდა და სამზარეულოში შეათრია.
- არ მშია. - პატარა ბავშვივით აწუწუნდა სანდრო და სკამზე დაეშვა.
- აბა მალე გააღე პირი! - მუხლზე ჩამოუჯდა ნინი და ლოყებზე ხელი მოუჭირა რომ პირი გაეღებინა. კრუასანი აიღო და მუშტისხელა ნაჭერი პირში ჩატენა.
- გააფრინე? - ამოილუღლუღა სანდრომ როცა ნახევრად დაუღეჭავი ლუკმა ძლივს გადაყლაპა.
-აბა მეორეც! - წინადადების გაგრძელება არ აცადა სანდროს და მეორე კრუასანიც პირში ჩატენა.
- მოგკლავ ეხლა შენ! - გაგულისებული სანდრო ფეხზე წამოხტა და ლუკმა უკან გადმოაგდო.
- როგორ ბედავ და უარს მეუბნები! - მკაცრი დედიკოს ტონით ცალი წარბი აწია ნინიმ და სკამზე მიუთითა, - აბა ჩქარა დაბრუნდი შენს ადგილას!
ამის შემხედვარე სანდროს ისე გულიანად გაეცინა მთელი სახლი აზანზარდა. ნინიმაც ვეღარ შეძლო თავისი როლის გაუცინებლად გაგრძელება თუმცა ფარ-ხმალს არ ყრიდა.
- გითხარი დაჯექი თქო თორემ მთელი საღამო კუთხიდან ვერ გამოხვალ!
სანდრო სიცილს არ წყვეტდა. ერთი ხელით მიათრია ნინი თავისთან და ჩაეხუტა.
- რა გიჟი გოგო ხარ! ეს გასწავლა ეკამ? - იცინოდა და ცრემლებს იწმენდდა.
- მთელი ბავშვობა კუთხის მეტი არაფერი მინახავს. სულ ჭამის გამო მსჯიდა. თუმცა მისგან განსხვავებით მე ვიცი როგორ უნდა მოვექცე ადამიანს რო მოვაშიო! - ამაყად წარმოთქვა ეს სიტყვები და მისაღებისკენ დაიძრა.
აგარაკიდან მთელი ღამე სიცილის ხმა გამოდიოდა. არ იცოდნენ რაზე იცინოდნენ, რატომ ჭამდნენ, რატომ სწყუროდათ სულ, მაგრამ თავს არაჩვეულებრივად გრძნობდა ორივე. არც სანდროსთვის შეუხსენებია თავი ძლიერ ტკივილს, გამთენიისას დაღლილებს ჩაეძინათ. ასე გრძელდებოდა დაახლოებით ერთი კვირა. ისინი აბსოლუტურად მოსწყდნენ გარე სამყაროს, ორივე იტყუებოდა, რომ უბრალოდ ისვენებდნენ სხვადასხვა ადგილას, თუმცა ყველა გრძნობდა რაც ხდებოდა რეალობაში და ხელს არავინ უშლიდათ. სანდრო ნელნელა მოღონიერდა, გამოცოცხლდა, უკვე აღარ შედიოდა აგარაკის იმ ოთახში, რომელში შესვლაც ყველას ეკრძალებოდა. ნინის ყოველთვის ცნობისმოყვარეობას უღვივებდა სახლის ეს ნაწილი, ერთხელ ჰკითხა კიდეც ამის შესახებ სანდროს, მაგრამ ის მუდამ თავს არიდებდა კითხვას და მხოლოდ იმას ეუბნებოდა რომ იქ არ შესულიყო. შემდეგ გუდაურში გადაწყვიტეს წასვლა, სასტუმროში დაბინავდნენ, სანამ სანდრო რაღაცეებს აგვარებდა ნინი მისაღებში ჩავიდა. ორი ჩაი შეუკვეთა და სანდროს ელოდებოდა. დარბაზს თვალი მოავლო და ერთ მამაკაცს მიაჩერდა. "საიდან მეცნობა? სად მყავს ნანახი... ნუთუ... არა შეუძლებელია..." ის წამოდგა და ნინის მაგიდასთან მივიდა.
- შეიძლება დავჯდე ნი? - პასუხს არც დალოდებია ისე დაეშვა ლევან ცინაძე სკამზე და ნინის გაუღიმა.
- ლევან? სად იყავი როდის ჩამოხვედი? - გაოგნებისგან ძლივსღა ლაპარაკობდა ნინი.
- დიდი ხანი არაა, მაგრამ მაინც მოვასწარი შენზე ახალი ამბების გაგება. მეორე ჩაი ვისთვისაა? - გამომცდელი მზერით შეხედა ლევანმა გოგონას. ნინის ერთი წამით მოეჩვენა კიდეც რომ მან მისი ყველა ფიქრი წაიკითხა. - რა იყო ისე გაგაოცა ჩემმა ნახვამ რომ ვეღარც ლაპარაკობ? თუ შეგაშინა?
- რა სისულელეა... - ნინი შეეცადა დაძაბულობა მოეხსნა. - ჩემი დაქალისთვის შევუკვეთე, ერთად ვისვენებთ აქ... - თქვა და თვალი შემოსასვლელისკენ გააპარა.
- გასაგებია, - ჩაიცინა ლევანმა და ნინი აათვალიერა. - არ შეცვლილხარ, ისევ ისეთი ლამაზი და მიმზიდველი ხარ როგორიც ექვსი წლის წინ. ისე ჩემი ჯავრი კი გიყრია სანდროზე, - თვალი თვალში გაუყარა ლევანმა ნინის.
- ხოო... იცი ძალიან გამიხარდა შენი ნახვა, მაგრამ უნდა წავიდე. - ნინი უეცრად წამოდგა როგორც კი გაიფიქრა რა შედეგი მოყვებოდა სანდროსა და ლევანის შეხვედრას.
- რატომ შენი დაქალი ხომ ჯერ არ მოსულა? - ფეხზე წამოდგა ლევანიც და ნინის მიუახლოვდა.
- ხო მაგრამ...
- მაგრამ შენი დაქალი სანდრო ვერ იქნება. - დაჟინებით ჩააცქერდა ლევანი ნინის და ხელი მკლავზე მოკიდა. - წამოდი!
გარეთ თითქმის ძალით გამოიყვანა.
- როგორ გაბედე იმის მერე რა ურთიერთობაც მე და შენ გვქონდა, რომ სანდრო მდგომარეობიდან გამოგეყვანა და მასთან ერთად დასასვენებლად წამოსულიყავი?!
- ლევან მე...
- მე შენ მიყვარდი ბავშობიდან! შენც ხომ მოგწონდი? - ხმას ნელ-ნელა უწევდა ის და ნინის ნელნელა კედელთან იმწყვდევდა.
- ლევან მე არ ვიცოდი რომ...
- შენ ის ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახადე, ყველანაირად ებრძოდი მის გამოხტომებს ქორწილიდან მოუტყდი და ახლა მასთან ერთად გძინავს კიდეც ხო?! - თითქმის იყვირა ლევანმა.
- მე ის მიყვარს!
- რა თქვი? - სიმწრისგან გაეცინა კიდეც მამაკაცს და ოდნავი ბიძგით ნინი კედელზე მიახეთქა.
- ლევან გეყოფა! საერთოდ როგორ ბედავ აქ მოსვლას და ჩემთვის მორალის კითხვას როცა ექვსი წელი არ გამოჩენილხარ! არც კი ვიცოდი ცოცხალი იყავი თუ მკვდარი! მართალია მე შენ... - ნინიმ უნებურად კარებისკენ გაიხედა და სიტყვა ჩაუწყდა.
* * *
- სახელი?
- ნინი.
- ნინი ანუ ნინო ხო? - თავი ასწია პროკურორმა.
- დიახ, ნინო არველაძე.
- ქალბატონო ნინო, გუდაურში რომ ჩახვედით რა დღე იყო?
- პარასკევი, ოცდაშვიდი ნოემბერი.
- ანუ მკვლელობის დღე ხომ ასეა? - დააზუსტა პროკურორმა.
- დიახ. - თვალები აემღვრა ნინის.
- ჩვენთვის ცნობილია ლევანისა და სანდროს ადრინდელი მტრობის ამბები. მაშინ სანდრო მამამისმა გადაარჩინა, ლევანი გაიქცა. მაგრამ ახლა ის დრო აღარაა. მე დაწვრილებით მაინტერესებს ყველაფერი. თქვენ ერთადერთი მოწმე ხართ ნინო! ვინ დაიწყო ჩხუბი? - თვალებში ჩახედა პროკურორმა. ნინიმ წამის მეასედებში აღიდგინა ის დაწყევლილი დღე და თვალი იქით გააპარა სადაც დამნაშავე თავჩახრილი იჯდა და გოგონას ყოველ სიტყვაზე კრთებოდა.
- ლევანმა, - აღმოხდა უნებლიედ, - სანდრო თავს იცავდა! - მის სიტყვებს სიმტკიცე ემატებოდა და უფრო და უფრო მკაფიოდ გაისმოდა სასამართლო დარბაზში. - სანდროს მშვიდი და წყნარი ცხოვრება სურდა...
- ტყუილია! - დარბაზიდან გაისმა შავებში ჩაცმული ქალის გაბოროტებული ხმა, - ლევანი თავს არ დაესხმებოდა რა მიზეზი ჰქონდა?!
- გთხოვთ გამოიჩინოთ პატივისცემა და პროკურორს დააცადოთ! - მოისმა დინჯი და აუღელვებელი მოსამართლის ხმა.
- მაშ თქვენ ამბობთ, რომ ეს არ იყო განზრახ მკვლელობა! რომ სანდრო თავს იცავდა და ყველაფერი ლევანის ბრალია?!
- დიახ, ბატონო პროკურორო.
- ეჭვმიტანილი თუ ადასტურებს ამას? - საუბარში ჩაერია მოსამართლე.
- მე ჩემს ჩვენებაშიც ეს ვთქვი ბატონო მოსამართლე!
ნინი მანქანაში იჯდა, დრო განუზომლად იწელებოდა, ფანჯარაში იყურებოდა როცა სანატრელი სახე დაინახა. კარები გააღო და სიბილით წავიდა მისკენ.
- ნინი? - სანდრო დაბნეული უყურებდა მას. - არ გელოდი, - თქვა და თვალი მოარიდა.
- გაგიჟდი? რას არ მელოდი! - ჩაეხუტა ნინი. - წუთებს ვითვლიდი როდის გამოგიშვებდნენ! მოიხსენი რა ეგ სათვალე დაგინახო ნორმალურად, - შესცინა გოგონამ.
-წავიდეთ რა...
- რა გჭირს? - შეცბუნებულმა კითხა ნინიმ. - თვალებში შემომხედე! - სწრაფად მოაძრო სათვალე და ამოიკითხა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. ხელები უღონოდ ჩამოუშვა და თვალები აუცრემლიანდა.
- მაპატიე... არ მეგონა თუ გამომიშვებდნენ ნინი მე... მე არ მეგონა გესმის? - ხელები მკლავებზე მოუჭირა გოგონას, - მე მეგონა ვეღარასდროს გამოვიდოდი გარეთ თორე წამალზე ფიქრსაც არ გავივლებდი ნინი გესმის? - ამღვრეული თვალებით აჯანჯღარებდა ატირებულ ნინის, რომელიც უწინდებურად აღარ უყურებდა თვალებში.
- წავიდეთ... - თქვა ოდნავ გასაგონად და შებრუნდა.
- ნინი მე გადავიტან გესმის? ისევ გავუძლებ შენ თუ ჩემთან ერთად იქნები მე ყველაფერს გავუძლებ! ჩვენ დროს გავუძლებთ გესმის?
- შენ მას ვერასდროს შეეშვები! - თითქმის ყვიროდა ნინი და მანქანისკენ მიდიოდა. - ვერასდროს გესმის?!
მიუხედავად ნინის პესიმიზმისა სანდრო კარგად იქცეოდა, გოგონა სულ მასთან იყო. უყურებდა როგორ ძნელად გადაჰქონდა სანდროს ყველაფერი, უყურებდა მის ტკივილებს, ტანჯვას. ერთი დღით დატოვა აგარაკი საქმიან შეხვედრაზე იყო წასული როცა ლელამ დაურეკა სასწრაფოდ უნდა შენი ნახვა ძალიან ცუდად არისო. გოგონა დაფეთებული ავარდა კიბეზე, მისი ყურადღება ღია კარმა მიიქცია იმ ოთახისა, სადაც არასდროს ყოფილა, მიუახლოვდა, შიგნით შევიდა და გაეღიმა. მთელი ოთახი ხატებით იყო სავსე. ამხელა სამლოცველო უამრავ სანთელს გაენათებინა. პატარა საკურთხეველთან სანდრო იდგა მამაოსთან ერთად და აღსარებას აბარებდა. ნინი გამობრუნდა. სასწრაფოდ დაურეკა გოგოებს და თან თვის ოთახში შევიდა.
- მოგწონს? - ჰკითხა ნინიმ მოკლე, ტანზე გამოყვანილ თეთრ კაბაზე და თავსაბურავზე.
- ეს კაბა გეცვა პირველად რომ გნახე. - გაუღიმა სანდრომ, წელში მოიხარა და ხველებით საწოლზე ჩამოჯდა.
- ქმრად გამომყვები? - ამ სიტყვებზე ნინი მასთან მივიდა და თვალებში შესცინა.
- რა? - გაოცებით გაიღიმა სანდრომ.
რამდენიმე წუთში პაწაწინა საკურთხეველთან იდგნენ. ნინის ორი მეჯვარე ყავდა, სანდროს თავისი მეეზოვე. ძილისწინ სანდრომ მაგრად მიიკრა გულზე.
- მიყვარხარ! - დაიჩურჩულა სანდრომ, - არასდროს მეგონა რომ ამ სიტყვას ვეტყოდი ვინმეს!
- მეც! - შუბლზე აკოცა ნინიმ და სახე მის მკლავებში ჩამალა.
- მაგას მაშინ მივხვდი როცა სასამართლოზე მოიტყუე. არ მეგონა თუ ასე გარისკავდი... - გაიღიმა მან და კიდევ უფრო ახლოს მიიკრა გოგონა.
დილით ნინი საშინელმა სიცივემ გააღვიძა. სანდროსკენ გადატრიალდა, ხელი სახეზე დაადო, შემდეგ პულსი გაუსინჯა და ჩუმად ატირდა.
ავტორი: მარი მაყიშვილიскачать dle 11.3




№1  offline წევრი Mrs grey

ვაიჰ ;( შენ რომ არ გჩვევია ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები.. მაგრამ მიუხედავად ცუდი დასასრულისა რეალობასთან ახლოსაა.. ძალიან ბევრი ადამიანი იღუპავს თავს უმიზეოდ... ეს ისტორია ნათელი მაგალითია სადამდე მიჰყავს ადამიანები ნარკოტიკს:(

 



№2 სტუმარი სტუმარი ქეთი

უჰ რა მძიმე იყო, მაგრამ სამართლიანი დასარულით

 



№3  offline მოდერი zia-maria

ეს ისტორია ადრეც ხომ იდო,წლების წინ.მაქვს წაკითხული.ისე მომეწონა რვეულშიდაც კი ამოვწერე და შენახული მაქვს. kissing_heart

 



№4  offline მოდერი ენემი

აუუ რატო გაიმეტე სანდროო? sob sob sob sob sob sob მანც მაგარი იყო მაგრამ არ უნდა გაგემეტებინა

 



№5  offline წევრი მარიკუნაა♥️

არ მიტირია.
ბოლოს გამეღიმა.
მართლა ძალიან მომეწონა:)
ვგიჟდები სამართლიან დასასრულებზე!
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 



№6 სტუმარი სტუმარი shalo

sesxi visunda

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent